Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

ეგვიპტური სტილი

 ედფუს ტაძარი  ეგვიპტური არქიტექტურისა და ქანდაკების კარგად შემონახულ ნიმუშს


წარმოადგენს.

ობელისკი ეგვიპტური იეროგლიფებით

ეგვიპტელები იმდროინდელ მსოფლიოში არქიტექტურის განვითარების მაღალი დონით


გამოირჩეოდნენ. მათი ნაგებობები გეომეტრიული სიზუსტითაა აშენებული, რაც უდავოდ
მოწმობს იმას, რომ ძველ ეგვიპტელებს ჰქონდათ როგორც ბრწყინვალე არქიტექტურული,
ასევე მათემატიკური ცოდნა. საყურადღებოა, რომ. ეგვიპტელთა მიერ აშენებული
მონუმენტური სტილის არქიტექტურული კომპლექსების აგება თანამედროვე ტექნიკითაც
კი რთულ ამოცანას წარმოადგენს.
ეგვიპტელებს ჰქონდათ სპეციალური ქვის სამტეხლოები, სადაც მზადდებოდა
სკულპტურული ნაკეთობები, თუმცა ისინი ზოგჯერ მთლიანად კლდეში აქანდაკებდნენ
ფარაონების ან ღმერთების გამოსახულებებს. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს დიდი
სფინქსი, რომლის სიმაღლე 20 მეტრია, სიგრძე კი 60 მეტრს აღემატება. სფინქსი არის
ფარაონის თავისა და ლომის ტანის მქონე ფიგურა, რომელიც ფარაონის ღვთაებრივი
წარმოშობისა და ძლიერების სიმბოლოა.
ეგვიპტელები ხშირად აშენებდნენ მაღალ სვეტებს - ობელისკებს. ობელისკების სიმაღლე
ზოგჯერ 20 მეტრსაც კი აღწევდა. ისინი ერთი მთლიანი გამოკვეთილი ქვისგან
მზადდებოდა. 20 მეტრიანი ობელისკების აღმართვა ძნელ საქმეს წარმოადგენდა. მათ,
სავარაუდოდ, დახრილი სიბრტყის დახმარებით აღმართავდნენ. ობელისკებზე ეგვიპტური
იეროგლიფებით ამოტვიფრული იყო ფარაონის ან რომელიმე ღვთაების სადიდებელი
სიტყვები, ზოგჯერ კი დიდგვაროვანის (ფარაონის, ნომარქის) მთელი ისტორია იყო
მოთხრობილი.

ხეფრენის პირამიდა და დიდი სფინქსი

ეგვიპტურ არქიტექტურაში ყველაზე ღირსშესანიშნავი მაინც პირამიდებია. მათი


მშენებლობა ძვ. წ. XXVII საუკუნეში დაიწყეს. თავდაპირველად პირამიდის ფორმა
საფეხუროვანი იყო, შემდეგ კი საფეხუროვანი კედლები სწორმა და მოპირკეთებულმა
ფორმებმა შეცვალა. პირველი პირამიდა ფარაონ ჯოსერს ეკუთვნოდა. მისი სიმაღლე 60
მეტრს აღემატებოდა. ჩვენამდე მოღწეული ასამდე პირამიდიდან თავისი სიდიდით
გამოირჩევა ფარაონ ხეოფსის პირამიდა. იგი ძვ. წ. XXVI საუკუნეშია აგებული. მისი სიმაღლე
დაახლოებით 147 მეტრი იყო, დღეს მისგან მხოლოდ 136 მეტრია დარჩენილი. ხეოფსის
პირამიდის ფერდების სიგრძე 233 მეტრია.მის მშენებლობაზე დაახლოებით 2300000 ლოდი
დაიხარჯა. თითოეული ლოდი ორ ტონაზე მეტს იწონიდა. ძველი ეგვიპტელები ლოდების
ერთმანეთზე შესაწებლებად არავითარ დუღაბს არ იყენებდნენ. პირამიდის მშენებლობა
დაახლოებით ოცი წელი გაგრძელდა. ეგვიპტის პირამიდები დღესაც არქიტექტურის
საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევა. ფარაონთა პირამიდები მსოფლიოს პირველ საოცრებადაა
მიჩნეული.
ეგვიპტური არქიტექტურა  ძველ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია თავისი
მნიშვნელობით. მან დიდი გავლენა მოახდინა მაშინდელი ხალხების ხუროთმოძღვრების
განვითარებაზე. ეგვიპტურ არქიტექტურაში განსაკუთრებულ განვითარებას მიაღწია
მონუმენტურმა სტილმა, რაზეც მეტყველებს დიდი არქიტექტურული კომპლექსები,
აგებული ნილოსის გასწვრივ, მათ შორის, პირამიდები და ტაძრები.
იმის გამო, რომ ეგვიპტეში ხის ნაკლებობა შეიმჩნეოდა,  გამოიყენებოდა ორი ძირითადი
სამშენებლო მასალა: მზეზე გამომშრალი ალიზი და ქვა, ძირითადად, კირქვა, ქვიშაქვა და
ასევე გრანიტი. ქვას ზოგადად იყენებდნენ სამარხებსა და ტაძრებში , ხოლო აგური იყო
გამოყენებული სამეფო სასახლეებში, ციხეებში, კედლებში, ტაძრის ტერიტორიებზე,
დამხმარე ნაგებობებში და სატაძრო კომპლექსებში. პირამიდები, ძირითადად,
ადგილობრივი ქვისგან, ქვიშისგან და ხრეშისგან იგებოდა. 

ნიმუშები, რომელზეც ჩანს ეგვიპტური სტილის კაპიტელები.

ძველი ეგვიპტის არქიტექტურა ძირითადად რელიგიური ხასიათისაა.  მასიურ


სტრუქტურებს ახასიათებს სქელი, დაქანებული კედლები რამდენიმე ჭრილით;
გარე და შიდა კედლები, ისევე როგორც სვეტები და მისადგომები, მოხატულია
იეროგლიფური და ფერწერული ფრესკებით, ხოლო ორნამენტები შესრულებულია
ულამაზესი ფერებით.  ბევრი ეგვიპტური ორნამენტი სიმბოლურია, მაგალითად წმინდა
ხოჭო, მზის დისკო და სვავი . სხვა საერთო მოტივებს მოიცავს პალმის ფოთლები, პაპირუსი
და  ლოტუსის ყვავილი. იეროგლიფები გამოიყენებდა როგორც დეკორატიული
მიზნებისათვის, ასევე ისტორიული მოვლენების აღსაწერად და შელოცვების ჩასაწერად.
გარდა ამისა, ეს ფერწერული ფრესკები და ორნამენტები საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, თუ
როგორ ცხოვრობდნენ ეგვიპტელები, როგორი იყო მათი სოციალური სისტემა, რომელ
ომებში მონაწილეობდნენ და როგორი იყო მათი რელიგია. 

   სახლებში ძირითადად ავეჯის სიმწირე იყო, ეგვიპტელთა უმრავლესობას არ ჰქონდა ბევრი


ნივთი- ერთი-ორი სკივრი ან რამდენიმე კალათა საკმარისი ინტერიერის
მოსაწყობად. მაგიდები იშვიათად იყო გამოიყენებული. მწიგნობრები უფრო შეძლებულ
ფენას ეკუთვნოდნენ საშუალო ეგვიპტელებთან შედარებით. მწერლები გრაგნილებზე
მაგიდასთან კი არ მუშაობდნენ, არამედ იატაკზე. ხის დაფაზე, რომელზედაც პაპირუსი იყო
დამაგრებული, მათ ერთი ხელით ეჭირათ გრაგნილი, და მეორეთი წერდნენ. 

მჯდომარე გადამწერი, მეოთხე დინასტია, ძვ.წ. 2620-2500, ლუვრის მუზეუმი.


სამზარეულო და სამზარეულოს ჭურჭელი იყო მოთავსებული იატაკზე. ბევრ სახლს ჰქონდა
რამდენიმე დაბალი თაროსმაგვარი ავეჯი, მაგრამ ხალხი ხშირად იჯდა უბრალოდ იატაკზე. 
მდიდარს ეძინა საწოლში, ხოლო ღარიბები იწვნენ ლეიბებზე, რომელიც გატენილი იყო
ჩალით, მატყლით ან პირდაპირ იატაკზე იძინებდნენ. 
 
  ადრედინასტიურ პერიოდში უკვე არსებობდა საწოლი, რომელსაც ჰქონდა ხის კარკასი და
ფეხები, რაზეც ტყავი ან ქსოვილი იყო გადაკრული. თავიდან საწოლის ფეხებს საქონლის
ჩლიქების ფორმა ჰქონდა, შემდეგ უფრო მეტად ლომის თათებს დაემსგავსა. საწოლი თავის
მხრიდან ფეხების მიმართულებით ოდნავ იყო დაქანებული. საწოლები იყო შემკული ნაირ-
ნაირი სურათებით, ხშირად მფარველი ღვთაებების გამოსახულებებით, როგორებიც იყვნენ
ბესი და ტავრეტი. 

  როგორც აფრიკის ხალხების უმეტესობა , ეგვიპტელები ბალიშების ნაცვლად თავის მხარეს


ამაღლებულ ფორმას იყენებდნენ, რომელიც იყო დამზადებული ქვის, კერამიკის,  სპილოს
ძვლის ან, ყველაზე ხშირად, ხისაგან. ბალიშების დასარბილებლად იყენებდნენ რაიმე რბილ
ქსოვილს, რომელიც იმ ამაღლებულ ფორმაზე იყო გადაკრული.

  ე.წ თავის მოსასვენებლები, (ამაღლებული ფორმა თავის დასადებად) დაკავშირებული იყო


ამომავალ მზესთან  და შესაბამისად, მათ დიდი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. 

  მაგიდები, ძირითადად, იყო დაბალი და ჰქონდათ ოთხი ფეხი, მიუხედავად იმისა, რომ
ეგვიპტელებს სამ და ერთ ფეხიანი სასადილო და სათამაშო მაგიდები ჰქონდათ. ეს მაგიდები,
ძირითადად, მრგვალი და ხისგან იყო დამზადებული, თუმცა ასევე რამდენიმე ქვის და
ლითონის მაგიდაც იქნა აღმოჩენილი. 

ოთხფეხა და დასაკეცი სკამები ცხოველთა ტყავისგან, ქსოვილისგან ან მცენარეული


მასალებისგან მზადდებოდა და გათვალისწინებული იყო საპატიო სტუმრებისათვის, ხოლო
ჩვეულებრივი მოკვდავი უნდა მჯდარიყო ბალიშებზე ან საგებებზე, რომელიც პირდაპირ
იატაკზე თავსდებოდა.
ეგვიპტელების დასაკეცი სკამი.

 სკამები გახდა ცნობილი ადრედინასტიური პერიოდის შემდეგ, ისინი გაცილებით დაბალია,


ვიდრე დღევანდელი სკამები, მათი სიმაღლე, ხანდახან 25 სმ-იც კი იყო.
ზოგჯერ სკამები დაფარული იყო ქსოვილით ან ტყავით, ხის სკამზე კეთდებოდა
მოჩუქურთმება, რომლის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ეს სკამი, რომელიც
ტუტანხამონის საფლავშია ნაპოვნი. 
    ყუთები და ზანდუკები ნივთების შესანახად კეთდებოდა ხისგან, სპილოს ძვლისგან და
სხვა მასალისგან. ძვირად ღირებული ნივთების გაკეთება უფრო რთული იყო, ვიდრე
ჩვეულებრივი კალათებისა, ამიტომ ყოველდღიური მოხმარებისათვის გამოიყენებოდა
შედარებით იაფი სკივრები და ავეჯი, რომელიც მდიდრულად იყო გაფორმებული
ნახატებით. მათი დამზადება დახვეწილ ტექნიკას

მოითხოვდა.დ 

ეგვიპტელები კარადებს არ იყენებდნენ ტანსაცმლის შესანახად. მათ რელიგიური


დანიშნულება ჰქონდათ - კარადები სალოცავს
წარმოადგენდა. მდიდარი ეგვიპტელი ინახავდა
ჭურჭელსა და სამკაულებს სკივრებში, რომლებიც
მზადდებოდა ალაბასტრისგან, ხისგან და სხვა
მასალებისაგან, ზოგჯერ იყო მოხატული ან
შემკული.

    

ავეჯის ფეხები ხშირად იყო მოჩუქურთმებული ცხოველის


მთლიანი გამოსახულებით ან მისი სხეულის სხვადასხვა
ნაწილებით, მაგალითად, ლომის სხეულის წინა ნაწილით ან
ხარის ჩლიქით ( იხ. სურათი მარცხნივ). ეს
ორნამენტები პირველი დინასტიისთვის იყო ნიშანდობლივი.
ხარის ჩლიქი დამზადებულია სპილოს ძვლისგან და კუნთების
ესეთი სტილით გამოხატვა დამახასიათებელია მესოპოტამიური
ხელოვნებისათვის. 
  
 

    კედლები ძირითადად იყო მოხატული


თეთრი ან ყვითელი ფერებით. ხშირად
კედლებს ამკობდნენ დეკორატიული
ქსოვილებითა და ხალიჩებით. ასევე
გავრცელებული იყო კედლებზე ჩამოკიდება
კალათებისა და თოკების, რომლებიც
მზადდებოდა  სელისაგან , პაპირუსისაგან,
პალმის ბოჭკოსაგან და ბალახებისგან.

You might also like