ენა, გული და ხელოვანება

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

რატომ არის ენა, გული და ხელოვანება მწერლისთვის მნიშვნელოვანი?

ადამიანები მეტად ამბიციური არსებები ვართ. გამუდმებით რაღაცებს ვეპოტინებით ,


ახალ-ახალ საქმეებს ვიწყებთ, რათა თავი სასარგებლოდ ვიგრძნოთ. ბუნებრივია , სანამ
უშუალოდ პროცესზე გადავიდოდეთ, ვინტერესდებით მიზნამდე მისაღწევი გზებით ,
რომელია ყველაზე მოკლე, ეფექტური, იოლი და ა.შ. ცხადია, ყოველ წამოწყებას
თავისი ინდივიდუალური გზა ესაჭიროება. თუ ნამცხვრის მომზადება მინდა ექიმს კი არ
ვკითხავ რეცეპტს, არამედ მცხობელს. აი ასე რჩევას იმათგან ვიღებთ, ვინც ყველაზე
მეტადაა განსწავლული ამ საკითხში. მომავალი მწერალი, ვის თუ არა რუსთველს უნდა
მიადგეს რჩევის მისაღებად. („აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და
ხელოვანება“).ცხადია, პირდაპირ არ უნდა გავიგოთ მისი რჩევა. „ენა“-ში მოიაზრება
წერის სტილი, ვინაიდან მწერალი განსხვავებული, ორიგინალური, მხოლოდ
თავისთვის დამახასიათებელი სტილის გარდა არაფრად ვარგა. „გულში“ რუსთველი
გულისხმობს ემოციას, გრძნობას.ერთი ცრემლი ან ღიმილი თუ ვერ დააცდინე
მკითხველს, რისთვისღა გიწერია?! და ბოლო „ხელოვანება“.ალბათ, მწერალი
არტისტულ უნარს მოიაზრებს მასში, პოეტის ოსტატობას, თუ რამდენად დაიბუდებს
წიგნის კითხვისას განცდილი ემოციები მკითხველის გულსა და გონებაში , და
რამდენად მიაწვდის ავტორი სწორად სათქმელს. ბევრი უხეირო რომანი წამიკითხავს ,
რომ მკითხოთ ერთი მაინც მითხარიო ვერ გეტყვით.ამის მიზეზი მოკლე მახსოვრობა არ
გეგონოთ, არამედ ნაწარმოების უკიდურესი უხეირობა, ბანალური სიუჟეტი , მწერლის
ოსტატობის არ არსებობა, ემოციის არ ქონა . მაშ ან მე რისთვის დავკარგე დრო ან
ავტორი რისთვის გაისარჯა?! თუმცა, ვინც ეს რჩევები გაითვალისწინა და ნაწარმოების
მის მიხედვით ააგო, ნამდვილად მიაღწიეს მიზანს და მათი ნაშრომები უძლებს ყველაზე
დიდ მტერს დროსაც კი.

You might also like