ფინალური წერა აკადემიური მუშაობის ტექნიკები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 12

მევენახეობა-მეღვინეობის დარგში არსებული გამოწვევების დაძლევის

სტრატეგიები ისტორიული კონტექსტის ანალიზის საფუძველზე


საქართველოში

თემური დავლიანიძე

სამართლის სკოლა

საშინაო ნაშრომი

აკადემიური მუშაობის ტექნიკები

კურსის ხელმძღვანელი: თათია გოგალაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020
1
განაცხადი

როგორც წარდგენილი ნაშრომის ავტორი,ვაცხადებ, რომ ნაშრომი არ შეიცავს სხვა


ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან
დასაცავად წარდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენიებული ან
ციტირებული სათანადო წესების შესაბამისად.

თემური, დავლიანიძე, 10.07.20

2
სარჩევი

განაცხადი........................................................................................................................................

სარჩევი.............................................................................................................................................

შესავალი.........................................................................................................................................

ლიტერატურის მიმოხილვა.......................................................................................................

შეჯამება.........................................................................................................................................

ბიბლიოგრაფია ...........................................................................................................................

3
შესავალი

ქართულ საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული ცოდნა ვაზისა და ღვინის


შესახებ. უძველესი დროიდან დღემდე, მევენახეობა-მეღვინეობა არა მარტო სოფლის
მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, არამედ მდიდარი ქართული კულტურისა და
წეს-ჩვეულებების ნაწილი. საყურადღებოა, რომ მოცემული საკვლევი ნაშრომი არ
შემოიფარგლება ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიის აღწერით, ტექსტში
საუბარია დარგში არსებულ ცვლილებებზე წარსულსა და აწმყოში, მომავლის
პერსპექტივებზე, შექმნილი გამოწვევების ზუსტად აღმოჩენასა და მათი გადაჭრის
გზებზე.

ცალსახაა, მევენახეობა-მეღვინეობის მნიშვნელოვანი როლი ქართული ეკონომიკისა და


კულტურის განვითარებისათვის, ამიტომ ჩემ მიერ წარმოდგენილი საკითხის განხილვას
არაერთი საინტერესო კვლევა მიუძღვნეს აღნიშნული დარგის ავტორიტეტულმა
სპეციალისტებმა. პირველ რიგში, აღსანიშნავია რევაზ რამიშვლის ,,ქართული ვაზისა და
ღვინის ისტორია ‘’(რამიშვილი 2000), სადაც ქართული ვაზის ჯიშების დეტალური
ამპელოგრაფიული ანალიზის საფუძველზე ჩატარებულია რამდენიმე ფუნდამენტური
კვლევა. არანაკლებ საყურადღებოა ქართველი მეცნიერების მიერ ჩატარებული ვაზის
ჯიშების გენეტიკური კველვა. გარდა ამისა, დასმულ საკითხთან პირდაპირ კავშირშია
ქართველი მეცნიერების მიერ ჩამოყალიბებული კვლევები ნიადაგწარმომქმნელი
ფაქტორების, ნიადაგის ძირითადი თვისებებისა და მორფოლოგიური ნიშნების
შესახებ(ურუშაძე, ბლუმი და ქვრივიშვილი 2018). თემის აქტუალობაზე მიუთითებს
არაერთი წყაროს არსებობა ისეთ გარდამტეხ საკითხებთან დაკავშირებით როგორიცაა
ვაზის დაავადებებთან ( ოიდიუმი, მილდიუ, ჭრაქი ) ბრძოლის სტრატეგიები (ტალახაძე,
ანჯაფარიძე და ცომაია 1980).

ნაშრომში ვისაუბრებ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიაზე, არსებულ


მდგომარეობასა და გამოწვევებზე. ისტორიულ კონტექსტში მიმოვიხილავ
კულტურულ ვაზთა ფორმების წარმოქმნას, სამხრეთ კავკასიას როგორც ვაზის
უძველესი დომესტიკაციის ცენტრს. ასევე, სამხრეთ კავკასიის ვაზის ჯიშების

4
გენეტიკურ მრავალფეროვნებას. ტექსტში დეტალურად იქნება წარმოდგენილი
არამხოლოდ ღრმა ისტორიული ანალიზი, არამედ საბჭოთა კავშირის დაშლიდან
დღემდე საკითხთან უშუალოდ დაკავშირებული თითოეული ნიუანსი ( ვენახების
ფართობების მკვეთრი შემცირება, სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, 2006 წელს
რუსეთის ემბარგო). არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ნაშრომში
განხილულია ღვინის მწარმოებელი სამი დიდი რეგიონი, მევენახეობის მხარეები და
ვაზის ჯიშები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ადგილწარმოშობის
დასახელების პროდუქტებზე.

ნაშრომი საინტერესო იქნება ერთი მხრივ, დარგის სხვადასხვა სპეციალისტისათვის


მეორე მხრივ, ნებისმიერ მკითხველი, რომელიც ფლობს საბაზისო განათლებას მიიღებს
სასურველ ინფორმაციას, ვინაიდან ნაშრომი სადა, ლაკონიური და მარტივად
აღსაქმელია ფართო აუდიტორიისათვის.

კვლევის მიზანია, შეთავაზოს მკითხველს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში


დღესდღეობით არსებული გამოწვევების დაძლევის სტრატეგიები. ასეთ გამოწვევებად
დასახელებულია ბიოლოგიურად ჯანსაღი ნერგების წარმოება, მცენარეთა დაცვის
საერთაშორისო სტანდარტების ხელმისაწვდომობა, ჯიშური მრავალფეროვნების
უზრუნველყოფა , ადგილწარმოშობის კონტროლს დაქვემდებარებული ზონების ზრდა.

ამასთანავე, ტექსტში პასუხები გაეცემა ისეთ თემებს, რომლებიც დაკავშირებულია


დარგის პრიორიტეტულ მიმართულებებთან. გამოყენებულ ლიტერატურაზე
დაყრდნობით პასუხი გაეცემა კითხვებს თუ როგორ უნდა გაიზარდოს უმაღლესი
ხარისხის ღვინოების წარმოება? ცქრიალა ღვინოების ქართული სანედლეულო ბაზა? და
საბრენდე სპირტების ჩამოსხმა? . ცხადია, კვლევის დასასრულს მოყვანილი მსგავსი
კითხვები საინტერესო იქნება და მკითხველს დაეხმარება თვითონ განავითარონ და
გაანახლონ ცოდნა ქართული მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ.

5
ლიტერატურის მიმოხილვა

ჩემი საკვლევი საკითხის მიმართ განსაკუთრებით ძლიერი ინტერესი ნათლად


შეიმჩნევა ქართულ საზოგადოებაში ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.
ცხადია, აღნიშნული ფაქტორი გახდა მიზეზი არაერთი კვლევისა და სტატიის შექმნის,
რის გამოც მევენახეობა-მეღვინეობის დარგმა საკმაოდ სწრაფი განვითარება მოახერხა.
გარდა ამისა, მსგავსმა კვლევებმა უდავოდ ხელი შეუწყო ეფექტური სანედლეულო
ბაზის და ხარისხნიანი პროდუქციის დამზადებას, ვინაიდან თითოეული ნაშრომი ახალ,
ორიგინალურ ცოდნას გვთავაზობს.

პირველ რიგში, მსურს ხაზი გავუსვა ერთ-ერთ საინტერესო კვლევას ,, ქვევრის ღვინის
იდენტობა საქართველოს ქვევრის ღვინის კლასტერის წევრების პრაქტიკის მაგალითზე .
‘’ საყურადღებოა, რომ ნაშრომში არა მარტო ქვევრის ღვინის ისტორიაზეა საუბარი,
არამედ მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე
მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაზე. რა თქმა უნდა, ნაშრომის ძირითადი ნაწილი
შედგება მნიშვნელოვან დარგობრივ საკითხებზე მსჯელობისაგან,კერძოდ, ავტორი წერს
საქართველოში ქვევრის ღვინის დამზადების პრაქტიკის შესახებ, ქვევრის გაწმენდასა და
ჰიგიენურ პროცედურებზე. საგულისხმოა, რომ კვლევა შედგება ქართული ღვინის
აღწერა-დახასიათებით, გაანალიზებულია ქვევრის ღვინის შეფასების სისტემა და
მოწოდებულია რამდენიმე სასარგებლო რჩევა ვენახის მართვის შესახებ. არანაკლებ
მნიშვნელოვანია, რომ ავტორი საუბრობს თანამედროვე ქართულ მევენახეობა-
მეღვინეობაში გარდამტეხ მოვლენებზე, რომლებიც თითოეული გლეხისა თუ საწარმოს
მუშაობაზე უშუალოდ აისახება. მაგალითად ტექსტში საუბარია 2005 წელს რუსეთის
ემბარგოს შედეგებზე. ,, რუსეთის მიერ ქართული ღვინის ემბარგოს შედეგად, ექსპორტი
კოლაფსის საფრთხის წინაშე დადგა. თუმცა, ქვეყანა ამ მდგომარეობიდან ნელ-ნელა
გამოვიდა და 2014 წელს ისევ ძველ (40 მილიონი ლიტრი) მაჩვენებელს დაუბრუნდა’’
(გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) 2017 ).
ყურადღებამისაქცევია, რომ კვლევაში მითითებულია რეკომენდაციები, რომლებიც
მკითხველს დარგში არსებული გამოწვევების დაძლევის გზას უჩვენებს. ამ ფაქტის

6
საილუსტრაციოდ მახსენდება მონაკვეთი ტექსტიდან, სადაც აქცენტირებულია, რომ
ქვევრის ღვინის დამზადების მეთოდის განსაზღვრა, კლასიფიცირება და დაცვა
საკანონმდებლო ბაზის ცვლილებების ნაწილი უნდა იყოს.

ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიის შესახებ ვრცლად წერს რევაზ


რამიშვილი. მკვლევარი ისტორიის თითქმის ყველა ძირითად დეტალზე ამახვილებს
ყურადღებას, უძველესი პალეონტოლოგიური მასალებიდან დაწყებული მე-20 საუკუნის
მიმოხილვით დამთავრებული. ამასთანავე, ნაშრომში მოცემულია ვაზის ჯიშების
ამპელოგრაფიული ანალიზი და რაც გამორჩეულად ყურადღებამისაქცევია,
კულტურულ ვაზთა ჯიშები შედარებულია ველურად მოზარდ ვაზთან, ცენტრალურ და
დასავლეთ ამიერკავკასიის მაგალითზე. ტექსტის ძირითად ნაწილში არცთუ ისე მცირე
ადგილი დათმობილი აქვს რეკომენდაციებს, სადაც ავტორი საუბრობს იმ ,,სასათბურე
პირობების’’ შექმნაზე, რაც ზოგადად დაეხმარება ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას
განვითარებაში და კონკრეტულად ფერმერს მისცემს საშუალებას ერთგვარი
სახელმძღვანელო ფუნდამენტური პრინციპების შესახებ ჰქონდეს ინფორმაცია.
მაგალითად ავტორი წერს არამხოლოდ ნიადაგის, წყლის შესახებ კვლევებს, არამედ
აქცენტს აკეთებს ვაზის ზოგად გეოგრაფიულ მდებარეობაზე, რათა მცენარე
ნორმალურად განვითარდეს და ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ. კერძოდ, რევაზ
რამიშვილი საუბრობს ვაზის მდებარეობის სიმაღლეზე ზღვის დონიდან და ასახელებს,
რომ ამ მნიშვნელოვანი გეორგრაფიული ფაქტორის განსაზღვრაში დიდი როლი
გეოგრაფიულ განედს ენიჭება. მკვლევარი ასკვნის, რომ ,,უმეტეს შემთხვევაში ველურად
მოზარდი ვაზის და კულტურული ჯიშების ზედა ზღვარი ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ
ზოგჯერ კულტურული ჯიშები ველურ ფორმებზე უფრო მაღლა ადის, მაგ რაჭა-
ლეჩხუმში ველურად მოზარდი ვაზი 1000 მ ზ.დ მაღლა არ გვხვდება, კულტურული
ჯიშები კი 1200მ -მდე იზრდება. ‘’ ( რამიშვილი 2000 )

ცხადია, ვაზის გეოგრაფიული მდებარეობა ზღვის დონიდან სხვადასხვა რელიეფურ


სიმაღლეზე ერთ-ერთი ნიუანსია, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს მევენახეობა-
მეღვინეობით დაინტერესებულმა მკითხველმა. ამ და მსგავს მნიშვნელოვან საკითხებზე

7
წერს თენგიზ ურუშაძე. უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ ,,საქართველოს ნიადაგების
წითელი წიგნი’’ კვლევა, საიდანაც ვაზის გეოგრაფიული მდებარეობა შეიძლება
განვსაზღვროთ ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორების და ნიადაგის მორფოლოგიური
ნიშნების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ძირითადად საქართველოს
ნიადაგების შესწავლას, მათი დეგრადაციისა და დაცვის საკითხებს ეხება ტექსტიდან
მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ, რათა ეფექტურად დავგეგმოთ და
გავუმკლავდეთ ,,ჯანმრთელი’’ ვენახის განაშენიანების რთულ გამოწვევას.
აღსანიშნავია, რომ წიგნის თვითმიზანი არ არის მევენახეობის შესახებ ცოდნის
გავრცელება, თუმცა ისეთ გამოწვევების შესახებ მსჯელობა როგორიც მაგალითად არის
ადგილწარმოშობის ზონები, თავისთავად კვლევის ღირებულებას მევენახეობა-
მეღვინეობის დარგისათვის რამდენამდე ზრდის.

საგულისხმოა, რომ საქართველოში სავენახე ნიადაგების შერჩევის პრინციპებზეა


საუბარი არაერთ კვლევაში, მათ შორის არის ,,ნიადაგი და ვაზი’’. არანაკლებ
საინტერესოა წიგნში განხილული ვაზის მავნებლებისა და დაავადებათა (ფილოქსერა,
ჭრაქი, მილდიუ) ნიადაგურ-ამპელოეკოლოგიური თვისებების შესახებ ინფორმაცია.
შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად ნაშრომის შექმნის თარიღისა კვლევა საკუთარ
ფასეულობას, მაინც არ კარგავს. იმის გათვალისწინებით, რომ ტექსტში ელემენტარული
სახელმძღვანელო პრინციპებია (მაგ. როგორ ავიცილოთ დაავადებებისაგან ვაზის
გახმობა ) მოცემული მათი ცოდნა თითოეული ფერმერისათვის აუცილებელია.

საბოლოო ჯამში, აღნიშნული კვლევები მკითხველს აძლევს საშუალებას მიიღოს ერთი


მხრივ, ელემენტარული საბაზისო ცოდნა მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიის და
განვითარების შესახებ, მეორე მხრივ, კი დარგის სპეციალისტებს შეეძლებათ
გამოიტანონ დასკვნები თუ როგორ უნდა მოახერხონ არსებული გამოწვევების დაძლევა.

8
შეჯამება

ჩემი ნაშრომის საკვლევი თემა მოიცავს არა მარტო ქართული მევენახეობა-მეღვინეობის


ისტორიულ ანალიზს, არამედ დარგში არსებული და საჭირო ცვლილებების შესახებ
ინფორმაციას. შესაბამისად, კვლევაში გამოყენებულია დარგის ავტორიტეტული
სპეიალისტებისა და ორგანიზაციების მიერ შექმნილი ტექსტები, მათ შორის რევაზ

რამიშვილის, ლევან ფრუიძის, თენგიზ ურუშაძის , გერმანიის საერთაშორისო

თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) კვლევები.

ჩემი კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგში


წარსულსა და აწმყოში განხორციელებული ცვლილებებისაგან შექმნილი გამოწვევების
დაძლევა. გარდა ამისა, ნაშრომის მიზანია დასახოს მომავლის პერსპექტივები და მათი
განხორციელების გზები, რათა მევენახეობა-მეღვინეობის დარგი სწორი მიმართულებით
განვითარდეს.

მითითებული წყაროების გაანალიზების შედეგად ნათელი გახდება, რომ ფაქტები,


რომლებიც ჩემი კვლევის ობიექტია უტყუარი, გადამოწმებადი და სასარგებლოა დარგის
განვითარებისათვის. მაგალითად, თითოეული ავტორი, რომლის ნაშრომებითაც
ვიხელმძღვანელე (გარდა თენგის ურუშაძისა ), წერს საქართველოში კულტურულ
ვაზთა ფორმების წარმოქმნისა და ქართული ვაზის ჯიშების გენეტიკური
მრავალფეროვნების შესახებ. ცხადია, აღნიშნული დეტალი მიგვანიშნებს ერთი მხრივ,
კვლევების მსგავსებაზე, მეორე მხრივ, ჩანს რომ ისტორიული მიმოხილვა ნამდვილ
ფაქტებზეა დაფუძნებული და შესაძლებელია ეს ინფორმაცია გამოვიყენოთ, რათა
შევძლოთ უძველესი კულტურული ვაზის ჯიშების აღდგენა-გაშენება. საგულისხმოა,
რომ ზემოთ დასახელებული მსგავსების გარდა ნაშრომებს შორის არაერთი
შინაარსობრივი ნიუანსი გვხვდება, რაც მათ ერთმანეთისგან განასხვავებს. მაგალითად,
ვაზის ჯიშების ღრმა ამპელოგრაფიული ანალიზი მოცემულია მხოლოდ ,,ქართული
ვაზისა და ღვინის ისტორიაში’’( რამიშვილი 2000 ). ყურადღებამისაქცევია კვლევები
ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორების, ნიადაგის ძირითადი თვისებებისა და
9
მორფოლოგიური ნიშნების შესახებ, ( ურუშაძე, ბლუმი, ქვრივიშვილი 2018) რაც
განსაკუთრებით აქცენტირებას საჭიროებს, ვინაიდან მსგავსი კვლევები, არათუ ჩემ მიერ
გამოყენებულ ლიტერატურაში არ გვხვდება, არამედ ქართულ სამეცნიერო წყაროებში
ძალზე მწირია ინფორმაცია დასახელებულ საკითხს. ასევე, ,,საქართველოს ნიადაგების
წითელი წიგნი’’ ( ურუშაძე, ბლუმი, ქვრივიშვილი 2018) დარგის ერთ-ერთი უახლესი
ნაშრომია, რაც ხაზგასმას საჭიროებს, ვინაიდან მითითებული ლიტერატურა რამდენიმე
ათწლეულის წინ შეიქმნა და ზოგიერთი მათგანი განახლებას, მოდიფიცირებას
საჭიროებს. გარდა ამისა, გამოყენებული ლიტერატურა გვაძლევს ინფორმაციას ვაზის
დაავადებებთან ბრძოლის შესახებ ( ოიდიუმი, მილდიუ, ჭრაქი). მიუხედავად იმისა,
რომ წყარო არც ისე ახალია ის აუცილებელია, რათა მინიმალურ დონეზე მაინც იყოს
აღმოფხვრილი მევენახეობა-მეღვინეობის გამოწვევები (ტალახაძე, ანჯაფარიძე, ცომაია
1980). როგორც ჩანს, თითოეული ნაშრომი გამოირჩევა თავისი სპეციფიკით, რაც მას
განსაკუთრებულ ინდივიდუალურობას მატებს, მათ შორის არის კვლევა ქვევრის ღვინის
იდენტობის შესახებ, საიდანაც ვიღებთ ინფორმაციას თუ როგორ უნდა შევქმნათ
უძველეს ტრადიციებზე დაყრდნოთ ორიგინალური ღვინოები. ასევე, ავტორი წერს
უახლესი ტექნოლოგიების შესახებ, რაც მომავლის პერსპექტივების დასახვაში
დაგვეხმარება. სწორედ ეს ორი ფაქტორი განასხვავებს აღნიშულ ნაშრომს სხვა
მითითებული კვლევებისაგან (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
საზოგადოება GIZ 2017).

შეიძლება ითქვას, რომ მოცემული წყაროების განხილვის შედეგად შესაძლებელია


მევენახეობა-მეღვნიეობის დარგში არსებული გამოწვევების გამოკვლევა, მათი
გადაჭრის ხერხების პოვნა და მომავალის პერსპექტივებზე მსჯელობა. კერძოდ,
საუბარია ბიოლოგიურად ჯანსაღი ნერგების წარმოებაზე, მცენარეთა დაცვის
საერთაშორისო სტანდარტების ხელმისაწვდომობაზე, ჯიშური მრავალფეროვნების
უზრუნველყოფაზე და ადგილწარმოშობის კონტროლს დაქვემდებარებული ზონების
ზრდაზე. ამასთანავე, ტექსტში პასუხები გაეცემა ისეთ თემებს, რომლებიც
დაკავშირებულია დარგის პრიორიტეტულ მიმართულებებთან. გამოყენებულ
ლიტერატურაზე დაყრდნობით ვუპასუხებ კითხვებს თუ როგორ უნდა გაიზარდოს
10
უმაღლესი ხარისხის ღვინოების წარმოება? ცქრიალა ღვინოების ქართული
სანედლეულო ბაზა? და საბრენდე სპირტების ჩამოსხმა?. ცხადია, კვლევის დასასრულს
მოყვანილი მსგავსი კითხვები საინტერესო იქნება და მკითხველს დაეხმარება თვითონ
განავითარონ და გაანახლონ ცოდნა ქართული მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ.

11
ბიბლიოგრაფია

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). 2017. ქვევრის


ღვინის იდენტობა საქართველოს ქვევრის ღვინის კლასტერის წევრების პრაქტიკის
მაგალითზე. რედ. დავით ჩიჩუა და ეკატერინე ჯორბენაძე. თბილისი. გერმანიის
საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) https://bit.ly/3bSgqEy (10.07.20)

რამიშვილი, რევაზ. 2000. ქართული ვაზისა და ღვინის ისტორია. რედ. ნოდარ


ჩხარტიშვილი და რამინ რამიშვილი. თბილისი: მევენახეობისა და მეღვინეობის
კავშირი. https://bit.ly/2W8Uf6h (10.07.20)

ტალახაძე გავრილი, ირაკლი ანჯაფარიძე, ირინა ცომაია. 1980. ნიადაგი და ვაზი. რედ.
თამარ ჯინჯიხაშვილი. თბილისი: საბჭოთა საქართველო.

ურუშაძე თენგიზ, ვინფრიდ ბლუმი, თამარ ქვრივიშვილი. 2018. საქართველოს


ნიადაგების წითელი წიგნი. რედ. გიზო გოგიჩაიშვილი. თბილისი: თავისუფალი და
აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა.

ფრუიძე, ლევან. 1974. მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში. რედ. გიორგი


ჩიტაია. თბილისი: საქართველოს საისტორიო საზოგადოება. https://bit.ly/2VMQvbs
(10.07.20)

12

You might also like