Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 30

1

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მედიცინის ფაკულტეტი

კვლევითი ნაშრომი

ლექტორი: მარიამ ღამბაშიძე

სტუდენტი: მარიამ აზიკური


2

სარჩევი
შესავალი...................................................................................................................................................4
არსებული კვლევები...........................................................................................................................9
კვლევის აქტუალურობა...................................................................................................................12
პრაქტიკული ღირებულება..............................................................................................................14
კვლევის საკითხი/ჰიპოთეზა...............................................................................................................15
მეთოდი...................................................................................................................................................16
ინსტრუმენტი-....................................................................................................................................16
მონაწილეები......................................................................................................................................19
პროცედურა........................................................................................................................................19
შედეგები.................................................................................................................................................19
ცხრილი 1............................................................................................................................................20
ცხრილი 2............................................................................................................................................20
ცხრილი 3............................................................................................................................................21
ცხრილი 4............................................................................................................................................22
ცხრილი 5............................................................................................................................................22
განხილვა.................................................................................................................................................23
შეზღუდვები.......................................................................................................................................26
გამოყენებული ლიტერატურა.............................................................................................................27
დანართი..................................................................................................................................................29
3

აბსტრაქტი

პიროვნება წარმოადგენს ინდივიდის


4

სენსაციისადმი სწრაფვა, თვითკონტროლი და პიროვნული ნიშნები

“To live is to risk it all.

Otherwise you're just an inert chunk

of randomly assembled molecules

drifting wherever the universe blows you”

(rick and morty, 2013-)

შესავალი

პიროვნება მოისაზრებს ინდივიდის ჩვევებს, კოგნიციებსა და ემოციურ

პატერნებს, რომლებიც ყალიბდება ბიოლოგიური და გარემო ფაქტორების მიხედვით

(მეთიუსი & გერალდი, 2009). არ არსებობს ერთი კონკრეტული და მიღებული

განმარტება ამ ცნების, მაგრამ თეორიების უმრავლესობა მიმართულია მოტივაციის,

ინდივიდის ფსიქიკისა და მისი გარემოს ინტერაქციის ახსნაზე(კაპლანი & სადოკი).

ერთი მხრივ, პიროვნული ნიშნების თეორია ცდილობს მის დაყოფას კატეგორიებად

და ამის საფუძველზე ქცევის პროგნოზირებას, მეორე მხრივ ქცეცაზე

დაფუძვნებული, ბიჰევიორალური თეორიები პიროვნებას დასწავლისა და ჩვევების

საფუძველზე განიხილავენ. მიუხედავად ამისა, უმეტეს თეორიებში პიროვნებას

შედარებით სტაბილური ფორმა გააჩნია (მეთიუსი & გერალდი, 2009).

პიროვნული ნიშნების ერთ-ერთ განზომილებას წარმოადგენს სენსაციისადმი

სწრაფვა, „მრავალფეროვანი, ნოველური, კომპლექსური და მძაფრი“

გამოცდილებების ძიება და „ფიზიკურ, სოციალურ, სამართლებრივსა და ფინანსურ


5

რისკებზე წასვლა მსგავსი გამოცდილებებისთვის“ (ცუკერმანი 1994, გვ 27).

საყურადღეობა, რომ რისკი არ წარმოადგენს ამ ნიშნის განმსაზღვრელ ფაქტორს,

არამედ ხშირ შემთხვევაში არის იგნორირებული, უგულვებელყოფილი ან აგზნების

წყაროდ აღქმული, რაც აქტივობას მეტად სასიამოვნოს ხდის (ცუკერმანი, 1994).

ცუკერმანის მიხედვით მაღალი სენსაციისადმი სწრაფვის მქონე ინდივიდებს

სჭირდებათ მეტი სტიმულაცია, რათა აგზნების ოპტიმალურ დონეს მიაღწიონ. თუ ეს

დონე არაა მიღწეული აქტივობა აღიქმება როგორც არასასიამოვნო გამოცდილება

(ლარსენი & ბუსი, 2008).

სენსაციისადმი სწრაფვა შესაძლოა დაყოფილი იქნას 4 სუბ-განზომილებად

(ცუკერმანი & აიზენკი, 1978):

 აღელვების, თავგადასავლების ძიება: სურვილი უჩვეული სენსაციებისა და

რისკის შემცველი გარე აქტივობებით დაკავების. მაგალითად:

თვითმფრინავიდან გადმოხტომა, წყვალქვეშა ყვინთვა, ავტომობილის მაღალი

სიჩქარეზე მართვა და ა.შ.

 გამოცდილების ძიება: მძაფრი სენსორული და გონებრივი გამოცდილებების

მიმართ სწრაფვა, მოისაზრება ფსიქოდელიკრუი გამოცდილებები,

საზოგადოებისგან დევიაცია და სურვილი არაორდინალურ ინდივიდებსა და

მათ ჯგუფებთან ურთიოერთობის.


6

 დისინჰიბიცია: სწრაფვა ისეთი სიტუაციებისადმი, რომლებზეც ინდივიდს

მცირე ან საერთოდ არ გააჩნია კონტროლი. მაგალითად: არაკანონიერი

აქტივობები, ალკოჰოლის დიდი დოზით მიღება და ა.შ

 მობეზრებისადმი მგრძნობელობა: გამეორებადი, გაწერილი და რუტინული

აქტივობების მიმართ მგრძნობელობა და ცვლილებისადმი სწრაფვა.

როგორც უკვე ვახსენეთ მრავალი თეორია განიხილავს პიროვნებას, ერთ საკითხს

წარმოადგენს ინდივიდუალური მახასიათებლების გაგება, ხოლო მეორე ამ ნიშნების

ერთობის, სინთეზური კონსტრუქტის გაგებაზეა მიმართული, საბოლოო სურათი კი

იქმნება ამ ორი განხრის გაერთიანების შედეგად. ცუკერმანის (1969) მიხედვით

სენსაციისადმი სწრაფვა წარმოადგენს პიროვნების ერთ-ერთ ძირითად ნიშანს და

ინდივიდუალური განსხვავებების გამოყოფის საშუალებას გვაძლევს, ამასთანავე

უნდა დავადგინოთ თუ რა მნიშვნელობა და ადგილი უკავია მას პიროვნების

მთლიანობაში, რა მექანიზმებთან და ნიშნებთანაა ურთიერთქმედებაში, არის თუ არა

ეს კავშირი დინამიკური, ცვალებადი გარემოს მიხედვით, თუ ვხვდებით ისეთ

ბაზისურ კავშირებსაც, რომლებიც ურთიერთდამოკიდებულების თვისებას ატარებენ.

ამისთვის საჭიროა განვიხილოთ პიროვნების სხვა განზომილებები.

ე.წ “HEXACO”-ს პიროვნული სტრუქტურის მოდელი წარმოადგენს ინდივიდის

პიროვნებას ექვს განსხვავებულ განზომილებაში, ეს კატეგორიები შედგება სუბ-

ნიშნებისგან, რომლებიც განსაზღვრავენ ფაქტორის დონეს. (ეშტონი & ლი, 2004).

ესენია:
7

 პატიოსნება-თავმდაბლობა: გულწრფელობა, სამართლიანობა, მოკრძალება.

 ემოციურობა: შფოთვისა და შიშისადმი მოწყვლადობა, მიჯაჭვულობა,

სენტიმენტალურობა.

 ექსტრავერსია: სოციალურობა, სოციალური თვით-შეფასება, სოციალური

გამბედაობა, აქტიურობა.

 კეთილგანწყობა/თანხმობისადმი მზაობა:

 კეთილსინდისიერება: ორგანიზაციულობა, შრომისმოყვარეობა, სიფრთხილე,

პერფექციონიზმი.

 გამოცდილებისადმი ღიაობა: ცნობისმოყვარეობა, მაღალი ესთეთიკური

განცდა, კრეატიულობა.

საყურადღებოა, რომ მოდელის ავტორების (ეშტონი & ლი, 2009) მიხედვით ეს

ფაქტორები განსაზღვრავენ ინდივიდის ინტრაპერსონალურ, სოციალურ ქცევას,

კონკრეტული განზომილებების (პატიოსნება-თავმდაბლობა, ემოციურობა,

თანხმობისადმი მზაობა) შეჯამება საბოლოო ჯამში გამოხატავს მის მიდრეკილებას

ერთი მხრივ, მაღალი დონის შემთხვევაში პროსოციალური და ალტრუისტული

ქმედებისკენ, სოციალური პასუხისმგებლობის განცდითა და სხვების მიმართ

მოწყალე, პოზიტიური დამოკიდებულებით. ხოლო დაბალი დონის შემთხვევაში, იგი

მიმართულია ანტაგონისტური და ანტისოციალური ქმედებისკენ. მოტივაციის

წყაროდ აქვთ მატერიალური ღირებულება და უგულებელყოფენ საზოგადოებას

საკუთარი მიზნების მიღწევისთვის. სტრესულ და რისკის შემცველ სიტაციუაში


8

ახასიათებთ შფოთვის დაბალი დონე და მიუხედავად საფრთხისა ერთვებიან მსგავს

აქტივობებში.

როგორც სენსაციისადმი სწრაფვა, ასევე პატიოსნება-თავმდაბლობის ნიშნები

განიხილავენ ინდივიდის ქცევის მოტივაციასა და მიზნებს, ორივე საკუთარი

თეორიის ფარგლებში. ზემოხსენებულიდან გამომდინარე ჩვენ გვაინტერესებს

როგორ დამოკიდებულებაში არიან ისინი პიროვნების მთლიანი პერსპექტივიდან

გამომდინარე. თუ ჩვენ განვიხილავთ ადამიანის ქცევასა და ქცევის მოტივაციას,

უნდა ვახსენოთ ქცევის ინჰიბიტორული კონტროლი, კონკრეტულად

თვითკონროლი, ემოციების, აზრებისა და იმპულსების რეგულაციის კოგნიტურ

უნარს (დაიმონდი 2013). ანუ ნებისმიერი გამოვლენილი ქცევა, ან მისი გეგმა თუ არ

ემთხვევა ინდივიდის შეხედულებებს, მის ინტერესებსა და სოციალურ ნორმებს,

ექვემდებარება რეგულაციას, შეკავებას ან ობიექტივაციას.

საბოლოო ჯამში პიროვნული ნიშნები და სენსაციისადმი სწრაფვა განსაზღვრავს

ადამიანის ინტერესს ერთ შემთხვევაში იყოს პატიოსანი, არ ჩაერთოს

დანაშაულებრივ ქმედებაში და პრო-სოციალური, საპირისპიროდ მეორე ხსნის მის

მიდრეკილებას ანტისოციალური, რისკის შემცველი და სახიფათო აქტივობისკენ და

რადგანაც ეს ქცევა არ არის იმპულსური, არამედ გადის დაგეგმვისა და რეგულაციის

პროცესს (ცუკერმანი, 1994; კოპინგი, ქემბელი & მანსერი 2013)


9

არსებული კვლევები

ამ საკითხის გარშემო ჩატარებული იყო რამდენიმე კვლევა. 1978 წელს

აიზენკმა და ცუკერმანმა სცადეს სენსაციისადმი სწრაფვასა და აიზენკის პიროვნულ

ნიშნებს (ექსტრავერსია, ნეიროტიციზმი, ფსიქოტიციზმი) შორის კავშირის დადგენა.

შედეგად სენსაციისადმი სწრაფვა ყველაზე მჭიდრო კორელაციაში ფსიქოტიციზმთან

იყო, შემდგომ ექსტრავერსიასთან. 2008 წელს დე ვრიემ და ფიჯმა გამოიყენეს

ზემოხსენებული „HEXACO“-ს საზომი და შედეგად აღმოჩნდა პატიოსნება-

თავმდაბლობისა და ემოციურობის უარყოფითი კორელაცია სენსაციისადმი

სწრაფვასთან. ამის მიუხედავად, რთულია მსგავსი მონაცემების განზოგადება

კულტურათაშორის პოპულაციაზე, გამომდინარე იქიდან, რომ სენსაციისადმი

სრაფვა და ზოგადად პიროვნება რა საკვირველია ექცევა საზოგადოებაში მიღებული

ნორმებისა და კულტურული განპირობების გავლენის ქვეშ (პოხრელი, სუსმანი, სანი,

კნიაზერი & მასაგუტოვი, 2010). პოხრელისა და სხვების მიერ ჩატარებული კვლევის

შედეგად დადგინდა, რომ სენსაციისადმი სწრაფვა რუსეთის პოპულაციაში

სიგარეტის მოწევის პრედიქტორი იყო სოციალური თვითკონტროლი კი- მავნე

ნივთიერებების მოხმარების. ხოლო ამერიკის პოპულაციაში პირიქით,

თვითკონტროლი დაკავშირებული იყო სიგარეტის მოწევასთან, ხოლო

სენსაციისადმი სწრაფვა ალკოჰოლის, მარიხუანისა და სხვა ნივთიერებების

მოხმარების პრედიქტორი იყო. სავარაუდოდ რუსეთში სიგარეტის მარტივი

ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე ნაკლები კავშირი იყო თვითკონტროლთან,


10

ხოლო ამერიკაში კლებულობს სიგარეტის მოწევასთან მიმართებით სოციალური

მიმღებლობა (ჯონსტონი და სხვები, 2007), მიუხედავად იმისა, რომ სენსაციისადმი

სწრაფვა ზოგადად საფუძვლიანი პრედიქტორია დევიაცური ქცევისა და მავნე

ნივთიერებაზე დამოკიდებულების (ჰორვათი & ცუკერმანი, 1994; ლენდსმენი,

გრებერი, ნიკოლსი & ბოტვინი, 2011). ამის საფუძველზე, ნებისმიერი მსგავსი კვლევა

ჩატარებული ნებისმიერ პოპულაციაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო იქნება,

რადგან პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი კულტურას ეკუთვნის.

თვითონ სენსაციისადმი სწრაფვის, ცნება როგორც ვახსენეთ მარვინ

ცუკერმანის მიერ იყო შემოტანილი და რა საკვირველია ყველაზე მნიშვნელოვანი

თავდაპირველი კვლევები საკითხის გარშემო მას ეკუთვნის. ერთ-ერთი ასეთი კვლევა

იყო ცუკერმანის, ბუქსბაუმისა და მერფის მიერ, 1980 წელს ჩატარებული

სენსაციისადმი სწრაფვასა და მის ბიოლოგიურ კორელატებზე, საიდანაც აღინიშნა

სქესთა შორის განსხვავება. კროსმა, სირენმა და ბრაუნმა 2013 წელს შეამოწმეს თუ

რამდენად სტაბილური იყო ეს მაჩვენებლები. შედეგად მამაკაცებში კიდევ

აღინიშნება შედარებით მაღალი მაჩვნებლები, მაგრამ ქალების მაჩვენებლები მძაფრი

გამოცდილებებისა და თავგადასავლების მიმართ სწრაფვის შესამჩნევად გაიზარდა.

ზოგადი შედეგების შეჯამებით ნაჩვენებია სქესთა შორის განსხვავებები თუ რა

განზომილებებში განირჩევიან ერთმანეთისგან და ასევე სოციალური

პრედისპოზიციის გავლენები. მაგალითად ადრეული კვლევების შემდგომ ბევრად

მიღებული და ხელმისაწვდომი გახდა ექსტრემალური აქტივობები ქალებისთვის,


11

რაც სავარაუდოდ არის ქალებში სენსაციისადმი სწრაფვის დონის ზრდის ერთ-ერთი

მიზეზი. ავტორები ვარაუდობენ კულტურული და გენეტიკური განპირობების

მნიშვნელობაზე, ეს ორი ფაქტორი არ უნდა იყოს გამიჯნული ერთმანეთისგან არამედ

საერთო სურათი საშუალებას იძლევა მეტად საფუძვლიანი კვლევების ჩატარების.

კულტურულმა ცვლილებებმა განაპირობეს ქალებში თავგადასავლების მიმართ

სწრაფვა ხოლო გენეტიკური ფაქტორები (ევოლუციური თეორიის თანახმად

(ვილსონი & დეილი, 1985) მამაკაცებს განვითარებული აქვთ თვითგადარჩენის

უნარისა და უშიშრობის დემონსტრაციისადმი მიდრეკილება, რაც რეპროდუქციული

წარმატების მეტ შანსს აძლევთ) განასხვავებენ ქალებსა და მამაკაცებს შორის

მობეზრებისგან დაღწევისა და დისინჰიბიციის განზომილებებს რაც დროის

მანძილზე უცვლელია. მამაკაცები მეტად მიდრეკილნი არიან საფრთხის შემცველი

ქმედებების მიმართ და რუტინული და სისტემური ცხოვრების სტილის მიმართ მეტ

მიუღებლობას იჩენენ. ამ კვლევამ ხაზი გაუსვა საზოგადოების ცვლილებისა და

განვითარების მნიშვნელობას. საზოგადოება დინამიკურია, ექვემდებარება სწრაფ

განვითარებას და ამ განვითარებას პიროვნების ცვლილება მოყვება.

განვითარებასთან ერთად აუცილებელია პიროვნების სისტემატური კვლევა. ის რომ

გარკვეულ დროის მონაკვეთში შესაძლოა არ იყოს კავშირი ორ ცვლადს შორის, არ

გვაძლევს მისი დროზე განზოგადების საფუძველს, რადგან გარკვეულმა

ცვლილებებმა, განსაკუთრებით რადიკალურმა შესაძლოა ეს სურათი

მნიშვნელოვნად შეცვალოს.
12

კვლევის აქტუალურობა

დევიაციისა და დანაშაულებრივი ქმედების ნებისმიერი განმაპირობებელი

ფაქტორი ინტერესისა და აქტუალურობის ბუნებრივ საკითხს წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დევაციას შესაძლოა დადებითი

შედეგები მოყვეს, უმეტეს შემთხვევაში განაპირობებს ზიანს, როგორც

დევიანტისთვის ასევე საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე, თუ საფუძვლიანად

შევისწავლით ინტრაპერსონალურ განმაპირობებლებსა და ჩამოვაყალიბებთ

პრედიქტორების კატეგორიას, შესაძლებელი გახდება არა მხოლოდ დანაშაულებრივი

ქმედებისადმი მოწყვლადი ინდივიდების მეტად ოპერატიულ დიაგნოსტირებას

არამედ პროგნოზირებას და ადრეული ასაკიდანვე ინტერვენციას და პრევენციას.

ამის უფრო ნათლად წარმოსაჩენად მოვიყვანოთ რამდენიმე კვლევები

მაგალითებად. ლენდსმენისა და სხვების მიერ 2011 წელს. 867 სკოლის მოსწავლის

კვლევამ აჩვენა, რომ სენსაციისადმი სწრაფვა პირდაპირ კავშირში არის ამ ასაკში

დელიქვენტური ქცევისთან. დაბალი დონიდან მაღალზე-ამ განაწილებაზე

პროპორციულად იზრდებოდა დელიქვენტობის დონე, ანუ რაც უფრო მაღალია

სენსაციისადმი სწრაფვა მეტ რისკის შემცველ აქტივობებშია ჩართული ინდივიდი და

მეტად მძიმე დანაშაულისადმი არის მიდრეკილი.

ალკოჰოლის დიდი დოზით მოხმარება და ნივთიერებაზე დამოკიდებულება

ასევე მიმართებაშია, სენსაციისადმი სწრაფვასთან, კონკრეტულად დისინჰიბიციის

და გამოცდილების ძიების განზომილებებთან. (რობერტი, 2004). ინდივიდები


13

მიდრეკილები არიან თანაბარი სენსაციისადმი სწრაფვის მქონე ადამიანებთან

ურთიერთობისადმი, რაც საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს ნარკოტიკული

საშუალებების მოხმარებაზე, ასევე დადგენილია, რომ თანატოლების სენსაციისადმი

სრაფვის მაჩვენებელი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრედიქტორია

(რობერტი, 2004).

ზოგადად პიროვნება ფართოდ საკვლევ საკითხს წარმოადგენს ფსიქოლოგიაში,

უბრალო იმ ფაქტიდან გამომდინარეც კი, რომ პიროვნება და პიროვნული

განსხვავებები ცხოვრებაში გამოცდილებების განსმსაზღვრელი და მამოძრავებელია

(ჯერონიმუსი, რიზი, სანდერმენი & ორმელი, 2014).

ასევე საყურადღებოა პერიტოგიანისის მიერ 2015 წელს სენსაციისადმი

სწრაფვისა და ფსიქოზური აშლილობების კავშირთან დაკავშირებით ლიტერატურის

მიმოხილვა. საკმაოდ რთული აღმოჩნდა ამ საკითხზე რაიმე ფასეული მონაცემების

შეგროვება, რაც ამ ორის კავშირისკენ მიგვითითებდა. ავტორის მიერ განხილულ

კვლევებში მინიმალური კორელაცია იყო აშლილობასა და მაღალ სენსაციისადმი

სწრაფვის დონეს შორის. მაგრამ დამოუკიდებლად აღმოჩნდა რომ სენსაციისადმი

სწრაფვის დონე განაპირობებდა ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას შიზოფრენიის

შემთხვევაში. მთავარ დასკვნად შემოთავაზებულია რეკომენდაცია რომ ნებისმიერ

აშლილობის პაციენთან გამოყენებული იქნას სენსაციისადმი სწრაფვის შკალა რათა

შესაძლებელი გახდეს მისი გამორიცხვა ან საფუძვლიანი კავშირის დადგენა როგორც

აშლილობის განპირობებაში მონაწილე ფაქტორად. მან ასევე გაამახვილა ყურადღება


14

ზოგადად პიროვნული ნიშნების კვლევის უპირველესყოვლისა მეცნიერულ

ფასეულობაზე, რადგან თუ თვითონ დისციპლინა არ არის ოპტიმალურად

აღნუსხული კონკრეტული კვლევებით, შეუძლებელია მათი პრაქტიკაში გამოყენება.

პრაქტიკული ღირებულება

წინა პარაგრაფებში უკვე ვახსენეთ თუ რატომ არის აქტუალური კვლევის

საკითხი. ადამიანის პიროვნება დაწყებული ფილოსოფიის საფუძვლებიდან

წარმოადგენს შემეცნების ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხს. რა კანონზომიერებს

ექვემდებარება იგი, შეგვიძლია თუ არა პიროვნების კონკრეტული და საფუძვლიანი

განსაზღვრა. შეგვიძლია თუ არა პიროვნების განზომილებების დაკავშირება და ა.შ.

რა თქმა უნდა მრავალი კვლევა ჩატარებულია და ტარდება ამ საკითხის გარშემო,

მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია პიროვნებოს ერთი კონკრეტული და

აღიარებული ცნება. იგი განხილულია განსხვავებული დისციპლინების

ჩარჩოებიდან, ყოველ შეხედულებას გააჩნია თავისი კანონზომიერებები და

პატერნები, მაგრამ მათი შეჯერება დღემდე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

აქედან გამომდინარე მსგავს კვლევებში ნებისმიერი მიღებული ინფორმაციაც

ფასეულია, რადგან გვაწვდის პატარა დეტალებსა და ნაწილებს რათა საბოლოოდ

მივაგნოთ პიროვნების არსს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთული და ნელი

პროცესია.

კონკრეტულად ჩვენი კვლევის პრაქტიკული ღირებულება როგორც ვთქვით

წარმოადგენს ერთი- რისკის შემცველი აქტივობებით დაკავების ერთ-ერთი


15

პიროვნული საფუძველის, კონკრეტულად სენსაციისადმი სწრაფვის და სხვა

ნიშნების დაკავშირების შედეგად ინფორმაციის მიღება იმაზე თუ რა მექანიზმები და

ფაქტორები მონაწილეობენ ამ პროცესში.

ამ საკითხის მომდევნო კვლევები საშუალებას მოგვცემს მეტად ზუსტი,

მიზანშეწონილი პრევენციისა და ჩარევის დაგეგმარებას. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი

ნებისმიერი საზოგადოებისთვის, რადგან დევიაცია და დანაშაული ყველგან

აქტუალურია და ერთ-ერთ კრიტიკულ პრობლემას წარმოადგენს ზოგადად

კაცობრიობისთვის.

რა საკვირველია ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი კვლევის ამბიციაა ამ ყველაფრის

გარანტირება არამედ მსჯელობა თუ რატომ უნდა გავამახვილოთ ამ საკითხზე

ყურადღება და როგორ შეგვიძლია აღმოჩენების მორგება საზოგადოებაზე.

კვლევის საკითხი/ჰიპოთეზა

როგორც უკვე ვახსენეთ, კვლევის საკითხს წარმოადგენს თუ რამდენად

სავარაუდოა განსხვავებული ტიპის პიროვნული ნიშნების ურთიერთკავშირი. ერთი-

არის თუ არა რომელიმე პიროვნული ნიშანი (პატიოსნება-თავმდაბლობა,

ემოციურობა, ექსტრავერსია, თანხმობისადმი მზაობა, კეთილსინდისიერება,

გამოცდილებისადმი ღიაობა) მეორე- აქვს თუ არა რაიმე გავლენა თვითკონტროლს

ინდივიდიეს მიერ მძაფრი და რისკის შემცველი აქტივობებში ჩართულობის

მაჩვენებელში.
16

ჰიპოთეზას წარმოადგენს შემდეგი ვარაუდი- პატიოსნება-თავმდაბლობის მაღალი

დონე უკავშირდება გამოცდილების ძიების მცირე მაჩვენებელს, ემოციურობის

მაღალი მაჩვენებელი კავშირშია აღელვების, თავგადასავლების ძიების მცირე

მაჩვენებლთან, კეთილსინდისიერებაც მსგავს უარყოფით კავშირშია

დისინჰიბიციასთან. გამოცდილებისადმი ღიაობა, ექსტრავერსია დადებით კავშირშია

სენსაციისადმი სწრაფვის მთლიან მაჩვენებლთან და მობეზრების მიმართ

მგრძნობელობის, გამოცდილების ძიების სუბ-ნიშნებთან. მაღალი თვითკონტროლის

დონე უკავშირდება დისინჰიბიციის, მობეზრებისადმი მგრძნობელობისა და

ემოციურობის დაბალ დონეს, წარმოადგენს კეთილსინდისიერების

მეთოდი

ინსტრუმენტი-სენსაციისადმი სწრაფვის გასაზომად გამოყენებული იქნა ცუკერმანის

შკალა (SSS-V, 1978) გადმოთარგმნილი და მორგებული საქართველოს პოპულაციაზე.

შკალა შედგება 26, ორ-ვარიანტიანი ელემენტებისგან. (α= .74) ვალიდობით

მაგ: ა. მე მომწონს თავისუფალი წვეულებები სადაც არავინაა შეზღუდული

ბ. მე მირჩევნია მშვიდი წვეულებები რომლებიც ორიენტირებულია სასიამოვნო

საუბარზე.

ელემენტები საბოლოოდ 4 განზომილების მაჩვენებელია.

მაგ: აღელვების, თავგადასავლების ძიება (α= .68):

ა. ჩემი აზრით გონიერი ადამიანი ერიდება საფრთხის შემცველ აქტივობებს.

ბ. მე დროდადრო მომწონს შიშის მომგვრელი ატივობებით დაკავება.


17

გამოცდილების ძიება (α= .67):

ა. მე არ მიზიდავს სუნამოები.

ბ. მე მიზიდავს ბუნებრივი სურნელის მქონე სუნამოები.

დისინჰიბიცია (α= .67):

ა. ალკოჰოლის მიღების შემდეგ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

ბ. მე არ მესმის იმ ადამიანების რომლებსაც სჭირდებათ ალკოჰოლის მიღება

რათა კარგად იგრძნონ თავი.

მობეზრებისადმი მგრძნობელობა (α= .61):

ა. ჩემთვის მოსაწყენია ერთი და იმავე ადამიანების ყოველდღიური ნახვა.

ბ. მე კომფორტს მიქმნის მეგობრების ყოველდღიურად შეხვედრა.

თვითკონტროლი გაზომილი იყო 36 დებულებისა და საზომი სკალებისგან (1-5; 1

ნიშნავს, რომ სრულებით არ ეთანხმება, ხოლო 5 ნიშნავს, რომ სავსებით ეთანხმება

რესპოდენტი) ვალიდობის მაღალი (α= .83) მაჩვენებლით.

მაგ:

1.ცდუნებებს ადვილად ვუმკლავდები. 1 2 3 4 5

პიროვნული ნიშნების გასაზომად გამოყენებული იყო “HEXACO-PI-R” 60

დებულებისგან შემდგარი ინსტრუმენტი. დებულებების თანხმობა აღინიშნა სკალაზე

1-5, სადაც რესპოდენტი-5 = სავსებით ვეთანხმება 4 = ეთანხმება 3 = ნეიტრალური


18

(არც ეთანხმება, არც არ ეთანხმებია) 2 = არ ეთანხმება 1 = სავსებით არ ეთანხმება. (α= .

71) ვალიდობით.

მაგ: 1. ____ ჩემთვის მოსაწყენი იქნებოდა ხელოვნების გალერეაში ვიზიტი

დებულებები საბოლოოდ დაყოფილია 6 განზომილებად.

პატიოსნება-თავმდაბლობა (α= .66):

მაგ: 9.____თუ მეცოდინება, რომ არ დამიჭერენ, მილიონი დოლარის მოპარვის

სურვილი მექნებოდა.

ემოციურობა (α= .73):

მაგ: 4.____შემეშინდებოდა, თუ მგზავრობა მომიწევდა ცუდ ამინდში

ექსტრავერსია (α= .75):

მაგ: 3.____საკმარისი მიზეზი მაქვს იმისათვის, რომ საერთო ჯამში, საკუთარი თავით

კმაყოფილი ვიყო.

კეთილგანწყობა/თანხმობისადმი მზაობა (α= .72):

მაგ: 2.____იშვითად ვრჩები ნაწყენი იმ ადამიანებზეც კი, ვინც ძალიან ცუდად

მომექცა.

კეთილსინდისიერება (α= .73):

მაგ: 14.____ გადაწყვეტილებებს სიტუაციის ზეგავლენით უფრო ვიღებ, ვიდრე

ფიქრისა და განსჯის საფუძველზე.

გამოცდილებისადმი ღიაობა (α= .64):


19

მაგ: 1.____ჩემთვის მოსაწყენი იქნებოდა ხელოვნების გალერეაში ვიზიტი.

მონაწილეები-კვლევაში მონაწილეობდნენ 18-დან 26 წლამდე რესპოდენტები.

როგორც კაცები ასევე ქალები. რაოდენობა წარმოადგენს 64-ს. აქედან 10-მა

რესპოდენტმა შეავსო ინსტრუმენტის(სენსაციისადმი სწრაფვის კითხვარი)

საპილოტო ვერსია. საბოლოო 54 რესპოდენტიდან იყო 28 ქალი და 26 მამაკაცი

(აღწერითი ანალიზისთვის იხ. ცხრილი 1).

პროცედურა- რესპოდენტებმა მშვიდ, თავისუფალ გარემოში შეავსეს კითხვარები.

ყველას მიეწოდა საერთო ინსრუქცია. ცდისპირები წინასწარ იყვნენ

გაფრთხილებულნი თუ დაახლოებით რამდენი დრო დასჭირდებოდა შევსებას და

რამდენი ელემენტისგან შედგებოდა ინსტრუმენტი.

შედეგები

შედეგად მიღებული მონაცემებში ჩვენს სამიზნე სტატისტიკურ მონაცემებად

იყო გამოთვლილივი (SPSS-ის გამოყენებით). კონკრეტულად კორელაცია ყველა

არსებულ ცვლადს შორის. კორელაცია ჰიპოთეზაში ხსენებულ ცვლადებს შორის და

რეგრესული ანალიზი იმის დასადგენად წარმოადგენდა თუ არა რომელიმე

პიროვნული ნიშანი სენსაციისადმი სწრაფვის, რომელიმე განზომილების

პრედიქტორს.

ცხრილი 1

აღწერითი ანალიზი

მდედრობითი მამრობითი
M SD N M SD N t
თავმდაბლობა 33.61 7.622 28 30.19 6.431 26 -1.77

ემოციურობა 33.50 6.801 28 26.92 5.176 26 -3.97*


20

ექსტრავერსია 30.61 5.763 28 31.81 7.782 26 .647

თანხმობისადმი მზაობა 27.43 6.697 28 29.27 6.821 26 1.00

კეთილსინდისიერება 32.11 7.480 28 33.08 5.803 26 .529

ღიაობა 35.89 6.285 28 33.85 6.949 26 -1.13

მობეზ. მგრძ. 2.18 1.020 28 2.04 1.216 26 -.460

დისინჰიბიცია 2.39 1.315 28 2.81 1.550 26 1.06

გამოც ძიება 4.68 1.744 28 4.92 1.440 26 .559

თავგ. ძიება 3.86 1.840 28 4.00 1.744 26 .292

ს.ს(სრული) 13.11 4.597 28 13.77 4.493 26 .535


თვითკონტროლი 109.89 20.030 28 108.88 11.963 26 -.221

M - საშუალოარითმეტიკული; SD - სტანდარტულიგადახრა; t - ტ კრიტერიუმი დამოუკიდებელი


შერჩევებისთვის; *p<.001

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება დაფიქსირდა მხოლოდ ემოციურობის ნიშანში.

ცხრილი 2

კორელაციური ანალიზი პიროვნულ ნიშნებს, სენსაციისადმი სწრაფვასა და

თვითკონტროლს შორის

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
1.თავმდაბლობა -
2.ემოციურობა .160 -
3.ექსტრავერსია -.013 -.201 -
4. თანხმობისადმი .079 .054 -.047 -
მზაობა
5.კეთილსინდისიერება .150 -.047 .082 .171 -
6.ღიაობა .000 .026 .022 -.092 .271* -
*
7.მობეზ. მგრძ. -.249 .007 -.081 -.027 .317 .060 -
8.დისინჰიბიცია -.229 .062 .025 .087 .023 .057 .313* -
* * **
9.გამოც ძიება -.311 .025 -.068 .078 -.189 .313 .546 .557** -
**
10.თავგ. ძიება -.015 .048 -.190 .165 -.066 .110 .205 .358 .580** -
11. თვითკონტროლი .169 -.124 .308 *
.054 .667 **
.236 -.223 -.154 -.355 **
-.249 -
12.ს.ს -.250 .049 -.111 .114 -.163 .137 .619 **
.732 **
.893 **
.763 **
-.327*
*p<.05 **p<.01
21

პირსონის კორელაციის გამოთვლის შედეგად მივიღეთ შემდეგი მონაცემები:

პატიოსნება-თავმდაბლობის ნიშანი უარყოფით კორელაციაშია გამოცდილების

ძიებასთან, r = -.311, p <.05. გამოცდილების ძიება დადებით კორელაციაშია

გამოცდილებისადმი ღიაობასთან r = .313, p <.05. კეთილსინდისიერება უარყოფით

კორელაციაშია მობეზრებისადმი მგრძნობიარობასთან r = .317, p <.05.

თვითკონტროლი დადებით კორელაციაშია ექსტრავერსიასთან r = .308, p <.05 და

მჭიდრო კორელაციაშია კეთილსინდისიერებასთან r = .667, p <.01. უარყოფით

კორელაციაშია სენსაციისადმი სწრაფვს (სრულ) მაჩვენებელთან r = .327, p <.05,

მჭიდრო უარყოფით კორელაციაშია გამოცდილების ძიების განზომილებასთან r = .

355, p <.01.

ცხრილი 3

რეგრესული ანალიზი, თვითკონტროლი-პიროვნული ნიშნები,

ს.ს-ის წინასწარმეტყველად

B SE B β
თვითკონტროლი -.110 .032 -.446**
ღიაობა .237 .083 .376***
თავმდაბლობა -.109 .077 -.188
ემოციურობა .058 .078 .099
ექსტრავერსია .051 .080 .087
თანხმობისადმი
.102 .077 .172
მზაობა
კეთილსინდისიერებ
-.006 .109 -.009

R2ADJ .253
F 2.88*
*p<.05 **p<.01. ***p<.001.
22

რეგრესული ანალიზის საფუძველზე გაიზომა წინასწარმეტყველებდა თუ არა

რომელიმე ცვლადი(თვითკონტროლი, პიროვნული ნიშნები) სენსაციისადმი

სწრაფვის დონეს. რეგრესიის შედეგმა აჩვენა, რომ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი 2

წინასწარმეტყველი იყო ცვლადებს შორის (იხ. ცხრილი 4).

ცხრილი 4

რეგრესული ანალიზი, თვითკონტროლი-გამოცდილებისადმი ღიაობა

სენსაციისადმი სწრაფვის პრედიქტორად.

B SE B β

თვითკონტროლ
-.110 .032 -.446**

ღიაობა .237 .083 .376*
2
R ADJ .253

F 7.95**

*p<.01. **p<.001.
მათი გამოცალკევების შემდგომ, თვითკონტროლი და ღიაობა ხსნიდა 22.1%

ვარიაციას (R2=253, F(2,47)=7.956, p<.001). თვითკონტროლი მნიშვნელოვნად

წინასწარმეტყველებდა სენსაციისადმი სწრაფვას (β=-.446, p<.001), ისევე როგორც

გამოცდილებისადმი ღიაობა (β=.376, p<.01)

ცხრილი 5

რეგრესული ანალიზი, თვითკონროლი კეთილსინდისიერების პრედიქტორად.

B SE B β
თვითკონტროლი 1.64 .255 .667*
R2ADJ .434
F 41.58*
23

*p<.001.

ასევე, თვითკონტროლი ხსნიდა კეთილსინდისიერების 43.4% ვარიაბილობას

(R2ADJ=434, F(1,48)=41.58, p<.001)(β=.667, p<.001).

განხილვა

კორელაცია

მიღებულმა მონაცემებმა ჰიპოთეზაში წამოწეული დაშვებებიდან ნაწილი

დაადასტურა, ხოლო ნაწილი არა. ეს შეგვიძლია ორი კუთხიდან განვიხილოთ, ერთი

თუ რა დადასტურდა და ახალი კავშირები გამოაშკარავდა, მეორე- ჰიპოთეზის რა

ნაწილი აღმოჩნდა მცდარი და რატომ.

კავშირები, რომლებიც დადასტურდა და დამატებითი მონაცემები, რაც არ იყო

ჰიპოთეზაში განხილული.

1. პატიოსნება-თავმდაბლობის ნიშანი უარყოფით კორელაციაშია გამოცდილების

ძიებასთან, გამოცდილების ძიება დადებით კორელაციაშია

გამოცდილებისადმი ღიაობასთან, კეთილსინდისიერება უარყოფით

კორელაციაშია მობეზრებისადმი მგრძნობიარობასთან

2. თვითკონტროლი დადებით კორელაციაშია ექსტრავერსიასთან და მჭიდრო

კორელაციაშია კეთილსინდისიერებასთან. უარყოფით კორელაციაშია

სენსაციისადმი სწრაფვის (სრულ) მაჩვენებელთან, მჭიდრო უარყოფით

კორელაციაშია გამოცდილების ძიების განზომილებასთან.

ჯერ განვიხილოთ ის მოლოდინები რაც გამართლა. გამოცდილების ძიება

განაპირობებს ადამიანის მიდრეკილებას მძაფრი გონებრივი და სენსორული


24

შეგრძნებისკენ, ინდივიდი ცდილობს გაეყაროს საზოგადოებას, ახასიათებს

კონფორმულობის დაბალი დონე და აქვს ურთიერთობა სხვა მსგავსი ნიშნების მქონე

ადამიანებთან. საბოლოოდ, ყალიბდება სოციუმიდან გამორჩეული ჯგუფები და

იდეოლოგიები (მაგალითად „პანკები“). არსებობენ ისეთი ჯგუფები, რომლებიც არ

წარმოადგენენ საფრთხეს, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე თვითონ

წევრებისთვის, მაგრამ ასევე არის ისეთი დაჯგუფებები (კულტი, სექტა, მისიონერები

„სკინ-ჰედები“, სკოლებში დელიქვენტური ჯგუფები და ა.შ) რომლებიც პოტენციურ

საფრთხეს წარმოადგენენ. როგორც უკვე ვახსენეთ რობერტის (2004) მიხედვით

თვითონ ინდივის გამოცდილების ძიების მაღალ დონესთან ერთად, თანატოლებში

არსებული ეს ნიშანიც წარმოადგენს დანაშაულებრივი ქმედებისა და ნივთიერებათა

მოხმარების პრედიქტორს. აქედან გამომდინარე, ინდივიდი მაღალი თავმდაბლობის

მაჩვენებლით, ნაკლებად ცდილობს სოციუმიდან გადახრას და იცავს კანონებსა და

ნორმებს ცხადია არ ჩაერთვება მსგავს აქტივობებში. აქვე სახსენებელია

გამოცდილების ძიებისა და გამოცდილებისადმი ღიაობის კავშირი, ღიაობა

მოისაზრებს ცნობისმოყვარეობასა და კრეატიულობას, ინდივიდი მიისწრაფის

აქტიურობისკენ და ახალი გამოცდილების მიღების მიმართ ნაკლები შფოთვა აქვს,

რაც სავარაუდოდ განაპირობებს მის მიდრეკილებას არაორდინალური და უჩვეულო

აქტივობებისკენ. მობეზრებისადმი მგრძნობიარობა და კეთილსინდისიერების

უარყოფითი კორელაცია ცხადია, ინდივიდი რომელიც მგრძნობიარეა გაწერილი,

სისიტემური ცხოვრების მიმართ, არ შეუძლია რუტინული სამუშაოს შესრულება და


25

ყოველთვის ახალ გამოცდილებას ეძებს, აქვთ დაბალი პასუხისმგებლობა, უჭირთ

სამუშაოს ბოლომდე დასრულება თუ ეს განმეორებად და გრძელვადიან ელემენტებს

მოიცავს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების ნიშნებს. ზუსტად ეს

იყო ჰიპოთეზის საფუძველი და მთლიანად კვლევის მიზანი, ეს შედეგები

გვაჩვენებენ, რომ მიუხედავად განსხვავებული მოტივაციების, ქცევის

მიმართულებისა და მისწრაფებების ამსახავი პიროვნული ნიშნები ბაზისურ დონეზე

დაკავშირებულია. ადამიანის აქტივობისთვის სულაც არაა საჭირო იყოს რაიმე

კონკრეტული მოთხოვნილება ან შესაბამისი სიტუაცია აქტუალური, მას თვითონ

მოქმედების და აქტიურობის მოთხოვნილებაც გააჩნია, ენერგიისა და ძალების

ნებისმიერი მიმართულებით ამოქმედებისა (უზნაძე, 2009). პიროვნული ნიშნები კი

ბაზისურ დონეზე განაგებენ ინდივიდის ღირებულებებსა და ფასეულობებს, თუ

პიროვნებაში დომინირებს გამორჩეულობის, მოუსვენრობისა თუ რისკის შემცველი

აქტივობებისკენ მიდრეკილება, ამავდროულად ვერ ექნება პროსოციალური

ფასეულობები, რადგან მათი შემადგენელი ნაწილების (მაგ: ინტერნალიზირებული

სოციო-კულტურული ნორმები, პასუხისმგებლობა სხვების მიმართ,

პერფექციონიზმი და ა.შ) ზოგადი დონე ერთი მხრივ განაგებს სხვადასხვა

განზომილებების არსებობას.

ასევე აღსანიშნავია თვითოკონტროლის უარყოფითი კორელაცია გამოცდილების

ძიებასთან და სენსაციისადმი სწრაფვის სრულ მაჩვენებელთან. ანუ თუ ინდივიდს

განვითარებული აქვს თვითკონროლის უნარი,


26

ის კავშირები რაც არ იყო დადასტურებული:

დისინჰიბიციას არ აღმოაჩნდა კავშირი რომელიმე პიროვნულ ნიშანთან,

მიუხედავად იმისა, რომ დე ვრიემ და ფიჯმა 2009 წელს, მსგავსი საკითხის კვლევისას

ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირები ზუსტად დისინჰიბიციასთან დაადგინეს.

საინტერესოა, რომ დისინჰიბიციის ერთ-ერთი მახასიათებელია იმპულსის

კონტროლის დაბალი მაჩვენებელი, ინდივიდი მიმართულია იმპულსურობისკენ,

სოციალური ნორმების უგულვებელყოფისკენ, ჰიპერსექსუალობისა და დანაშაულის

ჩადენისადმი (გრაფმანი, ბოლერი, ბერნდტი, რობერტსონი, რიზოლატი, 2002). ეს

მახასიათებლები ერთმნიშვნელოვნად საპირისპოროა პატიოსნება-თავმდაბლობისა

და კეთილსინდისიერების პიროვნულ ნიშნებთან, რაც ადამიანის სამართლიანობასა

და პატიოსნებას მოიცავს. მაგალითად, ნაკლებად „პატიოსანი“ აქტივობები

შესაძლებელია რისკსა და დანაშაულებრივ ქმედებებს მოიცავდეს.

შეზღუდვები
27

გამოყენებული ლიტერატურა

Eysenck, S. and Zuckerman, M. (1978), The relationship between sensation-seeking and

Eysenck's dimensions of personality. British Journal of Psychology, 69: 483–487

David Rawlings Fionnuala Twomey, Elizabeth Burns, Sharon Morris (1998)

Personality, Creativity, and Aesthetic Preference: Comparing Psychoticism, Sensation Seeking,

Schizotypy, and Openness to Experience Empirical Studies of the Arts

Vol 16, Issue 2, pp. 153 – 178

Zuckerman, M., Schultz, D. P., & Hopkins, T. R. (1967). Sensation seeking and volunteering for

sensory deprivation and hypnosis experiments. Journal of Consulting Psychology, 31(4),

358-363.

Horvath, Paula & Zuckerman, Marvin. (1993). Sensation Seeking, Risk Appraisal, and Risky

Behavior. Personality and Individual Differences. 14. 41-52.

Pokhrel, P., Sussman, S., Sun, P., Kniazer, V., & Masagutov, R. (2010). Social Self-control,

Sensation Seeking and Substance Use in Samples of US and Russian

Adolescents. American Journal of Health Behavior, 34(3), 374–384.


28

Lynne-Landsman, S. D., Graber, J. A., Nichols, T. R., & Botvin, G. J. (2011). Is Sensation

Seeking a Stable Trait or Does it Change Over Time? Journal of Youth and

Adolescence, 40(1), 48–58.

Peritogiannis, V. (2015). Sensation/novelty seeking in psychotic disorders: A review of the

literature. World Journal of Psychiatry, 5(1), 79–87.

Cross, C. P., Cyrenne, D.-L. M., & Brown, G. R. (2013). Sex differences in sensation-seeking: a

meta-analysis. Scientific Reports, 3, 2486.

Shulman, E. P., Harden, K. P., Chein, J. M. and Steinberg, L. (2016), The Development of

Impulse Control and Sensation-Seeking in Adolescence: Independent or Interdependent

Processes?. J Res Adolesc, 26: 37–44. 

McCourt, W. F., Gurrera, R. J., & Cutter, H. S. (1993). Sensation seeking and novelty seeking:

Are they the same? Journal of Nervous and Mental Disease, 181(5), 309-312.

Zheng, Y., Li, Q., Tian, M., Nan, W., Yang, G., Liang, J. and Liu, X. (2017), Deficits in

voluntary pursuit and inhibition of risk taking in sensation seeking. Hum. Brain Mapp.,

38: 6019–6028. 

Corr, Philip J.; Matthews, Gerald (2009). The Cambridge handbook of personality

psychology (1. publ. ed.). Cambridge, U.K.: Cambridge University Press. 

Sadock, Benjamin; Sadock, Virginia; Ruiz, Pedro. Kaplan and Sadock's Comprehensive

Textbook of Psychiatry. Wolters Kluwer. 

Zuckerman, Marvin (2009). "Chapter 31. Sensation seeking". In Leary, Mark R.; Hoyle, Rick

H. Handbook of Individual Differences in Social behavior. New York/London: The

Guildford Press. pp. 455–465.


29

Larsen, Randy J.; David. M. Buss (2008). Personality Psychology; Domains of Knowledge about

human nature (3rd ed.). New York: McGraw Hill. p. 223.

Ashton, Michael C.; Lee, Kibeom; Perugini, Marco; Szarota, Piotr; de Vries, Reinout E.; Di

Blas, Lisa; Boies, Kathleen; De Raad, Boele (2004). "A Six-Factor Structure of

Personality-Descriptive Adjectives: Solutions From Psycholexical Studies in Seven

Languages". Journal of Personality and Social Psychology. 86 (2): 356–366.

de Vries, R.E., de Vries, A., & Feij, J.A. (2009). Sensation seeking, risk-taking, and the

HEXACO model of personality. Personality and Individual Differences, 47, pp. 536-540.

Roberti, Jonathan W. (2004). "A review of behavioral and biological correlates of sensation

seeking". Journal of Research in Personality. 38(3): 256

Jeronimus, B. F., Riese, H., Sanderman, R., Ormel, J. (2014). "Mutual Reinforcement Between

Neuroticism and Life Experiences: A Five-Wave, 16-Year Study to Test Reciprocal

Causation". Journal of Personality and Social Psychology. 107 (4): 751–64.

McCoul, Maryann D.; Haslam, Nick (2001). "Predicting high risk sexual behaviour in

heterosexual and homosexual men: The roles of impulsivity and sensation

seeking". Personality and Individual Differences. 31 (8): 1303.

Geertz, Clifford. (1973). The interpretation of cultures : selected essays. New York :Basic

Books.

M. Wilson, M. Daly Competitiveness, risk taking and violence: The young male syndrome

Ethology and Sociobiology, 6 (1985), pp. 59-73.

Copping L.T., Campbell A., Muncer S. (2013)  Personality and Individual Differences,  54

(8) , pp. 908-912. 
30

დანართი

You might also like