მოძრაობა იბერია ს უმოკლესი გეგმა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 15

მსოფლიოში მცხოვრებ იბერთა კოლხთა სრულიად ქართველთა საერთაშორისო

მოძრაობა „იბერია“-ს

პირველადი უმოკლესი გ ე გ მ ა
შესავალი
წელს, 9 აპრილს 26 წელი შესრულდა 1991 წლის 9 აპრილის სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებიდან. სამწუხაროდ, ამ აქტით
გათვალისწინებული მოთხოვნით სახელმწიფოებრიობის არცერთი ფუნდამენტალური
მიმართულება არ აღსრულებულა. პირიქით, ნაცვლად იმისა, რომ 1918-1921 წლის
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციური სახელმწიფოებრიობის
მემკვიდრეობა აღდგენილიყო, ამუშავებულიყო 1921 წლის მუდმივმოქმედი
კონსტიტუცია და 1919 წლის 27 მაისის საქართველოს მოქალაქობის კანონი, სამწუხაროდ
მოხდა ხელისუფლების კრიმინალური გზით დე-ფაქტო მიტაცება და სამხედრო საბჭოსა
და სახელმწიფო საბჭოს გამოცხადებით საბჭოთა დანაშაულებრივი ხელისუფლების
შენიღბული ფორმით აღდგენა. 1992 წლის 31 ივლისს კრიმინალური ჯგუფის მეთაურმა
ედუარდ შევარდნაძემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეროვნული ძალების მიერ
საბჭოთა ხელისუფლების მშვიდობიანი დემონტაჟი და 1918-1921 წლის
სახელმწიფოებრიობის იურიდიულ სამართალმემკვიდრეობით სივრცეში გადასვლის
პროცესი შეჩერებულიყო, ხოლო გაეროს საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლის
შედეგად წარმოქმნილ საბჭოთა სამართალმკვიდრე რესპუბლიკად ეღიარებინა. ამის
შედეგად 1992 წლის 24 ივლისის დაგომისისა და 1994 წლის 14 მაისის მოსკოვის
ხელშეკრულებებით რუსეთისა და საქართველოს მხარეთა შეთამხმებით, საოკუპაციო
წითელი არმია საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს
რეგიონში სამშვიდობო ძალებად გამოცხადდა, ხოლო აფხაზეთი და სამაჩაბლო ყოფილი
საბჭოთა კავშირის ტერიტორიებად გაეროს ფორმატში კონფლიქტურ ზონად შეირაცხა,
რაოდენ აღმაშფოთებელიც არ უნდაიყოს, რუსი სამშვიდობოებითა და რუსეთის
ფედერაციის პასუხიმგებლობის ქვეშ მყოფი.

სწორედ ამ დოკუმენტების დანაშაულებრივ დარღვევად შეირაცხა 2008 წლის 7 აგვისტოს


საომარი მოქმედებები ცხინვალის ზონაში და ქართული მხარე დაისაჯა 2008 წლის 12
აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზეც
ქართული და რუსული მხარეები 2008 წლის 6 აგვისტომდე არსებულ სამხედრო-
პოლიტიკურ მდგომარეობას დაუბრუნდნენ. ეს ის ხელშეკრულებებია, რომლის
მეშვეობითაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში
სამშვიდობო სტატუსით განთავსდა და თვითონ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი
ისევ ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიად გამოცხადდა.

სწორედ 2008 წლის 12 აგვისტოს ქართული მხრიდან საერთაშორისო ხელშეკრულების


დარღვევით, ანუ 2008 წლის 23 ოქტომბერს მიღებული კანონით „ოკუპირებული
ტერიტორიების შესახებ“ ამ ტერიტორიების ოკუპირებულ ტერიტორიებად
გამოაცხადებით ქართულმა მხარემ დაარღვია საერთაშორისო მკაცრი პირობა, ხოლო ამ
დარღვევის შემდგომ რუსულმა მხარემ ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ
ტერიტორიებად აღიარა და დაიწყო ყოფილ საბჭოთა კავშირის შიდა ადმინისტრაციული
საზღვრების დადგენა. საქართველოს ტეროტორიაზე გაიბა მავრთულ - ხლართები ე.წ.
სასაზღვრო ზოლები, რომლის აღკვეთაც არ ძალუძს არცერთ მხარეს, არც ქართულს და
არც გაეროს, რადგან 1992 წლის 31 ივლისიდან საქართველო აღიარებულია საბჭოთა
სამართალმკვიდრე რესპუბლიკად (საბჭოთა კავშირის დაშლის საფუძველზე
წარმოქმნილი საბჭოთა საქართველოს სამართალმემკვიდე რესპუბლიკად 1991წლის 21
დეკემბრის არალეგიტიმური ტერიტორიული მდგომარეობით). წაგვართვეს 3000 წელზე
მეტი სახელმწიფოებრიობია გამოცდილება და ეს მდგომარეობა დამამძიმებელია
ქართველი მოსახლეობისათვის და ასევე ემიგრაციაში მყოფთათვის, რომლებიც არა
ემიგრანტებად, არამედ პოსტ-საბჭოთა ადმინისტრაციული ტერიტორიებიდან
საზღვარგარეთ წასულ უკანონო მიგრანტებად ითვლებიან . სწორედ ეს ართულებს
ქართული ემიგრაციის სტატუსის განსაზღვრას და სამართლებრივი ბერკეტებით რაც
ემიგრაციისათვის არის დაშვებული მათ დაცვას. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი
იურიდიული შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად ჩვენი საერთაშორისო მოძრაობა „იბერია“
იწყებს აუცილებელი უმოკლესი გეგმის განხორციელებისათვის შესაბამის იურიდიულ
მოქმედებას.

ვინაიდან, 1991 წლის 22 დეკემბრის ავადმომასწავებელი დღიდან, როდესაც ედუარდ


შევარდნაძის ხელმძღვანელობით, მისი უშუალო დაფინანსებით და საბჭოთა კავშირის
სპეც-სამსახურების დახმარებით „კოლაბორაციული“, შეიარაღებული, კრიმინალური
პოლიტიკური გაერთიანებული ძალების მეშვეობით, ბატონ ზვიად გამსახურდიას
ეროვნული სახელისუფლებო ძალის 1918-1921 წლის კანონიერი საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენის პროცესებიდან ჩამოცილების შემდეგ მთელი
ქვეყნის მაშტაბით დაიწყო მკვიდრი მოსახლეობის სისხლიანი ძარცვა-გლეჯვა.
განსაკუთრებით 1992 წლის 31 ივლისს, გაეროს მიერ საქართველოს, როგორც საბჭოთა
კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილ საბჭოთა სამართალმემკვიდრე რესპუბლიკად
1991 წლის 21 დეკემბრის ყალბი ტერიტორიული მდგმარეობით აღიარებით და ყველა
ზემოთ ხსენებული უდიდესი უსამართლობით გამოწვეული ვითარებით დათრგუნული
ქართველთა გარკვეული ნაწილის მშობლიური მამულებიდან გადინება მსოფლიოს
სხვადასხვა სახელმწიფოებებში ფიზიკური გადარჩენის თვალსაზრისით დაიწყო.
მადლობა ყველა იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც კარი გაუღეს ჩვენს მრავალტანჯულ
მოქალაქეებს, შეუქმნეს თავშესაფარი და არსებობის ელემენტარული ისეთი პირობები,
რომ შეძლეს აფხაზეთის, სოხუმის ოლქში, ასევე სამაჩაბლოს ტერიტორიაზე დანგრეული
და გაპარატახებული ქვეყნის ქართველი მოსახლეობის რჩენა. სამწუხაროდ
ე.შევარდნაძის უსამართლო, სისხლიან მმართველობას, რომელსაც ახლავდა და ახლავს
1992 წლის 24 ივლისის დაგომისის ხელშკრულებით წითელი ბოლშევიკური საბჭოთა
საოკუპაციო არმიის საქართველოს სამშვიდობო საერთაშორისო რუსული ძალად
აღიარება, რასაც მოჰყვა 1994 წლის 14 მაისის მოსკოვის ის ხელშეკრულება, რომლითაც
ქართულმა მხარემ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ყოფილ საბჭოთა კავშირის
ტერიტორიებად გაეროს ფორმატში კომფლიქტურ ზონად რუსეთის ფედერაციის
პასუხიმგებლობის ქვეშ გამოაცხადა, ხოლო 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული
შევარდნაძისეული ყალბი საბჭოთა სამართალმემკვიდრე კონსტიტუციით დაიწყო
დაკანონება ყველაფერი იმისა, რაც უკანონოდ ითვლებოდა 1921 წლის 25 თებერვლის
ბოლშევიკური საბჭოთა ოკუპაცია-ანექსიიდან და საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის კონსტიტუციური სახელმწიფოებრიობის დაქუცმაცებიდან დღემდე.
სწორედ ამ უსამართლობამ ისევ გაზარდა ქართველ დევნილთა რიცხვი და მათი გაბნევა
თითქმის მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში. სამწუხაროდ, ე.შევარდნაძის სისხილანი
კრიმინალური რეჟიმი ჩაანაცვლა სააკაშვილის ცრუ და მოჩვენებითმა აღმშნებლობითმა
რეჟიმმა, რომელმაც სწორედ 9 წლიანი საოკუპაციო რეჟიმით შენიღბა და ხალხის
მეხსიერებიდან წაშალა 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაცია - ანქესია და შემდგომი
სასტიკი საბჭოთა 70 წლიანი დანაშაულებრივი ვითარება, დამალა ბატონ ზვიად
გამსახურდიას ხელისუფლების და ეროვნული ძალის განადგურების მიზეზები და
რეალური ფაქტები. ხელი შეუწყო ხალხის საბანკო და სამევახშეო ვალებით
საცხოვრებელი სახლებიდან მასიურ გამოსახლებას და ამით ქართველი მოსახლეობის
ისევ გადინებას უცხო ქვეყნებში. სამაგიეროდ მისი მმართველობის დროს გააქტიურდა
უცხო ტომთა ჩამოსახლება და ყალბი საბჭოთა სამართალმემკვიდრეობით მოქალაქეობის
დამადასტურებელი დოკუკენტებით აღჭურვა. შემდგომ საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის მიწების უკანონოდ გაყიდვა და უცხოთა ხელში ჩაგდება. 2008 წლის 7
აგვისტოს 1992 წლის 24 აგვისტოსა და 1994 წლის 14 მაისის მოსკოვის ხელშეკრულებების
სამხედრო შეიარაღებული ძალის გამოყენების მკაცრი დარღვევით და გაეროს ფორმატში
შეჭრით ქართველი მოსახლეობის განადგურება და უმძიმესს ფინანსურ მდგომარეობაში
ჩაგდება..

2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის საერთაშორისო ხელშეკრულებით


განმტკიცდა 1992 წლის 24 აგვისტოს დაგომისისა და 1994 წლის 14 მაისის მისკოვის
ხელშეკრულებები, ხოლო ასეთ შემთხვევაში მძლავრად ამუშავდა 1995 წლის 24
აგვისტოს მიღებული ყალბი შევარდნაძისეული კონსტიტუციის ის მუხლი (მუხლი 21.
საქართველოს სახელმწიფოებრიობა განისაზღვრება 1991 წლის 21 დეკემბრის
ტერიტორიული მდგომარეობით), რომელიც საშუალებას აძლევს დაკანონდეს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ 2005 წელს ძალადობრივად მავრთულ-ხლართული
პოლიტიკით მიტაცებული გარეჯის მონასტერი და მიმდებარე ტერიტორია.
ამავე წელს, სომხეთის რესპუბლიკის მიერ მიტაცებული ჰუჯაბის მონასტერი და
მიმდებარე ჰაქტრობით ტერიტორიები და ასევე რუსული მავრთულ-ხლართული
პოლიტიკით ყოფილი საბჭოთა კავშირის შიდა ადმინისტრაციული ტერიტორიების
დადგენა და საქართველოსათვის საშიში კიდევ სხვა სამხედრო პოლიტიკური მოქმედება.
სამწუხაროდ 2012 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილის რეჟიმი ჩაანაცვლა ივანიშვილის
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა „კოლაბორაციულმა“ ძალამ და სწორედ ამ
პოლიტიკურმა ძალამ უფრო მძლავრად აამუშავა საბჭოთა სამართალმემკვიდრეობითი
სტატუსი, რომელმაც არნახული რაოდენობის ლტოლვილად ქცეული ქართველი
მოსახლეობა ისევ მსოფლიოს სახელმწიფოებში გაფანტა და შეიქმნა უდიდესი
საშიშროება საქართველოს ფიზიკური გაქრობისა.
სწორედ ამ უბედურების აღმოსაფხვრელად 2013 წლიდან დაფუძნებულია მსოფლიოში
მცხოვრებ იბერთა, კოლხთა და სრულიად ქართველთა საერთაშორისო მოძრაობა
„იბერია“, რომელიც ქალაქ სტრასბურგში 2001 წლისდან მცროვრებმა ქართველმა
ემიგრანტმა, ბატონმა ვლადიმერ ხმელიძემ დააფუძნა და მეთაურობს, ხოლო 2015 წლის
19 მაისიდან საერთაშორისო მოძრაობა „იბერია“ ქალაქ სტრასბურგის შილტიგჰეიმის
სასამართლოს მიერ ოფიციალურადაა რეგისტრირებული. ეს გახლავთ საერთაშორისო
მოძრაობა, რომლის უპირველესი მიზანია ყველა პირობა შექმნას საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციური სახელმწიფოს აღდგენა, რათა
ქართველ ემიგრანტთა ეტაპობრივი დაბრუნება იმ ფორმით მოხდეს, რომ დაბრუნებისას
მათ უკვე გარანტირებულად ელოდებოდეთ საცხოვრებელი და შრომის პირობები.
ამისათვის პირველ რიგში უნდა მოხდეს ქართველი მოსახლეობისა და უპირველესად
ქართველი ემიგრანტების საბანკო - სამევახშეო ვალების სრული გადახდის
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 წლით
გადავადების პროცესისა და მათი უპროცენტო დაბრუნების ვალდებულების
განხორციელება.
თუ ჩვენ უპირველესად ჩვენს მრავალტანჯულ მოსახლეობას სამევახშეო ვალებიდან არ
გამოვისყიდით ისე, როგორც ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკი გამოსყიდვას
ნარდში ახდენდა, რეალურად ეროვნული ძლიერი სახელმწიფოებრიობა ვერ აღდგება,
რადგან ვალებში ჩავარდნილი მოსახლეობა უძლური იქნება იბრძოლოს და იშრომოს
სახელმწიფოებრიობის სიძლიერისათვის.
სამწუხაროდ ეს იცის მტერმა და ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველ მოსახლეობას არ
ჰქონდეს მოქალაქეობრივი იმუნიტეტი რომელმაც უნდა აღაშენოს და დაიცვას
ეროვნული ქართული სახელმწიფოებრიობა, ამიტომ ჩვენი საერთაშორისო მოძრაობა
„იბერია“ -ს უმთავრესი პრიორიტეტი არის, საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის აღდგენის და 1921 წლის ეროვნული მუდმივმოქმედი კონსტიტუციის
ამუშავება. ეს დაგვეხმარება ჩვენი მრავალტანჯული ხალხის და უპირველესად
თითოეული ქართველი ემიგრანტისა და მათი ოჯახის წევრთა უსაშინელესი საბანკო-
სამევახშეო ვალებიდან გამოყვანაში. სწორედ საბანკო-სამევახშეო ვალებიდან გამოხსნა
მისცემს ემიგრანტიების ოჯახის წევრებს თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას და
განაწყობს სახელმწიფოებრობის მშემენებლობისა და მისი ღირსეული დაცვისაკენ.
-ამ პერიოდში სპეციალური სამსახური, რომელიც საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის გაერთიანებული საკანონდებლო-სააღმასრულებლო ხელისუფლების
თავმჯდომარეზე იქნება დაქვემდებარებული, შეისწავლის ყველა ემიგრანტის და მათი
ოჯახის წევრების პოტენციალს შრომის უნარიანობისა და სპეციალობის მიხედვით, რათა
მოხდეს დიფერენცირებული მიმართულებით მათი დასაქმების ადგილების შექმნა და
ეტაპობრივად დაბრუნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იმ
სახელმწიფოში, რომლის განთავისუფლებაში მათ უზარმაზარი წვლილი ექნებათ
შეტანილი.
-რა თქმა უნდა დაისმება კითხვები, თუ რა სახსრებით უნდა მოხდეს უზარმაზარი
საცხოვრებელი-საბინაო ფონდის შექმნა და ემიგრაციის საცხოვრებელითა და სამუშაო
ადგილებით თუნდაც ეტაპობრივად უზრუნველყოფა. საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის საკანონმდებლო-სააღმასრულებლო გაერთიანებული ხელისუფლება
ხალხის დოვლათის ძარცვის ყველა ხვრელს ამოქოლავს, რომელიც შექმნის 2 მილიარდ
დოლარამდე დანაზოგს და ყოველ წლიურად ჩვენი ბიუჯეტი გასამმაგდება და 3 წლის
თავზე ჩვენ 40 მილიარდი დოლარის ბიუჯეტს შვქმნით. როგორც დიდი ეროვნული
სახალხო შრომით, ასევე დიდი ხელმომჭირნეობით, სამხედრო წესრიგით და სწორედ
კონსტიტუციური ცხოვრების წესით ჩვენ შევძლებთ 3 წლის მანძილზე სრულიად
დავაბრუნოთ და ღირსეული საცხოვრებელი და შრომის პირობები შეუქმნათ ჩვენს
ემიგრანტებს.
-თუ უცხოეთში გადახვეწილი ქართველები თავისი შრომით ყოველწლიურად
დაახლოებით სამი მილიარდიდან ოთხ მილიარდ დოლარამდე აგზავნიან, მაშინ აქ,
საქართველოში, შრომით და საკუთარი გამოცდილების გაზიარებით უსაქმურობას
მიჩვეულებსაც ერთიან ეროვნულ შრომით აღმშენებლობაში ჩააბამენ და სწორედ ეს
იქნება მთავარი ეკონომიური წარმატების რეალური საწინდარი.
საბჭოთა სამართალმემკვიდრეობითი დასჯადი ვალდებულების დენონსაცია, როგორც
ფულად-საფინანსო პოლიტიკაში, სამხედრო ინდუსტრიალიზმში და ასევე საგარეო
სავაჭრო ურთიერთობაში ჩვენს დასაკნინებლად და გასაღატაკებლად გვაქვს
თავსმოხვეული და სწორედ ეს დენონსაცია, ანუ დასჯის მექანიზმის მოხსნა გამოიწვევს
ქართული ეროვნული ეკონომიკის ელვისებური სისწრაფით ამუშავებას.
-ასევე მოიხსნება სამხედრო კონტრიბუცია, რომელსაც ცივ ომში საბჭოთა კავშირის
დამამარცხებლის ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ დღემდე იხდის
საბჭოთა სამართალმემკვიდრე საქართველო, ანუ საბჭოთა კავშირის შემადგენელ
ნაწილებს დაევალათ ფულადი და ცოცხალი ადამიანური ძალით გადაეხადათ
კონტრიბუცია და საქართველო სსრკ-ის კონტრიბუციას აშშ-ს სასარგებლოდ
ადამიანური რესურსით იხდის.
-საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა აღარ იქნება ვალდებული იხადოს
კონტრიბუცია საბჭოთა კავშირის, როგორც ცივ ომში დამარცხებულის სახელით,
პირიქით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავად ვართ საბჭოთა კავშირის
უკანონო სამხედრო ოკუპაცია-ანექსიის 70 წლიანი მსხვერპლი და 25 წელი სწორედ ამ
დანაშაულის დამმალავი და შენიღბული ფორმით თავსმოხვეული მისი საბჭოთა
სამართალმემკვიდრე საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლება.
-სწორედ ასეთი იურიდიული სამხედრო-პოლიტიკური წნეხის ქვეშ მყოფ ქართველ
მოსახლეობას ისევ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია-ოკუპაციით
დამქცევის კონტრებუციის გადახდას რაიმე სამართლებრივი ფორმით ვერ მოითხოვენ
და ეს უდიდესი შვება იქნება ქართველი ოჯახებისათვის. პირიქით კონტრიბუციის
გადამხდელი ოჯახების კომპენსირება და რეაბილიტირება განხორციელდება და ამას
ჩვენი მრავალტანჯული ხალხსთვის სამართლებრივი მექანიზმით შევძლებთ.
ქართული ემიგრაციის ღირსეული ყოფიერების შექმნით და მათი ეტაპობრივი
დაბრუნებით ჩვენ აღვადგენთ ეროვნულ სამართლიანობას. მათი სამშობლოდან
იძულებითი ფორმით უცხო ქვეყნებში გადინების და მათ ადგილზე უცხო ტომელთა
ჩამოსახლების არასამართლებრივი მდგომარეობის შექმნის აღმოსაფხვრელად,
მოვახდენთ მათ ეტაპობრივ დეპორტირებას კომპესირებით, უკეთუ ეროვნული
კონსტიტუციის დედა აზრი და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები
ითვალისწინებენ ოკუპირებულ და ანექსირებულ ქვეყანაში მოსახლეობის გაზრდის
მექანიზმის მოქმედებას, რაც გულისხმობს სხვა სახელმწიფოებიდან დაბრუნებულ
მოსახლეობაზე კანონიერი მოქალაქეობის მინიჭების სისტემის ამუშავებას.
პასპორტიზაციის სისტემით მათ აღჭურვას და ასევე გასათვალისწინებელია
დანაშაულებრივი საბჭოთა ოკუპაცია - ანექსიის შემდგომ 1921 წლის 25 თებერვლიდან
მკვიდრი ქართველი, ისტორიული მოსახლეობის იძულებითი ფორმით, საბჭოთა
მოქალაქეობის სტატუსით აღჭურვილთა შევიწროვებით გამოწვეული ხელოვნური
ეთნო-კომფიქტებით მათი განდევნა ისტორიული ქართველი ძირძველი ერის საკუთარი
მამულებიდან, საოკუპაციო მოსახლეობის შემოსახლებით საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციურ ტერიტორიაზე 1921 წლის 25
თებერვლიდან და ეს სამხედრო-პოლიტიკური მოქმედება, რომელიც გულისხმობს
საერთაშორისო სამართლებრივ მიქანიზმის ამუშავებას ქვეყნის დე-ანექსიის შემთხვევაში
- რეპარაციას, ანუ საოკუპაციო მოსახლეობის გასახლებას. საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციური სახელმწიფოს ოკუპაცია - ანექსიის
შემდგომ ჩამოსახლებულნი - საბჭოთა მოქალაქეები ვერ ჩაითვლებიან საბჭოთა კანონიერ
მიგრანტებად ე.წ. საქართველოს საბჭოთა სოციალიტურ რესპუბლიკაში, რამეთუ
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ერთა ლიგას 1934 წელს სსრკ-ს
სამართალსუბიექტად არ უღიარებია და საერთაშორისო ნარმებით ჩაითვლებიან
საოკუპაციო მოსახლეობად. სწორედ ამ იურიდიული სამართლებრივი ვითარებიდან
გამომდინარე, იქნება საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს თვითგამორკვეული
მოქალაქის სახელმწიფოებრივი-საერთაშორისო აქტით გათვალისწინებული სამხედრო-
პოლიტიკური მოქმედების მკაცრი დაცვა.
- საერთაშორისო მოძრაობა „იბერია“ ეროვნული კონსტიტუციით გათვალისწინებული,
ეროვნულ უმცირესობათა უფლებებისა და მოვალეობების ფუნდამენტალური
მიმართულებით, ასევე 1921 წლის ეროვნული მუდმივმოქმედი კონსტიტუციის (მუხლი:
129, 130, 131, 132, 133, 134, 135, 136, და 137 ჩათვლით) საფუძველზე 1921 წლის 25
თებერვლიდან 1992 წლის 31 ივლისამდე ჩამოსახლებულ არაქართველ მოსახლეობას
საშუალებას მისცემს გამოხატოს თავისი მოქალაქეობრვი უფლება. მოახდინოს
თვითგამორკვევა იმ მიმართულებით, რომ დოკუმენტური ფორმით განახორციელოს
მოთხოვნა 1918-1921 წლის კონსტიტუციური საქართველოს დემოკარტიული
რესპუბლიკის აღდგენაზე და 1920 წლის 7 მაისის საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს
დემოკარტიული რესპუბლიკას შორის გაფორმებული განსაკუთრებული
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტერიტორიული მთლიანობის, ასევე 1921 წლის
ეროვნული მუდმივმოქმედი კონსტიტუციის აღიარებაზე

ვინაიდან, საქართველოს დემოკარტიული რესპუბლიკის ეროვნული კონსტიტუციის


მუხლი 3 -ის საფუძველზე (მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფოებრივი ენა არის
ქართული ენა.) გაეროს წარმოებისა და მსჯელობის ხუთი ენიდან ქართულ ენასთან
ერთად ფრანგული ენის გამოყენებით შედგენილია საქართველოს თვითგამორკვეული
მოქალაქის სახელმწიფოებრივი-საერთაშორისო აქტი, ასევე გათვალისწინებულია ის
ფაქტი, რომ ქალაქ სტრასბურგის შილტიგჰეიმის სასამართლოს მიერ მსოფლიოში
მცხოვრებ იბერთა კოლხთა სრულიად ქართველთა საერთაშორისო მოძრაობა „იბერია“
რეგისტრირებულია როგორც ინიციატორი საქართველოს თვითგამორკვეული
მოქალაქის სახელმწიფოებრივი-საერთაშორისო აქტის შექმნისა და ვალდებულია
ქართულ კონსტიტუციურ ენასთან ერთად საქმე აწარმოოს საფრანგეთის სახელმწიფო
ენაზე. აქედან გამომდინარე საერთაშორისო მოძრაობა „იბერია“ ეროვნული
დემოკრატიულობის დეკლარირების მიზნით, ყველა ეროვნულ უმცირესობის
სათვისტომოთა წარმომადგენელებს უფლებას აძლევს ოფიციალურად თარგმნონ
საქართველოს თვითგამორკვეული მოქალაქის სახელმწიფოებრივი-საერთაშორისო აქტი
საკუთარ დედა ენაზე, რათა საკუთარ მოსახლეობას უკეთესად გააცნონ ამ აქტის
შინაარსი და მისი შევსების მნიშვნელობა.

იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება საქართველოს თვითგამორკვეული მოქალაქის


სახელმწიფოებრივი-საერთაშორისო აქტის შევსება საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის კონსტიტუციურ ტერიტორიაზე მცხოვრებთა მიერ, ისინი ჩაითვლებიან
ისევ საბჭოთა სამართალმემკვიდრე მოქალაქეებად, ხოლო ასეთ შემთხვევაში
საერთაშორისო მოძრაობა „იბერია“ საქართველოს 1921 წლის ეროვნული
მუდმივმოქმედი კონსტიტუციაზე და საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით იტოვებს
სამართლებრივ უფლებას, რომ ასეთი მოქალაქეების ქმედება ჩათვალოს, საქართველოს
1918-1921 წლის კანონიერი სახელმწიფოს აღდგენის საწინააღმდეგო პოლიტიკურ აქტად
და კანონიერ ხელისუფლებაში მოსულ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
საკანონმდებლო-სააღმასრულებლო გაერთიანებულ ხელისუფლებას მოსთხოვოს, რომ
საერთაშორისო ნორმით გათვალისწინებული იურიდიული ინსტრუმენტი რეპარაციის
სახით, ანუ საოკუპაციო მოსახლეობის გასახლების მექანიზმი აამუშავოს.

მოქმედების დასაწყისი

1. საქართველოს თვითგამორკვეული მოქალაქის სახელმწიფოებრივი საერთაშორისო


აქტის შევსებას, რომელიც ითვალისწინებს თითოეული საქართველოს მკვიდრი
მოსახეობის რომელიც უცხოეთში ცხოვრობს, ან საქართველოს ტერიტორიაზე უარი
საბჭოთა სამართალმკვიდრეობაზე, უარი 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის
აღიარებაზე და თანხმობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
სამართალმკვიდრედ გამოცხადებაზე, ასევე 1921 წლის ეროვნული მუდმივ-მოქმედი
კონსტიტუციის აღიარებაზე.

2. საქართველოს თვითგამორკვეული მოქალაქის სახელმწიფოებრივი


საერთაშორისო აქტის 50 001 ხელმომწერი პიროვნების მეშვეობით საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრაციისა და ემიგრაციული ხელისუფლების
სამართალმკვიდრეობის აღდგენა, რომლის მეშვეობით გაეროს მხარდაჭერით
განხორციელდება საქართველოში ემიგრაციული ხელისუფლების კანონიერად
დაბრუნება. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების
სამართალმემკვიდრეობის აღდგენით და 1921 წლის კონსტიტუციის ამუშავებით
შემდგომში დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პარლამენტის კანონიერი
არჩევნების დანიშვნა ჩატარება, რომელიც მოგვცემს არნახულ შედეგებს და კერძოდ;

ა) ამ აქტით ჩვენ რუსეთის ფედერაციას იურიდიულად არ მივცემთ საშუალებას თავისი


მავრთულ-ხლართული პოლიტიკა აწარმოოს საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის კონსტიტუციურ ტერიტორიაზე. რადგან განხორციელდება 1992 წლის 31
ივლისს შევარდნაძის არაკანონიერი აქტის საფუძველზე დაშვებული დანაშაულებრივი
ქმედების ანუ მსოფლიოს მხრიდან და ასევე გაეროს მხრიდან საქართველოს აღიარების
კორექტირება, რაც გააუქმებს საქართველოს, როგორც საბჭოთა სამართალმკვიდრე
რესპუბლიკად აღიარების სტატუსს, რომელიც დღემდე რუსეთის ერთიანი
ტერიტორიის განუყოფლობას, ანუ საქართველოს რუსეთის განუყოფელ ნაწილად
არსებობას გულუსხმობს. ამ საბჭოთა სამართალმკვიდრეობით რუსეთი თავის
ტერიტორიაზე, სანამ საბჭოთა მემკვიდრეობის სტატუსით ვიქნებით რასაც უნდა იმას
მოიმოქმედებს, მაგრამ როცა ეს სტატუსი გაუქმდება, ჩვენ არა მარტო შევაჩერებთ
რუსულ მავრთუ-ხლართულ პოლიტიკას, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას და
ნორმალურ ცხოვრებას გვიკრძალავს, არამედ დაიწყება ყველაფრის სამართლებრივად
მოწესრიგება, რადგან არასამართლებრივია ამ 96 წლის მანძილზე ყველაფერი ის ქმედება,
რაც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1921 წლის ეროვნული კონსტიტუციის
საწინააღმდეგოდ ხდებოდა. ჩვენ, პირველივე სხდომაზე დავიწყებთ რუსეთ-
საქართველოს 1920 წლის 7 მაისის საგანგებო ხელშეკრულების ამოქმედებას, რადგანაც
ხალხის ხელისუფლაში მოსვლამდე ჩვენ, უკვე დასრლებული გვექნება მოლაპარაკებები
რუსეთის პრეზიდენტთან და პარლამენტთან.
ბ) ამ აქტის საფუძველზე ჩვენ გვეძლევა პირდაპირი სამართლებრივი საშუალება, რომ
საქართველოს ფარგლებს მიღმა მცხოვრებ და მშრომელი ჩვენი ხალხისათვის გაეროს
ეგიდით შევქმნათ სამართლებრივი დაცვის მექანიზმი და ყველა თვითგამორკვეულმა
ჩვენმა თანამემამულემ მიიღოს საკუთარი კანონიერი ქვეყნისთვის მებრძოლი
ემიგრანტის შესაბამისი დოკუმენტი და სწორედ ამ აქტით მიეცემა გაეროს საშუალება,
რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თავად დაიცვას ყველა ჩვენი თანამემამულე,
როგორც სახელმწიფო წართმეული მებრძოლი ემიგრანტი.

გ) ამ აქტით და თვითგამორკვეულ მოქალაქთა კანონიერ ხელისუფლებაში მოსვლის


შემდგომ ეროვნულ კონსტიტუცუაზე დაყრდნობით საშუალება გვეძლევა , რომ
ქართული სოფლებიდან და მაღალმთიანი რაიონებიდან უსახსრობის გამო, საბჭოთა
სამართალმემკვიდრე ხელისუფლებათა მიერ მძიმე პირობების შექმნის დაძლევის
მიზნით, დროებით სარჩო-საბადებელზე საკუთარი მამულების მიმტოვებელთათვის
შევქმნათ ისეთი ეკონომიურ-სოციალური პირობები, რომ ისინი დაუბრუნდნენ საკუთარ
მამულებს, რათა ღირსეულად დასაქმდნენ ქვეყნის აღოარძინებისათვის. ჩვენ
სპეციალური დახმარების საკანონმდებლო პაკეტით და უსწრაფესი ტემპებით
განვახორციელებთ ამ გეგმას და სწორედ საკუთარ მამულებში დაბრუნების, ღირსეული
შრომისა და ცხოვრების პირობებისათვის გამოვიყენებთ ყველა იმ სამართლებრივ
იურიდიულ და ფინანსურ ბერკეტებს, რაც გამოიყენება მათთვის მცირე და საშუალო
ბიზნესის ჩამოყალიბებაში. სახელმწიფოს უშუალო მხარდაჭერითა და წილობრივი
მონაწილეობითი ფორმით, რომელიც შემუშავებულ იქნება ემიგრაციული
ხელისუფლების მიერ, ქალაქებში, რაიონებში თუ დაბა-სოფლებში გამოვაცხადებთ
ყველა სასაფლაოს ეროვნულ მემკვიდრეობად მარადიული შეუხებლობის ფორმით და ამ
ფორმით ყველა დაბრუნებულ თვითგამორკვეულ მოქალაქეს შეუნარჩუნდება წინაპართა
საფლავები. შეწყდება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებზე
მიწების მიყიდვა საფლავისათვის.

დ) ამ აქტით გვეძლევა საშუალებას თვითგამორკვეულ მოქალაქეთა კანონიერ


ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ერთჯერადი აქტით გამოვაცხადოთ საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-პოლიტიკური მოროტორიუმი იმ
კონსტიტუციურ ტერიტორიებზე, რომლებზეც დროებით ვერ განხორციელდება 1921
წლის ეროვნული მუდმივმოქმედი კონსტიტუციის სრული იურიდიქცია, ხოლო
დარჩენილ ტერიტორიაზე ამუშავდება ის ბრძანებულებები, განკარგულებები,
დეკრეტები და სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც ეროვნული, მუდმივმოქმედი
კონსტიტუციიური პრინციპებიდან იქნება გამოდინარე. ეროვნული კონსტიტუციის
მუხლი 43-ის ამუშავებამდე 6 თვის ვადაში მთელი მოსახლეობა ინფორმირებული იქნება
იმის შსახებ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს კონსტიტუციის მუხლი 43 -ის
ამუშავების პერიოდში საქართველოს მოქალაქეთა უფლებებით და მოვალეობებით
ცხოვრება.

ჩვენ მოგვეცემა საშუალება საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილში


აფხაზეთში, სოხუმის ოლქში და ცხინვალის რეგიონში დავაბრუნოთ ის ქართველი
მოსახლეობა, რომლებიც უარს განაცხადებენ საბჭოთა სამართალმკვიდრეობაზე და
აღიარებენ 1921 წლის ეროვნულ მუდმივმოქმედ კონსტიტუციას, რადგან 1920 წლის 7
მაისს რუსეთის სახელმწიფომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იმ ქართული
მიწებით აღიარა, რომელიც რუსეთის იმპერიაში იგულისხმებოდა და ყოველგვარი
ტერიტორიული პრეტენზიის გარეშე გააფორმა განსაკუთრებული ხელშეკრულება.

ე) ამ აქტით და თვითგამორკვეულ მოქალაქეთა კანონიერ ხელისუფლებაში მოსვლის


დღიდან ჩვენ გაგვიადვილდება დავასაქმოთ ადამიანები, რადგან საბჭოთა
სამართალმემკვიდრე რესპუბლიკა თავის საბჭოთა მემკვიდრე მოქალაქეებით 2009
წლიდან დასჯილია რუსეთ-ამერიკული სამხედრო კვოტირებით, როგორი დასჯილიც
იყო ვერსალის ხელშეკრულებით პირველი მსოფლიო ომის შემდგომ გერმანია და
ყველაფერი აკრძალული ჰქონდა, საკუთარი საგარეო და საშინაო ვალებით კრიზისულ
სტატუსამდე მისვლამდე.

სწორედ საბჭოთა სამართალმემკვიდრეობის უარყოფით სამართლებრივად დავიცავთ


თავს და მოგვეხსნება პასუხიმგებლობა საბჭოთა სამართალმემკვიდრეთა
დანაშაულებზე, რომლის გამოც საგარეო ვალებით იხრჩობა და ისჯება უდანაშაულო
ხალხი, და რომელი ვალებიც შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის მთავრობებმა
საკუთარი კეთილდღეობისათვის აიღეს და გადასახდელად ხალხს დააკისრეს,
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 1934 წლამდე საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის ემიგრაციული ხელისუფლების მიერ გადახდილი იქნა ყველა ის საგარეო
ვალები, რომელიც 1918 წლის 3 ივნისიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის განვითარებისათვის იყო აღებული სხვადასხვა
სახელმწიფოსგან. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენის დღიდანვე
ყველა საგარეო ვალები რომელიც საბჭოთა სამართალმემკვიდრეობის სახელით არის
აღებული დაექვემდებარება დენონსირებას.

ვ) ამ აქტის საფუძველზე ჩვენ მივიღებთ საერთაშორისო სამართლებრივი


მდგომარეობით გაეროს ფონდის დახმარებას და თვითგამორკვეული მოსახლეობისადმი
საბჭოთა და საბჭოთა სამართალმემკვიდრე ხელისუფალთა მიერ მიყენებული
აურაცხელი ზარალის ანაზაურებას განვახორციელებთ და ამ 25 წლის მანძილზე ყველა
მიტაცებული ხალხის ქონება კანონიერად ჩამორთმეული და თანაბარ პროცენტებად
მთელს ერზე განაწილებული იქნება. ხოლო უკანონოდ წართმეული კერძო ქონების
უპირობო დაბრუნება კანონიერ მფლობელზე განხორციელდება .

ზ) ამ აქტის საფუძველზე ჩვენ ეროვნულ კონსტიტუციის მუხლი 52-ზე დაყრდნობით


თვითგამორკვეულ მოქალაქეთა კანონიერ ხელისუფლებაში მოსვლითანავე მთელი ერის
თანადამფუძნებლობითა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული
დოვლათით, ეროვნული ხსნის სახალხო კონსტიტუციურ ბანკს „იბერია“-ს, ხალხის
სახელით მოვჭრით ეროვნულ ვალუტას „მარჩილი“ და 7 წლის განმავლობაში
გავისტუმრებთ ხალხის ყველა საბანკო და სამევახშეო ვალებს უპროცენტო დაბრუნების
მექანიზმით.
თ) ამ აქტის მეშვეობით და თვითგამორკეულ მოქალაქეთა კანონიერ ხელისუფლებაში
მოსვლის დღიდანვე ჩვენ დავიცავთ იმ ქართველ მეწარმეებს, რომლებიც აწარმოებენ
ქართულ ტრადიცულ პროდუქციას და მოვახდენთ არა მარტო მათ ფინანსურ
სუფსიდირებას, არამედ პირველ რიგში ყველა საქმიან ორგანიზაციებს და მეწამეებს
გამოვისყიდით მაღალპროცენტიანი ვალებიდან და შევუქმნით დაბალ 2% ვალის
გადახდის მექანიზმს. ასევე აქტიურად ვიმოქმედებთ საერთაშორისო ბაზარზე მათი
პროდუქციის რეკლამირების და რეალიზების მიმართულებით. დავსჯით მებისმიერ
პირს, თუ კომპანიას, რომელიც ქართული პროდუქციის სახელის გამოყენებით ქართული
პროდუქციის რეპუტაციის შერყევის მიზნით გაბედავს პროდუქციის ფალსიფიცირებას
და აწარმოებს მომხვეჭელობას.

ი) ამ აქტის საფუძველზე და 1921 წლის კონსტიტუციაზე დაყრდნობით (მუხლი 117.


შრომა საფუძველია რესპუბლიკის არსებობსა და მისი უზრუნველყოფა რესპუბლიკის
განსაკუთრებული მოვალეობაა.) განვახორციელებთ ყველა მოსახლეზე ღირსეული
ანაზღაურების პრინციპით სამუშაო ადგილების იმ ბიუჯეტიდან შექმნას, რომლიდანაც
ხალხის კუთვნილი მილიარდები მოსახლეობამდე არ მიდიოდა და არც დღემდე მიდის.
რომელიც 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული ყალბი შევარდნაძისეული და ხალხის
გამაღატაკებელი კონსტიტუციითა და კანონების მეშვეობით ილექებოდა და ილექება
საბჭოთა მემკვიდრე ხელისუფალთა ჯიბეებში.

სწორედ ამ ყალბი და ხალხის გამაღატაკებელი კონსტიტუციის და კანონების


შემქმნელები და დამცველი მემკვიდრეები გახლავთ ის ანტი ეროვნულ-
კონსტიტუციური სტრუქტურები, რომლებიც უმუწყალოდ ძარცვავენ ჩვენ ხალხს და
ყოველწლიურად მილიარდებს იპარავენ. საქართველოს დემომოკრატიული
რესპუბლიკის აღდგენით გადაიკეტება ყველა ის ანტიეროვნულ- კონსტიტუციური
ხვრელი, რომლის მეშვეობით დღემდე იძარცვება ჩვენი ბედკრული ხალხი, ხოლო
სამართლიანობის აღდგენისათვის და სამხელმწიფოებრივი სტაბილურობისათვის
გამოვიყენებთ იმ გამოცდილ მეთოდს, რომელიც წარმატებით გამოყენებულ იქნა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ფრანკლინ დელანო რუზველტის მიერ
და რომელსაც ჩვენ ამ მეთოდს ხალხის სასარგებლოდ, სახელმწიფოს სიძლიერისათვის
და ასეთი ხალხის ერის კეთილ სამსახურში ჩასაყენებლად ავამოქმედებთ.

ყველა იმ პირებს თუ კერძო სტრუქტურებს, რომლებმაც ხალხის უმოწყალო ძარცვაში


მიიღეს მონაწილეობა და ემიგრაციული ხელისუფლების აღდგენისთანავე განაცხადებენ
მოპარულის 50%-ის დაბრუნებას, საშუალება მიეცემათ თვითგამორკვეულ მოქალაქეთა
კანონიერ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეინარჩუნონ მითვისებულის 50%,
რომლის რეალიზების უფლებას წარმოებაში ხალხის დასაქმებისათვის მიიღებს.

კ) ამ აქტის მეშვეობით პიველ ეტაპზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის


სამართალმემკვიდრეობის აღდგენისთანავე შესაძლებელი გახდება პენსიების გაზრდა
ქართულ ვალიუტაში 300 მარჩილის ოდენობით, რომელიც იქნება ევროს ტოლფასი და
ეკონიმიკის ზრდასთან ერთად ავტომატურად გაიზრდება სახელფასო და საპენსიო
ფონდი.

საქართველოს დემოკრატული რესპუბლიკის მოქალაქის აღსრულების (გარდაცვალება)


შემდგომ, შთამომავლობაზე გადაცემის პირობით ამოქმედდება მისი პენსიის 50%-ის
შეუწყვეტელობის სისტემა საქართველოს მოქალაქის მარადიული ხსოვნის სპეციალური
საპენსიო კანონმდებლობით.

ლ) ამ აქტის მეშვეობით თვითგამორკეულ მოქალაქეთა ხელისუფლებაში მოსვლით და


ეკონომიური გარდაუვალი ზრდის პირობებში პირველად აუცილებელ პროდუქტებზე
ფასების შემცირება და ისეთი პირობების შექმნა მოხდება, რომ 5 წლის მანძილზე
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეთა ცხოვრების დონე ევროპის
მოქალაქის ცხოვრების დონის მსგავსი გახდება..

მ) ამ აქტის მეშვეობით და თვითგამორკვეულ მოქალაქეთა კანონიერ ხელისუფლებად


მოსვლის შემდგომ, ყველა კეთილსინდისიერ ვეტერანთა ღირსეული დასაქმება
განხორციელდება, ასევე გაიზრდება ვეტერანთა სოციალური პაკეტი 100 მარჩილის
ოდენობით, ინვალიდ, შრომის უუნარო ვეტერანებს განსაკუთრებული შემწეობა
დაენიშნებათ 300 მარჩილის სახით. შეიქმნება სპეციალიზებული მაღალანაზღაურებადი
სახელმწიფო - სახალხო წარმოებები შრომის უნარიან ინვალიდებისათვის.

ჩვენს სამართლებრივ ყურადღებას განსაკუთრებით გავამახვილებთ ვეტერანთა


დეპარტამენტზე ჩამორთმეულ სამხედრო ჰოსპიტალის საკითხზე, რომელიც ქალაქ
თბილისში, ბორჯომის ქუჩაზე მდებარეობს და კეთილმოწყობილ მდგომერეობაში
დაუბრუნდებათ ჩვენს ღირსეულ ვეტერანებს.

ვეტერანთა სახელმწიფო სამხედრო დეპარტამეტნს, დაქვემდებარებული


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს მთავარსარდალს გაეზრდება
ყოველწლიური ბიუჯეტი იმ მიმართულებით, რომ ღირსეულლად წარმართოს
საქმიანობა და სამხედრო-სპორტული დონე აამაღლოს მათი შთამომავლობისათვის იმ
დონეზე, რომ საერთაშორისო სპორტულ ასპარესზე იყოს ღირსეული მონაწილე წამყვან
ტრადიციულ სპორტულ ყველა სახეობებში.

ნ) ამ აქტის მეშვეობით და თვითგამორკვეულ მოქალაქეთა კანონიერ ხელისუფლებად


მოსვლის დღიდანვე ავამუშავებთ 1921 წლის კონსტიტუციას და მკაცრად იქნება
დაცული კონსტიტუციის მუხლი 119. უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეს სამუშაოს
აღმოჩენით, ან მიეცემა დახმარება დაზღვევის სახით .

ო) ამ აქტის მეშვეობით და თვითგამორკვეულ მოქალაქეთა კანონიერ ხელისუფლებად


მოსვლის დღიდან მივიღებთ კანონს ეროვნული კონსტიტუციის 114 მუხლის
შესაბამისად კერძო საკუთრების ჩამორთმევისა და შესაბამისი კომპესირების
გადახდასთან დაკავშირებით, ხოლო ყველა იმ ენერგო-კომპანიების ნაციონალიზაცია
განხორციელდება, რომელიც 1921 წლის 25 თებერვლიდან შეიქმნა საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციურ ტერიტორიაზე საბჭოთა ოკუპაცია -
ანექსიის შემდგომ და გადაიხედება კომუნალური სატარიფო პოლიტიკა-ტარიფის
დაწესების მიზნით.

ასევე კონსტიტუციის მუხლი 85-ის გათვალისწინებით ამოქმედდება კანონი


შემუშავებული კანონისახელმწიფო გადასახადებისგან განთავისუფლების შესახებ,
რომლის მიხედვით პირველივე წელიწადს სპეციალური კონსტიტუციური ერთჯერადი
ბრძანებულებით ყველა პენსიონერი, სამხედრო ვეტერანი, სოციალურად ნაკლებად
უზრუნველყოფილი და გამოჩენილი ვეტერანი შრომის უნარიანობას მოკლებული
ვეტერანი სპორტსმენები და ხელოვნების დამსახურებული შეჭირვებული მუშაკები
კომუნალური გადასახადისათვის მიიღებენ მთლიანი გადასახადის 20%-ს დამატებით
კომპესირებას. შეიზღუდება ელექტრო ენერგიის ექსპორტირების 50% და 50 % ელექტრო
ენერგიის გადანაწილდება მთელს მოსახლეობაზე იმ ტარიფით, რა ტარიფიც
დადგინდება სპეციალური სატარიფო ორგანოსგან და დაამტკიცებს საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის გაერთიანებული საკანონმდებლო - სააღმასრულებლო
ხელისუფლება.

პ) ამ აქტის მეშვეობით და თვითგამორკვეულ მოქალაქეთა კანონიერ ხელისუფლებად


მოსვლის შემდგომ, ჩამოყალიბებული საკანონმდებლო ბაზით ავამუშავებთ სპორტის
მიმართულების კონცეფციას: სპორტი, როგორც სამხედრო საქმე და მისი
განსაკუთრებული ადგილი ერის ყოველდღიურ ცხოვრებაში და ამ სტრატეგიული
მიმართულებით შექმნილი ემიგრაციული ხელისუფლების დროს სპეციალური
სპორტული პროგრამები ამუშავდება. დახმარება გაეწევათ ღვაწლმოსილ ქართველ
სპორტსმენებს და სპორტსმენ ინვალიდებს. შეიქმნება სპეციალიზირებული
სახელმწიფო-სახალხო საწამოები, სადაც დასაქმდებიან სპორტურ კარიერას მიღმა
უმუშევარ დარჩენილი სპორტსმენები, ხოლო შრომის უუნარო სპორტსმენებს
დაენიშნებათ ღირსეული პენსია.

ჟ) ამ აქტის მეშვეობით და თვითგამორკვეულ მოქალაქეთა კანონიერ ხელისუფლებად


მოსვლის შემდეგ, 1921 წლის ეროვნულ მუდმივმოქმედ კონსტიტუციაზე დაყრდნობით
ავამუშავებთ ემიგრაციული ხელისუფლების დროს შექმნილ კონსტიტუციურ
დებულებას სახელმწიფოში ქორწინებისა და ოჯახის ზნეობის დაცვის შესახებ,
რომლითაც მომავალი დედის მომსახურეობის ყველა ხარჯებს ახალშობილის ოჯახში
მიყვანამდე სახელმწიფო უზრუნველყოფს. ამ დებულებით სახელმწიფო
უზრუნველყოფს, ასევე 1 წლის ვადით სამსახურის შენარჩუნებას და საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის პატარა, უმწიკვლო მოქალაქის ღირსეული მოვლა-
პატრნობისათვის მეუღლესთვის ხელფასის 3 თვის ვადით შენარჩუნებას. ყოველი
ახალშობილისათვის დაენიშნებათ ერთჯერადი ძღვენი 1000 მარჩილი, საბავშვო ეტლი,
ჩვილი ბავშვის მოსავლელად აუცილებელი პროდუქტები და საკვები, ასევე ავამუშავებთ
ამ კონსტიტუციური დებულებით გათვალისწინებულ ოჯახური ტრადიციული ადათ-
ჩვევების დაცვის იურიდიულ მექანიზმს და განვახორციელებთ ოჯახის, როგორც
სახელმწიფოს მთავარ საყრდენის რანგში აყვანას. გაუკუღმართებული-არატრადიციული
ერთსქესიანთა წყვილების ქორწინებისა და მათ მიერ ასეთი ყოფიერების
პროპაგანდირების კატეგორიულ აკრძალვას სწორედ ამ კონსტიტუციური დებულებით
განვახორციელებთ .
ახალდაქორწინებულთათვის განხორციელდება შემდეგი სახის ქმედებები:

1) სახალხო-სახელმწიფო საბინაო ფონდის მეშვეობით ქალაქში და რაიონში


მაცხოვრებელთათვის ოროთახიანი ბინის საჩუქრად გადაცემა და ერთკვირიანი
საქორწინო საგზურით უზრუნველყოფა.
2) სოფლებში 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და შესაბამისი საყოფაცხოვრებო ნივთებით
აღჭურვილი 100 კვ.მ კერძო სახლის გამოყოფა და ერთკვირიანი საქორწილო
საგზურით უზრუნველყოფა. 3) მაღალმთიან სოფლებში
მცხოვრებთათვის შესაბამისი საყოფაცხოვრებო ნივთებით, აღჭურვილი 100 კვ.მ
საკუთარი სახლებით, ავტომანქანით, 10 დღიანი საქორწინო საგზურითა და
დასაქმების პირობით უზრუნველყოფა.
4) მაღალმთიან რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის შესაბამისი საყოფაცხოვრებო
ნივთებით აღჭურვილი 2 ოთახიანი ბინით, ავტომანქანით, 10 დღიანი საქორწილო
საგზურით და დასაქმების პირობით უზრუნველყოფა.

პ) ამ აქტის მეშვეობით ჩვენ საქათველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე


მცხოვრებთათვის დავნერგავთ და ავამოქმედებთ მსოფლიოში ცნობილ, საფრანგეთის
რესპუბლიკის მიერ წარმატებით აპრობირებულ შესწავლილ და დანერგილ
ჯანდაცვის სისტემას და დაზღვევას.
ჟ) ამ აქტის მეშვეობით და თვითგამორკვეულ მოქალაქეთა კანონიერ ხელისუფლებაში
მოსვლის შემდგომ ავამუშავებთ იმ საკანონდებლო ბაზას, რომელიც ითვალისწინებს
ხანძრის მეშვეობით განადგურებული ტყეებისა და ტყეპარკების აღდგენის საკითხს.
ასევე დაიწყება გამოძიება იმ უცნაური მიზეზებისა, რომელთა გამოც მთელი
საქართველოს მაშტაბით მძვინვარებდა ხანძარი და განადგურებულ იქნა მრავალი
ჰექტარი ტყის მასივი.

რ) ამ აქტის მეშვეობით და თვითგამორკვეულ მოქალაქეთა კანონიერ ხელისუფლებაში


მოსვლის შემდგომ ვიზრუნებთ ბაქო-ჯეიჰანის ნავთიობსადენის საერთაშორისო
მაგისტრალის დაცვაზე და ამ მაგისტრალის მმართველ პარტნიორებთან
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების მხრიდან ახალი
შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებაზე, რათა ქართულმა მხარემ გადაზიდვის
საფასურად მიიღოს საერთაშორისო ნორმებით დადგენილი იმ რაოდენობის ნავთობი,
რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფომ თანამედროვე
ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნას ნავთობგადამამუშავებელი წარმოება. თავად
მოამარაგოს არსებული საწვავის დისტრიბუტორი ქსელები და ქართულ საწვავზე
გააუქმოს აქციზი და დააწესოს 10% -იანი დ.ღ.გ.-ს გადასახადი, რათა მოსახლეობის
საწვავით მომარაგება გაიაფებული ტარიფებით განხორციელდეს. ხოლო მანამდე
მოხდეს საწვავის გაიაფება რათა შექმნას ხელსაყრელი პირობები საწვავის
იმპორტიორებისათვის.

ს) ამ აქტის მეშვეობით და თვითგამორკვეულ მოქალაქეთა კანონიერ ხელისუფლებაში


მოსვლის შემდგომ გვეძლევა შანსი, რომ ერთჯერადი საკანონმდებლო აქტით
გავაუქმოთ აზარტული თამაშების დაწესებულებები და პროსტიტუციის ხელშემწყობი
სახლები. კონსტიტუციური წესრიგის პირობებში განსაკუთრებით გამკაცრდეს
სასჯელი ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზატორთა მიმართ. აგრეთვე შეიქმნას
ნარკოტეკულ და ალკოჰოლიურ ნივთიერებაზე დამოკიდებლთათვის შრომითი
სარიაბილიტაციო პრევენციული ცენტრები.

ტ) ამ აქტის მეშვეობით და თვითგამორკვეულ მოქალაქეთა კანონიერ ხელისუფლებაში


მოსვლის შემდგომ ჩვენ მოგვეცემა საშუალება მსუბუქი და საშუალო დონის
დანაშაულის მქონე პატიმართა ამინისტირებისა შემდეგი ფორმით: 1 დღის შრომა 5
დღის სამჯავროს მოხდის ჩათვლით და ხელფასით უზრუნველყოფა. ოჯახში
ცხოვრების პირობები შესაბამისი ელექტრო სამაჯურის კონტროლის მეშვეობით.

უ) ამ აქტის მეშვეობით და თვითგამორკვეულ მოქალაქეთა კანონიერ ხელისუფლებაში


მოსვლის შემდგომ, ჩვენ საშუალება გვეძლევა 1918 წლის 26 მაისიდან 2019-20 წლის
ჩათვლით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციურ
ტერტორიაზე სხვადასხვა სახის სამხედრო საომარი მოქმედებების შედეგად საერო და
ყველა სასულიერო დაწესებულებებზე და მათ წარმომადგენლებზე მიყენებული
ფიზიკური თუ მორალური ზარალი დიფერენცირებული მიდგომის ფორმით
ანაზღაურდეს დიდი ფინანსური და ქონებრივი კომპენსაციით, თუკი მათი მხრიდან
საქართველოს თვითგამორკვეული მოქალაქის სახელმწიფოებრივი საერთაშორისო
აქტით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისადმი და ემიგრაციული
ხელისუფლებისადმი ერთგულების დაფიქსირება მოხდება.
ჩვენს სამართლებრივ ყურადღებას განსაკუთრებით იმ გარეოებას მივაქცევთ, რომ
სამართლებრივი წესით მოხდეს ქართული სამოციქულო ეკლესიის მიერ 1995 წლის იმ
ხელშეკრულების უპირობო დენონსაცია, რომლითაც ქართული ეკლესიის სახელით
საბჭოთა სამართალმემკვიდრეობა აღიარეს და არსებულ ხელისუფლებას ამ
აღიარებაში კომპენსაციის სახით 25 მილიონი ლარი მოსთხოვეს. თითქოს ეს
ქართული მართმადიდებლური ეკლესიის ნგრევითა და სასულიერო პირთა
გადასახლება - დახვრეტით გამოწვეული ზარალი იყო.
იმ შემთხვევაში, თუ ქართული მართმადიდებლური სამოციქულო ეკლესია
წერილობითი ფორმით აღიარებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
სამართალმემკვიდრეობას და წმინდა მოწამე ამბროსი პატრიარქის (ხელაია)
სამართლემემკვიდრეობის იურდისქიას აღადგენს, მაშინ საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლება დაითვლის 1918-1928
წლამდე ანუ პატრიარქ ამბროსი ხელაიას სიკვდილით დასჯამდე საბჭოთა
ხელისუფლების მიერ მიყენებულ ყველა ზარალს და განახორციელებს
კომპენსირებას. პირველ რიგში ადგენილ თბილისის მიტროპოლიტის საეკლესიო
ტახტს დაუბრუნებს იმ ტაძარს, რომელიც ბოლშვიკურ ოკუპაცია-ანექსიამდე
არსებობდა და დაანგრიეს, ხოლო დღემდე მის ადგილზე ქართველი ხალხის
გასაუბედურებლად საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლოა აგებული და მისი დემონტაჟის
შემდგომ ავაგებთ ახალ, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელის სახელობის სამხედრო
ტაძარს და სწორედ ეს ტაძარი დაუბრუნდება ქართულ მართმადიდებლურ
სამოციქულო ეკლესიას. ასევე დაითვლება ის ზარალი, რომელიც 1918-1921 წლამდე
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იურიდიქციაში არსებულ სხვა
რელიგიურ ტრადიციულ სასულიერო საზოგადოების შენობა-ნაგებობებს ომების
შედეგად მიადგათ და მოხდება მათი შესაბამისი კომპესირება. საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიაზე
დღემდე მოქმედ სხვადასხვა სახის რელიგიურ მიმდინერეობებთან და სექტანტურ
საზოგადოებებთან გვექნება 1921 წლის ეროვნული კონსტიტუციის მუხლი 31-ის
შესაბამისი სამართლებრივი კუთხით მკაცრად განსაზღვრული ურთიერთობა.
ძვირფასო იბერნო კოლხნო სრულიად ქართველნო და საქართელოს კანონიერო
შვილებო! ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული!!! ამ აქტით თქვენ თქვენი
სამშობლოსათვის მებრძოლი იურიდიული ლაშქრის მეომრები ხდებით და ჩვენ
იურიდიული დოკუმენტური ფორმით ერთად უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს
კანონიერი დემოკრატიული რესპუბლიკის გასანთავისუფლებლად, ასაღორძინებლად
და იბერიის გასაბრწყინებლად!

უფალი იყოს ჩვენი შემწე

მსოფლიოში მცხოვრები იბერთა კოლხთა


სრულიად ქართველთა საერთაშორისო
მოძრაობა „ი ბ ე რ ი ა“-ს

თავმჯდომარე
ვლადიმერ ხმელიძე

You might also like