3. მითების ჯგუფები შინაარსის მიხედვით

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

1.

მითების ჯგუფები შინაარსის მიხედვით

მითოლოგია მითების ერთობლიობაა, მაგრამ არა მექანიკურად შეერთებული, იგი სისტემაა,


ე.ი მითებს შორის არსებობს შინაგანი კავშირი, ერთმანეთისადმი ლოგიკური დამოკიდებულება.
ადამიანის წარმოდგენის გაფართოებასთან ერთად შესაბამისად იცვლებოდა მითოლოგიური
წარმოდგენებიც. მითების შედარებამ კი ცხადყო, რომ სხვადასხვა ხალხის მითოლოგიებში
ძირიტადი თემები და მოტივები მეორდება. ძალიან ძველია მითები მზის, მთვარისა და
ვარსკვლავებს წარმოშობაზე. და სხვ. მიუხედავად სიმრავლისა, შესაძლებელი გახდა ამ მითების
დაჯგუფება შნაარსის მიხედვით, გამოიყოფა ოთხი ძირითადი ჯგუფი, რომლებიც საზოზგადოდ
მითოლოგიის მთავარ ელემენტებს წარმოადგენენ. ეს ჯგუფებს: კომოგონიური მითები,
ეტიოლოგიური მითები, მითებეი კულტურული გმირების შესახებ, მითები გარდაცვლილ და
მკვდრეთით აღმდაგრ ღვთაებებზე.

კოსმოგონიური მითი ნიშნავს სამყაროს წარმოშობას და ბუნებრივია ამ ჯგუფში ერთიანდება


სამყაროს შექმნასთან დაკავშირებული მითები. სხვადასხვა ხალხის მითოსში ეს წამროდგენები
სხვადასხვაგვარია, თუმცა არსებობს მსგავსებებიც. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით,
თავდაპირველად იყო ქაოსი, რომლისგანაც შეიქმნა კოსმოსი – მოწესრიგებული სამყარო.
პირველი ღვთაებები იყვნენ გეა(მიწა) და ურანოსი (ცა) – ცოლ–ქმარი, რომლებმაც წარმოშვეს
ღმერთები და სხვა არსებები. ურანოსს ძალაუფლება ჩამოართვა შვილმა – კრონოსმა, რომელმაც
ფალოსი მოჰკვეთა და განაყოფიერების უნარი წაართვა. კრონოსის ცოლი იყო რეა. მათ
წარმოშვეს ღმერთების ახალი თაობა, მაგრამ კრონოსმა იცოდა წინასწარმეტყველება რომ თავისი
შვილი დაღუპავდა, ამიტომ ახალგაჩენილ შვილებს ყლაპავდა. რეამ ზევსის გადამალვა კუნძულ
კრეტაზე მოახერხა, როცა ზევსი გაიზარდა ძალა მოიკრიბა და მამას ტახტი წაართვა და და–ძმები
გაათავისუფლა. ისინი ზევსის მთაურობით გახდნენ ოლიმპოზე მოსახლე ახალი თაობის
ღმერთები. ამიტომ მათ ოლლიმპოს ღმერთებს უწოდებენ.

შუამდინარულ მითოლოგიაში სამყაროს შექმნამდე არსებობდნენ ურჩხულებრივი არსებები,


ასევე ცოლ–ქმარი, თიამათი და აფსუ, მარდუქის ხელმძღვანელობით შვილები აუჯანყდნენ
ქაოსის წარმომადგენელ მშობლებს და მოკლეს ისინი. თიამათის სხეული დაანაწევრეს და ამ
ნაწილებისგან შექმნეს სამყარო.

აღმოსავლურ – იაპონურსა და ჩინურ კოსმოლოგიურ მითებში ფიგურირებს სამყაროს


კვერცხისგან გამოჩეკა. კოსმოგონიური მითები შედარებით გვიანდელი წარმოშობისაა, რადგან
ასეთ მოთხრობებს ქმნის უკვე განვითარებული საზოგადოება. კოსმოგონიურ მითებში შედის
დუალისტური მითები, როცა სამყაროს შექმნაში ორი ღვთაება მონაწილეობს. ხშირად ისინი
უპირისპირდებიან ერთმანეთს. ტრადიციულად ერთი სიკეთეს განსახიერებს, მეორე–
ბოროტებას. მაგ: ეგვიპტურ მითოლოგიაში აპოპი და რა (დღე–ღამის მონაცვლეობა). მკვეთრ
დაპირისპირებას ადგილი აქვს ირანულ მითოლოგიაში (აჰურამაზადასა და არიმანის დასები).
ქართული კოსმოგონიური მითი იმეორებს ბიბლიურ მოთხრობას, ოღონდ გარკვეული
სახეცვლილებით: ღმერთმა შექმნა სამყარო. მას ეჯიბრებოდა ეშმაკი, მაგრამ ველაფერი მახინჯი
გამოსდიოდა. აქედან გამომდინარე ყველაფერი ლამაზი და კარგი ღმერთის შექმნილია, ხოლო
მახინჯი – ეშმაკის. კავკასიურ მითოლოგიაში კოსმოგონიის პროცესი აღარ ჩანს. თუმცა ერთ–
ერთ გადმოცემაში ახსნილია თუ რატომ არის რელიეფი უსწორმასწორო (რადგან ჯერ მიწა
შექმნა ღმერთმა ,შემდეგ ცა გააკეთა, უნდოდა ზედ დაეფარებინა მაგრამ არ მოერგო ბლა ბლა
ბლა...)
მეორე ჯგუფი მითებისა არის ეტიოლოგიური მითები, რომლებსაც ნატურალურსაც
უწოდებენ. ეტიოლოგია ნიშნავს მიზეზთა ახსნას. აიტია (ბერძნ.) = მიზეზი, ამ მოთხრობებში
გადმოცემულია მზის, მთვარის, მეტეოროლოგიური მოვლენების ან ცხოველების, მცენარეების
წარმოშობაზე და რადგანაც აქ საუბარია ბუნების შესახებ, ამიტომ ამ მითებს ნატურალურსაც
უწოდებენ. თავისი აღნაგობითა და შინაარსით ეს მითები მოკლეა და მარტივი. ზოგჯერ
პრიმიტიულიც. ბერძნული მითი აპოლონისა და დაფნას შესახებ. კავკასიურში ვხვდებით ასეტ
ეტიოლოგიურ მითებს: რატომ აქვს კურდღელს გრძელი ყურები, ოფოფის წარმოშობა,
პალიასტომის ტბის გაჩენა და სხვ. ამ მითების უმრავლესობა დაცლილია ღრმა შინაარსისგან.
რასაკვირველია ის რაც მოთხრობბილია ეტიოლოგიურ მითებში ყველაფერი ხალხის
გამონაგონია, და რეალობას არ შეესაბამება, მაგრამ ძველებს ამის მკაცრად სწამდათ. ეს მიტები
ძირითადად ემსახურება რაღაც მოვლენის მიზეზთა ახსნას. რატომ არის ყორანი შავი, რადგან
ცეცხლი მოიპარა. ან კიდევ სეზონური მონაცვლეობა, დემეტრასა და პერსეფონეს მითი, მეხი
სკანდინავიურ მითოლოგიაში, როდესაც თორი ბრაზდება თავის მიოლნირს ურტყამს და ეს
მეხია და სხვ.

მესამე ჯგუფს წარმოადგენს მითები კულტურული გმირების შესახებ, რომლებსაც


მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ ბევრი ხალხის მითოლოგიაში. მათში მოთხრობილია ისეთი
საგნების ანდა წეს–ჩვეულებების დამკვიდრებაზე, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოების
ჩამოყალიბებას და განვითარებას. როგორც წესი კულტურულის ელემენტებს საზოგადოებაში
ამკვიდრებს რომელიმე პერსონაჟი (ღვთაება, ადამიანი, ცხოველი ან ფრინველი), ამიტომ
ეწოდება მას კულტურული გმირი. მათ მოაქვთ ცეცხლი, ასევე აყალიბებენ გარკვეულ
სოციალურ ინსტიტუტებს, გადასცემენ ცოდნას და სხვ. ზოგჯერ ეს რაღაც არის მისი
კუთვნილება ან პოულობს ან მოსტაცებს პატრონს. კულტურული გმირები არიან: პრომეთე,
ზევსს მოსტაცებს ცეცხლს და ჩამოუტანს ადამიანებს, ინდიელთა ტომებში ცეცხლი ციდან
ჩამოაქვს ყორანს, ამიტომაც არის შავი. ქართულში ზეციური მჭედელი, რომელიც ხალხს ჭედვას
ასწავლის მუხლისა და მუშტის გამოყენებით. კავკასიურში – ღვთისშვილები, ისინი აყალიბებენ
სოციუმს– სამყაროს.

მეოთხე ჯგუფს წარმოადგენს მითები გარდაცვლილი და მკვდრეთით აღმდგარ ღვთაებების


შესახებ. წარმოშობით ძველია, თუმცა დროთა განმავლობაში მათი შინაარსი და სიმბოლური
გაგება დაიხვეწა და გართულდა. გარდაცვლილი და მკვდრეთით აღმდგარი ღვთაებები
განასახიერებენ ბუნების ძალებს და წელიწადის დროთა მონაცვლეობა მათი კვდომა–
გაცოცხლებით იყო განპირობებული. ამ მითებს ზოგჯერ აგრარულსაც უწოდებენ.
აღორძინებადი ღვთაებებად შეიძლება დავასახელოთ: ოსირისი(ეგვიპტე), ადონისი(ფინიკია),
ატისი(მცირე აზია), დიონისე (თრაკია, საბერძნეთი). განსაკუტრებუი გავრცელება და
განვითარება პოვა მცირე აზიაში. თავდაპირველად ბუნების მაცოცხლებელ ძალას
განასახიერებდა ქალღმერთი და კვდომა–აღდგომაც მის სახელს უკავშირდებოდა. როცა
კვდებოდა ანუ სხვა სამყაროში გადადიოდა, მიწაზე უსიცოცხლობა – ზამთარი ისადგურებდა.
მის დაბრუნებას მოსდევდა სიცოცხლის განახლება მთელ სამყაროში. აქედან იწყებოდა წლიური
ციკლი, ამიტომ ძველები ახალ წელს გაზაფხულზე ზეიმობდნენ. პირველ ხნულს ავლებდნენ და
ეს ღვთაებასთან შეხვედრის ნაწილი იყო. დროთა განმავლობაში ქალღმერთმა თავისი
პირორიტეტი დაკარგა და მისი ადგილი მამაკაცმა ღვთაებამ დაიკავა, მაგრამ ქალღმერთი
როგორც მისი დედა ან სატრფო მაინც დაჩა მითში. განსხვავებებს ვხედავთ პერსეფონესა და
დემეტრას მითში.

You might also like