1. პირველყოფილი რელიგიური წარმოდგენები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

1.

პირველყოფილი რელიგიური წარმოდგენები

როდესაც საუბარია გონიერი ადამიანის ჩამოყალიბებაზე, მხედველობაში აქვთ მისი


რელიგიური შეხედულებაც. მსოფლიო ისტორიამ არ იცის განვითარების უდაბლეს საფეხურზე
მყოფი ხალხიც კი, რომლებსაც არ ჰქონდათ გარკვეული სახის რელიგიური წარმოდგენები.

წინაგვაროვნული ხანის ადამიანმა საკმაოდ ხანგრძლივი, რთული და წინააღმდეგობრიობით


სავსე ეპოქა განვლო. ეს თვითდამკვიდრების ულმობელი ხანა, რომლის დროსაც საწარმოო
იარაღის გარდა მას ესაჭიროებოდა თუნდაც ძალზე პრიმიტიული, მაგრამ გარკვეული ხაისათის
რელიგიური შეხედულებაც. ბუნებასთან ურთიერთობა იყო ის ძირითადი საფუძველი, რაზეც
დაეფუძნა ადამიანის რელიგიური აზროვნების უზარმაზარი სისტემა. რელიგიურმა აზროვნებამ
გრძელი გზა განვლო განვითარებისა, დაწყებული პრიმიტიული რელიგიური
შეხედულებებისაგან, რთული თეოლოგიურ-ფილოსოფიური კონცეფციებით დამთავრებული.

რელიგიის ისტორიაში ჯერ კიდევ არაა ერთიანი აზრი იმის შესახებ, თუ რელიგიის რა ფორმა
უნდა ყოფილიყო გავრცელებული პირველყოფილ ადამიანთა ცხოვრების პირველ ეტაპზე.

მკვლევართა დასკვნებით, რომლებმაც ამ საკითხს მიაქციეს ყურარება, გამოიკვეთა, რომლის


მიხედვითაც რელიგიის უძველეს ფორმად გამოცხადდა ანიმიზმი, ანუ რწმენა სულების
(სულის) შესახებ, ეს ტერმინი და კვლევა ეკუთვნის ედუარდ ტაილორს.

სიტყვა ანიმიზმი მომდინარეობს ლათინური ენიდან (ანიმა) და ნიშნავს სულს, გონს. ანიმიზმი –
ესაა რელიგიური აზროვნების ისეთი სტადია, რომელიც გაიარა მთელმა კაცობრიობამ,
დაწყებული პირველყოფილი ადამიანებიდან, განვითარებული მსოფლიო რელიგიების
ჩათვლით. ტეილორთან ერთად ანიმისტური თეორიის, როგორც ყველა უძველესი რელიგიის
უპირველესი ფორმის არსებობას მხარს უჭერდნენ აგრეთვე ამერიკელი ფილოსოფოსი–
პოზიტივისტი ჰერბერტ სპენსერი და გერმანელი ეთნოლოგი იულიუს ლიპერტი.

ამ მოსაზრების საპირისპიროდ მეცნიერებაში ჩამოყალიბდა პრეანიმისტური თეორია, რომლის


მიხედვითაც რელიგიის უძველეს ფორმად მიჩნეულ იქნა მაგია, მთელი ბუნების უპიროვნო
გასულიერება, ანუ ე.წ. ანიმატიზმი, პირველყოფილი ლოგიკამდელი მისტიციზმი და სხვ.

მეცნიერული განმარტებით, ანიმიზმი არის სულების, ე.ე. ისეთი ფანტასტიკური, ზებუნებრივი,


ზეგრძნობითი ფენომენის, არსებობის რწმენა, რომლებიც, რელიგიური ცნობიერების თანახმად,
განაგებენ მატერიალურ სამყაროს, ყველა საგანსა და მოვლენას ადამიანის ჩათვლით. ანიმიზმის
მიხედვით, სულები გვევლინებიან ხან ამორფულ, ფოტომორფულ, ზოომორფულ და ხან
ანთროპომორფულ არსებებად, რომლებსაც აქვთ ცნობიერება და სხვა ადამიანური საფუძველი,
როგორც ველურისათვის, ასევე ცივილიზებული ხალხებისათვისაც და მიუხედავად იმისა, რომ
იგი ერთი შეხედვით მოჩანს ისე, როგორც რელიგიის მინიმუმის ძალზე მშრალი და მწირი
განსაზღვრება, პრაქტიკაში თავს იჩენს ერთობ შთამბეჭდავად.

ძველი ადამიანის წარმოდგენით, ბუნებაში ყველაფერი ცოცხალია და გააჩნია თავისი სული.


ამიტომ ისევე მოქმედებს, როგორც ადამიანი. ასეთმა წარმოდგენებმა უბიძგა ადამიანს, შეეთხზა
მოთხრობები, რომლებმაც მითოსის სახელწოდება მიიღეს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ
ძველ საზოგადოებაში მითი ცოცხალი სინამდვილე იყო, ნამდვილად მომხდარი ამბავი,
რომელიც წინაპრებმა გადმოსცეს თავიანთ შთამომავლებს და რომელიც მათს გარემომცველ
სამყაროში აგრძელებდა თავის ყოფიერებას.
ანიმისტური შეხედულებები წარმოიშვნენ ადამიანის ბუნებასთან დამოკიდებულებების
ნიადაგზე, რომელნიც უმთავრეს შემთხვევაში აუხსნელი რჩებოდა მისთვის და ვინაიდან
ცდილობდა ეს მოვლენები აეხსნა თავისი შეხედულებიდან გამომდინარე, აწერდა მათ
განსაკუთრებულ სულიერებას. პირველყოფილი ადამიანი ბუნებასთან ურთიერთობისას
ხვდებოდა ისეთ რეალურ მოვლენებს, როგორებიცაა: ხმაური, ექო, აჩრდილი, ანარეკლი,
რომელნიც თავიანთი მოუხელთებელი ბუნების გამო კრძალვას ბადებდნენ, ადამიანი
ფიქრობდა, რომ ესაა განსაკუთრებული, მისთვის უხილავი ძალა, რომლის არსებობა ბევრად
განსაზღვრავს თავად მის კეთილდღეობას, აქედან გამომდინარე, წარმოდგენები ამ სულების
ხასიათის შესახებ ერთობ მრავალფეროვანი იყო. საგულისხმოა, რომ ადამიანის წარმოდგენაში
სულებს ჩამოუყალიბდათ ანთროპომორფული იერი გარკვეული ინტერპრეტაციით, ასევე,
თავიანთი სურვილისამებრ, მათ ზოგჯერ შეეძლოთ მიეღოთ ცხოველის, მცენარის, ან რაიმე
ბუნებრივი საგნის მსგავსი სახე. ადამიანის გარშემო არსებული გარემო, სულებით იყო
დასახლებული – იქნებოდა ეს ტყე, მთა, მდინარე, ცა, თუ სამყაროს სხვა ნაწილი. მათ შემდგომში
გარკვეული სახლეებიც ეწოდათ (მაგ: ალები, ქაჯები, ნიმფები, ჯუჯები, ტყისა და მთის კაცები
და სხვ)

ეს საყოველთაო გასულიერება არის ანიმიზმის პირველი საფეხური.

დროთა განმავლობაში ადამიანმა დაკვირვების საფუძველზე თავისებური ახსნა მოუძებნა ძილს,


სიზმარს, აჩრდილს, მომაკვდავი ადამიანის გაბრძოლებას და სულის ამოსვლას და იგი მიიყვანა
დასკვნამდე, რომ ადამიანში სასიცოცხლო ფუნქციებს წარმართავს რაღაც ძალა, რომელზეც
დამოკიდებულია მისი ბედი.

პირველყოფილი ადამიანის შეხედულებით, სული წარმოდგენილი იყო, როგორც მატერიალური


ფორმა, მას შეიძლება ჰქონოდა ადამიანისათვის დამახასიათებელი ფორმა, მაგრამ ამ ფორმაში
ერთი განსხვავება იყო ისეთი, რაც მის იდუმალ ბუნებაზე მიუთითებდა. მაგალითად, სული
ბერძნულ ხელოვნებაში წარმოდგენილი იყო როგორც ადამიანის ტანითა და ფრინველის
ფრთებით და ფეხებით. სულს შეუძლია გადაადგილება, მყარ სხეულში შეღწევა და ფორმის
შეცვლა.

ადამიანის გარდაცვალების შემდგომ მისი სულის ადგილმდებარეობის განსაზღვრაში უდიდესი


მნიშვნელობა ჰქონდა ამქვეყნიური ცხოვრების წესს. განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფი
ხალხებისათის ამ წესში იგულისხმება ტომის საწესჩვეულებო რიტუალის შესრულება,
ტატუირება, თავის ქალის დაგრძელება, ცხვირის გახვრეტა.

მოგვიანებით წარმოიშვა იდეა კეთილმოსურნე და ღრმადმორალური ადამიანის სულის


სამოთხესა და ცათა სასუფეველში დამკვიდრების შესახებ, რომელიც განსაკუთრებულად
წარმოიდგინა ქრისტიანულმა რელიგიამ.

რაც შეეხება ტოტემიზმს, ესეც პირველყოფილი რელიგიის ერთ–ერთი უძველესი ფორმაა და


ნიშნავს ცხოველებისადმი თაყვანისცემას. რომელიც კლასიკური ფორმით არსებობდა როგორც
მსოფლიოს ცივილიზებულ ხალხებში (ინდოეთი, ეგვიპტე), ასევე განვითარების დაბალ
საფეხურზე მყოფ ნახევრადველურ ტომებში. ადრინდელი რელიგიის ეს ფორმა დამწყარებულია
რწმენაზე, რომლის მიხედვითაც ესა თუ ის სოციალური ერთეული, გვარი ან რომელიმე
მიკროეთნოგრაფიული ჯგუფი თავის ნათესაობას უკავშირებს ამა თუ იმ ცხოველებს, ზოგჯერ
მცენარესაც, იშვიათად ბუნების სხვა მოვლენებს. ამდენად ტოტემიზმი ნათესაობის სისტემასაც
უკავშირდება.

სიტყვა ტოტემი ჩრდილოამერიკული ტომის – ოჯიბვეს ენიდანაა შემოსული და ნიშნავს „მის


გვარს“. ესაა დასახელება ნიშანი, კლანის გერბი, რომელსაც ამ შემთხვევაში განასახიერებს
ცხოველ ირომელიც თავიანთ წინაპრად მიაჩნდათ. ტოტემი შეიძლება იყოს როგორც ცხოველი
ისე მისი ნაწილი.

ტოტემიზმი ჩაისახა ადრეულ გვაროვნულ საზოგადოებაში, მასში თავისებური სახით აისახა ამ


პერიოდის საზოგადოებრივი ურთიერთობანი. ტოტემიზმის თანახმად, ადამიანსა და მის გარეთ
არსებულ საგნებს (ცხოველი, მცენარე ან სხვა საგანი) შორის არსებობს სისხლით ნათესაური
კავშირი. ამიტომ ადამიანთა შორის არსებული ყველა კავშირი ამ ნიშნით განისაზღვრება.
ტოტემური რწმენის თანახმად, ადამიანის უძველესი წინაპარი იყო რაღაც ფანტასტიკური,
ნახევრად ადამიანი, ნახევრად მცენარე ან ცხოველი, ამიტომ ტოტემი გვარის წინაპრად ითვლება
და მის მიმართ ადამიანები პატივისცემით არიან განწყობილნი. ტოტემურ საგანზე არსებობს
მკაცრი ტაბუ — მისი მოკვლა, ჭამა იკრძალება. ადამიანებმა მათთვის სასარგებლო ცხოველები და
მცენარეები რელიგიური კულტის ობიექტებად აქციეს.

ტოტემური რწმენის სანიმუშო მაგალითებია ეგვიპტური ხელოვნება, ვუდურ


სგაალობლებში, ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში, გერმანულ ეპოსში სლავურ
ფოლკლორში, კავკასიურ ზღაპრებსა და თქმულებებში.

აქვე უნდა აღინიშნოს ფეტიშიზმიც, რომელიც ანიმიზმის მეორეხარისხოვანი განშტოებაა, და


გულისხმობს მატერიალური საგნების რელიგიურ თაყვანისცემას, ფეტიშიზმი მრავალ ხალხებში
იყო გავრცელებული. ფეტიში შეიძლება იყოს ხის ნაჭერი, რიყის ქვა და სხვა საგანი.

მაგია არის ჯადოქრობა, რომელიც გულისხმობს ცალკეული ინდივიდისა და კოლექტივის


წევრთა მიერ შესრულებულ სარიტუალო ქმედებას და იმართულია ადამიანის სასარგებლოს ან
საზიანოდ, გავლენა მოახდინოს ბუნებსი ძალებზე (დააზიანოს მტერი, ინადიროს კარგად,
გამოიწვიოს წვიმა, განკურნო ავადმყოფი და სხვ,)

მაგიამ, როგორც პირველყოფილი ადამიანის გონების პროდუქტმა, დროთა განმავლობაში


არათუ დაკარგა პირვანდელი მნიშვნელობა, არამედ უფრო ფართო გაქანება მიიღო და
ჩამოქალიბდა სხვადასხვა მიმართულების სახით. მაგია ინდივიდუალური შეიძლება იყოს და
კოლექტიური. არსეობს სხვადასხვაგავარი მაგია, ვერბალური, ასტრალური, აგრარული,
მეტეოროლოგიური, სამკურნალო, საბრძოლო, სარეწაო, სასიყვარულო, მაგიის ერთ–ერთი
ბნელი ფორმაა შავი მაგია, რომელიც საზიანოდაა მიმართული.

მაგიზმი ასევე მჭიდროდ დაკავშირებულია მითოლოგიასთან. იგი ემყარება ანიმიზმს ანუ


რწმენას სულებზე, ზებუნებრივ ძალებზე. ეს არის შედეგის მისაღწევად რიტუალიზებული
საშუალებებით ზებუნებრივი ძალების ამოქმედება. თავის დროზე ეს უყი პრიმირიული
საშუალებები, დროთა განმავლობაში კი მათზე აღმოცენდა რიტუალები, რომლებიც რელიგიის
განუყოფელი ნაწილი გახდა.

You might also like