Professional Documents
Culture Documents
ენდრიუ ჰეივუდი - პოლიტიკური იდეოლოგიები
ენდრიუ ჰეივუდი - პოლიტიკური იდეოლოგიები
ლიბერალიზმი
კლასიკური ლიბერალიზმი
თანამედროვე ლიბერალიზმი
კონსერვატიზმი
პატერნალისტური კონსერვატიზმი
ახალი მემარჯვენეობა
ნეოლიბერალიზმი
ნეოლიბერალიზმი კლასიკური პოლიტიკური ეკონომიკის განახლებული ვარიანტია და იგი
თავისუფალი ბაზრის ისეთმა თეორეტიკოსებმა განავითარეს, როგორიც ფრიდრიხ ჰაიეკი
(Friedzich Hayek) და მილტონ ფრიდმენი იყვნენ, და აგრეთვე, ფილოსოფოსი რობერტ
ნოუზიკი.
ნეოკონსერვატიზმი
სოციალიზმი
სოციალიზმის ელემენტები
მარქსიზმი
ორთოდოქსული მარქსიზმი
თუმცა, 30-იანი წლების სტალინურმა „მეორე რევოლუციამ“ სსრკ-ს სახის შესაქმნელად მეტი
გააკეთა, ვიდრე 1917 წლის ბოლშევიკურმა რევოლუციამ. სტალინმა ორთოდოქსული
კომინიზმის ის ქარგა მოიგონა, რაზედაც II მსოფლიო ომის მერე მთელი აღმოსავლეთ ევროპა
და ჩინეთი, ჩრდილო კორეა და კუბა გამოიჭრა. ე.წ. „ეკონომიკური სტალინიზმი“ 1928 წ.
დაიწყო „პირევლი ხუთწლედის“ შემოღებით, როცა ერთბაშად და მთლიანად მოისპო კერძო
მეწარმეობა.
თანამედროვე მარქსიზმი
სოციალ-დემოკრატია
მესამე გზა
ტერმინი „მესამე გზა“ საკმარისად ბუნდოვანია და მისი ახსნა სხვადასხვაგვარადაა
შესაძლებელი. ეს მოძრაობა თავიდანვე განსხვავებულ იდეოლოგიურ ტრადიციებს
ემყარებოდა – თანამედროვე ლიბერალიზმს, „ერთიანი ერის“ კონსერვატიულ პრინციპებსა
თუ მოდერნიზებულ სოციალ-დემოკრატიას; ამასთანავე, „მესამე გზის“ კონცეფციები
სხვადასხვა ქვეყნებში სრულიად განსხვავებულმა პოლიტიკურმა ძალებმა წამოაყენეს: ა.შ.შ.-
ში – „ახალმა დემოკრატებმა“ და ბილ კლინტონმა, დიდ ბრიტანეთში „ახალმა
ლეიბორისტებმა“ და ტონი ბლერმა; თანდათანობით ეს იდეები გერმანიაში, ირლანდიაში,
იტალიასა და ახალ ზელანდიაშიც პოპულარული გახდა. ამგვარი გაბნევის მიუხედავად,
„მესამე გზის“ რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი მაინც შეიძლება გამოიკვეთოს:
უპირველეს ყოვლისა სოციალიზმი, როგორც იერარქიული სახელმწიფოს ჩარევის ფორმა,
წარსულს ჩაბარდა – დინამიური საბაზრო ეკონომიკის ალტერნატივა დღეს აღარ არსებობს.
ამასთანავე, გლობალიზაციც თავისი გზით მიდის – კაპიტალიზმი „ცოდნის ეკონომიკად“
გარდაიქმნა და მთავარი როლი საინფორმაციო ტექნოლოგიებს, პიროვნულ უნარს, შრომისა
და ბიზნესის გონივრულად წყობას ენიჭება. მეორეც, ნეო-ლიბერალიზმისაგან განსხვავებით,
ეს „მესამე გზა“ უპირობოდ აღიარებს სახელისუფლებო მართვის გადამწყვეტ როლს
ეკონომიკასა და საზოგადოების ფუნქციონირებაში. თუმცა ახლა ეს როლი უფრო
დაკონკრეტებულია: უმთავრესად, საზოგადოებაში განათლებისა და უნარ-ჩვევების
დანერგვის იმ დონის უზრუნველყოფა ევალება, რაც ქვეყანას კონკურენტუნარიანს გახდის
საერთაშორისო ბაზარზე. ამ გაგებით „მესამე გზის“ იდეა ლიბერალური საზოგადოების
განხრაა, და მისი „ახალი ინდივიდუალიზმი“ ერთის მხრივ, უფლებებისა და მეწარმეობის,
ხოლო მეორეს მხრივ – საზოგადოებრივი ვალდებულებებისა და ზნეობრივი
პასუხისმგებლობის გაწონასწორებას მოითხოვს.
ფაშიზმი
ანარქიზმი
პოლიტიკურ იდეოლოგიებს შორის ანარქიზმი უნიკალურია ერთი თვალსაზრისით – არც
ერთი ანარქისტული პარტია არასოდეს ყოფილა ხელისუფლების სათავეში, სულ მცირე
ეროვნულ დონეზეც კი. მიუხედავად ამისა, ანარქიზმი საკმაოდ გავლენიან მოძრაობას
წარმოადგენდა, ვთქვათ, ესპანეთში, საფრანგეთში, რუსეთსა თუ მექსიკაში. ანარქიზმი
დღემდე ჯიუტად ამტკიცებს იმ შეხედულებას, თითქოსდა საზოგადოებას კანონის,
ხელისუფლებისა და სახელმწიფოს გარეშე შეეძლოს არსებობა. ანარქიზმის მთავარი თემა –
პოლიტიკური ხელისუფლების ნებისმიერი გამოვლინების უარყოფაა, განსაკუთრებით კი,
სახელმწიფოს სახით („ანარქია“ – სიტყვასიტყვით – „მმართველობის არარსებობას“ ნიშნავს).
ანარქისტების აზრით, შესაძლებელია საზოგადოების არსებობა სახელმწიფოს გარეშე,
როდესაც ადამიანები თავად მოაწყობენ საკუთარ ბედს ერთმანეთთან ნებაყოფლობითი
თანამშრომლობის საფუძველზე და ეს მოსაზრება ორი, ურთიერთ საწინააღმდეგო
ტრადიციის გამოძახილია: ლიბერალური ინდივიდუალიზმისა და სოციალისტური
საზოგადოების. ასე რომ, ანარქიზმი ერთგვარი საშუალედო რგოლია ლიბერალიზმსა და
სოციალიზმს შორის – „ულტრალიბერალიზმსა“ და „ულტრასოციალიზმის“ თავისებური
ნაზავი.
ფემინიზმი
ინვაირონმენტიზმი
რელიგიური ფუნდამენტალიზმი
შეჯამება
იდეოლოგია წინააღმდეგობრივი პოლიტიკური ტერმინია და ხშირად უარყოფით ელფერსაც
ატარებს. საზოგადოებრივ მეცნიერებათა თვალსაზრისით, პოლიტიკური იდეოლოგია მეტ-
ნაკლებად გამოკვეთილ იდეათა იმგვარი ერთობლიობაა, რასაც მოწესრიგებულ-დადგენილი
პოლიტიკური საქმიანობა ეფუძნება. მისი ძირითადი მახასიათებლებია: არსებული
მმართველობითი ურთიერთობების სისტემა, სასურველი მომავლის ხედვა და მკაფიო გეგმა,
როგორ შეიძლება და უნდა განხორციელდეს კიდეც პოლიტიკური ცვლილებები.
***