Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ჰიპოთეზა: შესაძლოა, საკონკურსო კომისიის მიერ სუბიექტისთვის ქულის მინიჭება

წარმოადგენდეს მის დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომელიც შეზღუდულად


ექვემდებარება სასამართლო კონტროლს.

სამართლის ნორმა: „სზაკის“ მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის


თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც
ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო
და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე
გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება .

სუბსუმფცია: სზაკის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს


დისკრეციული უფლებამოსილების ცნებას. იგი სხვა სიტყვებით არის საჯარო
მმართველობის განმახორციელებელი პირისათვის მინიჭებული უფლება , რომ მას
შემდეგ, რაც დადგინდება მომხდარი ფაქტისა და ნორმის ფაქტობრივი
შემადგნელობის კავშირი, მოსალოდნელი ორი ან მეტი სამართლებრივი შედგიდან
თავად განსაზღვროს ყველაზე მისაღები და ოპტიმალური ვარიანტი. მოცემულ
შემთხვევაში უნდა დავადგინოთ, რამდენად წარმოადგენს დისკრეციულ
უფლებამოსილებას აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისას
კონკურსანტებისთვის ქულის მინიჭება. რასაკვირველია, მათ, ვინც კონკურსანტებს
აფასებენ, მინიჭებული აქვთ ქულების განსაზღვრული დიაპაზონი (მაგ., 1-100),
რომლიდანაც ისინი ზეწოლის გარეშე, თავისუფლად, საკუთარ ცოდნასა და
გამოცდილებაზე დაყრდნობით განსაზღვრავენ რამდენი მიანიჭონ კონკრეტულ
კონკურსანტს, მაგრამ ეს არ შეიძლება წარმოადგენდეს დისკრეციულ
უფლემოსილებას, ვინაიდან არ გვაქვს სახეზე როგორც ასეთი „თანასწორად
სამართლებრივი შედეგები“ - ქულა კონკურსანტებს წარმოდგენილი დოკუმენტების
საფუძველზე ეწერებათ, თუკი თვითნებობას ექნება ადგილი და შეფასების სისტემაზე
მაქსიმალურად მორგებულ კონკურსანტს დაბალი ქულა დაეწერება, რაც შემდგომში
დამტკიცდება, მაშინ ეს ვერანაირად ვერ იქნება „მიღებული ოპტიმალური
გადაწყვეტილება“. საჯარო მმართველობის კანონიერებაზე აისახება
ადმინისტრაციული ორგანოს სამი ინსტრუმენტი - აღნიშნული დისკრეციული
უფლებამოსილება, განუსაზღვრელი ცნებები და შეფასების თავისუფალი სივრცე.
რაღაც დოზით საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას შესაძლოა მოვარგოთ
დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაც, მაგრამ უფრო სწორი იქნება , თუ
მას შეფასბის თავისუფალი სივრცის ფარგლებში მოვაქცევთ. შეფასების თავისუფალი
სივრცე გულისხმობს ერთჯერადი და საგნობრივ კომპეტენციაზე დამოკიდებული
სიტუაციების გადაწყვეტას მათ მიერ, ვინც ამ საგნობრივ კომპეტენციას ფლობს , ანუ
მოცემულ შემთხვევაში, საკონკურსო კომისია არის ის ორგანო, რომელმაც იცის
კონკრეტული შეფასების კრიტერიუმები და ამის მიხედვით ახდენს, საკუთარ ცოდნასა
და გამოცდილებაზე დაყრდნობით, კონკურსანტისთვის ქულის მინიჭებას. მას ეს
უფლება მინიჭებული აქვს თუნდაც იმ სანდოობის გამო, რომელიც მას უკვე
მოპოვებული უნდა ჰქონდეს. ამიტომაც კაზუსში უნდა განვიხილოთ არა დისკრეციული
უფლებამოსილება, არამედ შეფასების თავისუფალი სივრცე. რამდენად იყო ნათია
ნათაძის ქულები არასწორი მისი დოკუმენტების კვალობაზე, ამის თქმა მესამე პირს არ
შეუძლია, ვინაიდან ამისთვის უკვე არსებობს ხსენებული კომპეტენტური ორგანო და
მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც თავად შეფასებული თვლიდეს, რომ იგი არასწორად
შეაფასეს, თუკი წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორე დამტკიცდება , თვითნებობა
გამოირიცხება, შეფასების დადგენილი წესები იქნება აბსოლუტურად
გათვალისწინებული და დაცული იქნება ყველა სხვა პროცედურული საკითხი, სახეზე
გვექნება შეფასების თავისუფალი სივრცის ადეკვატური გამოხატულება .

რაც შეეხება სასამართლო კონტროლს, შეფასების თავისუფალი სივრცე მისგან


სრულიად თავისუფალი არაა. სასამართლოს მიერ შესაძლოა გაკონტროლდეს ისევ
ზემოაღნიშნული პროცედურული საკითხები, რომლებიც არ უკავშირდება საგნის
ექსპერტის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. კაზუსიდან არ იკვეთება იმის
დამადასტურებელი გარემოება, რომ ნათია ნათაძის შეფასება რაიმე პროცედურული
დარღვევით განხორციელდა. წარმოდგენილი მოსაზრება, რომ იგი თითქოს უფრო
ნაკლებ ქულას იმსახურებდა, ვიდრე მიიღო, არ შეიძლება იყოს რელევანტური,
ვინაიდან ამის დადასტურება არსად ჩანს, მათ შორის, არ ჩანს ის, თუ რას ნიშნავს
„არასწორი შეფასება“ - ჰქონდა თუ არა ადგილი დადგენილი შეფასების წესებიდან
არსებითი გადახვევას? ამის შემოწმების უფლება მოსამართლეს აქვს, თუმცაღა ,
ალექსანდრე ბერაძეს მოუწევს დაამტკიცოს, რომ ნათია ნათაძის „არასწორი
შეფასება“ რეალურად იყო შეფასების კრიტერიუმებს გაცდენილი და წარმოადგენდა
თვითნებობის/მიკერძოებულობის გამოხატულებას.

დასკვნა: მოცემული კაზუსი არ წარმოადგენს საკონკურსო კომისიის დისკრეციულ


უფლებამოსილებას, არამედ შეფასების თავისუფალ სივრცეს, რომელიც
შეზღუდულად - მხოლოდ პროცედურული ნორმების დაცულობის თვალსაზრისით -
კონტროლდება და მოწმდება სასამართლოს მიერ.

You might also like