დავალება 1 კანტი - ესსე ელენე ბუაჩიძე

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

კანტის ფილოსოფიის სფეროები და ფუნდამენტური შეკითხვები

იმანუელ კანტი გერმანელი ფილოსოფოსი გახლდათ, რომლის მოღვაწეობაც მეტად


საინტერესო დროს დაიწყო. იმ დროინდელ ევროპაში ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი
ფილოსოფიური დოქტრინა - ემპირიზმი და რაციონალიზმი, რომლებიც თავიანთი
მტკიცებით გამორიცხავდნენ ერთმანეთს. სიტუაციაში, როდესაც ეს დაპირისპირება
გამწვავდა და ემპირიზმმა სკეპტიციზმის სახე მიიღოო, ხოლო რაციონალიზმი აგებული
გახლდათ საფუძველს მოკლებული თეორიებისგან, გამოჩნდა კანტი და მან მიზნად
დაისახა აეგო თეორია, რომელიც გახდებოდა საფუძველი ნებისმიერი ფილოსოფიური
თეორიის ჩამოყალიბებისას. ამ თეორიაში მას სურდა ჩაერთო სკეპტიციზმიც კი , რომლის
თანამოზიარეც კანტი არ იყო, თუმცა მის თეორიაში ძირითადად მის სტრუქტურის
ჩამოყალიბებაში გავლენა აქვს სკეპტიციზმს. ამ ყოველივეში შეგვიძლია დავინახოთ , რომ
კანტის აზრით კრიტიკის საფუძველზე შესაძლებელია მიღწეულ იქნას ობიექტური აზრი
ნებისმიერ საკითხში.
იმ დროისთვის რაციონალიზმიც და სკეპტიციზმიც გამორიცხავს ერთმანეთს და
რადიკალურად ამტკიცებს თავისმხრივ, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ მასშია . საოცარი
სწორედ ის არის, რომ კანტი ბოლომდე არც რაციონალიზმს ემხრობა და არც
სკეპტიციზმის შესახებ თეორიებს იზიარებს. მას სურს ორივე მსჯელობიდან ამოკრიბოს ის
დეტალები რომელსაც ჭეშმარიტებად მიიჩნევს.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით კანტი აფუძნებს სამ მოძღვრებას: შემეცნების თეორიას ,


რომელიც შეეხება თეორიულ მეცნიერებებს, მათ საზღვრებს და შესაძლებლობების
ზღვარს;
ეთიკას, რომელიც შეეხება ადამიანს და მისი თავისუფალი ქცევების არსებობას და
ესთეტიკას, რომელიც შეეხება ძლიერ გავლენას ადამიანზე და ამ გავლენის პრინციპებს ,
გავლენის რომელიც უნდა გამოიწვიოს რამე ყველაფერზე ამაღლებულმა.

კანტი ამ მოძღვრებების დასაბუტებას მნიშვნელოვნად თვლის. ის თვლის, რომ ყოველ


მეცნიერებას, იმისთის, რომ ის მეცნიერებათ ჩაითვალოს ემპირიული საწყისი უნდა
ჰქონდეს.
ის სვამს კითხვებს, რომლებზე პასუხიც მის მიერ ჩამოყალიბებულ ზუსტად ამ თეორიებში
უნდა ვეძიოთ. პირველი ანუ შემეცნების თეორია პასუხს გაგვცემს კითხვაზე თუ რა
შეგვიძლია ვიცოდეთ? ეთიკის შესახებ არსებული თეორია იმაზე თუ რა შეგვიძლია რომ
ვიცოდეთ?
ხოლო ესთეთიკა - რისი იმედი შეიძლება გვქონდეს?

კანტის ფილოსოფიის ძირითადი მიზანი არის იმ ჩარჩოების დადგენა , რომელთა


საშუალებით მსჯელობა საყოველთაოდ მისაღები ხდება.

You might also like