Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 8

15 Linux-პროგრამა, რომლებიც კომფორტულს გახდიან თქვენს

სამუშაო გარემოს
ავტორი: დავით ღონღაძე
თარიღი: 2020-10-22
არის 15 გასაოცარი საოფისე პროგრამა Linux-თვის, რომელთა შესახებ, შესაძლებელია, არ გსმენიათ არაფერი, მაგრამ
მათ შეუძლიათ თქვენი მუშაობა მნიშვნელოვნად შეცვალონ, დაწყებული საბუღალტრო აღრიცხვიდან, რაშიც
დაგეხმარებათ GnuCash-ი და დამთავრებული GIMP-ით სურათების რედაქტირებისთვის და GnoTime-ით დროის
მართვისთვის.

კომპოიუტერების მომხმარებლების უმრავლესობა MS Windows-ის გარემოში მუშაობს. ჩვენს


საზოგადოებსაში, მათი დიდი ნაწილი ამ ოპერაციული სისტემის ე.წ. „გატეხილ“ ანუ მეკობრულ
ვერსიას იყენებს. ეს, გარკვეულწილად არაეთიკურიცაა და თანაც კიბერუსაფრთხოების
თვალსაზრისით მიუღებელია.
სად არის გამოსავალი?
არსებობს სრულიად უფასო და ხელმისაწვდომი ოპერაციული სისტემები, რომლებიც
დაშენებული არიან Linux-ის ბირთვზე. მათ მოკლედ Linux-ს უძახიან. ბევრს ძალიან
სტერეოტიპული წარმოდგენა აქვს და ჰგქონიათ ეს სისტემა მხოლოდ „ჰაკერებისთვისაა“.
მინდა გითხრათ, რომ ის ყველასთვისაა და არანაკლებ კომფორტულია ვიდრე სხვა სისტემები.
ერთი პერიოდი, Linux-ის ბირთვზე დაშენებული ოპერაციული სისტემების სამუშაო მაგიდები,
ანუ გრაფიკული სამუშაო გარემო, მართლაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა თავისი
წარმადობით და ფუნქციურობით Microsoft-ის პროდუქტებს, მაგრამ წლების მანძილზე ეს
სხვაობა ძალიან შემცირდა და ზოგი მიმართულებით სულაც გაქრა. ქვემოთ მოყვანილი მაქვს
15 პროგრამა, 15 მაგალითი, რისი გაკეთება შეიძლება Linux-ში.
სასარგებლო ხელსაწყოები (პროგრამები) Linux-ში
დღესდღეობით Linux-ის ხელმისაწვდომი პროგრამების დიდი რაოდენობა გვაოცებს თავისი
მრავალფდეროვნებით და შესაძლებლობებით. მათი ერთი კატეგორია ძლიერ განვითარდა
ბოლო წლებში. ამ პროგრამებს შეგვიძლია ვუწოდოთ „მუშაობის წამრმადობის ან
პროდუქტიულობის გაზრდის ხელშემწყობი“. კარგად ცნობილ LibreOffice-თან და NeoOffice-თან
(ორივე OpenOffice-ის განაყოფია) ერთად, არსებობს უამრავი ნაკლებ ცნობილი სასარგებლო
პროგრამაც, რომლებიც თქვნს შრომას უფრო ადვილს გახდიან. არსებობობს Linux-თვის
დაწერილი საოფისე პროგრამები, რომლებიც შესაძლებელია თქვენთვის უცნობია. მათი ნაწილი
ხელმისაწვდომია MacOS-ის და MS Windows-ის მომხმარებლებისთვისაც.
GnuCash
არსებობს უამრავი საბუღალტრო პროგრამა.
საქართველოში ერთერთი ყველაზე გავრცელებული
Oris-ია, მაგრამ მისი სრული ოფიციალური ვერსია
ფასიანია, საკმაოდ ძვირია და, მთლად უარესი, ის არ
მუშაობს Linux-ში. მაგრამ ეს არაფერს ცვლის.
სამაგიეროდ Linux-ში არსებობს GnuCash-ი.
ეს რთული საბუღალტრო პროგრამა არამარტო
მუშაობს Linux-ში, ამავე დროს ის სრულებით უფასოა,
აქვს ღია კოდი და საბუღალტრო სერვისისთვის

1
ყველა საჭირო და აუცილებელი ფუნქცია: დაგეგმილი ტრანზაქციები, ანგარიშების გეგმა,
ანგარიშის წარდგენა, ანგარიშების მომსახურება და უამრავი სხვა. და რომ იცოდეთ, ეს
აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. GnuCash-ი არის სრულფასოვანი საბუღალტრო პროგრამა.
Scribus
დიდი ხნის წინ, კომპლექსური და რთული
დოკუმენტების შექმნა დიდ სირთულეებთან იყო
დაკავშირებული. ამისთვის საჭირო იყო დიდი
ფორმატის ქაღალდი, წებო და დანა X-Acto. სამუშაო
მაგიდა იმ დროს უბრალოდ სამუშაო მაგიდა იყო და
არავითარი კავშირი არ ჰქონდა კომპიუტერის
მონიტორთან. უბრალოდ კომპიუტერი არ არსებობდა
მაშინ ან არ არსებობდა შესამისი პროგრამა. დღეს კი
მსგავსი პროგრამა ხელმისაწვდომია ყველასთვის.
პროდუქტი, რომელზეც მე ვსაუბრობ არის ძლიერი,
სრულფასოვანი და მოხერხებული. მისი სახელია
Scribus. მას აქვს ღია კოდი, მუშაობს თითქმის ყველა
პლატფორმაზე, ის სწრაფია და სტაბილურია, განსაკუთრებით Linux-ში. მდიდარია
ფუნქციონალურად, ტექნიკურად კომპლექსურია და, შეგახსენებთ, ეს ყველაფერი უფასოა.
Scribus-ი შეგვიძლია გამოვიყენოთ სავიზიტო ბარათების, ბუკლეტების, ფლაერების, და
ტროპლეტების შესაქმნელად, ასევე წიგნების და ა.შ. დასაკაბადონებლად.
ProjectLibre
თუ თქვენი პროექტი მოიცავს რამოდენიმე
კომპონენტს, ეს პროგრამა თქვენთვის მიგნებაა. ის
დაგეხმარებათ პროექტის მართვაში. როგორც სხვა
შემთხვევაში, აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტის
მართვისთვის არის უამრავი ფასიანი პროგრამა,
მაგრამ სულაც არ არის საჭირო ტყუილად გადაყაროთ
ფული. ProjectLibre თავისუფლად მოგეხმარებათ
კარგად დაგეგმოთ პროექტის ამოცანები, მიუთითოთ
ამოცანის დასახელება, მისი შესრულების ვადა და ა.შ.
ProjectLibre არაფრით ჩამოუვარდება MS Project-ს.
მისი დახმარებით შეგვიძლია შევქმნათ საკმაოდ
სერიოზული სქემები და დიაგრამები, ვთქვათ განტის
ან ქსელური დიაგრამები; შეძლებთ შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების
გათვლას, რესურსების ჰისტოგრამების, შესასრულებელი სამუშაოების და რესურსების
იერარქიული სტრუქტურების (WBS და RBS) შექმნას და კიდევ უამრავ სასარგებლო რამეს.
მსოფლიოს მასშტაბით მას მილიონობით მომხმარებელი ჰყავს.
GIMP
არ არის სადაო, რომ ფოტოებისა და სხვა სურათების რედაქტირებაში ოქროს სტანდარტს
Adobe Photoshop-ი ქმნის. იმისთვის, რომ ეს შესანიშნავი პროგრამა გავუშვათ Linux-ში
დაგვჭირდება ვირტუალური მანქანის ან PlayOnLinux-ის გამოყენება, მაგრამ ეს სულ სხვა
თემაა.

2
თუ გინდათ Linux-ში იგივე ეფექტის მიღება,
თავისუფლად შეგიძლიათ ენდოთ და
გამოიყენოთ პროგრამა CNU Image
Manipulation Program ანუ GIMP-ი. არ
იქნება გადაჭარბება, თუ ვიტყვით, რომ ის
ისეთივე კარგი და ეფექტური პროგრამაა,
როგორც Adobe Photoshope. GIMP-ს აქვს
ფერების საკმაოდ მდიდარი გამის
მართვისთვის აუცილებელი
შესაძლებლობები, გრაფიკული
გამოსახულების ყველა გავრცელებული
ფორმატის მხარდაჭერა, სცენარების
დახმარებით მართვის ფუნქცია და ინფორმაციის შეყვანის ისეთი მოწყობილობების
მხარდაჭერა, როგორებიც არიან პლანშეტები, USB და MIDI კონტროლერები და ა.შ. ასევე
თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და შეინახონ ფაილები FTP, HTTP, SMB და SFTP/SSH
პრიდაპირ GIMP-დან. ის მოხერხებულია და საკმაოდ სწრაფია.
Gnotime
წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, თქვენ
გაწყობილი გაქვთ თქვენი სამაგიდო
კომპიუტერი. ჩაწერილი გაქვთ მასში საჭირო
პროგრამები: გრაფიკული რედაქტორები,
პროექტის სამართავი და საბუღალტრო
პროგრამები და ა.შ. რა არის კიდევ საჭირო?
ალბათ პროგრამა, რომელიც თვალს
მიადევნებდა, რამდენ დროს ხარჯავთ სამუშაოს
შესასრულებლად.
იმის ცოდნა, რაზეა მიმართული თქვენი
ძალისხმევა, იქნება თქვენი ეფექტურობის
საწინდარი.
Gnotime-ს აქვს ადვილად გასაგები ინტერფეისი, ავტომატურად ინახავს განახლებებს და
გვთავაზობს შესასრულებელი სამუშაოების რემოდენიმე ჩამონათვალს, ჟურნალს, დროის
ამთვლელს და დეტალურ ანგარიშს. თუ გინდათ გაანალიზოთ, რატომ მიდის თქვენი პროექტი
წარმატებულად, ან ანგარიშობთ, რამდენი მართებს კლენტს თქვენი დროის ასანაზღაურებლად,
Gnotime-ი არის დიდებული საშუალება გაარკვიოთ, რაზე დაიხარჯა თქვენი სამუშაო საათები,
დღეები და კვირები.
LastPass
კაცი იფიქრებდა, პრობლემებად ქცეული მოვლენების გაუთავებელი რიგი, რომლებიც
დაკავშირებულები არიან პირადი მონაცემების მოპარვასთან და ფინანსურ დანაკარგებთან,
ხელს უბიძგებდა მომხმარებლებს სერიოზულად მიდგომოდნენ პასვორდების მართვას.
ლინუქსის დამწყები მომხმარებლები, ხშირად იმის იმედად არიან, რომ ლინუქსი სტაბილური
და შედარებით უსაფრთხო ოპერაციული სისტემაა ვიდრე MS Windows-ი, მაგრამ
კიბერუსაფრთხოების სფეროში ყველაზე სუსტი რგოლი დღესდღეობით იმდენად პროგრამული

3
უზრუნველყოფა არ არის, რამდენადაც თვითონ
მომხმარებელი. ასე, რომ პასვორდებს მეტი
სერიოზულობით უნდა მივუდგეთ. თუკი გიწევთ
ბევრი ანგარიშის გახსნა და მათთვის
პასვორდების მინიჭება, ალბათ თქვენთვის
ძალიან სასარგებლო პროგრამული
უზრუნველყოფა იქნება LastPass-ი. ეს პროგრამა
მუშაობს Linux-ში და საიმედოდ
ასინქრონიზირებს პასვორდებს ნებისმიერ
პლათფორმაზე, რომლებსაც თქვენ იყენებთ. ის
არამარტო ინახავს პასვორდებს, ის თვალყურს
ადევნებს მათ და თავის ბაზაში აახლებს მათ
მაშინათვე, როგორც კი თქვენ განაახლებთ
პასვორდს რმელიმე ვებგვერდზე. LastPass-ს ასევე შეუძლია შექმნას (დააგენერიროს) რთული
პასვორდები თქვენთვის და შეინახოს ისინი. LastPass-ი არ არის ღია კოდი, მაგრამ ის უფასოა
და ვრცელდება თავისუფლად.
Xiki
ამ პროგრამას ბრძანებითი სტრიქონის
ჟოკეისაც უწოდებენ ხოლმე. Xiki მართლაც
ძალიან სასარგებლო გაფართოებაა ბრძანებითი
სტრიქონის გარემოსთვის, ისეთის როგორებიც
არიან bash, zsh და ა.შ. და მას აქვს ღია კოდი.
ეს პროგრამა იძლევა საშუალებას
„გავაერთიანოთ“ ბრძანებითი სტრიქონის და
სამომხმარებლო გრაფიკული გარემოს
ფუნქიონალი. მისი დახმარებით შესაძლებელია
ბრძანებების გაშვება და ის გვთავაზობს
გრაფიკულ ინტერფეისს სისტემაში
ნავიგაციისთვის.
ეს პროგრამა დაწერა კრეიგ მუთმა. ამ
პროგრამის ბრძანებით სტრიქონს Xiki Shell-ს ან xsh-ს უწოდებენ.
შესაძლებელია Xiki-ს სეანსები ტექსტურ რედაქტორებში. შესაძლებელია ბრძანებითი
სტრიქონი გავუშვათ საიდანაც გვსურს და გამოვიყენოთ თაგვი ტერმინალის სეანსის დროს,
გავაკეთოთ ჩანიშვნები, მას შეუძლია კატალოგების შიგთავსის გაფართოება და ფილტრაცია,
თქვენ შეგიძლიათ ბრძანებების დათვალიერება და მათი გაშვება, ასევე თქვენთვის საჭირო
ბრძანებების მენიუს შექმნა.
თუ გსურთ უკეთ გაიგოთ რაზეა საუბრი ნახეთ ეს სადემონსტრაციო ვიდეო:
https://vimeo.com/379629904

Bluefish
თუ გსურთ პროგრამირება და ამისთვის მძლავირი და თანაც მსუბუქი რედაქტორი, მაშინ
უდაოდ გამოგადგებათ Bluefish. ის სწრაფად იხსნება, აქვს პროექტების (ჯგუფების და

4
ფაილების) მხარდაჭერა, აქვს თეგების
ავტომატური შევსებისა და დასრულების
ფუნქცია, „ესმის“ პროგრამირების ბევრი
ენა, შეუძლია ვებგვერდის გახსნა და
ჩამოტვირთვა.
ეს მხოლოდ ძალიან მცირე ჩამონათვალია
იმის, რაც ამ პროგრამას შეუძლია.

Kexi
მონაცემთა ბაზებთან მუშაობა გჭირდებათ? Kexi არის MS
Access-ის ექვივალენტი Linux-ში. Kexi არის ხელმისწვდომი
როგორც საოფისე პაკეტის Calligra-ს ნაწილი. მისი
საშუალებით იქმნება თვალსაჩინო მონაცემთა ბაზები. ამაში
ძალიან გვეხმარება მისი სამომხმარებლო ინტერფეისი.
SQLite-თან კომპლექტში და MySQL-თან და PostgreSQL-თან
თავსებადობის (როგორც იმპორტისთვის ასევე
ექსპორტისთვის) გამო, Kexi მუშაობს ძალიან სწრაფად და
სტაბილურად. აქვს ინსტრუმენტი MS Access-დან ფაილების
მიგრაციისთვის, რომელიც წარმოადგენს API-ს,.
Zim
თუ გიყვართ განრიგით ცხოვრება, ყველაფრის
დაგეგმვა, როგორ იცხოვროთ, განვითარდეთ
და მოკვდეთ კიდეც, ან თქვენ უბრალოდ
გინდათ ჩანიშვნების გაკეთება, ან დღიურის
წარმოება, Zim არის ზუსტად ის იარაღი, ის
ხელსაწყო, რაც თქვენ გამოგადგებათ.
Zim არის მულტიმედიური „სამაგიდო
განცხადებების დაფა“ ანუ „სამაგიდო wiki“
ღია საწყისი კოდით. ის გაცილებით მეტს
აკეთებს, ვიდრე ტექსტის ან გრაფიკული
გამოსახულების დამუშავებაა. Zim-ში
დამატებითი მოდულების ჩართვით,
პროგრამას შეუძლია თქვენი ტექსტების
ორფოგრაფიის შემოწმება, მათემატიკური
გარკვეული გამოთვლების წარმოება, კალენდარის შედგენა და ა.შ. ამ პროგრამაში არის
საშუალება შევქმნათ HTML-ი ონლაინ გამოყვეყენებისთვის. Zim-ში ჩაშენებულია ვებ-სერვერი
ვებ-გვერდის კონტენტის ანუ ვებ-გვერდის შინაარსის რეალურ დროში გამოსაქვეყნებლად.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ძალიან ელეგანტური და სასარგებლო პროგრამაა.

5
Focuswriter
როდესაც რაიმეს წერთ, თემას, მოთხრობას,
ანგარიშს და ა.შ. ზოგჯერ ძალიან ძნელია
შეინარჩუნოთ კონცენტრაცია. ერთ ფანჯარში
ჩნდება ელექტრონული წერილის მოსვლის
შესახებ შეტყობინება, მეორეში ვიღაცა
გვწერს სოციალურ ქსელში, იქ რომელიმე
პროგრამა „შემოგძახებთ“, რომ
მაინცდამაინც მას „მიაქციოთ ყრადღება“.
თითქოს ყველა პროგრამა და მთელი
ციფრული სამყარო შეთანხმდა შეგიშალოთ
ხელი. ამ დროს ყველაზე მეტად თქვენ
დაგეხმარებათ პროგრამა Focuswriter. ეს
პროგრამა ტექსტური რედაქტორია, რომელიც არაფრით არ მოგაცდენთ და არაფერზე
გადაიტანს თქვენს ყურადღებას. მასში შეგიძლიათ მხოლოდ დაბეჭდოთ. როდესაც პროგრამას
გაუშვებთ, ეკრანზე ყველაფერი ქრება და რჩებით თქვენ და ელექტრონული ქაღალდის
ფურცელი. ერთადერთი რაც დაგრჩებათ, თავიდან ფეხებამდე ჩაეფლოდ მუშაობაში და ბეჭდოთ
თქვენი ტექსტი. ამ პროგრამის პარამეტრები ადვილი სამართავია, აქვს ავტომატური შენახვის
ფუნქცია და შეუძლია, თუკი მოინდომებთ, საბეჭდი მანქანის ხმაც კი გამოსცეს, ძველი სტილით
მუშაობის შთაბეჭდილების შესაქმნელად.
Guake
ტერმინალის განსაკუთრებული ვარიანტი GNOME სამუშაო მაგიდის გარემოში. ის ეკრანზე ე.წ.
„ცხელი კლავიშებით“ შეგვიძლია
გამოვიძახოთ. ჩვეულებრივ ეს F12-ია ხოლმე.
ამავე კლავიშებზე დაჭერით ის ქრება
ეკრანიდან. ეს თავისებურება, მათ ვისაც
უთამაშიათ ე.წ. „შუთერი“ Quake, მოაგონებთ
ამ თამაშის ტერმინალს. სწორედ აქედან
იღებს სათავეს სახელი Guake. მიუხედავად
იმისა, რომ პროგრამის მუშაობა გვაგონებს
სხვა პროგრამებს, როგორებიც არიან Yakuake
ან Tilda, Guake დაიწერა დამოუკიდებლად,
სრული ნულიდან. მისი შექმნისთვის
გამოიყენეს Gtk ბიბლიოთეკები.
ვისაც Linux-ში მუშაობა სურს, ადრე თუ გვიან
დასჭირდება ბრძანებითი სტრიქონის
საბაზისო ბრძანებების შესწავლა და მათი გამოყენება. ეს პროგრამა დაეხმარება მათ ამ
საქმეში. ის მოქნილია, სწრაფია და კომფორტული. კომპიუტერისგან მოითხოვს გაცილებით
ნაკლებ რესურსებს, ვიდრე ამას ჩვეულებრივი ტერმინალი აკეთებს.
Krita Desktop
ხატვა თუ მოგინდებათ Krita Desktop მშვენიერი საშუალებაა, თქვენი არტისტული სურვილების
დასაკმაყოფილებლად. მას აქვს ღია კოდი და წინასწარი დაშვებით ანუ ე.წ. „დეფოლტად“
ჩაშენებულია KDE სამუშაო მაგიდაში. ადრე ის ვრცელდებოდა როგორც საოფისე პაკეტის,

6
Calliga Suite-ის ნაწლი. მოგვიანებით ის
გამოეყო ამ პროექტს და დაიწყო
დამოუკიდებლად განვითარება. ის
ძირითადად მხატვრებისთვის და
ფოტოგრაფებისთვის შეიქმნა. ვრცელდება
GNU GPL პირობებით.
მიუხედავად იმისა, რომ თავიდან Krita
ორიენტირებული იყო გამოსახულების
ნულიდან შექმნისთვის, მისი
დეველოპერები ცდილობენ პროგრამაში
ჩადონ საკმარისი ხელსაწყოები არამარტო
მხატვრებისთვის, არამედ ფოტოგრაფებისთვისაც.
Krita-ს ხელსაწყოები მოიცავს ფუნჯების, სახატავი ველების, პასტელების და სხვა იარაღების
მრავალფეროვან კოლექციებს. შესაძლებელია ანიმაციების კადრ-კადრ დამუშავება, მუშაობა
ფერების სხვადასხვა გარემოში (RGB, CMYK, LAB) სხვადასხვა რეჟიმით (8 bit-დან 32 bit-მდე)
და ა.შ.
Evolution
საფოსტო კლიენტი გჭირდებათ? ინებეთ,
Evolution! რა არის საფოსტო კლიენტი? ეს
არის პროგრამა, რომელსაც აყენებთ თქვენს
კომპიუტერზე და მისი დახმარებით
უკავშირდებით თქვენს ფოსტას სერვერზე (ან
ინტერნეტში, როდესც გახსნილი გაქვთ
ვთქვათ Gmail-ის ანგარიში, ან ფოსტას
რომელიც არის რომელიმე სხვა სერვერზე,
იქნება ეს პირადი თუ კორპორაციული). აქ
მთავარი ის არის, რომ მას მოაქვს წერილები
სერვერიდან და აქვს შესაძლებლობა
შეინახოს ის თქვენს კომპუტერში.
ბუნებრივია, ამავე კლიენტიდან აგზავნით
თქვენს წერილებს თქვენთვის სასურველ
ადრესატებთან.
ის, ამავე დროს, აერთიანებს კალენდარს, დროის დაგეგმვის სისტემას, საქმიან დღიურს
(დავალებები და მიზნები და ა.შ.) მისამართების წიგნს. აქვს პროტოკოლების: IMAP, POP3,
SMTP და მათი აუთენტიფიკაცია ხდება TLS-ის გავლით. Evolution-ს შეუძლია დაუკავშირდეს
MS Exchange 2000/2003/2007, OpenChange და GroupWise სერვერებს. ეს მხოლოდ მცირე
ნაწილია იმ ჩამონათვალისა, რისი გაკეთებაც შესაძლებელია ამ პროგრამით.
Blender
პროფესიონალური უფასო, ღია კოდის მქონე პროგრამა, რომელიც გვეხმარება
სამგანზომილებიანი ობიექტების შექმნაში. მისი დახმარებით შეგვიძლია მოდელირება,
სკულპტურების, ანიმაციების და სიმუალციების შექმნა. მას შეუძლია რენდერინგი და ხმოვანი
ვიდეოების დამუშავება, 2D ანიმაციების შექმნა. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს 3D-

7
რედაქტორების მომხმარებლებს
შორის. პროგრამა ვითარდება
სწრაფად, აქვს სტაბილური ტქნიკური
მხარდაჭერა.
Blenedr-თვის დამახასიათებელია ის,
რომ ზომაში პატარაა სხვა 3D-
რედაქტორებთან შედარებით, მაგრამ
ფუნქციურად თუ არ აჭარბებს მათ,
არც არაფრით ჩამოუვარდება.

You might also like