Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 11

Mikheil Samkharadze

BIOS

კომპიუტერის ჩართვისას ოპერატიული მეხსიერება ცარიელია. მუშაობის დასაწყებად საჭიროა


ოპერატიულ მეხსიერებაში გადაწერილი იქნეს საჭირო პროგრამები. ამ გადაწერისათვის საჭიროა
ოპერატიულ მეხსიერებაში ოპერაციული სისტემის არსებობა. ოპერაციული სისტემა კი
მოთავსებულია ვინჩესტერზე, რომელთანაც მიმართვა ვერ მოხერხდება ოპერაციული სისტემის
გარეშე. მაშ საიდან უნდა მოხვდეს ოპერატიულ მეხსიერებაში ოპერაციული სისტემა? ამისათვის
კომპიუტერის შემადგენლობაში გათვალისწინებულია მუდმივი მეხსიერება (ROM, Read Only
Memory). მუდმივი მეხსიერება კვებისგან დამოუკიდებელი მეხსიერებაა, რომელიც კვების
გამორთვის შემდეგაც ინარჩუნებს ინფორმაციას. მუდმივ მეხსიერებაში ფირმა-დამამზადებლის
მიერ იწერება პროგრამა BIOS (Basic input- output system - შეტანა-გამოტანის ბაზური სისტემა).

Basic input Output System - ბიოსი, შეტანაგამოტანის ძირითადი სისტემა, არის მცირე ზომის
პროგრამა, რომელიც აკავშირებს კომპიუტერის აპარატურულ მოწყობილობას ოპერაციულ
სისტემასთან (Windows) ეს პროგრამა მოქმედებას იწყებს კომპიუტერის ჩართვისთანავე და მისი
მოვალეობაა შეამოწმოს აპარატურის მზადყოფნა ოპერაციული სისტემის გასაშვებად. ეს პროგრამა
მოქმედებას იწყებს კომპიუტერის ჩართვის დროს და უნდა შეამოწმოს აპარატურული მზად ყოფნა,
რათა გაუშვას ოპერაციული სისტემა. ბიოსი ჩაწერილია პატარა ჩიპში, რომელიც დედაპლატაზეა
განთავსებული. თავისი ბუნებით ეს მიკროსქემა მუდმივ მეხსიერებას წარმოადგენს (ROM), ანუ მასში
მწარმოებლის მიერ ჩაწერილია ბიოსი, რომელსაც მუდმივი კვება არ სჭირდება და მისი ამოშლა და
ხელახლა ჩაწერა (განახლება) პროგრამულად შესაძლებელია. ძველი მოდელის დედაპლატებზე ეს
ჩიპი იხსნება და მასში ბიოსის ჩაწერა ან განახლება სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით ხდება.

თანამედროვე დედაპლატებზე იგი მყარად არის დამაგრებული, მასში ბიოსი მწარმოებლის მიერ
არის ჩაწერილი და მისი დაზიანების შემთხვევაში ან განახლებისათვის საჭიროა გვქონდეს შესაბამისი
ვერსიის ბიოსი დისკეტაზე, ოპტიკურ დისკზე ან ფლეშკაზე. როგორც წესი ბიოსის საჭირო ვერსია
არის დისკზე, რომელიც დედაპლატას თან მოყვება შეძენისას. თუ ეს დისკი არ გვაქვს მაშინ მოგვიწევს
დედაპლატის მწარმოებლის საიტზე შესვლა და ბიოსის გადმოწერა. ასეთი ტიპის მიკროსქემას Flash
ROM ეწოდება.

ნებისმიერ სისტემურ პლატაზე მოთავსებულია მუდმივი მეხსიერების მიკროსქემა, რომელშიც


ჩაწერილია პროგრამა BIOS. BIOS შეიცავს სასტარტო პროგრამებს და დრაივერებს, რომლებიც
აუცილებელია სისტემის საწყისი ფუნქციონირებისათვის. BIOS აგრეთვე შეიცავს POST
(თვითტესტირება კომპიუტერის ჩართვის დროს) პროცედურას და სისტემური კონფიგურაციის
მონაცემებს (CMOS Setup). თუმცა ეს უკანასკნელი იწერება არა მუდმივი მეხსიერების მიკროსქემაში,
არამედ სისტემური პლატის მიკროსქემების კრებულის (Chipset) ერთ-ერთ მიკროსქემაში, რომელიც
ე.წ. CMOS- მეხსიერებას შეიცავს. CMOS Setup-ის მუდმივი მეხსიერების გარეთ შენახვა იმ ფაქტორითაა
განპირობებული, რომ მის კონფიგურირებას ადმინისტრატორი ასრულებს, ხოლო მუდმივ
მეხსიერებაში, ჩვეულებრივ, ცვლილებების შეტანა შეუძლებელია. მაშასადამე, პერსონალური
კომპიუტერის შემადგენლობაში გამოიყენება მუდმივი მეხსიერების კიდევ ერთი სქემა, ესაა CMOS
RAM. მეხსიერების ამ სქემას გააჩნია დაბალი სწრაფქმედება და მინიმალური ენერგომოთხოვნილება,
იკვებება აკუმულატორიდან. მასში ინახება ინფორმაცია კონფიგურაციის შესახებ, კომპიუტერის
მოწყობილობების შემადგენლობა და ინფორმაცია მათი მუშაობის რეჟიმების შესახებ. CMOS
მეხსიერების შიგთავსი იცვლება სპეციალური პროგრამის (Setup) საშუალებით.

CMOS (ინგლისური სიტყვიდანაა Complementary Metaal-Oxi-semiconductor) - ენერგო


დამოუკიდებელი მეხსიერება რომელიც ინახავს ინფორმაციას კომპიუტერის კონფიგურაციის შესახებ.
ეს სახელწოდება მიიღოო მიკროსქემის დამზადების ტექნოლოგიიდან. მას აქვს ძალიან დაბალი
ელექტრო ენერგიის მოხმარების მაჩვენებელი, ამიტომ მასში შენახული ინფორმაციის
შენარჩუნებისათვის საკმარისია მცირე ტევადობის ელემენტი, რომელიც განთავსებულია დედა
პლატაზე. ბევრი მომხმარებელი BIOS-ის და CMOS-ის არსს ერთმანეთში ურევენ. BIOS-ეს არის
პროგრამების ნაკრები, რომელიც კომპიუტერის მუშაობისთვის გამოიყენება, ხოლო CMOS-
მიკროსქემების დამზადების ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება BIOS-ის შეცვლადი ინფორმაციის
შესანახად. კომპიუტერის ჩატვირთვისთვის აუცილებელ ინფორმაციას შეიცავს CMOS მეხსიერების
მიკრო სქემა: მყარი დისკის პარამეტრს, კლავიატურის, მონიტორის, პროცესორის მუშაობის
პარამეტრები, ჩიპსეტების, ოპერაციული მეხსიერების და ა.შ.

ESCD (ინგლისური სიტყვიდანაა Extended System Configuration Data, კონფიგურაციის


გაფართოებული მონაცემები) - ენერგო დამოუკიდებელი მეხსიერების არე Plug and Play დინამიურად

2
კონფიგურირებადი მოწყობილობის პარამეტრების შესანახად. ახალი მოწყობილობის დამატების
დროს და არსებულის შეცვლისას. კონფიგურაციის ცხრილის შემდეგ მონიტორზე უნდა გამოჩნდეს
წარწერა „Updating ESCD… Success”, რომელიც ESCD არეში მონაცემებს წარმატებით განახლებას
აღნიშნავს. BIOS-ის ეს არე კონფიგურაციის შეცვლისას მომხმარებლის ჩარევის გარეშე ავტომატურად
ახლდება.

NVRAM (ინგლისური სიტყვიდანაა Non Volatile) - ენერგოდამოუკიდებელი მეხსიერება.


ენერგოდამოუკიდებელი მეხსიერების რამოდენიმე ტიპი არსებობს. მათ რიცხვს მიეკუთვნება ქვემოთ
ჩამოთვლილები.

 EPROM (ინგლისური სიტყვიდანაა ინგლისური სიტყვიდანაა Erasable Programmable Read Only


Memory) - მუდმივი მეხსიერების მიკროსქემა, რომლის შიგთავსი ულტრა იისფერი გამოსხივების
დახმარებით იშლება. BIOS-თვის ესეთი მიკროსქემები გამოიყენებოდნენ უფრო სრულყოფილის
გამოჩენამდე.
 EEPROM (ინგლისური სიტყვიდანაა Electrically Erasable Programmable Read Only Memory)-
მუდმივი მეხსიერების მიკროსქემა, რომლის შიგთავსი სპეციალური ელექტრო სიგნალის
მეშვეობით იშლება. კვების წყაროს გამორთვის შემდეგაც ინახება მასში მონაცემები. მეხსიერების
ამ სპეციალურ სახეს Flash ROM-ი ეწოდება. შესაძლებელია პირდაპირ კომპიუტერში მასში
არსებული ინფორმაციის ახლიდან გადაწერა.

PnP BIOS (Plug and Play BIOS)-BIOS, რომელიც Plug and Play ტექნოლოგიას ხელს უწყობს.ის
აუცილებლად Flash ROM მიკროსქემაზე უნდა იყოს ჩაწერილი.

RTC (Real Time Clock)- რეალური დროის საათი. როგორც წესი, CMOS მეხსიერების (იმავე
აკუმულატორიდან იკვებებიან კვების წყაროდან გამორთვის შემდეგ) ერთ მიკროსქემაში არიან
გაერთიანებული.

3
BIOS შედგება ორი ნაწილისაგან: BIOS POST და BIOS SETUP.

BIOS POST - პირველი ნაწილის მოვალეობაა ჩართვის შემდეგ დაუკავშირდეს კომპიუტერის


ყველა მოწყობილობას, შეამოწმოს მათი მზადყოფნა, დაუკავშირდეს სისტემური დისკის ჩამტვირთავ
სექტორს (MBR) და გადასცეს მას კომპიუტერის შემდგომი მართვა. ამ პროცესს BIOS POST ეწოდება.
როცა პროცესორის შესასვლელზე გაჩნდება კვების ძაბვა, პროცესორი ავტომატურად აკეთებს
მიმართვას BIOS-ის საწყის მისამართზე და გაიშვება კომპიუტერის მოწყობილობების ავტომატური
ტესტირების პროგრამები. ტესტირების წარმატებით დამთავრების შემდეგ კი მართვა გადაეცემა
ჩამტვირთავი დისკის MBR-ს, რომელიც მიმართვას გააკეთებს მყარ დისკთან და გადმოტვირთავს
ოპერაციული სისტემის ბირთვს ოპერატიულ მეხსიერებაში. BIOS გააჩნია არა მარტო სისტემურ
პლატას, არამედ სხვადასხვა კონტროლერსაც, მაგალითად, ვიდეოპლატას, აუდიოპლატას, მოდემს და
ა.შ. პოსტის დროს შავი ფონის ეკრანზე თეთრი წარწერებით გამოდის კომპიუტერის ძირითადი
მახასიათებლები: ბიოსის ვერსია, პროცესორის ტიპი და პარამეტრები, ოპერატიული მეხსიერების
ზომა, IDE დისკწამყვანების განლაგება სტატუსის მიხედვით, მათი სტანდარტი, გაფართოვების
სლოტებსა და შეტანა-გამოტანის პორტებზე მიერთებული ადაპტერებისა და მოწყობილობების
პარამეტრები, არხების IRQ წყვეტა და ზოგიერთი სხვა ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ არასწორად
გვაქვს მიერთებული აპარატურა ან ბიოსი ვერ იპოვის ჩამტვირთავ კოდს რომელიმე დისკზე, სისტემა
არ გაეშვება და ამის შესახებ შეგვატყობინებს.

BIOS SETUP - BIOS-ის მეორე ნაწილს ეწოდება BIOS SETUP. მისი გაშვებისათვის საჭიროა
კომპიუტერის ჩართვის მომენტში, როცა მიმდინარეობს პოსტი, დავაწვეთ შესაბამის კლავიშსს
კლავიატურაზე: DEL (ზოგიერთი ბიოსისათვის ESC, INC, HOME, F1, F2, F12 ან ავკრიფოთ ეკრანზე
მითითებული სხვადასხვა კლავიშების კომბინაცია). პროგრამა SETUP ეკრანზე გაგვიხსნის ბიოსის
მენიუს, ცისფერ ეკრანზე თეთრი წარწერებით (ზოგიერთ ვერსიას სხვაფერის მენიუ აქვს, თანამედროვე
კომპიუტერებში ბიოსს აქვს გრაფიკული ინტერფეისი სადაც შეიძება მაუსის გამოყენება). მენიუში
წარმოდგენილია კომპიუტერის უამრავი პარამეტრი, რომლებსაც კიდევ თავისი ქვემენიუები აქვთ.
პარამეტრები ჩვენი შეხედულებისამებრ შეგვიძლია შევცვალოთ ქვემოთ წესებისა და
რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ჩვეულებრივ BIOS-ის პროგრამული უზრუნველყოფისათვის თანამედროვე დედაპლატის


შექმნაზე, ამაზე სპეციალიზირებული რამდენიმე კომპანია მუშაობს. თუმცა პლატის რამოდენიმე
მწარმოებელი (მაგალითად IBM, Intel) ხანდახან BIOS-ის შექმნას თავისთავზე იღებენ. ძირითადი
წარმოებლებს შორის ოთხის გამოყოფა შეიძლება:

4
 Award Software- ოფიციალური საიტია http://www.award.com
 Phoenix Technologies LTD-ოფიციალური საიტია http://www.ptltd.com
 BIOS; American Megatrends Ine-ოფიციალური საიტი http://www.megatrends.com/
 AMI BIOS; Microid Research- ოფიციალური საიტი http://www.mrbios.com/
მწარმოებლების ოფიციალურ საიტზე BIOS-ის კონკრეტულ ვერსიაზე ყოველთვის
შეგეძლებათ დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა და გადმოწეროთ მისი განახლება.

BIOS-ში შესასვლელი პაროლის მოხსნა.

თუ დაგვავიწყდა BIOS-ში შესასვლელი პაროლი, მაშინ კომპიუტერი არ ჩაიტვირთება. პაროლის


მოხსნა შეიძლება ისეთი პროგრამებით, როგორიცაა: Amipass, Passcmos და სხვ. მაგრამ ზოგჯერ
აღნიშნული პროგრამები ვერ უზრუნველყოფენ პაროლის მოხსნას. ამ შემთხვევაში საჭიროა გავხსნათ
სისტემური ბლოკის კორპუსი და ვნახოთ BIOS-ი, რომელიც დამაგრებულია დედა პლატაზე. BIOS-ის
ყველა მონაცემი ჩაწერილია ე.წ. CMOS-ს მეხსიერებაში. თითქმის ყველა თანამედროვე სისტემურ
პლატაზე CMOS-ის გასუფთავების (წაშლის) შესაკრავი ე.წ.ჯამპერი (რუსულად-перемычка), იმყოფება
ელემენტის გვერდით. ძირითადად გააჩნია 4 კონტაქტი. ნორმალური მდგომარეობის შემთხვევაში მე-2
და მე-3 კონტაქტია შეერთებული. პაროლის მოხსნისათვის საჭიროა პირველი და მეორე ან მესამე და
მეოთხე კონტაქტების გადაერთება. ზოგჯერ მეორე და მესამე კონტაქტების გადაერთებაც აკეთებს
ჩამოყრას. თუ ასეთი შესაკრავი ვერ ვიშოვეთ,მაშინ უნდა ავიღოთ ელექტროსადენი და ერთი წვერი
მივადოთ კორპუსის შეუღებავ ნაწილს, რათა კარგი კონტაქტი გვქონდეს და მეორე წვერი მივადოთ
ყველა მიკროსქემის გამომყვანებს (ფეხებს), გარდა პროცესორისა. თუ დედა პლატაზე
დამონტაჟებულია მიკროსქემა ორ რიგად განლაგებული 24 გამომყვანით, მაშინ ჯობია დავიწყოთ ამ
მიკროსქემიდან. ასეთ მოქმედებას CMOS მეხსიერების გაწმენდის დიდი ალბათობა გააჩნია. შემდეგ
ჩავრთოთ კომპიუტერი და ვნახოთ გაეშვება თუ არა. თუ გაეშვა ე.ი. CMOS მეხსიერება გაწმენდილია
და შესაბამისად პაროლიც მოხსნილია.

NOTE: ზოგჯერ პაროლის მოსახსნელად ხსნიან ელემენტს ან ამოკლებენ, რომელსაც სასურველ


შედეგამდე ვერ მივყავართ CMOS-ის დამოკლება იწვევს მის ნაადრევ გამოსვლას მწყობრიდან.

5
წყვეტა და ზოგიერთი სხვა ინფორმაცია

თუ კომპიუტერის კონფიგურაცია სწორად არის შერჩეული, მართვა გადაეცემა ჩამტვირთავი


დისკის MBR-ს და ოპერაციული სისტემა გაეშვება. იმ შემთხვევაში, თუ არასწორად გვაქვს
მიერთებული აპარატურა ან ბიოსი ვერ იპოვის ჩამტვირთავ კოდს რომელიმე დისკზე, სისტემა არ
გაეშვება და ამის შესახებ შეგვატყობინებს.

ბიოსის ხმოვანი სიგნალები

კომპიუტერის საწყის ტესტირებას როგორც ყოველთვის თან ახლავს ერთი მოკლე ხმოვანი
სიგნალი, რომელიც გვატყობინებს POST პროცედურა წარმატებით დასრულდა და მზადაა
ოპერაციული სისტემის ჩასატვირთად. თუ გამოვლინდა სერიოზული შეცდომა, სისტემა შეწყვეტს
მუშაობას და გამოსცემს ხმოვან სიგნალს ან ეკრანზე გამოიტანს შეტყობინებას პრობლემის შესახებ.
ხმოვანი სიგნალები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა პრობლემა არ იძლევა საშუალებას ეკრანზე
გამოჩნდეს შეცდომის შესახებ შეტყობინება. ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნან, იმისათვის რომ
მიიპყრონ მომხმარებლის ყურადღება ვიზუალური შეტყობინების გამოტანისას.

ჩატვირთვის პრიორიტეტის განსაზღვრა

ოპერაციული სისტემის ინსტალაციის წინ აუცილებელია შევცვალოთ კომპიუტერის


ჩატვირთვის პრიორიტეტი ისე, რომ პირველ ჩამტვირთავ მოწყობილობად დავაყენოთ ოპტიკური
დისკწამკითხავი ან ფლეშ მეხსიერება, იმის მიხედვით საიდანაც ვახდენთ ინსტალაციას.

თუ კომპიუტერის მყარ დისკზე ადრე არ ყოფილა ინსტალირებული ოპერაციული სისტემა,


ერთადერთი ჩამტვირთავი ჩანაწერი იქნება ჩადებულ საინსტალაციო დისკზე ან მიერთებულ ფლეშ
მეხსიერებაზე, ამ შემთხვევაში არავითარი ჩატვირთვის პრიორიტეტის განსაზღვრა არ გვიჭირდება და
ოპერაციული სისტემის ინსტალაცია დაიწყება ყოველგვარი დამატებითი მოქმედებების გარეშე. თუ
მყარ დისკზე უკვე არსებობს ძველი ოპერაციული სისტემა, რომლის შეცვლაც გვინდა ახლით, მაშინ
ჩამტვირთავი მოწყობილობის არჩევა იქნება აუცილებელი.

იმ შემთხვევაში თუ მყარ დისკს აქვს უფრო მაღალი პრიორიტეტი, კომპიუტერიც ამ


მოწყობილობიდან ჩაიტვირთება. მაგრამ Windows-ის ინსტალაციისთვის აუცილებელია კომპიუტერი
ჩაიტვირთოს საინსტალაციო დისკიდან, რის გამოც ბიოსში საჭიროა სწორად განვსაზღვროთ
კომპიუტერზე მიერთებული მოწყობილობების ჩატვირთვის პრიორიტეტები. მოცემულ სიტუაციაში
ჩვენ არ შეგვიძლია შესასრულებელი მოქმედებების ზუსტი მიმდევრობების მითითება ჩატვირთვის

6
პრიორიტეტის შესაცვლელად. მიზეზი მდგომარეობს BIOS-ის მრავალფეროვნებაში. დედაპლატის
თითოეული მწარმოებელი თავის პროდუქციაში იყენებს ბიოსის განსხვავებულ ვერსიას. ჩატვირთვის
პარამეტრების მომართვის უფრო ზუსტი ინსტრუქციები შეგიძლიათ მიიღოთ კონკრეტული
მოწყობილობის დოკუმენტიდან ან მწარმოებლის ვებ-გვერდიდან. ჩვენს შემთხვევაში განვიხილავთ
ტიპიური BIOS-ის პარამეტრების მომართვას, რომელიც გამოიყენება დღეს არსებულ უმეტესობა
დედაპლატებში.

იმისათვის რომ გამოვიძახოთ ბიოსი, საჭიროა კომპიუტერის ჩართვის დროს განსაზღვრულ


მომენტში დავაჭიროთ კონკრეტულ ღილაკს (იშვიათად - კლავიშთა კომბინაციას). ყველაზე
ხშირად გამოიყენება შემდეგი ღილაკები: Delete, F1, F2 ან ESC. იმის გასაგებად, თუ რომელი ღილაკი
გამოიყენება თქვენი კომპიუტერის ბიოსში შესასვლელად, იხილეთ დედაპლატის ინსტრუქცია.
ხშირად კომპიუტერის ჩართვისას ჩნდება შემდეგი შეტყობინება: Hit Del to Run Setup. ასეთი
შეტყობინების დროს ბიოსში შესასვლელად საჭიროა დავაწვეთ Delete ღილაკს. ღილაკზე დაჭერა უნდა
მოვასწროთ იქამდე სანამ მოცემული შეტყობინება ჩანს, ანუ დაახლოებით 2 წამი გვაქვს ამისათვის.
ნოუთბუქისა და დედაპლატის ზოგიერთ მოდელში შეიძლება ასეთი შეტყობინება საერთოდ არ
გამოჩნდეს, ასეთ შემთხვევაში მოგვიწევს დედაპლატის ან ნოუთბუქის ინსტრუქციების გადახედვა.

ჩავთვალოთ რომ დააჭირეთ ბიოსში შესასვლელ საჭირო ღილაკს დროის საჭირო მომენტში. ხშირ
შემთხვევაში ეკრანზე გამოჩნდება შემდეგი ინტერფეისი ზოგ შემთხვევებში ინტერფეისი შეიძლება
განსხვავებული იყოს, მნიშვნელოვნადაც კი, მაგრამ ჩვენ განვიხილავთ ყველაზე გავრცელებულ
მაგალითს.

7
თქვენს წინ მოცემულია ბიოსის პარამეტრების მომართვის ინტერფეისი. ბიოსი (BIOS) შეტანა-
გამოტანის ბაზური სისტემა (Base Input-Output System) არის პროგრამა, რომელიც მართავს
კომპიუტერს ოპერაციული სისტემის ჩატვირთვის დაწყებამდე. ის ასევეუზრუნველყოფს
აპარატურულ მოწყობილობებსა და პროგრამულ გარემოს შორის კავშირს. ამ პროგრამას გააჩნია
ძალიან ბევრი პარამეტრი, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში გვაინტერესებს მხოლოდ ჩატვირთვის
პრიორიტეტების განსაზღვრა. ხშირ შემთხვევაში ყველანაირი ოპერაცია ბიოსში სრულდება
კლავიატურის დახმარებით, მაგრამ ახალ მოდელებში უკვე გამოიყენება მაუსიც.

შემდეგ ეტაპზე აუცილებელია ბიოსში ვიპოვოთ პარამეტრი, რომელიც დაკავშირებულია


კომპიუტერის ჩატვირთვასთან. ჩვენს მაგალითში ეს არის ჩანართი Boot. გადავდივართ მოცემულ
ჩანართზე კლავიატურის მარცხენა ან მარჯვენა ღილაკზე დაჭერით. Boot მენიუს აქვს შემდეგი
ინტერფეისი.

ზემოთ მოცემულ ფანჯარაში ჩამოვშალოთ პარამეტრების ჯგუფი Boot Device Priority. ამისათვის
ზედა და ქვედა ისრებიანი კლავიშების დახმარებით გამოვყოთ მოცემული პუნქტი და დავაჭიროთ
Enter ღილაკს:

8
Mikheil Samkharadze

ჩამოშლილი პარამეტრების ჯგუფში არის რამდენიმე სტრიქონი. ჩვენს შემთხვევაში მათი


რაოდენობა არის ოთხი, სხვადასხვა ბიოსების ვერსიაში მათი რაოდენობა შეიძლება იყოს მეტი ან
პირიქით ნაკლები. ჩამტვირთავი ჩანაწერის (Boot Record) ძებნა ინფორმაციის მატარებლის
მოთხოვნის შემთხვევაში შესრულდება ზუსტად იმ მიმდევრობით, როგორცაა განსაზღვრული
მოცემულ ჩამონათვალში. პირველ რიგში მოთხოვნილ იქნება ინფორმაციის მატარებელი,
რომელიც მითითებულია 1st Boot Device სტრიქონში. იმ შემთხვევაში თუ მოცემულ ჩანაწერში
მითითებულ მოწყობილობას გააჩნია ჩამტვირთავი, მაშინ კომპიუტერის ჩატვირთვა მოხდება
სწორედ ამ ინფორმაციის მატარებლიდან. თუ პირველ ადგილზე მითითებულ მოწყობილობაში
არ აღმოჩნდა ჩამტვირთავი ჩანაწერი, მაშინ მოთხოვნილი იქნება ის ინფორმაციის მატარებელი,
რომელიც მითითებულია 2nd Boot Device განყოფილებაში, და ა.შ, სანამ არ იქნება გამოძახებული
მოცემულ ჩამონათვალში არსებული ყველა მოწყობილობა. ჩვენი დავალებაა გავაკეთოთ ისე, რომ
პირველ ჩამტვირთავ მოწყობილობად არჩეულ იქნას ოპტიკური დისკწამყვანი, საიდანაც უნდა
მოხდეს ოპერაციული სისტემის ინსტალაცია. ამიტომ ოპტიკური დისკწამყვანი უნდა
მივუთითოთ 1st Boot Device პუნქტში, ხოლო მყარი დისკი უნდა დავაყენოთ მეორე
წამკითხავ მოწყობილობად და მივუთითოთ 2nd Boot Device პუნქტში, რათა დისკიდან
ოპერაციული სისტემის ფაილების გადატანის შემდეგ მოხდეს მყარი დისკიდან ჩატვირთვა.
იმისათვის რომ ავირჩიოთ პირველი წამკითხავი მოწყობილობა, საჭიროა
შევასრულოთ შემდეგი მოქმედებები:

1. ზედა და ქვედა მიმართულების ღილაკების დახმარებით ავირჩოთ 1st Boot Device პუნქტი;
2. დავაჭიროთ Enter ღილაკს. გამოჩნდება კომპიუტერზე მიერთებული ინფორმაციის
მატარებლების ჩამონათვალი:
9
Mikheil Samkharadze

3. ზედა და ქვედა მიმართულების ღილაკების დახმარებით ჩამონათვალიდან ავირჩიოთ


ოპტიკური დისკწამყვანი (ის შეიძლება აღნიშნული იყოს როგორც CD-ROM, DVD-ROM,
DVD-RW და ა.შ.).
4. დავაჭიროთ Enter ღილაკს. შერჩეული ოპტიკური დისკწამყვანი დადგება 1st Boot Device
განყოფილებაში.

შემდეგ ეტაპზე უნდა დავაყენოთ მეორე ჩამტვირთავ მოწყობილობად მყარი დისკი,


რომელზეც მოხდება ოპერაციული სისტემის ინსტალაცია.
1. აირჩიეთ 2nd Boot Device განყოფილება და დააჭირეთ Enter ღილაკს. გამოჩნდება
მიერთებული ინფორმაციის მატარებლების ჩამონათვალი.
2. გამოტანილ ჩამონათვალში აირჩიეთ მყარი დისკი (ხშირ შემთხვევაში ჩამონათვალში
მითითებულია მყარი დისკის კონკრეტული მოდელი) და დააჭირეთ Enter ღილაკს:

ახლა რადგან ჩატვირთვის მიმდევრობა განვსაზღვრეთ, აუცილებელია ამ ცვლილებების


შენახვა ბიოსში. პარამეტრების შენახვა და ასევე ბიოსიდან გამოსვლა სრულდება Exit
ჩანართიდან. მანამდე აუცილებელია დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა სხვა ჩანართი
ხელმისაწვდომია. ჩვენს მაგალითში ვერ ვხედავთ სხვა ჩანართების პარამეტრებს, რადგან
ვიმყოფებით ერთ-ერთი ჩანართის ქვეგანყოფილებაში, კონკრეტულად Boot-ში (სურ. 2.5).
ქვეგანყოფილებიდან გამოსასვლელად დააჭირეთ ESC ღილაკს. შემდეგ მარცხენა და მარჯვენა
ისრებიანი ღილაკების დახმარებით უნდა ავირჩიოთ Exit ჩანართი და მასში ბრძანება Exit&Save
Changes. ამ ბრძანების არჩევის და Enter ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოჩნდება დიალოგური
ფანჯარა, სადაც უნდა დავადასტუროთ ცვლილებების შენახვა (სურ. 2.6). ამისათვის უნდა
ავირჩიოთ ღილაკი OK, Yes ან Save (დამოკიდებულია ბიოსის ვერსიაზე) და დავაჭიროთ Enter
ღილაკს. ცვლილებები შეინახება, დაიხურება BIOS- პროგრამა და გაგრძელდება კომპიუტერის
ჩატვირთვა, მაგრამ ახლა უკვე თქვენს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტის შესაბამისად.
10
Mikheil Samkharadze

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს მიერ მომართული ბიოსის პარამეტრები შენახული იქნება
კომპიუტერის შემდეგი ჩატვირთვის დროსაც. მათი ცვლილება მოხდება მხოლოდ ჩვენი ჩარევის
შემდეგ ზემოთ აღნიშნული ეტაპების გავლის შემთხვევაში.

11

You might also like