სლაიდი 10 პროცესი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

თემა 10: პროცესის ხარჯები.

ვადები სამოქალაქო პროცესში.

საკითხავი მასალა:
• სამოქალაქო საპროცესო სამართალი, ნაწ. I ლილუაშვილი,თენგიზ და სხვ.2014,
გვერდი: 226-257
• სამოქალაქო საპროცესო სამართალი, ნაწ. I ლილუაშვილი,თენგიზ (ელვერსია),
გვ.133-148
• საქართველოს კანონი სახელმწიფო ბაჟის შესახებ
• საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი
ლილუაშვილი,თ.,ხრუსტალი,ვ. გვერდი: 70-105 ; 110-121
• ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე
საფეხბურთო კლუბი მრეტები საქართველოს წინააღმდეგ
• საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

პროცესის ხარჯების კლასიფიკაცია


I. სასამართლო ხარჯები
სასამართლოსგარეშე ხარჯები

სასამართლო ხარჯები
 ა. სახელმწიფო ბაჟი (მუხ.38)
ბაჟის 2 სახეს განასხვავებენ:
• მარტივი (გადაიხდევინება მყარად განსაზღვრული განაკვეთის მიხედვით)
• პროპორციული (გამოითვლება პროცენტულად და მისი ოდენობა
დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე)
 ბ. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები (მუხ.44, მუხ.50)
(ხარჯები, რომელიც უნდა აუნაზღაურონ იმ პირებს, რომლებიც დახმარებას უწევენ
სასამართლოს):
• მოწმეების, ექსპერტის, სპეციალისტისთვის, თარჯიმნისთვის მისაცემი თანხა;
• ადგილობრივ დათვალიერებაზე გაწეული ხარჯი;
• ადვოკატისთვისთვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხა;
• სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი;
• მოპასუხის მოძებნის ხარჯი;
• სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯი;
• და ა.შ.

სასამართლოსგარეშე ხარჯები
• ადვოკატის ჰონორარი
• განაცდური ხელფასი
• და ა.შ.

სახელმწიფო ბაჟის ოდენობა (მუხ.39.1)


1. სარჩელზე – დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა
2. სააპელაციო საჩივარზე - დავის საგნის ღირებულების 4%, მაგრამ არანაკლებ 150
ლარისა
3. საკასაციო საჩივარზე - დავის საგნის ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 300
ლარისა
4. კერძო საჩივარზე – 50 ლარს
5. სხვა შემთხვევები – მუხ.39
მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა
ინსტანციის სასამართლოში შეადგენს 39.1 მუხლით დადგენილი ოდენობის ნახევარს

სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალური ოდენობა


(მუხ.39.3)
 პირველი ინსტანცია: ფიზიკური პირისთვის – 3000 ლარი, იურიდიული
პირისათვის – 5000 ლარი;
 აპელაცია: ფიზიკური პირისთვის – 5000 ლარი, იურიდიული პირისათვის – 7000
ლარი;
 კასაცია: ფიზიკური პირისთვის – 6000 ლარი, იურიდიული პირისათვის – 8000
ლარი.

ვინ განსაზღვრავს დავის საგნის ღირებულებას (ფასს):


დავის საგნის ღირებულებას თავდაპირველად განსაზღვრავს და უთითებს მოსარჩელე,
თუკი ეს ფასი არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის
ფასს საბოლოდ განსაზღვრავს მოსამართლე.

როდესაც ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა გაერთიანებული


(სარჩელთა ობიექტური გაერთიანება),
ასეთ შემთხვევაში:
ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შედეგად განისაზღვროს სადავო საგნის
ღირებულება.
• გამონაკლისი: არაქონებრივი დავისა და ქონებრივი დავის საგნის ღირებულებათა
შეჯამება არ ხდება, ასეთ შემთხვევაში დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო
მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით (მუხ.41.2)

დავის საგნის ფასის (სარჩელის ფასის) განსაზღვრის სპეციალური შემთხვევები: მუხ.41

სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლება


 სსსკ, მუხ.46
 კანონი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“, მუხ.5
 სასამართლო ხარჯებისგან გათავისუფლება სასამართლოს მიერ – მუხ.47

სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება და მათი ოდენობის შემცირება


 სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება - მუხ.48
 სასამართლო ხარჯების ოდენობის შემცირება - მუხ.48

მხარეთა წახალისება (მუხ.49)


I. მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, თუ მთავარ
სხდომამდე:
• მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე;
• მოპასუხე ცნობს სარჩელს;
• მხარეები მორიგდებიან.
II. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, თუ მთავარ სხდომაზე:
• მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე;
• მოპასუხე ცნობს სარჩელს;
• მხარეები მორიგდებიან.

სასამართლო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის


 მუხ.53
 მუხ.54
 მუხ.55

შემთხვევა, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით არ მოხდა სასამართლო


ხარჯების განაწილება
გამოსწორების გზები:
• დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა 7 დღის განმავლობაში (მუხ.261.1„გ“;
261.2)
• ხარჯების ნაწილში გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო ან საკასაციო
წესით
როდის უნდა იქნეს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი
• შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების მოთხოვნისას, მაგ.: სარჩელის
შეტანისას, სააპელაციო საჩივრის შეტანისას, საკასაციო საჩივრის შეტანისას და
ა.შ.
• სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის შედეგები (მუხ.186„თ“; მუხ. 368.5; მუხ.396.3)

ვადები სამოქალაქო პროცესში


საპროცესო ვადა - დროის გარკვეული მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც უნდა
შესრულდეს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება.

საპროცესო ვადის სახეები


I. კლასიფიკაცია იმ ნიშნით, თუ პროცესის რომელი სუბიექტისთვისაა
გათვალისწინებული საპროცესო ვადა:
• საპროცესო ვადები, რომლებიც სასამართლოს საქმიანობისთვისაა
გათვალისწინებული _ ესაა ვადები, რომლის განმავლობაშიც სასამართლომ უნდა
შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება. მაგ.: მუხ.59; მუხ.178; მუხ.257…
• საპროცესო ვადები, რომლებიც მხარეებისთვის, საქმეში მონაწილე სხვა
პირებისთვის, ხოლო ზოგჯერ არ მონაწილე პირებისთვისაცაა გათვალისწინებული –
მუხ. 155; მუხ.136

II. კლასიფიკაცია იმ ნიშნით, თუ ვის მიერაა განსაზღვრული საპროცესო ვადა:


• კანონისმიერი ვადები - განსაზღვრულია კანონით და საპროცესო მოქმედება ამ
ვადაში უნდა შესრულდეს (მუხ.369, მუხ.397, მუხ.416; მუხ.194.3; მუხ.188, მუხ.281`ბ~;
მუხ.59.3).
• სასამართლოსმიერი ვადები _ განსაზღვრავს სასამართლო (მუხ.201; მუხ.216.3)
 
საპროცესო ვადის გამოთვლის წესი
• საპროცესო ვადის დაწყება – მუხ.60.2; მუხ.416
• საპროცესო ვადის დასრულება – მუხ.61.2; მუხ.61.1; მუხ.61.3

საპროცესო ვადა გამოითვლება:


• ზუსტი კალენდარული თარიღით
(მაგ. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების გადავადების
შესახებ 2015 წლის 1 ივნისამდე)
• იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც უნდა დადგეს (მაგ., საქმის წარმოების
შეჩერება სხვა საქმის დამთავრებამდე)
• დროის მონაკვეთით (მაგ. საქმის წარმოების შესახებ განცხადების შეტანა
დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ)
საპროცესო ვადის შეჩერება, გაგრძელება, აღდგენა
 საპროცესო ვადის შეჩერება – დაკავშირებულია საქმის წარმოების შეჩერებასთან.
თუ შეჩერდება საქმის წარმოება, შეჩერდება საპროცესო ვადის დენაც. როდესაც
განახლდება საქმის წარმოება, განახლდება საპროცესო ვადის დენაც. მაგ.
მუხ.279„გ“
 საპროცესო ვადის გაგრძელება – გაგრძელებას ექვემდებარება სასამართლოს მიერ
დანიშნული ვადა
 საპროცესო ვადის აღდგენა – აღდგენას ექვემდებარება კანონით დადგენილი ვადა,
გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული აკრძალვებისა. ვადის აღდგენა
დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო ცნობს, რომ
საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
მუხ.65
 კანონისმიერი ვადის აღდგენა ხდება მხარეთა შუამდგომლობით. დაუშვებელია
მისი აღდგენა სასამართლოს ინიციატივით.

ვადები, რომელთა გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია:


 გასაჩივრების ვადები - მუხ.59.4; მუხ.369; მუხ.397; მუხ.416; მუხ.426.4; მუხ.426.1
საპროცესო ვადის გასვლის შედეგი
მუხ. 63: საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით
დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი
ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ,
განუხილველი დარჩება.
 სასამართლოს მიერ საპროცესო ვადის გაშვების შედეგი.
 მხარეთა მიერ საპროცესო ვადის გაშვების შედეგი - მუხ.135, 156

You might also like