Download as rtf, pdf, or txt
Download as rtf, pdf, or txt
You are on page 1of 4

ვალდებულებითი სამართალი

ლექტორი: ზურაბ ძლიერიშვილი

სემინარის ხელმძღვანელი: რატი ჩანტლაძე

სტუდენტი: ველიხან გაბრიელიან

ქულა: 37

შპს “ კომპანიასა” (მყიდველი) და შპს “სამშენებლო მასალას” (გამყიდველი)


შორის 2018 წლის 15 დეკემბერს წერილობითი ფორმით დაიდო ნასყიდობის
ხელშეკრულება 10 ტონა ცემენტის მიწოდების თაობაზე 2019 წლის 04 იანვრისთვის;

2018 წლის 18 დეკემბერს კი იმავე მხარეებს შორის ასევე წერილობითი


ფორმით დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „სამშენებლო მასალას“
უნდა მიეწოდებინა შპს „კომპანიისათვის“ 10 ტონა ქვიშა 2019 წლის 10
აპრილისათვის.

2018 წლის 18 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა


მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის
განისაზღვა პირგასამტეხლო 2500 ლარის ოდენობით.

შპს “სამშენებლო მასალამ” ვერ შეასრულა 2018 წლის 15 დეკემბერის


ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 10 ტონა ცემენტის მიწოდების
თაობაზე 2019 წლის 4 იანვრისთვის, რადგან დიდთოვლობის გამო 2018 წლის 29
დეკემბერს ჩაიკეტა გზა, რომელიც მხოლოდ 2019 წლის 12 იანვრისათვის გაიხსნა.

შპს “ კომპანიამ“ შესრულების ვადის დადგომამდე (2019 წლის 4 იანვარი) -


2018 წლის 31 დეკემბერს მოითხოვა ცემენტის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან
გასვლა, რაზედაც შპს „სამშენებლო მასალამ“ უარი განუცხადა იმ საფუძვლით, რომ
ჯერ არ იყო დამდგარი ცემენტის მიწოდების ვალდებულების შესრულების ვადა.

რაც შეეხება 2018 წლის 18 დეკემბერის ხელშეკრულებით ნაკისრი


ვალდებულებას - 10 ტონა ქვიშის მიწოდების თაობაზე 2019 წლის 10 აპრილისთვის -
შპს “სამშენებლო მასალამ” თავისი ბრალეული ქმედებით არ შეასრულა, რის გამოც
შპს “ კომპანიამ” განიცადა 5000 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

2019 წლის 20 მაისს შპს “ კომპანიამ” მიმართა შპს “სამშენებლო მასალას” და


მოითხოვა:

1. 2018 წლის 15 დეკემბერის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების


შეუსრულებლობისთვის (10 ტონა ცემენტის მიწოდების თაობაზე)
ხელშეკრულებიდან გასვლის გამო ზინის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით;

2. 2018 წლის 18 დეკემბერის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების


შეუსრულების გამო ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით, აგრეთვე
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა 2500 ლარის
ოდენობით.

როგორ გადავწყვიტოთ დავა? პასუხი დაასაბუთეთ.

პასუხი

ჰიპოთეზა: შესაძლოა შპს კომპანიამ ჰქონდეს ხელშეკრულებიდან გასვლის


უფლება ვალდებულების შესრულებლობის ფარგლებში სსკ-ის 405-ე მუხლის
პირველი ნაწილის, სსკ-ის 491-ე მუხლისა და 352-ე მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად. და ასევე მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის
უფლება 352 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.

არსი: ხელშეკრულების ნამდვილობა ვალდებულების შესრულებლობის


საფუძველზე ხელშეკრულებიდან გასვლისა და მის ფარგლებში სახელშეკრულებო
თანხის მოთხოვნის უფლება მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის
ანაზღაურების უფლებამოსილება.

ანალიზი: შპს კომპანიამ შესაძლოა ჰქონდეს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება


ვალდებულებების შეუსრულებლობის ფარგლებში სსკ-ის 405-ე მუხლის 1-ლი
ნაწილის, სსკ-ის 491-ე მუხლისა და სსკ-ის 352-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად.
ასევე სახელშეკრულებო თანხის უკან დაბრუმების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 352-ე
მუხლის 1-ი ნაწილის თანახმად. იმისთვის რომ, გავარკვითოთ
რეალურად აქვს თუ არა შპს კომპანიას ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება
პირველ რიგში უნდა შევამოწმოთ არის თყ არა სახეზე ხელშეკრულებიდან გასვლის
წინაპირობები.

პირველ რიგში ვამოწმებთ წარმოიშვა თუ არა ვალდებულება ნამდვილი


ხელშეკრულების საფუძველზე. ცნობილია რომ შპს კომპანიამ და შპს სამშენებლო
მასალამ სსკ-ის 629 მუხლის თანახმად გააფორმეს ნარდობის ხელშეკრულება.
რომლის თანახმად შპს სამშენებლო მასალამ იკისრა ვალდებულება ნასყიდობის
ხელშეკრულება 10 ტონა ცემენტის მიწოდების თაობაზე 2019 წლის 04 იანვრისთვის
და 2018 წლის 18 დეკემბერს რომლითაც შპს „სამშენებლო მასალას“ უნდა
მიეწოდებინა შპს „კომპანიისათვის“ 10 ტონა ქვიშა 2019 წლის 10 აპრილისათვის.

შესაბამისად ხელშეკრულება გაფორმდა სსკ-ის 327-ე მუხლის პრინციპეპის


დაცვით, სადაც მხარეები არსებითი პირობებზე შეთანხმდნენ და ვალდებულება
წარმოიშვა ნამდვილი ხელშეკრულების საფუძველზე სსკ-ის 317-ე მუხლის
თანახმად.

შემდეგ ვამოწმებთ გვაქვს თუ არა სახეზე არაჯეროვანი შესრულება


ვალდებულების. სსკ-ის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს
ჯეროვნად, კეთილსინდისიერად. მოცემული კაზუსში ირკვევა რომ შპს სამშენებლო
მასალამ 10 ტონა ქვიშის მიწოდების თაობაზე 2019 წლის 10 აპრილისთვის - შპს
“სამშენებლო მასალამ” თავისი ბრალეული ქმედებით არ შეასრულა, რის გამოც შპს “
კომპანიამ” განიცადა 5000 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი. გარდა ამისა შპს “
კომპანიამ“ შესრულების ვადის დადგომამდე (2019 წლის 4 იანვარი) - 2018 წლის 31
დეკემბერს მოითხოვა ცემენტის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა, რაზედაც
შპს „სამშენებლო მასალამ“ უარი განუცხადა იმ საფუძვლით, რომ ჯერ არ იყო
დამდგარი ცემენტის მიწოდების ვალდებულების შესრულების ვადა. რის გამოც
განიცადა შპს კომპანიამ 2500 ლარი ოდენობით ქონებრივი ზიანი. ამის მიხედვით
შპს სამშენებლო მასალამ სახეზე არ ჰქონდა კეთილსინდისიერი მოქმედება.

არაჯეროვანი შესრულების შემდეგ უნდა მოვახდინოთ დარღვევის ტიპის


ინდენტიფიცირება. მოცემულ კაზუსში 2019 წლის 20 მაისს შპს “ კომპანიამ”
მიმართა შპს “სამშენებლო მასალას” და მოითხოვა: 1. 2018 წლის 15 დეკემბერის
ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის (10
ტონა ცემენტის მიწოდების თაობაზე) ხელშეკრულებიდან გასვლის გამო ზინის
ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით; 2. 2018 წლის 18 დეკემბერის ნასყიდობის
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულების გამო ზიანის
ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ხელშეკრულებით
გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა 2500 ლარის ოდენობით.

მოცემული კაზუსში ირკვევა რომ მხარეებმა ნარდობის ხელშეკრულება


გააფორმეს წერილობით. შესაბამისად მათი შესაგებელი ამ შემთხვეაში რაიმე
სამართლებრივი ცვლილებებს ვერ გამოიწვევს. რადგან სიმართლეს არ შეესამება და
მსგავსი შეთანხმება წერილობით იყო გაფომებული. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მათ
ბრალი არ მიუძღვოდათ ვალდებულების დარღვევაში, და მასალები დროულად არ
მიაწოდეს, ამ შესაგებელს უპირისპირდება სსკ-ის 397-ე მუხლის დანაწესი, რომლის
მიხედვითაც მოვალე მაშინაც პასუხისმგებელიაშესრულებისთის, როცა შესრულების
საგანი სხვა პირისგან უნდა მიეღო და ვერ მიიღო.

აქედან გამომდინარე შპს კომპანიამ აქვს სრული უფლებამოსილება სსკ-ის


405-ე მუხლის პირველი ნაწილისა და სსკ-ის 491-ე მუხლის თანახმად გავიდეს
ხელშეკრულებიდან. შემდეგ სსკ-ის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად
იქნება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და შპს კომპანიას რომელცაც აქვს
ქონებრივი ზიანი შპს სამშენებლო მასალისგან ეს ზიანი დაბრუნდება უკან.

შპს კომპანიამ ასესვე შესაძლოა ჰქონდეს სსკ-ის 407-ე მუხლის, სსკი-ის 394-ე
მუხლის პირველი ნაწილისა და სსკი-ის 494-ე მუხლის თანახმად მიღებული ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

დასკვნა: შპს კომპანიამ შეუძლია სსკ-ის405-ე სსკ-ის 491-ე მუხლების


თანახმად ხელშეკრულებიდან გასვლა, სსკ-ის 352-ე მუხლის 1-ლი ნაწილის
თანახმად შეუძლია მოითხოვოს სახელშეკრულებო თანხის დაბრუნება. 407-
ე მუხლის, სსკ-ის 494-ე და სსკ-ს 394-ე მუხლის თანახმად ქონებრივი ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. შპს კპმპანიამ აქვს 9500 ლარის ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნა შპს სამშენებლო მასალისგან სსკ-ის 407-ე მუხლის
საფუძველზე.

You might also like