Professional Documents
Culture Documents
დოჩანაშვილი გურამ - იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი PDF
დოჩანაშვილი გურამ - იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი PDF
სერგო, საერთოდ, მორიდებული ყმაწვილი იყო, ახლა კი, ზღვისპირა ქალაქში რომ
ჩავიდა, ამ გარუჯულ, მზით გამაძღარ ხალხში თავისი სითეთრისა რცხვენოდა და
სანამ შემოღობილ, ეგრეთ წოდებულ „სამედიცინო“ პლაჟზე გასვლას გაბედავდა,
საცურაო მოწყობილობა ჩანთაში ჩაალაგა და ქალაქგარეთ წავიდა. თავისი ჭკუით
მიყრუებული ადგილი შეარჩია და ერთბაშად ძალიან ცივი ეჩვენა ზღვა.
აკანკალებული მიარღვევდა წყალს, სხეული დაებურძგლა, სუნთქვაშეკრული
ფეხისწვერებზე დგებოდა. მკერდამდე რომ შევიდა, რაც არის არისო და თავით
გადაეშვა. ხელ-ფეხი გაიქნია თუ არა, მაშინვე გათბა და ზურგზე გადატრიალდა.
სახე სასიამოვნოდ აეწვა, სველ წამწამებში მზემ იფეთქა. კარგი იყო ზღვა, გახალისდა
სერგო, ატეხა ხელების ქნევა, თამაში, წყალი ააშხეფა, მერე ღრმად შეისუნთქა ჰაერი
და პირქვე განერთხა ზღვაზე. ბეჭებზე წყალი გადასდიოდა, თან მზე აცხუნებდა.
გადიდდა სერგო, გაფართოვდა. სამ წელიწადს არ ყოფილა ზღვაზე და ახლა,
ნეტარებით აღვსილი, უზომოდ მადლიერი, თბილ წყალზე პირქვე იწვა და
სიამოვნებისაგან თავისთვის გმინავდა. მერე ჩაყვინთა კიდეც და თავით რომ ამოხტა,
მაშინვე შემოესმა გაუგებარი: „იო მოდო, დელფინა!“
– ვცურაობ!
სერგო ვერ მიხვდა, გულწრფელად თქვა ეს კაცმა თუ დასცინა, მაგრამ ამ ეჭვმა რაღაც
გამბედაობა მაინც შემატა და მცირედი სიამაყით ბრასის სტილით გამოსცურა
1
ნაპირისაკენ, დინჯად ამოვიდა წყლიდან, უცნობს თვალი აარიდა და შხეფები
ჩამოიფერთხა.
– დიახ.
– მე – სერგო.
– არა, მე წავალ.
– რას ბრძანებთ, სად უნდა წახვიდეთ. დელფინა, სტუმარი გვეწვია, მოდი აქ!
– სერგო.
2
– რას იძახდი, რა გაქვს ჩანთაში?
– და ფეხით დაბრუნდით?
– იო მოდო – ფეხშიშველი.
– არც მე არ ვყოფილვარ.
– არა, თუ გიყვართ-მეთქი.
– რა ვიცი.
– არ იცით?
ერთი პატარა ჭიქა აღმოაჩნდათ, რიგრიგობით სვამდნენ. მეორე ჭიქის შემდეგ გრიშას
უფრო აუციმციმდა თვალები და სერგოს მორიგი სადღეგრძელო შესთავაზა:
3
– ახლა, მეგობრებო, თავი რომ დავაღწიოთ შაბლონურ, მობეზრებულ
სადღეგრძელოებს, მოდით, ისეთი სიტყვები წარმოვთქვათ, რაც ენაზე მოგვადგება,
ოღონდ, – თითი მაღლა ასწია, – იტალიური აღნაგობის სიტყვები უნდა
წარმოვთქვათ. მაშ ასე, მე მგონი, ყველაფერი გასაგებია, მაშ ასე, ვიწყებ, – და ჭიქა
მაღლა შემართა და დაიწყო, – ჩეზარე პატაპუტინა კილამონტე დელაკაპანა... იო
მოდო ლა კაზა, ლა კაზა კირამიმონტე... მამონტო სკარამოჯინა, ვივა, ვივა ი ვივა!
და შესვა:
– მე?
– აბა, მე? შენ, შენ, მე ხომ უკვე ვთქვი. რაიმე ნაცნობი, თუნდაც გაცვეთილი,
ოღონდ მოიტალიურო. თამამად, თამამად, სერგო!
– ბრავო! – ტაში შემოჰკრა გრიშამ, – შეგიძლია დალიო, ალალია შენზე. ახლა კი, თუ
იცი, ვისი რიგია, დელფინა?
– ქალი ხარ, რა ქალი, – გაიმეორა გრიშამ და სილაზე მძიმედ დაჯდა, – ზღვის პირას
დგახარ, ზღვისკენ იცქირები. ჯერ ისევ სველი ხარ, ზღვასავით გრილი, ციცქნა
წვეთებზე მზე დაგდგომია... ვინა ხარ, რა ხარ – ასეთი მშვიდი, ასე ამაყი და მაინც
გლახასავით მომლოდინე, მაგრამ... გიხდება – ქალი ხარ, რა ხარ, რა მაგრად დგახარ
ამ ცხელ სილაზე ორივე ფეხით, ღონიერი ფეხები გაქვს, გამძლე და სანდო, მხრები
კი ნამდვილი სუსტი, ნაზი ქალისა – ვიწრო და თხელი... ახლა არ იცი, ამ უცხო
კაცთან როგორ მოიქცე, თავი როგორ დაიჭირო, დევნილი ნადირის უნებური
სიამაყით დაგბერვია თხელი ნესტოები, ზღვისაკენ იცქირები... მე კი არაფრის არ
მერიდება – იმასაც ვიტყვი ამ უცხო კაცთან, რომ როს განვშორდებით და ოდესმე
ახლად გადახნულ, ძალუმად ოხშივარადენილ მიწაზე გავივლი, შენი ტუჩების გემო
4
გამახსენდება... და მთელი შენი მომლოდინე სხეული. ანდა როგორ უნდა
განვშორდეთ, სად უნდა წახვიდე, რომ დამემალოე მე დაგინახავ, როგორ ზიხარ
ფანჯარასთან, სარკეში როგორ იცქირები... და, დაფიქრებული, წაწვეტებული
თითებით ივარცხნი კუპრის ჩანჩქერივით მძიმედ ჩამოშლილ თმას... ანდა როგორ
მიაბიჯებ გაზაფხულის წვიმაში. რა კარგად გხედავ – ეგ თმა სველი გაქვს, სახეზე
წვეთები ჩამოგდის, გალუმპული კაბაც შემოგტმასნია და მადლიან ნაკვთებს გიჩენს.
წვიმს, როგორ გაწვიმს... ანდა – მაშინ როგორ დადიხარ, ღონიერი ქარით წაქეზებული
დიდი ხეები რომ აცახცახდებიან და ერთმანეთზე საჩხუბრად იწევენ – ვერაფერს
ხედავ, თავი ამაყად მოგიღერებია, ყელ-ნიკაპით მიაპობ ჰაერს და, თვალმოჭუტული,
მხოლოდ ქარს უსმენ, ის კი... ჩაგწივის: ქალი ხარ, ქალი... ვერ დაგივიწყებ, ყველგან
გიპოვი, თვით ვენეციაშიც რომ წახვიდე, ჩვეულებისამებრ, ფანჯარასთან დაჯდები,
წელამდე გამოჩნდები და იქვე, წყალშიც, წელამდე უკუღმა აირეკლები და მე
დაგინახავ, აგურის ქალივით ჩაფიქრებულსა და გახევებულს. ვერსად წამიხვალ –
ყინვაში, სუსხში, შორეულ მხარეს ქურქში შეფუთვნილს, სახეალეწილს,
თავშალმოხვეულს, მხოლოდ ეგ მომწვანო თვალები გამოგიშუქდება და მაინც
გიცნობ... ახლა კი, ზღვის პირას გატრუნულს, როცა ჩემი სიტყვები ძალიან
გსიამოვნებს და თავად მეც მსიამოვნებს ასეთი ლაპარაკი და მხოლოდ ეს უცხო კაცია
ცოო-ტათი გაკვირვებული, იძულებული ვარ, თავი გავანებო ამ უცნაური სიტყვების
სამყაროს და ისევ ჩვეულებრივ საუბარზე გადავიდე, რადგან ყოველნაირი
შელამაზებული გამოთქმა მათრობს, მაბრუებს და სინამდვილეს მაცილებს, ეს კი
ცუდია... ასე რომ, გადავდივარ ყოველდღიურობაში, თავისუფლად, დელფინა,
შეგიძლია შემსუბუქდე, – და მოულოდნელად იკითხა: – სერგო, სტვენა იცით?
– მე?
– ჩამოსული.
– დამსვენებელი, არა?
– კი, დამსვენებელი.
– ღიღინიც არ იცით?
სერგო მთლად დაიბნა, ასეთი რამ ჯერ არ ენახა – გრიშამ ქალს წელზე ხელი
შემოხვია, ლოყა ლოყაზე მიადო, დაბალი ხმით სიმღერა წამოიწყო და ზედ ზღვის
ნაპირას, სველ სილაზე აცეკვდნენ. გრიშა თან უცნობ სიმღერას ღიღინებდა:
5
ოდესას მოადგა-ა
ახალი გემი-ი,
არგენტინიდან მოიტანა
სიმღერა ძველი.
სიმღერა ცნობილია,
მოტივი დაპყრობილია.
მაგრამ ვის ეცალა მისთვის, ვიღას ახსოვდა სერგო – გრიშა სიმღერას განაგრძობდა და
კოხტად ცეკვავდა, ფეხს ისე ადგამდა, თითქოს ქალიანად რაღაცას ეპარებოდა, –
მაგრამ მღეროდა:
სარკეებიან დარბაზში-ი
ცეკვავენ წყვი-ლე-ბი!
კვნესიან სიმე-ბი,
გიტარის შვი-ლე-ბი!
პატარა ხანს ჩუმად იყვნენ. ძალიან ჩამოცხა, ჩრდილი არსად იყო და მზე
უმოწყალოდ იკბინებოდა.
6
ასია შესცქეროდა, როგორ ამოყვინთა გრიშამ, როგორ მიცურავდა, მერე დაუკვირდა
სილაზე მკრთალად დამჩნეულ ნაფეხურებს, აღელდა და სერგოსათვის არ
შეუხედავს, ისე იკითხა:
– სიგარეტი გაქვთ?
– დიახ.
– დიახ.
– დიახ, – ხმადაბლა თქვა სერგომ, თავი ჩაღუნა და პატარა ხნის შემდეგ ქალისკენ
მიიხედა – „ეს რა ხალხში მაქვს საქმე...“ – და უცებ შესძახა: – ჰახ!
– მმუ...
– ახლა შენ ჩადი ზღვაში, დელფინა. იცი, რა კარგია?! – ხალისიანად ურჩია გრიშამ
და სერგოს ფერხთით პირქვე გაწვა. უცებ წამოხტა, წამოიძახა: „ჰუუ, რა ცხელია?!“ –
და ისევ დაწვა.
– მე – პრობლემა?.. არა.
– ა–არა.
– ეს ცუდია, – თქვა გრიშამ. იქვე იწვა და თავი სილაში ჩაერგო, – აი, მე, მაგალითად,
მაქვს...
ჩუმად იყვნენ.
8
იმიტომ ვლაპარაკობ, უფრო ბუნებრივად რომ მისმინო, უფრო დალაგებულად,
თავისუფლად, მშვიდად დაფიქრდები, აწონ-დაწონი, განსჯი, გაიაზრებ... ხომაა ასე?
თანაც, ჩემს პრობლემას დიდის გულისყურით მოსმენა უნდა, რადგან რთულია,
როგორც უკვე გითხარი, ნაცნობი შესცვალო უკეთესისაკენ – რა უნდა იყოს ამაზე
რთული? ასე რომ, პრობლემა სერიოზულია, აკი ვთქვი – ხანდახან ცუდისა და
კარგის დადგენაც ჭირს ხოლმე. მაგრამ მთავარია ძიება, დაკვირვება და
პირდაპირობა. ახლა მე ერთი შეკითხვა მინდა დაგისვა და, კაცმა რომ თქვას, ძალიან
მაგარი შეკითხვაა, რადგან უაღრესად პირდაპირია, მაგრამ მაინც ჩემსას უნდა
ვეცადო: აი, შენ, როგორ გგონია, როგორი ხარ – კარგი თუ ცუდი? როგორი ხარ, ა,
სერგო – თუ კარგი ხარ, რატომ და თუ ცუდი, მაინც რატომ? ნუ გერიდება, ხმა
ამოიღე, პასუხი გამე, თამამად, თამამად, სერგო... – და გრიშამ თავი ასწია.
9
აი, ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გრიშა პრობლემას.
პრობლემა ან, როგორც გრიშა მეორენაირადაც ეძახდა, „მთავარი“, ასეთი იყო: უნდა
ეცადო, რომ შენი წყალობით ნაცნობები გახდნენ უკეთესები, ვიდრე არიან. ქალებთან
ძნელი იყო მთავარზე საუბარი, კაცებთან კი ას – თუ ისე გამოდიოდა. დათა კი,
დათა, პირდაპირ მისწრება იყო – იჯდა და ყურადღებით უსმენდა გრიშას, არასოდეს
გააწყვეტინებდა სიტყვას, დათასთან შესაძლებელი იყო ლაპარაკი ისეთ რთულ
საკითხებზე, როგორებიცაა პოეზია, მუსიკა და იმათი სინთეზი.
– მოდი ახლა, დათა, – რბილად ამბობდა გრიშა, – კარგ და ჭეშმარიტ პოეზიას თავი
გავანებოთ და ხშირი, წყალწყალა პოეზია გავაანალიზოთ. განვიხილოთ თუნდაც
სიმღერებად მოარული ზოგიერთი ცუდი ნიმუში. აი, ვთქვათ, არსებობს ადამიანი და
მოსწონს არც თუ ისე ჭკუიდან შესაშლელი სიმღერა, რომელსაც აქვს ცუდი ტექსტი –
ესე იგი, წარმოადგენს მარტივი მელოდიისა და ცუდი პოეზიის სინთეზს. და მაინც
მოსწონს. ახლა მე გეკითხები შენ კარგია ეს თუ ცუდი?
– სწორი ხარ – რა თქმა უნდა. აი, მე, დათა, ვაღიარებ, რომ ხანდახან ცუდი პოეზიაც
კი მოქმედებს ჩემზე და მათრობს. განა ეს კარგია? არ არის კარგი – მთავარი
გავიწყდება და კოხტად მორგებული რითმა, შეწყობილი სტრიქონები გაბრუებს. აი,
თუნდაც წარსულში ჩემი უსაყვარლესი ლექსი სახელოვან ჯონ გრეიზე – სისულელეა
თავიდან ბოლომდე, მაგრამ... – მხრები აიჩეჩა გრიშამ, – მათრობდა.
10
მეგობარი რიტა და ჩასჩურჩულა: „იგი გღალატობს. ციცქნა ნელი ოტელ „როსშია“
ლამაზ გარისთან ერთად“. და ჯონ გრეი მძიმედ წამოდგა და ოტელ „როსისაკენ“
გაეშურა. და ჰა, იქ მან იპოვა მითითებული ნომერი, მძლავრი წიხლისკვრით კარი
შეამტვრია და ფანჯრის რაფაზე დაიჭირა ლამაზი გარი და გულში ღონივრად აძგერა
მაგრად გალესილი დანა. მერე ციცქნა ნელის მიუბრუნდა და ქალიშვილი, რომელიც
უყვარდა, ისიც გამოასალმა წუთისოფელს. და აი, არასახარბიელო მდგომარეობაში
მყოფი ჯონ გრეი, უბედური და განადგურებული, იცი, სად დაბრუნდა? – იგი
დაბრუნდა სარკეებიან დარბაზში, სადაც ღია ფანჯრებიდან იასამნის
თავბრუდამხვევი სურნელი შემოდიოდა და სადაც მთვარის შუქზე ტრიალებენ
წყვილები და სადაც კვნესიან სი-მე-ბი, ჰავანური გიტარის შვი-ლე-ბი, და ჰაე ჯონ
გრეი ისევ ყველაფრისთვის მზა-დაა, ჯონ გრეის ჯიბეში თან-ხაა, ჯონ გრეი
ყველაფერს გადაიხდის. აი, აი, მე ისევ აღვფრთოვანდი, დათა, მე ისევ
აღვფრთოვანდი!
– მართლა?
11
დაიჭირე... და დავაგორებდი და სულ ასე, სანამ ყველა ბავშვს არ ჩამოვურიგებდი,
მერე კი ჩემს მკვიდრ დისშვილებსაც მივუტანდი. ხომ სწორად მოვიქცეოდი?
– სწორად მოიქცეოდი.
– არა.
– პიანინოების ამწყობი ვარ. დაკვრა არ ვიცი, სმენა კი, იცოცხლე, სამი კაცისა მაქვს.
სხვათა შორის, ძალიან დაუფასებელი პროფესიაა; გულმოდგინედ უკრავენ ტაშს
შემსრულებელს და იმას კი არავინ გაიფიქრებს, ნეტავ ვინ მადლიანმა ააწყო ეს
ინსტრუმენტიო. ეჰ, მე კი არა, ხანდახან კომპოზიტორიც კი არ ახსოვთ, იმის
ნაწარმოების შემსრულებელს კი მიხაკებს ესვრიან. ასეა, ვისაც თვალნათლივ ხედავენ,
იმას აფასებენ, წინაპირობა კი – ესე იგი, კომპოზიტორი და სუულ ცოტათი მე –
არავის ახსოვს... ეეჰ, არც ღირს სალაპარაკოდ. ახლა, თუ გინდა, პირდაპირობის
პრობლემაც გადავსიჯნოთ, – შეცვალა თემა გრიშამ, – ზოგიერთი არაა პირდაირი, ესე
12
იგი უშუალო, და სახეს განგებ ჭმუხნის – ვითომ მაგარია. სხვათა შორის, ხშირად
უმართლებთ კიდეც, ესაა გასაოცარი. აი, ვთქვათ, არსებობს ორი ადამიანი – ბე და ცე.
– ა და ბე რომ გეთქვა, ხომ არ აჯობებდა? – შეეკითხა დათა, ისიც კი ხანდახან
უძალიანდებოდა გრიშას.
– ვის?
– ბე-ს.
– რატომ?
– ნამდვილად ცუდია.
13
– როგორ არაა, – დაეთანხმა დათა. იმასთან ძალიან სასიამოვნო იყო საუბარი.
– კაი ახლა, ბაბაჩი, – ცივად დაუყვავებდა ხოლმე დურუ, – ამ ხნის კაცს აღარ
მიჯერი? ფულია ყველაფერი.
– არა!
– რა, ფულია?
***
– მიყვარხარ და იმიტომ.
– მართლა?
– რა არის... ახლობელია...
– და სხვა არაფერი?
– რა ვიცი... არ ვიცი.
– არა.
– აბა?!
– ჰო.
16
– ერთი, ორი, სამი... – დაიწყო ქალმა და ბოლოს განგებ გააგრძელა, – ცხრა-ა, და – ა,
აა-ათი... ათი! მითხარი ახლა... გრიშა, სადა ხარ?
ძალიან ბნელოდა.
– გრიშა! მოდი ჩემთან, გრიგოლ! ხმას აღარ გაგცემ, იცოდე, გრიგოლ!.. – და ქალმა
სილაზე დაჰკრა ფეხი.
– ეს მე ვარ, მე.
17
იყო, ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ჩახუტებული
და დაჯერებული, ახლა ხომ დღეა, პატარავ, ხომ დღეა?
დიდი, უზარმაზარი თოკებით მიბმული გემი უძრავად იდგა ნაპირთან, მისი ფერადი
სინათლეები კი კაშკაშით იწელებოდა ტალღებზე. მგზავრები ტრაპით ადიოდნენ
გემზე და ვიღაცა დაგვიანებულს ქოლგასავით ამაყად ეჭირა ყვავილები, თუმცა არ
წვიმდა. გრიშა და ქალი ხელიხელჩაკიდებულები აჰყურებდნენ გემს და უნებურად
ყურს უგდებდნენ რაღაც მხიარულ მარშს, საოცრად რომ არ უხდებოდა მოახლოებულ
განშორებას, და მთავარი ის იყო, რომ ვიღაცეები მიდიოდნენ სადღაც, თანაც გემით,
და ისინი კი რჩებოდნენ აქ, ყავისფერ პორტზე. და ეს მძიმედ გაჩირაღდნებული გემი
ნეტავ დიდხანს მდგარიყო აქ, მაგრამ ტალღაზე დამპალი ფიცრის ნატეხი თანაბრად
ირწეოდა და ჯიუტად ითვლიდა წამებს. და როცა კიბე აკეცეს და ზღვისპირა
ქალაქის თავწაწვეტებულმა საათმა შუაღამის საუწყებლად თორმეტი ჟღრიალა
სევდის ჩამოთვლა დაიწყო, გემის საყვირმაც დაიბღავლა განშორების ნიშნად და
ზღვისპირა ქალაქში ყოველ დარჩენილს თავისი იდუმალი წასვლა ამცნო. და როცა
საყვირის შემაზრზენი ხმისაგან გაოგნებული ქალი გრიშას აეკრა, გემმა ზღვისაკენ
დაიხია, მძიმედ შეტრიალდა და ფერადი სანთლებით დახუნძლული, ტაატით
გაეცალა ნაპირს.
***
– კი, კაია.
– ხელათ.
18
ჰქონდა, რკინის კაცი ჩანდა, ახალგაზრდა კი ორაზროვნად იღიმებოდა, რაც გრიშას
არ ესიამოვნა, მაგრამ სუფრის ხათრით არ შეიმჩნია.
19
მაგიდას ღონივრად დაჰკრა, ძალიან მაღლა აისროლა და ზედ შეშინებული ქალის
თავზე დაიჭირა გამოცლილი სასმისი.
– აი, ხომ ასეთია არა?! – მიუბრუნდა სუფრის წევრებს გრიშა, – მაინც მიყვარს. ეს
იმიტომ, რომ ბავშვობის ამხანაგია. ბარაქალა, ჯიბო!..
– კი.
– რა ქნას?
– ძალიან თავისუფლად.
– მაინც?
21
– მე, – გაიმეორა იმან.
– რა?..
– რაც გაინტერესებთ.
– სუყველაფერი?
22
– თუ შეიძლებოდეს, ყური დამიგდეთ, – ცივად უთხრა გრიშამ და გაიმართა, –
სწავლულნი ამბობენ, რომ ადამიანის შექმნამდე იყო სხვა ტიპის არსება, იქამდე კი
ათასნაირი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი, იქამდე კი, ვთქვათ,
თხუთმეტუჯრედიანი, იქამდე – ხუთ, ორუჯრედიანი, დაბოლოს – დაბოლოს კი არა,
თავიდან – იყო ერთუჯრედიანი და იმ ერთუჯრედიანიდან თურმე წარმოიშვა, –
გრიშამ დიდი წრე შემოხაზა ჰაერში, – ყოველივე ეს. ახლა კი კეთილი ინებეთ და
მიპასუხეთ – როგორ წარმოიშვა სწორედ ეს ერთუჯრედიანი?
– ჰო, ჰო!
– ფოტონი.
– ეს როგორ!
– თავისით არის.
23
– ყური კარგად დამიგდეთ და აბა, კარგად ჩაუფიქრდით ჩემს სიტყვებს... თუ
გინდათ, რომ თქვენც განიფართოვოთ ზღვარი – ფოტონს წარმოშობა არ სჭირდება.
კარგად ჩაუფიქრდით?
– თავისით არის.
– ადვილიც?
– მე რა მქვია, აბა?
– თქვენ? – გრიშა.
– დიახ.
– მერე?
სადღეგრძელო რომ შეისვა, გრიშამ ისე მოულოდნელად აიქნია ხელი, ყველა შეკრთა,
დამფრთხალნი მიაჩერდნენ, გრიშა კი ახალგაზრდას ჯიქურ შესცქეროდა:
24
– კარგით, ვთქვათ ეგრეა, დავუშვათ...
– კარგი, ჰო! – შეუძახა გრიშამ, – ეგრე იყოს, შენებურად. ახლა კი აგერ ფანჯარაში
გაიხედე – ცას თუ ხედავ?..
– რა თქმა უნდა.
– ვარსკვლავებს?
– ვარსკვლავებსაც.
– შვიდი.
– აგაშენა ღმერთმა, – გულზე მოეშვა გრიშას, – მე ახლა უკვე ნამდვილად ვიცი, რომ
თქვენ არაფერი იცით.
25
ახალგაზრდას არ სწყენია. იგი გაღიმებული შესცქეროდა სუფრას და აი, რა
იგულისხმებოდა მის ნაღვლიან ღიმილში – რომ ისეთი ლიტერატურული
ტრადიციების ქვეყანაში, როგორიცაა საფრანგეთი, თავის დროზე ვერ დააფასეს
სტენდალი და აპოლინერი, რომ სერვანტესი შიმშილობდა და რომ ბახის
სიცოცხლეში ყველაზე აღიარებული კომპოზიტორი იყო ვინმე პიკოკი.
– როგორ გამოიყურებოდა?
– არ ვიცით, ბნელოდა.
26
– ეგებ მთვრალი იყო.
– ეს კარგია, კარგი ყოფილა, მართლა კარგი რამე ხარ, გრიშა! – იხრჩობოდა ჯიბო.
27
გიგლას მუცელზე მიედო ხელები, სკამზე ცახცახებდა, თავი გადაეწია და თითქოს
გამურულ ჭაღს უყეფდა.
– რა ხარ, გრიშა, რა ხარ, შენ რა გითხარი, რანაირი ხარ, იცი? – კისკისებდა ქალი.
28
გრიშამ კი სკამზე სათუთად გადაფენილი პერანგი გაბრაზებულმა მოჭმუჭნა და
ჩემოდნისაკენ რომ ისროლა, ქალი გაუბედავად შეეხო მხარზე და ჰკითხა:
– შენ ხომ კიდევ ერთ კვირას უნდა დარჩენილიყავი. რა იყო, გრიშა, სხვამ თუ
გაწყენინა, მე რატომ მიბრაზდები?
– ყველანი ერთი ხართ, – თქვა გრიშამ, – ორ–ორი ხელი და ფეხი გაქვთ და ერთი
ჭკუა. თავი გამანებეთ, ყველანი ერთი ხართ, მე ჩემს ქალაქში წავალ, სადაც ახლა
ბენზინის სუნია.
– რა გეჩქარება, ბაბაჩი?
29
„უუხ... ჯიუტია, ბებერი!“ – გაიფიქრა გრიშამ და კიბეზე დაეშვა. უგანეს და მერე
ისევ გასდიეს. გრიშას მიჰქონდა თავისი თეთრი ჩემოდანი და პიჯაკი მხარზე
მოეგდო. უკან ქალი მისდევდა, მერე – ჯიბო და დათა, ბოლოს კი გიგლა და
ახალგაზრდა. ასეთივე თანამიმდევრობით მიადგნენ ვაგზლის სალაროს და სანამ
გრიშა ბილეთს აიღებდა, მცოდნეს ვიღაცა ძალიან გამხდარი ამოუდგა უკან. ის ქალი
ეკუთვნოდა ადამიანთა იმ კატეგორიას, მატარებელზე დაგვიანების პანიკური შიში
რომ აწუხებთ, და უცებ გრიშას ხუთივემ რომ გასდია და გზა სალაროსაკენ
თავისუფალი აღმოჩნდა, შვებით ამოისუნთქა.
„ცხოვრებაში ყველგან ნაღდია თითო ასეთი კაცი, – გაიფიქრა გრიშამ, – ხელს რომ
გიშლის, ისეთი...“ – და ისევ ვაგონის კართან დადგა, გამცილებლებს სახეში მიაჩერდა
და იგრძნო, შამპანური რომ მოეკიდა.
30
და ხმამაღლა გასძახა:
– იძახე კი-კი და სულ წინ წახვალ, – გაბრაზდა გრიშა და დათას დაემანჭა. – შენ
ყველაზე ვარესი ხარ, იცოდე. წადი ახლა სახლში.
ქალიღა დარჩა.
31
– არა.
– ყველანი ერთი ხართ, – ისევ იფეთქა გრიშამ, ქალსაც ნაწყენი მიაჩერდა და ოდნავ
შებარბაცდა, რადგან მატარებელი დაიძრა.
32
სიბნელეს შესცქერით, მაგრამ ყოველივეს ხედავს კაცი, რომელიც ზის მატარებლის
თავში, მოწყენილი და მაინც დაძაბული, მის წინ კი ელავს წყვილი რელსი, მძლავრი
პროჟექტორით განათებული, და პატარა თეთრი ბოძები, რომლებზედაც ციფრების
გარჩევაც კი შეიძლება, და მწვანე-მწვანე შუქნიშნები, და მატარებელი დგრიალით
მისდევს საკუთარ სინათლეს და რამდენიც არ უნდა შთანთქას, წინ სწორედ იმავე
სიგრძის განათებული გზაა და კაცს, ვისაც აბარია ეს უზარმაზარი სახლი მძინარე
ადამიანებითა და იმათი ჩემოდნებით, თუ სადმე ძალიან მოეწყინება, ხელს ოდნავ
ასწევს და მაშინვე გაბმული საყვირი დანასავით შეიჭრება სიბნელეში.
33
თავატკიებულს პირი უშრებოდა, იწვა და ბურანში ჩაესმა:
– კი, კი.
„დათა ხომ არ იყო? – გაიფიქრა გაბრუებულმა გრიშამ, – აჰ, არა, არა“. მატარებელი
ისევ რომ დაიძრა, თანაბარი რწევა ესიამოვნა, თვალი მილულა და უეცრად რკინის
ხიდზე ადგრიალებული ბორბლების ხმამ საბოლოოდ გამოაფხიზლა. იწვა გრიშა ხის
თაროზე, შეჰყურებდა ვაგონის ჭერს. რიონს რომ გასცდნენ, წამოდგა და პირსაბანში
წყალი დალია, მერე ისევ დაწვა. ჭერში ლურჯად აციაგებულ შუქს შესცქეროდა,
ლურჯი სინათლე ფარფატებდა კუპეში.
„კი მაგრამ, – შემოესმა გრიშას სადგურ შორაპნამდე, – სხვა? სხვამ რაღა ქნას?“
„სულელო, სხვას რას დაეძებ, შენს თავს მიხედე, – გაუჯავრდა გრიშა დათას, – მე ხომ
გარკვევით ვთქვი, რომ თვითონ უნდა იყო კარგი, და სხვაც ხომ თვითონაა, სხვაც ხომ
„თვითონაა“ ამ შემთხვევაში, თუკი ისაა მთავარი, რომ თვითონ უნდა იყოს კარგი?
ამიტომ სხვაც თვითონ უნდა იყოს კარგი. შენ იჯექი შენთვის ჩუმად და...“
34
„ხმამაღალ-კარგი არ შეიძლება, – ასე გაიფიქრა გრიშამ საშუალო სადგურ
შორაპანთან, – ჩუმ-კარგი უნდა იყო, ხმამაღალ-კარგი არ შეიძლება – ეს ნაღდია, აი,
მთავარი...“
და ისევ ჩაეძინა.
გრიშა მიაბიჯებდა თავის ქალაქში, სადაც ჯერ ძალიან არ ცხელოდა, რადგან დილა
იყო, მაგრამ იგრძნობოდა, ნაშუადღევს მართლა რომ დადნებოდა ასფალტი. გრიშა
თეთრი ჩემოდნით ხელში მიაბიჯებდა მშობლიურ ქალაქში და ყოველ ნაბიჯზე
ეცვლებოდა გუნება – ხან ფიქრობდა, რომ მართლი იყო, ხან კი ეჭვი ეპარებოდა ამაში.
მაინც გემრიელად ისუნთქავდა ბენზინის სუნით გაჟღენთილ ჰაერს და დასადნობ
ასფალტზე ისე მიაბიჯებდა.
მერე გრიშამ მაღაზიაში იყიდა პური, ყველი, კარაქი, დაბალი შადრევნიდან კიდევ
დალია წყალი და გაიმართა თუ არა, ვიღაცა უცნობი კაცი მივარდა.
– გაუმარჯოს!
– ჰოდა, მერე?
– რა მერე?
– აღარ გახსოვს?
– რა უნდა მახსოვდეს?!
– დღეს რომ ჩემთან უნდა მოხვიდე, აღარ გახსოვს, არა? ესაა ჩვენი მეგობრობა?
35
– ხომ მოხვალ? – პიჯაკის ღილზე წაეტანა მთვრალი, – რომ არ მოხვიდე, დამკარგავ,
იცოდე!
– ოო, მასე, ყოჩაღ, – შეაქო კაცმა და მხარზე დაჰკრა ხელი, – რვაზე შევიკრიბებით
ზუსტად. აბა, შენ იცი, სულ შინაურები ვიქნებით.
36