Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ისტორიული მიმოხილვა

ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და მშვიდ და უშფოთველ სიკვდილს ნიშნავს. როგორც


აქტი, ევთანაზია უკურნებელი სენით დაავადებული და ტკივილებისაგან გატანჯული
ადამიანის უმტკივნეულოდ მოკვდინებაა, ეს მიიღწევა მედპერსონალის, ან სხვა
დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა ქმედებებით ან უმოქმედობით
განასხვავებენ აქტიურ და პასიურ ევთანაზიას.
აქტიური ევთანაზიის დროს ხდება ავადმყოფისათვის სიცოცხლის მოსპობა
სამედიცინო პერსონალის ან სხვა პირის მიერ აქტიური მოქმედებების შესრულებით;
პასიური ევთანაზია კი ნიშნავს, სამედიცინო მუშაკის ან სხვა პირის მიერ ორგნიზებული
მკურნალობის შეწყვეტას, რომელიც იწვევს ავადმყოფის გარდაუვალ სიკვდილს.

ევთანაზიის მსოფლიო პრაქტიკა

ევთანაზიის უფლება დღეს მსოფლიო დისკუსიის საგანია.


მსოფლიოში ევთანაზიასთან მიმართებით არსებობს სამი სისტემა:
პირელი სისტემა მოქმედებს ქვეყნებში, რომლებიც ევთანაზიას ჩვეულებრივ
მკვლელობად აფასებენ (ინგლისი, საფრანგეთი და რუსეთი);
მეორე ჯგუფი ქვეყნებისა ევთანაზიისთვის მსუბუქ სასჯელს აწესებს (გერმანია,
ავსტრია);
მესამე ჯგუფის ქვეყნებში მოახდინეს ევთანაზიის დეკრიმინალიზაცია (პერუ,
ურუგვაი, ჰოლანდია, სკანდინავიის ქვეყნები, შვეიცარია, ორეგონისა და ვაშინგტონის
შტატები).
შვეიცარია წარმოადგენს ერთ-ერთ იმ მცირე სახელმწიფოთაგანს, სადაც ევთანაზია
კანონიერ ქმედებას წარმოადგენს და არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
აღნიშნული მიზეზის გამო, შვეიცარიაში მრავალი ქვეყნიდან ჩადიან ევთანაზიის
განხორციელების მსურველები.
ევთანაზია ქართული კანონმდებლობის ჭრილში- სსსკ-ის 110-ე მუხლის თანახმად,
მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან 5
წლამდე.
“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის” (1997.12.10) 151-ე მუხლში
პირდაპირაა მითითებული, რომ სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე ნებიმიერ სხვა პირს
ეკრძალება ევთანაზიის განხორციელება ან მასში მონაწილეობა.
განსხვავებული შეხედულებები

ევთანაზიის მომხრეები თვლიან, რომ მისი კანონით აკრძალვა ადამიანის ტანჯვის


ნებადართვაა და სხვა არაფერი, როცა ავადმყოფი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
მიერთებული და ამას არც შვება მოქვს და არც გამოჯანმრთელება. აქტიური ევთანაზიის
მომხრეებს მიაჩნიათ, რომ პაციენტისათვის უშედეგო მკურნალობის გაგრძელება იწვევს
პაციენტის “არაადამიანურ მოპყრობას”.

მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ევთანაზია ბუნებრივი სიკვდილის უარყოფაა,


ერთი ადამიანის მიერ მეორისათვის სიცოცხლის მოსწრაფება უზნეო და არაადამიანურია
ცივილიზაციის ნებისმიერ საფეხურზე.

ქრისტიანულმა ეკლესიამ, იოანე პავლე II-ის ინიციატივით, სასტიკად დაგმო


ევთანაზიის გამოყენება პრაქტიკაში, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ევთანაზიის
გავრცელებისათვის.

დასკვნა

საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ როდესაც სახელმწიფო კრძალავს აქტიურ ევთანაზიას


და ამით მოვალეს ხდის პაციენტს, აიტანოს ფიზიკური და სულიერი ტანჯვა, ამით ის
არღვევს კონვენციის მე-3 მუხლს. ეს უკანასკნელი კი აბსოლიტური უფლებაა, სიცოცხლის
უფლებისგან განსხვავებით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს.

You might also like