2. დრო და გეოგრაფია მითოსში

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

1.

დრო და გეოგრაფია მითოსში

მხოლოდ ადამიანი, როგორც ჰომო ისტორიკუსი, აწესრიგებს წარსულს და გარემომცველ


არეს, ანიჭებს მათ მნიშვნელობას. ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კატეგორია, რომელიც
აწესრიგებს წარსულს, არის დრო. დრო, უფრო მეტად, ადამიანის გონების პროდუქტია,
ვიდრე რაღაც, რაც თავისთავად არსებობს. ქაოსიდან კოსმოსამდე აყვანილი სივრცე მხოლოდ
ადამიანის წარმოსახვაშია და მისი გონების ნაყოფია.

„დრო და სივრცე“ – ადამიანის გამოცდილების განმსაზღვრელი პარამეტრებია. ამ და სხვა


კატეგორიების მეშვეობით ადამიანი აყალიბებს სამყაროს საკუთარ მოდელს, რომელშიც
გამოვლენილია მის მიერ სამყაროს აღქმნა და სინამდვილის გააზრება.

დროის და სივრცის შესახებ პირველი წარმოდგენები ყალიბდება, ალბათ, უკვე


პალეოლითში. ეს კატეგორიები სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად აღიქმება ადამიანის
მიერ, რაც გამოხატულებას პოვებდა კულტურის ყველა სფეროში, სხვადასხვა ნიშან–
სიმბოლოების საშუალებით.

ადამიანმა აღმოაჩინა სამყაროს ოთხი მხარე, თითოეულს თავისი მნიშვნელობა მიაNიჭა,


გამოსახა ორი ურთიერთგადამკვეთი წრფით, თავისი თავი კი ამ გადაკვეთის ცენტრში
მოათავსა სივრცე, დაყო სამგანზომილებიან თანაბარ მონაკვეთებად და ამ დაყოფის დროსაც
თავისი თავი ისევ ცენტრში მოაქცია ქვესკნელი – დედამიწა(ადამიანი)–ზესკნელი. ამ
სივრცობრივ ზონებს დროითი პარამეტრები შეუსაბამა: წარსული, აწყმო და მომავალი, რასაც
ხალხის გენეალოგიაც დაუკავშირა – წინაპრები, დღევანდელნი და მომავალნი. ეს სამყაროს
იდეალურად მოწესრიგებული ფორმაა, რომლის მხატვრულ სახეს წარმოადგენს კოსმიური
ხე, ქართულ სინამდვილეში არსებული დედაბოძი და მასთან დაკავშირებული ტერმინები –
საქორწინო, მიცვალებულის კულტთან და ნაყოფიერებასთან დაკავშირებული და ა.შ.

არსებულ საზოგადოებაში არსებობს მსოფლგაგების ერთადერთი ფორმა – მითოლოგია,


სადაც დროისა და სივცრის კატეგორიები თვისობრივად ერთგვაროვანია, განუყოფელ
მთლიანობას წარმოადგენს. მითოლოგიურ წარსულში მოხდა სამყაროს, საკრალური დოის
და სივრცის გაჩენა, ისინი ემოციურადაა დატვირთული. არსებობს საკრალური დრო,
რომელიც დაკავშირებულია „საწყის“ დროსთან, ზუსტად ასევე არსებობს საკრალური
სივრცე, განსაზღვრული წმინდა ადგილები, დამორჩილებულნი განსაკუთრებულ ბუნებრივ
ძალებს. ადამიანი, კოსმიური ხე, მთა და ა.შ.

ადამიანის საცხოვრისი სამყაროს მიკრომოდელია, რომელმაც თავისი ასახვა ჰპოვა,


პირველ რიგში, გარეგნულ ფორმებში: საცხოვრებლის მრგვალი ფორმა იცვლება
კვადრატულით ან სწორკუთხოვნით, იცვლება სახურავის კონსტრუქციაც. ცნობილია, რომ
საცხოვრებელი წარმოშობისთანვე აკმაყოფილებდა საზოგადოების მოთხოვნებს. ყოველ
მომდევნო სუაკუნეში ამ იდეის ახლებური ინჟინერული რეალიზაცია ხდებოდა. სახურავი
განასახიერებდა ცას.

სივრცობრივი ერთეულის მნიშვნელობას გამოხატავს „სკნელი“ – „ზესნელი“,


„ქვესკნელი“, უკანასკნელი“, „გარესკნელი“, რომელთა საკოორდინაციო ღერძზე განლაგებით
იქმნება მთლიანი სამყაროს სურათი „უკუნი“ და „უკუნითი–უკუნისამდე“ მარადის
აღმნიშვნელია. საბას განმარტებით, „უკუნი“ – ბნელი, წყვდიდადია. ამავე დროს „უკუნითი–
უკუნისამდე“ „უკუნი და „საუკუნო“ აღნიშნავდნენ დროის დიდ მონაკვეთს. საინტერესოდაა
განმარტებული დრო, რომელიც ერთგან მსაზღვრელითაა ნახმარი (უდროო), შემდეგ მის
გარეშე, მაგრამ იმავეს გულისხმობს. დრო სიკეთესთან ზიარებას გულისხმობს, უდროოდა–
სიკეთის მოკლლებას. დრო – სიკეთე ან დრო – ბოროტება, შეიძლება სივრცესაც
გულისხმობდეს და შეიძლება ქრონოტოპული გააზრება ვიგულისხმოთ, ამის კარგი
მაგალითია „წუთისოფელი“, წუთი დროის მცირე მონაკვეთია. რაც შეეხება სოფელს, ეს
მრავალი მნიშვნელობითაა ნახმარი; სოფელი, როგორც მთელი მსოფლიო, სამყარო, როგორც
სააქაო და საიქიო ცხოვრების აღმნიშვნელი.

You might also like