ეთნოგრაფია; ეთნოლოგია; ანთროპოლოგია -თემური ჯიმშელეიშვილი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ეთნოგრაფია; ეთნოლოგია; ანთროპოლოგია

XXI საუკუნეში საკმაოდ პოპულარული ხდება ისეთი მეცნიერებები, როგორებიცაა


ეთნოლოგია, ეთნოგრაფია და ანთროპოლოგია. ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს,
რომ ეს მეცნიერებები იდენტურია, ერთი და იგივე რამეს შეისწავლის, თუმცა ეს ასე
არაა, მათ შორის არსებობს როგორც მსგავსებები, ისე განსხვავებებიც...
სიტყვა ეთნოგრაფია ბერძნული სიტყვაა (Ethnos- ტომს, ხალხს ნიშნავს, ხოლო
grapho- „ვწერ“). აქედან გამომდინარე ეთნოგრაფია ხალხის აღწერას ნიშნავს.
ტერმინი ეთნოგრაფია პირველად 1607 წელს გამოიყენა მწერალმა იოჰან
ზომერმა, ინტენსიურ ხმარებაში კი ეს ტერმინი XVIII ს-ის ბოლოდან გვხვდება.
ეთნოლოგია ასევე ბერძნული სიტყვაა. (ეთნოს- ხალხს ნიშნავს, ხოლო ლოგოს-
სწავლებას, მცოდნეობას). ეს იმას ნიშნავს, რომ ეთნოლოგია არის მეცნიერება,
რომელიც სხვადასხვა ხალხებს შეისწავლის. ასევე ეთნოლოგიის შესწავლის
მიზანია ხალხთა კულტურა, ენა და მათი ყოფა. ტერმინი ეთნოლოგია პირველად
ანდრე მარი ამპერმა იხმარა, ეს XIX საუკუნის 20-30-იან წლებში მოხდა. მანვე
გამოაქვეყნა ანთროპოლოგიური სქემა, სადაც ეთნოლოგია ცალკე სქემად იყო
გამოყოფილი, ხოლო ეთნოგრაფია ერთ-ერთ განშტოებად. 1839 წელს
საფრანგეთში ჩამოყალიბდა „ეთნოლოგიური საზოგადოება“, ხოლო შემდეგ
წლებში ეთნოლოგიის ტერმინი გავრცელდა ისეთ ქვეყნებში როგორებიც იყო
ინგლისი; ა.შ.შ; გერმანია; იტალია; გერმანია და მრავალი სხვა.
დასავლეთ ევროპაში მეცნიერები ეთნოგრაფიასა და ეთნოლოგიას
შემდეგნაირად ანსხვავებენ ერთმანეთისაგან: ეთნოგრაფია ახდენს ხალხის
აღწერას, ეთნოლოგია კი შეისწავლის მას. საქართველოში ტერმინმა
ეთნოგრაფიამ მას შემდეგ დაიწყო გავრცელება, რაც ეს უკანასკნელი რუსულ
მეცნიერებაში საბოლოოდ დამკვიდრდა. იყო მცდელობა სხვა ტერმინების
დამკვიდრებისა, თუმცა ამაოდ. ცვლილება ხდება სსრკ-ს დაშლის წინა პერიოდში,
როცა იქმნება „ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის“ ინსტიტუტი. მსგავსი
ინსტიტუტის შექმნით ეთნოლოგიაცა და ანთროპოლოგიაც ერთი სამეცნიერო
დაწესებულების შესწავლის ინტერესების სფეროში მოექცნენ.
ანთროპოლოგიაც ბერძნული სიტყვაა ( „ანთროპოს“ ადამიანს ნიშნავს. ლოგოს-
სწავლებას, მეტყველებას). იგი შეისწავლის ადამიანის აღნაგობას და მის ფიზიკურ
ნიშნებს, ასევე რასებსა და რასობრივ ტიპებს, მათ წარმოშობას, ჩამოყალიბებასა
და განვითარებას. ტერმინ ანთროპოლოგიის პირველად გამოყენებას
არისტოტელეს სახელს უკავშირებენ.
დამოუკიდებელ მეცნიერებად ანთროპოლოგია ჩამოყალიბდა XIX საუკუნის შუა
ხანებში. მისი დარგებია: ადამიანის მორფოლოგია, სწავლება ანთროპოგენეზის
შესახებ და რასათმცოდნეობა. მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ანთროპოლოგიის
დარგში ჰიპოკრატემაც, რომელმაც ადამიანზე კლიმატის ზეგავლენის თაობაზე
გამოთქვა მოსაზრება. ჰიპოკრატეს ეკოლოგიის და ანთროპოლოგიის
ფუძემდებლადაც განიხილავენ. მისი აზრით ადამიანის ფიზიკური და
ბიოლოგიური მახასიათებლები გარემოსთანაა დაკავშირებული. ჩემი აზრით ეს
მოსაზრება სინამდვილეს საკმაოდ მაღალი ალბათობით შეესაბამება : თუ
დავაკვირდებით დედამიწაზე ადამიანთა განსახლების არეალს, ადვილად
მივხვდებით, რომ განსხვავებულ კლიმატურ პირობებში მცხოვრები ადამიანები
ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. მაგალითად: აფრიკაში მცხოვრები
ადამიანების კანის ფერი შედარებით მუქია, მაღალი ტემპერატურის გამო;
ჩრდილოეთში, ცივ კლიმატურ პირობებში მცხოვრებ ადამიანთა თვალის ფორმა
შედარებით განსხვავებულია, უფრო ვიწრო; ასევე განსხვავებულია მთაში
მცხოვრები ადამიანის ფიზიკური მონაცემები, ბარში მცხოვრები ადამიანისაგან.
თუნდაც ავიღოთ ჩვენი ქვეყნის მაგალითი: სვანი ხალხი ბევრად უფრო ტანადი და
ძლიერია, ვიდრე ბარში მცხოვრები სხვა ქართველები. ამის მიზეზი რა თქმა უნდა
გარემოპირობებია. მთაში მცხოვრებ ადამიანს მეტი სიძლიერე და გამძლეობა
ჭირდება არსებობისათვის, ვიდრე სხვას... ზოგადად აღნიშნული მეცნიერებების
შესახებ კი ვიტყოდი, რომ მათი არსებობა თანამედროვე ეპოქაში საკმაოდ
მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს მეცნიერებები იკვლევენ ჩვენი ქვეყნისა და
ერისათვის მნიშვნელოვან წარსულს. თითოეული მათგანის მიღწევები,
ერთობლივად აღებული, ჩვენთვის ფასეულ მასალას წარმოადგენს, რომელიც
წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ განვითარების რა გზა განვლო საუკუნეთა
მანძილზე ქართველმა ერმა...

You might also like