დავით კლდიაშვილის იმერეთი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

დავით კლდიაშვილი ქართული პროზის ბრწყინვალე წარმომადგენელთა პლეადას

ამშვენებს. დავით კლდიაშვილმა საოცარი ფერწერულობით და რეალისტის


კეთილსინდისიერებით ასახა XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის
საქართველო თავის პროზაში. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მან ლიტერატურაში
სრულიად ახალი სამყარო შექმნა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვობაში მწერალი
მთლიანად მოსწყდა მშობლიურ კერას, მაგრამ მასში იმდენად დიდი იყო შემოქმედის
სულისკვეთება, რომ მან მთლიანად აღიდგინა მშობლიური ქართული და შეძლო შეექმნა
მწერლობის ასეთი უნიკალური ნიმუში. "შემოდგომის აზნაურები" მან "დაასახლა"
ლიტერატურაში განუმეორებელი ხასიათებით, სევდანარევი იუმორით აღწერა მათი
ცხოვრება და სამუდამოდ შემოუნახა ქართული პროზის ისტორიას პლატონ და ბეკინა
სამანიშვილების, კირილე მიმინოშვილის, არისტო ქვაშავიძისა და სხვათა სახეები .
ნაწარმოები აზნაურთა იმ პერიოდის ცხოვრებას ეხება , როდესაც ამ კლასის
წარმომადგენელთა შეგნებაში ჯერ კიდევ არ იყო აღმოფხვრილი წოდებრივი
უპირატესობის კუდაბზიკური შეგნება, სინამდვილე იმდენად მკაცრი გახლდათ , რომ მათ
გლეხური პრაქტიციზმისაკენ უბიძგებდა. ეს გლეხური პრაქტიციზმი საკმაოდ მარტივი რამ
იყო. თუ თავის რჩენა გსურდა, თოხი უნდა აგეღო ხელში და შენი ოფლით უნდა
მოგეპოვებინა სარჩო-საბადებელი. მკაცრი სინამდვილე და აზნაურული ამპარტავნობა
სრულიად ბუნებრივ დრამატულ წინააღმდეგობრივ ეფექტს ქმნის და ეს დრამატიზმი
ხშირად კომიკურ ელფერს იძენს.ბეკინა სამანიშვილი “ერთობ გადაპრანჭული ” და
საკმაოდ ხანდაზმული იმერელი აზნაურია, რომელიც მისი წოდების სხვა
წარმომადგენელთა მსგავსად ჯერ კიდევ ილუზიებით იკვებება გარდასულ დროსა და
წარსულ დიდებაზე, ხოლო მის შვილს _ პლატონ სამანიშვილს, უკვე შეხებია ეპოქის
მსახვრალი ხელი და შეჰგუებია თავის მდგომარეობას.
სამანიშვილთა ოჯახის ერთფეროვნება ერთ დღეს მოხუცებული ბეკინას ახირებულმა
სურვილმა დაარღვია. ბეკინამ თავის შვილს გაანდო განზრახვა ცოლის შერთვის შესახებ .
პლატონს თავზარი დაეცა. ჯერ მოხუცი მამის სურვილს ისედაც უცნაურად მიიჩნევდა ,
ძველებური ყოფა-ვითარებაც რომ ყოფილიყო. ახლა კი პლატონს თავისი პრობლემა
აწუხებდა. ეშინოდა, ბეკინას ახალ ცოლთან შვილი არ გასჩენოდა, რომელიც პლატონს
მამულის გაყოფაში შეეცილებოდა და ისედაც მშიერ ოჯახს დაღუპვის კარამდე მიიყვანდა .
დიდი ფიქრისა და ცოლთან მოთათბირების შემდეგ, პლატონმა თვითონ იკისრა
იმერეთში ლამის გაუგონარი საქმე _ საკუთარი მამის მაჭანკლობა.
პლატონის შინაგანი თვისებები ყველაზე ნათლად იმ ეპიზოდებში იკვეთება , როცა იგი
ცდილობს საკუთარ მამას საცოლე გამოუძებნოს. პირველად მის კუდაბზიკურ ბუნებას
ცხენთან მიმართებაში ვხვდებით. პლატონს სადედინაცვლოსთან უცხენოდ მისვლა უფრო
ეთაკილებოდა, ვიდრე გაუბედურებული, ზურგგდატყავებული ცხენით . “ამ კაცმა თავის
თავმოყვარეობის დაცვა ამჯობინა ცხენის შებრალებას”.
პლატონს ამ მოგზაურობაში მეგზურად თავისი სიძე, კირილე მიმინოშვილი, ახლდა.
შეიძლება ითქვას, ნაწარმოების ყველაზე მხიარული და უდარდელი პიროვნება ,
რომელსაც უფრო ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სარგებლის. როდესაც კირილემ
გაიგო ,თუ რა საქმის გამო ესტუმრა მას პლატონი, მყისვე თანხმობა განუცხადა, მაგრამ
ამასაც გააჩნდა წინაპირობა. კირილე ერთობისა და ცოლის ძმის სიყვარულის გამო კი
არა, არამედ ღვინისა და გართობის საძებნელად გაჰყვა სინამდვილეში პლატონს.
“პლატონ, სატირალში არ მივიდეთ?” - შესთავაზა სიძემ, თუმცა აქ კირილეს სიკეთე კი არ
იკვეთება, არამედ მისი ლხინის სიყვარული, რადგან იგი სატირალშიც კი “ქელეხის
ხათრით” მიდის და არა ცრელების საღვრელად. დავით კლდიაშვილის გმირებში
მოყვასის სიყვარულის წაღმართი გრძნობაც კი, უკუღმართი ვნებებითაა შეცვლილი .
საბოლოოდ, პლატონი იპოვნის სასურველ ქალს ბეკინასათვის, მაგრამ ამ
ტრაგიკომედიურ სიტუაციას ანდაზა "კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა ", ყველაზე მეტად
მიესადაგება. საბრალო პლატონისათვის ელენეს ფეხმძიმობის ამბავი
“თავზარდამცემი,გულისამრევი და ჭკუაზე შემშლელი” აღმოჩნდა.
პლატონი ამ ამბის შემდეგ სრულიად საპირისპირო ადამიანი ხდება . განუდგება მამას და
იმგვარად აიღებს ხელს ყველანაირ ოჯახურ ფასეულობაზე, რომ მომაკვდავი ბეკინას
უკანასკნელ სურვილსაც კი არ იღებს ყურად და დედინაცვალსა და თავის პატარა , უმწეოო
და უდანაშაულო ძმას სამუდამო მარტოობისა და გაჭირვებისთვის სწირავს.
მოთხრობის ბრწყინვალე სიუჟეტი, უზადოდ დაწერილი ცალკეული პასაჟები ,
შთამბეჭდავი, ურთიერთგანსხვავებული კადრები და ნაწარმოების მტკიცედ შეკრული
კომპოზიცია იძლევა უტყუარი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ “სამანიშვილის
დედინაცვალი” თამამად იმსახურებს კუთვნილ ადგილს მსოფლიო ლიტერატურის ოქროს
ფონდში.
511 სიტყვა

You might also like