Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 9

კანონპროექტისთვის: „ საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის

საპროცესო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/317; 20.03.14).

კანონპროექტის მიზანია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე


მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 169-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისობაში მოყვანა
საქართველოს პარლამენტის წევრის იმუნიტეტის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ
ნორმებთან.

საინფორმაციო ფურცელი

სადეპუტატო იმუნიტეტი ევროპის ქვეყნებში

იმუნიტეტი - სამართლის სუბიექტების განსაზღვრულ წრეზე სამართლებრივი ნორმების


გაუვრცელებლობის აღმნიშვნელი საერთო-სამართლებრივი ტერმინია.
ევროპის დემოკრატიულ ქვეყანაში პარლამენტის სადეპუტატო წევრები სარგებლობენ
იმუნიტეტით. ეს ნიშნავს, რომ იმ პალატის თანხმობის გარეშე, რომლის წევრიცაა დეპუტატი,
დაუშვებელია:
 პარლამენტის წევრის აზრის გამოთქმის ან ხმის მიცემისათვის დასჯა იმ პალატის
თანხმობის გარეშე, რომლის წევრიცაა დეპუტატი;
 მისი დაკავება;
 სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა;
 მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა;
 ან რაიმე იძულებითი ღონისძიებების ჩატარება;
 დაავალდებულო დეპუტატი მისცეს ჩვენება სასამართლოსათვის (მოწმის იმუნიტეტი).

გამონაკლისს, როგორც წესი, წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის ადგილზე წასწრების


შემთხვევა.
სადეპუტატო იმუნიტეტის განმსაზღვრელი საკანონმდებლო ნორმა, მისი მნიშვნელობიდან
გამომდინარე, რეგულირდება ქვეყნის კონსტიტუცით.
გთავაზობთ ინფორმაციას საპარლამენტო იმუნიტეტის საკანონმდებლო რეგულირების შესახებ
ევროპის 11 ქვეყანაში (გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, შვედეთი, დანია, ავსტრია, პოლონეთი,
ჩეხეთი, ბულგარეთი, ლატვია, ხორვატია).

გერმანია
პირები, რომლებიც სარგებლობენ სადეპუტატო იმუნიტეტით: მხოლოდ ქვედა პალატის
(ბუნდესტაგის) წევრები
საპარლამენტო იმუნიტეტის საკანონმდებლო ბაზა: კონსტიტუცია - მუხლები 46, 47

1
kvleviTi departamenti. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba
დეპუტატი არ შეიძლება დაექვემდებაროს დევნას სასამართლო წესით ან სამსახურებრივად, ან
სხვაგვარად მიეცეს პასუხისგებაში ბუნდესტაგის გარეთ, მის მიერ ბუნდესტაგში ან რომელიმე
კომიტეტში ხმის მიცემის ან გამოთქმული მოსაზრების გამო, აღნიშნული არ ეხება
ცილისმწამებლურ შეურაცხყოფებს.
სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედებისათვის დეპუტატის პასუხიგებაში მიცემა ან
დაპატიმრება შეიძლება მხოლოდ ბუნდესტაგის თანხმობით. გამონაკლისია დაკავების
შემთხვევევბი უშუალოდ ასეთი ქმედების ჩადენისას ან შემდგომი დღის განმავლობაში.
გარდა ამისა, ბუნდესტაგის თანხმობა სავალდებულოა დეპუტატის პირადი თავისუფლების
ნებისმიერი სხვა შეზღუდვისას ან მის წინააღმდეგ მე -18 მუხლით გათვალისწინებული
წარმოების დაწყებისას (მუხლი 18.
იმ პირს, ვინც აზრის გამოთქმის თავისუფლებას, კერძოდ, პრესის თავისუფლებას, სწავლების
თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას, მიმოწერის, საფოსტო
და სატელეკომუნიკაციო კავშირის საიდუმლოებას, საკუთრების უფლებას ან თავშესაფრის
უფლებას იყენებს ბოროტად თავისუფალი დემოკრატიული წყობილების საფუძვლების
წინააღმდეგ საბრძოლველად, ჩამოერთმევა აღნიშნული ძირითადი უფლებები. ამ უფლებების
ჩამორთმევა და ჩამორთმევის მოცულობა განისაზღვრება ფედერალური საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ).
დეპუტატის წინააღმდეგ მიმდინარე ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი წარმოება და მე-18
მუხლით გათვალისწინებული წარმოება, დაპატიმრება და მისი პირადი თავისუფლების
ნებისმიერი სხვაგვარი შეზღუდვა ბუნდესტაგის მოთხოვნით უნდა შეჩერდეს.

დეპუტატებს უფლება აქვთ არ მისცენ ჩვენება იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც ნდობა


გამოუცხადეს მათ, როგორც დეპუტატებს, ან რომლებმაც მათ, როგორც დეპუტატებს, მიაწოდეს
რაიმე ფაქტები ან ინფორმაცია ასეთი ფაქტების შესახებ. აღნიშნული უფლების მოქმედების
ფარგლებში დოკუმენტების კონფისკაცია დაუშვებელია.

საფრანგეთი
პირები, რომლებიც სარგებლობენ სადეპუტატო იმუნიტეტით: ორივე პალატის წევრები
საპარლამენტო იმუნიტეტის საკანონმდებლო ბაზა: კონსტიტუცია - მუხლი 26

დაუშვებელია პარლამენტის წევრის დევნა, ძებნა, დაკავება, დაპატიმრება ან სამართალში


მიცემა მათი ფუნქციების განხორციელებისას გამოთქმული აზრებისა და ხმის მიცემისათვის.
პარლამენტის წევრი სესიების დროს სისხლის სამართლებრივ ან პოლიციურ დევნას ან სხვა
პრევენციულ ან თავისუფლების შემზღუდავ ღონისძიებას შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ
იმ პალატის ბიუროს თანხმობით, რომლის შემადგენლობაშიც არის. ეს თანხმობა არ არის
საჭირო დანაშაულის ადგილზე დაკავების ან საბოლოო განაჩენის გამოტანისას.
ტუსაღობა, პრევენციული ან თავისუფლების შემზღუდავი ღონისძიებები, ან პარლამენტის
წევრის დევნა ჩერდება სესიების პერიოდში, თუ პალატა, რომლის შემადგენლობაშიც იგი არის
ამას მოითხოვს.

2
kvleviTi departamenti. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba
დაინტერესებული პალატა დამატებით სხდომაზე თავისი უფლებით იკრიბება აუცილებლობის
შემთხვევაში წინა აბზაცში მითითებული ღონისძიებების განსახორციელებლად.

ბელგია
პირები, რომლებიც სარგებლობენ სადეპუტატო იმუნიტეტით: ფედერალური პარლამენტის
ორივე პალატის წევრები, გაერთიანების და რეგიონული პარლამენტის წევრები სარგებლობენ
იმუნიტეტის ერთი მოცულობით, გარკვეული იმუნიტეტით სარგებლობენ მინისტრები
საპარლამენტო იმუნიტეტის საკანონმდებლო ბაზა: კონსტიტუცია - მუხლი 58, 59 და 120

არც ერთი პალატის წევრი არ შეიძლება დაექვემდებაროს დევნას ან დაკავებას თავისი


ფუნქციების განხორციელებისას მის მიერ გამოთქმული აზრების ან ხმის მიცემისათვის.
სესიის განმავლობაში პალატის არცერთი წევრი არ შეიძლება გაიგზავნოს ან მიყვანილ იქნეს
სასამართლოში ან ტრიბუნალზე ან დაპატიმრებულ იქნეს იმ პალატის თანხმობის გარეშე,
რომლის შემადგენლობაშიც შედის. გამონაკლისია დანაშაულის ჩადენის ადგილზე წასწრების
შემთხვევა.
იძულებითი ღონისძიებები, რომლებიც მოითხოვს მოსამართლის ჩართვას, არ შეიძლება
გამოყენებულ იქნეს პალატის წევრის მიმართ სესიის განმავლობაში, თუ არა პროკურატურის
კომპეტენტური თანამშრომლის მიერ თხოვნის საფუძველზე. გამონაკლისია დანაშაულზე
წასწრების შემთხვევა. ეს გადაწყვეტილება გადაეცემა შესაბამისი პალატის თავმჯდომარეს.
წინა აბზაცის მიხედვით წარმოებული ნებისმიერი დევნა ან დაპატიმრება შეიძლება
განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი პალატის თავმჯდომარის, ან მის მიერ დანიშნული
წარმომადგენლის თანდასწრებით.
სესიების განმავლობაში პალატის წევრის მიმართ დევნის აღძვრა შეუძლიათ მხოლოდ
პროკურატურის მოხელეებს ან კომპეტენტურ თანამდებობის პირებს.
პალატის წევრს, რომლის მიმართაც აღძრულია დევნა, შეუძლია სესიის განმავლობაში
გამოძიების ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს დევნის შეჩერება იმ პალატას, რომლის წევრიც
თვითონ არის. შესაბამისი პალატა გადაწყვეტილებას იღებს მიცემულ ხმათა სამი მეოთხედის
უმრავლესობით.
პალატის წევრის პატიმრობა ან სასამართლოს, ან ტრიბუნალის მიერ დევნა ჩერდება სესიის
განმავლობაში, თუ ამას მოითხოვს პალატა.

გაერთიანებისა და რეგიონული პარლამენტების ყოველი წევრი სარგებლობს 58-ე და 59-ე


მუხლებით გათვალისწინებული იმუნიტეტით.

შვედეთი
პირები, რომლებიც სარგებლობენ სადეპუტატო იმუნიტეტით: პარლამენტის (რიქსდაგის)
წევრები
საპარლამენტო იმუნიტეტის საკანონმდებლო ბაზა: კონსტიტუცია - მე-4 თავის მე-8 მუხლი.
3
kvleviTi departamenti. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba
არავის არ შუძლია აღძრას სასამართლო დევნა იმ პირის წინაარმდეგ, რომელიც ფლობს ან
ფლობდა რიქსდაგის წევრის მანდატს, შეზღუდოს მისი თავისუფლება ან გადაადგილება
სამეფოს ტერიტორიაზე მისი უფლებამოსილების პერიოდში განხორციელებული ქმედების ან
გაკეთებული გამცხადების გამო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნულზე თანხმობას
განაცხადებს რიქსდაგი კენჭისყრაში მონაწილეთა ხუთი მეექვსედი.
თუ რიქსდაგის წევრი ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში,
დაკავებასთან, დაპატიმრებასთან და საპატიმროში მოთავსებასთან დაკავშირებული ნორმები
გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აღიარებს დანაშაულს ან დაკავებული იქნება
დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ან თუ მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის
მინიმალური სასჯელი არის არანაკლებ 2 წელი.

რიქსდაგის წევრის ხელშეუხებლობის შესახებ მე-8 მუხლის პირველი აბზაცში


ჩამოყალიბებული წესები გამოიყენება ასევე სპიკერთან და სპიკერის მანდატთან მიმართებაში.
რიქსდაგის წევრთან დაკავშირებული წესები ასევე გამოიყენება წევრის უფლებამოსილებების
განმახორციელებელი შემცვლელის მიმართ.

დანია
პირები, რომლებიც სარგებლობენ სადეპუტატო იმუნიტეტით: პარლამენტის (ფოლკეტინგის)
წევრები
საპარლამენტო იმუნიტეტის საკანონმდებლო ბაზა: კონსტიტუცია - მუხლი 57

ფოლკეტინგის დეპუტატის რაიმე ფორმით დევნა ან დაპატიმრება დაუშვებელია ფოლკეტინგის


თანხმობის გარეშე, თუ ის არ იქნა დაკავებული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე.
ფოლკეტინგის კედლებში ფოლკეტინგში გამოსვლისთვის არცერთი დეპუტეტი არ შეიძლება
მიცემულ იქნეს პასუხისგებაში ფოლკეტინგის თანხმობის გარეშე.

ავსტრია
პირები, რომლებიც სარგებლობენ სადეპუტატო იმუნიტეტით: ფედერალური პარლამენტის
მხოლოდ ქვედა პალატის (ეროვნული საბჭოს ) წევრები, ასევე ლანდტაგის წევრები
საპარლამენტო იმუნიტეტის საკანონმდებლო ბაზა: კონსტიტუცია - მუხლი 57

ეროვნული საბჭოს წევრები არასოდეს არ მიეცემიან პასუხისგებაში ხმის მიცემისათვის


საკუთარი მოვალეობების განხორციელებისას და პასუხს აგებენ თავიანთ ზეპირ ან წერილობით
სახით გამოთქმულ აზრზე მოვალეობათა განხორციელებისას მხოლოდ ეროვნული საბჭოს
წინაშე .
ეროვნული საბჭოს წევრები შეიძლება დაპატიმრებულ იქნენ სისხლის სამართლებრივად
დასჯადი ქმედების ჩადენისას მხოლოდ ეროვნული საბჭოს თანხმობით, გარდა დანაშაულის
4
kvleviTi departamenti. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba
ჩადენის ადგილზე ნივთიერი სამხილით მათი დაკავების შემთხვევისა. ეროვნული საბჭოს
თანხმობა საჭიროა აგრეთვე ეროვნული საბჭოს წევრების ჩხრეკის ჩასატარებლად.
ამის გარდა, ეროვნული საბჭოს თანხმობის გარეშე მისი წევრები შესაძლოა ოფიციალურად
იდევნებოდნენ სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ ეს ქმედება აშკარად არ არის დაკავშირებული აღნიშნული დეპუტატის პოლიტიკურ
საქმიანობასთან, თუმცა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გამოითხოვონ ეროვნული საბჭოს
გადაწყვეტილება ამგვარი კავშირის არსებობაზე, თუ ამას მოითხოვს აღნიშნული დეპუტატი ან
მუდმივი კომიტეტის წევრთა 1/3, რომელსაც ამგვარი საქმეები ევალება. მსგავსი მოთხოვნის
არსებობისას ყოველგვარი ოფიციალური დევნა დაუყონებლივ უნდა შეწყდეს ან შეჩერდეს.
ეროვნული საბჭოს თანხმობა ყველა ამ შემთვევაში ჩაითვლება მიღებულად, თუ საბჭო რვა
კვირის განმავლობაში, დევნის განხორციელების უფლებამოსილი ორგანოს შესაბამის
თხოვნაზე არ მიიღებს არანაირ გადაწყვეტილებას; ეროვნული საბჭოს მიერ დროული
გადაწყვეტილების მიღების მიზნით, თავმჯდომარემ ამგვარი საკითხი კენჭისყრაზე უნდა
დასვას არა უგვიანეს ამ ვადის ბოლოს წინა დღეს. სესიებს შორის დრო ამ ვადაში არ ითვლება.
ნივთიერი სამხილით დანაშაულის ჩადენის ადგილზე დეპუტატის დაკავებისას,
კომპეტენტურმა ორგანომ დაუყონებლივ უნდა შეატყობინოს ეროვნული საბჭოს
თავმჯდომარეს დაპატიმრების განხორციელების თაობაზე. ეროვნული საბჭოს მოთხოვნით,
ხოლო სესიებს შორის პერიოდში იმ მუდმივი კომიტეტის მოთხოვნით, რომელსაც ამგვარი
საქმეები ევალება, დაპატიმრება უნდა გაუქმდეს ან დევნა საერთოდ უნდა შეწყდეს.
დეპუტატის იმუნიტეტი წყდება ახლად არჩეული ეროვნული საბჭოს მოწვევის დღეს, ხოლო
მის ორგანოებში, რომლებიც თავიანთ ფუნქციებს ასრულებენ ამის შემდგომაც - ამ ფუნქციების
დასრულების მომენტიდან.

ლანდტაგის წევრები სარგებლობენ ისეთივე იმუნიტეტით, რითაც ეროვნული საბჭოს წევრები.

პოლონეთი
პირები, რომლებიც სარგებლობენ სადეპუტატო იმუნიტეტით: მხოლოდ ქვედა პალატის
(სეიმის) წევრები
საპარლამენტო იმუნიტეტის საკანონმდებლო ბაზა: კონსტიტუცია - მუხლი 105

დეპუტატი არ შეიძლება მიეცეს პასუხისგებაში სადეპუტატო მანდატის განსახორციელებელი


საქმიანობისათვის, არც მისი მოქმედების პერიოდში, არც მისი შეწყვეტის შემდეგ, ამგვარი
საქმიანობისათვის დეპუტატი პასუხს აგებს მხოლოდ სეიმის წინაშე, ხოლო მესამე პირთა
უფლებების დარღვევის შემთხვევაში სასამართლო პასუხისგებაში შეიძლება მიეცეს მხოლოდ
სეიმის თანხმობით.
არჩევნების შედეგების გამოცხადების დღიდან სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის დღემდე
დეპუტატი არ შეიძლება მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში სეიმის თანხმობის გარეშე.

5
kvleviTi departamenti. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba
სეიმის მოთხოვნით დეპუტატად არჩევის დღიდან მანდატის შეწყვეტამდე უნდა შეჩერდეს მის
წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლწარმოება. ამ შემთხვევაში ასევე ჩერდება სისხლის
სამართალწარმოების ხანდაზმულობის ვადა.
დეპუტატს უფლება აქვს გამოთქვას თანხმობა მის სისხლის სამართალში მიცემაზე.
დეპუტატი არ შეიძლება დაკავებულ ან დაპატიმრებულ იქნეს, გარდა იმ შემთხვევებისა,
როდესაც მას დანაშაულის ჩადენის ადგილზე წაასწრებენ და თუ მისი დაკავება აუცილებელია
სამართალწარმოების მიმდინარეობის სათანადოდ უზრუნველსაყოფად. დაკავების შესახებ
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სეიმის მარშალს, რომელსაც შეუძლია დაუყონებლივ
გაათავისუფლოს დაკავებული.
პოლონეთის სეიმის რეგლამენტის მე-11 თავის თანახმად საკითხს დეპუტატის წინააღმდეგ
სამართალწარმოების დაწყების ან მისი დაკავების შესახებ სეიმის მარშალის წინადადებით
განიხილავს სეიმის წესების და დეპუტატთა საქმეთა კომიტეტი. დეპუტატს, რომლის საქმეც
განიხილება არ აქვს უფლება დაესწროს საკომიტეტო განხილვას ან მონაწლეობა მიიღოს
კენჭისყრაში. კომიტეტის გადაწყვეტილება დაუყონებლივ ეცნობა სეიმის დეპუტატებს. სესიაზე
საკითხი გამოაქვს კომიტეტის მიერ დანიშნულ მომხსენებელს. დეპუტატს, რომლის წინაარმდეგ
დაწყებულია იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა, ეძლევა სიტყვით გამოსვლის უფლება.
დებატები ამ საკითხზე არ იმართება.
დეპუტატს შეუძლია დაინიშნოს დამცველი სეიმის დეპუტატებიდან.

ჩეხეთი
პირები, რომლებიც სარგებლობენ სადეპუტატო იმუნიტეტით: პარლამენტის ორივე პალატის
წევრები
საპარლამენტო იმუნიტეტის საკანონმდებლო ბაზა: კონსტიტუცია - მუხლები 27 და 28

დეპუტატი ან სენატორი არ შეიძლება მიცემულ იქნეს პასუხისგებაში დაპუტატთა პალატაში ან


სენატში ან მათ ორგანოებში კენჭისყრისათვის.

დეპუტატი ან სენატორი არ შეიძლება მიცემულ იქნეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში


დეპუტატთა პალატაში ან სენატში ან მათ ორგანოებში გამოსვლებისთვის. დეპუტატის ან
სენატორის დისციპლინური წესით პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს მხოლოდ
იმ პალატის წინაშე, რომლის წევრიც არის იგი.
დეპუტატი ან სენატორი არ შეიძლება მიეცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში იმ
პალატის თანხმობის გარეშე, რომლის წევრიც არის იგი. თუ პალატა არ მისცემს თანხმობას,
სისხლისსამართლებრივი დევნა წყდება სამუდამოდ.

დეპუტატი ან სენატორი შეიძლება დაკავებულ იქნეს მხოლოდ დანაშაულზე წასწრების


შემთხვევაში ან უშუალოდ დანაშაულის ჩადენის შემდეგ. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო
ვალდებულია დაკავების შესახებ დაუყონებლივ აცნობოს იმ პალატის თავმჯდომარეს, რომლის
წევრიც არის დაკავებული. თუ დაკავების მომენტიდან 24 საათის განმავლობაში პალატის
თავმჯდომარე არ მისცემს თანხმობას დაკავებულის სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ,
6
kvleviTi departamenti. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba
დამკავებელმა ორგანომ უნდა გაათავისუფლოს დაკავებული. პალატა თავის უახლოეს
სხდომაზე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი დევნის დასაშვეობის
შესახებ.

დეპუტატსა და სენატორს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც


მისთვის ცნობილი გახდა დეპუტატისა და სენატორის ფუნქციის განხორციელებასთან
დაკავშირებით, ასევე მანდატის შეწყვეტის შემდეგაც.

ბულგარეთი
პირები, რომლებიც სარგებლობენ სადეპუტატო იმუნიტეტით: პარლამენტის (ეროვნული
კრების) წევრები
საპარლამენტო იმუნიტეტის საკანონმდებლო ბაზა: კონსტიტუცია - მუხლი 69, 70 და 71

ეროვნული კრების წევრებს არ ეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მათ


მიერ გამოთქმულ აზრისა და კენჭისყრით გამოხატული პოზიციის გამო.
დაუშვებელია ეროვნული კრების წევრების დაკავება და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის
საქმის აღძვრა, გარდა მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა და მხოლოდ ეროვნული კრების
ნებართვის საფუძველზე, ხოლო სესიებს შორის პერიოდში - ეროვნული კრების თავმჯდომარის
ნებართვის საფუძველზე. ნებართვა არ არის საჭირო, თუ ეროვნული კრების წევრს წაასწრებენ
მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. ასეთ შემთხვევაში დაკავების ფაქტი უნდა ეცნობოს
ეროვნულ კრებას, ხოლოს სესიებს შორის პერიოდში - ეროვნული კრების თავმჯდომარეს.
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისათვის ნებართვა არ არის საჭირო, თუ ეროვნული
კრების წევრმა ამის შესახებ მისცა წინასწარი წერილობითი თანხმობა.

ლატვია
პირები, რომლებიც სარგებლობენ სადეპუტატო იმუნიტეტით: პარლამენტის (სეიმის) წევრები
საპარლამენტო იმუნიტეტის საკანონმდებლო ბაზა: კონსტიტუცია - მუხლი 28, 30

სეიმის წევრი არ შეიძლება მიეცეს პასუხისგებაში რაიმე სასამართლო, ადმინისტრაციული თუ


დისციპლინარული წესით მის მიერ ხმის მიცემის ან სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას გამოთქმული აზრებისათვის. სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება
აღიძრას სეიმის წევრის წინააღმდეგ, თუ იგი, თუნდაც სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას, ავრცელებს:
1) განზრახ ცილისმწამებლურ ყალბ განცხადებებს, ან
2) ცილისმწამებლურ განცხადებებს პირადი ან საჯარო ცხოვრების შესახებ.
სეიმის თანხმობის გარეშე დაუშვებელია სეიმის წევრის დაკავება, მისი საცხოვრებლის გაჩხრეკა
ან ნებისმიერი სახით პირადი თავისუფლების შეზღუდვა. სეიმის წევრი შეიძლება დაკავებულ
იქნეს დანაშაულის ჩადენის წასწრებისას. სეიმის ნებისმიერი წევრის დაკავების შესახებ
ოცდაოთხი საათის განმავლობაში უნდა ეცნობოს პრეზიდიუმს, რომელმაც საკითხი
7
kvleviTi departamenti. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba
განსახილველად უნდა გაიტანოს სეიმის მომდევნო სხდომაზე სეიმის წევრისთვის დაკავების
გაგრძელების ან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. სესიებს შორის
პერიოდში სესიის გახსნამდე სეიმის წევრის შემდგომი დაკავების შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს პრეხიდიუმი.
სეიმის თანხმობის გარეშე დაუშვებელია სეიმის წევრის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი
დევნის აღძვრა და ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრება.
სეიმის წევრს უფლება აქვს უარი თქვას ჩვენების მიცემაზე:
1) იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებმაც მას, როგორც ხალხის წარმომადგენელს,
გაუმჟღავნეს გარკვეული ფაქტები ან ინფორმაცია;
2) იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებსაც მან, როგორც ხალხის წარმომადგენელმა,
გაუმჟღავნა გარკვეული ფაქტები ან ინფორმაცია; ან
3) უშუალოდ ამგვარ ფაქტებსა თუ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

ხორვატია
პირები, რომლებიც სარგებლობენ სადეპუტატო იმუნიტეტით: პარლამენტის (საბორის) წევრები
საპარლამენტო იმუნიტეტის საკანონმდებლო ბაზა: კონსტიტუცია - მუხლი 75

ხორვატიის საბორის წევრები სარგებლობენ იმუნიტეტით. დაუშვებელია წევრის სისხლის


სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან ხორვატიის საბორში აზრის გამოთქმის ან ხმის
მიცემისათვის დასჯა. დაუშვებელია წევრის დაკავება და მის მიმართ სისხლის სამართლის
საქმის აღძვრა ხორვატიის საბორის თანხმობის გარეშე.
ხორვატიის საბორის თანხმობის გარეშე წევრის დაკავება შესაძლებელია მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ წაასწრებენ დანაშაულის ჩადენის ადგილზე, რომლისთვის სასჯელის სახით
გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ ხუთი წლის ვადით. ამ შემთხვევაში
უნდა ეცნობოს ხორვატიის საბორის თავმჯდომარეს.
თუ ხორვატიის საბორი არ არის შეკრებილი, წევრის დაკავების ან სისხლის სამართლის საქმის
აღძვრის შესახემ თანხმობას აძლევს და იმუნიტეტის უფლების საკითხს წყვეტს სამანდატო და
იმუნიტეტის კომიტეტი, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოდ მტკიცდება ხორვატიის
საბორის მიერ.

მასალა მოამზადა ნინო გეთიამ

28.03.2014.

გამოყენებული წყაროები:

1.გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიის, შვედეთის, დანიის, აცსტრიის, პოლონეთის, ჩეხეთის,


ბულგარეთის, ლატვიის და ხორვატიის კონსტიტუციები;

2. საპარლამენტო კვლევების და ინფორმაციის ევროპული ცენტრის ECPRD მასალები:

Comparative overview of parliamentary immunity across EU member states


8
kvleviTi departamenti. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba
Rules of parliamentary immunity in the EU Member States 

3. http://oide.sejm.gov.pl/oide/en/index.php?option=com_content&view=article&id=14798:the-
standing-orders-of-the-sejm-of-the-republic-of-poland&catid=57:prawo The Standing Orders of the
Sejm of the Republic of Poland

9
kvleviTi departamenti. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

You might also like