Professional Documents
Culture Documents
აიათოლა ჰომეინის ინტერვიუ, 1979 წელი
აიათოლა ჰომეინის ინტერვიუ, 1979 წელი
კონტენტ-ანალიზის მიზანი:
აიათოლას პასუხების ტექსტიდან გამოყავით რევოლუციის მოწინააღმდეგენი (დასავლეთი,
მემარცხენეები, შაჰის რეჟიმი, და ა.შ.) და ამოკრიბეთ და პუნქტობრივად დაალაგეთ
თითოეული მტრის შესახებ აითოლას ბრალდებები, გაანალიზეთ სხვადასხვა მტერს რა
საერთო დახასიათება აქვს და რა განმასხვავებელი.
ორიანა ფალაჩი: იმამ ხომეინი, მთელი ქვეყანა თქვენს ხელშია: ნებისმიერი თქვენი
გადაწყვეტილება - ბრძანებაა. დღეს უკვე ბევრი ამბობს, რომ ირანში არ არის თავისუფლება,
რომ რევოლუციას თავისუფლება არ მოუტანია.
დიდი აიათოლა რუქოლა ხომეინი: ირანი არ არის ჩემს ხელში, ირანი ხალხის ხელშია,
რადგან ხალხმა გადასცა ქვეყანა იმას, ვინც მისი მსახურია და ვისაც მისთვის სიკეთე უნდა.
ხომ ნახეთ, აიათოლა ტელეჰანის სიკვდილის შემდეგ ხალხი ქუჩებში გამოვიდა და მას
ხიშტების არ შეშინებია. ეს თავისუფლებაზე მეტყველებს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხალხი
მხოლოდ ღვთისგან ხელდასმულებს მიჰყვება. აი, სწორედ ეს არის თავისუფლება.
ო.ფ. ნება მომეცით, განგიმარტოთ, იმამ ხომეინი. მე იმის თქმა მინდა, რომ უკვე დღეს
ირანში ბევრი დიქტატორს გიწოდებთ. ახალ დიქტატორსაც კი. რას იტყოდით: თქვენ ეს
მოგწონთ თუ ასეთი შეფასებების მიმართ გულგრილი ხართ?
არა, არ მსმენია, იმამ. თუმცა ხალხს თქვენი ეშინია. ეს ბრბოც კი, რომელიც თქვენ სახელს
გაჰყვირის, შიშს თესავს. რას გრძნობთ, როცა ეს შეძახილები გესმით, დღისითა და ღამით,
როცა იცით, რომ ისინი რამდენიმე საათს დგანან ჭყლეტვაში, იტანჯებიან მხოლოდ
იმისთვის, რომ წამით მაინც მოგკრან თვალი და თაყვანი გცენ?
მე ვტკბები ამით. ვტკბები, როცა ვხედავ მათ და როცა მათი ხმები მესმის. იმიტომ, რომ ეს
სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც დაირაზმნენ შიდა და გარე მტრების წინააღმდეგ,
იმიტომ რომ მათი ჩემდამი აპლოდისმენტები იმ შეძახილების გაგრძელებაა, რომლებითაც
მათ უზურპატორი (შაჰი) გააძევეს, იმიტომ, რომ კარგია, თუ მათი დუღილი გრძელდება.
მტრები არ გამქრალან. ვიდრე ქვეყანაში ყველაფერი არ დალაგდება, მათი აქტიურობა
საჭიროა, საჭიროა მათი მზადყოფნა შეტევაზე გადასასვლელად. და იმიტომაც, რომ მათი
გრძნობა სიყვარულია, გონივრული სიყვარული. არ შეიძლება, არ დატკბე ამით.
თქვენ ჯერ ამტკიცებთ რაღაცას, მერე კი გსურთ, რომ მე განვმარტო ის, რასაც თქვენ
ამტკიცებთ... რაზე ვსაუბრობთ? იმაზე, რომ მე ვალდებული ვარ, ქედი მოვუხარო და ხელი
შევუწყო იმათ შეთქმულებებს, ვისაც ქვეყნის ჩაძირვა უნდა ანარქიასა და კორუფციაში,
თითქოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება - შეთქმულებების ჩაფიქრებისა და
ხალხის გარყვნის თავისუფლება იყოს. ამიტომ გიპასუხებთ: ხუთ თვეზე მეტხანს ვითმენდი,
ყველანი ვითმენდით მათ, ვინც ჩვენსავით არ ფიქრობდა. ისინი თავისუფლები იყვნენ,
აბსოლუტურად თავისუფლები თავიანთ ქმედებებში. ისინი ტკბებოდნენ იმ
თავისუფლებით, რომელიც ჩვენ მათ მივანიჭეთ.აქ დამსწრე ბატონი ბანისადრის მეშვეობით
მე კომუნისტების დიალოგზე მოვიწვიე. მაგრამ ამის პასუხად მათ დაწვეს ხორბლის
მარაგები, საარჩევნო ურნები და იარაღით ხელში უპასუხეს ჩვენს მოწვევას დიალოგზე.
სინამდვილეში მათ გაამწვავეს ქურთული პრობლემა. ამრიგად, ჩვენ მივხვდით,რომ ისინი
იყენებდნენ ჩვენს მოთმინებას, რათა საბოტაჟი მოეხდინათ ჩვენი სამუშაოსთვის, რომ მათ
თავისუფლება კი არ სურდათ, არამედ უფლება ძირგამომთხრელ საქმიანობაზე. და ჩვენ
მათთვის ხელის შეშლა გადავწყვიტეთ. შემდეგ კი, როცა გაირკვა, რომ ისინი, ძველი
რეჟიმისა და უცხოური ძალების დახმარებით გეგმავდნენ ჩვენს განადგურებას სხვა
მეთოდებითაც, ჩვენ ისინი გავაჩუმეთ, რათა თავიდან აგვერიდებინა ახალი უსიამოვნებები.
მაპატიეთ, იმამ: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ სწორად გამიგეთ. თქვენ ამტკიცებთ, რომ
მემარცხენეებს არაფერი საერთო არ აქვთ შაჰის დამხობასთან. მათაც კი, ვისაც
ატუსაღებდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ? არც ცოცხალი და არც მკვდარი მემარცხენეები
არაფერს ნიშნავს?
დიახ, შექმნეს და მხარს უჭერენ - ჩვენი ცილისწამების, ჩვენი რეჟიმის საბოტაჟის და,
საბოლოო, ჩენი განადგურების მიზნით.
ესე იგი, როდესაც თქვენ ახსენებთ ხალხს, იმამ, ეს ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს,
რომლებიც დაკავშირებულნი არიან ისლამურ მოძრაობასთან. როგორ ფიქრობთ, იმ
ათასობით და ათი ათასობით დაღუპულმა ადამიანმა თავი თავისუფლებისთვის გასწირა
თუ ისალმისთვის?
ისლამისთვის. ხალხი ისალმისთვის და ისლამის სახელით იბრძოდა. ისლამი ნიშნავს
ყველაფერს: იმასაც კი, რასაც თქვენს სამყაროში თავისუფლებასა და დემოკრატიას
უწოდებენ. ისლამი თავის თავში ყველაფერს მოიცავს. ისლამი ყველაფერია.
თავისუფლება.... ადვილი არ არის მისი განმარტება. ჩვენ ვამბობთ, რომ თავისუფლება არის
ის, რომ შეგიძლია აირჩიო შენი საკუთარი იდეები,იფიქრო ის, რაც შენ გინდა, თავს არ
მოგახვიონ სხვა იდეები, იცხოვრო იქ, სადაც გინდა, და აკეთო ის საქმე, რომელიც გინდა.
იმამ, დემოკრატია უფრო მეტია, ვიდრე თქვენს მიერ მოთხრობილი. ამას ირანელებიც კი
ამბობენ, რომლებსაც - ჩვენსავით, უცხოელების მსგავსად - ვერ გაუგიათ, რა
მიმართულებით მიცურავს და სად გაჩერდება მათი ისალმური რესპუბლიკა.
ან იმ თვრამეტი წლის ორსული გოგონას საქმე აიღეთ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ
ბესხარაში მრუშობის გამო დახვრიტეს.
თუკი ასეა, ესე იგი სასჯელს იმსახურებდა. მე მხოლოდ ეს ვიცი. ალბათ, იმ ქალმა რამე
უფრო სერიოზული დანაშაული ჩაიდინა. ამის შესახებ განაჩენის გამომტან მოსამართლეს
ჰკითხეთ. და საერთოდაც, კმარა ასეთ რამეებზე საუბარი. ეს არ არის მნიშვნელოვანი.
მაშინ ქურთებზე ვისაუბროთ, რომლებსაც მარტო იმიტომ ხვრეტენ, რომ მათ ავტონომია
სურთ.
კეთილი, მაშინ შაჰზე ვისაუბროთ. იმამ, ხომ თქვენ გაეცით შაჰის ლიკვიდაციის ბრძანება
საზღვარგარეთ. ხომ თქვენ თქვით, რომ ის, ვინც ამას გააკეთებს, გმირი იქნება, და თუ იგი
სალიკვიდაციო ოპერაციის დროს დაიღუპება, დაუყოვნებლივ მოხვდება სამოთხეში.
ასეთ შემთხვევაში ფულის გამო მის დევნას შევწყვეტთ: თუ ფულს მართლა დააბრუნებს,
ფულადი ანგარიში გასწორებული იქნება. მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ანგარიში
ქვეყნისა და ისლამის ღალატის გამო. როგორ უნდა ვაპატიოთ მას 15 ქორდადის
მკვლელობა, რომელიც მან თექვსმეტი წლის წინ ჩაიდინა, ან ხოცვა-ჟლეტა შავ პარასკევს
შარშან? როგორ ვაპატიოთ მას ყველა ის სიკვდილი, რომელიც მან ქვეყნიდან წასვლის
შემდეგ დატოვა?ის მკვდრები რომ აღსდგნენ მკვდრეთით, მაშინ ვაპატიებდი და მხოლოდ
იმ ფულით დავკმაყოფილდებოდი, რომელიც ხალხს მან და მისმა ოჯახმა წაართვეს.
მაგრამ ბრძანება, რომ იგი სპეცოპერაციით უნდა დააბრუნონ ირანში, ალბათ ისეთით,
როგორითაც ეიხმანი გამოათრიეს არგენტინიდან - მხოლოდ შაჰს ეხება თუ მის ოჯახსაც?
დამნაშავეა ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა. თუკი მისი ოჯახი არ მონაწილეობდა არანაირ
დანაშაულში, ვერ ვხედავ მიზეზებს მათ განსასჯელად. მიკუთვნებულობა შაჰის
ოჯახისადმი არ არის დანაშაული. მაგალითად, მის ვაჟს, რეზას, თავი დანაშაულით არ
შეურცხვენია. ამიტომ მე მის წინააღმდეგ არაფერი მაქვს: მას შეუძლია, დაბრუნდეს ირანში,
როცა მოინდომებს და იცხოვროს, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ. დაე, ჩამოვიდეს.
ყოფილი პრემიერი ბაქტიარი? იგი ამბობს, რომ დაბრუნდება თანამდებობაზე, რომ მას უკვე
ჰყავს თავისი მთავრობა, რომლითაც იგი არსებულს შეცვლის...
უნდა დაიხვრიტოს თუ არა ბაქტიარი, მე ამას ახლა ვერ გეტყვით. მაგრამ მე დარწმუნებული
ვარ, რომ იგი უნდა გასამართლდეს. დაე, დაბრუნდეს, თუნდაც თავის მთავრობასთან
ერთად. დაე, დაბრუნდეს, თუ უნდა, თავის შაჰთან ხელჩაკიდებული. განსასჯელის სკამზე
ერთად დასხდებიან. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ძალიან მინდა ვნახო, როგორ ჩამოიყვანენ
ბაქტიარს შაჰთან ერთად. მე ამას ველოდები.
ესე იგი, ბაქტიარიც სასიკვდილოდ არის განწირული. იმამ ხომეინი, თქვენ ოდესმე
გიპატიებიათ ვინმესთვის? ოდესმე ყოფილხართ გულმოწყალე და გამგებიანი ვინმეს
მიმართ? ან - ბოლოს და ბოლოს - ოდესმე გიტირიათ?
გთხოვთ, იმამ: მე კიდევ ბევრი რამ უნდა გკითხოთ. თუნდაც ამ ჩადრზე, რომლის ჩაცმაც
თქვნთან ვიზიტისთვის მაიძულეს და რომელსაც თქვენ ყველა ქალს ახვევთ თავს. თქვენ
ქალებს იძულებით აქცევთ მუთაქებად და აიძულებთ, დაიმალონ ამ მოუხერხბელი და
აბსურდული სამოსის ქვეშ, რომელშიც შეუძლებელია არა მხოლოდ მუშაობა, არამედ
ნორმალურად მოძრაობაც კი... თქვენმა ქალებმა კი საკუთარი თავი კაცებზე არანაკლებად
წარმოაჩინეს. ისინი კაცების თანაბრად იბრძოდნენ, მათ აპატიმრებდნენ, აწამებდნენ, ისინი
რევოლუციის მონაწილეები იყვნენ...
ეს ასე არ არის, იმამ. გარდა ამისა, მე გელაპარაკებით არა საკუთრივ სამოსზე, არამედ იმაზე,
რა დგას მის უკან: ანუ სეგრეგაციაზე, რომლის მსხვერპლიც რევოლუციის შემდეგ ბევრი
ქალი გახდა. ან თვითონ ის ფაქტი, რომ გოგონების ყმაწვილების გვერდით არ შეუძლიათ
უნივერსიტეტებში სწავლა, მათთან ერთად ზღვაში ან აუზში ბანაობა. ისინი ცალკე უნდა
იყვნენ, ცალკე უნდა იბანაონ, თანაც - ჩადრში. მართლა, როგორ უნდა ვიცურაო ჩადრით?
იმ კანონის ჩათვლით, რომელიც კაცს ოთხი ცოლის ყოლის უფლებას აძლევს? ასეა, იმამ?
მაგრამ ახლა ჩვენ ვსაუბრობთ კანონებსა და წეს-ჩვეულებებზე, რომლებიც 1400 წლის წინ
გაჩნდნენ, იმამ ხომეინი! არ ფიქრობთ, რომ მსოფლიო, იმ დროიდან მოყოლებული, ოდნავ
მაინც წინ წავიდა? ამ კანონებზე მიდევნებით, თქვენ აღადგინეთ აკრძალვა მუსიკასა და
ალკოჰოლზე. ამიხსენით, რატომ არის ცოდვა ერთი ჭიქა ღვინის ან ლუდის დალევა? ან
მუსიკის მოსმენა რად მიაგაჩნიათ ცოდვად? ჩვენი მღვდლები კიდეც მღერიან და კიდეც
სვამენ. რომის პაპიც კი. ეს ნიშნავს, რომ რომის პაპი ცოდვილია?
მე არ ვიცი, ესენი ვინ არიან. თუკი ისინი გონებას არ ბინდავენ, მაშინ არ აიკრძალებიან.
რაღაც-რაღაცეები თქვენი მუსიკიდან არ არის აკრძალული, მაგალითად, ჰიმნები და
მარშები. ჩვენ დავტოვებთ მუსიკას, რომელიც ამაღლებს, როგორც ამას მარში აკეთეს,
მუსიკას, რომელიც აიძულებს ახალგაზრდებს იმოძრაონ და არ ასაპყრებს მათ; რომელიც
აქეზებს მათ, იზრუნონ სამშობლოზე. დიახ, თქვენი მარშები ნებადართულია.
რაღაც - არის. მაგრამ როცა გველი ერთხელ გიკბენს, მერე თოკისაც კი გეშინია, რომელიც
რაღაცით გველს წააგავს. თქვენ კი არაერთხელ გიკბენიათ ჩვენთვის. მრავალი წლის
განმავლობაში. თქვენ ჩვენში მხოლოდ ბაზარს ხედავდით და ხედავთ, და აქ ყოველთვის
ყველაფერი ცუდი შემოგქონდათ. კარგს - მაგალითად, ტექნიკურ პროგრესს - თქვენთვის
იტოვებდით. დასავლეთისგან იმდენი ბოროტება ვიგემეთ, დასავლეთიდან იმდენი ტანჯვა
დაგვატეხეს, რომ დღეს ჩვენ გვაქვს მიზეზი, გვეშინოდეს დასავლეთის და არ დავუშვათ,
რომ ჩვენი ახალგაზრდობა დასავლეთის გავლენას დაექვემდებაროს. მე არ მომწონს, როცა
ჩვენი ახალგაზრდები სასწავლებლად დასავლეთში მიდიან, სადაც მორალურად
იხრწნებიან ალკოჰოლის, ფიქრს გადამჩვევი მუსკისა და შიშველი ქალების ზემოქმედებით.
მით უმეტეს, რომ დასავლეთში თქვენ ჩვენს ახალგაზრდებს არ იღებთ თქვენიანებად. მათ
მაშინაც კი მისცემთ დიპლომს, თუკი ისინი სრულიად უწიგნურები იქნებიან.
დიახ, იმამ, მაგრამ თვითმფრინავი, რომლითაც თქვენ სამშობლოში დაბრუნდით,
დასავლეთშია გაკეთებული. ისევე, როგორც ტელეფონი, რომლითაც კუმას ესაუბრებით,
ისევე, როგორც ტელევიზორი, რომლითაც ასე ხშირად მიმართავთ თქვენს ქვეყანას, ისევე,
როგორც კონდიციონერი, რომლითაც ამ უდაბნოს ხვატში გრილდებით. თუკი ასეთი
გარყვნილები და გამრყვნელები ვართ, მაშინ რატომ იყენებთ ჩვენს „ეშმაკურ“ ტექნიკას?
იმიტომ, რომ ეს სწორედ ის არის, რაც დასავლეთს კარგი აქვს. ჩვენ მათი არ გვეშინია და
ვიყენებთ. ჩვენ არა თქვენი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გვეშინია, არამედ თქვენი
იდეებისა და სამოსის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თქვენი სოციალურად და პოლიტიკურად
გვეშინია. და გვინდა, რომ ეს ქვეყანა ჩვენი იყოს, რომ თქვენ არ ერეოდეთ არც ჩვენს
პოლიტიკაში, არც ეკონომიკაში, არც წეს-ჩვეულებებში და არც საშინაო საქმეებში. ჩვენ
დავუპირისპირდებით ყველას, ვინც ამას გაბედავს, იყოს გინდაც მემამრცხენე და გინდაც
მემარჯვენე, აქედან თუ იქიდან. მოვრჩით, ახლა მიბრძანდით.
და ბოლო შეკითხვა, იმამ. ამ დღეებში ირანში ბევრი უკმაყოფილო ადამიანი ვნახე, ბევრი
ქაოსი და უწესრიგობა. რევოლუციამ დაპირებული კეთილი ნაყოფი ვერ მოიტანა. ქვეყანა
მრუმე წყლებში მიცურავს და არავინ იცის, რა ელოდება ირანს ამ წყვდიადში. უფრო მეტიც
- აქ სამოქალაქო ომისა და სახელმწიფო გადატრიალების სუნი იგრძნობა, თუნდაც შორეულ
მომავალში. რას მიპასუხებთ?
აი, რას გიპასუხებთ: ჩენ ექვსი თვის ჩვილი ვართ. ეს რევოლუცია მოხდა ქვეყანაში,
რომელიც მრავალი საშინელებით იყო დასერილი და დაჭმული, როგორც კალიისგან
გავერანებული ყანა. ჩვენ გზის დასაწყისში ვდგავართ. რას ითხოვთ ექვსი თვის ჩვილისგან,
რომელიც კალიისგან მორყვნილ ყანაში დაიბადა, ყანაში, რომელსაც 2500 წლის
განმავლობაში მხოლოდ უბადრუკი მოსავალი მოჰქონდა, ხოლო უკანასკნელი 50 წლის
განმავლობაში - მომწამვლელი მოსავალი? ასეთ წარსულს ვერც რამდენიმე თვეში დაძლევ
და ვერც რამდენიმე წელიწადში. ჩვენ დრო გვჭირდება. ჩვენ დროს ვითხოვთ. და ვთხოვთ
იმათ, ვინც საკუთარ თავს დემოკრატებს, კომუნისტებს და, კაცმა არ იცის, კიდევ რას
უწოდებს. ისინი არ გვაძლევენ დროს. ისინი გვაწუხებებნ თავიანთი გამოხდომებეით,
მოწოდებებით სამოქალქო ომისკენ, სახელმწიფო გადატრიალებისკენ, რაც არ მოხდება,
რადგანაც ხალხი ერთიანია. ეს ისინი ინარჩუნებენ ქაოსს, კვებავენ მას. გემშვიდობებით.