Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

13.10.

20
მარტივი ფენოლები

ობიექტი 1:დათვის კენკრას ფოთლები-folium uvae-ursi


ნედლეულს წარმოადგენს ველურად ზრდადი მარადმწვანე ბუჩქის,დათვის კენკრას
arqtostafilus uva-ursi,ოჯახი მანანასებრნი-ericaceae,გაზაფხულზე ყვავილობის
დაწყებამდე, დაწყებისას, ან შემოდგომაზე ნაყოფის სიმწიფის დაწყებიდან თოვლის
საფარველის გაჩენამდე შეგროვებული ფოთლები.
გარეგანი ნიშნები:
მთლიანი ნედლეული-ფოთლები პატარა
ტყავისებრი,სქელი,მსხვრევადი,სქელკიდიანი,უკუკვერცხისებრი ან წაგრძელებულ-
ოვალური ფორმის,წვერში მომრგვალებული,ზოგჯერ მცირედ ამოკვეთილი,ფუძისკენ
სოლისებრ შევიწროვებული,ძალიან მოკლე ყუნწით.ფოთლები ზედა მხრდან მუქი
მწვანე,პრიალა,კარგად შესამჩნევი ჩავარდნილი ძარღვებით,ქვედა მხრიდან უფრო
ღია,მქრქალი მწვანე,შიშველი,უსუნო,გემო ძლიერ ძელგი,მომწარო.
დაწვრილმანებული ნედლეული-3მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
ფოთლის სხვადასხვა ფორმის ნაჭრები,ფერი ღია მწვანედან-მუქ
მწვანემდე,უსუნო,ძლიერ ძელგი,მომწარო.
მიკროსკოპია:
ფოთლის ზედაპირის დათვალიერებისას მოჩანს ეპიდერმისის მრავალკუთხა
უჯრედები სწორი და საკმაოდ სქელი კედლებით,ბაგე მსხვილი,მომრგვალო,ფართოდ
გახსნილი ბაგის ხვრელით,გარშემორტყმულია ეპიდერმისის 8(ზოგჯერ 5-9)
უჯრედით(ანომოციტური ტიპი).მსხვილ ძარღვებს თან ახლავს კალციუმის ოქსალატის
კრისტალები პრიზმების,მათი შენაზარდებისა და დრუზების სახით.ფოთლის
ფუძესტან ხშირად გვხვდება ოდნავ მოღუნული 2-3 უჯრედიანი ბუსუსები.
თვისებითი რეაქცია:
1)0.5 მგ დაწვრილმანებულ ფოთლებს ადუღებენ 10 მლ წყალში 2-3 წუთის
განმავლობაში და ფილტრავენ ქაღალდის ფილტრში. 1მლ ფილტრატს ამატებენ
რკინის ქვეჟანგის სულფატის პატარა კრისტალს,ჩნდება მოწითალო იისფერი,შემდეგ
მუქი იისფერი შეფერვა და ბოლოს მიიღება მუქი იისფერი ნალექი(არბუტინის
აღმომჩენი რეაქცია).
2)1 მლ ფილტრატს (ფაიფურის ფიალაში) ამატებენ 4 მლ ამიაკის ხსნარს და წვეთობით
1 მლ 10% ფოსფორმოლიბდენმჟავას ხსნარს ქლორწყალბადმჟავაში. ჩნდება ლურჯი
შეფერვა (არბუტინი).
მიკროსუბლიმაციის რეაქცია(ფიზ პროცესი:მყარიდან აირადში გადადის):
ფხვნილად ქცეულ ფოთლებს ათავსებენ როდინში,უმატებენ განზავებულ
ქლორწყალბადმჟავას 1-2 წვეთს და კარგად სრესავენ,რისი ზეგავლენითაც არბუტინი
იშლება გლუკოზად და ჰიდროქინონად,შემდეგ აწარმოებენ ფხვნილის
მიკროსუბლიმაციას,აღნიშნულის შედეგად სასაგნე მინაზე მიიღება ჰიდროწინონის
კრისტალები,ამის დასამტკიცებლად კრისტალებზე ვამატებთ ვერცხლის
ამონიაკალური ხსნარის 1-2 წვეთს და საფარი მინის დაუფარებლად ვნახულობთ
მიკროსკობში,რადგან ჰიდროქინონი აღმდგენი თვისებისაა მიკროსკოპში გამოჩნდება
აღდგენილი ვერცხლი შავი წინწკლების სახით.რეაქცია უფრო თვალსაჩინოა
ჰიდროქინონის კრისტალების და ვერცხლის ამონიაკალური ხსნარის შეხების
საზღვარზე.

კუმარინების აღმომჩენი რეაქციები


კოლბში ათავსებენ 5 გ ნედლეულს,ამატებენ 50 მლ 95%იან ეთანოლს,აცხელებენ
წყლის აბაზანაზე ადუღებამდე და ტოვებენ 3-4 საათს ხშირი შენჯღრევით.სპირტიან
ექსტრაქტს შეასქელებენ 5-10 მლ-მდე და ატარებენ შემდეგ რეაქციებს:
1)რეაქცია ლაქტონზე: 2 სინჯარაში ასხავენ 2-2 მილილიტრ სპირტიან ექსტრაქტს,ერთ-
ერთ მათგანს უმატებენ 0,5 მლ 10%-იან ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარს,ორივე
სინჯარას აცხელებენ წყლის აბაზანაზე ადუღებამდე,აცივებენ და თითოეულს უმატებენ
4 მლ გამოხდილ წყალს,თუ ტუტიანი სინჯარა დარჩა გამჭვირვალე,მაშინ რეაქცია
ლაქტონზე ითვლება დადებითად,რამდენიმე წვეთი კონც.მარილმჟავით შემჟავებით
გამჭვირვალე სითხე კარგავს ყვითელ შეფერილობას.იმღვრევა და გამოიყოფა
ბამბისებრი ნალექი.
2)რეაქცია ლაქტონზე: 3-5 მლ სპირტიან ექსტრაქტს ამატებენ 10 წვეთ 10%-იან
კალიუმის ტუტის ხსნარს მეთანოლში,აცხელებენ წყლის აბაზანაზე და გაცივების
შემდეგ უმატებენ 5-10 მლ გამოხდილ წყალს,კარგად შენჯღრევის შემდეგ ხსნარს
ანეიტრალებენ 10%-იანი ქლორწყალბადმჟავას ხსნარით მჟავე რეაქციამდე,ამ დროს
შემღვრევის ან ნალექის წარმოქმნა მიუთითებს მცენარეულ ნედლეულში კუმარინების
არსებობაზე.
3)დიაზო რეაქცია:სინჯარაში ასხავენ 1-2 მლ სპირტიან ექსტრაქტს, და 3-4 მლ 2%-იან
ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ან ტუტის ხსნარს,სითხეს აცხელებენ წყლის აბაზანაზე
ადუღებამდე,შემდეგ აცივებენ და უმატებენ ახლად მომზადებულ ბიაზოტირებულ
პარანიტროანილინს,ალუბლისფერ-წითელი ან ინტენსიური მუქი-წითელი
შეფერადება მოწმობს კუმარინების არსებობაზე.
დიაზო რეაქტივის მომზადება: 3,5 გ პარანიტრო ანილინს ხსნიან 45მლ კონც.
მარილმავაში,ხსნარს ანზავებენ წყლით 100 მლ-მდე,ერთდროულად ამზადებენ 10 %-
იან ნატრიუმის ნიტირის ხსნარს,ამ ორ რეაქტივს ურევენ უშუალოდ ანალიზის
ჩატარების წინ.
შენიშვნა:მოცემული რეაქციები მოწმობენ კუმარინების არსებობას თუ მცენარეული
ნედლეული არ შეიცავს ფლავონოიდებს და ანტრაცენ ნაწარმებს.

ობიექტი 2: სამკურნალო ძიძო- herba meliloti


სამკურნალო ძიძოს ბალახის მიკროსკოპული ანალიზი-herba meliloti,ნედლეულს
წარმოადგენს მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის სამკურნალო ძიძოს-melilotus
officinalis,ოჯახი პარკოსანნი- fabaceae,ყვავილობის ფაზაში შეგროვილი ნაყოფები.
გარეგანი ნიშნები:
შეფოთლილი მოყვავილე 30 სმ-მდე სიგრძის ყლორტები, 1-2 სმ დიამეტრის ღეროებით
ყვავილებითა და ნაყოფების უმნიშვნელო რაოდენობით.სუნი-არომატული(კუმარინის)
თივის სუნი,გემო-მომწარო.
მიკროსკოპია:
სადიაგნოზო მნიშვნელობა აქვს ნაკლებადდაკლაკნილ ზედა და ძლიერდაკლაკნილ
ქვედა ეპიდერმისს,ანომოციტური ტიპის ბაგის აპარატი განლაგებულია ზედა და ქვედა
ეპიდერმისზე.ბუსუსების 2 ტიპი-მარტივი
ერთუჯრედიანი,თხელკედლიანი,მახვილწვერიანი და ჯირვლოვანი მრავალუჯრედიანი
თავაკით და ერთუჯრედიანი მოკლე ფეხით,მთავარ და მსხვილ გვერდით ძარღვებს
გარს აკრავს კრისტალური სარტყელი,მეზოფილში იშვიათად გვხვდება კალციუმის
ოქსალატის დრუზები.

You might also like