Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ქცევა

ქცევა არის ზმნის კატეგორია, რომელიც გამოხატავს კუთვნილებით-დანიშნულებით


დამოკიდებულებას სუბიექტსა და ობიექტს შორის, ანუ ქცევა გვიჩვენებს,თუ ვისთვის
მოქმედებს სუბიექტი:თავისთვის,სხვისთვის,თუ არ ჩანს,ვისთვის.ამის მიხედვით გვაქვს
ქცევის სამი ფორმა:სათავისო,სასხვისო და საარვისო.

სათავისო ქცევა გვიჩვენებს, რომ ობიექტი სუბიექტისთვისაა განკუთვნილი, ანუ სუბიექტი


მოქმედებს თავისთვის. მისი ნიშანია ი.მაგალითად: იშენებს კაცი სახლს.

სასხვისო ქცევა გვიჩვენებს, რომ ობიექტი სხვისთვისაა განკუთვნილი,ანუ სუბიექტი


მოქმედებს სხვისთვის. მისი ნიშანია უ. მაგალითად: უშენებს.

საარვისო ქცევის ფორმაში არ ჩანს,თუ ვისთვისაა განკუთვნილი ობიექტი, ანუ სუბიექტის


მოქმედების დანიშნულება არ ჩანს.მისი ნიშანია ა ან უნიშნო.მაგალითად: აშენებს,წერს.

დავიმახსოვროთ!

1.თუ ი-ნიშნიან სათავისო ზმნის ფორმას დაერთვის მი- ზმნისწინი,ორი -ი მოიყრის თავს:
მიისაკუთრა,მიიჩვია,მითვისა,მიიმხრო...

2.თუ უ-ნიშნიანი სასხვისო ქცევის ფორმა უ ხმოვნით დაწყებულ ფუძეს დაერთვის, მაშინ
ორი უ მოიყრის თავს: დაუუთოვა,გაუუქმა,გაუუმჯობესა,გაუუარესა...

3.საარვისო ქცევის ა ნიშნიან ფორმაში ორი ა მოიყრის თავს, თუ მას ა-თი დაბოლოებული
ზმნისწინი ახლავს: ააღელვა,გააბრწყინა,გააკეთა,გაამზადა...

4.თუ საარვისო ქცევის ა ნიშანი და ა-თი დაბოლოებული ზმნისწინი დაერთვის ა ხმოვნით


დაწყებული ზმნის ფუძეს, სამი ა მოიყრის თავს: დააარსა,გაააქტიურა,გააათმაგა...

You might also like