Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 13

შიდსი

შიდსის გავრცელება, რისკები და მართვა

ავტორი: თამარ კუტივაძე

რეფერატი შესრულებულია

საქართველოს უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის

აკადემიური წერის კურსისთვის

ხელმძღვანელი: მაია მადუაშვილი

თბილისი

2019

რა  არის  შიდსი?


შიდსი

შიდსი ანუ შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, რომელსაც ხალხმა მე-20


საუკუნის შავი ჭირი უწოდა, დღესდღეისობით მიჩნეულია კაცობრიობისთვის 
ყველაზე დიდ საფრთხედ თერმობირთვული ომის შემდეგ. ეს არის ინფექციური 
დაავადება, რომელსაც  იწვევს  ადამიანის  იმუნოდეფიციტის  ვირუსი (აივ). ეს
ვირუსი უშუალოდ აზიანებს ადამიანის დამცველ, ე.წ. იმუნურ  სისტემას  და
მწყობრიდან  გამოყავს იგი, რის შედეგადაც ინფიცირებულ   პირს  ადვილად უჩნდება 
სხვადასხვა  ინფექციური  ან   სიმსივნური  დაავადებები, როგორც  წესი, სასიკვდილო 
შედეგით.                                                                                                                              
თანამედროვე  კლასიფიკაციით  დაავადებას  ეწოდება  ადამიანის   იმუნოდეფიციტის
ვირუსული  ინფექცია (აივ ინფექცია), ხოლო საკუთრივ  ტერმინით ''შიდსი'' აღინიშნება 
დაავადების  მხოლოდ  ბოლო  სტადია, როდესაც  გამოიხატება დაავადების  ძირითადი 
კლინიკური  ნიშნები. შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206
ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, დღესდღეისობით მსოფლიოში შიდსის ვირუსით
ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა.
(აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებითაა
გამოწვეული.) აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.
(მედპორტალი, 2012, გვ.1)

,,შიდსის გლობალური ეპიდემიის სავალალო რეალობის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა


თანამედროვე ადამიანის მოვალეობაა. თითოეული ადამიანი უზრუნველყოფილი
უნდა იყოს შიდსის შესახებ შესაბამისი ინფორმაციით და ხელმისაწვდომი მოვლითა
და მზრუნველობით”. (ანანი, 2009, გვ.201)

ეს დაავადება მთელ მსოფლიოშია, საინტერესოა როგორ და საიდან წარმოიშვა


და დღესდღეობით რამდენადაა გავრცელებული სხვადახვა ქვეყანაში. შიდსი
კლინიკურად პირველად აღწერეს ამერიკის შეერთებულ შტატებში 1981 წელს, მისი
წარმოშობის შესახებ განსხვავებული ვერსიები არსებობს. ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს,
რომ შიდსის გამომწვევი ვირუსი არ არის ახალი – იგი ხანგრძლივად არსებობდა
ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის რეგიონში, მაგრამ გლობალურად გავრცელდა
მხოლოდ უკანასკნელ წლებში, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად ხელი შეუწყო
აფრიკიდან იაფფასიანი სისხლის ექსპორტმა ამერიკისა და ევროპის სისხლის
ბანკებში.
ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, აფრიკის კონტინენტზე მცხოვრები

1
შიდსი

მაიმუნების ზოგიერთ სახეობაში ხანგრძლივი დროის მანძილზე ფართოდ იყო


გავრცელებული შიდსის ვირუსის წინამორბედი, რომელიც არ იყო პათოგენური
ადამიანისთვის. შემდგომში მუტაციის ან სხვა ფაქტორების შედეგად მაიმუნის ვირუსმა
გადალახა სახეობრივი ბარიერი და გავრცელდა ადამიანებში. ( კვარაცხელია, 2016,
გვ. 12)

რაც შეეხება აივ ინფექციის ეპიდემიოლოგიას ანუ გავრცელებას. შიდსი


რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. შიდსის ყველაზე
მეტი შემთხვევა ოფიციალურად აღრიცხულია აშშ-ში, თუმცა რეალურად
ინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე მეტია აფრიკის კონტინენტზე. ევროპაში კი
შიდსი ყველაზე მეტად გავრცელებულია საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში.
ევროპაში აივ ინფექციის გავრცელების ძირითადი მიზეზი სქესობრივი კონტაქტებია,
ხოლო დსთ-ს ქვეყნებში, განსაკუთრებით რუსეთსა და უკრაინაში, ნარკოტიკების
ინექციური მოხმარება. აზიის კონტინენტი აივ ინფექციისგან თავისუფალ ზონად
ითვლებოდა, ამჟამად კი ახალი შემთხვევების გამოვლენის მხრივ აზია ერთ-ერთ
პირველ ადგილზე აღმოჩნდა.

საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაპყროს შიდსის რეალურ საფრთხეს, სწორედ ამ


მიზანს ემსახურება საპირველდეკემბერო კამპანია. პირველი დეკემბერი შიდსთან
ბრძოლის მსოფლიო დღეა. საქართველო უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად
უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის
აღნიშვნაში.

აღსანიშნავია კიდევ ერთი თარიღი 21 მაისი, რომელსაც 1983 წელს ჩაეყარა


საფუძველი, როგორც შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე,
რომლის მიზანია პატივი მივაგოთ შიდსით გარდაცვლილ 25 მილიონზე მეტ ადამიანს.

მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ატარებს წითელ ლენტს, როგორც აივ/შიდსის


ინფექციის პრობლემის გაზიარების სიმბოლოს, ეს ლენტი 1991 წელს შექმნა მხატვარმა
ფრანკ მურმა. წითელი ლენტი გამოხატავას სოლიდარობას, პროტესტს და იმედს.

ყველა ადამიანის ვალია გამოხატოს მხარდაჭერა ინფიცირებულების მიმართ და


წვლილი შეიტანოს აივ/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის
აღმოფხვრაში.

როგორ  გადაეცემა შიდსის ვირუსი?

2
შიდსი

ცნობილია შიდსის ვირუსის გადაცემის სამი გზა:

        სქესობრივი კონტაქტით
        ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმით (აივ
ინფიცირებულის სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო
ინსტრუმენტების გამოყენებისას);
        ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე გადაცემის გზით
(მუცლადყოფნის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს). (AIDS Center. 2013)

გახსოვდეთ,  შიდსის ვირუსი არ გადაეცემა:

        ჰაერ-წვეთოვანი გზით, ნერწყვით, ხველით, ცხვირის დაცემინებით ან კოცნით.


შესაბამისად, არ არის საშიში ინფიცირებულთან საუბარი;
        საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით. არ არის საშიში ხელის
ჩამორთმევა, მოხვევა, ალერსი, დაავადებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლით,
თეთრეულით, საერთო საპირფარეშოთი და აბაზანით სარგებლობა. არ არის საშიში
აივ ინფიცირებულთან ერთად ყოფნა სასწავლო დაწესებულებებში  და
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა კინოთეატრი, სტადიონი,
საცურაო აუზი და სხვ. არ არის საშიში მეტროთი და სხვა საზოგადოებრივი
ტრანსპორტით მგზავრობა;
 ვირუსი არ გადადის მწერებისა და ცხოველების საშუალებით. (AIDS Center. 2013)

რა არის აივ ინფექციის ნიშნები და სიმპტომები?

3
შიდსი

შიდსი ნელა პროგრესირებადი დაავადებაა, ანუ წლების განმავლობაში


ინფიცირებულ ადამიანს არანაირი სიმპტომები არ აღენიშნება.
დაინფიცირების
მომენტიდან ცოტა ხანში შესაძლებელია განვითარდეს ჩვეულებრივი გრიპის
სიმპტომები: სიცხე, ლიმფური კვანძების გადიდება და ა.შ. რომელიც
ჩვეულებრივ
მკურნალობის გარეშეც გაივლის. ამ სიპტომების გაქრობის შემდეგ, საშუალოდ
5-7
წლის განმავლობაში ადამიანს არაფერი არ აწუხებს, ის პრაქტიკულად
ჯანმრთელია და მისი ინფიცირების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ აივ

ინფექციაზე ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე.


შემდეგ ეს ე.წ. უსიპტომო პერიოდი გადის და იწყება გარკვეული დაავადებების

გამოვლენა. აივ ინფიცირებულს შეიძლება განუვითარდეს სხვადასხვა სახის

დაავადება, მაგ: გახანგრძლივებული ფილტვების ანთება, ტუბერკულიოზი, მუქი

ლაქისებული გამონაყარი ტანზე,ფარინგიტი (ხახის ანთება, ყელის ტკივილის


მიზეზია), სოკოვანი დაავადებები და სხვ. ყველაზე ხშირად გამოხატული
სიპტომებია: ლიმფური კვანძების გადიდება, ძლიერი ოფლიანობა,მიალგია
(კუნთების ტკივილი), განსაკუთრებით ღამის საათებში, წონაში კლება (რა თქმა
უნდა თუ ეს არ არის სტრესით ან დიეტით გამოწვეული) სხეულის მასის 10%
და მეტი 1 თვის მანძილზე, საკმაოდ ძლიერად გამოხატული სისუსტე.
(მაჭავარიანი,ა. 1964, გვ. 88)

ხშირია კითხვაა თუ როდის და რატომ უნდა გაიკეთოს ხალხმა აივ/შიდსის ანალიზი .


რაც უფრო ადრე გაიგებთ, რომ თქვენ ხართ აივ/ინფიცირებული, მით უფრო მარტივად
შეძლებთ ვირუსთან გამკლავებასა და სრულფასოვან, ჯანსაღ ცხოვრებას. იმის გამო,
რომ შიდსის სიმპტომები აივ-ით დაინფიცირებიდან მხოლოდ 5-7 წლის შემდეგ
ვითარდება, ადამიანთა დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რომ ის ვირუსის მატარებელია ,
შესაბამისად, შესაძლებელია, რომ მან ამ პერიოდის განმავლობაში ვირუსით
დააინფიციროს სხვა ადამიანი. იმისათვის, რომ დროულად, ჯანმრთელობის
სერიოზულად დაზიანებამდე აღმოაჩინოთ ეს ვირუსი და გაუმკლავდეთ, საჭიროა
გაიკეთოთ მარტივი, უფასო ანალიზი და დაიცვათ როგორც საკუთარი, ისე თქვენი

4
შიდსი

სექსუალური პარტნიორისა და მომავალი შვილის ჯანმრთელობა. არც თუ ისე იშვიათია


შემთხვევები, როცა წყვილები ორსულობის შემდეგ იგებენ, რომ ერთ-ერთი მათგანი
აივ ინფიცირებული ყოფილა, რის გამოც ვირუსი გადაედო როგორც მეორეს, ისე ჯერ
კიდევ მუცლად მყოფ ბავშვს. თუ თქვენ წინასწარ გეცოდინებათ თქვენი აივ/სტატუსი ,
აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ მკურნალობის შედეგად გააჩინოთ ბავშვი,
რომელიც არ იქნება ინფიცირებული, თუნდაც დედა იყოს აივ დადებითი .

აივ-ზე ტესტირება უნდა გაიკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ:

1. ერთხელ მაინც გქონიათ დაუცველი სექსუალური კონტატი;

2. გაქვთ ტატუირება, ან პირსინგი;

3. ეჭვი შეგიტანიათ სამედიცინო ხელსაწყოების სტერილურობაში (მაგალითად,


სტომატოლოგთან, ან სილამაზის სალონში ვიზიტისას);

4. სისხლი მიიღეთ;

5. თუ თქვენი პარტნიორი არის აივ დადებითი;


არის შემთხვევები, როცა წყვილები ერთმანეთს ენდობიან და აქვთ დაუცველი
სექსუალური კავშირი. დაუცველ სექსუალურ კავშირამდე აუცილებლად დაუსვით
კითხვა თქვენს პარტნიორს, ბოლო პერიოდში გაკეთებული აქვს თუ არა აივ
ტესტირება, რადგან მხოლოდ სიტყვები, რომ ის "სუფთაა", არაფერს არ ნიშნავს.
შესაძლოა, მან თავადაც არ იცოდეს, რომ აივ-ის მატარებელია. ისევე როგორც
შესაძლოა თქვენ არ იცოდეთ, დაინფიცირებული ხართ თუ არა აივ-ით. სწორედ
ამიტომ მნიშვნელოვანია, სანამ წყვილი გადაწყვეტს ჰქონდეთ დაუცველი
სექსუალური კავშირი, გაიკეთონ ტესტირება აივ ინფექციასა და სხვა სექსუალური
გზით გადამდებ დაავადებებზე, ან აირჩიონ სექსუალური აქტი დამცავის
მეშვეობით.
(ვეფხვაძე, 2009, გვ:23 )

5
შიდსი

რატრომ არის შიდსი მნიშვნელოვანი?

 აივ – ინფექცია ანადგურებს ადამიანის იმუნურ სისტემას, ანუ ადამიანის


ორგანიზმს ტოვებს დაცვის გარეშე;
 აივ ინფექცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა;
 აივ ინფექციის აღმოჩენიდან   1981 წლიდან დღემდე შიდსმა იმსხვერპლა 30
მილიონზე მეტი ადამიანი;
 მსოფლიო პოპულაციის  0,6% აივ ინფექციით ინფიცირებულია (2009-ის
მონაცემებით);
  260 000 – ბავშვი იღუპება ყოველწლიურად შიდსით მსოფლიოში;
 საქათველოში ყოველდღიურად აივ ინფექციის ერთზე მეტი ახალი შემთხვევა
ფიქსირება;
 შიდსის განკურნება არ არსებობს! (არსებობს მკურნალობა, რომელიც
სიცოცხლეს ახანგრძლივებს);
 შიდსის ვაქცინა არ არსებოს;
 შიდსის პრევენციის ყველაზე ეფექტური გზა საზოგადოების სექსუალური
განათლებაა; (ვეფხვაძე, 2009).

1 დეკემბერს მთელ მსოფლიოში აივ/შიდსთან ბრძოლის დღეს აღინიშნება. აღნიშნული


დღე 1988 წლის შემდეგ აღინიშნება და მისი მიზანი აივ/შიდსის შესახებ ცნობიერების
ამაღლებაა. ამ დღის აღნიშვნა პირველად 1988 წელს დაიწყო, მას შემდეგ კი, წლების
განმავლობაში, 1 დეკემბრის აღნიშვნაში თითქმის მთელი მსოფლიო ჩაერთო

საინტერესოა ასევე, შიდსის გავრცელება საქართველოში. 2013 წლის თერთმეტ


თვეში, საქართველოში აივ ინფიცირების 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზეა - 1721 პაციენტი, აქედან 41 ბავშვია.
1989 წლიდან, როცა საქართველოში შიდსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, 2013 წლის
1 დეკემბრამდე, სულ 4084 აივ-ინფიცირების შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან - 3000
მამაკაცია, 1084 კი ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. საბოლოო
ჯამში,შიდსი 2477 პაციენტს განუვითარდა, 885 - გარდაიცვალა. საქართველოში აივ
ინფექციის გადაცემის გზებს შორის კვლავ ლიდერობს - ინექციური ნარკომანია (51%),
შემდეგ მოდის: ჰეტერო (40%) და ჰომოსექსუალური (5%) კონტაქტი. ვერტიკალური გზა
ანუ დედიდან ბავშვზე (2%) და სისხლის გადასხმა (0,5%). ოფიციალური სტატისტიკის

6
შიდსი

მიხედვით, საქართველო აივ ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა რიცხვით,


დაბალი გავრცელების ქვეყნების რიცხვს მიეკუთნება. თუმცა, სპეციალისტების თქმით,
აივ ინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში გაცილებით მეტია და უკვე 6600-ს
უტოლდება.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-


პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს:
„თუ ქვეყანას უნდა შეაჩეროს შიდსის ეპიდემია, საქართველოში 2015 წლისთვის
გამოკვლეული უნდა იყოს, მაღალი რისკის ჯგუფების, პირველ რიგში ინექციური
ნარკომანების სულ ცოტა 90 პროცენტი. ყველაზე სერიოზული პრობლემა, დღემდე
გადაუჭრელი, ყველაზე სუსტი რგოლი ეროვნულ საპასუხო ღონისძიებებში, ეს არის
მაღალი რისკის ჯგუფების, პოპულაციების არასაკმარისი, ძალიან დაბალი მოცვა შიდსზე
გამოკვლევაზე.“  (ყანჩაველი, 2016, გვ.14 )

საქართველოში აივ-ინფიცირებულთა ყველაზე დიდი ჯგუფი თბილისში ცხოვრობს.


შემდეგ მოდიან - სამეგრელო, იმერეთი, აჭარა, ქართლი, აფხაზეთი და კახეთი. ქვეყნის
ტერიტორიაზე ასევე იმყოფება 100-მდე უცხოეთის მოქალაქე, რომელიც აივ ვირუსის
მატარებელია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

 59,7% – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი;


 33,8% – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;
 2,6% – ჰომო/ბისექსუალური კონტაქტით;
 2,1% – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;
 0,6% – სისხლის რეციპიენტია;
 1,2% – გადაცემის გზა დაუდგენელია.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ზურაბ სიხარულიძე, რომელიც იმავდროულად
გლობალური ფონდის პროექტის „აივ/შიდსის გავრცელების პრევენციის მიზნით
ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება ნარკოტიკების ინტრავენულ მომხმარებლებში“
პროგრამის კოორდინატორია, ამბობს, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებული სტიგმა
აუცილებლად დასაძლევია, რადგან აივ პოზიტიური ადამიანების რიცხვი განუხრელად
იზრდება და ამას მომზადებული უნდა შეხვდეს, როგორც სახელმწიფო, ისე
საზოგადოება.

7
შიდსი

„საქართველოში ამჟამად 46 000 პრობლემური ნარკომანია, რომელიც ინექციური გზით


მოიხმარს ნარკოტიკს. შესაბამისად, ეს არის ძალიან მაღალი რისკი აივ-ინფექციის
გავრცელების.

ქართველ ნარკომანებში ბოლო წლებში, ასე პოპულარული დეზომორფინის ანუ ე.წ


„ნიანგის“ გავრცელებამ, საკმაოდ მაღალი ალბათობით, შესაძლებელია გამოიწვიოს
აივ-ინფექციის ზრდა და ამისთვის აუცილებელია სახელმწიფოს სპეციალური
ღონისძიებები და საზოგადოების მზაობაც.“  (დავითაშვილი, 2015, გვ. 21)
ძალიან დიდი ხანია, როდესაც აივ ინფექცია/შიდსი გასცდა გარკვეულ ჯგუფებს. მე
მოვუწოდებდი ყველას, გაიკეთონ ანალიზი. როდესაც ადამიანი მკურნალობს, ის იმავე
რეჟიმში განაგრძობს ცხოვრებას, როგორც ცხოვრობდა აქამდე და ღრმა
მოხუცებულობამდე მიდის. დღესდღეობით ეს აღარ არის პრობლემა. როდესაც გვაქვს
ხელმისაწვდომობა მკურნალობაზე, ყველაფერი მიდის კარგად“. (ხმელიძე,2013, 67გვ.)
ათი წელია საქართველოში შეიქმნა შიდსის დახმარების ფონდი, სადაც
გაერთიანებულები არიან ინფიცირებულები, მათი ახლობლები, მეგობრები,
ფსიქოლოგები, რომლებიც საკმაოდ დიდ დახმარებას უწევენ პაციენტებს, რადგან
ესეთ ადამიანს ყოველთვის უჩნდება ფსიქოლოგიური პრობლემები.

ამ პრობლემებთან დაკავშირებით გვესაუბრება შიდსის დახმარების ფონდის


ფსიქოლოგი ნანა დათუკიშვილი:
– რა ფსიქოლოგიური პრობლემები უჩნდებათ ინფიცირებულ ადამიანებს?
– განსაკუთრებული კრიზისული სიტუაცია მაშინ იწყება, როცა ისინი იგებენ თავიანთ
სტატუსს. ამ დროს მათ უჩნდებათ შიში ოჯახის წევრების დაკარგვის,
საზოგადოებისგან გარიყვის. სტერეოტიპებისა და ინფორმაციის ნაკლებობის გამო
ხდება ასეთი ადამიანების გარიყვა, ხშირად მშობლებიც უარს ამბობენ ინფიცირებულ
შვილზე. ამიტომ ესეთი ადამიანები მალავენ თავიანთ დაავადებას.
მეორე კრიზისული სიტუაციაა მკურნალობა. ხშირად უარს ამბობენ მკურნალობაზე
რადგან ფიქრობენ, რომ ის მაინც ფატალური შედეგით დამთავრდება. თუ პაციენტი
დათანხმდა მკურნალობაზე მას ეწყება სტრესი, რადგან უწევს ყოველდღიურად
წამლების მიღება, ეს სტრესი უფრო ხშირად მამაკაცებში ვლინდება. მაგრამ მათი
მთავარი პრობლემა, მაინც ის არის, რომ საზოგადოებისგან ისინი უფრო მეტ აგრესიას
იღებენ ვიდრე თანადგომას. (ჭუმბურიძე, 2016, გვ. 11 )აივ ინფექციით დაავადებულ
ხალხთან ურთიერთობა ძალიან მარტივია. პირველ რიგში ნუ გავკიცხავთ ასეთ
ადამიანს და ნუ გამოვიძიებთ თუ როგორ დაემართათ ეს. გამოვიჩინოთ თანადგომა,

8
შიდსი

მაგრამ არ ვაგრძნობინოთ რომ გვეცოდება. ჩვეულებრივ ადამიანად უნდა მივიღოთ,


რომელსაც სურს საზოგადოებაში ინტერგრირება. საზოგადოება ჰუმანური უნდა იყოს.

როგორ ხდება შიდსის დიაგნოსტიკა?

ადამიანებს, რომლებიც აივ-ით არიან ინფიცირებული ხშირად წარმოდგენაც კი


არ აქვთ ამის შესახებ, ხშირად ისინის შემთხვევით გებულობენ მათ ორგანიზმში
შიდსის ვირუსის არსებობის შესახებ, მაგ: ორსულები გამოკვლევების დროს,
სისხლის დონაციისას და ა.შ.

აივ-ზე სკრინინგი ხორციელდება ელაიზა მეთოდით (ELISA), რათა ამიოცნონ სისხლში


არსებობს თუ არა ანტისხეულები აივ-ის წინააღმდეგ.  ზოგ შემთხვევაში
დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება   Western blot – ის ანალიზი, რომელიც ამოიცნობს
სპეციფიურ ცილებს მოცემულ ქსოვილში ან უჯრედებში. დიაგნოზის დასაზუსტებლად
იყენებენ პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციას (PCR), რომელიც ძალიან მაღალი
სპეციფიურობით და სენსიტიურობით გამოირჩევა.  დღეისთვის შიდსის დიაგნოსტიკა
ძალზედ განვითარებულია და ცრუ დადებით შედეგის შანსი ანალიზების ჩატარებისას
მხოლოდ  0, 0004% დან 0,0007% მდეა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით აივ-ინფექციის დიაგნოზისთვის


აუცილებელია: აივ-ანტისხეულებზე დადებით პასუხი, CD4T - ლიმფოციტების
განსაზღვრა და ვირუსული დატვირთვის განსაზღვრა სისხლში

ხშირად იყენებენ შიდსის ტესტირებისთვის სწრაფ ტესტს, რომელიც უმეტეს შემთხვევაშ
იარალაბორატორიულ პირობებშიც შეიძლება ჩატარდეს

 პაციენტის სისხლის ნიმუშს აწვეთებენ  რეაგენტს, თუ ხაზი გახდა ხილული,


მიუთითებს ტესტის დადებით შედეგს. ამ პროცედურას დაახლოებით 15 წუთი
სჭირდება;
 ტესტი ტარდება ანტისხეულებზე, თუ ანტისხეულები არსებობს მოცემული ტესტის
მემბრანაზე ჩნდება ხილული ლაქები;
 შემდეგი მეთოდი არის კომბინირებული, რეაგენტთან ერთად ჩხირზე არის
მოთავსებული აივ-ის ანტიგენები, ანტისხეულების არსებობის შემთხვევაში და
რეაგენტთან რეაქციაში შესვლის შემთხვევაში ხდება ლაქების ხილულად
გამოჩენა. არალაბორატორიულ პირობებში შესრულებული ტესტების შედეგებს

9
შიდსი

აუცილებლად ჭირდება გადამოწმება და დამატებითი კვლევების ჩატარება,


მხოლოდ მის საფუძველზე დიაგნოზი არ ისმევა!

სისხლში ვირუსის ნულამდე შემცირება ნიშნავს თუ არა განკურნებას?

მკურნალობის შედეგად სისხლში ვირუსი როცა ჩამოსცდება 40-ს, ეს ნიშნავს, რომ ის


არის "შეუმჩნეველი" . მისი რაოდენობა შესაძლოა ნულსაც კი გაუტლოდეს. ამ დროს
სისხლში, სპერმაში, საშვილოსნოსა და საშოს სეკრეტში აივ-ის უჯრედები არ
ფიქსირდება. თუმცა, ის რჩება ადამიანის ძვლის ტვინში. ასეთ მდგომარეობაში
დაუცველი სექსუალური კავშირის დროს, აივ დადებითი პირიდან პარტნიორზე
ვირუსის გადაცემის რისკი, თეორიულად, მხოლოდ 4 პროცენტია. ამ დროს ექიმი
პაციენტსა და მის პარტნიორს რთავს ნებას, ბუნებრივი გზით იყოლიონ შვილი , თუმცა ,
აფრთხილებს ვირუსის გადაცემის 4 პროცენტიანი შანსის შესახებ. საქართველოს
შიდსის ცენტრის ექიმების ინფორმაციით, მათ პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა , რომ
ასეთ დროს ინფიცირებული პირიდან მის პარტნიორს ვირუსი გადაეცა . შიდსის ცენტრს
აქვს შემთხვევები, როცა პირი დაორსულდა აივ დადებითი პარტნიორისგან , რომლის
სისხლში ვირუსის რაოდენობა 0 იყო, თუმცა, არც მას და არც ბავშვს, აივ ინფექცია არ
გადასცემია.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აივ ინფიცირებული პარტნიორთან მუდმივად დაუცველი


სექსით დაკავდეს. უმთავრესი რეკომენდაცია აივ დადებითი პირებისთვის არის ის ,
რომ მათმა სექსუალურმა პარტნიორმა აუცილებლად უნდა იცოდეს მათი აივ სტატუსის
შესახებ და აუცილებელია სექსი პრეზერვატივის გამოყენებით. თუ პირმა სექსუალურ
პარტნიორთან დამალა, რომ ის აივ-ის მატარებელია და ის დააინფიცირა , ეს არის
დანაშაული და ისჯება სისხლის სამართლის წესით.

10
შიდსი

რა ღირს აივ/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

აივ/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში უფასოა. მას


საქართველოს მთავრობასთან ერთად გლობალური ფონდი აფინანსებს.
საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს, მისი სოციალური სტატუსისა და მოქალაქეობის
მიუხედავად, შეუძლია საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და
კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრში გაიკეთოს ანალიზი
უფასოდ. თუ მას აღმოაჩნდა აივ ინფექცია, მას ასევე უფასოდ ჩაუტარდება დამატებითი
გამოკვლევები ჰეპატიტებსა, სხვადასხვა დაავადებასა და ორგანიზმის ზოგად
მდგომარეობაზე. სწორედ ამის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
აივ/შიდსის სამკურნალო წამლებს პაციენტები შიდსის ცენტრში თვეში ერთხელ ,
უფასოდ იღებენ. ისინი ასევე უფასოდ იტარებენ საჭირო გამოკვლევებს 4-5 თვეში
ერთხელ.კერძო კლინიკების გარდა, აივ/შიდსზე ტესტირება შესაძლებელია
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო
პრაქტიკულ ცენტრში (ანალიზები, კონსულტაცია და მკურნალობა უფასოა).

მაშასადამე, როგორც ზემოთ აღნიშნული ინფორმაციიდან შევიტყვეთ, შიდსი


ყოფილა შეძენილი იმუნოდეფიციტის ვირუსი რომელიც გადამდებია და საშიშია
როგორც ჩვენი ჯანმრთელობისათვის, ასევე ჩვენი მომავალი თაობისათვის.
ამიტომ, ყოველთვის საჭიროა ვიცოდეთ ჩვენი პარტნიორის ჯანმრთელობის
მდგომარეობა სანამ მასთან ურთიერტობას/დაოჯახებას გადავწყვეტთ.

11
შიდსი

გამოყენებული ლიტერატურა:

მაჭავარიანი,ა. (1964). ინფექციურ დაავადებათა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.


თბილისი: საბჭოთა საქართველო.

ვეფხვაძე,ნ. (2009). პრევენციული მედიცინა. თბილისი: თსსუ, 2009.

ხმელიძე, გ. (2016, 6 დეკემბერი). შიდსი. საქართველო და მსოფლიო.

სასარგებლო ბმულები:

https://aidscenter.ge/gadacemis_gza_geo.html
https://www.medportal.ge/aqtualuri_tema/shidsi/shidsi.htm
https://geosexmd.com/2013/02/18/%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A
%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-
%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A1%E1%83%96%E1%83%94/
http://www.sazogadoeba.ge/index.php?post_id=1183
https://www.amerikiskhma.com/a/aids-problem-in-georgia/1801637.html
http://www.ambioni.ge/sidsi-megobrobit-ar-gadadis

12

You might also like