გამოყენებითი ეთიკის სფეროები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

გამოყენებითი ეთიკის სფეროები

გამოყენებითი ეთიკა ზოგადი ეთიკის ნაწილია და მისი ამოცანაა


კონკრეტულ დარგობრივ სფეროებში წარმოშობილი სპეციფიკური
ეთიკური საკითხების ანალიზი. გამოყენებითი ეთიკის სფეროებია
ბიოეთიკა, საქმიან ურთიერთობათა ეთიკა, სიტუაციური ეთიკა,
სამართლის ეთიკა, პოლიტიკური მორალის ფილოსოფია და სხვა.
გამოყენებითი ეთიკა ფართოდ იყენებს მეტაეთიკის და ნორმატიული
ეთიკის მიდგომებს, მაგრამ ამავე დროს ახდენს მათ გარდაქმნას
სპეციფიკურ ინფორმაციად კონკრეტულ დარგთან მიმართებაში. ამავე
დროს გამოყენებითი ეთიკა იყენებს სოციოლოგიურ, პედაგოგიურ და
ფსიქოლოგიური კვლევების შედეგებს.

1. ბიოეთიკა განიხილავს ეთიკურ ნორმებს ცოცხალ სამყაროსთან


მიმართებაში;
2. სიტუაციური ეთიკა გამოიმუშავებს პრაქტიკულ რეკომენდაციებს
კონკრეტულ სიტუაციებისა და სფეროებისათვის. მაგ. ამ სფეროს
განეკუთვნება ეტიკეტი;
3. ბიზნეს ეთიკა მიზნად ისახავს გაარკვიოს ბიზნესის სფეროს ეთიკური
და პოლიტიკური პრობლემები, ცდილობს ახსნას რა როლს უნდა
თამაშობდეს სამართლიან საზოგადოებაში ბიზნესი და პოლიტიკა,
იგი არკვევს დამსაქმებელსა და დასაქმებულის ეთიკური
ურთიერთობის სტანდარტს, უნდა დაინტერესდეს თუ არა ბიზნესი
ეკოლოგიიის პრობლემებით და ჰუმანური ღირებულებებით.
4. ეკოეთიკის პრობლემატიკა მოიცავს თანამედროვე დისკუსიებს
ადამიანის დამოკიდებულებაზე ბუნებასთან და მის გამოყენებასთან,
როგორიცაა გარემოს ეკოლოგიური კრიზისი, ცხოველთა უფლებები,
სოციალური ეკოლოგია და უსაფრთხოება, ბიოფემინიზმი, მდგრადი
განვითარება -ესენი ის პრობლემებია, რომლებზედაც ყურადღებას
ამახვილებს ბიოეთიკა და ცდილობს გაარკვიოს ადამიანი და
საზოგადოება თანამედროვე ეკოლოგიის ზნეობრივ დილემებში.
5. მედია ეთიკის ამოცანაა თანამედროვე მედია სივრცეში ადამიანს
საქმიანობის ეთიკური პრინციპების განსაზღვრა, ინფორმაციის
მიღება-გაცემაზე ეთიკური კონტროლის დაწესება.
6. მასწავლებლის პროფესიული ეთიკის ძირითადი მიზანია
განათლების ფილოსოფიის ძირითადი პრინციპების კვლევა,
მასწავლებლის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით
ზნეობრივი პრინციპების, ქცევის ნორმების და წესების განსაზღვრა,
სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების გააზრება, რომლებიც
გავლენას ახდენენ პედაგოგიური მოღვაწეობის ფსიქოლოგიურ
კლიმატზე.
7. პოლიტიკური ეთიკა მიზნად ისახავს დემოკრატიული სამოქალაქო
საზოგადოების მორალური ბაზისის, როგორც ზნეობრივი დისკურსის
პრინციპულად განსხვავებული ტიპის შესწავლას.
8. საქმიან ურთიერთობათა ეთიკა იგივე ბიზნეს ეთიკაა და მოიცავს
ნორმატიულ და სიტუაციურ ეთიკას. იგი შეიძლება სხვა
პროფესიული ეთიკების შემადგენელი ნაწილიც იყოს.

ზოგადად პროფესიული ეთიკა ამა თუ იმ დარგის სპეციალისტების


მორალური ნორმების და წესების სისტემაა მათი პროფესიული საქმიანობის
ფარგლებში. ეს წესები ყალიბდება ე. წ. პროფესიული კოდების სახით,
რომლებსაც სამართლებრივი დოკუმენტის ძალა აქვთ.

ესა თუ ის საკითხი რომ მივაკუთვნოთ გამოყენებითი ეთიკის სფეროს, ეს


საკითხი უნდა იყოს საკამათო და მისი გადაწყვეტისათვის უნდა
არსებობდეს დაპირისპირებული მოსაზრებები. მაგ., იარაღის ფლობის
საკითხი, აბორტის, სიკვდილით დასჯის და მსგავსი საკითხები.

და გარდა იმისა, რომ საკითხი საკამათოა, ის აუცილებლად მორალის


სფეროს უნდა განეკუთვნებოდეს. მაგ. ცოლქმრული ღალატი ბევრი
ადამიანისთვის ამორალური საქციელია, მაგრამ სოციალური პოლიტიკის
დონეზე მისი გადაწყვეტა არ ხდება.

გამოყენებითი ეთიკის სფეროში საკითხის გადაწყვეტა ხდება ნორმატიული


ეთიკის პრინციპების მიხედვით, როგორებიცაა მაგ., სოციალური
სარგებელი, პიროვნული სარგებელი, ქველმოქმედების პრინციპი,
კანონმორჩილების პრინციპი და ა.შ.

მედია ეთიკა

გამოყენებითი ეთიკის არსის გასაგებად შეგვიძლია გავაანალიზოთ მედია


ეთიკა. მე-20 და 21-ე საუკუნეში მედიამ არნახული გავლენა მოიპოვა
ადამიანზე. არსებობს ბეჭდური და ელექტრონული მედია. მედიის გავლენა
იმდენად ძლიერია, რომ ზოგ მოვლენას დღეს მედიის მიერ აგორებულს
ვუწოდებთ.
რამდენადაც ჟურნალისტიკის იდეალი სიმართლის კომუნიკაციაა.
მასმედია უპირატესად ემყარება ტელეოლოგიურ ეთიკურ ხედვას, მის
მიზანს უფრო მეტად შეადგენს სარგებლიანად გაიყიდოს ამბავი და ფოტო
მასალა, ვიდრე სინამდვილის ძიება და პოვნა. მედიას აქვს უფლება
გადასცეს ინფორმაცია და საზოგადოებასაც აქვს მოთხოვნა იყოს
ინფორმიერებული. მაგრამ აქ დგება ინდივიდის პირადი ცხოვრების
უფლების დაცვის პრობლემა. ბევრი ცნობილი პიროვნება
კონფრონტაციაშია მედიის წარმომადგენლებთან სწორედ ამის გამო, რომ
ისინი არღვევენ მათი პირადი ცხოვრების სივრცეს.

ისმის კითხვა: აქვთ თუ არა საზოგადოებრივ პირებს პირადი ცხოვრების


უფლება? როცა ადამიანები წარმატებულნი და ცნობადი ხდებაინ, ისინი
უნდა ელოდნენ შემოტევას მას მედიის წარმომადგენლებისაგან.

არსებობენ მედია საშუალებები, რომლებიც კატეგორიულად


ეწინააღმდეგებიან ძალადობისა და მუქარის შემცველი ინფორმაციების
გადაცემას, რომ ამით არ მოხდეს მათი ტირაჟირება. ასეთივე
დამოკიდებულებაა სიკვდილით დასჯის კადრების მიმართ. თუმცვა, ყველა
მედია საშუალება არ იჩენს ამგვარ სიფრთხილეს.

მედია ექსპერტები განსაზღვრავენ ყველა ჟურნალისტისათვის აუცილებელ


მეტაეთიკურ პრინციპებს. მაგ. ფილიპ პატერსონი და ლი უილკინსი
გვაწვდიან ასეთ პროინციპებს კვლევაში „მედია ეთიკა: საკითხები და
ქეისები“. ეს პრინციპებია:

 ღირსება- სუბიექტისთვის შესაძლებლობის ფარგლებში ღირსების


შენარჩუნება;
 თანაზიარობა - მოვეპყრათ სხვას ისე, როგორც გვსურს, რომ ჩვენ
მოგვექცნენ;
 ზომიერება -ადექვატური წყაროების განაწილება მნიშვნელოვან
საკითხებზე;
 აკურატობა - საჭირო სიტყვების პოვნა და კონტექსტში ჩასმა;
 შეუპოვრობა;
 მიუკერძოებლობა;
 მრავალფეროვნება - აუდიტორიის ყველა სეგმენტის მოცვა;
 თემი- სოციალური ერთობის და ინდივიდის რეპუტაციის თანაბრად
დაფასება.
პროფესიული ეთიკა ნებისმიერი დარგის სპეციალისტის მომზადების
განუყოფელი ნაწილია.

You might also like