ანტიკურობა - ფილონიდან პეტრიწამდე (მოკლე ფრაგმენტული კონსპექტი)

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

ფილონ ალექსანდრიელი ​(ქრისტეს შობამდე პირველი საუკუნე - ქრისტეს შობიდან პირველი

საუკუნე)

ფილონ ალექსანდრიელზე ამბობენ, რომ ის იყო პირველი, ვინც ერთმანეთს დაუკავშირა ბიბლია
და პლატონური ფილოსოფია. მასვე უკავშირდება ‘​ჰერმენევტიკული​’ მეთოდის დანერგვა, ე.წ.
ჰერმენევტიკული ფოლოლოგიის ჩამოყალიბება, რაც გულისხმობდა ტექსტის (ამ შემთხვევაში,
ბიბლიის) ალეგორიულ განმარტებას.

რამდენიმე ფრაგმენტი ფილონის ნააზრევიდან:


ღმერთი ​ემანაციით (‘გამოსხივებით, გამოშუქებით, “სინათლედ გადმოღვრით”) უკავშირდება
პირველ შემოქმედებას, ლოგოსს და მისი შუამავლობით, ფიზიკურ სამყაროს. ​ლოგოსი ‘აერთებს’
ღმერთსა და ბუნება;
ადამიანის გონებაში ლოგოსი განხორციელებულია მიკროკოსმოსის სახით. ადამიანისთვის გზა
ღმერთისკენ გაიხსნება ლოგოსის საშუალებით.

ორიგენე ​(182-254)
ორიგენე პირველი იყო, ვინც ​სეპტუაგინტა​ს (ბიბლიის ბერძნული თარგმანის) შესწავლა დაიწყო.
მან შექმნა ცნობილი ჰექსაპლა​: ერთმანეთის გვერდით ექვს სვეტად დაალაგა (1) ებრაული
ტექსტი, (2) ებრაული ტექსტის ბერძნული ტრანსკრიფცია და ოთხი ბერძნულენოვანი თარგმანი -
(3) აკვილას, (4) სიმაქოსის, (5) თეოდოტიონის და (6) სეპტუაგინტა. ორიგენე ამოსავალად
ებრაულ ტექსტს იღებდა და მასთან შესაბამისობის მიხედვით ალაგებდა ბერძნულ თარგმანებს.
მონიშნული იყო თარგმანების განსხვავება ერთმანეთთანაც და ებრაულ ორიგინალთან.
ორიგენეს ეკუთვნოდა ტეტრაპლაც, რომელიც ჰექსაპლას გამარტივებული ვარიანტი იყო.
ორიგენეს ამ ორ ნაშრომში ჯამშ 6000 ფურცელი უნდა სჭეროდა და 50 ტომი ყოფილიყო.
მოცულობის გამო, ვერ ხდებოდა სრული გადაწერა და, საბოლოოდ, დაიკარგა კიდეც.

ამ უდიდეს ქრისტიან თეოლოგს ოფიციალური ეკლესია დოგმატიდან გადაცდენაში დებს ბრალს,


იმის გამო, რომ ორიგენე ავითარებს სულების ​საყოველთაო ‘აპოკატასტასისის’ (აღდგინების)
თეორიას. მისი აზრით, ყველა სულს აქვს ღმერთში დაბრუნების შანსი (მათ შორის, სატანასაც);
ორიგენესთან ერთ-ერთი საინტერესო თემაა ‘ღმერთი და სამყაროს მარადიული შემოქმედება’.
თუ ვიფიქრებთ, რომ სამყაროს შექმნა ერთჯერადი აქტია, ღმერთი შესაქმის მერე უმოქმედოდ
დარჩება, ე.ი. რაღაც დროს მოქმედი, რაღაც დროს კი უმოქმედო გამოვა, რაც მიუღებელია
ღმერთის უცვალებლობიდან გამომდინარე, ამიტომ, სამყაროს შექმნა არაა ერთჯერადი აქტი,
სამყარო ღმერთის მარადიული/მუდმივი შემოქმედებაა.

ფსევდო დიონისე არეოპაგელი ​(სავ. V-VI სკ)

ფსევდო დიონისე არეოპაგელის სახელით იხსენიებენ ე.წ. არეოპაგიტული კორპუსის ავტორს,


რომელშიც შესულია რამდენიმე თეოლოგიური შინაარსის ტრაქტატი და წერილი.
ფილოსოფიურად მნიშვნელოვანი ტექსტებია, მაგ. ​‘ღმერთის სახელების შესახებ​’ (ეფრემ
მცირესეული თარგმანით ​‘საღმრთოთა სახელთათვის​’) და ‘​მისტიკური თეოლოგია’ (‘საიდუმლო
ღმრთისმეტყველებისათვის)​;
დასახელებული ტექსტებიდან პირველში აღწერილია ღმერთის შემეცნების საფეხურები, კერძოდ,
პოზიტიური და ნეგატიური მეთოდები, ​კატაფატიკური და აპოფატიკური თეოლოგია (ეფრემ
მცირესეული თარგმანით, წართქმითი და უკუთქმითი თეოლოგია). კატაფატიკური გზა
დასაწყისშია, უფრო დაბალი ‘საფეხურია’, ამ დროს ღმერთს მიეწერება ყველა ატრიბუტი (ღმერთი
არის სიკეთე, სიყვარული, ჭეშმარიტება, კლდე, ლოდი, ყვავილი. მიქსერი :- )), აპოფატიკური, ანუ
ნეგატიური თეოლოგია შემდგომი საფეხურია, სადაც იმის გააზრება ხდება, რომ ღმერთი უფრო
მეტია, ვიდრე ნებისმიერი არსებული, ღმერთი ‘შეიმეცნება’ როგორც ყველა ატრიბუტზე უფრო
მაღლა მდგომი რამ (ღმერთი არ არის სიკეთე, სიყვარული, ჭეშმარიტება, მიქსერი… ); ცხადია,
ეს გზაც ვერ ამოწურავს ღმერთის შემეცნებას. არეოპაგიტული კორპუსის ავტორისთვის ღმერთის
შემეცნებისთვის ყველაზე მაღალი საფეხური არის ‘მისტიკური თეოლოგია’, როდესაც ხდება იმის
გააზრება რომ ღმერთი უფრო მეტია, ვიდრე, თუნცად აპოფატიკურ თეოლოგაში ხდება მისი
გააზრება, გაგება, რომ ​ღმერთი არ არის ‘არცა რაი არა არსთაგანი, არცა არსთა ამათგანი
რაიმე’​. მხოლოდ საიდუმლო თეოლოგიაში მიეცემა განმცდელს წამიერად ‘შეცნობა ღვთისა’.

იოანე პეტრიწი (XI (?) - XII სკ)


იოანე პეტრიწმა თარგმნა ნეიპლატონიკოს ​პროკლე დიადოხოსის (410-485) ტექსტი
“თეოლოგიის საფუძვლები” (‘კავშირნი ღმრთისმეტყველებითნი’) და მას ვრცელი კომენტარი
დაურთო. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ფილოსოფიური ტექსტი. იოანე პეტრიწი,
რომელიც მისსავე ტექტსში ‘იოანე პლატონურ ფილოსოფოსადაა’ მოხსენიებული, ცდილობს
აჩვენოს, რო, პლატონური ფილოსოფია ქრისტიანობის საწინააღმდეგო რამეს არ ასწავლის და
მასთან თანხმობაშია.
იოანეს პლატონურ ფილოსოფოსს სურდა, რომ ქართლი ექცია ‘​სხვა ათინად და მეორე
იერუსალიმად’​, ანუ, შეექმნა სკოლა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა კლასიკური ბერძნული
ფილოსოფიისა და ქრისტიანობის სწავლა/სწავლება.

You might also like