Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 17

მეორე უცხოური ენა

(გზამკვლევი კომპლექსური დავალებების შესაქმნელად)

სამიზნე ცნება საკითხების ტიპოლოგია ტიპური კომპლექსური დავალებები

ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი სამიზნე ცნებაზე - ზეპირი კომუნიკაცია- კრიტერიუმები კომპლექსური დავალების შესაფასებლად
წარმოდგენები მუშაობისთვის შესაძლოა შერჩეულ იქნას (სამიზნე ცნების ზეპირი კომუნიკაცია მკვიდრი წარმოდგენების მიხედვით)
სხვადასხვა ტიპის საკითხი:
ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
 საკომუნიკაციო სიტუაციასთან დაკავშირებული ენობრივი საშუალებების (ფუნქციური
გამონათქვამების, ლექსიკის, გრამატიკული საკითხების) ცოდნა;
 საკომუნიკაციო სიტუაციის მახასიათებლებიდან გამომდინარე ჟანრული
მახასიათებლების, ენობრივ-გრამატიკული საკითხებისა და არავერბალური
გამომსახველობითი ხერხების შერჩევისა და ფუნქციურად გამოყენების უნარი;
ნაშრომის წარმოდგენის შემდეგ ისაუბრეთ:
 რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის
სხვადასხვა ეტაპზე;
 რას გააკეთებდით განსხვავებულად, ახლიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობას.
(ქვემოთ ეს კრიტერიუმები მორგებულია კონკრეტულ კომპლექსურ
დავალებებზე).
ზეპირი კომუნიკაცია საკითხების ტიპები: დავალება 1. როლური თამაში

 1) კონრეტული საკომუნიკაციო სიტუაციის: დავალების პირობა: წარმოიდგინეთ რომელიმე საკომუნიკაციო სიტუაცია (მაგალითად,
შედეგები:  სასაუბრო თემა; სამნი ხართ ხართ კაფეში და ძალიან გშიათ, მენიუში ირჩევთ, ვის რა გინდათ და უკვეთავთ),
 მიზანი; მოცემულ მენიუზე დაყრდნობით შეადგინეთ დიალოგი, რომელშიც გამოიყენებთ
საბაზო საფეხური: 1, 2, 3, 4, 5, 8  ადრესატი, თანამონაწილე/ტანამონაწილეები; დამოკიდებულებების (მიყვარს/არ მიყვარს), რჩევის (რის შეკვეთას ურჩევ), შეკვეთის
 ადგილი; მიცემა-აღების გამომხატველ ენობრივ კონსტრუქცებს.
საშუალო საფეხური:  დრო.
მოცემულ მენიუზე დაყრდნობით დიალოგის გათამაშებისას:
 X კლასი - სIV – 1, 2, 3, 4, 16, 17, 18, 19, 20, 24,
  წარმოაჩინეთ საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი ნასწავლი ენობრივი
25, 26, 27, 28, 29 2) კონკრეტულ საკომუნიკაციო სიტუაციასთან საშუალებების ცოდნა;
 XI კლასი - სV – 1, 2, 3, 15, 16, 17, 18, 19, 20, დაკავშირებული მაკრო და მიკრო ფუნქციური  დაიცავით ამ სიტუაციის შესაფერისი სამეტყველო ეტიკეტი;
22, 23, 24, 25, 26, 27, სამეტყველო მოქმედებები;  გამოსვლისას როლებს შეუსაბამეთ ინტონაცია და სხვა გამომსახველობითი ხერხები
 XII კლასი - სVI – 1, 2, 13, 14, 15, 16, 17, 18, 20,
 მაკრო ფუნქციები: (მიმიკა-ჟესტიკულაცია, ხმის ტემბრი და სიმაღლე, მეტყველების ტემპი).
21  აღწერა, თხრობა, ახსნა-განმარტება, დიალოგის გათამაშების შემდეგ, ისაუბრეთ:
მსჯელობა.  რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის
წარმატებული ზეპირი კომუნიკაციისთვის: ცალკეულ ეტაპზე (დიალოგის შედგენა, როლების დამახსოვრება, როლების
მიკრო ფუნქციები: გათამაშება); რას გააკეთებდით განსხვავებულად ახლიდან რომ იწყებდეთ
 უნდა გავიაზრო საკომუნიკაციო სამეტყველო მოქმედებების გამომხატველი კომპლექსურ დავალებაზე მუშაობას.
სიტუაციის მახასიათებლები: რა არის გამონათქვამები, ენობრივი კონსტრუქციები, დავალება 2. პოსტერის/კოლაჟის პრეზენტაცია
კომუნიკაციის თემა, რა მიზანი მაქვს, ვინ რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ნახატების/ფოტოებისა და განმარტებითი წარწერების გამოყენებით შექმენით და ზეპირად
არის ჩემი მსმენელი; ინტერაქცია: წარმოადგინეთ პოსტერი/კოლაჟი შემდეგ თემატიკაზე: ჩემი ყოფა სოციალური დისტანციის
 საკომუნიკაციო სიტუაციის  სოციალურ რიტუალებში; პერიოდში.
მახასიათებლების გათვალისწინებით,  ინფორმაციის შესახებ;
უნდა შევარჩიო დისკურსის ჟანრი და  შეხედულებებისა და დამოკიდებულების გამოსვლისას უნდა ისაუბროთ:
ენობრივი საშუალებები; შესახებ;  როგორ ატარებ დროს, როგორია შენი დღის რეჟიმი;
 უნდა გამოვიყენო მსგავსი ჟანრისა და  ემოციებსა და გრძნობებზე;  რა მოგწონს და რა არ მოგწონს ამ უჩვეულო ყოფაში;
თემატიკის, ასევე მათ შესაქმნელად  ქმედებებსა და საქმიანობებზე (იხ. დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრეთ:
საჭირო ენობრივი საშუალებების დანართი 1).  რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის
(სამეტყველო ფუნქციური სხვადასხვა ეტაპზე;
გამონათქვამები, კონსტრუქციები,  რას გააკეთებდით განსხვავებულად, ახლიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ
ლექსიკა, გრამატიკული საკითხები, 3) ლექსიკა დავალებაზე მუშაობას.
კომუნიკაციის არავერბალური ხერხები)  ლექსიკური თემატიკა (მაგ., ბუნებრივი
ცოდნა. მოვლენები, სურსათი, ტყის ცხოველები, დავალება 3. კლიპის გადაღება.
 დავალების განხორციელების თითოეულ მუსიკალური ინსტრუმენტები, დაიყავით ჯგუფებად და თითოეულმა ჯგუფმა მოამზადეთ კლიპი რომელიმე თემაზე
ეტაპზე უნდა გამოვიყენო სტრატეგიები, პროფესიები, სანათესავო და სხვ.); (მაგალითად: „ექსკურსია ქალაქგარეთ“);
რომლებიც დამეხმარება სიძნელეთა  სემანტიკური კავშირები - სინონიმები, კლიპში შემდეგ საკითხებზე უნდა ისაუბროთ:
წარმატებით გადალახვაში; ანტონიმები, ომონიმები, ლექსიკური  სად იყავით და რა დაათვალიერეთ,
 ზეპირ მეტყველებაში წინსვლა ბუდეები (მაგ. პური, მეპურე, საპურე);  როგორ გარემოში მოხვდით და რა მოგეწონათ;
დამოკიდებულია ჩემს  შესიტყვებები, ფრაზეოლოგიზმები.  როგორ ამინდი იყო;
სტრატეგიულობაზე და არა ჩემს  როგორ გაატარეთ დრო და როგორი განწყობები გქონდათ;
თანდაყოლილ უნარებზე. 4) გრამატიკა  რით და როგორ იმგზავრეთ;
 ფონეტიკის საკითხები (თავისებური
ბგერების წარმოთქმა); დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრეთ:
 მორფოლოგიის საკითხები;  რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის
 ორთოეპიის საკითხები; სხვადასხვა ეტაპზე;
 სინტაქსის საკითხები;  რას გააკეთებდით განსხვავებულად, ახლიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ
 (სარეკომენდაციო საკითხები ენების დავალებაზე მუშაობას.
მიხედვით იხ. უცხოური ენების
სტანდატების დანართებში, ncp.ge).
დავალება 4. ვიდეო კლიპი „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სახლში!“ (Bienvenue chez
5) კონკრეტულ საკომუნიკაციო moi!)
სიტუაციასთან დაკავშირებული ზეპირი
მეტყველების არავერბალური კომუნიკაციის მოამზადე ვიდეო კლიპი თემაზე „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სახლში!“.
ხერხები: ინტონაცია, მახვილი, პაუზა, ხმის სოციალური დისტანციის პერიოდში ვირტუალურად დაპატიჟე შენი კლასელები შენთან
ტემბრი, მეტყველების ტემპი. და წარუდგინე შენი სახლი/ბინა და საყვარელი ოთახი.

შენ მიერ შექმნილ კლიპში


6) ზეპირი მეტყველების ჟანრები - დიალოგი,
ინტერვიუ, რეპორტაჟი, პრეზენტაცია,  აღწერე ოთახები, ავეჯი, ნივთები, მათი მდებარეობა და დანიშნულება (მაკრო-
განცხადება, დისკუსია, მულტიმედიური ფუნქცია - აღწერა, მიკრო-ფუნქციები - décrire la maison, la chambre et les objets, décrire
ტექსტები და სხვ. et présenter un lieu, localiser dans l’espace);
 ისაუბრე, რომელი ოთახი მოგწონს და რატომ (მიკრო-ფუნქციები - donner des
7) სტრატეგიები (იხ. დანართი 2) appréciations, exprimer ses émotions);
 წარმოაჩინე შესწავლილი თემატური ლექსიკის ცოდნა (სახლი, ოთახები, ავეჯი,
 მოსმენის/კითხვის სტრატეგიები; ზომისა და ფერის აღმნიშვნელი სიტყვები);
 ლაპარაკის სტრატეგიები;  წარმოაჩინე შესწავლილი გრამატიკული საკითხების ცოდნა (adjectifs démonstratifs,
 სტრატეგიები გრამატიკის შესასწავლად; formation du féminin des adjectifs ; prépositions et adverbes de lieu ; constructions : c’est/ce
 დამახსოვრების სტრატეგიები; sont, il y a, il n’y a pas de …);
 მეტაკოგნიტური სტრატეგიები.
 შეარჩიე შესაბმისი ინტონაცია და სხვა გამომსახველობითი ხერხები (მიმიკა-
ჟესტიკულაცია, ხმის ტემბრი და სიმაღლე, მეტყველების ტემპი).

დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრეთ:


 რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის
სხვადასხვა ეტაპზე;
 რას გააკეთებდით განსხვავებულად, ახლიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობას.

დავალება 5. დებატი თემაზე: „აიკრძალოს თუ არა მობილური ტელეფონები სკოლაში?“


(“Faut-il interdire les téléphones portables en classe?”).

დაიყავით ორ ჯგუფად და მოაწყვეთ დებატი თემაზე: „აიკრძალოს თუ არა მობილური


ტელეფონები სკოლაში“ (“Faut-il interdire les téléphones portables en classe?”). წარმოადგინეთ
თქვენი მოსაზრებები საპირისპირო აზრის მქონე ჯგუფის წინაშე. ჟიური ჩაინიშნავს
წარმოდგენილ მოსაზრებებს. იმარჯვებს ის ჯგუფი, რომელიც უფრო მეტ და დამაჯერებელ
არგუმენტს წარმოადგენს თავისი მოსაზრების გასამყარებლად.

შერჩეულ საკითხზე დებატისას


 წარმოადგინეთ საკუთარი მოსაზრება, დაადასტურეთ ან უარყავით საწინააღმდეგო
აზრი (მაკრო ფუნქცია: მსჯელობა, დასაბუთება, მიკრო-ფუნქციები: s’informer sur les
choses; décrire et caractériser des choses; fournir des renseignement/des informations; demander
/ donner une explication, des précisions; exprimer l’accord et le désaccord);
 გაითვალისწინეთ თქვენს მოსაზრებებსა და მათ დასაბუთებას შორის არსებული
მიზეზშედეგობრივი კავშირები (მაკრო ფუნქცია: მსჯელობა, დასაბუთება, მიკრო-
ფუნქციები: donner une raison; expliquer son choix);
 წარმოაჩინეთ შესწავლილი თემატური ლექსიკის ცოდნა (მობილურ ტელეფონთან,
სასკოლო ცხოვრებასა და მოზარდების ყოველდღიურ ყოფასთან დაკავშირებული
ლექსიკა);
 წარმოაჩინეთ შესწავლილი გრამატიკული საკითხების ცოდნა (Emploi du comparatif
et/ou des adjectifs et pronoms indéfinis; constructions: il faut/il ne faut pas + infinitif;
conjonctions de subordination: parce que, comme, car, donc);

 შეარჩიეთ შესაბამისი ინტონაცია და სხვა გამომსახველობითი ხერხები (მიმიკა-


ჟესტიკულაცია, ხმის ტემბრი და სიმაღლე, მეტყველების ტემპი).

დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრეთ:


 რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის
სხვადასხვა ეტაპზე;
 რას გააკეთებდით განსხვავებულად, ახლიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობას.

დავალება 6. ნანახ ფილმზე დაყრდნობით გააკეთე 1-1,5 წ. აუდიო ჩანაწერი და აღწერე


მხატვრის ნამუშევარი. მოყევი, რა გაიგე მხატვრის ცხოვრებაზე; შეაფასე, მოგეწონა თუ არა
სურათი და გადაცემა და რატომ.
რესურსი: Преобразование живописи, вып.10, Марк Шагал
https://www.youtube.com/watch?v=PqPj5YEw9mw

შენ მიერ შექმნილ აუდიოჩანაწერში


 მაქსიმალურად სრულად მიაწოდე მსმენელს ფილმიდან გაგებული ინფორმაცია მ.
შაგალის ბიოგრაფიის შესახებ (მაკრო-ფუნქცია: თხრობა; მიკრო-ფუნქციები - передача
информации о ком-либо, информация о времени, локализация во времени, информация о
местоположении и движении объекта); აღწერე მისი სურათი (მაკრო -ფუნქცია - აღწერა;
მიკრო-ფუნქცია - информация о местоположении, количестве объектов, их величине и
цвете, о том, кто что делает);
 გამოავლინე შენი დამოკიდებულება ა)გადაცემის, ბ)მხატვრის ტილოს მიმართ (მაკრო-
ფუნქცია - აღწერა, მიკრო-ფუნქცია - выражение собственного мнения, выражение
причинно-следственных связей);
 აღწერის დროს გამოავლინე შესწავლილი თემატური ლექსიკის ცოდნა (ფერისა და
ზომის აღმნიშვნელი სიტყვები, ბიოგრაფიის ეტაპებთან დაკავშირებული სიტყვები;
შესაბამისი ზმნები)
 გამოავლინე შესწავლილი გრამატიკული საკითხების ცოდნა (пройденный материал –
предложный падеж местоположения, новый материал - винит. П одушевленных и
неодушевленных существительных в ед. и мн.ч. (прямой объект);
 შეარჩიე შესაბამისი ინტონაცია და სხვა გამომსახველობითი ხერხები(ხმის ტემბრი და
სიმაღლე, მეტყველების ტემპი).

დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრეთ:


 რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის
სხვადასხვა ეტაპზე;
 რას გააკეთებდით განსხვავებულად, ახლიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობას.

დავალება 7. დაიყავით 3 კაციან ჯგუფებად და უყურეთ ფილმს ხმის გარეშე. შეთანხმდით


გმირების რეპლიკებზე და გაახმოვანეთ ფილმი. ყველა ვარიანტის მოსმენის შემდეგ, ნახეთ
ფილმი გახმოვანებით და დაადგინეთ, რომელმა ჯგუფმა შემოგთავაზათ ყველაზე მსგავსი
ვარიანტი.
რესურსი: Ералаш №91. «Яблоко» https://www.youtube.com/watch?v=-_JEWjuJVmQ

თქვენ მიერ შექმნილ ვარიანტში


 ეცადეთ არ გადააჭარბოთ რეპლიკების რაოდენობას და გაითვალისწინეთ ფილმის
სიუჟეტი (მაკრო-ფუნქცია: თხრობა; მიკრო-ფუნქციები - передача информации о
направлении движения; интеракция об эмоциях и чувствах: нравится\не нравится;
интеракция о действиях: инструктирование кого-либо);
 გახმოვანების დროს გამოავლინეთ შესწავლილი თემატური ლექსიკის ცოდნა
(идисюда, отнеси, отдай, скажией/ему, нравится/любишь, махнемся и др.)
 გამოავლინეთ შესწავლილი გრამატიკული საკითხების ცოდნა (пройденныйматериал –
винительный падеж неодушевл. Имен существительных – прямой объект, новый материал
- повелительное наклонение отдельных глаголов, дательный падеж адресата личных
местоимений);
 შეარჩიეთ შესაბამისი ინტონაცია და სხვა გამომსახველობითი ხერხები(ხმის ტემბრი
და სიმაღლე, მეტყველების ტემპი).

დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრეთ:


 რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის
სხვადასხვა ეტაპზე;
 რას გააკეთებდით განსხვავებულად, ახლიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობას.

-
სამიზნე ცნება საკითხების ტიპოლოგია ტიპური კომპლექსური დავალებები
კრიტერიუმები კომპლექსური დავალების შესაფასებლად
ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი სამიზნე ცნებაზე - წერითი კომუნიკაცია - (სამიზნე ცნების წერითი კომუნიკაცია მკვიდრი წარმოდგენების მიხედვით)
წარმოდგენები მუშაობისთვის შესაძლოა შერჩეულ იქნას ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
სხვადასხვა ტიპის საკითხი  საკომუნიკაციო სიტუაციასთან დაკავშირებული ენობრივი საშუალებების
(ფუნქციური გამონათქვამების, ლექსიკის, გრამატიკული საკითხების) ცოდნა;
 საკომუნიკაციო სიტუაციის მახასიათებლებიდან გამომდინარე ჟანრული
მახასიათებლების, ენობრივ-გრამატიკული საკითხებისა და არავერბალური
გამომსახველობითი ხერხების შერჩევისა და ფუნქციურად გამოყენების უნარი;
ნაშრომის წარმოდგენის შემდეგ ისაუბრეთ:
 რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის
სხვადასხვა ეტაპზე; რას გააკეთებდით განსხვავებულად ახლიდან რომ იწყებდეთ
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობას.
(ქვემოთ ეს კრიტერიუმები მორგებულია კონკრეტულ კომპლექსურ
დავალებებს).
წერითი კომუნიკაცია საკითხების ტიპები:
დავალება 8. წერილი უცხოელ თანატოლს
 1) კონრეტული საკომუნიკაციო სიტუაციის: დავალების პირობა: მოამზადეთ და მისწერეთ წერილი უცხოელ თანატოლს შენს
შედეგები: თემატიკა; ყოველდღიურ ყოფაზე სოციალური დისტანციის პერიოდში.
ადრესატი, მკითხველი;
საბაზო საფეხური: 1, 2, 3, 6, 7, 8 მიზანი; წერილში უნდა ისაუბროთ იმაზე, თუ
ადგილი;  რა შეიცვალა თქვენს ყოველდღიურ საქმიანობებში - რას და როგორ აკეთებდით
საშუალო საფეხური: დრო. ადრე, რას და როგორ აკეთებთ ახლა (გრამატიკა: ზმნის წარსული და ახლანდელი
დორის ფორმები; ლექსიკური თემატიკა: ყოველდღიური საქმიანობები);
X კლასი - სIV - 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15,   რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ ამ ახალ ყოფაში (მიკრო ფუნქცია:
24, 25, 26, 27, 28, 29  2) კონრეტულ საკომუნიკაციო სიტუაციასთან დამოკიდებულების გამოხატვა);
XI კლასი - სV – 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 22, დაკავშირებული მაკრო და მიკრო ფუნქციური  როგორი ემოციები გეუფლება (მიკრო ფუნქცია: გრძნობების და ემოციების
23, 24, 25, 26, 27, სამეტყველო მოქმედებები; გამოხატვა);

XII კლასი - სVI – 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 20, 21 მაკრო ფუნქციები:  მოცემული კრიტერიუმების ბადის გამოყენებით უნდა გააუმჯობესო წერილის
 აღწერა, თხრობა, ახსნა-განმარტება, პირველადი ვარიანტი (წერის სტრატეგია, იხ, დანართი).
წარმატებული წერითი კომუნიკაციისთვის: დასაბუთება;
 აღწერითი, თხრობითი, ახსნა- დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრეთ:
 უნდა გავიაზრო საკომუნიკაციო სიტუაციის განმარტებითი, მსჯელობითი აბზაცები.  რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის
მახასიათებლები: რა მიზანი მაქვს, რაზე სხვადასხვა ეტაპზე;
ვწერ, ვინ არის ჩემი მკითხველი; მიკრო ფუნქციების გამომხატველი  რას გააკეთებდით განსხვავებულად, ახლიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ
 საკომუნიკაციო სიტუაციის გამონათქვამები და ენობრივი კონსტრუქციები, დავალებაზე მუშაობას.
მახასიათებლებიდან გამომდინარე, უნდა რომელთა საშუალებითაც შევძლებთ
შევარჩიო ჟანრი და ენობრივი საშუალებები; ინტერაქციას: დავალება 9. პირადი დამოკიდებულების წერილობით გამოხატვა
 უნდა გამოვიყენო მსგავსი ჟანრისა და  სოციალურ რიტუალებში; დავალების პირობა: გადმოეცი რომელიმე ფილმის/წიგნის მოკლე შინაარსი, შემდეგ
თემატიკის, ასევე მათ შესაქმნელად საჭირო  ინფორმაციის შესახებ; დაწერე:
ენობრივი საშუალებების (სამეტყველო  შეხედულებებისა და  რომელი ადგილი/ეპიზოდი მოგეწონათ ყველაზე მეტად და რატომ;
ფუნქციური გამონათქვამები, დამოკიდებულების შესახებ;  როგორი ემოციები გაგიჩნდათ წაკითხულთან /ნანახთან დაკავშირებით;
კონსტრუქციები, ლექსიკა, გრამატიკული  ემოციებსა და გრძნობებზე;  ურჩევდით თუ არა თქვენს თანატოლებს ამ ფილმის ნახვას/ტექსტის წაკითხვას
საკითხები, კომუნიკაციის არავერბალური  ქმედებებსა და საქმიანობებზე (იხ. და რატომ.
ხერხები) ცოდნა. დანართი 1). დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრეთ:
 წერის თითოეულ ეტაპზე (წერის  რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის
დაწყებამდე, წერის დროს, წერის შემდეგ) 3) ლექსიკა სხვადასხვა ეტაპზე;
უნდა გამოვიყენო სტრატეგიები,  ლექსიკური თემატიკა, მაგ., ბუნებრივი  რას გააკეთებდით განსხვავებულად, ახლიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ
რომლებიც დამეხმარება სიძნელეთა მოვლენები, სურსათი, ტყის ცხოველები, დავალებაზე მუშაობას.
წარმატებით გადალახვაში; მუსიკალური ინსტრუმენტები, სანათესავო
 წერით მეტყველებაში წინსვლა და სხვ.
დამოკიდებულია ჩემს სტრატეგიულობაზე  სემანტიკური კავშირები (სინონიმები,
და არა - ჩემს თანდაყოლილ უნარებზე. ანტონიმები, ომონიმები, ლექსიკური დავალება 10. ერთი ჟანრის ტექსტის გადაწერა სხვა ჟანრში.
ბუდეები); რომელიმე ჟანრის ტექსტი (მაგალითად, თხრობითი ტექსტი, ამბავი)
 შესიტყვებები, ფრაზეოლოგიზმები. წარმოადგინე სხვა ჟანრში (მაგალითად, წერილის სახით). სამუშაოს
შესრულების დროს
 შეარჩიე, ვინ იქნება შენი ადრესატი;
4) გრამატიკა  წარმოიდგინე რომ მოთხრობილი ამბავი შენ გადაგხდა და გადმოეცი იგი
 მორფოლოგიის საკითხები; პირველ პირში;
 ორთოეპიის საკითხები;  დაიცავი წერილის ჟანრული მახასიათებლები (მეტყველების ეტიკეტი,
 მართლწერის საკითხები; სტრუქტურა, მიმართვის და გამომშვიდებების ფორმულები).
 სინტაქსის საკითხები;  ნამუშევრის წარდგენის შემდეგ ისაუბრეთ, რა შეიცვალა ტექსტში და რატომ
(სარეკომენდაციო საკითხები ენების მიხედვით
(მაგ., ენა, სტილი, სტრუქტურა).
იხ. უცხოური ენების სტანდატების
დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრეთ:
დანართებში, ncp.ge).
 რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის
სხვადასხვა ეტაპზე;
5) კონრეტულ ტექსტში წერილობითი  რას გააკეთებდით განსხვავებულად, ახლიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ
კომუნიკაციის გრაფიკულ-მაორგანიზებელი დავალებაზე მუშაობას.
საშუალებები

 ტექსტის სტრუქტურა (მაორგანიზებელი


ვერბალური და არავერბალური ელემენტების დავალება 11. კარგი სტრატეგის პროფილის შექმნა (დავალების წინმსწრები
განლაგება; მაგ., სათაური, ქვესათაური, მეტაკოგნიტური პაუზა)
აბზაცი, რუბრიკა, ილუსტრაცია, სქემა, ჯგუფური სამუშაოს დროს გაანალიზეთ ის გზა, რომლითაც შეასრულებთ მოცემულ
ლოგო); დავალებას (მაგალითად, ამბის შედგენა) და მოამზადეთ კარგი სტრატეგის პროფილი.
პროფილში აღნიშნეთ:
 სასვენი ნიშნები;  რა ეტაპებს გამოყოფს და რა თანამიმდევრობით?
 რა სტრატეგიებს გამოიყენებს იგი თითოეულ ეტაპზე?
 ვიზუალური ეფექტები (ილუსტრაციები,
ტიპოგრაფიულ მინიშნებები - დახრილი,
წვრილი/მსხვილი შრიფტი, ხაზგასმა). დავალება 12. წარმოსახვითი ინტერვიუ ცნობილ პიროვნებასთან
6) წერითი მეტყველების ჟანრები შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო პიროვნება (მაგალითად, ცნობილი სპორსტმენი,
 პრაგმატული ტექსტები (მაგ., მომღერალი და სხვ.) და ჩამოართვით მას „ინტერვიუ“ - დაუსვით შერჩეულ პირს 5
განრიგი/პროგრამა, გზის მარშრუტი, შეკითხვა და დაწერეთ მისი სავარაუდო პასუხებიც. ამისათვის მოიძიეთ ინფორმაცია
ბეჭდური რეკლამა, აფიშა); მის შესახებ.
 კორესპონდენცია (მაგ. ღია ბარათი,
მეგობრული წერილი, გაითვალისწინეთ, რომ შეკითხვები უნდა მიემართებოდეს შემდეგ საკითხებს:
შეტყობინება/SMS/CHAT);  ბიოგრაფიული მონაცემები, ოჯახური მდგომარეობა;
 საინფორმაციო-შემეცნებითი  კარიერული სვლის მთავარი ეტაპები (როდის დაიწყო, როდის მიაღწია პირველ
ტექსტები (მაგ., ცნობარი, ანოტაცია, წარმატებას);
ბუკლეტი, პირადი გამოხმაურება,  გატაცებები, ჰობი;
საყმაწვილო ენციკლოპედიის სტატია და
სხვ.). დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრეთ:
 რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის
სხვადასხვა ეტაპზე;
 რას გააკეთებდით განსხვავებულად, ახლიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ
7) სტრატეგიები (იხ. დანართი 2) დავალებაზე მუშაობას.

 მოსმენის/კითხვის სტრატეგიები; დავალება 13. საინფორმაციო ბუკლეტი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
 წერის სტრატეგიები; მოიძიეთ ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ და შეადგინეთ საინფომაციო
 სტრატეგიები გრამატიკის შესასწავლად; ბუკლეტი, რომელშიც მოცემული იქნება რჩევები თქვენი თანატოლებისთვის, თუ
 დამახსოვრების სტრატეგიები;
როგორ უნდა მოიქცნენ იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ჯანმრთელობა. განათავსეთ
 მეტაკოგნიტური სტრატეგიები.
რჩევები თქვენს ან თქვენი კლასის ბლოგზე.

ბუკლეტში უნდა ისაუბროთ იმაზე, თუ


 რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ თანატოლების ცხოვრების წესში (მიკრო
ფუნქციები: donner des appréciations, exprimer ses sentiments);
 რის გაკეთებას ან შეცვლას ურჩევდით თანატოლებს იმისათვის, რომ
ჯანმრთელები იყვნენ (მაკრო-ფუნქცია: ახსნა-განმარტება; მიკრო ფუნქციები:
décrire un état physique; parler de la santé: demander et donner des informations;
demander et donner des conseils; avertir, mettre en garde);
 წარმოაჩინე შესწავლილი თემატური ლექსიკის ცოდნა (სხეულის ნაწილებსა და
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ლექსიკა; ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებული
ლექსიკა; მოქმედების აღმნიშვნელი ზმნები);
 წარმოაჩინე შესწავლილი გრამატიკული საკითხების ცოდნა (Verbes: devoir, pouvoir
et falloir au présent de l'indicatif et du conditionnel; Impératif; Infinitif);
 მოცემული კრიტერიუმების ბადის გამოყენებით გააუმჯობესე ბუკლეტის
პირველადი ვარიანტი (წერის სტრატეგია, იხ, დანართი);
დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრეთ:
 რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის
სხვადასხვა ეტაპზე;
 რას გააკეთებდით განსხვავებულად, ახლიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობას.
დავალება 14. ნახე კლიპი (სიმღერას მნიშვნელობა არ აქვს). წარმოიდგინე, რომ
ცხოვრობ იმ სახლში, რომელშიც ცხოვრობენ კლიპის პერსონაჟები და ეს ამბავი შენს
თვალწინ მოხდა. მისწერე მეგობარს წერილი, სადაც ამ ამბავს მოუყვებით.
რესურსი: клип к песне О. Митяева «С добрым утром, любимая!»,
https://www.youtube.com/watch?v=2gijjT0BvXM&t=131shttps://www.youtube.com/watch?v=2
gijjT0BvXM&t=131s .

წერილში ასახე
 ვინ არის შენი ადრესატი;
 ამბის მოკლე შინაარსი: მოქმედების ადგილი და დრო, ამბის ეტაპები და
დასასრული (მაკრო-ფუნქცია: თხრობა; მიკრო-ფუნქციები - передача информации о
ком или чём-либо, локализация во времени, информация о местоположении и
действиях субъектов); მოქმედი პირები: მათი გარეგნობა, ხასიათი და ქცევა (მაკრო -
ფუნქცია - აღწერა; მიკრო-ფუნქცია - информация о внешности и характере,
информация об эмоциональном состоянии человека);
 გამოავლინე შენი დამოკიდებულება მომხდარ ამბავთან დაკავშირებით (მაკრო-
ფუნქცია - აღწერა, მიკრო-ფუნქცია - выражение собственного мнения, выражение
причинно-следственных связей);
 გამოავლინე შესწავლილი თემატური ლექსიკის ცოდნა (ქალაქის აღწერისთვის
აუცილებელი ლექსიკა - город на берегу реки, много деревьев, многоэтажные дома და
სხვა, ადამიანის გარეგნობის, ჩაცმულობის და ხასიათის აღწერისთვის აუცილებელი
ლექსიკა - тёмные глаза, светлые волосы, пёстрое платье, очки, добрый, завистливый,
счастливый და სხვა, ქცევის და გრძნობებისაღწერისთვის აუცილებელი ლექსიკა -
написал, сообщил в полицию, объехал надпись, держит ведро с краской, завидует,
улыбается, волнуется და სხვა);
 გამოავლინე შესწავლილი გრამატიკული საკითხების ცოდნა (предложный падеж
местоположения, винит. П одушевленных и неодушевленных существительных в ед. и
мн.ч. (прямойобъект); прилагательное + существительное в именительном и
винительном падежах;
 დაიცავი წერილის ჟანრული მახასიათებლები (მეტყველების ეტიკეტი,
სტრუქტურა, მიმართვის და გამომშვიდობების ფორმულები).

დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრეთ:


 რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის
სხვადასხვა ეტაპზე;
 რას გააკეთებდით განსხვავებულად, ახლიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობას.
სამიზნე ცნება საკითხების ტიპოლოგია: ტიპური კომპლექსური დავალებები

ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი სამიზნე ცნებაზე - კრიტერიუმები კომპლექსური დავალების შესაფასებლად


წარმოდგენები თვითმყოფადობა - მუშაობისთვის (სამიზნე ცნების თვითმყოფადობა მკვიდრი წარმოდგენების მიხედვით)
შესაძლოა შერჩეულ იქნას
სხვადასხვა ტიპის საკითხი: ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
o რით არის უნიკალური განსახილველი ობიექტი;
 ან:
o რა მსგავსება-განსხვავებაა ორი სხვადასხვა ქვეყნის ენობრივ-კულტურულ სამყაროებს შორის;

დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრეთ:


 რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის სხვადასხვა
ეტაპზე;
 რას გააკეთებდით განსხვავებულად, ახლიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ დავალებაზე
მუშაობას.

(ქვემოთ ეს კრიტერიუმები მორგებულია კონკრეტულ კომპლექსურ დავალებებზე).


1) სოციოკულტურული რეალიები
ენობრივ-კულტურული თვითმყოფადობა ზნე-ჩვეულებები, ადათ-წესები; დავალება 15. პოსტერი სოციოკულტურული საკითხის შესახებ
ქცევისა და მეტყველების ეტიკეტი;
შედეგები: ზეიმები და დღესასწაულები; დავალების პირობა: მოამზადე პოსტერი რომელიმე სოციოკულტურულ საკითხზე (მაგალითად:
საბაზო საფეხური: 9, 10 სამზარეულო; ფრანგი და ქართველი მოსწავლის სასკოლო კალენდარი). პოსტერზე აღნიშნული უნდა იყოს
საშუალო საფეხური: სასკოლო განათლების ოფიციალური დასვენების დღები და არდადეგების ხანგრძლივობა წელიწადის დროების მიხედვით.
თავისებურებები (მაგ., სასკოლო
X კლასი - სIV – 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, საგნები, სასკოლო დღის განრიგი, პოსტერის წარდგენისას, უნდა წარმოაჩინო,
29 სასკოლო კალენდარი, საფეხურების  რომელ ეროვნულ და რელიგიურ ზეიმებს უკავშირდება დასვენების დღეები ჩვენთან და
XI კლასი - სV – 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, მოწყობა და სხვ.) საფრანგეთში;
XII კლასი - სVI – 19, 20, 21  რა მსგავსებები და განსხვავებებია ამ ორ კალენდარს შორის;
2) კულტურული არტეფაქტები
 ენა და კულტურა ერთმანეთისაგან დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრეთ:
განუყოფელია; სიმღერა, სპექტაკლი, სახვითი  რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე;
 უცხო ენის შესწავლისას აღმოვაჩენ ხელოვნების ნიმუში, მულტფილმი,  რას გააკეთებდით განსხვავებულად, ახლიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ დავალებაზე
განსხავებულ სოციოკულტურულ და პოეზიის ნიმუში და სხვ. მუშაობას.
კულტურულ სამყაროსაც (მაგ.,
თავისებურ ტრადიციებს, ზნე- 3) ენაში აღბეჭდილი სამყარო დავალება 16. კონცერტის გამართვა
ჩვეულებებს, განსხვავებულ ქცევის
წესებს, ცხოვრების სტილს, კომპოზიტები, ანდაზები, მყარი დავალების პირობა: შეარჩიეთ თქვენი საყვარელი ორი-სამი ფრანგი მომღერლის/ჯგუფის სიმღერები და
სამყაროსეულ ხედვას); შესიტყვებები, ფრაზეოლოგიზმები. მოემზადეთ კონცერტის მოსაწყობად:
 ისწავლეთ შერჩეული სიმღერები;
 განსხვავებული ენისა და კულტურის  მოამზადეთ მოწვეულთა სია, გაამზადეთ მათთვის მოსაწვევი ბარათები;
აღმოჩენა და საკუთართან შედარება  დამსწრე აუდიტორიისთვის მოამზადეთ მოკლე ინფორმაცია შერჩეული მომღერლის/ჯგუფის და
დამეხმარება საკუთარი ენისა და სიმღერის შესახებ (მაგ. როდის და სად შესრულდა პირველად, რას ეძღვნება).
კულტურის უკეთ გაცნობიერებაში; დანიშნულ დღეს გამართეთ კონცერტი;

 სხვადასხვა ქვეყნის კულტურებს შორის დავალება 17. ტურისტული ბუკლეტის შედგენა.


არსებობს მსგავსებებიც და დავალების პირობა: შეარჩიეთ თქვენი რეგიონის რამდენიმე ღირშესანიშნაობა, რომელთა
განსხვავებებიც. დათვალიერებასაც შესთავაზებდით უცხოელ სტუმრებს და მოამზადეთ მათთვის ტურისტული
ბუკლეტი. ბუკლეტი გააფორმეთ შესაბამისი ილუსტრაციებით და განათავსეთ თქვენი სკოლის ვებ-
 სოციოკულტურულ თავისებურებათა
გვერდზე.
გაგება და გაზიარება ამდიდრებს ჩემს
ცოდნა-გამოცდილებას და მეხმარება
ტურისტულ ბუკლეტში:
კულტურული თვითმყოფადობის
 ურჩიეთ, რა ნახონ თქვენს რეგიონში;
ფასეულობის აღმოჩენაში.
 თითოეულზე ღირშესანიშნაობაზე მიაწოდეთ საჭირო ინფრომაცია - რა არის, როდინდელია,
სად მდებარეობს;
 აღნიშნეთ, რატომ ურჩევთ უცხოულებს ამ ღირსშესანიშნაობების ნახვას;

დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრეთ:


 რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის სხვადასხვა
ეტაპზე;
 რას გააკეთებდით განსხვავებულად, ახლიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ დავალებაზე
მუშაობას.

დავალება 18. ორენოვანი პოსტერი

დავალების პირობა: მოამზადე ორენოვანი პოსტერი, რომელზეც აისახება მშობლიურ და უცხო ენებში
აღბეჭდილ სამყაროების თავისებურება, მაგალითად, აირჩიე და პოსტერზე განათავზე უცხოენოვანი
ანდაზა და აზრობრივად მისი შესატყვისი ქართული ანდაზა.

 ვიზუალურად წარმოაჩინე ამ ორი ანდაზის შინაარსი და მთავარი იდეა, რომელზეც ეს შინაარსი


მიუთითებს.

დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრეთ:


 რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე;
 რას გააკეთებდით განსხვავებულად, ახლიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ დავალებაზე
მუშაობას.

დავალება 19. საერთაშორისო სიტყვების ლექსიკონი - ენაში აღბეჭდილი სამყარო

უცხო სიტყვათა ლექსიკონსა და/ან ინტერნეტში მოიძიე ფრანგული წარმოშობის სიტყვები, რომლებიც
ქართულ ენაშია შემოსული და დამკვიდრებული. შეადგინე ასეთი სიტყვების ფრანგულ-ქართული
მინი ლექსიკონი და წარუდგინე მეგობრებს. განათავსე საერთაშორისო სიტყვების ლექსიკონი შენს ან
შენი კლასის ბლოგზე.

პრეზენტაცისას ისაუბრე,
 რა მსგავსება და განსხვავებაა ფრანგულ და ქართულ ვარიანტებს შორის მათი წარმოთქმისა და
მნიშვნელობის თვალსაზრისით. რა და როგორ შეიცვალა.

დავალება 20. ნანახ ფილმზე დაყრდნობით ჩაწერე 1-1,5 წ. აუდიო წერილი ოჯახის წევრთან
(დედასთან, მამასთან, დასთან ან ძმასთან) ან მეგობართან. წარმოიდგინე, რომ რუსეთის ერთ-ერთ
ქალაქში ჩასული ხარ მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამით და ცხოვრობთ ოჯახში. კლიპის პერსონაჟი
არის შენი მასპინძელი და შენთვის საინტერესო ადამიანი. აღწერეთ მისი გარეგნობა, ხასიათი და
ყოველდღიური ცხოვრება, დაადგინეთ, გავს თუ არა მისი ცხოვრება თქვენთვის ჩვეულ ცხოვრების
სტილს.
რესურსი: «Твои сибирские каникулы»Мой день. Видео Сибирского федерального университета.
https://www.youtube.com/watch?v=dhSQviFqSOQ

შენ მიერ შექმნილ აუდიოწერილში


 დაადგინე ვინ არის შენი ადრესატი;
 მოყევი, ვინ არის შენი მასპინძელი, როგორ გამოიყურება, სად ცხოვრობს, სად სწავლობს,
როგორია მისი ჩვეულებრივი დღე (მაკრო-ფუნქცია: თხრობა; მიკრო-ფუნქციები - передача
информации о ком или чём-либо, локализация во времени, информация о местоположении и
ежедневных рутинных действиях субъекта); მოქმედი პირის გარეგნობა და ხასიათი (მაკრო -
ფუნქცია -აღწერა; მიკრო-ფუნქცია - информация о внешности и характере);
 გამოავლინე განსხვავება ან მსგავსება ცხოვრების სტილში (მაკრო-ფუნქცია - აღწერა, მიკრო-
ფუნქცია - сравнение,сходство иразличия, выражение собственного мнения и причинно-
следственных связей)
 გამოავლინე შესწავლილი თემატური ლექსიკის ცოდნა(ადამიანის გარეგნობის, ჩაცმულობის და
ხასიათის აღწერისთვის აუცილებელი ლექსიკა - голубые глаза, длинные волосы და სხვა,
ყოველდღიური აღწერისთვის აუცილებელი ლექსიკა - просыпается, умывается, пьет кофе, едет в
институт, обедает, идет на выставку, возвращается домой და სხვა; დროის გამომხატველი ლექსიკა
- утром, в 8.30, днём, вечером, после лекции და სხვა; შედარებისათვის და საკუთარი აზრის
გამომხატველი ლექსიკა - в отличиеотменя/нас, такжекак и ...., по-моему, я думаю...);
 გამოავლინე შესწავლილი გრამატიკული საკითხების ცოდნა (винительный падеж
направления,винит.подушевленных и неодушевленных существительных в ед. и мн.ч.
(прямойобъект); прилагательное + существительное в именительном и винительном падежах;
спряжение возратных глаголов).
 დაიცავი წერილის ჟანრული მახასიათებლები (მეტყველების ეტიკეტი, მიმართვის და
გამომშვიდობების ფორმულები).
 შეარჩიე შესაბამისი ინტონაცია და სხვა გამომსახველობითი ხერხები(ხმის ტემბრი და სიმაღლე,
მეტყველების ტემპი).

დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრეთ:


 რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის სხვადასხვა
ეტაპზე;
 რას გააკეთებდით განსხვავებულად, ახლიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ დავალებაზე
მუშაობას.

დანართი 1.

1) რას გულისხმობს ფუნქციური სამეტყველო მოქმედებები ?


ფუნქციური სამეტყველო მოქმედება (language functions) განსაზღვრავს ცალკეული გამონათქვამის ფუნქციურ გამოყენებას.
 შესაძლებელია ფუნქციური სამეტყველო მოქმედება გამოიხატებოდეს გამონათქვამით (მაგ., მილოცვა - „გილოცავთ დაბადების დღეს“). მათ მიკრო-
ფუნქციებს უწოდებენ.
 შესაძლებელია ფუნქციური სამეტყველო მოქმედებები გამოიხატებოდეს გამონათქვამთა ბმული თანამიმდევრობით (მაგ., სამტყველო ფუნქცია „აღწერა“).
მათ მაკრო-ფუნქციებს უწოდებენ.

მიკროფუნქციური სამეტყველო მოქმედებების მაგალითებია:

 ინტერაქცია სოციალურ რიტუალებში - მისალმება; ვინმეს/საკუთარი თავის წარდგენა; ვინმეს მიღება; მილოცვა; კეთილი სურვილის
გამოხატვა; გამომშვიდობება; ტელეფონზე ინტერაქცია (ზარზე პასუხი, თანამოსაუბრის ვინაობის დადგენა, მობოდიშება, დალოდების
თხოვნა, საუბრის დასრულება); მადლობის გადახდა;
 ინტერაქცია ინფორმაციის შესახებ: სახელდება, მითითება, აღნიშვნა; ინფორმაციის მოთხოვნა/გაცემა: რაიმე საგნის/პიროვნების შესახებ (რა
არის, ვინ არის); დროის შესახებ (დროის მონაკვეთების აღნიშვნა; დროში - აწმყოში, წარსულსა თუ მომავალში - ლოკალიზება;
თანადროულობის, წინმსწრებობის, მერმინდელობის გამოხატვა, დასაწყისის, დასასრულის აღნიშვნა; განმეორებადობის, ხანგრძლივობის,
სიხშირის აღნიშვნა); სივრცის შესახებ (ადგილის/ადგილმდებარეობის აღნიშვნა; მანძილის დაზუსტება; მოძრაობის,
მიმართულების/ორიენტაციის აღნიშვნა); ვითარების შესახებ; რაოდენობისა და ხარისხის შესახებ; მიზეზის შესახებ; ფაქტის
დადასტურება/ უარყოფა; ინფორმაციის შესწორება;
 ინტერაქცია შეხედულებებისა და დამოკიდებულების შესახებ: საკუთარი თვალსაზრისის გამოხატვა; მიმხრობა-გაზიარება; შეწინააღმდეგება,
უარყოფა; დაპირისპირება; გამოხატვა იმისა, რომ რაიმე იცი ან არ იცი, შეგიძლია/არ შეგიძლია; გამოხატვა იმისა, რომ რაიმე გახსოვს ან
დაგავიწყდა; რაიმეს შეხსენება; ეჭვის, დაურწმუნებლობისა თუ დარწმუნებულობის გამოხატვა; საკუთარი სურვილების, განზრახვის
გამოხატვა; ვალდებულების, აუცილებლობის გამოხატვა; შედარება: მსგავსების/განსხვავების, მეტობის/ნაკლებობის აღნიშვნა;
მიზეზშედეგობრივი კავშირები; მიზნის, პირობითობის გამოხატვა;
 ინტერაქცია ემოციებსა და გრძნობებზე: სიხარულის, სიამოვნების, ბედნიერების განცდის გამოხატვა; მოწყენილობის, სევდის გამოხატვა;
ნუგეშისცემა, დამშვიდება; იმედის, გულდაწყვეტის გამოხატვა; შიშის, წუხილის, ფიზიკური ტკივილის გამოხატვა; მოწონების/არ
მოწონების, აღფრთოვანების გამოხატვა; გამოხატვა იმისა, თუ რა გირჩევნია; კმაყოფილების/უკმაყოფილობის გამოხატვა; ბრაზის
გამოხატვა; ინტერესის გამოხატვა რაიმეს მიმართ; გაკვირვების/ინდიფერენტული დამოკიდებულების, მადლიერების გამოხატვა;
 ინტერაქცია ქმედებებსა და საქმიანობებზე: ბრძანების ან ინსტრუქციის მიცემა; დახმარების თხოვნა; შეკვეთის მიცემა (მაგ., კაფეში,
რესტორანში); თხოვნაზე პასუხის გაცემა დათანხმებით, ყოყმანით, უარის თქმით; რაიმეს გაკეთების თხოვნა; რაიმეს გაკეთების შეთავაზება;
შეთავაზებაზე დადებითი ან უარყოფითი პასუხის გაცემა; რჩევის მიცემა, გაფრთხილება; გამხნევება; ნებართვის თხოვნა/მიცემა; აკრძალვა;
დამუქრება; დაპირება; საყვედურის მიცემა.
მაკროფუნქციური სამეტყველო მოქმედებების მაგალითებია: აღწერა, თხრობა, ახსნა-განმარტება, დასაბუთება.
დანართი 2.

ენის სწავლის სტრატეგიები უცხოურ ენაში

ეს დოკუმენტი განკუთვნილი მასწავლებლისთვის, მასზე დაყრდნობით შესაძლებელია მოსწავლეზე ადაპტირებული თვითშეფასების სქემების შექმნა.

საერთო სტრატეგიები ყველა ტიპის დავალებებისთვის

 დავალების ღირებულების განჭვრეტა - მოსწავლემ უნდა დაინახოს, რა პიროვნულ თუ სოციალურ სარგებელს მოუტანს მას დავალების შესრულება.
 დავალების დაგეგმვა:
o დავალების მიზნის გააზრება;
o დავალების მოთხოვნათა გააზრება და მის შესასრულებლად საჭირო ცოდნის განსაზღვრა;
o დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების დადგენა/გაცნობიერება;
o განსახორციელებელი სამუშაოს ეტაპების გამოკვეთა;
o სტრატეგიების მიზანშეწონილად შერჩევა სამუშაოს თითოეული ეტაპისათვის.

ლაპარაკის სტრატეგიები

 საკომუნიაციო სიტუაციის მახასიათებლების გაცნობიერება - კომუნიკაციის მიზნის, ადრესატის, თემისა და ტექსტის ჟანრის განსაზღვრა;
 ცოდნის მობილიზება და ჩანიშვნების გაკეთება - საჭირო ენობრივი რესურსების (მოდელების, გამოთქმების, კლიშეების, საკვანძო სიტყვების)
მობილიზება და ჩანიშვნა საკომუნიკაციო აქტის განხორცილებისას გამოყენების მიზნით;
 რეპეტიცია, ღელვის შემცირება - აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე რეპეტიციის გავლა (მარტო, მეწყვილესთან ან ჯგუფის წევრებთან);
 გარკვევა-გადამოწმება - გაუგებრობის შემთხვევაში განმარტების, ნელა და გარკვევით წარმოთქმის, გამეორების თხოვნა;
 პარაფრაზირება - სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში საკომპენსაციო საშუალებების (მაგ.: ჟესტიკულაციით მითითება, ნაგულისხმევი
საგნის აღწერა ან მისი დანიშნულების აღნიშვნა) გამოყენება;
 ურთიერთშეფასება - მონაწილეობა თანაშეფასებაში შედეგის გაუმჯობესების ხელშესაწყობად.
კითხვის/მოსმენის სტრატეგიები

 კითხვის/მოსმენის მიზნის გააზრება და შესაბამისი სტრატეგიების შერჩევა;


 ვარაუდების გამოთქმა ტექსტის შინაარსის შესახებ;
 ცოდნის მობილიზება - საჭირო ცოდნის (ენობრივი, ტექსტობრივი, თემასთან დაკაშირებული და სხვ.) გონებაში მოჩხრეკა-გააქტიურება;
საჭიროებისამებრ, დამატებითი ინფორმაციის მოძიება სათანადო რესურსებში;
 გაცნობითი კითხვა - ტექსტის ზოგადი შინაარსის გასაგებად ყურადღების მიმართვა ტექსტის მთლიან სტრუქტურაზე, მის მაორგანიზებელ
ელემენტებზე (მაგ., სათაურზე, ქვესათაურზე, ილუსტრაციაზე, ილუსტრაციის წარწერაზე, ლოგოზე, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს /მაგ.,
მსხვილ შრიფტზე/ საკვანძო სიტყვებზე, აბზაცების დასაწყისზე, გამოყოფილ სიტყვებზე და სხვა);
 გაცნობითი მოსმენა - პირველი მოსმენისას ნაცნობ სიტყვებსა და შესიტყვებებზე, არავერბალურ ელემენტებზე (ინტონაცია, მიმიკა-
ჟესტიკულაცია, ხმის ტემბრი და სხვ.) დაყრდნობით ყურადღების გამახვილება ზოგად შინაარსზე (საკომუნიკაციო სიტუაცია, თემა,
მონაწილეები).
 შესწავლითი კითხვა/მოსმენა - ტექსტის ეტაპობრივი დამუშავება შემდეგი სტრატეგიების გამოყენებით:
o მთლიანად გადაკითხვა/მოსმენა - ტექსტის ჩაკითხვა/მოსმენა (უცნობ სიტყვებზე შეჩერების გარეშე) თემატიკის/მთავარი
საკითხების შესახებ აზრის შესაქმნელად;
o გონებაში დამუშავება - ტექსტის ცალკეული მონაკვეთის/აბზაცის შინაარსის წარმოდგენაში გაცოცხლება, წინარე ცოდნასთან
დაკავშირება და დამუშავება;
o გამოცნობა - ნაცნობ სიტყვიერ და არასიტყვიერ ელემენტებზე დაყრდნობით უცნობი მნიშვნელობის ამოცნობა;
o უცნობი სიტყვების ამოწერა, ლექსიკონის დახმარებით უცხო სიტყვების მნიშვნელობის ამოცნობა;
o გაუგებარ, რთულ, ბუნდოვან მონაკვეთებთან მიბრუნება:
o ინფორმაციის ორგანიზების სხვადასხვა ხერხის (სემანტიკური რუკის, სქემატური ჩანაწერების, ტაბულის, გრაფიკის) გამოყენება;
o ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთის/აბზაცის შეჯამება;
 სელექციური კითხვა/მოსმენა - ტექსტის სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებზე დაყრდნობით სასურველი ინფორმაციის
მოძიება/ამოცნობა და ამოკრება;
 დასკვნების გამოტანა - გაგების სხვადასხვა ეტაპზე ნაცნობ ელმენტებსა და მინიშნებებზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა;
 დასკვნების გადამოწმება - ტექსტის/ტექსტის ეპიზოდის წაკითხვის/მოსმენის შემდეგ წინასწარ გამოტანილ დასკვნებთან მიბრუნება და მათი
გადამოწმება.
წერის სტრატეგიები

წერის წინარე სტრატეგიები :

 წერის მიზნის, ადრესატის, თემისა და ტექსტის ჟანრის განსაზღვრა;


 გონებრივი იერიში - იდეების მოფიქრება-ჩამოწერა;
 ცოდნის მობილიზება - საჭირო ცოდნის (ენობრივი, ტექსტობრივი, თემასთან დაკავშირებული და სხვ.) გონებაში მოჩხრეკა-გააქტიურება;
საჭიროებისამებრ, დამატებითი ინფორმაციის მოძიება სათანადო რესურსებში;
 იდეების გენერირება (დაბადება) - იდეების მოფიქრება-ჩანიშვნა;
 იდეების დაჯგუფება - იდეების დახარისხება, ურთიერთდაკავშირება მაორგანიზებელი სქემების გამოყენებით;
 დამხმარე რესურსების მობილიზება - ოპერატიული სასწავლო ინსტრუმენტის შექმნა (მაგ., სტუქტურული მოდელის, საკვანძო სიტყვების,
გრამატიკული ცნობარის, დახარისხებული ლექსიკური ერთეულის, ჩანიშვნების);
სტრატეგიები წერის დროს და წერის შემდეგ

 პირველადი ვარიანტის შედგენა, საჭიროებისამებრ, გეგმაში, წინა ნაწილებში ცვლილებების შეტანა;


 პირველადი ნაწერის გაუმჯობესება - ნაწერის პოტენციური მკითხველის თვალით წაკითხვა - შეფასება წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების
გამოყენებით; მისი (ნამუშევრის) სრულყოფა-გაუმჯობესება შინაარსობრივი, სტრუქტურული, ენობრივი თვალსაზრისით; გრამატიკული და
ორთოგრაფიული შეცდომების გასწორება დამხმარე რესურსებისა და ისტ-ის გამოყენებით;
 გაფორმება და გამოქვეყნება
სტრატეგიები გრამატიკის შესასწავლად

 ენათშორისი პარალელების გავლება;

 დედუქცია - კანონზომიერების/წესის გააზრება და გამოყენება კონკრეტულ მაგალითებში.

 ინდუქცია - კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით კანონზომიერების აღმოჩენა და წესის გამოყვანა.

დამახსოვრების სტრატეგიები

 გონებაში გაცოცხლება-დაფიქსირება კონკრეტული ხერხის გამოყენებით (ასოცირება, კატეგორიზება, გამეორება და სხვ.);

 ხანგრძლივ მეხსიერებაში დაფიქსირება გარკვეული პერიოდულობით გახსენების გზით (საღამოს, ორი დღის შემდეგ, 1 კვირის
თავზე, 1 თვის თავზე, 6 თვის თავზე, 1 წლის თავზე).

მეტაკოგნიტური სტრატეგიები

 მიღწევების მონიტორინგი (მიღწევების თვითშეფასება, ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა);

 სწავლის პროცესის მონიტორინგი (შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირება, გამოყენებული სტრატეგიების შეფასება);

 წინსვლის, მიღწევების გაუმჯობესების გეგმის შედგენა.

You might also like