Professional Documents
Culture Documents
File Content
File Content
§ 1 შემეცნება
• ენა და ცნობიერება
• თანშობილი ცოდნა,
• შეძენილი ცოდნა,
სოკრატე: “ხომ ხედავ მენონ, სანამდე ეყო მოგონების უნარი უწინ, ისევე
როგორც ახლა, ეგონა რომ იცის და ისე დაბეჯითებით გვპასუხობდა, თითქოს
მართლა იცოდა ეს, რომ ერთხელაც არ მოსვლია აზრად, რომ შეიძლებოდა რაიმე
სიძნელეს წასწყდომოდა. ახლა კი დარწმუნდა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა
მის ძალღონეს აღემატება და თუ არ იცის, არც ჰგონია, რომ იცის. როგორ გგონია,
სანამ ეგონა ვიციო, დაიწყებდა პასუხის ძებნას? თუ პირიქით, სიძნელემ
გააოგნა და გადაწყვიტა ეძიოს სწორი პასუხი? მაშასადამე, გაოგნებამ კარგი
სამსახური გაუწია მას.” აქ სიძნელე იჩენს თავს: “ეს წუთია ჩვენ ხომ
ვამბობდით, რომ მან არაფერი არ იცის.” ამ დროს “კაცს, რომელმაც რაიმე არ
იცის, სწორი აზრი მაინც აქვს იმის შესახებ, რაც არ იცის?” იმის ცოდნა რაც არ
იცი არის მოგონების მეორე ეტაპზე გადასვლის საფუძველი. ეს მოგონების
პირველი ეტაპის შედეგია. სოკრატე: “ამასთან ის ყველაფერს ისწავლის, თუმცა
მას კი არ ასწავლიან, არამედ მხოლოდ კითხვას მისცემენ; ცოდნას კი თვითონ
დაეუფლება: თავის თავში იპოვის.”
მას შემდეგ რაც ადამიანში აღმოჩენილი იქნა ცოდნა უნდა გაირკვეს მისი
წარმოშობის საკითხი: უკვდავი სულიც ერთხელ ოდესღაც მოიპოვებს ცოდნას,
რომელიც მას შემდეგ მარადიულად აქვს, ან სულის არსებობის წესია მცოდნედ
ყოფნა, ცოდნა მარად ქონდა თავიდანვე. ადამიანი ცოდნას თავის თავში
ნახულობს. “მაგრამ რას ნიშნავს ცოდნის თავის თავშივე პოვნა, თუ არა
მოგონებას.” “თავისი ახლანდელი ცოდნა მან ან ოდესღაც შეიძინა, ან
ყოველთვის თან ახლდა მას? თუ ყოველთვის თან ახლდა მას, ესე იგი იგი
ყოველთვის მცოდნე იყო, ხოლო თუ ოდესღაც შეიძინა ყოველ შემთხვევაში არა
ამ ცხოვრებაში.” ეს მოხდა “არა ახლანდელ ცხოვრებაში, არამედ უწინდელ
დროს, როდესაც ყველაფერი შეიცნო და შეიმეცნა.” ამ შემეცნებას ახორციელებს
არა ადამიანი, როგორც სულისა და სხეულის მთლიანობა, როგორც კაცი, არამედ
“მაშინ როცა ჯერ კიდევ არ იყო კაცი.” ცოდნა სულის თვისებაა და არა
ადამიანის, როგორც ამქვეყნიურის, სული კი უკვდავია. “განკაცებამდე და
განკაცების შემდეგაც მასში ყოველთვის ცოცხლობდა და ცოცხლობს სწორი
აზრი, რომელსაც თუკი შეკითხვით გამოაღვიძებ, შეუძლია ცოდნად იქცეს. რაკი
სიმართლე არსთა შესახებ ყოველთვის ცოცხლობს ჩვენს სულში, და რაკი სული
უკვდავია, როგორ გგონია; გვმართებს თუ არა გაბედულად შევუდგეთ ძიებას და
მოვიგონოთ ის, რაც ამჟამად არ ვიცით ან უკეთ რომ ვთქვათ, რაც ამჟამად არ
გვახსოვს.”
პლატონი გამოქვაბულის მითში ამტკიცებს, რომ არსებობს თანშობილი ცოდნის
სახე, რომელიც მხოლოდ მოგონების განსაკუთრებული უნარისათვის არის
მიღწევადი და მისი სხვისთვის გაზიარებაც კი პრობლემატურია.
ემპირიზმი და რაციონალიზმი.
§ 2 ცოდნა
რა არის ცოდნა რას ნიშნავს, როდესაც ადამიანი ამბობს “მე ვიცი” ან “მე არ
ვიცი”. ცნობილია, რომ სოკრატე ამბობდა: “მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი” და
მიუხედვავად ამისა იგი აღიარებული იყო ყველაზე დიდ ბრძენად ადამიანთა
შორის. რა არის ცოდნა, როგორ იძენს ადამიანი ცოდნას და რა ფორმებით
არსებობს იგი.
კატეგორიათა სისტემა მით უფრო სრული იყო, რაც უფრო სრულად შეეძლო
კატეგორიათა სისტემას აესახა რეალობა, მოეცვა სამყარო მთლიანობაში და
სამყაროში არსებული ნებისმიერი მოვლენა და საგანი. ამ აზრით ფილოსოფია
იყო სამყაროს წარმოშობის, არსებობისა და განვითარების თეორია. ასეთი სახის
ფილოსოფია, როგორც სამყაროს თეორია, დასრულდა ჰეგელთან.
რაოდენობის
ერთიანობა
სიმრავლე
ყოვლადობა
თვისობრიობის მიმართების
განსაზღვრა ურთიერთმოქმედება
მოდალობის
შესაძლებლობა- შეუძლებლობა
არსებობა-არარსებობა
აუცილებლობა-შემთხვევითობა
• თვისობრიობა,
• რაოდენობა,
• ზომა.
• იგივეობა,
• მოვლენა,
• სინამდვილე.
• სუბიექტური იდეა,
• ობიექტური იდეა,
• აბსოლუტური იდეა.
რა არის ჭეშმარიტება?
ჭეშმარიტების სახეები
ცოდნა და ძალაუფლება.