ეგვიპტის სტილი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

ეგვიპტური სტილი

კარგად შემონახული ედფუს ტაძარი არის მაგალითი ეგვიპტის არქიტექტურული სტილისა


და ქანდაკებების.

ობელისკი ეგვიპტური იეროგლიფებით

ეგვიპტელები განთქმულნი იყვნენ არქიტექტურით მთელ იმდროინდელ მსოფლიოში. მათი


ნაგებობები გეომეტრიული სიზუსტით არის აშენებული, რაც უდავოდ მოწმობს იმას,
რომ ძველი ეგვიპტელები კარგად იცნობდნენ როგორც არქიტექტურას, ასევე მათემატიკას.
ეგვიპტელთა მიერ აშენებული ნაგებობების მსგავსი ნაგებობების აშენებაც კი დღევანდელი
ტექნიკით ძნელად მისაღწევია.
ეგვიპტელებს ჰქონდათ სპეციალური ქვის სამტეხლოები, სადაც მზადდებოდა
სკულპტურული ნაკეთობები. ზოგჯერ მთლიანად კლდეში აქანდაკებდნენ ფარაონების, ან
ღმერთების გამოსახულებებს. ამისი კარგი მაგალითია დიდი სფინქსი, რომლის სიმაღლე 20
მეტრია, სიგრძე კი 60 მეტრს აღემატება. სფინქსი არის ფარაონის თავიანი და ლომის
ტანიანი ფიგურა, რომელიც ფარაონის ღვთაებრივი წარმოშობისა და სიძლიერის სიმბოლოა.
ეგვიპტელები ხშირად აშენებდნენ მაღალ სვეტებს - ობელისკებს. ობელისკების სიმაღლე
ზოგჯერ 20 მეტრამდეც აღწევდა. ისინი ერთი მთლიანი გამოკვეთილი ქვა იყო და არა ცალ-
ცალკე ქვებით აშენებული. 20 მეტრიანი ობელისკების აღმართვა ძნელი საქმე იქნებოდა. მათ
სავარაუდოდ დახრილი სიბრტყის დახმარებით აღმართავდნენ. ობელისკებზე ეგვიპტური
იეროგლიფებით ამოტვიფრული იყო ფარაონი ან რომელიმე ღვთაების სადიდებელი
სიტყვები, ზოგჯერ კი დიდგვაროვანის (ფარაონი, ნომარქი) მთელი ისტორია იყო
მოთხრობილი.

ხეფრენის პირამიდა და დიდი სფინქსი

ეგვიპტურ არქიტექტურაში ყველაზე ღირსშესანიშნავი მაინც პირამიდებია. მათი


მშენებლობა ძვ. წ. XXVII საუკუნეში დაიწყეს. თავდაპირველად პირამიდის ფორმა
საფეხუროვანი იყო, შემდეგ კი საფეხუროვანი კედლები სწორმა და მოპირკეთებულმა
კედლებმა შეცვალა. პირველი პირამიდა ფარაონ ჯოსერს ეკუთვნოდა. მისი სიმაღლე 60
მეტრს აღემატებოდა. ჩვენამდე მოღწეულ ასამდე პირამიდიდიან თავისი სიდიდით
გამოირჩევა ფარაონ ხეოფსის პირამიდა. იგი ძვ. წ. XXVI საუკუნეშია აგებული. მისი სიმაღლე
147 მეტრამდე იყო, დღეს კი 136 მეტრია დარჩენილი. გვერდების სიგრძე 233 მეტრია.მის
მშენებლობაზე დაახლოებით 2300000 ლოდი დაიხარჯა. თითოეული ლოდი ორ ტონაზე
მეტს იწონიდა. ძველი ეგვიპტელები ლოდების შესაწებლებად არავითარ დუღაბს არ
იყენებდნენ. პირამიდის მშენებლობა დაახლოებით ოცი წელი გაგრძელდა. ეგვიპტის
პირამიდები დღესაც არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევა.
ფარაონთა პირამიდები მსოფლიოს პირველი საოცრებაა.

ეგვიპტური არქიტექტურა არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არქიტექტურა ძველი


ცივილიზაციისა მთელი ისტორიის მანძილზე, სადაც განვითარებულია დიდი მასივები,
სხვადასხვა სტრუქტურები და დიდი არქიტექტურული ძეგლები ნილოსის გასწვრივ, მათ
შორის პირამიდები და ტაძრები .
იმის გამო, რომ ხის სიმწირე იყო ეგვიპტეში,  გამოიყენებოდა ორი უპირატესი სამშენებლო
მასალა: მზეზე გამომცხვარი ალიზა და ქვა, ძირითადად, კირქვა, ქვიშაქვა და გრანიტი
მნიშვნელოვანი რაოდენობით. ქვას ზოგადად იყენებდნენ სამარხებსა და ტაძრებში , ხოლო
აგური იყო გამოყენებული სამეფო სახლში, ციხეში, კედლებში, ტაძრის ტერიტორიებზე,
დამხმარე ნაგებობებში და ტაძრის კომპლექსებში. ძირითადი პირამიდები შედგებოდა
ადგილობრივი ქვისგან, ქვიშისგან და ხრეშისგან. 

ნიმუშები რომელზეც ჩანს ეგვიპტური სტილის კაპიტელები.

ძველი ეგვიპტის არქიტექტურა ძირითადად ეფუძნება რელიგიურ ძეგლებს.  მასიურ


სტრუქტურებს ახასიათებს სქელი, დაქანებული კედლები რამოდენიმე ჭრილით,
გარე და შიდა კედლები, ისევე როგორც სვეტები და მისადგომები მოხატული
იყო იეროგლიფური და ფერწერული ფრესკებით, ხოლო ორნამენტები იყო მოხატული
ბრწყინვალე ფერებით.  ბევრი ეგვიპტური ორნამენტი სიმბოლურია, მაგალითად წმინდა
ხოჭო, მზის დისკო და სვავი . სხვა საერთო მოტივებს მოიცავს პალმის ფოთლები, პაპირუსი
და ყვავილი ლოტუსი. იეროგრაბეფი განკუთვნილი იყო როგორც დეკორატიული
მიზნებისათვის, ასევე ისტორიული მოვლენების ასაღწერად და შელოცვების ჩასაწერად.
გარდა ამისა, ეს ფერწერული ფრესკები და ორნამენტები საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, თუ
როგორ ცხოვრობდნენ ეგვიპტელები, როგორი სტატუსები ქონდათ, რა ომებში
მონაწილეობდნენ და ასევე ინფორმაციას გვაწვდიდა მათ რწმენის შესახებ. 

   სახლებში ძირითადად ავეჯის სიმწირე იყო, უმრავლესობა ეგვიპტელს არ ქონდა ბევრი


ნივთი, რომელიც უნდა ყოფილიყო გადამალული მოშორებით , ასე რომ ერთი-ორი სკივრი ან
რამდენიმე კალათა საკმარისი იყო სივრცის მოსაწყობად. მაგიდები იშვიათად იყო
გამოიყენებული. მაშინ, მწიგნობარნი, უფრო მდიდარნი იყვნენ ვიდრე საშუალო
ეგვიპტელები ისინი არ წერდნენ გრაგნილებს მაგიდასთან, არამედ დამჯდარი წერდნენ
იატაკზე, ხის დაფაზე, რომელზედაც პაპირუსი იყო დამაგრებული, ერთი ხელით ეჭირათ
გრაგნილი, და მეორეთი წერდნენ. სამზარეულო და სამზარეულოს ჭურჭელი იყო
მოთავსებული იატაკზე. ბევრ სახლს ქონდა რამდენიმე დაბალი თაროსმაგვარი ავეჯი, მაგრამ
ხალხი ხშირად იჯდა უბრალოდ იატაკზე.  მდიდარს ეძინა საწოლში, ხოლო გაჭირვებულები
იძულებულები იყვნენ გაეკეთებინათ ლეიბები რომელიც გატენილი იყო ჩალით ან ბამბით,
ან თუნდაც პირდაპირ იატაკზეც ეძინათ. 
 
  ადრედინასტიური პერიოდი უკვე არსებობდა საწოლი რომელსაც ხის კარკასი ქონდა და
ასევე ფეხები, რაზეც იყო ტყავი ან ქსოვილი დამაგრებული. ფეხები, თავიდან საწოლის
ფეხებს საქონლის ჩლიქების ფორმა ქონდათ შემდეგ უფრო და უფრო ლომის თათებს
დაემსგავსა, საწოლი დაქანებული იყო ოდნავ თავის მხრიდან ფეხების მხრისკენ. საწოლები
იყო შემკული ნაირ-ნაირო სურათებით ხშირად დამცავი საყოფაცხოვრებო ღვთაებებით,
როგორებიც იყვნენ ბესსი და ტავრეტი. 

    როგორც ბევრი სხვა აფრიკის ხალხი ეგვიპტელები იყენებდნენ ბალიშების მაგივრად


ამაღლებულ ფორმას, თავის მხარეს რომელიც იყო დამზადებული ქვის, კერამიკის,  სპილოს
ძვლის ან, ყველაზე ხშირად, ხის, და მათ დასარბილებად იყენებდნენ რაიმე რბილ ქსოვილს
რომელიც იმ ამაღლებულ ფორმაზე იყო დამაგრებული.

    ე.წ თავის მოსასვენებლები, (ამაღლებული ფორმა თავის დასადებთან) სიმბოლურად,


დაკავშირებული იყო ამომავალი მზესთან  და შესაბამისად, მას ჰქონდა დიდი სიმბოლური
მნიშვნელობა. 

    იყო მაგიდები, რომელიც ძირითადად იყო დაბალი და ქონდათ ოთხი ფეხი, მიუხედავად
იმისა, რომ ეგვიპტელებს სამ და თუნდაც ერთ ფეხიანი სასადილო და სათამაშო მაგიდები
ჰქონდათ. ეს მაგიდები ძირითადად მრგვალი ფორმის იყო და იყო ძირითადად ხის, მაგრამ
ასევე რამდენიმე ქვის მაგიდა იქნა ნაპოვნი და ზოგიერთიც კი ლითონის. 

ოთხფეხა და დასაკეცი სკამები რომელიც იყო დამზადებული ცხოველთა ტყავისგან, ნაქსოვი


ტყავსგან ან მცენარეული მასალებისგან გათვალისწინებული იყო საპატიო სტუმრებისათვის,
ხოლო ჩვეულებრივი მოკვდავი უნდა მჯდარიყო ბალიშები ან საგებებზე რომელიც იყო
პირდაპირ იატაკზე მოთავსებული.
ეგვიპტელების დასაკეცი სკამი.

 სკამები გახდა ცნობილი ადრედინასტიური პერიოდის შემდეგ, ისინი გაცილებით დაბალია,


ვიდრე დღევანდელი სკამები, მათი სიმაღლე, ხანდახან 25 სმ-იც კი იყო.
ზოგჯერ სკამები დაფარული იყო ქსოვილით ან ტყავით, კეთდებოდა ასევე ხის სკამზე
მოჩუქურთმება, რომლის ნათელი მაგალითია ეს სკამი რომელიც იყო ნაპოვნი
ტუტანხამონის საფლავში. 

    ყუთები კეთდებოდა ხისგან, სპილოს ძვლისგან და ა.შ.. ძვირადღირებული ნივთების


გაკეთებბა უფრო რთული იყო ვიდრე ჩვეულებრივი კალათების ამიტომ გაკეთდა შედარებით
იაფი სკივრები და ავეჯები მდიდრულად გაფორმებული ნახატებით. მათი გაკეთება იყო
საკმაოდ დახვეწილი.

დ 

კარადები არ იყო გამოყენებული


სახლში ტანისამოსისათვის, კარადა იყო ცნობილი
და გამოყენებული, როგორც რელიგიური
სალოცავი. მდიდარი ინახავდა თავიანთ
ჭურჭელსა და სამკაულებს სკივრებში, რომლებიც
მზადდებოდა ალაბასტრისგან, ხისგან და სხვა
მასალებისაგან, ზოგჯერ იყო მოხატული ან
შემკული.

  ხუფები რამდენიმე ამ ყუთების იყო


გადასახდელი, მაგრამ ძირითადად საფერები
მთლიანად იხსნებოდა.

    

ავეჯის ფეხები ხშირად იყო მოჩუქურთმებული ცხოველის


სახეებით, მათი ფეხებით და ან ზოგიერთი ცხოველის წინა ან
უკანა ნაწილებით, მაგალითად ლომის (რომლის სურათიც არის
მარცხნივ) (და ასევე ხარის ფეხი). პირველი დინასტიისთვის
იყო ეს ზოგადად დამახასიათებელი. ეს ხარის ჩლიქი
დამზადებულია სპილოს ძვლისგან და კუნთების ესეთი
სტილით გამოხატვა არის დამახასიათებელი
მესოპოტამიელების გავლენით. 
  
 

    კედლები ძირითადად იყო მოხატული


თეთრი ან ყვითელი ფერებით, ჩამოკიდებული
დეკორატიული ქსოვილებითა და
ხალიჩებით. ასევე იყო გავრცელებული
ჩამოკიდებული კალათებითა და თოკებით,
რომლებიც იყო
გაკეთებული სელის , პაპირუსისა და პალმის
ბოჭკოვან ან ბალახებისგან.

You might also like