Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 17

ჰომეროსი

ოდისეა
ძვ. წ. VIII ს.

პოემის მოკლე შინაარსი


წაკითხვის დრო: საათი – საათი და 10 წთ.

პირველი სიმღერა: ათენას გამოცხადება

მრავალტანჯულმა გმირმა ოდისევსმა ბევრი იხეტიალა და იტანჯა, რათა ეხსნა


საკუთარი თავი და თანამებრძოლები, რომლებიც უგუნურებით დაიღუპნენ. მათ
მზის ღმერთის ჰელიოსის ხარები დაჰკლეს. ვინც ტროას ომს გადაურჩა, ოდისევსის
გარდა, ყველა შინ დაბრუნდა, იგი კუნძულ ოგიგიაზე გამოქვაბულში დამწყვდეული
ჰყავდა ნიმფა კალიფსოს. ჟამის გასვლის შემდეგ ღმერთებმა ნება დართეს
დაბრუნებულიყო ითაკაში, მაგრამ ზღვათა მეფე პოსეიდონი იყო სასტიკი
წიგააღმდეგი.
ოლიმპოზე, სადაც პოსეიდონი არ იმყოფებოდა შეიკრიბნენ ღმერთები. ზევსმა
გაიხსენა, როგორ წაართვა ეგისთემ ცოლი ატრიდს და შემდეგ ატრიდი დაჰკლა შინ
მისული. მუხედავად ღმერთების გაფრთხილებისა, შვილი ორესტე შურს იძიებს
ატრიდისთვისო, ეგისთემ მაინც არ შეისმინა ეს და ჩაიდინა ბოროტი საქმე. „მაშინ
შეჰკადრა ზევსს ათენამ თვალთინათენამ“: მე მრავალტანჯული და უბედური
ოდისევსის ბედი მაფიქრებს. იგი ოჯახსა და უმშვენიერეს მეუღლის ნატრულია.
დატყვევებულია ხმელეთისაგან შორს ტრიალ ზღვაში მდებარე კუნძულზე, სადაც
დაუნდობელ ატლანტის ასული ქალღმერთის სავანეა, რომელიც ცდილობს საერთოდ
დაავიწყოს წარსული.
ნუთუ არ განაღვლებს მეფეო ეგ ამბავი? განა შენ არ შემოგწირა ოდისევსმა
ტროას ველზე არგოსელთა გემებთან მსხვერპლი? ზევსმა უპასუხა: მე არას ვერჩი,
მხოლოდ ზღვის ღმერთი პოსეიდონი მრისხანებსო მასზე. ათენამ სთხოვა ზევსს,
არგოსის მკვლელი ჰერმესი ვაფრინოთ ოგიგიის შორეულ კუნძულზე ნიმფასთან და
ვამცნოთ ღმერთების ნება ოდისევსის შინ დაბრუნებისაო.
ათენა გაემგზავრა ოდისევსის შვილთან, ტელემაქესთან მისი დედის
საქმროების პარპაშის ასალაგმავად. ფეხი შეიმოსა ოქროს ქოშებით, აიღო სპილენძის
წვერით წამახული შუბი, ოლიმპოს მწვერვალიდან დაეშვა ითაკისკენ და ოდისევსის
სახლის წინ გაჩნდა. მან ოდისევსის მეგობრის, ტაფოსელი ბელადის მენტესის სახე
მიიღო.
ათენამ მყისვე შეამჩნია ხარის ტყავზე უდარდელად წამოგორებული კოჭის
მოთამაშე სასიძოები.
ტელემაქემ სტუმარი უმალვე შენიშნა, შინ მიიწვია, ხელები დააბანინა, წინ
ტაბლა დაუდგა და გამოჰკითხა სადაურობა. დარბაზში შემოლაგდნენ გაყოყოჩებული
ბედისმაძიებელი სასიძოები. ათენამ ტელემაქეს უპასუხა, მენტე ვარ არქიალეს ძე,
ღმერთებისგან მაქვს გაგონილი, რომ ოდისევსი ცოცხალია, ველურების ხელშია
ჩავარდნილი და ძალიან იტანჯება. სანამ ჩემს სათქმელს გეტყვი, მიპასუხე მართლა
ხარ თუ არა ოდისევსის შვილი? ტელემაქემ უპასუხა: „დედა მარწმუნებს, რომ შვილი
ვარ მამაჩემისა“ და არავის მოკვდავთაგანს არ შეუძლია ამის გაგება. მაშინ ათენამ
თქვა, – ღირსეული შვილი ყოფილხარ მამაშენისა. ამიტომ უნდა შეკრიბო აქაველები,
ამ შემოსეულ სასიძოებს მათ წინაშე მოუწოდე, რომ ყველანი თავის სახლში
დაბრუნდეს, ოდისევსის ცოლს – მშვენიერ პენელოპეს უთხარი, თუ ისევ გული
გათხოვებისკენ მიუწევს, დაბრუნდეს თავის მამის სახლში და იქედან გათხოვდეს
მდიდრული მზითვით ვიზეც უნდა. ტელემაქეს მოუწოდა, გამართოს ხომალდი და
მამის ამბის გასაგებად ნესტორთან და მენელაოსთან წავიდეს. თუ მამამისი
ცოცხალია, კიდევ ერთი წელი დაელოდოს, ხოლო თუ ცოცხალი არ არის მაშინ
საფლავი აუგოს, დედა გაათხოვოს, ხოლო თვითონ დასაჯოს ოჯახის შემგინებლები.
ტელემაქემ სტუმარს დარიგებისთვის მადლობა გადაუხადა და დილამდე დარჩენა
სთხოვა, თან დასძინა, უსაჩუქროდ როგორ გაგიშვაო.
ათენამ უპასუხა, სხვა დროს გამოგივლი, მეც საჩუქრებით გეახლებიო და უცებ
ფრინველივით გაუჩინარდა. ტელემაქე გონს მოეგო და სასახლეში შებრუნდა.
სასახლეში განთქმული ხელოვანი საგმირო სიმღერას მღეროდა. სტუმრები
სულგანაბული უსმენდნენ ტროადის ომის სევდიან ამბებს. მშვენიერ პენელოპესაც
შეესმა ტკბილი ჰანგები და სანთიობოდან კიბით ჩამოვიდა დარბაზში. სახეზე
პირბადე აეფარებინა და ევედრებოდა ღვთაებრივ მომღერალს, ნაღვლიან სიმღერას
თავი ანებე, რადგან გულს მიკლავს და მთელს ელადაში და არგოსში განთქმული
გმირის ბედს მაგონებსო.
პენელოპეს გამოჩენაზე გაისმა სასიძოების გნიასი და ღრიანცელი. ტელემაქე
საყვარელ დედას შეესიტყვა, რაც გულით უნდა, ის იმღეროს, შენ ხელსაქმეს მიხედე,
ლაპარაკი კაცს უფრო შეშვენის, დღეიდან მე ვარ ამ ჭერის მბრძანებელიო. ეოცა
პენელოპეს შვილის სიტყვები და დაბრუნდა უკან და დაიტირა გმირი ოდისევსი.
ტელემაქე სასძოებს მიუბრუნდა და უთხრა, მოუსმინეთ ამ დიდებულ
მომღერალს და შეწყვიტეთ გნიასიო, ხვალ აგორაზე გამოგიცხადებთ ხალხის წინაშე,
რომ სასწრაფოდ დატოვოთ მამაჩემის სახლი. სასიძოებს ტელემაქეს ნათქვამი
ემწარათ, მაგრამ ყველამ ხმა გაკმიდა. ანტინოემ ეფისტეს შვილმა პასუხად უთხრა
ზევსმა არ დაუშვას, რომ ითაკას მეფედ შენ დაჯდე. ზევსმა რომ ეს ინებოს დიდი
სიხარულით გავმეფდები და მამის სახლს არასოდეს მივატოვებ ცოცხალიც რომ არ
იყოსო. ღმრთების ნებაა, ვინ იქნება ითაკას მეფე, მაგრამ ოდისევსის სახლი
ნამდვილად შენია უპასუხა ევრიმაქემ, თან ჰკითხა თუ ვინ იყო მისი სტუმარი. ისე
გაბრუნდა უკან, რომ ვერ გავიცანითო „ისე კი უგვარო კაცსა არ უგავდა სახე და ტანი,

კეთილმა ტელემაქემ უპასუხა „ჰე, ევრიმაქე, მამის მოსვლის ჩაჰქრა იმედი“,
სტუმარი კი მამაჩემის ძმობილი მენტესია, ტაფოსის კუნძულების მკვიდრი. თუმცა
გულში ღმერთად სახავდა მას. ტელემაქემ სტუმრები გაისტუმრა და ძილი მოესურვა,
შინ შევიდა გულდანაღვლიანებული. წინ მიუძღოდა მას გამზრდელი ევრიკლეა
ჩირაღდნით. ტელემაქე მთელი ღამე ფიქრობდა ათენას მითითებულ გზაზე.

მეორე სიმღერა: საფიხვნოზე

შემდგომ დღეს ტელემაქე, მიღებული რჩევის თანახმად, მოიწვევს სახალხო კრებას


და საკმაოდ პირდაპირ ეუბნება ხალხს თავისი მძიმე მდგომარეობისა და გეგმების
შესახებ. სასიძოები, როგორც ანტინოესა და ევრიმაქეს სიტყვებიდან ირკვევა,
თავხედურად არიან განწყობილნი. ისინი გაბრაზებული არიან იმით, რომ პენელოპე
უკვე დიდი ხანია, ატყუებს მათ. ქალი მოითხოვდა, არ დაეჩქარებინათ მისთვის
გათხოვება, ვიდრე ოდისევსის მამას, ლაერტეს სუდარას არ მოუქსოვდა; მაგრამ
გაირკვა, თურმე პენელოპე დღისით მოქსოვილს ღამით არღვევდა და ასე ატყუებდა
სასიძოებს.
ამ დროს ზევსმა ორი არწივი ააფრინა მთის მწვერვალიდან; ახმაურებულ
საფიხვნოს რომ გაუსწორდნენ, ფრთების ძლიერი ფარფაშით ირაო შეკრეს, დაღუპვის
მომასწავებელი იერით დასცქეროდნენ შეკრებილთ. მოულოდნელად თავკისერი
დაუკორტნეს ერთმანეთს და ითაკელთა სახლებს თავზე გადაუქროლეს. მისანმა
ჰალითერსემ სასიძოთა მომავალი უბედურების ნიშნად მიიჩნია ორი არწივის
გამოჩენა, შორს არ არის ოდისევსი და სიკვდილს უმზადებს სასიძოებსო. თავს
გასული სასიძოებმა კი არაფრად მიიჩნიეს მოხუცი მისნის სიტყვა.
ტელემაქე ითხოვს გამოუყონ ერთი ხომალდი და ხალხი მისცენ სპარტასა და
პილოსში წასასვლელად. მენტორი არცხვენს ითაკელებს უმოქმედობისთვის, ხოლო
სასიძო ლეოკრიტე შლის კრებას თავისი უკიდურესად ზვიადი სიტყვით – ოდისევსი
ცოცხალიც რომ ყოფილიყო და შინ დაბრუნებულიყო, ჩვენგან სიკვდილს ვერ
აცდებოდაო.
ტელემაქეს ეხმარება მენტორის სახით მოვლენილი ქალღმერთი ათენა.
მოუმზადებს ოდისევსის ვაჟს ხომალდს, ხალხს, სანოვაგეს მგზავრობისთვის და
ღამით მალულად გაისტუმრებს მამის მეგობრებისკენ.
მესამე სიმღერა: სტუმრობა ნესტორთან

ზღვის სიღრმეებიდან ცაზე ამობრწყინდა მზე-ჰელიოსი და სინათლე მოჰფინა


ოლიმპოს ღმერთებსა და ნაყოფიერი დედამიწის მკვიდრთ. სწორედ ამ დროს
მიადგნენ მოგზაურები პილოსს, ნელევსის კეთილნაგებ ქალაქს. პილოსელები შავ
ხარებს სწირავდნენ მსხერპლად პოსეიდონს. მგზავრები ნაპირზე გადმოვიდნენ, ჯერ
ათენა გადმოვიდა, მას ტელემაქე მიჰყვა, ქალღმერთმა ასე დაარიგა ჭაბუკი:
– იმისთვის გადმოვცურეთ უნაყოფო ზღვა, რომ შეგვეტყო, სად წაეფარა მიწა
რა ბედი ეწია მამაშენს. თამამად მიეახლე ნესტორს, შეევედრე ყოველივე წვრილად
გიამბოს.
ტელემაქე შეცბა, – როგორ დავუწყო საუბარი? მჭერმეტყველებაში უწვრთნელი
ვარ. პირველი სიტყვა როგორ ვკადრო უმცროსმა უფროსს? ათენამ დაამშვიდა და
უთხრა, რომ დაიმონი (კეთილმყოფელი ღმერთი) დაეხმარებოდა.
ათენა და ტელემაქე მალე მიადგნენ პილოსელთა შეკრების ადგილს. იქ
შვილებთნ ერთად იჯდა ნესტორი. იქვე იყვნენ მონადიმენი. მასპინძლებმა სტუმრები
სუფრაზე მიიწვიეს. ნესტორის უმრწმესი ძე პისისტრატე მიეგება მისულთ, შემწვარი
გულ-ღვიძლი მიაწოდა ზევსის ასულს, ღვინით აუვსო ოქროს ბარძიმი და თხოვა:
მადლი შეეწირათ პოსეიდონისთვის, წესისამებრ შევედრებოდა ზღვათა მეუფეს და
რადგან ათენა თანამგზავრზე უფროსი იყო, ჯერ ბარძიმი მას შესთავაზა. ათენა
გულმდუღარედ შეევედრა შავკულულებიან ღმერთს. შემდეგ ოდისევსის ძემაც იგივე
გაიმეორა. სმა-ჭამით გული რომ იჯერეს, ნესტორმა ბრძანა:
– დროა სტუმრების ვინაობა გავიგოთ, საიდან მოდიხართ, სასიკეთოთ
მოსულხართ თუ სამტროდ?
ტელემაქემ თამამად მიუგო ბერიკაცს:
– ნეონის მთის ძირას შეფენილი ითაკიდან ვართ. კერძო რამ გაგვჭირვებია.
მამაჩემის, ოდისევსის ამბის გასაგებად ჩამოვედი. გავიგე, ერთად გიბრძოლიათ
ილიონის დასამხობად. გევედრები, არ დამიმალო, თუ რამე იცი მის შესახებ, მიამბე.
ნესტორმა კი მიუგო:
– ძველი ტკივილები გამახსენე და ის დღეები მომაგონე. პრიამოსის ციხე-
ქალაქის კედლებთან დიდი ჭირი დაგვატეხეს ღმერთებმა. იქ დაეცა აიანტი,
აქილევსი, პატროკლე, ჩემი ძე ანტილოქე და კიდევ ბევრი გმირი. ცხრა წელიწადი
ვცდილობდით ტროას დამხობას. ვერავინ შეედრებოდა ოდისევსს მოხერხებით და
მორკინალთა ხელოვნებით. მას შემდეგ, რაც დავაქციეთ პრიამოსის დიდებული
ქალაქი და შინ ვბრუნდებოდით, ზევსმა არგოსელთა შინ არდაბრუნება განიზრახა.
განრისხდა თვალსხივოსანი ქალღმერთი და აქაველთა შორის შუღლი ჩამოაგდო.
ერისმთავრებმა მზის ჩასვლამდე შეყარეს სათათბიროს აქაველნი, მენელაოსმა
უბრძნა შინ დაბრუნებაზე ეზრუნათ, ხოლო აგამემნონმა მათ უბრძანა
დაყოვნებულიყვნენ, სანამ ათენას არ შემოირიგებდნენ, მაგრამ მისი შემორიგება
გვიანღა იყო.
გამთენიისას აქაველთა ერთმა ნაწილმა ნადავლით სავსე ხომალდები ზღვაში
შევაცურეთ, მაგრამ ზევსს არ ენება ჩვენი დაბრუნება და და ისევ შუღლი ჩამოაგდო
ჩვენს შორის. ოდისევსის წინამძღოლობით აქაველები უკანვე გაბრუნდნენ.
ჩემი ხომალდის კვალს ტიდევსის ძე, დიომედე გამოყვა, მენელაოსიც წამოგვეწია.
ლესბოსთან გადავწყვიტეთ შუაგული ზღვა გადაგვეკვეთა და ევბეოსისკენ
წავსულიყავით. მეოთხე დღეს დიომედეს ხომალდები არგოსს მიადგა. მე კი
პილოსისკენ წამოვედი. მე არაფერი ვიცი არც დაღუპულთა და არც გადარჩენილთა,
მაგრამ იმასაც გიამბობ რა ამბავიც გავიგე.
მშვიდობით დაბრუბენულან მირმიდონელები, რომელთაც აქილევსის ძე
წამოუძღვა, იდომენევსმაც უკლებლივ მიიყვანა კრეტას გადარჩენილი თვისტომნი.
ხოლო აგამემნონს რაც შეემთხვა, გეცოდინებათ. თუ როგორ დაბრუნდა და მოიკლა
ეგისთეს მიერ. და რა სასტიკად დასაჯა აგამემნონის შვილმა ორესტემ მკვლელი.
ტელემაქემ უპასუხა ნესტორს:
– საკადრისი მიუზღო ორესტემ მტერს. რა იქნებოდა, ჩემთვისაც მოეცათ
ღმერთებს ძალა, რომ შური მეძია სასიძოებზე! მაგრამ ღმერთებს არ გაუმეტებიათ
ასეთი ხვედრი.
ტელემაქემ თქვა, რომ მას ღმერთების შეწევნის იმედი არ ჰქონდა.
მაშინ ათენამ უსაყვედურა ტელემაქეს იმის გამო, რაც თქვა, რადგან ღმერთებს
თუ ადამიანის დაცვა უნდათ, შორი მანძილიც ვერ დააბრკოლებთ.
ტელემაქემ ამოიოხრა და ნესტორს ჰკითხა:
– რამ მოკლა აგამემნონი? ან სად იყო მენელაოსი? ან ისეთი რა მახე დაუგო
ეგისთემ?
– მოკლედ მოგიყვები, – მიუგო ნესტორმა: როცა ჩვენ ილიონის კედლებთან
ვიბრძოდით, ეგისთე ტკბილი სიტყვით ინადირებდა კლიტემნესტრას გულს და
ბოლოს მან მოინადირა კიდეც აგამემნონის მეუღლის გული და იგი გაჰყვა ეგისთეს
თავის სახლში.
ამ დროს მე და მენელაოსი ტროადან ვბრუნდებოდით, მაგრამ აპოლონმა
მენელაოსის მესაჭე განგმირა და მენელაოსი შეყოვნდა, რომ დაემარხა მეგობარი.
შემდეგ ზევსმა განსაცელი მოუვლინა მას და სანამ მენელაოსი გზაც გაიკვლევდა,
ეგისთემ მოკლა მისი ძმა და ერიც მას დამორჩილდა.
მერვე წელს ორესტემ მოკლა მამამისის მკვლელი. ამ დროს დაბრუნდა
მენელაოსი შინ. გირჩევ მენელაოსს მიაკითხო. ეტლსა და ცხენებს მე მოგცემ,
შვილებსაც გაგაყოლებ, რომ მასთან მიგიყვანონ. მაშინ ათენამ თქვა, რომ მოსვენების
დრო იყო. როდესაც სტუმრებმა წასვლა დააპირეს მოსასვენებლად, ნესტორმა მათ
თავის სახლში შესთავაზა მოსვენება. ტელემაქე დაყვა ნესტორის ნებას ათენა კი
ხომალდზე დაბრუნდა თანამგზავრების გასამხნევებლად.
ცისკარზე, როდესაც ეოსმა ვარდისფრად ირიჟრაჟა, საწოლიდან ადგა ნესტორი
და სახლის მაღალ კართან ლოდზე ჩამოჯდა. მის გარშემო იკრიბებოდნენ მისი
ვაჟები: ექეფრონი, სტრატიოსი, პერსევსი, არეტოსი და თრასიმედე. ბოლოს
პისისტრატე და ტელემაქეც გამოჩნდნენ. მაშინ ნესტორმა თქვა:
– ახლა კი დროა, ათენას გული მოვიგოთ, რადგან ხორცშესხმული
გამოგვეცხადა პოსეიდონის ნადიმზე. მან შვილებს დავალებები მისცა და ასევე
სუფრის გაშლაც ბრძანა.
ბრძანა და აღასრულეს: მოზვერი მოდენეს, ტელემაქეს ხომალდიდან
მგზავრები მოიპატიჟეს, ოქროსმჭედელიც გამოცხადდა, ბოლოს ათენაც მობრძანდა
მსხვერპლის მისაღებად. შეასრულეს ყველა რიტუალი და პურობად დასხდნენ.
შემდეგ მოხუცმა ასე უბრძანა შვილებს:
– აბა თქვენ იცით, გრძელფაფრიანი ცხენები შეუბით ეტლში ტელემაქეს, რომ
დაუყოვნებლივ გზას დაადგეს.
მამის ბრძანებას უსიტყვოდ დამორჩილდნენ. ტელემაქე ეტლზე ავიდა, მას
მიჰყვა პისისტრატე. ეტლმა ნესტორის დიდებული ქალაქი დატოვა.

მეოთხე სიმღერა: მენელაოსი და ელენე

მენელაოსის სასახლეში ქორწილი იყო. მენელაოსის ასული აქილევსის ვაჟზე


ნეოპტოლემოსზე თხოვდებოდა. დიდი ლხინი იყო გამართული მენელაოსის
სასახლეში, როცა ტელემაქე და პისისტრატე გამოჩნდნენ.
ეტეონი შეეგება სტუმრებს და შემდეგ მენელაოსს ჰკითხა, მიეღოთ თუ არა
ისინი. მენელაოსი განრისხდა. – ნუ გავიწყდება რამდენჯერ შეგვეწივნენ მგზავრებს
უცხო ქვეყნებში, ცხენები გამოხსენი და სტუმრები მოიპატიჟეო, – მიუგო მენელაოსმა.
სტუმრები გაოცებულნი შესცქეროდნენ ზევსის რჩეული ვაჟკაცის ოქროვან
დარბაზებს. მონა-ქალებმა განბანეს სტუმრები, შემდეგ ტაბლას მიუსხდნენ.
ოქროსთმიანმა მენელაოსმა მათ მიმართა, მიირთვით, ვინაობას კი შემდეგ
გკითხავთო.
სანამ შორეულ ქვეყნებში ქონებას იხვეჭდა მენელაოსი, ცბიერი მეუღლის
ხელშეწყობით მუხანათურად მოუკლეს ძმა. ამიტომაც მისი სიმდიდრე გულს დიდად
არ უხარებდა. ბევრსაც წუხდა დაკარგული სახლის გამო, მაგრამ გულს ისე არავინ
უკლავდა, როგორც ოდისევსის მოგონება. მენელაოსმა ისიც არ იცოდა, იგი მკვდარი
იყო თუ ცოცხალი.
ამ დროს არტემიდეს შესადარი მშვენიერი ელენე გამოვიდა და მეუღლეს
ჰკითხა სტუმრების ვინაობის შესახებ, რადგან ერთ-ერთი ოდისევსს მიამსგავსა –
ტელემაქე ედგა მას წინ. საუბარში პისისტრატეც ჩაერია, ნესტორის ძე. მან თქვა, რომ
ეს ჭაბუკი მართლაც რომ ოდისევსის ვაჟი იყო. პისისტრატე მამამ მეგზურად
გამოაყოლა ტელემაქეს, რომელსაც მენელაოსის ნახვა სურდა.
მენელაოსს რომ სცოდნოდა, უფრო ხელგაშლილი დახვდებოდა სტუმრებს. მან
გაიხსენა მისი და ოდისევსის ერთად გატარებული დრო. ვერაფერი გაყრიდა მანამ,
სანამ სიკვდილი არ მოუკაკუნებდათ კარს.
მენელაოსის სიტყვამ დაანაღვლიანა იქ მყოფნი. ნესტორის ძემ ფრთიანი
სიტყვით მიმართა ატრევსის ძეს: ტირილით ნუ წავიმწარებთ მხიარულ სერობასო და
მენელაოსიც დაეთანხმდა.
პურობა დაიწყო. მშვენიერმა ელენემ კრატერში გამამხნევებელი წამალი
გააზავა და ღვინის მწდეებს თასები ასე ჩამოარიგებინა. მან სტუმრებს მიმართა:
ილხინეთ ახლა, მე კი შესატყვის ამბავს მოგიყვებით ოდისევსზე. ტროაში ასეთი
ხერხი მოიგონა ოდისევსმა: საკუთარი ხელით გაილახა თავი, მონის ძონძებით
შეიმოსა და ხეიბარივით შევიდა მტრის ფართოფოლორციან ქალაქში. ისე შეცვლოდა
იერი სახელოვან გმირს, რომ ვერავინ იცნობდა. მხოლოდ მე ამოვიცანი იგი და
შევეცადე გამომეტეხა. მხოლოდ შეფიცვის შემდეგ გამანდო აქაველთა გეგმა. ქალაქში
მრავალი ვაჟკაცი განგმირა. ტროელი დიაცნი მოკლულთ დასტიროდნენ.
მენელაოსი დაეთანხმა. იგი არ შეხვედროდა ოდისევსზე გონიერ ვაჟკაცს,
სწორედ ოდისევსმა იხსნა აქაველები დაღუპვისაგან.
სტუმრებს ძილი მოერიათ, ელენემ მათთვის საწოლის გაშლა ბრძანა.
გათენებისას მენელაოსი ტელემაქესთან მივიდა და ლაკედემონში მოსვლის
მიზეზი ჰკითხა.
ტელემაქემ უამბო, თუ როგორ ანადგურებდნენ სასიძოები მამამისის ქონებას,
შეევედრა, იქნებ რაიმე კიდევ სცოდნოდა მის შესახებ. მენელაოსმაც ყოველივე უამბო,
რაც კი იცოდა: მამულისკენ წამოსულმა ღმერთებმა ეგვიპტესთან ახლოს კუნძულ
ფაროსზე შემაყოვნეს. ჰეკატომბე, ასი ზვარაკისგან შემდგარი მსხვერპლი, უნდა
შემეწირა მათთვის. იმ კუნძულზე 20 დღე ვიყავი. სურსათი შემოგველია და ამ დროს
ზღვისკაცის ასული იდოთეა შემწედ მოგვევლინა. მან მითხრა, რომელი ღმერთი
განმირისხდა, რომ ამდენხანს აქ მაყოვნებდა. მან მომიგო: ერთი გრძნეული მოხუცი
ზღვისკაცი მოადგება ხოლმე ამ კუნძულს, უკვდავი პროტევსი, პოსეიდონის
მსახური. როგორც კი ხელთ იგდებ, ის გაგიმხელს ყოველივეს. გასწავლის, როგორ
გადალახო თევზმრავალი ზღვაო. იდოთეამ მითხრა, როგორ შემეპყრო ის
ღვთაებრივი ბერიკაცი. ეს ყველაფერი მიამბო იგი გაუჩინარდა. გარიჟრაჟისას ზღვის
ნაპირს გავყევი, თან სამი სანდო თანამგზავრი წავიყვანე. მივუახლოვდით ბერიკაცის
ადგილს. მთელი დილა მოთმინებით ველოდით ფოკინების გამოჩენას. შუადღისას
პროტევსიც გამოჩნდა. ყველა როცა დაწვა, მაშინ დავესხით თავს. ბერიკაცი ვერაფერს
გახდა და მითხრა ყოველივე: ზევსსა და სხვა ღმერთებს წმინდა მსხვერპლი შესწირე
ხომალდზე ასვლამდე, შემდეგ კი ეგვიპტეში უნდა გაბრუნდე, წმინდა ჰეკატომბე
შესწირე ცარგვალის მპყრობელ უკვდავ ღმერთებს. მხოლოდ მაშინ გაგეხსნება გზაო.
ბერიკაცს ასევე ვათქმევინე, რა ბედი ეწიათ ილიონის დაქცევის შემდეგ აქაველთა
ხომალდებს. აქაველთაგან ბევრი დაღუპულა. ტროაში ერთი მამაცი დღემდე
დახეტიალობს ზღვის ქურგზე. აინტი ხომალდზე დაღუპულა. ჩემმა ძმა აგამემნონმა
სწრაფმავალი ხომალდებით გაასწრო სიკვდილს. აგამემნონმა ბედნიერებით შედგა
ფეხი წინაპართა მიწაზე, თუმცა უმალვე შეამჩნია იგი მზირმა. მან თავის პატრონს
უამბო ეს ამბავი. ოცი ურჩეულესი ჭაბუკი ჩაასაფრა იმ ადგილას, სადაც სანადიმო
სუფრა უნდა გაშლილიყო. თავად კი პირმოთნედ შეეგება ერისმთავარს. აგამემნონი
კი გულღიად მიენდო ვერაგ ეგისთეს, რომელმაც ბაგასთან დაბმული ხარივით დაკლა
ერისმთავარი. ამ შეტაკებისას ამოიჟუჟნენ როგორც ატრიდის მხლებელნი, ისე
ეგისთეს თანამზრახველებიც. მე ტირილი ამიტყდა, ბერიკაცმა მირჩია, სამშობლოში
გამგზავრებაზე მეფიქრა. ბერიკაცმა მესამის სახელიც გამიმხილა, ზღვაში რომ
გახიზნულა და აქამდე წვალობდა. ლაერტეს ძე ყოფილა, ითაკის მკვიდრი. ერთ
კუნძულზე ნიმფა კალიფსოს მღვიმეში ზის დატყვევებული და გზა მოჭრილი ჰქონია
სანატრელი სამშობლოსკენ.
სათქმელს რომ მორჩა, ზღვის უფსკრულში ჩაყვინთა პროტევსმა. მე და ჩემმა
თანამგზავრებმა ხომალდებს მივაშურეთ. მშვიდად მივიძინეთ ზღვის ნაპირზე.
გარიჟრაჟისას გეზი ეგვიპტისაკენ ავიღეთ და ჰეკატომბე შევწირეთ ღმერთებს. შემდეგ
აგამემნონის სადიდებლად ბორცვი აღვმართეთ. ღმერთებმა ზურგქარი შემაწიეს და
ასე მოვაღწიე ჩემს სამშობლოსო, უამბო ყველაფერი ტელემაქეს მენელაოსმა.
ასე საუბრობდნენ მენელაოსი და ტელემაქე და ამასობაში სანაქებო სუფრაც
გაიშალა.
ამ დროს ოდისევსის სახლის წინ, ითაკაში, სასიძოებს ასპარეზობა გაემართათ.
ნოემონისგან შეიტყვეს ტელემაქეს გამგზავრების შესახებ. თავზარი დაეცათ ანტინოეს
და ევრიმაქეს. დანარჩენ სასიძოებს მოუხმეს და შეთანხმდნენ, რომ სწრაფად
შეეკაზმათ ხომალდი და უკან მობრუნებულს თავს დასხმოდნენ.
მედონისგან გაიგო პენელოპემ სასიძოთა ვერაგული განზრახვა. ქალმა
შესჩივლა ერთგულ მსახურს, კიდევ სუფრის გაშლა დაგავალეს, როგორ ანიავებ
ოდისევსის და ტელემაქეს ქონებასო. ნეტავ მხოლოდ ქონების განიავებას
სჯერდებოდნენ, უარესი განუზრახავთ, ტელემაქეს უნდა ჩაუსაფრდნენო, მიუგო
მსახურმა.
ელდა ეცა პენელოპეს. ბევრი იტირა. მოხუცი ევრიკლეა ამშვიდებდა: მე
ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ დამაფიცა, თორმეტი დღე საიდუმლო შემენახა, სანამ
თვით არ გაიგებდიო.
პენელოპემ ისმინა მოხუცის რჩევა, თუმცა მწარე ფიქრები არ ასვენებდნენ მას.
ქალღმერთმა ათენამ პენელოპეს დის აჩრდილი მოავლინა ზმანებად. მან დაამშვიდა
პენელოპე და უთხრა, რომ მის ვაჟს კარგი მფარველი ახლავს და ნუ იდარდებს.
ეს თქვა და გაუჩინარდა იფთიმა.
დილით შვებით გაიღვიძა პენელოპემ. ამ დროს სასიძოები მიადგნენ პატარა
კუნძულს, სადაც ჩასაფრებას აპირებდნენ.

მეხუთე სიმღერა: კალიფსოს მღვიმეში

ღმერთები ისევ იკრიბებიან. ათენა კვლავ ჩივის ოდისევსის ბედზე. ზევსი აგზავნის
ჰერმესს კალიფსოსთან მოწოდებით – დააბრუნოს ოდისევსი. კალიფსო უხალისოდ
ხვდება ღმერთების დავალებას, მაგრამ მაინც დამორჩილდება მას. ოდისევსი აგებს
ტივს დასაბრუნებლად. ნიმფა კალიფსო საგზალს ატანს. თვრამეტი დღის
მგზავრობის შემდეგ ოდისევსის ტივს შენიშნავს ეთიოპიიდან დაბრუნებული
პოსეიდონი. განრისხებული ღმერთი საშინელი ძალის ღელვას მოუვლენს და
დაუშლის ოდისევსს ტივს. მის ბოძს ჩაბღაუჭებული გმირი გამძვინვარებულ
ზღვასთან ბრძოლის მესამე დღეს სასომიხდილი მიაღწევს ფეაკების კუნძულ სქერიას.
ძალაგამოცლილს ნაპირზე ღრმა ძილი მოიცავს.

მეექვსე სიმღერა: თმამშვენიერი ნავსიაკე

ასე ტკბილად რომ ეძინა ოდისევსს, იმ დროს თვალსხივოსანმა ათენამ ფეაკელთა


ქალაქისკენ გასწია. ფეაკელები ოდესღაც კიკლოპთა მეზობლად ჰიპერეას
ცხოვრობდნენ და დიდად იყვნენ შევიწროვებულნი მათგან. ამიტომ ისინი სქერიაში
დასახლდნენ. სვიანი ალკინოე მეფობდა ფეაკებს. ალკინოეს სასახლეს ეწვია ათენა,
მეფის ასულის, უკვდავთ სადარი ქალწულის, ნავსიკაეს სანთიობოს მიადგა. კარის
ორსავე მხარეს ქარიტების მიერ სილამაზით დამშვენებულ მოახლეებს ეძინათ.
ნიავივით ჩამოიქროლა ქალღმერთმა, ქალწულს თავთით დაუდგა და მეგობარი
ქალის ხმით წასჩურჩულა:
ო, ნავსიკაე, რა უდარდელი გასჩენიხარ დედას? ქორწილი მოახლოვებულია,
შენ კი მშვენიერი სამოსი დაგვიწყებია. განა ლამაზად არ უნდა გამოეწყო? მოდი,
დილაადრიან ერთად წავიდეთ სარეცხის გასარეცხად.
გათენდა. ნავსიკაეს გაეღვიძა და სიზმრის მოსათხრობად მშობლებისკენ
გასწია. დედა კერიასთან იჯდა და ძაფს ართავდა, მამა წასასვლელად ემზადებოდა.
ნავსიკაემ იგი შეაჩერა და სთხოვა:
– იქნებ უბრძანო, მამაჩემო, ფორანი მოამზადონ, რომ მდინარეზე სარეცხი
წავიღო. შენ ხომ თავკაცთა საბჭოში ხარ ყოველდღე და სუფთად უნდა გეცვას, ხუთი
ვაჟიც გყავს, ორი ცოლ-შვილიანი, სამი შეღერებული ჭაბუკი, იმათაც ხომ სუფთა
სამოსი უნდა ეცვათ? ესეც ჩემი საზრუნავია.
ქორწინება არ შეახსენა მამას, მაგრამ იგი მიუხვდა ყველაფერს. ფორანი
გაამზადეს, დედამ საჭმელ-სასმელი გაატანა, ნელსაცხებელიც, რათა ნავსიკაეს და მის
მხევლებს ებანავათ და ტანი დაეზილათ.
მშვენიერი ქალწული მხლებლებითურთ სარეცხის გასარეცხად წავიდა.
მდინარის პირას ჯორები საბალახოდ გაუშვეს. სარეცხი წყალში ჩაყარეს და რეცხვაში
ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.
სარეცხი გახურებულ ლოდებზე დააფინეს, თვითონ კი ჟრიამულით
მდინარეში შეცვივდნენ, იბანავეს და სხეული ნელსაცხებლით დაიზილეს.
ქალწულებმა ისაუზმეს, შემდეგ სიმღერა და ცეკვა-თამაში გააჩაღეს. როგორც ნიმფებს
შორის ქალღმერთი არტემიდე, ისე გამოირჩეოდა ქალწულთა შორის უმანკო ნავსიაკე.
გოგონები წასასვლელად მოემზადნენ, მაგრამ თვალსხივოსან ათენას სხვა რამ
განეზრახა: ოდისევსი უნდა შეეხვედრებინა მათთვის. ასეც მოხდა, ნავსიკაეს მიერ
ნატყორცნი ბურთი მხევალს აცდა და მდინარეში ჩავარდა. გოგონებმა შეკივლეს და
ოდისევსაც გამეღვიძა. ქალთა ხმა რომ მოესმა, იფიქრა, იქნებ ნიმფები არიანო.
საფარიდან გამოსვლა გადაწყვიტა. ფოთლებით დაიფარა სხეული, რისიც ძალიან
რცხვენოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰკონდა, ისე უნდა ჩვენებოდა ქალებს, როგორც
მშიერი ლომი, ბუნაგიდან რომ გამოდის და არაფერს ერიდება. შეძრწუნებულმა
ქალწულებმა მის დანახვაზე შეჰკივლეს და ერთიც არ დარჩენილა სიახლოვეს, გარდა
ალკინოეს მსვენიერი ასულისა. ათენამ გაამხნევა იგი და მშვიდად ელოდებოდა
უცნაურ მამაკაცს. ოდისევს არ უნდოსა დაეფრთხო იგი და შორიდან ალერსიანი
სიტყვა უთხრა:
– მუხლებს მოვიყრი შენს წინაშე, დედოფალო! რამ გაგაჩინა ასეთი მშვენიერი,
მოკვდავი ხარ, თუ ქალღვთაება? ზევსის დიდებულ ასულს არტემიდეს მომაგონებ.
მაგრამ თუ მაინც მიწის შვილი ხარ, ბედნიერია შენი მშობელი! ბედნიერნი არიან შენი
ძმები, მაგრამ უფრო ბედნიერია, ვისაც ცოლად ერგები. დელოსზე, აპოლონის
საკურთხეველთან ერთი ალვა ხარობს, მას მომაგონებ მშვენიერო! მუხლებზე მინდა
მოგეხვიო და ვერა ვბედავ!. ოცი დღე-ღამე ქარისხალი მათამაშებდა ზღვის გულზე
ოგიგიის კუნძულიდან გადმოხვეწილს. ხმელეთს ძლივს მივაღწიე, შენს იქით გზა არ
მაქვს. გზა მიმასწავლე, რამე მომეცი, რომ სიშიშვლე დავიფარო. ღმერთი გადაგიხდის
სიკეთეს, ტკბილად დაგაბერებს ბედნიერ ქმარ-შვილში!
ოდისევსი მდინარის პირას გაიყვანეს ქალებმა, სამოსიც იქვე დაუდეს და
ნელსაცხებელიც მიართვეს. ოდისევსმა სთხოვა, გასცლოდნენ, რადგან რცხვენოდა.
გოგონები რომ მოშორდნენ, იბანავა, ნელსაცხებელი იცხო და შეიმოსა. ზევსის
ასულმა ათენამ ახოვანება და სილამაზე შემატა. მის დანახვაზე ნავსიკაემ ინატრა,
ასეთი ქმარი შემხვდებოდესო.
ნავსიკაეს ბრძანებით, მხევლები ოდისევსს გაუმასპინძლდნენ და შემდეგ
გასამგზავრებლად გაემზადდნენ. ოდისევსს უთხრა ნავსიკაემ:
– ვიდრე გავცდებით ველ-მინდვრებს, მხევლებთან ერთად სირბილით
წამომყევი ფორანს, მალე ქალაქიც გამოჩნდება, მოედანი, ნავსადგომი, პოსეიდონის
ტაძარი. გაიგონე, რასაც გეტყვი: მდაბიო ხალხის ყბაში არ მინდა ჩავვარდე, იტყვიან,
ეს რა ლამაზი უცხოელი მოსდევსო ნავსიაკეს, იქნებ ღმერთს შეევედრა და ქმრად
გამოუგზავნაო. ნუთუ ფეაკელთაგან ქმრად არავინ ისურვაო. ასე გამჭორავს ხალხი!
მეც ვერ მოვუწონებ ქალწულს მშობელთა უკითხავად უცხოელთაგან გაშინაურებას.
თუ გინდა, მამაჩემმა მშვიდობით მიგიღოს, ათენას ჭალაში, სადაც ალვის ხეთა შორის
წყარო მოწანწკარებს, მამაჩემს ბაღები აქვს და იქ დაიცადე, სანამ ჩვენ ქალაქში
შევალთ. შემდეგ მარტო ჩამოდი ქალაქში და ალკინოეს სასახლე იკითხე. ყველა
მიგასწავლის. დარბაზში რომ შეხვალ, დედაჩემს ეახლე, იგი კერიასთან ზის და ძაფს
ართავს, ხოლო მამაჩემი ღვინოს შეექცევა. მას გვერდი აუარე და დედაჩემს ჩაუვარდი
მუხლებში. თუ ღმერთმა ინება, სამშობლოსაც მალე ეღირსები!
ამის თქმაზე ჯორებს მათრახი გადაუჭირა. ათენას ჭალას რომ მიუახლოვდნენ,
მზეც ჩავიდა. ოდისევსი იქ შეყოვნდა, თვალსხივოსან ათენას შეღაღადა:
– ზევსის უძლეველო ასულო, შეაბრალე ჩემი თავი ფეაკელთა, რათა შემეწიონ!
ათენამ შეიწყნარა ოდისევსის ვედრება, მაგრამ არ გამოეცხადა, პისეიდონს მოერიდა,
იგი ხომ ჯერ კიდევ მრისხანებდა და სამშობლოსკენ გზას უღობავდა ოდისევსს.

მეშვიდე სიმღერა: ალკინოეს სასახლეში

ქალღმერთ ათენასგან მურუსით მოცული ოდისევსი ფეაკთაგან შეუმჩნევლად


მიაღწევს სასახლეს. აქ იგი წარუდგება დედოფალ არეტესა და მეფე ალკინოეს
სასახლეში გამართული ლხინის დროს. როდესაც მეფე ლხინს დაამთავრებს,
ოდისევსი, ისე, რომ არ გაუმხელს თავის ვინაობას, უამბობს მას ოგიგიის
კუნძულიდან მძიმე მოგზაურობის შესახებ და სთხოვს, დაეხმარონ მას სახლში
დაბრუნებაში. მეფე აღუთქვამს შემწეობას.

მერვე სიმღერა: ასპარეზობანი

მეორე დღეა ალკინოე სტუმრის პატივსაცემად გამართავს ნადიმს, სადაც ბრმა აედი
დემოდოკოსი ართობს შეკრებილთ თავისი სიმღერებით. რწყობა სპორტული
შეჯიბრება, სადაც ოდისევსი თავს გამოიჩენს. საღამოს, როდესაც დემოდოკე კვლავ
აგრძელებს სიმღერას და ხის ცხენის ამბით ართობს მსმენელთ, ოდისევსს თვალში
ცრემლები მოერევა. ამას შენიშნავს ალკინოე და სთხოვს ოდისევსს, უამბოს საკუთარი
თავის შესახებ.

მეცხრე სიმღერა: გულმხეცი პოლიფემე

ოდისევსი ამჟღავნებს თავის ვინაობას. იგი უყვება ფეაკებს ყოველივეს, რაც თავს
გადახდენია სქერიაზე აღმოჩენამდე. ტროას დაცემის შემდეგ მან დაანგრია ისმაროსი,
თუმცა კიკონებმა იძულებული გახადეს, უკუქცეულიყო. დიდი დანაკარგებით
აგრძელებს ოდისევსი გზას და მაშინ, როდესაც თითქმის მიაღწია სამშობლო მიწას,
ატყდა საშინელი ქარიშხალი. ცხრა დღეს გრძელდებოდა ზღვის ბობოქრობა. მეათე
დღეს კი მან და მისმა თანამებრძოლებმა ლოტოფაგების ქვეყანაში ამოყვეს თავი. აქ
მათ, ვინც იგემა ლოტოსის გემო, დაავიწყდათ ყოველივე და ოდისევსი იძულებული
გახდა, ძალით წამოეყვანა მეგობრები.
შემდეგ ისინი პირქუში კიკლოპების ქვეყანას მიაღწევენ. აქ მოიმარაგებენ
სურსათს. ოდისევსი თორმეტი ამხანაგით და ერთი გემით კიკლოპებით
დასახლებული კუნძულისკენ გაემართება, რათა შეიტყოს, ვინ არიან ისინი.
დანარჩენებს კი სხვა გემებთან ერთად დატოვებს მათ მოსაცდელად. ოდისევსი
გამოქვაბულში მცხოვრებ კიკლოპ პოლიფემეს გაეცნობა როგორც კაცი, რომელსაც
„არავინ“ (ბერძნულად „უტის“) ჰქვია. სასტიკი კიკლოპი სტუმართმოყვარეობის
ნაცვლად გამოქვაბულის გასასვლელს ვეებერთელა ლოდით ჩახერგავს. იმ საღამოსა
და მეორე დღეს პოლიფემე ოდისევსის ექვს თანამგზავრს შეჭამს. ოდისევსი შურს
იძიებს. იგი დაათრობს პოლიფემეს და ვეებერთელა კეტისაგან დამზადებული
შანთით ამოუწვავს ერთადერთ თვალს. გამწარებული კიკლოპის ყვირილზე მოსული
მისი მოძმენი, სხვა კიკლოპები უკანვე გაბრუნდებიან, რადგან პოლიფემემ თავისი
უბედურების მიზეზად „არავინ“ დაასახელა. დილით ოდისევსი და მისი
გადარჩენილი თანამგზავრები, ლაერტეს ძის რჩევით, ქვემოდან ამოეკრობიან
ცხვრებს, რომელთაც კიკლოპი საძოვრად უშვებდა და ასე დააღწევენ თავს სასტიკ
პოლიფემეს.როდესაც ისინი უკვე ზღვაში გავლენ, ოდისევსი მოტყუებულ კიკლოპს
ნიშნისმოგებით გასძახებს:

– პოლიფემე, თუ კაცთაგანმა გკითხოს, ვინ დაგივსო თვალიო, – უთხარი, ქალაქთა


შემმუსვრელმა, ლაერტეს ძემ, ოდისევსმა გამომთხარა-თქო თვალი!

კიკლოპი ევედრება მამამისს, პოსეიდონს, თავს დაატეხოს რისხვა ოდისევსს.

მეათე სიმღერა: გრძნეული ცირცე

ოდისევსი თხრობას აგრძელებს:


– დრო რომ გავიდა, ელეოსის კუნძულს მივადექი, რომელიც სპილენძის
გალავნით იყო შემოსაზღვრული. ამ კუნძულზე ღმერთების ნებიერი ჰიპოტადე
ცხოვრობდა, რომელიც ქართა ხელმწიფე იყო. თავად ელეოსს ჰყავდა თორმეტი
შვილი, ექვში გოგო და ექვსი ბიჭი, რომლებიც ერთმანეთზე დაექორწინებინა.
ხომელდიდან ჩამოსვლის შემდეგ სწორედ მათ ოჯახს ვესტუმრეთ. მათ გულთბილად
მიგვიღეს და ერთი თვის განმავლობაშიც კარგად გვიმასპინძლეს. წამოსვლის დროს
ელეოსის ბრძანებელმა სამახსოვროდ ძვირფასი ნივთები გამოგვატანა და
წამოვედით. მთელი ცხრა დღე და ღამე მშვიდათ ვიცურეთ, გვეგონა ყველაფერი
რიგზე იქნებოდა, მაგრამ შევცდით. ითაკის ნაპირებთან მიახლოებისას უცებ
ჩამეძინდა და აქ აირია ყველაფერი. ჩემს თანამგზავრებს ეგონათ, რომ ქართა მეფემ
უამრავი ოქროულობა გამომატანა, სწორედ მაშინ მათ კოლოტს მოხსნეს თავი და
გაანთავისუფლეს ჰიპოტადეს მიერ ჩაკეტილი დამღუპველი ქარები. მათ საშინელი
ქარბუქი დაატრიალეს, მორევში ჩაგვითრიეს და ჩვენი განადგურება სურდათ, მაგრამ
როგორღაც მოვასწარით და ნაპირამდე მივცურეთ. სულის მოთქმის შემდეგ სასმელი
წყალი მოვიმარაგეთ, ცოტა წავიხემსეთ და გავეშურეთ ქართა მეფის ელეოსის
სასახლისკენ. როდესაც მივედით იგი ნადიმობდა. როცა დაგვინახა გვკითხა, აქ
რაგინდათ, მე ხომ შინ გაგისტუმრეთ მშვიდობითო. მე მივუგე, ჩემმა დაუდევრობამ,
წამიერმა ძილმა და მზაკვარმა თანამგზავრებმა ჩამაგდეს ასეთ დღეში-მეთქი. ქართა
ხელმწიფემ არ მიგვიღიო და უკან გამოგვაბრუნა. აღარც ზურგის ქარი გვქონდა და
აღარც ქართა მეფის იმედი. რამდენიმე დღის სიარულის შემდეგ თავი შევაფარეთ
ერთ-ერთ წყნარ ყურეს, საიდანაც მოჩანდა ნაპირი, უღიმღამო და ყავისფერი.
ეტყობოდა, რომ იქ არც ბალახი და არც ხეები არ ხარობდა. მოჩანდა მხოლოდ
საფეხმავლო გზა, რომელიც სადღაც გაურკვეველ ადგილას მიდიოდა. კუნძულის
შესამოწმებლად გავგზავნე სამი თანამგზავრი. მათ მალევე გაიგეს, ვისი იყო ეს
კუნძული და გაეშურნენ მეფესთან, მაგრამ მოხდა ერთი საშინელი, საზარელი ამბავი.
მეფემ ერთ-ერთი თანამგზავრი ხელში აიყვანა და შეჭამა, დანარჩენები ამის დანახვამ
შეაშინა და თავქუდმოგლეჯილები გამოიქცნეენ სასახლიდან. შემდეგ მეფის
ბრძანებით დაგვედევნენ მდევრები, მაგრამ ღმერთების კეთილი ნებით, ისინი ვერ
დაგვეწივნენ და დიდი წვალების შემდეგ სამშვიდობოს გავედით. ღია ზღვაში
დავდიოდით ასე მარტონი, მხოლოდ ჩვენ, მივტიროდით ჩვენს დაკარგულ
ხომალდებს და თანამგზავრებს, მაგრამ თან ისიც გვიხაროდა, რომ ჩვენ მაინც
გადავრჩით და ცოცხლები ვართ. რამდენიმე დღის ცურვის შემდეგ ისევ ისე
მივადექით ერთ კუნძულს, მაგრამ იმდენად ვიყავით უკვე შეშფოთებულნი, რომ
ხომალდიდან გადასვლაც აღარ გვინდოდა და იმის ნახვა, თუ რა ხდება იმ ახალ
კუნძულზე, რომელიც რაღც უჩვეულოდ გამოიყურებოდა. შორიდან ჩანდა, რომ
კუნძულზე დადიოდნენ წითური გრძელი თმით მამრობითი სქესის
წარმომადგენლები. თანამგზავრებს ვუთხარი რომ გადასულიყვნენ კუნძულზე და
დაეთვალიერებინათ, მაგრამ მათ ისევ ის კაციჭამია ხელმწიფე გაახსენდათ და
სასტიკი უარი განმიცხადეს. საბოლოო ჯამში თანამგზავრები გავყავი შუაზე,
ოცდაორ-ოცდაორ კაცად, ერთ დანაყოფს მე თვითონ ჩავუდექი სათავეში, მეორეს კი
ჩემი ერთგული მეგობარი – ევრილოქე. დაყოფის შემდეგ წილი ვყარეთ ბრინჯაოს
მიზარადით და საბოლოო ჯამში კუნძულზე გადასვლის ვალდებულება მოუწია
ევრილოქეს. იგი ოცდაორი კაცის თანხლებით გადავიდა ნაპირზე კუნძულის
დასაზვერად. მათ ტყე გაიარეს და მიადგნენ თლილი ქვით ნაგებ ცირცეს სასახლეს.
სასახლის ეზოში ჯადოწამლით გაჩხიბული მგლები და ლომები იწვნენ. ისინი
კუდის ქიცინით ხვდებოდნენ ყველას, როგორც ძაღლი თავის პატრონს, რომელიც
ნადირობიდან ბრუნდება. უეცრად თანამგზავრებს სასახლის დარბაზიდან ცირცეს
მშვენიერი, ტკბილი ხმა შემოესმათ. მალევე სასახლის კარი გაიღო და ლამაზმა
მზეთუნახავმა ისინი სასახლეში იხმო, მხოლოდ ევრილოქე დარჩა გარეთ, რაღაც
გული ცუდს უგრძნობდა და მართალიც აღმოჩნდა. მზეთუნახავმა მათ რაღაც სითხე
დაალევინა, რის შემდეგადაც ისინი ღორებად გადაიქცნენ. ევრილოქე გიჟივით
გამოიქცა ჩემთან და მიამბო ყველაფერი. მე ძალიან გავბრაზდი და წავედი ჩემი
თანამგზავრების გადასარჩენად. უცბათ გზაში ვიღაც გადამეყარა, რომელმაც მითხრა,
რომ ცირცეს მოკვლა ასეთი ადვილი არ იყო, როგორც მე მეგონა. მან მითხრა, როცა
ცირცე შენზე კვერთხს აღმართავს, სწორედ მაშინ უნდა ჩაარტყა მახვილი და მოკლა,
თუ არადა მახვილით მხოლოდ დააშინე და თუ ცირცე ამის შემდეგ სარეცელზე
მიგიწვევს, უარი არ უნდა უთხრა, რაგდან ამით მის კეთილგანწყობას მოიპოვებ და
შენს მეგობრებსაც გაანთავისუფლებსო. მართლაც დავუჯერე ამ უცნობს და ძალიან
დიდი წვალების შემდეგ დავიბრუნე ჩემი თანამგზავრები.
შემდეგ ისევ ისე მივადექით ჩვენ ხომალდს და გავუყევით უკიდეგანო ზღვას,
რომელიც აღარ მთავრდებოდა. მივდიოდით და არ ვიცოდით, წინ რა გველოდა, რა
იქნებოდა, გადავრჩებოდით თუ სუყველა ერთად დავიხოცებოდით. მივდიოდით და
მივაპობდით ზღვის ტალღებს და მოუთმენლად ველოდებოდით ახალი კუნძულის
გამოჩენას და ახალი არცთუ ისე კარგი თავგადასავალის დაწყებას, რომელიც
ჩვენთვის შეიძლება ბოლო და უკანასკნელი ყოფილიყო ამ მოულოდნელობებით
სავსე წუთისოფელში.

მეთერთმეტე სიმღერა: შავეთის აჩრდილები

ნაპირზე მისვლისას ოდისევსმა და მასთან ერთად მყოფებმა, ხომალდი ზღვაში


ჩაათრიეს, ანძა აღმართეს, აფრები გაჭიმეს და სამსხვერპლო ცხვრები აიყვანეს
ერდოზე. ნიჩბებს გულმწუხარენი და თვალცრემლიანნი მიუსხდნენ. ზურგქარი
თმამშვენიერმა ნიმფამ დაადვნა, რამაც სწორედ გზას გაუყენა ნავი.
მზის ჩასვლისას ხომალდი ნისლითა და ბურუსით მოცულ კიმერიელთა
ქალაქს მიადგა. ხომალდიდან ცხვრები გამოდევნეს და ოკეანის დინებას დაუყვნენ.
მიადგნენ ცირცეს დათქმულ ადგილსს.
ქალღმერთის რჩევის გათვალისწინებით, ოდისევსმა ორმო ამოთხარა, ხოლო
პერიმედეს და ევრილოქეს ხელში ჰქონდათ ჩაბღაუჭებული საკლავი. ოდისევსმა
უხორცოთა აჩრდილებს თაფლში გაზავებული რძე დაუღვარა, ტკბილი ზედაშეც,
წყალიც და ბოლოს თეთრი ფქვილიც მოაფრქვია. მათ აღუთქვა, რომ ითაკაში
დაბრუნებისთანავე საუკეთესო უშობელს დაუკლავდა, ხოლო ტირესიასს –
საგანგებოდ შერჩეულ შავ ცხენს. აღუთქვა თუ არა, ორმოს პირას საკლავი დაკლა
ოდისევსმა. ამ დროს ორმოში შავი სისხლი ჩაიღვარა, რამაც გამოიწვია სულების
მოწყდომა ორმომდე. ოდისევსი არ შეუშინდა, გული გაიმაგრა და სხვებიც გაამხნევა.
ცირცეს სასახლეში დაღუპულო ეპლენორის სული მიადგა პირველი ორმოს და
ტირილით უამბო ოდისევს თავისი ამბავი. უთხრა, რომ ღვინით გალეშილს ავმა
დემონმა მოუღო ბოლო. ცირცეს სასახლის თავზე მჯდომარეს დავიწყებია, რომ
მაღალი კიბით უნდა ჩამოსულიყო, მან კი პირდაპირ გადააბიჯა და მიწას დაასკდა.
მან ოდისევს დააფიცა, რომ არ დავიწყებოდა მისი დამარხვა და საკადრისად
დაეტირა, ააღემართა სამარხი ბორცვი, რადგან მისი სახელი შთამომავლობას არ
დავიწყებოდა. ოდისევსი დაპირდა და უთხრა, არ ედარდა.
შემდგომ ოდისევსს დედის – ანტიკლეას სული მიეახლა. ოდისევსს ცრემლი
მოერია, რადგანაც გამომგზავრებამდე ცოცხალი დატოვა, მაგრამ სისხლიან
ორმოსთან არ მიუშვა, რადგან ჯერ ტირესიასისთვის უნდა ემკითხავებინა.
ტირესიასის აჩრდილი ხელში ოქროს კვერთით გამოჩნდა და
უწინასწარმეტყველა, რომ მრავალჭირგადახდილი ითაკას მიაღწევდა და თრინაკიის
კუნძულს მიადგებოდა, სადაც ყოვლისმხილველი ჰელიოსის ნახირი და ცხვრის ფარა
დაბალახობს. მან უთხრა, თუ მათ არაფერს დაუშავებდა, გადარჩებოდა, ძნელად,
მაგრამ მაინც, თუ არადა ხომალდიც და თანამგზავრებიც ერთიანად დაეღუპებოდა,
მაგრამ თვითონ გადარჩებოდა. დიდი ხნის შემდეგ იგი სხვა ხომალდით
დაბრუნდებოდა შინ, იქაც უამრავ ფათერაკს გადაეყრებოდა. ოდისევსის მეუღლის
ცოლობის მოსურნეებს გაუსწორდებოდა, შემდეგ კი კარგად გამოთლილი ნიჩაბს,
ხომალდისას მხარზე გადაიდებდა და იმ ხალხს მოძებნიდა, რომლებმაც არც
მარილით გაკეთებული საჭმელი იციან და არც ხომალდებით მგზავრობა. მანვე
ასწავლა თუ როგორ გამოეცნო ეს ხალხი სხვა დანარჩენებისგან, როდესაც
გზადმიმავალს ვინმე შეხვდება, რომელსაც თუ რა ბარი გადაუდია მხარზე, იმას
ჩაარჭობდა ნიჩაბს და მეუფე პოსეიდონს ხარს, ვერძს და ეშვებიან ტახს შესწირავდა.
შემდგომ შინ დაბრუნდებოდა და ცის ბინადარ ყველა ღმერთს წმინდა ჰეკატომბეს
მოუმზადებდა. მან უთხრა ოდისევსს, რომ ზღვაზე სიკვდილი არ ეწერა, დღეგრძელი
ტკბილად დაბერდებოდა საკუთარ სახლსავე და მადლიერ შთამომავლობასაც
დატოვებდა. ტირისიასმა ოდისევსს გაანდო, რომ მხოლოდ ის გარდაცვლილი
გამოეხმაურება მასს, ვისაც სისხლზე მიუშვებდა, ხოლო ვისაც დაუშლიდა ორმოსთან
მისვლას, უმალვე გაეცლებოდა.
მალე ოდისევსს დედამისის სული მიეახლა და და ოდისევსსმა დედის
კითხვებს უპასუხა, რომ საჭიროებამ მიიყვანა, ხოლო რაც შეეხება ითაკში ყოფნას,
ჯერ არ ყოფილა და, შესაბამისად, არც მეუღლე უნახავს. ოდისევსსმა დედას ჰკითხა,
თუ როგორ გარდაიცვალა იგი და როგორ იყვნენ მამისი და მისი ძე, ჯერ კიდევ
ელიან, თუ მკვდარი ჰგონიათ.
დედამ უპასუხა, რომ მის საყვარელ მეუღლეს, პენელოპეს არ მიუტოვებია,
მამამისს კი უსიხარულო სიბერე ხვდა წილად, რაც შემეხება მე, მე შენზე ფიქრმა
მომკლაო.
ოდისევსს უნდოდა ჩახუტებოდა დედას მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან
გარდაცვლილებს რძვალ-რბილი შემოეძარცვებათ ხოლმე. დედის შემდეგ
ოდისევსთან ძველი დროის წარჩინებულთა თანამეცხედრე ქალ-რძალნი
მოჯარადნენ. ოდისევსმა პირველად ტირო დაინახა, სალმონევსის ასული და
ეოლოსის ძის კრეთევსის მეუღლე. იგი მდინარის ღმერთს, ენიპევსს ჰყვარებია.
ერთხელაც პოსეიდონი ენიპევსის სახით გამოცხადებია და სიქალწულის სარტყელი
შეუხსნია ტიროსთვის, შემდეგ კი უთქვამს, რომ მას ეყოლებოდა ორი მშვენიერი
ბავშვი, ბოლოს კი ვინაობა გაუმხილა. ტირო დაორსულდა და ორი ბავშვი პელიასი,
რომელსაც ცხვარმრავალ იოლკოსში ჰქონდა სამკვიდრებელი და ნელევსი, რომელიც
ქვიშიან პილოსში ბასილევსობდა, შვა. თავის ქმარს კი ტირომ სამი ძე, ეზონი, ფერესი
და ფიცხელეტლოსი ამითაონი აჩუქა.
აზოპის ასული ანტიოპეც დაინახა, რომელიც ამაყობდა რომ ზევსის
სარეცელზე ეძინა და ორი სახელოვანი ძე ამფიონი და ძეთოსი უშვა. მათ ჩაუყარეს
საფუძველი შვიდკარიბჭიან თებესს.
ოდისევსსმა ალკმენეც დაინახა, ამფიტრიონის თანამეცხადრე, რომელმაც
ლომგული ჰერაკლე შვა. ალკმენეს გვერდით კრეონის ასულსაც მოჰკრა თვალი,
შემდგომ კი ოიდიპოსის დედას, ეპიკასტეს. ეპიკასტეს საშინელი ცოდვა ედო, იგი
საკუთარ შვილს, მისდა უნებურად გაჰყვა ცოლად, რომელსაც უნახავი მამა
შემოკვდომოდა. ამიტომაც ქალმა თავი ჩამოიხრჩო.
ოიდიპოსმა ქლორისიც დაინახა, ამფიონის უმრწემესი ასული, ნელევსის
მეუღლე. მისი ძენი იყვნენ ნესტორი, ქრომიოსი, პერიკლიმენოსი და ჰერო.
ოდისევსმა კასტორის და პოლიდევკეს დედაც, ლედა დაინახა. აგრეთვე ალოევსის
მეუღლე-იფიმედია, რომელსაც პოსეიდონისგან ოტოსი და ეფიალტე ჰყავდა შვილად.
ფედრა, პროკრისი და მშვენიერი არიანდეც შენიშნა, რომლებიც მინოსის ასულნი
იყვნენ.
გატრუნულნი უსმენდნენ ფეაკელნი ოდისევსის ნაამბობს, მაგრამ
თეთრმკლავება არეტემ წარმოთქვა, რომ ოდისევსს ვერავინ შეედრებოდა ჭკუა-
გონებით და რომ მას საკადრისი პატივი უნდა მიაგონ. ოდისევსმა თქვა, რომ უარს არ
იტყოდა პატივზე, შემდეგ კი განაგრძო დაღუპულ თანამებრძოლთა ამბები. დაიწყო
აგამემნონით, რომელსაც მეუღლემ უღალატა და ქალთა ჯილაგს აღარ ენდობოდა.
რიგრიგობით აქილევსს, პატროკლეს, ანტილოქეს გაესაუბრა. აიანტმა პასუხი არ
გასცა. ტანჯული ტანტალოსიც ნახა, ილაჯგაწყვეტილი სიზიფეც და ბოლოს
ჰერაკლეს არჩრდილიც გამოეცხადა.
ოდისევსს თეზევსის და პერითოეს ნახვაც უნდოდა, მაგრამ საშინელი
კივილით გუნდ-გუნდად მიეჯარნენ უსახო არჩდილები და შიშმა აიტანა.
ოდისევსსმა და მასთან ერთად მყოფნმა მალე გადალახეს ჰადესის წყლები.

მეთორმეტე სიმღერა: სკილასა და ქარიბდისს შორის

კირკეს კუნძულზე, სადაც „აისზე შობილი ეოსის სასახლე და საფერხულო ადგილია


და სადაც ჰელიოსი იწყებს აღმოსვლას“, მცირე შეჩერებისა და ელპენორის
დაკრძალვის შემდეგ იგი ჩაუვლის მაცდურხმიან სირენებს ანუ სირინოზებს,
თანამგზავრებს ცვილით ამოუგლესს ყურებს, თავად კი ანძაზე მიაბმევინებს თავს
მეგობრებს, რომ სირინოზთა ცდუნებას გაუძლოს.
გააღწევს დამღუპველ სკილასა და ქარიბდისს და მიაღწევს საბედისწერო
თრინაკიას, სადაც ჰელიოსის შვიდი წმინდა ნახირი და შვიდი წმინდა ფარა ძოვს.
თანამგზავრები დაივიწყებენ ოდისევსის რჩევას და შიმშილით შეწუხებულნი
დაკლავენ მზის ღმერთის ხარებს, მიუხედავად იმისა, რომ ცირცეს ნაბოძვარი
საჭმელ-სასმელი ჰქონდათ და მანამდე ოდისევსმა სასტიკი ფიცით დააფიცა, რამ ამას
არ იზამდნენ. ზევსი, ჰელიოსის თხოვნით, საშინელ ავდარს მოუვლენს ზღვაში
გასულ აქაველებს. იღუპება ყველა, მხოლოდ ოდისევსი გადარჩება, ანძის ხეს
ბაგირით მიკრული და ცხრა დღის ჭიდილის შემდეგ უსასრულო ზღვის მძვინვარე
ტალღებთან ოგიგიის კუნძულზე აღმოჩნდება, სანად თმამშვენიერი ნიმფა კალიფსო
შეიფარებს და შეიტკბობს.

მეცამეტე სიმღერა: მშობლიური ითაკის ნაპირზე

დილაადრიან, ალკინოემ და ფეაკელებმა დატვირთეს ოდისევსის ხომალდი, შემდეგ


კი ზევსს ზვარაკი შესწირეს. ოდისევსს ერთი სული ჰქონდა, რომ გზას დასდგომოდა.
გმირმა ალკინოეს და ფეაკელებს მიმართა, გზა დაელოცათ მისთვის. მან დალოცა
ფეაკელები და მათ დედოფალს, არეტეს, დღეგრძელობა უსურვა. მეზღვაურებმა
საგზალი აზიდეს გემზე და გემი, როგორც ეტლი, ისე გააქროლეს. მრავალჭირნახული
ოდისევსი სამშობლოსკენ მიმავალ გზას დასდგომოდა. როდესაც ცისკრის
ვარსკვლავმა ინათა, ითაკის სანაპიროც გამოჩნდა. ითაკის სანაპირო ძალზედ მშვიდი
იყო, ირგვლივ ზეთისხილის ხეები იყო აღმართული, მღვიმიდან კი წყარო
ჩამოედინებოდა. მღვიმეს ორი კარიბჭე ჰქონდა, ერთიდან ადამიანებს შეეძლოთ
შესვლა, მეორედან კი ღმერთებს. ფეაკელები ამ მღვიმეს კარგად იცნობდნენ, მათ გემი
ისე შეიყვანეს სანაპიროზე, რომ გემის ნახევარი ხმელეთზე იყო. ფეაკელებმა გემიდან
გადმოიყვანეს ჩაძინებული ოდისევსი, ქვიშაზე დააწვინეს, საგზალი კი ზეთისხილის
ხის ძირას შეინახეს, რათა ოდისევსის გამოღვიძებამდე ვინმეს არ წაეღო. თვითონ კი
შინ დაბრუნდნენ.
მაგრამ პოსეიდონს არ განელებია რისხვა ოდისევსის მიმართ, ამიტომ მან
ზევსს მიმართა და უთხრა, რომ რომელი ღმერთი სცემდა მას პატივს, თუკი
მოკვდავმა ფეაკელებმაც კი არად ჩააგდეს. პოსეიდონმა ზევსს ისიც უთხრა, რომ
ფეაკელებმა ითაკის სანაპიროზე, უხვად დასაჩუქრებული მიიყვანეს ოდისევსი. მათ
იმდენი ძღვენი არგუნეს გმირს, რომ ტროადან პირდაპირ შინ დაბრუნებულსაც არ
ერგებოდა. ზევსმა კი უპასუხა, რომ პოსეიდონის ძლიერებას ვერც ერთი ღმერთი
ვერაფერს შეჰკადრებდა და თუკი მოკვდავმა არად ჩააგდო, მაშინ მისი დასჯის
უფლებაც ჰქონდა. პოსეიდონმა გადაწყვიტა, რომ ფეაკელებისთვის ჭკუა ესწავლებინა
და ამიტომ მათი ხომალდის განადგურება განიზრახა, ასევე მათ ქალაქს კლდის
ზღუდე შემოავლო, რათა ამიერიდან ფეაკელებს ღმერთისგან შერისხულისათვის
ვეღარ ეპატრონათ. ზევსმა, პოსეიდონს მოუწონა განზრახვა.
პოსეიდონი კუნძულ სქერიასთან დაელოდა ითაკელებს, მან ფეაკელებს გემს
ხელი ჰკრა და გააქვავა. დანარჩენი ფეაკელები ამას შორიდან უყურებდნენ. ალკინოემ
თქვა, რომ მამამისის წინასწარმეტყველება ახდა. მან ფეაკელებს მოუწოდა, რომ
პოსეიდონისთვის თორმეტი ხარი შეეწირათ და პატიება ეთხოვათ ურჩობისთვის,
იქნებ ღმერთს შეებრალებინა ისინი და კლდით აღარ შემოეზღუდა მათი ქალაქი.
ოდისევსს გამოეღვიძა, მაგრამ ქალაქი ვერ იცონ, ქალღმერთმა ათენამ
ოდისევსსაც შეუცვალა გარეგნობა, რათა იგი შინაურებს არ ეცნოთ. ოდისევსმა,
ძვირფასეულობა გადაათვალიერა და ნახა, რომ არაფერი აკლდა. ამ დროს, მას
მწყემსის სახით მოევლინა ქალღმერთი ათენა. როდესაც ოდისევსმა ჰკითხა მას, თუ
რომელ ქალაქში იმყოფებოდა, ათენამ იწყინა და უთხრა, რომ ითაკის სახელი
ტროამდე იყო გავარდნილი. ოდისევს გაუხარდა, რომ სამშობლოში იმყოფებოდა,
მაგრამ თავი არ გასცა და მწყემსს მიუგო, რომ კრეტაში გაეგო ითაკის სახელი. ასევე
უთხრა, რომ კრეტაში იდომენევსის ძე, ორსილოქოსი მოეკლა, რადგან მას
ოდისევსისთვის ტროაში მოპოვებული სიმდიდრის წართმევა განეზრახა. შემდეგ
ოდისევსს ფინიკიელებისათვის უთხოვია პილოსში ან ელიდაში წაყვანა, თუმცა
გზაში ქარიშხალი ეწვიათ და გზას აცდენილან. ჩაძინებული გმირი კი ფინიკიელებს
აქ დაუტოვებიათ, თვითონ კი სიდონისკენ წასულან.
ქალღმერთ ათენას გაეღიმა და გმირს უთხრა, რომ მოხერხებით და სიბრძნით
ბავშვობიდანვე გაწაფულა და სიბრძნით მას ვერც ერთი მოკვდავი ვერ შეედრებოდა,
თუმცა უკვდავთა შორის სწორედ იგი იყო სიბრძნით პირველი. ქალღმერთმა
ოდისევსს უსაყვედურა, თუ როგორ ვერ იცონ თავისი მფარველი ქალღმერთი ათენა-
პალასი?! ასევე ქალღმერთმა ოდისევსს უთხრა, რომ სწორედ მან ჩააგონა ფეაკელებს
მისი დახმარება, ახლაც ოდისევსის დასახმარებლად მოსულა ქალღმერთი. მან, გმირს
ურჩია, რომ თავი არ გაემჟღავნებინა, ოდისევსი ხომ შინ მათხოვრის სახით
დაბრუნდებოდა.
ოდისევსმა ქალღმერთს უთხრა, რომ მისი ცნობა შეუძლებელია, რადგან
მრავალი სახის მიღება შეუძლია. ასევე გაიხსენა რომ პრიამოსის ციხე-ქალაქის
დანგრევის დროსაც სწორედ ათენა წყალობდა და ეხმარებოდა მას, თუმცა ამის მერე
ქალღმერთი დიდხანს აღარ გამოჩენილა. ახლაც ვერ იჯერებდა ოდისევსი იმას, რომ
სამშობლოში იყოდა, ეგონა, რომ ქალღმერთო მას ატყუებდა.
ათენამ ოდისევსს სიფრთხილე მოუწონა და უთხრა, რომ ერთგული პენელოპე
ელოდა მის დაბრუნებას. ქალღმერთმა ნისლი გაფანტა და ოდისევსმა შეძლო ქალაქის
დანახვა. ათენამ ოდისევსს ურჩია, რომ განძი ამ მღვიმეში შეენახა. ათენამ მღვიმეს
ლოდი ააფარა. ქალღმერთი და ოდისევსი ზეთისხილის ხის ფესვებზე ჩამოსხდნენ და
იმაზე დაიწყეს საუბარი, თუ რა უნდა ეღონათ სასიძოების წინააღმდეგ.
ათენამ ოდისევსს უთხრა, რომ სახეს შეუცვლიდა და იგი შინ ისეთი ბერიკაცის
სახით დაბრუნდებოდა, ვისი შეხედვაც ყველას შეეზარებოდა, მაგრამ მანამდე
ოდისევსს ურჩია, რომ თავის მეღორეს წვეოდა, იგი მისი ერთგული იყო და წვრილად
მოუყვებოდა მის სახლში დატრიალებულ ამბებს. თავად ათენა კი სპარტას
წავიდოდა, რათა ოდისევსის შვილი, ტელემაქე სამშობლოში დაებრუნებინა.
ტელემაქე მენელაოსს სწვევია მამის ამბის შესატყობად.
ოდისევსმა ქალღმერთს უსაყვედურა, თუ რატომ წარგზავნა ტყუილად ჭაბუკი,
მან ხომ ისედაც იცოდა, თუ რა მოხდებოდა, მაგრამ ქალღმერთმა უპასუხა, რომ
ტელემაქე იმიტომ გაგზავნა, რომ უცხოეთში თავი გამოეჩინა. შემდეგ ათენამ
ოდისევსს კვერთხი შეახო და იგი ბერიკაცად აქცია, სამოსიც შესაფერისი ჩააცვა,
ხელში კი ჯოხი დააჭერინა. ასე დაშორდნენ ერთმანეთს ოდისევსი და ათენა.

მეთოთხმეტე სიმღერა: ევმეოსის ქოხი

მას შემდეგ რაც თვალსხივოსანმა ათენამ ოდისევსი მათხოვარივით შემოსა იმ


მიზნით, რომ ქალქში არ ეცნოთ, ოდისევსი მთის ბილიკს გაჰყვა. მას ახსოვდა
ევმეოსის ქოხი, ევმეოსი მისი მსახური გახლდათ, ის მესაქონლეობას მისდევდა, რაც
მისი პატრონი ოდისევსი ტროაში საბრძოლველად წავიდა. იგი დიდი მწუხარებით
ნატრულობს თავის პატრონს და იხსენებს იმ ტკბილ დღეებს, როდესაც მას პატრონის
სახით ოდისევსი ჰყავდა. ევმეოსი ძალიან წუხს, რადგან ფარას ნახევარს გაუმაძღარ
სასიძოებს უგზავნიდა, რომლებიც გამუდმებით ელოდნენ პენელოპეს
გადაწყვეთილებას, ვის აირჩევდა საქმროდ. როდესაც ოდისევსი ევმეოსის ქოხს
მიუახლოვდა, ევმეოსი ხარის ტყავისგან ქალამნებს იქსოვდა. სამი ავ ძაღლს ძლივს
გადაურჩა ოდისევსი, მაგრამ ევმეოსმა ძაღლები დააშოშმინა და სტუმარი კეთილად
მიიღო შინ, დაკლა საქონელი და უთხრა ჩემი პატრონი ცოცხალი რომ ყოფილიყო,
საკმარის პატივს მოგაგებდა, მაგრამ ოდისევსი უგზო-უკვლოდ არის დაკარგულიო.
უყვებოდა თუ როგორ აჩანაგებდნენ სასიძოები ოდისევსის ქონებას. ევმეოსმა
სასიძოები მეკობრეებს შეადარა, რადგან არ ერიდებოდნენ სხვისი ქონების
გაფლანგვას და თან ტელემაქეც უძლური იყო, ახლოს იყოო ოდისევსის ქვეყნის
დანგრევის ჟამი.
ევმეოსს სტუმრის სამართლიანობაში მაინც ცოტაოდენი ეჭვი ეპარებოდა,
რადგან იმ დროისთის ბევრი მოხეტიალე დადიოდა პენელოპესთან და მოგონილ
ამბებს უყვებოდა, ზოგიც მართალსაც გაურევდა. ყველას უჯერებდა დედოფალი და
უხვად ასაჩუქრებდა. ოდისევსი, რომელიც მათხოვარის იერით იყო შემოსილი,
ევმეოსს არწმუნებდა, რომ ოდისევსი მალე დაბრუნდებოდა და ის სანაცვლოდ
არაფერს ითხოვდა, მაგრამ ოდისევსმა ევმეოსი ბოლომდე დაარწმუნა თავის კეთილ
განზრახვაში და თავის მოგონილ თავგადასავალს მოუყვა: რომ იგი კასტორის შვილი
იყო, როდესაც მამა გარდაიცვალა, ჩემმა ნახევარ ძმებმა დაინაწილეს ქონება ცოტა მეც
შემხვდა, ამის შემდეგ მერგო ულამაზესი ქალიშვილი, არასდროს მქონია ომის შიში
სულ ფათერაკს ვეძებდი დ ძალიან მიყვარდა ზღვაოსნობა, ათასი ბრძოლა
გამომივლია, დიდძალი ქონებაც დავაგროვე, დრო იყო ტროაშიც ვიბრძოდი, სადაც
მეათე წელს შევძელით აქაველებმა ციხე-ქალაქი დაგვექცია და ომში გამარჯვება
მოგვეპოვებინაო.
– როდესაც სამშობლოში ვბრუნდებოდით, ღმერთები გავგვიწყრნენ და
ხომალდები სასტიკად დაგვიმტვრიეს, ამის შემდეგ ეგვიპტეში მიხმო გულმა
მოვამზადე საგზალი, რაც საჭირო იყო, შევკრიბე ხალხი, ექვსი დღე ვიარე მათთან
ერთად, მეშვიდე დღეს კრეტიდან გემი დავძარი, ოთხი დღე წყალი ძალიან სწრაფი
იყო შემდეგ მივადექით კუნძულს, რომელიც ძალიან მდიდარი იყო, იხარბეს
მეომრებმა და იქაური ხალხი ამოხოცეს, შემდეგ დაგვესხნენ თავს მხედრები და
უმოწყალოდ ამომიხოცეს მებრძოლები; მათ მეთაურს მუხლებში ჩაუვარდი და
პატიება ვთხოვე, მანაც მაპატია, შვიდი წელი დავყავი ეგვიპტეში სანამ ერთმა
ფინიკიელმა არ მომატყუა, მისი თქმით ძალიან დიდი ქონების პატრონი იყო, მაგრამ
ჩემივე ქონებით დამატვირთვინა გემი და სამშობლოსკენ აიღო გეზი; ჩემი გაყიდვა
უნდოდა. ზევსმა ხომალდს მეხი დაარტყა და ნაკუწებად აქცია, ცხრა დღე წყალი
დამაქანებდა უგზო-უკვლოდ, მეათე დღეს კი თესპროტების სანაპიროზე გავირიყე.
იქ ფეიდონმა შემიფარა. სწორედ მან მიამბო ოდისევსის ამბავი, იქ გაუვლიათ.
როდესაც იქიდან წამოვედი, გამქურდეს და ასე მოვხვდი თქვენ სანაპიროზე.
როგორც ვხედავთ, მათხოვარმა საკმაოდ დამაჯერებელი ტყუილი მოიფიქრა
ევმეოსისთვის და, რაღა თქმა უნდა, ევმეოსმაც დაუჯერა, მაგრამ ეჭვი მაინც
ეპარებოდა იმაში, რომ ოდისევსი ცოცხალი იყო; ამის შემდეგ ნადიმი გამართეს და
განაგრძეს საუბარი. მათხოვარმა გაიხსენა ამბავი, რომელიც ოდისევთან ერთად
გადახდა. ამ ამბავში იხატებოდა ოდისევსის უხვი დადებითი მხარეები თუ როგორი
კეთილი იყო. იმ დროს, როცა ძალიან ციოდა მათხოვარმა ოდისევსს უთხრა, ჩვენ
ამაღამ ვერ გადავრჩებითო. ოდისევმა ერთ-ერთ მებრძოლს უბრძანა აგამენონთან
წასულიყო და დამხმარე რაზმი ეთხოვა, რადგან ძალიან ცუდი სიზმარი ნახა, რა თქმა
უნდა, მებრძოლი სწრაფად წამოხტა და აგამენონისკენ გაიქცა, თავისი მოსასხამი იქვე
დააგდო, ოდისევსმა კი ეს მოსაცმელი მათხოვარს მოაცვა. ასე იხსენებდნენ ორი კაცი
სანატრელ დროს, ამის შემდეგ ევმეოსმა სტუმარი დააპურა, დასაძინებლად გაამზადა
და დაპირდა, რომ როცა ტელემაქე დაბრუნდებოდა, მას ჩასაცემლს აჩუქებდა.
მეთხუთმეტე სიმღერა: ტელემაქეს დაბრუნება

ათენა მოევლინება სპარტაში ტელემაქეს და ააჩქარებს მას, სწრაფად დაუბრუნდეს


ითაკას. უკან წამოსული ოდისევსის ძე პილოსიდან ნათელმხილველ თეოკლიმენეს
წამოიყვანს. ათენასგან დარიგებული ტელემაქე თავს დააღწევს ჩასაფრებულ
სასიძოებს. თელემაქე მიაღწევს ითაკას და პირდაპირ ევმეოსისკენ გაემართება.

მეთექვსმეტე სიმღერა: მამა-შვილის შეყრა

მწყემსი პენელოპეს შვილის დაბრუნების ამბავს აუწყებს. ოდისევსი გაუმხელს


ტელემაქეს თავის ვინაობას და ისინი ადგენენ სასიძოთა დასჯის გეგმას, რომელნიც
კვლავ ფიქრობენ ტელემაქეს თავიდან მოცილებაზე. ბრუნდება ევმეოსი.

მეჩვიდმეტე სიმღერა: ქალაქისაკენ

დილით ჯერ ტელემაქე მიდის ქალაქში, შემდეგ მას მიჰყვებიან ევმეოსი და


ოდისევსი. ტელემაქე ესალმება დედას. თეოკლიმენე წინასწარმეტყველებს, რომ
ოდისევსი უკვე თვის სამშობლოშია. დაბრუნებულ ოდისევსს ვერავინ იცნობს, გარდა
მისი სიკვდილს მიტანებული ძაღლისა, არგოსისა. სასახლეში მათხოვარის იერის
მქონე ოდისევსს სასიძოები დაცინვით მიიღებენ, ანტინოე მას სკამსაც კი ესვრის.
ევმეოსი პენელოპეს აუწყებს, რომ საღამოს მათხოვარი უამბობს მას ოდისევსზე.

მეთვრამეტე სიმღერა: მათხოვრების მუშტი-კრივი

გამოჩნდება მაწამწალა იროსი, რომელიც სასიძოების წაქეზებით აუხირდება


ოდისევსს. ჩხუბში გამარჯვებულს, ანტინოეს წინადადებით, საუკეთესოდ შემწვარ
კუჭს მისცემენ. ოდისევსმა იოლად სცემა იროსს და გააფრთხილა სასიძოთაგან
საუკეთესო ამფინომეც. გამოდის პენელოპე, რომელიც ათენამ საოცარი სილამაზით
შეამკო. სასიძოებს იგი აუწყებს, რომ მან, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა გათხოვება,
რადგან ოდისევსის დაბრუნების იმედი გადაეწურა. ქეიფი გრძელდება. ოდისევსს
კვლავ დასცინიან, მას ახლა ევრიმაქე ესვრის სკამს.

მეცხრამეტე სიმღერა: ევრიკლეამ იცნო ოდისევსი

ღამით ოდისევსი შვილთან ერთად გააცლის მამისეულ იარაღს დარბაზს, სპილენძის


მუზარადებს, მრგვალ ფარებსა და წვერმახ შუბებს დარბაზიდან გაზიდავენ.
ოქროვანი ჩირაღდნით ხელში წინ მიუძღვით თვალსხივოსანი ათენა და გზას
უნათებს. სანთიობოდან გამოდის პენელოპე, რომელსაც ოდისევსი თავისი
სიმართლეშერეული ცრუ და გამოგონილი ამბებით შეაგუებს ქმრის დაბრუნების
აზრთან. პენელოპე სთხოვს ოდისევსის ძიძას, ევრიკლეას, ფეხი დაბანოს მათხოვარს.
ძიძამ ფეხზე ჭრილობის ნაწიბურით იცნო ოდისევსი. ეს ჭრილობა ნადირობის დროს
მიიღო ჭაბუკმა ოდისევსმა. ოდისევსი ევრიკლეას ანიშნებს, ჩუმად იყავიო. ამასობაში
პენელოპე ყვება სიზმარს: მისი ოცი ბატი გობს შემოხვეოდა და წყალში დამბალ
მარცვალს კენკავდა. ანაზდად მთიდან არწივი მოფრინდა, თავს დააცხრა ბატებს,
კისრები დაუწყვიტა, მიყარ-მოყარა ბატები და გაფრინდა. ატირებულა სიზმარში
პენელოპე, მაგრამ არწივი ისევ მოფრენილა და ადამიანის ხმით უთქვამს, ბატები შენი
სასიძოებია, არწივი კი შენი მეუღლე ოდისევსიო.სიზმარი აშკარად სასიძოთა დასჯას
მოასწავებს და აცხადებს თავის გადაწყვეტილებას, ხვალისთვის მოაწყოს სასიძოთა
შორის შეჯიბრება.
მეოცე სიმღერა: ბრძოლის წინ
ოდისევსს სძინავს წინკარში. იგი ხედავს, როგორ გარბიან მოახლე გოგონები
სასიძოებთან ღამის გასატარებლად. ლაერტეს ძე დიდი გაჭირვებით იკავებს
მრისხანებას. მეორე დილით მოდის ევმეოსი და მოჰყავს ოდისევსის ერთგული
მწყემსი ფილეტიოსი. ზევსის ნიშანი აშინებს სასიძოებს, განახორციელონ ტელემაქეს
მოკვლის გეგმა. გრძელდება ოდისევსის შეურაცხყოდა. ერთ-ერთმა სასიძომ ხარის
ბარკალიც კი ესვრის და კედელს მოარტყამს. ტელემაქე გამოესარჩლება ოდისევსს,
იგი აღარ აპირებს სასიძოთა უსამართლობის მოთმენას. სასიძოთა გნიასში
თეოკლიმენე მათ დაღუპვას წინასწარმეტყველებს.

ოცდამეერთე სიმღერა: დიდი მშვილდ-ისარი

ათენას შთაგონებით პენელოპეს შემოაქვს ოდისევსის მშვილდი. იკარიოსის ასული


აცხადებს თავის პირობას: პენელოპე ცოლად გაჰყვება მას, ვინც

„შეუჭირვებლად მოზიდავს და თორმეტ ჩუგლუგში (ცულისპირში) გააძვრენს ისარს“.

ტელემაქე აქეზებს სასიძოებს. მან თავად ჩაასო სამიზნე ცულები. სასიძოთგან


ვერც ერთმა ვერ შეძლო მშვილდის მოზიდვაც კი.
ოდისევსი თავის ვინაობას უმჟღავნებს ევმეოსსა და ფილეტიოსს. როდესაც
სასიძოები შეჯიბრების შემდეგი დღისთვის გადადებას განიზრახავენ, ოდისევსი,
მიუხედავად მათი აღშფოთებისა, გამოთქვამს სურვილს, მანაც სცადოს მშვილდის
მოზიდვა. ტელემაქე მოითხოვს, მშვილდი მიაწოდონ. ოდისევსმა ამასობაში
გააფრთხილა ევრიკლეა, დააკავოს მოახლე გოგონები, ხოლო ფილეტიოსმა უნდა
ჩაკეტოს ჭიშკარი.
ოდისევსი ადვილად ასრულებს შეჯიბრების პირობას: მშვილდს მოირგებს,
ლარს ისრის კილოს გამოსდებს, იოლად მოზიდავს და თორმეტივე ჩუგლუგში
უცთომლად გააძვრენს სპილენძისპირიან ისარს.
წარბით ანიშნებს ოდისევსი ტელემაქეს, ჟამი დადგაო. ტელემაქე მახვილს
მხარიღლივ გადაიკიდებს, შუბს ხელთ იპყრობს და ასე შეჭურვილი მხარში
ამოუდგება მამას.

ოცდამეორე სიმღერა: სასიძოთა შემუსვრა

ოდისევსი მყის გადაიძრობს მათხოვრის ჯვალოს, მშვილდითა და კაპარჭით ხელში


მაღალ ზღურბლზე შედგება, ისრებს ფერხით დაიყრის და გაამხელს თავის ვინაობას.
ისევ მოზიდავს მშვილდს და ისარს ანტინოეს ყელში მოარტყამს. წამოხტებიან
სასიძოები, კედლებიდან იარაღის აღებას დააპირებენ, მაგრამ იარაღი იქ არ
დახვდებათ. ოდისევსი მრისხანედ მიმართავს გაოგნებულ სასიძოებს:

ძაღლთაპირნო, რა გეგონათ, აღარ დავბრუნდებოდი ტროადან? შეგარჩენდით ჩემი ქონების


ჭამასა და ჩემი დიაცების გაბახებას? ეგეც არ მაკმარეთ, ცოცხალი კაცისთვის გინდოდათ
წაგეგვარათ ცოლი. არც ცის ბინადარ ღმერთებს ეპუებით და არც კაცთა შურისგებისა
გეშინიათ. ახლა კი მიგწევთ აღსასრულის დღეს!

იწყება სასიძოთა ამოჟლეტა. ოდისევსი თავისი ვაჟისა და მსახურების დახმარებით


ამოხოცავს ყველა სასიძოს და მათ თანამგრძნობ მსახურებს. ტელემაქეს თხოვნით,
იგი მხოლოდ აედ ფემიოსსა და შიკრიკ მედონს დაინდობს. სასახლე სუფთავდება.
ერთგულმა მეკუჭნავემ ოდისევსის სახლეულს აუწყებს სახლეულს, აქ არის და
დარბაზში გიბარებთ თქვენი მეფეო. გახარებული ქალები დარბაზში შეიჭრებიან,
გარს შემოეხვევიან დიდი ხნის უნახავ პატრონს და მხურვალედ უკოცნიან თავს,
მკერდსა და ხელებს. ხრემლები მოუზღვავდა ოდისევსს, რადგან თითოეული
მსახური იცნო ითაკის მბრძანებელმა.

ოცდამესამე სიმღერა: ოდისევსი და პენელოპე

ევრიკლეა ატყობინებს პენელოპეს ოდისევსის დაბრუნების ამბავს. მას არ სჯერა.


ოდისევსს განბანვისას ათენა კვლავ უბრუნებს მის უწინდელ იერსა და ახოვანებას და
სწორედ ასეთი მოევლინება იგი თავის ერთგულ მეუღლეს. ოდისევსს უხდება ცოლის
დაწრწმუნება, რომ ის ნამდვილად მისი მეუღლეა, ამისთვის იგი პენელოპეს ისეთ
საიდუმლოს უყვება, რომელიც მხოლოდ ამ ორისთვისაა ცნობილი. საიდუმლო მათ
სარეცელს, ცოლ-ქმრის ლოგინს ეხება, რომელიც თავის დროზე ოდისევსმა გააკეთა
ზეთისხილის ხისგან. ოცი წლის შემდეგ ისინი კვლავ ერთად ატარებენ ღამეს. ქმარი
ცოლს უამბობს თავისი ფათერაკებით სავსე თავგადასავალს. დილით ოდისევსი
მამის, ლაერტეს სანახავად აპირებს წასვლას, თანაც გრძნობს სასიძოთა
ნათესავებისაგან მომავალი შურისგების საფრთხეს.

ოცდამეოთხე სიმღერა: ზავი

ჰერმესი ძილ-ღვიძილის კვერთხით დაღუპული სასიძოების სულებს ჰადესისკენ


მიერეკება. აქილევსის სული შეეხმიანება აგამემნონის სულს, რომელსაც სიკვდილის
შემდეგ პირველად ხედავს.
ოდისევსის ძველი თანამებრძოლების სულები ერთ-ერთი სასიძოს,
ამფიმედონის, სულისგან ყველაფერს შეიტყობენ, რაც ოდისევსის სასახლეში მოხდა.
გულმოკლული აგამემნონი ოდისევსის ერთგულ მეუღლეს, პენელოპეს
საკუთარ მეუღლეს, ვერაგ კლიტემნესტრას ადარებს, რომელმაც ლაფში ამოსვარა არა
მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ჩრდილი მიაყენა ქალთა მოდგმას საერთოდ, მათ
შორის იმ ქალებსაც კი, რომელთაც ოდისევსის საამაყო მეუღლის მსგავსად
უმწიკვლოდ უცხოვრიათ.
ოდისევსი თანამგზავრებთან ერთად მიდის ლაერტესთან, რომელიც
ქალაქგარეთ ცხოვრობს. ოდისევსმა მამა ბაღში დაინახა, დახრილიყო და სანერგე
ორმოს თხრიდა. ოდისევსი უახლოვდება მას და ცბიერად ეკითხება ოდისევსის
შესახებ. თუმცა მოხუცის ცრემლებს ვერ უძლებს და მივარდება, გულში ჩაიხუტებს
და ეუბნება:

მე ვარ ის შენი შვილი ოცი წლის დაკარგული ოდისევსი, ძლივს რომ მეღირსა სამშობლოს
ნახვა. ნუ სტირი მამავ, მოიხოცე ცრემლი. მოკლედ გეტყვი, დრო აღარ ითმენს: პენელოპეს
სასიძოებს შური მივაგე სიავისთვის, გუშინ ერთობლივ ამოვჟუჟე სახლის დარბაზში!

მამა რომ დაარწმუნოს, მასაც იმ ჭრილობას აჩვენებს ოდისევსი, ტახმა რომ


მიაყენა ნადირობისას.
ამასობაში მათკენ შურის საძიებლად დაიძვრიან ითაკელები ანტინოეს მამის
მეთაურობით. საქმეში ერევა ათენა. ზევსისაგან თანხმობის მიღების შემდეგ, იგი
აჩერებს დაწყებულ ბრძოლას და მოწინააღმდეგეებს შორის ზავს ჩამოაგდებს.
საშინელი ფიცით დააფიცებს ყველას მენტორის სახით მოვლენილი ათენა,
ფარისმპყრობელი ზევსის ასული.

You might also like