აკადემიური წერა - ფინალური საშინაო ნაშრომი.

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 17

მოზარდების პრობლემები მათემატიკის სწავლებისას ფსიქოლოგიურ

ასპექტში

მოზარდთა ნეგატიური დამოკიდებულები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

ბაკალავრიატი: I კურსი

ხელმძღვანელი:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი, 2020


განაცხადი

როგორც წინამდებარე ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი არ შეიცავს სხვა


ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად
წარდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენიებული ან ციტირებული
სათანადო წესების დაცვით.

... ......

i
სარჩევი

შესავალი.........................................................................................................................................................3
ლიტერატურის მიმოხილვა.........................................................................................................................4
1.1 - თითოეული ავტორის შესახებ........................................................................................................5
1.2 - ურთიერთმიმართება ზემოთ დასახელებულ ორ წყაროს შორის...........................................10
შეჯამება........................................................................................................................................................12
გამოყენებული ლიტერატურა...................................................................................................................15

ii
შესავალი

,,მათემატიკა გონების მუსიკაა’’ - ამბობდა უდიდესი მათემატიკოსი და


ფილოსოფოსი პითაგორა, რომელსაც რიცხვი სამყაროს საწყისად მიაჩნდა და მართლაც
მუსიკასავით ესმოდა, მაგრამ ჯერ კიდევ მის დროში, როდესაც მათემატიკას ფესვი
ახალგადგმული ჰქონდა, მოზარდებს ხშირად უჭირდათ მასთან გამკლავება. დღეს ეს
პრობლემა განსხვავებული ფორმით, მრავალფეროვანი მიზეზებით, თუმცა მაინც დგას
და თავად ამ ზუსტი მეცნიერების, მათემატიკის, მნიშვნელოვანებიდან გამომდინარე
სერიოზულ გამოწვევებს ქმნის. იგი მკვლევარებს შორისაც აქტუალურია, რასაც ამ
ფენომენის შესახებ არაერთი ნაშრომის არსებობა მოწმობს.

,,ფორბსის’’ 2014 წლის კვლევას თუ დავეყრდნობით, განვითარებადი ქვეყნების


სტუდენტების 82%-ში ალგებრის გამოცდები წარუმატებლად მთავრდება (ფორბსი,
2014). რაც შეეხება განვითარებულ ქვეყნებს, მართალია აქ პროცენტული რაოდენობა
წინას ჩამორჩება, მაგრამ მაინც მოსწავლეთა ნახევარს აჭარბებს. ალბათ სწორედ ასეთმა
შემაშფოთებელმა შედეგებმა უბიძგათ მათემატიკის პროფესორებს, მერი ფაიდეს გოუისა
(1954) და იმეინელო ს.ი.-ს (1984) , შეექმნათ ნაშრომები მათ საგანში სტუდენტთა
წარუმატებლობის მიზეზებზე. წინამდებარე კვლევის მიზანია მიმოხილვა XXl საუკუნის
მთელი რიგი გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც მოსწავლეები დგანან მათემატიკის
სწავლისას. ნაშრომმა უნდა დაადგინოს მოცემული საგნის სასკოლო დონეზე შესწავლა
გონებრივი მონაცემების საკითხია, თუ შესაბამისი გარემოებებისა და პირობების
არსებობის შემთხვევაში ნებისმიერ სტუდენტს ძალუძს მისი დაძლევა. კვლევა მოიცავს
პასუხს კითხვაზე თუ რა განაპირობებს ,,მათემაფობიას’’ მოზარდებში და როგორ არის
შესაძლებელი მათი აღმოფხვრა-პრევენცია.

ვფიქრობთ, კვლევას საინტერესოს ხდის წყაროების აბსოლუტურად განსხვავებული


წარმომავლობა, თუკი ერთი მათგანი აფრიკელი გაჭირვებაში მცხოვრები ბავშვის

1
უარყოფით დამოკიდებულებას ხსნის, მეორე ერთი შეხედვით ლაღი ბრიტანელის
მათემაფობიას აღწერს. კვლევის მიზანი არა მხოლოდ ფაქტობრივი მასალის ანალიზი,

2
არამედ დასმულ პრობლემაზე ცოდნის მოგროვება, განვრცობა და მისი საშუალებით
მცირედი წვლილის შეტანაა მათემატიკისადმი ნეგატიური დამოკიდებულების ბავშვის
ფსიქოლოგიიდან გაძევებაში გამომწვევი მიზეზის პოვნით. აღნიშნულ მიზანს
მივაღწევთ, თუკი შემდეგ საკითხებს ვუპასუხებთ: რა არის მათემაფობია და რატომ დგას
საზოგადოების განსხვავებული ფენა განსხვავებული პრობლემის წინაშე
მათემატიკასთან მიმართებით? სად უნდა ვეძიოთ გამოსავალი?

დასმული პრობლემა, არის რა სტატიკურად აქტუალური თემა, არ შეიძლება


შემოვსაზღვროთ გარკვეული ეპოქის ან პერიოდის ფარგლებით. ნაშრომის ასაკობრივ
ჯგუფად, რასაკვირველია, 6-20 წლამდე ახალგაზრდობა განისაზღვრა, თუმცა, ჩვენი
აზრით, კვლევა საინტერესო უნდა იყოს უპირველესად მათემატიკის
მასწავლებლებისათვის, ლექტორებისთვის, მშობლებისთვის და თავისთავად
მოსწავლეებისათვის.

ნაშრომის ძირითადი ნაწილი წარიმართება ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების,


ისტორიების, კონკრეტული შემთხვევებისა და ზოგადი სურათის კვლევაზე
სოციოლოგიური, ფსიქოლოგიური, ინტელექტუალური თვალსაზრისით. ზემოთ
მოცემული პროფესორების სტატიები გამოიყენება, როგორც ძირითადი წყარო კვლევისა.
მათ შორის ურთიერთმიმართებების დადგენა კვლევის მთავარი მიზანია ისევ მათი
შინაარსობრივი კონტექსტიდან გამომდინარე.

ნაშრომის ძირითადი ნაწილის პირველი პარაგრაფი დაეთმობა განვითარებული ქვეყნის


მცხოვრებ ბავშვებში მათემაფობიის მიზეზებს მათ პრობლემებს და გოუის მიერ
შემოთავაზებულ პრევენციის გზებს. მეორე პარაგრაფი განსაზღვრავს იმავე საკითხებს
განვითარებად ნიგერიაში. ნაშრომის შემდეგი ნაწილში გაანალიზებული იქნება
ურთიერთმიმართება ამ ორი ქვეყნის მოზარდებს შორის, პრობლემა კვალიფიცირდება
ფსიქოლოგიურ ასპექტში, ჩამოყალიბდება ზოგადი აღმოფხვრის და პრევენციის
საშუალებები.

2
1. ლიტერატურის მიმოხილვა

როგორც შესავალში აღვნიშნეთ, წინამდებარე ნაშრომისთვის არჩეულ იქნა ორი


ძირითადი წყარო საკითხთან სიახლოვის მიხედვით. ორივე ავტორმა, რომელთა
სტატიებიც ქვემოთ იქნება მიმოხილული, დეტალურად აღწერა ჩვენი მთავარი ამოცანის
განმაპირობებელი ფაქტორები, მისი გამოსწორებისა და პრევენციის გზები.

1.1 - თითოეული ავტორის შესახებ.

მერი ფაიდეს გოუი წლების განმავლობაში ასწავლიდა მათემატიკას როგორც სკოლის


მოსწავლეებს, ისე სტუდენტებს. მისი ნაშრომი სწორედ მის ემპირიულ
გამოცდილებაზეა აგებული, რაზეც მიანიშნებს ტექსტში ცხოვრებისეული მაგალითების
სიმრავლე. საკითხის პრობლემატიკაზე საუბრის დასაწყებად გოუის შემოჰყავს
პირობითი პერსონაჟი -სიუზი, რომლის პატარა წარუმატებლობამ მათემატიკაში მისი
თვითშეფასება თვეებით და, იქნებ, წლებითაც, დაამდაბლა. გოუის მიაჩნია, რომ
სწორედ აქედან იჩენს თავს მათემაფობიის პირველი ნაპერწკალი, რომელიც შემდეგ
ვითარდება და კოლეჯის სტუდენტებისთვის უკვე აგიზგიზებულ ცეცხლად იქცევა.
ამგვარ ნაპერწკალს, გოუის მტკიცებით, შესაძლოა სხვა რამეც აჩენდეს, მაგალითად -
არაპროფესიონალი მასწავლებლის გაუმართლებელი ქმედება, როდესაც იგი პატარა
სიუზის სკოლის შემდეგ იტოვებს. ზოგადად, ცნობილია, თუ როგორი
თანმიმდევრული საგანია მათემატიკა - მისი ყველა ნაწილი ერთმანეთს ებმის, და თუკი
ჩვენ მის ერთ რგოლს ვერ გავხსნით, ჯაჭვი გაწყდება. ამ მიზეზს ასახელებს შემდეგ
მაგალითად გოუიც - მეხუთე კლასელმა მერიმ ავადმყოფობის გამო წილადების
შესწავლა ვერ მოახერხა, რის შემდეგაც, მანამდე მათემატიკის მოყვარულმა, საგანი,
ფაქტობრივად, შეიძულა. სტატიის მიხედვით, მოსწავლე სემის პრობლემა, შესაძლოა,
მისი პიროვნებიდან გამომდინარეობდეს. თუკი იგი თვლის, რომ მათემატიკის

3
შესწავლას აზრი არ აქვს და იგი ამას ცხოვრებაში ვერასდროს გამოიყენებს, მაგრამ გოუი
ამ კონკრეტულ შემთხვევას მხოლოდ დროებითად მიიჩნევს, ვინაიდან ამბობს, რომ „მას
[სემს] სურს, რომ კლასის გარეთ იყოს, მაგრამ როდესაც გამოცდები მოახლოვდება, მას
მაშინვე ექნება იმის შიში, რომ მართლაც კლასის გარეთ არ დარჩეს“ 1. მერი ფაიდეს
გოუის ეს შეხედულება, შესაძლოა მცდარი იყოს იმ კუთხით, რომ პრობლემის
მოსწავლესთან დაკავშირება და მასში მასწავლებლის როლის მიზეზობრივი კავშირის
უარყოფა არალეგიტიმურად მივიჩნიოთ. უფრო სარწმუნოა ს. ი. იმეინელოს მოსაზრება
ამ შემთხვევასთან, როდესაც საკითხისადმი ინტერესის არ ქონას ავტორი უკავშირებს
მასწავლებლის/პროფესორის მიერ მისთვის საგნის არასწორი მხრიდან ჩვენების მიზეზს.

თითოეული ბავშვის პრობლემას, რომელსაც მერი ფაიდეს გოუი ასახელებს, თან სდევს
ერთგვარი გამოსავალი კონკრეტული შემთხვევიდან. ყოველდღიურ გამხნევებასა და
მოტივაციის მიცემას როგორც მშობლების, ისე მასწავლებლის მხრიდან, გოუი
აუცილებლად მიიჩნევს. მან, რასაკვირველია, იცის, რომ ყოველდღიურად მოსწავლეები
სხვადასხვა მიზეზით აცდენენ სკოლას და, შესაბამისად, ყველა მათგანს აქვს
პროგრამიდან გაუგებარი საკითხი, რაც ძალიან დიდ შრომასა და ძალისხმევას
მოითხოვს, მაგრამ მერი ამტკიცებს, რომ ეს არის ერთადერთი და აუცილებელი
გამოსავალი, შრომა კი გარდაუვლად დაფასდება. ზოგადადაც ასეა, ყველა აღიარებს,
რომ მასწავლებლისა და პროფესორის საქმე ძალზე რთულია და დიდ მოთმინების
უნარს მოითხოვს.

გოუის მიაჩნია, რომ მათემატიკის სწავლის გასაადვილებლად, უპირველეს ყოვლისა,


ამის სურვილი უნდა იკვეთებოდეს მასწავლებლისა და მოსწავლისაგან თანაბრად. იგი
სწავლის პროცესს ადარებს გრძელ გზას, რომელიც თუკი ჩვენთვის ნაცნობი იქნება,
როგორც გზა სახლიდან სკოლამდე, ვერ შეგვაშინებს, ხოლო თუ უცნობი, ჩვენ არ
გვეცოდინება რას უნდა ველოდოთ მასზე სიარულისას და ამიტომ ყოველთვის
პრობლემა შეგვექმნება. ამით მერი ფაიდეს გოუი ხაზს უსვამს იმას, რომ მოსწავლე,
შეიძლება ითქვას, „რეჟიმიდან არ უნდა ამოვარდეს“.

1
Gough, Mary. 1954. გვ 292.
4
მერი ფაიდეს გოუი, სხვა მეცნიერებთან ერთად, აღიარებს „რატომ“ მიდგომას
მათემატიკისადმი. ეს ნიშნავს, რომ „მოსწავლემ უნდა გაიგოს, რატომ აქვთ 55 ცენტი
გოგონებს, და არა უბრალოდ დაიმახსოვროს მაგალითი გამოცდისათვის“. 2 სტატიის
ბოლოს ავტორს კიდევ ერთი ძალიან გავრცელებული მაგალითი მოჰყავს - მოსწავლის
არგუმენტაცია, რომ მის მამას არასდროს შეეძლო მათემატიკის სწავლა და არც ახლა
შეუძლია. გოუი მიიჩნევს, რომ ეს „მემკვიდრეობითი მათემაფობიაა“ 3, რომელიც
მხოლოდ მოჩვენებითია, მხოლოდ გონებაში არსებობს და ის შეიძლება მშობელმაც კი
შეუქმნას თავისი განწყობით შვილს.

სტატიიდან გამომდინარე, მერი ფაიდეს გოუი ამტკიცებს მათემაფობიის წარმოშობის


მიზეზების მრავალნაირი ვარიაციის არსებობას, მაგრამ ძირითად გამოსავლად მაინც
მასწავლებლის თავდაუზოგავ შრომას მიიჩნევს. ეს არცაა გასაკვირი, მან ხომ თავისი
მრავალწლიანი სწავლების მანძილზე არაერთი მოსწავლე წარმატებულ მათემატიკოსად
აღზარდა.

როგორც ვიცით, ამ ავტორის ნაშრომი 70 წელს ითვლის. შედარებით უფრო მოდერნისტ


ავტორად გვევლინება ნიგერიელი პროფესორი იმეინელო ს.ი. მისი სტატიაც,
რასაკვირველია ემპირიული გამოცდილებითაა ნაკარნახევი, მაგრამ არ შეიძლება
უგულებელვყოთ თანმდევი ფაქტორები - უშუალოდ გარემო, რომელიც განვითარებად
ნიგერიაში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჰქონდათ. იმეინელო, ზოგადად, უფრო
ფართო ასპექტში საუბრობს მათემაფობიის პრობლემაზე და მერი ფაიდეს გოუისაგან
განსხვავებულ მაგალითებს ასახელებს, მეტიც, ავტორი ზოგიერთ შემთხვევაში
ეწინააღმდეგება კიდეც მათემაფობიის, როგორც ტერმინის ავტორს და, როგორც ზემოთ
მოყვანილ შემთხვევაში, ხშირად მართალიც აღმოჩნდება ხოლმე. იმეინელოს ნაშრომი
უფრო მეტად უმაღლეს - კოლეჯისა და უნივერსიტეტის მათემატიკას და მის
პრობლემებს ეხება.

2
Gough, Mary. 1954. გვ. 293.

3
იქვე.
5
იმეინელო ს. ი. ძირითად პრობლემად სახავს იმას, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ
მათემატიკა კიდევ უფრო გაართულა, ვინაიდან გაიზარდა მისი საზღვრებიც.
მათემატიკით აიხსნა ყოველი დეტალი გენეტიკის, კოსმოლოგიის, გეოფიზიკა-
ასტრონომიის და, მათთან ერთად, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების. ამ სწრაფ
განვითარებას დასავლურმა ქვეყნებმა უფრო მარტივად აუწყო ნაბიჯი, ვიდრე ცხელმა
სამხრეთმა. იმეინელო არ უარყოფს ფაქტს, რომ ნიგერიაში ცხოვრობენ ადამიანები
იმგვარი შესაძლებლობით, რომ მისცენ შვილებს საშუალება, დაეუფლონ თანამედროვე
ცხოვრების ეფექტურად მართვის გზებს (მათემატიკის კუთხით), მაგრამ ასეთ ოჯახებს
იგი თითზე ჩამოსათვლელს თუ იტყვის. სამეცნიერო ცოდნის შეძენას იმეინელო
მთლიანად უკავშირებს ფინანსურ შესაძლებლობებს, რაც ჩვენში გაკვირვებას არ უნდა
იწვევდეს - უცნობი არ არის ფაქტი, რომ ნიგერიელი მოსწავლეების უმრავლესობას
სკოლასა თუ უნივერსიტეტში მისასვლელად ფეხით უწევს არაერთი კილომეტრის
დაფარვა. საზღაური ამ ცოდნის შეძენისა ისაა, რომ დიდი სიმრავლის არქონის გამო
თითოეული სტუდენტი, როგორიც თავად იმეინელოც იყო, აუცილებლად ფასდება.

იმეინელო სწავლების პროცესში, გოუის მსგავსად, უმთავრესად მიიჩნევს „რატომ“


ტექნოლოგიას. უფრო დეტალურად, იმეინელო ამბობს, რომ მოსწავლე ყოველთვის
თავად უნდა მიდიოდეს პასუხამდე, მთავარია მას მასწავლებელმა სწორი გზა დაუსახოს.
იმეინელო უბრალოდ ფორმულების დაზეპირებას მიიჩნევს მათემაფობიის ერთ-ერთი
ვარიაციის ნაპერწკლად, მას მიაჩნია, რომ ეს ფორმულა თავად მოსწავლეს უნდა
ესმოდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია იმეინელო ს.ი.-ს მოსაზრებები მათემატიკის სწავლის დაბალი


ხარისხის ასახსნელად. უპირველეს ყოვლისა, ასეთ მაგალითად იმეინელო ასახელებს
ფსიქოლოგიურ ბარიერს „თანამედროვე, უმაღლესი მათემატიკისა“. მასწავლებლის
მხრიდან ფსიქოლოგიური ბარიერი შემდეგია - განვითარებული ამერიკის შეერთებული
შტატებიდან განვითარებად ნიგერიაში უცაბედად, უეცრად დამკვიდრებული
თანამედროვე მათემატიკა ბარიერად ექცათ პროფესორებს იქიდან გამომდინარე, რომ:
„მათ ვერ გაიგეს და ბევრმა დღესაც არ იცის, თუ რა განსხვავებაა თანამედროვე, ახალ და

6
ტრადიციულ მათემატიკას შორის“ 4. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ
ნიგერიის პირობებში მასწავლებლებს აკლდათ მზაობა და პროფესიონალიზმი
იმისათვის, რომ განახლებული ცოდნა მიეწოდებინათ მოსწავლეებისათვის. ამან, თავის
მხრივ, საგნის შიში ჩაუნერგა სტუდენტებსაც - ისინი გოუის მიერ ნახსენებ გაუკაფავ
გზაზე მიიწევდნენ - თუკი ჩემს ავანგარდს არ ესმის ის, რასაც მასწავლის, მე როგორ
გავიგებ ამას?

ფსიქოლოგიური ბარიერის მეორე ფაზას წარმოადგენს თავად მოსწავლეების


დამოკიდებულება საგნისადმი. იმეინელო წერს, რომ იგი წლების განმავლობაში ყველა
ნაცნობს ეკითხებოდა იმას, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ მათ მათემატიკისადმი
და პასუხად უმრავლეს შემთხვევაში იღებდა შემდეგს, რომ მათ სძულდათ იგი,
ეშინოდათ ამ საგნის, მოსწონდათ საგანი თუმცა არა მასწავლებელი. იმეინელო ისეთ
შემთხვევასაც გაეცნო, როდესაც სტუდენტმა თავისი საუკეთესო მცდელობით მაინც ვერ
მიიღო სასურველი შედეგი.

იმეინელო ს. ი. ამტკიცებს, რომ მასწავლებელსა და მის გაუაზრებელ ფრაზებს უდიდესი


გავლენა აქვთ მოსწავლეში საგნისადმი ინტერესის აღძვრისათვის. მას მიაჩნია, რომ იმის
თქმა, თითქოს მათემატიკა მსოფლიოში ყველაზე რთული საგანია, არასწორია, ასევე
არასწორია მოსწავლეს მოსთხოვო იმუშაოს დადგენილ ფარგლებში და კონკრეტული
ამოცანის ამოსახსნელად მხოლოდ ერთი გზა გამოიყენოს. იმეინელო მიიჩნევს, რომ
აბსტრაქტულად დასახული ამოცანები სტუდენტებისთვის რთული აღსაქმელია,
ზოგიერთ მათგანს საერთოდ არ უნახავს როგორია, მაგალითად, უბრალო რძის
პროდუქტი - ყველი.

ამის საპირისპიროდ, იმეინელო აუცილებლად მიიჩნევს სტუდენტებისათვის


მოტივაციის მიცემას, შეისწავლონ საგანი. ზოგადად, იგი მთლიანი სტატიის
განმავლობაში უსვამს ხაზს მათემატიკის მნიშვნელობას ყოველდღიური ცხოვრებისა
თუ სამეცნიერო წინსვლისათვის.

4
Emenalo, S. I. 1984. გვ. 450.
7
ძირითად პრევენციის გზად იმეინელო მიიჩნევს, ერთი მხრივ, მასწავლებელთა
სასწრაფო გადამზადებას და, მეორე მხრივ, მათემატიკის, როგორც კურსის, იმგვარ
გადამუშავებას, რომ სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა თავად გააკეთონ თუნდაც
უკვე არსებული აღმოჩენები მათემატიკისთვის. მხოლოდ ამ გზით იგი იქნება
დასამახსოვრებელი და სწორად აღქმული მოსწავლის მიერ. მათემატიკა
სტუდენტისთვის უნდა იქცეს „ინტელექტუალურ გამოცდილებად“ 5. ის, რასაც
სტუდენტები ხედავენ ყოველდღიურად, უნდა იყოს საგნის შესწავლის ბაზა. ამის გარდა,
იმეინელო ხსნის გზად ხედავს სხვადასხვა წამახალისებელ აქტივობებს მათემატიკის
შესასწავლად - სტიპენდიებს, შიდადაფინანსებებს მათემატიკურ ფაკულტეტებზე.
საგანი საწყის ეტაპზე ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს, სილაბუსების შეცვლა და
მასწავლებელთა გადამზადება დაუყონებლივ უნდა განხორციელდეს.

1.2 ურთიერთმიმართება ზემოთ დასახელებულ ორ წყაროს შორის.

მთავარი ურთიერთმიმართება სტატიებს შორის გახლავთ გეოგრაფიული ფაქტორი.


დიდი ბრიტანეთი, რომლის პრობლემებსაც მერი ფაიდეს გოუი წარმოაჩენს,
განვითარებული ქვეყანაა. აქ მოსწავლეებს არ ექმნებათ ეკონომიკური გავლენით
პრობლემები, ისინი მოცემულ შემთხვევაში, უხეშად რომ ვთქვათ, უფრო „მარტივია“ და
მისი პრევენცია-გამოსწორებაც მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივი
ძალისხმევით მარტივად გამოსწორებადია. იმეინელოს შემთხვევაში საქმე ბევრად
რთულადაა, დასახელებული სუბიექტების გარდა პრობლემის მოგვარებისათვის
სახელმწიფოს განვითარება და დიდი ფინანსებია საჭირო. გარდა ამისა, პროცესი აქ
უფრო ხანგრძლივიცაა და შესაძლოა მას რამდენიმე თაობის ცვლაც დასჭირდეს.
ფსიქოლოგიური ფაქტორი ორივე ავტორთან უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ამ ბარიერს
განსხვავებული წყაროები აქვთ. მერი ფაიდეს გოუი მოსწავლეებს ეხება, მათ მარტივ
პრობლემებს, რომლებიც ჩნდება ერთი მიუღებელი ფაქტით და შემდეგ სწრაფად
იზრდება. ასეთი პრობლემა მარტივი მოსაგვარებელიცაა - გოუისთან მონდომება

5
Emenalo, S. I. 1984. გვ. 457.
8
საკმარისია. იმეინელო ამგვარ შეუთავსებლობას პიროვნებასა და საგანს შორის მხოლოდ
მცირედით შეეხო, თუნდაც მაშინ, როდესაც თქვა, რომ მასწავლებლის მიერ საგნის
რთულად დასახელება მოსწავლეში გაუცნობიერებელ შიშს ბადებს მისდამი, მაგრამ
უნდა აღინიშნოს, რომ სტატიის ძირითადი ნაწილი მასწავლებლის
არაპროფესიონალიზმით გამოწვეულ მოსწავლის მათემაფობიას ეხება. ნიგერიელ
ავტორთან საგნის შესწავლის ტექნიკური გაუმართებლობა უფრო გავლენიანია, ვიდრე
კერძო პრობლემები, პრობლემის ფსიქოლოგიურ ასპექტებს, როგორც მოსალოდნელი
იყო, აბსოლუტურად განსხვავებული რაობა-წარმომავლობა აქვთ. მათი მოგვარების
გზებიც დიფერენცირებული, ინდივიდუალურ გარემოპირობებზე უნდა იყოს
მორგებული. არსებულ მძიმე ეკონომიკას მასწავლებლის მონდომება და მოთმინება,
სამწუხაროდ, ვერ შეცვლის, ისევე როგორც პატარა სიუზის ვერ შეაყვარებს მათემატიკას
საგნის სილაბუსის შეცვლა. საბოლოოდ, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ პრობლემის
სრული აღმოფხვრის გზა არ არსებობს და, დიდი ალბათობით, ვერც იარსებებს.

9
შეჯამება

უპირველეს ყოვლისა, როგორც შესავალ ნაწილში აღვნიშნეთ, სტატიები არჩეულ იქნა


გეოგრაფიული პრინციპით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავინახოთ მათემაფობიის
მიზეზები ფსიქოლოგიური ასპექტით, ფსიქოლოგია კი მეტწილად სწორედ იმ
გარემოდან ყალიბდება, რომელშიაც ვცხოვრობთ. ხსენებულმა პრინციპმა განაპირობა
არაერთი განსხვავება გოუისა და იმეინელოს ნაშრომებს შორის, თუმცა მათ აერთიანებთ
თემატიკა - მათემაფობია. ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენს საკვლევ საკითხთან -
მათემაფობიის არსი და მისი ვარიაციები, გადაჭრის გზებისა და პრევენციის
რეკომენდაციები.

კვლევებიდან და სტატიებიდან ირკვევა, რომ მათემაფობიას განსხვავებული


მაპროვოცირებელი წყაროები აქვს, კონკრეტულ შემთხვევაში, ის შეიძლება
სუბიექტისგან დამოუკიდებელი ფაქტიდან წარმოიშვას, ანდაც მიებას სოციალურ
მდგომარეობასა და საზოგადოებრივ კუთვნილებას. განხილულ სტატიათა
ურთიერთმიმართების დადგენით დასტურდება, რომ მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ
თანხმდებიან კითხვაზე - მათემატიკის შესწავლა გონებრივი მონაცემების საკითხია, თუ
შესაბამისი გარემოებებისა და პირობების არსებობის შემთხვევაში ნებისმიერი მოსწავლე
დაძლევს მას. ეს გახლავთ მოცემული ნაშრომის ერთ-ერთი უმთავრესი საკვლევი
კითხვაც. პროფესორი იმეინელო ს. ი.-ს ნაშრომი უფრო მოდერნისტულია, მორგებულია
თანამედროვე პირობებზე, საუბრობს რეალურ, ხელშესახებ პრობლემებზე და ბევრად
მასშტაბურია, ამიტომაც, ვფიქრობ, საფუძვლიანად მივიჩნევ ამ სტატიას
პირველხარისხოვან წყაროდ. უფრო სარწმუნო უნდა იყოს მისი შეხედულება მოცემულ
საკითხთან დაკავშირებით, რომ უპირველესი გახლავთ სწავლისათვის ობიექტურად
შესაფერისი გარემოს შექმნა. წიგნები, პროფესიონალი მასწავლებლები, ხელსაწყოები,
არსებობის პირობები არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მისმა არარსებობამ შესაძლოა
ყველაზე ნიჭიერ მოსწავლესაც კი შეაძულოს საგანი. რასაკვირველია, მართალია გოუიც,
როდესაც მონდომებისა და ძალისხმევის მნიშვნელობას ამტკიცებს, მაგრამ, ვფიქრობ,
ადამიანის უმთავრეს მოთხოვნილებებს იგი ვერ გადააჭარბებს.
10
დღეს არსებული სტატისტიკური შედეგები ადასტურებს, რომ გოუისა და იმეინელოს
მიერ დასახელებული პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელია. მეტიც, სამხრეთ აფრიკაში
განსაკუთრებით მძიმეა ვითარება მათემატიკის სწავლებასთან დაკავშირებით, ვინაიდან
მათემატიკის გამოცდა მოსწავლეებს ჩაბარებულად ეთვლებათ, თუკი ისინი ჯამური
ქულის 30%-ს მაინც დააგროვებენ. 2019 წელს სამხრეთ აფრიკაში მოსწავლეთა მხოლოდ
54%-მა მოახერხა.6

გზები, რომლებსაც გოუი და იმეინელო გვისახავენ პრობლემის გადასაჭრელად და მისი


პრევენციისათვის, ცალ-ცალკე აღებული, მორგებულია ინდივიდუალურ სიტუაციებზე
და, რა თქმა უნდა, თითოეული გასაღები შესაბამის საკეტს უნდა მოვარგოთ, მაგრამ
მათი გაერთიანებული სიმრავლე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც პრევენციისა და
გამოსწორების ზოგადი წესები. ასე, მაგალითად, იმეინელოს მიერ შემოთავაზებული
სტიპენდიები და შიდა დაფინანსებები არანაკლებ წარმატებული შეიძლება ყოფილიყო
ბრიტანელი მოსწავლეებისთვისაც. ეს გოუის მიერ მრავალჯერ ნახსენებ ენთუზიაზმსა
და მოტივაციას, უეჭველია, აამაღლებდა.

იმეინელოს კვლევამ ცხადყო, რომ დადგენილი თანამედროვე სტანდარტების უცაბედი


დანერგვა ქვეყანაში ყოველგვარი გადამზადების გარეშე წარმატების მომტანი ვერ
იქნება. სწორედ ამიტომ არ გაამართლა ნიგერიაში ამერიკულმა, მოდერნიზებულმა
მეთოდმა. მასწავლებლების მზაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან სწორედ
ისინი ახდენენ საგნის პრეზენტაციას, უქმნიან პირველად განწყობას მოსწავლეებს.
მათემატიკის და ზოგადად ნებისმიერი მიმართულების შესწავლა წარმოადგენს
ორგანიზებულ პროცესს, რომელშიც თანაბრად უნდა ერთვებოდნენ პირველ რიგში
სახელმწიფო შესაბამისი პირობების შექმნით, სკოლა/უნივერსიტეტი,
მასწავლებლები/ლექტორები, მოსწავლეები და მათი ოჯახის წევრები. ჩვენი კვლევის
მთავარი მიზანი - გეოგრაფიული პირობების კვალობაზე მათემაფობიის მიზეზების
გარკვევა ფსიქოლოგიურ ასპექტში - მიღწეულ იქნა წყაროთა ურთიერთმიმართების
დადგენის შედეგად. ამის მიუხედავად, პრობლემა პრობლემად რჩება, კვლავ საჭიროა

6
http://www.news.uct.ac.za/features/teachingandlearning/-article/2020-01-10-why-south-africas-declining-maths-
performance-is-a-worry 18:36; 06/22/2020.
11
გაგრძელდეს მუშაობა ამ კუთხით და დამუშავდეს ყველა ასპექტი ამ საგნის გარშემო,
ვინაიდან მათემატიკა არასდროს ყოფილა ისეთი რეალური და აუცილებელი საგანი,
როგორიც ის ახლაა.

12
გამოყენებული ლიტერატურა

Emenalo, S. I. 1984. Mathematics phobia: Causes, treatment and prevention. International Journal of
Mathematical Education in Science and Technology (July-August). 447-459.

Gough, Mary Fides. 1954. Why Failures In Mathematics? Mathemaphobia: Causes and Treatments. The
Clearing House (January). 290-294.

13

You might also like