Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

ლექცია-პრაქტიკული 1

ზოოლოგია ერთ-ერთი უძველესი და


ფუნდამენტური დარგია. იგი შეისწავლის
ცხოველთა სამყაროს სისტემატიკას, ანატომია-
ფიზიოლოგიას, ქცევებს, ევოლუციისა და
ეკოლოგიის, და რიგ შემთხვევაში,
ცხოველებთან დაკავშირებულ გამოყენებით
საკითხებს.

ტერმინის საფუძველი არის ,,zoon” ან ,,zoa”, რაც ცხოველს ნიშნავს, ,,logos” -


მოძღვრება.
ზოოლოგია ორ ნაწილად იყოფა - უხერხემლოთა ზოოლოგიად და ხერხემლიანთა
ზოოლოგიად.

ზოოლოგიის მამამთავრად ითვლება არისტოტელე, რომელმაც ჩვენს


წელთ აღრიცხვამდე IV საუკუნეში არაერთი ფუნდამენტური
ნაშრომი გამოაქვეყნა ამ დარგში, მათ შორის:

1)ცხოველთა ისტორია (10 ტომი);

2) ცხოველთა წარმოშობა;

3) ცხოველთა ნაწილები;

4) იმ დროისათვის აღწერა ცხოველთა 500-ზე მეტი


ახალი სახეობა.

არისტოტელე სწავლობდა მაშინდელი საბერძნეთის ფაუნას, აღწერდა ამ დროს


არსებულ სახეობებს. არის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ალექსანდრე
მაკედონელი, მისი მოსწავლე, ომების დროს ახალ-ახალი ტერიტორიებიდან
უგზავნიდა მასწავლებელს სხვასასხვა ეგზოტიკურ მასალას. არისტოტელე
სწავლობდა ცხოველის ანატომია-ფიზიოლოგიას და ზოოლოგიის სხვადასხვა
მიმართულებებს.
არისტოტელემ გამოთქვა აზრი ცოცხალ ორგანიზმთა ევოლუციის თაობაზე. ამ
საკითხში არისტოტელე ვარაუდობს რომ ცოცხალი წარმოიშვა არაცოცხალისგან და
წარმოშობილი სიცოცხლე ვითარდება პროგრესის გზით, ანუ
დაბალგანვითარებულიდან მაღალგანვითარებულისაკენ. არისტოტელეს აზრით
სიცოხლე წარმოიქმნებოდა არაცოცხალიდან, თუნდაც ქვიდან, თუ მასში არის
შინაგანი ლტოლვა განვითარდეს ცოცხალ ორგანიზმად. ამ ლტოლვას არისტოტელე
უწოდებს ,,ფსიქეას“ ანდა ,,ენტელექიას“.

ევოლუცია მას მიაჩნდა სიცოცხლის კიბედ და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი


თვალთახედვით, სიცოცხლის კიბის დასაწყისში მარტივი ორგანიზმები იყო, ხოლო
სათავეში რთული - ადამიანის ჩათვლით.

გარდა ამისა, მსჯელობს ცოცხალ ორგანიმზთა გავრცელებაზე და გააკეთა ამ


გავრცელების შესახებ შესაბამისი რუკები.

არისტოტელემ ცხოველები დაყო ორ ჯგუფად - უსისხლოებად და


სისხლიანებად.
გარკვეული ხნის შემდეგ, ევროპაში ბატონდება კათოლიკური რელიგიის დოგმები. ეს
დოგმები აბსოლუტურად ბოჭავს საბუნებისმეტყველო მეცნიერების ნებისმიერ
დარგს. აკრძალულია ცდების და დაკვირვებების ჩატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში,
სწავლული კოცონზე დაწვით ისჯებოდა. ამ დოგმების მიხედვით დედამიწა
ბრტყელი პლანეტაა (რომლის ცენტრშია შუამდინარეთი, ზემოთ სამოთხეა ხოლო
ქვემოთ ჯოჯოხეთი, შუამდინარეთის ცენტრში კი ადამიანია). მსგავსი შეხედულება
შეიცავს დიდ ნაკლს - უარყოფილია თუნდაც არისტოტელეს აზრი - დედამიწის
სფერული ფორმის შესახებ.

არისტოტელე მზის ჩასვლის ჟამს გაჰყურებდა ხმელთაშუაზღვის სივრცეს და


ხედავდა თუ როგორ ,,პატარავდება’’ აფრებიანი ხომალდი ჰორიზონტის ზედაპირზე
და შემდეგ მთლიანად იკარგება დედამიწის სფეროსებულ ზედაპირზე.
განსაკუთრებით არისტოტელეს მოუხდა მზის დაბნელების დროს დაკვირვება,
როდესაც გამურული შუშიდან, მთვარეზე დაინახა დედამიწის ანარეკლი , რომელიც
სფეროს წარმოადგენდა

მეთერთმეტე საუკუნეში მღვდელმა სილვესტერმა, რომელიც დაინტერესებული იყო


ასტრონომიით შეაგროვა რა სათანადო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დედამიწა
მრგვალია. ამ ვარაუდის შემდეგ დაუბრუნდნენ არისტოტელეს შეხედულებას
დედამიწის გეოიდური ფორმის შესახებ.

არისტოტელეს შემდეგ, ხსენებული მიზეზის გამო, ვერ დავასახელებთ გამოჩენილ


სწავლულს, რომელსაც ძირეული წვლილი მიუძღვის ზოგადად ბიოლოგიის და
კერძოდ, ზოოლოგიის განვითარებაში. მაგრამ, შუა საუკუნეებისთვის, ყველაფერი
ახალი ძალით განახლდა. აბსოლუტური ფეოდალიზმის წიაღში, ჩნდება კონტურები
ბურჟუაზიული ცხოვრებისა (ფეოდალიზმი ნელ-ნელა იცვლება კაპიტალიზმით).
კაპიტალი, რომელიმე მეწარმის ხელში, მოითხოვს დიდძალი ნედლეულის
დაგროვებას. შესატყვისად, აღნიშნული მომენტი გახდა მძლავრი,
მასტიმულიზირებელი ძალა დედამიწის ახალ-ახალი რაიონების დასაპყრობად. ამ
დროს საჰაერო ნავიგაცია არ არსებობდა, ამის გამო ახალი მიწების დაპყრობის
ყველაზე რეალური ქვეყნები იყვნენ საზღვაო ქვეყნები. ესენია ხმელთაშუაზღვის და
ატლანტის ოკეანის ქვეყნები.

ნედლეულის დაგროვებას და ადამიანის თავისუფლებას მოჰყვა ევროპის გარკვეულ


ქვეყნებში ის უდიდესი ტალღა კულტურისა, რომელსაც რენესანსი ეწოდება.

რენესანსის ეპოქამ თანდათანობით გამოაცოცხლა საბუნებისმეტყველო დარგები.

აღნიშნულის ნიადაგზე XVIII-XIX საუკუნეში იქმნება ახალ-ახალი ხასიათის


შეხედულებები ორგანული სამყაროს განვითარებაზე, მაგრამ მას თავისი საფუძველი
გააჩნდა წინა საუკუნეების უდიდესი გეოგრაფიული აღმოჩენებიდან. იგი დაიწყო
კოლუმბმა, შემდეგი იყო მაგელანი და ბოლოს ავსტრალიის, როგორც კონტინენტის
აღმოჩენა. ნებისმიერ საზღვაოსნო ექსპედიციაში მონაწილეობდნენ გამოჩენილი
სწავლულები. ევროპის მუზეუმები გადაივსო მოპოვებული საბუნებისმეტყველო
მასალებით და დაიწყო მათი თანმიმდევრული და გულმოდგინე შესწავლა,
იბეჭდებოდა სამეცნიერო მონოგრაფიები, რომლებშიც ეს სიახლეები აისახებოდა.

შვედი ბუნებისმეტყველი და ექიმი(1707-1778 წწ.)

თანამედროვე მეცნიერულ სისტემატიკას საფუძველი ჩაუყარა


შვედმა ბუნებისმეტყველმა კარლ ლინემ ნაშრომში ,,ბუნების
სისტემა”. შემოიღო ბინარული (ორმაგი) ნომენკლატურა. ეს კი იმას
ნიშნავს, რომ ნებისმიერი სახეობის დასახელების დროს პირველი
გვარის აღმნიშვნელია, მეორე - სახეობის.

მაგალითად, Homo sapiens, Panthera leo, და ა.შ.

ორმაგ სახელწოდებას ემატება იმ მეცნიერის სახელი,რომელმაც აღწერა.

კარლ ლინემ შემოიღო სახეობების ორმაგი ანუ ბინარული


ნომენკლატურა.
ამჟამად ცოცხალ ორგანიზმთა ტაქსონომიური სტრუქტურა აგებულია იერარქიულ
წესზე – ყველაზე დაბალი ტაქსონომიური ერთეული სახეობაა, ყველაზე მაღალი –
სამეფო.

მთლიანობაში ტაქსონომიური სტრუქტურა ატარებს შემდეგ სახეს:

სახეობა→გვარი→ოჯახი→რიგი→კლასი→ტიპი →სამეფო.

ზოგჯერ გამოყოფენ ტაქსონთშორის ერთეულებს – ქვესახეობას, ქვეოჯახს, ქვეტიპს


და ა.შ.

უმცირესი ტაქსონომიური ერთეული ორგანულ სამყაროში არის სახეობა. თუმცა


სახეობაში არის ქვესახეობები. ქვესახეობა ფაქტობრივად გეოგრაფიული რასაა,
რომელსაც სახეობისაგან ძირითადად განსხვავებული გენომი არ გააჩნია. ნებისმიერი
ქვესახეობა, აბიოტური ფაქტორების ზემოქმედებით შეიძლება მომავალში
განსხვავდეს საწყისი სახეობისაგან და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ სახეობად.
მაგრამ, ამისათვის საჭიროა გეოგრაფიული იზოლატის წარმოქმნა. ასეთი ბარიერი არ
აძლევს ქვესახეობათა ცალკეულ პოპულაციებს ურთიერთშეწყვილების ანუ გენთა
გაცვლისა შესაძლებლობას და შესატყვისად, ქვესახეობა აღნიშნული იზოლატის გამო
ჩამოყალიბდება დამოუკიდებელ სახეობად. ამ უკანასკნელს განსაზღვრული სხვა
გენთა კომპლექტი გააჩნია, რომელიც მსგავსი აღარ არის წინაპარი ფორმისა. თუ
ასეთი გადაკვეთს გეოგრგაფიულ იზოლატს და შეხვდება წინაპარი ფორმის
პოპულაციებს, მათი შეწყვილება ვეღარ მოხდება, ვინაიდან ასეთები უკვე
განსხვავდებიან ანატომიურად, ფიზიოლოგიურად და გენეტიკურად.

ტაქსონომიური იერარქია: ადამიანის ადგილი


სახეობა - species ტაქსონომიურ იერარქიაში:

გვარი - genus (pl. genera) სახეობა - species: Homo sapiens

ოჯახი - family გვარი - genus: Homo

ოჯახი - family: Hominidae


რიგი - order
რიგი - order: Primates
კლასი - class
კლასი - class: Mammalia
ტიპი - phylum (pl. phyla)
ტიპი - phylum : Chordata
სამეფო – kingdom/regnum
სამეფო - realm/kingdom: Zoa
ჟან ბატისტ ლამარკი (Jean-Baptiste de Lamarck)
ფრანგი ბუნებისმეტყველი (1744-1829წწ.)

XVIII საუკუნეში მოღვაწეობს გამოჩენილი სწავლული -


ლამარკი, რომელმაც გამოსცა სერიოზული ნაშრომი -
,,ცხოველთა ბუნების ფილოსოფია“.

პირველი სრული და თანმიმდევრული ევოლუციური


თეორიის ფუძემდებელია ჟან ბატისტ ლამარკი, რომლის
ძირითადი დებულებები დასრულებული სახით
გადმოცემულია ზემოთ დასახელებულ ნაშრომში.

პირველი სრული და თანმიმდევრული ევოლუციური


თეორიის ფუძემდებელია ჟან ბატისტ ლამარკი, რომლის ძირითადი დებულებები
დასრულებული სახით გადმოცემულია ზემოთ დასახელებულ ნაშრომში.

ლამარკის თეორია სწორად ასახავს ევოლუციის პროცესის რეალურად არსებობას,


მაგრამ ვერ იძლევა მისი მიზეზების მართებულ ახსნას.

XIX-ში პრაქტიკულად ყველა დიდი წინამორბედის ინფორმაცია შეაჯამა და


თავისი სიახლე დაუმატა ჩარლზ დარვინმა ნაშრომში - ,,სახეობათა წარმოშობა“
(1859წ.). დარვინი იყო ზოოლოგი, და ზოგადად, ევოლუციის თეორია თავისი
მოდიფიცირებით ეკუთვნის ზოოლოგებს.

ჩარლზ დარვინი (Charles Darwin)


ინგლისელი ბუნებისმეტყველი (1809, 12 თებერვალი - 1882,
19 აპრილი).

მეცნიერულად დასაბუთებული ევოლუციური კონცეფცია


მხოლოდ XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა.

დარვინის დიდი დამსახურებაა, რომ მან დაადგინა


ევოლუციური განვითარების კანონზომიერებები და
სახეობათა ჩამოყალიბების პროცესი, აღმოაჩინა
ევოლუციის მამოძრავებელი ძალები.

XIX საუკუნეში გადამწყვეტი როლი ითამაშა მიკროსკოპის გამოგონებამ.


უმარავი გენის ფუნქციები გახდა გასაგები, ჰეტეროტროფების უდიდესი
უმრავლესობის რაობა თვით პროტისტების ჩათვლით ნათელი გახდა.

ზემოთ ნათქვამი შესანიშნავად აისახა ცოცხალ ორგანიზმებზე შექმნილ


სისტემატიკაში (ტაქსონომია). მაგ. თუ არისტოტელეს დროს იმდროინდელი
ტექნიკის მეშვეობით არჩევდნენ მხოლოდ მცენარეებსა და ცხოველებს (სოკოები
იმთავითვე ბოტანიკაში იყო გაერთიანებული), XX საუკუნის მეორე ნახევარში
ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენებით შესაძლებელი გახდა დახვეწილიყო
ორგანული სამყაროს კლასიფიკაცია. ამ შემთხვევაში ანსხვავებენ არა ორ ან სამ
სამეფოს, არამედ 5 სამეფოს.

ამერიკელმა მეცნიერმა ლინ მარგულისმა ცოცხალი ორგანიზმები დაჰყო 5 სამეფოდ.


იგი ვირუსებსა და ბაქტერიებს ერთ სამეფოში აერთანებს (მიკროორგანიზმები).
ცალკე გამოყოფს ბირთვიან ერთუჯრედიანებს, სოკოებს, მცენარეებს და ცხოველებს.

1)ვირუსები და ბაქტერიები (მიკროორგანიზმები)

2)ბირთვიანი ერთუჯრედიანები

3)სოკოები

4)მცენარეები

5)ცხოველები ლინ მარგულისი


(Lynn Margulis)

ერნსტ მაირმა 1991 წელს შემოგვთავაზა ცოცხალ ორგანიზმთა სრულყოფილი


სისტემატიკა.

ერნსტ მაირი (Ernst Mayr)


ამერიკელი ზოოლოგი,
ტაქსონომისტი (1904-2005)

იმპერია I. უუჯრედოები (Acellularia)

სამეფო 1. ვირუსები (Vira)


იმპერია II. უჯრედიანები (Cellularia)

დომენი A. უბირთვოები (Procariota)

სამეფო 2. ბაქტერიები (Bacteria )

დომენი B. ბირთვიანები (Eucariota )

ზესამეფო α ერთუჯრედიანი ბირთვიანები (Monobionta)

სამეფო 3. პროტისტები (Protista)

ზესამეფო ß. მრავალუჯრედიანები (Metabionta)

სამეფო 4. სოკოები (Fungi/ Mykes)

სამეფო 5. მცენარეები (Plantae/ Vegetabilia)

სამეფო 6. ცხოველები (Zoa/ Animalia)

დღეისათვის მეცნიერებს აღწერილი აქვთ ცოცხალ ორგანიზმთა დაახლოებით 1,5


მილიონი სახეობა. აქედან, დაახლოებით 1 მილიონი სახეობა უხერხემლო ცხოველია
(მათ შორის, სულ მცირე, 750000 სახეობის მწერია – დედამიწის ცოცხალ ორგანიზმთა
ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი). მაგრამ მეცნიერთა ვარაუდით ჯერ კიდევ
უცნობ ცხოველთა სახეობები მეტწილად უხერხემლოების და პირველ რიგში
მწერების მიხედვით 10 მილიონიდან 60 მილიონამდე უნდა იყოს. ის ადგილები,
სადაც ეს უცნობი სახეობებია ძირითადად ნოტიო ტროპიკული წვიმის ტყეები და
მსოფლიო ოკეანის აფოტური ზონაა. ეს ის ზონა, სადაც მზის სხივები ვერ აღწევენ და
იქ მცხოვრები თვით დიდი ზომის ცხოველებია შეუსწავლელი.

რაც შეეხება ხერხემლიანთა სახეობრივ მრავალფეროვნებას, ამჟამად ითვლიან


დაახლოებით 45 000 სახეობაზე მეტს.

You might also like