Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 52

ბაალ-ი [ბერძ. Baal] – < ძვ. ებრ.] – ძველი სემიტების (ფინიკიელების, ებრაელებისა
და სხვ.) ნაყოფიერების წარმართული ღვთაება.

ბაბილონის გოდოლი - ითქმის არეულ-დარეულობაზე, შფოთზე, აურზაურზე


[ბიბლიური გადმოცემით მსოფლიო წარღვნის შემდეგ ადამიანები ცდილობდნენ
აეშენებინათ ბაბილონში ცათამბჯენი კოშკი. ამით განრისხებულმა ღმერთმა აურია მათ
ენები, ერთმანეთისა აღარა გაეგებოდათ-რა და გაიფანტნენ მთელი დედამიწის ზურგზე ]
–.

ბაბიტ-ი - (ტექ.). კალის შენადნობი სპილენძთან, სურმასთან და სხვ.; იყენებენ


საკისრების ზედაპირის დასაფარავად [ამერიკელი გამომგონებლის Bაბბიტ -ის გვარის
მიხედვით] –.

ბაბუვიზმ-ი - უტოპიური კომუნიზმის ერთ-ერთი მიმდინარეობა, რომელიც შექმნეს


ფრანგმა რევოლუციონერმა ბაბეფმა (1760-1797წწ.) და მისმა მიმდევრებმა.

ბაბუინ-ი [ფრანგ. Babouin] – მაიმუნი პავიანების გვარისა.

ბაგ-ი [ინგლ. Bugey] – სპორტული ავტომობილი ერთგვარი; გამოიგონეს 60-იან


წლებში კალიფორნიაში (ამერიკის შეერთებული შტატები); საბჭოთა კავშირში პირველად
გაჩნდა 1972 წელს.

ბაგაჟ-ი [ფრანგ. Bagage] – 1. მგზავრების ბარგი, შეფუთული ნივთები მატარებლით,


გემით, თვითმფრინავით და მისთანებით გადასაზიდავად. 2. (გადატ.). იტყვიან ვისიმე
ცოდნის შესახებ რაიმე დარგში.

ბაგატელ-ი [ფრანგ. Bagatelle უმნიშვნელო რამ, წვრილმანი] – პატარა მუსიკალური


პიესა, უპირატესად საფორტეპიანო; ეს ჟანრი შექმნა ბეთჰოვენმა.

ბაგაუდებ-ი [ლათ. Bagaudae < კელტ.] – (ისტ.). გალიასა და ჩრდ. ესპანეთში მე-3 -5 სს.-
ში: რომაელთა ბატონობისა და ადგილობრივ ხელისუფალთა წინააღმდეგ სახალხო-
განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილენი - გაღატაკებული გლეხები , წვრილი
ხელოსნები, გაქცეული მონები და კოლონები.

ბაგერ-ი [გერმ. Baggermaschine < ჰოლანდ.] – (ტექ.). საბადოდან ტორფის გამოსაღები


ექსკავატორი.

ბაგეტ-ი [ფრანგ. Bagguette] – თამასა, რომლისგანაც აკეთებენ სურათის ჩარჩოებსა


და ოთახის კარნიზებს.

ბადელეიტ-ი - მინერალი, ცირკონიუმის ორჟანგი; მისგან იღებენ ცირკონიუმს [Y.


Baddeley -ს გვარის მიხედვით, რომელმაც ეს მინერალი აღმოაჩინა] –.

ბადიან-ი [ფრანგ. Bediane] – სუბტროპიკული მარადმწვანე ხე; აქვს ტყავისებრი


ფოთლები. იაპონური ბ.-მისი სურნელოვანი ქერქი იხმარება ხალხურ მედიცინაში;
ნაყოფი შეიცავს შხამს. ჩინური ბ. - მისი სურნელოვანი ნაყოფი შეიცავს ეთეროვან ზეთს,
რომელსაც იყენებენ მედიცინასა და კვების მრეწველობაში; ორივე სახეობა მოჰყავთ
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე.

ბადმინტონ-ი [ინგ. Badminton < გეოგრ. სახ.] – ჩოგბურთის მსგავსი თამაში; მაღლა
გაჭიმული ბადის თავზე ჩოგნით ისვრიან კორპის ან პლასტმასის ძაბრისებურ ბურთს
(ვოლანს).

ბადმინტონისტ-ი - ბადმინტონის მოთამაშე სპორტსმენი.

ბავკიდე [ბერძ. Baukis (Baukidos)] – იხ. ფილემონ და ბავკიდე.

ბაზა [ფრანგ. Base < ბერძ.] – 1. რისამე საფუძველი, საყრდენი. 2. საყრდენი პუნქტი,
ადგილი (რაიმე მარაგის, მატერიალურ ფასეულობათა შესანახავად), რომელიც
ემსახურება მრეწველობის რაიმე დარგს, ორგანიზაციას, რომელიმე რაიონს და სხვ. 3.
დაწესებულება, რომელიც ემსახურება კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის
რომელიმე დარგს. მაგ., ტურისტულ-საექსკურსიო ბაზა. 4. რისამე არსებობისათვის
საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობის, პირობების ერთობლიობა. მაგ., მსუბუქი
საქონლის საკვების ბაზა. 5. რაიმე საქონლის, მასალების და მისთ. მთავარი საწყობი. 6.
ქვეყნის შეიარაღებული ძალების საყრდენი პუნქტი თავის ან სხვის ტერიტორიაზე. 7.
(არქიტ.). სვეტის ქვედა, უფრო მსხვილი ნაწილი.

ბაზალტ-ი [ლათ. Basaltes] – ვულკანური წარმოშობის ქანი, ჩვეულებრივ, შავი ფერისა;


იყენებენ სამშენებლო საქმეში, კერამიკულ და მინის მრეწველობაში.

ბაზედოვ-ის დაავადება (მედიც.). ავადმყოფობა, რომელიც გამოწვეულია


ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლით; დამახასიათებელია გადმოკარკლული
თვალები, ჩიყვი, აჩქარებული გულისცემა და სხვ. [გერმანელი ექიმის ბაზედოვის გვარის
მიხედვით, რომელმაც 1840 წელს აღწერა ეს ავადმყოფობა] –.

ბაზილიკა [ლათ. Basilica < ბერძ.] – წაგრძელებული სწორკუთხა უგუმბათო ტაძარი;


გავრცელებული იყო ანტიკურ ხანაში და შუა საუკუნეებში.

ბაზიპეტალურ-ი [ბერძ. Basis ძირი, ფუძე და ლათ. პეტო მივისწრაფვი] – (ბოტან.).


წვერიდან ძირისაკენ მიმართული; მცენარის მძაფრი ზრდის დროს მისი ყველაზე უფრო
ახალგაზრდა ნაწილები განლაგებულია ძირთან ახლოს (შდრ. აკროპეტალური ).

ბაზის-ი [ბერძ. Basis საფუძველი] – 1. საზოგადოების ეკონომიკური წყობა მისი


განვითარების გარკვეულ ეტაპზე; საზოგადოებრივ საწარმოო ურთიერთობათა
ერთობლიობა; ყოველ ბაზისს აქვს თავისი შესაფერი ზედნაშენი (პოლიტიკური,
რელიგიური, ფილოსოფიური შეხედულებანი და მათი შესაბამისი დაწესებულებანი). 2.
იგივეა, რაც ბაზა (მნიშვ. 1). 3.(არქიტ.). იგივეა, რაც ბაზა (მნიშვ. 7).

ბაზოფილებ-ი [იხ. ბაზოფილია] – უჯრედები, რომლებსაც ახასიათებს ბაზოფილია.

ბაზოფილია [ბერძ. Basis ფუძე და phileo მიყვარს] – ცხოველურ ან მცენარეულ


უჯრედთა და ქსოვილთა უნარი შეღებილ იქნენ ფუძე საღებრებით (შდრ. აციდოფილია).

ბაზუკა [ინგლ. Bazooka] – მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი ერთგვარი,


რომელსაც ერთი კაცი ემსახურება.
ბათიალურ-ი არე [< ბერძ. Bathos სიღრმე] – ოკეანის, ზღვის სიღრმე 200-იდან 2 000
მეტრამდე.

ბათიბიონტებ-ი [ბერძ. Bathys ღრმა და bios სიცოცხლე] – ზღვის ორგანიზმები,


რომლებიც ბინადრობენ წყლის სიღრმეზე (500 მ-ზე და უფრო ღრმად).

ბათიმეტრია [ბერძ. Bathos სიღრმე და metreo ვზომავ] – წყლის სიღრმის გაზომვა.

ბათიპლან-ი [ბერძ. Bathys ღრმა და ლათ. planum სიბრტყე] – ერთადგილიანი


ღრმაწყლისეული აპარატი წყალქვეშა კინოფოტოგადაღებებისათვის , თევზებზე
დაკვირვებისათვის და სხვ.

ბათისკაფ-ი [ბერძ. Bathos სიღრმე და skaphos გემი] – ზღვის სიღრმის გამოსაკვლევი


აპარატი.

ბათისფერო [ბერძ. Bathos სიღრმე და sphaira სფერო] – ფოლადის სფერული ან


სფერულ-ცილინდრული კამერა, რომლითაც ჩადიან ზღვაში სიღრმეების
გამოსაკვლევად.

ბათოლითებ-ი [ბერძ. Bathos სიღრმე და lithos ქვა] – (გეოლ.). უზარმაზარი გრანიტის


მასივები.

ბათომეტრ-ი [ბერძ. Bathos სიღრმე და metreo ვზომავ] – ხელსაწყო, რომლითაც


მოცემული სიღრმიდან იღებენ წყლის სინჯს ლაბორატორიულად გამოკვლევის მიზნით.

ბათოქრომებ-ი [ბერძ. Bathos სიღრმე და chroma ფერი] – ატომთა ჯგუფები, რომელთა


არსებობაც ორგანული საღებრის მოლეკულაში „აღრმავებს» მის ფერს, ე. ი. გადაჰყავს
იგი ყვითლიდან ნარინჯრისფრის, წითლის და ა. შ. გავლით ცისფერსა და მწვანეში.

ბაი [თურქ. Bay ბატონკაცი] – რევოლუციამდელ შუა აზიაში: მდიდარი მესაქონლე,


მიწისმფლობელი ან ვაჭარი (შდრ. ბეი, ბეგი).

ბაიადერ-ი [ფრანგ. Bayadére < პორტუგ.] – ინდოეთში: საკულტო ტაძრის მოცეკვავე


ქალი; აგრეთვე, მოხეტიალე მოცეკვავე ქალი.

ბაიან-ი [რუს. Баян] – დიდი გარმონი.

ბაიადარა [რუს. Баядера] – მსუბუქი სპორტული ერთ- ან ორადგილიანი ნავი;


მართავენ ორლაპოტიანი ნიჩბით.

ბაიკა [პოლონ. Bajka] – რბილი ხაოიანი ქსოვილი ბამბისა ან მატყლის; თივთიკი.

ბაიოკო [იტალ. Baiocco] – ძველად იტალიაში: რომის პაპის ხურდა ფული ვერცხლისა
ან სპილენძისა.

ბაირამ-ი [თურქ. Bayram დღესასწაული] – მუსლიმანთა ორი მთავარი დღესასწაულის


სახელწოდება („დიდი ბაირამი» და „მცირე ბაირამი»).

ბაირონიზმ-ი - მე-19 ს. პირველი ნახევრის ლიტერატურული მიმდინარეობა,


რომელიც შეიქმნაცნობილი ინგლისელი პოეტის ბაირონის შემოქმედების გავლენით;
დამახასიათებელია რომანტიკული ინდივიდუალიზმი, ეროვნული განთავისუფლების
იდეა, პოლიტიკური პროტესტი ფეოდალურ-მონარქიული რეჟიმის წინააღმდეგ და სხვ .
ბაიხ-ის ჩაი [ჩინ.] – ფხვიერი დაგრეხილი ჩაი (შავი, ყვითელი და წითელი); ჩვენში
ყველაზე მეტად გავრცელებული შავი, შემდეგ კი მწვანე.

ბაკ-ი1 [ფრანგ. Bac] – ლითონის დიდი სათავსი სითხის შესანახად; ავზი.

ბაკ-ი2 [ჰოლანდ. Bac] – (ზღვ.). გემბანის წინა ნაწილი, სადაც მოთავსებულია საღუზე
მოწყობილობა, სასამსახურო სათავსები და სხვ.; წინაერდო.

ბაკ-ი3 - მოკლედ შეკრეჭილი ბაკენბარდი.

ბაკალავრ-ი [ლათ. Baccalaureus] – 1. დასავლეთ ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტებში


ძველად (ამჟამად მხოლოდ ინგლისში): პირველი სამეცნიერო ხარისხი. 2. თანამედროვე
საფრანგეთსა და ზოგ სხვა ქვეყანაში: პირი, რომელსაც საშუალო სასწავლებელი აქვს
დამთავრებული.

ბაკალეა [რუს. Бакаллеа < არაბ.] – 1. საერთო სახელწოდება ისეთი სასურსათო


საქონლისა, როგორიცაა ჩაი, შაქარი, ფქვილი, ბურღული და მისთ. 2. მაღაზია ან
მაღაზიის სექცია, სადაც ეს საქონელი იყიდება.

ბაკან-ი [თურქ.< არაბ.] – ერთგვარი ლაქის საღებავი.

ბაკარა1 [ფრანგ. Baccarat < გეოგრ. სახ.] – საუკეთესო ხარისხის ბროლი. ბაკარა2 - იხ.
ბაქარა.

ბაკელიტ-ი [< საკუთ. სახ.] – ხელოვნური ფისი; იყენებენ მრეწველობის სხვადასხვა


დარგში.

ბაკენ-ი [ჰოლანდ. Baken] – ღუზით დამაგრებული მცურავი ნიშანი სახიფათო


ადგილებისა და ფარვატერის საჩვენებლად (მდინარეებში, არხებში და მისთ.).

ბაკენბარდ-ი [გერმ. Backenbart] – ლოყებზე დატოვებული და ნიკაპზე გამოპარსული


წვერი.

ბაკქ-ი [ბერძ. Bakchos] – ბერძნულ მითოლოგიაში: იგივეა, რაც დიონისე (შდრ.


ბახუსი).

ბაკქანალია [ლათ. Bacchanalia < Bacchus ბახუსი] – 1. ძველ საბერძნეთსა და რომში:


ღვინისა და ლხინის ღმერთის დღესასწაული. 2. (გადატ.). თავაშვებული დროს ტარება;
ორგია.

ბაკქეი [ბერძ. Bakcheios] – (ლიტ.). ანტიკურ ლექსთწყობაში: სამმარცვლიანი ტერფი,


რომლის პირველი მარცვალი მოკლეა, ხოლო მომდევნო ორი - გრძელი.

ბაკქელ-ი ქალები - ძველ საბერძნეთსა და რომში: ბაკქის (დიონისეს) ქურუმი


ქალები, ბაკქანალიის მონაწილენი.

ბაკშტაგ-ი, ბაკშტაინ-ი - იხ. ბაქშტაგი, ბაქშტაინი.

ბალ-ი1 [ფრანგ. Balle ბურთი] – 1. ბუნების რაიმე მოვლენის (მაგ., ქარის, ზღვის
ღელვის, მიწისძვრის) ძალის ან ინტენსივობის საზომი ერთეული. 2. მოწაფის ცოდნისა და
ყოფაქცევის შეფასების ციფრობრივი გამოხატულება; ნიშანი. 3. ზოგიერთ სპორტულ
შეჯიბრებაში (მაგ., ტანვარჯიშში) წარმატების ციფრობრივი აღნიშვნა.
ბალ-ი2 [ფრანგ. Bal] – დიდი საცეკვაო საღამო; მეჯლისი.

ბალაგან-ი [რუს. Балаган < სპარს.] – 1. (მოძვ.). სახელდახელო, დროებითი ნაგებობა


თეატრალურ და საცირკო სანახაობათათვის; თვით სანახაობა, ასეთ ნაგებობაში
გამართული (იცოდნენ ბაზრობაზე, სახალხო სეირნობაზე). 2. (გადატ.). უგემოვნოდ
დადგმული წარმოდგენა; უხამსი სანახაობა. 3. ტურისტულ მარშრუტზე არსებული პატარა
სადგომი, სადაც შეიძლება ცეცხლის დანთება, საჭმლის მომზადება.

ბალადა [ფრანგ. Ballade] – 1. (ლიტ.). მცირე ზომის სტროფული ლექსი ზღაპრული,


ლეგენდარული ან ისტორიული შინაარსისა. 2. (მუს.). ვოკალური ან ინსტრუმენტული
ნაწარმოები თხრობითი ხასიათისა.

ბალაკრონ-ი - საყდე მასალა ერთგვარი (ლედერინის მსგავსი).

ბალალაიკა [რუს.] – რუსული ხალხური სამსიმიანი მუსიკალური საკრავი


სამკუთხედის ფორმისა.

ბალანს-ი [ფრანგ. Balance] – შემოსავალ-გასავლის შეფარდებითი ჯამი. მაგ., წლიური


ბალანსი. სავაჭრო ბალანსი - საქონლის იმპორტისა და ექსპორტის შეფარდება დროის
გარკვეულ მონაკვეთში. აქტიური ბალანსი - (ფინანს.). ჯამი, რომელშიც შემოსავალი
სჭარბობს გასავალს. პასიური ბალანსი - (ფინანს.). ჯამი, რომელშიც გასავალს სჭარბობს
შემოსავალს.

ბალანსირ-ი [ფრანგ. Balancier] – 1. გრძელი ჭოკი, რომლითაც თოკზე მოსიარულე


ჯამბაზი იცავს წონასწორობას. 2. ჯიბის საათის მექანიზმის მთავარი 3. (ტექ.). ერთგვარი
ბერკეტი სხვადასხვა მანქანაში.

ბალანსირება - წონასწორობის დაცვა.

ბალასტ-ი [ინგლ. Ballast] – 1. ტვირთი (წყალი, ქვები და სხვ.), რომელსაც ათავსებენ


გემის ფსკერზე მისთვის მდგრადობის მისაცემად. 2. აეროსტატის ტვირთი (სილით
გავსებული ტომრები), რომლითაც არეგულირებენ მის ჰაერში აფრენას (საჭირო
შემთხვევაში ტომრებს ყრიან დაბლა). 3. (გადატ.). ზედმეტი, უსარგებლო რამ. 4. რკინიგზის
ვაკისზე დაყრილი ღორღი, ხრეში და სხვ. შპალების გასამაგრებლად, გზისთვის
მდგრადობის მისაცემად.

ბალატა [ესპ. Balata] – 1. სამხრეთამერიკული ტროპიკული ხე ერთგვარი. 2. ამ ხის


შედედებული რძის წვენი; ჰგავს გუტაპერჩს და ისეთივე გამოყენება აქვს, რაც ამ
უკანასკნელს.

ბალბოა - პანამის ფულის ერთეული; მიმოქცევაშია ამერიკის შეერთებული შტატების


დოლართან ერთად.

ბალდახინ-ი [იტალ. Baldacchino] – 1. მდიდრულად მორთული ჩარდახი (უძრავი ან


გადასატანი). 2. მიცვალებულის გასასვენებელი ჩარდახიანი ეტლი. 3. (არქიტ.). ხის, ქვის
ან ლითონის საჩიხი სვეტების ან ბოძების თავზე.

ბალერინა [იტალ. Ballerina] – ბალეტის მსახიობი (მოცეკვავე) ქალი.


ბალეტ-ი [ფრანგ. Ballet < იტალ.] – 1. სათეატრო ცეკვის ხელოვნება. 2. თეატრალური
წარმოდგენა, რომელიც სრულდება ცეკვითა და პანტომიმით და რომელსაც მუსიკა
ახლავს თან; მუსიკა ასეთი წარმოდგენისათვის.

ბალეტმაისტერ-ი [გერმ. Ballettmeister] – ბალეტის დამდგმელი რეჟისორი.

ბალეტომან-ი - ბალეტომანიით შეპყრობილი, ბალეტის დიდი მოტრფიალე.

ბალეტომანია - ბალეტით, როგორც სანახაობით, დიდი გატაცება.

ბალზამ-ი [ბერძ. ] – ზოგი მცენარის სქელი სურნელოვანი წვენი, რომელიც შეიცავს


სხვადასხვა ფისსა და ეთეროვან ზეთებს; იყენებენ მედიცინასა და ტექნიკაში.

ბალზამირება - (გვამის) გაჟღენთა ნივთიერებებით, რომლებიც იცავენ


გახრწნისაგან; ბალზამვა, დაბალზამება, შემურვა.

ბალთასარ-ის ნადიმი - ნადიმი, ღრეობა, ორგია რაიმე უბედურების, ვისიმე, რისამე


დაღუპვის წინ [ბაბილონის უკანასკნელი მეფის ***შვილის ბალთასარის სახელის
მიხედვით; იგი ბიბლიური თქმულებით მოკლეს 539 წ. (ძვ. წელთაღრ.)

ღრეობის დროს ბაბილონში შეცვივნულმა სპარსელებმა] –.

ბალისტა [ლათ. Ballista < ბერძ. Ballo (გადა)ვისვრი] – ძველად: ლოდსატყორცნი


მანქანა: იყენებდნენ ციხე-სიმაგრის კედლების დასანგრევად.

ბალისტიკა [< ბერძ. Ballo (გადა)ვისვრი] – 1. თეორიული მექანიკის დარგი, რომელიც


სწავლობს ჰორიზონტის მიმართ გარკვეული კუთხით გასროლილი მძიმე სხეულის
მოძრაობის კანონებს. 3. მეცნიერება, რომელიც სწავლობს ჭურვის მოძრაობას
ცეცხლსასროლი იარაღის ლულაში (შიგა ბალისტიკა) და ლულიდან გამოსვლის შემდეგ
(გარე ბალისტიკა).

ბალისტიკურ-ი - ბალისტიკასთან დაკავშირებული.

ბალისტიკური რაკეტა - რაკეტა, რომელიც ფრენაში ძრავის მუშაობის დამთავრების


შემდეგ ეცემა თავისუფლად ვარდნილი სხეულის ტრაექტორიით; ბალისტიკურია შორი
მოქმედების (საკონტინენტთაშორისო) რაკეტები.

ბალისტიტ-ი [< ბერძ. Ballo (გადა)ვისვრი] – უკვამლო დენთის ერთ-ერთი სახეობა;


იყენებენ ცეცხლსასროლ იარაღში (ნაღმსატყორცნებში, ქვემეხებში და სხვ.), აგრეთვე
მყარ რაკეტულ საწვავად (სხვანაირად: ბალისტური დენთი).

ბალკანისტიკა - კომპლექსური სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც სწავლობს


ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ხალხების (ბულგარელების ,
იუგოსლავიელების, ალბანელების, ბერძნებისა და სხვ.) ენებს, ლიტერატურას, ისტორიას ,
კულტურას, აგრეთვე ბალკანეთის ქვეყნების თანამედროვე მდგომარეობას .

ბალკონ-ი [ფრანგ. Balcon] – 1. მაყურებელთა ადგილები თეატრის ზედა იარუსებზე. 2.


(მოძვ., საუბ.). აივანი.

ბალ-მასკარად-ი - ბალი2 და მასკარადი ერთად.


ბალნეოთერაპია [ლათ. Balneum აბანო და ბერძ. therapeia მკურნალობა] –
ბალნეოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს მინერალური წყლებისა და ტალახების
ფიზიოლოგიურ მოქმედებას, მათი გამოყენების მეთოდებს და სხვ.

ბალნეოლოგ-ი - ბალნეოლოგიის სპეციალისტი.

ბალნეოლოგია [ლათ. Balneum აბანო და ბერძ. logos მოძღვრება] – მედიცინის დარგი,


რომელიც სწავლობს მინერალურ წყლებსა და ტალახებს, მათ სამკურნალო თვისებებს .

ბალონ-ი [ფრანგ. Ballon] – 1. მინის, ლითონის, რეზინის დახურული ჭურჭელი


სითხეების ან გაზებისათვის. 2. რეზინის ავტოსაბურავი, რომელსაც ჰაერით ავსებენ . 3.
აეროსტატის გარსი, რომელსაც გაზით ავსებენ.

ბალონეტ-ი [ფრანგ. Ballonnet] – მატერიის რეზერვუარი ჰაერისათვის, რომელიც


მოთავსებულია აეროსტატის ან დირიჟაბლის გარსის შიგნით; გარსს უნარჩუნებს
გარეგნულ ფორმას.

ბალს-ის (ან: ბალზის) ხე - მსხვილი ხე (ბაობაბისებრთა ოჯახისა); გავრცელებულია


ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ნესტიან ტროპიკულ ტყეებში; აქვს კორპზე უფრო
მსუბუქი მერქანი; იყენებენ თვითმფრინავმშენებლობაში; ძველთაგანვე მისგან აკეთებენ
ტივებს და მისთ.

ბალუსტრადა [ფრანგ. Balustrade] – რიკულებიანი მოაჯირი (ტერასისა, აივნისა, კიბისა


და მისთ.).

ბამბუკ-ი [მალაიური Bambu] – ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნების მცენარე,


რომელსაც აქვს დამუხლული ღრუ ღერო; იყენებენ მსუბუქი ნაგებობების, ავეჯის,
ჭურჭლის დასამზადებლად და სხვ. ბამბუკის დათვი - ძუძუმწოვარი (ენოტების ოჯახისა);
ამჟამად ბინადრობს მხოლოდ ჩინეთის დასავლეთში (სინონ. დიდი პანდა, სიუნმაო).

ბამპერ-ი [ინგლ. Bumper] – ავტომობილის ბუფერი, რომელიც ამცირებს ავარიული


დაჯახების ძალას.

ბანალიტეტ-ი [ფრანგ. Banalité] – (ისტ.). ფეოდალის უფლება აეძულებინა თავისი


გლეხები ესარგებლათ მხოლოდ და მხოლოდ მისი წისქვილით, ფურნით, ყურძნის
საწნეხით და სხვ., სამაგიეროდ კი საზღაური გაეღოთ; ყველაზე მეტად გავრცელებული
იყო შუა საუკუნეების საფრანგეთში.

ბანალურ-ი [ფრანგ. Banal] – სიახლეს, ორიგინალურობას მოკლებული; გაცვეთილი.


მაგ., ბანალური ხუმრობა.

ბანან-ი [ესპ. Banano] – 1. ტროპიკული ბალახოვანი მცენარე; აქვს მსხვილი, მოგრძო


ფოთლები და მოგრძო ფქვილოვანი ტკბილი ნაყოფი; ამ მცენარის ნაყოფი (ბანანის ერთ-
ერთი სახეობა ხარობს ჩვენში, შავი ზღვის სანაპიროზე; იყენებენ როგორც დეკორატიულ
მცენარეს; მისი ნაყოფი არ იჭმება). 2. ერთ-ერთი ჯიშის ვაშლი.

ბანდა [იტალ. Banda] – ყაჩაღების, მკვლელების ჯგუფი.

ბანდაჟ-ი [ფრანგ. Bandage] – 1. ელასტიკური მჭიდრო შემოსაკრავი მუცლის (ან


სხეულის სხვა ნაწილების) გასაჩერებლად ნორმალურ მდგომარეობაში. 2. (ტექ .).
ლითონის რგოლი ან სარტყელი, რომელიც ჩამოცმულია მანქანის, კონსტრუქციის
ნაწილებზე გამძლეობის გასადიდებლად ან გაცვეთის შესამცირებლად.

ბანდაჟისტ-ი - ბანდაჟის (მნიშვ. 1) მკეთებელი ოსტატი.

ბანდერილია [ესპ. Banderilla] – ბაფთებით შემკული პატარა შუბი, რომელსაც იყენებენ


ხარების ბრძოლაში (კორიდაში).

ბანდერილიერო [ესპ. Banderillero] – ხარებთან ქვეითად მებრძოლი, რომელიც


შეიარაღებულია ბანდერილიით.

ბანდეროლ-ი [ფრანგ. Banderole] – 1. საფოსტო გზავნილი (წიგნი, გაზეთი და მისთ.),


რომელსაც ქაღალდი აქვს შემოკრული; თვით ეს ქაღალდი. 2. საქონელზე დაკრული
იარლიყი, ქაღალდის ლენტი იმის ნიშნად, რომ გადახდილია ბაჟი ან სხვა გამოსაღები.

ბანდვაგენ-ი [გერმ. Bandwagen] – ლენტური ტრანსპორტიორი, რომელიც


დაყენებულია რელსებზე მოძრავ მაღალ ურიკაზე; იყენებენ ღია სამთო დამუშავების
დროს ქანების ტრანსპორტირებისათვის ექსკავატორიდან ნაყარამდე.

ბანდიტ-ი [იტალ. Bandito] – ბანდის მონაწილე; შეიარაღებული მძარცველი.

ბანდიტიზმ-ი - შეიარაღებული ბანდების თარეში, მათ მიერ მოწყობილი ძარცვა-


გლეჯა, მკვლელობა და მისთ.

ბანდურა [უკრ.-რუს.] – უკრაინული მრავალსიმიანი მუსიკალური საკრავი.

ბანდურისტ-ი - ბანდურის დამკვრელი; მებანდურე.

ბანზაი! [იაპ.] – იაპონიაში: მოწონების, აღტაცების გამომხატველი შეძახილი; ვაშა!

ბანიან-ი - ინდური ფიკუსის სახეობა; იზრდება სწრაფად, იკეთებს ბევრ ტანს და


ძალიან დიდ ვარჯს; ერთი ხე ზოგჯერ წარმოადგენს მთელ კორომს.

ბანკ-ი [ფრანგ. Banque] – 1. საბჭოთა კავშირში: სახელმწიფო დაწესებულება,


რომელიც სახალხო მეურნეობის ერთიანი გეგმის შესაბამისად აკრედიტებს წარმოებათა
მიმდინარე საქმიანობას და აფინანსებს კაპიტალ-დაბანდებებს, აწესრიგებს წარმოებებსა
და სამეურნეო ორგანოებს შორის უნაღდო ანგარიშსწორებას და ნაღდი ფულის
წრებრუნვას. 2. კაპიტალისტურ დაწესებულება, რომელიც თავს უყრის სასესხო კაპიტალს
და აძლევს მას კაპიტალისტებს მოგებისა და ზემოგების მისაღებად. 3. გადასანერგად
მომზადებული და დაკონსერვებული გულის, თირკმლების და სხვა შინაგანი ორგანოების
საცავი. 4. ზოგიერთ ბანქოს თამაშში: თანხა, რომელიც მებანკის (ბანქოს დამრიგებლის)
განკარგულებაშია. 5. ბანქოს ერთგვარი აზარტული თამაში.

ბანკაბროშ-ი [ფრანგ. Banc h broches] – საქსოვ წარმოებაში: საფთილავი (ფთილების


დასამზადებელი) მანქანა.

ბანკეტ-ი1 [Banquet] – საზეიმო წვეულება, რომელიც იმართება ვისიმე პატივსაცემად


ან რაიმე მოვლენის აღსანიშნავად.

ბანკეტ-ი2 [ფრანგ. Banquette] – (ტექ.). მიწის ან ქვის ყრილი რაიმე ნაგებობის


წყლისაგან დასაცავად (სარკინიგზო, ჰიდროტექნიკურ მშენებლობაში და სხვ .).
ბანკირ-ი [ფრანგ. Banquier] – კაპიტალისტურ ქვეყნებში: ბანკის მსხვილი აქციონერი
ან პატრონი.

ბანკნოტ-ი [ინგლ. Bank-note] – საბანკო ბილეთი, რომელიც ეწევა ფულის


მაგივრობას.

ბანკო [იტალ. Banco] – ფასი ან კურსი, რომლის მიხედვითაც ბანკი აწარმოებს


ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვას.

ბანკროტ-ი [ფრანგ. Banqueroutier] – ვალის გადახდის უნარმოკლებული, ვალაუვალი,


გაკოტრებული პირი.

ბანტენგ-ი [ინგლ. Banterg < მალაიურიდან] – წყვილჩლიქოსანი ცხოველი


ძროხისებრთა ოჯახისა; გავრცელებულია ინდოჩინეთის ნახევარკუნძულისა და მალაის
არქიპელაგის ტყეებში.

ბანტუ - 1. ეკვატორული და სამხრეთ აფრიკის კოლონიური ქვეყნების ძირითადი


მოსახლეობა; მიეკუთვნება ნეგროიდულ რასას; ნაწილი რეზერვაციებშია თავმოყრილი. 2.
დიდი ჯგუფი ენებისა, რომლებზედაც ეს მოსახლეობა ლაპარაკობს.

ბანტუსტან-ი - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში: ვითომცდა თვითმმართველობის


მქონე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული - ოლქი (არსებითად რეზერვაცია
აფრიკის მკვიდრი მოსახლეობისათვის).

ბანტუსტანიზაცია - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში: წვრილ-წვრილი


რეზერვაციების გაერთიანება ბანტუსტანებად.

ბანჯო [ინგლ. Banjo < ესპ.] – ამერიკელი ზანგების სიმებიანი საკრავი.

ბაობაბ-ი [ეთიოპ.] – გიგანტური ხე; ისხამს კიტრის მსგავს დიდ ნაყოფს; ხარობს
ტროპიკულ აფრიკაში.

ბაპტიზმ-ი [< ბერძ. Baptizo ვნათლავ] – პროტესტანტიზმის ერთ-ერთი სექტის


მოძღვრება; უარყოფს ბევრ საეკლესიო წესს; მიაჩნია, რომ მხოლოდ მოზრდილი
ადამიანების მონათვლაა დასაშვები.

ბაპტისტ-ი - ბაპტიზმის მიმდევარი.

ბარ-ი1 [ინგლ. Bar] – 1. პატარა რესტორანი, სასაუზმე, სადაც ჩვეულებრივ ფეხზე


მდგომნი შეექცევიან საჭმელ-სასმელს.

ბარ-ი2 [ბერძ. Baros სიმძიმე] – ატმოსფერული წნევის საზომი ერთეული.

ბარ-ი3 [ინგლ. Bar] – (მთ.-მად.). საბურღი მანქანის და სამთო კომბაინის მუშა ნაწილი,
რომელიც ქანში, ნახშირის პლასტში ჭრილს აკეთებს.

ბარ-ი4 [ინგლ. Bar] – (გეოგრ.). ქვიშიანი თავთხელი ზღვის სანაპიროზე მდინარის


შესართავთან.

ბარაკ-ი [ფრანგ. Baraque] – 1. დროებით საცხოვრებელი სახელდახელო ნაგებობა. 2.


(მოძვ.). საავადმყოფოს განცალკევებული შენობა გადამდები სნეულებით
დაავადებულთათვის.
ბარაკუდა [ესპ.] – დიდი და ღონიერი მტაცებელი თევზი (21/2 მეტრამდე სიგრძისა);
ცხოვრობს თბილი და ზომიერი სარტყლების ზღვებში (ზღვის ვეფხვსაც უწოდებენ).

ბარანკოსებ-ი [ესპ. Barranco (მხ.) ხრამი] – ღრმა ღარები, რომლებიც ვულკანური


კონუსის ფერდობებს სერავს, რადიალურად ეშვება მწვერვალიდან ძირისაკენ ;
წარმოიქმნება კალთების ჩამორეცხვის შედეგად.

ბარაჟ-ი [ფრანგ. Barrage Robura] – ჰაერში აშვებული და ფოლადის გვარლებით


(ტროსებით) დაბმული აეროსტატების ღობურა (მტრის თვითმფრინავების
საწინააღმდეგოდ).

ბარაჟირება - თვითმფრინავების პატრულირება ჰაერში მტრის ავიაციის


თავდასხმისაგან ობიექტების დასაცავად.

ბარატრია [ინგლ. Barratry] – (ზღვ., სამართ.). კაპიტნის ან ეკიპაჟის


ბოროტგანზრახული მოქმედება გემის მფლობელის ან ტვირთის პატრონის საზარალოდ .

ბარბარიზმ-ი [< ბერძ. Barbaros უცხო] – ამა თუ იმ ენის ბუნებისათვის შეუფერებელი


სიტყვა ან გამოთქმა, რომელიც შექმნილია სხვა ნორმების მიხედვით; უცხოური ენიდან
საჭიროების გარეშე შემოსული სიტყვა.

ბარბაროს-ი [ბერძ. Barbaros] – 1. უკულტურო, ველური ადამიანი. 2. (ისტ.). ძველი


ბერძნებისა და რომაელების სიტყვახმარებაში: უცხოელი (არაბერძენი, არარომაელი ).

ბარბეკიუ [ინგლ. Barbecue] – ამერიკის შეერთებულ შტატებში: პიკნიკი ან მიღება ღია


ცის ქვეშ, სადაც სტუმრებს უმასპინძლდებიან მწვადებით.

ბარბიტალ-ი - სამკურნალწამლო პრეპარატი, ძილის მომგვრელი და


დამამშვიდებელი საშუალება (სინონ. ვერონალი).

ბარბიტურატებ-ი - სამკურნალწამლო ნივთიერებანი; აქვს ძილის მომგვრელი,


კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ნარკოტიკული მოქმედება.

ბარბოტინ-ი [ფრანგ. Barbotine] – (ტექ.). ფერადი მასალა შორენკეცის (კაფელის) და


სხვა კერამიკული ნაკეთობის მოსახატავად; აკეთებენ თეთრი თიხის, სილისა და
საღებავის ერთმანეთში შერევით.

ბარდ-ი [კელტ. Bard] – (ისტ.). კელტური ტომების სახალხო მგოსან-მომღერალი


(განსაკუთრებით ირლანდიაში, უელსსა და შოტლანდიაში).

ბარელ-ი [ინგლ. Barrel] – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინგლისში:


მოცულობისა და ტევადობის საზომი სხვადასხვა სიდიდისა.

ბარელიეფ-ი [ფრანგ. Bas-relief] – სკულპტურული გამოსახულება, რომელიც


ამობურცულია ბრტყელ ზედაპირზე თავისი სავარაუდო მოცულობის ნახევარზე ნაკლებად
(შდრ. ჰორელიეფი).

ბარეჟ-ი [ფრანგ. Barége] – (მოძვ.). ერთგვარი მსუბუქი გამჭვირვალე ქსოვილი.

ბარეტერ-ი [ინგლ. Barretter] – ხელსაწყო ელექტროდენის ძალის მუდმივობის


შესანარჩუნებლად.
ბართლომე-ს ღამე - ჰუგენოტების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, რომელიც მოაწყვეს
კათოლიკეებმა პარიზში წმ. ბართლომეს ღამეს, 1572 წლის 24 აგვისტოს.

ბარიბალ-ი - დათვი ერთგვარი; ბინადრობს ჩრდილოეთ ამერიკის ტყეებში.

ბარიერ-ი [ფრანგ. Barriére] – 1. ზღუდე, დაბრკოლება, რომელიც უნდა გადალახონ


(მაგ., მორბენლებმა, ცხენოსნებმა და სხვ.); თარჯი. 2. დაბალი ტიხრი, მოაჯირი. 3.
(გადატ.). რისამე, რაიმე მოქმედების შემაფერხებელი გარემოება.

ბარიკადა [ფრანგ. Barricade] – ქუჩაში ჩახერგილი დიდი საგნებით (მაგ., მიწით სავსე
ტომრებით, მორებით, ავეჯით) შექმნილი დაბრკოლება ბრძოლის საწარმოებლად.

ბარილ-ი [ესპ. Barril კასრი] – ლათინური ამერიკის ზოგ ქვეყანაში: სითხის


მოცულობის საზომი; უდრის 76 ან 96 ლიტრს.

ბარიონებ-ი [< ბერძ. Barys მძიმე] – (ფიზ.). ჯგუფი მძიმე ელემენტარული


ნაწილაკებისა, რომლებსაც პროტონზე არანაკლები მასა აქვს; ბ.-ს განეკუთვნება
პროტონი და ნეიტრონი; მათგან ყველაზე მსუბუქი - პროტონი 1836-ჯერ მძიმეა
ელექტრონზე (აქედან - სახელწოდება).

ბარისტერ-ი [ინგლ. Barrister] – ინგლისში: მაღალი რანგის ადვოკატი, რომელსაც


უფლება აქვს ყველა სასამართლოში გამოვიდეს.

ბარისფერო [ბერძ. Barys მძიმე და sphaira სფერო, ბირთვი] – (გეოლ.). დედამიწის


მძიმე, ცენტრალური ბირთვი; როგორც ფიქრობენ, შედგება ნიკელოვანი რკინისაგან .

ბარიტ-ი [< ბერძ. Barys მძიმე] – მინერალი, ბარიუმის ბუნებრივი სულფატი; ფართოდ
იყენებენ მრეწველობაში.

ბარიტონ-ი [იტალ. Baritono] – 1. მამაკაცის ხმა, საშუალო ტენორსა და ბასს შორის. 2.


ასეთი ხმის მქონე მომღერალი. 3. საშუალო ზომის სპილენძის ჩასაბერი საკრავი ; შედის
სასულე ორკესტრის შემადგენლობაში.

ბარიუმ-ი [< ბერძ. Barys მძიმე] – ქიმიური ელემენტი, ვერცხლისფერი რბილი


ლითონი; მის ნაერთებს იყენებენ რენტგენის დანადგარებში და ბირთვულ რეაქტორებში ,
მის მარილებს - მრეწველობასა და მედიცინაში.

ბარიცენტრ-ი - გეომეტრიული ფიგურის სიმძიმის ცენტრი.

ბარკ-ი [ჰოლანდ. Bark] – დიდი საზღვაო იალქნიანი გემი ერთგვარი; აქვს 3 - 5 ანძა.

ბარკა [იტალ. Barca] – ძველებური არათვითმავალი ხის ბრტყელძირიანი გემი;


იყენებდნენ შიგა წყალსავალ გზებზე ტვირთის გადასაზიდად; ხანგამძლე არ იყო,
აგებდნენ ერთი ნავიგაციისათვის; ორჩხომელი.

ბარკაროლა [იტალ. Barcarola < ბარცა ნავი] – 1. ვენეციელი მენავეების


(გონდოლიერების) სიმღერა. 2. ასეთი სიმღერის სტილის ინსტრუმენტული ან ვოკალური
ნაწარმოები.
ბარკას-ი [ჰოლანდ. Barkas] – 1. დიდი მრავალნიჩბიანი ნავი. 2. პატარა დამხმარე
გემი; იყენებენ ნავსადგურში გემების საბუქსიროდ, წვრილმანი გადაზიდვებისათვის და
სხვ.; კარაპა.

ბარკენტინ-ი [ინგლ. Barkentine] – იალქნიანი საზღვაო გემი ერთგვარი; აქვს


არანაკლებ სამი ანძისა.

ბარმენ-ი [ინგლ. Barman] – ბარის დახლში მდგომი პირი - სასმელების გამყიდველი.

ბარნ-ი [ინგლ. Barn] – (ფიზ.). ბირთვული პროცესების ეფექტური განივკვეთის


ერთეული; უდრის 10-24 სმ2.

ბაროგრამა [ბერძ. Baros სიმძიმე და gramma ასო; ჩანაწერი] – ბაროგრაფის ჩანაწერის


მრუდი.

ბაროგრაფ-ი [ბერძ. Baros სიმძიმე და grapho ვწერ] – ხელსაწყო, რომელიც


ავტომატურად განუწყვეტლივ იწერს ატმოსფერული ჰაერის წნევას .

ბაროთერაპია [ბერძ. Baros სიმძიმე და therapeia მკურნალობა] – მკურნალობა მაღალი


ან დაბალი ატმოსფერული წნევით.

ბაროკამერა - დაბალი წნევის კამერა; იყენებენ ადამიანის ორგანიზმზე ჰაერის ზედა


ფენების მოქმედების შესასწავლად და საავიაციო ხელსაწყოების გამოსაცდელად .

ბაროკო [იტალ. Barocco] – მე-16 - 18 სს. მხატვრული სტილი ევროპის ხელოვნებაში


(განსაკუთრებით არქიტექტურაში); გამოირჩევა დეკორატიული წვრილმანების სიჭარბით .

ბარომეტრ-ი [ბერძ. Baros სიმძიმე და metreo ვზომავ] – ატმოსფერული წნევის საზომი


ხელსაწყო; იყენებენ ამინდის ცვლილების პროგნოზისათვის.

ბარონ-ი [ფრანგ. Baron] – დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში: თავადაზნაურული


ტიტული, გრაფზე დაბალი.

ბარონესა [ინგლ. Baroness < ფრანგ.] – ბარონის ცოლი ან ქალიშვილი.

ბარონეტ-ი [ინგლ. Baronet] – ინგლისში: თავადაზნაურული მემკვიდრეობითი


ტიტული.

ბაროსკოპ-ი [ბერძ. Baros სიმძიმე და skoreo ვუყურებ] – 1. ხელსაწყო არქიმედეს


კანონის სადემონსტრაციოდ საჰაერო გარემოსთან შეფარდებით. 2. ხელსაწყო ჰაერის
წნევის ცვლილებათა გამოსავლენად.

ბარჟა [ფრანგ. Barge] – სატვირთო გემი, რომელიც ბუქსირით მოძრაობს; კარჭაპი.

ბარტერ-ი [ინგლ. Barter გაცვლა-გამოცვლა, საქონელგაცვლა] – საგარეო


ვაჭრობაში: გაწონასწორებული ვაჭრობა - რამდენსაც მიჰყიდიან ამა თუ იმ ფირმას,
იმდენსვე იყიდიან მისგან.

ბარხან-ი [ყაზახ.] – უდაბნოებში წარმოქმნილი სილის გორაკი; უმთავრესად


ნახევარმთვარის ან ნამგლის ფორმისა; კონტინენტის დიუნი.
ბარჰოუტ-ი [ჰოლანდ. Barghout] – ხის გემის გარეთა სამოსის გამსხვილებული
სარტყელი.

ბას-ი [იტალ. Basso] – 1. მამაკაცის ყველაზე დაბალი ხმა; ბანი, დვრინი. 2. ასეთი ხმის
მქონე მომღერალი; ბანი. 3. დაბალი რეგისტრის სიმებიანი ან სასულე მუსიკალური
საკრავი. 4. ბასები - მუსიკალური საკრავის კლავიშები ან სიმები, რომლებიც გამოსცემენ
დაბალ ხმას.

ბასეტ-ჰორნ-ი [ინგლ. Basset-horn] – სასულე საკრავი ერთგვარი.

ბასილევს-ი [ბერძ. Basileus] – ძველ საბერძნეთში, ჰომეროსის ეპოქაში: ტომის ან


ტომთა კავშირის ბელადი; ზოგ ძველ ბერძნულ სახელმწიფოში: მეფე.

ბასილისკო [ბერძ. Basiliskos] – 1. ერთგვარი ხვლიკი; გავრცელებულია ტროპიკულ


ამერიკაში. 2. ზღაპრული ცხოველი, ურჩხული, რომელიც შეხედვითა და სუნთქვით კლავს
ყოველ ცოცხალ არსებას.

ბასკაკ-ი [თათრ.] – თათარ-მონღოლთა ბატონობის დროს რუსეთში: მონღოლთა


სარდალი, რომელიც ხელმძღვანელობდა ხარკის აკრეფას და მოსახლეობის აღრიცხვას .

ბასკოლოგ-ი - ბასკოლოგიის სპეციალისტი.

ბასკოლოგია - ბასკების ენისა და კულტურის (ისტორიის, ლიტერატურის,


ეთნოგრაფიის და სხვ.) შემსწავლელ მეცნიერებათა ერთობლიობა.

ბასმა1 [თურქ.] – თმის ერთგვარი საღებავი.

ბასმა2 [თათრ. Basma ანაბეჭდი] – (ისტ.). 1. ლითონის (ვერცხლის, სპილენძის,


ოქროს) თხელი ფურცლები ზედ ამოტვიფრული ნახატით; ხმარობდნენ სამკაულად . 2.
ლითონის ფირფიტა (ან ბეჭედი), რომელზედაც გამოსახული იყო თათრის ხანი;
წარმოადგენდა რწმუნების სიგელს.

ბასმაჩ-ი [რუს. Басмач < თურქ.] – შუა აზიაში (1918-1924 წწ.): საბჭოთა ხელისუფლების
წინააღმდეგ მებრძოლი ნაციონალისტური ბანდების მონაწილე.

ბასტარდ-ი [ლათ. Bastardus] – (ბიოლ.). სხვადასხვა სახეობის ან გვარის


ორგანიზმების შეჯვარების შედეგად მიღებული შთამომავალი; შორეული ჰიბრიდი.

ბასტილია [ფრანგ. Bastille] – ციხე-სიმაგრე და სახელმწიფო საპყრობილე პარიზში


მე-14 - 18 სს.; საფრანგეთის დიდი რევოლუციის დასაწყისში, 1789 წლის 14 ივლისს, აიღეს
აჯანყებულებმა; ეს დღე ითვლება საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულად.

ბასტიონ-ი [ფრანგ. Bastion] – 1. ძველებური ციხე-სიმაგრის წინგამოწეული ნაწილი


ხუთკუთხედის ფორმისა. 2. (გადატ.). ბურჯი, დასაყრდენი.

ბასტონადა [ესპ. Bastonada ჯოხის დარტყმა] – ზოგ აღმოსავლურ ქვეყანაში:


ადამიანთა დასჯა ჯოხის ცემით ქუსლებსა და ზურგში.

ბასტრ-ი [გერმ. Bastern] – შაქრის ფხვნილი ყვითელი ფერისა, რომელიც მიიღება


რაფინადის წარმოების დროს; მდარე ხარისხისაა.

ბატ-ი - ტაილანდის ფულის ერთეული (სხვაგვარად: ტიკალი).


ბატალია [ფრანგ. Bataille] – (წიგნ.). ბრძოლა.

ბატალიონ-ი [ფრანგ. Bataillon] – საჯარისო ქვეგანაყოფი, რომელიც რამდენიმე


(ჩვეულებრივ, 3-4) ასეულისაგან შედგება; ათასეული.

ბატალიორ-ი - სამხედრო-საზღვაო ფლოტში: უმცროს მეთაურთა (ზემდეგთა)


შემადგენლობის პირი, რომელსაც გემზე ან ნაპირზე აბარია სურსათითა და ნივთებით
მომარაგების საქმე.

ბატალისტ-ი - ბატალური ფერწერის სპეციალისტი მხატვარი.

ბატალურ-ი [< ფრანგ. Bataille ბრძოლა] – ომის, ბრძოლის სცენების ამსახველი.

ბატარეა [ფრანგ. Batterie] – 1. საარტილერიო ქვეგანაყოფი, რომელსაც აქვს


რამდენიმე ქვემეხი; ჩვეულებრივ, შედის საარტილერიო დივიზიონის შემადგენლობაში. 2.
გამაგრებული ადგილი, რომელიც წარმოადგენს რამდენიმე ქვემეხის პოზიციას . 3.
რამდენიმე ერთმანეთთან შეერთებული გალვანური ელემენტი ან აკუმულატორი . 4.
მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს ერთმანეთთან შეერთებულ სავსებით ერთნაირ
ნაწილებს, ელემენტებს. მაგ., ორთქლით გათბობის ბატარეა.

ბატატ-ი [ესპ. Batata] – მრავალწლოვანი ბალახეული მცენარე, რომლის ტუბერებს


იყენებენ საჭმელად; ხარობს თბილ ქვეყნებში; ტკბილი კარტოფილი.

ბატერფლაი [ინგლ. Butterfly პეპელა] – სპორტული ცურვის ხერხი; ბრასის


ნაირსახეობა.

ბატიკ-ი [მალაიური] – ქსოვილის მოხატვის ტექნიკა ერთგვარი; აგრეთვე ამ წესით


მოხატული ჭრელი ქსოვილი; ძველთაგანვე ცნობილი იყო ინდონეზიაში, ინდოეთში და
სხვ.: ევროპაში დაიწყეს გამოყენება მე-20 ს.-ის დასაწყისში დეკორატიული
ქსოვილებისათვის: საბჭოთა ხელოვნებაში ბ.-მა გავრცელება პოვა 1930-იანი წლებიდან -
უპირატესად იხატებოდა აბრეშუმის ხილაბანდები, კაშნეები და მისთ., მოგვიანებით -
დეკორატიული პანოები.

ბატისკაფ-ი - (უმართებ.). იხ. ბათისკაფი.

ბატისტ-ი [ფრანგ. Batiste] – ბამბის ან სელის ნახევრად გამჭვირვალე წმინდა


ქსოვილი.

ბატმან-ი [ფრანგ. Battement დარტყმა, ტყლაშუნი] – 1. ბალეტში: პას (იხ. პა)


განსაკუთრებული სახეობა. 2. ფარიკაობაში: იარაღის მოკლე დარტყმა მოწინააღმდეგის
იარაღზე.

ბატონ-ი [ფრანგ. Beton ჯოხი] – 1. თეთრი პური წაგრძელებული ფორმისა. 2.


საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც ფორმით პატარა ჯოხს მოგვაგონებს. მაგ., შოკოლადის
ბატონი. 3. ბუტაფორიული ჯოხი; ჩალიჩი.

ბატრაქოლოგია [ბერძ. Batrachos ბაყაყი და logos მოძღვრება] – ზოოლოგიის ნაწილი,


რომელიც სწავლობს წყალხმელეთა ცხოველებს.

ბატუტ-ი და ბატუდი [ფრანგ. Batoude] – ჰორიზონტალურად გაჭიმული ბადე,


რომელზედაც ხტომებს ასრულებენ ტანმოვარჯიშეები, აკრობატები და სხვ .
ბაულ-ი [იტალ. Baule] – პატარა მრგვალი და მოგრძო საგზაო ზანდუკი, ჩემოდანი ან
ფანერის კოლოფი.

ბაქარა [ფრანგ. Baccara] – ბანქოს ერთგვარი ძველებური თამაში.

ბაქტერიებ-ი [ბერძ. Bakteria ჩხირი] – ერთუჯრედიანი მიკროსკოპული ორგანიზმები.

ბაქტერიემია [ბაქტერია და ბერძ. haima სისხლი] – (მედიც.). ბაქტერიების შეღწევა


სისხლში; ზოგჯერ მძიმე დაავადებას იწვევს.

ბაქტერიზება - ბაქტერიებით მოქმედება (რძეზე, ნიადაგზე, ტორფზე).

ბაქტერიოზ-ი - მცენარეთა ისეთი დაავადება, რომელსაც ბაქტერიები იწვევენ.

ბაქტერიოლიზ-ი [ბაქტერია და ბერძ. lysis გახსნა] – ბაქტერიების გახსნა, დაშლა


იმუნურ ორგანიზმში.

ბაქტერიოლოგ-ი - ბაქტერიოლოგიის სპეციალისტი.

ბაქტერიოლოგია [ბაქტერია და ბერძ. logos მოძღვრება] – მეცნიერება, რომელიც


ბაქტერიებს სწავლობს.

ბაქტერიოსკოპია - ბაქტერიების კვლევა მიკროსკოპის მეშვეობით.

ბაქტერიოფაგ-ი [ბაქტერია და ბერძ. phagos მჭამელი, შთანმთქმელი] – ნივთიერება,


რომელსაც შეუძლია დაშალოს და მოსპოს ბაქტერიები.

ბაქტერიურია [(იხ. ბაქტერიები) და ბერძ. uron შარდი] – ბაქტერიების შარდთან


ერთად გამოყოფა.

ბაქტერიციდ-ი [ბაქტერია და ლათ. caedo ვკლავ] – ნივთიერება, რომელიც ხოცავს


ბაქტერიებს.

ბაქტრიან-ი [თურქ.] – ორკუზიანი აქლემი.

ბაქშტაგ-ი [ჰოლანდ.] – (ზღვ.).1. მოძრავი ხომალდის ერთ-ერთი მდგომარეობა


ქარის მიმართ. 2. გემსართავი (თოკი, ტროსი), რომლითაც მაგრდება ანძები, საკვამლე
მილები და სხვ.

ბაქშტაინ-ი [გერმ. Backstein აგური] – ერთგვარი ყველი.

ბაშიბუზუკ-ი [თურქ. Basibuzuk თავაწყვეტილი] – 1. (ისტ.). ოსმალთა არარეგულარული


ქვეითი ან ცხენოსანი ჯარის მოლაშქრე მე-18 - 19 სს. 2. (მოძვ., გადატ.). ყაჩაღი, ავაზაკი.

ბაცილა [ლათ. Bacillum ჩხირი] – ჩხირისებრი ბაქტერია.

ბახუს-ი [ლათ. Bacchus < ბერძ.] – რომაულ მითოლოგიაში: ღვინის, დროს ტარების,
მხიარულების ღმერთი (ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება დიონისე).

ბეგ-ი [თურქ.] – თურქეთში და აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანაში: მემამულე, ფეოდალი;


ბატონი („ბატონის» მნიშვნელობით იხმარება სახელის შემდეგ; მაგ., დავით-ბეგი).
ბეგონია [< საკუთ. სახ.] – ტროპიკული ან სუბტროპიკული მცენარე; აქვს ლამაზი
ფოთლები და ყვავილები; იყენებენ როგორც დეკორატიულ მცენარეს.

ბედეკერ-ი - ცნობარი მოგზაურთათვის, ტურისტებისათვის; მასში აღწერილია ამა თუ


იმ ადგილის ღირსშესანიშნაობანი [გერმანელი გამომცემლის Bაედეცკერ -ის გვარის
მიხედვით, რომელიც გამოსცემდა სხვადასხვა ქვეყნის ცნობარებს ] –.

ბედლამ-ი [ინგლ. Bedlam (სულით ავადმყოფთა სახლის სახელწოდება ლონდონში)]


– საგიჟეთი; არეულ-დარეულობა, ქაოსი.

ბედლენდ-ი [ინგლ. Bad lands ცუდი მიწები] – ძლიერ დასერილი დაბალმთიანი


რელიეფი, ძნელად სავალი და მიწათმოქმედებისათვის გამოუყენებელი.

ბედუინ-ი [არაბ. Badawin] – მომთაბარე არაბი.

ბევსტროგანოვ-ი [ფრანგ. Beuf ძროხის ხორცი და გვარი sტროგანოვი] – ხორცის


წვრილი ნაჭრებისაგან მომზადებული სოუსიანი საჭმელი.

ბეზე [< ფრანგ. Baiser კოცნა] – ათქვეფილი ცილისა და შაქრისაგან დამზადებული


მსუბუქი ნამცხვარი.

ბეზმენ-ი [< რუს. Безмен] – ხელის ზამბარიანი ან ბერკეტიანი სასწორი, რომელზედაც


ჰკიდებენ ასაწონ საგანს; ცალსასწორი.

ბეი - იგივეა, რაც ბეგი.

ბეიდევინდ-ი [ჰოლანდ. Bij de wind] – (ზღვ.). იალქნიანი გემის კურსი, რომლის


დროსაც გემის სიგრძივ ღერძსა და ქარის მიმართულების ხაზს შორის კუთხე 900-ზე
ნაკლებია.

ბეისბოლ-ი [ინგლ. Baseball] – ბურთის სპორტული თამაში ჩოგნით ცხრა-ცხრა


კაცისაგან შემდგარ ორ გუნდს შორის; გავრცელებულია უმთავრესად ამერიკის
შეერთებულ შტატებსა და ინგლისში; ბაზბურთი.

ბეკ-ი [ინგლ. Back] – (მოძვ., სპორტ.). მცველი (ფეხბურთში, ჰოკეიში).

ბეკარ-ი [ფრანგ. Bécarre] – (მუს.). სანოტო ნიშანი, რომელიც აუქმებს წინა დიეზს ან
ბემოლს და აღადგენს ნოტის პირვანდელ სიმაღლეს.

ბეკას-ი [ფრანგ. Bécasse] – ჭაობის ფრინველი; აქვს გრძელი და სწორი ნისკარტი;


ჩიბუხა.

ბეკეშა [უნგრ. Bekes] – მამაკაცის ძველებური პალტო, წელში ნაოჭასხმული და უკან


გაჭრილი.

ბეკონ-ი [ინგლ. Bacon] – საგანგებოდ გამოყვანილი, დამარილებული ან შებოლილი


ღორის ხორცი.

ბეკჰენდ-ი [ინგლ. Back-hand] – (სპორტ.). ჩოგბურთში: დარტყმა მარცხნიდან ისე, რომ


მარჯვენა ხელისგული მიმართულია უკან, ხოლო ხელის ზურგი - წინ (შდრ. ფორჰენდი).
ბელ-ი - ელექტროტექნიკაში, რადიოტექნიკაში, აკუსტიკაში: ენერგიათა და
სიმძლავრეთა მიმართებების გასაზომი ლოგარითმული ერთეული; პრაქტიკაში
ჩვეულებრივ იყენებენ ბელის მეათედებს (დეციბელებს) [ინგლისელი გამომგონებლის
Bელლ-ის (1847-1922) სახელის მიხედვით] –.

ბელადონა [იტალ. Belladonna] – შხამიანი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე; მის


ფოთლებსა და ფესვებს ფართოდ იყენებენ მედიცინაში (ტკივილების გასაყუჩებელ
საშუალებად და სხვ.); შმაგა.

ბელემნიტებ-ი [< ბერძ. Belemnon ისარი] – ზღვის გადაშენებული მოლუსკები;


განსაკუთრებით ფართოდ იყვნენ გავრცელებული ცარცულ ნალექებში.

ბელეროფონტ-ი [ბერძ. Bellerophontes] – ბერძნულ მითოლოგიაში: ერთ-ერთი გმირი;


მან მოკლა ურჩხული ქიმერა, რომელსაც ებრძოდა პეგასზე ამხედრებული.

ბელეტაჟ-ი [ფრანგ. Bel კარგი, ლამაზი და étage სართული] – 1. მეორე სართული,


რომელზედაც შედარებით მაღალი ოთახები და დარბაზებია. 2. თეატრში: პირველი
იარუსი ამფითეატრსა და ბენუარს ზევით.

ბელეტრისტ-ი - ბელეტრისტულ ნაწარმოებთა ავტორი; პროზაიკოსი.

ბელეტრისტიკა [ფრანგ.< Belles-ლეტტრეს სიტყვაკაზმული მწერლობა] – მხატვრული


თხრობითი ლიტერატურა (მოთხრობები, რომანები).

ბელვედერ-ი [იტალ. Belvedere] – (არქიტ.). 1. სახლზე ან რაიმე მაღლობზე აგებული


კოშკი, საიდანაც იშლება მიდამო, ხედი. 2. ზოგიერთი სასახლის სახელწოდება (მაგ.,
ვატიკანის ერთ-ერთი სასახლისა, სადაც ინახება აპოლონის განთქმული ქანდაკება :
„აპოლონ ბელვედერელი»).

ბელზებელ-ი და ბელზეულ-ი [ბერძ. Beelsebul < ებრ.] – 1. (მითოლ.). ძველი


ფინიკიელების ღვთაება. 2. ქრისტიანულ რელიგიაში: ავი სული, ეშმაკი.

ბელკანტო [იტალ. Bel canto მშვენიერი სიმღერა] – (მუს.). სიმღერის შესრულების


ტრადიციული იტალიური მანერა; დამახასიათებელია ხმის ყველა რეგისტრის
თავისუფლად ფლობა, ბგერის სიმსუბუქე და სილამაზე.

ბემოლ-ი [იტალ. Bemolle] – (მუს.). 1. ბგერის ნახევარტონით დადაბლების ნიშანი. 2.


ნოტის სახელწოდების შემდეგ ნიშნავს: ნახევარტონით დაბლა. მაგ., სი ბემოლი.

ბენგალურ-ი ცეცხლი [< გეოგრ. სახ.] – პიროტექნიკური ნარევი, რომელიც იწვის


კაშკაშა (თეთრი ან ფერადი) ალით.

ბენედიქტინ-ი [ფრანგ. Bénédictine] – ერთგვარი ლიქიორი (პირველად, ამზადებდნენ


ბენედიქტელი ბერები საფრანგეთში).

ბენედიქტელებ-ი - კათოლიკე ბერების უძველესი ორდენი, რომელიც მე-6 ს.


იტალიაში დააარსა ბენედიქტე ნურსიელმა.

ბენეფის-ი [ფრანგ. Bénéfice მოგება, სარგებლობა] – წარმოდგენა, გამართული მისი


ერთ-ერთი მონაწილე მსახიობის პატივსაცემად.
ბენეფიციანტ-ი - მსახიობი, რომელსაც ბენეფისს უმართავენ.

ბენეფიციუმ-ი [ლათ. Beneficum წყალობა] – 1. ადრინდელ შუა საუკუნეებში დასავლეთ


ევროპაში: მიწათმფლობელობის ერთ-ერთი ფორმა; მეფისაგან ან ფეოდალისაგან
ნაწყალობევი მიწა გარკვეული (ჩვეულებრივ, სამხედრო) სამსახურისათვის. 2.
კათოლიკურ ეკლესიაში: საეკლესიო თანამდებობა და ამასთან დაკავშირებული
შემოსავალი.

ბენზინ-ი [ინგლ. Benzine] – უფერული საწვავი სითხე, ადვილად აალებადი; იღებენ


ნავთობის გამოხდით.

ბენზოლ-ი [ფრანგ. Benzol] – უფერული საწვავი სითხე,რომელსაც იღებენ


ქვანახშირის ან ნავთობის გამოხდით; იყენებენ საღებრების, ფეთქებადი ნივთიერებების,
წამლების და სხვ. წარმოებაში.

ბენთალ-ი [< ბერძ. Benthos სიღრმე] – ( ბიოლ.). ზღვების, ტბების, ფსკერი როგორც
ორგანიზმების საცხოვრებელი გარემო (საპირისპ. პელაგიალი).

ბენთოს-ი [ბერძ. Benthos სიღრმე] – (ბიოლ.). ზღვების, ტბებისა და მისთ. ფსკერზე


მცხოვრები ორგანიზმების ერთობლიობა (შდრ. პელაგიური ორგანიზმები).

ბენტონიტ-ი [ინგლ. Bentonite < გეოგრ. სახ.] – სათეთრებელი თიხა; იყენებენ ბენზინის,
ნავთის, ზეთების და მისთანათა გასაწმენდად.

ბენუარ-ი [ფრანგ. Baignoire] – თეატრში: ქვედა იარუსის ლოჟები პარტერის დონეზე.

ბეჟ-ი [ფრანგ. Beige] – ბაცი ყავისფერი; ჩალისფერი.

ბერბერინ-ი [ფრანგ. Berberine] – ალკალოიდი, რომელსაც შეიცავს ბევრი მცენარე,


განსაკუთრებით კოწახურის (ლათ.-ად Bერბერის) ფესვის ქერქი; გამოყენება აქვს
მედიცინაში; სამრეწველო მიზნებისათვის იღებენ სინთეზურადაც.

ბერგამასკა [იტალ. Bergamasca < გეოგრ. სახ.] – ძველებური ცეკვა ერთგვარი;


იტალიური წარმოშობისა.

ბერგამოტ-ი [იტალ. Bergamotta] – 1. ერთგვარი წვნიანი მსხლის ჯიში. 2. ციტრუსოვანი


ხე, რომლის ნაყოფის ქერქი შეიცავს ზეთს; ამ ზეთს დიდი გამოყენება აქვს
პარფიუმერიასა და საკონდიტრო საქმეში.

ბერგ-კოლეგია [გერმ. Berg მთა და (იხ. კოლეგია)] – რუსეთში: სამთო საქმის


მთავარი სამმართველო, რომელიც შექმნა პეტრე I-მა; გაუქმდა 1807 წ.

ბერგლერი [ინგლ. Burglary] – ამერიკის შეერთებულ შტატებში: გაქურდვა გატეხით.

ბერგშლაგ-ი [გერმ. Bergschlag] – ქანების ნატეხების უეცარი ასხლტომა ჭახანით


(„ქანების გამოსროლა») ღრმა გვირაბის კედლებიდან.

ბერდანა [< საკუთ. სახ.] – ძველებური ერთსატენიანი შაშხანა.

ბერეიტორ-ი [გერმ. Bereiter] – ცხენების გამხედნი; ცხენოსნობის მასწავლებელი.


ბერეტ-ი [ფრანგ. Béret] – მრგვალი რბილი ქუდი, რომელსაც წინაფრა (ფარფლი)
არა აქვს.

ბერთოლე-ს მარილი - ქლოროვანმჟავე კალიუმის (თეთრი კრისტალური ფხვნილის)


ძველი სახელწოდება; ფხვნილს იყენებენ მედიცინასა და ტექნიკაში (სინონ.
კალიუმქლორატი).

ბერთოლიდებ-ი - ცვალებადი შედგენილობის ქიმიური ნაერთები [ფრანგი


ქიმიკოსის Bერტჰოლლეტ-ს (1748-1822 წწ.) გვარის მიხედვით] –.

ბერი-ბერი [სინჰალ. Beriberi < Beri - სისუსტე] – დაავადება (ავიტამინოზი), რომელიც


ემართებათ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად: გამოწვეულია საკვებში ვიტამინ
B1-ს არარსებობით.

ბერილ-ი [ბერძ. Berillos] – 1. სილიკატების ჯგუფის მინერალი, რომლისგანაც იღებენ


ბერილიუმს. 2. სხვადასხვა ფერის გამჭვირვალე ძვირფასი თვალი (ბივრილი, აკვამარინი,
ზურმუხტი და სხვ.).

ბერილიუმ-ი - ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო ლითონი, მეტად მსუბუქი და


მაგარი; იყენებენ ზოგი შენადნობის შემადგენელ ნაწილად და სხვ.

ბერკელიუმ-ი და ბერკლიუმ-ი - რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი, რომელიც


მიეკუთვნება აქტინიდებს; მიღებულია ხელოვნურად 1950 წ. (აღმოჩენის ადგილის - ქ.
ბერკლის (Bერკელეყ, ამერიკის შეერთებულ შტატებში) - სახელის მიხედვით] –.

ბერსალიერ-ი [იტალ. Bersagliere] – იტალიის არმიის საუკეთესო ქვეითი ნაწილების


ჯარისკაცი.

ბერსეზ-ი [ფრანგ. Beereuse] – (მუს.). იავნანა (ვოკალური ან ინსტრუმენტული


ნაწარმოები.

ბერტოლე-ს მარილი - იხ. ბერთოლეს მარილი.

ბერქშირ-ი [ინგლ. Berkshire < გეოგრ. სახ.] – ინგლისური ჯიშის ღორი, რომელიც
სწრაფად სუქდება.

ბესემერება და ბესემერის პროცესი - [< საკუთ. სახ.] – (ტექ.). თხევადი თუჯის სხმულ
ფოლადად გადამუშავების პროცესი შეკუმშული ჰაერის გატარებით (გაქრევით).

ბესთ-ი [სპარს. Best] – ირანში: ძველ ადათზე დაფუძნებული ხელუხლებლობა


თავშესაფრისა (მაგ., მეჩეთისა, უცხო ქვეყნის საელჩოსი); ხელისუფლებს არ შეუძლიათ
ძალით გამოიყვანონ ასეთ ადგილას თავშეფარებული დევნილი.

ბესტიარიუმ-ი [ლათ. Bestiarium < Bestia მხეცი] – შუა საუკუნეებში: ლიტერატურული


ნაწარმოები, რომელიც შეიცავს მხეცების აღწერას ალეგორიული განმარტებებით .

ბესტსელერ-ი [ინგლ. Bestseller] – კაპიტალისტურ ქვეყნებში: წიგნი, რომელიც


ყველაზე ადვილად იყიდება.

ბეტა [ბერძ. Beta] – ბერძნული ანბანის მეორე ასოს B -ს სახელწოდება. ბეტასხივები -


(ფიზ.). ელექტრონების ნაკადი, რომელსაც გამოასხივებენ რადიოაქტიური ნივთიერებანი .
ბეტაინ-ი [< ლათ. Beta ჭარხალი] – ორგანული აზოტოვანი ნივთიერება, რომელსაც
შეიცავს შაქრის ჭარხალი და ბევრი სხვა მცენარე.

ბეტატრონ-ი - (ფიზ.). ელექტრონების (ბეტა-ნაწილაკების) ელექტრომაგნიტური


ამჩქარებელი; მისი საშუალებით იღებენ ელექტრონებს, რომლებიც მოძრაობენ ასეულ
მილიონობით ელექტრონვოლტის სიჩქარით.

ბეტელ-ი [პორტუგ. Betel] – ტროპიკულ აზიაში გავრცელებული ხვიარა ბუჩქოვანი


მცენარე, რომლის ცხარე და სურნელოვან ფოთლებს ღეჭავენ; საღეჭი პილპილი.

ბეტონ-ი [ფრანგ. Béton] – საშენი მასალა - ცემენტის დუღაბში არეული ღორღი, ხრეში
და სხვ., რომელიც გაშრობისთანავე ძალიან მყარი ხდება.

ბეტონიერ-ი [ფრანგ. Bétonniere] – მანქანა, რომელიც მექანიკურად ურევს


ერთმანეთში ბეტონის შემადგენელ ნაწილებს: ცემენტს, წყალს, ღორღს და სხვ.;
ბეტონსარევი.

ბეტონიტ-ი - ბეტონისაგან გაკეთებული ხელოვნური ქვა.

ბეფსტროგანოვ-ი - იხ. ბევსტროგანოვი.

ბეშამელ-ი [ფრანგ.Béchamel < საკუთ. სახ.] – სქელი საწებელი ერთგვარი.

ბეშმეთ-ი [თათრ. Besmet] – მამაკაცის ტანისამოსი, გულმკერდსა და წელზე


შემოჭერილი, სწვდება მუხლებამდე; გავრცელებულია აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანასა და
კავკასიის ზოგ ხალხში.

ბეჰემოთ-ი [ძვ. ებრ. Behemoth] – დიდი ტანის სქელტყავიანი ძუძუმწოვარი ცხოველი;


ცხოვრობს ტროპიკული აფრიკის მტკნარ წყლებში; იკვებება ბალახით; ჰიპოპოტამი.

ბი- [< ლათ. Bis ორჯერ] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; მთელ
რიგ ტერმინებში აღნიშნავს მომდევნო სიტყვის შინაარსის გაორმაგებას . მაგ .,
ბიკვადრატული. ბიმეტალიზმი. ბიპლანი.

ბიათლონ-ი [ლათ. Bi(s) ორჯერ და ბერძ. ასპარეზობა] – სათხილამურო სპორტში:


თანამედროვე ორჭიდი - ერთდროული ასპარეზობა 20 კმ-ზე რბენასა და შაშხანით
სროლაში.

ბიანდრია [ლათ. Bis ორჯერ და ბერძ. Ander (Andros) ქმარი] – ორქმრიანობა.

ბიატლონ-ი - (უმართებ.). იხ. ბიათლონი.

ბიბლეისტიკა - ბიბლიის შემსწავლელი მეცნიერება.

ბიბლია [ბერძ. Biblia (მრ. სიტყვისა Biblion წიგნი)] – ებრაელთა და ქრისტიანთა


„საღმრთო წიგნების» (ძველი მითების, თქმულებების, ლოცვებისა და სხვ.) კრებული.

ბიბლიოგრაფ-ი - ბიბლიოგრაფიის სპეციალისტი.

ბიბლიოგრაფია [ბერძ. Biblion წიგნი და grapho ვწერ] – 1. მეცნიერული


სისტემატიზებული აღნუსხვა და აღწერა წიგნებისა და სხვა გამოცემებისა. 2. ცოდნის
დარგი ასეთი აღწერა-აღნუსხვის შედგენის ხერხთა და მეთოდთა შესახებ. 3. რაიმე
საგნის, საკითხის შესახებ არსებული ლიტერატურის სია. 4. პერიოდულ გამოცემებში :
განყოფილება, რომელშიც ქვეყნდება მოკლე მიმოხილვა ახლად გამოსული წიგნებისა .

ბიბლიოგრაფიულ-ი - ბიბლიოგრაფიასთან დაკავშირებული. ბიბლიოგრაფიული


იშვიათობა - იტყვიან იშვიათ წიგნზე, გამოცემაზე.

ბიბლიოთეკა [ბერძ. Bibliotheke] – 1. დაწესებულება, სადაც თავმოყრილია წიგნები,


ჟურნალ-გაზეთები და მისთ. მკითხველთათვის; ინახება; წიგნსაცავი. 2. ვისიმე კუთვნილ
წიგნთა ერთობლიობა. 3. წიგნების სერია, გაერთიანებული რაიმე ნიშნის მიხედვით და
გამოცემული ერთნაირად. მაგ., კოლმეურნის ბიბლიოთეკა. „ნიანგის» ბიბილიოთეკა.

ბიბლიოთეკარ-ი - ბიბლიოთეკის მუშაკი.

ბიბლიოთეკურ-ი ხელი - ზედმიწევნით გარკვეული, ბეჭდურს მიმსგავსებული ხელი


(ნაწერი).

ბიბლიოლოგია [ბერძ. Biblio წიგნი და logos მოძღვრება] – 1. მეცნიერება, რომელიც


სწავლობს წიგნის ისტორიას, თეორიას და სხვ.; წიგნთმცოდნეობა. 2. ფილოლოგიური
დისციპლინა, რომელიც სწავლობს ბიბლიას.

ბიბლიომან-ი - ძვირფასი, იშვიათი წიგნების შეგროვებით გატაცებული ადამიანი.

ბიბლიომანია [ბერძ. Biblion წიგნი და mania მისწრაფება; სიგიჟე] – ძვირფასი,


იშვიათი წიგნების შეგროვებით გატაცება.

ბიბლიოტაფ-ი [ბერძ. Biblion წიგნი და taphos საფლავი] – ხუმრობით უწოდებენ ისეთ


ადამიანს, რომელსაც ბიბლიოთეკა აქვს და სხვებს არ აძლევს უფლებას ისარგებლონ
მისი წიგნებით; „წიგნების დამმარხველი», „წიგნების მესაფლავე».

ბიბლიოფილ-ი [ბერძ. Biblion წიგნი და phileo მიყვარს] – წიგნების მოყვარული;


ძვირფასი წიგნების შემგროვებელი.

ბიგამია [ლათ. Bis ორჯერ და ბერძ. gamos ქორწინება] – ორცოლიანობა ან


ორქმრიანობა.

ბიგუდი [ფრანგ. Bigoudi] – თმის დასახვევი პატარა ჩალიჩი ან მილაკი (ტყავისა,


ქსოვილისა და სხვ.); პაპილოტი.

ბიდე [ფრანგ. Bidet] – ჭურჭელი, ბაკანი სხეულის ზოგიერთი ნაწილის ჩასაბანად.

ბიდერმაიერ-ი [< საკუთ. სახ.] – მიმართულება გერმანიისა და ავსტრიის


ხელოვნებაში მე-19 საუკ. პირველ ნახევარში; ოფიციალური აკადემიური ხელოვნებისაგან
განსხვავებით ასახავდა ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას, ბუნებას.

ბიდონ-ი [ფრანგ. Bidon] – თავსახურიანი ლითონის ჭურჭელი სითხეებისათვის.

ბიდონვილ-ი [ფრანგ. Bidonville] –: ბიდონვილები - ქოხმახები, ბარაკები


(კაპიტალისტური ქვეყნების ქალაქთა გარეუბნებში), რომლებშიც ღარიბ-ღატაკნი
ცხოვრობენ.
ბიენალე [< ფრანგ. Biennale (მდედრ.) ორწლიანი] – საერთაშორისო გამოფენა ან
ფესტივალი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება (შდრ. კვადრიენალე,
ტრიენალე).

ბიეფ-ი [ფრანგ. Bief] – მდინარის მონაკვეთი ორ მეზობელ კაშხალს შორის ან არხის


მონაკვეთი ორ რაბს შორის.

ბივაკ-ი - იხ. ბივუაკი.

ბივრილ-ი [ბერძ. Beryllos] – ცისფერი ძვირფასი ქვა; ბერილი, ბივრიტი.

ბივუაკ-ი [ფრანგ. Bivouac] – ღამის გასათევად ან დასასვენებლად გაშლილი ბანაკი


(ჯარისა, ალპინისტებისა და სხვ.).

ბივშტექს-ი [ინგლ. Beefsteaks (მრ.).] – ძროხის ხორცის დაბეგვილი და შემწვარი


ნაჭერი.

ბიზან-ი [ჰოლანდ. Bezaan] – (ზღვ.). 1. იალქნიანი ნავის უკანა ანძა (ბიზან-ანძა). 2.


ქვედა ირიბი იალქანი ბიზან-ანძაზე.

ბიზანტინისტ-ი - ბიზანტინისტიკის (ბიზანტინოლოგიის) სპეციალისტი.

ბიზანტინისტიკა - იგივეა, რაც ბიზანტინოლოგია.

ბიზანტინოლოგ-ი - ბიზანტინოლოგიის სპეციალისტი.

ბიზანტინოლოგია - ბიზანტიის ისტორიის, ლიტერატურისა და კულტურის


შემსწავლელ მეცნიერებათა ერთობლიობა.

ბიზნეს-ი [ინგლ. Business] – კაპიტალისტურ ქვეყნებში: საქმიანობა, როგორც პირადი


გამდიდრების წყარო; საქმოსნობა.

ბიზნესმენ-ი [ინგლ. Businessman] – კაპიტალისტურ ქვეყნებში: პირი, რომელიც ბიზნესს


მისდევს; საქმოსანი.

ბიზონ-ი [ლათ. Bison] – გარეული ხარი; გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში.

ბითუმ-ი - (უმართებ.). იხ. ბიტუმი.

ბიკარბონატ-ი [ლათ. Bis ორჯერ და Carbonat ნახშირი] – (ქიმ.). ორნახშირმჟავა


მარილი (მაგ., ნატრიუმისა, კალციუმისა); იყენებენ ტექნიკაში, მედიცინასა და სხვ.

ბიკვადრატულ-ი განტოლება - (მათემ.). მეოთხე ხარისხის განტოლების კერძო


შემთხვევა.

ბიკინი [ინგლ. Bikini < გეოგრ. სახ.] – ქალის ორნაწილიანი საბანაო კოსტიუმი,
რომელიც ოდნავ ფარავს სხეულის ზოგიერთ ნაწილს.

ბიკფორდი-ის ზონარი [< საკუთ. სახ.] – ცეცხლგამტარი ზონარი - ნელწვადი პატრუქი,


რომელშიც მოთავსებულია დენთი; იყენებენ სხვადასხვა ფეთქებადი ნივთიერების
ასაფეთქებლად.
ბილ-ი [ინგლ. Bill] – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისსა და სხვა
ინგლისურენოვან ქვეყნებში: საკანონმდებლო ორგანოებში შეტანილი კანონპროექტი ,
აგრეთვე ზოგი კონსტიტუციური აქტის სახელწოდება (მაგ., უფლებათა ბ.).

ბილაბიალურ-ი [ლათ. Bis ორჯერ და labialis ბაგისა, ბაგისმიერი] – (ლინგვ.). ისეთი


ბგერა, რომელიც წარმოითქმება ბაგეების მონაწილეობით; წყვილბაგისმიერი
(ქართულში ასეთი ბგერებია: ბ, პ, ფ, მ).

ბილატერალურ-ი [ლათ. Bis ორჯერ და lateralis გვერდითი] – ორმხრივი.

ბილბოკე [ფრანგ. Bilboquet] – 1. სათამაშო - ჯოხზე ზონრით მიბმული ბურთი,


რომელსაც ისვრიან და იჭერენ ჯოხის წვერით ან მის მეორე ბოლოზე დამაგრებული
ჯამით. 2. საოქრომჭედლო იარაღი, რომლითაც ავარაყებენ, ოქროთი ფერავენ რასმე.

ბილდაპარატ-ი [გერმ. Bildapparat] – ფოტოტელეგრაფის აპარატი.

ბილეთ-ი [ფრანგ. Billet] – 1. პატარა ფურცელი ან ბარათი, რომელიც იძლევა სადმე


შესვლის, რამეთი მგზავრობის, რისამე მიღების უფლებას. 2. საბუთი (ჩვეულებრივ, პატარა
წიგნაკი), რომელიც ადასტურებს, რომ მისი მფლობელი არის რაიმე ორგანიზაციის ,
პარტიის წევრი, აკისრია რაიმე ვალდებულება. მაგ., პარტიული ბილეთი. სამხედრო
ბილეთი. სტუდენტის ბილეთი. 3. ბარათი, რომელზედაც ჩამოწერილია შეკითხვები
გამოსაცდელისათვის. საკრედიტო ბილეთი ან სახაზინო ბილეთი - ქაღალდის ფულის
ნიშანი.

ბილიარდ-ი [ფრანგ. Billard] – 1. თამაში სპეციალურ მაგიდაზე ბურთებითა და


ჯოხებით (კიებით). 2. ამ თამაშისათვის საჭირო მაუდგადაკრული მაგიდა, რომელსაც აქვს
ბორტები და ბადიანი ხვრეტილები (ლუზები) ბურთების ჩასაყრელად.

ბილინგვა [ლათ. Bilingua] – (ფილოლ.). ორენოვანი (ორ ენაზე შედგენილი) ტექსტი.

ბილინგვიზმ-ი - ერთი და იმავე ინდივიდის ან ენობრივი კოლექტივის მიერ ორი ენის


დაუფლება და გამოყენება; ორენოვნება.

ბილიონ-ი [ფრანგ. Billion] – ფრანგულ, რუსულ და ამერიკულ საანგარიშო სისტემაში:


ათასი მილიონი (მილიარდი); გერმანულ და ინგლისურ სისტემაში: მილიონჯერ მილიონი
(ათასი მილიარდი).

ბილირუბინ-ი [ლათ. Bilis ნაღველი და ruber წითელი] – (ფიზიოლ.). ნაღვლის ერთ-


ერთი პიგმენტი (საღებავი ნივთიერება).

ბილონ-ი [ფრანგ. Billon] – 1. არასრულფასოვანი ხურდა ფული. 2. მდარე ხარისხის


ვერცხლი, რომლისგანაც ხურდა ფულს ჭრიან.

ბილჰარციოზ-ი - საშარდე გზებისა და ნაწლავების დაავადება ერთგვარი


[გერმანელი ექიმის თ. ბილჰარცის გვარის მიხედვით, რომელმაც 1851 წ. აღმოაჩინა
დაავადების გამომწვევი] –.

ბიმეტალ-ი [ლათ. Bis ორჯერ და metallum ლითონი] – (ტექ.). ფირფიტა, ფურცელი,


მავთული ან სხვა ნაწარმი, რომელიც შედგება სხვადასხვაგვარი ლითონის ორი
ფენისაგან.
ბიმეტალიზმ-ი - ფულის სისტემა, რომლის დროსაც გადასახდელ საშუალებად
იყენებენ ორ ლითონს: ოქროსა და ვერცხლს.

ბიმს-ი [ინგლ. Beams (მრ.)] – (ზღვ.). გემის განივი კოჭი, რომელიც ბორტებს აერთებს
და ამავე დროს წარმოადგენს გემბანის ფუძეს.

ბიმტრალ-ი [ინგლ. Beam კოჭი, ძელი და (იხ. ტრალი)] – ტომრისებური ბადე ფსკერის
თევზის საჭერად იალქნიანი სარეწაო გემებიდან; წარმოადგენს თანამედროვე ტრალის
პროტოტიპს.

ბინარულ-ი [ფრანგ. Binaire] – 1. ორი ნაწილისაგან შემდგარი; ორმაგი, ორფა. 2.


(მათემ.). ორობითი. მაგ., ბინარული თვლა. ბინარული თარგმანი - თარგმანი უშუალოდ
ერთი ენიდან მეორეზე.

ბინაურულ-ი ეფექტი [ლათ. Bini წყვილი და auris ყური] – ადამიანისა და ცხოველის


უნარი - განსაზღვროს ბგერის წყაროს მდგომარეობა, რაც ორი ყურის არსებობითაა
განპირობებული; აიხსნება იმით, რომ ბგერა ორივე ყურთან მიდის არაერთდროულად და
არა ერთი და იმავე ძალით.

ბინგო [ინგლ. Bingo] – დასავლეთ ევროპის ქვეყნებში: ლოტოს მსგავსი


პოპულარული აზარტული თამაში.

ბინოკლ-ი [ფრანგ. Binocle] – ხელში დასაჭერი ორმილიანი ოპტიკური ხელსაწყო


შორი საგნების კარგად დასანახავად; დურბინდი.

ბინოკულარულ-ი [ფრანგ. Binoculaire] –: ბინოკულარული მხედველობა - ორი


თვალით (ე. ი. ჩვეულებრივი) მხედველობა. ბინოკულარული მიკროსკოპი - მიკროსკოპი -
მიკროსკოპი, რომელსაც აქვს ორი ოკულარი მარჯვენა და მარცხენა თვალისათვის .

ბინომ-ი [ლათ. Bis ორჯერ და ბერძ. nomos ნაწილი, წევრი] – (მათემ.). ორი
ალგებრული გამოსახულების (წევრის) ჯამი ან სხვაობა; ორწევრი (შდრ. მონომი,
პოლინომი).

ბინორმალ-ი [ლათ. Bis ორჯერ და normalis სწორხაზოვანი] – (მათემ.). მრუდის ერთ-


ერთი ნორმალი, რომელიც პერპენდიკულარულია მისი (მრუდის) მთავარი ნორმალისა .

ბიო- [< ბერძ. Bios სიცოცხლე] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი;
აღნიშნავს: 1) სიცოცხლესთან, სიცოცხლის პროცესთან დაკავშირებულს. მაგ., ბიოლოგია.
ბიოგრაფია. 2) ბიოლოგიურს. მაგ., ბიოსადგური.

ბიობიბლიოგრაფია [ბერძ. Bios სიცოცხლე და (იხ. ბიბლიოგრაფია)] –


ბიბლიოგრაფიის სახეობა, რომელშიც წარმოდგენილია გამოქვეყნებულ ნაწარმოებთა
შესახებ ინფორმაციასთან ერთად მათი ავტორების ბიოგრაფიული მონაცემები და
მათდამი მიძღვნილი ლიტერატურის შესახებ ცნობები (სხვანაირად: პერსონალური
ბიბლიოგრაფია).

ბიოგენეტიკურ-ი კანონი [ბერძ. Bios სიცოცხლე და genetikos დაბადებასთან,


წარმოშობასთან დაკავშირებული] – ბიოლოგიური კანონზომიერება, რომლის
მიხედვითაც ცოცხალი ორგანიზმები თავიანთი ინდივიდუალური (განსაკუთრებით
ჩანასახობრივი) განვითარების მანძილზე იმეორებენ წინაპართა ფორმების
განვითარების ყველა უმთავრეს ეტაპს.

ბიოგეოგრაფია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს დედამიწაზე ცხოველებისა და


მცენარეების გავრცელება-განაწილებას.

ბიოგეოსფერო [ბერძ. Bios სიცოცხლე, ge დედამიწა და (იხ. სფერო)] – დედამიწის


გარსი, რომელშიც თავმოყრილია პლანეტის ცოცხალი ორგანიზმები; მდებარეობს
ატმოსფეროსთან დედამიწის ქერქის შეხების ზონასა და ჰიდროსფეროს ზედა ნაწილში.

ბიოგეოქიმია - გეოქიმიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ბიოსფეროში


ორგანიზმების მონაწილეობით მიმდინარე გეოქიმიურ პროცესებს.

ბიოგეოცენოზ-ი [ბერძ. Bios სიცოცხლე, ge დედამიწა და კოინოს საერთო] –


ურთიერთგანპირობებული კომპლექსი დედამიწის ზედაპირის გარკვეულ მონაკვეთზე
არსებული ცოცხალი და არაცოცხალი კომპონენტებისა, რომლებიც ერთმანეთთან
დაკავშირებული არიან ნივთიერებათა და ენერგიის ცვლით.

ბიოგრაფ-ი - ვისიმე ბიოგრაფიის შემდგენი.

ბიოგრაფია [ბერძ. Bios - სიცოცხლე, ცხოვრება და grapho - ვწერ] – ვისიმე ცხოვრებისა


და მოღვაწეობის აღწერა; ვისიმე ცხოვრება, ცხოვრების გზა.

-ბიოზ-ი [ბერძ. Biosis < ბიოს სიცოცხლე] – რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი
ნაწილი; აღნიშნავს სიცოცხლესთან, სასიცოცხლო პროცესებთან დაკავშირებულს . მაგ .,
ანაბიოზი. ნეკრობიოზი.

ბიოკოროზია [ბერძ. Bios სიცოცხლე და (იხ. კოროზია)] – ლითონების კოროზია,


რომელიც გამოწვეულია მიკროორგანიზმების მიერ გამოყოფილი პროდუქტების
მონაწილეობით.

ბიოლით-ი [ბერძ. Bios სიცოცხლე და lithos ქვა] – (გეოლ.). მინერალი ან ქანი,


რომელიც წარმოქმნილია ორგანიზმების ცხოველქმედობის შედეგად (მაგ., ნახშირი,
კირქვა, ცარცი, ფიქალი).

ბიოლოგ-ი - ბიოლოგიის სპეციალისტი.

ბიოლოგია [ბერძ. Bios სიცოცხლე და logos მოძღვრება] – მეცნიერება, რომელიც


სწავლობს სიცოცხლისა და ცოცხალი ორგანიზმების განვითარების კანონზომიერებებს .

ბიომ-ი [ინგლ. Biome] – მცენარეებისა და ცხოველების იმ სახეობათა ერთობლიობა,


რომლებიც გარკვეული რაიონის ცოცხალ მოსახლეობას შეადგენს (შდრ . ბიოტი).

ბიომეტრია და ბიომეტრიკა [ბერძ. Bios - სიცოცხლე და metreo - ვზომავ] –


ორგანიზმების ნიშან-თვისებათა მასობრივი გაზომვის მონაცემთა მათემატიკური
დამუშავება; ასეთი დამუშავების ხერხთა ერთობლიობა; აქვს დამხმარე მნიშვნელობა
ბიოლოგიისა და მომიჯნავე მეცნიერებათა თეორიული და პრაქტიკული ამოცანების
გადაწყვეტისათვის.

ბიომექანიკა - ფიზიოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ცხოველისა და


ადამიანის მოძრაობას, მათი მამოძრავებელი აპარატის აგებულებასა და მოქმედებას .
ბიომიცინ-ი [ბერძ. Bios სიცოცხლე და mykes სოკო] – საბჭოთა სამკურნალო
პრეპარატი ანტიბიოტიკების ჯგუფისა (ამჟამად ეწოდება: ქლორტეტრაციკლინის
ჰიდროქლორიდი).

ბიონიკა [ბერძ. Bios სიცოცხლე და (ელექტრო)ნიკა] – მეცნიერება, რომელიც


სწავლობს ბიოლოგიურ სისტემებსა და პროცესებს საინჟინრო ამოცანათა
გადასაწყვეტად; მისი ერთ-ერთი პირველი ამოცანაა ისეთი ავტომატების შექმნა ,
რომლებიც ნერვული სისტემის მოქმედების იმიტაციას მოახდენენ.

ბიონიკოს-ი - ბიონიკის სპეციალისტი.

ბიონტ-ი [ბერძ. Bion (ბიონტოს) მცხოვრები] – ცალკეული ორგანიზმი (ინდივიდი),


რომელიც ევოლუციურ პროცესში გარკვეულ საცხოვრებელ გარემოს ეგუება .

ბიორიტმებ-ი - სხვადასხვა ბიოლოგიური პროცესის (სისხლის მიმოქცევის, კუნთების


მოქმედების, სუნთქვის...) რიტმული ცვლილებანი (კლება-მატება).

ბიორიტმოლოგია - მედიცინის ახალი დარგი, რომელიც ბიორიტმებს სწავლობს.

ბიოსინთეზ-ი [ბერძ. Bios - სიცოცხლე და Synthesis (იხ. სინთეზი)] – სხვადასხვა ქიმიური


ნივთიერების წარმოქმნა ცხოველურ ან მცენარეულ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის
შედეგად.

ბიოსფერო [ბერძ.Bios - სიცოცხლე და Sphaira- სფერო] – სიცოცხლის გავრცელების


არე დედამიწაზე.

ბიოტ-ი [ბერძ. Biotd - სიცოცხლე] – იმ მცენარეთა და ცხოველთა ისტორიულად


ჩამოყალიბებული ერთობლიობა, რომლებსაც გავრცელების საერთო არეალი აქვთ
(შდრ. ბიომი).

ბიოტელემეტრია [ბერძ. Bios - სიცოცხლე, Tele - შორს და Metreo - ვზომავ] –


სასიცოცხლო მოვლენათა გამოკვლევა და მათი მაჩვენებლების გაზომვა შორი
მანძილიდან.

ბიოტექნიკა [ბერძ. Bios - სიცოცხლე და Technd - უნარი, ოსტატობა] – სასარგებლო


ცხოველთა მარაგის გაზრდისა და მათი პროდუქტიული თვისებების გაუმჯობესების
ღონისძიებათა კომპლექსი.

ბიოტინ-ი [< ბერძ. Biotos - სიცოცხლე] – ვიტამინი H, რომელიც შედის საფუვრებისა


და სხვა მიკროორგანიზმების შემადგენლობაში, აგრეთვე ღვიძლში, თირკმლებში,
კვერცხის გულში, რძეში, ყვავილოვან კომბოსტოსა და სხვა მცენარეულ პროდუქტებში.

ბიოტიტ-ი [ფრანგ. Biotite < საკუთ. სახ.] – ქანწარმომქმნელი მინერალი სილიკატების


ჯგუფისა, რკინოვან-მაგნეზიური ქარსი; შედის გრანიტების და ბევრი სხვა ამოფრქვეული
და მეტამორფული ქანის შემადგენლობაში; იყენებენ ელექტროსაიზოლაციო მასალად ;
მისი ფხვნილისაგან ამზადებენ ბრინჯაოს საღებავს.

ბიოტოპ-ი [ბერძ. Bios სიცოცხლე და topos ადგილი] – ცხოველთა და მცენარეთა


სამყოფელი გარემოს უბანი, სადაც მეტ-ნაკლებად ერთგვარი პირობებია (ბიოტოპის
ფაუნა და შეადგენს ბიოცენოზს).
ბიოფიზიკა - ბიოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ცოცხალ ორგანიზმში
მოქმედ ფიზიკურ კანონზომიერებებს.

ბიოფილტრ-ი [ბერძ. Bios სიცოცხლე და (იხ. ფილტრი)] – ჩამდინარე წყლის


გასაწმენდად განკუთვნილი ნაგებობა - საფილტრავი მასალით (გრანიტის ღორღით,
ხრეშით, კერამზიტით და სხვ.) ავსებული ორმაგფსკერიანი რეზერვუარი.

ბიოფსია [ბერძ. Bios სიცოცხლე და ოპსის განხილვა] – (მედიც.). ავადმყოფისათვის


ქსოვილის პატარა ნაჭრის ამოკვეთა მიკროსკოპულად გამოკვლევის მიზნით.

ბიოქიმია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ცოცხალი მატერიის დამახასიათებელ


ქიმიურ პროცესებს.

ბიოცენოზ-ი [ბერძ. Bios სიცოცხლე და koinos საერთო] – იმ მცენარეთა და ცხოველთა


ერთობლიობა, რომლებიც არსებობენ მეტ-ნაკლებად ერთგვარ პირობებში (მაგ., ამა თუ
იმ ტბის, მდელოს, სანაპირო ზოლის ცხოველები და მცენარეები).

ბიოცენოლოგია - ბიოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ბიოცენოზს.

ბიპატრიდ-ი [ლათ. Bis ორჯერ და ბერძ. patris (Patridos) სამშობლო] – (სამართ.).


იგივეა, რაც ბიპოლიდი.

ბიპლან-ი [ფრანგ. Biplan] – თვითმფრინავი, რომელსაც აქვს ორი მზიდი ზედაპირი


(ორი ფრთა) ერთიმეორის ზევით.

ბიპოლარულ-ი - ორპოლუსიანი.

ბიპოლიდ-ი [ლათ. Bis ორჯერ და ბერძ. polis ქალაქი, სახელმწიფო] – (სამართ.).


პირი, რომელსაც ორი (ან მეტი) სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვს; ბიპატრიდი.

ბიჟუტერია [ჩეხ. Bijuterie < ფრანგ.] – ქალის სამკაულები (მძივები, ბეჭდები,


საყურეები და მისთ.) არაძვირფასი ქვების და ლითონისა (საიუველირო ნაწარმისაგან
განსხვავებით).

ბირჟა [რუს. Биржа < გერმ. Burse] – 1. კაპიტალისტურ ქვეყნებში: დაწესებულება,


სადაც ხდება მსხვილი ფინანსური და სავაჭრო გარიგებები. საფონდო ბირჟა - ბირჟა,
სადაც ხდება გარიგებანი ფასიანი ქაღალდებისა და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე .
სასაქონლო ბირჟა - მასობრივი საქონლის ბაზარი, სადაც ყიდვა-გაყიდვის გარიგებები
ხდება საქონლის ან მისი ნიმუშის წარმოუდგენლად. შრომის ბირჟა - დაწესებულება,
რომელიც შუამავლის როლს ასრულებს მუშასა და შორის მუშახელის დაქირავებისას. 2.
(მოძვ.). დასაქირავებელი ეტლების სადგომი ადგილი ქალაქებში.

ბის! [ლათ. Bis ორჯერ] – მაყურებელთა შეძახილი წარმოდგენაზე, კონცერტზე და


მისთ.; გამოხატავს გარკვეული ნაწილის, ნომრის გამეორების თხოვნას .

ბისექსუალურ-ი [ლათ. Bis ორჯერ და sexualis სასქესო, სქესობრივი] – ორსქესიანი,


ორივესქესიანი.

ბისექტორ-ი [ლათ. Bissector ორად გამყოფი] – (მათემ.). სიბრტყე, რომელიც გადის


ორწახნაგა კუთხის წიბოზე და ყოფს მას შუაზე.
ბისექტრისა [ფრანგ. Bissectrice] – (მათემ.). სწორი ხაზი, რომელიც გადის კუთხის
წვერზე და ყოფს კუთხეს შუაზე.

ბისკვიტ-ი [ფრანგ. Biscuit] – 1. მსუბუქი ნამცხვარი, დამზადებული ფქვილის,


კვერცხის, შაქრისა და ზოგი სხვა მასალისაგან. 2. მოუჭიქავი ფაიფური; იყენებენ
ქანდაკებაში.

ბისმუთ-ი [ლათ. Bismuthum] – 1. ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო-მოწითალო


მძიმე ლითონი; იყენებენ ტექნიკაში. 2. წამალი, დამზადებული ამ ელემენტის
პრეპარატებისაგან.

ბისმუთინ-ი - გოგირდოვანი ბისმუთი, ძირითადი მადანი ბისმუთის მისაღებად


(სხვანაირად: ბისმუთის კრიალა).

ბისონ-ი [< ბერძ. Byssos წმინდა სელი] – 1. ძვირფასი წმინდა ქსოვილი; მზადდებოდა
აბრეშუმისებრი ძაფისაგან, რომელსაც გამოყოფენ ზღვის ერთგვარი ლორწოვანი
მოლუსკები. 2. ამ ქსოვილის სამოსი, რომელსაც მეფეები და მღვდელმთავრები
იცვამდნენ ძველად.

ბისტრ-ი [ფრანგ. Bistre] – მუქი ყავისფერი აკვარელი (წყლის საღებავი).

ბისტრო [ფრანგ. Bistro] – სასაუზმე, პატარა რესტორანი (საფრანგეთში).

ბისულფატ-ი - გოგირდმჟავას მჟავე მარილი.

ბისულფიტ-ი - გოგირდოვანი მჟავას მჟავე მარილი.

ბიტ-ი [ინგლ. Bi(nary) ორობითი და (digi)t ნიშანი, ციფრი] – ინფორმაციის


რაოდენობის ორობითი საზომი ერთეული.

ბიტენგ-ი [ჰოლანდ. Beting] – (ზღვ.). გემზე ვერტიკალური დგარი (ტუმბა), რომელიც


ღუზის ჩაშვების დროს ამცირებს ღუზის ჯაჭვის სიჩქარეს.

ბიტნიკებ-ი [< ინგლ. Beat ცემა, დარტყმა] – 1. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და


ინგლისში (50-იან წლებში): ახალგაზრდები, რომლებიც ნიჰილისტურად იყვნენ
განწყობილი, უგულებელყოფდნენ საყოველთაოდ მიღებულ საყოფაცხოვრებო ნორმებს ;
თავის თავს თვლიდნენ დაღუპულ ახალგაზრდობად; მათი მიმდევრები იყვნენ ჰიპები (იხ.
ჰიპი). 2. ამერიკის შეერთებულ შტატებში: 50-იან წლებში სამწერლო ასპარეზზე გამოსული
ახალგაზრდები, რომელთათვისაც დამახასიათებელია სუბიექტივიზმი, ანარქისტული
განწყობილება; გამოხატავდნენ მძაფრ სულიერ დაუკმაყოფილებლობას.

ბიტუმ-ი [ლათ. Bitumen მთის ფისი] – ფისოვან ნივთიერებათა (ასფალტის, გუდრონის,


ნავთობის და მისთ.) საერთო სახელწოდება.

ბიტუმიზაცია - 1. ბიტუმის დაჭირხნა წნევის საშუალებით ბზარიან და ქვიშიან


გრუნტებში, რათა ეს გრუნტები წყალშეუღწევი გახდეს; იყენებენ ჰიდროტექნიკურ და
საგზაო მშენებლობაში, შახტების გაყვანის დროს და სხვ. 2. ორგანული ნივთიერების
დაშლა, რომლის დროსაც იზრდება მაღალმოლეკულური ნაერთების (პარაფინების და
სხვ.) შემცველობა.
ბიუვარ-ი [ფრანგ. Buvard] – სამაგიდო საშრობ-ფურცლებიანი საქაღალდე ან რვეული
წერილების, საფოსტო ქაღალდის, კონვერტების და მისთ. შესანახავად.

ბიუვეტ-ი [ფრანგ. Buvette] – მინერალურ წყაროზე მოწყობილი ნაგებობა, საიდანაც


უშუალოდ იღებენ სასმელ მინერალურ წყალს.

ბიულეტენ-ი [ფრანგ. Bulletin] – 1. მოკლე ოფიციალური ცნობა საზოგადოებრივი


მნიშვნელობის მქონე მოვლენის შესახებ. 2. ზოგი პერიოდული გამოცემის სახელწოდება .
3. (საუბ.). დროებითი შრომისუუნარობის ფურცელი, საავადმყოფო ფურცელი. საარჩევნო
ბიულეტენი - გარკვეული ფორმის ფურცელი, რომელზედაც დაბეჭდილია ამა თუ იმ
საარჩევნო ოლქში ასარჩევი კანდიდატების გვარები.

ბიურგერ-ი [გერმ. Bürger] – (ისტ.). გერმანიასა და ევროპის ზოგ სხვა ქვეყანაში:


ქალაქის მცხოვრები, მოქალაქე.

ბიურეტ-ი [ფრანგ. Burette] – დანაყოფებიანი მინის მილაკი მცირე რაოდენობის


სითხის გადასაწყავად.

ბიურო [ფრანგ. Bureau] – 1. ხელმძღვანელი ან განმკარგულებელი არჩევითი ორგანო


პარტიისა, ყრილობისა, ზოგიერთი დაწესებულებისა და სხვ. 2. ზოგიერთი
დაწესებულების, განყოფილების, კანტორის და მისთ. სახელწოდება. მაგ., ცნობათა
ბიურო. ამინდის ბიურო. 3. ერთგვარი გამოსაწევსახურავიანი საწერი მაგიდა, რომელსაც
აქვს თაროები და უჯრები ქაღალდების, საბუთების შესანახავად.

ბიუროკრატ-ი [ფრანგ. Bureaucrate] – თანამდებობის პირი, რომელიც თავის


მოვალეობას ან საზოგადოებრივ დავალებას ასრულებს მხოლოდ ფორმალურად (საქმის
საზიანოდ).

ბიუროკრატია [ფრანგ. Bureaucratie] – იგივეა, რაც ბიუროკრატიზმი (მნიშვ. 1).

ბიუროკრატიზაცია - ბიუროკრატიზმის დანერგვა.

ბიუროკრატიზმ-ი - 1. ექსპლუატატორული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი


მმართველობის სისტემა, რომლის დროსაც ქვეყანას მართავენ ხალხს მოწყვეტილი და
გაბატონებული კლასის ინტერესების დამცველი მოხელეები. 2. ფორმალური
დამოკიდებულება საქმისადმი, ცხოვრებისაგან მოწყვეტა.

ბიუსტ-ი [ფრანგ. Buste] – 1. ქანდაკება, რომელიც გამოსახავს ადამიანის სხეულის


ზედა ნაწილს (თავსა და გულმკერდს). 2. ქალის გულმკერდი.

ბიუსტჰალტერ-ი [გერმ. Büstenhalter] – ქალის ლიფი, გულმკერდზე ჩასაცმელი.

ბიუჯეტ-ი [ფრანგ. Budget] – 1. სახელმწიფოს, დაწესებულების, საწარმოს შემოსავალ-


გასავლის ნუსხა დროის გარკვეული მონაკვეთისათვის; ხარჯთაღრიცხვა . 2. (საუბ.). ვისიმე
პირადი შემოსავალი და ხარჯები.

ბიფიტერ-ი - ლონდონის ცნობილი ციხესიმაგრის - ტაუერის გუშაგი; ბ.-ები ჩვენს


დროში გათანაბრებული არიან პოლიციელებთან და ევალებათ ტაუერის დაცვა , მაგრამ
პრაქტიკულად მათი ძირითადი საქმიანობაა ატარონ ტურისტები ციხესიმაგრეში და
უამბონ მის ისტორიაზე [ინგლ. ბეეფიტერ ხორცისმჭამელი; ძველად, ლეგენდის
მიხედვით, ბ. სინჯავდა გემოთი მეფისათვის მირთმეულ ხორცს, რომ მოწამლული არ
ყოფილიყო] –.

ბიფოკალურ-ი [ლათ. Bis ორჯერ და focus (იხ. ფოკუსი1)] –: ბიფოკალური სათვალე -


სათვალე, რომელსაც ორმაგი მინები აქვს თითოეული თვალისათვის (შორს და ახლოს
საყურებლად).

ბიფურკაცია [ლათ. Bifurcatio ორად გაყოფა] – რისამე (მაგ., მდინარის,


სისხლძარღვის და სხვ.). ორად განშტოება.

ბიფშტექს-ი - იხ. ბივშტექსი.

ბიქრომატებ-ი [ლათ. Bis ორჯერ და (იხ. ქრომატი)] – ორქრომმჟავას მარილები;


გოგირდმჟავასა და ბ.-ის ნარევს იყენებენ ლაბორატორიებში ქიმიური ჭურჭლის
გასარეცხად.

ბიცეფს-ი [ლათ. Biceps ორთავა] – ორთავა კუნთი მხარსა და იდაყვს შორის; ხრის
მკლავს იდაყვის სახსარში.

ბიჰევიორიზმ-ი [ინგლ. Behaviorism < Behaviour ქცევა] – ფსიქოლოგიის თანამედროვე


ამერიკული მიმდინარეობა, რომელიც უგულებელყოფს ცნობიერებას როგორც
მეცნიერების საგანს და ფსიქოლოგიის ობიექტად მიიჩნევს გარეგნულად გამოვლენილ
ქცევას.

ბიჰევიორისტ-ი - ბიჰევიორიზმის მიმდევარი.

ბლაივაის-ი [გერმ. Bleiweiße - ტყვიის თეთრა.

ბლანკ-ი [ფრანგ. Blanc თეთრი] – 1. ქაღალდის ფურცელი, რომლის თავშიც


დაბეჭდილია დაწესებულების ან წარმოების სახელწოდება; იყენებენ ოფიციალური
მიწერ-მოწერისათვის ან რაიმე დოკუმენტის შესადგენად. 2. ნაბეჭდი ქაღალდის
ფურცელი, რომელზედაც დატოვებულია თავისუფალი ადგილები შესავსებად.

ბლანკიზმ-ი - წვრილბურჟუაზიული მოძღვრება, რომლის მომხრეები ცდილობდნენ


ბურჟუაზიული წყობილება შეეცვალათ სოციალისტურით ინტელიგენტ რევოლუციონერთა
მცირე ჯგუფის შეთქმულების გზით (და არა პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის
გზით) [მე-19 ს. ფრანგი რევოლუციონერის ოგიუსტ ბლანკის (Bლანქუი) სახელის
მიხედვით] –.

ბლანკისტ-ი - ბლანკიზმის მიმდევარი.

ბლანმანჟე [ფრანგ. Blanc-manger] – ნაღების ან ნუშის რძის ჟელე.

ბლანფიქს-ი [ფრანგ. Blanc-fixe] – თეთრი მეტად გამძლე საღებავი, რომელსაც


ამზადებენ გოგირდმჟავა ბარიუმისაგან; იყენებენ საღებავების, ცარცის ქაღალდის ,
მუყაოს და სხვ. დასამზადებლად.

ბლანშირება [ფრანგ. Blanchir] – 1. კვების მრეწველობაში: ხილისა და ბოსტნეულის


დამუშავება ცხელი წყლით ან ორთქლით; ბ. ნაყოფს უნარჩუნებს ბუნებრივ ფერსა და
ვიტამინებს. 2. ტყავის წარმოებაში: ტყავის ქვედა მხრიდან ტყავქვეშა უჯრედისის
ნარჩენების მოცილება; იყენებენ აგრეთვე თანაბარი სისქის ტყავის მისაღებად და მისი
ზედაპირიდან დეფექტების მოსაცილებლად.

ბლასტემა [ბერძ. Blastema ნაზარდი; შთამომავალი] – 1. რეგენერაციის შესახებ


მოძღვრებაში: ორგანოს მოკვეთის შემდეგ ჭრილობის ზედაპირზე წარმოქმნილი
ერთგვაროვანი უჯრედების გროვა, რომლისგანაც შემდეგ ახალი ორგანოს ქსოვილები
ვითარდება. 2. ემბრიოლოგიაში: უჯრედების ჯგუფი, საიდანაც ზოგი ცხოველის
(ნაწლავღრუიანების, ჭიების, ასციდიების და სხვ.) უსქესო გამრავლების დროს ახალი
ინდივიდი ვითარდება.

ბლასტომა [< ბერძ. Blastos ყლორტი] – (მედიც.). სიმსივნე.

ბლასტომერებ-ი [ბერძ. Blastos ჩანასახი, ყლორტი და მეროს ნაწილი] – (ბიოლ.).


მრავალუჯრედიანი ცხოველების განაყოფიერებული კვერცხუჯრედის დაყოფის პროცესში
წარმოქმნილი უჯრედები.

ბლასტომიკოზ-ი [ბერძ. Blastos ჩანასახი, ყლორტი და მყკდს სოკო] – ცხოველების


კანისა და შინაგანი ორგანოების ქრონიკული დაავადება, რომელიც გამოწვეულია
ბლასტომიცეტებით.

ბლასტომიცეტებ-ი [ბერძ. Blastos ჩანასახი, ყლორტი და მყკდს (მყკდტოს) სოკო] –


საფუარა სოკოების საერთო სახელწოდება.

ბლასტულა [< ბერძ. Blastos ყლორტი] – 1. მრავალუჯრედოვანი ორგანიზმის


ჩანასახის განვითარების ერთ-ერთი საფეხური, რომლითაც მთავრდება კვერცხის
დანაწევრება. 2. თვით ორგანიზმი განვითარების ამ საფეხურზე; წარმოადგენს
ერთფენოვან ბუშტს.

ბლეიზერ-ი [ინგლ. Blazer] –- 1. სხვადასხვა ფერის პიჯაკისა და შარვლისაგან


შედგენილი კოსტუმი. 2. ღია ფერის მსუბუქი სპორტული პიჯაკი.

ბლეკროტ-ი [ინგლ. Black rot] – ვაზის ავადმყოფობა; იწვევს სოკო, რომელიც


ასენიანებს უმთავრესად ყურძნის მარცვალს; შავი სიდამპლე.

ბლენდ-ი [გერმ. Blende] – 1. მაღაროს გასანათებელი ფარანი. 2. გადასაღები კინო-


აპარატის ბუდის წინ გამოშვერილი ნაწილი, რომელიც იცავს აპარატს მზის სხივების
შეღწევისაგან. 3. დიაფრაგმა, რომელსაც იყენებენ ფოტოგრაფიაში, მიკროსკოპიასა და
რენტგენოსკოპიაში.

ბლენკერ-ი [< ინგლ. Blink ციმციმი] – ტელეფონის კომუტატორის სასიგნალო


მოწყობილობა, რომლითაც აბონენტი იძახებს ტელეფონისტს.

ბლენორეა [ბერძ. Blennos ლორწო და rheo მივედინები] – (მედიც.). თვალის


ლორწოვანი გარსის ჩირქოვანი ანთება, რომელსაც გონოკოკი.

ბლეფ-ი [ინგლ. Bluff] – 1. უსაფუძვლო ტრაბახი, რისამე მოგონება, შეთხზვა ვისიმე


მოტყუების, თავის განდიდების მიზნით. 2. პოკერის თამაშში: მოწინააღმდეგის
დასაშინებელი ხერხი - მოთამაშე, რომელსაც ცუდი კარტი აქვს, ისე იჭერს თავს, თითქოს
კარგი, მომგები კარტი ჰქონდეს.
ბლეფარიტ-ი [< ბერძ. Blepharis ქუთუთო] – (მედიც.). ქუთუთოთა კიდეების ანთება.

ბლინ-ი [რუს. Блин] – წყალში გაქნილი ფქვილისაგან (ტაფაზე) ცხიმში მომწვარი


პატარა ლავაში.

ბლინდაჟ-ი [ფრანგ. Blindage] – (სამხ.). მტკიცე ნაგებობა, რომელიც იცავს მეომრებს


არტილერიისა და ნაღმსატყორცნების ცეცხლისაგან.

ბლინტ-ი [< გერმ. Blind ბრმა] – (პოლიგრ.). წარწერების ან სამკაულების ტვიფვრა


წიგნის ყდაზე ცხელი პრესით და უსაღებავოდ; ასეთი წესით შესრულებული წარწერები და
სამკაულები.

ბლისტერ-ი [ინგლ. Blister] – 1. (ავიაც.). თვითმფრინავის კორპუსის გუმბათისებური


ხუფი გამჭვირვალე პლასტმასისა, რომელშიც მოთავსებულია შეიარაღება და სამიზნე
მოწყობილობა. 2. (ზღვ.). ხომალდის კორპუსის ნაღმსაწინააღმდეგო გამსხვილება.

ბლიც-ი [გერმ. Blitz ელვა] – 1. (საუბ.). სწრაფად გათამაშებული ჭადრაკის (შაშის)


პარტია (იხ. ბლიცტურნირი). 2. ელექტრომოწყობილობა (ლამპა), რომელიც
შეერთებულია ფოტოაპარატთან გადასაღები ობიექტის ძლიერი მეყსეული
განათებისათვის.

ბლიცკრიგ-ი [გერმ. Blitzkrieg] – „ელვისებური ომი»; გერმანიის იმპერიალიზმის


აგრესიული, დაპყრობითი ომის წარმოების ავანტიურისტული თეორია, რომლის მიზანი
იყო მოწინააღმდეგის დამარცხება უმოკლეს ვადაში; ამ „თეორიამ» სრული კრახი
განიცადა საბჭოთა კავშირთან ომში (1941-1945 წლებში).

ბლიცტურნირ-ი [გერმ. Blitzturnier] – საჭადრაკო (საშაშო) ტურნირი, რომლის


მონაწილეებსაც ფიქრისათვის ეძლევათ ძალიან ცოტა დრო (ჩვეულებრივ , თითოეულ
მოთამაშეს 5 წუთი მთელი პარტიისათვის); ელვისებური ტურნირი.

ბლოკ- [ინგლ. Block] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს


ბლოკირებასთან დაკავშირებულს. მაგ., ბლოკ-აპარატი. ბლოკ-პოსტი.

ბლოკ-ი1 [ინგლ. Block] – 1. ტვირთის ასაწევი უმარტივესი მოწყობილობა - ღარიანი


მბრუნავი გორგოლაჭი, რომელზედაც გადაგდებულია თოკი, ბაგირი ან ჯაჭვი; თვით
გორგოლაჭი ასეთი მოწყობილობისა; ჭოჭონაქი. 2. დაკიდებული ლამპის, ფარდის და
სხვ. ასაწევ-დასაწევი მოწყობილობა.

ბლოკ-ი2 [ფრანგ. Bloc] – 1. სახელმწიფოების, პარტიების, ორგანიზაციების და ა.შ.


კავშირი, გაერთიანება საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. 2. (ტექ.). რაიმე
ნაგებობის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ შედგება სხვადასხვა ელემენტის ან
დეტალისაგან; სექცია. მაგ., ფანჯრის ბლოკები. ცილინდრების ბლოკი - ძრავას
კონსტრუქციის ერთად ჩამოსხმული ნაწილი, რომელიც აერთიანებს ორ ან მეტ
ცილინდრს. 3. საშენი მასალა - ბეტონის დიდი ზომის ხელოვნური ქვა აგურის ფორმისა. 4.
რაიმე დაწესებულებაში გამოყოფილი ცალკე განყოფილება. მაგ., საოპერაციო ბლოკი
(საავადმყოფოში). სამშობიარო ბლოკი (სამშობიარო სახლში). კვების ბლოკი -
წარმოებაში, დაწესებულებაში: სათანადო ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო და
სასადილო. 5. გარკვეული რაოდენობის რისამე (მაგ., სიგარეტის 10-12 კოლოფის) შეკვრა.
6. თემატურად გაერთიანებული რამდენიმე საფოსტო მარკა, ერთად, ერთ ფურცლად
გამოშვებული (ფილატერისტებისათვის). 7. (ფოტოგრ.). რთი პირის სურათი (ჩვეულებრივ
რაიმე საბუთისათვის), რამდენიმე ცალად დაბეჭდილი საერთო ქაღალდზე.

ბლოკადა [ინგლ. Blockade] – 1. (სამხ.). ქალაქის, სიმაგრის, არმიის და სხვ.


გარემოცვა მტრის ჯარების მიერ. 2. მტრული ქვეყნების მიერ რომელიმე სახელმწიფოს
პოლიტიკური ან ეკონომიკური იზოლაცია მასზე პოლიტიკური ზემოქმედების მიზნით. 3.
(მედიც.). რომელიმე ორგანოს ან სისტემის ფუნქციის გამოთიშვა.

ბლოკ-აპარატ-ი - (რკ.-გზ.). გადასარბენის ან სასადგურო ბლოკირების აპარატი.

ბლოკაჟ-ი [ფრანგ. Blocage] – კრივში: თავდაცვის ილეთი; ბლოკირება.

ბლოკ-დიაგრამა - პერსპექტიული (იხ. პერსპექტივა, მნიშვ. 3) ნახატი, რომელზედაც


ერთდროულადაა ასახული დედამიწის ზედაპირის ნაკვეთი და დედამიწის ქერქის ჭრილი.

ბლოკირატორ-ი - მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შეწყვილებულია


ტელეფონები - ერთი ხაზით მუშაობს სხვადასხვა ნომრის მქონე ორი ტელეფონი.

ბლოკირება - 1. ბლოკადის მოწყობა; ბლოკადის გაკეთება. 2. (რკ.-გზ.). სასიგნალო


მოწყობილობათა სისტემა მატარებლების მიმოსვლის რეგულირებისათვის. 3. (სპორტ.).
მოწინააღმდეგის შესაფერხებელი ტექნიკური ილეთი: ხელის დახვედრება დარტყმის
ასაცილებლად (კრივში), სხეულით დაჯახება (ფეხბურთში, კალათბურთში), ბადის თავზე
ხელის დახვედრება ბურთის დარტყმის მომენტში (ფრენბურთში) და სხვ.

ბლოკნოტ-ი [ფრანგ. Bloc-notes] – ამოსახევფურცლებიანი წიგნაკი ან რვეული


სახელდახელო შენიშვნების ჩასაწერად.

ბლოკშიპ-ი [ინგლ. Block-ship] – (ზღვ.). კორპუსი გემისა, რომელზედაც აღებულია


მოწყობილობა და რომელიც გადაკეთებულია საცხოვრებლად, რისამე მარაგის
შესანახად და სხვ.

ბლოკჰაუზ-ი [გერმ. Blockhaus] – (სამხ.). თავდაცვითი ნაგებობა, საიდანაც სროლა


შეიძლება ერთ ან რამდენიმე მხარეს.

ბლუზ-ი [ინგლ. Blues] – ზანგების სასიმღერო და საცეკვაო მუსიკა ლირიკული და


სევდიანი ხასიათისა; ცეკვა, რომელიც ასეთი მუსიკის აყოლებით სრულდება.

ბლუმ-ი [ინგლ. Bloom] – (ტექ.). კვადრატულგანივჭრილიანი ნამზადი, რომელსაც


იღებენ ბლუმინგში ფოლადის ზოდების გაგლინვით.

ბლუმინგ-ი [ინგლ. Blooming] – (ტექ.). მძლავრი საგლინი დგანი, რომელშიც ატარებენ


ფოლადის დიდ ზოდებს.

ბოა და ბოა კონსტრიქტორი [ლათ. Boa] – მსხვილი მახრჩობელა გველი, 4 მეტრამდე


სიგრძისა; გავრცელებულია ტროპიკულ ამერიკაში და მადაგასკარზე.

ბობი [ინგლ. Bobby] – ინგლისში: პოლიციელის მეტსახელი.

ბობინა [ფრანგ. Bobine] – 1. სხვადასხვა მანქანაში: კოჭი, დოლი ან ლილვი,


რომელზედაც ეხვევა მავთული, ძაფი, ქსოვილი და სხვ. 2. შიგაწვის ძრავებში: ინდუქციური
კოჭი, რომელიც დაბალი ძაბვის დენს გარდაქმნის მაღალი ძაბვის დენად. 3. კინოს
საპროექციო აპარატის მრგვალი კოლოფი, რომელშიც იდება გორგოლაჭზე დახვეული
კინოფილმი. 4. მაგნიტოფონის გორგოლაჭი, რომელზედაც ეხვევა ფირი.

ბობსლეი [ინგლ. Bob-sleigh] – 1. შეჯიბრება მთიდან სწრაფად დაშვებაში ყინულოვან-


თოვლიან გზაზე სპეციალური (2-4 კაციანი) სამართავი მარხილებით. 2. თვით მარხილი
ასეთი შეჯიბრებისათვის.

ბობსლეისტ-ი - ბობსლეის (მნიშვ. 1) მონაწილე სპორტსმენი.

ბოგდიხან-ი [მონღ. Bogdohan] – (ისტ.). ჩინეთის იმპერატორების ტიტული.

ბოგჰედ-ი [ინგლ. Boghead] – ნაირსახეობა წიაღისეული ნახშირისა, რომელიც


წარმოქმნილია წყალმცენარეთა ნაშთებისაგან; მისგან იღებენ ხელოვნურ თხევად
სათბობსა და საპოხ ნივთიერებებს.

ბოდმერეა [< გერმ. Bodmerei] – ბურჟუაზიულ სახელმწიფოთა სამოქალაქო


სამართალში: სესხი, რომელშიც დაგირავებულია გემი ან ტვირთი.

ბოდო - ასოთსაბეჭდავი ტელეგრაფის აპარატი, რომელიც ერთი სადენით


ერთდროულად გადასცემს რამდენიმე დეპეშას ორივე მიმართულებით .

ბოი [ინგლ. Boy] – 1. ბურჟუაზიულ ქვეყნებში: სასტუმროს მსახური ბიჭი, რომელსაც


ევალება წერილების და სხვა ნივთების მიტან-მოტანა. 2. კოლონიებში: მსახური
ადგილობრივ მკვიდრთაგან.

ბოიარინ-ი, მრ. ბოიარები [რუს. Боярин] – 1. ძველ რუსეთში (პეტრე I-მდე] –: მსხვილი
მიწათმფლობელი, გაბატონებული კლასის უმაღლესი ფენის წარმომადგენელი. 2.
რუმინეთში (1945 წლის აგრარულ რეფორმამდე): მსხვილი მიწათმფლობელი, მემამულე.

ბოიკოტ-ი [ინგლ. Boycott < საკუთ. სახ.] – 1. პოლიტიკური ან ეკონომიკური ბრძოლის


ხერხი - ცალკეულ პირებთან, ორგანიზაციებთან, სახელმწიფოებთან ურთიერთობის
სრული ან ნაწილობრივი გაწყვეტა. 2. უარის თქმა ბურჟუაზიული სახელმწიფოს
პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობაზე.

ბოიკოტირება - ბოიკოტის გამოცხადება.

ბოილერ-ი [ინგლ. Boiler] – (ტექ.). ქვაბი, რომელშიც წყალი ცხელდება სპეციალურ


მილებში გატარებული ორთქლის საშუალებით; იყენებენ თბოელექტროცენტრალებში და
სხვ.

ბოისკაუტ-ი [ინგლ. Boy-scout] – ევროპისა და ამერიკის ზოგ ქვეყანაში: საბავშვო და


ახალგაზრდობის ბურჟუაზიული სპორტული ორგანიზაციის წევრი.

ბოისკაუტიზმ-ი - ბოისკაუტების მოძრაობა, რომელიც წარმოიშვა მე-20 ს. დასაწყისში


და რომლის მიზანი იყო ბურჟუაზიული საზოგადოების ბავშვთა ფიზიკური აღზრდა და
სამხედრო მომზადება.

ბოკალ-ი [ფრანგ. Bocal] – მოზრდილი ფეხიანი ღვინის სასმისი.


ბოლერო [ესპ. Bolero] – 1. წყვილთა ესპანური ცეკვა სიმღერისა და კასტანიეტების
აყოლებით; მუსიკა ამ ცეკვისათვის. 2. მუსიკალური ნაწარმოები (ინსტრუმენტული,
ვოკალური) ამ ცეკვის რიტმით. 3. ქალის მოკლე, უსახელოებო ზედა ტანსაცმელი.

ბოლიდ-ი [< ბერძ. Bolis (Bolidos) სატყორცნი შუბი] – (ასტრ.). დიდი, მეტისმეტად
კაშკაშა მეტეორი.

ბოლივარ-ი [< საკუთ. სახ.] – ვენესუელის ფულის ერთეული.

ბოლივიანო - ბოლივიის ფულის ერთეული 1962 წლამდე (ამჟამად შემოღებულია


ახალი ფულის ერთეული - პესო.

ბოლომეტრ-ი [ბერძ. Bold სხივი და metreo ვზომავ] – სხივური ენერგიის საზომი მეტად
მგრძნობიარე ხელსაწყო.

ბოლონია [< გეოგრ. სახ.] – ხელოვნური ბოჭკოსაგან დამზადებული საწვიმარი


ერთგვარი (მოდაში იყო 60-იან წლებში).

ბოლშევიზმ-ი - რევოლუციური პროლეტარული მოძრაობის და კაპიტალისტური


საზოგადოების კომუნისტურ საზოგადოებად გარდაქმნის თეორია და ტაქტიკა , რომელიც
შეიმუშავა ლენინმა; ემყარება რუსეთისა და საერთაშორისო მუშათა კლასის ბრძოლის
გამოცდილებას.

ბოლშევიკ-ი - ბოლშევიკური პარტიის წევრი (პირველად: რუსეთის სოციალ-


დემოკრატიული მუშათა პარტიის რევოლუციური უმრავლესობის წევრი; ეს უმრავლესობა
შეიქმნა პარტიის ყრილობაზე 1903 წ. ლენინის ხელმძღვანელობით); ბოლშევიზმის
მიმდევარი, კომუნისტი.

ბომბ-ი [ფრანგ. Bombe] – ფეთქებადი ნივთიერებით დატენილი სასროლი ყუმბარა


(ჭურვი) სხვადასხვა ფორმისა და სიდიდისა. ვულკანური ბომბები - ლავის ნაჭრები,
რომლებიც ამოიტყორცნება ვულკანის ამოფრქვევის დროს.

ბომბარდ-ი [ფრანგ. Bombarde] – ძველებური დიდი კალიბრის ზარბაზანი, რომელიც


ქვებს ან ლითონის ბირთვებს ისროდა.

ბომბარდირ-ი [გერმ. Bombardier] – 1. (ისტ.). რუსეთში: ჯარისკაცი - არტილერისტი. 2.


(გადატ.). ფეხბურთელი, რომელსაც მოცემულ ჩემპიონატში ყველაზე მეტი ბურთი აქვს
გატანილი.

ბომბარდირება - ზარბაზნების დაშენა ან თვითმფრინავიდან ბომბების ჩამოყრა;


დაბომბვა.

ბომონდ-ი [ფრანგ. Beau monde] – (მოძვ.). „უმაღლესი» არისტოკრატიული და


ბურჟუაზიული საზოგადოება.

ბონ-ი1 [ფრანგ. Bon] – 1. კაპიტალისტურ ქვეყნებში: საკრედიტო დოკუმენტი,


რომლითაც მის მფლობელს შეუძლია მიიღოს გარკვეული თანხა დათქმულ ვადაში. 2.
დროებითი ქაღალდის ფულის ნიშანი. 3. ხმარებიდან გამოსული ქაღალდის ფული,
რომელსაც აგროვებენ კოლექციისათვის.
ბონ-ი2 [< ჰოლანდ. Boom mori] – 1. ტივტივების, მორების, ბადეების, საძირავებისა და
მისთანათაგან შემდგარი მცურავი ნაგებობა; იყენებენ როგორც ღობურას ნავსადგურში ან
რეიდზე წყალზედა ან წყალქვეშა ხომალდების, აგრეთვე ტორპედოების შეღწევის
საწინააღმდეგოდ; მორტივტივა. 2. ტივი პატარა გემების მისადგომად.

ბონა [ფრანგ. Bonne] – ბავშვების აღმზრდელი ქალი (ჩვეულებრივ, უცხოელი)


ბურჟუაზიულ ოჯახებში.

ბონაპარტიზმ-ი - 1. ერთ-ერთი ფორმა მსხვილი ბურჟუაზიის კონტრრევოლუციური


დიქტატურისა, რომელიც ეყრდნობა აგრესიულ სამხედრო წრეებს და მერყეობს მტრულ
კლასებს შორის. 2. (ისტ.). საფრანგეთში: ბურჟუაზიული პოლიტიკური მიმდინარეობა,
რომელიც ცდილობდა ბონაპარტების დინასტიის აღდგენას [საფრანგეთის ორი
იმპერატორის გვარის მიხედვით] –.

ბონაპარტისტ-ი - ბონაპარტიზმის მომხრე.

ბონბონიერ-ი [ფრანგ. Bonbonniére] – კანფეტის ლამაზი კოლოფი.

ბონვივან-ი [ფრანგ. Bon vivant] – ბურჟუაზიულ-თავადაზნაურულ წრეში: პირი,


რომელსაც უყვარს თავისი თავის პატივისცემა, მდიდრულად და უზრუნველად ცხოვრება .

ბონზა [ფრანგ. Bonze < იაპ.] – იაპონიასა და ჩინეთში: ბუდისტების მღვდელი ან


მონაზონი.

ბონისტ-ი - ბონისტიკის სპეციალისტი.

ბონისტიკა [ფრანგ. Bonistique] – ისტორიის დამხმარე დისციპლინა, რომელიც


სწავლობს ქაღალდის ფულის ნიშნებსა და ბონებს როგორც ისტორიულ საბუთებს.

ბონიტეტ-ი [< ლათ. Bonitas კეთილხარისხოვნება] – მოსაჭრელი ტყის ხარისხიანობის


მაჩვენებელი, რაც დამოკიდებულია ჰავაზე, ნიადაგზე, მოვლაზე.

ბონიტირება [< ლათ. Bonitas კეთილხარისხოვნება] – სასოფლო-სამეურნეო


საქონლის ხარისხობრივი შეფასება სანაშენო ან სამეურნეო ვარგისიანობის განსაზღვრის
მიზნით.

ბონიფიკაცია [ფრანგ. Bonification] – წანამატი საქონლის ფასზე, თუ საქონლის


ხარისხი ხელშეკრულებით დადგენილზე მაღალი აღმოჩნდება.

ბორ-ი1 [ლათ. Bor(ax) < არაბ.] – ქიმიური ელემენტი, რომელიც შედის ბევრი
მინერალის შემადგენლობაში.

ბორის მჟავა - თეთრი კრისტალური ნივთიერება, რომელიც წყალში იხსნება;


ფართოდ იყენებენ მედიცინაში როგორც ანტისეპტიკურ საშუალებას.

ბორ-ი2 [გერმ. Bohrer ბურღი] – ფოლადის ბურღი, რომელსაც იყენებენ კბილის


საექიმო საქმეში.

ბორაკ-ი [არაბ. Buraq] – ბორის მჟავას ნატრიუმის მარილი; იყენებენ ტექნიკაში,


მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში.
ბორატებ-ი - ბორმჟავას მარილები; იყენებენ წყლის დასარბილებლად, სარეცხი
ფხვნილების დასამზადებლად, მინის წარმოებაში.

ბორგეს-ი [გერმ. Borgis < ფრანგ.] – სასტამბო შრიფტების ერთ-ერთი ზომა. საშუალო
კორპუსსა და პეტიტს შორის.

ბორდერო [ფრანგ. Bordereau] – 1. ამონაწერი საბუხჰალტრო დოკუმენტებიდან,


ანგარიშებიდან. 2. დოკუმენტების სია, რომელიც თან ახლავს გაგზავნილ დოკუმენტებს .

ბორდიურ-ი [ფრანგ. Bordure] – 1. ქსოვილის, ხალიჩის, შპალერის კიდეებზე


შემოვლებული ზოლი; არშია. 2. ქვის ფილების ზოლი, რომელიც გაკეთებულია ქუჩის ან
გზის ნაპირების გასწვრივ ტროტუარების, გაზონების და მისთ. გამოსაყოფად. 3.
(პოლიგრ.). სამკაული ტექსტის გარშემო.

ბორდო [< გეოგრ. სახ.] – 1. წითელი ღვინო ერთგვარი. 2. ღვინისფერი, შინდისფერი.


ბორდოს სითხე - ქიმიური საშუალება; იყენებენ მცენარეთა სოკოვანი და ბაქტერიული
დაავადების საწინააღმდეგოდ; მზადდება კრისტალური შაბიამნისა და ჩაუმქრალი კირის
წყალში გახსნით.

ბორეა [ბერძ. Boreas] – 1. ბერძნულ მითოლოგიაში: ჩრდილოეთის ქარის ღვთაება;


წარმოდგენილი ჰყავდათ ძლიერი ფრთოსანი მამაკაცის სახით. 2. (წიგნ.). ცივი, სუსხიანი
ქარი.

ბორიდებ-ი [(იხ. Bori1) და ბერძ. ეიდოს სახე] – ბორის ნაერთები ლითონებთან;


ახასიათებს როგორც ლითონურ, ისე არალითონურ (ნახევრად გამტარ) ნივთიერებათა
თვისებები; იყენებენ რადიოელექტრონიკაში, ბირთვულ ტექნიკაში, მეტალურგიაში და
სხვ.

ბორმანქანა - მოწყობილობა, რომელიც ამოძრავებს ბორს (იხ. ბორი2).

ბორმჟავა - იგივეა, რაც ბორის მჟავა (იხ. Bori1).

ბორნეოლ-ი - (ქიმ.). ორგანული ნაერთი, რომლისგანაც იღებენ ქაფურს; გამოყენება


აქვს მედიცინასა და პარფიუმერიაში [კუნძულ ბორნეოს სახელწოდების მიხედვით] –.

ბორნიტ-ი - მინერალი, სპილენძისა და რკინის სულფიდი (სხვანაირად: სპილენძის


ჭრელი მადანი) [ავსტრიელი მეტალურგის ჟ. Born-ის (1742-1791 წწ.) გვარის მიხედვით.

ბორტ-ი1 [გერმ. Bord და Borte] – 1. გემის გვერდის კედელი. 2. სატვირთო


ავტომობილის, ღია სატვირთო ვაგონის და მისთ. ძარას კედელი. 3. ბილიარდის მაგიდის
ოდნავ ამაღლებული კიდე. 4. პალტოს, პიჯაკის მარჯვენა ან მარცხენა ნაპირი (ღილებიანი
ან კილოებიანი). გემის ბორტზე - გემზე. თვითმფრინავის ბორტზე - თვითმფრინავში.
კოსმოსური ხომალდის ბორტზე - კოსმოსურ ხომალდში.

ბორტ-ი2 [ჰოლანდ. Boort] – არასწორი ფორმის ალმასების შენაზარდები და ზადის


მქონე ალმასები, რომლებიც გამოუსადეგარია დასაწახნაგებლად ; იყენებენ ტექნიკური
მიზნებისათვის (მაგ., ალმასური ბურღვისათვის).

ბორტინჟინერ-ი - კოსმოსურ ხომალდში მყოფი ინჟინერი.


ბორტმექანიკოს-ი - თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრი, რომელიც თვალყურს ადევნებს
მოტორების, ხელსაწყო-აპარატების მდგომარეობასა და მუშაობას .

ბორტრადისტ-ი - თვითმფრინავის ან გემის რადისტი.

ბოს-ი [ინგლ. Boss] – ამერიკის შეერთებულ შტატებში: პატრონი, მესვეური.

ბოსკეტ-ი [ფრანგ. Bosquet] – დეკორატიული მიზნით გაშენებული ხშირი ხეების ჯგუფი


ბაღში ანდა მისი ნაპირის გაყოლებით; მცირე კორომი.

ბოსტონ-ი [< გეოგრ. სახ.] – 1. შალის ძვირფასი საკოსტიუმე ქსოვილი. 2. ცეკვა, ნელი
ვალსის

ბოტ-ი1 [ფრანგ. Botte ჩექმა] – მაღალყელიანი კალოში.

ბოტ-ი2 [ჰოლანდ. Boot] – დიდი ნავი - ნიჩბიანი, იალქნიანი ან მოტორიანი.

ბოტანიკა [< ბერძ. Botane მცენარე] – მცენარეთა შემსწავლელი მეცნიერება.

ბოტანიკოს-ი - ბოტანიკის სპეციალისტი.

ბოტანიკურ-ი - ბოტანიკასთან დაკავშირებული. ბოტანიკური ბაღი - დაწესებულება,


სადაც საჩვენებლად და სასწავლო-სამეცნიერო მიზნებისათვის ბუნებრივ პირობებში და
ორანჟერეებში გაშენებულია სხვადასხვა მცენარე.

ბოტდეკ-ი [ინგლ. Boat-deck] – საზღვაო გემის სულ ზედა გემბანი, სადაც


მოთავსებულია საშველი ნავები და მათი ჩასაშვებ-ასაწევი მოწყობილობა.

ბოტეგა [იტალ. Bottega] – იტალიაში: დუქანი, მაღაზია; სახელოსნო.

ბოტრიომიკოზ-ი [ბერძ. Botrys მტევანი და mykes სოკო] – ცხენის (იშვიათად სხვა


ცხოველების) ქრონიკული ინფექციური დაავადება.

ბოტულიზმ-ი [< ლათ. Botulus ძეხვი] – (მედიც.). მძიმე მოწამვლა ძეხვეულით, თევზით,
ხორცის ან ბოსტნეულის კონსერვით.

ბოტფორტ-ი [ფრანგ. Bottes ფორტეს (მრ.)] – ერთგვარი მაღალი ჩექმა, რომელსაც


ყელი მუხლის ზევით აქვს გაფართოებული; იცვამდნენ ძველად, განსაკუთრებით
კავალერისტები.

ბოულინგ-ი [ინგლ. Bouling] – კეგლის (იხ.) სპორტული სახესხვაობა.

ბოფორტ-ის სკალა [< საკუთ. სახ.] – ქარის ძალის გასაზომი სკალა მიწისზედა
საგნებზე ქარის მოქმედებისა და ზღვის ღელვის მიხედვით (ამჟამად მიღებულია 17-
ბალიანი სკალა).

ბოქს-ი1 [ინგლ. Box] – 1. კრივი. 2. მამაკაცის გაკრეჭის ფასონი; თმას სულ მთლად
იღებენ საფეთქლებსა და კეფაზე (მანქანით ან სამართებლით).

ბოქს-ი2 [ინგლ. Box ყუთი, კოლოფი] – 1. საავადმყოფოებში (ჩვეულებრივ,


ინფექციურ განყოფილებებში): პალატის იზოლირებული, მომინული ნაწილი, რომელსაც
ცალკე შესასვლელი აქვს. 2. ჰერმეტული კამერა რადიოაქტიურ ნივთიერებებზე
სამუშაოდ. 3. ცალკე სადგომი ერთი ავტომობილისათვის მრავალადგილიან გარაჟში. 4.
ავტომატური შემნახველი კამერის ცალკე განყოფილება. 5. ლითონის კოლოფი შპრიცის
გამოსახარშავად.

ბოქს-ი3 [< ინგლ. Boxcalf] – ერთგვარი ტყავი, ქრომისებურად გამოყვანილი.

ბოქსიორ-ი [ინგლ. Boxer] – 1. მოკრივე. ბოქსიორთა აჯანყება - სახალხო


ანტიიმპერიალისტური აჯანყება ჩინეთში 1900-1901 წლებში [ასე უწოდეს
დასავლეთევროპელმა იმპერიალისტებმა, რადგანაც ამ აჯანყებაში დიდ როლს
ასრულებდნენ საიდუმლო საზოგადოებები, რომელთაც ჩინურად ერქვათ „ი-ხე-ციუანი»
(„მუშტი სამართლიანობისა და თანხმობისათვის») და „დაციუანი» („დიდი მუშტი»). 2.
ოთახის მოკლედრუნჩიანი ძაღლი, რომელიც გამოიყვანეს გერმანიაში ერთგვარი
ადგილობრივი ჯიშის ძაღლისა და ბულდოგის შეჯვარებით; შეტევისას იცის წინა თათის
დარტყმა მოკრივესავით (აქედან - მისი სახელი); გერმანული ბულდოგი.

ბოქსიტ-ი [ფრანგ. Beauxite < გეოგრ. სახ.] – ნალექი ქანი, ალუმინის საუკეთესო
მადანი.

ბოშ-ი [ფრანგ. Boche] – საფრანგეთში: გერმანელის მეტსახელი (უპატივცემლობის


გამომხატველი).

ბოცმან-ი [ჰოლანდ. Bootsman] – საზღვაო ფლოტში: უმცროსი მეთაური (ზემდეგი),


რომელსაც ევალება

გემზე წესრიგის დამყარება და სისუფთავის დაცვა, სახომალდო სამუშაოების


ხელმძღვანელობა და სხვ.

ბოჰემა [ფრანგ. Boheme] – 1. ბურჟუაზიულ საზოგადოებაში: მსახიობები, მუსიკოსები,


მხატვრები, მწერლები, რომელთაც არა აქვთ არსებობისათვის საჭირო მუდმივი
შემოსავალი და უთავბოლო ცხოვრებას ეწევიან. 2. ასეთი წრის ცხოვრება.

ბრა [< ფრანგ. Bras ხელი] – 1. კედელზე მიმაგრებული გამოშვერილი


ელექტროგასანათებელი მოწყობილობა, რომელსაც ნათურა უკეთდება. 2. კედლის
შანდალი.

ბრაბანსონ-ი [ფრანგ. Brabanson < გეოგრ. სახ.] – მსხვილი შესაბმელი ცხენის ჯიში
(გამოყვანილია ბელგიაში).

ბრადიკარდია [ბერძ. Bradys ნელი და cardia გული] – (მედიც.). გულისცემის შენელება


(შდრ. ტაქიკარდია).

ბრავადა [ფრანგ. ბრავადე] – მოსაჩვენებელი მამაცობა, უსაფუძვლო რიხიანობა .

ბრავისიმო! [იტალ. Bravissimo] – იგივეა, რაც Bravo (ოღონდ უფრო დიდი აღტაცების
გამომხატველი).

ბრავო! [იტალ. Bravo] – მოწონების, აღტაცების გამომხატველი შეძახილი; ვაშა!

ბრავო [იტალ. Bravo] – მე-17 - 18 სს. იტალიაში: დაქირავებული მკვლელი.


ბრავურულ-ი [< ფრანგ. Bravoure გულადობა, მამაცობა] – ხმაურიანი, ხალისიანი,
გამამხნევებელი (მუსიკა).

ბრაილ-ის შრიფტი - წერტილოვანი შრიფტი უსინათლოთათვის; ემყარება ექვსი


ამობურცული წერტილის სხვადასხვა კომბინაციას [ფრანგი პედაგოგის ლუი ბრაილის
(1809-1852) სახელის მიხედვით] –.

ბრაკერაჟ-ი [< გერმ. Brack წუნი] – მზა საქონლის ხარისხის შემოწმება, განსაზღვრა;
ცუდი ხარისხის ნაწარმის გადარჩევა; წუნდება.

ბრაკონიერ-ი [ფრანგ. Braconnier] – ნადირობის წესების დამრღვევი; პირი, რომელიც


ნადირობს (თევზაობს) აკრძალულ ადგილებში, აკრძალულ ვადებში ან აკრძალული
საშუალებებით.

ბრამა, ბრამან-ი - იხ. ბრაჰმა, ბრაჰმანი.

ბრამინ-ი - (მოძვ.). იგივეა, რაც ბრაჰმანი.

ბრამრეა [ჰოლანდ. Bramra] – (ზღვ.). ქვევიდან მესამე რეა; მასზე დამაგრებულია


ბრამსელი და მისგან გაჭიმულია შკოტები (იხ. შკოტი).

ბრამსელ-ი [ჰოლანდ. Bramzeil] – იალქნიანი გემის ყველაზე ზედა (სწორი) იალქანი.

ბრამსტენგ-ი [ჰოლანდ. Bramsteng] – (ზღვ.). რანჰოუტის ხე, რომელიც წარმოადგენს


სტენგის გაგრძელებას.

ბრანდერ-ი [გერმ. Brander] – 1. ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული მომცრო


გემი, რომელსაც ძველად იყენებდნენ მტრის გემებისათვის ცეცხლის წასაკიდებლად. 2.
გემი, რომელსაც ნავსადგურის შესასვლელის ჩასახერგავად ჩაძირავდნენ ხოლმე , რათა
ხელი შეეშალათ მტრის ხომალდების შესვლისა ან გასვლისათვის.

ბრანდვახტ-ი [ჰოლანდ. Brandwacht] – 1. საყარაულო გემი, საიდანაც თვალყურს


ადევნებენ ნავსადგურში და რეიდზე შემავალ და იქიდან გამავალ გემებს (რათა დაიცვან
დადგენილი წესები). 2. გემი, რომელზედაც მოთავსებულია პორტის სახანძრო რაზმი. 3.
მიწახაპია ქარავნის დამხმარე გემი.

ბრანდმაიორ-ი [გერმ. Brandmajor] – (მოძვ.). ქალაქის სახანძრო რაზმების უფროსი.

ბრანდმაისტერ-ი [გერმ. Brandmister] – (მოძვ.). სახანძრო რაზმის უფროსი.

ბრანდმაუერ-ი [გერმ. Brandmauer] – კაპიტალური ხანძარსაწინააღმდეგო


(ცეცხლგამძლე) კედელი, რომელსაც აგებენ შენობებს შორის.

ბრანდსპოიტ-ი [ჰოლანდ. Brandspuit] – 1. ლითონის კონუსური მილი, რომელიც


წამოცმულია სახანძრო სახელოზე წყლის ჭავლის მისაღებად. 2. გადასატანი ტუმბო,
რომელსაც იყენებენ გემზე ცეცხლის ჩასაქრობად, აგრეთვე გემბანის გასარეცხად ,
სასმელი წყლის ჩასასხმელად და სხვ.

ბრანერიტ-ი - მინერალი; შეიცავს ტიტანს, ურანს, თორიუმსა და იტრიუმს;


წარმოადგენს მადანს, საიდანაც ურანს იღებენ [ამერიკელი გეოლოგის ჯ. ბრანერის
(Bრანნერ, 1850-1922 წწ.) გვარის მიხედვით] –.
ბრას-ი1 [ფრანგ. Brasse] – სპორტული ცურვის ერთ-ერთი გავრცელებული სახეობა;
ხელებსა და ფეხებს უსვამენ სიმეტრიულად და ერთდროულად შიგნიდან განზე.

ბრას-ი2 [ჰოლანდ. Bras] – (ზღვ.). გემსართავი, რომელიც მაგრდება რეის (იხ. რეა)
ბოლოებზე და გამოყენებულია მის მოსაბრუნებლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში.

ბრასლეტ-ი [ფრანგ. Bracelet] – სამაჯური.

ბრაუნინგ-ი [ინგლ. Browning < საკუთ. სახ.] – ერთ-ერთი სისტემის პისტოლეტი.

ბრაუნიტ-ი [< საკუთ. სახ.] – (ქიმ.). რთული ჟანგეულების ჯგუფის მინერალი; უმეტესად
გვხვდება მთლიანი მარცვლოვანი აგრეგატების სახით; მანგანუმის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მადანია; იყენებენ ფერომანგანუმის მისაღებად.

ბრაქიგრაფია [ბერძ. Brachys - მოკლე და graphos - ვწერ] – ყოველგვარი


შემოკლებული წერა (მაგ., სტენოგრაფია).

ბრაქიკარდია [ბერძ. Brachys მოკლე და cardia გული] – (მედიც.). გულის შეკუმშვის


შენელებული რიტმი.

ბრაქიკეფალ-ი - (ანთროპ.). მოკლე თავის ქალას მქონე, მოკლეთავიანი ადამიანი .

ბრაქიკეფალია [ბერძ. Brachys მოკლე და cephale თავი] – (ანთროპ.). თავის ქალას


ფორმა, რომლის სიგრძივი ზომა (ცხვირის ფუძიდან კეფამდე) ოდნავ მეტია განივზე (შდრ.
დოლიქოკეფალია).

ბრაქიმორფულ-ი აგებულება [ბერძ. Brachys მოკლე და morphe ფორმა] – სხეულის


ისეთი აგებულება, რომელსაც ახასიათებს მოკლე კიდურები და განიერი ტანი (საპირისპ.
დოლიქომორფული).

ბრაქიოზავრ-ი [ბერძ. Brachion ხელი და saura ხვლიკი] – (პალეონტ.). უზარმაზარი (24


მეტრამდე სიგრძის) წყალხმელეთა ნამარხი ქვეწარმავალი დინოზავრების ჯგუფისა .

ბრაქიოპოდებ-ი [ბერძ. Brachion ხელი და pus (podos) ფეხი] – (ზოოლ.). ერთგვარი


მჯდომარე-მიმაგრებული ზღვის ცხოველები; მხარფეხიანები.

ბრაქისტოქრონ-ი [ბერძ. Brachistos უმოკლესი და chronos დრო] – (მათემ.). უმოკლესი


დაშვების მრუდი, რომელზედაც ბურთულა მიგორავს ხახუნის გარეშე და ამიტომ ყველაზე
უფრო სწრაფად გაივლის ზედა წერტილიდან ქვედა წერტილამდე.

ბრაქიცეფალ-ი, ბრახიცეფალ-ი - იხ. ბრაქიკეფალი.

ბრაშპილ-ი [ჰოლანდ. Braadspil] – (ზღვ.). გემზე ღუზის ამოსაზიდი ჯალამბარი.

ბრაჰმა [სანსკრ. Brahma] – (მითოლ.). ინდუიზმის სამების უმაღლესი ღვთაება,


რომელიც მიაჩნიათ სამყაროს და ყველა არსების შემქმნელად.

ბრაჰმან-ი - ინდოეთში: უმაღლესი კასტის, წოდების წარმომადგენელი; ძველად -


ბრაჰმანიზმის ქურუმი.

ბრაჰმანიზმ-ი - ძველი ინდური რელიგია, რომელიც შეიქმნა მე-10 - 9 სს.-ში (ძვ.


წელთაღრ.); საფუძვლად დაედო ინდუიზმს.
ბრეგეტ-ი - ძველებური ჯიბის საათი, რომელიც რეკავს ყოველ მეოთხედ საათში და
აჩვენებს თვის რიცხვებს [გამომგონებლის, ფრანგი ოსტატის Bრйგუეტ-ის (მე-18 - 19 სს.)
სახელის მიხედვით] –.

ბრევე [ლათ. Breve] – რომის პაპის მოკლე ეპისტოლე.

ბრეზენტ-ი [რუს. < ჰოლანდ.] – ხეშეში, მკვრივი, წყალგაუვალი ქსოვილი,


ჩვეულებრივ, სელისა.

ბრეიდ-ვიმპელ-ი [ჰოლანდ. Breed-wimpel] – (ზღვ.). საგანგებო ალამი, რომელსაც


სამხედრო ხომალდზე აღმართავენ, როდესაც მასზე იმყოფება დიდი თანამდებობის პირი.

ბრეკვატერ-ი [ინგლ. Breakwater] – ქვის ზღუდე ნავსადგურის დასაცავად


ტალღებისაგან; ტალღათსაჭრელი.

ბრელოკ-ი [ფრანგ. Breloque] – პატარა სამკაული, საათის ძეწკვზე ან სამაჯურზე


დასაკიდებელი.

ბრემსბერგ-ი [გერმ. Bremsberg] – (ტექ.). მოწყობილობა ტვირთის დასაშვებად


დახრილ სიბრტყეზე; იყენებენ ხე-ტყის დამზადებისას, სამთო სამუშაოებში და სხვ.;
მექანიზებული დაქანება.

ბრენდი [ინგლ. Brandy < დან.] – თეთრი ღვინისაგან გამოხდილი და მუხის კასრებში
დავარგებული ალკოჰოლიანი სასმელი (დაბალი ხარისხის კონიაკი); ამზადებენ
ხილისაგანაც (ვაშლისაგან, ალუბლისაგან).

ბრეოლინ-ი - თმაზე წასასმელი კრემი ერთგვარი.

ბრეტელ-ი [ფრანგ. Bretelle] – ქალის პერანგზე, ლიფზე და მისთ. დაკერებული


ქსოვილის ზონარი ან ბაფთა, რომელიც მხარზე გადადის.

ბრეტიორ-ი [ფრანგ. Bretteur] – (მოძვ.). პირი, რომელიც სულ მცირე საბაბს ეძებდა
ჩხუბის ასატეხად, დუელში ვისიმე გამოსაწვევად; დუელის მოყვარული.

ბრექჩია [იტალ. Breccia] – (გეოლ.). ქანი, რომელიც შედგება სხვადასხვა ქანის


ერთმანეთთან შეკავშირებული კუთხოვანი ნატეხებისაგან.

ბრიგ-ი [ინგლ. Brig] – მე-18 - 19 სს.-ში: ორანძიანი სამხედრო ან კომერციული


ხომალდი.

ბრიგადა [ფრანგ. Brigade] – 1. საჯარისო შენაერთი, პოლკზე დიდი, მაგრამ დივიზიაზე


მცირე; უფრო ხშირად შედგება რამდენიმე პოლკის, ბატალიონისა ან დივიზიონისაგან. 2.
ერთი ტიპის სამხედრო ხომალდების შენაერთი, რომელსაც მეთაურობს ერთი ფლაგმანი .
3. კოლექტივი, რომელიც ასრულებს გარკვეულ საწარმოო დავალებას. მაგ., მემონტაჟეთა
ბრიგადა. 4. მატარებლის მომსახურე პერსონალი.

ბრიგადირ-ი [გერმ. Brigadier < ფრანგ.] – 1. ბრიგადის (მნიშვ. 3, 4) ხელმძღვანელი. 2.


მე-18 ს.-ის რუსეთში: სამხედრო ჩინი, საშუალო პოლკოვნიკსა და გენერალს შორის.

ბრიგანტინ-ი [იტალ. Brigantino] – (ზღვ.). ერთგვარი ძველებური (მე-16 - 18 სს.)


ორანძიანი მსუბუქი ხომალდი.
ბრიდელ-ი [ინგლ. Bridle] – (ზღვ.). ნავსადგურში ან რეიდზე გემების გასაჩერებელი
მოწყობილობა - ჯაჭვი, რომლის ერთი ბოლო მაგრდება ფსკერში ჩაფლულ ღუზაზე,
ხოლო მეორე - ზღვის (ოკეანის) ზედაპირზე მცურავ დიდ ლითონის კასრზე; ამ კასრზე
გემები ამაგრებენ თავის ბაგირებს (შვარტოვებს).

ბრიზ-ი [ფრანგ. Brise] – ადგილობრივი სუსტი ქარი, რომელიც ქრის დღისით ზღვიდან
ხმელეთისაკენ, ხოლო ღამით - ხმელეთიდან ზღვისაკენ.

ბრიზანტულ-ი [< ფრანგ. Brisant] –; ბრიზანტული ჭურვი - საარტილერიო ჭურვი,


რომელსაც აქვს დისტანციური მოქმედების ამფეთქებელი და აზიანებს კარტეჩით
(ფინდიხით).

ბრიკეტ-ი [ფრანგ. Briquette] – აგურის სახით დაპრესილი რაიმე ფხვიერი მასალა


(მაგ., ნახერხი, ჩაი, ნაყინი და სხვ.).

ბრიკეტირება - რაიმე მასალისაგან ბრიკეტების დამზადება.

ბრილიანტ-ი [ფრანგ. Brillant] – ძვირფასი ქვა, მრავალწახნაგად თლილი ალმასი.

ბრილიანტინ-ი [ფრანგ. ბრილლანტინე] – თმის სურნელოვანი პომადა.

ბრინზა [რუმინ. Brinza] – განსაკუთრებული წესით ამოყვანილი ცხვრის ყველი.

ბრიოლინ-ი - იხ. ბრეოლინი.

ბრიოლოგია [ბერძ. Bryon ხავსი და logos მოძღვრება] – ბოტანიკის დარგი, რომელიც


ხავსებს სწავლობს.

ბრიოშ-ი [ფრანგ. Brioche] – ფუნთუშა (ნამცხვარი) ერთგვარი.

ბრისტოლ-ი [< გეოგრ. სახ.] – მაღალი ხარისხის ქაღალდისაგან დამზადებული


მუყაო.

ბრიტებ-ი - კელტური (იხ. კელტები) ტომები, ბრიტანეთის კუნძულების ძირითადი


მოსახლეობა ძვ. წელთაღრ. მე-8 ს.-დან ახ. წელთაღრ. მე-5 - 6 სს.-მდე; მათი ნაწილი
გაანადგურეს ანგლოსაქსებმა, ნაწილი გადასახლდა უელსსა და შოტლანდიაში , აგრეთვე
ბრეტანში (კონტინენტზე).

ბრიუმერ-ი [ფრანგ. Brumaire] – მეორე თვე საფრანგეთის რევოლუციური


კალენდრისა (22 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე), რომელიც მიიღო კონვენტმა 1793 წ.;
რესპუბლიკის მე-8 წლის 18 ბრიუმერს (1799 წლის 9 იანვარს) ნაპოლეონ ბონაპარტმა
მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება, ჩამოაგდო დირექტორია და თავი პირველ
კონსულად გამოაცხადა.

ბრიფინგ-ი [ინგლ. Briefing] – ხანმოკლე თათბირი ან პრეს-კონფერენცია


(უპირატესად საერთაშორისო და მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე )
ჟურნალისტთა ვიწრო წრისათვის.

ბრიჯ-ი1 [ინგლ. Breeches (მრ.)] – ერთგვარი შარვალი, მუხლებს ქვევით ვიწრო,


ჩექმებში ჩასატანებელი; ძველად იყენებდნენ ცხენოსნობისათვის.
ბრიჯ-ი2 [ინგლ. Bridge] – ქაღალდის (ბანქოს) ერთგვარი თამაში; გავრცელებულია
ინგლისსა და ამერიკაში.

ბრიჯდეკ-ი [ინგლ. Bridge-deck] – სავაჭრო გემის ყველაზე ზედა გემბანზე დაშენებული


ნაწილი; მასში მოთავსებულია საჭისა და შტურმანის ჯიხურები, რომლებშიც გემის
მართვისათვის საჭირო ყველა ხელსაწყო და მოწყობილობაა.

ბროილერ-ი [ინგლ.] – მსხვილ მეფრინველეობის მეურნეობაში გარკვეული წესით


გამოზრდილი სახორცე ვარია.

ბროკატ-ი [ფრანგ. Brocart] – ძველებური ფრანგული ფარჩა, მძიმე აბრეშუმის


ქსოვილი, ოქრომკერდით ნაქარგი. ბროკატის ქაღალდი - ძვირფასი ქაღალდი, ოქროს ან
ვერცხლის ნახატებით დაფარული; იყენებდნენ წიგნის ყდებისათვის.

ბროკატელ-ი [ფრანგ. Brocatelle] – 1. მძიმე აბრეშუმის ქსოვილი, ავეჯზე გადასაკრავი.


2. ჭრელი იტალიური მარმარილო.

ბროკერ-ი [ინგლ. Broker] – მაკლერი, შუამავალი (ვაჭრობაში, სხვადასხვა


გარიგებაში).

ბრომ-ი [ბერძ. Bromos ცუდი სუნი, სიმყრალე] – 1. ქიმიური ელემენტი, მწვავე სუნის
მქონე რუხ-მოწითალო სითხე. 2. ამ ნივთიერების ნაერთებისაგან დამზადებული წამალი,
რომელსაც იყენებენ ნერვების დასამშვიდებლად.

ბრომაცეტონ-ი - (ქიმ.). მომწამვლელი (ცრემლსადენი) ნივთიერება.

ბრომიდებ-ი - (ქიმ.). ბრომის ნაერთები ლითონებთან.

ბრონტოზავრ-ი [ბერძ. Bronte ჭექა-ქუხილი და საუროს ხვლიკი] – (პალეონტ.).


უზარმაზარი განათხარი ქვეწარმავალი დინოზავრების ოჯახისა.

ბრონქებ-ი [ბერძ. Bronchos სასუნთქი მილი] – სასუნთქი მილის განშტოებები,


რომლებითაც ჰაერი ჩადის ფილტვებში.

ბრონქიალურ-ი - იხ. ბრონქული.

ბრონქიოლებ-ი - (ანატ.). ბრონქების უწვრილესი განშტოებანი ფილტვებში.

ბრონქიტ-ი - (მედიც.). ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება.

ბრონქოადენიტ-ი [ბერძ. Bronchos (იხ. ბრონქები) და adden ირკვალი] – (მედიც.).


ბრონქული ჯირკვლების ანთება.

ბრონქოგრაფია [ბერძ. Bronchos (იხ. ბრონქები) და grapho ვწერ] – ბრონქების


რენტგენული სურათის მიღების წესი, რომლის დროსაც ბრონქებში შეჰყავთ რენტგენის
სხივებისათვის გაუმჭვირი ნივთიერება.

ბრონქოექტაზია [ბერძ. Bronchos (იხ. ბრონქები) და ektasis (იხ. ექტაზია)] – (მედიც.).


ქრონიკული დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ბრონქების გაფართოება.

ბრონქოპნევმონია [ბერძ. Bronchos (იხ. ბრონქები) და pneumonia ფილტვების ანთება] –


(მედიც.). ფილტვების ანთების ერთ-ერთი ფორმა (სხვანაირად: კეროვანი პნევმონია).
ბრონქოსკოპია [ბერძ. Bronchos სასუნთქი მილი და skopeo ვუყურებ] – სპეციალური
აპარატის (ბრონქოსკოპის) საშუალებით სასუნთქი მილების გამოკვლევის მეთოდი .

ბრონქულ-ი და ბრონქიალური - ბრონქებთან დაკავშირებული. მაგ., ბ. ასთმა.

ბროშ-ი [ფრანგ. Bronche - გულის ქინძისთავი.

ბროშირება - (პოლიგრ.). დაბეჭდილი თაბახების (ფორმების) წიგნად, ჟურნალად ან


ბროშურად შეკერვა; აკინძვა.

ბროშურა [ფრანგ. Brochure] – პატარა წიგნი, გამოცემული, ჩვეულებრივ, რბილი


გარეკანით.

ბრუდერ-ი [< ინგლ. Brooder] – ინკუბატორში გამოჩეკილი წიწილების გასაზრდელი


(გასათბობი) მოწყობილობა.

ბრუდერაცია - ბრუდერში წიწილების გამოზრდა.

ბრუდერშაფტ-ი [გერმ. Bruderschaft ძმობა] –:

ბრუდერშაფტის დალევა - ძველებური სუფრული ჩვეულება - ორნი სვამენ ღვინოს


ერთდროულად და ამით უმეგობრდებიან ერთმანეთს (გადადიან შენობით ლაპარაკზე ).

ბრუდერჰაუზ-ი [ბრუდერი და ინგლ. House სახლი] – სპეციალური შენობა, სადაც


ინკუბატორის წიწილებს ზრდიან ბრუდერებში.

ბრულიონ-ი [ფრანგ. Brouillon] – პირველი ვარიანტი ნახაზისა ან ნახატისა.

ბრუსტვერ-ი [გერმ. Brustwehr] – მიწაყრილი სანგრის ნაპირზე - მეომრების დასაცავად


მტრის ცეცხლისაგან.

ბრუტო [იტალ. Brutto] – საქონლის საერთო წონა (ჭურჭლიანად, შეფუთვიანად).


საპირისპ. ნეტო.

ბრუცელოზ-ი [< საკუთ. სახ.] – საქონლის (თხის, ცხვრის, ძროხის, ღორის) გადამდები
დაავადება; საქონლიდან ადამიანზედაც გადადის.

ბუბონ-ი [ბერძ. Bubon საზარდული] – სიმსივნე, გაჩენილი ლიმფური ჯირკვლების


ანთების შედეგად (საზარდულზე, იღლიაში, კისერზე და სხვ.).

ბუგელ-ი [ჰოლანდ. Beugel] – საკონტაქტო სადენიდან დენის მიმღები მორკალული


მოწყობილობა (მაგ., ტრამვაიზე).

ბუგშპრიტ-ი - იხ. ბუშპრიტი.

ბუდა [სანსკრ. Buddha გაღვიძებული; განათლებული] – 1. ბუდიზმის მიხედვით:


მითური არსება, რომელმაც ნირვანის მდგომარეობას მიაღწია (ბუდიზმის პანთეონში
ათასამდე ბუდა ითვლება). 2. ბუდისტური რელიგიის მითური დამაარსებლის ტიტული.

ბუდიზმ-ი - რელიგია, რომელიც წარმოიშვა მე-6 ს.-ში (ძვ. წელთაღრ.) ჩრდილოეთ


ინდოეთში და გავრცელდა ტიბეტში, მონღოლეთში, ჩინეთში, იაპონიასა და
აღმოსავლეთის ზოგ სხვა ქვეყანაში.
ბუდისტ-ი - ბუდიზმის მიმდევარი.

ბუდუარ-ი [ფრანგ. Boudoir] – მდიდართა სახლებში ძველად: ქალის ლამაზად


მოწყობილი სასტუმრო ოთახი ახლობლების მისაღებად.

ბუერ-ი [ჰოლანდ. Boeier] – ყინულზე სასრიალო იალქნიანი მსუბუქი ნავი, რომელსაც


ძირზე ციგურები აქვს გაკეთებული.

ბუერისტ-ი - სპორტსმენი, რომელიც მართავს ბუერს.

ბუზა [სპარს. Buza] – მომჟავო-მოტკბო მცირეალკოჰოლიანი სასმელი, დამზადებული


უპირატესად ფეტვისაგან; იციან კავკასიის მთიანეთში.

ბუზმენტ-ი [< ფრანგ. Passement არშია] – ოქრომკედის ან სირმის ფართო არშია,


ტანისამოსზე მოვლებული.

ბუი [ჰოლანდ. Boei] – წყლის ზედაპირზე მცურავი მსხვილი სასიგნალო ტივტივა


მეჩეჩების, წყალქვეშა ქვების ან სხვა მხრივ სახიფათო ადგილების აღსანიშნავად.

ბუკეტ-ი [ფრანგ. Bouquet] – 1. ზოგიერთი პროდუქტის (მაგ., ჩაის, ღვინის, თამბაქოს)


სხვადასხვა ხარისხისათვის დამახასიათებელი გემოსა და სურნელების ერთობლიობა . 2.
(მოძვ.). თაიგული.

ბუკეფალ-ი და ბუცეფალი [ბერძ. Bukephalas „ხარისთავა»] – ალექსანდრე


მაკედონელის მიერ გახედნილი ლეგენდარული ცხენის სახელი.

ბუკინისტ-ი [ფრანგ. Bouquiniste] – ნახმარი ან ძველი, ჩვეულებრივ, იშვიათი წიგნებით


მოვაჭრე.

ბუკინისტურ-ი - ძველი, ნახმარი წიგნებით ვაჭრობასთან დაკავშირებული. მაგ.,


ბუკინისტური მაღაზია. ბუკინისტური წიგნი - იშვიათი წიგნი (ისეთი, რომლის შოვნა
მხოლოდ ბუკინისტებთან შეიძლება).

ბუკლე [ფრანგ. Boucles კულულები] – შალის ან ბამბის ქსოვილი ერთგვარი,


მსხვილად ნაქსოვი.

ბუკლეტ-ი [ინგლ. Booklet წიგნაკი, ბროშურა] – მხატვრულად გაფორმებული


რამდენიმეგვერდიანი წიგნაკი.

ბუკმეკერ-ი [ინგლ. Bookmaker] – ბურჟუაზიულ ქვეყნებში: დოღში სანაძლეოს მოთავე


(აგროვებს და იწერს სანაძლეოდ დადებულ თანხას).

ბუკოლებ-ი [ბერძ. Bukolos მწყემსი] – (ისტ.). რომის პერიოდის ეგვიპტეში: მწყემსი


გლეხები, რომაული მონათმფლობელობის წინააღმდეგ აგრარული მოძრაობის
მონაწილენი (ჩვენი წელთაღრ. მე-2 ს.-ის მეორე ნახევარში).

ბუკოლიკა და ბუკოლიკური პოეზია [ბერძ. Bukolika მწყემსური პოეზია] – პოეზიის


ჟანრი, რომელშიც გაიდეალებულია მწყემსური, საერთოდ, სოფლური ცხოვრება;
პასტორალი.

ბულ-ი - წითელი ხის ავეჯის სტილი; დამახასიათებელია ინკრუსტაცია,


შესრულებული ხის, ბრინჯაოს, სპილოს ძვლის, კუს ბაკნისა და ზოგი სხვა მასალისაგან
[საფრანგეთის მეფის ლუი XIV-ის კარის ოსტატ-მეავეჯის სახელის მიხედვით, რომელსაც
უამრავი მიმბაძველი გაუჩნდა ევროპის ქვეყნებში] –.

ბულა [ლათ. Bulla] – 1. რომის პაპის ბრძანებულება, წერილი ან სიგელი. 2. ბეჭედი,


რომელიც ასეთ დოკუმენტს აზის.

ბულანჟე [< ფრანგ. საკუთ. სახ.] – ნიკაპზე დატოვებული, მრგვალად შეკრეჭილი


(შემოკვერცხილი) წვერი.

ბულდოგ-ი [ინგლ. Bulldog] – ერთგვარი ჯიშის ძაღლი; აქვს ბრტყელდრუნჩიანი დიდი


თავი, მოკლე მსხვილი თათები და ფართო მკერდი.

ბულდოზერ-ი [ინგლ. Bulldozer] – მოწყობილობა, რომელიც წინ უკეთდება მუხლუხა


ტრაქტორს მიწის სამუშაოების შესასრულებლად (მიწის მოსწორება, თხრილის ამოვსება,
მიწაყრილის გაკეთება და სხვ.); თვით ტრაქტორი ასეთი მოწყობილობით.

ბულდოზერისტ-ი - ბულდოზერზე მომუშავე; მებულდოზერე.

ბულე [ბერძ. Buld] – (ისტ.). სახელმწიფო საბჭო ძველ ათენსა და საბერძნეთის სხვა
ქალაქ-სახელმწიფოებში (პოლისებში).

ბულვარ-ი [ფრანგ. Boulevard] – ფართო ხეივანი ქალაქის ქუჩის გაყოლებაზე


(ჩვეულებრივ, შუაზე).

ბულვარულ-ი რომანი (ლიტერატურა, პრესა, კრიტიკა) - ვულგარული, ქუჩური, უხამსი


რომანი (ლიტერატურა, პრესა, კრიტიკა).

ბულიონ-ი [ფრანგ. Bouillon] – ხორცის ნახარში.

ბულიტ-ი [ინგლ. Bullet] – (სპორტ.). ჰოკეიში: საჯარიმო შაიბა, რომელსაც ცენტრიდან


მიაცურებენ მოწინააღმდეგის კარში შესაგდებად.

ბუმ-ი [ინგლ. Boom] – 1. კაპიტალისტური წარმოებისა და ვაჭრობის ხანმოკლე ზრდა;


დამახასიათებელია ფასიანი ქაღალდების კურსისა და საქონლის ფასების აწევა,
საბირჟო სპეკულაციის გაძლიერება. 2. (გადატ.). აურზაური, სენსაცია.

ბუმერანგ-ი [ინგლ. Boomerang < ავსტრალ.] – ავსტრალიელი და ზოგი სხვა ტომის


სატყორცნი იარაღი - ერთგვარი რომელიც გატყორცნის შემდეგ (თუ მიზანს ვერ მოხვდა)
უკან ბრუნდება.

ბუნგალო [ინგლ. Bungalow < ინდ.] – 1. ინდოეთში: მსუბუქი ვერანდებიანი შენობა. 2.


ინგლისში: ერთსართულიანი კოტეჯი.

ბუნდ-ი [< გერმ. Bund კავშირი] – ებრაელთა საყოველთაო სოციალ-დემოკრატიული


კავშირი - მენშევიკური მიმართულების წვრილბურჟუაზიული ნაციონალისტური პარტია
(არსებობდა 1897-1921 წლებში).

ბუნდესვერ-ი [გერმ. Bundeswehr] – ოფიციალური სახელწოდება გერმანიის


ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა.

ბუნდესმარინე [გერმ. Bundesmarine] – დასავლეთ გერმანიის საზღვაო ჯარი.


ბუნდესრატ-ი [გერმ. Bundesrat საკავშირო საბჭო] – 1. გერმანიის იმპერიაში (1871-1918
წწ.): პარლამენტის ზედა პალატა - გერმანული სახელმწიფოების საიმპერიო საბჭო. 2.
გფრ-ში (აგრეთვე ავსტრიაში): პარლამენტის ზედა პალატა. 3. შვეიცარიაში:
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო.

ბუნდესტაგ-ი [გერმ. Bundestag] – გერმანიის ფედერაციულირესპუბლიკის


პარლამენტის ქვედა პალატა.

ბუნებ-ი1 [გერმ. Buhne] – ნახევარსაგუბრები, განივი ჯებირები, რომლებიც ნაპირიდან


მდინარის კალაპოტშია შეჭრილი.

ბუნებ-ი2 [ინგლ. Harbour Booms] – მორებისაგან შედგენილი მცურავი ჯაჭვი სავაჭრო


ნავსადგურის რომელიმე უბნის გადასაღობავად.

ბუნკერ-ი [ინგლ. Bunker] – 1. ფოლადის, რკინაბეტონის ან ხის სათავსი პირამიდის ან


კონუსის მოყვანილობისა რაიმე მასალის (მაგ., მარცვლეულის, ქვანახშირის) დროებით
შესანახავად; ძირში დატანებული აქვს ნახვრეტი შიგთავსის გამოსაყრელად . 2. გემზე :
სათავსი სათბობისათვის. 3. კომბაინსა და ელევატორში: მარცვლეულის ყუთი. 4.
რკინაბეტონისა და ფოლადის სქელკედლებიანი სეიფი ან თავშესაფარი.

ბუნრაკუ [იაპ.] – იაპონური თოჯინების თეატრი; გამოჰყავთ დიდი (1 მ-მდე სიმაღლის)


თოჯინები, რომლებიც თვალებს ატრიალებენ, ხუჭავენ, წარბებს მაღლა სწევენ, პირს
აღებენ და სხვ.; თითო თოჯინას მართავს სამი კაცი.

ბუნტ-ი [რუს. Бунт < ჰოლანდ. ბუნტ] – (საუბ.). სტიქიური აჯანყება; ამბოხება.

ბუნტარ-ი [რუს. Бунтарь] – (საუბ.). ადამიანი, რომელიც ვერ ეგუება რასმე, მოითხოვს
გადატრიალებას რამეში, - მეამბოხე, ურჩი.

ბუნჩუკ-ი [თურქ. Bunjuk] – 1. ხის ბუნი, რომელსაც ზედა ბოლოზე გამობმული ჰქონდა
ცხენის ძუა; ოსმალეთის ფაშების (გენერლების), შემდეგ - პოლონელი და უკრაინელი
ჰეტმანებისა და კაზაკთა ატამანების ხელისუფლების სიმბოლო; თუღი. 2. ზოგიერთ
სამხედრო ორკესტრში: ხმაურიანი მუსიკალური საკრავი, რომელიც მორთულია ცხენის
ძუით.

ბუჟ-ი [ფრანგ. Bougie] – სამედიცინო ინსტრუმენტი - ლითონის ან რეზინის მილაკი,


რომელიც შეჰყავთ მილისებრ ორგანოებში (მაგ., შარდსადენში) მათი გამოკვლევისა და
მკურნალობის მიზნით.

ბურგ-ი [გერმ. Burg] – შუა საუკუნეების ევროპის ქვეყნებში: გამაგრებული კოშკი;


ციხესიმაგრე.

ბურგგრაფ-ი [გერმ. Burggraf] – შუა საუკუნეების გერმანიაში: ციხე-დარბაზისა და


ქალაქის მმართველი.

ბურგომისტრ-ი [გერმ. Burgermeister] – 1. გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში:


საქალაქო კრების აღმასრულებელი ორგანოს (საბჭოს) მეთაური. 2. გერმანიის
ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბელგიაში, ნიდერლანდსა და ავსტრიაში: მაღალი
თანამდებობის პირი მმართველობის ადგილობრივ ორგანოებში, ცენტრალური
მთავრობის წარმომადგენელი.
ბურგომისტრატ-ი - სამმართველო, რომელსაც ბურგომისტრი განაგებს.

ბურდონ-ი [ფრანგ. Bourdon] – ორგანის ბასის რეგისტრი.

ბურე [ფრანგ. Bourrée] – ძველებური ფრანგული საფერხულო ცეკვა ერთგვარი.

ბურებ-ი - ჰოლანდიელი კოლონისტების შთამომავალნი სამხრეთ აფრიკაში (თავის


თავს უწოდებენ აფრიკანერებს).

ბურეტ-ი [ფრანგ. Bourrette] – აბრეშუმის ნედლეულის ნარჩენები; იყენებენ დაბალი


ხარისხის ძაფების დასამზადებლად.

ბურიდან-ის ვირი - ამბავი იმ ვირის შესახებ, რომელიც იმყოფება ორ სავსებით


ერთგვარ თივის ბულულს შორის და ვერ აურჩევია ვერც ერთი და რომელსაც ამის გამო
შიმშილით სიკვდილი ელის [მე-14 ს. ფრანგი ფილოსოფოსის ჟ. ბურიდანის (Buridan)
გვარის მიხედვით, რომელსაც მცდარად მიეწერება ეს გამოთქმა] –.

ბურიმე [ფრანგ. Bouts-rimés (მრ.).] – ლიტერატურული თამაში - წინასწარ მოცემული


რითმებით იუმორისტული ლექსების შეთხზვა.

ბურლესკ-ი [ფრანგ. Burlesque] – კომიკური, პაროდიული პოეზიის ჟანრი.

ბურმისტრ-ი [რუს. < გერმ. Bauermeister გლეხთა უფროსი] – ბატონყმურ რუსეთში:


მემამულის მოურავი ან მამასახლისი.

ბურნუს-ი [არაბ. Burnus] – 1. გრძელი კაპიუშონიანი მოსასხამი, ჩვეულებრივ, თეთრი


ფერისა; ატარებენ ბედუინები. 2. ქალის ერთგვარი პალტო, ფართოსახელოებიანი;
გავრცელებული იყო მე-19 ს.-ში.

ბურჟუა [ფრანგ. Bourgeois] – ბურჟუაზიის წარმომადგენელი.

ბურჟუაზია [ფრანგ. Bourgeoisie] – 1. კაპიტალისტურ საზოგადოებაში: გაბატონებული


კლასი, რომლის ხელშიც არის სამუშაო იარაღი და საწარმოო საშუალებანი და რომელიც
ეწევა დაქირავებული შრომის ექსპლუატაციას. 2. შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში :
ერთ-ერთი წოდება („მოქალაქენი»).

ბურჟუაზიულ-ი - 1. ბურჟუაზიასთან დაკავშირებული. 2. რაც მიუთითებს ბურჟუაზიის


წამყვან მდგომარეობაზე, მის ხელმძღვანელობაზე; რაც ხდება ბურჟუაზიის ინტერესების
შესაბამისად. მაგ., ბურჟუაზიული რევოლუცია, ბურჟუაზიული რესპუბლიკა .

ბურსა1 [ლათ. Bursa ჩანთა; სალარო] – მე-18 - 19 სს.-ში: სასულიერო სასწავლებლის,


სემინარიის საერთო საცხოვრებელი; თვით სასულიერო სასწავლებელი.

ბურსა2 [ლათ. Bursa ჩანთა] – (ანატ.). ლორწოვანი ჩანთა, დახშული ხვრელის მსგავსი
სივრცე (კუნთების დამაგრების ადგილას, მყესებსა და ძვალს შორის), რომელიც
გავსებულია ბლანტი სითხით; ამცირებს ხახუნს, აადვილებს კუნთების მოძრაობას .

ბურსიტ-ი - (მედიც.). ბურსის (იხ. Bursa2) ანთება.

ბურუნდუკ-ი - ძუძუმწოვარი ცხოველი ციყვისებრთა ოჯახისა; ბინადრობს აზიისა და


ჩრდ.-აღმ. ევროპის ტყეებში.
ბურშ-ი [გერმ. Bursch] – გერმანიაში: მეტსახელი უფროსი კურსების სტუდენტისა,
რომელიც ეკუთვნის სტუდენტთა ერთ-ერთ კორპორაციას.ბურხან-ი [მონღ.] –. - ბუდის ან
სხვა ბუდისტური კერპის ქანდაკება.

ბუსოლ-ი [ფრანგ. Boussole] – ხელსაწყო, რომლითაც ზომავენ ჰორიზონტალურ


კუთხეებს (გეოდეზიური აგეგმვისას, საარტილერიო სროლის დროს).

ბუსტერ-ი [ინგლ. Booster] – მოწყობილობა მანქანის ან მექანიზმის სამუშაო ძალვის


გასაზრდელად განსაკუთრებით დიდი დატვირთვის დროს (მაგ., ორთქლმავალში,
თვითმფრინავში).

ბუსტროფედონ-ი [ბერძ. Bustrophedon] – წერის ერთგვარი წესი, როდესაც პირველი


და ყველა მომდევნო კენტი სტრიქონი იწერებოდა მარჯვნიდან მარცხნივ, ხოლო მეორე
და ყველა მომდევნო წყვილი სტრიქონი - მარცხნიდან მარჯვნივ; გვხვდება ხეთურ,
ეტრუსკულ, ძველ ბერძნულ და სხვა ძეგლებში.

ბუტადიენ-ი [< ბერძ.] – (ქიმ.). ორგანული ნაერთი, უჯერი ნახშირწყალბადი; იღებენ


სპირტიდან ან ნავთობის აირებიდან; მისგან მიიღება ხელოვნური კაუჩუკი (სხვაგვარად:
დივინილი).

ბუტადიონ-ი - სამკურნალწამლო პრეპარატი, ტკივილის გამაყუჩებელი, სიცხის


დასაწევი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება; იყენებენ ქრონიკული ფორმის
რევმატიზმის, ნიკრისის ქარისა და ზოგი სხვა დაავადების სამკურნალოდ.

ბუტან-ი [< ბერძ. But(yron) ზეთი] – ორგანული ნაერთი, რომელიც შედის ბუნებრივი
გაზისა და ნავთობის შემადგენლობაში; პროპანთან ერთად იყენებენ როგორც გაზისებრ
სათბობს.

ბუტაფორ-ი [იტალ. Buttafuori] – თეატრის ანამშრომელი, რომელსაც აბარია


ბუტაფორია; ბუტაფორიული საგნების მკეთებელი ოსტატი.

ბუტაფორია - 1. თეატრალური წარმოდგენისათვის საჭირო საგნები (ავეჯი,


ტანისამოსი, იარაღი ან სხვ.), ნამდვილს მიმსგავსებული. 2. მაღაზიის ვიტრინებში
გამოსაფენი ყალბი საგნები - ნამდვილი, გასაყიდი საქონლის ნაცვლად.

ბუტერბროდ-ი [გერმ. Butterbrot] – პურის ნაჭერი, რომელზედაც წასმულია კარაქი,


ხიზილალა ან დადებულია ყველის, ძეხვის, ლორის ან რაიმე სხვა მისთანას თხელი
ნაჭერი.

ბუტილენ-ი [< ბერძ.] – (ქიმ.). უჯერი გაზისებრი ნახშირწყალბადი; შედის სანათი გაზის
შემადგენლობაში.ბუტირომეტრ-ი [ბერძ. ბუტყრონ კარაქი და მეტრეЅ ვზომავ] – რძის
ცხიმიანობის გასაზომი ხელსაწყო.

ბუტლეგერ-ი [ინგლ. Bootlegger] – 20-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში:


კონტრაბანდული საქონლის ან შინ გამოხდილი არყის გამყიდველი („მშრალი კანონის »
დროს).

ბუტონიერ-ი [ფრანგ. Boutonniére] – (მოძვ.). 1. ყვავილი ან პატარა თაიგული,


რომელსაც გულზე იბნევდნენ. 2. მინის პაწაწა ჭურჭელი სინჯარასავით, რომელშიც
დებდნენ ყვავილს და გულზე იბნევდნენ.
ბუფ-ი [ფრანგ. Bouffe] – კომიკური, სახუმარო, სასაცილო (ჩვეულებრივ მოსდევს
არსებით სახელს. მაგ., ოპერა-ბუფი, თეატრ-ბუფი).

ბუფებ-ი [< ფრანგ. Bouffer დანაოჭება, ამობურცვა (მატერიისა)] – ამობურცული


ნაკეცები ქალის კაბაზე.

ბუფერ-ი [ინგლ. Buffer] – ზამბარიანი მოწყობილობა ლოკომოტივებზე, ვაგონებზე


(და სხვ.) დაჯახების, დარტყმის შესასუსტებლად.

ბუფერულ-ი სახელმწიფო - (პოლიტ.). პატარა სახელმწიფო, მოქცეული ორ


ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოს შორის, რომელთაგან
თითოეული ცდილობს მის გამოყენებას მეორის საწინააღმდეგოდ.

ბუფეტ-ი [ფრანგ. Buffet] – 1. სუფრის ჭურჭლეულის, საუზმეულისა და სასმელების


შესანახი კარადა. 2. სასადილოებსა და რესტორნებში: მაგიდა ან დახლი, სადაც ყიდიან
საუზმეულსა და სასმელებს. 3. სასაუზმე ან პატარა სასადილო (სადგურებში, წარმოება-
დაწესებულებებში, სანახაობით ადგილებში და სხვ.).

ბუფონ-ი [ფრანგ. Bouffon] – მსახიობი, რომელიც კომიკურ როლებს ასრულებს


ოპერეტებსა და ვოდევილებში; ხუმარა, ტაკიმასხარა.

ბუფონადა [იტალ. Buffonada < ფრანგ.] – მეტისმეტად კომიკური, სახუმარო


წარმოდგენა.

ბუქს-ი [გერმ. Buchse] – ლოკომოტივის ან ვაგონის დეტალი - კოლოფი, რომელშიც


მოთავსებულია ღერძის ბოლო საკისარითურთ.

ბუქსირ-ი [< ჰოლანდ. Boegseren] – 1. გემი, რომელსაც მიჰყავს მასზე გამობმული სხვა
გემი ან ტივი, კარჭაპი და მისთ. (სხვაგვარად: საბუქსირო გემი). 2. მსხვილი ბაგირი,
რომლითაც გემს მიჰყავს მასზე გამობმული გემი და მისთ.

ბუშ-ი [ინგლ. Bush ბუჩქი, ბუჩქნარი] – ავსტრალიაში: დაუმუშავებელი მიწის დიდი


სივრცე, რომელიც დაფარულია ბუჩქნარით.

ბუშელ-ი [ინგლ. Bushel] – ფხვიერი სხეულების საწყაო ინგლისში (უდრის 36,4


ლიტრს), ამერიკის შეერთებულ შტატებსა (უდრის 35,2 ლიტრს) და ზოგ სხვა ქვეყანაში.

ბუშლატ-ი [თურქ.] – მეზღვაურთა მაუდის კურტაკი.

ბუშმენებ-ი [< ჰოლანდ. Bosjesman ტყის კაცი] – სამხრეთ აფრიკის უძველესი მკვიდრნი
(ცხოვრობენ უმთავრესად უდაბნო კალაჰარიში); მათთვის დამახასიათებელია მცირე
სიმაღლე (145-150 სმ), ღია ყავისფერი კანი, ძალზე ხუჭუჭა თმა.

ბუშპრიტ-ი და ბუგშპრიტი [ინგლ. Bowsprit, ჰოლანდ. Boegspriet] – ჰორიზონტალური ან


დახრილი ძელი, რომელიც გემის ცხვირიდან წინ არის გამოწეული; იალქნიან გემებზე ბ.-
ის საშუალებით წინ სწევენ კლივერებს, რის შედეგადაც უმჯობესდება გემის მართვა;
იყენებენ აგრეთვე წინა ღუზის ჩასაშვებად, ასაწევად და დასამაგრებლად.

ბუც-ი [ინგლ. Boots (მრ.)] – სპეციალური ფეხსაცმელი ფეხბურთის სათამაშოდ.

ბუცეფალ-ი - იხ. ბუკეფალი.


ბუხტ-ი [ჰოლანდ. Bocht] – წრეებად, ცილინდრებად ან რვიანის სახით დაწყობილი
გვარლი.

ბუხჰალტერ-ი [გერმ. Buchhalter] – ბუხჰალტერიის სპეციალისტი.

ბუხჰალტერია - 1. სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა წარმოების პროდუქტებით და


ფულადი გამოსახულებით; ანგარიშწარმოება. ორმაგი ბუხჰალტერია - წარმოების
საბუხჰალტრო აღრიცხვის მეთოდი, რომლის მიხედვითაც ყოველი ოპერაცია იწერება
ორჯერ - შემოსავალში (დებეტი) და გასავალში (კრედიტი). 2. წარმოება-
დაწესებულებებში: ანგარიშწარმოების განყოფილება.

You might also like