გალაქტიონ ტაბიძე ,,მერი''

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

მოცემული ლექსის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ლირიკური გმირის სულიერი

მდგომარეობისა და ტექსტის მთავარი სათქმელის შესახებ, რომელიც მრავალფეროვანი


მხატვრული ხერხითაა გადმოცემული.

მერის, საოცნებო ქალის, წარმოსახული ჯვრისწერა – ესე იგი, ოცნების დაკარგვა


ლირიკული გმირისთვის ტრაგედიაა და სასოწარკვეთა. ლირიკური გმირი ცერემონიალზე
წარმოთქმულ სიტყვებს ,,უგონო ფიცს“ უწოდებს,რადგან მიაჩნია, რომ ქორწინებას
ნამდვილი სიყვარული არ უდევს საფუძვლად.

,,ვიცი წამება,მაგრამ არ ვიცი:

ეს გლოვა იყო თუ ჯვრისწერა“

ლექსში ასახულია უამონდობის სურათი,რადგან მკითხველმა უფრო უკეთესად და მძაფრად


აღიქვას ლირიკური გმირის სიყვარულის ტრაგედია და ის თუ როგორი მარტოსულია .

,,ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი

და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა“

ლირიკური გმირი თავის ბედს ქარისგან წარხვეტილ ნამქერს ადარებს და სატრფოს სახლის
დანახვა მას სასოწარკვეთილების განცდას უმძაფრებს.

ჩემი აზრით, ტექსტის მთავარი სათქმელი სწორედ რომ სიყვარულის ტრაგედიაა,ჩანს თუ


როგორ არ გაუმართლა გმირს სიყვარულში, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ
სიყვარულის ყოველთვის არ მოსდევს იგივე, ხანდახან ისეც ხდება, რომ შენს სიყვარულს
იგივეთი არ პასუხობენ.

ტექსტის მთავარი სათქმელი სხვადასხვა მხატვრული ხერხითაა რეალიზებული. იყენებს


შედარებებს: ,,მწუხარე იყო, ვით შემოდგომა“, ,,აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები“ , ,,ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი“ , ,, და მე
ავტირდი - ვით მეფე ლირი“, ,,წყდებოდნენ,როგორც მწყდებოდა გული“. ეპითეტები: ,,
აფეთქებული და მოცახცახე“ , ,,იყო იდუმალ გაფითრებული“, ,,მესმოდა შენი უგუნო
ფიცი“, ,,ნაბიჯი ჩქარი“ ,, ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი“, ,,ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს“.
ის მხატვრულ ხერხებს იყენებს თავისი სულიერი ტკივილის საჩვენებლად. მოცემული
მხატვრული ხერხებით ავტორი უფრო ემოციურ და შთამბეჭდავს ხდის ნაწერს.

You might also like