Professional Documents
Culture Documents
სისხლის სამართლის პროცესი
სისხლის სამართლის პროცესი
4. პროცესის ამოცანები
გამოძიების დაწყებამდე, პრაქტიკაში დამკვიდრდა კიდევ ერთი ეტაპი , რომელიც საპროცესო კოდექსით
არ არის გათვალისწინებული, მაგრამ გამოძიების დაწყებისათვის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს .
ეს არის საგამოძიებო ორგანოების მიერ გამოძიების დაწყებამდე წარმოებული პროცესი .
1. ეს პროცესი სწორედ მაშინ მიმდინარეობს და არსებობს, როდესაც დანაშაული ჯერ კიდევ არ არის
ჩადენილი და არც რაიმე საფრთხე არსებობს. ამ სტადიაზე პოლიცია გარკვეული საეჭვო ნიშნებისა თუ
მინიშნებების საფუძველზე, ეძებს და იკვლევს ვარაუდისა და საწყისი ეჭვის დამადასტურებელ
გარემოებებს. პოლიციის ეს საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნარკოტიკულ და
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისათვის, ვინაიდან, დანაშაულთა ამ სფეროში იშვიათია მესამე
პირთა მხრიდან ინფორმაციის მიწოდება, განცხადების გაკეთება ან შემთხვევით მისი დადგენა .
2. დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებამდე ,
მიღებული ინფორმაციის გადამოწმებას, არსებობს თუ არა კანონით გათვალისწინებული
დანაშაულებრივი ქმედების ნიშნები, მაგ. მოქალაქის სატელეფონო შეტყობინება , მის სიცოცხლესა და
ჯანმრთელობაზე თავდასხმის შესახებ.
1. ინფორმაციული ფუნქცია
პირის დადგენილებით ბრალდებულად ცნობის შესახებ, ბრალდებულს ეცნობება თუ რა ბრალდება იქნა
მის წინააღმდეგ. აღძრული, კერძოდ, ბრალდების დადგენილებით ხდება ბრალდების ფორმულირება -
ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების , იარაღის ,
აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. დადგენილებით , დაცვის მხარისათვის
ცნობილი ხდება თუ რა. მტკიცებულებები დაედო საფუძვლად ბრალდებას. დადგენილებით ასევე ხდება
მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, დადგენილებაში მითითებულია საქართველოს .
სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს
დანაშაული.
2 შეზღუდვის ფუნქცია
არავის შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავედანაშაულისათვის .
1. მოსამზადებელი ნაწილი.
საქმის არსებითი განხილვის მომზადებას წინასასამართლო სხდომის მოსამართლე ახორციელებს .
წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განსაზღვრავს საქმის არსებითი განხილვის სხდომის
დაწყების თარიღს, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსაწვევ პირებს უგზავნის სასამართლო
უწყებებს, ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას , ასევე მათგან მიღებულ იმ
მტკიცებულებათა ჩამონათვალს და ა.შ
2.მხარეთა შესავალი სიტყვები
3.მტკიცებულებათა მხარეების მიერ წარმოდგენა და გამოკვლევა.
4. მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულება.
5. ბრალდებულის უფლება, შეცვალოს ბრალდება ან უარი თქვას ბრალდების ნაწილზე ბრალდებულის
სასარგებლოდ. ბრალდებულის საუარესოდ ბრალდების შეცვლას ან ახალი ბრალდების დამატებას
საქართველოს საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.
6. მხარეთა დასკვნითი სიტყვები.
7.რეპლიკა.
8. ბრალდებულის საბოლოო სიტყვა.
9.სასამართლოს თათბირი და შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
10. განაჩენის გამოქვეყნება
გასაჩივრების ეტაპი
განაჩენის დადგენის შემდეგ, შესაძლებელია მოპოვებულ იქნეს ახალი მტკიცებულება , რომლის
მოპოვებაც განაჩენის დადგენამდე შეუძლებელი იყო. დაშვებულმა შეცდომამ და /ან ახლად
გამოვლენილმა მტკიცებულებამ საქმის ბედზე შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს .
განაჩენის გასაჩივრების უფლება მხარეებს დამატებით და ახალ მტკიცებულებათა სააპელაციო
ინსტანციაში წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.
საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს განაჩენის გასაჩივრების ორ ინსტანციას : 1 სააპელაციო და 2
საკასაციო ინსტანციებს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია შეიცავს მთელ რიგ სისხლის
სამართლის პროცესუალურ გარანტიებს, კერძოდ, წამების აკრძალვას, სახელმწიფოს უფლების
შეზღუდვას პირთა დაკავებასა და დაპატიმრებაზე, სამართლიანი სასამართლოს ზოგად გარანტიებს ,
რაც თავის მხრივ მოიცავს პროცესის საჯაროდ და სწრაფად წარმართვას, ყველა ეჭვის ბრალდებულის
სასარგებლოდ გადაწყვეტას, ბრალდებულისათვის დაცვის მოსამზადებლად საკმარისი დროისა და
შესაძლებლობის მიცემას, უსახსრო ბრალდებულებისათვის დაცვის უფლების გარანტიას - დამცველის
უფასო მომსახურების მეშვეობით, თუ ამას მოითხოვს სამართლის დაცვის ინტერესები , უფლებას
შეჯიბრებითობით პროცესზე, ბრალდებული მხარის მიერ ბრალდების მოწმეების დაკითხვას და თავისი
მოწმეების დასახელებას, ასევე თარჯიმნის უფასო მომსახურებას,ბრალდებული თუ ვერ ფლობს
სამართალწარმოების ენას, სახელმწიფოს მხრიდან პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლების შეზღუდვას .
კონვენციის 34-ე მუხლით მოქალაქეებს ენიჭებათ უფლება, ინდივიდუალური განაცხადი მიმართონ
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მათთვის გარანტირებული უფლების დარღვევის
შემთხვევაში.
საქართველოში ადამიანის უფლებათა კონვენცია აღიარებულია კანონმდებლობის ნაწილად .
საქართველოში ნებისმიერ პირს უფლება აქვს ადმინისტრაციული . თუ სასამართლო ორგანოების
წინაშე, ადამიანის უფლებათა კონვენციის დებულებებზე დაყრდნობით დააყენოს მოთხოვნა , ხოლო
სახელმწიფო უფლებამოსილია იმოქმედოს კონვენციით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში .
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას აქვს უპირატესი იურიდიული
ძალა საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში, მაგრამ ის კონსტიტუციაზე დაბლა დგას .
მტკიცებულებათა პრინციპებია:
დისკრეციული პრინციპი
გამოძიების წარმოება, ასევე დევნის დაწყება გამოძიების პროცესში (თუ გამოძიება და დევნა
ერთდროულად არ არის დაწყებული) დაიშვება გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს
დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ , ბრალდების
წარდგენა არ დაიშვება და წარდგენილი ბრალდების შემთხვევაში დევნა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს .
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად გაჭიანურების სამართლებრივი შედეგია
პირის ბრალდებასთან დაკავშირებული ყველა იმ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა .
მის ადრესატები
1.ბრალდებული:
ბრალდებული არის პროცესის სუბიექტი.პიროვნების ღირსების ხელშეუვალობის პრინციპი
კრძალავს,რომ ბრალდებული,დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ პროცესში ,მხოლოდ როგორც
ობიექტი ისე იქნეს განხილული.ბრალდებულს,როგორც პიროვნებას,რომელსაც კერძო ავტონომიის
უფლებიდან გამომდინარე,უფლება აქვს განკარგოს თავისი ცხოვრება,უფლება უნდა ჰქონდეს სისხლის
სამართლის პროცესში თვითონ,დამოუკიდებლად და თავისუფლად მიიღოს მის საქმესთან
დაკავშირებით გადაწყვეტილებები.
in dubio pro reo პრინციპი კონსტიტუციურ რანგში არის აყვანილი და პროცესის უმნიშვნელოვანეს
პრინციპს წარმოადგენს.მისი არსი იმაში გამოიხატება ,რო მტკიცებულებათა შეფაასების შემდეგ თ კი
რაიმე ეჭიი მაინც არსებობს,ყველა ეს ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ ნდა იქნეს გადაწყვეტილი .
ყველა ეჭვის ბრალდებულის სსარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპ არ ადგენს,თუ რა შემთხვევაში
შეიძლება გაჩნდეს ეჭვი,არამედ განსაზღვრავს,თუ რა უნდა განხორციელდეს ბრალდებულის
ბრალეულობის თაობაზზე ეჭვის წარმოშობბის შემთხვვაში.
ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი მკაცრად მოქმედებს
სასამართლოს მიერ ადაწყვეტილების მიღებისას.პრინციპი არ ოქმედებს წინასასამართლო
ეტაპზე.სისხლისამართლებრივი დევნის ორგანოებს შეუძლიათ ისარგებლონ აღნიშნული პრინციპით ა
საბოოლოო გადაწყვეტილეა მიიღონ ბრალდების აღძვრაზე,თუმცა თუ ამ პრინციპით არ
ისარგებლებენ,ბრალდებულის უფლება არ იქნება დარღვეული,ვინაიდან ბრალდებულის
ბრალეულობის დადგენა ხდება მხოლოდ სასამართლო პროცესზე.
ზეპირობის პრინციპი.
საჯაროობის პრინციპი.
საჯაროობა კონსტიტუციური პრინციპია და სისხლის სამართლის პროცესის საფუძველს წარმოადგენს .
მისი მიზანია დახურულ კარს მიღმა პროოცესის წარმართვის თავიდან აცილება
მართლმსაჯულობისადმი საოზოგადოების ნდობის გაძლიერება და განმტკიცება , სასამარლოს
პასუხისმგებლობის გაზრდა და ბრალდებულის დაცვა უკანონო ზემოქმედებისაგან .
საჯარო პროცესი ბრალდებულს იცავს სასამართლოზე უკანონო ზემოქმედების განხორციელების
ნებისმიერი მცდელობისგან, ასევე იმისგან,რომ სასამართლო არ გადაიქცეს ბრალდების
ინსტრუმენტად.
საჯაროობის პრინციპი შეუზღუდავი არ არის. სასამართლო სხდომა დახურვა შსაძლებელია მხოლოდ
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.მხარეებს უფლება ეძლევათ შუამდგომლობით მიმართონ
სასამართლოს სხდომის მთლიანად ან ნაწილობრივ დახურვის თაობაზე.სასამართლო
უფლებამოსილია ასევე საკუთარ ინიციატივით დახუროს სხდომა.
საჯაროობა ზღუდება მაშინ,როდესაც დარბაზი მცირემოულობისაა ,მაგრამ უკანონოა მაინ ,როდესაც
დარბაზი იმდენად ცირე ზომის არის,რომ საზოგადოებას დასწრების შესაძლებლობა არ ეძლევა .
საჯაროობის პრინციპის მოთხოვნაა საზოგადოებისათვის სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის
დროულად შეტყობინება. საზოგადოებას უნდა ეცნობოს ასევე მისი ხელახალი ჩატარების დრო და
ადგილი.
სასამართლოს დამოუკიდებლობა
მტკიცებულებათა პრინციპები
სასამართლო
სასამართლო სისტემა
სასამართლოს დამოუკიდებლობა
საგნობრივი დამოუკიდებლობა.
კანონდებელს უფლება არა აქვს სასამართლოში მიმდინაე კონკრეტულ საქმეთა განხილვისას ჩაერიოს
სასამართლოს საქმიანობაში და რაიმე გავლენა მოახდინოს მასზე.
ჩარევის საშუალებებში მოიაზრება,როგორც პარლამენტის გადაწყვეტილებები ისე ცალკეუი კაონები.
პარტიული დამოუკიდებლობა
სასამართლო მოლოდ საკანონდებლო ორგანოს მიერ მიღებული კაონის საფუძველზე უნდა შეიქმნას,რაც
გამორიცხავს აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენას როგორც სასმართლოს ექმნაზე ასევე
სასამართლოს შემადგენლობის განსაზღვრაზე.
კონსტიტუციით მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები ,რომელა სისტემა
დადგენილია საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით.
კანონიერი მოსამართლის პრინციპი კანონდებელს ავალდებულებს ზოგადი ნორმებით სასამართლო
განსჯადობა რაც შეიძლება ნათლად მოაწესრიგოს.
სასამართლოში შესული სისხლის სამართლის საქმეთა განაწილება მოსამართლეთა შორის წარმოებს არა
სასამართლოს თავმჯდომარის ან სხვა პირის დისკრეციის საფძველზე არამედ კანონი მკაცრად
განსაზღვრული რიგითობის წესის შესაბამისად.
მოსამართლის რიგითობა განისაზღვრება სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მოსამართლის გვარის
პირველი,ხოლო იგივეობის შემთხვევაში ომდევნო ასოს შესაბამისად.პირველად შესული სისხლის
სამართლის საქმე განსახილველად გადაეცემა იმ მოსამართლეს,რომლის გვარიც ანბანის პირველ
რიგშია,მომდევნო სამქე გადაეცემა იმმოსამართლეს რომლის გავრიც ანბანის მომდევნო რიგშია.
საგნობრივი განსჯადობა ნიშნავს სამართლის საქმეთა განაწილებას პრველი ინსტანციის წესით საქმეთა
განმხილველი სასამართლოთა შორის,ბრლდების სიმძიმის,სასკჯელის სახის,ასევე ბრალდებლის
თანხმობის შესაბაისად.
განასხვავებენ პირველი ინსტანციის წესით სისხლის სამართლის საქმის არსებითად განმხილველ ორი
სახის სისხლის სამართლის სასამართლოს:
ა.რაიონული სასამართლო.ეს არის პირველი ინსტანციი წესით სისხლის სამართლის საქმის არსებითად
განმხილველი სასამართლო,რომელიც შედება ერთი პროფესიული მოსამართლის,ან კანონით დადგენილ
შემთხვევებში სამი პროფესიული მოსამართლისაგან.
ბ.ნაფიც მსაჯულთა სასამართლო,რომელიც შედგება ერთი პროფესიული მოსამართლის,12მსაჯულის და
ორი სათადარიგო მსაჯულისგან.მსაჯულები არ არიან იურისტები.
პირველი ინსტანციის წესით განიხილება ყველა კატეგორიის დანაშაულთა ბრალდების სისხლის
სამართლის საქმეები.სასამართლოს სანობრივი განსჯადობა ორი ძირითადი გარემოებით განისაზღვრება.
ა.სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამიად მუხლით გათვალისწინებული სასჯელის სახით,კერძოდ
თავისუფლების აღკვეთა.თუ დანაშაულისთვის რომლის ჩადენაც პირს ბრალად ედება,სისხლის
სამართლის ოდექსის შესაბამისად ნორმა სასელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას,საქმეს
განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.
ბ.პროცესის მხარის ნებით(ბრალდებულის ნებით.პროცესუალურ სამართლებრივი საფუძელი)
მოძრავი განსჯადობა.
მაგისტრატი მოსამართლე
სისხლის სამართლის პროცესში პროკურორს გააჩნია სამი ძირითადი ფუნქცია , კერძოდ : იგი
ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას და
სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას.
მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საქმე განსახილველად გადაეცემა სასამართლოს, პროცესის
მართვის სადავეები გადადის მოსამართლის ხელში, ხოლო პროკურორი სასამართლოში გამოდის
მხოლოდ როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი, რომელმაც წარმოდგენილი მტკიცებულებების
საფუძველზე უნდა ამტკიცოს პირისათვის წარდგენილი ბრალდება. პროკურორი მოქმედებს
სახელმწიფოს სახელით და თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და
ემორჩილება მხოლოდ კანონს.
პროკურორი, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი პირველი ინსტანციის სასამართლოში და
სააპელაციო წარმოების სტადიაზე ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში , საკასაციო
წარმოების სტადიაზე იგი მხარს უჭერს თავის საჩივარს ან გამოთქვამს აზრს, როგორც მხარე , იმ
საჩივარზე, რომელიც დაცვის მხარემ შეიტანა. პროკურორი სასამართლოში სარგებლობს ფართო
უფლებამოსილებით, კერძოდ: განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება; წარადგინოს მტკიცებულებები
და მონაწილეობა მიიღოს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში ;
გამოთქვას აზრი სასამართლო განხილვის
დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე; გააცნოს სასამართლოს თავისი პოზიცია ბრალდების დამტკიცების ,
ქმედების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის, ბრალდებულის (მსჯავრდებულის ) შერაცხადობის ,
სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან
განთავისუფლების შესახებ და ა.შ.
გამოძიების ორგანოები
-სისხლის სამართლის საქმე, როგორც წესი განეკუთვნება შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლის
საგამოძიებო ქვემდებარეობას. გამონაკლისს წარმოადგენს. იმ დანაშაულთა საქმეები , რომლის
გამოძიებაც შედის სხვა სახელმწიფო უწყებების გამოძიების ორგანოთა კომპეტენციაში . ამრიგად ,
შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებელს უფლება აქვს დაიწყოს გამოძიება ნებისმიერი
დანაშაულის საქმეზე და შემდგომ საქმე გადასცეს პროკურორს საგამოძიებო ქვემდებარეობის
მიხედვით წარმართვისათვის;
პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება შემდეგი საქმეები :
საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის ,
საქართველოს მოსამართლის, სახალხო დამცველის, გენერალური აუდიტორის, ეროვნული ბანკის
საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის , პროკურატურის
მუშაკის, პოლიციელის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური
წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე .
საგამოძიებო ქვემდებარეობას შორის კონკურენციის შემთხვევაში , ანუ როდესაც პროკურატურის
გამომძიებლის ქვემდებარე სისხლის სამართლის. საქმე მიეკუთვნება იმავდროულად სხვა რომელიმე
ორგანოს საგამოძიებო ქვემდებარეობას, გამოძიებას ახორციელებს პროკურატურა ;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის
გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის. 182-ე, 189-ე, 189', 190-ე, 192-ე,
192', 193-ე, 195'–201-ე, 204, 205-ე=213-ე, 214- ე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე-359-ე, 383-ე–392-ე, 394-ე–403-ე მუხლებით
გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე იმ დანაშაულს, რომელიც ჩადენილია საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ტერიტორიაზე და სამხედრო
ნაწილებში;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის (გარდაპროკურატურის მუშაკისა ) მიერ
ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე, 335–ე, 337-ე–342-ე მუხლებით
გათვალისწინებულ დანაშაულებს;
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის
გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თავისუფლების აღკვეთასთან
დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე
სასჯელაღსრულების დეპარტა– მენტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ტერიტორიაზე
მომხდარ დანაშაულს;
ერთ წარმოებაში რამდენიმე ბრალდების (ერთი ან რამდენიმე პირის მიმართ ) გაერთიანებისას საქმეს
იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება საქმე უფრო მძიმე
დანაშაულის თაობაზე.
ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას, გამოძიებას აწარმოებს გამომძიებელი, რომლის
იურისდიქციაც ვრცელდება ტერიტორიაზე, სადაც დანაშაული მოხდა . ისეთ შემთხვევებში, როდესაც
ჩადენილია რამდენიმე დანაშაული, საქმეს იძიებს გამომძიებელი , რომლის საგამოძიებო
ქვემდებარეობასაც განეკუთვნება ყველაზე მძიმე დანაშაული. შესაძლებელია გამოძიების პროცესში
გამოვლინდეს, რომ საქმე უწყებრივად ან ტერიტორიულად განეკუთენება სხვა გამომძიებლის
ქვემდებარეობას. ასეთ დროს გამომძიებელი ვალდებულია ჩაატაროს გადაუდებელი საგამოძიებო
მოქმედებები და საქმე გადასცეს პროკურორს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით
წარმართვისათვის. ქვემდებარეობასთან დაკავშირებით დავის არსებობის შემთხვევაში
გადაწყვეტილებას იღებს ზემდგომი პროკურორი. ამასთან ერთად, საქართველოს მთავარი
პროკურორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია საგამოძიებო ქვემდებარეობის
მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა
საგამოძიებო ორგანოს.
ბრალდებული
ბრალდებულის ცნება
ბრალდებული არის პირი, ვის მიმართადაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული.
ბრალდებული არის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე უფლებამოსილი ორგანოს თანამდებობის
პირის მიერ დაკავებული ან პროკურორის დადგენილებით ბრალდებულად ცნობილი პირი .
პირი რომლის მიმართაც დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა ბრალდებულად მოიხსენიება
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე. აქამდე მოქმედი სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსი ანიჭებდა სხვადასხვა სტატუს მაგ:თავდაპირველად ეჭვის არსებობის
შემთხვევაში მას პროცესის მწარმოებელი თანამდებობის პირს დადგენილებით ენიჭებოდა
,,ეჭვმიტანილის“ სტატუსი,შემდეგ მას ცნობდნენ ,,ბრალდებულად“ და როდესაც საქმე არსებითი
განხილვისთვის სასამართლოს გადაეცემოდა იგი ხდებოდა განსასჯელი.
თუ სასამართლომ ბრალდებულის მიმართ დაადგენს გამამართლებელ განაჩენს ეწოდება მას
,,გამართლებული“. ხოლო გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ,,მსჯავრდებული“.
სამართლიანი პროცესის პრინციპის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს რომ ბრალდებულს ,როგორ
პროცესის აქტიურ სუბიექტს უნდა გააჩნდეს თავისი კონსტიტუციური უფლებებისა და ინტერესების
დასაცავად ფართო შესაძლებლობები,რათა ზემოქმედება მოახდინოს პროცესის მიმდინარეობასა და
მის შედეგებზე.იგი არ წარმოადგენს ბრალდების პასიურ სამიზნეს.
ყველას,ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ,ანიჭებს უფლებას მისთვის
გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ და დაწვრილებით ეცნობოს წარდგენილი ბრალდების არსი და
საფუძველი.
გასაჩივრების უფლება
ბრალდებულის მოვალეობები
ბრალდებულის ადვოკატი
მეცნიერთა დიდი ნაწილი ადვოკატს სამართლებრივი წესრიგის დამცველად მიიჩნევს ,რომელიც არა
მარტო ბრალდებულის,არამედ საჯარო ინტერესების შესაბამისაადაც მოქმედებს .ზოგი კი ადვოკატს
ბრალდებულის ინტერესების წარმომადგენელს აღიარებს.
ადვოკატის უფლებები
,ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი უნდა გამოიყენოს იმ გარემოებათა
გამოსავლენად,რომლები ამართლებს ბრალდებულს ან და ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობა .
ადვოკატს სისხლის სამართლის პროცესში ანიჭებს ფართო უფლებებს,მატ შორის ბრალდებულის
ყველა უფლებას რომელთაგანაც განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას :
გასაჩივრების უფლება
ადვოკატის მოვალეობვა
ადვოკატი სისხლის სამარტლის პროცესში უნდა მოქმედებდეს ცალლმხრივად ბრალდებულის
ინტერესების შესაბამისად და მას არ ეკისრება ობიექტურობის ვალდებულება .ადვოკატმა
სასამართლოში უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ისეთი მტკიცებულებები რომლიც ბრალდებულს
ამართლებს ან უმსუბუქებს პასუხისმგებლობას. ადვოკატი უფლებამოსილია დაფაროს სიმართლე და
არ თქვას ყველაფერი რაც მისთვისაა ცნობილი,მაგრამ რასაც იგი იტყვის ან წარადგენს სასამართლოში
არ უნდა იყოს სიცრუე და სიყალბე.
ადვოკატს არ ეკრძალება: