Professional Documents
Culture Documents
ოლივერ ტვისტის თავგადასავალი ჩარლზ დიკენსი PDF
ოლივერ ტვისტის თავგადასავალი ჩარლზ დიკენსი PDF
გარემოებების შესახებ
როდესაც სამრევლოს
ექიმმა ის ტანჯვითა და ვაებით აღსავსე ამქვეყნიურ ცხოვრებაში შემოიყვანა,
დიდხანს საეჭვო იყო, ბავშვი გადარჩებოდა თუ არა და მის სახელზე ჯერ
არავინ
ფიქრობდა; ყოველ შემთხვევაში, ეს მემუარები საერთოდ არ გამოქვეყნდებოდა
ან მხოლოდ ორი-სამი ნაბეჭდი გვერდი იქნებოდა და ამ მიზეზის გამო
ნებისმიერი ქვეყნისა და საუკუნის ლიტერატურაში უმცირესი მოცულობის
მემუარებად ჩაითვლებოდა.
- მე მოვიფიქრე.
ოლივერი მზად იყო, ეთქვა, რომ ვისაც გინდა, გაჰყვება, ოღონდ აქედან
წავიდეს, მაგრამ თვალები ასწია თუ არა, ბიდლის სკამის უკან მდგარი მისის
მანის მრისხანე მზერას წააწყდა, რომელმაც მუქარის ნიშნად მუშტი დაანახვა.
ოლივერის სხეულზე ამ მუშტს ხშირად დაუტოვებია კვალი და შესაბამისად,
კარგადაც ჩაებეჭდა გონებაში მისი მნიშვნელობა.
- ოჰ, რომ იცოდეთ, მისტერ ბამბლ, არც ისე ცოტა გადასახადს ვიხდი
ღატაკებისთვის.
- მაშ, ესაა ის ბიჭი? - იკითხა მეკუბოემ, თან სანთელი თავს ზემოთ ასწია,
რომ უკეთესად დაენახა ოლივერი, - მისის საუერბერი, გეთაყვა, ერთი
წუთით
აქეთ მობრძანდი, ჩემო ძვირფასო.
დახლის უკან მდებარე პატარა ოთახიდან მისის საუერბერი შემოვიდა. ეს იყო
საშუალო სიმაღლის, გამხდარი, ხმელი ქალი გესლიანი სახით.
- როგორც ჩანს, შენ ის ახალი ბიყი ხარ, არა? - იკითხა ხმამ გასაღების
ყჭრილიდან.
ნოე უპატრონო ბავშვთა სახლის აღზრდილი იყო, მაგრამ არა ობოლი შრომის
სახლიდან. იგი არ გახლდათ მიგდებული ბავშვი, შეეძლო საკუთარი
წარმომავლობა გამოეკვლია და შორიახლოს მცხოვრები მშობლების ვინაობაც
გაეგო - დედა მრეცხავი იყო, მამა კი გალოთებული ჯარისკაცი, რომელიც
თადარიგში გავიდა ხის ფეხით, დღიური ორპენსნახევრიანი პენსიით, და
რაღაც
უსარგებლო ხარახურის მფლობელი.
- ჩემო ძვირფასო...
მას გაგრძელება სურდა, მაგრამ მისის საუერბერიმ ისე ანჩხლად შეხედა, რომ
კაცმა ხმა გაიკმინდა.
- რაო? - მკვახედ იკითხა მისის საუერბერიმ.
–- როგორი ბორბალი?
– ჰო.
–- ბინა თუ გაქვს?
- არა.
- ფული?
- არა.
- საიდან გაჩნდა?
მაგრამ მოხუცმა ჯენტლმენმა ვერ შეძლო გაეხსენებინა ვერც ერთი სახე, ვისი
ნაკვთებიც შეეძლო ეპოვა ოლივერის იერში. ღრმა ამოოხვრით დაემშვიდობა
იგი
მისგან გაცოცხლებულ მოგონებებს და რამდენადაც, თავისდა საბედნიეროდ,
დაბნეული მოხუცი ჯენტლმენი ბრძანდებოდა, ისევ ჩამარხა ისინი წიგნის
გაყვითლებულ გვერდებს შორის.
მოხუცმა ლედიმ მოწიწებით დახარა თავი, თითქოს იმის ნიშნად, რომ ექიმს
ჭკვიან კაცად თვლიდა. როგორც ჩანს, თავად ექიმიც ამავე აზრისა იყო.
სამი დღე გავიდა და მას უკვე სავარძელში ჯდომა შეეძლო, ყოველი მხრიდან
ბალიშებით გარშემორტყმულს; და რამდენადაც ჯერ კიდევ სუსტად იყო და
სიარული არ შეეძლო, მისის ბედუინმა, მნე ქალმა, ხელში ატატებული
ჩაიყვანა
ქვედა სართულზე, პატარა ოთახში, რომელიც ქალს ჰქონდა დაკავებული.
ქალმა
ბიჭი ბუხართან დასვა, კეთილი ლედი თავადაც ჩამოჯდა და იმით
გახარებული,
რომ ოლივერი თავს გაცილებით უკეთ გრძნობდა, გულამომჯდარი ატირდა.
- ნოლი,
საყვარელო! - ალერსიანად ჩაიჩურჩულა ნენსიმ, - ნოლი!
- აი, თურმე რა, - თქვა მნე ქალმა, როდესაც ოლივერის მზერა შენიშნა, -
როგორც ხედავ, ჩამოხსნეს.
- არ იცით?
- ტიგელში
ყველაფერმა წესიერად გაიარა, - უპასუხა ფეიჯინმა, - თქვენი წილი
მოვიტანე.
იმაზე მეტია, ჩემო ძვირფასო, ვიდრე გეგონათ, მაგრამ რაკი ვიცი, რომ
შემდეგში
აღარ გამაბრაზებთ, ამიტომ...
სმითფილდი
გადაჭრეს, მაგრამ თუნდაც გროსვენორ-სკვერის
გავლით ევლოთ, ოლივერი მაინც ვერ იცნობდა გზას. ბნელი და ნისლიანი
საღამო იდგა. ნისლის ფარდის მიღმა ფარდულების სინათლეები ძლივს
მოჩანდა. ნისლი კი თანდათან სქელდებოდა, თავის ფარდაში ახვევდა
ქუჩებსა
და სახლებს; უცნობი ადგილები ოლივერს კიდევ უფრო უცხოდ ეჩვენებოდა,
მისი
დაბნეულობა კი სულ უფრო მეტად დამთრგუნველი და უიმედო ხდებოდა.
დერეფანში ბნელოდა. ცოტა ხანს დაელოდნენ, ვიდრე ის, ვინც შეუშვა, კარს
დაკეტავდა ურდულითა და ჯაჭვით.
- არა, ამას არ ვიზამ, - ხმას აუწია ნენსიმ, - აბა, ახლა რაღას იტყვით?
- უკანა გზაზე მეეტლე თავის თავზე იღებს მათ ადგილზე მიყვანას, თანაც
ხელსაყრელ ფასად, - თქვა მისტერ ბამბლმა, - ორივე ძალიან მძიმედ არის
და
ვთვლით, რომ მათი წაყვანა ორი გირვანქა სტერლინგით უფრო იაფი
დაჯდება,
ვიდრე მათი დასაფლავება იმ შემთხვევაში, თუ ვერ შევძელით მათი სხვა
სამრევლოსთვის გადაცემა; თუმცა, ეს სრულებით შესაძლებელ საქმედ
მიმაჩნია, მთავარია, გზაში არ ამოხდეთ სული, ჰა-ჰა!
მისტერ ბამბლმა ცოტა ხანს იცინა, მერე მისი მზერა ისევ სამკუთხა ქუდზე
შეჩერდა და დასერიოზულდა.
- აი, თურმე რა! - გააწყვეტინა მისის მანმა, - ასე მგონია, იმის თქმას
აპირებ,
რომ აქ რაღაც გაკლია? საძაგელო პატარა ბიჭო!
- ჩერტსის
ამბავზე, ბილ? - იკითხა ებრაელმა, თანამოსაუბრისკენ სკამი მისწია და ხმას
დაუწია.
- ჰო, სწორედ ამას გეუბნებით, - თქვა საიკსმა, - უკვე ოცი წელია, მოხუც
ლედის ემსახურებიან და ხუთასი გირვანქა სტერლინგიც რომ მისცეთ, არ
წამოეგებიან.
- ოჰო, რა ჭკუის კოლოფი ხარ, ჩემო ძვირფასო! ასეთ გამჭრიახ გოგოს ჯერ
არ
შევხვედრივარ! - თქვა ებრაელმა და კისერზე ხელი წაუთათუნა, -
მართალია,
ოლივერზე მინდოდა მეთქვა. ჰა-ჰა-ჰა!
- ღამე მშვიდობისა.
სკამზე მჯდომი გოგონა წინ და უკან ირწეოდა, უეცრად ყელზე ხელი იტაცა,
ჰაერს პირით ისუნთქავდა და ხროტინებდა.
სულ ერთ წუთს, ცარიელ ქუჩას რომ თვალი მოავლო, ოლივერმა დააპირა,
მშველელისთვის დაეძახა, მაგრამ ყურში ჩაესმა გოგონას ხმა, რომელიც ისეთი
სევდით სთხოვდა მასზე ეფიქრა, რომ სითამამე არ ეყო, დაეყვირა. ვიდრე
მერყეობდა, ეს ხელსაყრელი შემთხვევაც ხელიდან გაუშვა: სახლში შეიყვანეს
და კარი დაიხურა.
რა მცირე რამ არის საჭირო, რომ ჩვენი სუსტი სულის სიმშვიდე დაირღვეს.
ვიდრე მისის კორნი ფიქრობდა, ძალიან პატარა შავი ჩაიდნიდან ადუღებული
წყალი გადმოვიდა და ხელი დასწვა.
- ცივი ქარი ქრის, მემ, - იყო მისტერ ბამბლის პასუხი, რომელმაც პალტოს
საყელო ყურებამდე აიწია, - შეიძლება ყურებიც წამაძროს.
- ესე იგი, ბოროტი ხართ! - არ ჩამორჩა მისის კორნი, ხელი ბიდლის ჩაის
ჭიქისკენ გაიშვირა, - და გულქვაც!
მისტერ ბამბლმა თავისი ფინჯანი უსიტყვოდ გადასცა მისის კორნის, მის ნეკა
თითს ჩაეჭიდა, იმავდროულად, თავის ჟილეტზე ორჯერ დაირტყა
ხელისგული,
ღრმად ამოიოხრა და სკამი ბუხრისგან მოშორებით მისწია.
- მერე რა ჩემი საქმე ეს არის? - ბრაზით იკითხა მისის კორნიმ, - ხომ ვერ
გავაცოცხლებ?
- რასაკვირველია, ვერა, მემ, რასაკვირველია, ვერა, - უპასუხა ბებრუხანამ,
-
ეს არავის შეუძლია და განსაკუთრებით მას ვეღარაფერი უშველის. ბევრჯერ
მინახავს, ადამიანები როგორ კვდებიან - ბალღებიც და ძლიერებიც -
სიკვდილი
როდის მოდის, არ მესწავლება! მაგრამ სული აქვს დამძიმებული და როცა
ტკივილი მინელდება - ეს კი იშვიათად ხდება, იმიტომ, რომ წამებით
კვდება -
ამბობს, რომ რაღაც უნდა გითხრათ. მშვიდად ვერ მოკვდება, ვიდრე თქვენ
არ
მიხვალთ.
- ფეიჯინ, მარტო იმის თქმა მინდა, რომ ეს არავის საქმე არ არის, - თქვა
მისტერ ჩიტლინგმა და გაწითლდა.
- ბიჭი?
- აქ, სულ ახლოს, ამას წინათ ძალიან დაცხა, ლაივლი, - თქვა ფეიჯინმა,
წარბები ასწია და გულხელი დაიკრიფა.
ისე ეტყობოდა, ფეიჯინს სურდა, ეთქვა, რომ ასე გვიან სტუმარს ვერ
მიიღებს,
ბუტბუტებდა, რომ ბუხარი ჩამქრალია, მაგრამ როდესაც თანამგზავრმა
მბრძანებლურად გაუმეორა თხოვნა, კარი გააღო და სანთლის გამოტანამდე
კარის ფრთხილად დახურვა სთხოვა.
- რა, იმის თქმა გინდათ, რომ რომც გნდომოდათ, ასე ვერ მოიქცეოდით? -
იკითხა გაბრაზებულმა მონკსმა, - რა, ათობით სხვა ბიჭს ასე არ მოექეცით?
ერთი წელი ვეღარ მოითმინეთ, რომ მერე მისი გასამართლებისა და
შესაძლოა,
ინგლისიდან სამუდამო გასახლებისთვის მიგეღწიათ?
- იმას მივხვდი, რომ მისი საქმეში ჩართვა არც ისე ადვილია, - თქვა
ებრაელმა, - მისნაირ მდგომარეობაში ჩავარდნილ სხვა ბიყებს არ ჰგავს.
– ახლა უკეთ ვარ, - თქვა მისის კორნიმ ნახევარი ჭიქის დალევის შემდეგ
და
სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, - ბაღის პიტნის ნაყენია,
- სუსტი ხმით თქვა მისის კორნიმ და ალერსიანად გაუღიმა მისტერ ბამბლს,
-
გასინჯეთ. კიდევ რაღაც არის შიგნით... კიდევ რაღაც არის.
- ჰო, ასეა; ძალიან კარგად იცი, რომ ასეა! - არ ცხრებოდა ნოე, - სულ
ასე
იქცევა, მისტერ ბამბლ, სერ; ნიკაპის ქვეშ მიღუტუნებს, სერ, და სულ
თავზე
დამფოფინებს.
- არაფერი.
- მის როუზ, დღეს რატომღაც ფიქრობთ, რომ თქვენ გარდა ყველა გულქვა
ადამიანია, - უპასუხა ექიმმა, - მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ
მამრობითი
სქესის პირველივე ღირსეული ახალგაზრდა წარმომადგენელი, რომელიც
თქვენში თანაგრძნობის გამოწვევას ეცდება, თქვენგან ასეთივე ლმობიერ
დამოკიდებულებას დაიმსახურებს. და ძალიან მინდა იმ ახალგაზრდის
ადგილზე
ვიყო, რომ დღევანდელის მსგავსი ხელსაყრელი შემთხვევით დაუყოვნებლივ
ვისარგებლო.
- თქვენც ისეთივე მოზრდილი ბავშვი ხართ, როგორიც ბრიტლსია, -
მორცხვად
თქვა როუზმა.
- ჰო, - გულიანად გაიცინა ექიმმა, - ეს ხომ არც ისე ძნელია. მაგრამ ახლა
ისევ
ბიჭს დავუბრუნდეთ. ჩვენი მოლაპარაკების კიდევ ერთ მუხლზე უნდა
შევთანხმდეთ. ჩემი აზრით, დაახლოებით ერთ საათში გაიღვიძებს.
მართალია,
ქვემოთ იმ გონებაჩლუნგ კონსტებლს ვუთხარი, რომ ბიყის შეწუხება არ
შეიძლება და მასთან საუბარი ბავშვის სიცოცხლისთვის სარისკოა, მაინც
მგონია,
მასთან გასაუბრებას შევძლებთ. ჩემი პირობა ასეთია: თქვენი თანდასწრებით
გამოვკითხავ და თუ მისი სიტყვების ცივად განსჯის შემდევ დავასკვნით, რომ
ის
საბოლოოდ არის ხელიდან წასული (ამ ვარაუდისთვის კი საკმარისზე მეტი
საფუძველი არსებობს), ბიჭმა თავის თავს დამოუკიდებლად უნდა მიხედოს,
ყოველ შემთხვევაში, მე აღარ ჩავერევი.
- აგენტები ბოუ-სტრიტიდან,
სერ, - უპასუხა ბრიტლსმა და სანთელი აიღო, - მისტერ ჯაილზთან ერთად
დღეს
მათ მოსაყვანად გავგზავნეთ...
- ეს კიდევ უფრო შესაძლებელი იყო იმის გამო, რომ მათზე ეჭვი არავის
მიუტანია, - დაამატა დაფმა.
- არა, სერ.
- ჰოდა, სხვა დროს არ დაგავიწყდეს.
ოლივერმა მშვენივრად იცოდა, რომ თავის პატარა ოთახში იჯდა; მის წინ,
მაგიდაზე, წიგნებია გადაშლილი; სურნელოვანი ხვიარა მცენარეების
ფოთლებს
გარეთ ქარი აშრიალებს. და ამ ყველაფრის მიუხედავად, მას ეძინა. უეცრად
ხილვა შეიცვალა; ჰაერი შეიხუთა და თავზარდაცემულს თავში გაუელვა, რომ
ისევ ებრაელის სახლშია. იქ, ჩვეულ კუთხეში, საზარელი მოხუცი იჯდა,
მასზე
თითით უთითებდა და რაღაცას ეჩურჩულებოდა სხვა ადამიანს, რომელიც
ოლივერისკენ ზურგით იჯდა.
ამ სიტყვებით სხლტეს
გადაახტა და მითითებული მიმართულებით ისეთი სისწრაფით გაიქცა, რომ
დანარჩენებს ძალიან გაუჭირდათ, არ ჩამორჩენოდნენ.
ძიება ამაო გამოდგა. ახალი კვალიც კი არსად ჩანდა. ახლა ყველანი პატარა
გორაკის თავზე იდგნენ, საიდანაც სამ-ოთხ მილზე არსებული მინდვრები
მოჩანდა. მარცხნივ, ღარტაფში, სოფელი იყო, მაგრამ იქამდე ოლივერის
მითითებული გზით მისასვლელად მთელი დღია სივრცის გარშემოვლა
იქნებოდა
საჭირო და საეჭვოა, ასე მალე დამალვა მოეხერხებინათ. მეორე მხარეს
მინდორს უღრანი ტყე ესაზღვრებოდა, მაგრამ იქამდე შეუმჩნევლად მიღწევა
ასევე შეუძლებელი იყო.
- წერა ახლა უკვე ხომ კარგად იცი? - შეეკითხა ჰარი და ხელი მხარზე
დაადო.
უცნობმა გაიღიმა და ისევ თავი დაუქნია, თითქოს იმის თქმა სურდა, რომ
ადამიანში არ შემცდარა, შემდეგ ზარი დარეკა.
მედუქნემ გაიღიმა, წავიდა და ცოტა ხნის შემდეგ ცხელი პუნშით სავსე ჭიქა
მოიტანა; პირველივე ყლუპზე მისტერ ბამბლს თვალებზე ცრემლები მოადგა.
– დრო - ღამე.
- გასაგებია.
- ასეთი ამბები კარგად ინახება, მაგრამ დრო რომ გადის, მათი ფასი
ორმაგდება, როგორც ხარისხიანი ღვინისა, - უპასუხა წინანდებური მშვიდი
და
უშფოთველი ტონით მისის ბამბლმა, - დამარხვას რაც შეეხება, ვინ იცის,
არსებობს ისეთი რაღაცები, თორმეტი ათასი, თორმეტი მილიონი წელი რომ
არავის გახსენებია, მაგრამ საბოლოოდ მათ საინტერესო ამბების მოყოლა
შეუძლიათ.
- ახლა კი, - თქვა ფეიჯინმა მას შემდეგ, რაც ბიჭებმა ოთახი დატოვეს, -
წავალ და ფულს მოგიტან, ნენსი. ეს უბრალოდ, იმ კარადის გასადებია,
ჩემო
ძვირფასო, სადაც ბიჭების მოტანილ რაღაც ნივთებს ვინახავ. ჩემს ფულს
არასოდეს ვკეტავ, იმიტომ, რომ ჩასაკეტიც არაფერია, ჩემო კარგო... ჰა-ჰა-
ჰა!..
ჩასაკეტი არაფერია. ეს არ არის სარფიანი საქმე, ნენსი, თანაც უმადური
ხელობაა. მაგრამ მიყვარს, ჩემ გარშემო ახალგაზრდებს რომ ვუყურებ და
ყველაფერს ვითმენ. ჩუ, - წამოიძახა და გასაღები სასწრაფოდ შეინახა, - ვინ
არის? ყური დაუგდე!
- ძალიან მნიშვნელოვანი.
დაახლოებით ოცი წუთი, შესაძლოა, ცოტა მეტიც, ოთახში არავინ იყო; მერე
გოგონა იმგვარივე უჩუმარი ნაბიჯით დაბრუნდა და სულ მალე გაისმა კიბეზე
მიმავალი ორი მამაკაცის ნაბიჯების ხმა. მონკსი მაშინვე ქუჩაში გავიდა,
ხოლო
ებრაელი ისევ ზემოთ ავიდა ფულის ასაღებად. ოთახში რომ შევიდა,
გოგონას
შლაპა ეხურა და შალს იხვევდა, თითქოს წასასვლელად ემზადებოდა.
- გუშინ რა მოხდა?
- მძიმეა! რას ბოდაქ? აბა, შენ რისთვის ხარ? - მამაკაცმა თავისი მსუბუქი
პაკეტი მეორე მხარზე გადაიტანა, - ოჰ, აი, ისევ დასვენება გადაწყვიტე! არ
ვიცი,
შენნაირად ვის ეხერხება ადამიანის მოთმინებიდან გამოყვანა.
- კიდევ ერთ რამეს გეტყვით, - განაგრძო ფეიჯინმა მას შემდეგ, რაც გოგონა
რამდენიმე მეგობრული თავის დაკვრით დაამშვიდა და გამამხნევებელი
ერთი-ორი სიტყვაც წაიბურტყუნა, - მეგობარი მყავს, რომელსაც თქვენი
სანუკვარი ოცნების ასრულება და საჭირო გზაზე გაყვანა შეუძლია, მერე კი
იმ
საქმეს აირჩევთ, რომელიც, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად შეგეფერებათ და
სხვა დანარჩენსაც ისწავლით.
– თითქოს არ უნდა ხუმრობდეთ! - თქვა ნოემ.
- ხვალ დილით.
- სად?
- აქ.
- არა, - უპასუხა ფეიჯინმა, - საქმე არც ისე ცუდადაა. არც ისე ცუდად.
- აქვე ახლოს.
- ეტყობა, ასეა.
- ერთი ჩვენიანი.
- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, - თქვა ნოემ, - მაგრამ სად არის? სად
ჩავუსაფრდე? სად უნდა წავიდე?
– კარგად?
- ათას სხვა ქალში ამოვიცნობ.
ძალიან ბნელი დამე იყო, ავდრის გამო ასეთ დროს ხიდზე ხალხი
კანტიკუნტად თუ ჩანდა. ისინი აჩქარებით ჩაივლიდნენ ხოლმე, არც ქალს,
არც
მამაკაცს, რომელიც თვალთვალის ობიექტს თვალსაწიერიდან არ იშორებდა,
ვერც კი ამჩნევდნენ და მით უმეტეს, ყურადღებას არ აქცევდნენ. მათმა
იერმა
ვერც იმ საღამოს ლონდონის ხიდზე შემთხვევით აღმოჩენილი ლონდონელი
მაწანწალების ყურადღება მიიპყრო, რომლებიც ცივი ნიშის ან თუნდაც უკარო
თავშესაფრის ძიებაში იყვნენ, სადაც თვალის მოტყუებას შეძლებდნენ. ორივე
გარინდებული იდგა, თავად არავის ელაპარაკებოდნენ და არც გამვლელები
აბეზრებდნენ თავს.
მის ხმაში რაღაც ისეთი უცნაური მოისმა, რომ ჩასაფრებულ ჯაშუშს გოგონას
სიტყვების გაგონებაზე ძარღვებში სისხლი გაეყინა. არასოდეს უგრძნია ისეთი
შვება, როგორიც ახალგაზრდა ლედის ხმის გაგონებისას, რომელიც გოგონას
დამშვიდებას და შთაგონებით შექმნილი საზარელი ზმანებისთვის
წინააღმდეგობის გაწევას სთხოვდა.
- ვინ?
- იმედია, ეჭვი არავის აუღია, რომ იმ საქმეზე, რის გამოც დღეს აქ ხართ,
ვინმესთან მოლაპარაკება დაიწყეთ? - იკითხა მოხუცმა ჯენტლმენმა.
- ამიხსენით, რატომ?
ჯენტლმენი შებრუნდა.
- ამას ჩაიდენდით?
– ჰო.
- ლონდონის ხიდამდე?
– ჰო.
- იქ ორ ადამიანს შეხვდა.
- დიახ, დიახ.
- იმის თქმა მინდა, - ისე განაგრძო ფეიჯინმა, რომ ნათელი იყო, თავის
მოჩვენებას აზრი აღარ ჰქონდა, - იმის თქმა მინდა, რომ გადაჭარბებული
სისასტიკე სახიფათოა. ცბიერი იყავით, ბილ, და არა მეტისმეტად სასტიკი.
საიკსს ხმა არ ამოუღია, ფეიჯინის გაღებულ კარს ხელი ჰკრა და ქუჩაში
გავარდა.
არც ერთხელ არ შეჩერებულა, არც ერთი წამით არ დაფიქრებულა, თავი არც
მარჯვნივ მიუბრუნებია და არც მარცხნივ, არც ცისთვის შეუხედავს და არც
მიწისთვის, არამედ ულმობელი შეუპოვრობით მხოლოდ წინ იყურებოდა;
კრიჭა
ისე შეეკრა, გეგონებოდა, სადაცაა ყბის ძვლები კანს გაარღვევსო; მძარცველი
შეუპოვრად მიქროდა წინ, არაფერი წაუბურდდღუნებია, არც ერთი კუნთი არ
მოდუნებია, ვიდრე სახლის კარის წინ არ აღმოჩნდა. უჩუმრად გადაატრიალა
გასაღები, უხმაუროდ ავიდა კიბეზე და თავის ოთახში შესულმა, გასაღები
ორჯერ
გადაატრიალა. კარს მძიმე მაგიდა მიადგა და საწოლის ფარდა გადასწია.
- მე ვარ, ადექი!
- არავითარი.
ორივე დამორჩილდა.
– არავითარი ძმა არა მყავს. ხომ იცით, ერთადერთი ვაჟიშვილი ვარ. რატომ
მელაპარაკებით ვიღაც ძმებზე? თქვენც ხომ მშვენივრად მოგეხსენებათ.
- ჯერ მომისმინეთ და მერე გამოიტანეთ დასკვნა, რა ვიცი ან თავად რა არ
იცით. ნელ-ნელა დაგაინტერესებთ. მაგალითად, ვიცი, რომ ერთი ოჯახის
ყველაზე ბინძური, შუბლვიწრო, ამპარტავნული ამბიციის წყალობით,
მამათქვენი
უსიყვარულო ქორწინებით ხელფეხშეკრული აღმოჩნდა, თქვენ კი ამ
ქორწინების
პირდაპირი შედეგი ხართ.
- მე?
- დიახ.
- მაგასაც ვიზამ.
- ბეტის რა მოუვიდა?
- მართალია.
კვლავ სიჩუმე.
- პანელები? გამძლეა?
- ფანჯრებსაც?
- ჰო, ფანჯრებსაც.
- ჯანდაბამდისაც გზა გქონიათ! - უღრიალა საიკსმა ბრბოს, ფანჯრის ჩარჩო
ასწია და დაემუქრა, - რაც გინდათ, ის გიქნიათ! ისე მშვენივრად
დაგტოვებთ
პირში ჩალაგამოვლებულებს, სიცოცხლეში არ დაგავიწყდებათ!
ღრიანცელი გაორმაგდა.
- ამ კაცს იცნობთ?
- მე კი ხშირად გხედავდით.
თავად კი იდგა, ერთი ხელი ხის ფიცარზე ედო, მეორე ყურთან მიეტანა,
თავი
წინ გადაეხარა, რომ მთავარი მოსამართლის ყოველი სიტყვა უკეთ გაეგონა.
ხანდახან, როცა მის სასარგებლოდ გამოჩნდებოდა რაიმე, თუნდაც მსუბუქი
გარემოება, ნაფიც მსაჯულებს დაჟინებით მიაშტერდებოდა, მათი რეაქციის
შესამოწმებლად. მაგრამ საშინელი პირდაპირობით წამოყენებული
დამამძიმებელი არგუმენტები რომ გაისმებოდა, თავის ადვოკატს შეხედავდა,
უხმოდ სთხოვდა, კიდევ სცადეო. თუ მღელვარების ამ ნიშნებს არ
ჩავთვლით,
ფეიჯინი არაფერს აკეთებდა, არც კი ინძრეოდა. პროცესის დასაწყისიდანვე
ასე
უძრავად იდგა. მოსამართლეს ლაპარაკი დაესრულებინა, ის კი ახლაც
დაძაბული, ყურადღებით მისჩერებოდა ამ უკანასკნელს.
„დამნაშავეა!“
– აგერ ერთ ვიღაცას უნდა შენი ნახვა და, მგონი, კითხვების დასმაც.
გეყოფა,
ფეიჯინ, შენ ხომ კაცი ხარ!
სამ თვეზე ცოტა ხანში როუზ ფლემინგმა და ჰარი მეილიმ პატარა სოფლის
ეკლესიაში იქორწინეს. როგორც უკვე ითქვა, ეს ახალგაზრდა პასტორის
საქმიანობის ადგილი უნდა ყოფილიყო; იმავე დღეს ახალ, მყუდრო სახლში
გადავიდნენ საცხოვრებლად.