Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ეკონომიკა

II კურსი

გრიგორი ყვარელაშვილი

ინდოეთის ეკონომიკური მაჩვენებლები და მდგომარეობა

ინდოეთის მოსახლეობა 1.3 მილიარდ ადამიანს შეადგენს. გამოშვების მოცულობის(მშპ)


მაჩვენებლით მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებს. ინდოეთი გლობალური მასშტაბით
მეორე ადგილზეა სურსათის წარმოებასა და აგროკულტურის მხრივ.სოფლის მეურნეობა მშპ-
ს 22%-ს შეადგენს. ერთ-ერთი ინდუსტრია (The Indian IT industry) IT სერვისების მთავარი
ექსპორტიორია მსოფლიოში. მიუხედვად იმისა, რომ დამუშავებული მიწის ფართობებით
ინდოეთი პირველ ადგილს იკავებს, არსებობს სერიოზული პრობლემები თუნდაც სოფლის
მეურნეობაში. გლეხების ნაწილს ზოგჯერ მიწები და ელექტროენერგია არ აქვთ. ხოლო
მოსახლეობის მეოთხედი , დაახლოებით 325 მილიონი ადამიანი ღარიბია, სახელმწიფოს
მუდმივად უწევს ხარჯების გაწევა ღარიბთა დასახმარებლად (6-7 მლრდ $).

ინდოეთში გამოშვების მოცულობა


საგრძნობლად განიცდის აღმასვლას და 2019
წლის მონაცემებით მშპ 2,875 ტრილიონ დოლარს
შეადგენს, 1960 წელს კი ეს მაჩვენებელი 37
მილიარდი იყო.

გამოშვების მოცულობის საშუალო


წლიური ზრდის ტემპი მერყევია. 2019
წლის მონაცემებით მშპ-ის ზრდის ტემპი
5%. ყოფილა ისეტი შემთხვევებიც,
როდესაც ამ მაჩვენებელმა უარყოფით
ნიშნულს მიაღწია, მაგალითად 1980 წელს(-
5%).
ინდოეთში უმუშევრობის დონე 1994
წელს დაახლოებით 2 %-ს შეადგენდა.
2012 წლიდან ამ მაჩვენებელმა მატება
დაიწყო და 2018 წელს უკვე 5.33 % -ს
შეადგენდა.

ინფლაციის დონის ყველაზე მაღალი


მაჩვენებელი (1960 -2015წ)- დაფიქსირდა
1974 წელს-28,6%. ინფლაციამ
უარყოფით მაჩვენებელს 1976 წელს
მიაღწია- -7,6%. ხოლო 2019 წლის
მონაცემებით ფასების დონის საშუალო
წლიური ცვლილება 7,66%-ს შეადგენდა.

ქვეყანას უწევს ისეთი პრობლემების მოგვარებაც, როგორიცაა წერა კითხვის


უცოდინრობა.თანდათანობით აღმოფხვრის კიდეც ამ პრობლემის მასობრივ სახეს.

ინდოეთის ეკონომიკური რეფორმების სათავესთან დგას ფინანსთა მინისტრი მანმოჰან


სინგჰი (1991 – 96). 2004 – 14 წლებში ის იყო პრემიერ-მინისტრი. ის იყო პირველი არაინდუსი
(კონფესიური კუთვნილებით სიქჰი) ქვეყნის პრემიერი. კემბრიჯის უნივერსიტეტში
განსწავლულმა სინგჰმა დანერგა ინდოეთის ეკონომიკაში შერეული მოდელი. ამ მოდელის
ეფექტიანობაზე ბევრი დაიწერა ეკონომიკურ გამოცემებში. გაჩნდა ტერმინი მანმოჰანომიკა
(Manmohanomics). 1991 წელს დაწყებული რეფორმები მოიცავდა საბაჟო ტარიფების
რაციონალიზაციას, საიმპორტო ტარიფების დაწევას, საბანკო სექტორის რეფორმირებას,
უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ფასწარმოქმნაზე სახელმწიფო კონტროლის გაუქმებას
და საბაზრო ფასებზე გადასვლას, კონვერტირებადი რუპიის შემოღებას. 1994 წელს ინდური
რუპია გახდა სრულად კონვერტირებადი ვალუტა. ადგილობრივი წარმოების
მხარდასაჭერად 1991 წელს სახელმწიფო ვალუტა დევალვირებულ იქნა 24 %-ით. დაიწყო
სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია, რამაც ქვეყნის ბიუჯეტი დიდად შეავსო.

1998 წლის ბირთვულმა გამოცდებმა დაადასტურა, რომ ინდოეთს აქვს ატომური იარაღი.
ამან ინდოეთი იზოლაციაში მოაქცია, საიდანაც ის მხოლოდ 2008 წელს გამოვიდა. ქვეყანას
მოეხსნა ყველა სანქცია.
ჯერ კიდევ 1983 წელს ინდოეთმა შეიმუშავა მოწინავე ტექნოლოგიების განვითარების
პროგრამა. შემდეგ პრემიერმა მანმოჰან სინგჰმა დააფუძნა ინოვაციების სახელმწიფო საბჭო.
პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში ინდოეთმა ბევრს მიაღწია. ინდოეთს ჰყავდა და
ჰყავს პროგრამისტების ძლიერი კადრები. ინდოელი პროგრამისტები მრავლად არიან
დასავლურ კომპანიებში. სწორედ კომპიუტერული მეცნიერების განვითარებამ გამოიწვია,
რომ აუტსორსინგის პრაქტიკა ძალზე გავრცელებული იყო ინდოეთში. IT სექტორი ქმნის
ქვეყნის მშპ-ს 9, 6 %-ს. ეს არის სულ უფრო მზარდი დარგი, რომელიც ათეულობით მლრდ
დოლარად არის შეფასებული. ამ დარგში დასაქმებულია 3, 5 მლნ ადამიანი.

ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ , რომ ინდოეთი სწრაფად განიცდის ეკონომიკურ აღმასვლას,


უკვე დაეწია ჩინეთს და ზოგიერთი მაჩვენებლის მიხედვით უსწრებს კიდეც. მაშინ როცა
ინდოეთმა ჩინეთზე 10 წლით გვიან დაიწყო ეკონომიკური რეფორმების განხორციელება.
ინდოეთს აქვს პოტენციალი გახდეს აზიის და ზოგადად მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი
ქვეყანა ეკონომიკის მხრივ, თუ რა თქმა უნდა მათ მიერ შემუშავებულ ჯანსაღი
სტრატეგიული პროგრამების განხორციელებას კვლავაც განაგრძობენ.

გამოყენებული ლიტერტურა:

https://data.worldbank.org/country/india

https://porphyreos.wordpress.com/2018/11/01/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%9D
%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D
%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90/

You might also like