Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

შორენა ქვარცხავა

კაზუსი
გიორგიმ დათოსაგან იქირავა ზაფხულის პერიოდში სამი თვით ბათუმში არსებული ბინა
სეზონზე დღიურად გასაქირავებლად თვიურად 300 დოლარის ღირებულებით.

900 დოლარი უნდა გადახდილიყო სექტემბრის 10 რიცხვამდე.

გიორგიმ დათოს გადაუხადა მხოლოდ 2 თვის ქირის ღირებულება 600 დოლარის ოდენობით.
გიორგი აგვისტოში წავიდა დასასვენებლად ესპანეთში და ვეღარ გააქირავა ნაქირავები ბინა
დამსვენებლებზე.

კითხვა: აქვს თუ არა დათოს უფლება მოითხოვოს გიორგისაგან 3 თვის ქირის გადახდა.

კაზუსის პასუხი

როგორც კაზუსშია მოცემეული, გიორგიმ დათოსგან იქირავა ბინა 3 თვით, დღიურად


გასაქირავებლად, მას დათოსთვის 900 დოლარი უნდა გადაეხადა, თუმცა გადაიხადა 700
დოლარი, 2 თვის ქირა. შესაბამისად გიორგიმ დაარღვია დათოსა და მას შორის დადებული
ხელშეკრულების პირობა.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ისეთი ნივთების შემთხვევაში, რომელთა
დანიშნულებისამებრ გამოყენებაც მათგან შემოსავლის მიღებას გულისხმობს, არსებობს
მიუღებელი სარგებლის ანაზღაურების ვალდებულება. მოცემულ კაზუსში სახეზე გვაქვს
გასაქირავებელი ბინა, ამ შემთხვევაშ აუცილეებელია მისი გაქირავება და იმ ქირის აღება,
რომლის გადახდის ვადაც დამდგარია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით: „თუ მოვალე არ
იღებს სარგებელს საგნის სათანადო გამოყენების წესების დარღვევის გამო, თუმცა მას
სარგებლის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, მაშინ იგი ვალდებულია კრედიტორს
აუნაზღაუროს სარგებლის მიუღებლობით გამოწვეული ზიანი.“
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დათოს აქვს უფლება მოითხოვოს გიორგისგან 3 თვის
ქირის გადახდა, შესაბამისად გიორგიმ უნდა აუნაზღაუროს დათოს ზიანი, რაც გულისხმობს
მესამე თვის ქირის გადახდას.

You might also like