Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

1.

მამარდაშვილის ტექსტის მიხედვით, განმარტეთ ფრაზა ,, მე კი არ ვმოქმედებ,


არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია"

მერაბ მამარდაშვილი მეოცე საუკუნის ყველაზე ცნობილი ქართველი ფილოსოფოსია,


რომელიც, მართალია, საბჭოთა ეპოქაში მოღვაწეობდა, თუმცა იგი
ეწინააღმდეგებოდა ამ სისტემას და ათეისტურ გარემოში კულტურული ველის
გაცოცხლებას ესწრაფვოდა. განსახილველი ფრაზა ეკუთვნის პავლე მოციქულს,
რომლის სიზუსტე და სიღრმე მამარდაშვილმა იდეალურად შეიცნო.

ფილოსოფოსის ნააზრევის კითხვისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ ის


პოსტტოტალიტარული სიტუაცია, რომელშიც იგი წერდა. ეპოქას იგი ადარებს
გვირაბს, რომელიც დასასრულის პირასაა და არცთუისე შორიდან მოსჩანს სინათლე,
რომელმაც ჩვენს გონებაში ჩვენივე აზრები უნდა დაამკვიდროს. გვირაბში, ანუ
სიბნელეში, სადაც მხოლოდ გადარჩენისკენ სწრაფვაა, სადაც ადამიანის ერთადერთ
საზრუნავს სიმყუდროვის მოპოვება წარმოადგენს, ადამიანებს უჭირთ აღმოაჩინონ
საკუთარი გულისთქმა, დაიწესონ ინდივიდუალური ღირებულებები და ამით
განავითარონ საკუთარი თავი. ამგვარ პირობებში ვერცერთი ადამიანი საკუთარი
რეალური სურვილებით ვერ მოქმედებს, არამედ დანარჩენ ბრბოსთან ერთად
მხოლოდ იმ ზემოხსენებული მიზნით მოქმედებს და, შესაბამისად, მას არ ძალუძს
„საკუთარი ხმა სხვებისაგან განარჩიოს“. პავლე მოციქულის მიხედვით ამ
განურჩეველ ხმას ცოდვის ხმა ეწოდება და მას მამარდაშვილიც ამ ცნებით
ახასიათებს. ადამიანს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა იმისათვის, რაც მას თავისი
თავისუფალი ნებით არ განუხორციელებია. საბჭოთა კავშირის მიერ შებოჭილი
ადამიანი ვერ იმოქმედებდა საკუთარი არჩევნისამებრ - სწორედ ამიტომ უწოდებს
ფილოსოფოსი პიროვნების ნამოქმედარს უცხო აქტს. რეალურად, ადამიანი
თავისუფალი არასდროსაა და აქ ფროიდის შეხედულებაც გასაზიარებელია, რომ ამ
ქვეყნად არსებული ყველა კაცი თუ ქალი ემონება რაღაც ძალას საკუთარ თავში, რაც
მას მისავე მარიონეტად აქცევს. მამარდაშვილთანაც ასეა - ჩვენ ვხდებით
მარიონეტები საკუთარი აზრებისა, მაგრამ ეს აზრები ჩვენ არ გვეკუთვნის, არამედ
ნაკარნახევია ცოდვის ხმის მიერ. ასე, მაგალითად, ეს ხმა არათუ ჩვენი სულის
საჭიროება, არამედ ამქვეყნიური შიშის გამოძახილია, უფრო ზუსტად კი სიკვდილის,
ზღვრის შიში. ჩვენ ვმოქმედებთ იდეოლოგიის ხმით, რომელიც გვეუბნება, რა
სჭირდება ჩვენს სხეულს იმისათვის, რომ გადარჩეს.

მერაბ მამარდაშვილს საბჭოთა ათეისტურ ეპოქაში სურს ეს ღრმა ფრაზა წარმოაჩინოს


რელიგიური ტერმინოლოგიის გამოყენების გარეშე და მისი ფილოსოფიური
ინტერპრეტაცია შემდეგია - მე შესაძლოა მინდოდეს კარგი და ვაკეთებდე ცუდს
იმიტომ, რომ ჩემში არ არის სიკეთის განხორციელების შესაძლებლობა, ჩემში „სიკეთე
არ იმყოფება“. ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას, რომ ფილოსოფოსი,
თუნდაც, ისევ ფროიდისგან განსხვავებით, საუბრობს მხოლოდ იმაზე, რაც
ხელშესახები და რეალურია, საუბრობს ცნობიერზე და არ სურს ისეთი
ტერმინოლოგიით დატვირთოს ადამიანის მოქმედებათა ჯაჭვის ახსნა, როგორსაც
ფროიდთან სუპერ-ეგო წარმოადგენს. მამარდაშვილი ნათლად წარმოაჩენს იმ
სამწუხარო სინამდვილეს, რომ ადამიანი ყოფიერების მონაა და იგი სიტუაციის
შესაბამისად იქცევა, თუნდაც ეს მორალურად გაუმართლებლად მიაჩნდეს.

საბოლოოდ, მერაბ მამარდაშვილთან ფრაზა ,,მე კი არ ვმოქმედებ, არამედ ცოდვა,


რომელიც ჩემშია" ნიშნავს, რომ ადამიანი ამქვეყნიური ცხოვრებისეული
სიძნელეებისდა გამო ხშირად ვერ იქცევა ისე, როგორც სწორად და სასურველად
მიაჩნია, არამედ იძულებული ხდება, მიჰყვეს იმ ხმას, რომელიც მას სიკვდილისგან
გადარჩენას ჰპირდება.
2. ჰანას ტექსტის მიხედვით, განმარტეთ ტერორის არსი

ჰანა არენდტი მეოცე საუკუნის ებრაელი ფილოსოფოსი, ესეისტი და პოლიტიკური


თეორიის ერთ-ერთი ავტორია. ეპოქა და წარმომავლობა უკვე გვიქმნის წარმოდგენას
მისი ცხოვრების შესახებ. განვლილმა წლებმა დიდი გავლენა მოახდინა ჰანა
არენდტის შეხედულებებზე.

ფილოსოფოსი სათაურში აღნიშნულ საკითხს, კერძოდ, ტერორის არსს,


პროპაგანდასთან და ინდოქტრინაციასთან კავშირში განიხილავს და მისგან
მოწყვეტით ვერც ჩვენ ვისაუბრებთ. არსებობს შეხედულება, რომ პროპაგანდა და
ტერორი ერთი მონეტის ორი მხარეა, რომელთაგანაც ერთ-ერთი (პროპაგანდა)
მოქმედებს სრულფასოვნად ტერორის გარეშე შესაბამის პირობებში, მეორე კი ვერა.
ჰანა არენდტი ამას მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება და ამბობს, რომ თუკი
პროპაგანდა ფსიქოლოგიური ომია, ხალხის შინაგან დამოკიდებულებებზე
ზეგავლენის მოხდენაა, ტერორი ამაზე გაცილებით მეტ არსს ატარებს. ტერორი
მაშინაც აუცილებელია, როდესაც ადამიანებში ფსიქოლოგია უკვე ტოტალიტარული
მმართველის სასარგებლოდაა განვითარებული. ყველაზე ნათელ მაგალითად, თუ
როგორ საშინლად მოქმედებს ტერორი სრულიად დათრგუნულ ხალხზე, ავტორს
მოჰყავს საკონცენტრაციო ბანაკების შემთხვევა. რასაკვირველია, აქ პროპაგანდა არ
არსებობს, არამედ მხოლოდ ტერორი. ტერორია ნამდვილი სახე სრულიად
მმართველობის ფორმისა. პროპაგანდა შეიძლება იყოს საწყისი ეტაპი, როდესაც
ტოტალიტარული რეჟიმი სრულიად დამკვიდრებული არ არის და მომავალ
მმართველს ხალხში ამ იდეის ლამაზად წარმოჩენა სურს.

ჰანა არენდტმა მკაფიოდ დაახასიათა ნაცისტური ტერორის სახე, მიამსგავსა იგი


ჩვეულებრივ განგსტერულ ტერორს და მისგან გამოყო ადრეული გერმანული
პოლიტიკური დანაშაულის ტერორი. უფრო ზუსტად, ფილოსოფოსმა ხაზი გაუსვა
იმას, რომ ნაცისტები არ ესხმოდნენ თავს ცნობად ფიგურებს, არამედ ხოცავდნენ
ოპოზიციური პარტიების გავლენიან წევრებს და ამით აუწყებდნენ მოსახლეობას, თუ
რამდენად საშიში იყო სხვა პარტიის მხოლოდ წევრობაც კი. ამ ტერორმა საჯარო სახე
მიიღო, იგი არ იყო გამართლებული ყალბი მობოდიშებებით რიგითთა
გადაცდომებისათვის, არამედ ნაცისტები ამას ახორციელებდნენ პირდაპირ და
დაუფარავად.

ჰანა არენდტისთვის პროპაგანდა ტოტალირიზმის ინსტრუმენტია, მაგრამ ტერორი


ზოგადად მის მმართველობას ასახავს. ის ავანსცენაზე მაშინ გამოდის, როდესაც უკვე
ტოტალიტარული მმართველების მიზნები მიღწეულია. ტოტალირიზმის ფარგლებში
ტერორი არაა „ხმამაღალი“, არამედ იგი საჭირო ადგილას, საჭირო დროს და საჭირო
პიროვნებებზე დარტყმით აფრთხილებს საზოგადოებას, რომ ტოტალიტარული
იდეების წინააღმდეგ გამოსვლა მისთვის გარდაუვლად საშიშია.

3. ჰარარის ტექსტის მიხედვით, განმარტეთ თეორიები, რომლის მიხედვითაც ჰომო


საპიენსმა დაიპყო დედამიწა

იუვალ ნოა ჰარარი XX-XXI საუკუნის მეორე ებრაელი ფილოსოფოსია. მისი ერთ-
ერთი ყველაზე ცნობილი ნაშრომია „საპიენსი - კაცობრიობის მოკლე ისტორია“,
რომელშიც იგი აყალიბებს კონკრეტულ თეორიებს იმის შესახებ, თუ როგორ
დაიპყრო ჰომო საპიენსმა დედამიწა, როგორ მოახერხა კაცთა მოდგმამ მისი ათვისება
ისე, რომ უფრო ძლიერმა და ჭკვიანმა ნეანდერტალებმა მათი მოგერიება ვერ
მოახერხა. ვინაიდან ეს დღემდე საკამათო საკითხად მიიჩნევა, ცალკეულ
მკვლევარებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, მაგრამ, თავიდანვე უნდა
აღინიშნოს, რომ ჰარარის აზრით, ყველაზე უფრო სარწმუნო და სავარაუდო პასუხი
შემდეგია - ჰომო საპიენსმა მსოფლიო თავისი უნიკალური იარაღით - სასაუბრო ენით
დაიპყრო.

ერთერთ ასეთ თეორიას, რომელიც ადამიანთა მიღწევებს ხსნის, კოგნიტური


რევოლუცია წარმოადგენს და იგი პირველადია - ისტორიის დასაწყისია. ეს ნიშნავს,
რომ ჰომო საპიენსებს შორის უამრავი განსხვავებული ურთიერთობისთვის
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ასე ვთქვათ, ჭორაობა, რომელიც
ნეანდერტალებსა და მაიმუნებს ნაკლებად გამოსდიოდათ. საათობით საუბრის
უნარმა ადამიანთა პატარა ჯგუფებს უფრო დიდ გაერთიანებებად ქცევისკენ უბიძგა.
რეალურად, ჭორაობა, მართალია, ცუდად ჟღერს, თუმცა ამ ცნების ქვეშ მოიაზრება
ჩვენს შორის სოციალური ინფორმაციების გაცვლა, რაც ბუნებრივი ფენომენია.
კოგნიტური რევოლუციის ეტაპი აზროვნების განვითარების წერტილია, როდესაც
ადამიანმა დაიწყო ინსტინქტებზე გამარჯვება და ფიქრის დაწყება. ადამიანის
სამეტყველო ენის განვითარება - კომპლექსური ისტორიებისა და ვითარებების
გადმოცემა, ე.წ. ზემოთხსენებული ჭორაობა თავისი უდიდესი სოციალური უნარით,
წარმოსახვის უნარისა და აბსტრაქტული აზროვნების ჩამოყალიბება (კრეატიულობა,
ახალი იდეების შექმნის უნარი, მომავლის განჭვრეტის უნარი), სიმბოლოების
გამოყენება (რამაც უამრავი ადამიანი ერთი საზოგადოების ქვეშ მოაქცია) იქცა
საბოლოოდ ჰომო საპიენსის გაბატონების საწინდარად. ზემოაღნიშნული უნარები
შეუძლებელია ცხოველებში არსებობდეს და ჰარარიც ამიტომ მიიჩნევს კოგნიტურ
რევოლუციას იმ ძირითად ეტაპად, რომლის განმავლობაშიც ჰომო საპიენსმა
დედამიწა დაიპყრო.
შემდეგ უკვე იწყება სასოფლო-სამეურნეო რევოლუცია, მეორე, მსხვილი
განვითარების ეტაპი. იგი დაახლოებით 12000 წლის წინ მოხდა. ამ რევოლუციას
ჰარარი უარყოფითად აფასებს, ვინაიდან მას ადამიანთა და ცხოველთა ცხოვრების
გაერთფეროვნება მოჰყვა - კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ადამიანები
ცხოვრობდნენ იმპერიების პირობებში, რაც მათ ართმევდა ბედნიერებას. ჰარარი ამ
ეტაპს, როგორც ჩანს, აკავშირებს ბედნიერების საკითხთან, ფიქრობს, რომ ამ
განვითარების შედეგად ჩვენი ბედნიერება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ბოლო და უმსხვილესი გარდატეხა კაცობრიობის ისტორიაში იყო სამეცნიერო


რევოლუცია, მესამე ეტაპი, რომელიც ხუთიოდე საუკუნის წინ დაიწყო. სამეცნიერო
რევოლუციამ უდიდესი უპირატესობა მიანიჭა ადამიანს, შეაქმნევინა ისეთი
იარაღები, რომელთაც სხვა ვერცერთი ცხოველი ვერ შექმნის. აქაც თანამშრომლობა
ადამიანებს შორის არის ის საფუძველი, რომელიც განსხვავებული პროფესიის
ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, გაერთაინდნენ და იმოქმედონ ერთიანი
მიზნისთვის, მაგალითად, ბირთვული იარაღის შექმნისთვის. სამეცნიერო
რევოლუციამ ადამიანი, ფაქტობრივად, საბოლოოდ გააბატონა ცხოველზე.

You might also like