შეჯამება

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

მართლმადიდებელი და მუსლიმანი მოსახლეობის ურთიერთობის

საკითხი აჭარასა და ქვემო ქართლში 2014-2019 წლებში

ლიტერატურის მიმოხილვის შეჯამება

მოცემული ნაშრომის მიზანი იყო მართლმადიდებელ და მუსლიმან მოსახლეობას


შორის არსებული ურთიერთობის გააზრება, ინფორმაციის მოძიება და განვრცობა
აჭარისა და ქვემო ქართლის მაგალითზე 2014-2019 წლებში. კვლევის
მიმდინარეობისას დადგინდა, რომ მეტწილად აღნიშნული რელიგიური ჯგუფები
ცდილობენ მშვიდობიანი თანაცხოვრების ჩამოყალიბებას და რელიგიურ ნიადაგზე
წარმოქმნილ დაპირისპირებებს გაურბიან.

საკითხის განხილვისას გამოიკვეთა კითხვები, რომლებზე პასუხიც კვლევის


მნიშვნელოვანი ნაწილია. კვლევის მიმდინარეობისას წარმოჩინდა სახელმწიფოს
როლი მართლმადიდებელი და მუსლიმანი მოსახლეობის ურთიერთობის
დამაბრკოლებელი ფაქტორების მოგვარებაში. კერძოდ, მნიშვნელოვანი წვლილი
შეიტანა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, მიერ 2015 წლის 17
აგვისტოს მიღებულმა სამოქალქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიამ და
მათი განხორციელების გეგმამ 2015-2020. ამავე წელს შეიქმნა სახელმწიფოს
რელიგიური განვითარების პოლიტიკა, რომლის მიზანია სახელმწიფოსა და
განსხვავებულ რელიგიებს შორის საერთო ენის გამონახვა და შედეგიანი
მოლაპარაკებების წარმოება. ქართველი და უცხოელი ექსპერტები დადებითად
აფასებენ საქართველოს საკანონმდებლო სისტემას რელიგიურ საკითხებთან
მიმართებაში. სწორედ სახელმწიფოს აქტიური ჩართულობაა მნიშვნელოვანი

1
ისალამური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის
ეროვნულ უსაფრთხოებას.

თუმცა კვლევის მიმდინარეობისას აჭარის რეგიონში გამოიკვეთა სახელმწიფოს


არათანმიმდევრული, უშედეგო მოქმედებები, რამაც უფრო მეტად გაამწვავა
დაპირსიპირება მართლმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას შორის. მოსახლეობა
აღნიშნავს, რომ ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა აბდულ-აზიზის მეჩეთის
მშენებლობის დროს, როდესაც ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვითარება მის
სასიკეთიდ გამოიყენა და ქრისტიანობის დამცველებად მოევლინენ პროტესტის
მონაწილეებს. მიუხედავად რიგი პრობლემებისა, რომელთა გამოსწორებაც
შესაძლებელია, დადგინდა, რომ სახელმწიფოს პოზიტიური გავლენა აქვს ამ
საკითხის მოგვარებაში და გარკვეულწილად არის მცდელობა გამოსწორდეს
მართლმადიდებელ და მუსლიმან მოსახლეობას შორის არსებული ვითარება.

საკითხის კვლევის შედეგად გამოიკვეთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და


მედიის როლი მართლმადიდებელი და მუსლიმანი მოსახლეობის მშვიდობიანი
თანაცხოვრების საკითხში. ქვემო ქართლის რეგიონში არსებული არასამთავრობო
ორგანიზაციები ორიენტირებულნი არიან აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის
ქართული ენის შესწავლაზე, რაც გაამარტივებს იქაურ მართლმადიდებლებთან
კონტაქტს. გარდა ამისა, აქ ხშირად ტარდება სამოქალაქო თემატიკის აქტივობები
მოსახლეობაში მრავალფეროვანი გარემოს ჩამოყალიბებისთვის. კვლევის
განმავლობაში გამოიკვეთა მედიასთან დაკავშირებული პრობლემები ქვემო
ქართლში, უფრო მეტად ქართული ენის არცოდნა, რაც არის მიზეზი იმისა, რომ
ადგილობრივი მუსლიმანების ხმა საინფორმაციო სივრცეში ვერ ხვდება.

აღსანიშნავია, რომ აჭარაში შედარებითი ცუდი ვითარებაა. ბათუმში მუსლიმი


მოსახლეობის საკითხებზე ,,ქართველ მუსლიმთა კავშირი“ მუშაობს. ამის გარდა,
რეგიონში არ არსებობს ისეთი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქრისტიანი და
მუსლიმი ახალგაზრდების ინტეგრაციას და მეგობრული ურთიერთობის
ჩამოყალიბებას. ამ საკითხზე ძალიან ცოტა ორგანიზაცია მუშაობს და ისიც მხოლოდ
თბილისის ოფისებიდან. რაც შეეხება რეგიონში მედიის მუშაობას, აქ სიტუაცია
შედარებით სტაბილურია. რადგანაც აჭარაში არსებობს ადგილობრივი

2
მედიასაშუალებები, აქტიურად მიმდინარეობს მუსლიმთა პრობლემების გაშუქება.
საერთო ჯამში, მოსახლეობა კმაყოფილია მედიის საქმიანობით, მზადდება
ნეიტრალური სიუჟეტები, რომელიც მიმართულია მართლმადიდებელთა და
მუსლიმანთა კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბებისკენ.

3
ბიბლიოგრაფია

სიხარულიძე, არჩილ, მაია ურუშაძე, ბელა ხმალაძე და რაუფ ჭიჭინაძე. 2016. ისლამი

საქართველოში: პოლიტიკა და ინტეგრაცია . თბილისი: კულტურულ

ურთიერთობათა ცენტრი- კავკასიური სახლი. (http://caucasianhouse.ge

/wp-content/uploads/2017/05/Islam-GE-web-2.pdf 06. 06. 2020 PDF)

ჩხვიმიანი, ქრისტინე. 2020. მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება

მუსლიმი თემის მიმართ : ადიგენისა და დმანისის მაგალითზე.

სამაგისტრო ნაშრომი, ილიას სახელმწიფო უნივესრიტეტი.

ცომაია, მერაბ. 2018. ისლამური ფუნდამენტალიზმი და საქართველო . სამაგისტრო

ნაშრომი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნი-

ვერსიტეტი.

Balci, Bayram, and Raoul Motika. 2007. Islam in post - Soviet Georgia,Central Asian Survey .

England: Routledge. file:///C:/Users/user/Downloads/Balci-MotikaGeorgien

CAS26-3%20(1).pdf (06.06.2020)

You might also like