Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ბაიდენის საგარეო პოლიტიკის შვიდი საყრდენი

სტატიაში „ბაიდენის საგარეო პოლიტიკის შვიდი საყრდენი“ შეჯამებულია ა.შ.შ.-ის


ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მოღვაწეობა და მსოფლხედვა საგარეო
პოლიტიკასთან მიმართებით.

ავტორი აღნიშნავს, რომ ბაიდენი ცნობილი და გამოცდილი პოლიტიკოსია მსოფლიოს


მასშტაბით. ის პირველად სენატის წევრი 1972 წელს გახდა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი - 2009
წელს, ასევე, ორჯერ იყო არჩეული სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარედ. გამოცდილების მიუხედავად, სხვადასხვა დროს კონტროვერსიული და
არასასურველი პოლიტიკის გამტარებელი იყო. როგორც სენატორი, ეწინააღმდეგებოდა
სადამ ჰუსეინის ჯარების განდევნას კუვეიტიდან; 2003 წელს მხარს უჭერდა ა.შ.შ.-ის შეჭრას
ერაყში;

რაც შეეხება ბაიდენის საგარეო პოლიტიკას, ის რომანტიკულად უყურებს


ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს - „ხიდების მშენებლობის“ ტაქტიკას იყენებს, 2021
წლისთვის კი დაგეგმილი აქვს, მოიწვიოს კონფერენცია ა.შ.შ.-ს საგარეო პოლიტიკაში
დემოკრატიულობის განსახილველად და გასაძლიერებლად.

მეორე რიგში, ბაიდენის მსოფლმხედველობის ნაწილია საერთაშორისო საფრთხეებთან


(გაძლიერებული რუსეთი, ტერორიზმი, კიბერთავდასხმები, ჩინეთის აღზევება...)
გასამკლავებლად რესურსების გაერთიანება. ამ მიზნით „ნატოსთან“ განახლდება
ურთიერთობები.

ბაიდენის საგარეო პოლიტიკის მესამე საყრდენს ინტერნაციონალური ხელშეკრულებებისა


და ინსტიტუციებისადმი რწმენა წარმოადგენს. მას განზრახული აქვს, გაითვალისწინოს 2015
წლის პარიზის კლიმატის შეთანხმება და ითანამშრომლოს მსოფლიო ჯანდაცვის
ორგანიზაციასთან. მისი პოლიტიკის ნაწილად მოიაზრება ამერიკის მიერ სხვადასხვა
საერთაშორისო ვალდებულების საკუთარ თავზე აღება.

მეოთხე „სვეტი“ ადამიანის უფლებების დაცვას მოიაზრებს. ის გმობს ავტოკრატული


მმართველობის მქონე სახელმწიფოების ქმედებებს (მაგ. რუსეთი და საუდის არაბეთი).

ამასთან არის კავშირში არადემოკრატიული რეჟიმებისა და დიქტატორების მიმართ


ბაიდენის არაშემწყნარებლური პოლიტიკაც. მაგ., მან საჯაროდ გააკრიტიკა ეგვიპტის
პრეზიდენტი დისიდენტების მიმართ ულმობელობის გამო.

პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მეექვსე „სვეტს“ სუსტი და რესურსებით ღარიბი


ქვეყნების დახმარება წარმოადგენს, განსხვავებით ტრამპისაგან.

საბოლოოდ კი, ბაიდენი გლობალისტია და მისი ადმინისტრაცია მომავალში იმის


დასამტკიცებლად იმუშავებს, რომ ა.შ.შ. კვლავ წამყვან როლს ითამაშებს სამყაროში.

ვფიქრობ, სტატიაში ლაკონურად, მიუკერძოებლად და კრიტიკულად არის განხილული მისი


წარსული და სამომავლო გეგმები. თუმცა, ბოლო აბზაცი მაინც იმედით არის გაჯერებული
და მეც ვიზიარებ მის იმედოვნებას.
ბაიდენის მნიშვნელობა საგარეო პოლიტიკაში საშინაოს ნაცვლად

You might also like