Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 14

გიორგი, რომელიც შპს ,,ართ დიზაინის“ დირექტორია, გეგმავს ბრენდული

ტანსაცმლის მაღაზიის ახალი ფილიალის გახსნით ბიზნესის გაფართოებას. იგი 2016


წლის 1 მაისს დებს კომერციული ფართის ნასყიდობის ხელშეკრულებას შპს ,,ნიუ
ბილდერთან“. ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებმა სამშენებლო პროექტის
საფუძველზე შეათანხმეს ფართის ინდივიდუალური მახასიათებლები
(იზოლირებული შესასვლელები ტანსაცმლის სხვადასხვა სექციისათვის, თაღოვანი
გასასვლელები და ა.შ.). ხელშეკრულების თანახმად, კომერციული ფართი გიორგის
უნდა ჩაბარებოდა 2018 წლის 18 მაისს. გიორგიმ იკისრა სახელშეკრულებო ფასის -
350 000 ლარის ხელშეკრულების დადების ეტაპზე, წინასწარ გადახდის
ვალდებულება. აღნიშნული თანხა გიორგიმ მიიღო პროცენტიანი სესხის სახით
ბანკისგან, რომლის შესახებ მითითებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულებაშიც.
გიორგი კომპანია ,,ნიუ ბილდერს“ შეუთანხმდა ნებისმიერი ფულადი
ვალდებულების ვადის გადაცილების (პირველადი თუ მეორადი მოთხოვნის
უფლებების განხორციელების რეჟიმში) შემთხვევაში ვადაგადაცილებულ თანხაზე
5% დამატებით გადახდის ვალდებულებაზე. სხვა შინაარსის ვალდებულებები არ
ყოფილა შეთანხმებული.

კომპანია ,,ნიუ ბილდერის“ მიერ კომერციული ფართის ნახაზს და პროექტს თან


დაერთო სტანდარტული პირობები, რომელთა მიხედვით: მხარის უარი
ხელშეკრულებაზე დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი კონტრაჰენტს
შესთავაზებს სხვა გადახდისუნარიან კლიენტს. ასევე სტანდარტული პირობების
თანახმად, თუ იარსებებს შეუსაბამოობა სამშენებლო ნახაზთან, მყიდველს მხოლოდ
ფასის შემცირების მოთხოვნის უფლება ექნება, ხოლო ხელშეკრულებიდან გასვლისა -
არა.

გიორგი ნასყიდობის ხელშეკრულებას და მრავალგვერდიან სამშენებლო ნახაზს,


რომელთა ბოლოში დართულია ზემოხსენებული სტანდარტული პირობები, ხელს
აწერს. ასევე გიორგი ბრენდული ტანსაცმლის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულებას
დებს მის მომწოდებელთან და უთანხმდება მას, რომ შესყიდული საქონლის
საფასურს გადაიხდის ტანსაცმლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლით, მას
შემდეგ რაც ახალ კომერციულ ფართში უზრუნველყოფს მაღაზიის გახსნას. გიორგისა
და ბრენდულ მაღაზიას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მისაღები
მოგება გიორგისთვის შეადგენს 2000 ლარს ყოველთვიურად, სხვა მოქმედი
ფილიალების საშუალო შემოსავლის, მოგების მსგავსად.

1
2018 წლის 18 მაისს კომპანია ,,ნიუ ბილდერმა“ ვალდებულების შესრულებისათვის
ითხოვა დამატებითი დრო - 2019 წლის 1 იანვრამდე. გიორგიმ შეატყობინა შპს ,,ნიუ
ბილდერს“, რომ მას მთელი ვადაგადაცილებული პერიოდისათვის მოუწევდა
ბანკისთვის პროცენტის გადახდა (შეტყობინებაში მითითებული იყო პროცენტის
ოდენობა) ბანკში სესხად აღებული თანხით სარგებლობისთვის, ამიტომ დამატებითი
ვადის მიცემა ზიანის მომტანი იქნებოდა. აღნიშნულის მიუხედავად, ,,ნიუ
ბილდერის“ თხოვნის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ 2019 წლის 1 იანვრამდე
შესრულების გადავადებაზე. გიორგი ვარაუდობდა, რომ დროულად ფართზე
ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, ტანსაცმლის რეალიზაციიდან
მიღებულ შემოსავალს გამოიყენებდა ბანკის პროცენტის დაფარვის მიზნით. ამიტომ
მისი აზრით, ვადაგადაცილებული პერიოდისათვის გადახდილი საბანკო პროცენტი
მისთვის ზიანია (უპასუხეთ, ეს ჩაითვლება მიუღებელი შემოსავლის ანგარიშში თუ
არა - მოგებით უნდა გადაეხადა გიორგის ბანკის პროცენტი ხელშეკრულების ვადის
ამოწურვის შემდეგ).

2019 წლის 1-ლ იანვარს აღმოჩნდა, რომ ფართს არ ჰქონდა ინდივიდუალური,


იზოლირებული შესასვლელები და არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ ნახაზს.
დადასტურებულია, რომ ნაკლის გამოსწორება სამშენებლო პროექტთან არსებითი
შეუსაბამოობის გამო, შეუძლებელია. ,,ნიუ ბილდერი“ თანახმაა მხოლოდ ფასის
შემცირებაზე, რაც გათვალისწინებული იყო სტანდარტულ პირობებში.

გიორგიმ დაუყოვნებლივ, დამატებითი ვადის დანიშვნის გარეშე მოითხოვა ა)


ხელშეკრულების შეწყვეტა და გადახდილი სახელშეკრულებო ფასის უკან
დაბრუნება, ბ) ხელშეკრულების ფასის უკან დაბრუნების (გასვლის შედეგად უკან
დასაბრუნებელი თანხის) დაყოვნებისათვის/ვადაგადაცილებისათვის
ხელშეკრულებით შეთანხმებული დამატებით 5% პროცენტის გადახდა მთელი
ვადაგადაცილების პერიოდზე დ) მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (ახალი
ფართის აშენებას სხვა მშენებლის მიერ სულ მცირე 2 წელი სჭირდება). ე) 2016
წლიდან ბანკისათვის გადახდილი პროცენტის, როგორც ზიანის, ანაზღაურება.

დაასაბუთეთ, რამდენად შესაძლებელია ბანკიდან აღებული სესხის პროცენტისა და


მიუღებელი შემოსავლის ერთად (შეჯამებული) მოთხოვნა? იწვევს თუ არა ეს
მყიდველის უსაფუძვლო გამდიდრებას. რა მომენტიდან და რა ვადით შეუძლია
გიორგის მოითხოვოს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, თუ მისი მოთხოვნის
საფუძვლიანობა დასაბუთდება? იმსჯელეთ მიუღებელი შემოსავლისა და
ბანკისათვის გადახდილი პროცენტის, როგორც ზიანის ,,ნიუ ბილდერისათვის“

2
სავარაუდოობაზე. რამდენად ეზღუდება გიორგის ხელშეკრულებიდან გასვლის
უფლება და რამდენად აქვს მხოლოდ ფასის შემცირების მოთხოვნის უფლების
გამოყენება - იმსჯელეთ სტანდარტული პირობების ნამდვილობის საკითხზე.

საბოლოოდ, დაასაბუთეთ რისი მოთხოვნის უფლება შეიძლება ჰქონდეს გიორგის


შპს ,,ართ დიზაინის“ სახელით?

ამოხსნა

ჰიპოთეზა: გიორგის, შპს „ართ დიზაინის“ სახელით, შესაძლოა ჰქონდეს


ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილისა და
491-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და სახელშეკრულებ ფასის
მოთხოვნის უფლება სსკ-ის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

თავდაპირველად უნდა შემოწმდეს წარმოშობილია თუ არა ვალდებულება. სსკ-ის


317-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის
წინაპირობებს, რომლის მიხედვითაც, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია
მხარეებს შორის დადებული ნამდვილი ხელშეკულება - ურთიერთმფარავი ნების
გამოვლენა (ოფერტი და აქცეპტი) და არსებით პირობებზე შეთანხმება (სსკ-ის 327
მუხლის პირველი ნაწილი). სსკ-ის 327-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი
შესაძლებელია არსებითი პირობები კანონით იყოს დადგენილი. ნასყიდობის
ხელშეკრულების შემთხვევაში კი კანონით დადგენილი არსებითი პირობებია:
მხარეები, საგანი და ფასი. მოცემული საფუძვლების არსებობისას წარმოიშობა
ორმხრივი სახელშეკრულებო ვალდებულება - გიორგის (რომელიც წარმოადგენდა
შპს „ართ დიზაინის“ დირექტორს, მაშასადამე, მის წარმომადგენელს - 103მ) მიერ
ნასყიდობის ხელშეკრლებით გათვალისწინებული ფასის გადახდა, ხოლო კომპანია
„ნიუ ბილდერის“ მიერ ნასყდობის საგნის - კომერციული ფართის გიორგისათვის
გადაცემა.

სსკ-ის 103-ე მუხლი განამტკიცებს გარიგებაში წარმომადგენლის ცნებას, რომლის


მიხედვითაც - „გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც.
წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა
წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.“ როგორც აღნიშნულ
მუხლშია მოცემული, წარმომადგენლობა შეიძლება მომდინარეობდეს კანონისმიერ
ან მინდობილობის საფუძველზე. კაზუსიდან გამომდინარე, შეგვიძლია
ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს მინდობილობის (დავალების) საფუძველზე

3
წარმოშობილ წარმომადგენლობასთან. ანუ გიორგი წარმოადგენს შპს „ართ
დიზაინის“ წარმომადგენელს გარიგებაში. წარმომადგენლობაზე საუბრისას
მხედველობაში უნდა მივიღოთ შემდეგი პირობები:
1. წარმომადგენელი გამოხატავს საკუთარ ნებას;
2. ამას აკეთებს სხვისი სახელით;
3. უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა წარმოდგენილ პირს. (104-ე მუხლის
პირველი ნაწილი).
სწორედ ამ პირობების ერთობლიობა ქმნის შესაბამის სამართლებრივ შედეგს.

როგორც კაზუსიდან ირკვევა, მხარეებს შორის დაიდო ნამდვილი ნასყიდობის


ხელშეკრულება სსკ-ის 477-ე მუხლის გაგებით, რომელიც შეიცავს არსებით
პირობებსაც: საგანი - კომერციული ფასი, რომლის ინდივიდუალური
მახასიათებლებიც შეთანხმებული იყო, ფასი - 350000ლ, მხარეები - შპს „ართ
დიზაინი“ და შპს „ნიუ ბილდერი“ (სსკ-ის 327-ე მუხლის მეორე ნაწილი), შესაბამისად
სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგი წარმოადგენს
ვალდებულების წარმოშობის საფუძველს.

კანონისმიერი არსებითი პირობების გარდა, მხარეები შესაძლოა შეთანხმდნენ


დამატებით პირობებზე, რომლებიც, ზოგადად, წარმოადგენენ არაარსებით პირობებს,
მაგრამ ხელშეკრულების მონაწილეებმა შესაძლოა სსკ-ის 327-ე მუხლის მეორე
ნაწილის გაგებით არსებითი ხასიათი მიანიჭონ. შესაბამისად, მისი შეცვლა/არ
შესრულება ჩაითვლება ვალდებულების დარღვევად. მოცემულ შემთხვევაში
განსაზღვრულია მიწოდების თარიღი - 2018 წლის 18 მაისი, რომელიც წარმოადგენს
ხელშეკრულების არსებით პირობას და ამ თარიღის გადაცილება ჩაითვლება
ძირითადი ვალდებულების დარღვევად. ასევე მხარეების მიერ განისსზღვა
ფართისინდივიდუალური მახასიათებლები, რომელიც ასევე წარმოადგენს
ხელშეკრულების არსებით პირობას.

აქვე უნდა განვიხილოთ ხელსეკრულების სტანდარტული პირობების ნამდვილობა.


სტანდარტული პირობები სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,
წარმოადგენს წინასწარ ჩამოყალიბებულ, მრავალჯერადი გამოყენებისთვის
გამიზნული პირობებს და მათ გააჩიათ დისპოზიციური ნორმების შეცვლსა თუ
შევსებით ფუნქცია. იმის გათვალისწინებით, რომ სტანდატული პირობების
დადგენის უფლებამოსილება გააჩნა გაბატონებულ მხარეს, მეორე მხარე კი არ
მონაწილეობს ამ პიობების ჩამოყალიბებაში, კანონი იცავს მეორე მხარის უფლებებს

4
სსკ-ის 342-348 მუხლებით. მართალია, 343-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტის მიხედვით შემთავაზებელმა თვალსაჩინო წწარწერა უნდა გააკეთოს და
მიუთითოს ამ პირობებზე, ხოლო მეორე მხარეს ჰქონდეს პირობების გაცნობისა და
მათზე თანხმობის/უარის განცხადების შესაძლებლობა („ბ“), თუმცა მეორე ნაწილი
განამტკიცებს, რომ როდესაც ხელშეკრულების მეორე მხარე არის მეწარმე,
ხელშეეკრულების სტანდარტული პირობები ხელშეკრულების არსებით შემადგენელ
ნაილად ქცევა თუ მას საქმიან ურთიერთობებში აუცილებელი გლისხმიერების
გამოჩენისას ეს უნდა გაეთვალისწინებინა. როგორც კაზუსიდან ირკვევა,
ხელშეკრულების სტანდარტული პირობები თანდართული ჰქონდა ნახაზს,
შესაბამისად, გიორგის ნამვილად ჰქონდა შესაძლებლობა მათ გასცნობოდა, ხოლო
მისი ხელმოწერიდან გამომდინარეობს, რომ იგი თანახმაა სტანდარტულ პირობებზე
(იმის მიუხედავად რომ „ნიუბილდერს“ არ მიუნიშნებია პირობების თაობაზე, „ართ
დიზაინის“ ვალდებულება იყო შესაბამისი გულისხმიერების გამოჩენა). შემდეგ უკვე
ხდება სტანდარტული პირობების კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის
შემოწმება. შპს „ნიუ ბილდერის“ მიერ შეთავაზებული სტანდარტული პირობები
გულისხმობდა, რომ „მხარის უარი ხელშეკრულებაზე დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ
იგი კონტრაჰენტს შესთავაზებს სხვა გადახდისუნარიან კლიენტს“, ეს პირობა კი
იმდენად უჩვეულოა, რომ მეორე მარეს არ შეეძლო მისი გათვალისწინება,
შესაბამისად სსკ-ის 344-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული პირობა არ იქცევა
ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად. ასევე, ამ პირობებიდან გამომდინარე,
ნახაზთან შეუსაბამობის შემთხვევაში მხარეს მხოლოდ ფასის შემცირების მოთხოვნის
უფლება აქვს და ერთმევა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, რაც სსკ-ის 348-ე
მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე აღნიშნული წესით უნდა მივიჩნიოთ
ბათილად, რამდენადაც მხარეს (ამ შემთხვევაში კრედიტორს) ართმევს
სამართლებრივი დავის დაწყების უფლებას მეორე მხარის (მოვალის) თანხმობის
გარეშე, თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოცემული მუხლი აწესრიგებს
შემთავაზებლის მიერ ფიზიკური პირის, რომელიც არ მისდევს სამეწარმეო
საქმიანობას, შეთავაზებული სტანდარტული პირობების ბათილობის წინაპირობებს.
ანუ აღნიშნული ნორმა მოცემულ შემთხვევაში, შპს „ართ დიზაინსა“ დ შპს „ნიუ
ბილდერს“ შორის არსებული ურთიერთობის დროს, არ შეგვიძლია გამოვიყენოთ,
შესაბამისად ამ სტანდარტულ პირობაის ბათილობა-არბათილობის პრობლემა არ
დგას. თუმცა, ასეთი იმპერატიული დანაწესი არ გვაქვს სსკ-ის 344-ე მუხლში,
ამიტომაც მისი გამოყენება არ გვეზღუდება. ასევე არ გვეზღუდება სსკ-ის 346-ე
მუხლის გამოყენება. კაზუსში მოცემული ორივე სტანდარტული პირობა
ეწინააღმდეგება ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს და საზიანოა

5
კონტრაჰენტისათვის, მას მძიმე მდგომარეობაში აყენებს, შესაბამისად, 346-ე მუხლის
მიხედვით ბათილია.
სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს
ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. კაზუსიდან ჩანს,
რომ გიორგიმ (შპს „ართ დიზაინმა“)კეთილსინდისიერად შეასრულა სსკ-ის 477-ე
მუხლის მეორე ნაწლით ნაკისრი ვალდებულება და წინასწარ გადაიხადა ნასყიდობის
ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, რისთვისაც მან სესხი აიღო ბანკისაგან,
რაც ასევე ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. შპს „ნიუ ბილდერი“ კი
ვალდებულია გიორგის („ართ დიზაინს“)გადასცეს ნივთობრიად და უფლებრივად
უნაკლო ნივთი (487) სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
დოქტრონაში გაბატონებული აზრის მიხედვით, ჯეროვანი შესრულება გულისხმობს
მოვალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ მოთხოვნათა განუხრელ დაცვას. თუ საქმე
გვაქვს ინდივიდუალურად განსაზღვრულ ნივთთან, მაშინ მოვალემ სწორედ ასეთი
ნივთი უნდა ჩააბაროს კრედიტორს. კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე, შეიძლება
ითქვას რომ მოვალეს (შპს „ნიუ ბილდერს“) კრედიტორისთვის („ართ
დიზაინისათვის“) უნდა გადაეცა ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი,
ინდივიდუალური მახასიათებლებით, როგორადაც, ამ შემთხვევაში, მიიჩნევა
იზოლირებული შესასვლელები, ტანსაცმლის სხვადასხვა სექციისათვის თაღოვანი
გასასვლელები და ა.შ. სსკ-ის 381-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების საგანია
ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი, კრედიტორი არ არის ვალდებული
მიიღოს სხვა ნივთი, თუნდაც უფრო მაღალი ღირებულების მქონე.

პრობლემურია საკითხი ფულადი ვალდებულების გადაცილების შემთვევაში


ვადაგადაცილებულ თანხმაზე 5%-ის დამატებით გადახდის თაობაზე. როგორც
კაზუსიდან ჩანს, ეს შეთანხმება ვრცელდბოდა როგორც პირველადი, ისე მეორადი
მოთხოვნის უფლებების განხორციელების რეჟიმში. შესაბამისად, ეს დათქმა ორივე
მხრეზე ვრცელდება და ორივე მხარეს ავალდებულბს, რადგან ფინანსური
ვალდებულება ორივე მხარეს შეიძლება დაეკისროს.

კაზუსიდან გამომდინარე, ვარკვევთ, რომ შპს „ნიუ ბილდერს“ ვალდებულება უნდა


შეესრულებინა 2018 წლის 18 მაისს მაგრამ მან ეს ვალდებულება დათქმულ დროს არ
შეასრულა. სსკ-ის მე-400 მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით მოვალის მიერ
ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება თუ შესრულებისთვის
დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ასევე სახეზე არ გვაქვს
ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის გარემოება, რაც გათვალისწინებულია

6
სსკ-ის 401-ე მუხლში - ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება
არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
აქედან გამომდინარე სახეზეა ვადის გადაცილება. გიორგისათვის, ვინაიდან მას
ბანკში დამატებით მოუწევდა პროცენტის გადახდა, ხოლო დამატებითი ვადის
დანიშვნის შემთხვევაში ვერ მიღებდა მიუღებელ შემოსავალს, დამატებითი ვადის
დანიშვნა ზიანი იქნებოდა და სსკ-ის 405-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის
საფუძველზე არ იყო აუცილებელი დამატებითი ვადის დანიშვნა- ვინაიდან
ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო
კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა
ვალდებულების დროულ შესრულებას. სწორედ იმის გამო, რომ „ართ
დიზაინისათვის“ დამატებითი ვადის დანიშვნა ზიანის მომტანი იქნებდა, გიორგიმ
დამტებითი ვადის დანიშვის მაგივრად მოახდინა მოვალისთვის, ანუ „ნიუ
ბილდერისათვის“ ვალდებულების შესრულების გადავადება. ანუ, მოვალის თხოვნის
საფუძელზე, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება შესრულების გადავადების თაობაზე.
მაშასადამე, საქმე გვაქვს სახელშეკულებო ნოვაციასთან, ანუ ხდება ხელშეკრულების
პუნქტის ნოვაცია და აქედან გამომდინარე იგულისხება, რომ ხელშეკრულება არ
დარღეულა.

2019 წლის 1-ლ იანვარს კი აღმოჩნდა, რომ ფართს არ ჰქონდა ინდივიდუალური,


იზოლირებული შესასვლელები და არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ ნახაზს. როგორც
უკვე აღვნიშნეთ სსკ-ის 361-ე მეორე მუხლის საფუძველზე ვალდებულება უნდა
შესრულდეს ჯეროვნად (...). გიორგის, რამდენადაც ხელშეკრულების საგანი
ინდივიდუალურად განსაზღვრული ნიშნებით ხასიათდებოდა, უნდა ჩაბარებოდა
„იზოლირებული შესასვლელებით“ (ინდივიდუალური მახასიათებლებით). ამ
შემთხვევაში სახეზე გვაქვს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, რამდენადაც
გიორგის არ ჩაბარდა ხელშეკრულებით ზუსტად განსაზღვრული, ინდივიდუალური
მახასიათებლებით ნივთი - კომერციული ფართი. დაირღვა სსკ-ის 487-ე და 488-ე
მუხლებით გათვალისწინებული უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულება,
შესაბამისად, გიორგის სსკ-ის 491-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძელზე
შეიძლება მოეთხოვა ხელშეკრულებიდან გასვლა სსკ-ის 352-ე მუხლის მიხედვით.

ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებარომ ჰქონდეს გიორგის, დაწესებული უნდა


იყოს დამატებითი ვადა, რომელიც უნდა იყოს უშედეგოდ გასული ან დამატებითი
ვადის დაწესება არ უნდა იყოს აუცილებელი. სსკ-ის 405-ე მუხლის მეორე ნაწილის
„ა“ ქვეპუნტქის მიხედვით, დამატებითი ვადის დანიშვნა არ არის საჭირო, თუ აშკარა,

7
რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება. კაზუსიდან კი ვარკვევთ, რომ
„დადასტურებულია, რომ ნაკლის გამოსწორება სამშენებლო პროექტთან არსებითი
შეუსაბამოობის გამო, შეუძლებელია“. შესაბამისად, გიორგის არ აქვს დამატებითი
ვადის დანიშვნის ვალდებულება.

ამასთან, კაზუსიდან ჩანს, რომ გიორგიმ შეასრულა სსკ-ის 355-ე მუხლით


გათვალისწინებული ვალდებულება დ ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე მეორე
მხარეს აცნობა.

აღნიშნულ კაზუსში, მართალია, მოვალემ გიორგის დაუპირისპირა შესაგებელი,


კერძოდ, სტანდართული პირობა, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 405-ე მუხლის
მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუმცა ვინაიდან სტანდარტული პირობები ზემოთ
აღნიშნული მსჯელობიდნ გამომდინარე ბათილია, ეს შესაგებელიც, შესაბამისა,
ბათილი იქნება და სახეზე არ გვგვექნება ხელშეკრულებაზე უარის თქმის
გამომრიცხველი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 405-ე მუხლის მესამე
ნაწილით.
იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა მოიცავს პირვანდელი
მდგომარეობის აღდგენას, რესტიტუციას, გიორგი მიიღებს ნასყიდობის
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას, 350000 ლარს, რომელიც კომერციულ
ფართში გადაიხადა.

შუალედური დასკვნა: მაშასადამე, გიორგის, შპს „ართ დიზაინის“ სახელით, აქვს


ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილისა და
491-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და სახელშეკრულების ფასის
მოთხოვნის უფლება სსკ-ის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

მეორე ჰიპოთეზა: გიორგის, შპს „ართ დიზაინის“ სახელით, შესაძლოა ჰქონდეს


მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 394-ე, 407-ე და
411-ე მუხლის საფუძველზე, ასევე ზიანის ანაზღაურების, კერძოდ, ბანკისათვის 2016
წლიდან გადახდილი პროცენტების, მოთხოვნის უფლება სსკ-ის 394-ე მუხლის
პირველი ნაწილის და 407-ე მუხლის საფუძველზე.

იმისათვის, რომ პირს წარმოეშვას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სსკ-ის


394-ე მუხლის მიხედვით, აუცილებელია გარკვეული წინაპირობების არსებობა:
აუცილებელია რომ ვალდებულება იყოს წარმოშობილი (+) და არ უნდა იყოს
8
შესრულებული (+). ვალდებულება უნდა იყოს დარღვეული (+). აღნიშნულ
შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახეზე არ გვაქვს ჯეროვანი შესრულება,
ვინაიდან, კომპანია მოიქცა მართლსაწინააღმდეგოდ. პირველ შემთხვევაში სახეზე
გვაქვს შპს „ნიუ ბილდერის“ მიერ ვადის გადაცილება (მ.400), თუმცა ამ დდროს
მოხდა სახელშეკრულებო ნოვაცია (შესრულების გადავადება), ამიტომ ეს ვერ
ჩაითვლება ვალდებულების დარღვევად. დარღვეულია სსკ-ის 487-ე მუხლისა და
488-ე მუხლით გათვალისწინებული უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულება,
ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ კომპანიას ვალდებულების შესრულება
გადაუვადა ჯეროვანი შესრულება საბოლოოდ მაინც არ მომხდარა, გიორგის არ
ჩაბარდა ხელშეკრულებით ზუსტად განსაზღვრული, ინდივიდუალური
მახასიათებლებით ნივთი - კომერციული ფართი და როგორც კაზუსიდან ირკვევა ამ
ნაკლის გამოსწორებაც შეუძლებელია.

კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე, სახეზე გვაქვს ზიანი. სსკ-ს 408 მუხლი


წარმოადგენს ზოგად ფაბულას, რომლის მიხედვითაც ზიანის მიმყენებელმა მხარემ
უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო
ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშული მუხლის მიხედვით,
რესტიტუციის ვალდებულება ორ მიზანს ემსახურება, ეს არის არსებული ქონების
შემცირებით მიყენებული პოზიტიური ზიანის ანაზღაურება და ასევე ზიანი,
რომელიც გამოწვეულია იმით, რომ დაზარალებულის ქონება არ გაიზარდა
დამზიანებლის ქმედების გამო, რასაც მიუღებელი შემოსავალი ეწოდება (ნეგატიური
ზიანის ანაზღაურება).

პირველ შემთხვევაში განვიხილოთ მიუღებელი შემოსავალი. როგორც კაზუსის


ფაბულიდან ვარკვევთ, „ნიუ ბილდერის“ მიერ ვადის გადაცილების შედეგად,
გიორგიმ ვერასაც შესრულებისს გადავადება ითვალისწინებდა და რადგან ფართი არ
აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული და ნაკლის
გამოსწორებაც შეუძლებელია კიდევ ორი წელი ვერ მიიღებს შემოსავალს, ვინაიდან
მას ახალი ფართის ასაშენებლად კიდევ 2 წელი სჭირდება. ამრიგად, სახეზე გვაქვს
სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული მიუღებელი შემოსავალი ამ მუხლის
მიხედვით- „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი
ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.“ როგორც
სსკ-ის აღნიშნული მუხლი ამბობს, მიუღებელია შემოსავალი, რომელიც პირს არ
მიუღია, მაგრამ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა.

აქვე უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და


9
დამდგარ შედეგს შორის. სსკ-ის 412-ე მუხლი, რომელიც ამბობს- „ანაზღაურებას
ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო
სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს“,
მოვალის ინტერესების გამომხატველია და მას ათავისუფლებს ისეთი ზიანისგან,
რომელიც მისთვის წინასწარ არ იყო სავარაუდო. მოვალისთვის სავარაუდო ზიანი
გულისხმობს, ისეთ ზიანს რომელიც სავარაუდო იქნებოდა ნებისმიერი გონივრული
ადამიანისთვის, ანუ ბრუნვის საშუალო მონაწილისთვის. აღნიშნული კაზუსიდან
ირკვევა, რომ კომპანიას ვადა რომ არ გადაეცილებინა გიორგი დაიწყებდა
საქმიანობას და შემოსავალს მიიღებდა. როდესაც შესრულების გადავადება ხდება
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაუშვებელია ილახებოდეს კრედიტორის
ინტერესი და მას გადავადებული დროისთვისაც, უნდა ჰქონდეს გადავადებით
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესაძლებლობა. თუმცა, მოცემული
კაზუსიდან ირკვევა, რომ შესრულების გადავადება მოხდა მხარეთა
ურთიერთშეთანხმებით, რაც თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგია. შესაბამისად,
უნდა ვიგულისხმოთ, რომ შპს „არტ დიზაინს“ გათვალისწინებული ჰქონდა
გადავადების პერიოდში ზიანის მიღების გარდაუვალობა, რაზეც იგი თანახმა იყო,
მაშასადამე, არტ დიზაინს არ ექნებოდა 18 მაისიდან 1 იანვრამდე მიუღებელი
შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. შესრულების გადავადების
შემდგომ 1 იანვარს ნაკლიანი ნივთის ჩაბარების შემდგომ მოხდა „ნიუ ბილდერის“
მიერ ვალდებულების დარღვევა, ეს რომ არა „ართ დიზაინს“ დამატებით 2 წელი
ლოდინი არ მოუწევდა და ამ ხნის განმავლობაშიც არ დაკარგავდა შემოსავალს.
აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ქმედებას, ანუ „ნიუ ბილდერის“ მიერ
ვალდებულების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი
დგინდება.

აქვე უნდა განვსაზღვროთ კომპანიის ბრალეულობის ხარისხი. სსკ-ის 395-ე მუხლის


პირველი ნაწილი ბრალის საკითხთან დაკავშირებით ადგენს, რომ მოვალეს
პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც განზრახი, ისე გაუფრთხილებლობითი
ქმედებისათვის. აღნიშნულ შემთხვევაში კომპანიის ქმედება იყო განზრახ ჩადენილი,
ვინაიდან, მან პირველ შემთხვევაში იცოდა, რომ ფართი 18 მაისს უნდა ჩაებარებინა
და გიორგიც დათქმულ დროს ელოდა ვალდებულების შესრულებას, და გადავადება
რომ არ მოეთხოვა „ართ დიზაინიც“ არ დაკარგავდა შემოსავალს. შემდგომ კი „ნიუ
ბილდერმა“ იცოდა თუ როგორი ფართი უნდოდა გიორგის, თუმცა მან ეს
მოთხოვნები არ გაითვალისწინა და ვალდებულება დაარღვია, შესაბამისად, ამის
საფუძველზე სსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, ხალშეკრულებიდან გასვლისას

10
კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა
ხელშეკრულების შეუსრულებლობით.

ვალდებულება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს განსაზღვრადი, ანუ უნდა


შეგვეძლოს მიუღებელი შემოსავლის ფულად სახსრებში გამოანგარიშება. მართალია,
მსგავს შემთხვევებში მიუღებელი შემოსავლის დაანგარიშება პრობლემურია, თუმცა,
როგორც კაზუსიდან ირკვევა, „ართ დიზაინი“ უზრუნველყოფს გამოანგარიშების
მეთოდის წარმოდგენას, მითითებულია კომპანიის მიერ მოსალოდნელი მოგება -
2000 ლარი ყოველთვიურად.

ახლა უნდა გავარკვიოთ, რამდენად ექნება გიორგის 2016 წლიდან მოყოლებული


ბანკში გადახდილი პროცენტის, როგორც ზიანის, ანაზღაურების მოთხოვნის
უფლება. ამ შემთხვევაში, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ 2016-2018 წლებში, 2018
წლის 18 მაისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე და ამ თარიღიდან მოყოლებული ბანკში
გადახდილი პროცენტი.

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შპს „ნიუ ბილდერის“ მიერ მოხდა დათქმულ ვადაში,
2018 წლის 18 მაისამდე, ვალდებულების შეუსრულებლობა. იმის მიუხედავად, რომ
სსკ-ის 402-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, ვადის გადაცილებისთვის
მოვალე პასუხს ყოველთვის აგებს, ეს გამოირიცხება ამავე მუხლის მეორე
წინადადებით, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლებოდა დამდგარიყო
ვალდებულების დროული შესრულების შემთხვევაშიც. მოცემული კაზუსიდან
გამომდინარე, კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2016-2018 წლებში ის პროცენტი,
რომელსაც გიორგი იხდიდა ბანკში ისედაც სავარაუდო იყო, რომ გადაეხადა, თუნდაც
ვალდებულება დროულად შესრულებულიყო მოვალის მიერ, ანუ ეს ზიანი, არ იყო
დამოკიდებული მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე. მით უმეტეს, რომ
გადვადების შემთხვევაში 2018 წლის 8 მაისი აღარ ითვლება ვალდებულების
შესრულების ბოლო დღედ, ანუ, ვალდებულებაც არ ითვლება დარღვეულად.

რაც შეეხება 2018 წლის 18 მაისიდან, ანუ მოვალის თხოვნის შედეგად შესრულების
გადავადების დროს (სანამ ვალდებულება ვადამოსული გახდებოდა) ანუ 2019 წლის 1
იანვრამდე პერიოდს, როგორც უკვე აღვნიშეთ, ამ შემთხვევაში არ მომხდარა
ვალდებულებს დარღვევა, არამედ სახეზე იყო სახელშეკრულებო ნოვაცია.
შესრულების გადავადების დროს ვალდებულება შესასრულებლად სავალდებულოდ
აღარ ითვლება, ვინაიდან ითვლება, რომ ვალდებულება ვადამოსული არ არის.
შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს ვალდებულების დარღვევა. „ართ დიზაინს“ კი უკვე
11
გათვლილი ჰქონდა, რომ გარკვეული დრო დაჭირდებოდა ფართის მიღებას, აქედან
გამომდინარე, ნებისმიერ შემთხვევაში არ ასცდებოდა ამ ბანკის პროცენტს.

შესაბამისად, 2016 წლიდან 2019 წლის 1 იანვრამდე ბანკის პროცენტს, როგორც


ზიანსა და „ნიუ ბილდერის“ ქმედებებს შორის მიზეზობრივი კავშირი ვერ დგინდება,
შესაბამისად, ამ პერიოდში ბანკის პროცენტის მოთხოვნის უფლება „ართ დიზაინს“
არ ექნებოდა.

ვალდებულება ვადამოსულად ითვლება გადავადებული ვადის ამოწურვისთანავე,


ხოლო როგორც კაზუსიდან ჩანს, ვალდებულების ვადამოსულობის დროსაც, „ნიუ
ბილდერის“ მიერ მოხდა ნაკლოვანი ნივთის ჩაბარება, ვალდებულების არაჯეროვნად
შესრულება. ანუ სახეზეა ზიანი გამოწვეული უშუალოდ „ნიუ ბილდერის“ მიერ
ვალდებულების დარღვევით და არა ჩვეულებრივ ბიზნეს ურთიერთობის
ფარგლებში, რაც გიორგის მიერ თავიდანვე ვერ იქნებოდა გათვალისწინებული და ამ
შემთხვევაში მას უკვე უწევს დამატებითი ხარჯების გაღება. რომ არა შპს „ნიუ
ბილდერის“ მიერ გადავადებულ პერიოდში ვალდებულების არაჯეროვნად
შესრულება, შპს „ართ დიზაინი“ ამ პროცენტის გადახდა მოგებიდან შეეძლებოდა. ამ
შემთხვევაში ეს პროცენტი წარმოადგენს ვალდებულების დარღვევით გამოწვეულ
ფაქტობრივად დამდგარ ზიანს, შესაბამისად, ამ დროიდან მოყოლებული გიორგის
(შპს „ართ დიზაინის სახელით“) წესით უნდა ჰქონდეს ანაზღაურების მოთხოვნის
უფლება სსკ-ის 394-ე და 407-ე მუხლების, ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი
ნორმების მიხედვით, თუმცა გიორგის პროცენტის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმ
შემთხვევაში ექნებოდა თუ ის არსებულ ზიანს ვერ დაადასტურებდა, მაგრამ
ვინაიდან მან არსებული ზიანი და მიუღებელი შემოსავალი დაადასტურა მას არ
ექნება არც 2019 წლის 1 იანვრიდან ბანკში გადახდილი პროცენტის მოთხოვნის
უფლება.

როგორც უკვე აღვნოშნეთ, შპს „ართ დიზაინი“ თვლიდა, რომ ბანკის პროცენტს
მიღებული შემოსავლიდან გადაიხდიდა (როგორც გადავადების პერიოდში, ისე
ფართის ჩაბარების შემდგომ). შესაბამისად, გიორგისათვის ბანკის პროცენტის
ანაზღაურების მოთხოვნის უფლება რომ მიგვეცა ეს გამოიწვევდა „ართ დიზაინის“
უსაფუძვლო გამდიდრებას, რადგანაც კრედიტორი იმაზე მეტს მიიღებდა ვიდრე
ვალდებულების შესრულების შემთხვევაში (მოგებიდან პროცენტის დაფარვა აღარ
მოუწევდა, თუ პროცენტიც აუნაზღაურდებოდა), მოვალე კი მძიმე მდგომარეობაში
აღმოჩნდებოდა. ამჟამად, მას აუნაზღაურდება მიუღებელი შემოსავალი, საიდანაც,
როგორც ვალდებულების შესრულების შემთხვევაში ჰქონდა გიორგის

12
გათვალისწინებული, დაიფარება ასევე ბანკის პროცენტი (ეს შეეხებოდა გადავადების
პერიოდსაც მოთხოვნის უფლებ რომ ჰქონდეს, მაგრამ მიზეზობრივი კავშირის
არარსებობის გამო ეს ზემოთ უკვე გამოირიცხა).

შუადლედური დასკვნა: მაშასადამე, გიორგის ექნება კომპანიისაგან ნეგატიური


ზიანის ანაზღაურების უფლება, ანუ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის (411მ)
უფლება 2018 წლის 18 მაისიდან სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 407-ე
მუხლის მიხედვით.

მესამე ჰიპოთეზა: გიორგის, შპს „ართ დიზაინის სახელით“, შესაძლოა ჰქონდეს


ხელშეკრულების ფასის უკან დაბრუნების (გასვლის შედეგად უკან დასაბრუნებელი
თანხის) დაყოვნებისათვის/ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულებით
შეთანხმებული დამატებით 5%-ის გადახდის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 403-ე
მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

სსკ-ის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით - „მოვალე, რომელიც ფულადი


თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის
გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს,
სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია“.

სახეზე გვაქვს 403-ე მუხლის წინაპირობები: ფულადი ვალდებულების დარღვევა და


მხარეთა შეთანხმება (წერილობითი ფორმით).

მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებულია 5%-ის დაკისრება ფულადი


ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში. მიუხედავად იმისა,
რომ „ნიუ ბილდერის“ პირველადი ვალდებულებაა, რომ მან „ართ დიზაინს“ უნდა
გადასცეს გარკვეული ფართი და სახეზე არ გვაქვს პირველადი მოთხოვნა ფულადი
ანაზღაურების სახით. შესაბამისად, როდესაც გვქონდა „ნიუ ბილდერის“ მიერ
ვადებულების შესრულების ვადის გადაცილება, მან დროლად ვერ ჩააბარა ფართი,
რაც არანაირად უკავშირდებოდა ფულად ვალდებულებებს (თანაც რადგანაც
შესრულების გადავადება მოხდა და არა დამატებითი ვადის დანიშვნა,
ვალდებულება ისედაც არ იყო ვადამოსული). შესაბამისად, სსკ-ის 403-ე მუხლის
გამოყენება ამ შემთხვევაში არ შეგვიძლია. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ „ნიუ
ბილდერს“ შეიძლება დაეკისროს რესტიტუცია, ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი
შემოსავლის ანაზღაურება, რომლებიც გამოანგარიშდება მხოლოდ ფულადი სახით
და აქედან გამომდინარე შეიძლება ფულადი ვალდებულება ამ შემთხვევაშიც
გვქონდეს სახეზე, ანუ „ართ დიზაინის“ მეორეული მოთხოვნებით სწორედ ფულადი
13
სახსრებით ანაზღაურებას მოითხოვს. მაშასადამე, რადგანაც კაზუსის ფაბულიდან
გამომდინარეობს, რომ დამატებით 5%-ის დაკისრება შესაძლებელია მეორეული
მოთხოვნების განხორციელების დროსაც, ეს დათქმა ავალდებულებს ორივე მხარეს.

ზემოთ მოცემული მსჯელობიდან გამომდინარე გიორგის შეუძლია მოითხოვოს


დამატებითი 5%, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რესტიტუციული თანხის ან
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისას, „ნიუ ბილდერი“ დანიშნულ ვადას
გადააცილებს.

შუალედური დასკვნა: გიორგის (შპს „ართ დიზაინის“ სახელიეთ) ექნება


ხელშეკრულების ფასის უკან დაბრუნების დაყოვნებისათვის/
ვადაგადაცილებისათვის, ასევე მიუღებელ შემოსავლის ანაზღაურების
ვადაგადაცილების შემთხვევში ვადაგადაცილებულ თანხაზე 5%-ის მოთხოვნის
უფლება სსკ-ის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

დასკნა: საბოლოო ჯამში, გიორგის, შპს „ართ დიზაინის“ სახელით, აქვს უფლება შპს
„ნიუ ბილდერისაგან“ მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა და გადახდილი
სახელშეკრულებო ფასის- 350000 ლარის უკან დაბრუნება სსკ-ის 405-ე მუხლის
პირველი და მეორე ნაწილების და 352-ე მუხლის საფუძველზე.

აგრეთვე მოვალემ (შპს „ნიუ ბილდერმა“) არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი


ვალდებულება ჯეროვნად, ამდენად, ამასთან, გიორგის, შპს „ართ დიზაინის“
სახელით ექნება მიუღებელი შემოსავლის (სსკ-ის 411-ე მუხლი) ანაზღაურების,
როგორც ზიანის ანაზღაურების (2018 წლის 18 მასიდან) მოთხოვნის უფლება სსკ-ის
394-ე, 407-ე მუხლების საფუძველზე.

გიორგის (შპს „ართ დიზაინის“ სახელიეთ) ექნება ხელშეკრულების ფასის უკან


დაბრუნების დაყოვნებისათვის/ ვადაგადაცილებისათვის, ასევე მიუღებელ
შემოსავლის ანაზღაურების ვადაგადაცილების შემთხვევში ვადაგადაცილებულ
თანხაზე 5%-ის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის
საფუძველზე.

14

You might also like