იტალიის პოლიტიკური სისტემა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

2) რატომაა იტალიის პოლიტიკური ცხოვრება კომპლექსური?

(ორი ფაქტორი)

1990- წლებში იტალიის პოლიტიკურ სისტემას ღრმა პოლიტიკური და ინსტიტუციონალური


კრიზისი შეეხო და აქედან მოყოლებული, ის უდავო ტრაფსორმაციას განიცდის. ამ პოლიტიკურ
მოძრაობასთან დაკავშირებული ცვლილებების რეზიუმეებისთვის აღსანიშნავია შემდეგი
ასპექტები:

1. პარტიული ნიშნით მიმხრობის ძველი სისტემა დაიშალა და მისი ადგილი შეჯიბრის სხვა
მოდელმა დაიკავა.
2. ამოქმედებული იქნა შეჯიბრის ბიპოლარული ტრუქტურა
3. განხორციელდა საარჩევნო სისტემის მრავალი ცვლილება მაჟორიტარული მოძრაობითა
და ორი რეფერენდუმით 1991 წელსა და 1993 წელს.
4. პარტიების ორგანიზაციის დონეზე განხორციელებული ცვლილებები
5. შეიცვალა ურთიერთობა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის
6. მთავრობამ მეტი ძალაუფლება მოიპოვა
7. 2001 წელს გატარებულიქნა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო რეფორმა, რომელმაც
ზომიერად ფედერალიზმის რამდენიმე ელემენტი შემოიტანა

4)პოლიტიკა იტალიაში დღეს: რა ხდება? რომელი ძალები მართავენ?


პრობლემები და გადაუჭრელი საკითები.
პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით კონსტიტუციური ნორმების სიმწირის მიუხედავად, რესპუბლიკის პერიოდში მათ
პირდაპირი მნიშვნელობით დაიკავეს სამთავრობო დაწესებულებები, რითაც ცალსახად ჩანდა სხვაობა ფორმალურსა და
პრაქტიკულად მოქმედ კონსტიტუციებს შორის. შეიძლება ითქვას, რომ პარტიებს უფრო მეტი გავლენა ჰქონდათ, ვიდრე თავად
წარმომადგენლობით ორგანოებს.

პარლამენტისა და სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩევითობამ


ხელი შეუშალა იტალიაში ერთმანეთის ჩნაცვლების მუდმივ მზადყოფნაში მყოფი სამთავრობო პარტიით და მეორე
ოპოზიციური პარტიით დაკომპლექტებული ორპალატიანი სისტემის ჩამოყალიბებას. აღნისნულის საპირისპიროდ მექანიზმი
ეფუძნებოდა ერთ ცენტრისტულ პარტიას - ქრისტიან დემოკრატებს, რომლებსაც მისჯი ჰქონდა მუდმივი მართვა - ზოგიერთ
მის მოკავშირეს და ცენტრისტებიდან მარჯვნივ და მარცხნივ ორ ოპოზიციურ მიმართულებას, რომელთაც არასოდეს
ეღირსებოდათ მართვა. პარტიებმა ადგილობრივ დონეზეც კი დაიწყეს ჩამოყალიბება რასისტული ნიშნებით; იდეოლოგიების
მიტოვებამ განაპირობა კიდევ უფრო მეტი ფრაგმენტაცია, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრისტულ მემარჯვენეებსსა ნდა
ცენტრისტულ მემარცხენეებს შორის ბიპოლარიზაცია მოხდა. პოლიტიკური ეთიკის ნაკლებობამ ხელი შეუწყო
პარლამენტარების მოსყიდვასა და მათ გადაბირებას ოპოზიციიდან უმრავლესობაში, ან მოქმედ ორ ძირითად პარტიას შორის.

დემოკრატიული პარტია – იტალიის დემოკრატიული პარტია დაარსდა 2007 წელს მათ ამჟამად პარლამენტში 304 დეპუტატი
ჰყავთ რითიც ფლობენ უმრავლესობას სენატში დემოკრატებს 114 სენატორი ჰყავთ ხოლო რეგიონალურ პარლამენტში 15
ადგილს ფლობენ რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონებში. დემოკრატიული პარტიის დაფუძნებიდან დღემდე მათ
არასოდეს გასჭირვებიათ პარლამენტში მოხვედრა და მეტიც ყოველთვის საკმაოდ დიდი ძალით იყვნენ წარმოდგენილნი
იქიდან გამომდინარე რომ დემოკრატებმა 2007 წლიდან მოყოლებული 2015 წლამდე არჩევნები ორჯერ მოიგეს მათ ორი პრემიერ
მინისტრი ჰყავდათ ისტორიაში რომელიც დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იყო აქვე უნდა აღინიშნოს ის რომ ახლად
დაფუძნებულმა დემოკრატებმა აქტიური კონკურენცია გაუწიეს მანამდე არსებულ უფრო მძლავრ პარტიებს რაც ბუნებრივია
მათ პოლიტიკურ სიძლიერეზე და გადაწყვეტილების სისწორეებზე მიუთითებს.

ფორზა იტალია – პოლიტიკური პარტია რომელიც დაფუძნდა 2013 წელს მისი ამჟამინდელი ლიდერი არის იტალიის ყოფილი
პრემიერი სილვიო ბერლუსკონი ფორზა იტალია ერთ-ერთი პოპულარული პოლიტიკური პარტიაა იტალიაში მათ რეიტინგს
ძირითადად სილვიო ბერლუსკონი განაპირობებს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ანუ 2011-წლიდან ბერლუსკონი აქტიურად
ჩაერთო ამ პარტიის ფორმირებაში შესაბამისად პარტიის რეიტინგზე იმოქმედა მისმა გამოხტომებმა და მასზე აგორებულმა
სკანდალებმა რომელიც არასასიამოვნო გარიგებებთან იყო დაკავშირებული სწორედ ამ არასასიამოვნო გარიგებების და
აგორებული ჭორ-მართალის გამო პარტიის რეიტინგმა მნიშვნელოვნად იკლო ამჟამად ფორზა იტალია პარლამენტში 54 კაცითაა
წარმოდგენილი სენატში 42 სენატორით ხოლო რეგიონალურ პარლამენტში 1 დეპუტატით.
ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა – პოლიტიკური პარტია იტალიაში რომელიც მეტად სასაცილო და უცნაური სახელით გამორჩევა
მიუხედავად იმისა რომ პარტიას სასაცილო სახელი აქვს ისინი მეტად სერიოზულად გამოიყურებიან და პარლამენტში 91
დეპუტატი ჰყავთ სენატში კი 35 სენატორი ჰყავთ ხოლო რეგიონალურ პარლამენტში მათ საერთოდ არ ჰყავთ წარმომადგენელი
ეს პარტია 2009 წელს დაარსდა და მას შემდეგ მოყოლებული არასდროს უჭირს პარლამენტში შესვლა მათი მხარდამჭერების
რიცხვიც შესაბამისად საკმაოდ დიდია.

პოპულარული არეა – პარტია რომელიც დაარსდა 2014 წელს ამჟამად მათ პარლამენტში 31 ადგილი აქვთ სენატში 31 სენატორი
ჰყავთ ხოლო რეგიონალურ პარლამენტში საერთოდ არ ჰყავთ წარმომადგენელი. პარტიას არც თუ ისე ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ
მაგრამ მინიმალური რეიტინგით ისინი მაინც ახერხებენ პარლამენტში მოხვედრას იქიდან გამომდენარე რომ პარტია ახალი
შექმნილია ასეთ ცოტა დროში მათ მაინც საკმაო პოპულარობა მოიპოვეს ბუნებრივია წლების გასვლის შემდეგ მათი
პოპულარობა უფრო გაიზრდება რადგან ასეთ მოკლე დროში მაინც კარგი წარმატების მიღწევა მოახერხეს და შევიდნენ
უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

You might also like