ძვ ბერძნული

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

1.ისწავლეთ მეგობრებო!

1 ცხოვრებას ხშირად მოაქვს სირთულე/ტანჯვა.


2.მაგრამ საჭიროა ატანა ,სირთულეს არ შეეფერება გაქცევა.
3.რადგან,ცხოვრება უფრო მეტად ზრდის ,ვიდრე სიტყვები.
4.რამეთუ მოძღვრების მოყვარული ხშირად ვერ სწავლობს.
5.ახალგაზრდა სწავლას ანიჭებს სირთულეს,ხოლო მე ვამბობ :ისწავლეთ მეგობრებო.
6.ნუ გაექცევით შრომას/სირთულეს.
7.ყოველთვის ისწავლეთ ახალი რაღაცები.
8.ნურავინ გაექცევით სირთულეებს.თუ კარგად ისწავლი მეგობარო,თუ კარგად აიტან
შრომას ახალგაზრდავ,სწავლა მოგანიჭებს ბედნიერებას.

2.ჰერაკლე ,მიწადმოქმედთა მეგობარი.


ბერძენ ღმერთთა რიცხვი არ იყო მცირე.ბერძენ ღმერთთა ტაძრები იყო მშვენიერი.ყველა
მათგანი ცხოვრობდა ზეცაში,როგორც მომღერლები ამბობდნენ,ისინი ცხოვრობდნენ
,როგორც ზეცაში ისე მდინარეში და მინდორში.მიწათმოქმედები ემსახურებოდნენ თავიანთ
ღმერთს,რადგან ღმერთები მინდვრებს იცავდნენ.ჰერაკლე იყო მიწათმოქმედების
მეგობარი.მისი ცხოვრება სავსე იყო მრავალი ტანჯვით,ისევე ,როგორც
მიწადმოქმედთა.ხოლო ჰერაკლე მათ იხსნიდა მრავალი ტანჯვისგან,მიწადმოქმედებს კი
მისი სწამდათ.ხოლო ზევსმ,მისმა მამამ თქვა : „მრავალი ტანჯვა დაითმინა ,ხედავდეთ მის
ლამაზ და კეთილ სულს.ხშირად ის აღგაფრთოვანებდატ,ისევე,როგორც თავად მე
აღმაფრთივანებდა იგი.მოკვდავი იყო ახლა კი მუდამ იცხოვროს ვრცელ ზეცაში’’.და თავად
ზევსს მიჰყავს ძე ზეცისკენ.

3.ჰერაკლე,ადამიანთა მხსნელი
ჰერაკლე დიდი ხნის განმავლობაში იყო მონა.მეფე ევრისტევსმა ბრძანა მონებისგან მრავალი
ბრძოლის ატანა.ბრძოლების შესახებ აედები მრავალ მითს ყვებოდნენ.ჰერაკლე იყო მამაცი
თავად ევრისტევსი კი მხდალი,ასე რომ შიშის მომგვრელი იყო მისთვის მონის
სივაჟკაცე.ხალხისთვის და მიწადმოქმედებისთვის ჰერაკლე იყო მეგობარი,მას შემდეგ ,რაც
ისინი იხსნა უზარმაზარი საფრთხისგან.რადგან მაშინ მრავალი ველური ტახი და გარეული
ხარი აზიანებდა მინდვრებს.ხშირად თავად ადამიანებიც კი ვერ გაურბოდნენ
სიკვდილს.ჰერაკლე იღებდა ბრწყინვალე ქებას კეთილი ადამიანებისგან,რაკი მოკავშირეთა
გარეშე მათგან და ველურებისგან იხსნიდა.ზოგიერთ,გარეულ ტახთაგან და ხართაგან
მიერეკებოდა მშიშარა მბძრანებლის სახლისკენ,ასე რომ ევრისტევსი ჯერ კიდევ ბევრჯერ
უფრო მეტად მტერი იყო მონისთვის,ვიდრე წინად.

4.ჰერაკლეს ორი გმირობა:კერბეროსი,ავგიასის თავლა.


მრავალი და საკვირველი საქმე ჩაიდინა ჰერაკლემ.ერთი საქმე კი განსაკუთრებით უკვირდათ
ადამიანებს.ევრისტევსი ეუბნება ოდესღაც მას:“ჩადი მიწისქვეშეთსი და კერბეროსი
ამოიყვანე’’.კერბეროსი კი არის უზარმაზარი სამთავიანი ცხოვრელი და იცავს მიწისქვეშეთის
შესასვლელს.ტარტაროსი სახლი არის მიცვალებულთა.მრავალი შედის შესასვლელის
გავლით,არ აბრკოლებს მათ კერბეროსი.მათ ამოსვლას კი ღმერთთა კანონებით
აბრკოლებს.ჰერაკლე იმორჩილებს კერბეროსს იარაღის დახმარების გარეშე და მიჰყავს
საშინელი ცხოველი ბატონის დარბაზისკენ.ევრისტევსი კი როცა ხედავს ძღვენს გარბის და
ითხოვს ცხოველი ტარტარონში დააბრუნონ/ჩაიყვანონ.სხვა დროს მეფე ამბობს:“ბევრი კი
გააკეთე,მაგრამ კიდევ უნდა გააკეთი(საჭიროა კეთება).’’ ავგიასი არის მდიდარი მეფე და
უდიდესი განძი აქვს,მრავალი ცხვრის ფარა და ცხოველი ჰყავს,როცა კი თავლები მრავალი
წლის განმავლობაში სავსე იყო ნაკელით,შენ ისინი გაწმინდე მოკლე დროში.ჰერაკლე
ამიტომაც ეშმაკობით ასუფთავებს თავლებს ,მიჰყავს მდინარე ალფოსი მათკენ და ამგვარად
ასუფთავებს მათ მცირე დროში.

5.პრომეთე:ცეცხლის მომტანი
პრომეთე ადამიანთა კარგი მეგობარი იყო,მის შესახებ ნაამბობია მომღერალთა მიერ,რომ იგი
შემქმნელი იყო ადამიანთა და სხვათა ცხოველთა.ათენელები მიაწერდნენ მას ბრწყინვალე
საჩუქრების მიწოდებას,უდიდესი საჩუქარი იყო ცეცხლი.რამეთუ პრომეთემ თქვა-„თქვენ
ადამიანები იძულებულები ხართ გამოქვაბულში იცხოვროთ.ჩვენ კი ღმერთები ნეტარ
ცხოვრებით ვტკბებით.ადამიანები ჯერ არ არიან დაცულები სხვა ღმერთების მიერ.მაგრამ მე
გადაწყვეტილი მაქვსადამიანები უფრო მეტად დავიცვა ვიდრე უწინ.’’ამიტომაც
ემტერებოდნენ უფრო მეტად სხვა ღმერთები და ზევსი ბრძანებს მის კავკასიონზე მიჯაჭვას.
იგი ეუბნება მას;“შენ ახლა ისჯები ,რადგან დიდ ღმერთს პატივს არ სცემ,საჭიროა მუდამ
იტანჯებოდე ცუდი საქმეებისთვის.შემდეგ ზევსი არწივს აგზავნის მტრისკენ.შეჭმული არის
არწივის მიერ მისი ღვიძლი.ღამით კი ღვიძლი ისევ თელდება მრავალი წლის შემდეგ
ჰერაკლე გადაარჩენს ადამიანთა მეგობარს და კლავს არწივს.პრომეთე და ზევსი რიგდებიან.

6.
ათენელები ეთაყვანებოდნენ თესევსსაც.მისი მამა იყო ეგევსი.როცა თესევსი
ყმაწვილი იყო ათენელებს ძალიან ავიწროვებდათ ველური ტირანი.ზღვის ბატონი
მაშინ იყო მინოსი.მისი სასახლე იყო კნოსოსში.იქ ცხოვრობდა მინოტავრიც
ლაბირინთში.მისი საკვები იყო მოწინააღმდეგეთა ბავშვები.უკვე მესამედ ათენელები
გზავნიან 7 ვაჟს და 7 ქალწულს მინოტავრისთვის.როცა ხომალდზე აჰყავდათ მეფე
ეგევსი „კვლავ’’ამბობს(ამბობს „კვლავ’’) „ვბრძანებ ათენელთა ბავშვების გაგზავნას
სასიკვდილოთ,უკვე საკამაოდ შევიწროვებულები ვართ.ასე რომ, თესევსს სურს
წასვლა და მინოტავრის მოკვლა.უკვე მრავალი ჩემო ვაჟო გააკვირვე მამაცი
სულით.მოიტანე გამარჯვების ახალი ჯილდო.
კრეტელი მბრძანებლის ასული იყო არიადნე.ქალიშვილი ხედავს ლამაზ
უცხოელს,სურს მისი დახსნა, სიკვდილისგან დაცვა და საიდუმლოდ ეუბნება მას:
„არავის შეუძლია მინოტავრის დამარცხება იარაღისა და ეშმაკობის გარეშე.აიღე
არიადნეს გრძელი ძაფი და მიაბი შესასვლელს.უფრთხილდი საშინელ ცხოველს
იბრძოლე იარაღით უცხოელო.შედი თანამგზავრთან ერთად და მეგობრებო გწამდეთ
მისი.ნურავინ შეხვალთ გულგატეხილი.
7.ამბობენ ,რომ ლაბირინთი დედალოსის ნამუშევარი იყო.იგი გამოცდილებით
გამოირჩეოდა სხვა ადამიანებისგან,თავისი სიბრძნის გამო ითვლებოდა ღმერთების
მსგავსად.დედალოსი არის ათენის მხრიდან.მინოსი მას და მის შვილს იკაროსს ხელს
უშლიდა დაბრუნებაში. მრავალი დღის განმავლობაში მამა და შვილი იძულებით
იყვნენ ჩაკეტილები,რადგანაც დედალოსის ტირანის დარწმუნება არ შეეძლო,ახალი
ეშმაკობით სურდა გათავისუფლება.
მამა და შვილი საიდუმლოდ საკვირველ ფრთებს ამზადებდნენ.შემდეგ
მიფრინავდნენ ცისა და ზღვის შუა.მამა ურჩევდა იკაროსს,ძალიან არ მიახლოვებოდა
მზის საშინელ ძალას.რადგანაც შვილმა არ დაუჯერა მამას,ფრთები დაეშალა და
ზღვაში ჩავარდა.მამა კი სანახაობით შეწუხებული კიცხავდა ღმერთებს და
ქალღმერთებს უსამართლობისთვის.თავად კი მოგზაურობის შემდეგ მიაღწია
კუნძულ სიცილიამდე.

8.

მაშინ პელევსი თეტალიაში მეფობდა,მისი სამართლიანობის შესახებ ,მთელმა


ქვეყანამ შეიტყო.პელევსის ქორწილი იყო,აქილევსი იყო მისი ძე,ზეიმობდნენ
ღმერთები და ქალღმერთები.მხოლოდ განხეთქილების ქალღმერთი ერესი არ
ესწრებოდა,რადგან მას მტრობდნენ ქალღმერთები.ბრწყინვალე იყო ზეიმი.აპოლონი
ლამაზ სიმღერებს მღეროდა,ასე ადიდებდა სიამოვნებას.ღმერთები მიირთმევდნენ
ამბროსუას საკვებს,როგორც მათ შეჰფერით.მაშინ ერესი კარის გავლით შეაგორებს
ოქროს ვაშლს სახლში და ამბობს „ულამაზესს’’.მყისვე საშინელი განხეთქილება
ჩამოვარდა.აფროდიტემ თქვა-„ეს ჩემი საჩუქარია’’.ათენამ თქვა,რომ ეს არ არის შენი
საჩუქარი,ეს ჩემ,ია,ამას ვამბობ არა მარტო ჩემი გარეგნობის ,არამედ ჩემი ლამაზი
სულის გამო.
განრისხებული ჰერა ამბობს:“არ არის სამართლიანი თქვენი აზრი,არავინ არის
ღირსი ,გარდა უდიდესი ღმერთის მეუღლისა.რადგანაც ჩვენ ვმართავთ/გვევალება
მართვა.თქვენ და სხვა ახალგაზრდა ღმერთები უნდა იმართებოდეთ ჩვენ მიერ და
დაგვიჯეროთ’’ .

შემდეგ განრისხებული ზევსი უბრძანებს ქალღმერთებს დამშვიდდნენ და აგზავნის


მათ პრიამოსის ლამაზ ვაჟთან.ქალღმერთები,ღმერთების მაცნის მიერ
წაყვანილები,მიფრინავენ ტროას ქვეყნისკენ.

9.როცა სამი ქალღმერთი და ჰერმესი მივიდნენ ტროაში,იქ პარისი მწყემსავდა ცხვრის


ფარას.მაშინვე ჰერამ დაიწყო ლაპარაკი-ნუ გეშინია ,რადგან თავად ზევსი გვაგზავნის
ჩვენ და ღმერთების მაცნეს. შენ გიბრძანებს განსჯას ვინ არის ყველაზე ლამაზი
ჩვენგან.ნუ შეურაცმყოფ მე ზეცის დედოფალს,რადგან ბევრს ჯერა ჩემი,ჩემგან
ღირსეული ადამიანები იღებენ ბევრ სიკეთეს. და შენც ღირსეულად გთვლი.გექნება
შენ სიკეთე,ბედნიერება და უდიდესი ძალაუფლება,შენ შესახებ,იქნება მრავალ აედთა
სიმღერა.ჰერას შემდეგ ათენამ თქვა .ჩემგან შენ გექნება ბრწყინვალე სახელი
მამაცობისთვისა და სიბრძნისთვის.დამიჯერე მე და მიწოდე უმშვენიერესი ,მაშინ
ზევსიც ჩემი მამა იქნება შენი მფარველი..

შემდეგ აფროდიტემ მოქნილი ენით რამდენიმე სიტყვა თქვა. „ჩემი საჩუქარი იქნება
თქვენი ულამაზესი ცოლი.’’აფროდიტეს სიტყვებუთ გახარებული ასახელებს მას
ულამაზესად და ვაშლს იღებს აფროდიტე.განრისხებული ჰერა ამბობს-რატომ
შეურაცმყოფ მე,ჩემსა და თქვენს შორის იქნება ომი,შენი უგუნურობის გამო პარისის
ძევ.მეზიზღებით სამართლიანად თქვენ და მთელი ტროა,ვერავინ ვერ გაკიცხავს
სამართლიან ბედისწერას.პარისი აფროდიტეს რჩევას მინდობილი მიემართება
ზღვისკენ და მიცურავს ზღვიტ გავლით სპარტისკენ მეგობრებთან ერთად. იქიდან კი
მშვენიერ ელენეს იტაცებენ მენელაოსის ცოლს.

10.

მენელაოსი მყისვე გზავნის მსახურს მიკენისკენ,სადაც მეფობდა აგამენონი,მისი


ძმა.ორი ატრევისის ძე თათბირობენ და გადაწყვიტეს ელჩების გაგზავნა მრავალ
ბერძენ მბრძანებელთან.მოითათბირეს მცირე დროში დიდი ფლოტის და ბევრი
ზღვაოსნის და ჯარისკაცთა შეკრება.ჯარის წინამძღოლი კი იყო თვითონ
აგამენონი.საუკეთესო მეომრებად იხსენიებდნენ აქილევსს,მამაც ყმაწვილს,აიასს და
დიომიდეს.საუკეთესო მშვილდოსანად კი მიიჩნეოდა ოდისევსი.თავდაპირველად,
ჩრდილოეთის ქარი აბრკოლებდათ მოგზაურებს.

არტემისი განრისხებული იყო ლაშქრის წინამძღოლზე,ასე რომ,თავად მამა


იძულებული იყო ქალიშვილი იფიგენია უსამართლოდ მსხვერპლად შეეწირა
განრისხებული ქალღმერთებისთვის.

შემდეგ ბევრი კუნძულის გასწვრივ მიცურავდნენ აქაველები,როგორც ლემნონის და


ლესბოსიისკენ.აზიის ხმელეთზე ათი წელი ეომებოდნენ ხომალდებთან
მეომრებს.წიგნებში შემოქმედები ამბობდნენ,რომ ჰექტორი პრიამუსის ძე,
განსაკუთრებით/თავგამოდებით იხსნიდა ტროის შესასვლელს.

ხოლო ომის მეათე წელს ტროა განადგურდა .ბევრი აქაველი შინისკენ მიმავალ გზაზე
დაიღუპა.მოკვდა გამენონიც.ის დაბრუნებული მოკლა კლიტემნესტრამ,თავისმა
ცოლმა და ეგისთემ,ცოლის საყვარელმა.ორესტეს მიერ ატრევისისგან
,უკანასკნელისგან,დედა და ეგისთე ათი წლის შემდეგ მოკლულ იქნენ.
11.

მამაცი ითაკიელი ოდისევსი იბრძოდა ომში,ხოლო ბრძნულად კი მოქალაქეებს


ეთათბირებოდა მოედანზე.მისი სიბრძნის საკვირველი საქმე იყო ხის ცხენი.ეს ცხენი
სავსე იყო მძიმედ შეიარაღებული ჯარისკაცებით,როდესაც ცხოველი ღამით ტროაში
იყო,ჩუმად გააღეს და დაიწყვეს ხოცვა და დაწვა.

ტროის მოსპობის შემდეგ ოდისევსს სრულიად არაფერი სურდა სახლში დაბრუნების


გარა,მაგრამ ზღვაზე ცუდად მოიქცა.თუმცა შველოდა მას,ათენა,ეს ქალღმერთი
აამებდა ამ ცბიერ ადმიანს ომის დაწყებიდანვე.მაგრამ განრისხდა მასზე საშინლად
პოსეიდონი,თავისი ძის პოლიფემონის გამო.როცა კი ითაკიელები მივიდნენ
ცალთვალათა კუნძულზე,ოდისევსი თვალს წვავს პოლუფემეს ეშმაკურად.სხვა
კუნძულებზე ცხოვრებდნენ ლამაზი ნიმფები,მათ შორის იყვნენ კირკე და კალუფსო
და დარჩებოდა ოდისევსი მათთან დიდი ხნის განმავლობაში.თუმცა ამ დროი ს
განმავლობაში მისი გემები და თანამგზავრები ერთიანად ნადგურდებოდნენ.

12.

როცა პელევსისგან იმართებოდა თეტალია,იასონი და არგონავტები მიცურავდნენ


შავი ზღვისკენ.ეს ზღვა იყო ჯერ კიდევ უცნობი,არასტუმართმოყვარე ეწოდებოდა ამ
ზღვას,ხოლო ის ხომალდი ზღვაოსნებისგან ნაწოდები იყო,როგორც ‘არგო’.ამგვარად
არგონავტებს არასტუმართმოყვარე მხარიდან,კოლხეთიდან სურდათ მათი
დიდებული ოქროს სწმისი შინისკენ წაეღთ.ოქროს ვერძმა,ოდესღაც ორი საბრალო
ბავშვი ღრუბელთა გავლით იმ ადგილას მიიყვანა, ხოლო მის ტყავს საშინელი
დრაკონი იცავდა დღე და ღამე. ქველმა მეზღვაურებმა როცა მშვენიერი წლის დრო
დაიწყო,ჰელესპონტის და ბოსფორის გავლით მიცურავენ და მიდიან

კოლხეთისკენ,თუმცა ბევრ ხიფათს გადაეყრებიან.

მათი მხრის მბრძანებელი არ იყო მზად დიდებული საჩუქარი მათთვის


გადაეცა,მაგრამ იასონს ისინი აიძულებდნენ მანამდე რთული საქმის შესრულებას.
რადგანაც კი უძლური ჩანდა ის მედეას მბრძანებლების ასულს მალულად
სხვადასხვა წამლები მიაქვს და სურს ჭაბუკს დაეხმაროს.როდესაც უცხოელი
შეევედრება დააძინოს ის დრაკონი და ამგვარად იასონი იტაცებს ტყავს.შემდეგ
მიუხედავად იმისა,რომ დაედევნებიან გარბის ასულთან და თანამგზავრებთან
ერთად თეტალიისკენ.
13. ა)გსმენიათ მოსწავლენო ტროის ომის შესახებ,რომელიც ბევრისთვის საზარელი
იყო.ატიკელ არიადნეზე,რომელიც ატიკელი სტუმარი იხსნა და არგონავტთა
ხომალდებზე,რომლებიც თეტალიიდან არასთუმართმოყვარე ზღვისკენ მიდიოდნენ.
თქვენთვის არ არის უცნობი იმ ღმერთების შესახებ,რომელთაც აქაველები
ეთაყვანებოდნენ.ასევე თქვენთვის არ არის უცნობი ნუმფების შესახებ,რომელთაგან
ზოგიერთი უკაცრიელ კუნძულზე ცხოვრობდა და არც საქმეები,რომლებსაც ჰერაკლე
ასრულებდა.

მაგრამ ცხადი არის,რომ ეს მითები პოეტების შექმნილია,რომელთაგან საუკეთესო და


უდიდესი იყო ჰომეროსი.და მაინც,მიუხედავად იმისა,რომ ახლანდელ დრომდე
ითხრებოდა ბევრი რამ,რომელთაგანაც კარგად შევიცნობთ მათ ცხოვრებას. პირველი
თხრიდა გერმანელი ვაჭარი.როცა უკვე ახალგაზრდა იყო,გონებით უბრუნდებოდა
ძველ მითებს,თუმცა პირველი წავიდა ამოსათხრელად.მრავალი ფიქრობდა,რომ გიჟი
იყო თუმცა მაინც გათხარა ტროას მიწაშიც და მიკენშიც,მბრძანებელთა უდიდესი
კოშკები და იპოვა ოქროს სამკაული,ვერცხლის თასი და სპილენძის
იარაღი,ადამიანთა ძვლები და მრავალი სხვა.სწრაფად გააოცა გერმანელმა ვაჭარმა
მთელი დედამიწა.
ბ)მეგობრებო მრავალი უკვე მოისმინეთ საბერძნეთის ცხოვრებაზე.ახლა კი სხვა
მრავალს გაუწყებთ. ვიმოგზაურებთ ბევრ ქვეყანასა და დროში,მაგრამ მაინც არ
ჩავვარდებით საფრთხეში ამ მოგზაურობისას.ვერც ველური მძვინვარე ქარები,ვერც
ზღვა ,ვერც მდინარეები გაბრკოლებენ თქვენ. გაგიძღვებით მილეტის ათენისა და
სპარტისკენ.იქ ნახავთ მრავალ საკვირველებას და მოისმენთ მრავალი
პოლიტიკოსის ,ფილოსოფოსის პოეტის შესახებ და ვეცადოთ ვისწავლოთ,რაც ჩვენ
უნდა ვიცოდეთ.ამიტომ,ვიმედოვნებ,თქვენ ჩემს რჩევას ენდობით და მცირე დროში
გაემგზავრებით.

You might also like