Professional Documents
Culture Documents
უკანონო ხელშეშლა - გადაწყვეტილების ანალიზი სანივთო სამართალში
უკანონო ხელშეშლა - გადაწყვეტილების ანალიზი სანივთო სამართალში
უკანონო ხელშეშლა - გადაწყვეტილების ანალიზი სანივთო სამართალში
saqme #as-1041-998-2014
Sesavali
gadawyvetileba
კარის ღიობი, რომელზეც მხარეები დაობენ, ამოჭრილ იქნა 2005 წელს, პროცესი კი
შედგა 2014 წელს. აქედან გამომდინარე, მოცემული საქმის განხილვისას ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საკასაციო სასამართლოში აპელანტებმა
სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებიდან დასვეს, გახლავთ
სწორედ ნეგატორული სარჩელის ხანდაზმულობა. ვფიქრობ, ამ კუთხით ეს ქეისი
მნიშვნელოვანია, რამდენადაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფაქტს, რომ საკუთრების
დაცვის მექანიზმი დროით ვერ შემოიფარგლება. მოსარჩელეები არ დაეთანხმნენ
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ ნაწილში და საკასაციო სასამართლომაც მათი
მოსაზრება გაიზიარა. შესაძლებელია, სასამართლოს განსახილველი დავა
ხანდაზმულად მიეჩნია, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ
ნეგატორულ სარჩელზე ხანდაზმულობის ვადის გავრცელება დაუშვებელია და
მესაკუთრის უფლება, მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა, შეუძლებელია იყოს
ხანდაზმული, ვინაიდან ეს შეეწინააღმდეგებოდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი
საკუთრების უფლების ბუნებას - მის აბსოლუტურობას. ნეგატორული სარჩელის
ხანდაზმულობა შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ ერთ თავისებურებაში - მესაკუთრეს
საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით სარჩელის
აღძვრის უფლება აქვს იქამდე, სანამ ხელშეშლა გრძელდება, თუნდაც ხელშეშლა
უსასრულოდ გრძელდებოდეს. ხელშეშლის აღკვეთის შემდგომ ნეგატორული
სარჩელის წარდგენა არ ხდება, ვინაიდან, როგორც ვიცით, მისი უმთავრესი
წინაპირობა სწორედ ხელშეშლაა.
III. სსკ 180; 182-ე მუხლის მეოთხე ნაწილის კავშირი მოცემულ საქმესთან. მათი
გამოყენება.