სპორტული კონკურსი PDF

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 5

16 ნოემბერი 2020 წელი ქ. თბილისი.

N 11/16/2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების,

კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს

ბატონ შალვა გოგოლაძეს

ბატონო შალვა,

გაცნობებთ, რომ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ, 2020


წლის 25 სექტემბერს, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, ტრადიციულად ახალი
სეზონი დაიწყო საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2020-2021 თამაშების
საზეიმო გახსნით.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენი ფედერაციის, როგორც ბავშვთა და სასკოლო სპორტის


განვითარებაზე მომუშვე ორგანიზაციის პროგრამები, შედგენილია და დაგეგმილია სასწავლო
წლის მიმდინარეობის პერიოდზე გათვლით.

ამავე დროს, ამ პროგრამების მიმართულებები არის როგორც წმინდა სპორტული შეჯიბრებები,


ისე შემეცნებითი მიმართულების პროგრამები, რომელთა მიზანია მოსწავლეებში საქართველოს
სპორტისა და ზოგადად სპორტის სხვადასხვა სახეობების ისტორიის ცოდნის გაღრმავებით,
მოზარდებში ფიზიკური აქტივობების სტიმულაცია.

დღეს, ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო დაწესებული სხვადასხვა


შეზღუდვებისა და სწავლების ახალი (ონლაინ-დისტანციური) ფორმატის შედეგად, მოზარდები
მოწყდნენ თავიანთ თანაკლასელებს და მოყვნენ გარკვეულ თვითიზოლაციაში, რაც
შესაძლებელია აისახოს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

აქდან გამომდინარე, ჩვენ პროგრამების შემუშვების დროს, სრულად ვეთანხმებოდით სასკოლო


სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (ISF) და ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში
ევროპის სასკოლო სპორტის დღის საორგანზიაციო კომიტეტის შეფასებას:

„2020 წლის პანდემიის დროს, ბავშვებსა და მოზარდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის


პრობლემები აქტუალური გახდა მსოფლიო მასშტაბით, რადგან წარმოიქმნა სიცოცხლისთვის
მნიშვნელოვანი შეფერხებები. ბავშვების და მოზრდილების ყოველდღიურ ცხოვრებაში
ცვლილებები მოხდა, მათ შორის სკოლების დახურვა და ფიზიკური დისტანცირება,
გაურკვევლობა და გარკვეული დანაკარგები. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბავშვები შესაძლოა
გრძნობდნენ შეშფოთებას, წუხილს, შიშს, მეგობრებისგან იზოლაციას და სტრესს.
მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ ამ გამოწვევებზე ეფექტური რეაგირება და საჭიროების
შემთხვევაში ადაპტირება. ამავდროულად, ეს არის განსაკუთრებული შესაძლებლობა, ვიპოვოთ

საქართველო, ქ. თბილისი, 0194, ბახტრიონის ქ. 10, I სად. მე–2 სართ. ტელ: (+995) 551 833 855
ელ-ფოსტა:schoolsport_georgia@yahoo.com
და მობილიზება გავუკეთოთ ჩვენს შინაგან სიძლიერეს, გამოვძებნოთ გზები სოციალური
კავშირების შენარჩუნებისა და ახალი შემოქმედებითი გადაწყვეტილებების მისაღებად“.

სასკოლო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია (ISF) და მისი წევრი მსოფლიოს 128 ქვეყნის
სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია თანხმდება, რომ პანდემიის დროს, რომ არ შეწყდეს
მოზარდებს შორის სოციალური კავშირები და მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ მონაწილეობა
მიიღონ ერთობლივ ღონისძიებებში, საჭიროა აქტიურად იქნას გამოყენებული ონლაინ
პლატფორმები და სოციალური ქსელები.

ამ გამოწვევების ფონზე წინა პლანზე გამოდის სპორტის ისეთი სახეობები და სპორტული თუ


სხვა შემეცნებითი აქტივობები, რომელთა ორგანიზება და მათში მოანწილეობის მიღება
მოსწავლეებს შეეძლებათ დისტანციურად.

ამ მოდელზე ეწყობა სასკოლო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია (ISF) და მისი წევრი


ქვეყნების სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციები.

სწორედ ამ მიდგომის ერთერთი შედეგი იყო ჭადრაკში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი,


რომელიც გაიმართა მ.წ. ოქტომბერში და სადაც ჩვენდა სასიხარულოდ სასკოლო მსოფლიო
ჩემპიონი გახდა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ილია მართლის სახელობის თბილისის
სკოლის მოსწავლე ეკატერინე ფიფია, ხოლო ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის N1
საჯარო სკოლის მოსწავლემ ნია დონღვანმა საპრიზო მე-3 ადგილი დაიკავა.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენმა ფედერაციამ შეიმუშავა ონლაინ-დისტანციური


ფორმატის პროგრამები, რომლებიც მთლიანადაა მორგებული როგორც მოსწავლეებზე, ისე მათ
ფიზიკური აღზრდის პედაგოგებზე.

ეს პროგრამები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმართულია მოსწავლეთა როგორც ფიზიკური, ისე


სპორტულ-შემეცნებითი ხასიათის აქტივობების სტიმულირებისკენ.

ამავე დროს მნიშვნელოვანია, თითოეული ამ პროგრამის შესახებ ინფორმაცია მივიდეს ჩვენი


საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმდე და მათ პედაგოგებამდე და ამაში
უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს თანადგომას.

ჩვენმა ფედერაციამ, 2020 წლის 5 ოქტომბრიდან, დაიწყო სპორტულ-შემეცნებითი ხასიათის


პროგრამისა და მასში შემავალი პროექტების განხორციელება.

ასეთი პროექტებია „სპორტული ვიქტორინა“ და „სპორტული თასვატეხი“, რომლებიც სპორტის


ისტორიის ცოდნის სტიმულირებისკენაა მიმართული.

უკვე გამოვლენილია გამარჯვებული მოსწავლეები თბილისიდან, ბაღდათიდან, ზუგდიდიდან,


მცხეთიდან, დუშეთიდან და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებიდან, რომელთაც
სხვადასხვა პრიზებთან ერთად გადაეცემათ (ეგზავნებათ) სპორტფოტოს 2019 კატალოგები, რაც

საქართველო, ქ. თბილისი, 0194, ბახტრიონის ქ. 10, I სად. მე–2 სართ. ტელ: (+995) 551 833 855
ელ-ფოსტა:schoolsport_georgia@yahoo.com
ამ კატალოგების გამომცემლებმა, თავიანთი ინიციატივით გადმოგვცეს ამ ბავშვების
დასაჯილდოვებლად და წასახალისებლად.

ბატონო შალვა, მოგმართავთ თხოვნით, დაგვეხმაროთ ამ წერილის დანართში არსებული


სპორტულ-შემეცნებითი პროგრამის შემადგენელი პროექტების „სპორტული ვიქტორინისა“ და
„სპორტული თავსატეხის“ კონკურსების და მათში მონაწილეობის წესის შესახებ ინფორმაციის
საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის ფიზიკური აღზრდის პედაგოგებისა და
მოსწავლეებისადმი მიწოდებაში.

პატივისცემით

ფედერაციის პრეზიდენტი

კონსტანტინე ამირაჯიბი

საქართველო, ქ. თბილისი, 0194, ბახტრიონის ქ. 10, I სად. მე–2 სართ. ტელ: (+995) 551 833 855
ელ-ფოსტა:schoolsport_georgia@yahoo.com
"სპორტული ვიქტორინა"

უპასუხე შეკითხვას სწორად, გახდი გამარჯვებული და მოიგე პრიზი!

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია:

საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია.

პროექტში მონაწილეობის წესი:

პროექტში ,,სპორტული ვიქტორინა“ მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში


მოქმედ საჯარო და კერძო სკოლების ყველა მოსწავლეს;

ყოველ პარასკევს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფეისბუქგვერდზე


https://www.facebook.com/saskolo.sportuli.olimpiada განთავსდება შეკითხვა სპორტის
ისტორიიდან და მოსწავლეები პასუხს სცემენ ვიქტორინის შეკითხვებს.

მონაწილე, რომელიც პირველი დაწერს კომენტარებში სწორ პასუხს, ცხადდება


გამარჯვებულად და მას ეგზავნება სამახსოვრო პრიზი;

არ მიიღება ჩასწორებული/რედაქტირებული პასუხები;

ერთი და იგივე მოსწავლე "სპორტული ვიქტორინის" გამარჯვებული შეიძლება გახდეს


მხოლოდ ერთხელ;

თუ ვიქტორინაში არ დაფიქსირდა არცერთი სწორი პასუხი ჩასწორების/რედაქტირების


გარეშე, პრიზი გათამაშდება სპორტული ვიქტორინის მომდევნო გათამაშებაში.

ინფორმაცია სპორტული ვიქტორინის ყოველი კონკურსის გამარჯვებულის და პრიზის


შესახებ გამოქვეყნდება სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფეისბუქგვერდზე.

საქართველო, ქ. თბილისი, 0194, ბახტრიონის ქ. 10, I სად. მე–2 სართ. ტელ: (+995) 551 833 855
ელ-ფოსტა:schoolsport_georgia@yahoo.com
„ სპორტული თავსატეხი”
ამოხსენი სპორტული თავსატეხი და მოიგე პრიზი!

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია:

საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია.

პროექტში მონაწილეობის წესი:

პროექტში ,,სპორტული თავსატეხი“ მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში


მოქმედ საჯარო და კერძო სკოლების ყველა მოსწავლეს;

ყოველდღე, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, დღეში ორჯერ, სასკოლო სპორტული


ოლიმპიადის ფეისბუქგვერდზე https://www.facebook.com/saskolo.sportuli.olimpiada
განთავსდება შეკითხვა სპორტული თავსატეხის სახით და მოსწავლეები პასუხს გასცემენ
შეკითხვებს.

მონაწილე, რომელიც პირველი დაწერს კომენტარებში სწორ პასუხს, ცხადდება


გამარჯვებულად და მას ეგზავნება სამახსოვრო პრიზი;

არ მიიღება ჩასწორებული/რედაქტირებული პასუხები.

თუ არ დაფიქსირდა არცერთი სწორი პასუხი ჩასწორების/რედაქტირების გარეშე, პრიზი


გათამაშდება მომდევნო თავსატეხში;

ერთი და იგივე მოსწავლე „სპორტული თავსატეხის“ გამარჯვეული შეიძლება გახდეს


მხოლოდ თვეში ერთხელ;

ინფორმაცია გამარჯვებულის და პრიზის შესახებ გამოქვეყნდება სასკოლო სპორტული


ოლიმპიადის ფეისბუქგვერდზე.

საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია წარმატებას


უსურვებს პროექტის თითოეულ მონაწილეს.

საქართველო, ქ. თბილისი, 0194, ბახტრიონის ქ. 10, I სად. მე–2 სართ. ტელ: (+995) 551 833 855
ელ-ფოსტა:schoolsport_georgia@yahoo.com

You might also like