Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 280

მიწა თავისას

იბრუნებს!
ავტორი:ნათია ჯაგოდნიშვილი

2013-2014წელი.

~1~
პროლოგი

მიწა თავისას იბრუნებს! მნიშვნელობა არ აქვს ამას როგორ აკეთებს. მისთვის მიზანი
ამართლებს საშუალებას. ყველას ფეხქვეშ გათელავს თუ საჭირო გახდება, მთავარია
საწადელი აისრულოს. ვინც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა იყოს, ბოლოს მაინც თავის
მიწას დაუბრუნდება, არ აქვს მნიშვნელობა როგორ მდგომარეობაში_მკვდარი თუ
ცოცხალი. და ბოლოს, როდესაც მიწა თავის საწადელს აისრულებს, ყველაფერი
დალაგდება, თავის კალაპოტში ჩადგება და დამშვიდდება...
მანამდე კი, კეთილი ინებეთ და მიესალმეთ არეულობას!

~2~
თავი 1

-ანი, გაიღვიძე!-დილა კვლავ ნაცნობი ფრაზით დაიწყო და “ანიმაც” ჩვეულებისამებრ


ამოიგმინა ბალიშის ქვეშ.

-დედა! რამდენჯერ უნდა გითხრა: ანი კი არა, ანიკა. ა-ნი-კა! ასე ძნელია?

-ნუ ბუზღუნებ! დროზე ადექი, თორემ დაგაგვიანდება!-გასძახა შვილს ლიკამ და


ადუღებული წყალი ფინჯნებში ჩამოასხა.

-ნეტავ ორასი გრამი ტროტილი მაშოვნინა, მთელს სკოლას ეყოფოდა!-ბუზღუნით და


ჩუსტების ფრატუნით გაემართა ანიკა სააბაზანოსკენ, რომ დროზე
გამოფხიზლებულიყო და ადამიანის სახე დაებრუნებინა.

მისია მარტივად შეასრულა. ზუსტად ნახევარ საათში, საკუთარ საძინებელში,


გრანდიოზული სარკის წინ იდგა და თავს ათვალიერებდა. კედები, მოტკეცილი
ჯინსი, ფართე მაისური ჯგუფ “Guns N Roses”-ის გამოსახულებით, კულულებად
მხრებზე დაფენილი წაბლისფერი თმა, ხელზე უამრავი სამაჯური და განუყრელი
ყურსასმენები. უკვე მზად იყო სახლიდან გასასვლელად.

-შენ რა, პირველივე დღეს ასეთ ფორმაში აპირებ სკოლაში წასვლას?-თვალები


შუბლზე აუვიდა ლიკას შვილის დანახვისას.

-აჰამ! -უდარდელად უპასუხა გოგონამ და ყავა მოსვა.

-ანი! სამი თვის შემდეგ, სკოლაში პირველად ასე მიდიხარ?

-კი, ლიკა. მაპატიე, მაგრამ კიკინებს და ბაფთებს ვერ გავიკეთებ.

-იქნებ თეთრი პერანგი მაინც...

-ლიკა!-სიტყვა გააწყვეტინა გაღიზიანებულმა ანიკამ, ფინჯანი ნიჟარაში ჩადგა, ჩანთა


ცალ მხარზე გადაიკიდა და სანამ სახლიდან გავიდოდა, დედას გასძახა:-ბოდიში თუ
გაწყენინე, მიყვარხარ!-შემდეგ კი ყურსასმენების დახმარებით სულ სხვა, ნათელ და
ფერად სამყაროში გადაეშვა.

ავტობუსისთვის დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია, მალევე მოვიდა და ანიკამაც


დაიკავა ადგილი ბრბოში. ზოგი სამსახურში მიდიოდა, ზოგი მასსავით ჯერ კიდევ
სკოლის კედლებს ვერ გასცდენოდა. ყველას სადღაც ეჩქარებოდა და ყველას თავისი

~3~
საფიქრალი ჰქონდა. ანიკაც ფიქრობდა. ფიქრობდა, რომ დღეიდან ისევ მოუწევდა
ყოველ დილით საყვარელ ბალიშთან გამომშვიდობება, ისევ მოუწევდა
მასწავლებლების უსამართლობაზე თვალების დახუჭვა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ
კარგი მომავალი შეექმნა, დამოუკიდებელი და შემდგარი პიროვნება ყოფილიყო.
იცოდა, რომ ამ ყველაფერს სწავლის გარეშე ვერ მიაღწევდა_სწორედ ამიტომაც
სწავლობდა. არც გართობას იკლებდა. თავისი აზრით კარგი ცხოვრება ჰქონდა,
ყველაფრის მიუხედავად. სხვა თუ არაფერი, ჰყავდა მეგობარი, რომელიც სიცოცხლეს
ერჩივნა და იცოდა, რომ ელეც იმავეს გრძნობდა მის მიმართ. პირველი კლასიდან
ერთად მოდიოდნენ და თერთმეტი წლის განმავლობაში საკმაოდ კარგადაც გაიცნეს
ერთმანეთი. არაერთხელ უგრძვნიათ ერთმანეთის მხარდაჭერა. ხშირად უკამათიათ
კიდეც, მაგრამ მალევე რიგდებოდნენ_უერთმანეთოდ არ შეეძლოთ. როდესაც ანიკას
ყველაფერი უაზრობად ეჩვენებოდა, ელე ახერხებდა მის გამოფხიზლებას და
პირიქით_როდესაც ელეს ჰქონდა პრობლემები, ანიკა ყველაფერს აკეთებდა მათ
მოსაგვარებლად. ამბობენ, რომ იდეალური არაფერი არ არსებობს, მაგრამ მათი
ურთიერთობა მართლაც რომ იდეალური იყო.

ავტობუსი სკოლის წინ გაჩერდა და გოგონამაც ჩამოდგა ფეხი. ღრმად ჩაისუნთქა და


ის იყო სკოლის ეზოში უნდა შესულიყო, რომ იგრძნო მარჯვენა მხრიდან როგორ
შეასკდა ვიღაც.

-ელე! გადარეულო!-ჩაეხუტა მეგობარს და იმდენი კოცნა, სული ამოხადა.

-როგორ მომენატრე, გოგო! იმდენი ამბავი მაქვს მოსაყოლი, ალბათ მთელი კვირა არ
მეყოფა! მამიკომ წამომიყვანა დღეს, თორემ გამოვლას ვაპირებდი.-ალაქლაქდა
ელენე, მეგობარს ხელი მოკიდა და სკოლის ეზოში შეათრია. ანიკას გაეცინა იმის
გაფიქრებისას, რომ ელეს გამოჩენასთან ერთად, წამში გაქრა სკოლის ყველა მინუსი.

-როგორ ვიგლოვოთ თავისუფლებასთან გამოთხოვება მთელი ცხრა თვით? არსად


წავიდეთ?-ელემ უკვე შეძლო ანიკას გამოცოცხლება და ამ უკანასკნელის გონებაც
აქტიურად ამუშავდა.

-წავიდეთ! ზურა ხომ იცი? ჩემი ამმ, თაყვანისმცემელი. რამდენი ხანია მეხვეწება,
ჰოდა მის კლუბში წავიდეთ.

-ელე, თუ სწორად მახსოვს ზურა ოცდაათი წლისაა და ურთიერთობაც აღარ გაქვთ.

-ოჰ, დიდი ამბავი!-ხელი აიქნია ელემ და იმ წამს შემჩნეული კლასელებისკენ გაიქცა


ყვირილით:-ბავშვებო! როგორ მომენატრეთ!

კლასელების მოკითხვის, დირექტორის მიერ წარმოთქმული ბანალური სიტყვის,


პირველკლასელების ცრემლებისა და „სასწავლო წლის გახსნის ცერემონიალის“
შემდეგ, როგორც იქნა შეაღწიეს კლასებშიც და ელემ და ანიკამ კვლავ დაიკავეს

~4~
ჩვეული ადგილები. მესამე რიგში, კართან ახლოს, მეორე მერხი მათ პირველი
კლასიდან აკავშირებდათ და ყველამ იცოდა, რომ ამ მერხს არ უნდა გაკარებოდნენ.

-ერთი ბიჭი გავიცანი...-დაიწყო ელემ მაშინვე, როგორც კი ადგილები დაიკავეს,


დამრიგებელმა სწავლის დაწყება მიულოცა და უთხრა, რომ „უკვე დიდები არიან და
მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეთ“ და შემდეგ ბავშვებს ნება დართო
თავისუფლად მოქცეულიყვნენ.

-ოჰ, ელე! აღარც კი მახსოვს მერამდენედ მესმის ეს!

-აბა საბას არ ვაინტერესებ და...-გოგონას წამში დაუსევდიანდა მხიარული მზერა და


თვალი გააპარა საბასკენ, რომელიც კლასელებთან ერთად მხიარულობდა.

-ღმერთო ჩემო, რამდენჯერ უნდა წაგიკითხო ლექცია ამ თემაზე?-აღმოხდა ანიკას


დაღლილი ხმით და თავი ხელებში ჩარგო.

-არ გინდა. მე აღარ მიყვარს საბა...-გაიცინა ელემ, მაგრამ ეს მის თვალებს არ შეხებია.-
მოკლედ, გავიცანი ერთი ბიჭი! პლაჟზე ვწევარ, ვირუჯები, ჭკუაზე არ ვარ და ამ
დროს წამომადგა ვიღაც ტიპი, შენი გაცნობა თუ შეიძლებაო. მთელი დღეები უკან
დამდევდა, მე ხმას არ ვცემდი, არც ვიმჩნევდი. ერთ დღესაც, ზღვაში ღრმად ვიყავი
შესული. ძლიერი ტალღები იყო და გამოსვლა გამიჭირდა. და აბა თუ გამოიცნობ რა
მოხდა? ლუკამ გამომიყვანა! ვაიმე, რა საყვარელი იყო იცი? და თან ისეთი კუნთები
აქვს... მერე კლუბშიც წავედით, თავისთანაც დამპატიჟა.

-ელენე! შენ რა, იყავი?-აღშფოთდა ანიკა.

-არა, არ ავსულვარ. ის იყო უნდა ავსულიყავი, რომ დეიდამ დამირეკა, შენი


მშობლები ჩამოვიდნენ სანახავადო და ჩამიშალეს გეგმები.

-მოიცა, რას ნიშნავს გეგმები ჩაგიშალეს? ელენე, ნუ მაგიჟებ! პატარა ხარ და არ იცი
რას ნიშნავს, როდესაც ბიჭი სახლში ასვლას გთავაზობს?

-ნუ ხარ პანიკიორი. თუ არ მენდომებოდა, არაფერიც არ მოხდებოდა.

-მე კი არ ვარ პანიკიორი, შენ ხარ მიამიტი! და ნერვებს მიშლი!

-შენც!-შეუბღვირა გოგონამ, მაგრამ შუბლი წამში გახსნა და ისევ მეგობარს


მიუბრუნდა:-შენი ბექა რას შვება?-და მზერა ერთ-ერთი, საკმაოდ სიმპატიური
კლასელისკენ გააპარა.

-ოჰ, არც არაფერს. ვერ გავიგე რა უნდა. ზოგჯერ კარგად ვუგებთ ერთმანეთს,
ზოგჯერ საერთოდ არ მესმის მისი. ბავშვია! სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ
ჩვიდმეტი წლის ბიჭი შეიძლება ჩამოყალიბებული პიროვნება იყოს. მე ნამდვილი
მამაკაცი მჭირდება და არა ბავშვი, რომლის გაზრდაც მომიწევს.

~5~
-არ გიყვარს...

-მართალი ხარ. ისეთი აღარ არის, როგორიც თავიდან. თითქოს გაცივდა.

-მაშინ ჯობია მალევე დაამთავრო ყველაფერი.

-მეც მასე ვფიქრობ. დღეს დაველაპარაკები.

-კლუბში ხომ წამოვლენ ყველანი, ჰოდა იქ უთხარი.

-მასე ვიზამ...-სევდიანად გაიღიმა ანიკამ და ის იყო ყურსასმენების დახმარებით


„Radiohead“-ის კონცერტზე უნდა აღმოჩენილიყო, რომ კლასში დირექტორი
შემოვიდა.

-მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და


გისურვებთ ტვინის მომატებას!-კაცმა თვითონვე გაიცინა თავის ნათქვამზე და
მასწავლებელიც აჰყვა.-ახლა რატომ შემოვედი. ჩვენი სკოლა მოხვდა გაცვლითი
პროგრამების რიცხვში. აირჩევიან მოსწავლეები, თავიანთი შეფასებების და
მასწავლებლების დახასიათებების მიხედვით, ჩააბარებენ რამდენიმე ეტაპიან ტესტს
ინგლისურ ენასა და უნარ-ჩვევებში. უმაღლესი ქულების მქონე მოსწავლე
გაემგზავრება ნიუ-იორკში და მთლიან სასწავლო წელს იქ გაივლის. სამწუხაროდ
კონკურენცია იქნება ძალიან დიდი, რადგან არის მხოლოდ ერთი თავისუფალი
ადგილი. სია დღესვე იქნება ცნობილი და შეგეძლებათ გაკვეთილების ბოლოს
იხილოთ. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა, ახლა კი დაგტოვებთ. აბა თქვენ იცით!

დირექტორის სიტყვას კლასში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და მისი გასვლის შემდეგ


ყველა ამ თემაზე ალაპარაკდა. იყო პრეტენზიები და მოსაზრებებიც, რომ სიაში
დირექტორის ფავორიტი მოსწავლეები მოხვდებოდნენ. ელე იწინასწარმეტყველებდა,
რომ ანიკა ყველა ეტაპს წარმატებით გადალახავდა და ნიუ-იორკშიც
გაემგზავრებოდა, თვითონ ანიკასაც ჰქონდა იმედი, მაგრამ ჯერ მთავარი იყო იმ
სიაში მოხვედრილიყო, რომელიც გაკვეთილების ბოლოს სკოლის საინფორმაციო
დაფაზე გამოეკვრებოდა...

~6~
* * *
ნიუ-იორკის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებული ულამაზესი, გრანდიოზული სახლის
ჭიშკარი გაღიმებულმა გოგონამ შეაღო. კიბეები ღიღინით აირბინა და სახლში
შესვლისთანავე სამზარეულოს მიაშურა.

-დედა! ახალი ამბავი მაქვს!

-რა მოხდა? თვალები გიბრწყინავს!-შვილის ბედნიერება ადვილად შენიშნა მარიკამ,


რომელიც სადილის კეთებით იყო გართული.

-საღამოს, როდესაც ყველანი შევიკრიბებით, ვახშამზე გეტყვით!

-ნინი! ვახშამზე მამაშენს და შენს ძმას უთხარი, მე კი ახლავე გისმენ!

-პირობა მომეცი რომ არ გაბრაზდები.

-უკვე მაშინებ. მითხარი!

-დღეს კიდევ ერთხელ ველაპარაკე დირექტორს და მითხრა, რომ...-გოგონამ


დამაინტრიგებელი პაუზა გააკეთა, შემდეგ კი საზეიმო ხმით წარმოთქვა:-ბევრი
იფიქრა ჩემს წინადადებაზე და თანახმაა გაცვლითი პროგრამით საქართველოში
გამიშვას! ისეთი ბედნიერი ვარ!

-რა? რა მაგარია! როგორ მოახერხე მისი დარწმუნება? რამდენი ხნით?

-დედა! ნუ დამაყარე კითხვები!-გაეცინა გოგონას.-ვუთხარი, რომ მომავალი


არქეოლოგისთვის საქართველოში ბევრი საინტერესო ადგილია. რომ თუ ამ პროექტს
ავამუშავებთ, ჩვენი სკოლა კიდევ უფრო პოპულარული გახდება და ასევე
გამოგვიყოფენ დაფინანსებას რომ არქეოლოგიურ ექსპედიციებში წავიდეთ შორეულ
ქვეყნებში. ხომ იცი, გიჟდება არქეოლოგიაზე და დაფინანსების მოსაპოვებლად
ყველაფერზე წავა.

-რა ჭკვიანი მყავხარ, დე! მაგრამ მე რომ მომენატრები, რა ვქნა მერე?

-არაუშავს, დე, ცოტა ხანს გაძელით ჩემ გარეშე! სამაგიეროდ მთელი წელი ჩემს
მშობლიურ მიწაზე ვიქნები. ხომ იცი როგორ მიყვარს იქაურობა.

-უნდა გიყვარდეს, დე, ქართველი ხარ! ერთი შენი ძმა ვერ მოვიყვანეთ გონზე,
თორემ...-ქალს მზერა დაუსევდიანდა და ჩაფიქრებული მიუბრუნდა სადილის
კეთებას.
~7~
* * *
-მოვხვდი! სიაში ვარ! ელე, ნახე, სიაში ვარ!-სიხარულისგან ხტუნაობდა ანიკა.

-და გიკვირს? შენ თუ არა, სხვა ვინ უნდა იყოს სიაში?

-ძალინ გამიხარდა!

-ვიცი, მჯერა!-გაეცინა გოგონას.-ახლა კი, წამოდი, მოვემზადოთ საღამოს კლუბში


წასასვლელად.

ანიკა სახლში ფრენით მივიდა, მაგრამ სიხარული ვერავის გაუზიარა_მისი მშობლები


სამსახურში იყვნენ. ისეთი აჟიტირებული იყო, ისეთი ბედნიერი... ცდილობდა
სიტუაციისთვის რეალურად შეეხედა, წინასწარ არაფერი დაეგეგმა, მაგრამ თავს ვერ
მოერია და ოცნებებში გადავარდა. წარმოიდგინა როგორ დააბიჯებდა ნიუ-იორკის
ქუჩებში, როგორ ისრულებდა გიჟურ სურვილებს და თავისივე ფანტაზიებზე
გაეღიმა. რა შეიძლებოდა მომხდარიყო ამაზე უკეთესი სკოლის პირველივე დღეს?

* * *
ჯაფარიძეების ოჯახი მაგიდას შემოსხდომოდა და მშვიდად, აუღელვებლად
ვახშმობდა. მაგიდის თავში ოჯახის უფროსი_გია ჯაფარიძე იჯდა, მის მოპირდაპირე
მხარეს უფროსი ვაჟი_სანდრო, გვერდებზე კი ნინი და მარიკა შემოსხდომოდნენ.
დიდხნიანი სიჩუმის შემდეგ, ნინის მოთმინება გამოელია, ხმაურით დააწყო დანა-
ჩანგალი თეფშზე და ცოტა აღელვებულმა დაიწყო:

-რაღაც მინდა გითხრათ.

-ვინმე მოკვდა? თუ რატომ წყვეტ ვახშამს?-ცალი წარბი აწია გიამ და შვილს მიაჩერდა.

-არა, მამა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.

-თქვი, ნინი.-ძმის მხოლოდ ორმა სიტყვამ გოგონა ისე გაამხნევა, რომ დაძაბულობა
სრულიად მოეხსნა და თამამად თქვა:

~8~
-საქართველოში მივდივარ!-ნინის ფრაზას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა:
მარიკას თვალებში სითბო ჩაუდგა, გიას_გაკვირვება, სანდროს კი... სანდროს ჩანგალი
ხელიდან გაუვარდა და წამის მეასედში თვითონაც იფეთქა:

-რა? როგორ? რას ქვია საქართველოში მიდიხარ?

-გაცვლითი პროგრამით, სანდრო. სკოლიდან მიშვებენ.-ნინი ეცადა სიმშვიდე


შეენარჩუნებინა.

-ხომ შეგიძლია უარი თქვა?

-კი, მაგრამ არ მინდა.

-და ჩვენ ამას ახლა რატომ ვიგებთ?-ვერ მშვიდდებოდა სანდრო.

-სანდრო, აცადე ბავშვს თქმა!-გაუწყრა დედა.

-ნინი, მამა, დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა? ასე თუ ისე, აქ ყველაფერი აწყობილი
გაქვს. როგორ გაძლებ მთელი წელი უცხო გარემოში?

-კი, მამა, ძალიან მინდა! უცხო გარემოს კი რაც შეეხება, ჩვენ ხომ ჩავდიოდით იქ
შობას და ზაფხულში? მეგობრებიც შევიძინე, ნათესავებიც იქ მყავს. ბებოსთან და
პაპასთან ახლოს ვიქნები. სხვა თუ არაფერი, ის ჩემი სამშობლოა!

-მე ყველაფერში მხარს დაგიჭერ, მამი, მითუმეტეს ასეთ გადაწყვეტილებაში!-შვილით


ამაყმა გიამ თბილად გაუღიმა გოგონას.

-თქვენ რა, სულ გაგიჟდით?-ხელახლა იფეთქა სანდრომ.-რატომ უწყობთ ხელს


სისულელის ჩადენაში? ნინი, რა დაგრჩენია იქ? რა გაკლია აქ?

-სიტყვები შეარჩიე, სანდრო! და შენი დის გადაწყვეტილებას პატივი ეცი.

-მამა, მე სრულ სიმართლეს ვამბობ! ამის გაკეთება ყველაზე დიდი სისულელე იქნება!

-არა, ნინი სწორად იქცევა!

-რატომ გავიწყდებათ, რომ მეც აქ ვზივარ? და რაც მთავარია, რომ უკვე გავიზარდე?
მგონი შემიძლია დამოუკიდებლად მივიღო გადაწყვეტილებები.

-რაც გინდა ის გიქნია!-წამოხტა გაცოფებული ბიჭი და სწრაფად აირბინა მეორე


სართულის კიბეები.

-რა დაემართა? რას ვაშავებ?-თვალები აუცრემლიანდა ნინის.

-დამშვიდდი, შვილო. მთავარია საკუთარ თავთან იყო მართალი და მიღებული


გადაწყვეტილება არასდროს ინანო!-გაამხნევა მამამ და კვლავ ვახშამს მიუბრუნდა,
რითაც გამოიხატა, რომ საუბარი დამთავრებული იყო.
~9~
* * *
ანიკა კლუბში წასვლამდე დარჩენილ დროს სოციალურ ქსელში კლავდა, როდესაც
ერთ, ფრიად საინტერესო ღონისძიებას გადააწყდა: საღამოს, რუსთავის
ავტოდრომზე, მოტო-რბოლა იმართებოდა. გოგონას თვალები შუბლზე აუვიდა და
გახარებულმა შეჰკივლა_ადრენალინი მისი სუსტი წერტილი იყო. სასწრაფოდ
მოიმარჯვა მობილური და ჯერ ელეს მისწერა, რომ დღეს კლუბში წასვლას ვეღარ
ახერხებდა და ყველაფერს ხვალ მოუყვებოდა, შემდეგ კი მამას დაურეკა.

-მა, როგორ ხარ?

-კარგად, მა, შენ როგორ ხარ? რა მოხდა, ამ დროს რატომ მირეკავ?

-მა, დღეს რბოლაა და ხომ გამიშვებ? გთხოვ, გთხოვ, გთხოვ!

-რა რბოლა, ანიკა? რა გინდა რბოლაზე?

-გეხვეწები!-ანიკამ ისეთი საწყალი ხმა მიიღო, რომ თვით ირაკლი ქავთარაძემაც კი


ვერ შეძლო შვილისთვის უარის თქმა.

-თუ დამპირდები, რომ...

-კი, მამა!-სასრაფოდ გააწყვეტინა ანიკამ.-გპირდები, რომ ჭკვიანად მოვიქცევი,


სახლში მალე დავბრუნდები და თუ რამე არ მომეწონება, მაშინვე დაგირეკავ!

-კარგი! შენით წახვალ თუ გამოგიგზავნო სოსო?-სოსო ირაკლის პირადი მძღოლი და


მეგობარი იყო. ირაკლი მას თვალდახუჭული ენდობოდა.

-არა, მე თვითონ წავალ. მადლობა, მამა, მიყვარხარ!-გოგონამ საუბარი დაამთავრა თუ


არა, მაშინვე დედას გადაურეკა და საღამოს გეგმები გაანდო, თან ისიც დაამატა მამამ
უკვე გამიშვაო და როდესაც ორმაგი ნებართვა მოიპოვა, სასწრაფოდ სააბაზანოში
შევარდა, რომ თავის მოწესრიგება მოესწრო. ორ საათში უკვე მზად იყო. ეცადა
საღამოს შესაბამისად ჩაეცვა და გამოუვიდა კიდეც. ტყავის ელასტიკი, ჭიპს ზემოთ
გაკვანძული კუბოკრული პერანგი, გულზე ბაიკის ფორმის ყელსაბამი, შავი ლაქი,
კედები და გრძელი, გაშლილი თმა. უყვარდა, როდესაც ისე კარგად გამოიყურებოდა,
რომ თვალს აყოლებდნენ და ამას ყოველთვის ახერხებდა. პატარა ჩანთა ცალ მხარზე
გადაიკიდა და სახლიდან გავიდა. კორპუსთან გამოძახებული ტაქსი, რუსთავში კი
საკმაოდ საინტერესო თავგადასავალი ელოდა...

~ 10 ~
თავი 2

არც თუ ისე ხანმოკლე მგზავრობის შემდეგ, ტაქსი მითითებულ ადგილას გაჩერდა


და ანიკა შეიძლება ითქვას, გადაფრინდა მანქანიდან. უკვე მოსაღამოვებულიყო და
ბაიკების ღმუილიც საკმაოდ კარგად ისმოდა. გოგონას მთელს ტანში ჟრუანტელმა
დაუარა ამ ხმის გაგონებისას და გაღიმებული გაემართა მისი მიმართულებით. თან
გულზე დაკიდებული პროფესიონალური ფოტოაპარატი მოიმარჯვა და ყველაფერს
აფიქსირებდა. გაუკვირდა, როდესაც ადგილზე მისვლისას არც ისე ბევრი ხალხი
დახვდა. ძირითადად ბაიკერები და ბიჭები იყვნენ. რამდენიმე წამით ანიკამ თავი
უხერხულად იგრძნო და უკან გაბრუნებაც კი დააპირა, მაგრამ შემდეგ ექსტრიმის
სიყვარულმა სძლია და დარჩა. თან სურათებს იღებდა, თან ხალხს ათვალიერებდა და
უმისამართოდ დადიოდა. დაახლოებით ათ წუთში, ავტობანზე მოკლე ქვედაბოლოსა
და გამომწვევ ტოპში გამოწყობილი გოგონა გამოვიდა, ხმის გამაძლიერებლით ხელში
და მონაწილეებს ადგილების დაკავებისკენ მოუწოდა. ანიკამაც დაიკავა ადგილი
ჯებირის მეორე მხარეს და თავით გადაეშვა იმ სიამოვნებაში, რომელსაც რბოლის
ყურებით იღებდა. შეჯიბრი სხვადასხვა სახეობაში ტარდებოდა და ძალიან ლამაზი
სანახაობა იყო. ანიკა ფოტოების გადაღებას ვერ აუდიოდა, უნდოდა ეს მომენტები
სამუდამოდ აღებეჭდა. მართლაც დიდი ინტერესით უყურებდა და უკვირდა, რატომ
იყო მაყურებლებს შორის ერთადერთი გოგო. იყვნენ სხვებიც, მაგრამ ისინი ან
რბოლაში იღებდნენ მონაწილეობას, ან მონაწილეებს აძლევდნენ დაწყების ნიშანს.
ანიკა კი უყურებდა და იხსენებდა რამ, უფრო სწორედ კი ვინ დააკავშირა ბაიკთან. და
სწორედ იმ დროს, როდესაც გაიხსენა როგორ დაჯდა პირველად ბაიკზე, დაინახა ის...
და წამით ნერვიულმა კანკალმა აიტანა. რამდენი თვე იყო არ ენახა, რამდენი თვე იყო
მისი ბაიკის ძრავის ხმა არ გაეგონა, ახლა კი... უყურებდა როგორ ცდილობდა
მეტოქეების უკან ჩამოტოვებას და სუნთქვა ეკვროდა... გაუხარდა, რომ მისი
დანახვისას მხოლოდ მოგონებებმა შეახსენეს თავი, გულში აღარაფერი უგრძვნია და
არც თუ ისე შორეულ წარსულს გაუღიმა...

რბოლა დამთავრდა, გამარჯვებულები დააჯილდოვეს, შამპანური გახსნეს და ამის


შემდეგ ნამდვილი გართობა დაიწყო. ანიკა ერთ ხანს შორიდან უყურებდა მათ
მხიარულებას, შემდეგ კი დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღო და ერთ-ერთ
ბაიკერს მიუახლოვდა. მაინც ყოყმანობდა, გონებაში ბაიკზე პირველად დაჯდომის
კადრებს ატრიალებდა და ფიქრობდა ღირდა თუ არა ამის ხელახლა გაკეთება.
ფიქრებიდან მის წინ მდგარ რკინის რაშზე ამხედრებული ბიჭის ჩახველებამ
გამოარკვია. უცნობმა მაცდურად გაუღიმა და ცალი წარბის აწევით ჰკითხა:

-გავისეირნოთ, ლამაზო? ნუ გეშინია, არ ვიკბინები.

~ 11 ~
-ძალიანაც კარგი!-გაუცინა ანიკამაც და თამამად მოუჯდა უკან ბიჭს, რომელიც
ძრავას აღმუვლებდა.

-აბა, მზად ხარ?-და როდესაც ანიკამ წელზე ხელები შემოხვია, ბაიკი ჰაერში
ტყვიასავით გაიჭრა...

* * *
დაახლოებით გამთენიის ხუთ საათზე, ანიკას მობილური აქსელ როუზის ხმით
ამღერდა და გოგონამ დიდი სიამოვნებით დაცალა უწმაწური სიტყვების მარაგი იმ
ადამიანის მიმართულებით, რომელმაც გაბედა ამ დროს მასთან დაერეკა. მაგრამ
როდესაც გოგონამ პასუხის ღილაკს დააჭირა და ატირებული ელენეს ხმა გაიგონა,
კინაღამ ჭკუიდან შეიშალა.

-რა მოხდა? რა გატირებს? რა გჭირს?

-იდიოტი ვარ, ანიკა, ნამდვილი იდიოტი!

-დამშვიდდი და მითხარი რა გატირებს. გინდა მოვიდე?

-არა, ვერ ხედავ რომელი საათია?-სლუკუნებდა გოგონა.

-სად ხარ?-ჩაეძია ანიკა.

-კლუბში. უფრო სწორედ კლუბთან...

-მანდ იყავი! უკვე გამოვდივარ!-ანიკამ მობილური იქვე მოისროლა და რაც პირველი


ხელში მოხვდა, ის ჩაიცვა. მობილური ჯინსის ჯიბეში ჩაიტენა, საფულესაც ხელი
დაავლო და ოთახიდან ისე გავარდა, რომ კედებს გზაში იცვამდა. ხმაურზე მის
მშობლებსაც გაეღვიძათ და როდესაც საძინებლიდან გამოსულმა ირაკლიმ შვილი
დაინახა, სახეზე ჯერ გაკვირვება გამოეხატა, შემდეგ კი გაბრაზება.

-რას აკეთებ, ანიკა? სად მიდიხარ ამ დროს?

-მამა, ელემ დამირეკა, ტიროდა. არ ვიცი რა მოუვიდა, სასწრაფოდ უნდა წავიდე.


როდესაც მეგობარს ვჭირდები მე ამ დროს სახლში მშვიდად ვერ ვიქნები.

-კი მაგრამ...

-არავითარი მაგრამ, მამა. თუ გინდა მერე მთელი წლით დამსაჯე, მაგრამ ახლა უნდა
წავიდე!-ანიკა ისე მტკიცედ ლაპარაკობდა, ირაკლი უგულო უნდა ყოფილიყო შვილს
რომ შეწინააღმდეგებოდა. ამიტომ ისეთი რაღაც შესთავაზა, რამაც გოგონას წამიერი
შოკი გამოიწვია.

~ 12 ~
-გამომართვი გასაღები! ჩემი მანქანით წადი.

-მე რომ ჯერ არასრულწლოვანი ვარ?-დაიბნა ანიკა.

-თუ წესებს არ დაარღვევ, არ გაგაჩერებენ. მე რომ გაყვანა შემოგთავაზო, ვიცი უარს


მეტყვი და ამიტომ, მირჩევნია ჩემი მანქანა დასალეწად გავიმეტო, ვიდრე ვინმე
შეშლილ ტაქსის მძღოლს ვანდო შენი თავი. რომ არ გენდობოდე ამას არ გავაკეთებდი
და შენ ეს იცი.

-მამა, მიყვარხარ!-ამოილუღლუღა გულაჩუყებულმა გოგონამ, ირაკლის გასაღები


გამოართვა და სახლიდან გიჟივით გავარდა.

ტყუილი იქნება რომ ვთქვათ მოძრაობის წესების დაცვით იარაო. სიმართლე თუ


გაინტერესებთ, სიჩქარეს ზომაზე მეტადაც გადააჭარბა და ერთი-ორჯერ წითელზეც
გაიარა, მაგრამ ახლა ეს უმნიშვნელო იყო, რადგან რაც შეიძლება სწრაფად უნდა
მისულიყო ელენესთან და მნიშვენლობა არ ჰქონდა ამისთვის რა საფასურის გადახდა
მოუწევდა. რამდენიმე წუთში მანქანა საკმაოდ საეჭვო მანევრით გაჩერდა კლუბის
წინ და ბორდიულზე მჯდარმა, ხელებში თავჩარგულმა ელემაც კი მიაქცია
ყურადღება ამ ფაქტს. როდესაც საჭესთან ანიკა შენიშნა, გადმოსვლა არც დააცადა ისე
სწრაფად მიუჯდა გვერდით და ჩაეხუტა.

-რა გჭირს, ელე? რა მოხდა? ვინმემ გაწყენინა? ვინ მოვკლა?

-არა, ანიკა, უბრალოდ მე ვარ ნამდვილი იდიოტი!

-ეგ მეორედ აღარ გაიმეორო! ახლა დამშვიდდი და მითხარი რა მოხდა.

-საბამ მაკოცა!-ელემ ეს ისეთი სახით თქვა, ანიკას ჯერ ყბა ჩამოუვარდა, შემდეგ კი
ისეთი სიცილი აუტყდა, რომ გოგონას წამით მის ჭკუათმყოფელობაში ეჭვიც კი
შეეპარა.

-არა, არანორმალური რომ იყავი, ეგ კი ვიცოდი, მაგრამ ასე თუ გაგიჟდებოდი, რას


წარმოვიდგენდი?-ჯერ კიდევ ვერ წყნარდებოდა ანიკა.-და ამის გამო ტირი? ასეთი
საშინელება იყო?

-ნუ ხარ ცანცარა! დამაცადე ბოლომდე გითხრა! როდესაც მაკოცა, მთვრალი იყო.
სადღაც ბნელ ოთახში გამიყვანა და მე მზად ვიყავი მისი გავმხდარიყავი. გესმის? მე
მზად ვიყავი მისი პირველივე კოცნის შემდეგ ეს გამეკეთებინა. და როდესაც საბაც
იგივეს აპირებდა, უცბად გაჩერდა, შემომხედა და მითხრა, რომ ეს შეცდომა იყო და
უნდა დამევიწყებინა, შემდეგ კი ბოდიში მომიხადა და ოთახიდან გავიდა.

-ვერ მივხვდი...-მართლა დაბნეული უყურებდა ანიკა.-აბა მაშინ საერთოდ რატომ


მოიქცა ასე?

~ 13 ~
-ხომ გითხარი, მთვრალი იყო. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ მისთვის ეს
შეცდომა იყო, სიმთვრალეში დაშვებული შეცდომა. მე კი გულის სიღრმეში იმედი
მქონდა, რომ სულ ცოტათი მაინც მოვწონდი.

-ყველაზე ცუდი ეგ კი არ არის, ელე. ყველაზე ცუდი ის არის, რომ შენ მზად იყავი
მისი პირველივე კოცნის შემდეგ, ყველაფერი დაგევიწყებინა და მასთან
დაწოლილიყავი. კი მაგრამ, სულ გაგიჟდი? რატომ არ უფიქრდები რას აკეთებ? რატომ
არ ფიქრობ შედეგებზე?-იფეთქა ანიკამ.-ახლა ზიხარ და კოცნის გამო ტირი. მართლა
რომ გქონოდა მასთან სექსი და ამის შემდეგ ეთქვა ყველაფერი შეცდომა იყოო,
წარმოგიდგენია რა დაგემართებოდა?

-ნუ მეჩხუბები...

-არ გეჩხუბები, ელე, გიხსნი! ვცდილობ აგიხსნა, რომ არც ერთი ბიჭის გამო არ ღირს
თავის დაკარგვა.

-დამიჯერე, ანიკა, რომ შეგიყვარდება, მერე სხვანაირად ალაპარაკდები.

-მეეჭვება.

-სულ ტყუილად... ასე სწორედ იმიტომ განვიცდი, რომ საბა მართლა მიყვარს. შენც
იცი რამდენ ბიჭთან მაქვს ურთიერთობა, მაგრამ შეყვარებულობამდე არც ერთთან არ
მივდივარ, იმიტომ რომ მხოლოდ საბა მიყვარს. დღეს კი გავიგე, რომ მას ფეხებზე
ვკიდივარ.

-ფეხებზე რომ ეკიდო, მაშინ არ გაკოცებდა და არ შემეწინააღმდეგო ამაში. სასმელი აქ


არაფერ შუაშია. უბრალოდ ალკოჰოლი ჩვენი ისეთი სურვილების გამომჟღავნებას
უწყობს ხელს, რომელთა შესრულებისთვისაც სიფხიზლეში გამბედაობა არ გვყოფნის.
ახლა კი, მორჩი მაგ თემაზე ტირილს და მითხარი, შენთან წავიდეთ თუ ჩემთან?

-როგორც გინდა. დედამ იცის, რომ თუ არ მივალ, ესე იგი შენთან ვიქნები. ასე რომ, არ
ინერვიულებს.

-ჰოდა მაშინ წავიდეთ ჩემთან. მეც მაქვს მოსაყოლი საინტერესო ამბები...-ანიკამ


წარბები აათამაშა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა...

~ 14 ~
* * *
ფრთხილი დაკაკუნების შემდეგ, სანდროს საძინებლის კარი ნინიმ შეაღო და
ფანჯარასათან მდგარ ძმას მიუახლოვდა. სანდრომ ცერად გახედა გოგონას და
ნახევრად ჩამწვარ სიგარეტის ღერს მიუბრუნდა. უმისამართოდ იყურებოდა
გაღებული ფანჯრიდან და ნინის არც იმჩნევდა. ბოლოს, როდესაც გოგონას ეს
ყველაფერი ყელში ამოუვიდა, სიჩუმე ყველაზე ბავშვური კითხვით დაარღვია:

-გამებუტე?-გაბრაზებულ სანდროსაც კი გაეცინა მის შეკითხვაზე.

-არა, ვცდილობ მიგახვედრო, რომ არასწორად იქცევი.

-რატომ? რას ვაშავებ?

-დაშავებით არაფერს, მაგრამ ვერ ვხვდები რა დაგრჩენია საქართველოში. აქ არაფერი


გაკლია. მეგობრებიც გყავს, შენი ოჯახიც აქ ცხოვრობს, სხვა თუ არაფერი, ამდენი
წელია ამ სკოლაში სწავლობ. როგორ შეეჩვევი იქაურობას? მთელი წელი უცხო
ოჯახთან ვერ გაძლებ, იქაურ სკოლასთან შეგუებაც გაგიჭირდება. რომელი
ჭკუათმყოფელი გაცვლის ამერიკულ ცხოვრებას ქართულზე?

-სანდრო, რატომ არ გინდა გაიგო, რომ გავიზარდე?

-შენ მხოლოდ ჩვიდმეტი წლის ხარ, ნინი!

-შენ კი_ოცდაოთხის. მერე რა? რა მნიშვნელობა აქვს რიცხვს? მთავარია რამდენად


ჩამოყალიბებული პიროვნება ხარ. მე კი, მგონი არასდროს გამიცრუებია თქვენი
იმედები. დამიჯერე, სანდრო, ძალიან მინდა საქართველოში წასვლა.

-ბიჭის ამბავია?

-რა?

-ვინმე მოგწონს? მის გამო მიდიხარ?

-შენ რა, გაგიჟდი? ამას როგორ მეკითხები? ამდენი ხანია ვცდილობ ჩემი
გადაწყვეტილების სისწორეში დაგარწმუნო და შენ კი... ნუთუ ასე მიცნობ?

-მე შენ საკუთარ თავზე უკეთ გიცნობ, ნინი. და ძალიან მიყვარხარ. სწორედ ამიტომ
არ მინდა, რომ სისულელე გააკეთო.

-აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს! თუ არ გინდა, არაფერს შეიგნებ.

~ 15 ~
-თუ ასე ფიქრობ, მაშინ რაც გინდა ის გააკეთე! გზა ხსნილია! მაგრამ იცოდე, მე შენს
გადაწყვეტილებას არც ვეთანხმები და არც ვამართლებ!-ისევ იფეთქა სანდრომ და
ნინიც ნერვებმოშლილი გავარდა ოთახიდან.

-სულელი ბავშვი!-თქვეს ორივემ ერთდროულად და თავიანთ ბალიშში


თავჩარგულებმა, ხმამაღლა ამოიგმინეს...

* * *
-აბა ახლა, ქალბატონო, მოყევი სად ბრძანდებოდი დღეს და რატომ არ მოხვედი
კლუბში?-დაიწყო ელემ მაშინვე, როგორც კი ანიკას საწოლში მყუდროდ
მოკალათდნენ.

-რომ გითხრა რა მოხდა, ნამდვილად გაგიჟდები...-სპეციალურად დამაინტრიგებელი


პაუზა გააკეთა გოგონამ და როგორც კი ელენეს თვალების ბრიალი დაიმსახურა,
მაშინვე დაიწყო:-კლუბში წამოსვლამდე დარჩენილ დროს სოციალურ ქსელში
ვკლავდი, როდესაც ერთ საინტერესო ღონისძიებას გადავაწყდი_საღამოს, რუსთავის
ავტოდრომზე მოტო-რბოლა იმართებოდა...

-არ მითხრა, რომ...-თვალები გაუფართოვდა ელეს და საწოლში წამოჯდა.

-კი, ისიც იქ იყო.

-ვაიმე! მერე? გნახა? ილაპარაკეთ? ბაიკზე იჯექი?

-ჰეი, ამოისუნთქე!-გაეცინა ანიკას.-მგონი დამინახა, ზუსტად არ ვიცი. მეც


აზარტმოცემულმა, ექსპრომტი გადაწყვეტილება მივიღე და ვიღაც უცნობ ბაიკერს
მოვუჯექი უკან. სხვათაშორის კარგადაც გავერთე.

-გიჟი ხარ!-დაასკვნა ელემ.-მმმ, გახსოვს პირველად ბაიკზე როგორ დაჯექი?

-ჰმ, მაგას რა დამავიწყებს... მაგრამ, სანამ დავჯდებოდი, გახსოვს წერილი რომ


დავუწერე? ოცდაორ სექტემბერს, „ქარის მოტანილი წერილების დღეს“, წერილი
დავუწერე და ავტოფარეხში შევუცურეთ.

-სპეცოპერაციაც კი გვქონდა დაგეგმილი. მე კოდურ სახელად ქაშაყი მერქვა,


შენ_ზუთხი...-მოგონებებში გადავარდა ელეც.

~ 16 ~
-ის დღე არასდროს დამავიწყდება. ორი ათას თორმეტი წლის ოცი ოქტომბერი იყო,
შაბათი...-ანიკამ მემილიონედ დაიწყო ამ ამბის მოყოლა, მაგრამ ელე კვლავ
ინტერესით მოემზადა მოსასმენად.-დილით, დაახლოებით ცხრა საათი იქნებოდა,
რომ ნაცნობი ბაიკის ღმუილმა გამაღვიძა. თავიდან მეგონა, რომ უბრალოდ
ჰიპერრეალისტურ სიზმარს ვხედავდი, მაგრამ როდესაც ეს ხმა დაახლოებით ხუთი
წუთი გაგრძელდა, ნერვებმოშლილი წამოვხტი საწოლიდან და პიჟამას ამარა
გავვარდი აივანზე. სწორედ ამ დროს, მან ჩაფხუტი დაიფარა და წავიდა... ძალიან
დიდხანს ვიდექი აივანზე და ვფიქრობდი, ბოლოს კი მივიღე გადაწყვეტილება, რომ
ეს ყველაფერი უნდა დამემთავრებინა, საღამოსვე დავმჯდარიყავი ბაიკზე და ამის
შესახებ შენც მოგწერე. ამით უკან დასახევი გზა მოვიჭერი. მთელი დღე მხნედ ვიყავი,
დედასაც კი გავყევი საყიდლებზე, მაგრამ როგორც კი მოსაღამოვდა, ნერვიულობამ
ამიტანა.

-და ეზოში აკანკალებული ჩამოხვედი. თითქმის გადაიფიქრე კიდეც.

-ჰო, მაგრამ შენ ამის უფლება არ მომეცი და სწორედაც მოიქეცი.-გაეცინა ანიკას.-


როდესაც მის ავტოფარეხთან, დიდ ქვაზე დავსხედით, ისე ვნერვიულობდი, რომ
თავს ვახსენებდი მესუნთქა, შენ კი ლაპარაკით ჩემ გართობას ცდილობდი.
დაახლოებით ათი წუთის შემდეგ, ნაცნობი ბაიკის ხმა გავიგე, მაგრამ ისე
ვნერვიულობდი, რომ გთხოვე გადაგემოწმებინა.

-და მეც, გავიხედე და გითხარი, რომ ორ ფარს ვხედავდი, მაგრამ წამის მეასედში
თავი კვლავ შევაბრუნე და როდესაც შემოგხედე, აჟიტირებულმა წამოვიკივლე_ისაა!

-და მე ამ ფრაზის გაგონებისთანავე პანიკა დამეწყო. თავში მილიონი აზრი


მიტრიალებდა. ფარი პირდაპირ თვალებში შემომანათა, შემდეგ კი ძრავა ჩააქრო და
ბაიკიდან გადმოვიდა. მე თავჩახრილი ვიჯექი და ვცდილობდი საკუთარ თავზე
კონტროლი დამებრუნებინა. მერე კი, დავინახე როგორ მივიდა ფარეხთან ,
ზურგჩანთის ჯიბიდან გასაღები ამოიღო და ის იყო ბოქლომი უნდა გაეხსნა, რომ
მივხვდი რა შეცდომასაც ვუშვებდი და ფეხზე წამოვდექი.

-ბოლო წამამდე მეგონა, რომ გადაიფიქრებდი. ვერ წარმომედგინა ასე თუ


მოიქცეოდი.

-ვიცი, ვერც მე ვერ ვიჯერებდი. ის სამი ნაბიჯი, რომელიც მასთან მისაახლოვებლად


გადავდგი, გადამწყვეტი აღმოჩნდა და საკუთარ თავს უკან დახევის უფლება აღარ
მივეცი. მან ვერც შემამჩნია, მე კი ჩავახველე და მივესალმე. გაკვირვებული სახით
შემობრუნდა. ვცდილობდი სიტყვებისთვის თავი მომეყარა, მაგრამ ვერ ვახერხებდი.
სწორედ ამის გამო წამოვროშე ათასი სისულელე და ისიც კი ვუთხარი, მთელი წელია
მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ვერ ვბედავდი-მეთქი.

-მისი სახე არ დამავიწყდება, როდესაც ეს უთხარი.

~ 17 ~
-არც მე. ზუსტად ის სიტყვები წამომცდა, რაც წერილში მეწერა და ალბათ, ისიც
მიხვდა ამას, რადგან აღარ დამაცადა და თვითონვე მკითხა დაჯდომა მინდოდა თუ
არა. ამ დროს ჩემს გულში ფეიერვერკი იყო, მაგრამ გამოხატვის ნაცვლად ვკითხე ამის
დრო თუ ჰქონდა.

-ის კი სერიოზული სახით ჩაგეკითხა, შენ გინდოდა თუ არა და როდესაც დადებითი


პასუხი მიიღო, გითხრა, რომ პრობლემა არ იყო. თავისი ზურგჩანთა მოგაწოდა და
გთხოვა, რომ ჩემთვის დაგეტოვებინა, თვითონ კი ბაიკი მოატრიალა და შემდეგ
დაგიძახა.

-თავიდან გამიჭირდა დაჯდომა. ისეთი დაბნეული ვიყავი, ფეხზე ძლივს ვიდექი.


მარჯვენა ხელი გამომიწოდა, მეც დავეყრდენი და უკან მოვუჯექი. ტყავის ქურთუკი
შეიკრა და ძრავა ჩართო. მე არ ვიცოდი ხელები სად წამეღო, ამიტომ ფრთხილად
მოვკიდე წელზე, მას კი გაეცინა და მითხრა, რომ კარგად მოვჭიდებოდი.
გაფრთხილების მიუხედავად, ჩემი ხელები იგივე მდგომარეობაში დავტოვე. ბოლოს,
მკითხა მზად ვიყავი თუ არა და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, ბაიკი ჰაერში
სწრაფად გაიჭრა. თავიდან მშვიდად და ნელა ატარებდა, მე კი თავი ვეღარ შევიკავე
და ვუთხარი, რომ მთელი წელი მინდოდა თქმა და ვერ ვბედავდი, მაგრამ როდესაც
დღეს დილითაც ბაიკის ხმამ გამაღვიძა, გადავწყვიტე რომ ასე აღარ შეიძლებოდა.
გაეცინა და მკითხა ხომ არ მეშინოდა. თანდათან სიჩქარეს უმატებდა, მე კი მის
ყოველ კითხვაზე ვპასუხობდი, რომ არ მეშინოდა. ბოლოს გზაჯვარედინთან
გავედით და კარგად მახსოვს, შუქნიშანზე წითელი ენთო, გზაზე კი უამრავი მანქანა
მოძრაობდა. ბოლოჯერ მკითხა და კვლავ უარყოფითი პასუხის მიღებისას, ბაიკი წინ
ისეთი სიჩქარით გაიჭრა, რომ მთელი ძალით მოვეჭიდე. მან წითელზე გაიარა!
ავტობანზე ბაიკს მანიაკური სიჩქარით ატარებდა და ჩემში ორი გრძნობა ებრძოდა
ერთმანეთს. მინდოდა ხელები გამეშალა და სიჩქარე ბოლომდე შემეგრძნო, მაგრამ
მოზღვავებული ადრენალინის გამო, მის ზურგს ვერ ვშორდებოდი. ქარი თმას
მიწეწავდა და გული ყელში მებჯინებოდა. ისე სწრაფად ატარებდა, რომ გარშემო
ვერაფერს ვარჩევდი. მაგრამ ბოლოს, ეს ყველაფერი დამთავრდა, კვლავ იგივე გზა
გავიარეთ და ბაიკი ავტოფარეხის წინ გაჩერდა.

-ის გადმოსვლაში დაგეხმარა და გკითხა რამე ხომ არ იტკინე, შენ კი გაბადრული


სახით უპასუხე, რომ არა და მადლობა გადაუხადე.

-მკითხა როგორი იყო, მე კი ვუთხარი, რომ ამაზე მაგარი შეგრძნება, ჯერ არასდროს
მქონია.

-მღელვარებისგან ხმა გიკანკალებდა, ის კი გიღიმოდა. სათვალავი ამერია იმდენჯერ


გადაუხადე მადლობა. ბოლოს, ზურგჩანთა დავუბრუნეთ და წამოვედით. ხმას ვერ
იღებდი, უაზროდ იღიმოდი.

-როდესაც ლაპარაკის უნარი დამიბრუნდა, ჩემი პირველი სიტყვა იყო: წყალი!

~ 18 ~
-და შემდეგ კი: სკამი!-გაეცინა ელეს.-ძალიან მაგარი იყო, ის დღე არასდროს
დამავიწყდება.

-არც მე! მე ხომ მაშინ ჩემი პირველი ოცნება ავიხდინე!-ანიკამ მოგონებებს გაუღიმა.
მოგონებებს, რომლებიც ყოველთვის იცოცხლებენ მის გულში, მიუხედავად იმისა, რა
დროც არ უნდა გავიდეს...

* * *
მას შემდეგ, რაც სკოლის საინფორმაციო დაფაზე კონკურსში მონაწილე ბავშვების სია
გამოიკრა, ორი კვირა გავიდა. ამ დროის განმავლობაში, ორმოც მოსწავლეს უამრავი
ტესტის გავლა მოუწია და საბოლოოდ, ისინი დარჩნენ ხუთნი. მათ შორის იყო
ანიკაც, რომელმაც ყველა ტესტში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ვერ გეტყვით,
რომ იმედი არ ჰქონდა, მაგრამ საბოლოო შედეგის გამოცხადებას მაინც გულის
კანკალით ელოდა. არ იცოდა რა რეაქცია ექნებოდა დირექტორს მისი სახელი რომ
გამოეცხადებინა. არც ის იცოდა იმედგაცრუებას როგორ გადაიტანდა, მაგრამ
ცდილობდა ამ ამბავზე საერთოდ არ ეფიქრა. დილით სკოლაში მიდიოდა, შემდეგ
მეცადინეობდა, საღამოს მეგობრებთან ერთად სეირნობდა, ან ელესთან ერთად ათას
სისულელეს აკეთებდა. უქმეებზე მშობლებთან ერთად ლაშქრობებს აწყობდა.
მოკლედ, ცხოვრობდა ისე, როგორც ადრე, მაგრამ თავიდან ვერ იგდებდა ფიქრებს
ნიუ-იორკის შესახებ. იცოდა, რომ ორშაბათს დირექტორი შედეგებს გამოაცხადებდა
და ამის გაგების შემდეგ, მოსვენება საერთოდ დაკარგა. მთელი ღამე არ უძინია,
გამთენიისას აბაზანაში შევიდა და როდესაც სკოლაში წასვლამდე ჯერ კიდევ ერთი
საათი იყო დარჩენილი, ანიკა უკვე მზად იყო. ეს დღე იმ იშვიათი გამონაკლისების
სიაში მოხვდა, როდესაც ანიკამ სკოლაში წასვლამდე კაბა ჩაიცვა. უყვარდა
ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ არა სკოლაში. სკოლაში ერჩივნა ერთ-ერთი
რიგითი მოსწავლე ყოფილიყო, თავისი სწავლით გამოერჩიათ და არა გარეგნობით,
მაგრამ ანიკა ორივე მხრივ ბრწყინავდა. ორშაბათს თავი ვერ შეიკავა, რომ
გამორჩეული არ ყოფილიყო და სწორედ ამიტომაც ჩაიცვა მამას ნაჩუქარი, ბეჟი ფერის
კაბა, გულზე მაქმანებით. ძალიან სადად, მაგრამ ლამაზად გამოიყურებოდა.

ირაკლიმაც იცოდა, როგორი მნიშვნელოვანი დღე იყო ანიკასთვის და სკოლაში


თვითონ წაიყვანა. ლიკა ისე ნერვიულობდა, რომ საერთოდ არ წავიდა სამსახურში.
ცდილობდნენ ანიკასთვის ეს არ ეგრძნობინებინათ, მაგრამ გოგონა ყველაფერს
ხვდებოდა.

ბოლოს, ანიკამ სკოლის შენობაში შეაბიჯა და ელესთან ერთად, გეზი პირდაპირ


სააქტო დარბაზისკენ აიღო. დღეს სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო, რადგან
~ 19 ~
დირექციას ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი. გაცვლით პროგრამაში გამარჯვებული
მოსწავლის გამოცხადებასთან ერთად, კიდევ ბევრი მოსწავლე და მასწავლებელი
უნდა გამოეცხადებინათ, რომლებმაც სკოლას წარმატება მოუტანეს.

სააქტო დარბაზში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მოსწავლეები მხოლოდ


მშობლებით კი არა, მთელი ოჯახობით იყვნენ მისულები, ანიკას კი ელეს მეტი
არავინ ახლდა. თვითონვე ისურვა ასე, რადგან როდესაც მშობლებს და მათ
ნერვიულობას ხედავდა, მღელვარება ერთი-ორად უმძაფრდებოდა. ასე იყო
ყოველთვის და დღესაც ერჩივნა, რომ მათ გარეშე ყოფილიყო.

დაჯილდოების ცერემონიალი საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა და გოგონებსაც


არაერთხელ მოუწიათ სცენაზე ასვლა სხვადასხვა დიპლომის ასაღებად. დირექტორმა
ყველაზე მნიშვნელოვანი სპეციალურად ბოლოსთვის შემოიტოვა და სწორედ მაშინ,
როდესაც მან ზოგადად მიმოიხილა გაცვლითი პროგრამა და ჯერი გამარჯვებულის
გამოცხადებაზე მიდგა, ელემ იგრძნო როგორ ააკანკალა მის გვერდით მჯდარ
გოგონას.

-მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო! დადგა დრო, როდესაც უნდა გამოვაცხადო


ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ ვინ წავა გაცვლითი პროგრამით ნიუ-იორკში! მინდა
გითხრათ, რომ ტესტებმა ზუსტად ის შედეგი მოგვცა, რასაც ველოდით. არავის
გაჰკვირვებია ამ მოსწავლის გამარჯვება, რადგან ის მართლაც რომ იმსახურებდა ამას.
მოდით, ჩემს სიტყვას აღარ გავწელავ და წარმოგიდგენთ ჩვენი კონკურსის
გამარჯვებულს. და ეს არის... ანასტასია ქავთარაძე!

იმ საღამოს, ნიუ-იორკში და თბილისში, ორმა მეთერთმეტეკლასელმა გოგონამ ორი


წერილი დაწერა. ერთი ქართულ, ხოლო მეორე კი ინგლისურ ენაზე. ანიკამ თავისი
ინგლისურენოვანი წერილი საწერი მაგიდის უჯრაში შეინახა, ნინიმ კი_ბალიშის
ქვეშ. ორივე ცდილობდა იმ ადამიანის დახმარებას, რომლის სახლში გადასვლაც ერთ
კვირაში მოუწევდა. ორივე უბედნიერესი იყო, მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში,
მაინც სჭამდათ ეჭვის ჭია. შეეგუებოდნენ კი ახალ ცხოვრებას?..

თავი 3

დირექტორის მიერ გამარჯვებული მოსწავლის გამოცხადებიდან ერთი კვირის


განმავლობაში, ანიკას ნორმალურად არ სძინებია. დღისით სულ გადარბენაზე იყო,
ღამით კი ძილს თავს ვერ აბამდა. მის ბილეთზე დაწერილი თარიღის
მოახლოვებასთან ერთად, ნერვიულობაც ემატებოდა. ალაგებდა ყველაფერს, რის
გარეშეც, ფიქრობდა, რომ უცხო ქვეყანაში ცხოვრება გაუძნელდებოდა. მისი ოთახი
ნელ-ნელა ივსებოდა სხვადასხვა ზომის ჩემოდნებით. ანიკამ მისი საყვარელი
დათუნიაც კი მოამზადა გასამგზავრებლად...

~ 20 ~
და მაშინ, როდესაც დადგა გამგზავრების დღე, გოგონა საშინელმა ნერვიულობამ
აიტანა. მისი რეისი შუაღამისას იყო, ამიტომ ელემ მთელი დღე მასთან გაატარა, რათა
შემდეგ გაეცილებინა კიდეც.

-ელე, იცი როგორ ვნერვიულობ? მგონი ასე მხოლოდ მაშინ ვნერვიულობდი,


როდესაც ბაიკზე პირველად ვიჯექი.

-დამშვიდდი, ანიკა, რა განერვიულებს? წარმოიდგინე რა მაგარი იქნება იქ. ნიუ-


იორკი, გიჟური ცხოვრება, ბიჭები...-ამ უკანასკნელზე ორივეს სიცილი აუტყდა. ელე
ცდილობდა მეგობარი გაემხნევებინა, მაგრამ თვითონაც მასზე არანაკლებ ღელავდა.

-როგორ უნდა გავძლო მთელი რვა თვე თქვენ გარეშე?

-გაძლებ, ანიკა, დამიჯერე. გული მიგრძნობს რომ იქ რაღაც ძალიან მაგარი


გელოდება... ნუ შეიძლება რაღაც კი არა, ვიღაც...-ელემ წარბები აათამაშა და
რამდენიმე წამში მის ლამაზ სახეს ბალიში შეასკდა.

-იდიოტო!-წამოიკივლა გოგონამ და სწორედ მაშინ, როდესაც მეგობრებს ბალიშებით


ომი უნდა გაეჩაღებინათ, კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.

-მობრძანდით!-გასძახა ანიკამ სტუმარს და სასწრაფოდ აწეწილი თმა გაისწორა.

-ანიკა, მამა, მე ვარ. არ მინდოდა თქვენთვის ხელი შემეშალა, მაგრამ უკვე დროა.

-უკვე?-თვალები გაუფართოვდა გოგონას და მეგობარს გახედა.

-ძალიან კარგი!-„აჟიტირებული“ ხმით წამოიძახა ელემ.-ნახვამდის თბილისო,


მოგესალმები ნიუ-იორკო!

-კარგი, მამა, შენ ეს ჩემოდნები გაიტანე და დანარჩენს მე და ელე წამოვიღებთ...

გზა აეროპორტამდე მდუმარე აღმოჩნდა. ირაკლი საჭეს ჩაფრენოდა, რაც ნიშნავდა,


რომ დაძაბული იყო. მეუღლის გვერდით სავარძელზე მოთავსებული ლიკა ჩუმად
იცრემლებოდა, გოგონები კი უხმოდ გაჰყურებდნენ გზას. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ
მანქანა აეროპორტის წინ არ გაჩერდა. ანიკას რეისამდე ჯერ კიდევ ნახევარი საათი
იყო დარჩენილი, როდესაც გოგონამ უეცრად იფეთქა:

-კიდევ დიდხანს აპირებთ ასე ჯდომას? რა დაგემართათ? ხომ არ ვკვდები?

-კარგი რა, დე, რას ამბობ, ღმერთმა დაგიფაროს! მაგრამ როგორ უნდა გავძლოთ შენ
გარეშე?

-სულ რაღაც რვა თვე, დე. წარმოიდგინე რომ ჩემზე ხარ ორსულად და მელოდები
როდის მნახავ!-ანიკას ხუმრობამ ყველა გაახალისა.

~ 21 ~
-ანიკა, მამა, რაღაც უნდა მოგცე.-ირაკლიმ საფულე მოქექა და ბოლოს იქიდან თხელი,
მაგრამ მრავლისდამტევი პლასტიკური ბარათი ამოაძვრინა.-ეს დაგჭირდება. ძალიან
არ გათამამდე და მთელი ნიუ-იორკი აქ არ ჩამოიტანო, მაგრამ არც ის დაგავიწყდეს,
რომ ყოველ თვე ანგარიში შეამოწმო.

-მიყვარხარ!-იკივლა ანიკამ და ირაკლის ისეთი ძალით შეაფრინდა, კინაღამ


მთასავით კაცი წააქცია.

-ესეც ასე, ანუ საჩუქრები გარანტირებული მაქვს!-გაიცინა ელემ და დაძაბული აურაც


საბოლოოდ განიმუხტა.

რამდენიმე წუთში ჩასხდომაც გამოცხადდა და ანიკა აჩქარებული გულით გაემართა


ესკალატორისკენ. ვერ გეტყვით რომ განშორება უცრემლო იყო, მაგრამ როდესაც
ანიკამ თვითმფრინავში ფეხი შედგა, ცრემლები შეიმშრალა და გაღიმებულმა
წარმოთქვა:

-Hello New-York! I am coming!(გამარჯობა ნიუ-იორკო! მე მოვდივარ!)

* * *
-დედა, ასე მგონია რაღაც მრჩება! დარმწუნებული ხარ, რომ ყველაფერი ჩავალაგეთ?-
ნინი აფორიაქებული დადიოდა წინ და უკან და ჩემოდნებს მემილიონედ ამოწმებდა.

-ნინი, დამშვიდდი, ყველაფერი ჩალაგებულია. თუ შენ მზად ხარ, შეგვიძლია


წავიდეთ.

~ 22 ~
-სანდრო? დღეს დილით სახლიდან ისე გავიდა, არც კი დამმშვიდობებია.-ქვედა
ტუჩი აუკანკალდა გოგონას და სადაცაა ატირდებოდა, რომ გარედან უცნაური
ხმაური მოესმა. ფანჯრიდან გაიხედა და... გაოცდა. მისი ყველა მეგობარი გარეთ იყო!

-ჩემი გადარეულები!-გოგონამ სათითაოდ დაიარა ყველა და ჩაეხუტა.-როგორ


მომენატრებით... იცოდეთ, ჩემი შემცვლელი არ გამიბრაზოთ!-გაეცინა ნინის.-და რაც
მთავარია, აეროპორტში ხალხი არ გადარიოთ!

ნინის მეგობრები გრანდიოზული, ფერადი ავტობუსით იყვნენ მოსულები.


თოთხმეტი წლისანი რომ იყვნენ, ეს ავტობუსი საერთო ფულით იყიდეს და ერთად
მოხატეს. ამის შემდეგ ყველგან ამით დადიოდნენ. სახელიც კი შეარქვეს_ენდი.
ახლაც, ნინის ბარგი ენდიში მოათავსეს, თვითონაც მოიკალათეს და ნინისთან და მის
მშობლებთან ერთად აეროპორტისკენ გაემართნენ... მთელი გზა მხიარულობდნენ,
თამაშობდნენ, სასაცილო ისტორიებს ყვებოდნენ. აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ნინი
გაემხრიარულებინათ. გოგონაც ყვებოდა გართობაში, მაგრამ ეჭვის ჭია მაინც არ
ასვენებდა: ნუთუ სანდრო მართლა დაუმშვიდობებლად გაუშვებდა?

-მამა, სანდროს ხომ არ დაურეკავს? ჩემი რეისი სულ რაღაც თხუთმეტ წუთშია და ის
კი ჯერ კიდევ არ ჩანს.

-არა, ნინი, დღეს საერთოდ არ შემხმიანებია.

-ცხადდება ჩასხდომა რეისზე ნიუ-იორკი_თბილისის მიმართულებით. მგზავრებს


ვთხოვთ გამოცხადდნენ მესამე გასასვლელთან.-ამ ხმის გაგონებისას, ნინიმ თავი
ვეღარ შეიკავა და ცრემლები წასკდა. სანდრო მის გასაცილებლად არ მივიდა!

და სწორედ მაშინ, როდესაც ნინი გასასვლელისკენ გაემართა, გაიგო საოცრად


ნაცნობი ხმა, რომელიც ქართულად უყვიროდა, რომ დალოდებოდა. რამდენიმე წამში
მასთან აქოშინებულმა სანდრომაც მიირბინა, თეთრი ვარდების თაიგულით ხელში.

-ჯანდაბა! კიდევ კარგი მოგისწარი!-სულს ძივს ითქვამდა სანდრო.

-მაინც მოხვედი!-ძმას ჩაეკრა აცრემლებული გოგონა.

-რა თქმა უნდა! მართალია ძალიან გამაბრაზე, მაგრამ მაინც მოვედი!-დაიკოს


მოკლედ შეჭრილი თმა მოუჩეჩა სანდრომ და ვარდები გაუწოდა.-ესენი ცოტა კი
გაიპუტა, მაგრამ...

-ძალიან მიყვარხარ, სანდრო!

-მეც მიყვარს ჩემი სულელი დაიკო...

~ 23 ~
* * *
მზე უკვე კარგად აცხუნებდა ნიუ-იორკს, როდესაც თვითმფრინავი, რომელშიც ანიკა
იჯდა, აეროპორტში დაფრინდა. გოგონას გული ყელში ებჯინებოდა და ასე ეგონა
მისი აჩქარებული ფეთქვა ყველას ესმოდა. ბევრს ფიქრობდა ამ დღეზე, მაგრამ
ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ანიკამ იგრძნო, რომ ქალაქი ცოცხლობდა. მასში
ცხოვრება დუღდა. თვალებგაბრწყინებული ათვალიერებდა აეროპორტს და
ცდილობდა ის სიამოვნება, რომელსაც გასვლისას მიიღებდა, გაეწელა. ამერიკელებს
აკვირდებოდა და უხაროდა, რომ მათგან ძალზე განსხვავებულად არ ეცვა. მოკლე,
ჯინსის შორტსა და თხელ, უბრეტელო მაისურში გამოწყობილიყო, თმა გაეშალა და
კეპი ეხურა ნიუ-იორკის აბრევიატურიანი წარწერით. არაფერი ზედმეტი,
ჩვეულებრივი თინეიჯერივით გამოიყურებოდა. და ბოლოს, დადგა მომენტი,
როდესაც აეროპორტიდან უნდა გასულიყო.

„-კი მაგრამ, როგორ უნდა ვიპოვო ამდენ ხალხში ის, ვინც ჩემს დასახვედრადაა
მოსული?“-ანიკამ ამის გაფიქრებაც ვერ მოასწრო, რომ დაინახა ის, რამაც შოკში
ჩააგდო. მართკუთხა მუყაოზე, ქართული ასოებით ეწერა „საქართველო“, ეს მუყაო კი
ეჭირა...

-ღმერთო ჩემო! ნუთუ ამ ვარსკვლავბიჭუნასთან უნდა ვიცხოვრო?-ამოილუღლუღა


ანიკამ და ბიჭის თვალიერებისას სუნთქვა შეეკრა. მაღალი, დაკუნთული, ზედმეტად
სიმპატიური... მიმზიდველი ტუჩებით, სწორი ცხვირით და მწვანე თვალებით...
მოგრძო, მუქ ყავისფერ, აბურდულ თმას სუსტი ნიავი უწეწავდა. ანიკას მისი
თვალიერებისას ელეს სიტყვები გაახსენდა და გაღიმებული მიუახლოვდა ბიჭს,
რომელიც შავ “BMW X5“-ზე ზურგით მიყრდნობილიყო და მობილურით ვიღაცას
ესაუბრებოდა. ანიკას დანახვისას... არა, ცდებით, მათი თვალები არ შეხვედრიან
ერთმანეთს და არც კუპიდონს დაუცლია ისრების მარაგი. ბიჭმა უბრალოდ
ჩემოდნები გამოართვა, საბარგულში მოათავსა და თვითონ საჭეს მიუჯდა.
ანიკასთვის ყურადღებაც არ მიუქცევია. მანქანის კარიც კი არ გაუღო. გოგონამ
ჩამოვარდნილი ყბა და შუბლზე აცოცებული თვალები თავიანთ ადგილებზე
დააბრუნა და გაბრაზებული მოთავსდა ბიჭის გვერდითა სავარძელზე. უცნობმა
მანქანა დაძრა, თან მთელი გზის განმავლობაში მობილურით ვიღაცას ესაუბრებოდა.
სწრაფად წარმოთქმულ ინგლისურ სიტყვებს შორის, ანიკამ რამდენჯერმე გაარჩია
სახელები: ეშლი, ლილი, მარია... ძნელი მისახვედრი არ იყო, რატომ საუბრობდა ბიჭი
ასეთი ენთუზიაზმით.

ცოტა ხანში მანქანა ულამაზესი, თეთრი სახლის წინ გაჩერდა. უცნობს კვლავ არ
შეუწყვეტია საუბარი ისე ამოალაგა ჩემოდნები საბარგულიდან. გაღიზიანებულმა
ანიკამ თავი ვეღარ შეიკავა, ჩემოდნები ხელიდან გამოსტაცა და უცერემონიოდ შეაღო
~ 24 ~
სახლის ჭიშკარი. ზარის დარეკვაც ვერ მოასწრო, ისე გაიღო კარი და მის მიღმა
გაღიმებული ცოლ-ქმარი გამოჩნდა.

-ძვირფასო! რა კარგია რომ ჩამოხვედი! როგორ იმგზავრე, საყვარელო?

-მარიკა, ჯერ სახლში შემოვიპატიჟოთ ჩვენი გოგონა!-თბილად გაუღიმა კაცმა ანიკას


და სახლში შეიყვანა.-სანდრო! გამოართვი ჩემოდნები და მის ოთახში აიტანე!-
მიმართა კაცმა შვილს, რომელსაც მოუწია „ტკბილებს“ დამშვიდობებოდა და მამის
თხოვნა შეესრულებინა.

-ვიმედოვნებ უკვე მოასწარით ერთმანეთის გაცნობა, ჩემო კარგო. ხომ ასეა?

-არა, ქალბატონო. სამწუხაროდ თქვენმა ვაჟმა ვერ მოიცალა, რადგან გადაუდებელი


საუბრები ჰქონდა. ამმ, თუ არ ვცდები ეშლისთან, ლილისთან და...

-დიახ! სამსახურიდან დამირეკეს!-სასწრაფოდ გააწყვეტინა სიტყვა სანდრომ და


გოგონა ისეთი მზერით დაასაჩუქრა, რომ ანიკას ცოტათი შეეშინდა კიდეც. მაგრამ
ანიკა რის ანიკა იქნებოდა, ამ გაუზრდელი მაჩოსათვის სამაგიერო რომ არ
გადაეხადა?!

-არ ვიცოდი ნიუ-იორკში თანამშრომლებს „ტკბილებს“ თუ ეძახდნენ!

-არც მე ვიცოდი, თბილისში ასეთი გესლიანი ბავშვები თუ ცხოვრობდნენ!

-სანდრო! ეს რა ლაპარაკია?-შვილს წამოენთო გია.

-როგორ თუ ბავშვი? მე ვარ ბავშვი?-თვალები მოწკურა ანიკამ.

-ახლავე ორივე დაშოშმინდით!-გიას სიტყვებმა მართლაც რომ სასურველი ეფექტი


მოახდინა და ანიკამ გადაიფიქრა ბიჭის კიდევ ერთხელ მოშხამვა.-თუ შეიძლება
გაგვეცანით, ახალგზარდა ქალბატონო.

-დიახ, სულ დამავიწყდა. ანასტასია ქავთარაძე! მაგრამ ძალიან გთხოვთ, ანიკა


დამიძახოთ...

-ძალიან სასიამოვნოა. მე გია ჯაფარიძე ვარ, ეს კი ჩემი მეუღლე_მარიკა. როგორც


მიხვდებოდი ამ ვაჟბატონს სანდრო ჰქვია. ძვირფასო, შენი გვარი ძალიან მეცნობა,
მაგრამ ვერ ვიხსენებ საიდან... მამაშენი რას საქმიანობს?

-მეღვინეა. ღვინის ექსპორტს აწარმოებს სხვადასხვა ქვეყნებში.

-ამმ, ირაკლი?

-დიახ, ირაკლი. იცნობთ?-თვალები გაუბრწყინდა ანიკას.

~ 25 ~
-ჰმ, რა თქმა უნდა! ჩემი რესტორნების ქსელისთვის ღვინოს სულ მამაშენს
ვაგზავნინებ.

-რა კარგია! მამა რომ გაიგებს, ძალიან გაუხარდება.

-მეც ძალიან გამიხარდა. სხვა თუ არაფერი, მეცოდინება, რომ ნინი სანდო ოჯახს
ჩავაბარე!

-ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ანიკა ალბათ მგზავრობამ დაღალა. წამოდი,
შვილო, შენს ოთახს გაჩვენებ.-საუბარში ჩაერთო მარიკა.

-არა, ძვირფასო. შენ ვახშამს მიხედე. ანიკას კი თავის ოთახსაც და სახლსაც სანდრო
დაათვალიერებინებს.

-ვოცნებობდი ამ მისიას როდის დამაკისრებდი, მამა.-კბილებში გამოსცრა სანდრომ


და შემდეგ ანიკას მიუბრუნდა:-წამომყევი, ბევრი დრო არ მაქვს.

-ჰმ, თავხედი!-ჩაიბურტყუნა ანიკამ და დაწინაურებულ ბიჭს აედევნა.

-დღეიდან, რვა თვის განმავლობაში, ამ ოთახში მოგიწევს დაძინება. რვა თვის შემდეგ
კი ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება.-საძინებლის კარი შეაღო სანდრომ და
ანიკას დიდი ძალისხმევის ფასად დაუჯდა, რომ აღფრთოვანება არ გამოეხატა.-
არამგონია დიდად მოხიბლული დარჩე და ამ ოთახმა შენი გემოვნება
დააკმაყოფილოს, რადგან არც ვარდისფრად არის შეღებილი და ვერც საბავშვო
აქსესუარებს შენიშნავ სადმე. ჩემს დას გაცილებით დახვეწილი გემოვნება აქვს.

-ვაჟბატონო, აბა კარგად შემომხედე. ვგავარ ორი წლის ბავშვს? ზუსტად შენი დის
ტოლი ვარ.

-ორი წლისას, ნამდვილად არა...-სანდრომ თავი მარჯვნივ გადახარა, ცალი წარბი


ასწია და ანიკა თავიდან ფეხებამდე ურცხვად აათვალიერა. მისმა ქმედებამ გოგონას
გაწითლება გამოიწვია.-მაგრამ მაინც ბავშვი ხარ.-დაასკვნა ბოლოს სანდრომ.

-ძალიან მაინტერესებს, თავად რამდენი წლის ბრძანდებით, ბატონო ალექსანდრე?

-ოცდაოთხის.-ნიშნის მოგებით უპასუხა სანდრომ.

-ოჰ, დაბერებულხართ უკვე! სწორედ გადავწყვიტე თქვენობით რომ მოგმართავთ.

-შენი საქციელი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბავშვი ხარ. ცდილობ გამაღიზიანო.

-ჯანდაბა! უკვე წყობიდან გამოგყავარ!

-ჰმ, რას ვიზამთ. რვა თვე ერთმანეთის ატანა მოგვიწევს, მიუხედავად იმისა, გვინდა
ჩვენ ეს, თუ არა!-უდარდელად გაუცინა სანდრომ და სანამ ოთახიდან გავიდოდა,

~ 26 ~
ანიკას მიაძახა:-როდესაც დაგჭირდება, დანარჩენ ოთახებსაც მიაგნებ. არ მაქვს შენზე
დასახარჯი დრო!

-იდიოტო! თავხედო! გაუზრდელო მაჩო! ნამდვილი კრეტინი ხარ!-ესაუბრებოდა


ანიკა აწ უკვე მიხურულ კარს და თან უკვირდა, როგორ შეიძლებოდა ასეთი
სიმპატიური მამაკაცი, ასეთი თავხედი ყოფილიყო.

საღამომდე ანიკამ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა და ნინის დატოვებული


წერილიც იპოვა. გაუკვირდა და თან გაუხარდა, რომ რაღაცით მაინც ჰგავდა გოგონას,
რომლის სახლშიც მოუწევდა ცხოვრება. საწოლზევე ჩამოჯდა და წერილის კითხვას
შეუდგა.

„ძვირფასო, უცნობო! მინდა ცოტათი მაინც დაგეხმარო და მოგცე რამდენიმე


მითითება, რომელიც ახალ გარემოსთან შეჩვევას გაგიადვილებს. პირველი და
უმთავრესი_არასდროს არ ილაპარაკო ვახშმის დროს, რაც არ უნდა მოხდეს. მამას ეს
ძალიან აღიზიანებს. არასდროს არ ილაპარაკო ფეხბურთზე ცუდი სანდროსთან.
გაითვალისწინე, მისი საყვარელი გუნდია „ბარსელონა“. არ დაბრუნდე სახლში
ძალიან გვიან, მითუმეტეს ნასვამი.
სკოლას რაც შეეხება: დირექტორი გიჟდება არქეოლოგიაზე და ყველაფრის
გაკეთებაზე დაგთანხმდება ექსპედიციის დაფინანსების მოსაპოვებლად. ასევე არის
ერთი ბიჭი, რომელთან პაემანზეც არასდროს, დაიმახსოვრე, არასდროს არ უნდა
წახვიდე!!! ეს არის კევინი. კიდევ არის ერთი მასწავლებელი _მისის მერი. ის ქიმიის
მასწავლებელია და თუ ერთხელ მაინც გამოგიჭირა იმაში, რომ გაკვეთილი არ იცი,
ჩათვალე რომ მთელი წელი გაგაწამებს. სულ ეს არის რისი თქმაც შემიძლია. იმედს
ვიტოვებ, რომ ახალ ცხოვრებასთან შეგუება არც ერთს არ გაგვიჭირდება. წარმატებებს
გისურვებ!

P.S. თავად მიხვდები ვისთან უნდა იმეგობრო. ისინი თვითონ გიპოვიან.

ნინი.“

ანიკამ მთელი წერილი ღიმილით ჩაიკითხა და ეცადა წარმოედგინა რა რეაქცია


ექნებოდა ნინის, როდესაც საწერი მაგიდის უჯრაში კონვერტს აღმოაჩენდა. ან როგორ
შეეჩვეოდა ახალ ცხოვრებას? გოგონებს ძალიან კარგად ესმოდათ ერთმანეთის და
ალბათ, შესაბამის გარემოში კარგი მეგობრებიც გახდებოდნენ. მაგრამ ანიკას ელეს
ვერავინ შეუცვლიდა. თვალები აუცრემლიანდა იმის წარმოდგენისას, რომ რვა თვე
ელეს ვეღარ ჩაეხუტებოდა და ის იყო უნდა აღნავლებულიყო, რომ კარზე კაკუნი
მოესმა.

-მობრძანდით!-გასძახა კარს მიღმა და ცრემლები შეიმშრალა.

~ 27 ~
-თუ გშია დაბლა ჩამოდი. ათ წუთში სავახშმოდ დავსხდებით. და მართლა, არ
იფიქრო, რომ ჩემი სურვილით გეპატიჟები.-სანდროს ხმა ისე ჟღერდა, რომ გოგონამ
თავისუფლად წარმოიდგინა მისი სახე და ეცადა გაცოფება შეეკავებინა.

ოთახში განთავსებული ავეჯის დალეწვის ნაცვლად, ალტერნატიული გამოსავალი


მოძებნა და მიზნად დაისახა სანდროსთვის დაემტკიცებინა, რომ ნამდვილად არ არის
ბავშვი. მიზნის მიღწევისთვის ბრძოლას კი, იმ წუთიდანვე იწყებდა. სწორედ ამიტომ,
საკიდიდან კაბა ჩამოხსნა. ეს კაბა დედამ ჩამოუტანა პარიზიდან და ანიკა მხოლოდ
განსაკუთრებულ შემთხვევებში იცვამდა. მართალია ასეთი ჩაცმულობა ოჯახურ
ვახშამს არ შეეფერებოდა, მაგრამ... კაბა ატლასის იყო, მოკლე და მიმზიდველი. ნაზი
ცისფერი საოცრად უხდებოდა ანიკას თვალებს და ეს გოგონამაც შესანიშნავად
იცოდა. სწორედ ამიტომაც აირჩია ეს კაბა. თმა გაიშალა, ოთახიდან გასვლისას
საკუთარ ანარეკლს სარკეში თვალი ჩაუკრა და ამაყად გაემართა სავახშმოდ.

შეიძლება ითქვას, რომ მისმა ქმედებამ სასურველი ეფექტი მოახდინა და სანდრომ


გოგონას დანახვისას ცალი წარბიც კი ასწია, მაგრამ მისმა ფრაზამ, ყველაფერი
გააფუჭა:

-შენთვის არავის უთქვამს, რომ სახლში ვვახშმობთ? თუ რატომ გაცვია ისე, თითქოს
აქედან პირდაპირ პარიზის მოდის კვირეულზე მიდიოდე?

-მაპატიე, ძვირფასო, მაგრამ ყურადღებით უნდა მოგესმინა დედასთვის, როდესაც


ეტიკეტს გასწავლიდა. ამხელა კაცი ისე საუბრობ, როგორც მეამბოხე თინეიჯერი.-
მომხიბლავად გაუღიმა ანიკამ და მშვიდად მიუჯდა მაგიდას.

-სანდრო, ვახშმის შემდეგ ანიკას ქალაქს დაათვალიერებინებ!-ამ ფრაზის გაგონებისას


სანდროს „კოკა-კოლა“ გადასცდა და ხველება აუტყდა. ანიკამ კი ოჯახის უფროსს
შეხედა და აუღელვებლად უთხრა:

-არ არის საჭირო. არ მინდა ჩემ გამო უფროსები შევაწუხო. ხვალ რომელიმე კლასელს
ვთხოვ და დარწმუნებული ვარ სიამოვნებით დამათვალიერებინებს ქალაქს.

-სანდრომ ხომ არ გაწყენინა, შვილო?-შეშფოთდა მარიკა.

-არა, მარიკა დეიდა, შეუძლებელია მას ეწყენინებინა. ჩვენ თითქმის არც გვისაუბრია.

-ანიკა მართალია. ახლა გვიანია და მისთვის საინტერესოს და მოსაწონს ვერაფერს


ნახავს.-ჩაილაპარაკა სანდრომ და სპაგეტის ისეთი ინტერესით ჩააცქერდა, თითქოს
აპირებდა გამოეცნო, ვის მიერ იყო დამზადებული.

-კარგი, რადგან ასეა, მაშინ ხვალ, სკოლის შემდეგ გაუვლი და დღისით აჩვენებ
მისთვის საინტერესო და მოსაწონ ადგილებს.-არ ნებდებოდა გია.

~ 28 ~
-მამა, მოდი შეგახსენებ: მე სამსახური მაქვს და ამ სამსახურს იმის გამო ვერ გავაცდენ,
რომ ვიღაც...

-სანდრო!-სიტყვა გააწყვეტინა აღშფოთებულმა მარიკამ. ანიკა კი ცდილობდა ყელში


გაჩხერილი ბურთისთვის ყურადღება არ მიექცია და უცხო ხალხის თანდასწრებით
არ ატირებულიყო.

-უკაცრავად. თუ შეიძლება, მე დაგტოვებთ. მგზავრობამ ცუდად იმოქმედა და თავს


შეუძლოდ ვგრძნობ...-მხოლოდ ამის ჩალაპარაკება მოასწრო ანიკამ და შემდეგ
სასწრაფოდ თავის ოთახში გაიქცა.

პირველმა დღემ საშინლად ჩაიარა. იმდენად საშინლად, რომ ანიკამ მრავალი წლის
შემდეგ კვლავ იტირა ბალიშთან ჩახუტებულმა. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ
ბოლოს, როდესაც გოგონამ ეს გააკეთა, შვიდი წლის იყო, ახლა კი_ჩვიდმეტის...
იმავე საღამოს ანიკამ დაივიწყა დროში სხვაობა და აცრემლებულმა დაურეკა ელეს,
რათა მასთან მაინც მოეოხებინა გული, სიმპატიური თავხედის ლანძღვით...

-შენ სულ გაგიჟდი, ხომ? რა გატირებს? ვიღაც ხეპრემ სისულელეები გითხრა და ამის
გამო ტირი? ანიკა, ვერ გცნობ!

-ვიცი, ელე, ეს არ გავს ჩემს საქციელს, მაგრამ აქ სულ მარტო ვარ და სულ მარტოს
მომიწევს ამ თავხედის ატანა.

-ანიკა, აბა ახლა დამშვიდდი და კარგად მომისმინე! შენ მანდ ჩახვედი შენი მიზნების
მისაღწევად და არა ვიღაც იდიოტის გასაზრდელად! უმიზეზოდ ვერ გიტანს? ადექი
და მიეცი მიზეზი! განა ყოველთვის ამ სიტყვებს არ ამბობდი? როდის მერე
გაღელვებს სხვისი აზრი შენ შესახებ? საერთოდ დაივიწყე მისი არსებობა და არავის
და არაფერს არ მისცე უფლება, რომ ხასიათი გაგიფუჭოს!-ელე მთელი ღამე
ცდილობდა ანიკას დამშვიდებას და გამხნევებას. მთელი ღამე არიგებდა როგორ
მოქცეულიყო და ანიკასაც სითამამე ემატებოდა. გრძნობდა, რომ მარტო არ იყო. ასე
დაათენდა თავზე ელესთან საუბარში და ცოტა ხანში კარზე კაკუნიც მოესმა,
რომელსაც სანდროს სიტყვები მოჰყვა:

-ზუსტად ერთ საათში დაკაკუნების გარეშე შემოვალ და არ მაინტერესებს ჩაცმული


იქნები თუ არა. როგორ ფორმაშიც იქნები, ისე წაგიყვან. შენ გამო ნამდვილად არ
ვაპირებ სამსახურში დაგვიანებას!

ანიკამ მხოლოდ ამ სიტყვების გაგონებისას გააცნობიერა, რომ ერთ საათში სკოლაში


უნდა წასულიყო და ნერვიულობის ახალი ტალღა დაეწყო. ელესთან ერთად არჩევდა
რა უნდა ჩაეცვა და დრო ისე გაეპარა, რომ ვერც შენიშნა. აბაზანიდან გამოსვლის
შემდეგ კვლავ დაურეკა მეგობარს და „სკაიპის“ შემქმნელის ლოცვასთან ერთად,
ლამის მთელი გარდერობი გადმოალაგა.

~ 29 ~
-მისმინე, აი ეგ კაბა, მგონი მშვენიერი იქნება!

-ეს კაბა მეც მომწონს, მაგრამ დღეს კაბის ჩაცმა არ მინდა. ისედაც ყურადღების
ცენტრში ვიქნები, როგორც ახალი მოსწავლე.

-ამმმ, კარგი... მაშინ... არ ვიცი!

-არც ის მინდა, რომ ბავშვივით ჩავიცვა!

-ოჰო, სანდროს გამო? მაინც როგორია ეგ შენი სანდრო?

-ჩემი არა!-სასწრაფოდ შეუსწორა ანიკამ და ღია ფერის ჯინსის ბრიჯი ამოიცვა.-


როგორია და... მაღალი, ზედმეტად სიმპატიური. მიმზიდველი ტუჩებით, სწორი
ცხვირით, მწვანე თვალებით...-გოგონა თან ყვებოდა და თან პერანგებს არჩევდა,
როდესაც დაინახა როგორ გაუფართოვდა ელეს თვალები, ნერწყვი გადაყლაპა და
ამოილუღლუღა:

-კუნთებით...

-რა?-გაუკვირდა ანიკას, მაგრამ შემდეგ...-ჯანდაბა! სანდრო!

-მე გაგაფრთხილე!-საჩვენებელი თითი დაუქნია ბიჭმა და მისკენ გაემართა.-ყვირილს


აზრი არ აქვს, სახლში მხოლოდ ჩვენ ვართ...-ამ სიტყვების გაგონებისას ანიკა წამით
შიშმა აიტანა, მაგრამ როდესაც სანდრომ ზურგზე მოიგდო, შიში გაბრაზებით
შეეცვალა და აკივლდა.

-დამსვი, იდიოტო! ჩასაცმელი ვარ!

-ანიკა, მე გაგაფრთხილე!

-ჯანდაბა! ვერ გიტან!

-ვიცი, ვერც მე!

-გთხოვ!-ანიკას ამის თქმას ერჩივნა... ამმ, არ იცოდა რა ერჩივნა, მაგრამ სანდროს ეს


მხოლოდ იმიტომ უთხრა, რომ სხვა გზა აღარ ჰქონდა.

-მხოლოდ ხუთი წუთი გაქვს! მალე!-ბიჭმა საათს დახედა და დრო დაინიშნა, მაგრამ
აშკარა იყო, რომ ოთახიდან გასვლას არ აპირებდა.

-იქნებ კეთილი ინებო და გახვიდე?

-ოთხი...-მშვიდად ჩაილაპარაკა სანდრომ და ანიკა მიხვდა, რომ მართლა ცუდ დღეში


იყო, ამიტომ სასწრაფოდ ჩაიცვა ცისფერი პერანგი, თეთრი კედები, თმა ცხენის
კუდად შეიკრა და სანამ ისევ ბიჭის ზურგზე აღმოჩნდებოდა, ზურგჩანთას ხელი
დაავლო და სანდროს წინ აისვეტა.

~ 30 ~
-მზად ვარ, მეთაურო!

-მშვენიერია, რიგითო! თუ არ ჩავთვლით, რომ ჩემი ხუთი წუთი გმართებს, კარგად


იმუშავე! ახლა კი, შეგვიძლია წავიდეთ!-ჩაილაპარაკა სანდრომ და გაღიმებული
გავიდა სახლიდან...

თავი 4

მართალია ამჯერად სანდრო მობილურ ტელეფონში აღარ შემძვრალა, მაგრამ გზა


მაინც მდუმარე გამოდგა. ანიკა თავაწეული იყურებოდა ფანჯრიდან და ცდილობდა
თვალი არ გაქცეოდა ბიჭისკენ, რომელიც მართლაც რომ არაჩვეულებრივად
გამოიყურებოდა. არა, განსაკუთრებული არაფერი ეცვა_მუქი ფერის ჯინსი და
თეთრი მაისური. მაგრამ ეს მაისურიც ვერ მალავდა მის დაკუნთულ სხეულს. ანიკამ
თავი ვერ შეიკავა, თვალი გაექცა ბიჭისკენ და უცბად ისეთი ხმით შეჰკივლა, რომ
სანდრომ დაამუხრუჭა კიდეც.

-გაგიჟდი? რა გაკივლებს?-ანიკამ ფეხები აიკეცა და სავარძელზე ისე მოიბუზა,


როგორც პატარა ლეკვი, რომელსაც ძეხვის ქურდობაზე წაასწრეს.-კარგად ხარ?

-რა ჯანდაბად გინდა იარაღი?-ანიკამ ბიჭს ქამარში ჩადებული პისტოლეტისკენ


ანიშნა და უნებურად კიდევ უკან მიიწია.

-ბოროტი მანიაკი ვარ. ახლა სკოლის ნაცვლად უღრან ტყეში წაგიყვან, ჯერ წამებით
მოგკლავ, მერე დაგანაწევრებ, ხორცს მოვხარშავ და გემრიელად შევჭამ. გიყურებ და
ჯერ სულ მჭლე ხარ!-სანდრო იდუმალი ხმით ლაპარაკობდა და ბოლოში მეტი
დამაჯერებლობისთვის ტუჩებით გაილოკა.

-სანდრო, გულწრფელად მითხარი, ბავშვობაში ხშირად არტყამდი თავს?

-ეგ შენი საქმე არ არის.-დასერიოზულდა ბიჭი და ის იყო მანქანა უნდა დაექოქა, რომ
ანიკამ კარი გააღო და გარეთ გახტა.

-სანამ არ მეტყვი რად გინდა იარაღი, არ ჩავჯდები.

-რას მელაპარაკები! ისე ვიდარდებ, ამაღამ არ დამეძინება.

-სანდრო, არ გეხუმრები!

-ნუთუ? მართლა არ აპირებ ჩაჯდომას?

~ 31 ~
-არა!

-კიბატონო!-ბიჭმა მანქანა დაძრა და გაოგნებული ანიკა ხალხმრავალ ქუჩაზე სულ


მარტო აღმოჩნდა. აი მაშინ კი მართლა შეეშინდა. უცხო ქუჩაზე სულ მარტო იდგა და
არ იცოდა რა გაეკეთებინა. ახლა კი ინანა გუშინვე რომ არ ჩაიწერა მარიკას და გიას
ნომრები, მაგრამ უკვე გვიანი იყო. რა უნდა გაეკეთებინა? წარმოდგენა არ ჰქონდა.
ისიც კი არ იცოდა სკოლა სად იყო, სასკოლო ავტობუსი კი უკვე წასული იქნებოდა.

-ჯანდაბა! მშვენიერია! პირველივე დღეს გავაცდენ სკოლას!-ჩაიბურტყუნა და


ნირწამხდარი ჩამოჯდა იქვე ბორდიულზე.-ალექსანდრე ჯაფარიძე, ჯოჯოხეთის
ცეცხლში დაიწვები ჩემი წამებისათვის!-ამოიგმინა ანიკამ და ის იყო პირველივე
გამვლელი მანქანა უნდა გაეჩერებინა, რომ მის ფეხებთან შავი „BMW” მისრიალდა.

-ჩაჯექი, დროზე! და იმის ილუზია არ შეიქმნა, რომ შენზე ვღელავ და იმიტომ


დავბრუნდი.

-სანდრო, გითხარი: სანამ არ მეტყვი რად გინდა იარაღი, მანქანაში ვერ ჩავჯდები.
თითქმის არ გიცნობ, ნუთუ არ არის საკმარისი მიზეზი?

-ოხ, რა ჯიუტი ხარ!-ამოიოხრა ბიჭმა.-FBI-ში ვმუშაობ,-სანდრომ ამის


დამადასტურებელი საბუთიც აჩვენა და შემდეგ დაღლილი მზერა მიაპყრო.-
დაკმაყოფილდი? ჩაჯდები თუ წავიდე?

-თავიდანვე ასე რომ გეთქვა არ შეიძლებოდა?-აბუზღუნდა ანიკა როგორც კი


მანქანაში ჩაჯდა.

-არა. ისეთი სახე გქონდა, რომ ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი.

-და კიდევ მე მეტყვი ბავშვი ხარო.

-სიმართლეს გეუბნები. ახლა შენ მიდიხარ სკოლაში, მე კი არა.

-ჩემზე ადრე მოკვდები.

-ბატონო?-წარბები აზიდა სანდრომ და გოგონას მიაჩერდა.

-ჩემზე უფროსი ხარ, შესაბამისად ჩემზე ადრე მოკვდები.-ანიკამ ისეთი სახით


უპასუხა, თითქოს უკვირდა რა არის აქ გაუგებარიო.

-შენით მოიფიქრე თუ ვინმე დაგეხმარა?-ჩაიცინა ბიჭმა.-აქ რატომ ჩამოხვედი?


საქართველოში უკვე ამოწურე შენი სწავლის მარაგი?

-სანდრო, რა გინდა?

-მილიონი, ბაჰამის კუნძულებზე დასვენება და ვინმე გრძელფეხება, ქერათმიანი


გოგო. წაბლისფერთმიანზეც არ ვიტყოდი უარს, მაგრამ ბავშვები არ მიზიდავენ.

~ 32 ~
-რა ხუმარა ხარ!-შეუბღვირა ანიკამ.-რა გინდა ჩემგან?

-შენგან რა უნდა მინდოდეს?-ცალყბად ჩაეცინა ბიჭს.

-რატომ ვერ მიტან?

-ვინ გითხრა რომ ვერ გიტან?

-ჯანდაბა! კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ!-იფეთქა გოგონამ.

-მომისმინე, ანიკა, სისულელეა, რომ ვერ გიტან. უბრალოდ შენ ჩემთვის სულერთი
ხარ, არაფერს წარმოადგენ და ეს ბუნებრივიცაა, იმიტომ, რომ საერთოდ არ გიცნობ.

-ვერ მომატყუებ, აშკარაა რომ ჩემ მიმართ უარყოფითად ხარ განწყობილი.

-შეიძლება ასეცაა, მაგრამ ნამდვილად მაქვს მიზეზი. შენ რომ არა, ყველაფერი თავის
ადგილას იქნებოდა და არც ჩემი და ჩაიდენდა ისეთ სისულელეს, როგორიც
საქართველოში წასვლაა.

-ახლა გასაგებია.

-რა არის გასაგები?

-შენს დაზე გაბრაზებული, ჯავრს ჩემზე იყრი. მაგრამ იმას კი ვერ ხვდები, რომ ნინის
თუ მოუნდებოდა, საქართველოში ნებისმიერ დროს წავიდოდა. სულაც არ არის
ამისთვის საჭირო გაცვლითი პროგრამა. მე კი შენი და მართლა დამეხმარა. არა იმაში,
რომ ახლა ნიუ-იორკში ვარ. ნინიმ შანსი მომცა ჩემი ცხოვრება შემეცვალა და ნიუ-
იორკში სასწავლებლად წამოვსულიყავი. შენ გგონია ჩემთვის რთული იქნებოდა ამის
გაკეთება? მამაჩემისთვის მხოლოდ ერთი თხოვნა და ნიუ-იორკის ბილეთი ხელში
მეჭირებოდა. მაგრამ ახლა, ყოველთვის მეცოდინება, რომ ამას ჩემით მივაღწიე.

სანდროს ხმა აღარ ამოუღია. ანიკა ვერ მიხვდა მისმა სიტყვებმა მოახდინეს
შთაბეჭდილება, თუ უბრალოდ ლაპარაკის სურვილი დაკარგა, მაგრამ როდესაც
მანქანა სკოლის წინ გაჩერდა, სანამ გოგონა მანქანიდან გადავიდოდა, სანდრომ
უთხრა:

-გაკვეთილების ბოლოს გამოგივლი. ქალაქს დაგათვალიერებინებ.

-მოდი შეგახსენებ: შენ სამსახური გაქვს და სამსახურს ვერ გააცდენ ვიღაც...

-ანიკა!

-ჰო, ვიცი, კარგი მეხსიერება მაქვს,-თვალი ჩაუკრა გოგონამ და მანქანიდან გადავიდა.


სანამ სკოლის შენობაში არ შევიდა, სანდროს მანქანა ადგილიდან არ დაუძრავს...

~ 33 ~
ანიკას ნელ-ნელა პანიკა ეწყებოდა ამდენი მოსწავლის დანახვისას, მაგრამ
ცდილობდა თავი ხელში აეყვანა.

-ჰეი, ლამაზო! ახალი ხარ?-წამოეწია ვიღაც უცნობი, ქერა, აჩეჩილი თმითა და


ცისფერი თვალებით.

-ამმ, კი... მე... გაცვლითი პროგრამით ჩამოვედი...-ნერვიულობისგან ძლივს


ამოღერღა.

-ოჰო, იცი რომ მთელი სკოლა შენ გელოდება?-გაუცინა უცნობმა, ანიკა კი მისი
სიტყვების გაგონებისას ერთიანად გაწითლდა.-რა გქვია, ლამაზო?

-ანიკა!

-კარგი, ანიკა. წამომყევი, ჯინასთან მე მიგიყვან და დღეს შენი გიდის ფუნქციასაც


შევითავსებ. ჰო, მართლა, მე კევინი ვარ!-თვალი ჩაუკრა ბიჭმა და მასაც მაშინვე
გაახსენდა ნინის წერილში ამოკითხული ფრაზა.

-იყოს, ნუ შეწუხდები, არ არის საჭირო.-მაგრამ კევინი მას არ უსმენდა. მშვიდად


მიათრევდა გოგონას სავარაუდოდ ადმინისტრაციული კორპუსისკენ და თან
გზადაგა ყველას აცნობდა ახალ მოსწავლეს. ანიკაც მორიდებულად იღიმოდა და
კევინს მიყვებოდა.

-ჯინა, ძვირფასო!-მიესალმა კევინი ფუმფულა, ხვეულთმიან, სათვალიან ქალს,


რომელმაც მისი ხმის გაგონებისას მაგიდაზე დახვავებული ქაღალდებიდან თავი
ამოყო და ბიჭს გაუღიმა.

-რამ შეგაწუხა, კევინ? ეს გოგონა ჩვენი ახალი მოსწავლეა?

-დიახ! მე გაცვლითი პროგრამით ჩამოვედი, საქართველოდან!

-ძალიან სასიამოვნოა, ჩემო კარგო. ანასტასია ქავთარაძე, ხომ?

-დიახ, მე გახლავართ.

-აი შენი ცხრილი, საყვარელო. ალბათ კევინი გეტყოდა, მთელი სკოლა


გელოდებოდით! სკოლის რუკაც დაგჭირდება, ახლავე მოგცემ...

-არა, ჯინა!-შეაწყვეტინა კევინმა.-მე აქ არ ვარ? ანიკას ყველაფერს დეტალურად


დავათვალიერებინებ. აბა მაჩვენე, პირველი რა გაქვს?-გოგონას ცხრილი ხელიდან
გამოსტაცა და გუნება უცბად წაუხდა.-ისტორია... მე პირველი ესპანური მაქვს. მაგრამ
მოიცა, მგონი მესამე გაკვეთილი... კი, ნამდვილად ასეა! მესამე გაკვეთილი
გვემთხვევა!

~ 34 ~
-კევინ, არ მინდა შეგაწუხო...-ამოილუღლუღა ანიკამ, მაგრამ მას ამჯერადაც არავინ
უსმენდა. კევინი თავაწეული მიაბიჯებდა დერეფანში და ანიკაც იძულებული იყო
გაყოლოდა, რადგან ბიჭი მის ცხრილს მიაფრიალებდა.

-მოვედით! ეს ისტორიის კლასია. სამწუხაროდ მე უნდა დაგტოვო, მაგრამ ამ


გაკვეთილის ბოლოს ისევ შენთან გავჩნდები!-ის იყო ანიკას შვებით უნდა
ამოესუნთქა, რომ კევინის ბოლო სიტყვებმა გააწბილეს.

-ეს ვინ ავიკიდე!-ჩაიბურტყუნა გოგონამ ქართულად და კლასში შეაბიჯა.

ყურადღების ცენტრში ყოფნას ვერ გადაურჩა. მისტერ ვუდსმა აიძულა საკუთარი


თავი წარედგინა მთელი კლასის წინაშე და არც გაკვეთილზე მისცა მოსვენება.
საბედნიეროდ ანიკამ მის ყველა შეკითხვას უპასუხა. პირველივე დღეს ჩაფლავება
ნამდვილად არ შედიოდა მის გეგმებში. ისტორიის გაკვეთილის შემდეგ, ანიკას
ცხრილში ამ საგნის გასწვრივ დიდი, წითელი მინუსი გაჩნდა.

შედარებით მშვიდად ჩაიარა ასტრონომიამ, მაგრამ ტრიგონომეტრიაზე...


ტრიგონომეტრიაზე ანიკას მოუწია კევინის გვერდით დამჯდარიყო და
ერთდროულად ესმინა მისთვის და მისის ტომსონისათვის. ამის პარალელურად
რვეულში გაეკეთებინა ნახაზები, ეპასუხა მასწავლებლის შეკითხვებისთვის და
გაეძლო ქერათმიანი გოგონას მზერისთვის, რომელიც კევინის თქმით, მისი ყოფილი
შეყვარებული იყო.

ზარის დარეკვისთანავე ანიკამ თავისი ნივთები ერთი ხელის მოსმით ჩაუძახა


ზურგჩანთაში და ის იყო სწრაფი ნაბიჯით გაემართა გასასვლელისკენ, რომ მხარზე
ხელის შეხება იგრძნო და:

-კევინ! არ გეწყინოს, მაგრამ...-ანიკამ ვერ მოიფიქრა როგორ შეიძლებოდა


ზრდილობიანად მოეშორებინა ეს აბეზარი ბიჭი.-მე... მე...-აბლუყუნდა უაზროდ და
დაინახა როგორ მიუახლოვდათ ერთი წითური გოგონა. ეს გოგონა ასტრონომიაზეც
იყო და თუ ანიკას სწორედ ახსოვდა, მას მეგი ერქვა.

-კევინ, ანიკას მე ვთხოვე კაფეტერიაში გაყოლა. თუ წინააღმდეგი არ იქნები,


დაგტოვებთ...-გოგონამ ანიკას ხელკავი გაუკეთა და კლასიდან გაიყვანა.

-გმადლობ!

-რა სათქმელია! მე მეგი ვარ!

-სასიამოვნოა შენი გაცნობა! როგორ მიხვდი, რომ დახმარება მჭირდებოდა?

-ეგ გზა მეც გამოვიარე!-გაეცინა მეგის და ანიკა კაფეტერიისკენ წაიყვანა.-შარშანწინ


გადმოვედი ამ სკოლაში და კევინი პირველივე გაკვეთილიდან ავიკიდე. მთელი
კვირა უკან დამყვებოდა!

~ 35 ~
-მერე როგორ მოიშორე?-გამხიარულდა ანიკა და ახალ ნაცნობთან ერთად ჩადგა
რიგში დახლის წინ.

-დავემუქრე, რომ თუ თავს არ დამანებებდა, მის ყველაზე დიდ საიდუმლოს


გავამჟღავნებდი. მე, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი მართლა ჰქონდა თუ არა საიდუმლო,
მაგრამ ბედმა გამიღიმა. ამ ამბის შემდეგ ყველაფერს მისრულებს.-გოგონებმა
გულიანად გაიცინეს და საკვები აიღეს. ანიკამ „კოლა“ და „ფრი“ იყიდა, მეგიმ_ყავა და
კრუასანი და შემდეგ ბავშვებით სავსე მაგიდისკენ გაემართნენ.

-ბავშვებო, გაიცანით, ეს ანიკაა! ანიკა, გაიცანი, ესენი არიან: ჯოში, მაიკი და ჯესიკა.-
მეგიმ სათითაოდ გააცნო ყველა და მაგიდას მიუსხდნენ.

ლანჩმა მხიარულად ჩაიარა. ანიკამ ბევრი იხალისა და დაძაბულობაც მთლიანად


გაუქრა. როგორც გაირკვა, უკლებლივ ყველანი ნინის მეგობრები ყოფილან და ამ
ამბის გაგებამ ძალიან გაახარა. კიდევ იმან გაახარა, რომ რამდენიმე გაკვეთილი
მათთან ემთხვეოდა. ხასიათი საბოლოოდ მაშინ გამოუკეთდა, როდესაც
ფიზკულტურაზე შესულმა აღმოაჩინა, რომ მასწავლებელი გოგონების
მხარდამჭერთა გუნდს აკომპლექტებდა.

-მისტერ ჯეკმან, იქნებ ჩემთვისაც მოგეცათ შანსი?-ანიკამ თვითონაც არ იცოდა


საიდან მოიკრიბა იმდენი გამბედაობა, რომ პირველივე დღეს მისულიყო
ფიზკულტურის მასწავლებელთან და მხარდამჭერთა გუნდში ჩაწერა ეთხოვა.

-თქვენ ახალი მოსწავლე ხართ, თუ არ ვცდები. ხომ ასეა?

-დიახ, მაგრამ იქნებ...

-მე არ მითქვამს, რომ ეს პრობლემაა...-კაცი საოცრად მშვიდად და თავდაჯერებულად


ლაპარაკობდა.-მაგრამ საქმე იმაშია, რომ კლერი, მხარდამჭერთა გუნდის ტრენერი,
დღეს არაა, მის გარეშე კი ვერაფერს გადავწყვეტ. მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ
შესარჩევ კონკურსზე ჩაგწეროთ, რომელიც პარასკევს, გაკვეთილების ბოლოს
გაიმართება.

-გმადლობთ, მისტერ ჯეკმან...

* * *
-აბა, როგორია თქვენი სახლის ახალი ბინადარი?-პირგამოტენილმა ჰკითხა დენიმ
მეგობარს და თანამშრომელს და უდარდელად განაგრძო ლაზანიას განადგურება.

~ 36 ~
-ბავშვია!-მოკლედ უპასუხა სანდრომ და ყავა მოსვა.

-კარგი, მაშინ სხვანაირად გკითხავ: როგორი ბავშვია თქვენი სახლის ახალი


ბინადარი?

-ჩვეულებრივი! როგორიც ყველა. არაფერი განსაკუთრებული.

-უკვე მოასწრო შენი გაბრაზება?

-დღეს მთელი ხუთი წუთი მალოდინა სანამ ჩაიცვამდა, მიუხედავად იმისა, რომ
გავაფრთხილე.

-ღმერთო ჩემო!-შეშფოთებული სახე მიიღო დენიმ.-ნამდვილად მიუტევებელი


ცოდვაა! რამდენი აზიდვა გააკეთებინე, მეთაურო?

-დავინდე!-გაეცინა სანდროს.-ხომ იცი როგორი კეთილი ვარ. ხუთი წუთიც კი ვაჩუქე,


რომ პერანგი ჩაეცვა.

-მოიცა, შენ რა, ოთახში შეუვარდი?

-რა თქმა უნდა! ერთი საათი მივეცი და გავაფრთხილე, რომ დაუკაკუნებლად


შევიდოდი და როგორ ფორმაშიც იქნებოდა ისე წავიყვანდი. ერთ საათში ასეც
მოვიქეცი, ის კი იდგა და ვიღაც გოგოს „სკაიპით“ ჩემზე ელაპარაკებოდა.

-რაო, რას ეუბნებოდა? ნამდვილი მონსტრი და სატანის მოციქულიაო?

-არა, ზედმეტად სიმპატიურია, მიმზიდველი ტუჩებით, სწორი ცხვირით და მწვანე


თვალებითო. მაგის დაქალის სახე უნდა გენახა მე რომ დამინახა.
თვალებგაფართოებულმა ამოილუღლუღა: -კუნთებით!-სანდრომ ელეს პაროდია
გააკეთა და მეგობრებმა სიცილით სული რომ მოითქვეს, მერე გააგრძელა:-
სამაგიეროდ ანიკას ჩემი ხუთი წუთი ვალი აქვს.

-რა საშინელი ადამიანი ხარ!-დასცინა დენიმ.-მაინც როგორია ეგ შენი ანიკა?

-ჩემი არა!-სასწრაფოდ გააპროტესტა სანდრომ.-ხომ გითხარი, ჩვეულებრივი ბავშვია.


მაღალი, გამხდარი, ლამაზი ფორმებით, ვარდისფერი ტუჩებით, პატარა ცხვირით,
ცისფერი თვალებით, ხშირი წამწამებით და გრძელი, წაბლისფერი კულულებით.

-ოჰო... როდის გვეპატიჟები შენთან ფეხბურთის საყურებლად?

-დენიელ! ხომ გითხარი, ბავშვია...

-ჰმ! მერე რა! ხომ უნდა შევაფასო როგორია, თან მე ჩემი ლუსი მყავს!-თვალი ჩაუკრა
ბიჭმა და ცივი „კოლა“ ბოლომდე ჩაცალა...

~ 37 ~
* * *
გაკვეთილების დასრულების შემდეგ ანიკა ახლადშეძენილ მეგობრებს დაემშვიდობა
და ის იყო სკოლის შენობიდან უნდა გასულიყო, რომ კევინი დაედევნა.

-ანიკა! მოიცა! დამელოდე! სად გარბიხარ?

-მაპატიე, მაგრამ მეჩქარება!-გაუღიმა გოგონამ და გზა განაგრძო, მაგრამ კევინი მაინც


მიყვებოდა.

-სად მიდიხარ? გაგიყვან! სხვათაშორის, დღეს შენი საქციელი არ მომეწონა, მაგრამ


რადგან ახალი ხარ, გაპატიე.

-ბატონო?-აღშფოთებული მიუბრუნდა ანიკა.

-დიახ. არასწორედ მოიქეცი! მთელი დღე ერთგული ფინიასავით დაგდევდი, შენ კი


მადლობაც არ გადამიხადე. ახლაც ისე მირბიხარ, თითქოს არ გაინტერესებდე.

-კევინ, თავს როგორ გრძნობ?

-შეურაცხყოფილად! მაგრამ შეგიძლია დანაშაული გამოისყიდო და ყავაზე


დამპატიჟო!

-უკვე გითხარი, მეჩქარება!-ზრდილობიანად გაუღიმა ანიკამ და გზა უნდა


გაეგრძელებინა, მაგრამ კევინმა მკლავში ხელი წაავლო და უხეშად შეატრიალა
თავისკენ.

-ანიკა, შენ აქ ახალი ხარ და რაღაც-რაღაცეები არ იცი, მაგრამ ერთი უნდა


დაიმახსოვრო: როდესაც მე გოგოს რაღაცას ვეუბნები, მას არ აქვს უფლება
შემეწინააღმდეგოს, იმიტომ რომ მე კევინ ვებერი ვარ! სკოლის ყველაზე
პოპულარული ბიჭი! ასე რომ, ახლა, ჩემო ძვირფასო, ადგები და ჩემთან ერთად
წამოხვალ.

-აბა ახლა კარგად მომისმინე, კევინ!-ანიკამ ხელი უხეშად გააშვებინა და ზედმეტად


მკაცრად დაიწყო:-სულ არ მაინტერესებს სკოლის საოცრება ხარ თუ პლანეტის! და
სულ არ მაინტერესებს შენი სურვილები! როდესაც ვამბობ რომ რაღაც არ მინდა, ეს
გასაჩივრებას არ ექვემდებარება! საუბარი დამთავრებულია, კარგად ბრძანდებოდე!-
გაბრაზებულმა დაამთავრა და ავტობუსის გაჩერებისკენ აპირებდა წასვლას, როდესაც
გაიგონა როგორ ეძახდა ნაცნობი ხმა. ცხოვრებაში პირველად გაუხარდა ამ ხმის
გაგონება და კევინის დასანახად, სანდრო გადაკოცნა კიდეც.

~ 38 ~
-სკოლაში პრობლემები გაქვს?-ჰკითხა როდესაც მანქანაში ჩასხდნენ და კევინზე
ანიშნა.

-სკოლაში არა, მაგრამ ეგ ტიპი მგონი გიჟია!-აღშფოთებას ვერ მალავდა ანიკა.-მთელი


დღეა დამდევს. ახლა კიდევ მეუბნება, როდესაც რაღაცას ვამბობ, ყველა გოგო
მემორჩილება და შენც უნდა ადგე და ჩემთან ერთად წამოხვიდეო.

-სად მიყავდი?

-არ ვიცი! ხომ გეუბნები, მგონი გიჟია!

-ხომ არ შეგეშინდა?

-რა? არა, რატომ მეკითხები?

-ჰმ, აბა დავიჯერო მოგენატრე და იმიტომ გადამკოცნე?

-მომიტევეთ რომ შეგეხეთ, თქვენო უდიდებულესობავ! და დიდად გმადლობთ, რომ


გამონახეთ დრო ჩემნაირი უბრალო მოკვდავისათვის!

-ხანდახან ასეთი კეთილი ვარ!-თვალი ჩაუკრა სანდრომ, შემდეგ კი ცხოვრებაში


პირველად, გულწრფელად გაუღიმა და ჰკითხა:-აბა, მზად ხარ ნიუ-იორკის
დასათვალიერებლად, რიგითო?

-დიახ, მეთაურო!-გოგონამ სამხედრო სალამი უძღვნა და მანქანა ადგილიდან


დაიძრა...

თავი 5

სანდრომ ნიუ-იორკის ყველა ღირსშესანიშნაობა მოატარა და ანიკასაც უფრო და


უფრო უფარდოვდებოდა თვალები. იმხელა შთაბეჭდილების ქვეშ იყო, ხმასაც კი ვერ
იღებდა. საკუთარ თავს მადლობა გადაუხადა წინდახედულებისა და ზურგჩანთაში
ფოტოაპარატის ჩაგდების გამო. ახლა კი იდგა და ყველაფერს იღებდა. ეს იქნებოდა
სამუზეუმო ექსპონატი, თუ უბრალო, ქუჩის რეკლამა. თვალებგაბრწყინებული
დაიარებოდა და სანდროც დაუღალავად ათვალიერებინებდა ყველაფერს. მანქანაში
ისხდნენ და ახალი პუნქტისკენ მიემართებოდნენ, როდესაც ანიკამ უცბად შეჰკივლა
და გაჩერება სთხოვა.

~ 39 ~
-კარვების ქალაქი! ატრაქციონები! „ამერიკული მთები“!-წამოიკივლა გოგონამ,
სანდროს ხელი ჩაკიდა და ძალით წაათრია გრანდიოზული სკვერისაკენ, რომელიც
მთლიანად კარვებით დაეფარათ.

-ჰმ! მე კი თითქმის გადამავიწყდა, რომ ბავშვი ხარ!-დასცინა სანდრომ და მორჩილად


გაყვა აღფრთოვანებულ გოგონას.

ყველაზე დიდი ხანი კარვების ქალაქში გაატარეს. ანიკამ გამოსცადა ყველა


ექსტრემალური ატრაქციონი, გაჩერდა ყველა კარავთან, გადაიღო უამრავი სურათი
და ის იყო გასასვლელისკენ გაემართნენ და სანდროს შვებით უნდა ამოესუნთქა, რომ
ანიკამ კვლავ წაათრია ერთი კარვისკენ.

-ნახე რა საყვარელი დათუნიაა! აუცილებლად უნდა მოვიგო!-დარწმუნებით


წარმოთქვა გოგონამ, საკრედიტო ბარათი გაატარა და იარაღი მოიმარჯვა.

-მისმინე, მათხოვე იარაღი და ნახევარ წამში მაგ შენს ფუმფულა დათუნიას


ჩაეხუტები.

-იყოს, არაა საჭირო!-თვალი ჩაუკრა, ჩახმახს თითი გამოკრა და...

რამდენიმე წუთში სანდრო და ანიკა უზარმაზარი დათუნიის თანხლებით ჩასხდნენ


ავტომობილში.

-ასეთი სროლა სად ისწავლე? ყველა სამიზნეს მოარტყი!-აღფრთოვანებას ვერ


მალავდა სანდრო.

-ჰმ! ბავშვებმაც ვიცით რაღაც-რაღაცეები!-გაუღიმა გოგონამ.

-სად ვივახშმოთ?

-რა?-გაოგნდა ანიკა. სანდრო უკვე აღარ ხუმრობდა!

-სად ვივახშმოთ-მეთქი. მართალია დღეს იმდენ მუზეუმში ვიყავით, რომ ზომაზე


მეტი სულიერი საზრდო მივიღეთ, მაგრამ ჩემი კუჭი ხორციელი საზრდოს
მოლოდინში ბობოქრობს.

-ამმ, მაშინ... იცოდე არ დამცინო!

-რა იყო, „მაკ-დონალდსში“ წავიდეთ?-გაეცინა სანდროს, მაგრამ ანიკას


აღფრთოვანებული სახის დანახვისას, წამში დასერიოზულდა.-მოიცა, მართლა?

-გთხოვ!

-ოხ ეს ბავშვები!-ამოიბუზღუნა ბიჭმა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.

~ 40 ~
თორმეტი სრულდებოდა სახლში რომ დაბრუნდნენ. სიცილში გართულებმა კარი ისე
შეაღეს, რომ მისაღებში დახვედრილი გია და მარიკა ვერც შენიშნეს.

-ჰეი! საით გაგიწევიათ?-ორივე შეაკრთო გიას შეძახილმა და კიბის თავში ადგილზევე


გაშეშდნენ.

-დასაძინებლად!-მშვიდად მიუგო სანდრომ.

-და თუ საიდუმლო არ არის, სად იყავით ამ დრომდე?

-პარიზიდან დავბრუნდით ახლახანს, თაფლობის თვე გვქონდა!-სანდრო აშკარად


ხუმრობის ხასიათზე იყო.-დაგავიწყდა გუშინ რა მისია დამაკისრე?-მაგრამ მისმა
ბოლო სიტყვებმა ყველაფერი გააფუჭეს.

-ახლა გასაგებია, მაგრამ სანამ კიდევ სადმე გასეირნებას გადაწყვეტთ, კეთილი


ინებეთ და წინასწარ გაგვაგებინეთ. მოკვდა დედაშენი ნერვიულობით!-მაინც
დატუქსა გიამ და საბოლოოდ უფლება მისცა საძინებლებში წასულიყვნენ. ის იყო
ანიკას თავისი ოთახის კარი უნდა შეეღო, რომ მის გვერდით კართან მდგარ სანდროს
გახედა:

-სანდრო, მიუხედავად იმისა, რომ მამაშენის მისიას ასრულებდი, მაინც გმადლობ


დღევანდელი დღისთვის!

-მადლობის გადახდა საჭირო არ არის, მეც კარგად გავერთე. და მართლა, ხვალ,


ზუსტად ცხრის თხუთმეტ წუთზე დაუკაკუნებლად შემოვალ და სულ შიშველი რომ
დამხვდე, ერთ წუთს აღარ მოგცემ!-გაუცინა სანდრომ და შემდეგ თავისი ოთახის
სივრცეში გაუჩინარდა. არც ისე სახარბიელოდ დაწყებული დღე, კარგად
დამთავრდა...

* * *
მეორე დილით ანიკამ დათქმულ დროზე ორი საათით ადრე გაიღვიძა, შხაპი
სწრაფად მიიღო და დარჩენილი დრო ტანსაცმლის შერჩევას მოანდომა. თან ყოველ
წუთს საათს დაჰყურებდა_ნამდვილად არ ჰქონდა იმის სურვილი, რომ კვლავ
აღმოჩენილიყო სანდროს ზურგზე.

-ჯანდაბა, რა ჩავიცვა?-დაიწუწუნა ტანსაცმლის გროვაზე ჩამომჯდარმა ანიკამ და


მეათედ დაიწყო რაიმე მოსაწონის ძიებაში გარდერობის გადატრიალება.-არაფერი არ
შეეფერება აქაურობას, ნამდვილად მესაჭიროება ერთი კარგი, საფუძვლიანი შოპინგი!

~ 41 ~
ხანგრძლივი წუწუნის შემდეგ, ანიკას გარდერობში მაინც არ გაჩნდა ახალი
ტანსაცმელი, ამიტომ გოგონას მოუწია ისევ ის კაბა ჩაეცვა, რომელიც პირველივე
მცდელობისას შეარჩია. ვარდისფერ, ყვავილებიან, ფრიალა კაბას თეთრი კედები
შეუსაბამა, თმა თევზის კუდივით ჩაიწნა და ცხრის ათ წუთზე უკვე მისაღებში იჯდა
თვითკმაყოფილი ღიმილით სახედამშვენებული.

-ანიკა?-თვალები გაუფართოვდა სანდროს მისი დანახვისას.

-რა მოხდა? ნუთუ ამხელა შთაბეჭდილება მოვახდინე, რომ თვალებს ვეღარ უჯერებ?-
წარბები აზიდა გოგონამ.

-არა, უბრალოდ გამიკვირდა რომ შენს ოთახში შემოვარდნა ან დამჭირდა!-ვალში არ


დარჩა სანდრო და ცოტა ხნის წინ მაცივრიდან გამოღებული ანანასის წვენი
ბოლომდე გამოცალა.

-ჰმ! წავიდეთ?

-რა თქმა უნდა! ისე, ცუდად არ გამოიყურები!-სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა


სანდრომ და სახლიდან პირველი თვითონ გავიდა. საჭესთან ისე მოკალათდა,
გოგონასთვის კარის გაღება არც გახსენებია. გამწარებულმა ანიკამაც სრული
დანდობის გარეშე მოიჯახუნა მანქანის კარი და მძღოლის გვერდით სავარძელზე
მოკალათდა.

-ჰეი, ფრთხილად! ჩემს უახლოეს გეგმებში ნამდვილად არ შედის მანქანის კარის


გამოცვლა.

-ცუდი სიზმარი ნახე?

-რა?

-აბა რა გჭირს? გუშინ მშვენიერ ხასიათზე იყავი.

-მაპატიე, ყოველ დღე ვერ შემომაწვება ბავშვობის ნოსტალგია.

-გააჩერე მანქანა!

-ამჯერად რა არ მოგეწონა?-დაღლილი თვალებით შეხედა სანდრომ გოგონას.

-გააჩერე! ფეხით წავალ, ან ტაქსით.

-ნუ ბავშვობ, ანიკა!

-მე კი არა, შენ თვითონ ბავშვობ. შენ თუ ცუდ ხასიათზე გაიღვიძე, ამაში მე
ნამდვილად არ ვარ დამნაშავე.

~ 42 ~
-როგორ გინდა რომ მოვიქცე? მადლობა გადაგიხადო იმისთვის, რომ თავის დროზე
მოემზადე? თუ ტუტუცი თინეიჯერივით მოვიქცე და კომპლიმენტებით აგავსო,
რადგან კარგად გამოიყურები?-გაცხარდა სანდრო. ანიკამ თავი ძლივს შეიკავა, რომ
ბიჭის ბოლო სიტყვებზე არ ჩაღიმებოდა. ამის ნაცვლად, პირველივე შუქნიშანზე
გაჩერდნენ თუ არა, უცერემონიოდ გამოხსნა მანქანის კარი და ისე, რომ სანდროს
ძახილისთვის ყურადღება არ მიუქცევია, გაჩერებული ტაქსისკენ გაემართა.

-სულელი ბავშვი! თუ ჰგონია, რომ ვიდარდებ, ან გავეკიდები, ძალიან ცდება.-


ამოიბურტყუნა სანდრომ და მწვანე შუქის დანახვისთანავე მანქანა ადგილს
მოსწყვიტა.

-თავხედი ბებერი!-თავის მხრივ ბუზღუნებდა ანიკაც.-სულ ცოტა დამაცადე,


ალექსანდრე ჯაფარიძე! მალე მოგიყვან ჭკუაზე!

* * *
-ჰეი, ანიკა!-წამოეწია სკოლის შენობაში შესულ გოგონას სიმპატიური,
ჩალისფერთმიანი, ლურჯთვალება ბიჭი. ანიკას ახსოვდა რომ ეს ბიჭი გუშინ მეგიმ
ლანჩზე გააცნო, მაგრამ სახელს ვერაფრით იხსენებდა.

-გამარჯობა, მმ...

-ჯოში!-მიეშველა ბიჭი.

-ბოდიში, ასე უცბად ვერ დავიმახსოვრე.

-რა არის საბოდიშო!-გულწრფელად გაუცინა ბიჭმა.-პირველი კვირა ახალ სკოლაში


ყოველთვის რთულია.

-მითუმეტეს თუ ეს სკოლა სულ სხვა ქვეყანაშია...-ჩაეღიმა ანიკას.

-მართალი ხარ. მაგრამ არამგონია ახალ ოჯახთან შეგუებაც ასე გაგიჭირდეს,


არაჩვეულებრივი ხალხია!

-კარგად იცნობ ნინის ოჯახს?

-ძალიან კარგად ნამდვილად არა, მაგრამ...-გაეცინა ბიჭს.-პირველი რა გაქვს?

-ამმ, მოიცა, ახლავე ვნახავ...-ანიკამ ჩანთიდან ცხრილი ამოაძვრინა:-ესპანური!

~ 43 ~
-რა დამთხვევაა!-ჯოში აშკარად კარგ ხასიათზე ჩანდა.-გუშინ მოასწარი მისის
რობერტსის გაცნობა?

-არა, დღეს პირველად მაქვს ესპანური. როგორი ქალია?

-არაჩვეულებრივი! მთელ სკოლაში ყველაზე თბილი მასწავლებელია, თან მგონი


მოვწონვარ კიდეც...-ამაყად გაიბღინძა ბიჭი და ანიკა კლასში შეატარა:- ჩემს გვერდით
ადგილი უკვე დაკავებულია, ამიტომ, დროებით უნდა დაგემშვიდობო...

ანიკამ თავისუფალი მერხი იპოვა და ფანჯრის მხარეს მოკალათდა. სკოლა მართლაც


არაჩვეულებრივ ადგილას იყო აშენებული. ანიკას თბილისის სკოლის ხელა მხოლოდ
ეზო ჰქონდა. მუზეუმს უფრო ჰგავდა. პირველ დღეს ანიკას ისიც კი
ეუხერხულებოდა, სარკესავით იატაკზე ფეხსაცმლით რომ უნდა გაევლო.

-უკაცრავად, მისის რობერტს! გპირდებით, მეორედ აღარ განმეორდება!-ამ ხმამ ანიკა


დედამიწაზე დაანარცხა და მხოლოდ მაშინ აღმოაჩინა, რომ გაკვეთილი უკვე ხუთი
წუთის დაწყებული იყო. ეს არაჩვეულებრივი აღნაგობის ბიჭი კი კარში იდგა და
ბოდიშს იხდიდა, სავარაუდოდ დაგვიანებისთვის. მისი დანახვისას პირველი, რაც
ანიკამ გაიფიქრა, იყო: "ღმერთო ჩემო, ნუთუ აქ ყველა ასეთი სიმპატიურია?!"

-არაუშავს, ჰელტონ, მაგრამ იმედია სიტყვას შეასრულებ. ახლა კი, დაიკავე შენი
ადგილი! თან უკვე ახალი მეზობელიც გყავს...-ჩაიღიმა მისის რობერტსმა და ანიკას
გახედა, გოგონა კი ამ მზერის შინაარსს მანამ ვერ მიხვდა, სანამ ბიჭი გვერდით არ
მიუჯდა.

-ნიკოლას ჰელტონი! შეგიძლია ნიკი დამიძახო.-ჩურჩულით გაეცნო ანიკას და მწვანე


თვალებზე ჩამოყრილი შავი, ხვეული თმა უკან გადაიყარა.

-ანიკა ქავთარაძე!-საკუთარი თავი წარუდგინა ანიკამაც და შეეცადა თავი ხელში


აეყვანა, რომ ბიჭს უაზროდ არ მიშტერებოდა.

-სასიამოვნოა შენი გაცნობა, ანიკა.-ცალყბად გაუღიმა ბიჭმა და წამით გოგონას


გულმა ფეთქვა შეწყვიტა.

ესპანურის გაკვეთილმა ნიკზე ფიქრში გაიარა. ანიკა თავს უცნაურად გრძობდა. არ


იცოდა ეს ნიუ-იორკის მაგია იყო თუ რა ემართებოდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ამ
ბიჭმა სანდროზე გაბრაზებაც კი გადაავიწყა. ზარის დარეკვის შემდეგ, ჯოშზე არც
დაფიქრებულა ისე დათანხმდა ნიკის წინადადებას და თვითონაც არ იცოდა სად,
მაგრამ აუღელვებლად გაჰყვა. როდესაც ცოტა ხანში სკოლის ავტოსადგომზე
აღმოჩნდა, კი გაუკვირდა, მაგრამ მთავარი წინ იყო: ნიკი წითელი "იამაჰასკენ"
გაემართა და წამით ანიკამ აზროვნების უნარი დაკარგა.

-ეს... შენია?

~ 44 ~
-აჰამ! აქ ახალი ჩამოსული ხარ და მგონი უკეთესი იქნება ცოტას თუ გავერთობით.
გაკვეთილებზე ჯდომას მერეც მოასწრებ.-უთხრა ნიკმა და სანამ ანიკას პასუხს
მოისმენდა, მანამდე ჩამოაფარა გოგონას ჩაფხუტი. კარგად შეუკრა, შემდეგ კი
თვითონაც იგივე გაიმეორა და ბაიკზე ამხედრდა.

-აბა, მზად ხარ გიჟური, ნიუ-იორკული თავგადასავლისათვის?

-რა თქმა უნდა!-ანიკას სიტყვებს პასუხად ძრავის ბღუილი მოჰყვა და ბაიკი


ტყვიასავით გაიჭრა წინ...

სანდროსგან განსხვავებით ნიკმა ანიკას გასართობი ადგილები მოატარა და გოგონამ


საკმაოდ კარგად იმხიარულა. ნიკი არაჩვეულებრივი, უპრეტენზიო კომპანიონი იყო
და ანიკას სულელურ სურვილებშიც კი მხარს უბამდა. დრო შეუმჩნევლად გაეპარათ,
ანიკამ მეგისგან მოსული შეტყობინებების ხმაც ვერ გაიგო და აუღელვებლად შეყვა
ნიკოლასს ერთ-ერთ, საკმაოდ პრესტიჟულ კაფეში. ეჭვის დონეზეც კი არ გაუფიქრია,
რომ აქ შეიძლებოდა ლანჩზე გამოსულ სანდროს გადაყროდა, მაგრამ როდესაც მათ
მოპირდაპირე მაგიდაზე ნაცნობი ფიზიონომია შენიშნა, ადგილზევე გაიყინა.
მოიმიზეზა საპირფარეშოში გავალ და ახლავე დავბრუნდებიო და მაშინვე
მობილური მოიმარჯვა.

-გთხოვ, ელე, გეხვეწები "სკაიპში" იყავი!-ჩურჩულებდა თავისთვის და როდესაც


მობილურის აპლიკაციით "სკაიპი" გახსნა და მწვანედ ანთებული ელენე დაინახა,
ღმერთს მადლობა გადაუხადა.

"-ელე, უნდა გადამარჩინო...“

„-რა ხდება?“

„-სკოლაში ერთი ბიჭი გავიცანი, ნიკი. გაკვეთილები გავაცდინეთ, თავისი ბაიკით


ნიუ-იორკის გასართობი ადგილები მომატარა და ერთ კაფეში შევედით. ჩვენ
მოპირდაპირე მაგიდასთან კი სანდრო აღმოვაჩინე. ზურგით იჯდა და ვერ შემნიშნა.
ახლა საპირფარეშოში ვარ. რა ვქნა?“

„-ჯერ გადაგარჩენ და შემდეგ ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები!!! თავის


ტკივილი ან რაიმე მოიმიზეზე და სასწრაფოდ გაქრი მანდედან. უკეთეს ვარიანტში
მოგიწევს შენი კავალერი მიატოვო და გაიპარო. კიდევ ერთი და ყველაზე კარგი
ვარიანტიც მაქვს. ასანთი იშოვე და ჭერში ჩამონტაჟებულ სახანძრო სისტემას
როგორმე მიწვდი. სახანძრო განგაში ჩაირთვება, ყველა გავა რესტორნიდან და შენც
მშვიდად გაიპარები. ნიკის კი ეტყვი, რომ ხალხის მასაში აირიე და ვეღარ იპოვე.“

„-გენიოსი მყავხარ! ახლა გავიქეცი, გრანდიოზული მისია მაქვს შესასრულებელი!"

ანიკამ მობილური ზურგჩანთაში ჩაუძახა და საპირფარეშოდან შეუმჩნევლად


გაიპარა. როგორმე სამზარეულოში უნდა შეეღწია და ასანთი მოეპოვებინა, ამას კი
როგორ მოახერხებდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა...

~ 45 ~
* * *
-ანუ, ანიკა მანქანიდან ისე გადავიდა, რომ ყურადღებაც არ მოგაქცია და ტაქსში
ჩაჯდა? უკვე მომწონს ეგ გოგო!

-დენიელ, რა არის აქ სასაცილო? ან რა მოგწონს მასში? ერთი სულელი,


გათამამებული ბავშვია. თუ ჰგონია, რომ დღესაც სკოლაში მივაკითხავ, ძალიან
ცდება.-ბუზღუნებდა სანდრო და თან ბიფშტექსს შეექცეოდა, როდესაც
სამზარეულოს შესასვლელთან ნაცნობ ფიგურას მოჰკრა თვალი და მზერა შეეცვალა.

-რა მოხდა?

-მგონი ანიკა დავინახე.

-რა სისულელეა!-საათზე დაიხედა დენიმ, შემდეგ კი უფრო დარწმუნებით დაამატა:-


ჯერ გაკვეთილებიც კი არ ექნება დამთავრებული. თანაც ეს არ არის ისეთი ადგილი,
სადაც შეიძლება თინეიჯერები გაერთონ.

-კი მაგრამ, ზუსტად ისეთი კაბა ეცვა...

-სანდრო, მაგ გოგოზე ზედმეტად ბევრს ხომ არ ფიქრობ?

-ჰმ! როგორ არა! ალბათ უბრალოდ მივამსგავსე...-ეს ფრაზა სანდრომ უფრო


საკუთარი თავის დასარწმუნებლად ჩაილაპარაკა, მაგრამ დენი აღარ ჩაძიებია.
ხვდებოდა, რომ სანდროს უცნაური ქცევები მისი სახლის ახალი ბინადარით იყო
გამოწვეული და ამ ბინადარის გაცნობას უახლოეს მომავალში გეგმავდა...

* * *

~ 46 ~
-სანდრო, ამოგჩიჩქნი მაგ თვალებს, გაიხედე იქით!-ჩურჩულებდა ანიკა თავისთვის
და ხელსაყრელ მომენტს ეძებდა სამზარეულოდან გასაძრომად.

საკმაოდ კარგად მოირგო გზააბნეული ტურისტის როლი, სანთებელაც მოიპარა და


ახლა ისღა დარჩენოდა აქედან გასულიყო. სწრაფად უნდა ემოქმედა, რადგან უკვე
ხუთ წუთზე მეტი გავიდა, რაც ნიკი მარტო დატოვა და შეიძლებოდა ბიჭს რაიმე
ეეჭვა.
როგორც იქნა საპირფარეშოშიც შეაღწია და ერთ-ერთ კაბინაში შეიკეტა. ჯერ-
ჯერობით მთლიანი ოთახი ცარიელი იყო, ამიტომ ყველაფერი უნდა მოესწრო.
უნიტაზზე ქაღალდები დააფინა, ზედ შედგა და როგორც იქნა ასანთი უნდა აენთო,
რომ ფეხი აუსრიალდა და ძირს გაიშალა. კოჭი იტკინა, მაგრამ არ დანებდა. ამჯერად
შედეგსაც მიაღწია და სულ რამდენიმე წამში, გამყინავი განგაშის ხმას, წყლის ჭავლიც
მოჰყვა. ახლა კი შეეძლო თამამად დაეტოვებინა იქაურობა...

* * *
მაშინ, როდესაც ყველანი გასასვლელისკენ მიიჩქაროდნენ, სანდრომ შენიშნა
გამხდარი, თმაჩაწნილი გოგონა, რომელსაც ვარდისფერი, ყვავილებიანი კაბა ეცვა და
ტყავის ზურგჩანთაზე ჩამოკიდებული ჰქონდა პატარა, სათამაშო გიტარა. გოგონა
ერთ წამს კოჭლობით მიიწევდა წინ, მეორე წამს კი ხალხის მასაში აირია და საერთოდ
გაქრა. სანდროს შეეძლო დაეფიცა, რომ ეს ანიკა იყო, მაგრამ გარეთ გასულმა გოგონას
ვეღარსად მოჰკრა თვალი.

-კი მაგრამ, სად გაქრა ასე უცბად?

-ვინ?-დაიბნა დენი.

-ანიკა! შემიძლია დავიფიცო, რომ დავინახე როდესაც გარეთ გამოვდიოდით.

-სანდრო, მოდი დღეს სამსახურში ნუღარ წამოხვალ. ისედაც ძალიან გადაიღალე...

-დენიელ, არ მომჩვენებია! მიკვირს როგორ ვერ შენიშნე ამდენ კლასიკურად ჩაცმულ


ხალხში გოგონა ყვავილებიანი კაბით.

-არ ვიცი, სანდრო. მაგრამ მართლა გეუბნები, წადი სახლში და კარგად გამოიძინე!-
დენიმ მეგობარს მხარზე ხელი დაჰკრა და შემდეგ საჭეს მიუჯდა. სანდრო აღარ
შეწინააღმდეგებია, მითუმეტეს რომ მასაც უნდოდა სახლში მისვლა და ყველაფრის
გარკვევა.
* * *

~ 47 ~
-ელე, გეფიცები, თავი მძაფრსიუჟეტიან ფილმში მეგონა!-იცინოდა ანიკა, რომელიც
საწოლზე მოკალათებულიყო, ყურსასმენები გაერჭო და მეგობარს ესაუბრებოდა.

-გიჟი ხარ! ნამდვილი გადარეული! ნიუ-იორკს რაღაც მაგია აქვს თუ რაშია საქმე?
როდის აქეთ ხდება, რომ ანიკა ქავთარაძე თითქმის უცნობ ბიჭს ღმერთმა უწყის სად
მიჰყვება და შემდეგ მართლაც ფილმის გმირივით იქცევა იმის გამო, რომ მეორე ბიჭმა
არ გამოიჭიროს?!

-არ ვიცი, ელე, მაგრამ თუ ნიუ-იორკს მართლაც აქვს ასეთი მაგია, ჯობია თუ შენ აქ
არ ჩამოხვალ.

-ცანცარა!-დაეჭყანა ელენე მეგობარს და შემდეგ აჟიტირებული ხმით განაგრძო:-ანუ


ნიკს ბაიკი ჰყავს?

-წითელი "იამაჰა". რომ დავინახე კინაღამ გული წამივიდა.

-ჰმ, თბილისში ლურჯი "იამაჰა", ნიუ-იორკში წითელი "იამაჰა"... რაშია საქმე?-


გაიცინა ელემ.

-აშკარად რაღაც არსებობს...-აჰყვა ანიკაც.-მაგრამ მერწმუნე, ნიკი ისეთი


სიმპატიურია... და ისეთი საყვარელი...

-ანიკა, მოკეტე და სასწრაფოდ თემა შეცვალე!

-რა? რა მოხდა?-დაიბნა გოგონა.-მართლა ძალიან საყვარელია, თბილი და


ყურადღებიანი. მართალია სანდრო გაცილებით სიმპატიურია, მაგრამ თუ ხასიათზე
არაა, ნამდვილი ხეპრეა!

-ანიკა!

-რა მოხდა? რა გჭირს?

-უბრალოდ შენი მეგობარი ცდილობს მიგახვედროს, რომ სიმპატიური ხეპრე ახლა


შენ უკან დგას...-ანიკას ეს ხმა ყურსასმენების საშუალებით არ გაუგია, რადგან ეს ხმა
სულაც არ ეკუთვნოდა ელენეს...

თავი 6

-შენ? აქ რას აკეთებ? ნუთუ ასე ძნელია სანამ შემოხვალ დააკაკუნო?


~ 48 ~
-დღეს სად იყავი?-სანდრო უცერემონიოდ ჩამოჯდა საწოლზე და ანიკას ლეპტოპიც
დაუხურა.

-რა სულელური კითხვაა, სად ვიქნებოდი? ან შენ ამ დროს სახლში რა გინდა?

-ანიკა, გეკითხები და მიპასუხე: სად იყავი დღეს, გაკვეთილების დროს?

-სკოლაში, სანდრო! სად შეიძლებოდა წავსულიყავი უცხო ქალაქში მარტო?

-რატომ მარტო? დარწმუნებული ვარ შენი ახალი, სიმპატიური მეგობარი


არაჩვეულებრივ კომპანიონობას გაგიწევდა.

-შენ რა ეჭვიანობ?-გაეცინა ანიკას.

-რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ არ მსიამოვნებს, რომ გოგონა, რომელიც ჩვენთან
სასწავლებლად ჩამოვიდა, გაკვეთილების დროს თითქმის უცნობ ბიჭთან ერთად
დასეირნობს.

-სანდრო, მგონი მართლა გაგიჟდი. სკოლიდან პირდაპირ სახლში დავბრუნდი.

-აჰა, ესე იგი სახლში, არა?-სანდრო ნელა წამოდგა და იქვე მიგდებულ, ანიკას
ზურგჩანთას მიუახლოვდა.-ლამაზი გიტარაა... ხომ არ მაჩუქებდი?-ბიჭმა გიტარა
ჩანთიდან ჩამოხსნა და ოთახიდან გასვლას აპირებდა, როცა ანიკა საწოლიდან
წამოფრინდა.

-დამიბრუნე!

-წამართვი!-სანდროს სურდა ბოლომდე დარწმუნებულიყო საკუთარ სიმართლეში და


როდესაც გოგონა კოჭლობით გაეკიდა, თვითკმაყოფილმა ჩაიცინა.-ესეც კიდევ ერთი
მტკიცებულება, რომ დღეს, გაკვეთილების დროს, შენს კავალერთან ერთად კაფეში
იყავი.

-რომ იცოდე როგორ ვერ გიტან!

-ვიცი, რადგან არც მე მეხატები გულზე.

-გადი ჩემი ოთახიდან!

-საკუთარ სახლში შენ მიბრძანებ რომელ ოთახში შემიძლია ყოფნა და რომელში არა?

-სახლი შენია, მაგრამ ეს ოთახი, თუნდაც დროებით_ჩემი.

-კარგი, გავალ, მაგრამ თუ გინდა, რომ შენი საიდუმლო შევინახო, ცოტა სხვა ტონით
უნდა მელაპარაკო, ძვირფასო...-სანდრომ ბოლო სიტყვა განსაკუთრებული ირონიით
წარმოთქვა. ანიკამაც მეტი ვეღარ აიტანა, სასწრაფოდ კედები ამოიცვა, ბიჭს გიტარა
ხელიდან გამოსტაცა და ოთახიდან გავარდა. ის იყო კიბეზე უნდა დაშვებულიყო,

~ 49 ~
რომ ნატკენმა ფეხმა თავი შეახსენა და რომ არა სანდროს სწრაფი მოქმედება, ძირს
გაიშხლართებოდა. გაცოფებამ, ფეხის ტკივილმა და სირცხვილმა თავისი ქნეს და
ანიკას თვალები ცრემლებით აევსო. სანდრომ ადვილად შენიშნა მის მკლავებში
მოქცეული გოგონას სახის ცვლილება. ხელში აყვანილი ქვემოთ ჩაიყვანა, დივანზე
დასვა და თვითონ რამდენიმე წამში სამზარეულოდან ყინულით ხელში დაბრუნდა.

-ნატკენ ადგილას დაიდე, ცოტას გიშველის. თუ გინდა ექიმთან წავიდეთ.

-თავი დამანებე!

-რა? რა დაგემართა?

-არაფერი, სანდრო, უბრალოდ დავიღალე შენი ხასიათის ცვლილებით!

-ჩემი ხასიათი ახლა მაინც რა შუაშია?

-როგორ თუ რა შუაშია? რამდენიმე წუთის წინ იმ ზომამდე მიმიყვანე, რომ გარეთ


გავდიოდი, ახლა კი დავიჯერო ჩემზე ღელავ?

-ანიკა!

-კაკუნია!

-არაუშავს, მოითმენენ.

-რა გინდა?

-მომისმინე, შენ აქ ახალი ჩამოსული ხარ და ყველაფერს ვარდისფერი სათვალით


უყურებ, ცოტა ხანში კი აღმოაჩენ, რომ შენი გმირი შესაძლოა სულაც არ იყოს გმირი!-
სანდრომ სრულიად სერიოზულად უთხრა ეს სიტყვები, შემდეგ კი კარის გასაღებად
გაემართა.

-რას გულისხმობ?-დაიბნა გოგონა.

-აი მეც მოვედი! ნუთუ ეს არის ჩვენი ანიკა შორეული საქართველოდან?

-დენიელ? მოხდა რამე?-გაუკვირდა სადროს მეგობრის დანახვა.

-აუცილებლად რამე უნდა მოხდეს მეგობარს რომ შევუარო?-გაიცინა ბიჭმა და


შემდეგ ანიკას თავი წარუდგინა:-დენიელ გეითსი. სანდროს თანამშრომელი,
მეგობარი და უბრალოდ კარგი ადამიანი. მიხარია თქვენი გაცნობა!

-სასიამოვნოა!-გაუღიმა ანიკამ, დენიელი კი ხელზე ეამბორა და იქვე სავარძელში


მოკალათდა.

-აბა, სანდრო ხომ არ გაბრაზებს?

~ 50 ~
-მმ, არა. კარგი ადამიანია.

-რას დალევ?-სანდრომ თავი უხერხულად იგრძნო და სასწრაფოდ წამოდგა.

-რასაც შემომთავაზებ!

-კიბატონო!-გაეცინა სანდროს და სასმელების მაგიდისკენ გაემართა.

-ოჰო, ტეკილა? შენ აღარ ხუმრობ!

-მე დაგტოვებთ.-ანიკამ შენიშნა, რომ სანდრო მხოლოდ ორი ჭიქით ხელში


დაბრუნდა და უხერხულად ჩაიბურტყუნა.-სამეცადინო მაქვს.

-იქნებ ცოტა ხანს მოითმინოთ, მშვენიერო? მე აქ ჩემი უხასიათო მეგობრის


გასაცნობად ნამდვილად არ მოვსულვარ.-ჩაიცინა დენიმ და ანიკას მოჭუტული
თვალებით გახედა.

-თუ ასეა...-გაეღიმა ანიკას და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.

მიუხედავად მეგობრული გარემოსი, თავს ძალიან უხერხულად და შებოჭილად


გრძნობდა. განსაკუთრებით წეღანდელი შემთხვევა უფორიაქებდა გულს. რა
გამოდის, რომ ამდენი სულ ტყუილად იწვალა? ფეხიც იტკინა და სანდრომ მაინც
ყველაფერი გაიგო. საინტერესოა, რა იგულისხმა როდესაც უთხრა, შენი გმირი
შესაძლოა სულაც არ გამოდგეს გმირიო? ნეტავ ნიკს იცნობს? რამე ხომ არ იცის მის
შესახებ?

-ანიკა, არ გვისმენ?-ფიქრებიდან დენის ხმამ გამოიყვანა.

-უკაცრავად, ჩავფიქრდი... რამე მკითხეთ?

-პირველ რიგში მოვითხოვ, რომ შენობით მომმართო!-მოჩვენებითად გაუწყრა ბიჭი.-


და რაც შეეხება კითხვას. გკითხე, როგორ მოგწონს ახალი სკოლა და კლასელები-
მეთქი? ხომ არ გიჭირს შეგუება?

-არა, ყველაფერი კარგადაა. ცხრილიც კარგი მაქვს, ბავშვებიც გავიცანი. ერთ


გოგოსთან რამდენიმე გაკვეთილი მემთხვევა.

-ძალიან კარგი.

-ანიკას ნამდვილად არ გასჭირვებია ახალი მეგობრების შეძენა...-


მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა სანდრომ და გოგონას გადახედა, რომელიც
ნერვიულად აწვალებდა მუჭში მოქცეულ დაბალი მაგიდის გადასაფარებელს.-აბა,
თუ გამოიცნობ, მის ახალ მეგობარს რა ჰქვია? ნიკოლას ჰელტონი!

-ჰელტონი? მართლა?-ბუნებრივი გაოცება გამოეხატა სახეზე დენიელს.-როგორც ჩანს


მაგნიტივით იზიდავ „საინტერესო“ ნაცნობებს.

~ 51 ~
-რა მოხდა? რას ერჩით ნიკს?-გაუკვირდა ანიკას.

-არაფერსაც არ ვერჩით, უბრალოდ მეგობრულად გირჩევ, რომ ძალიან ნუ


გაუშინაურდები.-გულწრფელად უპასუხა დენიელმა და ტეკილა გადაჰკრა.

-მითუმეტეს კევინს... ნიკოლასზე თუ მხოლოდ გირჩევთ, მასზე კატეგორიულად


მოვითხოვ!-ანიკას არ ახსოვდა სანდროს ასეთი მკაცრი ტონი, რომელმაც ცოტა არ
იყოს შეაშინა კიდეც.

-თქვენს აზრს გავითვალისწინებ, მაგრამ ახლა უნდა დაგტოვოთ...

* * *
გოგონამ მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. რას ნიშნავდა სანდროს და მისი მეგობრის
სიტყვები? რა ხდებოდა ისეთი, რის გამოც მასთან მეგობრობა არ შეიძლებოდა? ან
საიდან უნდა გაერკვია ეს? საერთოდაც, რატომ ღელავდა ამ თემაზე ამდენს? ის ხომ აქ
ბიჭების კოლექციის შესაგროვებლად არ ჩამოსულა? აქ სასწავლად ჩამოვიდა, დღეს
კი, სკოლის დაწყების მეორე დღესვე, ფეხებზე დაიკიდა ყველაფერი და სრულიად
უცნობ ბიჭს თვითონაც არ იცოდა სად გაჰყვა. რატომ ენდო? მისი ლამაზი, მწვანე
თვალების გამო? რა სისულელეა! ელეს უბრაზდებოდა ასეთი საქციელის გამო და
თვითონ უარესად იქცევა. როგორც სანდრომ უთხრა ისე რომ მომხდარიყო და მისი
გმირი სულაც არ ყოფილიყო სინამდვილეში გმირი, მერე სად მიდიოდა? უცხო
ქალაქში, უცხო ქვეყანაში... დარწმუნებული იყო თბილისში ასე არ მოიქცეოდა.
სრულიად უცნობს კი არა, იმ ადამიანსაც ერთი წლის ფიქრის შემდეგ ანდო თავი და
აკანკალებული ხმით სთხოვა ოცნების ახდენაში დახმარებოდა. ბევრი ლაპარაკი არც
დასჭირვებია, მალევე მიუხვდა სათქმელს და რამდენიმე წამში ანიკა უკვე მის უკან
ბაიკზე იყო მოკალათებული. ახლა კი დაუფიქრებლად მოუსკუპდა ნიკოლასს უკან.
პირველი შეგრძება მაინც სულ სხვა იყო. არასდროს არ მიუღია ბაიკზე იმხელა
სიამოვნება, როგორც პირველად... პირველი ყველაფერი ყოველთვის
განსხვავებულია... ნეტავ ახლა ის როგორ არის? ან რა ხდება თბილისში? კიდევ
იმართება რბოლები თუ უკვე აცივდა ბაიკით ქროლვისთვის? რა კარგი იქნება აქაც
რომ გაიმართოს რბოლა. ანიკა კი არ წავა, გაფრინდება. იქნებ ნიკმაც მიიღოს
მონაწილეობა და მეწყვილე დასჭირდეს? ოხ, ისევ ნიკი!

„-რა გემართება, ანიკა! გამოფხიზლდი!“-უჩიჩინებდა გოგონა საკუთარ თავს და


ცდილობდა აბეზარი ფიქრები გაეგდო.

~ 52 ~
-მთლიანად სწავლაზე უნდა გადავერთო! მორჩა გართობა, მეგობარო!-მტკიცედ
წარმოთქვა ანიკამ და სრული კონცენტრაცია დაძინებაზე მოახდინა. გამთენიისას
ძლივს ჩაეძინა...

* * *
მეორე დღეს ნამდვილი შემოდგომის დილა გათენდა. ანიკამ თვალები რომ გაახილა,
პირდაპირ ნაცრისფერი ცა შეეგება და საათიც კი შეამოწმა იმის გასარკვევად,
ნამდვილად გათენებულიყო თუ არა. თვალების ფშვნეტით მივიდა ფანჯარასთან და
გაიხედა. ცა საავდრო ღრუბლებით დაფარულიყო და მშვიდად, უხმაუროდ წვიმდა.
ისე ჩამობნელებულიყო, საათის გარეშე ვერ გაარკვევდით დღის რომელი მონაკვეთი
იყო. საკმაოდ ციოდა კიდეც. ისედაც უგუნებოდ გაღვიძებული გოგონა უფრო
მოიღუშა და უხასიათოდ გაემართა სააბაზანოსკენ. ფეხიც აწუხებდა, ცოტათი
შეუსივდა კიდეც. ისეთ ხასიათზე იყო, პლედში გახვევისა და რომანტიკული
მელოდრამის ყურების მეტი არაფერი უნდოდა. ან ნიკისთვის როგორ უნდა აეხსნა
გუშინდელი „გაქრობა“? ანიკამ ერთი ღრმად ამოიოხრა და ზოზინით შეუდგა
მოწესრიგებას. გრძელი, წაბლისფერი თმა გაიშალა, შავი ჯინსი მაღალყელიან ტყავის
ფეხსაცმელში ჩაიტნია, თხელი, ნაქსოვი, ნაცრისფერი სვიტერი გადაიცვა და ბოლოს
მწვანე საწვიმარშიც გაუყარა ხელი. ყველაფერი მზად ჰქონდა, ისღა დარჩენოდა
სახლიდან შეუმჩნევლად გასულიყო და ავტობუსის გაჩერებამდე მიეღწია. ისეთ
ხასიათზე იყო, ნამდვილად არ სურდა სანდროსთან შეხვედრა. ფრთხილად ჩაიარა
კიბეები და ის იყო შვებით უნდა ამოესუნთქა, რომ ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა:

-ნამდვილად იმსახურებ „მის პუნქტუალურობის“ ტიტულს, მაგრამ თუ საიდუმლო


არაა, სად მიიპარები?

-არსადაც არ მივიპარები. უბრალოდ არ მინდა ავტობუსის გაჩერებაზე დავაგვიანო.-


არ შემობრუნებულა ისე უპასუხა გოგონამ.

-რა გაჩერებაზე? მე გაგიყვან სკოლაში.

-იყოს, არ შეგაწუხებ.

-შენ რა, მებუტები?-ჩაეცინა სანდროს, ერთი მოსმით ჩაცალა მთელი ფინჯანი ყავა და
კარისკენ გაემართა.-ჰეი, არ მოდიხარ?

-სანდრო, ალერგია მაქვს შენს ხასიათზე!-გულწრფელად ამოიოხრა გოგონამ და


დაწინაურებულ ბიჭს მიჰყვა.
~ 53 ~
-უჰ, როგორ წვიმს! არადა გუშინ რა კარგი ამინდი იყო!-სანდრომ ძრავა ააგუგუნა,
ღვედი შეიკრა და ანიკას გახედა, რომელიც „სულერთიას“ სახით იყურებოდა
ფანჯარაში.

-მე მიყვარს წვიმა...-ჩაიბურტყუნა და საზურგეს მიეყრდნო. თვითონაც არ იცოდა


რისთვის მიეწერა ასეთი საშინელი განწყობა.

-რაღაც არ გეტყობა. ისეთი სახით ზიხარ, თითქოს სპილომ გადაგიარა.

-ჩემი უხასიათობის მიზეზი ძირითადად ადამიანები არიან ხოლმე.-ანიკამ თავი ვერ


შეიკავა ირონიისგან.

-შენ რა, მართლა მებუტები? კი მაგრამ, რატომ?-სანდროს შეკითხვა იმდენად


გულწრფელი იყო, გოგონას უნებურად ჩაეღიმა კიდეც.

-დაივიწყე. უბრალოდ ცუდ ხასიათზე გავიღვიძე, თან ფეხიც მტკივა.

-რას ამბობ! აქამდე რატომ არ მითხარი? დღეს აუცილებლად წავიდეთ ექიმთან.

-გთხოვ, არ გინდა კეთილი ბიძიას როლის მორგება!

-მოკლედ შენ კაცი ვერაფერს გაგიგებს რა!-იფეთქა სანდრომ.-ყურადღებას გამოვიჩენ


და თამაშობო, ნეიტრალურად ვიქცევი და უკმაყოფილო ხარ. რა გინდა რომ
გავაკეთო? აი ეგაა თქვენი სახელგანთქმული ქალური ლოგიკა!

-რატომ გაინტერესებს რა მომწონს და რითი ვარ უკმაყოფილო?-ანიკას


მოულოდნელმა შეკითხვამ ბიჭი დააბნია და სწორი პასუხის შესარჩევად წამით
დაფიქრდა კიდეც.

-უბრალოდ, არ მინდა ცუდი ურთიერთობა მქონდეს იმ ადამიანთა, რომელმაც


ჩემთან რვა თვე უნდა იცხოვროს.

-აქამდე ეგ სულ არ გაღელვებდა.-არ ცხრებოდა გოგონა.

-ანიკა, რა გინდა რომ გავაკეთო? შენი არსებობა არც შევიმჩნიო თუ რა ვქნა? როცა ასე
ვიქცეოდი უკმაყოფილო იყავი. ვერ გამიგია რა გინდა.

„-ვერც მე“-გულში უპასუხა გოგონამ, ხმამაღლა კი წარმოთქვა:

-მინდა რომ ერთ აზრზე ჩამოყალიბდე. ვერ ვიტან გაურკვევლობას, ვერ გამიგია ერთ
დღეს თუ კარგად მექცევი მეორე დღეს რა გემართება. და საერთოდაც, შენი
გუშინდელი გამოსვლა რას ნიშნავდა? „-ნიკზე თუ გირჩევ, კევინზე კატეგორიულად
მოვითხოვ!“-გოგონამ ციტირება გაუკეთა სანდროს გუშინდელ ნათქვამს და ვერც
შენიშნა ამასობაში როგორ გასცდნენ სკოლას.

~ 54 ~
-ანიკა, მისმინე. შენზე გაცილებით დიდი ვარ და რაღაც-რაღაცეებში უკეთ ვერკვევი.
მართალია ნინისთან ეს არ დამჭირვებია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მასაც
იგივეს ვეტყოდი. უბრალოდ გთხოვ, გაითვალისწინე ჩემი მეგობრული რჩევა.

-მესმის, რომ ჩემთვის კარგი გინდა, მაგრამ არც კევინს და მითუმეტეს არც ნიკს,
ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ. ვერ ავდგები და ასე უბრალოდ „ვერ გიცანის“ ვერ
დავიჭერ. რა ვუთხრა, სანდრომ მირჩია თქვენგან თავი შორს დამეჭირა -მეთქი? თუ
მიზეზს მეტყვი, შევძლებ რამის მოფიქრებას.

-რა ჯიუტი ბავშვი ხარ!-ამოიოხრა ბიჭმა, სადაც იყო დანებდებოდა.

-აჰა, ისევ „ბავშვი“! შენ მე პატივს საერთოდ არ მცემ!-ახლა ანიკამ იფეთქა.

-სხვათაშორის, იურიდიულად თვრამეტ წლამდე ბავშვად ითვლები!-თვალი ჩაუკრა


სანდრომ და ისე ჩაიღიმა, გოგონას წამით სუნთქვა შეეკრა.-და ჩემი მიმართვის ფორმა
სულაც არ უსვამს ხაზს ჩემი შენდამი პატივისცემის არსებობა, არ არსებობას.

-ანუ დავზავდეთ?-უცბად გამოუკეთდა ხასიათი ანიკას.

-ვეცადოთ!-კვლავ გაუცინა ბიჭმა და მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა.-ახლა კი შენს


ფეხს მივხედოთ!

* * *
გოგონას დილანდელი უხასიათობა შარშანდელი თოვლივით გაქრა. სანდროსთან
საუბარმა გუნება გამოუკეთა და აღარც ექიმთან შესვლის ეშინოდა ისე, როგორც
წეღან. მოსაცდელში იჯდა და თავის რიგს ელოდებოდა. მთლად ვერ დამშვიდდა და
თითებს ნერვიულად ათამაშებდა საკუთარ მუხლებზე. სანდრო გვერდით ეჯდა და
თითქმის შეუმჩნევლად ადევნებდა თვალს მის მოუსვენრობას. მართლაც რომ
საინტერესო გოგონა იყო. ერთი შეხედვით ტიპიური თინეიჯერი, მაგრამ გაცილებით
მშვიდი და გონიერი. სანდრო კარგად იცნობდა ნინის კლასელებს და ამ ასაკის სხვა
ხალხთანაც ჰქონია შეხება, მაგრამ ანიკას ჰქონდა რაღაც, რითაც მათგან
გამოირჩეოდა. ნინისგანაც განსხვავდებოდა. მას უფრო დამყოლი ხასიათი ჰქონდა,
ანიკა კი სულით მეამბოხე და ჯიუტი იყო. რაც მთავარია, სანდრო მასში დას
ნამდვილად არ ხედავდა...

~ 55 ~
ფიქრებში გართული ბიჭი მობილურის ხმამ შეაკრთო. დენიელი ურეკავდა. ნუთუ
რამე მოხდა? ხომ დაუმესიჯა ანიკა ექიმთან მიმყავსო, რა უნდა მომხდარიყო ასეთი
გადაუდებელი?

-დენიელ, მოხდა რამე?-უპასუხა სანდრომ და დერეფნის ბოლოსკენ დაიძრა.

ანიკა თვალს ადევნებდა ბიჭს, რომელიც აღელვებული ელაპარაკებოდა მეგობარს და


ვერ გაეგო რა ხდებოდა. რამ გაანერვიულა სანდრო ასე ძალიან? გოგონასთან რომ
დაბრუნდა ისეთი სახე ჰქონდა, წამით ანიკას შეეშინდა კიდეც. თითქოს მის
თვალებში რაღაც ჩამქრალიყო და სახე გაყინვოდა.

-მოხდა რამე?-ძლივს ამოღერღა.

-კი. მაპატიე, მაგრამ სასწრაფოდ უნდა წავიდე.

-წამოგყვები!-გოგონა დაუფიქრებლად წამოიწია სკამიდან, მაგრამ სანდროს ძლიერმა


ხელმა წამში დააბრუნა უკან.

-შენ ახლა ექიმთან შეხვალ, მერე კი ტაქსს გააჩერებ და პირდაპირ სახლში წახვალ.
არც კი გაიფიქრო სკოლაში მისვლა, გასაგებია?

-რატომ? რა მოხდა?

-უბრალოდ ასეა საჭირო. დამიჯერე და მოიქცეი ისე, როგორც გეუბნები, ამ ერთხელ


მაინც.

-სანდრო, თავადაც ხომ ხვდები, რომ თუ არ ამიხსნი...

-ჯანდაბა! წამომყევი!-უხეშად გააწყვეტინა ბიჭმა, მკლავში ხელი ჩაავლო და


გასასვლელისკენ გაარბენინა.

-არ მეტყვი რა ხდება?-სერიოზულად დაიბნა გოგონა.

-ახლა ამის დრო არ არის. ისედაც მირთულებ საქმეს შენი სიჯიუტით!-მშრალად


უპასუხა ბიჭმა, რომელიც უკვე საჭეს ჩაფრენოდა და კატასტროფული სიჩქარით
მართავდა ავტომობილს.

-საფრთხეში ვართ?-ამოიკნავლა ანიკამ.

-მე არა, შენ_კი. თუმცა სანერვიულო მიზეზი არ გაქვს.-სანდრო მოჩვენებითი


სიმშვიდით ლაპარაკობდა და საქარე მინას თვალს არ აშორებდა. ანიკას მისი
სიტყვების გაგონებისას უცნაურმა გრძნობამ დაუარა, რომელიც ძალიან ჰგავდა შიშს.

-ახლა სად მივდივართ?

~ 56 ~
-ანიკა, დამშვიდდი!-სანდროს გოგონას ხმა იმდენად შეცვლილი ეჩვენა, რომ
დროებით საქარე მინას მზერა მოსწყვიტა და ანიკას გახედა:-ახლა FBI-ს შტაბში
მივდივართ. წესით იქ არ უნდა მიმყავდე, მაგრამ შენი სიჯიუტე და
ცნობისმოყვარეობა სხვა გზას არ მიტოვებს. ვიცი სახლში მაინც არ გაჩერდებოდი და
გული აკრძალული ადგილისკენ გაგიწევდა.

-ვინ რას მერჩის?

-კონკრეტულად შენ_არაფერს. უბრალოდ არის შანსები, რომ ეს საფრთხე შენც


შეგეხოს. და ძალიან გთხოვ მასეთი შეშინებული თვალებით ნუ მიყურებ. ხომ არ
გავიწყდება, რომ შენ გვერდით FBI-ს მთავარი აგენტი ზის?-სანდრომ გახუმრება
სცადა და ანიკა კარგად ხვდებოდა, რომ ამას მისი შიშის გასაქრობად აკეთებდა.
სწორედ ამიტომ ის უფრო უმძაფრდებოდა.

-ჩემს ოჯახს ემუქრებიან?

-არა. შენ და შენი ოჯახი არაფერ შუაში ხართ, მაგრამ როგორც გითხარი გაქვს
შანსები, რომ საფრთხეში აღმოჩნდე. სანამ ყველაფერს არ გავარკვევ, შტაბში მოგიწევს
ყოფნა, მერე კი სახლში გაგიშვებ.

გოგონამ თავი მუხლებზე დაყრდნობილ ხელებში ჩარგო და ერთი ღრმად ამოიოხრა.


როგორ ახერხებს ყველგან საფრთის პოვნას? ალბათ რაიმე მაგიური ნიჭი აქვს,
რომლის დამსახურებითაც მუდმივად შარში ეხვევა. ახლა კი, მგონი საქმე მართლა
სერიოზულადაა, რადგან სანდროც კი აღელვებულია და მიუხედავად ამისა, მის
დამშვიდებას ცდილობს. ანიკამ ჩუმად გააპარა მზერა ბიჭისკენ, რომელიც
გაქვავებული სახით მართავდა ავტომობილს, სიჩქარეს უფრო და უფრო უმატებდა
და ისეთ სახიფათო მანევრებს ასრულებდა, გოგონას თავი რბოლაზე ეგონა.

სულ რამდენიმე წუთში მანქანა გრანდიოზული, შემინული შენობის წინ გაჩერდა და


სანამ რამის გააზრებას მოასწრებდა, სანდრომ მანამ გაუღო კარი და გადმოსვლაში
დაეხმარა. წვიმას უფრო ემატა და მოქუფრულიყო, ანიკა კი რა თქმა უნდა ამ
ყველაფერს თავის უცნაურ თავგადასავალთან აკავშირებდა. სანდრომ ხელი ჩაკიდა
და შენობისკენ გაემართა. გოგონა ისე მისდევდა, როგორც პატარა, მორჩილი ბავშვი.
შიგნით შესვლისას კი მისი პირველი რეაქცია იყო:

-აი ეს მესმის!-გარშემო საშინელი არეულობა იყო, ყველა რაღაცას აკეთებდა, ყველა


საქმეში იყო ჩართული და საქმიანი ფუსფუსი მთელს შენობას მოსდებოდა.

-როგორც იქნა! რატომ დაიგვიანე? ეი, ამას აქ რა უნდა?-მათკენ დენიელი გამოემართა


და სანდროს კითხვები დააყარა.

~ 57 ~
-საჭირო იყო, მარტოს ვერ დავტოვებდი. რა არის ახალი?-სამივენი ერთად
გაემართნენ სანდროს კაბინეტისკენ. ბიჭი საქმიანი სახით მოკალათდა სავარძელში,
ანიკა და დენიელი კი წინ ჩამოუსხდნენ.

-ანიკა, არ გეწყინოს რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ სანდრო, არ ფიქრობ რომ ეს


არაპროფესიონალური საქციელი იყო შენი მხრიდან?

-უკვე გითხარი, დენიელ. მარტოს ვერ დავტოვებდი.

-ეგ გავიგე, მაგრამ...

-ჯანდაბა, დენიელ!-უცბად იფეთქა სანდრომ.-არის შანსები, რომ სკოლა, რომელზეც


ის ნაბიჭვარი საუბრობს, აღმოჩნდეს სკოლა, რომლეშიც ანიკა სწავლობს. რა მექნა,
მშვიდად მეყურებინა მისი მორიგი სპექტაკლისთვის?

-თუ პრობლემებს ვქმნი, შემიძლია გავიდე. მე სახლში წავალ, სანდრო. გეფიცები


ცხვირს არ გამოვყოფ იქიდან, სანამ არ დაბრუნდები.

-არსადაც არ წახვალ!-სანდროს დაჟინება ცოტა არ იყოს გაუგებარი იყო ანიკასათვის,


მაგრამ მისი ყურადღება მაინც ესიამოვნა და თან ძალიან.-და გვეყოს ამ თემაზე
საუბარი. მენდი მოსულია?

-კი, თავის ოთახშია.

-კარგი, ახლავე დავბრუნდები.-მიმართა სანდრომ დენიელს, შემდეგ კი ანიკას


მიუბრუნდა:-წამომყევი, ჩვენი ექიმი მიხედავს შენს ფეხს.

ანიკამ თავი ძლივს შეიკავა რომ არ ჩაღიმებოდა. რაღაც ძალიან უცნაური იყო
სანდროს მზრუნველობა. საინტერესოა, სად გაქრა მისი ცინიზმი და ირონია?
დენიელთან როგორ დაიცვა?! მარტო რომ დამეტოვებინა მშვიდად ვერ ვიქნებოდიო.
ანუ ღელავს მასზე. ძალიან კარგი!..

-არაფერი სერიოზული არ არის, საყვარელო. უბრალოდ ძარღვია ცუდად დაჭიმული.


დაასვენე ფეხი და მაქსიმუმ ერთ კვირაში გაგივლის.-ანიკა ფიქრებიდან მენდის ხმამ
გამოიყვანა.-ყავას ხომ არ მიირთმევ?-თვალი ჩაუკრა შავგვრემანმა, მადისაღმძვრელი
ფიგურის მქონე, ოცდახუთი-ოცდაათი წლის ქალმა, რომელიც წამწამებს მაცდურად
აფახულებდა, ტუჩები კი წითლად შეეღება.-თან ყავა დავლიოთ, თან სანდრინიოზე
ვისაუბროთ.-ანიკამ სიცილი ძლივს შეიკავა, მაგრამ სწორედ ამ დროს „სანდრინიო“
ოთახში შეშლილი სახით შემოიჭრა:

-მე უნდა წავიდე! მენდი, გთხოვ, ანიკას მიხედე. შენ კი, ცხვირი არ გაყო აქედან!

~ 58 ~
თავი 7

-წამოგყვები, გთხოვ!-ანიკა უცხო გარემოში მარტო დარჩენის შიშმა შეიპყრო, მაგრამ


შიშზე მეტად ეს სიტყვები ცნობისმოყვარეობის გამო თქვა. შანსი ეძლეოდა
სპეცოპერაციაზე წასულიყო FBI-ს აგენტებთან ერთად და ამ შანსს ხელიდან
გაუშვებდა?!

-არც კი გაიფიქრო!-სანდრომ კბილებს შორის გამოსცრა და ის იყო უნდა გასულიყო,


რომ გოგონა წინ აესვეტა.

-გთხოვ! ხელს არ შეგიშლი, მართლა.

-ანიკა, მომისმინე,-სანდრომ ანიკას სახე ხელებში მოქცია და თვალებში ისე ჩახედა,


რომ წამით გოგონას სუნთქვა შეეკრა. ბიჭი აშკარად ზემოქმედებდა მასზე...-იქ
ძალიან სახიფათოა, მითუმეტეს შენთვის. ახლა აქ დარჩები, მე მალე დავბრუნდები
და სახლში წავალთ, კარგი?

გოგონამ თავის დაქნევის მეტი ვეღარაფერი მოახერხა. ღმერთო ჩემო, რა საყვარელია


ეს ბიჭი! სანდრო წამით შეყოვნდა, მაგრამ შემდეგ თავი სწრაფად გაიქნია, თითქოს
უაზრო ფიქრების მოშორება უნდაო და ოთახიდან გავიდა. ანიკა მილურსმულივით
იდგა და კარს გაჰყურებდა, როდესაც მენდის ხმამ გამოარკვია:

-ოცნებებში ნუ გადაეშვები. გამოუსწორებელი მექალთანეა!-ქალმა თვალი ჩაუკრა და


ყავის ფინჯნები დივანთან მდგარ ჟურნალების მაგიდაზე დაალაგა.

-ეგ რა შუაშია? ჩვენ უბრალოდ ერთად ვცხოვრობთ, მეტი არაფერი.

-სულელი გგონივარ, ჩემო კარგო?-მენდიმ მომხიბვლელად გადაიკისკისა და ყავა


მოწრუპა.-დავინახე როგორც უყურებდი. ვერ შეგეწინააღმდეგები, მართლა
მომხიბვლელი და სექსუალური მამაკაცია, მაგრამ...

-მენდი, მე მართლა არ ვუყურებ სანდროს ისე, როგორც მამაკაცს.

-ჯერ ამას ვერ ხვდები, ძვირფასო. მახსოვს, სანდრო პირველად რომ დავინახე რა
დამემართა...-მენდი მოგონებებში გადაეშვა, ანიკამ კი ყურები დაძაბა მოსასმენად.
კარგი იქნებოდა პოტენციური კონკურენტისთვის მოესმინა და მისი დაშვებული
შეცდომები გაეთვალისწინებინა. მოიცადეთ, კონკურენტი? აკი სანდროს სხვა
თვალით არ ვუყურებო? გოგონა შეაცბუნა თავისივე ფიქრებმა.

-ერთმანეთს ხვდებოდით?-შეკითხვა მანამდე გაექცა, სანამ ენაზე კბილის დაჭერას


მოასწრებდა.

-კი, სხვათაშორის არც ისე ცოტა ხნით. მთელი თვე ვიყავით ერთად, მაგრამ
სანდრინიოს არ უყვარს ხანგრძლივი ურთიერთობები.

~ 59 ~
-თვითონ დაგშორდა?

-არა!-მენდიმ ისე იუარა, აშკარა იყო, რომ ცრუობდა. ანიკამ თავი ძლივს შეიკავა რომ
არ ჩაღიმებოდა.-უბრალოდ გადავწყვიტეთ, რომ ჯობდა მეგობრებად
დავრჩენილიყავით. მაგრამ სიმართლე გითხრა, ახლაც არ ვიტყოდი უარს უფრო
ახლო ურთიერთობაზე...-ქალმა წარბები მრავალმნიშვნელოვნად აზიდა და
მეოცნებედ ამოიოხრა. ანიკამ ვერ მოიფიქრა რა შეიძლებოდა ეპასუხა, ამიტომ
უბრალოდ გაუღიმა.

დიდხანს ისაუბრეს და დროც შეუმჩნევლად გაეპარათ. მენდიმ ოფისის


სტუმრებისთვის დასაშვები ნაწილი შემოატარა და აგენტებიც გააცნო. ანიკას
სრულიად შეეცვალა წარმოდგენა მათზე. მოქუფრული, სერიოზული, ყოველთვის
ერთნაირსახიანი ხალხის ნაცვლად, ჩვეულებრივი, მხიარული ადამიანები შერჩა
ხელთ. ოფისში მეგობრული ატმოსფერო სუფევდა, მაგრამ მაინც იგრძნობოდა
დაძაბულობა, რადგან სპეცოპერაციაზე გაშვებული აგენტები უკვე იგვიანებდნენ და
ანიკაც ანერვიულდა. ნეტავ რამე ხომ არ გართულდა? სანდროს რამე ხომ არ
დაუშავდა?

-კონტაქტი გაწყდა!-წამოიძახა უცბად კომპიუტერთან მჯდარმა მაიკლმა და ისეთი


სახით შეხედა თანამშრომლებს, რომ აშკარა იყო, რაღაც გართულდა.

-ბოლოს რა გაიგონე?-შეშფოთებული ჩანდა ერთ-ერთი აგენტი ბრედიც.

-სანდრო რაღაცას აპირებდა, ზუსტად ვერ გავიგე რას. ჯარედმა დაუყვირა არ გინდაო
და შემდეგ კავშირი გაწყდა.

-დამხმარე ძალა უნდა გავუგზავნოთ!-წამოიძახა ლინდსიმ, რომელიც ნერვიულად


მიმოდიოდა წინ და უკან.

-არ ვიცი, ეს კარგი იდეაა თუ არა.-ბრედი მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდის


შენარჩუნებას, მაგრამ უშედეგოდ.

-ბრედ, შეიძლება მათი სიცოცხლე საფრთხეში იყოს!-ეს უკვე ნინა იყო.

-მოკლედ, ახლა მოვრჩეთ ზედმეტ ლაპარაკს და მათთან წავიდეთ.-საქმიანი სახით


წამოდგა შონი, რომელიც აქამდე ხმას არ იღებდა.-ბრედ, ნინა, ლინდსი, მზად ხართ?

-გავედით!

~ 60 ~
* * *
დამხმარე ძალის გასვლიდან ნახევარ საათში ყველანი ერთად დაბრუნდნენ. ანიკა
უკვე ისტერიკის პირას იყო, როდესაც მენდის კაბინეტში სანდრო შემოვიდა. წარბი
ჰქონდა გახეთქილი და ისე გამოიყურებოდა, თითქოს ტანკმა გადაუარაო.

-მენდი, მხარზე პატარა ნაკაწრი მაქვს. მიხედე რა.-ჩაილაპარაკა სანდრომ და მენდის


წინ მოკალათდა. მაისური გადაიძრო და სანამ ანიკა მისი სხეულით აღფრთოვანებას
მოასწრებდა, დაინახა „პატარა ნაკაწრი“, რომელიც არც ნაკაწრი იყო და მითუმეტეს,
არც პატარა.

-სანდრო, ამჟამად როგორ მოახერხე?-ამოიოხრა მენდიმ და ინსტრუმენტები


მოიმარჯვა.-შვიდი ნაკერის დადება მაინც მომიწევს.

-შენობაში შესვლისას რაღაცას გამოვედე და...-თავის მართლებასავით გამოუვიდა


ბიჭს, რომელიც ანიკას არ აცილებდა მზერას. ამ უკანასკნელის სახე კი ცისარტყელას
ფერებს იღებდა. ჭრილობა, რომელზეც სანდრო და მენდი საუბრობდნენ, ანიკას
ცუდად ხდიდა.

-მე გარეთ დაგელოდები...-ჩაიბურტყუნა უკვე გამწვანებულმა გოგონამ და სანამ


იატაკს ჩაეხუტებოდა, გარეთ გავარდა.

-ჰმ, მშიშარა ბავშვი!-ჩაეცინა სანდროს და კარს უცნაური მზერით მიაჩერდა.

-საკითხავი ისაა, ვინ არის თქვენ შორის ბავშვი!-გაეცინა მენდის და ნაკერების


დადებას შეუდგა.-სანდრო, არ გინდა მაგ გოგოსთან შენებურები. ჯერ კიდევ პატარაა.

-რას გულისხმობ?

-იცი შენ რასაც. არც ერთს არ გამოგდით თავის მოკატუნება.

-მენდი, მართლა ვერ ვხვდები რაზე მელაპარაკები.

-კარგი რა, სანდრო, ნუ ისულელებ თავს. აშკარაა, რომ ეგ გოგო მოგწონს.

-რა?-სიცილი ვერ შეიკავა ბიჭმა.-მე მომწონს ანიკა, როგორც ქალი? რა სისულელეა.


იცი რამდენი წლისაა? ზუსტად ჩემი დის ტოლია, ჩვიდმეტი წლის.

-უკვე მიზეზებს ეძებ, თუ რატომ არ უნდა მოგწონდეს.

-მენდი, ჩვენ უბრალოდ ერთად ვცხოვრობთ.

-იგივე მითხრა ანიკამაც.

-მასაც ჰკითხე?-უკვე ინტერესი გაერია ხმაში.

~ 61 ~
-რა თქმა უნდა. ორივე უარყოფთ, მაგრამ რას გამომაპარებთ... მოდი, მაშინ მიპასუხე,
რატომ მოიყვანე აქ? ხომ შეგეძლო სახლში მიგეყვანა და იქ დაგეტოვებინა?

-არ მოისვენებდა და სკოლაში წავიდოდა. მაშინ კი ჩვენ არ ვიცოდით ის ნაძირალა


რომელ სკოლაზე საუბრობდა.

-თუ აუხსნიდი რაც ხდებოდა, არ წავიდოდა.

-ახსნის დრო არ მქონდა.

-გეყოს, სანდრო! ასე ძნელია აღიარო, რომ თუ ანიკა უსაფრთხოდ გეყოლებოდა,


გაცილებით მშვიდად იქნებოდი?

-რატომ უნდა ვაღიარო ის, რაც არასწორია?

-როგორი ჯიუტი ხარ! დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები: ძალიან მალე ყველაფერი


შეიცვლება...

* * *
-დენიელ, როგორ ხარ? შენც დაგიშავდა რამე?-დერეფანში გამოსული ანიკა პირდაპირ
დენს წააწყდა.

-არა, მე არა. სანდროსაც რომ არ ეჯიუტა, ისიც სუფთად გამოძვრებოდა. აიჩემა


მაშველები ვერ მოასწრებენ ბავშვის გამოყვანასო და თვითონ შევარდა სკოლაში.
ერთი ფეხით გამოასწრეს აფეთქებას. კიდევ იოლად გადარჩა. შენ რა გჭირს? ფერი
აღარ გადევს.

-მე? აა, არაფერი... სანდროს ჭრილობა დავინახე და ცუდად გავხდი.

-უჰ, მაგას ჭრილობას ეძახი შენ? ნამდვილი ჭრილობა რომ ნახო, წარმოდგენაც არ
მინდა, რა დაგემართება.-უდარდელად გაუცინა დენიელმა, ხელი გადახვია და
კაბინეტისკენ წაიყვანა.-მოდი, წყალი დალიე, ჩამოჯექი და გაგივლის. თავბრუც თუ
გეხვევა, თვალები დახუჭე.

ანიკამ ზუსტად შეასრულა დენის მითითებები, დივანზე მოკალათდა, თვალები


დახუჭა და თავი საზურგეს მიაყრდნო. ესეიგი, სანდრო ვიღაც ბავშვის გადარჩენისას
დაშავდა, რომელიც სკოლიდან გამოჰყავდა. დენიმ ისიც თქვა, აფეთქებას ერთი
ფეხით გამოასწრესო. ნუთუ ტერაქტი მოხდა? სანდრო დილით იმასაც ამბობდა,

~ 62 ~
ანიკას სკოლაში ვერ გავუშვებდი, რადგან არ ვიცოდი რომელ სკოლაზე იყო
საუბარიო... რა ხდება? ასეთი რამ ადრეც მომხდარა?ანიკას ამის შესახებ აქამდე
არაფერი სმენია. თუ ტერაქტი მოხდა, ამას აუცილებლად გადმოსცემდა ტელევიზია,
მაგრამ ანიკა რომ ტელევიზორს არ უყურებს? აუცილებლად უნდა გაარკვიოს რა
ხდება...

-ანიკა, ცუდად ხარ?-მოესმა ნაცნობი, მაგრამ რატომღაც აღელვებული ხმა და მაშინვე


თვალები დააჭყიტა.

-ცოტა თავბრუ დამეხვა, მაგრამ არაფერია, გადამიარა უკვე.-უტიფრად იცრუა და


ფეხზე წამოდგა.

-კი, როგორ არა. მკვდარს უკეთესი ფერი აქვს. სისხლის დანახვისას ცუდად ხდები?-
სანდროს ისე ჩაეცინა, ანიკას თითქმის გადავლილმა თავბრუსხვევამ ხელახლა
შემოუტია.

-როგორც წესი, არა, მაგრამ ასეთი ჭრილობა პირველად ვნახე.-საწყლად ამოიკნავლა


გოგონამ, რაზეც სანდროს და დენის სიცილი აუტყდათ.

-დენიელ, ჩვენ წავალთ. ანიკას მივიყვან და დავბრუნდები.

-აღარ გინდა, დღეს დაისვენე, თავს მიხედე. თუ გამოჩნდება, მაშინვე


დაგიკავშირდები.

-როგორ დავისვენო, როცა ის ნაძირალა თავისუფლად დაპარპაშებს? ეს უკვე მეცხრე


ტერაქტია, ჩვენ კი ისიც ვერ გავარკვიეთ, ქალია თუ კაცი.

-სანდრო, დღეს მაინც ვერაფერს გავარკვევთ, ასე რომ ნუ მეწინააღმდეგები.

-სანდრო, მე ტაქსით წავალ.-ჩაერთო ანიკაც.

-არა, წავიდეთ. დენიელ, თუ რამე საეჭვოს შეამჩნევ, მაშინვე დამირეკე.-საბოლოოდ


გადაწყვიტა სანდრომ, შემდეგ ანიკას ხელი მოხვია და გასასვლელისკენ უბიძგა.

~ 63 ~
* * *
-სანდრო, ახლა მაინც საჭესთან მე დავჯდები.-შესთავაზა გოგონამ გარეთ
გასვლისთანავე და ისეთი მზერაც დაიმსახურა, რითაც ბიჭი აშკარად ეუბნებოდა,
რომ მის ჭკუათმყოფელობაში ეჭვი ეპარებოდა.-ნუ მიყურებ ასე, მართვა ვიცი. შენ კი
მხარი გტკივა, ასე რომ მომეცი გასაღები.

-არც ისე ძალიან მტკივა, რომ გავრისკო და გასაღები ჩაგაბარო.

-ჩვენ ხომ დავზავდით?

-არასრულწლოვანი ხარ!

-რამდენიმე შტატის კანონმდებლობის მიხედვით უკვე სრულწლოვანი ვარ. ასევე თუ


წესებს არ დავარღვევ, არ გამაჩერებენ. მაინც თუ გამაჩერეს, არამგონია დამაჯარიმონ
იმისთვის, რომ დაზარალებულ FBI-ს აგენტს ვეხმარები სახლში მისვლაში.-თვალი
ჩაუკრა გოგონამ და ხელი წინ გაიშვირა.-მომეცი გასაღები!

-ანიკა, მართლა შემიძლია მანქანის მართვა.

-სანდრო, მომეცი გასაღები!-თვალები დააკვესა ანიკამ და ბიჭსაც მეტი გზა აღარ


ჰქონდა. სიკვდილმისჯილის სახით ამოიღო ჯიბიდან გასაღები, ერთი ამოიოხრა და
გოგონას გაუწოდა.

-ესეც ასე, მშვენიერია...-ჩაილაპარაკა საჭესთან მოკალათებულმა ანიკამ, ძრავა


აამუშავა და წარბები აათამაშა, სანდრომ კი შეშინებული სახით შეიკრა ღვედი.

-რაღაც ძალიან გამოგიკეთდა ხასიათი!-შეუმჩნეველი არ დარჩენია ბიჭს.

-მიყვარს მანქანის მართვა!-გაუცინა ანიკამ.-აბა, მეტყვი, რა საქმეს იძიებთ?

-არა! და ჯობია სიჩქარეს უკლო, ისედაც საშინელი წვიმაა და ხედვა ჭირს.

-ნუ ღელავ, არ დავიმტვრევით. რატომ არ მეუბნები?

-დამიჯერე, რაც ნაკლები გეცოდინება, მით უფრო მშვიდად დაიძინებ.

-გთხოვ, გეხვეწები!-ანიკა ისეთი სახით უყურებდა, ფეხების დაბაკუნებაღა აკლდა


პატარა, ჭირვეულ ბავშვს რომ დამსგავსებოდა.

-ჩემს ყურებას და თვალების ფახულს, გირჩევნია გზას უყურო.-გაეცინა სანდროს.

-ანუ არ მეტყვი?

-ანუ არა.

~ 64 ~
-ჰმ, კარგი. ისედაც მივხვდი, რომ ვიღაც გადარეული სკოლაში ტერაქტებს აწყობს.-
გოგონამ ვითომც არაფერი ისე ჩაილაპარაკა, სანდროს კი თვალები შუბლზე აუვიდა.

-დენიელს ენას ამოვაძრობ!

-დენიელს არაფერი უთქვამს იმის გარდა, რომ მკლავი მაშინ დაიზიანე, როდესაც
სკოლიდან ბავშვი გამოგყავდა და აფეთქებას ძლივს გამოასწარით. ცოტა ლოგიკური
მსჯელობა და ვუალა! ყველაფერი დალაგდა.

-ვაუ! ამის შემდეგ დავფიქრდები კიდევ დაგიძახო თუ არა ბავშვი.

-როგორც იქნა!-გაეცინა ანიკას.-ახლა კი გთხოვ, მომიყევი ამ საქმის შესახებ.

-ანიკა, დამიჯერე, ამის მოსმენა შიშისა და ნერვიულობის მეტს არაფერს მოგიტანს.

-ასეთი სერიოზული ვითარებაა?

-ძალიან. ორ თვეზე მეტია ვცდილობთ მის გამოჭერას.

-შემთხვევის ადგილას დროულად ვერ მიდიხართ?

-ნეტავ ეგ იყოს პრობლემა. იმდენად ფარულად მოქმედებს, იმის გარკვევასაც ვერ


ვახერხებთ ქალია თუ კაცი. ერთადერთი, რაც შეგვიძლია არის ის, რომ უსწრაფესად
დავცალოთ სკოლა ხალხისგან. სამწუხაროა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვერ ვასწრებთ.
ის ნაძირალა ხუთი წუთით ადრე გვატყობინებს ბომბის არსებობის შესახებ. დღეს
თითქოს ყველაფერი კარგად წავიდა და ყველაფერი მოესწრო, მაგრამ ბოლო წამებში
გაირკვა, რომ ერთი მეორეკლასელი გოგონა განგაშის ჩართვის დროს საპირფარეშოში
იყო და ვეღარ გამოდიოდა. მაშველები თვლიდნენ, რომ აზრი აღარ ჰქონდა. არ
შემეძლო მშვიდად დავლოდებოდი სკოლის აფეთქებას და გავაკეთე ის, რაც
ლოგიკური მსჯელობის მიხედვით, არ უნდა გამეკეთებინა. შემდეგ შენც იცი რა
მოხდა.-დაამთავრა სანდრომ მოყოლა და ანიკას გახედა, რომელიც საოცარი მზერით
უყურებდა.

გოგონას თვალებში იკითხებოდა შიში, შეძრწუნება, ნერვიულობა და უდიდესი


პატივისცემა. სანდროს დაჰიპნოზებული უყურებდა და ალბათ ვერც
გამოფხიზლდებოდა რომ არ მომხდარიყო ის, რამაც აიძულა ბიჭის წინ ეტირა:
მინიმალურ დროში რამდენიმე რამ მოხდა: ანიკამ შეამჩნია სანდროს სახის
ცვლილება, შემდეგ დაინახა როგორ ჩააფრინდა საჭეს და როდესაც საქარე მინას
გახედა, მათკენ მომავალი ტრაილერის ფარების სინათლემ თვალი მოსჭრა. სანდრომ
მანქანა გზიდან გადაიყვანა, ანიკამ კი მთელი ძალით დააჭირა ფეხი მუხრუჭის
სატერფულს და გააჩერა. ძალიან შეეშინდა! ერთიანად გაფითრდა და კანკალმა
აიტანა.

~ 65 ~
-ღმერთო ჩემო! სულ რამდენიმე წამით გვიან რომ შეგემჩნია...-თავი ხელებში ჩარგო
და ისე ამოიკნავლა.

-დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა.-სანდროც არანაკლებ აღელვებული ჩანდა,


მაგრამ მაინც ცდილობდა ანიკას დამშვიდებას.-შენ რა, ტირი? კარგი რა, პატარა გოგო
ხომ აღარ ხარ?-ამ ფრაზამ აზლუქუნებული გოგონაც კი გააცინა.-მორჩა, ნუღარ ტირი,
მოდი ჩემთან!-სანდრომ ანიკა ჩაიხუტა და თავზე ხელის დასმით ცდილობდა
დაემშვიდებინა. გოგონაც გაიტრუნა და მალე ცრემლებიც შეიმშრალა.

-მაპატიე, ძალიან შემეშინდა.

-ეგ არაფერი. ჩემი ბრალია, არ უნდა მომეყოლა. გადმოდი, მე დავჯდები საჭესთან.

ანიკას წინააღმდეგობის არც თავი ჰქონდა და არც სურვილი. უსიტყვოდ გაუცვალა


სანდროს ადგილი და არც დანარჩენი გზის განმავლობაში ამოუღია ხმა. დროდადრო
აპარებდა სანდროსკენ თვალს და აკვირდებოდა მის მშვიდ სახეს. საჭეს ისე
მართავდა, თვალს არ ახამხამებდა. როგორ ახერხებდა სიმშვიდის შენარჩუნებას ამ
ყველაფრის შემდეგ?

-სანდრო, როგორ ახერხებ ასე ყოფნას?-თავი ვერ შეიკავა ანიკამ კითხვის


გაჟღერებისგან.

-უსარგებლო ფიქრების დაბლოკვა ვისწავლე. ვცდილობ ნაკლები ვიფიქრო იმაზე,


რასაც ვაკეთებ. ყველაფერი გულთან ახლოს რომ მივიტანო, შეიძლება ჭკუიდან
შევიშალო.

-მე ვერ ვახერხებ. ყველაფერზე ვნერვიულობ. იმაზეც კი ძალიან ბევრს ვფიქრობ, რაც
შეიძლებოდა გამეკეთებინა და რაღაცის გამო ვერ გავაკეთე.

-არ ღირს იმაზე ნერვიულობა, რასაც ვეღარ შეცვლი. თუ შეცვლა შეგიძლია, მაშინ
სანერვიულოც არაფერია. დარწმუნებული ვარ, პირველად არ გესმის, მაგრამ ჯობია
გარისკო და ინანო, ვიდრე ინანო ის, რომ არ გარისკე.

-გეთანხმები. და ყოველთვის ვცდილობ მაგ პრინციპით ვიმოქმედო, მაგრამ ხშირად


ყველაფერი იმდენად მღლის, მირჩევნია უბრალოდ გავჩუმდე.

-მეეჭვება შენ ასე იქცეოდე.-გაეცინა სანდროს.

-სულ ტყუილად. არც ისეთი „მაგარი გოგო“ ვარ და სკოლაშიც მიტირია.-


გამხიარულდა ანიკაც.

-ნუთუ? ვინ გაბედა შენი ატირება?

-ბიოლოგიის მასწავლებელმა. ნამდვილი მონსტრია. მეხუთე კლასიდან


მოყოლებული სისხლს მიშრობს.

~ 66 ~
-რატომ? რა უნდა?

-უნდა, რომ მასთან მოვემზადო. ირონიული სახით, მშვიდად და აუღელვებლად


შეუძლია ისეთი რამ გითხრას, რომ ჭკუიდან შეგშალოს და ყველაფერი შეგაძულოს.

-თუ უსამართლოდ გექცევა, როგორ დავიჯერო, რომ პროტესტის გრძნობა არ


გიჩნდება? მე შენ სხვანაირად გიცნობ.

-შენ მე ჯერ თითქმის არ მიცნობ, სანდრო. პროტესტს რაც შეეხება, აზრი არ აქვს.
ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც უძლური ვარ უსამართლობასთან. თუ ხმას
ამოიღებ და რამეს იტყვი, ესეიგი ენას ატლიკინებ და არც უფროსის პატივისცემა არ
იცი.

-ვერ ვიჯერებ, რომ წლების განმავლობაში ვერავინ ვერაფერი მოუხერხა მაგ


მასწავლებელს.

-სანდრო, არც ერთი სკოლიდან არ გაუშვებენ მასწავლებელს, რომელიც უკვე წლებია


მუშაობს, მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ ბავშვს სისხლს უშრობს. იქ ამერიკა არ არის,
რომ მოსწავლეების უფლებებს პატივს სცემდნენ და ითვალისწინებდნენ.

-ჰმ, რა თქმა უნდა, ის ხომ საქართველოა...-სანდრომ ისეთი ირონიით და ზიზღით


წარმოთქვა, თითქოს შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობდა.

-რატომ ასეთი ზიზღით? მე ყველაფრის მიუხედავად, მიყვარს საქართველო.

-იმიტომ, რომ თავს იბრმავებ და არ გინდა რეალობის დანახვა. შენ ჭკვიანი ხარ და
გამოშორდი იქაურობას, ნინის კი ვერაფერი შევაგნებინე. რომელი ჭკუათმყოფელი
წავა სასწავლებლად ამერიკიდან საქართველოში? არ მესმის, რატომ აიჩემა ეს. ისიც კი
ვკითხე საქმე ბიჭში ხომ არ იყო, მაგრამ გაბრაზდა.

-რა თქმა უნდა, გაბრაზდებოდა! რომელი თინეიჯერი საუბრობს შეყვარებულზე


უფროს ძმასთან?

-შენ გყავს შეყვარებული?-სრულიად მოულოდნელად ჰკითხა სანდრომ. თვითონაც


ვერ მოასწრო დაფიქრება, ისე გაექცა კითხვა. მაგრამ არ უნანია. პასუხი მართლაც რომ
ძალიან აინტერესებდა.

- ახლა არა. რატომ გაინტერესებს, ჩემი უფროსი ძმის ფუნქციის შეთავსებასაც აპირებ?

-ნამდვილად არა!-ჩაეცინა ბიჭს და მანქანა გააჩერა. ანიკამ ახლაღა შენიშნა, რომ უკვე
ავტოფარეხში შესულიყვნენ. ისეთი წვიმა იყო, ხედვაც კი ჭირდა. გოგონას წინასწარ
შეამცივნა, როცა წარმოიდგინა, რომ ავტოფარეხიდან სახლამდე მისასვლელი მცირე
მონაკვეთი ამ წვიმაში უნდა გაევლო.

~ 67 ~
-იცოდე, თუ გავცივდები, შენი ბრალი იქნება. გაგეჩერებინა მანქანა სახლთან და
შემდეგ გადაგეყენებინა, ბოროტო!-აბუზღუნდა გოგონა და გასაქცევად მოემზადა,
როცა უცბად ფეხქვეშ მიწა გამოეცალა, უფრო სწორად კი სანდრომ ზურგზე მოიგდო
და წარმოუდგენელი სიჩქარით დაფარა მანძილი სახლამდე.

-ახლა აცუნცულდი ოთახში, გამოიცვალე, შემდეგ ჩამოდი და ჩაი დავლიოთ. მანამდე


მეც გამოვიცვლი. ჰო, მართლა, ჩაიში სამი კოვზი შაქარი მინდა.-თვალი ჩაუკრა ბიჭმა
და პირველი გაემართა კიბისკენ...

* * *
ანიკას სწავლა ახალ სკოლაში და ცხოვრება ახალ ქალაქში შედარებით მშვიდად
წავიდა. აღარც კევინი აწუხებდა, ნიკთანაც ყველაფერი გაარკვია და სანდროს
გაფრთხილების მიუხედავად, ურთიერთობაც გააგრძელა, მაგრამ არა ისე, როგორც
სურდა. ნიკი რატომღაც არ ჩქარობდა უბრალოდ მეგობრობის სხვა რამეში
გადაზრდას. ხანდახან კი ისეთი ცივი იყო, ანიკა ჭკუიდან გადაჰყავდა. სიმართლე
ითქვას, ისეთი მოხიბლული აღარც იყო, როგორიც პირველად. მეგის დაუახლოვდა,
ჯესიკასთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ისევე როგორც ჯოშთან და მაიკთან.
მხარდამჭერთა გუნდის შესარჩევ კონკურსზეც გავიდა, მაგრამ დამსახურებული
უარი მიიღო. იმ კვირაში იმდენი რამ გადახდა თავს, გონებაგაფანტული იყო და
მართლა ცუდად იცეკვა. გული დასწყდა, მაგრამ მალევე გადაუარა. ისე
იტვირთებოდა, დამატებითი ვარჯიშები ნამდვილად გაანადგურებდა. შეიძლება
ითქვას, სტაბილურად მიდიოდა, სწავლობდა, დასვენების დღეებს ხან მეგობრებთან,
ხანაც ნიკთან ერთად ატარებდა, სანდროსთანაც დაულაგდა ურთიერთობა, მაგრამ
მაინც უკმაყოფილო იყო, არ მოსწონდა ერთფეროვნება, თუნდაც მშვიდი.
თავგადასავლების მოყვარულ, მეამბოხე სულის მქონე გოგონას, საინტერესო
ისტორია სურდა და ნატვრა მალევე აუსრულდა. ოქტომბრის დასაწყისშივე მთელი
სკოლა აფუსფუსდა. მეგი, როგორც თვითმმართველობის პრეზიდენტი
ოცდათერთმეტი ოქტომბრისთვის გრანდიოზულ დღესასწაულს გეგმავდა.
ამზადებდა პლაკატებს, დეკორაციებს, დარბაზს. აკეთებდა ყველაფერს, რისი
გაკეთებაც შეეძლო და იმასაც, რაც არ შეეძლო. სულით ლიდერი იყო და მის მიზანს
წარმოადგენდა მოეწყო საუკეთესი ჰელოუინის დღესასწაული ნიუ-იორკის შტატში
არსებულ ყველა სკოლის დღესასწაულს შორის. ბოლო პერიოდის განმავლობაში
ანიკა თითქმის ვეღარ ელაპარაკებოდა. რა თემაზეც არ უნდა დაეწყოთ საუბარი,
ბოლოს მაინც ჰელოუინამდე მიდიოდნენ და მეგი პანიკაში ვარდებოდა, რომ
ვერაფერს მოასწრებდა. ანიკა პლაკატების გაკვრაში ეხმარებოდა. „ყველაზე საშიში
ჰელოუინის ღამე“- ასე ერქვა მეგის დაგეგმილ დღესასწაულს და ვერავის
~ 68 ~
წარმოედგინა რა შეიძლებოდა მომხდარიყო ასეთი საშიში. ანიკა დიდად არ იყო
ჩართული მზადების პროცესში, მის ერთადერთ საზრუნავს კოსტიუმის შერჩევა
წარმოადგენდა, მაგრამ როგორც ყოველთვის, ახლაც ყველაზე საჭირო დროს
უფრინდებოდნენ იდეები თავიდან. ელესთან ერთად ყოველდღე განიხილავდა
სხვადასხვა კოსტიუმს, მაგრამ მაინც ვერ იღებდა გადაწყვეტილებას. დარწმუნებული
იყო, რომ უმრავლესობა ვამპირების და ჯადოქრების კოსტიუმებში გამოეწყობოდა.
სწორედ ამიტომ, სურდა გამორჩეული ყოფილიყო. იმასაც კი ფიქრობდა, რაიმე
ლამაზ კაბას ავარჩევ და იმით წავალო, მაგრამ როდესაც იმედი გადაეწურა, სწორედ
მაშინ აღმოაჩინა ერთ-ერთი ონლაინ მაღაზიის კატალოგში კოსტიუმი, რომელიც
დანახვისთანავე მოეწონა და დაუფიქრებლად გამოიწერა. ასე რომ, საზრუნავიც აღარ
ჰქონდა. ახლა მთავარი იყო, მოთმინებით დალოდებოდა ოცდათერთმეტი
ოქტომბრის ყველაზე საშიშ საღამოს, რომელიც მართლაც ძალიან საშიში გამოდგა,
მაგრამ მეგისგან დაუგეგმავი მიზეზების გამო...

თავი 8

ოცდათერთმეტი ოქტომბრის დილიდან სკოლა ნამდვილ დრაკულას სასახლეს


დაემსგავსა. ანიკას თვალებმა შუბლისკენ გადაინაცვლეს ამ ყველაფრის დანახვისას.
სასწავლო პროცესის განმავლობაში თუ ასეთი გარემო იყო, წარმოდგენაც არ უნდოდა
რა იქნებოდა საღამოს წვეულებაზე. საერთოდაც, სიმართლე რომ ითქვას, ანიკა ხომ
პირველად იყო ჰელოუინის დღესასწაულზე. ყველაფერი ისე იყო, როგორც
ფილმებში ჰქონდა ნანახი. სკოლის ეზო გოგრებით იყო სავსე, თვითონ სკოლა კი
უფრო შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენდა. კარადებზე გაკრული იყო შავი,
ქაღალდის ღამურები, ობობას ქსელები, გოგრები, ჯადოქრების ქუდები და
ყველაფერი ის, რაც ოდნავ მაინც უკავშირდებოდა ჰელოუინს. მთავარ მისაღებში კი
ლამაზად ამოჭრილ გოგრებში, ფერად-ფერად ქაღალდებში გახვეული კანფეტები და
ტკბილეული ეყარა.

-ჰეი, როგორ ხარ? მოგეწონა?-კივილით შეაფრინდა ზურგზე მეგი და ანიკას კინაღამ


მინი ინფარქტი მიაღებინა.

-გაგიჟდი? გული გამისკდა!

-შესანიშნავია! ანუ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც მინდოდა!-ტაში შემოკრა


გოგონამ და თვალები გაუბრწყინდა.-ახლა უნდა გავიქცე, ბოლო დეტალები დამრჩა
მოსაგვარებელი.

~ 69 ~
-გაკვეთილებზე არ იქნები?

-არა, ბოლო დეკორაციები უნდა დავდგათ სპორტდარბაზში და ტექნიკურად


შევამოწმოთ ყველაფერი რომ საღამოს პრობლემები არ შეიქმნას. კიდევ გაინტერესებს
რამე თუ გავიქცე?-მეგი იმდენად სერიოზულად ეკიდებოდა ამ საქმეს, რომ ანიკას მის
მოუსვენრობაზე გაეცინა.

-შეგიძლია გაიქცე.

-კარგი, საღამოს გნახავ!-მიაძახა მეგიმ და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა მეორე


კორპუსისკენ.

-ნამდვილი შეშლილია!-გაეცინა ანიკას და ის იყო კლასისკენ წასასვლელად


შებრუნდა, რომ ნიკს შეასკდა.-ვაი, მაპატიე! ვერ შეგამჩნიე...

-არაუშავს, ჩემი ბრალია! რამე ხომ არ იტკინე?

-არა, არაფერი. როგორ ხარ?

-ნორმალურად, შენ? ხომ მოდიხარ დღეს წვეულებაზე?

-აბა რა! რომ არ მოვიდე მეგი ნამდვილად მომკლავს.

-თუ საიდუმლო არ არის, რის კოსტუმში გამოგვეცხადება ჩვენი სკოლის ყველაზე


ლამაზი მოსწავლე?-ნიკოლასმა ცალი წარბი აწია, მომაჯადოვებლად გაუღიმა,
შემდეგ ხელი მოხვია და კლასისკენ წაიყვანა.

-ჩემს კოსტუმს წვეულებაზე ნახავ!-თვალი ჩაუკრა ანიკამ და შემდეგ ახედა:-და შენ


ვინ იქნები ჰელოუინზე?

-კაპიტანი ჯეკ ბეღურა!-გაეცინა ნიკს.-სხვათაშორის, ამ საღამოს შენთვის სიურპრიზი


მაქვს.

-ოჰო, საინტერესოა! დარწმუნებული ვარ რამდენიც არ უნდა გეხვეწო, მაინც არ


მეტყვი რა არის.

-რა თქმა უნდა! ეს ხომ სიურპრიზია! ანიკა, გინდა რომ დღეს წვეულებაზე ერთად
წავიდეთ?

-მოიცა, შენ გინდა, რომ ჰელოუინის წვეულებაზე ერთად მივიდეთ?-ანიკამ თავი


ძლივს შეიკავა, რომ სიხარულისგან ხტუნვა არ დაეწყო.

-ნამდვილად. წინააღმდეგი ხარ?-ნიკის ხმა ისე თბილად და მომაჯადოვებლად


ჟღერდა, გოგონამ კინაღამ კრუტუნი დაიწყო. წვეულებაზე ერთად მისვლა ხომ
თითქმის შეყვარებულობას ნიშნავდა? იქნებ სწორედ წვეულებაზე აუხსნას
სიყვარული.

~ 70 ~
-არა, რატომ უნდა ვიყო. პირიქით, დიდი სიამოვნებით დავთანხმდები შენს
შემოთავაზებას.

-ძალიან კარგი! მაშინ რვის ნახევარზე შენთან ვიქნები!-ბიჭმა თვალი ჩაუკრა, შემდეგ
კი დაიხარა და სულ ოდნავ შეეხო ტუჩებით აწითლებულ ლოყაზე, მაგრამ ანიკამ
ლამის იქვე ფრენა დაიწყო.

კლასში არეული ნაბიჯებით შევიდა. ჯესიკა ისეთი სახით ელოდებოდა, შეეძლო


დაეფიცა, რომ გოგონამ ყველაფერი ძალიან კარგად დაინახა.

-ახლავე ყველაფერი დეტალებში მომიყევი!-გადაუჩურჩულა ჯესიკამ მაშინვე,


როგორც კი გვერდით მიუჯდა.

-შემომთავაზა რომ წვეულებაზე ერთად წავიდეთ.

-ვაიმე! რა მაგარია! ანუ შენ ახლა მისი გოგო ხარ?

-არა! ჯერ არა...-ჩაეღიმა ანიკას.

-მაგრამ სავარაუდოდ დღეს საღამოს...-წარბები აათამაშა გოგონამ.

-მეც მასე ვფიქრობ. ისეთი საყვარელია...

-იქნებ დღეს სახლში არც დაბრუნდე...

-ჯესიკა! ჯერ პაემანიც კი არ გვქონია. თან არ მინდა გიას და მარიკას იმედი


გავუცრუო. გაგიჟდებიან სახლში რომ არ მივიდე.

-თორემ ისე უარს არ იტყოდი, არა?-გაეცინა გოგონას.

-ჩემს დაქალს მახსენებ!-გაიცინა ანიკამაც.-ისიც ზუსტად იგივეს მეტყოდა.

-ჰმ, სიტყვა ბანზე ამიგდე! ანუ შენც იგივეს ფიქრობ, რასაც მე... სხვათაშორის,
შეგიძლია სახლში თქვა, რომ ჩემთან რჩები.

-გია და მარიკა მაინც არ შემომაწმებენ. მაგრამ სანდრო... ვაიმე, სანდრო! ნამდვილად


მომკლავს!

-რატომ? ნუთუ ეჭვიანობს...-თვალები გაუფართოვდა ჯესიკას.

-არა, რა სისულელეა! უბრალოდ ნიკი არ მოსწონს და ნამდვილად გაგიჟდება როცა


გაიგებს, რომ წვეულებაზე მან უნდა წამიყვანოს.

-ოჰო! აშკარად ეჭვიანობს. არ მეგულება ადამიანი, ნიკი რომ არ მოსწონდეს. ძალიან


კარგი ოჯახიდანაა. ხომ იცი, მამამისი გუბერნატორია.

-მართლა? არ ვიცოდი. ნიკი ისეთი საყვარელია. თან ისეთი თავმდაბალი...

~ 71 ~
-მგონი შენ მართლა შეყვარებული ხარ. მაგრამ აბა ის რას ნიშნავდა მთელი კვირა მე
და მეგის ყურები რომ გამოგვიჭედე სანდროს ქება-დიდებით? რომელი უფრო
მოგწონს?

-შენც მართალი ხარ...-ამოიოხრა ანიკამ. -მაგრამ სანდრო ისე მიყურებს, როგორც


ბავშვს.

-ჰოდა დაუმტკიცე, რომ ნამდვილად არ ხარ ბავშვი.-თვალი ჩაუკრა გოგონამ.

-შენ და ჯოში ერთად მოდიხართ?-თემა შეცვალა ანიკამ.

-კი. მეგი მაიკთან ერთად მოდის, ერთი შენ გვყავდი წყვილის გარეშე, მაგრამ ახლა
ნიკსა და სანდროს შორის არჩევანი ვეღარ გაგიკეთებია.

-ნუ დამცინი!-თვალები დაუბრიალა ანიკამ, მაგრამ მეტის თქმა ვეღარ მოასწრო,


რადგან ეკონომიკის მასწავლებელი, მისტერ სანდერსი წამოადგათ თავზე.

-როგორც ჩანს თქვენ გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე საუბრობთ.


აბა, რას გვირჩევთ, ანიკა, როგორ დავეხმაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას?

-უკაცრავად, მისტერ სანდერს. აღარ განმეორდება.

-რა თქმა უნდა აღარ განმეორდება, მაგრამ ახლა გთხოვთ კითხვაზე მიპასუხოთ.

-მე...

-დიახ, თვენ. ნუთუ არ იცით? საინტერესოა რატომ გამოგიშვეს გაცვლითი


პროგრამით ზუსტად თქვენ. დარწმუნებული ვარ, გაცილებით უკეთესი
მოსწავლეებიც იქნებოდნენ.-კაცის სიტყვებმა ანიკა აფეთქების პირას მიიყვანა. თავს
ძლივს იკავებდა რომ არ ეტირა. შემდეგ სანდროს სიტყვები და თავისი ბიოლოგიის
მასწავლებელი გაახსენდა და გონება მთლიანად აერია. კლასში მკვდარ სიჩუმეს
დაესადგურებინა. ყველანი ანიკას და მისტერ სანდერსს მისჩერებოდნენ.

-თქვენ არ გაქვთ უფლება შეურაცხყოფა მომაყენოთ მხოლოდ იმის გამო, რომ არ


გისმენდით. ვაღიარებ, დავაშავე, მაგრამ არც თქვენ ხართ მართალი. თუ ასე გაწუხებთ
ეს ამბავი, შეგიძლიათ ფილოსოფიის მასწავლებელს სთხოვოთ დახმარება. ის
ნამდვილად გასწავლით როგორ წარმართოთ გაკვეთილი ისე საინტერესოდ, რომ
ყველამ მოგისმინოთ.-ანიკამ მხოლოდ მას შემდეგ ამოისუნთქა, რაც მონოლოგი
დაამთავრა, შემდეგ კი ბირთვული აფეთქების მოლოდინში გაისუსა.

-ახლავე დატოვეთ კლასი! დაუყოვნებლივ! და არ გაგიკვირდეთ დირექტორმა რომ


დაგიბაროთ!-ანიკას მისი ეს სიმშვიდე უფრო აცოფებდა. ამ კაცს ისედაც ვერ იტანდა,
რადგან ყოველთვის ავიწროვებდა და კულტურულად ამცირებდა. ახლა კი
გაბრაზებამ ტვინში აასხა და გააკეთა ის, რაც თერთმეტი წლის განმავლობაში არ
გაეკეთებინა: ჩანთას ხელი დაავლო, მშვიდად მიუბრუნდა მასწავლებელს და უთხრა:
~ 72 ~
-ანუ დირექტორთან შევხვდებით, მისტერ სანდერს. მაგრამ იმის თქმაც ნუ
დაგავიწყდებათ, რომ ნამდვილი ნაცისტივით იქცევით, ტესტში იმის გამო მაკლებთ
ქულას, რომ თქვენთვის მიუღებელ, მაგრამ საღ აზრს ვაფიქსირებ, მავიწროვებთ
ღმერთმა უწყის რის გამო და მთელი კლასის წინაშე მამცირებთ. დარწმუნებული ვარ
მისტერ პარკერს ეს ამბავი დააინტერესებს.-ანიკამ უბრალოდ გაუღიმა, შემდეგ კი
კლასიდან გავიდა და კარი ისე გაიჯახუნა, გაუკვირდა კიდეც მინის ჩამსხვრევის ხმა
რომ არ მოესმა.

ისეთი გაცოფებული იყო, უნდოდა ეყვირა, რამე დაელეწა. პირველად მოიქცა


სკოლაში ასე. როგორი დიდი სიამოვნებით შევიდოდა ახლა დირექტორთან და
ყველაფერს მოუყვებოდა. მაგრამ რა უშლიდა ხელს? ის რომ თვითონაც დამნაშავე
იყო...

-ჯანდაბას ერთი დასჯა! ჯობია ყველაფერი ვთქვა!-ჩაიბურტყუნა გოგონამ და სწრაფი


ნაბიჯით გაემართა ადმინისტრაციული კორპუსისკენ.

-ჯინა! სად ხარ? ჯანდაბა, როცა მე მჭირდება ყველა მაშინ რატომ იკარგება? ჯინა!-
ხასიათი წაუხდა გოგონას, როდესაც ადმინისტრაციულ კორპუსში შესული მარტო
აღმოჩნდა. ჯინა არსად ჩანდა, სამაგიეროდ დირექტორის კაბინეტის შეღებული
კარიდან კარგად ისმოდა ხმამაღალი ლაპარაკი და ანიკას ეს ხმა ძალიან ეცნობოდა.

-კარგი, მისტერ პარკერ, შევთანხმდით. ანუ საღამოს შევხვდებით. ვიმედოვნებ


ყველაფერი კარგად ჩაივლის და უბრალო სტუმრის სტატუსი გვექნება.-მოესმა
ანიკას, შემდეგ კი ნაბიჯების ხმაც გაიგონა და სასწრაფოდ შეძვრა მაგიდის ქვეშ.
დირექტორთან დასაბეზღებლად მისულს, ნამდვილად ცუდ ტონად ჩაეთვლებოდა
სხვისი საუბრის მოსმენა.

ანიკა თავისი სამალავიდან მხოლოდ მაშინ გამოძვრა, როდესაც ნაბიჯების ხმა


შეწყდა. ნეტავ ვინ იყო? ანიკას ძალიან ეცნობოდა მისი ხმის ტემბრი, მაგრამ
ვერაფრით იხსენებდა საიდან. ახლა ამის გახსენებაზე მეტად ის აინტერესებდა, რაზე
შეუთანხმდა დირექტორი უცნობს, რომელიც აშკარად აპირებდა საღამოს
წვეულებაზე დასწრებას და თან არა მარტო. რას ნიშნავდა იმედია მხოლოდ სტუმრის
სტატუსი გვექნებაო? არა, აუცილებლად უნდა შეატყობინოს ეს ამბავი მეგის. ის
ნამდვილად გაგიჟდება საღამო ვინმემ რომ ჩაუშალოს. იქნებ იცოდეს კიდეც ვინ არის
ეს იდუმალი უცნობი.

-სანდერს, შენც მოგხედავ და თან ძალიან მალე, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანი
საქმე მელოდება.-მტკიცედ წარმოთქვა ანიკამ და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა
სპორტ-დარბაზისკენ.

-მეგი, სასწრაფო საქმე მაქვს!

-რა მოხდა? კოსტიუმთან დაკავშირებით ხომ არ შეგექმნა პრობლემა?


~ 73 ~
-არა, საქმე გაცილებით სერიოზულადაა. მისმინე, დირექტორთან ვიღაც იყო, საღამოს
სპეციალური სტუმრებიც იქნებიან.

-რა? მე არაფერი ვიცი... წვეულებაზე მხოლოდ მოსწავლეები, რამდენიმე


მასწავლებელი და სკოლის დაცვა იქნებიან.

-მეც მასე ვიცოდი, მაგრამ ჩემი ყურით მოვისმინე. უბრალოდ ვერ დავინახე ვინ იყო.
რას ფიქრობ, რა ხდება?

-წარმოდგენაც არ მაქვს.-ჩაფიქრდა მეგი.-დირექტორთან ხომ არ შევიდე? ვკითხავ


ყველაფერი მოგვარებულია თუ არა.

-მეეჭვება მისტერ პარკერმა რამე გითხრას. საქმე სერიოზულად რომ არ იყოს, არც
გაასაიდუმლოებდა.

-ანიკა, მე ვარ ამ წვეულების ორგანიზატორი და მთელი თვეა წესიერად არ მძინებია


იმის გამო, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. ნუთუ არ მაქვს უფლება ვინ მოდის ის
მაინც ვიცოდე?

-მართალია რასაც ამბობ, მაგრამ მე ის უფრო მაეჭვებს რატომ გაასაიდუმლოეს ეს


ამბავი.

-მოკლედ, მე მისტერ პარკერთან მივდივარ!-გადაწყვიტა მეგიმ, ანიკა კი მას აედევნა.

* * *
ანიკა მოუთმენლად მიმოდიოდა ოთახში და საწოლზე მიფენილ თავის კაბას
დაჰყურებდა. ერთი სული ჰქონდა როდის მოვიდოდა ჩაცმის დრო. რა ეკეთებინა
რვის ნახევრამდე? როგორ გაეყვანა მთელი ოთხი საათი? მოუსვენრობას შეეპყრო. ან
სახლიდან როგორ გასულიყო აურზაურის გარეშე? სანდრომ ხომ გააფრთხილა ნიკს
ჩამოშორდიო? ნეტავ რას იზამდა ახლა აქ მოსულს რომ ნახავდა.

-დღეს საინტერესო დღე მელის. ალექსანდრე ჯაფარიძე, ნახე რას იწვევს შენი
უყურადღებობა!-ანიკამ სარკეში საკუთარ ანარეკლს თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი
აბაზანისკენ გაემართა...

თავიდან კი ფიქრობდა როგორ გაეყვანა ოთხი საათი, მაგრამ ბოლო ნახევარი საათის
განმავლობაში პანიკაში ჩავარდა. მაკიაჟიც გაიკეთა, ვარცხნილობაც და მხოლოდ
კაბის ჩაცმაღა დარჩენოდა, მაგრამ მაინც ძალიან ნერვიულობდა. ყველაფერზე ერთად
დაიწყო ფიქრი. როგორ ჩაივლიდა საღამო, რა სიურპრიზი ჰქონდა ნიკს, ვინ იყვნენ

~ 74 ~
საღამოს იდუმალი სტუმრები, რას იფიქრებდა ან მოიმოქმედებდა სანდრო? ოხ, ისევ
ეს სანდრო! რით ვერ ამოიგდო თავიდან? მერე რა, რომ ზესიმპატიურია? საერთოდ არ
უყურებს ანიკას ისე, როგორც გოგოს, მისთვის უბრალო ბავშვია და ჯობს თვითონაც
შეეშვას სანდროზე ფიქრს. ნიკი მშვენიერი ბიჭია, სიმპატიური, თბილი, მზრუნველი,
საყვარელი...

-ანიკა! შეეშვი ბიჭებზე ფიქრს!-შეუძახა ტუალეტის მაგიდასთან მოკალათებულ


საკუთარ თავს და მტკიცედ წამოდგა კაბის ჩასაცმელად.

თხუთმეტ წუთში უკვე ბოლომდე გამოწყობილი იდგა და ელენეს ელაპარაკებოდა


„სკაიპში“.

-ძალიან ლამაზად ხარ, მოგიხდა ეგ როლი, მაგრამ მაინც საიდან გაგახსენდა ფიფქიას
ბოროტი დედინაცვალი?

-არ ვიცი.-გაეცინა ანიკას.-ონლაინ მაღაზიები გადავქექე და კრისტენ სტიუარტის


ფიფქიას კოსტიუმის გვერდით იყო ესეც. ისეთი ლამაზი ჩანდა, უცბად ძალიან
მომინდა და გამოვიწერე. ჯერ მარტო დიადემა ღირს ერთ რამედ.

-მართლა ძალიან ლამაზი და საშიშია! თან ვარცხნილობაც რა ლამაზად გაგიკეთებია.


ნამდვილი შავგვრემანი შარლიზ ტერონი ხარ!-გაეცინა ელეს.-როგორ მაინტერესებს
სანდროს სახე როცა დაგინახავს.

-მე სანდროს სახე მაშინ უფრო მაინტერესებს, როდესაც ნიკს დაინახავს!-აჰყვა ანიკაც,
შემდეგ კი უცბად დასერიოზულდა.-რომ არ გამიშვას?

-ანიკა, ნუ მაგიჟებ! რას ქვია არ გაგიშვას? მამაშენი არ გიკრძალავს არსად წასვლას და


სანდრომ რა უფლებით უნდა აგიკრძალოს? ბოლოსდაბოლოს ფანჯრიდან
გადაძვერი!

-მართალი ხარ! ახლა კი, წავედი, შტურმით უნდა ავიღო გასასვლელი!-გაიცინა


ანიკამ, შემდეგ მეგობარს დაემშვიდობა და ლეპტოპი გამორთო. ანერვიულდა და
მერე როგორ! უკვე რვის ოცდაშვიდი წუთი იყო, დაბლა ჩასვლის დრო დგებოდა...

-ანიკა, დამშვიდდი! ყველაფერი არაჩვეულებრივად ჩაივლის!-შეუძახა საკუთარ თავს


და გაბედულად ჩაუყვა კიბეებს. სანდრო მისაღებ ოთახში დივანზე იყო
მოკალათებული და ტელევიზორს უყურეებდა, გია და მარიკა კი ახლაც, როგორც
ხშირ შემთხვევაში, საქმიან ვახშამზე იყვნენ წასულები. ანიკას ნაბიჯების ხმამ
სანდროს ყურადღება მიიქცია და როდესაც კიბეზე ჩამომავალ გოგონას გახედა,
პირისკენ წაღებული პოპკორნიანი ხელი ჰაერში გაუშეშდა, წარბები
მრავალმნიშვნელოვნად აზიდა და ტუჩის კუთხეებში ღიმილი გაეპარა.

-ფიფქიას გული თან არ მაქვს, ბოროტო დედოფალო. გთხოვთ შემიწყალოთ, თქვენო


უბოროტესობავ!
~ 75 ~
-რა ხუმარა ხარ!-ენა გამოუყო ანიკამ.-აბა, როგორ გამოვიყურები?-ჰკითხა
წარბებაწეულმა და დატრიალდა.

-არაჩვეულებრივად! მაგრამ ახლა რაღაცას გეტყვი და ეცადე შენი ბოროტი ძალები არ


გამოიყენო ჩემს გასანადგურებლად.-სანდრო აშკარად კარგ ხასიათზე იყო.-
ჰელოუინი როგორც წესი საშიში დღესასწაულია და ყველანი საშიშ კოსტიუმებს
ირჩევენ. რა თქმა უნდა, არც ბოროტი დედანაცვალია ცუდი არჩევანი, მაგრამ... არა,
გაბრაზდები რომ გითხრა...

-სანდრო, ნუ დამტანჯე, თქვი!-ბიჭმა მიზანს მიაღწია და ანიკას მოთმინება ამოწურა,


ახლა კი ბირთვული აფეთქებისთვის უნდა მომზადებულიყო, მაგრამ ამ შანსს
ხელიდან ვერ გაუშვებდა.

-კარგი, გნებდები. მოკლედ, შენი კოსტიუმი კიდევ ერთხელ მიმტკიცებს, რომ ჯერ
ისევ ბავშვი ხარ და მულტფილმების ასაკიდან ვერ გამოხვედი.-სანდრო გაიტრუნა,
ანიკას კი სიბრაზისგან თვალები დაუვიწროვდა და ის იყო უნდა აფეთქებულიყო,
რომ ეზოდან ძრავის გუგუნი შემოესმა და გაოგნდა.

-ის რა, ბაიკით მოვიდა?-ვერც გააცნობიერა ისე ჩაილაპარაკა გაოცებულმა და


კარისკენ გაემართა, მაგრამ სანდროს მისი ფრაზა არ გამოჰპარვია და უკან მიჰყვა.

-ვინ არის?

-ნიკი.-დაუფიქრებლად უპასუხა გოგონამ და ეზოში გავიდა, სადაც წითელ


„იამაჰაზე“ ამხედრებული, გაღიმებული „ჯეკ ბეღურა“ ელოდებოდა.

-შენ აქ რა გინდა?-შეუღრინა სანდრომ.

-შენ რა, ბაიკით მოხვედი?-აჰყვა ანიკაც.

-ჰეი, რა დაგემართათ?

-ამასთან ერთად არსადაც არ წახვალ!-ახლა ანიკას მიუბრუნდა სანდრო.

-შენ არავინ გეკითხება!-მოკლედ მოუჭრა გოგონამ და შემდეგ ნიკს მიუბრნდა:-შენ კი,


რას ფიქრობდი ბაიკით რომ მოდიოდი?

-ანიკა, გეფიცები სახლში ჩაგკეტავ, მაგრამ მასთან ერთად არ გაგიშვებ!-სანდროს


ტონი მეტისმეტად საშიშად და სერიოზულად ჟღერდა, რაც ანიკას აზარტს მატებდა.

-სანდრო, შენ ამის უფლება არ გაქვს და ეს თავადაც მშვენივრად იცი. გიამ და მარიკამ
იციან, რომ წვეულებაზე მეგობართან ერთად მივდივარ!-ამაყად მიუგო გოგონამ და
ნიკს მიუახლოვდა, მაგრამ უცბად გაჩერდა, გრძელშლეიფიან კაბაზე დაიხედა,
შემდეგ ბაიკს შეხედა და მობეზრებული ტონით ჩაილაპარაკა:-ღმერთო ჩემო,

~ 76 ~
იდიოტების გარემოცვაში ვარ!-შემდეგ კი ამოიოხრა და იქვე მდგარ სანდროს
მანქანაში ჩასკუპდა.

-მოიცა, ანუ მე მარტო უნდა წავიდე?-დაიბნა ნიკი. ან თავს ისულელებდა, ან მართლა


სულელი იყო და ვერ ხვდებოდა რამ გააბრაზა ანიკა. სადრო კი გაბადრული სახით
იდგა და ბიჭს მზერით ბურღავდა.

-სანდრო, გელოდები!-ამოიგმინა ანიკამ და მანქანის საყვირის ღილაკს ხელი მანამ არ


აუშვა, სანამ მის გვერდით მძღოლის სავარძელში სანდრო არ მოკალათდა.-ხმა არ
ამოიღო!-დაისისინა და ბიჭისთვის თვალის ასარიდებლად, ფანჯარას გაუსწორა
მზერა...

* * *
თხუთმეტ წუთში სანდროს მანქანა უკვე სკოლის ეზოში იყო გაჩერებული, მაგრამ
რატომღაც ანიკა გადასვლას არ ჩქარობდა.

-რატომ იყურები შეშინებული? არ აპირებ გადასვლას?-დაიბნა სანდრო.-მოიცა,


მოიცა, შენ რა, წვეულებაზე მარტო მისვლა არ გინდა?

-მოკეტე რა!-შეუღრინა გოგონამ, რომელმაც კარგად იცოდე, რომ ეს სიმართლე იყო.

-ანიკა, ცუდი პარტნიორის ყოლას, ჯობია საერთოდ არ გყავდეს ის. ახლა კი გადადი
და ყველას დაუმტკიცე, ვინ არის აქ დედოფალი...-გაიხუმრა სანდრომ, მაგრამ
გოგონამ რატომღაც მის ბოლო ფრაზაში ქვეტექსტები შენიშნა. ან შეიძლება უნდოდა
რომ შეენიშნა და მოეჩვენა კიდეც, მაგრამ მთავარია, რომ იმედი მიეცა. მერე რა, რომ
მარტო მივიდა? რა აუცილებელია რომ ვინმე ახლდეს, ეს ხომ ჰელოუინია და არა
რაღაც კარნავალი, ან წვეულება? დიახაც! გადავა ახლა და ყველას დაუმტკიცებს ვინ
არის დედოფალი.

-გმადლობ!-გაუღიმა სანდროს და მანქანიდან ამაყად გადავიდა. ბიჭმა მანამდე არ


მოაშორა მზერა, სანამ თვალს არ მიეფარა, შემდეგ კი ღიმილით დაძრა მანქანა...

~ 77 ~
* * *
ანიკას თავდაჯერებულობა სანდროსგან წამოსვლისთანავე უკვალოდ გაქრა და ამაყი
ნაბიჯებიც აკანკალებულმა მუხლებმა შეცვალეს. პლიუს ამას დამატებული ის
გარემო, რომელიც სპორტ-დარბაზში იყო შექმნილი და გოგონას თავი საშინელებათა
ფილმის მთავარი გმირი ეგონა. ჩაბნელებულ დარბაზს ამოჭრილი გოგრებიდან
გამომავალი სანთლის შუქი ანათებდა. სანთლები იყო ასევე გოთიკური სტილის
შანდლებშიც. ჭერიდან იატაკისკენ ხელოვნური აბლაბუდები და ჩამოხეული ნაჭრები
ეშვებოდა, გრძელი, შვედური მაგიდის სისხლისფერი გადასაფარებელი კი თითქოს
ერწყმოდა იატაკს. სცენა სანთლებით იყო გამოყოფილი მთლიანი დარბაზისგან,
ცენტრში კი გრანდიოზულ გოგრაში ტკბილეული ელაგა. მისტიური მუსიკა
ყველაფერს დასრულებულ, საშიშ იერს სძენდა.

-ჰეი, ანიკა!-გოგონამ მხოლოდ ხმით იცნო „სისხლიანი მერის“ კოსტიუმში


გამოწყობილი მეგი.-აბა, რას იტყვი? როგორი გამოვიდა?

-ნამდვილად საშიში!-გულწრფელად უპასუხა ანიკამ და მის გვერდით მდგარ „რობინ


ჰუდს“ გახედა.-მაიკ, შერვუდის ტყე დაგამშვენებდა.

-შენ რატომ ხარ მარტო? ნიკი სად არის?-მათ კამპანიას შეურთდნენ „ელენა
გილბერტი და დეიმონ სალვატორი“_ჯესიკა და ჯოში.

-მარტო მოვედი. თქვენ შეთანხმდით, თუ რატომ ხართ ვამპირები?-გაეცინა გოგონას


და ეცადა თემა შეეცვალა, მაგრამ ჯესიკა რის ჯესიკა იქნებოდა, ამის უფლება რომ
მიეცა.

-გაწყენინა? სად არის?

-ჯეს, მართლა არ ვიცი სად არის. ჩემი კაბა მისი რკინის რაშისთვის შესაფერისი არ
იყო, შესაბამისად მარტო მოვედი. მეგი, შენ გაარკვიე დილით რაც გითხარი?

-იდუმალი სტუმრები? ვერა. პარკერს სიტყვა ვერ დავაცდენინე. ალბათ სხვა


წვეულებაზე საუბრობდნენ. მეეჭვება დირექტორი დიდხანს დარჩეს, როდესაც ჩვენი
დიჯეი მისტიურ მუსიკას კლუბურით შეცვლის, მაშინვე აორთქლდება აქედან.-
გაიცინა გოგონამ და წითელი ღვინის ბოკალი აიღო ხელში.-თქვენ ხართ ვამპირები
და მე ვსვამ სისხლს.

-ფიფქია სად დაკარგეთ თქვენო უბოროტესობავ?-გაეცინა ჯოშს.

-მონადირემ დამაღალატა და რობინ ჰუდთან გავისტუმრე შერვუდის ტყეში!

-როგორ გეკადრებათ, მე სიკეთის მსახური გახლავართ!-ამაყად განაცხადა მაიკმა და


მშვილდი მოიმარჯვა.-მაინც ვისწავლი ამის სროლას!-ამ სიტყვების შემდეგ თავზე
რეზინაწამოცმული ისარი ერთ-ერთი გოგრას შეასკდა და ძირს დაეცა.
~ 78 ~
-ძვირფასო რობინ, ეგ მხოლოდ მინას ეწებება!

-გმადლობთ რჩევისათვის, დეიმონ. სად არის თქვენი ძმა?

-გავანადგურე!-გაიკრიჭა ჯოში.-ჰეი, ის ვინ არის? ასაფეთქებლებით.-მეგობრებს


ანიშნა ტერორისტის ფორმაში გამოწყობილ, სახემოხატულ უცნობზე.

-წარმოდგენა არ მაქვს!-ჩაფიქრდა მეგი.-მმ, მგონი მარკუსი უნდა იყოს, დღეს


მხოლოდ ის არ მინახავს...

-მართალი ხარ!-აჰყვა ანიკაც.-თან ზუსტად მისნაირი სათვალე უკეთია.

-არ მეგონა ასეთ საინტერესო კოსტიუმს თუ შეარჩევდა.-გაეცინა ჯოშს.

-ანიკა, შენთან საქმე მაქვს!-მეგობრებს საუბარი „კაპიტანმა ჯეკ ბეღურამ“


შეაწყვეტინათ, გოგონას პასუხს არც დალოდებია, მკლავში ხელი ჩაავლო და
გვერდით გაიყვანა.

-გაგიჟდი? მეტკინა! რა გინდა?

-რას ნიშნავდა შენი დღევანდელი საქციელი?-ნიკი ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან.

-მთვრალი ხარ? სად მოასწარი ასე უცებ დათრობა?

-მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მითხარი რატომ მოიქეცი დღეს ასე!

-ნიკ, შენი აზრით როგორ მოვახერხებდი ასეთი კაბით ბაიკზე დაჯდომას?

-და რატომ არ გამაფრთხილე? მე საიდან უნდა მცოდნოდა?

-რატომ არ მკითხე?-ნელ-ნელა ბრაზდებოდა ანიკაც.

-ანიკა, მე გკითხე როგორ კოსტიუმს იცვამდი, მაგრამ შენ არ მითხარი.

-ოდნავ მეტი რომ გეფიქრა, მიხვიდოდი იმ დასკვნამდე, რომ ჰელოუინის


კოსტიუმით ბაიკზე ვერ ავმხედრდებოდი.

-სანდროს რატომ გაჰყევი?

-შენ ვინ გეკითხება ვის გავყვები და ვის არა?-გაცოფდა ანიკა.

-ანიკა, მე მაქვს პრეტენზია, რომ შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი მეჭიროს.

-და ამას იდიოტური ეჭვიანობით მაგრძნობინებ? ყოჩაღ! მოდი შეგახსენებ, რომ მე


სანდროსთან ვცხოვრობ და გინდა თუ არ გინდა, მოგიწევს ამის ატანა.

-ანიკა, მე მინდა, რომ ჩემი შეყვარებული გახდე!-ამ სიტყვებით ნიკი მაქსიმალურად


მიუახლოვდა გოგონას და მშიერი მზერა დაასვა მის ტუჩებს. ანიკას სუნთქვა შეეკრა

~ 79 ~
და კოცნის მოლოდინში გაიტრუნა, მაგრამ უცბად დიჯეი-მ მუსიკა „ბონდიანას“
მელოდიით შეცვალა და დარბაზში სამი „ჯეიმს ბონდი“ შემოვიდა.

-სანდრო?-აღმოხდა ანიკას, გაცოფებულმა ნიკმა კი მუშტი იმ კედელს დასცხო,


რომელზეც გოგონა იყო აკრული.

-არ შეგიძლია გამოირეცხო თავიდან ეგ სახელი? ახლა მაინც! ანიკა, ძალიან


მომწონხარ როგორც გოგო და მინდა გაკოცო მაშინ, როცა მომინდება, მაგალითად
ახლა! -ნიკი კვლავ მიუახლოვდა კედელთან მიმწყვდეული გოგონას ტუჩებს და
სადაცაა აკოცებდა კიდეც, მაგრამ უცბად... ანიკამ იგრძნო როგორ სწრაფად მოშორდა
ბიჭი და მინაბული თვალები დააჭყიტა, ხელთ კი სანდრო შერჩა, რომელიც ნიკს
მხარზე ჩაფრენოდა და გვერდით გაეწია.

-ნიკოლას, გადი ჰაერზე, გაისეირნე!-მოკლედ მოუჭრა სანდრომ, შემდეგ კი ანიკას


მკლავში ხელი ჩაავლო და ისეთი სისწრაფით გააცალა იქაურობას, ნიკმა გაბრაზებაც
ვერ მოასწრო.

-რას აკეთებ, გაგიჟდი? საეთოდაც, შენ აქ რა გინდა?

-აბა დაფიქრდი და გაიაზრე რა შეიძლება უნდოდეს FBI-ს აგენტს სკოლის სულელურ


წვეულებაზე?

-ჯერ ერთი, სულაც არ არის სულელური წვეულება!-თვალები დააკვესა ანიკამ,


შემდეგ კი ერთბაშად გაიაზრა სანდროს ნათქვამის აზრი და რომ არ წამოეყვირა,
პირზე ხელები აიფარა.-არ მითხრა, რომ... სანდრო, არა...-ანიკას თვალები
აუწყლიანდა და ტუჩი მოიკვნიტა.

-დამშვიდდი, აქ სწორედ იმიტომ ვართ, რომ არაფერ მოხდეს.

-დენიელიც აქაა?

-კი, ისიც და ჯარედიც. დანარჩენები სხვა სკოლებში დანაწილდნენ.

-ანუ, სწორედ დენი ელაპარაკებოდა დღეს მისტერ სანდერსს...-ჩაიბურტყუნა ანიკამ


გაუაზრებლად.

-შენ საიდან იცი?-გაუკვირდა სანდროს.

-გავიგონე როგორ საუბრობდნენ.

-ანიკა, ამ საუბრის თემა არავის არ უნდა სცოდნოდა, სწორედ ამიტომ შეხვდა დენი
პარკერს გაკვეთილების დროს. იქნებ მითხრა შენ რა გინდოდა ამ დროს
დირექტორთან?-ოჰო! აი სად გაება! ოხ ანიკა, არ შეგიძლია ენას კბილი დააჭირო?
მიდი, ისიც უთხარი რომ მოგწონს!

-ამმ, საქმე მქონდა... წვეულება როგორ მოგწონს?


~ 80 ~
-ანიკა!

-კარგი ჰო, გეტყვი... ეკონომიკის გაკვეთილზე ჯესიკას რაღაცაზე ვესაუბრებოდი,


როდესაც მისტერ სანდერსი დაგვადგა თავზე. ამაყენა, კულტურულად გამომლანძღა,
მეც ვეღარ მოვითმინე და შევეპასუხე. დამემუქრა დირექტორთან შევხვდებითო, მე
ვუთხარი არც იმის თქმა დაგავიწყდეთ ნამდვილი ნაცისტივით რომ მექცევით,
დარწმუნებული ვარ მისტერ პარკერს დააინტერესებს-მეთქი და კარი გავიჯახუნე.
შემდეგ დირექტორთან წავედი ყველაფრის მოსაყოლად და იქ მისი და დენის
საუბარი მოვისმინე. დენის გამოსვლისას მაგიდის ქვეშ დავიმალე. ბოლოს კი
გამოვიპარე და ყველაფერი მეგის ვუამბე, მაგრამ არც მან არ იცოდა არაფერი
იდუმალი სტუმრების შესახებ. სულ ესაა, მაგრამ წინასწარ გაფრთხილებ, პარასკევის
საღამოს სახლში დარჩენას ვერ მაიძულებ!-ანიკას მუქარას სანდროს ჩაფხუკუნება
მოჰყვა.

-ყოჩაღ! ნელ-ნელა ვიზრდებით და უსამართლობას ვეღარ ვყლაპავთ? ძალიან კარგი...

-ანუ არ გაბრაზდი?-ცოტა არ იყოს და გაუკვირდა ანიკას.

-რატომ უნდა გავბრაზებულიყავი?

-სანდრო, მე გითხარი, რომ მასწავლებელს შევეპასუხე, კლასიდან გავვარდი და კარი


გავიჯახუნე, წეღან კი კინაღამ ნიკს ვაკოცე. რატომ არაფერს მეუბნები?-„გთხოვ,
მაგრძნობინე რომ ეჭვიანობ!“-გულში დაამატა გოგონამ და სანდროს მიაჩერდა.

-არ გიბრაზდები, მაგრამ კარგია ბოლო პუნქტი რომ გამახსენე. მე ხომ გთხოვე, ანიკა,
რომ ის არ არის საუკეთესო კამპანია შენთვის?

-და რას ერჩით ამ „კამპანიას”?-ორივე ნიკის ხმამ მიახედათ, რომელსაც ცალ ხელში
ვისკის ჭიქა ეჭირა, მეორეში კი სიგარეტი.

-დედამ არ გასწავლა რომ სხვისი საუბრის მოსმენა უზრდელობაა?

-ეგ შენი საქმე არაა. მე ანიკას წასაყვანად მოვედი.-ნიკმა გოგონას წელზე ხელი მოხვია
და ეცადა თავისკენ მიეზიდა, მაგრამ ანიკა სანდროს არ აშორებდა მზერას, რომელიც
სადაც იყო ყურებიდან ბოლს გაუშვებდა.

-თუ ვერ ხედავ, გეტყვი რომ ვსაუბრობთ და ანიკა არსადაც არ წამოვა.

-იცი რა მაინტერესებს? შენ მეტი საქმე არაფერი გაქვს, კუდში რომ არ გვდიო?
რამდენს გიხდიან რომ ამად გიღირს? მაგრამ როცა საკუთარი პირადი ცხოვრება არ
გაგაჩნია, იქნებ სხვების ცხოვრებით მაინც იცხოვრო...-ნიკოლასმა მონოლოგი
ირონიული ჩაცინებით დაამთავრა, სანდროს კი მთელი სხეული ისე დაეჭიმა, მზად
იყო იქვე მიეხრჩო. მუშტები შეკრა და თავისი უფლებების დავიწყებასაც აპირებდა,
მაგრამ სანამ მისი მუშტი ნიკის ყბას შეხვდებოდა, ანიკა ჩაერია.

~ 81 ~
-ჩემი საყვარელი მუსიკა! წამოდი, ვიცეკვოთ!-შემდეგ კი სანდრო ისე გაათრია, რომ
არც კი დაფიქრებულა ამას ნიკს როგორ აუხსნიდა. მოცეკვავე წყვილებს შორის
მოხერხებულად შეძვრნენ და გოგონამ სანდროს მხრებზე ხელები დააწყო.

-საკუთარი თავის კონტროლი შემიძლიაო, ვიღაც ამბობდა.

-ანიკა, დამიჯერე, ძალიან ძნელია აკონტროლო თავი ისეთ ნაძირალასთან, როგორიც


ნიკია.

-მაგრამ ახლა ხომ შეგიძლია მშვიდად ყოფნა?

-ხშირად მშვიდად ყოფნაში სხვები მეხმარებიან.

-მეგონა მე უფრო გაგაბრაზებდი.

-ნიკი რომ წაგეთრია საცეკვაოდ, ნამდვილად გამაბრაზებდი.-გაეღიმა სანდროს.-


სხვათაშორის კარგად ცეკვავ.

-გმადლობ. შენც კარგი პარტნიორი ხარ.-ჩაეღიმა ანიკასაც.

-ცეკვაში?-ეს საუბარი ნელ-ნელა ფლირტს ემსგავსებოდა, მაგრამ ეს არც ერთს არ


აწუხებდა. უფრო მეტიც, ანიკას ჟრუანტელს ჰგვრიდა სანდროს ხელები მის წელზე.

-ცეკვაშიც და ალბათ სამსახურშიც.

-არამარტო...-ჩაიცინა სანდრომ და გოგონა დაატრიალა, მისი უკან დაბრუნებისას კი


თითქმის ყურთან მიტანილი ტუჩებით უჩურჩულა:-ზღაპრის გმირის კვალობაზე
სულაც არ გამოიყურები ბავშვივით. მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ
მიმზიდველი ხარ.

-ჩემს კოსტიუმს ბავშვურს უწოდებ, თავად კი სამსახურის თემატიკას ვერ გასცდი,


ბონდ...-ანიკამ სასწრაფოდ შეცვალა თემა და უხერხულად ჩაიცინა.

-შენ კი თავს ისე უხერხულად გრძნობ, ერთი სული გაქვს როდის შეცვლის დიჯეი
მუსიკას.-გაეცინა სანდროს, მაგრამ ამ დროს ზურგზე ხელის შეხება იგრძნო.

-მეც მინდა ანიკასთან ცეკვა.-ეს რა თქმა უნდა ისევ და ისევ ნიკი იყო.

-მე კი საკუთარი კუნძული, წითელი „ფერარი“ და მილიარდი მინდა შვეიცარიის


ბანკში, მაგრამ არ მაქვს. რას ვიზამთ, უსამართლოა ცხოვრება.

-გირჩევ ხელი არ შემიშალო და დამითმო ადგილი.

-ნიკ, გთხოვ, ნუ ართულებ.-ჩაერთო ანიკაც. დიჯეიმ კი როგორც იქნა მუსიკა შეცვალა


და ჰელოუინის წვეულება კლუბურ სიტუაციაში გადაიზარდა.

~ 82 ~
-კარგი, მაშინ სანდროსთან ერთად გაგიმეორებ ჩემს შეკითხვას: გახდები ჩემი
შეყვარებული?-ნიკის ხმაში ისე აშკარად ისმოდა სიამაყის ნოტები, თითქოს უკვე
იცოდა პასუხი.

მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც ანიკამ საპასუხოდ პირი გააღო, სანდრომ შენიშნა
ბიჭების ჯგუფი, რომლებიც ერთ-ერთს დასცინოდნენ.

-ჰეი, სულელო, სად დაკარგე ასაფეთქებლები?

-როგორ მეშინია, არ აგვაფეთქო!-აჰყვა მეორეც და უცნობს თავში ხელი წამოარტყა.

-აი თურმე რისთვის ასხავდი მთელი წელი ქიმიას თავს. არ გინდა მეც მასწავლო
ასაფეთქებლების დამზადება?

-შემეშვით!-ჩიაბურტყუნა უცნობმა, სათვალე შეისწორა და სწრაფი ნაბიჯებით


გაემართა გასასვლელისკენ, სანდრომ კი ამ ყველაფერში რაღაც ძალიან საეჭვო
შენიშნა და პიჯაკის საყელოზე დამაგრებული გადამცემით დენიელს და ჯარედს
დაუკავშირდა.

-გასასვლელისკენ მივდივარ, საპირფარეშოები შეამოწმეთ და სრული ევაკუაცია


მოახდინეთ!-შემდეგ კი უცნობს აედევნა, მაგრამ... მაგრამ რა თქმა უნდა ანიკა
ფეხდაფეხ გაჰყვა.

-რა ხდება? ის ჩვენს სკოლაშია?

-დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მე ნუ მომყვები, სახიფათოა. დენი და


ჯარედი ახლავე მოახდენენ ევაკუაციას. დენიელი მოგხედავს.

-არა! შენთან მინდა!

-ანიკა, დამიჯერე და მოიქეცი ისე, როგორც გეუბნები!-მკაცრად უთხრა სანდრომ და


სწორედ ამ დროს, სპორტ დარბაზის შესასვლელიდან აფეთქების ხმა მოესმათ.
სანდრომ მოასწრო, ანიკა მიწაზე გააკრა და ზემოდან გადაეფარა. არაფერი
დაშავებიათ, მაგრამ გოგონა ისეთი შეშინებული იყო, ერთიანად კანკალებდა.

აფეთქება არ იყო ისეთი მასშტაბის, რომ ვინმესთვის საფრთხე შეექმნა, ან შენობის


ნგრევა გამოეწვია. ეს იყო დაახლოებით ასი საახალწლო მაშხალის ერთდროულად
აფეთქების მსგავსი, რომელსაც მეტი დრამატულობისთვის ცრემლსადენი გაზიც
ჰქონდა დამატებული. სანამ სანდრო გონს მოვიდა და ანიკას წამოყენება სცადა, უკვე
ყველანი გარეთ იყვნენ, ჯარედი კი მათკენ მოდიოდა რაღაც ნატეხით ხელში.

-ეს რა არის?

~ 83 ~
-წარწერა ნახე. „ყველაზე საშიში წვეულება გინდოდათ? დატკბით!”-ჯარედმა ნატეხი
გაუწოდა, შემდეგ ანიკას გახედა და ჩაილაპარაკა.-მე ბავშვებთან დავბრუნდები,
პანიკაში არიან. დამატებითი რაზმი მგონი არ დაგვჭირდება.

-კარგი, გმადლობ.-უთხრა სანდრომ, შემდეგ კი ანიკას მიუბრუნდა:-როგორ ხარ? ხომ


არაფერი დაგიშავდა?-გოგონას ისეთი ფერი ედო და ისე გამოიყურებოდა, როგორც
ნამდვილი ვამპირი.-ანიკა, ამოიღე ხმა, ნუ მაშინებ!

-არაფერი მტკენია, მაგრამ კარგად არ ვარ...-ამოიკნავლა და თავი ხელებში ჩარგო.

-დამშვიდდი, უკვე ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერი კარგადაა. შეგიძლია


ადგომა?

-მგონი კი.-სანდრომ წელზე ხელი მოხვია და ისე წამოაყენა, ანიკა მართლა ძალიან
შეშინებული იყო, აღარც წვეულება ახსოვდა და აღარც ჰელოუინი.-ბავშვები როგორ
არიან?

-ყველა კარგადაა, მხოლოდ დარბაზის შესასვლელი დაზიანდა ცოტათი.

სკოლის ეზოში უკვე მოსულიყვნენ სასწრაფო და სამაშველო სამსახურის მანქანები,


ჯარედი და დენიელი კი დანაშაულის ადგილს იკვლევდნენ. ანიკა თითქოს
შენელებულად ხედავდა ყველაფერს, მაგრამ მაინც შეამჩნია სასწრაფო დახმარების
მანქანასთან ჩამომჯდარი, ასლუკუნებული მეგი.

-ანიკა! ყველაფერი ჩამიშალეს! მთელი წვეულება ჩაიშალა!-კიდევ ერთხელ


ამოისლუკუნა მეგიმ და ანიკას ჩაეკრა.

-დამშვიდდი, მეგ, მთავარია რომ ყველანი კარგად ვართ.

-ჰო, მაგრამ ჩემი წვეულება... რა თქვა სანდრომ, ვისზე აქვთ ეჭვი?

-არ ვიცი, არ მიკითხავს. მაგრამ როგორც ვიცი დამნაშავე ისევ გაექცათ. აი ის,
ტერორისტის ფორმაში რომ იყო გამოწყობილი.

-მარკუსი?-აღმოხდა მეგის.

-არა, მგონი მარკუსი არ იყო, არ ვიცი.

-ანიკა, უნდა წავიდეთ...-გოგონებს შეუერთდა სანდრო, რომელმაც დრო იხელთა და


მათი საუბრისას დენიელს გამოჰკითხა დეტალები. ანიკაც მეგის დაემშვიდობა და
ბიჭისკენ გაემართა.

-სახლში მივდივართ?

-არა. არავინ არ უნდა იჯდეს ჰელოუინის დღესასწაულზე სახლში.

~ 84 ~
-შენ რა, წვეულებაზე მიგყავარ? მერე საქმე? თან ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, სულ
დამეკარგა ხალისი.

-არაუშავს, მე დაგიბრუნებ. ახლა კი, თქვენო უბოროტესობავ, გთხოვთ ჩაბრძანდეთ


მანქანაში.-სანდრომ მანქანის კარი გამოაღო და რევერანსით მიუთითა, რომ
ჩამჯდარიყო. არც ერთმა არ იცოდა წინ რა საინტერესო ღამე ელოდათ...

თავი 9

სანდრომ ანიკა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლუბში წაიყვანა, სადაც


ჰელოუინს გრანდიოზული წვეულებით აღნიშნავდნენ. ერთია სკოლის
მოკრძალებული წვეულება, მაგრამ მეორეა ისეთი საღამო, როგორიც ანიკას მხოლოდ
ფილმებში თუ ენახა. ჰელოუინის კოსტიუმებიც განსხვავებული იყო, უფრო თამამი
და საშიში.

-აბა, როგორ მოგწონს აქაურობა?-ყურში ჩაჰყვირა სანდრომ, რადგან ხმაურის გამო


ნორმალურად ლაპარაკი შეუძლებელი იყო.

-არაჩვეულებრივია! ძალიან მაგარი ადგილია!-აღფრთოვანებას ვერ მალავდა


გოგონა.-შეიძლება ცოტა დავლიოთ?

-მმ, მხოლოდ ცოტა! წამოდი, ნამდვილ კალვადოსს გაგასინჯებ!

-კალვადოსს?-თვალებგაბრწყინებული მიაჩერდა ანიკა.-რაც რემარკის


„ტრიუმფალური თაღი“ წავიკითხე, იმის შემდეგ მაინტერესებს გასინჯვა.

-ჰოდა აი, გასინჯე!-სანდრომ ბარმენის მიწოდებული ჭიქა მაგიდაზე გაუსრიალა და


ანიკამაც მოხერხებულად დაიჭირა.

-აბა, გაგვიმარჯოს!-თქვა და ერთიანად გადაკრა.

-სალუტ!-გაიცინა ანიკამ და მანაც მოიყუდა. სასმელი ყელში გადაუვიდა თუ არა,


მაშინვე სახე მოეღრიცა, სანდრომ კი ლიმონის თხელი ნაჭერი გაუწოდა. გოგონამ ისე
ჩაღეჭა, როგორც გამოცდილმა მსმელმა და სანდროს სიცილიც დაიმსახურა.

-რა ვაჟკაცურად სვამ!-იცინოდა ბიჭი.

-ჰმ, აბა რა გეგონა! მოდი, კიდევ ერთი!

~ 85 ~
-ანიკა, გინდა რომ დამათრო და შემაცდინო? თუ მთვრალი დამსვა საჭესთან და რამეს
შევასკდეთ?

-რატომ ართულებ ყველაფერს? ტაქსით წავიდეთ, გთხოვ!-გოგონამ კნუტის


თვალებით შეხედა და სანდრომაც წინააღდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო.

-ისევ კალვადოსი?

-ნწ, ტეკილა!-და ასე გაგრძელდა კიდევ რამდენიმე ჭიქა, მანამ, სანამ სანდროც და
ანიკაც კარგად არ შეთვრნენ. თავის კონტროლი არც ერთს არ უჭირდათ, მაგრამ
სასმლის გამო ნიღბის ტარების თავი აღარ ჰქონდათ.

-წამოდი, ვიცეკვოთ!-სანდრომ ანიკა საცეკვაო მოედნისკენ წაიყვანა და სულ მალე


მოცეკვავე წყვილებს შეუერთდნენ. კარგად ერთობოდნენ. აღარც პრობლემები
ახსოვდათ და აღარც სხვა რამ. მათთვის არსებობდა მხოლოდ ეს დარბაზი და
ერთმანეთი. ანიკას თვალები ისე უბრწყინავდა და ისეთი ბედნიერი ჩანდა,
შეუძლებელი იყო ეს არ შეგემჩნიათ.

-პირდაპირ ასხივებ ბედნიერებას!-გაუცინა სანდრომ.-და იმედს ვიტოვებ ეს სასმლის


ბრალი არ არის.

-არა, ნამდვილად არა. ხომ იცი, იმდენი არ უნდა დალიო, რომ სასმელმა გმართოს.

-ჩემი ჭკვიანი გოგო...-ჩაიცინა ბიჭმა და ანიკა უფრო ახლოს მიიკრა_ნელ, მშვიდ


მელოდიას აჰყვნენ.

-ხანდახან მეჩვენება, რომ გაორება გაქვს.-უჩურჩულა გოგონამ.

-ხანდახან მეც მასე ვფიქრობ. მაგრამ მგონი ჩემი ერთი ნაწილი სულ მალე
დაამარცხებს მეორეს.

-სანდრო, გთხოვ, მობილური გამორთე.

-რა? რატომ?

-არ მინდა ეს საღამო ვინმემ ჩაგვიშალოს...

~ 86 ~
* * *
ანიკა და მასზე ხელმოხვეული სანდრო კლუბიდან გამთენიისას გამოვიდნენ.
გამოძახებული ტაქსი უკვე გარეთ ელოდათ. ისეთი მშვიდი ღამე იყო, სავსე მთვარე
თბილ სინათლეს ღვრიდა ქუჩებში, რომლებშიც ჯერ კიდევ იდგა ამოჭრილი
გოგრები. მთვარეს სულ მალე შეენაცვლებოდა შემოდგომის არც ისე თბილი მზე,
მაგრამ მანამდე...

მანამდე ანიკამ და სანდრომ საკმაოდ მხიარულად იმგზავრეს. სიცილით


იხსენებდნენ ყველა დეტალს და ეს სახლში შესვლისასაც გააგრძელეს.

-ჩუმად, არავინ გავაღვიძოთ!-ხითხითებდა ანიკა და სანდროსთან ერთად კიბეზე


ადიოდა.

-სულ შენი ბრალია, ისევ თინეიჯერივით ვიქცევი!-იცინოდა სანდროც.

-საინტერესოა, როგორი იყო თინეიჯერი სანდრო?-ჰკითხა ანიკამ უკვე საკუთარი


ოთახის კართან გაჩერებისას. სანდრო კი ცერა ღიმილით მიუბრუნდა და ძლიერი
მკლავებით კედელთან მიიმწყვდია.

-თინეიჯერი სანდრო ცუდი ბიჭი იყო, გოგონების გულთამპყრობელი, სკოლის


ფეხბურთის ჩემპიონი... აკეთებდა ყველაფერს, რაც უნდოდა...-სანდრო ჩურჩულზე
გადავიდა, ანიკას კი მისი სიახლოვისგან გონება ერეოდა.

-თინეიჯერი სანდროსგან მხოლოდ გულთამპყრობელობა შემორჩა...-ამოიკნავლა


გოგონამ. სანდრო უკვე ცხვირის წვერით დასეირნობდა მის ყურთან ახლოს და ანიკას
თვალები მიეხუჭა. ნანატრი კოცნის მოლოდინში თითქოს სუნთქვაც შეწყვიტა,
მაგრამ ბიჭი მოქმედებას არ ჩქარობდა. ბოლოს ღრმად ამოიოხრა, კედლიდან ხელები
ჩამოუშვა და მძიმედ თქვა:

-ანიკა, წადი, დაიძინე.

-რა?-გაოგნდა გოგონა.

-ჩემს მოთმინებას ნუ ცდი, გთხოვ.-სანდრო მართლა საწყლად გამოიყურებოდა.


„ძილი ნებისა“-ო ჩაიბურტყუნა და ოთახისკენ გაემართა, მაგრამ...

-სანდრო!-ანიკა ფრთხილად მიუახლოვდა. არ იცოდა ღირდა თუ არა ამის გაკეთება,


მაგრამ ძალიან უნდოდა. იმდენად ძალიან, რომ საღი აზროვნების უნარიც დაკარგა.-
ზოგჯერ საჭიროა, დაივიწყო ყველაფერი და გააკეთო ის, რაც გინდა...-ანიკას
სიტყვებზე ჩაეცინა და თავდასხმაზე გადავიდა:

-და შენ რა გინდა ახლა?-სანდრომ ამ კითხვაზე პასუხი მიიღო, მაგრამ არა სიტყვიერი.
ანიკა ფრთხილად აიწია თითის წვერებზე და ოდნავ შეეხო ბიჭის ტუჩებს. ეს უკვე

~ 87 ~
ბოლო წვეთი იყო სანდროს მოთმინების ფიალაში. ანიკას ცალი ხელი წელზე მოხვია,
მეორე თმაში შეუცურა და ახლა თვითონ აკოცა. რამდენი ხანია უნდოდა ამის
გაკეთება! მაგრამ თვითონაც ვერ ხვდებოდა. უკუაგდებდა ამ აზრს, საკუთარ თავს
ებრძოდა. ბოლოს მაინც დაამარცხა ამ პატარა, ცელქმა ბავშვმა. სანდრო გრძნობდა
როგორ თრთოდა მის მკლავებში მოქცეული გოგონა და სურვილი უფრო
უმძაფრდებოდა. კოცნიდა გრძნობით, თავდავიწყებით და რომ არა ჟანგბადის
ნაკლებობა მის ფილტვებში, ამ საქმიანობას არც არასდროს შეწყვეტდა. მის
ტუჩებთან მოშორებისას ანიკას კმაყოფილად ჩაეღიმა. დაახლოებით ისე, როგორც
ჭირვეულ ბავშვს, სასურველი სათამაშოს მიღებისას. სანდრო კი მონადირე ვეფხვს
ჰგავდა ისე უელავდა თვალები. მისი გახშირებული სუნთქვა ანიკას სახეზე
ხვდებოდა და ისედაც არეულ გონებას, კიდევ უფრო უთიშავდა. კიდევ ერთხელ
შეეხო ბიჭის ტუჩებს, მაგრამ სანდრომ კოცნა აღარ გააღრმავა. საკუთარ თავთან
ბრძოლაში გაიმარჯვა და გოგონა მსუბუქად მოიშორა.

-პასუხი დამაკმაყოფილებელია...

-როგორც ჩანს, ეს მხოლოდ მე არ მინდოდა...-ვალში არ დარჩა ანიკა, შემდეგ კი


თავისი ოთახისკენ გაემართა.-ძილი ნებისა, სანდრო...

* * *
იმ ღამეს ვერც ერთმა ვერ მოხუჭა თვალი. ანიკა ოცნებებში იყო გართული,
სანდრო_ფიქრებში. ანიკა მოუთმენლად ელოდა ხვალინდელი დღის დადგომას.
სანდრო კი... სანდრო ფიქრობდა, ფიქრობდა, მერე ისევ თავიდან იწყებდა ფიქრს და
ასე დაუსრულებლად. მაგრამ რაც უფრო მეტს ფიქრობდა, მით უფრო ერეოდა თავში
ყველაფერი. არ უნდოდა შეცდომა დაეშვა... ისევ. საკუთარ თავს არ აძლევდა
უფლებას მოქცეულიყო ისე, როგორც უნდოდა სინამდვილეში. იცოდა რომ ეს არ
შეიძლებოდა, შეცდომა იყო, მაგრამ... ჯანდაბა, თავს ვერ ერეოდა! მის გაცოფებასთან
ერთად ამერიკული ფეხბურთის ბურთი კედელს შეასკდა და საწყლად დავარდა
ძირს. სანდრო წამოდგა, კარადის თავზე შეგდებული, განსაკუთრებული
შემთხვევებისთვის გადანახული სიგარეტის კოლოფი და საფერფლე ჩამოიღო და
ფანჯარასთან მივიდა. რამდენი ხანია აღარ მოუწევია... რატომ მოქმედებს ეს გოგო
მასზე ასე ძალიან? რა უნდა? რის მიღწევას ცდილობს? რატომ ურევს სანდროს
ცხოვრებას? თითქოს ეს შეშლილი ტერორისტი არ ეყოფოდა, ახლა ანიკაც დაემატა.
თავსაც რომ ვერაფერს უხერხებს? იცის, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება, მაგრამ თავს
მაინც ვერ ერევა. ანიკაც აღარ ცდილობს თავის შეკავებას... სანდროს წეღანდელი

~ 88 ~
კოცნა გაახსენდა და სიგარეტი საფერფლეს დაასრისა. აგიჟებდა ეს გოგო. უყვარდა?
არა, სისულელეა! აბა რატომ ვერაფერს უხერხებდა თავს?

-სანდრო, გეყოს!-ამოიგმინა ბიჭმა და საწოლში დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ


საოცრად უნდოდა ანიკასთან გასვლა. მთელი ღამე ძილი არ მიჰკარებია.

ძილი არც ანიკას მიჰკარებია. ვერც საწოლში ისვენებდა, არც ის იცოდა რა ეკეთებინა.
თბილისში დარეკვა კი არ უნდოდა. ყველაფრის მიუხედავად, უცნაურად გრძნობდა
თავს. ყოველთვის ამბობდა, ჯობია გარისკო და ინანო, ვიდრე ინანო ის, რომ არ
გარისკეო. ცოტა ხნის წინაც ასე მოიქცა და სულაც არ უნანია. მეტიც, არც ეგონა მისი
მცდელობა ასე ნაყოფიერად თუ ჩაივლიდა, მაგრამ სანდრომ მართვის სადავეები
ხელში აიღო... ანიკას ახლაც ჟრუანტელი უვლიდა წეღანდელის გახსენებისას.
გაუცნობიერებლად ტუჩი მოიკვნიტა და მეოცნებედ ჩაეღიმა. სანდრო რა საყვარელი
იყო... თან ბოლოს როგორ უთხრა?! პასუხი დამაკმაყოფილებელიაო... საინტერესოა,
ხვალ როგორ უნდა შეხვდეს? ან სანდრო რას მოიმოქმედებს? გოგონას გული
მუცელში უვარდებოდა ხვალინდელი დღის წარმოდგენისას. თან შაბათია, სკოლაშიც
არ უწევს წასვლა... ნიკს როგორ უნდა უთხრას უარი? ვაიმე, ნიკი!

-ანიკა, დამშვიდდი! ყველაფერი კარგად იქნება.-შეუძახა საკუთარ თავს, შემდეგ კი


საბანში მყუდროდ გაეხვა და ეცადა დაეძინა. მისი მცდელობა მცდელობად დარჩა...

* * *
მეორე დილით ისეთი მზიანი დღე გათენდა, ანიკა საწოლიდან სიხარულით
წამოფრინდა. რაც შემოდგომა დაიწყო, გოგონას ასეთი მზიანი დღე არ ახსოვდა. ან
შეიძლება თვითონ ეჩვენებოდა ყველაფერი განსაკუთრებულად.

-დღეს დიდი დღეა, ჩემო ძვირფასო! არაჩვეულებრივად უნდა გამოიყურებოდე!-


ანიკამ სარკეში საკუთარ გამოსახულებას თვალი ჩაუკრა და სააბაზანოსკენ გაემართა.
ამაღლებული განწყობის მიუხედავად, მაინც ძალიან ნერვიულობდა. ვერც ცხელი
წყლის ჭავლმა უშველა, ვერც მისმა საყვარელმა, თმის ვარცხნის პროცედურამ. რაც
უფრო ახლოვდებოდა დაბლა ჩასვლის დრო, მისი მუცელი მით უფრო ემსგავსებოდა
რკინიგზის სადგურს. ბოლოს ისიც კი იფიქრა, ნეტავ გია და მარიკა სახლში იყვნენო,
მაგრამ... მაგრამ რაც ანიკა აქ გადმოვიდა საცხოვრებლად, მათ თითქმის ვერ ხედავდა.
დილით უთენია მიდიოდნენ სამსახურში, ღამით კი ან გვიან ბრუნდებოდნენ, ან
საქმიან ვახშამზე იყვნენ. შაბათ-კვირასაც კი საქმეე გამოუჩნდებოდათ ხოლმე. სულ
თითზე ჩამოსათვლელი იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ისინი ერთად
ვახშმობდნენ.

~ 89 ~
-ანიკა, ნუ ფიქრობ უაზრობებზე! ახლა ჩახვალ და დაელოდები რას მოიმოქმედებს
სანდრო.-შეუძახა საკუთარ თავს, მოკლე, ჯინსის შორტი და თხელი მაისური ჩაიცვა
და დაბლა ჩავიდა.

კიბეზე ჩასვლისას მუხლები უკანკალებდა, სამზარეულოში შესვლისას მუხლებს


მუცლის ტკივილიც დაემატა, ხოლო როდესაც სანდრო ბარის მაგიდასთან
დასკუპებული დაინახა, მისმა გულმა ორმაგი ბრუნი გააკეთა და მუცელში ჩავარდა.

-დილა მშვიდობისა!-მიესალმა ყურებამდე გაღიმებული და ვარდისფერ ფინჯანში


ყავა ჩამოისხა. მისი ღიმილი მაშინვე გაქრა, როდესაც სანდროს ცივი ხმა გაიგო.

-გამარჯობა.-მოკლედ მოუჭრა ბიჭმა და ყავის ფინჯანი მოიყუდა.

-მოხდა რამე?

-უნდა გელაპარაკო, ანიკა.

-რაზე? რა მოხდა?-სერიოზულად შეშფოთდა გოგონა.

-არ ვიცი როგორ დავიწყო.-სანდრო ისე ღელავდა, თითქოს ვინმეს სიკვდილის ამბავი
უნდა ეცნობებინა.-მოკლედ, გუშინ რაც მოხდა... ეს შეცდომა იყო.

-რა?-ხმა აუკანკალდა ანიკას, თვალები კი ცრემლებით აევსო. წამით, როდესაც


სანდრომ თვალებში ჩახედა, თითქოს გადაიფიქრა კიდეც, მაგრამ ღრმად ჩაისუნთქა,
საკუთარ თავს შეახსენა, რომ ეს აუცილებელი იყო და გააგრძელა.

-გუშინ ორივე ნასვამები ვიყავით. შენც ბევრი დალიე და რაღაც სისულელე მოხდა.
მოკლედ, ვწუხვარ გუშინდელის გამო და გპირდები, რომ აღარ განმეორდება.

-ნამდვილად აღარ განმეორდება!-ანიკამ ირონიულად ჩაიცინა, წამოხტა და ფინჯანი


ნიჟარაში ჩაანარცხა, შემდეგ კი სანდროს მიუბრუნდა გაცოფებული:-არასდროს არ
უნდა დალიო იმდენი, რომ სასმელმა გმართოს. მე ყოველთვის, ნებისმიერ
მდგომარეობაში, პასუხს ვაგებ ჩემს ქმედებაზე და ვაცნობიერებ რას ვაკეთებ, შენგან
განსხვავებით. ამიერიდან შეგიძლია მშვიდად იყო, გუშინდელი ნამდვილად აღარ
განმეორდება!-შემდეგ კი სამზარეულოდან ვამპირის სისწრაფით გავარდა საკუთარ
ოთახში.

სანდროს და სავარაუდოდ თქვენი აზრითაც, ანიკა ბალიშში ჩაეფლობოდა და მთელ


დღეს ტირილში გაატარებდა, მაგრამ ორივენი მწარედ შეცდით. ანიკამ ისეთი
გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც შემდეგ აუცილებლად ინანებდა. კედები
ამოიცვა, შემოსაცმელს დაავლო ხელი და ისევ დაბლა ჩაირბინა. მისი ოთახის კარი
ისეთი ძალით გაჯახუნდა, რომ სანდრო უკვე მისაღებში ელოდა.

-სად მიდიხარ?

~ 90 ~
-შენი საქმე არ არის!

-ანიკა, მაპატიე თუ გაწყენინე.

-არ მწყენია, უბრალოდ მეჩქარება.

-სად მიდიხარ?

-ნიკთან! დაკმაყოფილდი?-ანიკა პირდაპირ აფრქვევდა ირონიას.

-არსადაც არ წახვალ!-ახლა სანდრო გაცოფდა.

-ბატონო? მაპატიე, მაგრამ შენ არავინ გეკითხება როგორ გავატარებ თავისუფალ


დროს!-მოუჭრა ანიკამ და კარი გაიჯახუნა.

მის გასვლასთან ერთად სანდროს ხელში მოქცეული ფინჯანიც კედელს შეეფშვნა.

* * *
ანიკამ სახლიდან გასვლისთანავე ჯიბიდან მობილური ამოაძვრინა და ნიკს დაურეკა.
გაცოფებას ისე მოიეცვა, კარგად ვერც აცნობიერებდა რას აკეთებდა.

-ნიკ, შეგიძლია შემხვდე?-მისალმების ნაცვლად პირდაპირ საქმით დაიწყო.

-ოჰ, გაგახსენდი? რაშია საქმე?

-ნიკ, ირონიის დრო არ მაქვს. შემხვდები თუ არა?

-რა ხდება, რანაირი ხმა გაქვს?

-ნიკოლას! საქმე მაქვს!

-კარგი, კარგი, დამშვიდდი. ახლავე წამოვალ. სად მოგაკითხო?

-სახლთან ვარ!-ანიკა ისეთი გაბრაზებული იყო, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ესეც
შენი კარგი დღე! როგორ გეგმავდა?! ჰმ! იმაზეც კი ნერვიულობდა ნიკს უარი როგორ
ვუთხრაო. უნამუსო! როგორ უთხრა, მთვრალი იყავი და სისულელე ჩავიდინეთო,
არა?! გუშინ სულ არ ეტყობოდა სისულელეს თუ აკეთებდა!

-უხხ, როგორ მინდა თავში რაღაც ჩავარტყა!-ანიკა მულტიპლიკაციური ფილმის


გმირს ჰგავდა, რომელიც გაბრაზებისას ყურებიდან ბოლს უშვებს. თითებს
იტკაცუნებდა, ფეხს ინაცვლებდა და მოუთენლად ელოდა ნიკს, რომელიც სულ
რამდენიმე წუთში მივიდა. მისალმებაც არ აცადა, ისე მიუსკუპდა ბაიკზე.

~ 91 ~
-გამარჯობა!-გაეცინა ნიკს.-ჩაფხუტი მაინც დაიხურე.-გოგონას წითელი ჩაფხუტი
გაუწოდა და ძრავა ააღმუვლა.-აბა, საით წავიდეთ?

-არ ვიცი, სადმე. უნდა გელაპარაკო.

-კარგი, მაშინ მოდი ჩემს საყვარელ პარკში წაგიყვან.-ნიკმა ბაიკი ადგილს მოსწყვიტა.
ანიკა იჯდა მოკლე შორტებსა და თხელ მოსაცმელში გამოწყობილი და ცალკე
ამინდის გამო იყინებოდა, ცალკე ბაიკის სიჩქარისგან. ინანა პირდაპირ რომ
გამოვარდა სახლიდან, მაგრამ იქ გაჩერება აღარ შეეძლო. არა, რა ნამუსით უთხრა
სანდრომ, არსადაც არ წახვალო?! აი ახლა უყუროს, როგორ მოიქცევა ანიკა. საერთოდ
არ მოშორდება ნიკს. მორჩა, გადაწყვეტილია, სათქმელი უნდა ითქვას!

-მოვედით, აბა, რისი თქმა გინდოდა?-ნიკმა ბაიკი პარკის შესასვლელთან გააჩერა და


ანიკასთან ერთად შიგნით შევიდა. მზე ანათებდა, მაგრამ არ აცხუნებდა.
შემოდგომისთვის უჩვეულოდ ნათელი ამინდი იყო.

-ნიკ, მინდა ბოდიში მოგიხადო გუშინდელის გამო. სანდროს არ სიამოვნებს ჩემი


შენთან ურთიერთობა.

-და სანდროს აზრი ასეთი მნიშვნელოვანია შენთვის? ამის სათქმელად შემხვდი?-


გაღიზიანებულმა შეაწყვეტინა ნიკმა.

-არა, ნუ მაწყვეტინებ! მისი აზრი სულ ფეხებზე მკიდია და არანაირი უფლება არ აქვს
ამიკრძალოს ვინმესთან ურთიერთობა, მითუმეტეს იმის შემდეგ, რასაც ახლა გეტყვი.
-ანიკამ ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ისე წარმოთქვა, თითქოს სასიკვდილო განაჩენზე
მოეწეროს ხელი:-თანახმა ვარ შენი შეყვარებული გავხდე.

-მართლა?-ნიკს თვალები ისე გაუბრწყინდა, როგორც ორი წლის ბავშვს ნაყინის


დანახვისას.

-მართლა...-გაეცინა ანიკას.

-მაგარია!-ნიკი სწრაფად შეეხო გოგონას ტუჩებს, შემდეგ კი მაგრად ჩაიხუტა. ვერ


გეტყვით ანიკა ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო-მეთქი, მაგრამ გაბრაზებამ ცოტათი
გადაუარა. ნიკი შესანიშნავი ბიჭია, არაჩვეულებრივი მანერებით, თბილი,
მზრუნველი, ყურადღებიანი. ანიკას აუცილებლად შეუყვარდება. სულ ცოტა დროა
საჭირო.

გოგონა საკუთარი თავის დარწმუნებას ცდილობდა, ნიკის კოცნას კოცნითვე


პასუხობდა, ეხუტებოდა, უღიმოდა, მაგრამ ფიქრებით სხვაგან იყო. ხვდებოდა რომ
ცუდად მოიქცა, მაგრამ იქნებ შეუყვარდეს? ჯერ ხომ არ იცის რა მოხდება მომავალში.
ჰმ, რომ არ იცის იმიტომაც მოიქცა ასე. აბა რომ სცოდნოდა რა სიურპრიზი ელოდა
წინ... რას წარმოიდგენდა, რომ ცოტა ხანში ნატვრა აუხდებოდა. მაგრამ... მაგრამ
ზოგჯერ ჯობია ნატვრადვე დარჩეს ის, რამაც ასრულების შემდეგ შესაძლოა იმედი
~ 92 ~
გაგიცრუოს. შესაძლოა შენი კუმირი სულაც არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორადაც
ოცნებებში ხატავდი. შესაძლოა ის ისეთივე ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული
იყოს, როგორიც ყველა. შენ კი, რომელიც მისგან გმირის სახეს ქმნიდი,
იმედგაცრუებული და მწარედ გაღიმებული დარჩები...

* * *
ნიკმა ანიკა სახლში საღამოს მიიყვანა. თვითკმაყოფილი ღიმილით ეზოს კართან
დიდხანს აბღუილებდა ბაიკს, ხოლო როდესაც სახლიდან გაცოფებული სანდრო
გამოვარდა, ანიკა მშვიდად გადმოვიდა ბაიკიდან და ნიკს აკოცა. ბიჭმა წელზე მოხვია
ხელები და ჩაიხუტა. ბოლოს ანიკა სანდროსკენ ისეთი ღიმილით შებრუნდა, წარბის
აწევაღა აკლდა. სახეზე ეწერა: „-დაინახე რაც დაკარგე, იდიოტო!“. სანდრო კი ნელ-
ნელა ივსებოდა სიბრაზით. ანიკა სახლში შევიდა თუ არა, მაშინვე შეყვა და კარი
ხმაურიანად დაკეტა.

-სად იყავი ამ დრომდე?-მიმართა კიბისკენ მიმავალ გოგონას.

-ვერ დაინახე? თუ ზუსტი მარშრუტი გაინტერესებს? და საერთოდაც, რა შენი საქმეა?-


ანიკას კარგად გამოსდიოდა თამაში.

-ანიკა, რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო, რომ...

-...სანდრო, ძალიან გთხოვ, თავიდან არ დაიწყო რა! -მობეზრებულად გააწყვეტინა


გოგონამ.-არანაირი მიზეზი არ მაქვს, რომ ნიკთან ურთიერთობა გავწყვიტო,
მითუმეტეს რომ ის ჩემი შეყვარებულია და სულ არ მაინტერესებს მასზე სხვების
აზრი.-ანიკამ ფეხი კიბეზე შედგა, მაგრამ შემდეგ სანდროს მიუბრუნდა და დაამატა:-
და მართლა, შენ არც ჩემი ძმა ხარ და მითუმეტეს არც მამა, ასე რომ, არანაირი მიზეზი
და უფლება არ გაქვს ბიჭთან ურთიერთობა ამიკრძალო!-შემდეგ კი
დემონსტრაციულად აუყვა კიბეებს და როდესაც თვალს მიეფარა, ყურებჩამოყრილი
შევიდა ოთახში.

რატომ იქცევა ასე? იქნებ მართალს ეუბნება სანდრო ნიკთან დაკავშირებით? იქნებ
მართლა იცის რამე? მაგრამ ნიკი რომ არაჩვეულებრივად ექცევა? ისეთი კარგია...
დიახაც, სწორად იქცევა! არ იმსახურებს სანდრო, რომ ანიკამ მისი აზრი
გაითვალისწინოს. დილით რაც მან უთხრა, შეიძლება ითქვას შეურაცხყოფის
ტოლფასი იყო. ანიკამ ძალიან დამცირებულად იგრძნო თავი და პირობაც დადო, რომ
სანდროს ამას აუცილებლად ანანებდა. მართალია ნიკის ამისთვის გამოყენება
უსამართლობა იქნებოდა, მაგრამ ანიკა მოახერხებდა როგორმე ამ ამბის ისე
მოგვარებას, რომ მისთვის გული არ ეტკინა...
~ 93 ~
ფიქრები „სკაიპის“ ზარმა გააწყვეტინა, ელენე ურეკავდა.

„-ელე, როგორ ხარ, ძვირფასო?

-ანიკა, ახლა მოიტანე წყალი, დაჯექი და კარგად მომისმინე!-ელემ ისეთი


დამაინტრიგებელი ხმით უთხრა, გოგონას ცოტათი შეეშინდა კიდეც.

-რა მოხდა? ჩემები ხომ არ არიან ცუდად? კვირაზე მეტია არ მილაპარაკია.

-არა, ყველანი კარგად არიან და ყველაფერი კარგადაა, თან ძალიან კარგად. ახლა
დაჯექი და მომისმინე. აბა თუ გამოიცნობ დღეს ვინ მოგიკითხა?

-ბექამ?-დაბნეულმა გაიხსენა ანიკამ ყოფილი შეყვარებული.

-ვინ ბექამ, გიგაურმა? არა, მაგას ახალი შეყვარებული ჰყავს, ვიღაც მაკო. მაგრამ ეს
ახლა რა შუაშია. მოკლედ, მოვდივარ სკოლიდან და შენს კორპუსთან მესმის ბაიკის
ხმა!

-ვაიმე! მოსული იყო?

-მოსული კი არა, თავის ძველ ბინაში გადმოვიდა!

-რა? რა იცი?-თვალები გაუბრწყინდა ანიკას.

-თუ დამაცდი თქმას, გაიგებ! მთავარი წინაა, აბა, მოემზადე!

-ნუ მომკალი, მალე!

-მოკლედ, გავუარე გვერდით და მაჩერებს...

-რა? რა უნდოდა?

-ანიკა, დამაცადე!

-კარგი, ბოდიში.

-გამაჩერა და მეკითხება: შენ ანიკას დაქალი არ ხარო? შოკში ჩავვარდი. რამდენი


ხანია აღარ დამინახავს, ხომ კარგად არისო. თითქმის ერთი თვეა უკან გადმოვედი და
არც ერთხელ არ გამოუხედავს ბაიკის ხმაზეო.

-ვა-ი-მე! ღმერთო ჩემო! მართლა? მართლა მეუბნები? ელენე!

-დამშვიდდი და მომისმინე! მე ვუთხარი რომ ნიუ-იორკში ხარ, სკოლიდან გაუშვეს


გაცვლითი პროგრამით-მეთქი. გაუხარდა, რა მაგარიაო. მერე შენი გვარი მკითხა და
დამემშვიდობა. გამოვშტერდი ისე გამიკვირდა.

-დედას გეფიცები გული ცუდად მაქვს. ჩემი გვარი რაში აინტერესებდა?

~ 94 ~
-ჭკვიანო! შედი აბა ინტერნეტში.

-არ არსებობს!-წამოიკივლა ანიკამ და თვალები გაუბრწყინდა.-დამატების მოთხოვნა


გამომიგზავნა!

-დაამატე მერე!-გაეცინა ელენეს დაქალის დაბნეულობაზე.

-ვაიმე, არ მჯერა! ახლა რატომ გავახსენდი? მთელი ერთი წელი ყველანაირად


თვალში ვეჩხირებოდი და ვერ მამჩნევდა, ახლა რამ გაახსენა ჩემი თავი?

-ყურადღება შემოაკლდა ალბათ და გაუკვირდა რატომ აღარ იყავი აივანზე


გადაკიდებული მისი ბაიკის ხმის გაგონებისას.

-შეიძლება, მაგრამ მაინც ძალიან მიკვირს მისი ეს საქციელი. რამ გადარია ამხელა
კაცი?-ჩაფიქრდა ანიკა და შემდეგ უცბად წამოიკივლა.-მომწერა!

-შენ მე მალე დამაყრუებ!-დასცინა ელემ.-ახლა წავალ, შენ შენს ბაიკერს მიხედე!“-


დაემშვიდობა მეგობარი და დატოვა მარტო აციმციმებული მონიტორის წინ. ანიკა
სასიამოვნოდ გაოგნებული იყო და არ სჯეროდა რომ ეს მის თავს ხდებოდა. რატომ
გაახსენდა „მას“ მაინცდამაინც ახლა? ან საერთოდ რატომ გაახსენდა? ანიკა ხომ
მისთვის არაფერს წარმოადგენდა. უბრალოდ ერთხელ წერილი დაუწერა, ბაიკზეც
შემოუსკუპდა და მორჩა, მეტი არაფერი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ანიკა
მასზე ოცი წლით უმცროსი იყო. იყო პერიოდი, როცა ფიქრობდა, რომ ბაიკი არაფერ
შუაში იყო და სინამდვილეში ის მოსწონდა. შემდეგ ყველაფერი შეიცვალა... ჯერ
დაზამთრდა და ანიკას ბაიკის ხმა სამი თვე აღარ გაუგია. მხოლოდ ხანდახან, მზიან
ამინდებში თუ მოესმებოდა ნაცნობი ძრავის გუგუნი. შემდეგ რკინის რაშის მხედარმა
ბინა შეიცვალა და ის ცალმხრივი კავშირიც გაწყდა, რომელიც მას და ანიკას
ჰქონდათ. მოგვიანებით ანიკას კლასში ახალი მოსწავლე გადმოვიდა, ბექა... ერთ
თვეში ის და ანიკა უკვე შეყვარებულები იყვნენ, მაგრამ არც მათი ურთიერთობა
აეწყო. ზაფხულმა ყველაფერი გააფუჭა და სანამ გოგონა ნიუ-იორკში წამოვიდოდა,
დაშორდა კიდეც. ბექამ ეს ამბავი ისე მშვიდად მიიღო, თითქოს არც გაჰკვირვებია.
საერთო ჯამში, თუ ბოლოს რბოლაზე თვალის მოკვრას არ ჩავთვლით, უკვე ძალიან
დიდი დრო იყო გასული, რაც ანიკას „ის“ არ ენახა და ახლა, ასე მოულოდნელად და
სრულიად დაუჯერებლად გამოჩნდა.

„-გამარჯობა! იმედია მიცანი. როგორ ხარ?-ანიკას სუნთქვა შეეკრა ამის წაკითხვისას


და თვალები დააჭყიტა.

-გამარჯობა. გიცანი, რა თქმა უნდა. კარგად, შენ როგორ ხარ?

-მეც კარგად. დღეს შენი მეგობარი ვნახე. მან მითხრა სადაც იყავი. გამიკვირდა
ამდენი ხანი რომ არ გამოჩნდი.

-ვიცი, მითხრა ელემ. რატომ დაბრუნდი?


~ 95 ~
-ვერ შევეგუე ახალ სახლს. შენ შეეჩვიე ნიუ-იორკს თუ მანდ არ არიან ლურჯი
„იამაჰას“ მხედრები?

-როგორ არა. ჩემს მეგობარსაც „იამაჰა“ ჰყავს, მაგრამ წითელი...

-კარგია...-უხერხული პაუზა ჩამოწვა, ანიკა ვერ ხვდებოდა რა უნდა მიეწერა.


არაკომფორტულად და დაძაბულად გრძნობდა თავს.

-რატომ მომძებნე?-მისწერა ბოლოს და სუნთქვაშეკრული დაელოდა პასუხს,


რომელმაც ცოტათი დააგვიანა კიდეც.

-სიმართლე გითხრა, არ ვიცი. უბრალოდ იმდენად შეჩვეული ვიყავი ჩემი ძრავის


გუგუნისას შენს მზერას, რომ გამიკვირდა როცა ვეღარ დაგინახე. თავიდან ვიფიქრე,
რომ უბრალოდ ჩემი დანახვა აღარ გინდოდა, შემდეგ ვერც რბოლაზე შეგნიშნე და
მივხვდი, რომ საქმე სერიოზულად იყო.

-იქნებ უბრალოდ ბაიკები აღარ მაინტერესებდა?

-არა, შეუძლებელია.

-რატომ? არ შეიძლებოდა გადამყვარებოდა? სამყარო მხოლოდ შენ გარშემო ხომ არ


ბრუნავს.-თვითონაც არ იცოდა რატომ მისწერა ასე, მაგრამ ძალიან გაბრაზდა.

-ანიკა, ეგ არაფერ შუაშია. შეუძლებელია ასე უბრალოდ გადაგიყვარდეს ის, რაც


მართლა გიყვარს. აქ მე არაფერ შუაში ვარ. მე უბრალოდ პატარა ბიძგი მოგეცი, რომ
ბაიკები ასეთ დონეზე შეგყვარებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ჩემ გამო არ
დადიოდა რბოლებზე.

-მითუმეტეს რომ არც ვიცოდი ბოლო რბოლაზე საერთოდ თუ მოგკრავდი თვალს.

-მართალია. რაღაც მინდა გკითხო...

-გისმენ.

-წერილი რატომ დამიწერე?

-რა? წერილი?

-ჰო, წერილი, ოცდაორ სექტემბერს. თავიდანვე მივხვდი, რომ შენი დაწერილი იყო.

-როგორ მიხვდი?

-შენ გგონია მანამდე ვერ გამჩნევდი? ეზოში რამდენჯერაც დამინახავდი, თვალები


გიბრწყინდებოდა და მეგობართან ერთად ქართულ, ტრადიციულ ჭორაობას
აჩაღებდი. თან წერილში ისეთი სიტყვები გეწერა... ცოტა ხნის შემდეგ რომ მითხარი,

~ 96 ~
ერთი წელია მინდოდა თქმა და ვერ ვბედავდიო, მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი რომ
შენი დაწერილი იყო.

-რატომ არაფერი მკითხე?

-რა აზრი ჰქონდა? ისედაც დარწმუნებული ვიყავი. თან არ მინდოდა დამებნიე მაშინ,
როდესაც ისედაც ძლივს გაბედე და მოხვედი.

-გმადლობ.

-სამადლობელი არაფერია. ბედნიერი ვარ რომ შენი პირველი ოცნების ასრულებაში


მე დაგეხმარე.“

იმ დღისით საუბარი ასე დაასრულეს, მაგრამ ანიკამ გონებაში მილიონი გაგრძელება


მოუფიქრა. რატომღაც უკმაყოფილო იყო, თუ იმედგაცრუებული. ადრე სადღაც
წაიკითხა, ყოველგვარი იმედგაცრუების მიზეზი, მეტის მოლოდინიაო და დღეს
საბოლოოდ დარწმუნდა ამაში. რატომ ელოდა რაღაც განსაკუთრებულს? ისიც ხომ
ჩვეულებრივი ადამიანია. მაგრამ ანიკამ მისგან გმირი შექმნა, ლურჯ ბაიკზე
ამხედრებული რაინდი... რა უნდა ქნას ახლა? ასეთ გაურკვევლობაში პირველადაა.
სანდრო ძალიან მოსწონს, მაგრამ მასზე ისეთი გაბრაზებულია, ურჩევნია თვალშიც
არ მოხვდეს. ნიკი კი ძალიან საყვარელი და მზრუნველია, მაგრამ სიმართლეს ხომ
ვერ გაექცევა? არ უყვარს ეს ბიჭი! რა უნდა ქნას, როგორ მოიქცეს? დაიღალა ამ
ყველაფრით. ძველი დრო მოენატრა. მის ერთადერთ საზრუნავს საყვარელი
გადაცემის ახალი ეპიზოდი რომ წარმოადგენდა ის დრო. მშვიდი, თბილი და
კეთილი. ელენესთან ერთად პოპკორნმომარაგებული რომ იჯდა ტელევიზორის წინ
და ინტერესისგან ცქმუტავდა. რაც აქ ჩამოვიდა იმის შემდეგ სულ ენატრებოდა
თბილისი და მშობლიური სახლი, მაგრამ მშობლებს ხშირად მაინც არ ურეკავდა,
რადგან მათთან საუბრის შემდეგ მონატრება კიდევ უფრო უძლიერდებოდა და ცუდ
ხასიათზე დგებოდა. ახლა კი დაუფიქრებლად დააჭირა „სკაიპში“ მწვანე ღილაკს და
დედის დანახვისას თავი ძლივს შეიკავა რომ არ ატირებულიყო. აი ლიკას კი
ღვარღვარით სდიოდა ცრემლები.

”-როგორ მომენატრე, დედიკოს სიხარულო. სად დაიკარგე ამდენ ხანს? როგორ ხარ,
რა ხდება შენს ცხოვრებაში ახალი და კარგი?

-მეც ძალიან მომენატრე, დე. და გთხოვ, ნუ ტირი. მაპატიე,დიდი ხანია არ


შეგხმიანებივართ. ჩემთან ყველაფერი კარგად არის, სკოლაშიც და მეგობრებთანაც.
მამა როგორ არის? თქვენ და ნინი როგორ ცხოვრობთ?

-ჩვენც კარგად ვართ, საყვარელო. მამა სამსახურშია. ერთია კვირაა საგიჟეთი აქვს.
ახალი პარტია გააქვთ ესპანეთში და დღე-ღამეში სამი საათი თუ სძინავს მხოლოდ.
ნინიც კარგი გოგოა, კარგად აღზრდილი და ჭკვიანი. ახლა ისიც ბებია-ბაბუასთანაა

~ 97 ~
წასული და მე ვარ მარტო. აბა, მომიყევი, დე, როგორ ერთობი? ვინმე ხომ არ
გამოჩენილა თეთრი რაშით?

-არა, თეთრი რაშით_არა.“-გაეცინა ანიკას და ჰელოუინის სამზადისიდან


მოყოლებული ყველაფერი მოუყვა. ნიკზეც გადაუკრა ერთი-ორი სიტყვა, მაგრამ
სანდროსა და ლურჯი ბაიკის მხედრის ისტორია დროებით საიდუმლოდ შეინახა.
აუცილებლად ეტყოდა ყველაფერს მოგვიანებით, მაგრამ ჯერ საკუთარ თავში უნდა
გარკვეულიყო. არც ტერორისტის შესახებ უთქვამს არაფერი. ლიკა ძალიან ემოციური
ქალი იყო და არ უნდოდა ენერვიულებინა. ძალიან დიდხანს ილაპარაკეს. იმდენად
დიდხანს, რომ ამასობაში ნინიც დაბრუნდა და ანიკა მასაც ელაპარაკა. ძალიან
საყვარელი და სასიამოვნო მოსაუბრე გამოდგა. თბილი და ყურადღებიანი.
ელენესთანაც კარგად აუწყია ურთიერთობა, სკოლაშიც. ანიკამ ბევრი მსგავსება
დაიჭირა და ბედნიერად იგრძნო თავი. ცოტა არ იყოს ეგოისტურად გამოსდიოდა,
მაგრამ უხაროდა, რომ მარტო თვითონ არ იყო ასეთ მდგომარეობაში, მარტო თვითონ
არ უტევდა მონატრება და მარტო თვითონ არ ათენებდა ღამეებს. და ეს ღამეც
გაათენა. წინ კი ახალი დღე და საინტერესო თავგადასავალი ელოდა. სულ მალე
ყველაფერს ფარდა აეხდებოდა...

თავი 10

სკოლაში უცნაური არეულობა იყო. რაღაცისთვის ემზადებოდნენ. ანიკა ნიკთან


ერთად მივიდა და ძლივს შეაღწია შენობაში. ისეთი სამზადისი იყო, თითქოს ვინმე
დიდებულს ელოდნენ.

-რა ხდება, გუბერნატორი მოდის?-წამოსცდა ანიკას და უცბადვე ენაზე იკბინა.

-არა, მამას არაფერი უთქვამს.-გაეცინა ნიკს.-მაგრამ მეგის ნამდვილად ეცოდინება. ის


ხომ სკოლის სული და გულია.

-კი, მაგრამ მგონი ახლა სკოლის თვალები და ყურები უფრო გვჭირდება.-აჰყვა


ანიკაც.

-ანიკა!-წამოიკივლა ჯესიკამ მათ დანახვაზე.

-ზუსტად ახლა გახსენებდით!-გაეცინა ნიკს.-რა ხდება, ვინმეს უნდა დავხვდეთ?

-არა, თუ კი. არ ვიცი. მოკლედ, ცნობილს არავის, მაგრამ აბა, გამოიცანი დღეს ვინ
ბრუნდება? ვიქტორია!

~ 98 ~
-ოჰო, დღეს დიდი დღე ყოფილა!-გაეცინა ნიკს.-მოდი, მე დაგტოვებთ და
მოგვიანებით შემოგიერთდებით!-ბიჭმა ჯესიკა გადაკოცნა, ანიკას მსუბუქად აკოცა
და წავიდა.

-უკვე ორი კვირაა რაც შეყვარებულები ხართ, მაგრამ ჯერ კიდევ აღფრთოვანებული
ვარ თქვენით!-აკივლდა ჯესიკა.

-ჩუ! რა გაყვირებს?-გაეცინა ანიკას.-ვიქტორია ვინაა?

-ოო, ვიკი ჩვენი სკოლის დედოფალია.-ჩაიფხუკუნა გოგონამ.-მხარდამჭერთა გუნდის


კაპიტანი, ყველაზე პოპულარული გოგო მთელ სკოლაში. რაც კი რამ ჩატარებულა
სკოლაში, ყველგან ის იღებს დედოფლის სტატუსს. ამჟამად სკოლის საფეხბურთო
გუნდის კაპიტანს ხვდება. მასთან ურთიერთობა მას შემდეგ გააბა, რაც ნიკი
დაშორდა.-უცბად ჩამოურაკრაკა ჯესიკამ ყველაფერი და ბოლოში ენაზეც იკბინა.

-მოიცა, ეგ და ნიკი შეყვარებულები იყვნენ? და ნიკმა ასეთი გოგო მიატოვა? კი, მაგრამ
რატომ?-გაუკვირდა ანიკას.

-ამმ, არ ვიცი. ალბათ ერთმანეთს ვერ გაუგეს...-ჯესიკას ტვინი გამალებით მუშაობდა


რამე რეალურის მოსაფიქრებლად.

-ჯეს, აბა, შემომხედე, სულელს ვგავარ? თუ არასაკმარისად გიცნობ იმისთვის, რომ


მივხვდე როდის მატყუებ?

-ანიკა, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, რატომ დაშორდა ნიკი თავის ყოფილ


გოგონებს? მთავარია, რომ ახლა ერთად ბედნიერები ხართ.

-ჯეს, მინდა ვიცოდე, რომ იგივე შეცდომა მეც არ დავუშვა.-სახელდახელო ტყუილი


მოიფიქრა ანიკამ და მეგობარს კნუტის თვალებით გახედა.-ნუთუ არ დამეხმარები,
რომ ნიკთან ერთად ბედნიერი ვიყო?

-ანიკა, გთხოვ, ნუ ართულებ. ვიკის არაფერი დაუშავებია. პირიქით, ნიკი იმის გამო
დაშორდა, რომ სხვა შეუყვარდა. სრულიად უმიზეზოდ მიატოვა. ვიკიმ კი ეს ვერ
მოინელა და მას შემდეგ სიცოცხლეს უმწარებს.

-ვის გამო დაშორდა? ვიცნობ?

-ანიკა, რა გჭირს? ნუ იქექები წარსულში!

-ჯეს, თუ ეს ასეთი უმნიშვნელოა, რატომ არ მეუბნები? იცი, რომ ეჭვიანობის სცენებს


არ მოვაწყობ, მითუმეტეს წარსულის გამო. უბრალოდ მინდა ვიცოდე, ვის გამო
დაშორდა ნიკი ვიქტორიას. სხვა თუ არაფერი, კონკურენტს ხომ მაინც უნდა
ვიცნობდე, რომ ფრთხილად ვიყო?!

~ 99 ~
-მმ, კარგი, გეტყვი, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით: ამ საქმეს შეეშვები და საერთოდ
დაივიწყებ, კარგი?

-გპირდები!-ანიკამ ყოველი შემთხვევისათვის ზურგსუკან თითები გადააჯვარედინა.

-ნიკი ვიქტორიას ნინის გამო დაშორდა.-ისე სწრაფად თქვა ჯესიკამ, ანიკას


დაკვირვებით რომ არ ესმინა, ვერც გაიგებდა.

-რა? რატომ?

-ანიკა, შენ მე დამპირდი. მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს. ნუ ღელავ, ისინი მაინც მალე
დაშორდნენ, ნინი სხვანაირი გოგოა და მალევე მიხვდნენ, რომ ერთმანეთს ვერ
ეწყობოდნენ. ახლა კი რაც შეეხება ვიკის. აქედანვე გაფრთხილებ, თვალში ცუდად არ
მოხვდე, თორემ სიცოცხლეს გაგიმწარებს, მითუმეტეს, რომ ახლა ნიკის შეყვარებული
ხარ. მოკლედ, უფრთხილდი ჩვენს „ბარბის“.

-ჯეს, შენ რა დამცინი? თუ ფიქრობ, რომ ვინმეს, მითუმეტეს „ბარბის“, უფლებას


მივცემ თავის ჭკუაზე მატაროს, ძალიან ცდები, საყვარელო! ვნახოთ ვინ არის ეგ
თქვენი ვიკი!-ანიკამ სიტყვა დაამთავრა თუ არა, მაშინვე სკოლის მთავარი კარი
გაიღო და ქერა ლამაზმანი ფეხსაცმლის წვრილი ქუსლების კაკუნით შემოვიდა.
ანიკამ ვერც შენიშნა ისე დააღო პირი, რომელიც შემდეგ ასევე შეუმჩნევლად
დაახურინა ჯესიკამ. მათ წინ მართლაც რომ ბარბის პარამეტრების გოგონა იდგა.
გრძელი ფეხებით, წვრილი წელით, სავსე მკერდით და სწორი, ქერა თმით. გოგონამ
მზის სათვალე ცხვირზე ჩამოწია და გრანდიოზულ ჰოლს მზერა მოატარა. შემდეგ
ყველაფერი დაახლოებით ისე განვითარდა, როგორც ფილმებში ხდება: ღმერთმა
უწყის საიდან, ვიკის წინ უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, მაგრამ რა თქმა უნდა,
მამრობითი სქესის წარმომადგენლები ჭარბობდნენ. ყველანი თავს ეხვეოდნენ,
ეკითხებოდნენ როგორ დაისვენა, რამდენი ქვეყანა მოიარა და ასე შემდეგ. ისეთი
სიჩქარით მირბოდნენ მის სანახავად, რამდენიმემ ანიკას მხარიც კი გაჰკრა. ეს
უკანასკნელი კი, მსუბუქად რომ ვთქვათ, შოკში იყო.

-წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდება სკოლაში სტუმრად ანჯელინა ჯოლი რომ


გვესტუმროს.-გაოგნებულმა გადაუჩურჩულა ჯესიკას და ჰოლიდან გაჭირვებით
გააღწია კლასამდე, რომელშიც, რა თქმა უნდა, მასწავლებლის გარდა არავინ იყო.
მისტერ სანდერსმა ცხვირი აიბზუა გოგონების დანახვისას და კვლავ თავის
ქაღალდებში ჩაეფლო. იმ ინცინდენტის შემდეგ რაღაცნაირად შეიცვალა. ვერ
გეტყვით ანიკას სიტყვების გამო მოხდა ეს, თუ თავისთავად, მაგრამ ახლა
ყოველგვარი „შემთხვევითი შეურაცხყოფების“ გარეშე მიმდინარეობდა დიალოგი
მასა და ანიკას შორის. მათი საუბრები ცივ ომს უფრო ჰგავდა, ვიდრე უბრალო
უსიამოვნებას. ყოველთვის ცდილობდა ანიკა რამეში გამოეჭირა, მაგრამ გოგონა
ამაყად, გაღიმებული ეუბნებოდა შეკითხვებზე სწორ პასუხებს და ისეთი სახით
უყურებდა, მხოლოდ წარბის აწევაღა აკლდა. ანიკამ რამდენჯერმე ისიც კი გაიფიქრა,

~ 100 ~
ამას ისევ ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი მირჩევნია, როგორც იტყვიან, იყეფება,
მაგრამ არ იკბინებაო. სხვათაშორის, მას შემდეგ, რაც სკოლა შეიცვალა და თან ეს მის
ცხოვრებაში პირველად მოხდა, გაცილებით დააფასა თავისი ძველი მასწავლებლები.
მართალია, სწავლის დონით აქაურებს ვერაფერს დაუწუნებდა, მაგრამ მაინც ისინი
ერჩივნა, რომლებიც ბავშვობიდან იცნობდნენ, ხშირად მოსწავლეებს გვერდში ედგნენ
და პატარა წვრილმანებზე (ზოგჯერ დიდზეც) თვალს ხუჭავდნენ. შეიძლება ასე ახლა
ეჩვენებოდა, როცა მათგან შორს იყო, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს...

კუთხეში მყუდროდ მოკალათებულ ანიკას ფიქრები ზარის ხმის ნაცვლად ბავშვების


ხმაურმა გაუფანტა. ჰმ, რა გასაკვირი იყო, კლასში ხომ ვიკი შემოვიდა. სანდერსი მის
აღფრთოვანებულ მოკითხვას მოკლედ მოჭრილი პასუხებით შეხვდა და კვლავ
თავისი საქმე გააგრძელა. ესეც ამ ადამიანის ერთი, არა, უკაცრავად, ერთადერთი
პლიუსი. ანიკამ თავი ძლივს შეიკავა, რომ არ ჩაეფხუკუნა. ამ დროს კლასში ნიკიც
შემოვიდა, რომელიც გვერდით მიუჯდა და სულ ოდნავ შეეხო ტუჩებით მის ტუჩებს.
აი, აქ დამთავრდა ყველაფერი! თუ დაიწყო... მოკლედ, ეს თქვენ თვითონ
გადაწყვიტეთ, მე კი ვიტყოდი, რომ დასასრულის დასაწყისი დაიწყო...

ვიქტორიამ ერთი ხელის აქნევით მოიშორა შემოხვეული ბავშვები და ანიკას


წამოადგა თავზე, რომელიც ნიკთან საუბრით ისე იყო გართული, ეს ყველაფერი მანამ
არ შეუმჩნევია, სანამ საკლასო ოთახში ავისმომასწავებელი სიჩუმე არ ჩამოწვა.
სიტუაციის დრამატიზმის უკეთ აღსაქმელად იმასაც გეტყვით, რომ თვით
ეკონომიკის მასწავლებელმაც კი ამოყო თავისი გრძელი ცხვირი იმ ქაღალდებიდან,
რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ჩაჰკირკიტებდა.

-შენ ახალი ხარ?-ვიკიმ ეს დაახლოებით ისეთი ტონით ჰკითხა, თითქოს იმ საკანში,


რომელშიც თვითონ იყო „უფროსი“ ახალი პატიმარი შეეყვანათ.

-პირველ რიგში, გამარჯობა.-უდარდელად გაუღიმა ანიკამ.-მეორე რიგში_ კი, ახალი


ვარ და მესამე რიგში_ რამე პრობლემაა?

-კი, პრობლემაა, ძვირფასო, ოღონდ ეს პრობლემა შენ გაქვს, რადგან ჩემს ადგილას
ზიხარ.-ირონიულად ჩაიცინა ვიკიმ. თხუთმეტი წყვილი თვალი და მისტერ
სანდერსის სათვალეც კი ანიკას მიაშტერდა პასუხის მოლოდინში.

-უკაცრავად, მაგრამ მე როდესაც ამ კლასში პირველად შემოვედი, თავისუფალი


ადგილი დავიკავე. ოუ, ბოდიში, შემთხვევით შენს ადგილში ნიკის გვერდით ჯდომას
ხომ არ გულისხმობდი?-„შეწუხდა“ ანიკა და ისეთი გაკვირვებული სახე მიიღო,
კინაღამ თვითონაც ირწმუნა საკუთარი სიტყვების „გულწრფელობა“.

-გოგონი, იცი რას...

-... ანიკა!-ღიმილით შეაწყვეტინა ვიკის.

~ 101 ~
-რა?

-რა კი არა, ვინ. გოგონი არა, მე ანიკა მქვია.

-აი, ძალიან არ მაინტერესებს შენ რა გქვია, რა!-წაისისინა ვიკიმ. შემდეგ კი კვლავ


„არისტოკრატული“ ტონით განაგრძო.-თუ შეიძლება სხვაგან გადაჯექი, ეს ჩემი
ადგილია.

-მგონი უკვე გასაგებად გითხარი. ეს შენი ადგილი იყო, ახლა აქ მე ვზივარ.-ანიკა


ღიმილს არ იშორებდა სახიდან, მაგრამ სამწუხაროდ მიამიტი გოგონას როლის
თამაში ზარის, შემდეგ კი მასწავლებლის ხმამ შეაწყვეტინა.

-დაიკავეთ თქვენი ადგილები, დასაკარგი დრო არ გაქვთ.

-მისტერ სანდერს, ჩემს ადგილას ეს გოგო ზის, იქნებ დამეხმაროთ...-გაინაზა ვიკი.

-ლინდსის გვერდით არის თავისუფალი ადგილი.

-კი, მაგრამ ის ხომ ჩემი ადგილია!-სიბრაზისგან ჭარხლისფერი დაედო „ბარბის“.

-ვიქტორია, დაიკავე თავისუფალი ადგილი, შენს კაპრიზზე დროის დახარჯვა


სისულელე იქნება, მითუმეტეს, რომ ტესტი უნდა წეროთ!-ბოლო ფრაზის მოსმენის
შემდეგ არც ერთ მოსწავლეს აღარ აღელვებდა ვიკის და ანიკას ჯერ-ჯერობით
მოკლემტრაჟიანი შოუ. კლასში ისევ საშინელი ხმაური ატყდა, მაგრამ ახლა ეს
ყველაფერი მოულოდნელად დანიშნული ტესტის გამო მოხდა. ვიკიმ კი ანიკა
მზერით განგმირა და თავისუფალ მერხთან დაჯდა. მულტიპლიკაციური ფილმის
გმირი რომ ყოფილიყო, ალბათ ყურებიდან ბოლსაც გაუშვებდა. აი, ანიკა კი სახიდან
ღიმილს არ იშორებდა. გულში ამაყად გაიფიქრა „ესეც შენი ერთით ნოლი, ძვირფასო“
და შემდეგ ტესტის წერას შეუდგა. უკვე ვეღარაფერი გაუფუჭებდა ხასიათს...

ჰმ, ისევ შეცდა!

* * *
ტესტმა მშვენივრად ჩაიარა. ანიკა სულ გაბრწყინებული სახით ხაზავდა სწორ
პასუხებს. თავი იმ ჰოლივუდური ფილმის გმირი ეგონა, სკოლის მოსწავლეებზე და
~ 102 ~
მათ ისტორიებზე რომ იღებენ ხოლმე. ინტერესი კლავდა რა მოხდებოდა გაკვეთილის
შემდეგ. ვაი თუ თმაში სწვდა ის სულელი „ბარბი“. აი ამას კი აღარ შეარჩენდა ანიკა.
მეტი არ უნდა რამე ზედმეტი გაუბედოს. ჰმ, ვინ ჰგონია თავი!

-ანიკა, მეთორმეტეში რომელი შემოხაზე?-უჩურჩულა ჯესიკამ, რომელიც მის წინ


იჯდა და სკამით ანიკას მერხს აწებებოდა. მისტერ სანდერსი მათ იმ შემთხვევის
შემდეგ ერთად აღარ აჯენდა, რაც ჯესიკას ნიშნებს აშკარად შეეტყო. ანიკამ მხოლოდ
ჯესის ხმის გაგონებისას მოავლო კლასს თვალი და მიხვდა, რომ ბავშვები ცუდ
დღეში იყვნენ. ზოგი პროფესიონალურად იწერდა კონსპექტიდან, ზოგიც გვერდის
მჯდომის ტესტის ფურცლიდან. მხოლოდ სამი-ოთხი წერდა თავისით, მშვიდად და
აუღელვებლად. „ბარბიც“ წერდა, მაგრამ ღმერთმა უწყის, რას. ანიკას გვერდით
რიგში, მისი მერხის გასწვრივ იჯდა, მაგრამ ანიკა დარწმუნებული იყო, რომ
მომკვდარიყო „მისი ადგილის დამკავებელს“ დახმარებას არ სთხოვდა. როგორ
ასწავლოს ჭკუა?

-ჯეს, მეთორმეტეში და მომდევნო სამ კითხვაში მონაცვლეობით შემოხაზე A და C


ვარიანტები. თავისუფალი კითხვის პასუხსაც გიკარნახებ ცოტა ხანში. მისმინე,
„ბარბის“ არ სჭირდება დახმარება?

-უჰ, რა ვიცი, სად მაქვს მაგის დარდი. მაგის ტვინს მხოლოდ ერთი ნაოჭი აქვს და
ისიც არასწორად მუშაობს, რას დაწერს?!-უპასუხა ჯესიკამ და ტესტზე მუშაობა
განაგრძო.

ანიკა ხვდებოდა, რომ ბოროტული აზრი აწუხებდა, მაგრამ თავს ვერ იკავებდა ისე
უნდოდა ამის გაკეთება. უნდოდა ვიკი გაეფრთხილებინა, რომ მასთან თავისი
ხრიკები არ გაუვიდოდა.

-ნიკ, „ბარბი“ წერს?-გადაუჩურჩულა მის გვერდით მჯდარ ნიკს, რომელიც ასევე


უპრობლემოდ ხაზავდა ტესტებს.

-რაში გაინტერესებს, შენი ტესტი არ გყოფნის? თუ ვერ წერ მე დაგაწერინებ. შეეშვი


ვიკის, თორემ თუ გადაგემტერა...-გოგონა ასეთ პასუხს ნამდვილად არ ელოდა,
მითუმეტეს მისგან. რატომ დაიცვა ვიკი? თუ ანიკას მოეჩვენა?

-ნიკ, დათუნია, შეგიძლია ბოლო ოცი კითხვის პასუხი მომწერო?-ვიკიმ ნიკოლასს


გადაუჩურჩულა და თვალები ააფახულა. ეს ბოლო წვეთი იყო ანიკას მოთმინების
ფიალაში.

-ნიკ, ეს ამოცანა ვერაფრით ამოვხსენი. გთხოვ, დამეხმარე და იმას მე გადავუწერ


მანამდე პასუხებს.-თვალების ფახული არც ანიკამ დააკლო. ნიკი კი, როგორც იტყვიან
ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა. სწრაფად, ისე რომ მასწავლებელს ვერ შეემჩნია, თავისი
და ანიკას ტესტის ფურცლები გაცვალა და გოგონას მითითებულ ამოცანაზე
მუშაობას შეუდგა. ანიკამ კი ამასობაში დრო იხელთა და ფურცლის ნაგლეჯზე
~ 103 ~
ტესტის პასუხების გადაწერა სარკისებურად დაიწყო. ყველაფერი აურია! ასეთი
ტესტი მასწავლებლისთვის რომ ეჩვენებინა, ალბათ თავზე დააფხრიწავდა, მაგრამ
ძალაინ გაბრაზდა. არა, როგორ უთხრა „ბარბიმ“? ბოლო ოციო! ჰმ! ალბათ პირველი
ათი კითხვის პასუხი სხვა დათუნიამ დაუწერა. ანიკას კიდევ უფრო მოემატა
გაბრაზება და „სრული სიზუსტით“ გადაწერა ყველაფერი. დაკუჭული ფურცელი
ნიკს მიაჩეჩა, მან კი ვიკის გადააწოდა და ანიკასაც დაუბრუნა თავისი ტესტი, უკვე
ამოხსნილი ამოცანით. მართალია გოგონას აქამდეც გაგონილი ჰქონდა ლეგენდები
ქერების ინტელექტზე, მაგრამ არ ეგონა თუ ეს სიმართლეს შეესაბამებოდა. ვიკიმ
ყველაფერი ისე გადაწერა, არც დაფიქრებულა და ბოლოში, ერთადერთი ღია კითხვის
გრაფაში, ანიკას ხელით მიწერილი „Fuck you, bitch!”-იც მიამატა გაკვირვებული
სახით. ესეც ასე, გეგმა განხორციელებულია! ახლა მთავარია როდის აფეთქდება
მისტერ სანდერსი. არა, ნუთუ მართლა ასეთი სულელია ეს გოგო? ვიქტორია ამაყად
წამოდგა და თეძოების რხევით მიუახლოვდა მასწავლებლის მაგიდას. მოხდენილად
დაიხარა და ტესტის ფურცელი მაგიდაზე დაუდო.

-შეიძლება კლასი დავტოვო?-გაინაზა ვიქტორია, მისტერ სანდერსი კი მის


მცდელობას სრულიად გულგრილი და არაფრისმთქმელი მზერით შეხვდა.

-საკუთარი ადგილი დაიკავე, სტოუნ! ზარი მალე იქნება და გახვალ.-ვიკი მდუღარე


გადავლებულივით გამოეცალა მაგიდას და ის იყო მერხთან მოწყვეტით უნდა
დაშვებულიყო, რომ ანიკამ სამამდე დაითვალა და მთელი კლასი ღრიალმა შეძრა.

-რა არის ეს?-მისტერ სანდერსი ერთიანად გაწითლდა. ისეთი გაცოფებული ქშინავდა,


კორიდაზე მორბენალი ხარი გეგონებოდათ. -სტოუნ, რა არის ეს, დამცინი?-
თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა კაცმა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს
საზარდულში წიხლი ჩააზილესო.

აი ვიკის სახეს კი ასე ხატოვნად ნამდვილად ვერ აღვწერთ. ის აკვარიუმიდან


ამოვარდნილი თევზის თვალების უყურებოდა მასწავლებელს და ვერ გაეგო რატომ
დაატყდა თავს მისი რისხვა.

-ვერ ვხვდები რას გულისხმობთ, მისტერ სანდერს.-ენაბლუსავით ამოილაპარაკა


გოგონამ.

-გაჩუმდი და დირექტორის კაბინეტში წამომყევი, ახლავე!-ამოიგმინა კაცმა. ყველანი


გაკვირვებულები უყურებდნენ, მისტერ სანდერსი ასეთ მდგომარეობაში არასდროს
ენახათ.

-ანიკა, რა გააკეთე?-გადაუჩურჩულა ნიკმა, გოგონამ კი ისეთი სახით გაიკვირვა, მე რა


შუაში ვარო, თითქმის ბოდიშიც მოახდევინა. ნიკს კი მოუსვენრობა დაეტყო, მიხვდა
რომ ვიკი არაფერ შუაში იყო და სანამ გაიაზრებდა, მანამ წამოდგა ფეხზე.

~ 104 ~
-მისტერ სანდერს, ვიკი არაფერ შუაშია.-ანიკამ თვალები ჭყიტა. რას აკეთებს,
გაგიჟდა?-ტესტის ფურცელი მე მივეცი.

-რაო?-ხელმეორედ იფეთქა კაცმა.-ჯერ როგორ გაბედეთ, რომ გადაგეწერინებინათ და


შემდეგ ასეთი რამ? ვიქტორიას დასცინეთ თუ მე? როგორ დააწერინეთ თავისუფალი
კითხვის პასუხად „Fuck you, bitch!”?-ახლა ნიკმა ჭყიტა თვალები და ანიკას გახედა,
რომელიც სკამზე ისე ჩასრიალდა, კინაღამ მერხის ქვეშ შეძვრა.

-ეს ყველაფერი გაუგებრობაა, გეფიცებით! უბრალოდ, ტესტს ვერ ვწერდი,


გავბრაზდი და ფურცელზე ის სიტყვები მივაწერე, რომელიც შემდეგ თქვენ ნახეთ.
ვიკის ერთ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, შემდეგ სწორედ იმ ფურცელზე გადავუწერე
და მივაწოდე. ვერ მიხვდა და შეცდომით პასუხის ნაცვლად ის გადაწერა, რაც ნახეთ.
ყველაფერი ჩემი ბრალია!-ნიკმა თავი ჩახარა და ფარული მზერა ანიკასკენ გააპარა,
რომელიც „უდიდესი ინტერესით“ ჩასჩერებოდა ეკონომიკის წიგნს.

-ვიქტორია, მესმის რომ გადაყევი ევროპაში მოგზაურობას და შენს სულელურ


„მოდის კვირეულებს“, მაგრამ ასეთი სულელი როგორ ხარ, გამაგებინე! როგორ ვერ
მიხვდი რომ კითხვაზე: „რა როლი აქვს სახელმწიფოს მცირე ბიზნესის
განვითარებაში?“ პასუხი არ იქნებოდა „Fuck you, bitch!”? ჯერ ერთი დანაშაული რომ
გადაწერე და გადაგაწერინეს!-სანდერსმა ახლა ნიკს სტყორცნა მომაკვდინებელი
მზერა.-მეორე კი ის რომ ასეთი სულელი ხარ! ახლავე ორივემ დატოვეთ კაბინეტი,
ახლავე! სტოუნ, შენ საერთოდ ვერ მიიღებ შეფასებას, ჰელტონ, შენს ნამუშევარს კი
ათი ქულა დააკლდება და ისე გამოვიანგარიშებ რა დაგიწერო!-საბოლოოდ
დაიგრვინა კაცმა და რამდენიმე წამში ნიკი და ვიქტორია კლასიდან გაქრნენ.

-ჯეს, როგორმე გარეთ უნდა გავიდე!-უჩურჩულა ანიკამ მის წინ მჯდარ გოგონას და
გონება დაძაბა, შემდეგ კი მოულოდნელად ხველა აუტყდა. სახეზე ერთიანად
გაწითლდა, ახველებდა და ახველებდა.

-მისტერ სანდერს, ანიკა ცუდადაა.-მასწავლებელს დაუძახა ჯესიკამ და ანიკას


რვეული დაუნიავა. სიცილს ძლივს იკავებდა, მაინც რა მაგარი მსახიობია ეს გოგო!

-რა დეგემართა? გინდა გაგიშვა? წყალი დალიე. თუ გინდა ჯესიკაც გამოგყვება.-


ანიკამ თავის გაქნევით უპასუხა არ არის საჭიროო და ხველებით დატოვა კლასი.
აპლოდისმენტები, ბატონებო! ოსკარი ეკუთვნის!

გახსოვთ რომ გითხარით, ანიკას ეგონა ვეღარაფერი გაუფუჭებდა ხასიათს, მაგრამ


შეცდა-მეთქი? ასეც მოხდა! აბა თუ გამოიცნობთ რა დაინახა კლასიდან გასულმა?
დიახ, დიახ! ნიკოლასი და ვიქტორია. იქვე კუთხეში იდგნენ და რაღაცაზე ჩუმად
საუბრობდნენ. ვიკი ისე იყო ბიჭისკენ გადახრილი, აშკარად ეპრანჭებოდა.

„-ღმერთო, რა კახპაა!“-გაიფიქრა ანიკამ, მაგრამ მათთან სულ სხვა სიტყვებით მიიჭრა:

~ 105 ~
-უკაცრავად, ხელს ხომ არ გიშლით?

-დიახ, გვიშლი, შეგიძლია დაგვტოვო!-უხეშად მიუგო ვიკიმ.

-ნიკოლას, სალაპარაკო გვაქვს!-კბილებს შორის გამოსცრა ანიკამ და საკუთარ თავს


შთააგონა თავი შეეკავებინა „ბარბის“ თმით თრევისგან.

-სხვათაშორის, ასევე ვფიქრობ მეც!-ძალიან უცნაური ტონით უპასუხა ნიკმა და


შემდეგ ვიკის მიუბრუნდა:-მერე გავაგრძელოთ, კარგი? და კიდევ ერთხელ, ბოდიშს
გიხდი წეღანდელისთვის.-შემდეგ კი გაუღიმა(!), დიახ, გაუღიმა და ანიკასკენ
გაემართა.

-რა გააკეთე?-მკლავში უხეშად წაავლო ხელი და კიბესა და „კოკა-კოლას“ აპარატს


შორის პატარა კუთხესთან მიიყვანა. ისეთი მიმალული ადგილი იყო, მაინც ვერავინ
შენიშნავდა მათ.

-რანაირად იქცევი?-გაბრაზდა ანიკა.-მეტკინა!

-შენ რანაირად მოიქეცი? ორი წლის ბავშვი ხარ?-არანაკლებ გაბრაზებული იყო


ნიკიც.-რატომ გააკეთე ეს?

-რატომ მეჩხუბები? უბრალოდ ვიხუმრე!

-ანიკა, ძალიან გთხოვ, ნურც თავს ისულელებ და ნურც მე მასულელებ! რა იყო,


იეჭვიანე?

-არა, რა ვიეჭვიანე!-შეიცხადა ანიკამ.-უნდა მეეჭვიანა? უბრალოდ მინდოდა


გამეფრთხილებინა, რომ ჩემთან ის ხრიკები არ გაუვა, რასაც შენს სხვა გოგონებს
უწყობდა.-ამ სიტყვების გაგონებისას ნიკმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს გველმა
უკბინა. შემდეგ კი ანიკას უფრო ძლიერად წაუჭირა მკლავში ხელი და ეცადა
მშვიდად ეთქვა.

-რა იცი ჩემს სხვა გოგოებზე? და საიდან მოიტანე, რომ ვიკი მათ რამეს უწყობდა?
ვიკის შემდეგ არავინ მყოლია.-რაო? ეს რა, ხუმრობს? აბა ნინი ვინ იყო ნეტავ, ლეკვი?

-მე სხვანაირი ინფორმაცია მაქვს.-აუღელვებლად წარმოთქვა გოგონამ, შემდეგ კი


მზერა საკუთარ მკლავზე გადაიტანა.-აღარ გამიშვებ ხელს? მართალია უკვე
შემოდგომა იწურება და სვიტრები მაცვია, მაგრამ მაინც არ მხიბლავს
დალურჯებული ხელით სიარულის პერსპექტივა.

-რას გულისხმობ სხვა ინფორმაციაში?-ფრთხილად შეუშვა ნიკმა ხელი. აშკარად


ეტყობოდა, რომ ღელავდა.

-რას კი არა, ვის. ნინი ჯაფარიძეს. ძალიან კარგად ვიცი, რომ ვიქტორიას შემდეგ
მასთან გქონდა რომანი.-ანიკა საოცარი თავდაჯერებულობით საუბრობდა. ნიკს კი

~ 106 ~
ნელ-ნელა ოფლით ეცვარებოდა შუბლი. რა უნდა იყოს ასეთი? რატომ ანერვიულდა
ასე ძალიან?

-ვინ გითხრა ეს ყველაფერი?

-ჯესიკამ.-ბიჭს ამის გაგონებისას თითქოს შვება გამოესახა სახეზე. არა, ანიკა


აუცილებლად გაარკვევს რაშია საქმე!

-ანიკა, ეს ამბავი ჩემთვის ძალიან მძიმეა და ვცდილობ დავივიწყო. არ იფიქრო, რომ


გატყუებ ან რამეს გიმალავ, ძალიან გთხოვ. უბრალოდ არ მინდა იმ ხალზე ცუდი
წარმოდგენა შეგიქმნა, ვისთან ერთადაც ცხოვრობ.-ანიკამ ამის გაგონებისას ყურები
ცქვიტა. ნუთუ ეს ამბავიც სანდრომდე მიიყვანს?

-ნიკ, მინდა ყველაფერი ვიცოდე, ძალიან გთხოვ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.

-მაშინ უნდა დამპირდე, რომ ეს ჩვენს შორის დარჩება...

* * *
-ნინი ჩემს ცხოვრებაში ერთი წლის წინ გამოჩნდა. რა თქმა უნდა მანამდეც
ვიცნობდი, მაგრამ მხოლოდ გამარჯობით. ერთი წლის წინ კი... ღმერთო, ძალიან
მიჭირს ამაზე საუბარი...-ნიკმა თავი ხელებში ჩარგო. სკოლის უკანა ეზოში,
ინვენტარის საწყობთან, მინდორში ჩამომსხდარიყვნენ. ისეთი მყუდრო ადგილი იყო,
რომ თავისუფლად შეძლებდნენ მშვიდად საუბარს.-მოკლედ, ნინი ბევრ რამეში
დამეხმარა. გაკვეთილების მომზადებაში, სასკოლო სპექტაკლში, ყველაფერში მხარს
მიჭერდა. შემდეგ გავიგე, რომ ვიქტორიამ სკოლის საფეხბურთო გუნდის კაპიტანთან
მიღალატა. საშინლად ვიყავი. ნინიმ არც მაშინ მიმატოვა. დროთა განმავლობაში კი
ჩვენი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. იმ დროს ისეთი ბედნიერი ვიყავი...
ყველაფერს ვუსრულებდი რასაც მთხოვდა. შემდეგ კი შეიცვალა. უცნაური ჩვევები
დასჩემდა, ერთხელ ისეთი რაღაც მთხოვა, გასააზრებლად საკმაო დრო დამჭირდა.
მითხრა, რომ ნარკოტიკის გასინჯვა უნდოდა.-ანიკამ ამ სიტყვის პირდაპირი
მნიშველობით, პირი დააღო.

-რა? და არ მითხრა, რომ შენ...

-არ შემეძლო უარი მეთქვა. გთხოვ, გამიგე, ანიკა.

-როგორ გაგიგო? როგორ გაგიგო, ნიკ? ეს როგორ გააკეთე? იმის ნაცვლად, რომ
გადაგეფიქრებინა, შეგეცვალა, შენ ხელი შეუწყე? როგორ გაასინჯე ნარკოტიკი იმ
გოგოს, რომელიც გიყვარდა?

~ 107 ~
-არ მინდოდა დამეკარგა. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა. ეს სურვილიც
შევუსრულე, ყველა გზას მივმართე და ვიშოვე ნარკოტიკი. იმავე საღამოს ჩემი
ძმაკაცის მანქანით ქალაქგარეთ გავედით და გავიჩხირეთ.-ნიკი ღრმად სუნთქავდა.
თითქოს შესაფერის სიტყვებს ეძებდა.-ცოტა ზედმეტი მოგვივიდა. ბევრი რომ აღარ
გავაგრძელო, საგზაო პატრულმა გვიპოვა და წინასწარი დაკავების საკანში
გადაგვიყვანეს.

-ძალიანაც კარგი!-აღშფოთებას ვერ მალავდა ანიკა.-აბა რა გეგონა? ყველაფერი


შეგრჩებოდათ? არა, მაინც ვერ ვხვდები რაზე ფიქრობდი ამხელა რისკზე რომ
წახვედი. მერე? მერე რა მოხდა?

-იმ ღამეს მამა ქალაქში არ იყო, სანდრო კი იქ ჩვენი მიყვანიდან ხუთ წუთში გაჩნდა.
FBI-ის აგენტს ხომ იცი, არ გაუჭირდებოდა ასეთი ამბის მოგვარება. ყოველგვარი
გირაოს გარეშე გაიყვანა ნინი, მე კი... კარგი, მესმის რომ მე არ გამიყვანა და ფეხებზე
დამიკიდა, მაგრამ ის, რაც მან გააკეთა, უპატიებელია. მათი წასვლიდან ათ წუთში
თავზე უამრავი ჟურნალისტი დამადგა. მეორე დღეს ყველა ჟურნალის ყდაზე საკანში
გადაღებული ჩემი სურათი იყო, წარწერით: „ოლქის გუბერნატორის შვილი
ნარკომანია!“ ეს საშინელება იყო! სასჯელზე არ მაქვს საუბარი, ჩემთვის ყველაზე
მძიმე ის იყო, რომ მამას იმედი გავუცრუე. სიცოცხლე აღარ მინდოდა...-ეს ყველაფერი
ნიკის თვალებიდან ჩამოგორებულმა ცრემლებმა დააგვირგვინეს. ანიკა გაოგნებული
იყო. უნდოდა ნიკისთვის ეთქვა, რომ ამ ამბავში დამნაშავე მაინც თვითონ იყო,
რადგან ნინის ნარკოტიკი უშოვა, მაგრამ ვერ ეუბნებოდა. ვერც იმას იჯერებდა, რომ
ნინი შეიძლებოდა ასეთი ყოფილიყო, მაგრამ ამხელა ამბიდან მაინც სანდროს სახელი
ჩაებეჭდა გონებაში ყველაზე მეტად. ნუთუ ასეთი ნაგავი იყო? არა, შეუძლებელია!
შეუძლებელია ანიკას ასეთი ადამიანი შეყვარებოდა. ჯანდაბა!

ანიკა ნიკს მოეხვია. ეს არ იყო სიყვარულის ან სიბრალულის გამომხატველი


ჩახუტება. ეს იყო რაღაც უფრო ეგოისტური, საკუთარი თავის გამამხნევებელი
ჩახუტება. ანიკას უბრალოდ არ შეეძლო ნიკს მოხვეოდა და გაემხნევებინა, როცა
თვითონ გული ასე სტკიოდა...

* * *
სახლში გვიან დაბრუნდა. მთელი დღე ნიკთან ერთად გაატარა. სკოლის შემდეგ
ბაიკით სასეირნოდ წავიდნენ. ნიკმა მართლა საინტერესო ადგილები მოატარა, ის კი
ყველაფრის დანახვისას დაპროგრამებულივით უაზროდ იღიმოდა. ჯერ კიდევ ცოტა

~ 108 ~
ხნის წინ მოსმენილის შთაბეჭდილების ქვეშ იყო და არაფერზე არ შეეძლო ფიქრი. არ
შეეძლო დაეჯერებინა ეს ყველაფერი, მაგრამ ნიკი რატომ მოატყუებდა? რაში აწყობდა
ეს ყველაფერი? გოგონას უკვე ტვინი სტკიოდა ამდენი ფიქრისგან.

-ანიკა, ვერ გაიგე?-ნიკის ხმამ გამოაფხიზლა.

-რამე მითხარი?-ბაიკზე იჯდნენ, მაგრამ რატომღაც, გაჩერებულზე.

-გითხარი რომ უკვე მოვედით. გაეცინა ბიჭს.-მართალია მე დიდი სიამოვნებით


დაგიტოვებდი ჩემთან, მაგრამ...

-მაგრამ არსებობს „მაგრამ“.-საბოლოოდ გამოერკვა ანიკა და ბაიკიდან გადავიდა.-


უნდა შევიდე.-შემდეგ კი საკოცნელად გადაწეულ ნიკს უბრალოდ გაუღიმა და ეზოს
ჭიშკარი შეაღო. რამდენიმე ნაბიჯში უკვე სახლში იყო.

-ანიკა, მოხვედი? რატომ დაიგვიანე, ძვირფასო?-მისაღებში მარიკა დახვდა, რომელიც


ბუხართან მოკალათებულიყო და წიგნს კითხულობდა. როგორ მოხდა რომ ამ დროს
სახლშია?

-ამმ, მეგობართან ვიყავი და ცოტა შემაგვიანდა.-ურცხვად იცრუა და კიბისკენ


გაემართა.

-შენ რა, არ ივახშმებ? გია მალე მოვა, სანდრო კი უკვე სახლშია.-ბოლო სიტყვების
გაგონებისას ანიკას გულმა ორმაგი ბრუნი გააკეთა და მუცელში ჩავარდა.

-რაღაც ვერ ვარ კარგად, მუცელი მტკივა. თუ არ გეწყინებათ, დღეს არ


შემოგიერთდებით.-ნამდვილად არ შეეძლო სანდროსთან ერთად ვახშმობა და
საერთოდაც, მისი დანახვა. ამიტომ ტყუილს ტყუილი დაამატა და სანამ მარიკა კიდევ
რამეს ჰკითხავდა, მეორე სართულის კიბეები სწრაფად აირბინა.

მთავარი წინ ელოდა. იმით დაიმედებულმა, რომ დღეს სანდროს ვერ ნახავდა,
მშვიდად შეაღო ოთახის კარი, მაგრამ იმედები იმ წამსვე დაემსხვრა, როდესაც მის
სავარძელში მოკალათებული, ფეხი ფეხზე გადადებული სანდრო დაინახა. თავი
ხელში აიყვანა, „მრისხანე ანიკას“ იმიჯი მოირგო და ის იყო პირი გააღო, რომ
სანდრომ დაასწრო:

-ძალიან გთხოვ, ისტერიკა არ გამართო. უბრალოდ შენთან საუბარი მინდა.

-ამისათვის აუცილებლად ოთახში უნდა შემომივარდე?

-არ შემოვვარდნილვარ. კარი ღია იყო და შემოვედი. თუ ეს ამბავი ასე გაწუხებს,


შეგიძლია სანამ წახვალ ოთახის კარი გასაღებით ჩაკეტო ხოლმე.

-სანდრო, შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.-მობეზრებული ხმით უთხრა ანიკამ და


ზურგჩანთა იქვე, ძირს დააგდო. შემდეგ კარადიდან ნაცრისფერი სპორტული

~ 109 ~
შარვალი, შავი მაისური და სპორტულის მოსაცმელი გამოიღო და სააბაზანოში
შევიდა გამოსაცვლელად.

მართლა არ შეეძლო მასთან საუბარი. არ შეეძლო ჩაეხედა თვალებში და არ


დაეჯერებინა. ეს კი უფრო მეტად აურევდა გონებას. ტანსაცმელი გამოიცვალა, თმა
ცხენის კუდად შეიკრა და სააბაზანოდან გამოვიდა. სანდრო ისეთივე პოზაში იჯდა,
როგორშიც დატოვა.

-შენ ისევ აქ ხარ?

-ბოლოს და ბოლოს, მომისმენ თუ არა?

-არა!

-ანიკა, შენთან სერიოზული საქმე მაქვს.

-რისი თქმა გინდა?

-მინდა გითხრა, რატომ არ უნდა იყო ჰელტონის გვერდით...

თავი 11

-სანდრო, შენს მოსმენას არ ვაპირებ!-ანიკა მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდის


შენარჩუნებას. არ უნდოდა იგივე ისტორიის ხელახლა მოსმენა, უბრალოდ არ
შეეძლო.

-შენი ვერაფერი გამიგია!-იფეთქა ბიჭმა.-ამდენი ხანია იმას მიჩიჩინებ, რომ თუ


მიზეზს არ გეტყვი, ნიკოლასს არ დაშორდები. ახლა კი გადავწყვიტე ყველაფერს
ფარდა ავხადო, ჩემი პრინციპებიც დავივიწყე და მოვედი, რომ სიმართლე გითხრა,
შენ კი მეუბნები, რომ არაფრის მოსმენა არ გინდა?!

-სანდრო, კარგი იქნება თუ ადრე გაითვალისწინებ ხოლმე ჩემს თხოვნებს. უკვე


ყველაფერი ვიცი და ნამდვილად აღარ მინდა ამ ამბის ხელმეორედ მოსმენა.-ამის
გაგონებისას სანდროს სახე გაეყინა. თვითონაც ვერ გაიაზრა ისე დაეყრდნო იმ
სავარძლის საზურგეს, რომელშიც ცოტა ხნის წინ თვითონ იჯდა. თვალებში რაღაც
გაუკრთა, წამიერად, შემდეგ კი ისევ გაქრა. ვერ გეტყვით რა იყო ეს, ტკივილი, წყენა
თუ სხვა რამ. ანიკამ ახსნა ვერ მოუძებნა, მაგრამ ამ მზერამ თითქოს სანდრო
წამიერად ათი წლით დააბერა.

~ 110 ~
-და მაინც მან მოგიყვანა სახლში...-ეს კითხვა არ იყო. ამ სიტყვებში კი ძალიან დიდი
ტკივილი და იმედგაცრუება ჩანდა.

-სანდრო, რა გინდა? უკვე დავიღალე შენი ირონიული შენიშვნებით. კი, ყველაფერი


ვიცი და მაინც ნიკმა მომიყვანა. ხვალაც ის მომიყვანს, ზეგაც და მანამ, სანამ ერთად
ვიქნებით. შენ კი არანაირი უფლება არ გაქვს მისაყვედურო, მითუმეტეს მას შემდეგ,
რაც გააკეთე. გეგონა რამე დაიმალებოდა? თუ გეგონა ნიკი არაფერს მეტყოდა?

-ახლა მოიცა!-გამოერკვა სანდრო.-რაზე მელაპარაკები?

-მშვენივრად იცი რაზეც. როგორ შეგეძლო ასე მოქცევა? ის ხომ ასე ნინის გამო
მოიქცა.

-ანიკა, გაჩუმდი!

-სწორედ ნინის გამო აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში. არ მეგონა თუ ასე იყავი.

-ანიკა, გაჩუმდი-მეთქი!-ხმას აუწია სანდრომ.-მე არ ვიცი ვინ რა გითხრა და როგორ


აგირია გონება, მაგრამ არ მოგცემ უფლებას სისულელეები ილაპარაკო.

-ისეთ სულელს ვგავარ, რომ ვიღაცეებმა ამირიონ გონება?-გაბრაზდა ანიკაც.-რა


სინდისით მიკრძალავ ნიკთან ურთიერთობას? ნუ გეშინია, ჩემთვის არ მოგიწევს
გირაოს გადახდა ციხიდან გამოსაყვანად!-ამ სიტყვებმა სანდროს ისეთი რეაქცია
გამოიწვია, როგორიც გოგონას არასდროს ენახა. ბიჭი სწრაფად მიეჭრა და მკლავში
ხელი წაუჭირა. არა, ანიკა ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა ამ ხელის დალურჯებას!

-აღარასდროს გაბედო ასეთი სიტყვების თქმა და რაც შენი საქმე არაა, იქ ცხვირს ნუ
ყოფ!-სანდრომ კბილებს შორის გამოსცრა და ანიკა კედელთან მიიმწყვდია.-მართლა
ისეთი სულელი ბავშვი ხარ, რომ ყველა ნაბიჭვარს უჯერებ! შენმა ნიკოლასმა მოგიყვა
როგორ მოექცა ნინის? კინაღამ ცხოვრება რომ დაუნგრია ის თუ მოგიყვა? ან ის თუ
გითხრა, ნინის რომ აყიდინა ნარკოტიკი, თავისი სახელი რომ არ გაესვარა? იმასაც
გეტყოდა, ქალაქგარეთ რომ გაიყვანა და მანქანაში გააჩხერინა. შემდეგ დაიჭირეს,
წინასწარი დაკავების საკანში იყვნენ. მე მშობლებთან ერთად მიუნხენში ვიყავი,
ლუდის ფესტივალზე. ნინი არ წამოგვყვა, დაქალთან დავრჩებიო. რა ვიცოდი თუ იმ
ნაძირალას გამო რჩებოდა. მამამისმა ხუთ წუთში გამოიყვანა, ნინი კი ჩატოვეს.
მთელი ღამე ბინძურ და ცივ საკანში გაატარა. ერთი კვირა სირცხვილით სკოლაში არ
დადიოდა, მეგობრებსაც კი დაუმალა სიმართლე. ყველამ იცის, რომ უბრალოდ
ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ და იმიტომ დაშორდნენ. მაგ ნაბიჭვარის გამო ჩემი და
ძალიან დიდი ხანი ძალიან ცუდად იყო. იცი მაინც რამდენჯერ გავუღვიძებივარ
ღამით მის ტირილს? ან რად უჯდებოდა ყოველ დღე მასთან ერთად ერთ კლასში
ჯდომა?! დარწმუნებული ვარ სულ სხვა ისტორიას მოგიყვებოდა შენი პრინცი. ასე
რომ, სანამ შენს სიტყვებში დარწმუნებული არ იქნები, ნურაფერს იტყვი!-დაამთავრა
სანდრომ და ანიკას ხელი ცივად შეუშვა. გოგონა შოკში იყო. აღარც ხელის ტკივილი
~ 111 ~
ახსოვდა და აღარც არაფერი. ერთიანად აკანკალებდა. უნდოდა სანდროსთვის რამე
ეთქვა, მაგრამ ხმა ვერ იპოვა. ბიჭმა კი ზედაც არ შეხედა ისე გავიდა ოთახიდან და
კარი გაიჯახუნა.

ანიკა კედელზე ზურგით მიყუდებული ჩასრიალდა. გაოგნებული იყო.


მოულოდნელად ცრემლები წასკდა და თავი ხელებში ჩარგო. ნუთუ სანდრომ
სიმართლე უთხრა? ვეღარაფერი გაეგო, ვეღარაფერზე ფიქრობდა. ცრემლები ღაპა-
ღუპით სდიოდა და ისიც კი არ იცოდა რა ატირებდა.

-სახლში მინდა...-ამოიკნავლა ჩუმად და ტირილს უმატა. კარგა ხანია თავი ასე არ


უგრძვნია. თითქოს გამოფიტეს, თითქოს რაღაც ამოგლიჯეს და გადაუარეს. რომელს
უნდა დაუჯეროს? კაცს, რომელიც უყვარს, თუ ბიჭს, რომელსაც უყვარს? მაგრამ,
უყვარს კი? უკვე ტვინი ასტკივდა ამაზე ფიქრით.

მოულოდნელად „სკაიპის“ ზარი გაისმა და გოგონა შეკრთა. ლეპტოპი ჩართული


დარჩენია. კონტაქტისთვის შეუხედავად დააჭირა პასუხის ღილაკს და დაიწყო.

-ელე, ახლა მოვკვდები...-მაგრამ ელეს ნაცვლად სულ სხვა შერჩა ხელში. ჯანდაბა,
„ლურჯი ბაიკერი“ ურეკავდა!

-რა მოხდა? რა გატირებს?

-არაფერი!-სასწრაფოდ გაუთიშა ანიკამ, მაგრამ მან ისევ დაურეკა. ანიკა უთიშავდა, ის


ურეკავდა. ბოლოს დაიღალა ამ თამაშით და უპასუხა.

-ანიკა, რა მოგივიდა, რატომ ტირი?

-მაპატიე, მაგრმ არ შემიძლია ასე ლაპარაკი, საშინლად გამოვიყურები...-გოგონამ


სასწრაფოდ გათიშა ვიდეო თვალი და ისე გააგრძელა.-ხომ არ გეწყინება მერე რომ
ვისაუბროთ?-თან ცრემლებისგან ხმა უკანკალებდა.

-მეწყინება და თან ძალიან. მითხარი რა მოხდა, იქნებ დაგეხმარო.

-სისულელეა, ახლა ისე ვარ, ვერავინ დამეხმარება.

-ანიკა, მე მზად ვარ მოგისმინო და გაგიგო. სკოლაში მოხდა რამე?

-ნეტავ ეგ იყოს...-კიდევ ერთხელ ამოუსლუკუნა.

-მისმინე, თუ არ გინდა ნუ მომიყვები, შენი ნებაა. მაგრამ...

-მოგიყვები!-უცბად გადაწყვიტა გოგონამ.-მაგრამ ძალიან გთხოვ, შენც არ მეჩხუბო!

-გისმენ...-მან უბრალოდ გაუღიმა, ანიკამ კი ყველაფრის მოყოლა იმ დღიდან დაიწყო,


როდესაც სანდრო პირველად ნახა. ძალიან დიდხანს ლაპარაკობდა, არაფერი
გამოუტოვებია, ჰელოუინის საღამოც კი. ის კი მშვიდად უსმენდა, არც აწყვეტინებდა

~ 112 ~
და არც შეკითხვებს უსვამდა. ანიკამ გაუაზრებლად მიიღო გადაწყვეტილება, რომ
მისთვის ყველაფერი მოეყოლა. ვერც ხვდებოდა ასე რატომ იქცეოდა, რატომ
უყვებოდა თითქმის უცხო ადამიანს თავისი ცხოვრების დეტალებს. მაგრამ თითქოს
ნელ-ნელა გულზე მოეშვა. აშკარად სჭირდებოდა ვინმე, ვისაც ყველაფერს
მოუყვებოდა და რჩევას მიიღებდა.

-არ ვიცი რა გითხრა...-ანიკას ამბის დასრულების შემდე, ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა


და ღრმად ამოიოხრა.-სანდრო გიყვარს.

-არ ვიცი, აღარ ვიცი...

-ძალიანაც კარგად იცი. არ გინდა თავის მოტყუება. ახლა მთავარია იმაში გაერკვე,
ვისი გჯერა.

-შენ რას ფიქრობ?

-არ ვიცი. ვერაფერს ვერ ვფიქრობ. ძალიან საეჭვოა ეს ყველაფერი. შეიძლება სანდრო
სიმართლეს გეუბნება, თან ის და მისი მეგობარი ხომ თავიდანვე გაფრთხილებდნენ.
მაგრამ არის შანსიც, რომ ნიკია მართალი და სანდრო სწორედ იმიტომ გიკრძალავდა
მასთან ურთიერთობას, რომ სიმართლე არ გაგეგო. მე ვერაფერს ვერ გირჩევ, აქ
მთავარი გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო. მოუსმინე შენს გულს. რას გეუბნება?
ნურავისზე და ნურაფერზე იფიქრებ, უბრალოდ შენი გულის ხმას გაჰყევი. შეიძლება
შეცდომა დაუშვა, მაგრამ შეცდომის გარეშე ვერ გაიზრდები. ხომ გაგიგია, ჯობია
გარისკო და ინანო, ვიდრე ინანო ის, რომ არ გარისკე.

-ვიცი და ეგ ჩემი საყვარელი სიტყვებია. სწორედ მაგ პრინციპით მოვედი მაშინ


შენთან.-გაეღიმა ანიკას არც თუ ისე შორეული წარსულის გახსენებისას. უკვე აღარ
ტიროდა. უშველა „ლურჯი ბაიკერის“ სიტყვებმა. თითქოს რაღაცნაირად დააფიქრა
და გულში ჩასწვდა.-მაპატიე, უნდა გავთიშო!-უცბად წამოიძახა, ლეპტოპი დახურა
და სანდროს ოთახისკენ გაემართა.

ფრთხილად დააკაკუნა და კარი შეაღო. სანდრო ფანჯარასთან იდგა, კარისკენ


ზურგით და სავარაუდოდ ეწეოდა. ანიკა პირველად იყო ამ ოთახში, მაგრამ თავს ისე
გრძნობდა, როგორც სახლში. გული გამალებით უცემდა და ნერვიულობისგან
მუცელი სტკიოდა. ბოლოს მაინც გაბედა, სანდროს მიუახლოვდა და გვერდით
დაუდგა. ბიჭს რეაქცია არ ჰქონია, ზედაც არ შეუხედავს ისე გააგრძელა სიგარეტის
მოწევა.

-ვილაპარაკოთ?-ამოილუღლუღა ანიკამ. სანდრომ ცერად გახედა და ჩაეცინა.

-რაზე უნდა ვილაპარაკოთ? უკვე ყველაფერი ვთქვით რაც საჭირო იყო!-ბოლო


ნაფაზი დაარტყა და დარჩენილი ღერი საფერფლეში ჩასრისა.

-არ მომიყვები რა მოხდა სინამდვილეში?


~ 113 ~
-არა. შენ რისი მოსმენაც გინდოდა, უკვე გაიგე. მე სათქმელი არაფერი მაქვს.
შეგიძლია დამტოვო.

-მინდოდა გვესაუბრა.-ანიკას ხმა აუკანკალდა. სანდრომ სიბნელის მიუხედავად


მაინც შენიშნა მის თვალებში გაბრწყინებული ცრემლები.

-ანიკა, ძალიან გთხოვ, მარტო დამტოვე!-გოგონამ თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები


წასკდა. სწრაფადვე შეიმშრალა და ოთახიდან გავარდა.

-ამის დედაც!-ჩაიბურტყუნა სანდრომ და კოლოფიდან კიდევ ერთი ღერი სიგარეტი


ამოაძვრინა.

* * *
-არ მჯერა მე მაგ შენი ნიკის!-ამოიბურტყუნა ელემ, როდესაც ანიკამ ყველაფრის
მოყოლა დაასრულა. სანდროს ოთახიდან გასვლისთანავე დაურეკა მეგობარს და
გული გადაუშალა.-და ნუ ტირი! რა გატირებს? შენ ხარ რამეში დამნაშავე?

-კარგი რა, ელე, შენ მაინც ნუ მეჩხუბები!

-სულელო, მე კი არ გეჩხუბები, ვცდილობ დაგეხმარო და გამოგაფხიზლო. გინდა


ნინის დაველაპარაკო?

-არა, არა! არ მინდა.

-რატომ? არ გაინტერესებს სიმართლე?

-სიმართლეზე მეტად არაფერი მაინტერესებს, მაგრამ თუ სანდრო მართალს


მეუბნება, არ მინდა ამ ამბის გახსენებით ნინის ტკივილი მივაყენო. ვეცდები ჯერ მე
თვითონ გავარკვიო და თუ არაფერი გამომივიდა, მაშინ უკვე ნინის ვკითხავ
ყველაფერს.

-მე მაინც არ მგონია ნიკი მართალი...

-რატომ?

-ძალიან ხელოვნურად მეჩვენება ეგ ყველაფერი. ჯერ იყო და კინაღამ ხელი მოგაძრო


სანამ არ უთხარი, რომ ჯესიკასგან გაიგე ყველაფერი. შემდეგ კი ასეთი
გულისამაჩუყებელი ისტორია მოგიყვა. თან სანდრო რატომ მოგატყუებდა? კარგი,
მოდი დავუშვათ რომ იეჭვიანა და რაღაც მოიგონა, მაშინ რატომ დაემთხვა მათი
ისტორიების ძირითადი ნაწილი ერთმანეთს? თან სანდროს ძმაკაციც

~ 114 ~
გაფრთხილებდა… და კიდევ ერთი: ნიკმა გითხრა ზემდეტი მოგვივიდა და საგზაო
პატრულმა გვიპოვაო. ზედმეტი რომ მოსდით, კვდებიან. აბა ახლა კარგად
დაფიქრდი.

-ვიცი, ელე, ყველაფერი ვიცი, მაგრამ თითქოს გაორება მჭირს.

-მთავარია გული რას გიკარნახებს.

-შენ რა „ლურჯი ბაიკერივით“ მელაპარაკები!-გაეცინა ანიკას, ელემ კი თვალები


ჭყიტა.

-რაო? თქვენ რა...-პირი დააღო და ამოილუღლუღა.

-ო, მოიცა რა! უბრალოდ დამირეკა. მე ვტიროდი, გადამეკიდა მომიყევიო და


მოვუყევი. მან კი მითხრა გულის ხმას დაუჯერეო. ეს იყო და ეს.

-ჰმ, უბრალოდ კარგი ბიჭის როლს თამაშობს და თავს გაწონებს.

-რა სისულელეა!-გაეცინა ანიკას.-შენ სულ მაგაზე როგორ ფიქრობ. ამხელა კაცი მე


რატომ უნდა მაწონებდეს თავს?

-კარგი რა, ანიკა. მართალს გეუბნება სანდრო, ნამდვილი ბავშვი ხარ!

-ოჰ, შენი საბა როგორ გყავს?

-საძაგელო!-გაიბუსხა ელე.-ჩემი არ არის. მაგრამ შაბათს ბავშვები თეატრში


მივდივართ ჩვენი თეატრმცოდნეობის მასწავლებლის სპექტაკლზე და ვნახოთ იქ რა
მოხდება!-ელემ წარბები აათამაშა.

-გამოუსწორებელი ხარ! მიკვირს აქამდე რომ ვერ გამოტეხე. როგორ მინდა შაბათს
მეც თქვენთან ერთად მოვდიოდე. გურამის სპექტაკლია?

-ჰო, თუმანიშვილის თეატრში. „სტუმარი“ აქვთ დადგმული, ძალიან საინტერესოაო,


ამბობენ. გინდა ხვალ სკოლაში ლეპტოპი წავიღო და ბავშვები დაგალაპარაკო?

-კი!-სახე გაუბრწყინდა ანიკას. -ახლა კი მე უნდა წავიდე. ხვალ დიდი დღე მელის,
გამოძიებას ვიწყებ!

-წადი, დაისვენე და არაფერზე ინერვიულო. მიყვარხარ!

-მეც!

* * *
შემოდგომის ბოლოს დაწყებული სანდროსა და ანიკას ცივი ომი ზამთრის
დასაწყისამდე გაგრძელდა. უკვე დეკემბრის პირველი რიცხვები იყო, სანდრო კი

~ 115 ~
ანიკას უბრალოდ არ იმჩნევდა. სკოლაშიც კი არ დაჰყავდა. სკოლაში აღარც ნიკს აღარ
დაჰყავდა_ზამთარი იყო და ბაიკით სასიარულოდ ციოდა. ამიტომ დადიოდა ანიკა
სასკოლო ავტობუსით. რაღაცნაირად დამცირებულად გრძნობდა თავს. არა, იმიტომ
არა, რომ ავტობუსით დადიოდა. საჭირო რომ ყოფილიყო ფეხითაც ივლიდა, მაგრამ
სანდროს ეს შეუვალობა ნერვებს უფუჭებდა. სკოლაშიც გამოცდები დაეწყო და
საერთოდ გიჟს ჰგავდა. თან ახალი წლის ოჯახთან გატარება უნდოდა, მაგრამ იცოდა,
რომ ამას ვერ შეძლებდა და ნერვები კიდევ უფრო მეტად ეშლებოდა.

ნიკთან ურთიერთობაც თითქოს გახუნდა. ერთი შეხედვით არაფერი შეცვლილა,


მაგრამ ანიკას რატომღაც უნდობლობა გაუჩნდა. ის კი არა, არც მაშინ ეჭვიანობდა,
როდესაც ნიკი დებილივით მიაშტერდებოდა სუპერ მინი კაბაში გამოწყობილ ვიკის.

-ჰმ, მშვენიერი ქამარი აცვია!-ჩაისისინებდა ანიკა, ნიკს შემთხვევით დაღებულ პირს


დააკეტინებდა და თავის საქმეს გააგრძელებდა.

მისი ძილის რეჟიმიც მინიმუმამდე შემცირდა. ასე ხდებოდა ყოველთვის, როდესაც


გამოცდებისთვის ემზადებოდა. ორ კვირაში ითხოვდნენ. მანამდე კი როგორმე უნდა
გაეძლო ამ ყველაფრისთვის. „ლურჯ ბაიკერთან“ ურთიერთობაც ვერ აეწყო დიდად.
რატომღაც რაღაც განსაკუთრებულს ელოდა, არადა ის ერთი ჩვეულებრივი ადამიანი
იყო.

გამოცდებამდე ერთი კვირაღა იყო დარჩენილი, როდესაც ანიკას ცხოვრებაში რაღაც


შეიცვალა და თან ეს „რაღაც“ საკმაოდ მნიშნველოვანი იყო...

* * *
ლეპტოპთან ერთად სავარძელში მოკალათებულიყო და სიახლეებს ათვალიერებდა,
როდესაც მისი მობილური აწრიპინდა.

„-შენს სახლთან ვარ, გამოდი.“-სწერდა ნიკი. ანიკა სრულიად გულგრილად შეხვდა


მის შეტყობინებას. აუჩქარებლად წამოდგა სავარძლიდან, ლეპტოპი დახურა,
კარადიდან ქურთუკი გამოიღო, ფეხსაცმელი ამოიცვა და მობილური ჯინსის ჯიბეში
ჩაიდო. არფერი განსაკუთრებული, არც კი გამოუცვლია. წითელი, თხელი ნაქსოვი
სვიტერი ეცვა, ამოღებული გულით და შავი, ვიწრო ჯინსი.

კიბეები მშვიდად ჩაირბინა და კარი გააღო თუ არა, სანდროს შეასკდა. აღარ იცოდა რა
გაეკეთებინა. თავჩახრილმა აუქცია გვერდი და გარეთ გავიდა, ნიკი კი მისკენ
წამოვიდა, მაგრამ ზურგსუკან სანდროს ხმა მოესმა.

~ 116 ~
-როდემდე უნდა მოიტყუო თავი?-თითქოს ამ სიტყვებმა ზურგი აუწვა. ორ ცეცლხს
შუა არა, მაგრამ ორ კაცს შუა ნამდვილად იდგა და ვერ გადაეწყვიტა, რომლისთვის
დაეჯერებინა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს შუაზე გლეჯდნენ.

-შენი საქმე არ არის!-აგდებით მიუგო ნიკმა და ანიკას მკლავში ხელი წაავლო.

-მე შენ არ გელაპარაკები!-არანაკლები იყო სანდროს ტონიც.

-ანიკა, წავედით!-ნიკმა მკლავში წავლებული ხელით სცადა გოგონას წაყვანა, მაგრამ


კვლავ სანდროს ხმამ შეაჩერა.

-ხელი გაუშვი!-კბილებს შორის გამოსცრა და ისეთი მზერით შეხედა, ნიკმა


მომენტალურად შეუშვა ხელი.

-რატომ ღელავ ასე ძალიან? ნუ გეშინია, ნინის არ ჰგავს და როგორმე შენს გარეშეც
შეძლებს თავის დაცვას. ანიკა არ მოტყუვდება, ნუ ნერვიულობ!-ნიკის ირონიული
ტონით წარმოთქმული სიტყვების გაგონებისას, სანდრომ მუშტები შეკრა და ანიკას
სულ რამდენიმე წამით რომ დაეგვიანა, ალბათ მოკლავდა. გოგონამ წამის მეასედში
მიიღო გადაწყვეტილება. მიხვდა, რომ ეს იყო გადამწყვეტი მომენტი და ბევრი ფიქრი
აღარ შეიძლებოდა, ამიტომ გულის ხმას აჰყვა და გააკეთა ის, რისიც სჯეროდა და რაც
უნდოდა.

-არ არის საჭირო, დაანებე თავი!-ხელებით მკერდზე მიაწვა სანდროს და ეცადა შინ
შეეყვანა, მაგრამ ამაოდ.

-ანიკა, ახლა ამასთან ერთად თუ შეხვალ შიგნით, ჩათვალე რომ ყველაფერი


დამთავრდება!-გაოგნებული იყო ნიკი.

-როგორ შეიძლება დამთავრდეს ის, რასაც არასდროს უარსებია?-გულრგილად


უპასუხა გოგონამ, შემდეგ კი სანდროს ხელი მოკიდა და მასთან ერთად შევიდა
სახლში...

* * *

~ 117 ~
ცდებით თუ ფიქრობთ, რომ იმ საღამოს შემდეგ სანდროსა და ანიკას შორის
კუპიდონმა გაიფრინა. ვერ გეტყვით, რომ არაფერი შეცვლილა, მაგრამ ეს მცირედი
ცვლილება არ იყო საკმარისი. ისინი უბრალოდ ერთმანეთს ესალმებოდნენ და
ხანდახან სკოლაშიც დაჰყავდა სანდროს, მიუხედავად იმისა, რომ გზა ყოველთვის
მდუმარე იყო. არც ნინისა და ნიკოლასის თემაზე უსაუბრიათ. სამაგიეროდ ანიკას
სკოლაში სიარული გახდა დაძაბული და უსიამოვნო. თუ პირველი რამდენიმე დღე
გოგონას ნიკის მოშორება უქმნიდა პრობლემას, შემდეგ უკვე მისი დამამცირებელი
მზერისა და კომენტარების ატანა შლიდა ჭკუიდან. ყოველთვის ცოფდებოდა
როდესაც ბიჭები ყოფილ გოგონებზე საზიზღრობებს ლაპარაკობდნენ. ეს ლაჩრობად
მიაჩნდა და ვერ იფიქრებდა ნიკიც ასეთი თუ იქნებოდა. ასეთი ბიჭებს ელეს
წყალობით იცნობდა, ბექასთან ასეთი რამ არ დამართნია. ისე მშვიდად და
ცივილიზებულად დაშორდნენ ერთმანეთს, თვითონაც რომ გაუკვირდა. ნიკოლასთან
კი ყველაფერი ცუდად წავიდა. ანიკასთან რომ ვერაფერს გახდა და ვერ შეირიგა,
ისეთი მზერით ყურება დაუწყო, თითქოს აქეთ ყოფილიყოს დამნაშავე. გაკვეთილზეც
არ ერიდებოდა უხამს კომენტარებს. ბოლო წვეთი კი ანიკას მოთმინების ფიალაში,
გამოცდის შემდეგ შეავსო.

თხუთმეტ დეკემბერს ერთთვიანი არდადეგები ეწყებოდათ, მანამდე კი ყველა


საგანში გამოცდა ჰქონდათ ჩასაბარებელი. ანიკას უსაზღვრო ნერვიულობის
მიუხედავად, ყველაფერი კარგად წავიდა. გამოცდებმა მშვენივრად ჩაიარა, ბოლო
გამოცდაში კი ასი ქულიდან ასივე აიღო. შედეგების მოსმენისას, სიხარულისგან
კინაღამ ხტუნვა დაიწყო, მითუმეტეს რომ ასეთი არაჩვეულებრივი შედეგი
ეკონომიკაში ჰქონდა. საგანში, რომლის გამოცდისაც ყველაზე მეტად ეშინოდა...
ისეთი გახარებული და ბედნიერი იყო, ეგონა სახლში სულ ფრენა-ფრენით
მივიდოდა. მაგრამ მანამდე...

-როგორც ვატყობ უფროსი და მკაცრი კაცები გიზიდავს!-მოესმა ზურგს უკან,


როგორც კი კლასიდან გავიდა.

-ამჯერად რა გინდა, ნიკოლას?-ამოიგმინა და ჯესიკას ანიშნა, წადი და დაგეწევიო.

-სანდერსს როგორღა მოაწონე თავი? მეგონა ის მაინც აზროვნებდა ნორმალურად და


გრძელი ფეხები ტვინს არ აურევდა.

-მოკეტე!-თვალები დააკვესა ანიკამ და წასასვლელად შებრუნდა, მაგრამ კვლავ ნიკის


ხმამ გააჩერა.

-რა იყო, უფროსები გამოცდილებას გიზიარებენ თუ რატომ მოგწონს? მაგრამ


გამოცდების ჩასაბარებლად რას არ იზამ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ისეთი
ქვეყნიდან ხარ ჩამოსული, რომელიც გლობუსზეც კი გამადიდებელი შუშით უნდა
მოძებნო.

~ 118 ~
-შე ნაბიჭვარო!-ამოიგმინა ანიკამ და პირდაპირ მუშტი გაუქანა, მაგრამ ნიკმა
მოასწრო რეაგირება და ხელები გაუკავა.

-ასეთი აგრესიული როდის მერე გახდი? რაო, სანდრომ ხომ არ გაგაბრაზა,


ძვირფასო?-ირონიულად ჩაიცინა ნიკმა, მაგრამ ეს სიცილი მალევე გახდა სიმწრის,
რადგან ანიკამ როგორღაც მოახერხა და ფეხებს შორის მუხლი ამოსცხო.

-ნამდვილი კახპა ხარ!-აღმოხდა ნიკს და სიმწრისგან დაიკლაკნა, ანიკამ კი მუშტებიც


დაუშინა და ბოლოს დირექტორის კაბინეტშიც ამოყო თავი.

-თქვენგან ასეთი ქმედება სრულიად მოულოდნელია!-ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა


კაცმა და შემდეგ ანიკას გახედა.-ხომ არ ამიხსნით რა მოხდა?

-შეურაცხყოფა მომაყენა და ჩემი გამოცდის შედეგში ეჭვი შეიტანა!

-თქვენ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეთ. ვალდებული ვარ ყველაფერი


უფროსების ყურამდე მივიტანო.

-ბატონო დირექტორო, მამას მნიშნველოვანი შეხვედრა აქვს და ეჭვი მაქვს არ


ესიამოვნება ვინმემ რომ შეაწყვეტინოს.-ანგელოზის სახით გაუღიმა ნიკმა და ანიკას
ეშმაკურად გახედა.

-გია ლოს-ანჯელესშია რამდენიმე დღით წასული, მარიკა კი თათბირზე!-თავი


დაიძვრინა ანიკამაც.

-მაშინ მისტერ ჰელტონის მდივანს და ბატონი გიას შვილს დავუკავშირდები!-თქვა


დირექტორმა და ღილაკზე თითის მიჭერით იგივე სიტყვები მდივანს გაუმეორა.
ანიკას ამის გაგონებისას სახეზე ცისარტყელას ფერებმა გადაურბინეს. ოღონდ ეს არა,
ოღონდ სანდრო არა!

-გთხოვთ, არ არის საჭირო. გპირდებით, ეს მეორედ აღარ განმეორდება!-ამოიკნავლა


გოგონამ.-მისტერ პარკერ, ხომ იცით, სანდროს რთული სამსახური აქვს, ახლა
შესაძლოა სულაც არ იყოს ოფისში.-ყველანაირად ცდილობდა მის დარწმუნებას,
მაგრამ ამაოდ. ნიკი კი არხეინად იჯდა, თითქოს თავი უკვე ქუდში ჰქონდა და
არაფერი ემუქრებოდა.

ცოტა ხანში კარზე კაკუნი რომ გაისმა და ჯინამ თავი შემოყო, ნიკმა უცბად ანიკას
თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი ცერა თითი ყელზე გამოისვა და ირონიულად ჩაიღიმა. აი
გოგონას კი საერთოდ არ ეღიმებოდა. კინაღამ მაგიდის ქვეშ შეძვრა, როდესაც
კაბინეტში ნაცნობი ფეხის ხმა გაიგონა.

-გამარჯობა! რაშია საქმე?-პირდაპირ საქმეზე გადავიდა სანდრო და მზერა ანიკასა და


ნიკოლასს მოავლო.

~ 119 ~
-იცით რა, მისტერ პარკერ?! მე ჰელტონების ახლო პირი ვარ, მათი სახლიც მე მაბარია
და თუ დრო რაღაც სისულელის გამო უნდა დამაკარგინოთ, ძალიან არ მომეწონება!-
პრეტენზიული ხმით დაილაპარაკა სანდროსთან ერთად ოთახში შემოსულმა შუახნის
ქალმა.

-გთხოვთ, დაბრძანდით და ყველაფერში გაგარკვევთ!-თქვა მისტერ პარკერმა და


სტუმრებს სკამებზე მიუთითა. ანიკა კი ინსტიქტურად ფეხზე წამოდგა.

-ნუ ნერვიულობ! თუ არაფერი დაგიშავებია, ყველაფერი კარგად იქნება!-თვალი


ჩაუკრა სანდრომ და უკანვე დააბრუნა. თვითონაც გვერდით მიუჯდა და
დაინტერესებული სახით მიაჩერდა დირექტორს.

-მოკლედ, ორივეს თავისი ვერსია აქვს, ახლა კი მოდით ერთად გავარკვიოთ


სიმართლე!-დაიწყო მისტერ პარკერმა და სავარძელში კომფორტულად მოკალათდა.-
დაცვის თანამშრომელმა ისინი მაშინ ნახა, როდესაც ეს სენიორიტა მუშტებს უშენდა
მისტერ ჰელტონს. თანაც შუა დერეფანში, ბავშვების თვალწინ!

-იქნებ მიზეზიც გაგვაგებინოთ?-დაინტერესდა ნიკის „ძიძა“.

-თქვენმა ძვირფასმა ნიკოლასმა შეურაცხყოფა მომაყენა!-დაისისინა ანიკამ და ფეხზე


მწარე ჩქმეტაც იგრძნო. სანდრო თვალებს უბრიალებდა.

-ტყუილია!-წამოიძახა ნიკმაც.-მე უბრალოდ მისი გამოცდის შედეგით


დავინტერესდი. ის კი ძალიან გაბრაზდა, ჯერ ფეხებს შორის ამომცხო წიხლი, შემდეგ
კი მუშტები დამიშინა. ვერ გავიგე რა დაემართა.

-შე მატყუარა!-ანიკა ისევ ფეხზე წამოიჭრა და სანდრომ ისევ უკან დააბრუნა.-


სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და იძულებული გამხადა ასე მოვქცეულიყავი.
ეჭვი შეიტანა ჩემი გამოცდის შედეგის სამართლიანობაში და მითხრა, ისეთი
ქვეყნიდან ხარ ჩამოსული, გლობუსზეც კი გამადიდებელი შუშით უნდა მოძებნოო.

-მისტერ პარკერ, ანიკა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ნამდვილად არ არის, რომ


ვინმესთვის შეურაცხყოფა უმიზეზოდ მიეყენებინა.-როგორც იქნა ჩაერთო სანდროც.

-რას გულისხმობთ, რომ ჩემი ნიკოლასი გიჟია?-თვალები დააკვესა ქალმა.-მაგ


გადარეული გოგოს გამო რამე რომ დაუზიანდეს? შვილი რომ აღარ ეყოლოს?-
სერიოზულად შეშფოთებული ჩანდა „ძიძა“, ანიკამ კი თავი ძლივს შეიკავა რომ არ
გადაეხარხარა, მაგრამ შემდეგ შენიშნა რომ სანდროც იგივე დღეში იყო და ბოლოს
ორივემ ერთად ჩაუფხუკუნეს.

-თქვენთან ცივილიზებულად ლაპარაკი შეუძლებელია! ორივეს ყველა გამოცდის


ჯამური შეფასებიდან ოცი ქულა დაგაკლდებათ!-„გამოსავალი იპოვა“ მისტერ
პარკერმა.

~ 120 ~
-ასე არ მოიქცევით!-მშვიდად წარმოთქვა სანდრომ, სანამ აღშფოთებული ანიკა
გაპროტესტებას მოასწრებდა.

-ხომ ვერ მეტყვით რა შემიშლის ხელს?-გაკვირვებული ჩანდა დირექტორი.

-ვიდეო კამერების ჩანაწერები შეამოწმეთ!

-ეს მაშინვე გავაკეთეთ, როგორც კი ინციდენტი დაფიქსირდა, მაგრამ ვიდეო


კამერებში ხმა არ ისმის, სხვა ყველაფერი კი ისე ჩანს, როგორც მისტერ ჰელტონმა
გვითხრა.

-იმის გამო, რომ სიმართლეს ვერ არკვევთ, არ გაქვთ უფლება ანიკა დასაჯოთ.

-და არც ნიკი! თორემ ამ ამბავს მამამისის ყურამდე მივიტან!

-არ არის საჭირო ბატონი გუბერნატორის შეწუხება...-უცბად მოლბა კაცი.-ისედაც,


ნიკს არაფერი დაუშავებია, პირიქით, ის არის დაზარალებული.-სანდრო მიხვდა
საითაც მიჰყავდა კაცს საუბარი და მაშინვე შეაწყვეტინა.

-ანიკას უსამართლოდ ერთი ქულაც რომ დააკლდეს, პირობას გაძლევთ, მთელს


სკოლას ფეხზე დავაყენებ, ჩემს აგენტებს გავაშიფრინებ თქვენ ჩანაწერებს და
მერწმუნეთ, ბევრი ისეთი რამ ამოტივტივდება, საგულდაგულოდ რომ გაქვთ
მიჩქმალული. ასე რომ, არჩევანი თქვენთვის მომინდია!-ანიკას თვალები
გაუბრწყინდა. მიუხედავად ყველაფრისა, სანდროსგან ასეთ თავგამოდებულ დაცვას
მაინც არ ელოდა.

-არა, არა, რას ამბობთ! არც მიფიქრია უსამართლოდ ვინმეს დასჯა. უბრალოდ
გაუგებრობა მოხდა, ჯერ კიდევ ბავშვები არიან, ათას რამეზე იჩხუბებენ, ყველაფრის
გამო ხომ არ დავსჯით?!-მღელვარების დასაფარად გაიცინა კაცმა.-ახლა კი
თავისუფლები ხართ, ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ!-მისტერ პარკერმა სწრაფად
ჩამოართვა ხელი სანდროს და ნიკის „ძიძას“ და შეიძლება ითქვას, კაბინეტიდან
გამოყარა, შემდეგ კი შვებით ამოისუნთქა_როგორც იქნა ნანატრი არდადეგები
იწყებოდა!

* * *

~ 121 ~
-სანდრო, დიდი მადლობა!-თვალებგაბრწყინებული ანიკა დირექტორის
კაბინეტიდან გამოსვლისთანავე მიუბრუნდა ბიჭს.

-სამადლობელი არაფერია. მაგრამ უნდა ვიცოდე, რა მოხდა სინამდვილეში!

-ამმ, არაფერი ისეთი... ხომ ვთქვი უკვე რაც მოხდა.-დაიბნა ანიკა. რა უნდა ეთქვა?
როგორ ეთქვა ისინი, რაც ნიკმა უთხრა. არა, ამას ვერ გააკეთებდა!

-აბა, გისმენ!-ხელახლა წამოჭრა თემა სანდრომ, როდესაც მანქანაში ჩასხდნენ და


ძრავა აამუშავა.

-სანდრო, ხომ გითხარი უკვე, სათქმელი არაფერია.

-და შენი აზრით დაგიჯერე?

-უბრალოდ ნიკი გაბრაზდა ეკონომიკის ტესტში უმაღლესი ქულა რომ მივიღე.

-ანიკა, ზუსტად მაინტერესებს რა გითხრა!-სანდრო ისეთი შეუვალი ხმით


ელაპარაკებოდა, ძნელი იყო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ანიკა უკვე ტუჩს
იკვნეტდა ნერვიულობისგან. ბოლოს გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა, თავი ჩაღუნა და
დამნაშავესავით ძლივს გასაგონად ჩაიბურტყუნა.

-მითხრა, როგორც ჩანს ასაკით უფროსი მამაკაცები მოგწონს, მაგრამ არ მეგონა


სანდერსსაც თუ აურევდი გონებას და ისიც გრძელი ფეხების გამო დაგიწერდა
ნიშანსო. სტიპენდიით ხარ ჩამოსული და არცაა გასაკვირი ნიშნის გამო ყველაფერს
რომ აკეთებო. შემდეგ კი დავარტყი. ბოლოს მკითხა ასეთი აგრესიული როდის მერე
გახდი, სანდრომ ხომ არ გაგაბრაზაო...-კიდევ უფრო ჩუმად დაამატა ანიკამ. სანდროს
კი მის საქციელზე ჩაეღიმა_რა სულელი ბავშვია...

-დირექტორთან რატომ არ თქვი ეს ყველაფერი? შეგეშინდა?

-რისი უნდა შემშინებოდა?-წამოენთო გოგონა. სანდროსაც სწორედ ეს უნდოდა.


ერჩივნა გაბრაზებული ანიკასთვის ეყურებინა, ვიდრე მოწყენილისთვის.-უბრალოდ
დირექტორს ამ ყველაფერს ვერ ვეტყოდი. არც შენთვის მინდოდა თქმა და
საერთოდაც, არ მინდა ამ თემაზე საუბარი.

-იქნებ კიდევ გიყვარს?-ინტერესით გახედა ბიჭმა, მაგრამ ანიკას გაბრაზებული მზერა


რომ დაინახა, გულზე მოეშვა.

-აი ეს უკვე შენი საქმე არ არის!-მკაცრად მოუჭრა და ფანჯრიდან ხეებს დაუწყო


ყურება. სანდრომ მაინც შენიშნა მისი აჭარხლებული ღაწვები და მუხლებზე
ნერვიულად მოთამაშე თითები და თავისთვის, ჩუმად ჩაეღიმა...

* * *
~ 122 ~
-არ შემოხვალ სახლში?-ჰკითხა ანიკამ, როდესაც მანქანიდან გადავიდა.

-არ შემიძლია, საგიჟეთი მაქვს სამსახურში, წეღანაც ძლივს გამოვძვერი.

-ახალი ხომ არაფერია? ისევ ვერ გაარკვიეთ ვინ არის დამნაშავე?

-ვერა. უფრო ჩაიხლართა საქმე. მაპატიე, მაგრამ ახლა უნდა წავიდე, საღამომდე!-
დაემშვიდობა სანდრო და მანქანა ეზოდან გაასრიალა.

ანიკამ სწრაფად აირბინა სახლის კიბეები და მაშინვე სამზარეულოს მიაშურა.


დღეიდან არდადეგები დაეწყო, ამის აღსანიშნავად კი რამე უნდა გაეკეთებინა.
მაცივარში შეიხედა_საჭირო ინგრედიენტები იყო, შეიძლებოდა პიცის გამოცხობა. ის
და ელენე ყოველთვის აკეთებდნენ რაღაცას არდადეგების პირველივე დღეს და არ
უნდოდა ეს ტრადიცია დაერღვია. მართალია მარტო, მაგრამ მაინც გამოაცხობდა
პიცას. თავის ოთახში აირბინა და ის იყო უნდა გამოეცვალა, რომ კარზე ზარი გაისმა.
თავიდან იფიქრა უცბად გამოვიცვლი და შემდეგ გავაღებო, მაგრამ როდესაც ზარი
არა და არ შეწყდა, ნახევრად გახდილი მაისური ისევ ჩაიცვა და კიბეებზე დაეშვა.
კარი რომ გააღო, ცოტა არ იყოს და გაუკვირდა. კართან ვიღაც უცხო ქალი იდგა
ჩანთით და პატარა ბავშვით ხელში.

-ჯაფარიძეების სახლია?

-დიახ?-კითხვანარევი ტონით უპასუხა გოგონამ.-ვინ გნებავთ?

-ჰმ! ვინ მნებავს და ჩემი შვილის მამა!

თავი 12

~ 123 ~
-თქვენი შვილის მამა?-ანიკამ პირი დააღო, ქალმა კი მოურიდებლად გვერდი აუქცია
და მისაღებში შევიდა.

-დიახ! რაო, არ იცი? იმ ნაძირალამ არაფერი არ თქვა?

-უკაცრავად? ვისზე საუბრობთ? და როგორ მოგმართოთ?

-მონიკა. მონიკა მქვია და ჩემი მაკენზის მამაზე ვსუბრობ. არ ბრძანდება სახლში? შენ
ვინ ხარ, ნინი?-ახლა უფრო დაიბნა ანიკა. რა უნდა ქნას? ან ეს ქალი ვინ არის? ნუთუ
სანდროს შვილი ჰყავს?

-არა, მე ანიკა ვარ. ერთი წუთით დამელოდეთ, ახლავე დავბრუნდები!-გოგონა


სამზარეულოში გავიდა, ჯიბიდან მობილური ამოაძვრინა და სანდროს დაურეკა.

-ახლა რაღა მოხდა? ჯერ სამსახურშიც არ მივსულვარ!

-არც მიხვალ! მოაბრუნე მანქანა და სასწრაფოდ წამოდი სახლში!-ისეთი მკაცრი და


სერიოზული ხმით უთხრა, სანდრომ შეწინააღმდეგება აღარც იფიქრა, „წამოვალო“
უთხრა და ხუთ წუთში უკვე სახლში იყო.

კარი შეაღო თუ არა, ანიკა მაშინვე ეცა და სამზარეულოში შეათრია.

-შენ რა, შვილი გყავს?-თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა გოგონა. სანდრომ


სერიოზული სახით შუბლზე ხელი მიადო, შემდეგ თავი გვერდზე გადახარა და
დაკვირვებით შეხედა.

-არა, სიცხე ნამდვილად არ გაქვს!-დაასკვნა ბოლოს.

-ნუ მაიმუნობ!-კიდევ უფრო გაბრაზდა ანიკა.-ვიღაც ქალია მოსული პატარა ბავშვით


და დიდი ჩანთით. ჩემი შვილის მამა სად არისო.

-რაო? სახლი ხომ არ შეეშალა?-გაუკვირდა სანდროსაც.

-არა. ჯერ მკითხა, ჯაფარიძეების სახლიაო? და რომ დავუდასტურე, მერე შემოვიდა


დაუკითხავად.

-წამოდი, გავარკვიოთ!-სანდრო სერიოზული სახით გავიდა მისაღებში და


სავარძელში მოკალათებულ ქალს დააკვირდა, რომელიც პატარას ეთამაშებოდა.

-გამარჯობა! მე სანდრო ვარ, თქვენ ვინ ბრძანდებით?

-ჰმ! ვითომ არ იცოდეთ! მე მონიკა ვარ. სად ბრძანდება ნაძირალა მამაშენი?-ამის


გაგონებისას სანდრომ და ანიკამ ჯერ ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ მონიკას
შეხედეს და ბოლოს_ბავშვს.

-მამაჩემი?

~ 124 ~
-გია?-კვლავ ერთდროულად იკითხეს. ეს ყველაფერი უკვე საოცრად ემსგავსებოდა
სერიალს.

-არ გინდათ ეს გაკვრივებული სახეები, ძალიან გთხოვთ! ოჰ, ქალბატონიც


მობრძანებულა!-მხოლოდ მაშინღა შეამჩნიეს მისაღების შესასვლელთან გაშეშებული
მარიკა.

-ეს გიას შვილია?-ამოილუღლუღა ქალმა და ჩანთა ხელიდან გაუვარდა.

-დედა, დამშვიდდი, რაღაც გაუგებრობაა.

-მარიკა, წამოდით, ჩაის მოგიმზადებთ.

-დამანებეთ თავი! ანუ ეს ბავშვი...

-დიახ! თქვენი მოღალატე ქმრის შვილია! სად ბრძანდება, რატომ მემალება? ბავშვის
გაკეთებას რა უნდა, მიხედვაა მთავარი!-გაცხარდა მონიკა.

-გია ლოს-ანჯელესშია წასული და ზეგ ჩამოვა.-უპასუხა სანდრომ, ანიკამ კი მარიკა


სავარძელში ჩასვა და რვეული დაუნიავა_სადაც იყო გული წაუვიდოდა.

-კარგი. მანამდე ბავშვს თქვენთან დავტოვებ. მე ჩემს დასთან ვრჩები, მაგრამ იქ ვერ
წავიყვან, ისედაც ათნი ცხოვრობენ ერთ პატარა სოროში! ყოველ ოთხ საათში აჭამეთ,
ღამე, ძილის წინ გაზების წამალი დაალევინეთ, დილით დაბანეთ და შუა დღისით
გაასეირნეთ. აი, აქ ყველაფერია. ორ დღეში დავბრუნდები!-მონიკამ ბავშვი
პირდაღებულ ანიკას მიაჩეჩა, ჩანთა სანდროს ჩამოკიდა კისერზე, შემდეგ კი
სახლიდან ისე გავიდა, უკან აღარც მოუხედავს.

-ადა და და!-გაიცინა პატარამ და ანიკას თმას სწვდა.

-ახლავე დაურეკეთ გიას!-კბილებს შორის გამოსცრა მარიკამ, შემდეგ კი მეორე


სართულზე მარათონელის სიჩქარით ავარდა და კარი ისე მიიჯახუნა, მთელი სახლი
შეზანზარდა.

-ახლა რა ვქნათ?-ისეთი შეშინებული სახით გახედა სანდრომ, თითქოს აპოკალიფსის


მომსწრე ყოფილიყოს.

-სასწრაფოდ დაურეკე გიას!-გაუმეორა ანიკამ, ბავშვი მიაჩეჩა და თვითონაც


მარიკასთან აირბინა.

მისაღებში ბავშვთან ერთად დარჩენილი სანდრო ძალიან სასაცილო სანახავი იყო.


ბავშვი წინ გაშვერილი ხელებით ეჭირა, კისერზე მონიკას ჩამოკიდებული ჩანთა
ჰქონდა და მისაღების ცენტრში იდგა.

-ა-და-და!-ატიტინდა პატარა და სანდროსკენ გაიშვირა ხელები.

~ 125 ~
-რა უნდა გიყო ახლა?-თვალები მოჭუტა და თავი მარჯვნივ გადახარა ბიჭმა. მაკენზი
კი ტიტინს აგრძელებდა. ცოტა ხნის შემდეგ ერთბაშად გაჩუმდა, გაიტრუნა და
გაწითლდა.-არა, გეხვეწები, ეგ არ ქნა, გთხოვ!-აღმოხდა სანდროს, მაგრამ ამაოდ.
შეშინებულმა მიიტანა ცხვირი ბავშვთან და შემდეგ კვლავ წინ გაშვერილი ხელებით
მეორე სართულზე ავარდა.-ანიკა! მიშველე!-ისეთი განწირული ხმით დაიყვირა,
გოგონა შეშინებული გამოვარდა მარიკას ოთახიდან და სიტუაცია რომ გაიაზრა,
სიცილი აუტყდა.-რა გაცინებს, ნახე რა ქნა!-სახე დაემანჭა სანდროს.-რა უნდა ვქნათ?

-მომიყვანე აქ! ამის ჩანთიდან საფენები და გამოსაცვლელი ტანსაცმელი ამოიღე და


წამომყევი.-განკარგულება გასცა ანიკამ, შემდეგ ბავშვის ჩანთიდან პატარა პირსახოცი
ამოაძვრინა, ხელზე გადაიფინა და სააბაზანოსკენ გაემართა...

* * *
ანიკა ბუხართან მიდგმულ სავარძელში იჯდა და ხელში ძლივს ჩაძინებული მაკენზი
ეჭირა. ისეთი დაღლილი იყო, კინაღამ თვითონაც მიეძინა. მართალია ბავშვის
დატოვებიდან ჯერ მხოლოდ სამი საათი იყო გასული, მაგრამ ვერც ის და ვერც
სანდრო ფეხზე ვეღარ იდგნენ. პატარა გაჭირვებით დაბანეს, გამოუცვალეს, აჭამეს და
ის იყო შვებით უნდა ამოესუნთქათ, რომ ბავშვმა ნაჭამი რძე უკან ამოიღო და მთელი
ტანსაცმელი დაისვარა. ანიკას ცოტაღა უკლდა აკივლებას, ამიტომ ამჯერად სანდრომ
აიღო საკუთარ თავზე გამოცვლა. დაიწყო კიდეც, მაგრამ როდესაც თხუთმეტი წუთის
გასვლის შემდეგაც ბავშვისთვის ისევ ბოდეს ჩაცმას ცდილობდა, მისი დაწყებული
საქმე ანიკამ დაამთავრა. ახლა კი იჯდა თბილად და მყუდროდ მოკალათებული და
გონებაში მემილიონედ იმეორებდა, რომ სულ მცირე ხუთი წელი არაფრის დიდებით
არ გააჩენდა შვილს.

-ყავას დალევ?-ოთახში ჩურჩულით და ფეხაკრეფით შემოვიდა სანდრო.

-აუ კი, გეხვეწები გამიკეთე რა!-აღმოხდა ანიკას, თვალები მილულა და თხოვნის


გამოსახატად თავი უკან გადახარა.

-გაგიკეთებ!-ჩაეცინა სანდროს და ისევ უკან გაბრუნდა.

ანიკა უცნაურად გრძნობდა თავს. ჰელოუინის ღამის შემდეგ სანდროსთან ასეთი


ურთიერთობა აღარ ჰქონია. მას შემდეგ კი ზუსტად თვენახევარი გავიდა.
მონატრებოდა „ძველი სანდრო“, მაგრამ ყველაზე მეტად ჰელოუინის ღამის სანდრო
ენატრებოდა. გულწრფელი და ყოველგვარი ნიღბის გარეშე. თვალები მიეხუჭა იმ

~ 126 ~
კოცნის გახსენებისას. როგორ ეშინოდა გარისკვის და როგორი ბედნიერი იყო,
როდესაც გარისკა. ასე ეგონა ღრუბლებზე დააბიჯებდა. გრძნობდა ბიჭის ძლიერ
ხელებს, ცხელ ტუჩებს, გახშირებულ სუნთქვას და გონება ეთიშებოდა.

კინაღამ მაკენზი ხელიდან გაუვარდა, როდესაც სახეზე სანდროს ცხელი სუნთქვა


იგრძნო. დაფეთებულმა გაახილა თვალები და მისი ფიქრების მთავარი ობიექტი რომ
დაინახა ყავის ჭიქებით ხელში, ცოტათი გულზე მოეშვა.

-მეგონა დაგეძინა. ძლივს გავიგე შენი სუნთქვა!-გაუცინა სანდრომ და ჭიქა გაუწოდა.


ანიკამ მაკენზი ცალ ხელსა და მუხლზე გადაიწვინა და მარჯვენა ხელი
გაითავისუფლა. ისეთი დაბუჟებული ჰქონდა, თითები ძლივს აამოძრავა. თითქოს
მილიონებით ნემსი ერჭობოდა ხელში. ყავის პირველივე ყლუპის მოსმისას კი
საოცარი ნეტარება იგრძნო.

-ღვთიური სითხეა!-გაეცინა და კვლავ მოსვა.-ვერ წარმომიდგენია დღე ყავის გარეშე.

-თან ბუხარი, საღამო და გემრიელი ყავა... იდილიას მხოლოდ ის არღვევს, რომ


ხელში წიგნის ნაცვლად ბავშვი გიჭირავს.-დასცინა სანდრომ და თვითონ მეორე
სავარძელში მოკალათდა.-ახლა რამდენი ხანი უნდა ეძინოს?

-არ ვიცი. ალბათ ორი საათი მაინც. ღამე რა უნდა ვქნათ?

-წარმოდგენა არ მაქვს. არ დაიძინებს?

-სანდრო, ბავშვი ექვსი თვისაა. ღამე ერთხელ მაინც მოუწევს ჭამა და თან ან
დაიძინებს და ან_არა. მამას დაურეკე?

-კი, მაგრამ არ მითქვამს რა ხდება. ვუთხარი რომ სასწრაფოდ ჩამოსულიყო.


რაღაცეებს გადავანაცვლებ და ხვალ საღამოს ჩამოვფრინდებიო.

-მარიკა როგორ არის? მთელი დღეა ოთახშია. წეღან რომ შევედი, ტიროდა.

-მე არ გამიღო კარი, მარტო მინდა ყოფნაო. გეფიცები, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ რა
ხდება.-სანდრომ თავი მუხლებზე დაყრდნობილ ხელებში ჩარგო და ანიკას ისე
ახედა.

-წარმოდგენაც არ მინდა დედაშენი რას გრძნობს. მე ასეთ რაღაცას ვერ ვაპატიებდი.

-ღალატს თუ ბავშვს?

-ბავშვი ღალატის შედეგად ჩნდება!

-არსებობს თეორია, რომ ყველა კაცი ერთხელ მაინც ღალატობს ცოლს.

-არანაირი თეორია არ მაინტერესებს. და არც „სპორტული ინტერესის“ ან „ერთი


ღამის“ ღალატს არ ვამართლებ. ღალატი ღალატია. არ აქვს მნიშვნელობა ერთი საათი

~ 127 ~
გრძელდებოდა თუ რამდენიმე თვე! მთავარია, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი სხვასაც
ისეთივე სიტყვებს ეუბნებოდა და ისევე ეფერებოდა, როგორც მე. როგორ უნდა
შევეხო ამის შემდეგ? როგორ უნდა ჩამხედოს თვალებში და მითხრას, რომ
ვუყვარვარ?

-იქნებ მართლა უყვარხარ და უბრალოდ შეცდომა დაუშვა? შენგან სითბო მოაკლდა


და სხვაგან იპოვა? ან უბრალოდ იკამათეთ და...

-... კარგი რა, სანდრო, კარგი რა! შენ თვითონაც ხომ ხვდები, რომ ღალატს არანაირი
გამართლება არ აქვს? მე რომ ვუღალატო ქმარს, თუნდაც ერთი ღამით და თუნდაც
დამსახურებულად, გამართლება მექნება? არც ღალატს არ აქვს გამართლება და არც
ღალატის შემდეგ ბავშვის გამო „ვითომ ოჯახის“ შენარჩუნებას!

-ორსულობის გამო გათხოვებას?-ვალში არ დარჩა სანდროც.-საერთოდ რომ არ


გისაუბრიათ ქორწინებაზე და ერთ დღესაც გამოგიცხადებს ორსულად ვარ და
ცოლად უნდა მომიყვანოო?

-არ შემეწინააღმდეგო რომ ეგეც კაცის წინდაუხედაობის ბრალია!-ნიშნის მოგებით


აზიდა წარბები ანიკამ.-ტანგოს ცეკვისთვის ორი ადამიანია საჭირო!

-შენ კაცი სიტყვაში ვერ გაჯობებს!-გაეცინა სანდროს.-საწყალი შენი მომავალი ქმარი!

-ოჰ! მასეც ნუ იტყვი! თუ არ გამაბრაზებს გიჟი კი არ ვარ ტყუილად ვიჩხუბო.-


აღშფოთდა ანიკა და ის იყო სავარძელში უნდა გასწორებულიყო, რომ მაკენზიმ
თვალები ისე დააჭყიტა, თითქოს აქამდე გამორთული სათამაშო იყო და ახლა
ჩართესო.-მოგკლავ! ბავშვი გამაღვიძებინე!-დაისისინა გოგონამ და ფეხზე წამოდგა.
იქნებ როგორმე მოეხერხებინა და კვლავ დაეძინებინა ეს პატარა მონსტრი.

-რა ჩემი ბრალია!

-ჰოდა თუ არ არის შენი ბრალი, გამომართვი და დააძინე!-საბოლოოდ გაბრაზდა


ანიკა და ბავშვი მიაჩეჩა.-მე მანამდე შხაპს მივიღებ, როგორც ვატყობ ისედაც მთელი
ღამის გათენება მოგვიწევს.-შემდეგ კი მტკიცე ნაბიჯებით გაემართა მეორე
სართულისკენ და თან ცდილობდა სანდროს შეშინებული სახისთვის ყურადღება არ
მიექცია...

* * *
~ 128 ~
ანიკას სიტყვები გამართლდა. ის იყო აბაზანიდან გამოვიდა და უნდა ჩაეცვა, რომ
ოთახში სასოწარკვეთილი სანდრო შეუვარდა, მაგრამ პირსახოცშემოხვეული რომ
დაინახა, მზერა შეეცვალა.

-ამმ... ისა... მერე შემოვალ...

-რა გინდოდა?-გაეცინა ანიკას მის რეაქციაზე.

-ვერაფრით ვაჩერებ. რაც ზემოთ ამოხვედი იმის მერე ტირის!

-ახლა სად დატოვე?-გაუკვირდა ანიკას.

-ქვემოთ. საფენზე დავსვი და გარშემო ბალიშები შემოვულაგე.-სანდროს სიტყვა


დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ქვემოდან მსხვრევის ხმა შემოესმათ.

-გაგიჟდი?!-წამოიყვირა ანიკამ და სასწრაფოდ ოთახიდან გავარდა, სანდრომ კი ჯერ


გრანდიოზული ნერწყვი გადააგორა ყელში და შემდეგ მიჰყვა.

მაკენზის ჟურნალების მაგიდის გადასაფარებელი დაეთრია და ზედ დადებული


ხილით სავსე ლარნაკი ძირს ჩამოეგდო. თვითონ კი ფეხებგაფშეკილი იჯდა ვაშლებს
შორის და შეშინებული სლუკუნებდა. ანიკა მასთან ჩამუხლულიყო და ცდილობდა
დაემშვიდებინა. სველი თმა ზურგზე ჰქონდა დაფენილი, მოკლე პირსახოცი კი ტანზე
შემოტმასნილი და საერთოდ არ ჰგავდა ბავშვს. სანდრომ თავიდან ფეხებამდე
აათვალიერა და წარბები მრავალმნიშვნელოვნად აზიდა. შთაბეჭდილება წამშივე
წაუხდინა ანიკას სიტყვებმა:

-მიხედე ცოტა ხნით მაინც, ჩავიცვამ და ჩამოვალ!

* * *
სანდრომ და ანიკამ მთელი ღამე გაათენეს. მარიკა საერთოდ არ გამოსულა
ოთახიდან. არც შიგნით უშვებდა ვინმეს და არც გარეთ გამოდიოდა, საჭმელიც კი არ
უჭამია. სამაგიეროდ მაკენზი ჭამდა და თან კარგად. ღამე ორჯერ მოითხოვა რძე და
ორივეჯერ საწოვარაზე ჩამოეძინა, მაგრამ ზუსტად ხუთ წუთში თვალები დააჭყიტა
და ტირილი დაიწყო. ანიკას იმის ილუზიაც აღარ ჰქონდა, რომ ღამით ძილს
შეძლებდა. მართალია სანდრო ბევრს ვერაფერში ეხმარებოდა, მაგრამ მაინც მასთან
ერთად იყო სასტუმრო ოთახში და რაღაცნაირი, თითქოს დამნაშავის თვალებით
უყურებდა.

~ 129 ~
-გამოგართვა?-ჩურჩულით ჰკითხა და მიუახლოვდა. ანიკას უკვე მუხლები
ეკეცებოდა.

-იყოს, თითქმის დავაძინე.

-მომიყვანე, ცოდო ხარ!-სანდრომ ფრთხილად გამოართვა თვალებმიხუჭული


მაკენზი და ახლა თვითონ დაუწყო რწევა. მოხერხებულად არ იყო, მაგრამ
დილანდელთან შედარებით სასაცილოდ მაინც აღარ გამოიყურებოდა. ანიკა
ძალაგამოცლილი მიესვენა დივანზე. დაახლოებით ათ წუთში სანდროც გვერდით
მიუჯდა და გოგონამ დაღლილობის მიუხედავად, მაინც მოახერხა გაოცება.

-ასე მალე, როგორ?

-პროფესიული საიდუმლოა!-ჩაეცინა ბიჭს.

-ეგ არ ვიცი, მაგრამ პირობას ვდებ, რომ ხუთი წელი მაინც, შვილის გამჩენი არ ვარ...-
არეულად ამოიბურტყუნა ანიკამ, სანდრომ კი წარბაწეულმა გახედა და უნდა ეთქვა,
შენ ვინ შეგეკითხებაო, მაგრამ... მაგრამ ანიკას თავი მის მხარზე ჩამოედო და
მშვიდად ფშვინავდა...

* * *
გიას ჩამოსვლამდე დარჩენილი ბოლო ნახევარი საათი ჯაფარიძეების სახლში
ყველაზე დაძაბული გამოდგა. თითქოს მაკენზიც გრძნობდა ამ ყველაფერს და
გაყურსული იჯდა ანიკას კალთაში. გიას მოსვლამდე ათი წუთით ადრე მოვიდა
მონიკა და მარიკაც, როგორც იქნა, ოთახიდან გამოვიდა. ისეთი სიჩუმე იდგა, საათის
წიკწიკის ხმაც კი გუგუნივით ისმოდა. მას შემდეგ რაც მაკენზიმ დედამისის კალთაში
გადაინაცვლა, ანიკა მუხლებზე თითებს ნერვიულად ათამაშებდა. სანდრო
ჟურნალების მაგიდის გადასაფარებელზე წარმოსახვით კუბებს ხაზავდა, მარიკა ერთ
ტემპში მიმოდიოდა წინ და უკან, მონიკა კი უდარდელად იჯდა სავარძელში და
შვილს ეფერებოდა.

კარის საკეტში გასაღების გადატრიალების ხმა აფეთქებასავით გაისმა.


წარმოიდგინეთ შტორმის წინ დამშვიდებული ოკეანე და სრულ სიჩუმეში ჯგუფებად
გადამფრენი ფრინველების ფრთების ტყლაშუნი. მაკენზის გარდა ყველას მზერა
შემოსასვლელისკენ იყო მიმართული. როდესაც გია ოთახში შემოვიდა, ანიკამ
თითებს მოძრაობის ტემპს უმატა, მარიკა კი საერთოდ გაჩერდა.

-რა ხდება?-სიტუაცია „იყნოსა“ კაცმა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.

~ 130 ~
-ეს შენ უნდა აგვიხსნა, რა ხდება!-ყინულივით ცივი ხმა ჰქონდა მარიკას.

-მამა, ეს ქალი ამბობს, რომ შენი შვილის დედაა.-სიტუაციაში გაარკვია სანდრომ, გიას
კი თვალები შუბლისკენ გაექცა.

-რაო? ვინ არის ჩემი შილი დედა? საერთოდ პირველად ვხედავ.

-შე უნამუსო!-წამოიძახა მონიკამ.-როგორ არ გრცხვენია? აბა მაკენზი ვისგან მყავს?

-მე ნამდვილად არ ვიცი. ეგ თქვენი პრობლემაა.

-და შენიც! იმიტომ რომ ის შენი შვილია!

-გია, ძალიან გთხოვ, სპექტაკლები არ გინდა!-ჩაერთო მარიკაც.

-რა სპექტაკლები, ნუ გამაგიჟებთ ახლა! რამდენი თვისაა ბავშვი?

-ვითომ არ იცოდე! ექვსის!

-ჰმ... ექვსის... ცხრას დამატებული ექვსი, ტოლია თხუთმეტის, ანუ წელიწადის და


სამი თვის. მარიკა, არაფერს გეუბნება ეს ყველაფერი?-გულდამშვიდებული გია
მეუღლეს მიუბრუნდა, რომელსაც ვერაფერი გაეგო. აი სანდრო კი უკვე მიხვდა რაშიც
იყო საქმე და დივნის საზურგეს არხეიდან მიეყუდა.

-რა ხდება?-დაბნეულმა გადაუჩურჩულა ანიკამ.

-ახლავე გაიგებ!-თვალი ჩაუკრა და კმაყოფილად ჩაეღიმა.

-ის რომ შენი შვილი იყოს...-გამოერკვა მარიკაც, მაგრამ გიამ გააწყვეტინა...

-დიახ, შარშან ზაფხულს და შემოდგომის დასაწყისში, ყველანი, სანდროს გარდა,


საქართველოში ვიყავით.

-მაკენზი შენი შვილია!-არ ცხრებოდა მონიკა.

-არ არის! და გეყოთ ტყუილები!-იფეთქა კაცმა.-ვინ მოგაგზავნათ?

-არავინ!-სასწრაფოდ გააპროტესტა.-ალბათ რაღაც გაუგებრობაა, მგონი შემეშალა.

-ისიც გეყოფათ აქამდე რაც გააკეთეთ!

-ჩემი ბრალი არაფერი არ არის, გეფიცებით! ყველაფერი მოგვარებული იქნებაო...

-ვინ? ვინ გამოგაგზავნათ?

-„შავი ორქიდეა“-ს გენერალურმა დირექტორმა.-როგორც იქნა ამოთქვა ქალმა.-მაგრამ


გეფიცებით, ჩემი ბრალი არ არის, მითხრეს ვერავინ ვერაფერს გაიგებსო. ფული

~ 131 ~
მომცეს, მაკენზი ავადმყოფობდა... თუ ჟურალისტების ყურამდე მიიტან ამ ამბავს,
კიდევ დაგიმატებთო...

-რა ნაძირლები არიან, ღმერთო ჩემო!-აღმოხდა მარიკას, როგორც კი გიას


კონკურენტი ფირმის სახელი გაიგო.-ახლა რა უნდა ქნათ? რომ გაიგებენ არაფერი
გამოვიდა... რამე არ დაგიშავონ...

-არაფერს დაუშავებენ!-ჩაერთო სანდრო.-პოლიციაში შეიტანს განცხადებას, საქმეს


აღძრავენ და ყველაფერს მიხედავენ.

-არა! ჩემი ქმარი მათ ჰყავთ, მოკლავენ!

-რას ნიშნავს მათ ჰყავთ? მძევლად?-როგორც იქნა ხმა ამოიღო ანიკამაც.

-არა, მათთან მუშაობს. არ მინდა პრობლემები შეგვექმნას.

-ეს ამბავი ასე არ უნდა დატოვოთ!-შეაგულიანა მარიკამ.

-გთხოვთ, ნურაფერს გააკეთებთ! თუ თქვენ არ უჩივლებთ, ჩვენ არაფერს


დაგვიშავებენ. მაპატიეთ ამ ყველაფრისთვის!-თქვა მონიკამ, ჩანთა გადაიკიდა, ბავშვი
ხელში აიყვანა და უკანმოუხედავად გავიდა სახლიდან...

* * *
ამ ამბავმა საბოლოოდ ყოველგვარი ხმაურის გარეშე ჩაიარა. მეორე დღესვე გია და
მარიკა პარიზში გაემგზავრნენ ამ უსიამოვნების დასავიწყებლად. შობას იქ
შეხვდებოდნენ, ახალი წლისთვის კი უკვე სახლში იქნებოდნენ. ეს პირველი ახალი
წელი იქნებოდა ანიკასთვის, რომელსაც მშობლებთან და მეგობრებთან ერთად არ
შეხვდებოდა. აქამდე ტრადიციად ჰქონდა ქცეული თორმეტ საათზე მშობლებთან
ერთად შეხვედრა და შემდეგ მეგობრების სახლებში სიარული. სანამ ანიკა ნიუ-
იორკში წამოვიდოდა, ბავშვები გეგმავდნენ ეს ახალი წელი კლუბში გაეტარებინათ.
იმაზეც კი ნერვიულობდა, დედ-მამა როგორ დაეთანხმებინა, შემდეგ კი, სრულიად
მოულოდნელად, აქ ამოყო თავი. სამაგიეროდ, პირველად აღნიშნავდა ისეთ შობას,
როგორიც ფილმებში ჰქონდა ნანახი. საჩუქრებიც უნდა ეყიდა... მამა ყოველთვიურად
ურიცხავდა ანგარიშზე სახარჯო ფულს, ანიკაც აგროვებდა და არ აწყენდა ახლა თუ

~ 132 ~
დახარჯავდა, საჩუქრებს და ახალ კაბას იყიდდა! მშვენიერია, ესეც მოაგვარა! ხვალ
მეგის და ჯესიკას დაურეკავს და საყიდლებზე წავა...

ანიკა ფიქრებში ჩაიძირა და ახალ წელზე დაწყებული ოცნებები, სრულიად


შემთხვევით „ლურჯ ბაიკერზე“ ფიქრში გადაეზარდა. რა აკავშირებდა მასთან ასეთი?
რატომ ვერ ანებებდა თავს? ხომ იცოდა, რომ მასზე ორჯერ დიდი იყო. მეტი რა
უნდოდა? ყოველთვის, როდესაც მის დავიწყებას გადაწყვეტდა, ან ბაიკის ხმა
შემოესმებოდა, ან ახსენდებოდა პირველად როგორ იქროლა და ყველაფერი წყალში
ეყრებოდა. ახლაც, თითქოს ნიუ-იორკში იყო, ბაიკერებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე
ხედავდა, სანდროც შეუყვარდა, მაგრამ მასზე ფიქრი ვერაფრით მოიშორა. ნეტავ ის
თუ ფიქრობდა ანიკაზე? ან რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც ავტოფარეხში წერილი
დახვდა? როდესაც ანიკა აკანკალებული ხმით მივიდა მასთან? გოგონას ახლაც
ჟრუანტელმა დაუარა იმის გახსენებისას, რას გრძნობდა მაშინ, როდესაც მის ზურგზე
აკრული მიაპობდა ცივ ჰაერს. თავისთვის ჩაეღიმა და ტუჩი მოიკვნიტა შემდეგ კი
დაუფიქრებლად წამოხტა, ლეპტოპი ჩართო და „ლურჯ ბაიკერს“ მისწერა:

„-რა რეაქცია გქონდა, როდესაც ავტოფარეხში წერილი იპოვე?“

„-საიდან გაგახსენდა ახლა ეს? :) თავიდან საერთოდ ვერ შევამჩნიე წერილი, საკეტზე
შებმულმა ლენტმა კი გამაკვირვა, მაგრამ ვიფიქრე, რომ ბავშვებმა იმაიმუნეს. შემდეგ
გვიან შევნიშნე და გამიკვირდა. არც ადრესატი ეწერა, არც არაფერი. დასაწყისიც კი
უცნაური ჰქონდა. სიტყვა-სიტყვით მახსოვს: „გამარჯობა! ბანალურობის
ჩარჩოებიდან ვვარდები და წერილს არ ვიწყებ სიტყვებით „ძვირფასო“...“

„-კარგად დაგიმახსოვრებია :) მაგრამ, მაინც არ მითხარი რა რეაქცია გქონდა...“-არ


ეშვებოდა ანიკა.

„-კარგი, გეტყვი. მართლია გეწერა გიჟი არ გეგონოო, მაგრამ მაინც ვიფიქრე რომ ან
ძმაკაცები დამცინოდნენ, ან მართლა ვიღაც ფსიქოპატი მწერდა. გამოგიტყდები და
სასიამოვნო წასაკითხი იყო, ცოტათი უცნაურიც. წარმოდგენაც არ მქონდა თუ ვინმეს
ასე კარგად ეცოდინებოდა ჩემი დღის გრაფიკი. კონვერტი გადავაგდე, წერილი კი
ჯინსის უკანა ჯიბეში ჩავიდე და შევინახე.“

„-ეგ მეც ვიცი.“-ჩაეცინა ანიკას.

„-საიდან? დამინახე?“

„-მე არა, ჩემმა მეგობარმა დაგინახა წერილს რომ კითხულობდი.“

„-ელენემ? ანუ შენ იცოდი რომ მე წერილი ვნახე?“

„-კი, ვიცოდი. ელენემ არა, ძველმა მეგობარმა...“

„-ახლა აღარ მეგობრობთ?“

~ 133 ~
„-არა!“

„-რატომ?“

„-არ მინდა ამ თემაზე საუბარი...“

„-მაპატიე თუ მტკივნეულ თემას შევეხე...“

„-არაუშავს, მიპატიებია :) ახლა კი უნდა გავიდე. გმადლობ, რომ კითხვაზე მიპასუხე!“

* * *
ანიკა ყოველ დღე ელაპარაკებოდა „ლურჯ ბაიკერს“. იმაზე ხშირადაც კი, ვიდრე
ელეს. თითქოს რაღაც იმედს იტოვებდა, რომ ეს ლაპარაკი მაინც გამოდგებოდა
სხვანაირი, აღმოაჩენდა რამე ისეთს, ხელჩასაჭიდს, რომ შემდეგ თავის თავთან მაინც
ეთქვა, ამდენი დრო ტყუილად არ დამიკარგავსო. მაგრამ თითოეული საუბარი უფრო
და უფრო უცრუებდა იმედს, რადგან ყველაფერი ძალზედ მოსალოდნელი იყო. ანიკა
თითქოს ძალით მოათრევდა საიდანღაც ინტერესს, რომ მისთვის მიეწერა. არ
უნდოდა დაემსხვრია ის იდეალი, რომელიც მისგან შექმნა.

სანდროსთანაც უცნაური ურთიერთობა ჰქონდა. თითქოს გამოუსწორდათ


ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება, საუბრობდნენ კიდეც, მაგრამ რაღაც მაინც
არ იყო რიგზე. ეს „რაღაც“ კი ძალიან მალე და ძალიან გრანდიოზულად
გამოჩნდებოდა...

* * *
არდადეგების დაწყებიდან ერთი კვირის თავზე, სანდრო სახლში ფრენით შევიდა.

-ანიკა! ჩამოდი სწრაფად, ახალი ამბავი მაქვს!-ქვემოდანვე დაიძახა და მანამდე


თვითონ სამზარეულოში შევიდა.-ანიკა! მალე!

-დამანებე თავი!-დაუყვირა ანიკამაც, სანდრო კი აშკარად მიხვდა, რომ გოგონა


გააღვიძა და ეშმაკურად გაიღიმა.

-ათამდე ვითვლი და ამოვდივარ!-სანდრომ ხელთ ანანასის წვენით სავსე ჭიქა


გაიყოლა, ყოველი შემთხვევისათვის და სეირნობით აუყვა კიბეებს.

ანიკა ჯერ კიდევ იწვა ბიჭი მის ოთახში მოურიდებლად რომ შეიჭრა.

~ 134 ~
-ათი! აბა, ადგები თუ?-ცალყბად გაუღიმა და წვენით სავსე ჭიქა ხელში შეათამაშა.

-რომ იცოდე როგორ ძალიან ვერ გიტან!-შეუღრინა ანიკამ და თავზე ბალიში წაიფარა,
მაგრამ რამდენიმე წამში საბანიც და ბალიშიც იატაკზე აღმოჩნდა. ანიკამ აღშფოთებაც
ვერ მოასწრო, რომ სანდრომ ჭიქიანი ხელი წინ გაიშვირა და გოგონა წამებით
გადაურჩა გატკბილიანებას.

გაბრაზებული წამოხტა, ფეხშიშველა მილასლასდა კარადასთან, ხალათი გამოიღო და


შიგნით გაეხვია, შემდეგ კი სანდროს ჭიქა ხელიდან წაჰგლიჯა და წვენი დააგემოვნა.

-მითხარი რომ ვინმე მოკვდა, ან სამყაროს აღსასრულია, თორემ არაფრის დიდებით


არ გაპატიებ ჩემს გაღვიძებას.

-ჯერ ერთი, შუადღის პირველი საათია და შენ თუ ამ დრომდე გძინავს, ვერ


გათხოვდები. მერე მეორეც, მართლა სამყაროს აღსასრულია.

-ჩემ გათხოვებაზე შენ დარდი არ მოგიწევს, დამერწმუნე! და აღარ იტყვი რა მოხდა?

-დენიელს ცოლი მოყავს!-ამოიოხრა სანდრომ და სავარძელში ჩაესვენა, ანიკას კი


სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა.

-რა მაგარია! როდის?

-ხვალ. შენც დაპატიჟებული ხარ.

-მართლა?-უკვე ხტუნვაზე გადავიდა გოგონა.-მოიცა, რა თქვი? ხვალ? რა უნდა


მოვასწრო?-დააჭყიტა თვალები და შეშინებული მიაჩერდა სანდროს.

-რა არის მოუსწრებელი?

-კაბა, ფეხსაცმელი, აქსესუარები, მაკიაჟი, ვარცხნილობა!-მიაყარა და ნერვიულად


დაიწყო წინ და უკან სიარული.

-კაბას დღეს გიყიდი, ფეხსაცმელსაც. მაკიაჟი მსუბუქად გაიკეთე, მეტი არ


დაგჭირდება, ვარცხნილობას კი რაც შეეხება, თმა უკან აიწიე, კეფაზე დაიმაგრე და
წინ რამდენიმე კულული ჩამოიყარე!-ჰმ, ესმის ბიჭს საკითხი, იცის რაც უხდება!
უცბად მოუგვარა პრობლემა.

-ფული მაქვს, მამამ გადმომირიცხა. მაგრამ დღეს როგორ მოვასწრო ყველაფერი?


ჯესიკას და მეგისაც არ სცალიათ.

-ხომ ხედავ რა კარგი საქმე გამიკეთებია ადრე რომ გაგაღვიძე?!

-სანდრო...-უცბად დატკბა ანიკა და წარბები აათამაშა.-შენც ხომ გაქვს საყიდელი


ტანსაცმელი?

~ 135 ~
-არც კი გაიფიქრო, რომ საყიდლებზე გაგყვები!

-სან...-უკვე თვალების ფახულზე გადავიდა გოგონა.

-გა-მო-რი-ცხუ-ლი-ა!-დამაჯერებლად წარმოთქვა ბიჭმა, მაგრამ თვითონაც იცოდა,


რომ სულ ცოტაც და დასთანხმდებოდა.

-საღამოს პიცას გამოგიცხობ!

-თხუთეტ წუთში მზად იყავი!

თავი 13

სანდრომ და ანიკამ მთელი მეხუთე ავენიუ შემოიარეს, მაგრამ მოსაწონი კაბა ვერსად
ნახეს. ზოგი ზედმეტად გრძელი იყო, ზოგი ტანზე ცუდად მომდგარი, ზოგსაც ფერს
უწუნებდა და ზოგსაც სტილს. სანდრო უკვე გათიშული დაჰყვებოდა და
ავტომატურად პასუხობდა შეკითხვებზე. თავისთვის ყველაფერს პირველივე
მოზომვაზე იყიდდა, მაგრამ ანიკამ არ დაანება. მანამდე არ მოისვენა, სანამ თავისი
შერჩეული პერანგი არ მოაზომა და შემდეგ აყიდინა კიდეც. არა რა, მაინც როგორ
უხდება ამ ბიჭს ოფიციალური ფორმა! ანიკა დიდი გაჭირვებით მალავდა
აღფრთოვანებას. მაგრამ ახლა ყველაზე მეტად თავისი კაბა ადარდებდა.

კიდევ ერთ ბუტიკში რომ შევიდნენ, სანდრო მაშინვე მოსაცდელ სავარძელში


ჩაესვენა, ანიკა კი კაბებისკენ გაიქცა. ბიჭს გაღიმების თავიც არ ჰქონდა, ამიტომ
უბრალოდ თავს უქნევდა, ძირითადად მარცხნიდან მარჯვნივ. იმ შემთხვევებში კი
როდესაც სანდრო თავს ზემოდან ქვემოთ აქნევდა, ანიკა მაინც პოულობდა მიზეზს,
რომ კაბა დაეწუნა. ბოლოს ისიც დაიღალა და ის იყო გაბრაზებული უნდა
გამოსულიყო გასახდელიდან, რომ სანდრომ ერთ კაბას დაავლო ხელი და შეაწოდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ანიკა შავ კაბაში გამოწყობილი გამოვიდა. დეკოლტედ
ამოჭრილი გული ოქროსფერი, მინიატურული ზომის თვლებით იყო მოჭედილი და
ტანზე მომდგარი. კორსეტი ნელა და ლამაზად იზრდებოდა თხელ, ნახევრად
გამჭვირვალე ნაჭერში, რომელიც ასევე ტანზე მომდგარ მოკლე ქვედაბოლოზე იყო
შემოხვეული და ბოლომდე ჰაეროვნად ეშვებოდა. მარცხენა მხარეს ქვედაბოლოს
სიგრძემდე იყო შეხსნილი და ფეხს ლამაზად აჩენდა, ზურგი კი მთლიანად ჰქონდა
მოხსნილი და კაბა წვრილი თასმებით მაგრდებოდა წინა ნაწილზე. სანდრომ გოგონას
~ 136 ~
დანახვისას რამდენიმე წამით მეტყველების უნარი დაკარგა, შემდეგ კი
გრანდიოზული ნერწყვი გაჭირვებით გადააგორა ყელში და ღრმად ამოისუნთქა.

-აბა, როგორია?-წარბები აათამაშა ანიკამ და ხელებგაშლილი დატრიალდა.

-ჩემი შერჩეულია!-ამაყად გაიღიმა.-მიდი, გამოიცვალე და მე მანამდე გადავიხდი.


ფეხსაცმელი და სამკაულები დაგვრჩა მარტო?

-არაფერსაც არ გადაიხდი შენ!-სასწრაფოდ გააპროტესტა ანიკამ.-გამოვიცვლი და


გამოვალ, მერე დანარჩენებიც ვიყიდოთ. -გოგონა გასახდელში შებრუნდა და
რამდენიმე წამში კაბა კარზე გადმოკიდა, სანდრომ კი კონსულტანტს შეაფუთინა და
იყიდა კიდეც. ანიკა რომ გამოვიდა და ბიჭი სალაროსთან დაინახა, ჯერ გაბრაზდა,
შემდეგ კი ძალიან, ძალიან ესიამოვნა...

-არ იყო საჭირო!

-მე ვიცი რაც იყო საჭირო. უბრალოდ მიიღე ეს პატარა საჩუქარი ჩემგან!-თვალი
ჩაუკრა სანდრომ და ბუტიკის კარი გაუღო...

* * *
ფეხსაცმლის და სამკაულების შერჩევას იმის ნახევარზე ნაკლები დრო დაახარჯეს,
რაც კაბას მოანდომეს. აქაც უნდოდა სანდროს ჯენტლმენობის გამოჩენა, მაგრამ
ანიკამ არაფრის დიდებით არ მისცა უფლება, რომ ფული მის ნაცვლად გადაეხადა.

საოცრად დაღლილები მივიდნენ სახლში და პირდაპირ დივანზე მიესვენნენ. ანიკას


თავის გამოძრავებაც ეზარებოდა და მხოლოდ თვალებით გახედა ბიჭს, შემდეგ კი
სიცილი აუტყდა.

-რა გაცინებს?-გაეცინა სანდროსაც და გადაბჟირებამდე მისულ გოგონას შეხედა.

-ადამიანის სახე აღარ გაქვს. ასე მგონია, გაწამე!-ძლივს ამოთქვა ანიკამ, მაგრამ
სიცილს ვერ წყვეტდა.-მე კიდევ ვეღარ ვჩერდები.

-სუნთქვა არ დაგავიწყდეს!-აჰყვა სანდროც, შემდეგ კი ჟურნალების მაგიდაზე მდგარ


ლარნაკს დაავლო ხელი და ყვავილების წყალი სახეში შეასხა. ანიკამ
მოულოდნელობისგან ჯერ თვალები დააჭყიტა, შემდეგ კი წამოხტა და
სამზარეულოსკენ გაიქცა. სანამ ონკანს მივარდებოდა, სანდროც წამოეწია და
დაიჭირა, მაგრამ მაინც მოასწრო ონკანზე ხელის დაჭერა და წყალი დიდი ნაკადით
შეესხა ბიჭს სახეზე. ახლა უკვე სანდროს თავდასხმის ჯერი იყო, რომელმაც გოგონა

~ 137 ~
ზურგზე მოიგდო და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა მეორე სართულზე მდებარე
სასტუმრო სააბაზანოსკენ. ანიკა გამალებით ურტყამდა ზურგზე მუშტებს. ბოლოს კი
უკვე ხვეწნაზე გადავიდა, მაგრამ ამაოდ.

-სანდრო, გეხვეწები...-ამოიკნავლა ბოლოს, მაგრამ ბიჭმა მაინც ჩააყენა აბაზანაში და


ცივი წყლის ნაკადი პირდაპირ სახეში მიუშვირა. ანიკა გაწუწული ლეკვივით
იყურებოდა, თმა სახეზე ჩამოეყარა, ტანსაცმელი დაუსველდა და ტანზე მიეკრო,
სიცივისგან კი კანკალმა აიტანა. არა, როგორ უნდა შეერჩინა ეს?! რაც ძალა ჰქონდა,
მოიკრიბა და სანდროც თავისთან ჩაათრია, თვითონ კი ამოხტომა დააპირა, მაგრამ
ბიჭმა მოასწრო წელზე ხელის მოხვევა და უკანვე ჩააბრუნა. ვინმეს რომ დაენახა,
იფიქრებდა სამკვდრო-სასიცოცხლე ბრძოლა აქვთ გამართულიო. აბა როგორი
სანახავია შუა დეკემბერში მოწუწავე ორი ზრდასრული ადამიანი?

-გავცივდები და შენი მოსავლელი გავხდები!-ამოიგმინა ანიკამ და ამოსვლის


მცდელობისას უარესად გაიხლართა სანდროს მკლავებში. იმდენად ახლოს აღმოჩნდა
ბიჭის ტუჩებთან, კინაღამ კონტროლი დაკარგა. არც სანდრო იყო უკეთეს დღეში.
საყვარელი გოგო მკლავებში ჰყავდა მოქცეული, მისი სუნთქვა სახეზე ეხებოდა,
გრძნობდა როგორ გამალებით უცემდა გული და ვერ კოცნიდა! ჯანდაბა! ბოლოს ისევ
ანიკამ განმუხტა სიტუაცია და ისე ხმამაღლა დააცემინა, ორივეს სიცილი აუტყდა.

-მგონი მართლა ცივდები! სასწრაფოდ გამოიცვალე, მე ჩაის მოგიმზადებ!-სანდრომ


ისევე სწრაფად ამოსვა აბაზანიდან, როგორც ჩააყუდა. ანიკამ კი ჯერ ტანსაცმელი
ტანზევე შემოიწურა, შემდეგ ფეხზეც გაიხადა და წყალი გადმოასხა. მართლა ნაომარს
ჰგავდა აბაზანა, მაგრამ ამის დალაგება რომ დაეწყო და არ გამოეცვალა, ხვალინდელი
დღე ნამდვილად ჩაეშლებოდა. სასწრაფოდ გავარდა ოთახში, სველი ტანსაცმელი
თავის აბაზანაში დატოვა, გრანდიოზული სვიტრი ჩამოიცვა, ჯინსებში გაუყარა ფეხი
და წინდებიც ამოიცვა. თმა საგულდაგულოდ დაივარცხნა და ცხენის კუდად შეიკრა,
თბილი, ფუმფულა ფეხსაცმელი ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა. სანდროს მართლა
მოემზადებინა ჩაი და თან ზედმეტად დიდი ჭიქით.

-სანდრო, მხოლოდ ერთხელ დამაცემინა.

-არაუშავს. ეს იმისთვისაა რომ მეორედ აღარ დაგაცემინოს!-თვალი ჩაუკრა ბიჭმა და


მისაღები ოთახისაკენ გაემართა ჭიქით ხელში.-დაჯექი ბუხართან თბილად და
დალიე. მე დენიელს დავურეკავ, ხვალინდელი დღის დეტალები მაქვს გასარკვევი და
შეიძლება სამსახურშიც მომიწიოს შევლამ. არ მინდა ხვალ რამე დაუგეგმავი მოხდეს.
და მართლა, პიცას მაინც გამომიცხობ, დღეს თუ ვერა, რამდენიმე დღეში!-გაუცინა
სანდრომ, ლოყაზე ნაზად უჩქმიტა და ოთახიდან გავიდა.

~ 138 ~
* * *
სანდროს მართლა მოუწია სამსახურში წასვლა. როგორც გაირკვა, ტერორისტს რაღაც
მინიშნება დაუტოვებია. სავარაუდოდ, შემდეგ ლოკაციას მიანიშნებდა, მაგრამ
რატომ, ეს არავინ იცოდა. სანდროს პირველ მიზანს ახლა ის წარმოდგენდა, რომ
დენის ქორწილს მშვიდად ჩაევლო. ვერ დაუშვებდა, რომ მისი მეგობრისთვის ასეთი
მნიშვნელოვანი დღე რამეს, ან ვინმეს გაეფუჭებინა. თვითონაც გეგმავდა ანიკასთან
დალაპარაკებას. თან შესაფერისი გარემო იქნებოდა ყველაფრის საბოლოოდ
გასარკვევად.

სანდროს კი ჰქონდა გეგმები დაწყობილი, მაგრამ სახლში რომ დაბრუნდა, ისეთი


სიტუაცია დახვდა, ყველაფერი აურია გონებაში. ანიკა ისეთი სახით იჯდა
სავარძელში, როგორც იტყვიან ხოლმე, დანა პირს არ უხსნიდა. მუხლებზე ლეპტოპი
ედო და ეკრანს სერიოზული სახით მისჩერებოდა. სანდროს შესვლაზეც კი არ ჰქონია
რეაქცია, ისეთი ჩაფიქრებული იყო.

-მოხდა რამე?-შეშფოთებული მიუახლოვდა სანდრო.

-რა? უი, მოხვედი?-ახლაღა გამოერკვა გოგონა და ლეპტოპი სასწრაფოდ დახურა.

-რა გჭირს, რა მოხდა?

-საქართველოში დაბრუნებას მთხოვენ...-ამოთქვა ანიკამ და სახეზე ხელები ისე


მოისვა, თითქოს გამოფხიზლებას ცდილობსო.

-რას ქვია საქართველოში დაბრუნებას გთხოვენ? ვინ გთხოვს?-გაუკვირდა სანდროს


და დაბნეული იქვე, დაბალ მაგიდაზე ჩამოჯდა.

-ადამიანი, რომელსაც წესიერად არ ვიცნობ, მაგრამ როგორც მეუბნება, ჩემი


დაბრუნება მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წარმოადგენს.

-ანიკა, ძალიან გთხოვ, წესიერად გამაგებინე.

-არის ერთი ადამიანი, ბაიკერი. წელიწადზე მეტი მისით ვიყავი შეპყრობილი. მისი
თითოეული ნაბიჯი საკუთარზე უკეთ ვიცოდი. წერილიც დავუწერე და ბოლოს
მასთან ერთად ბაიკზეც ვიჯექი. მას შემდეგ რამდენჯერმე ვნახე რბოლაზე. ცოტა ხნის
წინ კი „ფეისბუქზე“ დამიმატა. ჩვეულებრივად ვსაუბრობდით, არაფერი
განსაკუთრებული. ახლა კი მითხრა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მისთვის
მხოლოდ მეგობარი არ ვარ და მთხოვს, რომ საქართველოში დავბრუნდე და
შევხვდე.-ანიკამ ტუჩი მოიკვნიტა და ღრმად ამოიოხრა.-წინააღმდეგ შემთხვევაში
ჩემთან ყოველგვარ კონტაქტს გაწყვეტს.

~ 139 ~
-სისულელეა!-აღშფოთებულმა წამოიყვირა სანდრომ, მაგრამ ანიკას სახეზე
გაურკვევლობა რომ დაინახა, სერიოზულად ჰკითხა:-მოიცა, რამეს აპირებ? რა
უპასუხე?

-ჯერ არაფერი. მითხრა კარგად დაფიქრდი, ყველაფერი გააანალიზე და ორ დღეში


მიპასუხეო.

-გიყვარს?

-რა? რატომ მეკითხები?

-თუ ადამიანი არ გიყვარს, არ მესმის ასეთი სისულელე როგორ უნდა გააკეთო.

-გონება მაქვს არეული და ვერ ვხვდები ასეთი რამ რატომ მთხოვა.

-მე კი ვერ ვხვდები რატომ მაშინვე არ გაეცი პასუხი!-სერიოზულად გაბრაზდა


სანდრო. რა უნდა ექნა ანიკა რომ მართლა წასულიყო?-ამის უფლება არ გაქვს!

-ვითომ რატომ? აქ ვინმე მაკავებს? თუ ვინმესთვის ჩემი წასვლა ისევე წარმოადგენს


სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს, როგორც მისთვის?-წამოენთო ანიკაც. როგორ
უნდოდა სანდროს მის შეკითხვაზე დადებითი პასუხი გაეცა, მაგრამ...

-ჰმ, მართალი ხარ! ისე მოიქეცი, როგორც თითქმის უცნობი ადამიანი გთხოვს და
ყველა და ყველაფერი ფეხებზე დაიკიდე!-მკვახედ მიახალა ბიჭმა და მეორე
სართულზე გაბრაზებული ავარდა. ესეც თქვენი მხიარული დღის „ბედნიერი
დასასრული“!

* * *
ზედმეტი იქნება იმაზე საუბარი, თუ როგორ გაათენა ანიკამ მთელი ღამე ფიქრში. არც
იმას გეტყვით სანდრომაც რომ ვერ მოხუჭა თვალი. ჯობია პირდაპირ იქიდან
განვაგრძოთ ამბის თხრობა, როდესაც კაბაში გამოწყობილი ანიკა ოთახიდან
გამოვიდა და კიბეზე დაეშვა. კიბის ძირში უსიმპატიურესი სანდრო ელოდა. გოგონას
თავი ზღაპარში ეგონა, წამით გუშინდელი კინკლაობაც კი გადაავიწყდა, მაგრამ
მალევე გაახსენეს. სანდროს არც ხელკავი გაუკეთებია, არც ის უთქვამს,
„არაჩვეულებრივად გამოიყურებიო“ და არც სახლის კარი გაუღია. მხოლოდ
მანქანაში ჩაჯდომისას გამოიჩინა ჯენტლმენობა, მაგრამ ანიკას გასაკვირად,
რატომღაც უკანა სავარძელზე მოათავსა, თვითონ კი უდარელად მიუჯდა საჭეს. ჰმ,
რას უნდა ნიშნავდეს ეს?

~ 140 ~
-გზად ერთ ადამიანს უნდა გავუაროთ და შემდეგ წავალთ.-საქმის ვითარება აუხსნა
სანდრომ და მანქანა დაძრა. თვალიც კი არ გაუპარებია ანიკასკენ, სარკიდანაც არ
შეუხედავს. რატომ იქცევა ასე? ნუთუ ისევ გუშინდელზეა გაბრაზებული? მაგრამ,
ანიკამ ხომ სიმართლე უთხრა?! სანრომ კი არც არაფერი უპასუხა, პირიქით, აქეთ
გაებუტა.

ნეტავ ვინ უნდა იყოს ის „ერთი ადამიანი“, ვისაც უნდა გაუარონ? ალბათ, სანდროს
და დენის საერთო მეგობარი, ან ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა, თორემ სხვა
შემთხვევაში რატომ ჩასვამდა სანდრო ანიკას უკან? ჰმ, საინტერესოა...

მალევე გაჩერდნენ ერთი გრანდიოზული სახლის წინ. ანიკა ინტერესით აცეცებდა


თვალებს რომ მათი თანამგზავრი დაენახა, მაგრამ როდესაც სანდრო მანქანიდან
გადავიდა და ერთ გრძელფეხება ქერათმიანს მიუახლოვდა, შემდეგ კი ტუჩებზე
ნაზად შეეხო და მანქანის კარი გაუღო, ანიკას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით,
ყბა ჩამოუვარდა.

-ბარბარა! შეგიძლია ბარბი დამიძახო!-ანიკასკენ შეტრიალდა გოგონა და ხელი


გაუწოდა.

-ანიკა!-სულ ოდნავ გაუღიმა თვითონაც და ხელი ჩამოართვა. ერთადერთი, რასაც


ახლა ფიქრობდა, იყო ის, რომ სახელისა და გარეგნობის ასეთი დამთხვევა, აქამდე
არასოდეს ენახა.

-სასიამოვნოა შენი გაცნობა!-აშკარად გულწრფელად უღიმოდა ბარბი, რომელსაც ღია


ცისფერი თვალები და სწორი, ქერა თმა ჰქონდა. ამასობაში სანდროც შეუერთდა მათ
კამპანიას და როდესაც გოგონების ერთმანეთისთვის გაცნობა დააპირა, ანიკამ
მკვახედ მოუჭრა:

-ჩვენ უკვე გავიცანით ერთმანეთი! ახლა კი თუ შეიძლება, იჩქარე! მგონი დაგავიწყდა


რომ მეჯვარე ხარ!

-ჩემი ბრალია, დიდხანს გალოდინეთ...-უხერხულად გაიღიმა ქერამ.

-შენი დაგვიანების შედეგიც სახეზეა, ძვირფასო. არაჩვეულებრივად გამოიყურები!-


როგორ მოუნდა ანიკას სანდროსთვის ენა ამოეგლიჯა და როგორც მისი ბიოლოგიის
მასწავლებელი იტყოდა, ძაღლებისთვის გადაეგდო. „ძვირფასო“, ჰმ! როდის აქეთ
გახდა ნეტავ ეს გოგო მისთვის ძვირფასი?! ესეც ალბათ ერთ-ერთი იმათგანია,
სანდროს გრძელ სიას რომ ამშვენებენ. ანიკა ხომ აქ ჩამოსვლის პირველივე დღეს
შეესწრო მის საუბარს რამდენიმე გოგონასთან, ერთი და იგივე ტექსტით.

ანიკა საზურგეს მიეყრდნო და ეცადა ბარბარა ფარულად შეეთვალიერებინა. არა რა,


მართლა როგორ ჰგავდა „ბარბის“ თოჯინას! გრძელი ფეხები, ჩამოსხმული ტანი,
სავსე მკერდი, დიდი ტუჩები, აპრეხილი ცხვირი, ცისფერი თვალები და ქერა თმა!

~ 141 ~
შეიძლება ითქვას, თანამედროვე გოგონას იდეალი. თან რა ლამაზად
გამოიყურებოდა?! ყვითელი, სუპერ მინი კაბა და თეთრი ფეხსაცმელი. იდეალურად
სწორი თმა გაშლილი ჰქონდა, მაკიაჟი კი მკვეთრი, მაგრამ არა ვულგარული. ანიკამ
მის გვერდით თავი უხერხულადაც კი იგრძნო. რა საშინელი ბიჭია ეს სანდრო! რატომ
წამოიყვანა? ან ანიკა რატომ არ გააფრთხილა? მაგრამ, რა უნდა ეთქვა, ქორწილში
შეყვარებულთან ერთად მივდივარ და შენ თავს ზედმეტად იგრძნობ, ასე რომ
წინასწარ შეეგუეო? სისულელეა! არადა, ანიკა როგორ გეგმებს აწყობდა?! ეჰ, ერთი
ხელის მოსმით ჩაეფუშა ყველაფერი, ხასიათთან ერთად...

* * *
ეკლესიასთან მალევე მივიდნენ. სანდრომ ჯერ ბარბარას გაუღო კარი, შემდეგ_ანიკას.
ეს უკანასკნელი კი ისე გრძნობდა თავს, როგორც პატარა ბავშვი_ზედმეტად და
უსარგებლოდ. ნეტავ მალე მორჩეს ყველაფერი და წავიდეს სახლში. ცოფდებოდა
როდესაც ხედავდა როგორ ჰქონდა მოხვეული სანდროს ხელი ბარბარას წელზე. რა
საშინელი გრძნობა ყოფილა ეს ეჭვიანობა! ასე ეგონა, თითქოს უფსკერო ოკეანეში
იხრჩობოდა. ვერც ზემოთ ამოდიოდა და არც ფსკერი ჩანდა. უნდოდა ბარბარა
მოეკლა, სანდრო კი ეწამებინა. წამიერად მასში სადისტმა ანიკამ გაიღვიძა, მაგრამ
ეცადა მალევე ჩაეხშო ეს გრძნობა.

დენიელი საკურთხეველთან ნერვიულად მიმოდიოდა, როდესაც სამივენი ეკლესიაში


შევიდნენ. სანდრო გადაეხვია მეგობარს და ბარბარა წარუდგინა, რაზეც დენიელს
რატომღაც უცნაურად ჩაეღიმა. შემდეგ ანიკამ მიულოცა და მადლობა გადაუხადა
დაპატიჟებისთვის.

-რა ლამაზი ხარ, ანიკა! არაჩვეულებრივად გამოიყურები!-თვალი ჩაუკრა დენიმ.-


ნეტავ ჩემი ლუსი მალე მოვიდეს. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ.

-ხომ იცი, ძმაო, ქორწილის დღეს ყველა პატარძალი იგვიანებს!-მხარზე ხელი დაჰკრა
სანდრომ, შემდეგ კი ბარბარას მიუბრუნდა.-ძვირფასო, თქვენ დასხედით და ალბათ
პატივცემული პატარძალიც მალე მობრძანდება თავის მეჯვარეებთან ერთად!-
გოგონას ხელი მოხვია და მორთული სკამებისკენ წაიყვანა, ანიკამ კი გაკვირვებულ-
შეურაცხყოფილი სახით გადახედა დენის, რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა.

-წამომყევი!-მიუბრუნდა ანიკას და ახლად შემოსული ბიჭისკენ თითქმის წაათრია.-


ტომას! როგორ ხარ, მეგობარო?-დენი წაბლისფერთმიან, სიმპატიურ, დაახლოებით
თავისივე ასაკის ბიჭს გადაეხვია, შემდეგ კი ანიკა წარუდგინა.-გაიცანი, ეს ანიკაა,
ჩემი მეგობარი! ანიკა, ეს ტომია, ასევე ჩემი მეგობარი. ახლა კი წაბრძანდით და

~ 142 ~
დასხედით, მგონი ლუსი უკვე მოვიდა!-ახლადგაცნობილი „მეგობრები“ ერთმანეთს
შეატოვა და თვითონ აჩქარებით გაემართა საკურთხევლისკენ.

-სასიამოვნოა შენი გაცნობა!-გაუღიმა ტომიმ და ანიკა სკამების რიგში შეატარა.

-ჩემთვისაც სასიამოვნოა!-ღიმილი შეაგება ანიკამაც, თვალის კუთხით კი სანდროს


დაჟინებული მზერა დააფიქსირა...

* * *
ჯვრისწერამ არაჩვეულებრივად ჩაიარა. ლუსი ძალიან ლამაზი პატარძალი იყო.
ანიკამ მაშინვე იცნო მის ტანზე „ელი სააბის“ კაბა, რომელიც გოგონას საოცრად
უხდებოდა. ცეცხლისფერი კულულები კეფაზე დაემაგრებინა და თმაში გვირილები
ჩაეწნა. რა კარგი გემოვნება ჰქონია დენის! ძალიან მოეწონა ანიკას პატარძალი! თან
ისეთი უშუალო და თბილი გოგო გამოდგა... სანამ ახლადშეუღლებულები
ეკლესიიდან გამოვიდოდნენ, სტუმრებმა გარეთ ცოცხალი დერეფანი შექმნეს და
ბრინჯის სასროლად მოემზადნენ. ტომასი გვერდიდან არ სცილდებოდა ანიკას,
რომელსაც არ სანდრო აშორებდა ფარულ მზერას და როდესაც გოგონას სრულიად
მოულოდნელად თაიგული ხელებში ჩაუხტა, თავისთვის, ჩუმად ჩაეცინა. ანიკა კი
გაოგნებული დააცქერდა ყვავილებს და მოულოდნელობისგან უხერხულად
გაღიმებული შეხვდა ფოტოკამერის ობიექტივს.

ქართული ქორწილისგან განსხვავებით, ჯვრისწერა ხუთასკაციანი სუფრით და


ღრეობით ნამდვილად არ გაგრძელებულა. ეკლესიის შემდეგ ჯერ ნიუ-იორკის
„ფილტვებში“, „ცენტრალ პარკში“ გაისეირნეს და ფოტოსესია მოაწყვეს, ბოლოს კი
წინასწარ დაჯავშნილ კლუბში წავიდნენ.

არანაირი გრანდიოზული მაგიდები და გულასამაჩუყებელი რიტუალები. კლუბური


განათების ფონზე ერთადერთ ნათელ წერტილს გრანდიოზული ტორტი
წარმოადგენდა, რომელიც ყველასთვის ამოუცნობი მიზეზით, შადრევანში
სასწაულებრივად მოტივტივე სინზე იდო. ანიკა სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა
გარემოთი. ერთადერთი, რითაც კლუბი ქორწილის ინტერიერს ემსგავსებოდა,
„სვაროვსკის“ პაწაწინა კრისტალებით მორთული მაგიდები და ჭერი იყო.
მუსიკა_გემოვნებიანი, გარემო_შესანიშნავი, სასმელი_არაჩვეულებრივი,
საჭმელი_გემრიელი და პატარძალი_ულამაზესი! დენიმ ანიკას ლუსი რომ გააცნო,
გოგონა ისე გადაეხვია, როგორც დიდი ხნის მეგობარს. ის კი არა, ფეხსაცმლის ძირზე
დილით დაწერილ დაქალების სახელებს, ანიკას სახელიც მიამატა და დაპირდა,
იმდენს ვივლი, სანამ შენი სახელი არ წაიშლებაო. ანიკას კი გაეცინა მის სიტყვებზე,

~ 143 ~
მაგრამ რომ დაფიქრდა, მიხვდა რომ ბევრი რამ დაემთხვა. ჯერ საქორწინო
თაიგული, შემდეგ ეს... საინტერესოა ვინ დაიჭერს დენის მიერ კაბიდან გამოძვრენილ
პატარძლის წვივსაკრავს. ანიკამ გაფიქრებაც ვერ მოასწრო, რომ თვალები დააჭყიტა.
ოღონდ ეს არა! მოკლავს დენიელს! ისეთი მონდომებით ესროლა წვივსაკრავი
სანდროს, პირდაპირ ხელებში ჩაუგდო.

-ესეც ასე! ყველა რიტუალი უკვე შესრულებულია, ახლა კი გართობის დროა!-


წამოიყვირა ბოლოს დენიმ და დიჯეის ანიშნა, რომ პირველი ცეკვისთვის მუსიკა
ჩაერთო.

ვენური ვალსი! მშვენიერია! ანიკა აღფრთოვანებული იყო იქაურობით. იმდენად


აღფრთოვანებული, რომ თვითონაც მოუნდა ქორწილი. მაგრამ მისი პირველი ცეკვა
აუცილებლად ტანგო უნდა იყოს!

ისე აგხდენოდეთ ყველაფერი, ანიკას რომ აუხდა! ვალსის შემდეგ დარბაზში ტანგოს
თავბრუდამხვევი ჰანგები გაისმა და ანიკაც გაიწვიეს საცეკვაოდ. შეცდით, სანდრომ
არა. სანდრო ბარბარასთან ერთად ცეკვავდა, ანიკა კი_ტომასთან. თვალისმომჭრელი
სანახაობა იყო. ანიკა ნამდვილი მოცეკვავესავით მოძრაობდა. კაბაც ხელს უწყობდა
და ფიგურაც. თვალი ვერავინ მოსწყვიტა. რა ბედნიერი იქნებოდა ახლა სანდროსთან
ერთად რომ ეცეკვა... მაგრამ არა! მისგან ვერანაირი რეაქცია ვერ გამოიწვია. უბრალო
ღიმილის ღირსიც კი არ გახადა! რა ეწყინა ამისთანა? ნუთუ გუშინდელი კამათის
ბრალია? თუ ასე არ უნდა ანიკას წასვლა, რატომ ექცევა ისე, თითქოს პირიქითაა?
ვერაფერი გაეგო... ახლაც ისე ექცეოდა ბარბარას, თითქოს უკვე მისი საცოლე იყო.
აღარ შეეძლო ანიკას ამის ატანა!

-ანიკა, რა მოხდა?-ფიქრებიდან გამოარკვია ტომიმ.-ცუდად ხომ არ ხარ?

-არა... მაპატიე, უბრალოდ ფიქრებში წავედი. -თვალები სწრაფად დაახამხამა


გოგონამ, შემდეგ კი დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღო.-ტომი, არ გეწყინოს,
მაგრამ უნდა წავიდე...-ანიკა სწრაფად გამოეცალა, დენის და ლუსის დაემშვიდობა და
დარბაზი ისე დატოვა, ვერავინ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. სანდრომაც მხოლოდ
მისი კაბის აფრიალებული შლეიფი დაინახა და დენიელს გადახედა კითხვანარევი
მზერით, რომელმაც უბრალოდ მხრები აიჩეჩა.

ანიკამ თითქოს ნაპირზე ამოყვინთა როდესაც გარეთ გავიდა. გულის სიღრმეში,


თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ ეგონა, რომ სანდრო გამოყვებოდა. ეგონა, მაგრამ
იმედები ისევ გაუცრუვდა.

სანდროსაც გაუჭირდა საკუთარ თავთან მორევა და ბარბარასთან დარჩენა, მაგრამ


იცოდა, რომ ასე იყო საჭირო. ახლა თუ ანიკას უკან გაჰყვებოდა, შრომა წყალში
ჩაეყრებოდა. არადა მთელი დღეა როგორ წვალობს! და მხოლოდ იმისთვის, რომ
ჭკუაზე მოიყვანოს და გამოაფხიზლოს. იმედია ანიკაზე უკუღმა არ იმოქმედებს ეს

~ 144 ~
ერთგვარი ფსიქოლოგიური თამაში. ახლა რომ ადგეს, ბარგი ჩაალაგოს და
საქართველოში დაბრუნდეს, რას იზამს მერე? არა, რამე უნდა მოიმოქმედოს...

-ბარბი, მაპატიე, ძვირფასო, ახლავე დავბრუნდები!-მოუბოდიშა გოგონას და


დენისთან მივიდა.

-სად წავიდა? რა გითხრა?

-მე საიდან უნდა ვიცოდე? მე და ლუსის დაგვემშვიდობა, მადლობა გადაგვიხადა


დაპატიჟებისთვის და ისე სწრაფად აორთქლდა, ვერაფრის კითხვა ვერ მოვასწარი.

-სანდრო, რატომ აწამებ მაგ გოგოს?-საუბარში ჩაერთო ლუსიც.

-არავისაც არ ვაწამებ! მაგრამ უნდა მიხვდეს, რომ აქვს მიზეზი აქ დასარჩენად!

-რა გენიოსი ხარ!-დასცინა მეგობარმა.-მასე იმაზე უფრო ადრე გააქცევ აქედან, ვიდრე
თვითონ გეგმავს. ადექი ახლავე და გაყევი უკან.

-მერე ბარბარა?

-გა-ყე-ვი! ბარბარას მე ვეტყვი, რომ სამსახურიდან გამოგიძახეს. მიდი, მალე!

* * *
პირველი, რაც ანიკამ სახლში მისვლისას გააკეთა, იყო ის, რომ ლეპტოპი ჩართო. ნუ
გაგიკვირდებათ, რადგან მისი საქციელით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით!
ანიკამ მაშინვე მოძებნა კონტაქტებში „ლურჯი ბაიკერი“ და სასწრაფოდ დაურეკა.

-რა მოხდა? ახლა ქორწილში არ უნდა იყო?

-კი, მაგრამ უკვე დავბრუნდი, შენთან საქმე მაქვს!

-ოჰო, საინტერესოა! რა ლამაზად გამოიყურები, თვალს ვერ გაცილებ.

-გმადლობ, მაგრამ ახლა რაღაც უნდა გითხრა და გთხოვ, არ შემაწყვეტინო.

-რამე მოხდა?

-კი, მოხდა! გადაწყვეტილება უკვე მივიღე!

~ 145 ~
* * *
სანდრო გარეთ რომ გავიდა, ანიკა უკვე წასული დახვდა. რა სულელი გოგოა... ჰმ,
ახლა ხომ გაიგებს, როგორია ეჭვიანობა. უნდა ვაღიაროთ, რომ სანდრო ბავშვურად
მოიქცა სამაგიეროს გადახდით, მაგრამ როგორმე უნდა მოეყვანა ანიკა გონს.

-ნეტავ სად წავიდა?-ჩაილაპარაკა თავისთვის და მანქანა დაქოქა. ერთი შეხედვით არც


კი ღელავდა, მაგრამ გულის სიღრმეში, საშინლად ნერვიულობდა. რომ არ
დახვედროდა ახლა სახლში, მერე რა უნდა ექნა? არა, შეუძლებელია!

სანდრომ სიჩქარეს უმატა და ისეთი მანევრებით გაძვრა მანქანებს შორის, შეეძლო


დარწმუნებული ყოფილიყო, რომ რამდენიმე დღეში სოლიდური ჯარიმების
გადახდა მოუწევდა. მაგრამ ეს ყველაფერი ახლა ძალიან უკანა პლანზე იყო მისთვის.

ათ წუთში უკვე სახლთან იყო. ისე დაამუხრუჭა, გეგონებოდათ ვინმემ გადაურბინაო,


მაგრამ როდესაც სახლიდან გამომავალი სინათლე დაინახა, გულზე მოეშვა.
შედარებით მშვიდად შეაყენა მანქანა ფარეხში, გადმოსვლისას კი წამიერად
გაიფიქრა, რომ შეიძლებოდა ანიკა ახლა ბარგის ჩალაგებით ყოფილიყო დაკავებული
და ისე სწრაფად აირბინა მეორე სართულის კიბე, ზემოთ რომ ავიდა, უკვე
ქოშინებდა.

ანიკას საძინებლის კარი ცოტათი იყო შეღებული და მკრთალი სინათლე გამოდიოდა.


სანდრო უჩუმრად დადგა და ეცადა შიგნით შეეხედა. ანიკა ისევ კაბით იჯდა და
„სკაიპით“ ვიღაცას ესაუბრებოდა. კეფაზე დამაგრებული კულულები ჩამოეშალა და
ზურგზე ლამაზად ეფინა. ნეტავ ვის ესაუბრება? სანდრომ სუნთქვაც კი შეიკრა, რომ
მისი ხმა გაეგონა.

-უნდა გამიგო. არ შემიძლია!-სანდრომ პასუხი ვერ გაიგონა, რადგან გოგონას


ყურსასმენები ეკეთა, მაგრამ უცნობის გამომეტყველებიდან დაასკვნა, რომ რაღაც
ძალიან არ ესიამოვნა.-კი, საბოლოო გადაწყვეტილებაა და სანამ რამეს მეტყოდე,
მეთვითონ გეტყვი: მირჩევნია ეს ყველაფერი დღესვე დამთავრდეს. ძალიან
არასწორად ვიქცევით. არც ღირდა საერთოდ ამის დაწყება. სიმართლეს გეტყვი და
მერჩივნა, ისე დარჩენილიყავი, როგორც ადამიანი, რომელმაც პირველი ოცნება
ამისრულა. მადლობას გიხდი ყველაფრისთვის, მაგრამ გემშვიდობები!-დაამთავრა
ანიკამ, ლეპტოპი დახურა და თავი მაგიდაზე დადო.

სანდრო გაშეშებული იდგა. ანუ, ანიკა არ მიდიოდა? რატომ? ან რატომ უთხრა ეს


ყველაფერი? ახლა კი როგორ იჯდა... ნუთუ ნანობდა? აშკარად არ გრძნობდა თავს
კარგად. ბიჭმა თავი ვეღარ შეიკავა, ოთახში შევიდა და მხარზე ხელი დაადო. ანიკამ
გველნაკბენივით გამოხედა და სასწრაფოდ წამოხტა.

-შენ აქ რა გინდა?

~ 146 ~
-ვიცი რაც გააკეთე...-სანდროს სიტყვები ისე თბილად გაისმა, გოგონას ტანში
ჟრუანტელმა დაუარა.-და მინდა მადლობა გადაგიხადო ამისათვის.

-ჯერ ერთი, სხვისი საუბრის მოსმენა უზრდელობაა, მეორე_სხვის ოთახში


დაუკაკუნებლად შესვლაც უზრდელობაა და მესამე_შენს თავზე ძალიან დიდი
წარმოდგენა ნუ გაქვს! ეს იმიტომ გავაკეთე, რომ კონტრაქტის დარღვევა არ მინდა.

-გუშინ ამაზე არ ფიქრობდი!-ვალში არ დარჩა სანდროც.

-ეგ შენი საქმე არ არის! და საერთოდაც, აქ რატომ ხარ? საუკეთესო მეგობრის


ქორწილიდან იმიტომ წამოხვედი და ბარბარა იმიტომ დატოვე, რომ შეგემოწმებინა
მივდიოდი თუ არა? ნუ ღელავ, არსად წასვლას არ ვაპირებ! ახლა კი შეგიძლია უკან
დაბრუნდე და გართობა გააგრძელო!-მოუჭრა ანიკამ და მკერდზე ხელის კვრით
გააგდო ოთახიდან, კარი კი ცხვირწინ მიუჯახუნა. რა სითავხედეა, ღმერთო ჩემო!

* * *
ანიკა საკუთარ თავთან მარტო რომ დარჩა, ბოლომდე მაშინ გაიაზრა ყველაფერი. რა
გააკეთა? და საერთოდაც, ბოლო თვეების განმავლობაში რამდენი რამ შეიცვალა? ჯერ
სრულიად მოულოდნელად ნიუ-იორკში ამოყო თავი, შემდეგ სანდრო შეუყვარდა,
მაგრამ ნიკს ხვდებოდა. მერე ნიკზე ისეთი რამ გაიგო, ვერასდროს რომ ვერ
წარმოიდგენდა. ეგ კი არა, „ლურჯ ბაიკერთანაც“ გააბა ურთიერთობა. ვინმე
უსაქმური, საინტერესო წიგნად დაწერდა ამ ყველაფერს, უკეთეს შემთხვევაში
გამოსცემდა, უარესში_ხელნაწერს თაროზე შემოდებდა, მაგრამ ბოლოს, მაინც ორივეს
მტვერი დაედებოდა. პესიმისტურ განწყობაზე დადგა. ახლა დედასთან ჩახუტება
ყველაფერს ერჩივნა. რა პრობლემა უნდა ჰქონოდა ისეთი, ლიკას რომ ვერ
მოეგვარებინა და კარგი რჩევა არ მიეცა. ანიკაც ყველაფერს უყვებოდა. შეიძლება
რაღაც გაეკეთებინა და არ ეთქვა, მაგრამ დრო რომ გავიდოდა, აუცილებლად
მოუყვებოდა. „ლურჯ ბაიკერზეც“ კი ყველაფერი იცოდა. ანიკამ წერილის ამბავიც
გაუმხილა. როგორ მოუნდა ახლა სახლში ყოფნა. ან სანდროს ჩახუტება... დაიღალა ამ
კატა-თაგვობანას თამაშით. რატომ ჯიუტობენ ასე ორივენი? რატომ ებრძვიან
ბედნიერებას? აღარ შეიძლებოდა ასე გაგრძელება. ყველაფერი უნდა შეცვლილიყო და
თან ძალიან მალე!

~ 147 ~
* * *
მეორე დღე სრულიად განსხვავებულად დაიწყო. ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.
ანიკა სანდრომ გააღვიძა და თან სრულიად ჩვეულებრივად და ჰუმანურად. გოგონამ
თვალები რომ გაახილა, სანდრო მის საწოლთან ჩამუხლულიყო.

-გამარჯობა...-ისე თბილად უთხრა, ანიკას ეგონა ესიზმრებოდა. თვალები მაგრად


დახუჭა და ისევ გაახილა, მაგრამ ტკბილი ჰალუცინაცია არ გამქრალა.

-გამარჯობა. რა ხდება?-ამოიბურტყუნა და დაამთქნარა.

-რაღაც მინდა გთხოვო...

-ცოლად არ გამოგყვები!-გაეცინა ანიკას და წამოჯდა. სანდროც იქვე პუფში ჩაეფლო.

-დღეს ფეხბურთია.

-არც ფეხბურთს არ ვითამაშებ!-აშკარად მხიარულად დაიწყო დღე.

-დამაცდი?-გაეცინა სანდროსაც.-მოკლედ, დღეს ფეხბურთია და ბიჭები მოვლენ.


რაღაცეებს მოვიტან და შეგიძლია პიცა გააკეთო?

-რატომაც არა! ოღონდ ერთი პირობით.

-ოჰო, აბა გისმენ!

-მეც მაყურებინეთ!

-მოსულა!-გაეცინა სანდროს და წამოდგა.-ახლა წავალ, გაემზადე და მარკეტში


წავიდეთ.-შემდეგ კი ოთახიდან გავიდა და გაღიმებული ანიკა მარტო დატოვა.

* * *
სავაჭრო ცენტრში იმდენი იარეს, სანდრომ გულწრფელად ინანა, რომ მარტო არ
წამოვიდა. ანიკა დადიოდა ყველგან და კალათში ყრიდა ყველაფერს, რაც კი
მოეწონებოდა. ალბათ, ამდენი პროდუქტით მთელი რესტორნის ამუშავებას
შეძლებდა.

-ანიკა, მე მხოლოდ პიცის გამოცხობა გთხოვე!-ჩაილაპარაკა სანდრომ და თვალები


აატრიალა, როდესაც გოგონამ კალათში რძის მუყაოს ყუთებიც ჩაალაგა.

-შენ კი, მაგრამ სანამ წავიდოდა დედაშენმაც დამაბარა სამზარეულოს შენ მიხედეო,
პროდუქტები კი უკვე გამოილია. ჰოდა ერთი გასროლით ორ კურდღელს მოვკლავ!

~ 148 ~
-ასე თუ გააგრძელებ, ორ კურდღელს და ერთ სიცოცხლითსავსე, ახალგაზრდა
მამაკაცს მოკლავ! რა დავაშავე ამისთანა, ღმერთმა შენი თავი რომ გამომიგზავნა?

-ალბათ, ზედმეტად კარგად იქცეოდი და დაგასაჩუქრა!-თვალი ჩაუკრა ანიკამ და


შემდეგ საზეიმო ხმით გამოაცხადა:-ესეც ასე, შეგვიძლია გადავიხადოთ!

-შენი წყალობით ხელფასი მხოლოდ პურზე და წყალზეღა მეყოფა.

-ჭკვიანო, რისთვის ვიყიდეთ ამდენი რამ? თან მარიკამ მითხრა პროდუქტების


ფულით იყიდეო და მეც წამოვიღე. ასე რომ, შენ არაფრის გადახდა არ მოგიწევს!-
ამაყად განაცხადა გოგონამ და გორგოლაჭებიანი კალათი სალაროსთან მიაგორა.

კონსულტანტი გოგონა თან პროდუქტებს იღებდა და თან სანდროსკენ აპარებდა


უცნაურ მზერას. სანდროც ისეთი სახით უყურებდა, წარბების ათამაშება და საღამოს
შეხვედრაზე შეთანხმებაღა აკლდა. ანიკა ხან ერთს გახედავდა, ხან მეორეს და
ნერვები ეშლებოდა. ისე გაბრაზდა, ბოლოს გოგონამ გრანდიოზული პარკები რომ
მიაწოდა, ყველა სანდროს მიაჩეჩა, ჯინსის ჯიბიდან მანქანის გასაღები ამოაცალა და
პირველი გავიდა სავაჭრო ცენტრიდან.

-და დაგემართა? დამელოდე!-ქოშინით დაეწია ბიჭიც.-გამიღე საბარგული, თორემ


ვეღარ ვიჭერ.-ანიკამ უჩუმრად გადაატრიალა გასაღები, თვითონ კი საჭეს მიუჯდა და
ძრავა აამუშავა.

-დროზე!-მკაცრად გასძახა და ეცადა მისი ცოდვილობის შემხედვარეს არ


გასცინებოდა.

-უკაცრავად, მაგრამ როდის გთხოვე საჭესთან დამჯდარიყავი?

-დღეს ჩემი მოვალე ხარ, ასე რომ, ან დაჯექი, ან წავალ.

-სხვათაშორის, შენც გაქვს ჩემი ვალი!-არ ჩამორჩა სანდროც, მაგრამ მაინც დანებდა,
პირჯვარი გადაიწერა და გვერდით მიუჯდა.

-მე? მე რა ვალი მაქვს და მითუმეტეს შენი?

-ხუთი წუთი!-გაეცინა სანდროს.-სკოლის პირველივე დღეს ხუთი წუთი რომ


მალოდინე სანამ ჩაიცვამდი, დაგავიწყდა?-წარბი აზიდა ბიჭმა და საოცრად გაუღიმა,
ანიკას კი სიცილი აუტყდა.

-ანუ ეგ დრო ვალად მაქვს აღებული?

-ეჭვი გეპარებოდა? გპირდები, აუცილებლად დავიბრუნებ ჩემს კუთვნილ ხუთ


წუთს!-სანდროს სიტყვები გამოწვევას ჰგავდა, მაგრამ ანიკაც აჰყვა ამ თამაშში:

-მაშინ, იცოდე, რომ ვალის დაბრუნების არ მეშინია!-შემდეგ კი თვალი ჩაუკრა და


სიჩქარეს უმატა.
~ 149 ~
* * *
საღამომდე ანიკამ ყველაფრის გაკეთება მოასწრო. პიცაც გამოცხო, ხაჭაპურიც,
კარტოფილი ფრიც შეწვა, „ცეზარიც“ გააკეთა და კიბორჩხალას სალათიც. სანდრომ
ჩიპსები, მიწის თხილი და ლუდი აიღო საკუთ თავზე. სცოდნოდა ანიკას რაც
ხდებოდა სინამდვილეში... სხვა თუ არაფერი, ნორმალურად მაინც გამოეწყობოდა და
სტუმრებს ჯინსსა და სანტა კლაუსის გამოსახულებიან სვიტერში არ დახვდებოდა.
ყველაფერი რომ მოამზადა და ტელევიზორის წინ დაბალფეხებიან მაგიდაზე
დაალაგა, სწორედ მაშინ გაისმა ზარიც. კარი სანდრომ გააღო, უკან კი ანიკა მიჰყვა და
გაოგნდა, როდესაც ყველა სტუმარმა ერთდროულად დაიყვირა:

-დაბადების დღეს გილოცავთ, სანდრო!-შემდეგ კი სხვადასხვა საკვებით


ხელდამშვენებულნი სახლში შევარდნენ.

წარმოიდგინეთ სიტუაცია, როგორ შევარდება ხალხი პოპულარულ მაღაზიაში


ოთხმოცდაათ პროცენტიანი ფასდაკლების შემთხვევაში. დაახლოებით ასე იყო აქაც.
ყველანი ეხვეოდნენ და ულოცავდნენ, ანიკა კი გაშტერებული იდგა. ისე
შინაურულად იქცეოდნენ, თითქოს საკუთარ სახლში იყვნენ. ანიკას გაშლილ მაგიდას
თავისი მიტანილი საკვებიც მიამატეს, მაცივარში ლუდი ჩააციეს და ვისკი გახსნეს.
ანიკამ ბოდიში მოიხადა და სასწრაფოდ საძინებელში ავარდა.

-რა საძაგელი ბიჭია! როგორ არ მითხრა დაბადების დღე თუ ჰქონდა!-ამოიბურტყუნა


თავისთვის და გარდერობს ეცა_სტუმრებთან სახლის ფორმაში ვერ იტრიალებდა.

მუქი მწვანე, თითქმის ჭაობისფერი, მუხლამდე სიგრძის კაბა გადმოიღო, მაქმანებით


დაფარული მკლავებით და ჩახსნილი ზურგით. თმა ფრანგულად ჩაიწნა და კეფაზე
დაიმაგრა, მაკიაჟზე დროის სიმცირის გამო უარო თქვა, მაღალ ქუსლებზე შეხტა და
დაბლა ჩავიდა.

-რა ლამაზი ხარ, ანიკა!-აღფრთოვანება ვერ დამალა მენდიმ, ანიკას კი ორმაგად


ესიამოვნა, რადგან ქალისგან და თან მენდისნაირი ქალისგან კომპლიმენტი,
ნამდვილად სასიამოვნო მოსასმენია.

-დიდი მადლობა! შენც არაჩვეულებრვიად გამოიყურები.

-გმადლობ. როგორ ხარ, საყვარელო? მომენატრე, რამდენი ხანია აღარ მოსულხარ


ჩვენთან.-გადაეხვია მენდი. მთელი FBI აქ ყოფილა. ბრედი, ჯარედი, მაიკლი და შონი
სანდროსთან ერთად სტეიკებს წვავდნენ, ლინდსი და ნინა კი ისე გაცხარებით
საუბრობდნენ რაღაცაზე, თითქოს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ჰქონდათ
გადასაწყვეტი.

-მეც მომენატრე, მენდი.-გულწრფელად გაუღიმა ანიკამ და გოგონებისკენ გაემართა.-


როგორ ხართ? არ იყო საჭირო ამდენი რამის მოტანა.
~ 150 ~
-ჩვენ სულ ასე ვაკეთებთ, არ გაგიკვირდეს!-გაუცინა ლინდსიმ.

-შენი გაკეთებული პიცა არაჩვეულებრივია, როგორ აკეთებ?-ეს იყო კითხვა, რომლის


შემდეგაც ანიკაც ჩაერთო ზოგადსაკაცობრიო საუბარში და ბიჭები რომ მისაღებში
დაბრუნდნენ, ფრიად სასიამოვნო სანახაობა დახვდათ ოთხი მშვენიერი ქალბატონის
სახით.

-აბა, ყველაფერი მზად არის, შეგვიძლია დავიწყოთ გართობა!-გამოაცხადა სანდრომ


და პირველი ჭიქა ვისკი გადაჰკრა.

* * *
ანიკა ისე გაერთო, ალბათ კლუბშიც ვერ გაატარებდა ასეთ დროს. თვითონაც დალია,
იმხიარულა, პიცაზე ჩარჭობილი სანთელიც კი ჩააქრობინა სანდროს. ბევრი იცინეს,
ბევრი დალიეს და ბევრი იცეკვეს. მუსიკა თავის თავზე ბრედმა აიღო. მხოლოდ
ფერადი განათებები აკლდა კლუბურ სიტუაციას.

-სანდრო!-ყურში ჩაჰყვირა ანიკამ და კედელზე ააკრა.-რატომ არ მითხარი?-იმხელა


ხმით ლაპარაკობდა, ყელიც კი დაეძაბა.

-რა საჭირო იყო? ასე უფრო კარგად არ გავერთეთ?-გაეცინა ბიჭს და პოზიცია


შეიცვალა_ახლა ანიკა აღმოჩნდა კედელს აკრული.

-სტუმრებს სახლის ფორმაში არ დავხვდებოდი, სანთელს ტორტზე ჩაგაქრობინებდი


და საჩუქარს მაინც გაჩუქებდი.

-საჩუქრის ჩუქება არც ახლაა გვიანი!-მაცდურად გაუღიმა სანდრომ, ლოყაზე ისე


აკოცა, კინაღამ გოგონას გული წაუვიდა, შემდეგ კი ხელი ჩაკიდა და მეგობრებისკენ
წაიყვანა.

-მოიცა, შენ გინდა რომ „მაკარენა“ ვიცეკვოთ?-სიცილი აუტყდა ანიკას.

-რატომაც არა?!-ჩაეცინა სანდროს და მუსიკის რიტმს სხეულის მოძრაობა ააყოლა. ეს


იყო სანდროს ყველაზე გიჟური ოცდამეხუთე დაბადების დღე, რომლის
დასასრულიც იმაზე მეტად გიჟური იქნებოდა, ვიდრე მთელი წვეულება...

~ 151 ~
* * *
უკვე ძალიან გვიანი იყო გოგონები რომ წავიდნენ. მაიკლი, შონი, ბრედი და ჯარედი
კი ფეხბურთის საყურებლად დარჩნენ. ანიკამ ყველაფერი ზედმეტი მიალაგა,
საჭმელი ბიჭებს ტელევიზორის წინ, მაგიდაზე დაუტოვა და თვითონ კიბისკენ
გაემართა.

-ანიკა! საით?-გაკვირვებულმა გასძახა სანდრომ.-აბა ფეხბურთს მეც ვუყურებო?

-ძალიან დავიღალე, სანდრო, ხვალ მითხარი ანგარიში!-თვალი ჩაუკრა გოგონამ და


სანამ კიდევ რამეს ეტყოდნენ, ბიჭებს დაემშვიდობა და საძინებელში ავიდა. უნდოდა
ფეხბურთის ყურება, მაგრამ კომფორტულად ვერ იგრძნობდა თავს ხუთ ბიჭთან
ერთად მარტო თვითონ დამჯდარიყო ტელევიზორის წინ. დენი რომ ყოფილიყო
შეიძლება კიდევ დარჩენილიყო, მაგრამ სანდროს დანარჩენ მეგობრებს არც ისე
კარგად იცნობდა, რომ მათთან ერთად ფეხბურთი ეყურებინა.

ოთახში შესვლისთანავე ჩამოქვეითდა მაღალი ქუსლებიდან და ფეხშიშველი მივიდა


კარადამდე. კაბა გაიძრო, მოკლე შორტი და წვრილბრეტელიანი მაისური გადაიცვა,
რომელსაც პიჟამოდ ხმარობდა, თმა გაიშალა, ლეპტოპი ჩართო და საწოლზე
მოკალათდა_უყურებდა ფეხბურთს მარტო! მერე რა მოხდა, არც არაფერი. ისეთი
თამაში იყო, გამოტოვება არ იქნებოდა, მთელი პირველი ტაიმი დაძაბული იყო და
ისე ელაპარაკებოდა ფეხბურთელებს, თითქოს რამეს გაიგებდნენ.

-გოოოოოოოოოოლ!!!-წამოიყვირა გახარებულმა და საწოლზე ხტუნაობა დაიწყო,


მაგრამ მისი ხმა ბიჭების ყვირილმა გადაფარა.-ესეც ასე, მშვენიერია, უკვე ვიგებთ!-
უდარდელი სახით დაუბრუნდა ანიკა თავის ადგილს და ამაყად განაგრძო ყურება.
ოთხმოცდამესამე წუთზე მისი ღიმილი გაქრა და თითქმის ყურებიდან ბოლი გაუშვა,
როდესაც ანგარიში გათანაბრდა. -არა, როგორ შეიძლება ეს? ბოლო წუთებზე გოლის
გატანა რა უნამუსობაა?

ანიკას უფრო დიდი უნამუსობა წინ ელოდა, მაგრამ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა


ყველაფერი ასე თუ განვითარდებოდა. ბოლო წუთებიღა იყო დარჩენილი სახლის
ტელეფონმა რეკვა რომ ატეხა და აღარ გაჩერებულა. ანიკა ვერც ლეპტოპს ეშვებოდა,
თან ზარის ხმაც ნერვებს უშლიდა. ბოლოს გადაწყვიტა, მოვასწრებო, სწრაფად
გავარდა დერეფანში და ტელეფონს ეცა.

-გისმენთ!-გაბრაზებულმა ჩასძახა ყურმილს.

-ანიკა! როგორ ხარ?-გაბრაზება თქვენ მაშინ უნდა გენახათ, ბარბარას ხმა რომ
გაიგონა.

-კარგად. სანდროს დავუძახებ.-კბილებს შორის გამოსცრა.

~ 152 ~
-კარგი იქნება. მთელი საღამოა ვურეკავ და ვერაფრით დავუკავშირდი.

-ახლავე!-ანიკამ კიბის მოაჯირთან მიირბინა და სანდროს ჩასძახა, მაგრამ


ტელევიზორი იმხელა ხმაზე ღრიალებდა, ვერაფრით გააგონა. -ჯანდაბა, ფეხბურთის
ყურებას არ დაგაცდიან ადამიანს!-ჩაიბურტყუნა თავისთვის და ქვემოთ ჩაირბინა.
არც ხალათის შემოცმა გახსენებია და არც ჩუსტებში ფეხის გაყოფა, ისევე ჩავიდა
როგორც იყო. მომენტალურად ხუთი წყვილი თვალი მიაშტერდა, მაგრამ მხოლოდ
სანდრომ მოახერხა ხმის ამოღება.

-რა მოხდა?

-შენი ფისუნია გირეკავს! და ძალიან გთხოვ, შენს ზარებზე მე ნუ მარბენინებ!-მკვახედ


მოუჭრა, ტელეფონი ესროლა და კიბეებზე აირბინა.

-რა გოგოა...-აღმოხდა ჯარედს.

-არ მესმის შენი, ძმაო!-აჰყვა ბრედიც.-სახლში ასეთი გოგო გყავს და ვისთან ერთად
დადიხარ?-თავი გამკიცხავად გააქნია, სანდრომ კი ტელეფონი გათიშა და იქვე
მიაგდო.

-ასე მეგონა ენას გადავყლაპავდი რომ დავინახე.-საუბარში ჩაერთო მაიკლიც.

-დაანებეთ თავი, სანდროს თუ არ უნდა, სხვები გამოჩნდებიან და თან ძალიან მალე,


მერე კი უკვე გვიანი იქნება!-დააგვირგვინა შონმა, სანდროს კი მისი სიტყვები
განსაკუთრებულად მოხვდა გულზე. წამიერად მიიღო გადაწყვეტილება,
ტელევიზორი გამორთო და ბიჭები წამოყარა.

-ფეხბურთი დამთავრებულია, აორთქლდით! სწრაფად, სწრაფად!-შეიძლება ითქვას,


მეგობრები სახლიდან გაყარა, შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯებით გაემართა ანიკას
საძინებლისკენ...

~ 153 ~
თავი 14

სანდრომ ურცხვად შეაღო საძინებლის კარი და ნანახმა გააკვირვა_ანიკა მთელი


ემოციებით უყურებდა ფეხბურთს. მშვიდად მიუახლოვდა და ლეპტოპი დაუხურა,
ანიკა კი გიჟივით წამოენთო.

-გაგიჟდი? ბოლო წუთები დარჩა! გაქრი აქედან!-საწოლიდან წამოხტა და მკერდზე


მიაწვა რომ ოთახიდან გაეთრია.

-დამაცადე ერთი წუთით, საქმე მაქვს!-არ ეშვებოდა სანდრო.

-მერე მითხარი! ახლა კი აორთქლდი, სასწრაფოდ!-ანიკა უკვე მუშტების დაშენაზე


გადავიდა, ბიჭმა კი ცალი ხელით ორივე მუშტი გაუკავა და წელს უკან გადაუგრიხა,
მეორე ხელით კი თავი დაუჭირა და ტუჩებზე დააცხრა. გოგონამ
მოულოდნელობისგან ჯერ თვალები დააჭყიტა, შემდეგ გაიბრძოლა, ბოლოს კი, როცა
მიხვდა რომ არაფერს აზრი არ ჰქონდა, მოეშვა და თვითონაც აჰყვა კოცნაში. სანდრომ
ხელები შეუხსნა და განთავისუფლებული ხელი წელზე მოხვია. კოცნიდა საოცარი
წყურვილით, ვნებით და სიყვარულით. ანიკამ მუხლებში სისუსტეც კი იგრძნო,
მაგრამ სანდროს ისე ძლიერად ჰყავდა მიკრული, შუეძლებელი იყო რამე მოსვლოდა.
გოგონას თვალები მიეხუჭა. გონებას ურევდა სანდროს ცხელი სუნთქვის შეხება. ასე
ეგონა გული ამოუხტებოდა. ბიჭი კი ისე გრძნობდა თავს, როგორც
უდაბნოგამოვლილი ადამიანი წყლის დალევისას. რამდენი ხანი ელოდა ამ მომენტს!
ჰელოუინის ღამიდან მოყოლებული ნატვრად გადაექცა ანიკას ტუჩების კვლავ
დაგემოვნება, მაგრამ საკუთარ თავს აკრძალული ხილის გასინჯვის უფლებას არ
აძლევდა.

მოულოდნელად ანიკა მოშორდა, უკან დაიწია, თვალებში გამომცდელად შეხედა და


წარმოთქვა:

-ახლაც ნასვამი ხარ და არ მინდა ხვალ ისევ იგივე ტექსტი მოვისმინო, რაც უკვე
მოსმენილი მაქვს. როგორც მახსოვს, ნასვამს თავის გაკონტროლება გიჭირს და
შემდეგ ბოდიშების ხდა გიწევს ჩადენილი საქციელისათვის. ასე რომ, შეგიძლია
წახვიდე და გამოიძინო.-წარბი აწია და ბოროტულად გაუღიმა, სანდროს კი გაეცინა
მის საქციელზე, წელზე ხელი ძლიერად შემოხვია და ისევ თავისკენ მიიზიდა.

-რა საძაგელი ბავშვი ხარ!

-ბავშვი შენ ხარ, თუ კარგია!-ამოიბურტყუნა ანიკამ და ცხვირი ბიჭის კისერში


ჩარგო.-მაგრამ არ მინდა ისევ იმ სისულელის მოსმენა.

-არანაირ სისულელეს აღარ მოისმენ, გპირდები!-მტკიცედ წარმოთქვა სანდრომ და


ყელში აკოცა.-რომ იცოდე რამდენი ხანი ველოდი ამ დღეს...

~ 154 ~
-მერე ვინ გაიძულებდა ამდენი ხანი ლოდინს?

-ეგ ირონია უნდა მოგაშლევინო!-ჩაეცინა ბიჭს.-ვერ ვიტან შენს სახეზე ირონიულ


ღიმილს და სარკასტულ ტონს.

-ვერაფერსაც ვერ მომაშლევინებ. რაც ვარ ეს ვარ! და მოგკლავ, კიდევ ერთხელ რომ
დამიძახო ბავშვი!

-კარგი, პატარავ!-არ ეშვებოდა სანდრო.

-მე შენ დაგპირდი!

-კარგი ახლა, ნუ ბავშვობ. ჩაიცვი და სადღაც უნდა წაგიყვანო.

-რა? ახლა?

-ჰო, ახლა. მიდი, მალე. მეც გავემზადები მანამდე და ათ წუთში შემოგაკითხავ.


გაფრთხილებ, კაბა არ გინდა!-სანდრომ მაცდურად გაუღიმა, ნაზად აკოცა და
ოთახიდან გავიდა, ანიკას კი ათი წუთი და ბევრი საფიქრალი დაუტოვა...

* * *
ზუსტად პირველი საათი იყო სანდრომ ანიკას კარი რომ შეაღო და ამჯერად გოგონა
ჩაცმული დახვდა. მაღალყელიან, თასმებიან ფეხსაცმელში ჩატანებული ვიწრო
ჯინსი, თხელი, ნაცრისფერი სვიტერი და ტყავის ქურთუკი ეცვა, ცალ მხარზე კი
პატარა ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული.

-ჯანდაბა...-წარმოთქვა სანდრომ როდესაც თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა და


დიდი ნერწყვი გაჭირვებით გადააგორა ყელში, შემდეგ კი დააყოლა:-მაგრამ
გაიყინები. და არც ჩანთა არ დაგჭირდება, დატოვე.

-მობილური და საფულე მიდევს, მეტი არაფერი.

-მობილური არ დაგჭირდება და საფულე მითუმეტეს.

-სად მიგყავარ?

-როგორ გგონია, გეტყვი?-გაეცინა სანდროს.-ცოტა თბილად ჩაიცვი და წავიდეთ.

-ხვალ შობაა და არ შეიძლება სახლში თბილად დავრჩეთ და ნაძვის ხე მოვრთოთ?

-არა! მიდი, მიდი, ჩაიცვი.

~ 155 ~
-არ მინდა, არ მცივა. წავიდეთ.

-მე გაგაფრთხილე!-საჩვენებელი თითი დაუქნია სანდრომ, შემდეგ კი ხელი მოხვია


და ოთახიდან გავიდნენ. ანიკამ მხოლოდ ახლა შენიშნა, რომ სანდროს ზურგჩანთა
ჰქონდა, მაგრამ შიგნით რა იყო, ამას რა თქმა უნდა საჭირო დროზე ადრე ვერ
გაიგებდა...

* * *
ანიკას წარმოდგენა არ ჰქონდა სად მიდიოდა, მაგრამ არ ნერვიულობდა. გრძნობდა,
რომ სანდროს ქვეყნის დასალიერშიც გაყვებოდა და ეს გრძნობა მის მიმართ იმდენად
ყოვლისმომცველი იყო, რომ ცოტათი აშინებდა კიდეც. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ
გრძნობაზე ძლიერი? ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს გული ყოველი ფეთქვისას
ეზრდებოდა და ამოხტომას ცდილობდა. თითქოს ყველაფერი უფრო ადვილი გახდა,
ფილტვებიც კი თავისი ევსებოდა ჟანგბადით. სანდროს გახედა და ბიჭი მისმა მზერამ
გაათბო. ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა და იმხელა ემოციას
იწვევდა, ვეღარ მოითმინა, ხელი მოხვია და გულზე მიიკრა. როგორ ელოდებოდა
ანიკა სანუკვარი სიტყვების გაგონებას, ყოველ წამს ეგონა რომ ამას მოისმენდა, მაგრამ
სანდრო რატომღაც არ ჩქარობდა ეთქვა „მიყვარხარ“. მიუხედავად იმისა, რომ ანიკა
მის თვალებში ისედაც ყველაფერს კითხულობდა, მაინც სურდა ეს სიტყვები
საკუთარი ყურით გაეგონა.

-მასე ნუ მიყურებ, თორემ დანიშნულების ადგილამდე ვერ მივაღწევთ.-სიცილით


უთხრა სანდრომ.

-მაინც არ მეტყვი სად მიგყავარ?-ფიქრებიდან გამოერკვა ანიკაც.

-შენი აზრით?-ისევ გაეცინა და ცენტრალური გზიდან გადაუხვია.

-და ჩანთით რა მოგაქვს?-მაინც არ ეშვებოდა ანიკა.

-ცოტა კონიაკი და პლედი.

-აჰა, გასაგებია. ანუ ალკოჰოლური პიკნიკი გვექნება!-საკუთარი მიხვედრილობისგან


აღტაცებულმა ანიკამ ბიჭს გაუცინა, მაგრამ დაახლოებით მაინც რომ სცოდნოდა
სანდრო სინამდვილეში რას აპირებდა, საერთოდ გაუქრებოდა სიცილის სურვილი.-
მოიცა, არა?-დაიბნა, რადგან მის ვარაუდზე პასუხად მხოლოდ ჩაფხუკუნება მიიღო.

-რა თქმა უნდა, არა! მიკვირს, რატომ ფიქრობ, რომ ასე ადვილად გამოსაცნობ რაღაცას
მოვიფიქრებდი? ოღონდ ერთი პირობა უნდა მომცე!

~ 156 ~
-რა პირობა?

-არ შემეწინააღმდეგები და იმას გააკეთებ, რასაც გთხოვ.

-რაო? რამეს ხომ არ მიპირებ?-სიცილი აუტყდა ანიკას, მაგრამ ამ დროს სანდრომ


მანქანა გააჩერა, გადავიდა და ანიკასაც გაუღო კარი. როდესაც გოგონა მანქანიდან
გადავიდა, კინაღამ ადგილზევე ჩაიკეცა.

-აბა?-პასუხს ელოდა სანდრო, ანიკა კი ხმის ამოღებას უბრალოდ ვერ ახერხებდა.

-სანაპირო? რა გვინდა აქ, თან ამ დროს? კოცონი?

-უკვე გითხარი, ადვილად გამოსაცნობი არ ვარ! -თითი დაუქნია ბიჭმა, შემდეგ კი


წყლისკენ წავიდა.

-წარმოდგენა არ მაქვს რას ვაპირებთ და ხომ არ გინდა რომ გამარკვიო?

-გაიხადე!-უთხრა სანდრომ და თვითონაც ქურთუკის ელვის შეხსნა დაიწყო.

-რა?-თვალები დააჭყიტა ანიკამ.

-რაც გესმის. მიდი, გაიხადე!

-რატომ? მოიცა, უკვე?-საერთოდ დაიბნა გოგონა.-სიმართლე გითხრა შენგან ასეთ


შემოთავაზებას ასე სწრაფად არ ველოდი!-ამ სიტყვების მოსმენისას სანდროს ისეთი
სიცილი აუტყდა, ანიკას უკვე შეეშინდა კიდეც.

-რაო? არა, არა! სხვას არაფერს ვაპირებ და რომ ვაპირებდე, მაშინ მითუმეტეს არ
გთხოვდი, რომ შენით გაგეხადა!-თვალი ჩაუკრა ბიჭმა და წარბებშეკრული გოგონა
ჩაიხუტა, შემდეგ კი თბილი და მომაჯადოვებელი ხმით უთხრა.-მიდი, გპირდები არ
ინანებ.

-მითხარი რას ვაპირებთ, თორემ უკვე მეშინია!

-რა სულელი მყავხარ! რას ვაპირებთ და გაიგებ ზედმეტი ტანსაცმლისგან რომ


გათავისუფლდები. ხომ მენდობი?

-შენ, კი...-ამოიბლუყუნა საბოლოოდ და ქურთუკის გახდა დაიწყო. თანდათან უფრო


და უფრო სციოდა, მაგრამ ბოლოს მაინც საცვლების ამარა დადგა გაურკვეველი
მზერით.

-ახლა კი წამომყევი!-ზურგზე შეისვა სანდრომ და წყლისკენ გაიქცა, მაგრამ ანიკამ


იმხელა ხმით იკივლა, მოულოდნელობისგან გაჩერდა.

-გაგიჟდი? შენ რა, გინდა რომ ოცხდაოთხ დეკემბერს წყალში შევიდეთ? მოვკვდებით!

-არ მოვკვდებით, ნუ გეშინია!


~ 157 ~
-სანდრო, სიგიჟეა!-ანიკამ ბიჭის ზურგიდან ისევ ცივ ქვიშაზე გადაინაცვლა. ამ
ყველაფრის წარმოდგენაზეც კი გული უჩერდებოდა.

-ისეთივე, როგორიც ის, რომ მიყვარხარ!-ბიჭი მოწყურებულად დაეწაფა ტუჩებზე,


ანიკას კი ბოლო სიტყვებმა ყველანაირი საღი აზრი გადაუკეტა. ორივე ხელი კისერზე,
ფეხები კი წელზე შემოხვია, სანდრომ კი წყალში შეიყვანა. თითოეული ნაბიჯის
გადადგმა უფრო და უფრო უჭირდა. სუნთქვა შეეკრათ იმდენად ცივი იყო წყალი.
ანიკას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ხელები და ფეხები ერთდროულად
დააჭრეს. რომ არ ყოფილიყო ადამიანი, რომლთან ერთადაც ახლა წყალში იყო,
არასოდეს ჩაიდენდა ასეთ სიგიჟეს. ანიკა აკანკალებული ეკრობოდა ბიჭს ძლიერ
სხეულზე, შემდეგ კი ორივემ ერთდროულად წაიჭირეს ცხვირზე ხელი და წყალში
ჩაყვინთეს. ეს იყო ყველაზე არაორდინალური საქციელი, რაც კი ორივეს მთელი
თავიანთი ცხოვრების მანძილზე გაეკეთებინათ. ბოლოს ისეთივე სისწრაფით
ამოცვივდნენ წყლიდან, როგორც ჩავიდნენ. სანდრომ სასწრაფოდ მოახვია პლედი და
მანქანაში ჩასვა. თვითონაც შეიფუთა და მანქანის გამათბობელი ჩართო, შემდეგ კი
ანიკა თავის კალთაში გადაისვა და ზურგჩანთიდან კონიაკის ბოთლი ამოაძვრინა და
ანიკას მიაწოდა.

-დალიე, გაგათბობს!-უთხრა სანდრომ, გოგონა კი დაუფიქრებლად დაემორჩილა მის


სიტყვებს და ერთიანად გადაჰკრა, მაგრამ იმდენად სციოდა, ყელის ჩაწვა ვერც კი
იგრძნო. შემდეგ სანდროს დაუბრუნა და ბიჭიც ასევე მოიქცა.

რამდენიმე წუთში მანქანის გამათბობელმაც იმოქმედა, სასმელმაც და ერთმანეთთან


სიახლოვემაც. ორივემ იგრძნო, რომ კვლავ აუმოძრავდათ ძარღვებში სისხლი, ანიკამ
კი შვებით ამოისუნთქა.

-მგონი გადავრჩით!-გაეცინა და სანდროს კისერში ჩარგო ცხვირი.

-ცუდად ხომ არ ხარ?-ანიკას რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ, შეშფოთდა


სანდრო.

-არა, ცუდად კი არა, ძალიან, ძალიან მაგრად ვარ! სიტყვებს ვერ ვპოულობ იმის
სათქმელად, თუ რას ვგრძნობ ახლა. ასე მგონია, მალე გული გამისკდება.

-ვერც წარმოიდგენ როგორ მახარებს შენი სიტყვები.-თბილად გაუღიმა ბიჭმა და


ტუჩები ნაზად შეახო.

-შენ კი, წარმოდგენაც არ გაქვს როგორ მიყვარხარ!-და როგორც იქნა! ანიკამაც


ამოთქვა ის, მთავარი სიტყვა! სანდროს მკლავებში მოქცეული, მისსავე კალთაში
იჯდა, გრძნობდა საყვარელი მამაკაცის აჩქარებულ გულის ცემას და მისი თბილი
სუნთქვა თმაზე ეხებოდა. მეტი რა იყო საჭირო ბედნიერებისათვის?!

~ 158 ~
* * *
სანდრომ და ანიკამ მთელი ღამე მანქანაში გაატარეს, გამთენიისას კი „ცენტრალ
პარკისკენ“ გაემართნენ და მზის ამოსვლას იქ შეხვდნენ. რაც არ უნდა გასაკვირი
იყოს, თოვლი ჯერ კიდევ არ იყო, ანიკას კი ისეთი სტერეოტიპი ჰქონდა შექმნილი,
რომ ამერიკაში შობას ყოველთვის თოვდა. სულ ფილმების დამსახურებაა ეს
ყველაფერი!

-სან! ეს ის ადგილია, „მარტო სახლში“-ს მეორე ნაწილში რომ ჩანს? ქალი მტრედებს
რომ აჭმევს! ნამდვილად ის ხეა!-აღტაცებულმა წამოიძახა ანიკამ, ხიდის ქვეშ გაიარა
და გრანდიოზული, უხვად დატოტვილი ხისკენ გაიქცა.

-ეგ არის. ზოგადად, ეს პარკი იმდენ ფილმშია გადაღებული, ალბათ მალე ოსკარსაც
მისცემენ!-გაეცინა სანდროს.-სანაძლეოს დავდებ, ყველა ადგილის ნახვისას ერთი
ფილმი მაინც გაგახსენდება!-აგრძელებდა ბიჭი, მაგრამ რომ დაინახა ანიკა რასაც
აკეთებდა, უცბად დასერიოზულდა.-გაგიჟი? რას აკეთებ?

-ხეზე ავდივარ, ვერ ხედავ?

-მაგას როგორ ვერ ვხედავ, მაგრამ რა გინდა?

-ყოველთვის მაინტერესებდა აქაურობა. ფილმში ისე არის გადაღებული, ცოტა არ


იყოს, მეშინოდა კიდეც. ამოდი, არ გინდა? ძალიან მაგარია!

-რომელი ედვარდ კალენი მე მნახე, ხეებზე რომ მაძრომიალო?-სიცილი აუტყდა


სანდროს, მაგრამ ფეხი მაინც შედგა ასაძრომად.

-ეი, თქვენ! ჩამოდით სასწრაფოდ დაბლა! რა ხალხია!-გაისმა დაცვის სამსახურის


ფორმაში გამოწყობილი ღიპიანი და ულვაშიანი კაცის როხროხა ხმა და ორივე
სასწრაფოდ ძირს ჩამოხტნენ.

-შობას გილოცავთ!-მიაძახა ანიკამ, შემდეგ კი სანდროს ხელი ჩაჰკიდა და მასთან


ერთად გაიქცა.

-არანორმალური ხარ!-ამოთქვა სანდრომ, როდესაც სირბილით დაღლილები


პირდაპირ ბალახზე გაწვნენ.

-პირველი არ ხარ, ვინც მაგას მეუბნება!-გაეცინა გოგონას.-ახლა სახლში უნდა


წავიდეთ? თუ ვაპირებთ კიდევ რამეს?

-კიდევ მაქვს გეგმაში შენი სადღაც წაყვანა, მაგრამ თუ გინდა მანამდე სხვა ფილმების
გადასაღებ ლოკაციებსაც გაჩვენებ.

-ოჰო, საინტერესოა... ამმმ, “Friends with benefits”-ზე რა აზრის ხარ?

~ 159 ~
-მოიცა, რას გულისხმობ?-იდაყვებზე წამოიწია სანდრო და მაცდური ღიმილით
გახედა გოგონას.

-ოხ, სანდრო! რას და Empire state building-ს, სხვას რას უნდა ვგულისხმობდე?

-აჰა, გასაგებია. მერე ისინი რომ იქ ღამით იყვნენ?

-დღისითაც იყვნენ!

-სამაგიეროდ დღისით როცა იყვნენ, იჩხუბეს!

-ჩვენ არ ვიჩხუბოთ. ჯერ იქ ავიდეთ, შემდეგ კი შენს შერჩეულ ადგილას წავიდეთ.


გთხოვ...

-ანიკა, სიმართლე რომ გითხრა, სიმაღლის ფანი ნამდვილად არ ვარ. თან შემ
მხოლოდ მაღალ სართულზე ასვლას კი არა, ნიუ-იორკის ყველაზე მაღალი
ცათამბრჯენის სახურავზე აყვანას მთხოვ.

-სან...-თვალები ააფახულა ანიკამ.

-სხვა რა ფილმი გიყვარს?

-კინგ-კონგი!-ენა გამოუყო სანდროს, რომელსაც ვერ გადაეწყვიტა როგორ


მოქცეულიყო.-კარგი რა, რა დაგემართა... ნუ მახვეწნინებ!

-ჯანდაბა! ავიდეთ. თუ გული გამიჩერდება, შენი ბრალი იქნება!-დაყაბულდა


საბოლოოდ და ორივენი მანქანისაკენ გაემართნენ.

* * *
-რა ლამაზია!-აღფრთოვანებას ვერ მალავდა ანიკა. Empire state building-ის სახურავზე
იდგა და ამხელა სივრცე თვალწინ ეშლებოდა. უცნაური გრძნობა იყო. აღმატებული
და ექსტრემალური... სუნთქვა ეკვრებოდა მღელვარებისგან. პირველად ჰქონდა
თვალწინ გადაშლილი უკიდეგანო სივრცე. თითქოს შეეძლო გაეცურა, ჩაძირულიყო
ამ ყველაფერში... სანდრო მოშორებით ჩამოჯდა, ანიკა კი კიდესთან იდგა და სახეს
ცივ ნიავს უშვერდა. თვალები დახუჭა და ხელები გაშალა. ფრენის შეგრძნების
იმიტირებას ახდენდა და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. ბედნიერი იყო!

მოულოდნელად სახეზე რაღაც ცივი და სველი დაეცა. შემდეგ კიდევ ერთი. თვალები
დაბნეულმა გაახილა და ყურებამდე გაეღიმა_თოვდა!

სან!-გახარებული გაიქცა და სანდროს ჩაეხუტა.-შობას მაინც თოვს, ყოველთვის!


~ 160 ~
-სანტა-კლაუსიც ჩუქნის პატარებს საჩუქრებს!-გაეცინა ბიჭს და ხელები მოხვია.-
მაგალითად მე შენი თავი მაჩუქა.

-შენ პატარა არ ხარ!-ენა გამოუყო ანიკამ.

-სამაგიეროდ შენ ხარ!

-სან, რაღაც უნდა გკითხო...-შემპარავი ხმით დაიწყო ანიკამ, რადგან იცოდა, რომ
სანდრო ამ თემაზე ყოველთვის ბრაზდებოდა.-კონტრაქტში წერია, რომ თუ იმ
ოჯახის რომელიმე წევრი, რომელშიც გაცვლითი პროგრამის მონაწილე მოსწავლე
ცხოვრობს, თანახმა იქნება და პასუხისმგებლობას აიღებს, შეუძლია მოსწავლემ
მასთან ერთად დროებით დატოვოს ქვეყნის ტერიტორია.

-მოიცა, მოიცა. ვერ გავიგე. სადმე გინდა წასვლა?

-მინდა რომ ერთად წავიდეთ, მაგრამ...

-რა მაგრამ?-შეაწყვეტინა სანდრომ.-წავიდეთ მერე, რა პრობლემაა?

-ის პრობლემაა, რომ სავარაუდოდ ჩემი შერჩეული ქვეყანა არ მოგეწონება...

-ანიკა, ნუ მამკითხავებ. მითხარი რისი თქმაც გინდა. იმედია ანტარქტიდაზე


მოგზაურობას არ მთავაზობ!

-მინდა რომ ახალ წელს საქართველოში შევხვდეთ.-სწრაფად ჩაილაპარაკა და


სანდროს თავის შესაცოდებელი მზერით შეხედა.

-გამორიცხულია!-მოკლედ მოუჭრა ბიჭმა და ფეხზე წამოდგა.-დროა წავიდეთ, თოვა


იმატებს!

* * *
მგზავრობა არც ისეთი სასიამოვნო გამოდგა, როგორიც უნდა ყოფილიყო. ანიკას ვერ
გაეგო რა თქვა ისეთი, რამაც ბიჭი ასე ძალიან გააბრაზა. სანდრო კი საქარე მინაზე
თვალის მოუშორებლად მართავდა მანქანას. ავტოფარეხში რომ შევიდნენ და ანიკას
კარი გაუღო მანქანიდან გადმოსასვლელად, მაშინაც კი არ ამოუღია ხმა.

-სანდრო, არ ვიცი რა ვთქვი არასწორად, ან რა გავაკეთე, მაგრამ თუ რამე შემეშალა,


მაპატიე!-ბოლოს პირველი ნაბიჯი მაინც ანიკამ გადადგა და სახლში შესვლისთანავე
დაარღვია დუმილი.

~ 161 ~
-მისმინე, შენ არაფერ შუაში ხარ. უბრალოდ რაღაცას გთხოვ და გამიხარდება თუ
გაითვალისწინებ. ანიკა, არასდროს არ მიხსენო საქართველოში წასვლა. ჭირვეული
ბავშვივით ტყუილად არ მაქვს ეს აჩემებული, მაგრამ მიზეზებზე საუბარი არ მინდა.

-არ მენდობი?

-ეგ რა შუაშია? უბრალოდ, არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი.

-ეგ გასაგებია, მაგრამ ადრე თუ გვიან, მოგვიწევს ამ თემასთან კვლავ დაბრუნება. ნუ


დაგავიწყდება, რომ ივნისის ბოლოს კონტრაქტი მიმთავრდება.

-კონტრაქტის გარეშეც შეგიძლია აქ დარჩენა!

-არ შემიძლია! და შენ ეს ჩემზე კარგად იცი.

-რატომ? რა გიშლის ხელს? მშობლები? თუ ყველაფერს აუხსნი, დაგტოვებენ.

-სანდრო, გაგიჟდი? რას მეუბნები? დავურეკე და „მამა, კარგი ბიჭია და ვრჩები-


მეთქი“ ვუთხრა?-ყველაზე შეუფერებელ სიტუაციაში აუტყდა ანიკას სიცილი და
დივანზე დაენარცხა. სანდროსაც ჩაეღიმა მის სიტყვებზე.

-თუ გინდა მასე უთხარი. მე პირადად, არანაირი პრობლემა არ მექნება!-კმაყოფილი


სახით მიუჯდა სანდრო გვერდით.

-სან, მე მართლა გეუბნები... ჩვიდმეტი წლის ასაკში გათხოვებას ნამდვილად არ


ვაპირებ და...

-მოიცა, შენ ვინ გეკითხება რამდენი წლის ასაკში აპირებ გათხოვებას?-აშკარად კარგ
ხასიათზე იყო ბიჭი.

-დამაცადე ლაპარაკი!-გაეცინა ანიკასაც.-მე სერიოზულად ვამბობ. და საერთოდაც, რა


დროს გათხოვებაა, ჯერ სრული ერთი დღეც არ გამხდარა, რაც ერთად ვართ.
საერთოდაც, აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი. წავალ, გამოვიცვლი!-წამოხტა ანიკა და
მეორე სართულზე აირბინა.

სანდრო ჩაფიქრებული იჯდა. მისი კარგი ხასიათი ანიკას გაჰყვა. რატომ არ უფიქრია
ამ თემაზე აქამდე? უფიქრია, როგორ არ უფიქრია, მაგრამ უშედეგოდ! თვითონ
საქართველოში დაბრუნების იდეას არც არასდროს განიხილავდა, ის კი კარგად
იცოდა, ანიკა აქ რომ ვერ დარჩებოდა. რა უნდა ექნა? გაეშვა ისე, ვითომც არაფერი
მომხდარა? ნერვები ეშლებოდა ამაზე ფიქრისას, ნერვები ეშლებოდა რომ არაფრის
გაკეთება არ შეეძლო. არადა, რა მალე მოვა ივნისი?! თვალის დახამხამებასაც ვერ
მოასწრებს! მერე გვიანი იქნება ამაზე ფიქრი. ანიკას სიმართლე რომ მოუყვეს? რომ
უთხრას რატომ არ შეუძლია საქართველოში დაბრუნება? არა, შეუძლებელია! ვერ
გაუგებს, შეიძლება არც ესიამოვნოს. მოკლედ, რამე უნდა მოიფიქროს და თან, რაც
შეიძლება მალე, თორემ ვერ დაუშვებს ანიკასთან დაშორება რომ მოუწიოს...
~ 162 ~
* * *
-ელე, ისეთი ამბები მაქვს, გაგიჟდები!-წამოიკივლა ანიკამ მაშინვე, როგორც კი
მეგობარმა „სკაიპში“ უპასუხა.

-არ დამაყრუო, ფრთხილად!-გაეცინა გოგონას.-მეც კარგი ამბები მაქვს. ჯერ შენ


დაიწყე!

-მე და სანდრო ერთად ვართ!-ერთი სიტყვასავით ჩამოარაკრაკა ანიკამ და ტაში


შემოკრა.

-არ არსებობს!-პირი დააღო ელემ.-ვაიმე, მართლა?-რამდენიმე წამის შემდეგ კი


აკივლდა.

-კი! გუშინ დაბადების დღე ჰქონდა, მაგრამ მომატყუა ბიჭები მოდიან ფეხბურთის
საყურებლადო. რაღაცეები გავამზადე და ხალხი საჩუქრებით და საჭმლით ხელში
რომ დაგვადგა, გამოვშტერდი. მერე ვუთხარი სანდროსაც, გეთქვა, საჩუქარს ხომ
მაინც გაჩუქებდი-მეთქი და არ გაინტერესებს რა მითხრა? არც ახლაა გვიანიო.

-ოპააა! სანდრო აღარ ხუმრობს!

-მოკლედ, პატარა წვეულება გვქონდა და ბოლოს ბიჭები მართლა დარჩნენ


ფეხბურთის საყურებლად. მეც მინდოდა, მაგრამ იმათთან ერთად ვერ დავჯექი მაინც
და ოთახში ვუყურებდი ლეპტოპში. ბოლო წუთები იყო დარჩენილი რომ
ტელეფონმმა ატეხა რეკვა. გავგიჟდი, არავინ არ პასუხობდა. გავედი ბოლოს ისევ მე
და ვინ იყო?! ბარბარა! თან უნდა გენახა როგორ მომიკითხა! ჩავუტანე სანდროს
ტელეფონი და ამოვბრუნდი უკან. ისე ვჩქარობდი, არც ხალათი გამხსენებია და
პიჟამაში გამოწყობილი ჩავედი დაბლა.

-არ გამაგიჟო!-სიცილი აუტყდა ელეს.-წარმომიდგენია იმათი სახეები.

-თან სუპერ მოკლე შორტი და თხელი მაისური რომ მაქვს, ნაცრისფერები, ისინი
მეცვა!-აჰყვა ანიკაც.

-საწყლები! მერე? მომიყები ბოლომდე, ნუ მომკალი!

-მერე არ ვიცი რა და როგორ მოხდა, მაგრამ ზუსტად სამ წუთში სანდრომ შემომიღო
კარი დაუკაკუნებლად. ავკივლდი, გაეთრიე, მაყურებინე თამაშს-მეთქი. საქმე მაქვსო,
არ მეშვებოდა. მეც გავჯიუტდი და რა გააკეთა იცი? მოვიდა, ხელები ზურგსუკან
გადამიგრიხა და მაკოცა!

-ახლა მოვკვდები!-ელეც ისეთი ემოციებით უსმენდა, პოპკორნის მოტანაღა აკლდა


სრული კომფორტისათვის.-მერე?

~ 163 ~
-რაღა მერე!-გაეცინა ანიკას.-მე ვუთხარი ახლაც ნასვამი ხარ და არ მინდა ხვალ იგივე
სიტყვების მოსმენა, რაც მაშინ მოვისმინე-მეთქი.

-რა საძაგელი ბავშვი ხარ!

-ზუსტად ეგ სიტყვები მითხრა სანდრომაც!

-უკვე ჩხუბიც ხომ არ მოასწარით?

-არა. ისეთი სიგიჟე მოხდა, ცხოვრებაში რომ ვერ წარმოვიდგენდი. შუაღამისას


წამიგყვანა, გოგო და მანქანით მივედით სანაპიროზე. გადმოვედით და გაიხადეო!

-რაო?-თვალები დააჭყიტა ელენემ.-უყურე მაგას, უკვე საქმეზე გადასულა!-შემდეგ კი


სიცილით გადაბჟირდა.

-ნუ ხარ ცანცარა! გოგო, გული გამისკდა! თან ისეთი სერიოზული სახით
მეუბნებოდა, ვერ მივხვდი რა უნდა მექნა.

-რამ გაგიხეთქა გული, ორი წლის ბავშვი ხარ?

-ვაიმე, ელენე! დამაცადე ახლა თორემ აღარ მოგიყვები!

-ოქეი, ვჩუმდები!-ელემ წარმოსახვითი ბოქლომით ჩაიკეტა პირი და მოსმენა


განაგრძო.

-მოკლედ, გავიხადე და დავრჩი იმ ყინვაში საცვლებით. ძვლებში მტეხავდა ისე


მციოდა და სანდრომ პლიუს ამას ოკეანეში შესვლა მოინდომა. ძლივს დამითანხმა.
ვუთხარი სრული სიგიჟეა-მეთქი და ისეთივე სიგიჟეა, როგორიც ის, რომ
მიყვარხარო!-ელენე ძლივს იკავებდა თავს, რომ არაფერი წამოეძახა, მაგრამ ანიკა მის
თვალებში ისედაც ყველა ემოციას კითხულობდა.

ყველაფერი დეტალურად მოუყვა, სახლში დაბრუნებისას მომხდარი ინციდენტის


ჩათვლით. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ელემ ვარაუდებიც კი ვერ
გამოთქვა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო სანდროსთვის წინაღობა სამშობლოში
დასაბრუნებლად.

-ახლა შენი ჯერია! რა უნდა მოგეყოლა?-საბოლოოდ თემის შეცვლა ამჯობინა ანიკამ.

-დაახლოებით იგივე...-დამაინტრიგებელი მზერით შეხედა ელემ და წარბები


აათამაშა.

-რას ნიშნავს „დაახლოებით“ ?

-მე და საბაც ერთად ვართ!

~ 164 ~
-ააააა! ახლა გავგიჟდები!!!-ანიკამ ხტუნაობა დაიწყო, შემდეგ კი ოთახში წინ და უკან
სიარულს მოჰყვა.-ხომ გეუბნებოდი! რამდენჯერ გითხარი! არა რა, მაღიარე!
დეტალურად მომიყევი ყველაფერი, სასწრაფოდ!

-გახსოვს რომ გითხარი, გურამის სპექტაკლზე მივდივართ-მეთქი? ყველაფერი იმ


საღამოს დაიწყო. თამუნა, ქეთი და მარი ცალკე წავიდნენ. ნინი ირაკლისთან ერთად
წამოვიდა და ბოლოს მე, ნატა და საბა შევრჩით ერთმანეთს. ნატამაც იყნოსა
სიტუაცია და მოიმიზეზა დედამ დამირეკა, უნდა წავიდეო. მოგვიწია მე და საბას
ერთად წამოსვლა. თერთმეტი საათი იყო უკვე, ტრანსპორტიც ცუდად დადიოდა,
ფულიც არ გვქონდა ბევრი, არადა ნაყინი მინდოდა. მოკლედ, ვიყიდეთ ნაყინები და
დავდექით გაჩერებაზე იმის იმედით, რომ რომელიმე ავტობუსი მაინც გამოივლიდა.
გეფიცები, უდაბნოში ჩარჩენილს არ გაუხარდებოდა ისე წყლის პოვნა, როგორც ჩვენ
ყვითელი ფერის დანახვამ გაგვახარა. ძლივს ავედით ავტობუსში. იმდენი ხალხი იყო,
ვერ გაარკვევდი ვისი სიმ-ბარათი ვის მობილურში იდო.-სიცილი აუტყდა ელეს,
ანიკა კი ინტერესით უსმენდა. უხაროდა მეგობრის ბედნიერება, მითუმეტეს რომ
იცოდა, რა დღეშიც იყო ელენე საბას გამო. მეშვიდე კლასიდან მოყოლებული
უყვარდა, ის კი ისე უყურებდა, როგორც მეგობარს და ხშირად, გოგონებთან
დაკავშირებით რჩევებსაც კი ეკითხებოდა.

-ელენე! ნუ მომკალი! მომიყევი წესიერად!-მოთმინება ამოეწურა ანიკას.

-კარგი ხო, დამაცადე! მოკლედ, უამრავი ხალხი იყო და მე და საბა ძალიან ახლოს
ვიდექით ერთმანეთთან. ცოტა ხანში წელზე მომხვია ხელი და ისე ვეჭირე. გეფიცები,
მუხლები მიკანკალებდა. ბოლოს ჩემკენ დაიხარა და მეუბნება: „იცოდე, ერთხელ
დაშვებულ შეცდომას მეორედ აღარ გავიმეორებო.“

-ის კოცნა იგულისხმა?

-ჰო. ვაიმე, ცალი თვალით რომ დაგენახე როგორ ვიდექი, სიცილით მოკვდებოდი.
არც მე არ მომწონს შენი შეცდომები-მეთქი ვუთხარი და მიხარიაო. სახლამდე ორი
გაჩერებით ადრე ჩამოვედით და ფეხით გავიარეთ. ხელი ჰქონდა მოხვეული და
ისეთი თვალებით მიყურებდა, იმ წამსვე მივხვდი, რომ მის გარდა სხვა არავინ
მჭირდებოდა.

-ახლა ცრემლები წამომივა...-თვალები ააფახულა ანიკამ.-გაკოცა?

-კი! სახლამდე მიმაცილა. სადარბაზოსთან რომ მივედით, ლოყაზე ვაკოცე,


დავემშვიდობე და შევბრუნდი. თავიდან მითხრა ნახვამდისო, მაგრამ რამდენიმე
ნაბიჯი რომ გადავდგი, წამომეწია, თავისკენ შემაბრუნა და მაკოცა.

-ოჰო, ტემპერამენტი მესმის! ყოჩაღ საბა! რაო შენმა მეზობლებმა, ხომ არ გაგათხოვეს
უკვე?-გაეცინა ანიკას, მაგრამ ელესთან საუბარი ვეღარ გააგრძელა, რადგან ოთახში
სანდრო შემოვიდა. რა თქმა უნდა, ისევ დაუკაკუნებლად!
~ 165 ~
-გცალია?

-ელენეს ველაპარაკები, რა ხდება?

-არაფერი. სადღაც მინდა წაგიყვანო. დილით რომ გითხარი სიურპრიზი მაქვს-მეთქი,


ვეღარ მოვასწარი მეჩვენებინა.

-კარგი. დავამთავრებთ საუბარს და წავიდეთ.-ანიკა ისეთი ონით სცემდა პასუხებს,


აშკარად ეტყობოდა ნაწყენი რომ იყო. სანდრომაც მეტი ვეღარ მოითმინა და
მიუახლოვდა:

-გამარჯობა, ელე! და ნახვამდის, ელე!-შემდეგ კი ლეპტოპი დახურა და ანიკას სკამის


წინ ჩაიმუხლა.-რა მოხდა? მიბრაზდები?

-რატომ უნდა გიბრაზდებოდე, მიზეზი მომეცი?-წარბები აბზიკა გოგონამ.

-რამდენჯერ უნდა გთხოვო, რომ მოიშალო ეგ ირონია?-გაბრაზდა სანდრო.

-მაპატიე. სან, არ მინდა რომ ასე ვიყოთ. თითქოს არ მენდობი. იმაზე ფიქრიც კი არ
მინდა, რა მოხდება რამდენიმე თვეში.

-და რატომ უნდა იფიქრო ამაზე? უბრალოდ შეეშვი ყველაფერს და დატკბი წამით.
ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა იმისთვის, რომ გული მომავალზე ფიქრით დაიმძიმო.

-ანუ რას მეუბნები, რომ არაფერზე არ ვიფიქრო, ივნისის ბოლოს კი ავდგე,


თბილისში დავბრუნდე და დაგივიწყო?-თვალები ცრემლებით აევსო გოგონას და
ტუჩზე იკბინა, რომ არ ატირებულიყო. ახლა მართლა ჰგავდა პატარა ბავშვს.

-არ იტირო! მოდი ჩემთან!-სანდრო ფეხზე წამოდგა, ანიკაც ცალი ხელით წამოაყენა
და ძლიერად ჩაიხუტა. გოგონას მის მოსაცმელს ისე ეჭიდებოდა, თითოს ვინმე
წართმევას უპირებდა. თითქოს ყველაფერი გაქრებოდა და ასე შეძლებდა მის
შეკავებას. წარმოდგენაც არ ჰქონდა რამდენი რამის შეცვლა შეეძლო.

-არ მინდა დაგკარგო...-ამოისლუკუნა საბოლოოდ, სანდრომ კი უფრო ძლიერად


მოხვია მკლავები და მტკიცედ უთხრა:

-არ დამკარგავ. ყველაფერი კარგად იქნება, გპირდები... სწორედ ამის მეშინოდა


ყოველთვის და სწორედ ამის გამო ვიკავებდი თავს შენგან ურთიერთობისგან. არ
მინდა რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ყოველ დღე ამაზე ფიქრობდე.

-დამპირდი, რომ სიმართლეს მომიყვები.

-ანიკა, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.

~ 166 ~
-როგორ არ აქვს! საკუთარ სამშობლოს ვერ იტან რაღაცის გამო და არაფრის დიდებით
არ აპირებ უკან დაბრუნებას და გინდა მითხრა, რომ ეს ყველაფერი რაღაც
უმნიშვნელოს გამო ხდება?

-არ მინდა ამ თემაზე საუბარი, მითუმეტეს შენთან.

-რატომ?-არ ეშვებოდა ანიკაც. როგორმე უნდა ამოეგლიჯა სანდროსთვის სიმართლე.

-გვეყო ამ თემაზე. ასევე წამოხვალ თუ გამოიცვლი?

-სად მიგყავარ?

-შენი აზრით, სიურპირიზი არ ჩაიშლება წინასწარ რომ გითხრა რას ვაპირებ?

-ჩაიშლება...

-ხოდა ამიტომ მიდი, პირზე წყალი შეისხი, ქურთუკი ჩაიცვი და წავიდეთ. პირობას
გაძლევ, ის რაც ახლა უნდა ნახო, არასდროს გინახავს და დარმწუნებული ვარ, რომ
სასიამოვნოდ გაოცებული დარჩები!

* * *
-Oh my god!-გაოგნებულმა ამოილაპარაკა ანიკამ, როდესაც სანდრომ დანიშნულების
ადგილზე მიიყვანა.-სერიოზულად?-შემდეგ კი თვალებგაბრწყინებულმა გახედა ბიჭს
და მანქანიდან მოუთენლად გადახტა.

-გაგიხარდა?-გაეცინა სანდროს და მაღაზიის კარი გაუღო.

-მეკითხები კიდეც? „ჰარლი დევიდსონი“ ჩემი პირველი სიყვარულია!-სიცილითვე


უპასუხა ანიკამ და თვალი ინტერიერს მოავლო. სიტყვებით არ შეეძლო იმ
აღტაცებისა და ემოციების გადმოცემა, რასაც ახლა გრძნობდა. გული ისე გალამებით
უცემდა, თითქოს უნდა ამოუვარდესო. თვალებიც კი აუჭრელდა ამ ყველაფრისგან.
ისეთი გარემო იყო, თავი მუზეუმში ეგონა. იქ იყო რამდენიმე ანტიკვარული
მოდელი, სხვა მოდელები კი გამოშვების წლის მიხედვით, იერარქიულად
ლაგდებოდა. კედლებზე სხვადასხვა სურათები, დიპლომები, მედლები და ნახატები
იყო. თაროებზე კი მინიატურული ფორმის ბაიკის მოდელები, სხვადასხვა
ტანსაცმელი და აქსესუარები ელაგა.

-აბა, რა ვიყიდოთ?-გაღიმებულმა ჰკითხა სანდრომ, ანიკას კი თვალები შუბლზე


აუვიდა.

~ 167 ~
-ვიყიდოთ? შეიძლება ბაიკი ვიყიდოთ?

-არა! აქსესუარები და ტანსაცმელი, ან პატარა მოდელები.

-მმმ, მაშინ შეკითხვაზე რამდენიმე წუთში გიპასუხებ!-უთხრა ანიკამ და თაროებს


შორის გაუჩინარდა. რამდენიმე ხელთათმანი და ქურთუკი მოეწონა, მაგრამ ფასს რომ
დახედა, ყიდვის სურვილი მაშინვე გაუქრა. ახლა ნათელია რატომ არის ამ მაღაზიაში
ასეთი ცოტა ხალხი.

-აბა? შეარჩიე რამე?

-არა, არაფერი არ მინდა, უბრალოდ ვათვალიერებ.

-კარგი ახლა, არ გინდა რაღაცეების მოგონება. გითხარი რომ ვიყიდით და ესეიგი


ვიყიდით.

-სანდრო, ის ქურთუკი ისეთი ფასი ღირს, იმ თანხით თავისუფლად შევძლებთ


რამდენიმე დღით რომელიმე ეგზოტიკურ კუნძულზე კარგად დასვენებას.

-რომელ ქურთუკზე ამბობ?

-აი, ტყავის. წელში გამოყვანილი, გვერდული ელვით და ზურგზე „ჰარლის“ პატარა


ლოგოთი.-დეტალურად ჩამოურაკრაკა ანიკამ, ბიჭმა კი უცერემონიოდ დაავლო
ქურთუკს ხელი და დახლთან მიიტანა.

-ამას ვყიდულობთ! თუ შეიძლება, შეგვიფუთეთ.

-სანდრო!

-არავითარი სანდრო!-მოკლედ მოუჭრა და მუყაოს ჩანთა დახლიდან აიღო.-ეს შენ!-


შემდეგ კი გაუღიმა და მსუბუქად აკოცა.

-გიჟი ხარ! მაგრამ მომწონს შენი სიგიჟეები...

* * *
მარტოობის რამდენიმე დღემ სწრაფად გაირბინა და გიასა და მარიკას ჩამოსვლის
დღეც დადგა. ჩამოსვლა ამინდის, უფრო სწორად კი უამინდობის გამო გადაედოთ და
ოცდათერთმეტი დეკემბრის ნაცვლად, ხუთ იანვარს ჩამოფრინდნენ. სანდრო
უცნაურად ღელავდა და არც ანიკა ჩანდა უკეთეს დღეში, ეს ყველაფერი კი იმის გამო,
თუ როგორ უნდა ეთქვათ ახალი ამბავი უფროსებისათვის. უნდა ეთქვათ კი? იქნებ
საერთოდ არ იყო საჭირო ყველაფრის გასერიოზულება? ან ანიკას მშობლები რას
~ 168 ~
იტყოდნენ ეს ამბავი რომ გაეგოთ? რომელ ნორმალურ მშობელს ესიამოვნებოდა,
საკუთარი შვილის იმ ბიჭთან ერთად ერთ სახლში ცხოვრება, რომელიც უყვარს? არა,
აუცილებლად უნდა მოიფიქროს ანიკამ რამე, თორემ ამ ამბავს ვერც დიდხანს
დამალავს და ვერც შელამაზებულ ფორმებში ვერ მოყვება.

-სანდრო, რა უნდა ვქნათ?-მოუსვენრად ისრესდა ხელებს გოგონა და აეროპორტში


ყველა შემოსასვლელისკენ აცეცებდა თვალებს.

-მომისმინე, დამშვიდდი და ნუ ნერვიულობ. ყველაფერი კარგად ჩაივლის. რა გაქვს


საშიში?

-არ მეშინია, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ რაღაც რიგზე არ იქნება. დამიჯერე, აგერ
ნახავ თუ არა.

-და რა არ უნდა იყოს რიგზე, რას გულისხმობ? რა არის პრობლემა იმაში, რომ ორ
ადამიან ერთმანეთი უყვარს?

-ის, რომ ეს ორი ადამიანი, ყველაფრის მიუხედავად ერთ სახლში ცხოვრობს.

-ანიკა, გეხვეწები, ტიპიური ქართველი გოგოსავით ნუ მელაპარაკები!-გაეცინა


სანდროს, მაგრამ ანიკას სახეზე ხუმრობის კვალსაც ვერ ხედავდა.-მოიცა, არ ხუმრობ?
ანუ შენთვის ჯერ რაღაც ქაღალდია საჭირო იმისთვის, რომ წყვილმა ერთად
იცხოვროს?

-სანდრო! აბა დაფიქრდი რას ამბობ! ხომ არ გავიწყდება, რომ ჯერ არასრულწლოვანი
ვარ? და სულაც არ ვაზროვნებ ისე, როგორც შენ მაბრალებ. უბრალოდ...

-პატარა ხარ! და არ დაიწყო საწინააღმდეგოს მტკიცება! მეც ვიცი რომ ჯერ პატარა ხარ
და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მხოლოდ ერთ სახლში ვცხოვრობთ და არა
ერთ ოთახში.

-აუ, დამანებე რა თავი!-გაბრაზდა ანიკა და ზურგი აქცია, სანდროს კი თავისთვის


ეცინებოდა. ბოლო დროს მის საყვარელ საქმიანობად ანიკას გაბრაზება იქცა, რაც
მართლაც რომ არაჩვეულებრივად გამოსდიოდა.

-გამებუტა ჩემი პატარა გოგო?-ზურგით თავის მკერდზე მიიკრა და ყურში ჩუმად


უჩურჩულა. ანიკას კი ჟრუანტელმა დაუარა, მაგრამ მაინც არ მოლბა.

-დამანებე თავი!

-ვერ ეღირსები ჩემი თავის დანებებას, ეჭვიც არ შეგეპაროს ამაში! რატომ


გამიბრაზდი? რა არ მოგეწონა?-ისევ ისეთი თბილი ხმით უთხრა ბიჭმა, ანიკამ კი
ღრმად ამოიოხრა და ის იყო პასუხი უნდა გაეცა, რომ უცბად გია და მარიკა შენიშნა.

~ 169 ~
-ჩამოვიდნენ!-ჩუმად მოასწრო სანდროსთვის თქმა და გაღიმებული გაემართლა
ახალჩამოსულების შესაგებებლად, სანდრო კი უხერხული ღიმილით მიჰყვა უკან...

თავი 15

-დედა, მამა! როგორ ხართ? მომენატრეთ!-გადაეხვია სანდრო მშობლებს, შემდეგ კი


ანიკა მიუშვა.

-როგორ იმგზავრეთ? როგორ დაისვენეთ?-კითხვები დააყარა ანიკამაც.

-გმადლობთ, გმადლობთ, ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო! თქვენ როგორ ხართ?-


მოიკითხა გიამაც და ნელ-ნელა გასასვლელისკენ დაიძრნენ.

-სანდრო, დედი, რაღაც გამხდარი მეჩვენები! ანიკა, არ დამიმალო, სახლში გვიან


ბრუნდებოდა და ლუდს ხშირად სვამდა, ხომ?-მარიკამაც დედისათვის ჩვეულეი
სიტყვებით დაიწყო საუბარი, ანიკას კი უხერხულად ჩაეღიმა.

-არა, კარგად იქცეოდა. არ ინერვიულოთ.

-დედა, აბა შემახსენე რამდენი წლის ვარ?

-სანდრო!-ჩაახველა გიამ და ჩემოდნები მანქანის საბარგულში ჩაალაგა, სანდრო კი


საჭეს მიუჯდა.

-აბა, მოყევით, როგორ დაისვენეთ? რა ნახეთ ახალი პარიზში მესამედ


მოგზაურობისას?

-პარიზში ყოველთვის შეიძლება რაღაც ახლის ნახვა!-მეოცნებედ წარმოთქვა მარიკამ


და გიას უცნაური მზერით გადახედა, რომელიც სანდრო გვერდით სავარძელზე
მოთავსებულიყო.

-თქვენ როგორ გაატარეთ ეს დრო? იმედი მაქვს ამ გოგოს მთელი დღეების


განმავლობაში მარტოს არ ამყოფებდი!-გია ისე ლაპარაკობდა, თითქოს რაღაცას
ეჭვობდა, ანიკა კი სუნთქვაშეკრული ელოდა სანდროს პასუხს, რომელსაც სულ
ოდნავ, ტუჩის კუთხით ჩაეღიმა.
~ 170 ~
-სწორედ მაგ თემაზე მინდოდა დალაპარაკება თქვენთან!-ამის გაგონებისას ანიკას
საბოლოოდ შეეკრა სუნთქვა და სანდროს დაჭყეტილი თვალებით გადახედა.

-ოჰო, რამე მოხდა?-დაინტერესდა მარიკაც.

-არაფერი! უბრალოდ, სანდრომ დამიმალა დაბადების დღე რომ ჰქონდა და ცოტა


ვიკამათეთ. დანარჩენი ყველაფერი კარგად იყო!-სასწრაფოდ ჩაეჭრა ანიკა, სანდროს
კი მის საქციელზე გაეცინა.-აი, მოვედით კიდეც!-შემდეგ კი პირველი გადახტა
მანქანიდან. თვითონაც არ იცოდა ასე რატომ მოიქცა. ალბათ, უბრალოდ არ იყო მზად
გიასა და მარიკას რეაქციის სანახავად. სანდროსთვის მასთან ურთიერთობა რომ
აეკრძალათ? არა, სისუელელეა! ნერვიულობისგან უკვე უაზრობებზე დაიწყო ფიქრი.
სასწრაფოდ უნდა მოუხერხოს თავს რამე, თორემ იქამდე გამომჟღავნდება
ყველაფერი, სანამ სანდრო თქმას მოასწრებს.

-სანდრო, მგონი სალაპარაკო გვექნება...-დაფიქრებულმა ჩაილაპარაკა გიამ, შემდეგ კი


საბარგულიდან ჩემოდანი ამოიღო და სახლისკენ გაემართა. ასევე მოიქცა სანდროც,
ანიკამ კი ჯერ დიდი ნერწყვი გაჭირვებით გადააგორა ყელში და შემდეგ მარიკასთან
ერთად თვითონაც მათ მიჰყვა...

* * *
-აბა, ამიხსნი რაშია საქმე?-დაიწყო გიამ მაშინვე, როგორც კი სანდრო მასთან
კაბინეტში შევიდა.

-კი, მაგრამ ჯერ ბოლომდე მომისმინე და შემდეგ მითხარი შენი სათქმელი.-ჩამოჯდა


ბიჭი, მამამ კი თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია და მოსასმენად მოემზადა.-ვიცი,
რომ არასწორად მოვიქეცი, მაგრამ ყველაფერი ჩემდაუნებურად მოხდა. ვცდილობდი,
ყველაფერს ვაკეთებდი, რომ თავს მოვრეოდი, მაგრამ არ გამომივიდა...

-შეგიყვარდა.-ეს შეკითხვა არ იყო, მაგრამ სანდრომ მაინც უპასუხა.

-ჰო, შემიყვარდა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შემიყვარდა.

-ბავშვია!

-არ არის ბავშვი!-ზუსტად ნინის ტოლია, ნინი კი აღარ არის ისეთი პატარა გოგო,
ჭკუა რომ არ მოეკითხებოდეს.

-სანდრო! ახლა ყურადღებით მომისმინე და გაიაზრე რასა გეტყვი. კარგია ნინი რომ
ახსენე. წარმოიდგინე, ანიკას რომ ძმა ჰყავდეს და მას და ნინის ერთმანეთი
შეუყვარდეთ. როგორ მოიქცეოდი? მოგეწონებოდა ეს ყველაფერი?

~ 171 ~
-რა შუაშია ახლა ეს? ანიკას არ ჰყავს ძმა და სიყვარულში ცუდი არაფერია.

-ვიცი რომ არ ჰყავს, მაგრამ ასე რომ მომხდარიყო, რას იზამდი? ანიკას მამას, ირაკლის
საკმაოდ კარგად ვიცნობ და მე ავიღე მის შვილზე პასუხისმგებლობა.

-მამა, კარგი რა! ახლა ისე მელაპარაკები, თითქოს პატარა ვიყო და ჭკუა არ
მომეკითხებოდეს. ანიკაზე მეც ვაგებ პასუხს და ნუ ღელავ ამ თემაზე. ძალიან კარგად
ვიცი როგორც უნდა მოვიქცე.

-შენ კი, მაგრამ თვითონ? ბავშვია, სანდრო, მიამიტი და მეოცნებე. თქვენი


ურთიერთობა ან გაგრძელდება და ან არა. შენ საქართველოში დამბრუნებელი არ ხარ,
ეს გოგო კიდევ აქ ხომ არ დარჩება. რა უნდა ქნათ? არ გეცოდება?

-გია! ჯერ ერთი, ანიკა ჩემთვის მორიგი გასართობი არ არის და არც ვაპირებ
ნაძირალასავით მოვიქცე. მერე მეორეც, რა სჭირს შესაცოდი? ჩემ გამო არ მოუწევს
დატანჯვა, ამის პირობას ვდებ.

-მაშინ მიპასუხე, რა მოხდება როდესაც სასწავლო წელი დასრულდება? დაბრუნდები


საქართველოში?

-არა, რა თქმა უნდა! ანიკას მშობლებს დაველაპარაკები, ავუხსნი რომ მათი შვილი
მიყვარს და ვთხოვ დატოვონ.

-ჰმ, მე ანიკაზე ვამბობდი და შენ თვითონაც ბავშვი ყოფილხარ! მაგრამ ირაკლის არ


იცნობ და გეპატიება. თავის შვილზე ჭკუა ეკეტება. ყველაფერზეა წამსვლელი ანიკას
გამო და დარწმუნებული ვარ, ასე რომ მოიქცე ფეხით ჩამოვა აქამდე.

-კარგი რა, მამა! რომელ საუკუნეში ვართ? სიყვარული ცოდვაა? არ მესმის შენი. ახლა
ისე მელაპარაკები, როგორც მამა, მაგრამ აბა ჩემს ადგილზეც დააყენე თავი.

-სანდრო, რაც არ უნდა თქვა და როგორც არ უნდა ამიხსნა, ამ ამბავს მხოლოდ ერთი
გამოსავალი აქვს...-თავი ჩახარა გიამ. ხვდებოდა რომ ეს მეტისმეტი სიმკაცრე
იქნებოდა მისი მხრიდან და შეიძლებოდა სანდროც გაენაწყენებინა, მაგრამ უნდა
მოქცეულიყო ისე, როგორც „გოგოს მამა“.

-ანიკას არ დავშორდები!-ფოლადივით მტკიცე იყო სანდროს ხმა.

-დაშორებას არც გთხოვ. უბრალოდ, სხვაგან უნდა გადახვიდე საცხოვრებლად...

-რა?-ფეხზე წამოიჭრა სანდრო. მეხის გავარდნასავით ჩაესმა გიას სიტყვები.

-დაჯექი და მშვიდად მომისმინე. ორივესთვის ასე აჯობებს. რაც უფრო ნაკლებ დროს
გაატარებთ ერთად, მით უკეთესი იქნება ორივესათვის. შეიძლება ეს ყველაფერი იმის
ბრალიცაა, რომ ოცდაოთხი საათი ერთმანეთს უყურებთ. იქნებ შეეჩვიეთ ერთმანეთს
და სულაც არაა ეს სიყვარული?

~ 172 ~
-გია, ძალიან გთხოვ, ნუ მასწავლი რა არის სიყვარული და რა_შეჩვევა. არ არის
პრობლემა, გადავალ სხვაგან, მაგრამ ისიც იცოდე, რომ როცა ანიკას ნახვა მომინდება,
მაშინ ვნახავ და სხვათაშორის, ახლა უფრო მეტად შეგვეძლება მარტო ყოფნა, ვიდრე
აქამდე!-მოუჭრა სანდრომ და გაბრაზებული გავარდა კაბინეტიდან. ეწყინა, თან
ძალიან... იცოდა, რომ გია ასე ადვილად არ შეხვდებოდა ამ ამბავს, მაგრამ ასეთ
რეაქციასაც არ ელოდებოდა. ჰმ, უარესი წინ ელოდება... როგორ უნდა უთხრას ანიკას
ეს ყველაფერი? ან მის მშობლებს როგორ უნდა დაელაპარაკოს? მძიმე
მდგომარეობაშია... უნდა იპოვოს ისეთი გზა, რომ არც ანიკა გაანაწყენოს და არც
ოჯახი. გზის პოვნაზე სწრაფად კი ახლა ახალი სახლის პოვნა ესაჭიროება...

* * *
სანდრო საძინებელში რომ შევიდა, ანიკა უკვე იქ ელოდა. საწოლის კიდეზე
ჩამომჯდარიყო და ფეხებს ნერვიულად აბაკუნებდა. ბიჭი დაინახა თუ არა, მაშინვე
ფეხზე წამოიჭრა.

-რა ხდება? რა გითხრა?

-რა გჭირს? დამშვიდდი!-გაუცინა სანდრომ, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ


იყო სიცილის ხასიათზე.

-რა გითხრა გიამ? შენ მოუყევი ყველაფერი?

-დამაცადე და ყველაფერს გეტყვი. დამშვიდდი, დაჯექი და მომისმინე. გიას არაფერი


არ უთქვამს, ყველაფერი კარგად და მშვიდად მიიღო, მაგრამ მე მაქვს ერთი
პრობლემა.

-რა ხდება?

-სამსახურიდან დამირეკეს. პრობლემები გვაქვს და ხშირად მომიწევს იქ ყოფნა,


დარჩენილი დრო კი ფაქტიურად გზაში დამეხარჯება. ბევრი ვიფიქრე და
გადავწყვიტე, რომ უკეთესი იქნეა, თუ სამსახურთან ახლოს ბინას ვიქირავებ...-
სანდრო გაჩუმდა და მოსალოდნელი აფეთქებისთვის მოემზადა.

-ანუ სხვაგან გადავდივართ?

-ანუ სხვაგან გადავდივარ, მე...

-რა?-წამოფრინდა ანიკა. ახლა კი ნამდვილად გამართლა სანდროს მოლოდინი.-


ხუმრობ?

-არა, ანიკა. უბრალოდ, ახლა საქმეს ასე სჭირდება.

~ 173 ~
-უფრო სწორად, შენს სამსახურს ჩემგან შორს ყოფნა სჭირდება!

-ნუ ბრაზდები...

-არ ვბრაზდები!-ანიკამ ეს სიტყვები ისეთი ტონით წარმოთქვა, შეუძლებელი იყო


მისთვის დაგეჯერებინათ. სანდრო ფეხზე წამოდგა და ნელა მიუახლოვდა, შემდეგ კი
ხელები თავზე შემოაჭდო და აიძულა მისთვის თვალებში ჩაეხედა.

-ხომ გჯერა, რომ მიყვარხარ?-გოგონაზე ჰიპნოზივით მოქმედებდა მისი მზერა. არ


შეეძლო ჩაეხედა ამ თვალებში და წინააღმდეგობა გაეწია, ან დაჯერებინა, რომ ეს
სიყვარულით ანთებული, მოციმციმე თვალები ატყუებდნენ. თავის შეკავება არც
უცდია, თითის წვერებზე აიწია და სანდროს ტუჩებს შეეხო. ნეტავ, ოდესმე თუ
გაქრება ეს შეგრძნება? თითქოს ღრუბლებზე დააბიჯებს. მუხლები უკანკალებს და
სუნთქვა ეკვრება. გარშემო ყველაფერი ქრება და რჩება მხოლოდ ანიკა სანდროსთან
ერთად. მუცელში კი პეპლების ნაცვლად გადამფრენ ფრინველთა მთელი გუნდი
ჰყავს. გული ყელში ჰქონდა მობჯენილი და მის ფეთქვას თითოეული უჯრედით
გრძნობდა.

სანდროც გრძნობდა მის გულის ცემას, რაც თავის შეკავებას განსაკუთრებით


უძნელებდა. ყოველთვის, როცა ანიკას კოცნიდა, თითქოს გონებაში რაღაც
ეთიშებოდა და საკუთარ თავზე კონტროლის შენარჩუნება მაქსიმალურ ძალისხმევად
უჯდებოდა. არც ანიკა ცდილობდა ცივი გონების შენარჩუნებას.

ბოლოს ისევ სანდრო მოეგო გონს. ფრთხილად მოიშორა ანიკა და აჩქარებული


პულსის დაწყნარებას შეეცადა.

-გვეყოფა...

-ჰო, მაპატიე...-უხერხულად ჩაილაპარაკა ანიკამ, თვალები დახუჭა და ზურგი აქცია.


ცდილობდა ისევ აღედგინა საღაც აზროვნების უნარი, მაგრამ უჭირდა.

-ორივეს ბრალია.-გაეცინა სანდროს.-მაგრამ შენი პასუხი ჩემს შეკითხვაზე ძალიან


მომეწონა. ხომ წამომყვები ბინის შესარჩევად?

-კი, რა თქმა უნდა. როდის მივდივართ?

-თუ გინდა ახლავე. მირჩევნია მალევე შევარჩიო.

-სან, სიმართლე მითხარი... მამამ გთხოვა სხვაგან გადასვლა?

-რა? არა, რას ამბობ! ხომ გითხარი რაშიცაა საქმე...

-კარგი, როგორც გინდა ისე მოიქეცი!-თქვა ანიკამ და სანდროს ოთახიდან გავიდა.-


გავემზადები და ჩამოვალ.-მოჩვენებითი სიმშვიდით უთხრა და საკუთარი
საძინებლის სიღრმეში გაუჩინარდა.

~ 174 ~
სანდრო ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ ანიკას გულს სტკენდა, მაგრამ იმასაც
ხვდებოდა, რომ ასე იყო საჭირო. ერჩივნა ეს მიზეზი ეთქვა, ვიდრე მამამისის
სიტყვები გაემეორებინა_ტიპიური ქართული მენტალიტეტის გადმონაშთი! როგორ
ეზიზღებოდა ეს ყველაფერი და როგორ ბრაზდებოდა, რომ უძლური იყო. მაინც არ
ასვენებდა ის, რასაც მთელი შვიდი წელი ებროდა. ამერიკაში ჩამოსვლის პირველივე
დღიდან მხოლოდ სამშუბლოში დაბრუნებაზე ოცნებობდა, მაგრამ შემდეგ,
ყველაფერი შეიცვალა და ერთი წლის შემდეგ, ისეთ სანდროდ ჩამოყალიბდა,
როგორიც ახლაა.

-სანდრო, დედიკო, რა გჭირს?-შვილის უხასიათობა არ გამორჩენია მარიკას,


რომელსაც ეჭვები ისედაც ჰქონდა, მაგრამ ყველაფრის მოსმენა მაინც პირველი
პირისგან ერჩივნა.

-არაფერი, დედა, რა უნდა მჭირდეს?

-უხასიათოდ ხარ, რაც უმიზეზოდ არ არის გამოწვეული. გგონია რამეს გამომაპარებ?

-მარიკა, ნუ ჩამაცივდები! არაფერი არ მჭირს, უბრალოდ დაღლილი ვარ.

-სანდრო, რაზე ილაპარაკეთ შენ და მამაშენმა? ანიკაზე გითხრა რამე?

-შენ საიდან იცი?-გაუკვირდა სანდროს. ნუთუ ასე ძალიან ეტყობოდა ყველაფერი?

-ხომ არ გავიწყდება, რომ დედაშენი ვარ? გიყვარს, ხომ?

-კი... და ძალიან გთხოვ შენც არ დამიწყო ლექციების კითხვა იმასთან დაკავშირებით,


რომ ანიკა პატარაა და მე უპასუხისმგებლო.

-გიამ გითხრა ეს?-მარიკა სრული სიმშვიდით შეხვდა „ახალ ამბავს“. სანდროს


გვერდით დივანზე ჩამოჯდა და შვილთან გულახდილი საუბრისთვის მოემზადა.

-არამარტო ეს. მთხოვა რომ სხვაგან გადავიდე საცხოვრებლად.

-რაო? რატომ?

-არ თვლის სწორად ჩემი და ანიკას ერთ სახლში ცხოვრებას. ირაკლისთან არ ვიქნები
მართალიო. ვერ გამიგია, რით ვერ მოიშალა ეს ქართული მენტალიტეტი.-სანდრო
აშკარად გაბრაზებული იყო და ამის დამალვას ვერც ახერხებდა და არც სურდა.
ანიკასთან კი ლამაზ ფერებში დახატა არსებული რეალობა, მაგრამ თვითონ ხომ
იცოდა რაც ხდებოდა სინამდვილეში.

-დედი, აბა დაუფიქრდი. ერთი მხრივ მართალია მამაშენი. შენ კარგი, დიდი ხარ და
იცი რომ დანამდვილებით გიყვარს ანიკა, მაგრამ თვითონ ჯერ ბავშვია. ახლა თუ
ერთად იცხოვრებთ, ცოლად რომ მოიყვან მერე რაღა უნდა ქნათ? ის ახლა გრძნობას

~ 175 ~
არის აყოლილი და სისხლი უდუღს. შენ შეიძლება შეძლო საკუთარი თავის
გაკონტროლება, მაგრამ ანიკა ვერ შეძლებს.

-დედა, ვერ ვხვდები, რატომ თვლით რომ ამ ყველაფერში რაღაც დაუშვებელი და


მიუღებელია? მე, რა თქმა უნდა, ჯერ არ ვაპირებ ამ ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ
ყველაფერს დრო მოიტანს და ახლაც რომ მოხდეს, ამაში ტრაგიკული არაფერია. არც
ანიკაა პატარა გოგო საკუთარ საქციელზე პასუხს რომ ვერ აგებდეს და მითუმეტეს,
არც მე.

-სანდრო, მე მაგას არც გეუბნები. თქვენი საქმისა თქვენ იცით, როგორც სწორად
ჩათვლით ისე უნდა მოიქცეთ, მაგრამ მომავალზეც ხომ უნდა იფიქროთ? გავა
რამდენიმე თვე და ანიკა წავა. მერე რას იზამთ? არ მითხრა, რომ საქართველოში
დაბრუნდები, მაინც არ დავიჯერებ.

-მარიკა, ძალიან გთხოვ, ნუ მეკითხები ისეთ შეკითხვებს, რომელთა პასუხის


გასაცემადაც წინ ჯერ კიდევ რამდენიმე თქვე მაქვს. რა ვიცი ახლა მე როგორ
მოვიქცევი ივნისის ბოლოს?-ფეხზე წამოდგა სანდრო. თავს ატკიებდა ეს საუბარი.
ნეტავ არსებობდა ადამიანი, რომელიც არ შეეკითხებოდა რას აპირებდა ანიკას
წასვლასთან დაკავშირებით?

-სან, მზად ვარ!-კიბეები ჩამოირბინა ანიკამ და სანდროსკენ ჩასახუტებლად წასული,


მარიკას დანახვისას უცბად გაჩერდა.

-მე ზემოთ ავალ, ბარგს მივხედავ. თან ჯერ თქვენი საჩუქრების ჩემოდანიც არ
ამომილაგებია! აბა, თქვენ იცით!-გაუღიმა მარიკამ ორივეს და შემდეგ მეორე
სართულისკენ გაემართა, მაგრამ სანამ შეყვარებული წყვილი სახლიდან არ
გაისტუმრა, მანამდე კიბის თავიდან მალულად თვალი არ მოუშორებია.

-შენ არ იცი მე როგორ მეშინია მოყინული გზის!-გაეცინა ანიკას და თვალით


გადაზომა მანძილი ავტოფარეხამდე. იმხელა თოვლი იდო, ძნელად თუ გაარჩევდით
სად იყო მოყინული და შესაბამისად, წაქცევის ასაცილებლადაც დიდი ვაჟკაცობა
დაგჭირდებოდათ.

-რა არის საშიში? იმხელა თოვლი დევს, მაინც რბილად დაეცემი!-დასცინა სანდრომ,
შემდეგ კი მიუახლოვდა და ზურგისკენ ანიშნა.-მოდი, მიგიყვან მანქანამდე.

-ოჰ, რამხელა პატივისცემაა!-გაეცინა ანიკას, მხარზე დაეყრდნო და ზურგზე შეახტა.-


არ მიმაჩვიო, თორემ გადაჩვევა გამიჭირდება.

-სანამ განებივრებ, შეირგე, თორემ ჩაგაგდებ თოვლში!

-არ ჩამაგდებ, ვერ გამიმეტებ!-მაცდურად უჩურჩულა ანიკამ და ტუჩები ყელზე


შეახო. სანდრო დიდ ძალისხმევად დაუჯდა იმ გრძნობასთან გამკლავება, მის გულში

~ 176 ~
რომ აფეთქდა. სწრაფად შესვა ანიკა მანქანაში, შემდეგ კი სახე ძალიან ახლოს
მიუტანა და სრული სერიოზულობით უთხრა:

-იცოდე, ერთხელაც საკუთარ თავზე კონტროლს დამაკარგვინებ და შემდეგ, ჩემს


საქციელზე პასუხს აღარ ვაგებ!

-ჰმ, საინტერესო შემოთავაზებაა!-გაეცინა ანიკას, სანდრომ კი გამკიცხავად გააქნია


თავი და საჭეს მიუჯდა.

* * *
სანდრომ გზიდანვე დაურეკა აგენტს და დახმარება სთხოვა. ყოველთვის,
სპეცოპერაციები იქნებოდა ეს თუ უბრალოდ მეგობრებისთვის ბინის შერჩევა,
სანდრო სულ კეიტის სთხოვდა დახმარებას და თვალდახუჭული ენდობოდა, რადგან
იცოდა, რომ ის საუკეთესო აგენტი იყო ქალაქში. ბინისთვის სასურველი
კრიტერიუმები ჩააწერინა და რამდენიმე წუთში მისამართებიც მიიღო
შეტყობინებით. კეიტი თვითონ ადგილზე შეხვდებოდა და ყველაფერში გაარკვევდა.

სულ სამი მისამართი იყო და სამივე, რა თქმა უნდა, სანდროს სამსახურთან ახლოს.
ფასებიც შეფაერისი, ბინაც შესანიშნავი პირობებით, მართლაც რომ რთული
გასაკეთებელი იყო არჩევანი.

-მე სამივე მომეწონა...-ჩაფიქრებლმა წარმოთქვა სანდრომ და ანიკას გადახედა.

-მეც სამივე მომეწონა!-დაეთანხმა ანიკა და კეიტის გადახედა.

-მე რატომ მიყურებთ? კარგები რომ არ იყოს არც მოგცემდით მისამართებს. ისე,
რატომ არ მითხარი, ცოლი თუ მოგყავდა?-ქალმა სათვალე ცხვირზე ჩამოიწია და
სანდროს გამომცდელად შეხედა, ანიკას კი სიცილი აუტყდა.-რამე სასაცილო ვთქვი?

-არ მომყავს ცოლი, კეიტ. უბრალოდ, მარტო გადმოვდივარ...-გაეცინა სანდროსაც.

-მაგრამ მალე მოიყვანს...-თავისთვის ჩაილაპარაკა აგენტმა.

-შენ გვირჩიე, უკეთ ერკვევი ამ საქმეში.

-სანდრო, ამ სახლში უნდა იცხოვრო შენ, მე რაც მეკითხები?

~ 177 ~
-ისე, მე მეორე ძალიან მომეწონა. ბარიც ჰქონდა, დიდი მისაღები, არაჩვეულებრივი
ხედი და სტუმრების საძინებელი.-საბოლოო დასკვნა მაინც ანიკამ გააკეთე და
გაურკვევლობაში მყოფმა სანდრომაც უყოყმანოდ მიიღო გადაწყვეტილება.

-კარგი, მაგ სახლს ვიქირავებ. კეიტ, შესაძლებელია რომ დღეს ნივთები გადავიტანო
და ხვალიდან საცხოვრებლად გადავიდა?

-კი, როგორ არა. ანგარიშის ნომერს მოგცემ და თანხის ნაწილი გადარიცხე. დანარჩენ
ნახევარს კი თვის ბოლოს გადაუხდი და შემდეგ ყოველ ათ რიცხვში.

-ძალიან კარგი! დიდი მადლობა. არც შენი ანგარიში დამავიწყდება!-გაუცინა


სანდრომ და ამასობაში მანქანასაც მიუახლოვდნენ.-გაგიყვანო ოფისამდე?

-არა, მანქანით ვარ, გმადლობ! აბა, თქვენ იცით!-კეიტი ორივეს დაემშვიდობა და


პაწაწინა, წითელი „Smart car”-ისკენ გაემართა, რომელიც სანდროს მანქანის ფონზე
მართლაც სასაცილოდ ჩანდა.

-სავახშმოდ ხომ არ წავსულიყავით?-შესთავაზა ბიჭმა მანქანაში რომ ჩასხდნენ და


ძრავა აამუშავა.

-ასეთ ფორმაში? რომელი გოგო მიდის სავახშმოდ ჯინსის შარვლით და ტყავის


ქურთუკით?-გაეცინა ანიკას და ტანსაცმელზე დაიხედა. თავისივე სიტყვები
რატომღაც ეუცნაურა. როდის მერე ფიქრობდა რას იფიქრებდა ხალხი მის
ჩაცმულობაზე? ეს ის გოგო არ იყო, სკოლის პირველ დღეს ჯინსით და „Guns’ n Roses”-
ის მაისურით რომ წავიდა? მაშინ შეეძლო ასე მოქცევა და ახლა, აღარ?

-რა გჭირს?-გაკვირვებულმა გახედა სანდრომ, რადგან გოგონა სახეზე ერთიანად


გაფითრდა.

-თბილისში სკოლის პირველ დღეს ჯინსით და „Guns’ n Roses”-ის მაისურით წავედი.-


ისეთი შეშინებული ხმით თქვა, თითქოს კატასტროფის მომსწრე ყოფილიყოს.

-მერე? გაეცინა სანდროს.

-მერე ის, რომ მაშინ სულ არ მადარდებდა რას იტყოდა ხალხი ჩემს ჩაცმულობაზე.
ახლა კი სავახშმოდაც არ მოგყვები...

-რა სულელი ხარ! და ვინ გითხრა რომ არ მომყვები? მე მომწონხარ ისეთი, როგორიც
ხარ და როცა ჩემთან ერთად იქნები, სულ არ მაღელვებს საცურაო კოსტიუმი გეცმევა
თუ საღამოს კაბა. შენი საქციელი კი იმაზე მეტყველებს, რომ იზრდები. -
ჩამოუყალიბა სანდრომ და თბილად გაუღიმა, ანიკას კი გულში რაღაც
შეუფრთხიალდა.

-ანუ მივდივართ სავახშმოდ?

~ 178 ~
-რა თქმა უნდა! მაგრამ თუ ასე ძალიან გინდა, ჯერ მივიდეთ სახლში და გამოიცვალე.

-არა, არ არის საჭირო!-თვალი ჩაუკრა ანიკამ, სანდროს კი კმაყოფილად ჩაეღიმა და


მანქანის მართვა განაგრძო...

* * *
საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა. კოქტეილის კაბებსა და მოდურ პიჯაკებში
გამოწყობი. წყვილებს შორის, სანდრო და ანიკა თეთრი ყვავებივით იყვნენ
ჩაცმულნი, მაგრამ ეს სულ არ ადარდებდათ.

-ძალიან მომწონს შენი ახალი სახლი!-გაღიმებულმა ჩაილაპარაკა ანიკამ და


კარტოფილი „ფრის“ კიდევ ერთი ნაჭერი აიღო თეფშიდა.

-მეც მომწონს, მაგრამ მარტო ცხოვრების პერსპექტივა დიდად არ მხიბლავს!-ჩაეცინა


სანდროსაც და კოლა მოსვა. ნელ-ნელა ცდილობდა საუბარი „საინტერესო“ თემისაკენ
წაეყვანა.-იმედი მაქვს არ გამიმეტებ უზარმაზად სახლში მარტო დასარჩენად...-
სანდროს სიტყვების და თან ასეთი მაცდური ტონით წარმოთქმული გაგონებისას,
ანიკას მოულოდნელად კარტოფილი გადასცდა და ხველა აუტყდა. სანდრომ თავისი
ჭიქიდან, თავისივე ხელით დაალევინა კოლა, მომხდარი არ შეიმჩნია და როდესაც
გოგონა ხველებას მორჩა, გააგრძელა.-და იმედია, ხშირად მესტუმრები ხოლმა...-რა
საყვარელი იყო ანიკა, როცა წითლდებოდა. სანდრო ძლივს იკავებდა თავს, რომ არ
გასცინებოდა. მაგრამ ეს ახლა ყველაფერს გააფუჭებდა. არ უნდოდა ანიკას ეფიქრა,
რომ სანდრო მას დასცნიოდა.

-ჯერ ერთი, შენი ახალი სახლი უზარმაზარი არ არის. და მერე მეორეც, საინტერესოა,
რა უნდა ვითხრა შენს მშობლებს?-ნერვიულად ჩაეცინა გოგონას. ღმერთო, როგორ
დამალოს ეს აღელვება და ნერვიულობა?

-და რა საჭიროა რომ რამე უთხრა?-ანიკას ჭამა შეწყვიტა, რადგან ნამდვილად არ


უნდოდა კიდევ რამე გადასცდენოდა.

-ანუ?

-ანუ, შენ შეგიძლია რომ ჯესიკასთან ან მეგისთან დარჩე...-სანდროს ხმა უფრო


იდუმალი და მიმზიდველი გახდა, ანიკას ყელი კი_მშრალი.

-ამმ... სანდრო...

~ 179 ~
-მოიცადე, ერთი წუთით. მოდი, წავიდეთ აქედან!-სანდრომ ხელის აწევით მოიხმო
მიმტანი და ანგარიში სთხოვა, შემდეგ კი ანიკაზე ხელგადახვეულმა სწრაფად
დატოვა რესტორანი და მანქანაში გადაინაცვლა.

* * *
ანიკას გული გამალებით უცემდა და სისცლიც ძარღვებში „ფორმულას“ მანქანებივით
დაურბოდა. რა მოხდებოდა ახლა? ან რას აპირებდა სანდრო? ჰმ, ვითომ არ იცოდა...
მაგრამ, აქამდე ამ თემაზე რომ არასდროს ჩამოუგდია საუბარი? თითქოს არაფერს
ჩქარობდა, არც მაშინ, როცა სახლში სრულიად მარტონი იყვნენ და ცალ-ცალკე
ოთახებში ეძინათ. ანიკა მზადაა ამისთვის? არ იცის! რა ჯანდაბა უნდა ქნას? უნდა ამ
ყველაფრის გაკეთება? არც ეს იცის...

-ანიკა, რა მოხდა?-ფიქრები სანდროს ხმამ გააწყვეტინა. მანქანა მყუდრო ადგილას


იყო გაჩერებული, ღვედი არც ერთს არ ეკეთა და ერთმანეთისკენ იყვნენ
შებრუნებულნი.

-რა? ა, არა... არაფერი... უბრალოდ ჩავფიქრდი.-გაუღიმა და სანდროს ხელმა,


რომელიც ნაზად მოეფერა ლოყაზე, ჟრუანტელი მოჰგვარა. ბიჭმა ცერი რბილად
აუსრიალა ყბის ძვალზე და იგრძნო, როგორ შეეკრა სუნთქვა ანიკას.

-ძალიან ლამაზი ხარ...-მშვიდად დაიჩურჩულა მის ყურთან ახლოს და იქვე აკოცა.


კოცნით დაუყვა და ბოლოს მის ტუჩებთან შეჩერდა. ანიკას უკვე თვალები ჰქონდა
მიხუჭული და მხურვალე კოცნის მოლოდინში გული უცემდა, სანდრო კი აწვალებდა
და აჩქარებას არ აპირებდა. ტკბებოდა ანიკას სახის ყურებით, თითოეული ნაკვდით
ყურებით და თავს ძლივს იკავებდა, რომ ტუჩებზე არ დაცხრომოდა.

-ნუ მაწვალებ!-ჩაეღიმა ანიკას, ისე რომ თვალები არ გაუხელია და მისკენ გადახრილ


ბიჭს სახეზე ხელები მოუსვა. სიამოვნებდა ამ თბილი და რბილი კანის შეგრძნება.
ოდნავ წამოზრდილი წვერის ჩხვლეტაც კი სიამოვნებას ანიჭებდა. თვალები ნელა
გაახილა და ის, რაც სანდროს სახეზე დაინახა, იყო გრძნობა რომელიც მთებს
გადაადგმევინებდა, ოკეანეს დააშრობინებდა და საერთოდ ყველაფერს
გააკეთებინებდა. მისმა გულმა ჯერ თითქოს საერთოდ შეწყვიტა ფეთქვა, შემდეგ კი
ორმაგი ძალით დაიწყო. სანდრო მოთმინებით ელოდა გოგონას, რომელიც მისი
სახით თითოეული უჯრედის შესწავლით იყო დაკავებული. ანიკამ ფრთხილად
გადაატარა საჩვენებელი თითი ბიჭის ტუჩებს და როდესაც მისი ცხელი სუნთქვა
იგრძნო, მეტს უბრალოდ ვეღარ გაუძლო.

~ 180 ~
-მიყვარხარ!-დაიჩურჩულა ისე, თითქოს გარშემო გამეფებული მყუდროების
დარღვევა არ უნდოდა, შემდეგ კი თავისი რბილი და მთრთოლვარე ბაგეები სანდროს
ცხელ ტუჩებს შეახო.

ეს იყო რაღაც მაგია, რომელიც იმ წუთებში მხოლოდ ამ ორმა შეიგრძნო. რაღაც ძალა,
რომელიც მათ ერთმანეთისგან შორს ყოფნის უფლებას არ აძლევდა. სანდროს მანქანა
გახდა მათი თავშესაფარი, რომელშიც წამის წინ სასწაული დატრიალდა. მიუხედავად
ყველა ტკბილი მომენტისა, რომელიც მათ აქამდე გაეტარებინათ, ასეთი რაღაც
ასადსროს არ ეგრძნოთ. სიტყვები უბრალოდ ზედმეტი იყო. ისინი თვალებით
საუბროდნენ და ცდილობდნენ, გამოეხატათ ის გრძნობა, რომელმაც ორივე შთანთქა.

-უშენოდ მოვკვდები...-მოულოდნელად ჩაილაპარაკა სანდრომ და გოგონა მთელი


ძალით ჩაიკრა გულში. ანიკა ჯერ ვერ ხვდებოდა რა იყო მიზეზი ამ სიტყვებისა,
მაგრამ ეს მხოლოდ „ჯერ“ იყო.

-სად იყავი აქამდე?-გოგონას არც აუხედავს მისთვის, რადგან ამ ქვეყნად ყველაფერი


სასიამოვნო მელოდიით_საყვარელი მამაკაცის გულის ცემით ტკბებოდა. იგრძნო,
როგორ ჩაეღიმა სანდროს მის სიტყვებზე. ბიჭმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ თმაზე
აკოცა და კიდევ უფრო ძლიერად მოხვია მკლავები...

* * *
სანდრო მეორე დღესვე გადაბარგდა ახალ სახლში, ანიკა კი წამითაც არ მოშორებია
გვერდიდან, შესაბამისად_არც კია. უკვე იმდენად გამაღიზიანებელი იყო ეს
სიტუაცია, რომ როდესაც ყველაფერი დაალაგეს და მოაწესრიგეს, სანდროს ერთი
სული ჰქონდა სახლიდან გასულიყო, ამიტომ მოუწია დათანხმებოდა ოჯახურ
ვახშამს დედასთან, მამასთან და ანიკასთან ერთად.

-მე და ანიკა წავალთ, მოვემზადებით და ერთ საათში ჩვენს რესტორანში შევხვდეთ.-


უთხრა გიამ შვილს და ის იყოს ანიკას უნდა გაეპროტესტებინა, რომ სანდრომ ანიშნა
დამშვიდებულიყო.

-მამა, იქნებ ერთი ოჯახური ვახშამი მაინც გავატაროთ სხვაგან და არა შენს
სამსახურში?

-სანდრო, ჩემი სამსახური ჩვენი რესტორნების ქსელია და სხვათაშორის, საკმაოდ


პოპულარული რესტორნების.

-მესმის, მაგრამ არ მოგბეზრდა სულ ერთი და იგივე?

~ 181 ~
-მოდით, რომ არ ვიკამათოთ, მე რაღაცეებს მოვამზადებ, თქვენ მანამდე მარიკა
გამოიყვანეთ და ყველამ აქ ვივახშმოთ.-ახალი იდეა წამოჭრა ანიკამ, მაგრამ გია
მაინდამაინც აღფრთოვანებული არ დარჩენილა.

-თუ ახალ სახლში გინდათ ვახშმობა, დავრეკავ და მარიკა თავისი მანქანით გამოვა,
ჩემი მისვლა არ არის საჭირო. თუმცა, არა... გუშინ დატოვა მანქანა სახელოსნოში.-ეს
უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა კაცმა, შემდეგ კი ხელახლა დაფიქრდა როგორ
შეეშალა ხელი „მოსიყვარულე წყვილისათვის“, რომ მარტო დარჩენის საშუალება არ
მიეცა.-სანდრო, შენ წადი დედას გამოსაყვანად.

-როგორ გადავიყვანოთ ერთი ნაპირიდან მეორეზე მგელი, თხა და თივა ისე, რომ
მგელს და თხას მარტო დარჩენის საშუალება არ მივცეთ?-სანდროს სრულიად
სერიოზულად წარმოთქმულ სიტყვებზე, ანიკას სიცილი აუტყდა, გია კი გაბრაზდა.

-როგორც ვატყობ, დღეს ვახშამი არ გვექნება!-კაცს სიტყვები სანდროს მობილურის


ხმამ გააწყვეტინა. ბიჭმა ბოდიში მოიხადა და გვერდით ოთახში გავიდა, რამდენიმე
ხანგრძლივი წუთის შემდეგ უკან დაბრუნებისას კი, საერთოდ აღარ იყო ხუმრობის
ხასიათზე, უფრო პირიქით. დაძაბული მზერა მოავლო გარშემომყოფებს და შემდეგ
ასეთივე ტონით წარმოთქვა:

-დღეს ვახშამი ნამდვილად არ გვექნება. სამსახურიდან დამირეკეს, სასწრაფოდ უნდა


წავიდე...

თავი 16

-რა ხდება?-შეშფოთებულმა გახედა ანიკამ და როდესაც სანდროს მზერაში ვერაფერი


დამამშივდებელი ვერ ამოიკითხა, კიდევ უფრო შეეშინდა.

-ჯერ არაფერი ვიცი. ადგილზევე გავარკვევ. თქვენ სახლში წადით!-თან იცმევდა


სანდრო და თან საუბრობდა.

-სან, არ შეიძლება, რომ...

-არავითარ შემთხვევაში!-სასწრაფოდ გააწყვეტინა ბიჭმა და ტუმბოს უჯრიდან


იარაღი ამოიღო.-სანამ არ დაგირეკავ შენ სახლიდან ცხვირს არ გამოყოფ გარეთ.

-რა შუაშია ჩემი გარეთ გასვლა? სკოლა ხომ ჯერ დაწყებულიც არ არის.

-მეც მაგის მეშინია ზუსტად! და ამიტომ დამპირდი.

-სან...

~ 182 ~
-დამპირდი!

-გპირდები...-სანდროს ყველაფერი დაავიწყდა. სამსახურიც, გიას იქ ყოფნაც,


პრობლემებიც. სახლიდან გასვლამდე ანიკას მიეჭრა და მოურიდებლად აკოცა,
შემდეგ კი კარში პირველი გაატარა და სანამ თვითნაც დაეწეოდა, გიას ჩუმად
უთხრა:-არაფერი თქვა!

გარეთ გავიდნენ თუ არა, სანდრო მაშინვე ცალკე წავიდა და გია და ანიკა ცალკე. რომ
არა გია, გოგონა ალბათ არც შეიმჩნევდა სანდროს გაფრთხილებას და უკან
აედევნებოდა. მაგრამ ვინ წაიყვანდა? არც არავინ! ტყუილია! ჯობია შეეშვას ოცნებას
ჯეიმს ბონდის საცოლეობაზე.

-ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება!-გაუღიმა გიამ, შემდეგ კი სიჩქარეს


უმატა და აბეზარ ფიქრებს არ მისცა უფლება მისი და ანიკას გონებას
დაპატრონებოდნენ.

* * *
-აბა, რა ხდება?-დაიწყო სანდრომ მაშინვე, როგორც კი ოჯახში ფეხი შედგა.-ისევ
ძველი ამბავი?

-შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ უფრო გართულებულ ფორმაში!-უპასუხა ლინდსიმ


და რაღაც ქაღალდები გაუწოდა.

-ჰექტორ მენდესი, იმ სკოლის დირექტორი, რომელშიც მოხდა ბოლო ტერაქტი.


უფრო სწორად, თითქმის მოხდა...-ალაპარაკდა ბრედიც.-ბოლო წუთს ყველაფერი
შეიცვალა და ევაკუაცია მოასწრეს. ჰოდა, გუშინ ღამით, სკოლის შენობაში, თავისივე
კაბინეტში იპოვეს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული.

-შეტყობინება მოგვივიდა!-კომპიუტერიდან „გამოძვრა“ მაიკლი და ყველა მაშინვე


გაჩუმდა. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ დაუბრუნდათ რეაქციის უნარი.

-გახსენი და წაგვიკითხე...-სთხოვა სანდრომ და ყავის აპარატს ფინჯანი შეუშვირა.


როგორც ჩანს, წინ გრძელი ღამე ელოდათ და მომზადება არ აწყენდა.

-„მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო! როგორ გიკითხოთ? დიდი ხანია აღარ


შევხმიანებივართ ერთმანეთს, მაპატიეთ რომ თავი მოგანატრეთ. გპირდებით,
მომდევნო ორშაბათიდან ყველაფერი გამოსწორდება და თავის კალაპოტს
~ 183 ~
დაუბრუნდება. მანამდე კი, თავსატეხს გიტოვებთ!“-ჩაიკითხა ბოლო წერილი და
შემდეგ მონიტორი დანარჩენებისკენ შეატრიალა.

-ეს რა კოლაჟია?-მიუახლოვდა ნინა და სურათს დაუკვირდა.-თითქოს რაღაც უნდა


ავაწყოთ...

-მგონი ფაზლია...-დაფიქრდა ჯარედიც. მხოლოდ შონი იჯდა მშვიდად და ხმას არ


იღებდა.

-ალბათ, შემდეგი სკოლის ლოკაციას გვატყობინებს. მაიკლ, თუ შეგიძლია ეს სურათი


რამდენიმე ეგზემპლარად ამობეჭე...-საუბარში ჩაერთო სანდროც. საქმე აშკარად
სერიოზულად იყო. უცნობ ტერორისტს აქამდე არასდროს გამოუგზავნია ასეთი
რთული დავალება. საინტერესოა, რის მოწყობას აპირებს ახლა?

-შემდეგ ორშაბათს მეორე სემესტრი იწყება. დარწმუნებული ვარ არაჩვეულებრივ


გახსნის ცერემონიალს მოგვიწყობს!-ალაპარაკდა შონიც. ყველანი საოცრად
დაძაბულები, მაგრამ ამავდროულად მობილიზებულები იყვნენ.

-სურათები მზადაა!-ამობეჭდილი ფურცლები დაარიგა მაიკლა, ერთი, ყველაზე


დიდი კი დაფაზე გააკრა მაგნიტებით.

-ბავშვები არიან?-გაუკვირდა სანდროს.-მგონი სკოლის ალბომიდან ამოღებული


სურათებია...

-ასეც რომ იყოს, როგორ უნდა მივხვდეთ რომელი სკოლაა? სახე წესიერად თითქმის
არც ერთს არ უჩანს, არც სკოლის ფორმები. საერთოდ არაფერი არ გვაქვს
ხელჩასაჭიდი.-დაფას მიუახლოვდა ლინდსიც.

-აშკარად დაჭრილი სურათებია... მგონი ჩვენ უნდა ავაწყოთ მთავარი გამოსახულება.

-ფერებიც არეულია...

-სკოლის ლოგო ხომ არ უნდა გამოვიდეს?-უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ნინამ,


მაგრამ ეს აზრი ყველას საინტერესოდ მოეჩვენა.

-ამ სურათებს აშკარად ეტყობა რომ ძველი გადაღებულებია. დარწმუნებული ვარ


ჩვენს დასაბნევად არის ფერები არეული და სინამდვილეში არც ერთს არ აქვს
კავშირი სკოლის ლოგოსთან.

-სანდრო, წინა მინიშნებით რომელი სკოლის ლოკაცია შეგვატყობინა?-დაინტერესდა


შონი და სურათს ისეთი სახით დააკვირდა, თითქოს რაღაცას მიხვდა, სამწუხაროდ,
„თითქმის“...

-ჩვენი ოფისიდან ორი კვარტლით მოშორებით მდებარე დაწყებითი სკოლა.

~ 184 ~
-გვითხრა რომ დიდ სიურპრიზს გვიწყობს, ანუ რაღაც გრანდიოზულს დაგეგმავს.
სკოლაც არ იქნება შემთხვევით შერჩეული.-ბრედის სიტყვებმა მაიკლის გონება
მისივე კომპიუტერივით აამუშავა და უცბად წამოიძახა:

-ყველაზე მრავალ კონტიგენტიანი სკოლა რომელია? გრანდიოზული შოუსთვის


დიდი აუდიტორიაა საჭირო.

-იქნებ საერთოდაც „ჩვენი გმირი“ სწავლობდა იქ?

-შესაძლებელია...

-ყველაზე მეტი ბავშვი „მანჰეტენ ბრიჯის“ და „სტეიტ აილენდის“ საშუალო


სკოლებში სწავლობენ!-წამოიძახა ჯარედმა და სანდროს ამის გააზრებისას ტვინში
სისხლი ჩაექცა. მათგან ერთ-ერთი ანიკას სკოლა იყო...

-დარწმუნებულები ვერ ვიქნებით...-ეს უფრო საკუთარი თავის დასამშვიდებლად


წარმოთქვა, შემდეგ კი დაამატა:-მაგრამ აჯობებს თავი დავიზღვიოთ. მომდევნო
ორშაბათამდე ეს ფაზლიც უნდა ავაწყოთ და სათადარიგოდ რამდენიმე სკოლა მაინც
უნდა გვქონდეს შერჩეული.

-ამ კვირის განმავლობაში დაუღალავად მოგვიწევს მუშაობა...-საბოლოო დასკვა


გააკეთა ნინამ და ყველა მიხვდა, რომ ეს სიტყვები სრულ სიმართლეს
შეესაბამებოდა...

* * *
ანიკა ნერვიულობისგან ადგილს ვეღარ პოულობდა. უკვე შუაღამე იყო და სანდროს
ჯერ კიდევ არ დაერეკა. რა უნდა მომხდარიყო ამისთანა?

-სან, დამირეკე რა...-უკვე მობილურთან დაიწყო საუბარი და საწოლზე დაეგდო. თან


ძალიან ეძინებოდა, მაგრამ ამავდროულად თვალის მოხუჭვას ვერ ახერხებდა.
მუცელში რაღაც უცნაურს გრძნობდა, ნერვიულობის მსგავსს. მაგრამ ამ გრძნობას
გამოცდების და საკონტროლოების დროს ნერვიულობდა ვერც კი შეედრებოდა. ეს
რაღაც უფრო ძლიერი იყო, შიშის მსგავსი... საყვარელი ადამიანის დაკარგვის...
მოიცათ, შიში რა შუაშია?! სანდროს არაფერი მოუვა, გამორიცხულია!

ანიკას ფიქრები მობილურის ხმამ გააწყვეტინა და გველნაკბენივით წამოხტა


საწოლიდან.

-როგორ ხარ?-ჩასძახა ტელეფონს მაშინვე, როგორც კი პასუხის ღილაკს დააჭირა.

~ 185 ~
-ჰეი, დამშვიდდი!-ჩაეცინა ბიჭს.-კარგად ვარ, უბრალოდ რაღაც პრობლემა შეგვექმნა.
ახლა მივდივარ სახლში.

-ახლა? უკვე შუაღამის ორი საათი სრულდება...

-ვიცი... არც ახლა დაგვიმთავრებია მუშაობა. საქმე ძალიან სერიოზულადაა.

-ისევ ის ამბავი?

-ჰო, ოღონდ გართულებულ ფორმებში.

-ცუდია...-ანიკას უნდოდა ეთქვა, როგორ მოენატრა, მაგრამ თითქოს რაღაც აკავებდა.

-მომენატრე...-სანდროს კი არაფერმა შეუშალა ხელი გრძნობების გამოხატვაში.-


საშინლად ცუდ ხასიათზე ვდგები, როდესაც მახსენდება, რომ შენი კოცნის გარეშე
მომიწევს დაძინება.

-აქ რომ მოხვიდე? თან შენებიც ნერვიულობენ.-ანიკამ ერთადერთი ალტერნატივა


შესთავაზა, რადგან თვითონ ვერ წავიდოდა სანდროსთან.

-უკვე დამირეკა გიამ და ველაპარაკე, ყველაფერი ავუხსენი რაც მოხდა. არ


შემოუთავაზებია მოსვლა და მგონი არც ღირს. ჯანდაბა, როდის გახდები
თვრამეტის?-უცბად სრულიად მოულოდნელი კითხვა დაუსვა და ანიკას მის
სიტყვებზე გაეცინა.

-სექტემბერში. რაში გჭირდება ჩემი სრულწლოვანება?-„ვერ მიუხვდა“ ჩანაფიქრს.

-ჰმ!-ჩაეცინა სანდროსაც.-ძალია ცუდი ბავშვი ხარ!

-ვიცი! მოიცა, შენ ახლა საჭესთან ხარ და ისე მელაპარაკები?

-როგორ მიხვდი?-დასცინა სანდრომ, მაგრამ პასუხად მხოლოდ ანიკას შეშინებული


სიტყვები მიიღო.

-გათიშე და გზას უყურე! ღვედი მაინც თუ გიკეთია?

-ჩემი კანონმორჩილი გოგო...-სიცილს არ წყვეტდა სანდრო.-მისმინე, ჩემებს სძინავთ


უკვე?

-არ ვიცი, მგონი. რატომ მეკითხები?

-სახლიდან გაპარვის გამოცდილება გაქვს?

-გაგიჟდი?-შეჰკივლა გოგონამ, რადგან სანდრო სულაც აღარ იცინოდა და მისი


სიტყვები სრული სერიოზულობით იყო წარმოთქმული. რა უნდა ეპასუხა? სახლიდან
გაპარვა არასდროს დასჭირვებია, მაგრამ თეორიულად ყველაფერი იცოდა. ღირდა
გაერისკა? რისთვის უნდოდა სანდროს მისი წაყვანა? ჰმ, ნეტავ რისთვის...
~ 186 ~
-არა, უბრალოდ დღეს წესიერად ვერ გნახე და მომენატრე.

-სანდრო, ვერ გავრისკავ... რომ შემამოწმონ? მიხვდებიან რომ შენთან ვარ და...

-კარგი!-შეაწყვეტინა ბიჭმა.-არ არის აუცილებელი. ახლა კი წავედი, ძილი ნებისა!-


შემდეგ კი დაემშვიდობა და გაუთიშა.

ანიკას მობილური ხელში გაეყინა. გაბრაზდა? თუ ეწყინა... კი მაგრამ, რატომ? ხომ


იცის, რომ ანიკა ასეთ საქმეებში გამოუცდელია, რა სწყინს? ისე იქცევა, როგორც
ჯიუტი თინეიჯერი. არ ელოდა ანიკა მისგან ასეთ რეაქციას. მიუხედავად იმისა, რომ
ახლა სანდროს ნახვაზე მეტად არაფერი უნდოდა, მაინც ვერ გარისკავდა. სანდროში
ერთი წუთითაც არ ეპარებოდა ეჭვი, მაგრამ გიასთან და მარიკასთან ასე ვერ
მოიქცეოდა, უბრალოდ არ შეეძლო. წამით ისიც იფიქრა, ვეტყვი რომ მეგობართან
ვრჩები და წავალო, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა. არ სურდა მათი მოტყუება.

ყველაფრით დაღლილმა ამოიოხრა და საწოლზე გადაწვა. გულს დაუჯეროს თუ


გონებას? ისიც იცის რითი დამთავრდება მისი სტუმრობა ამ დროს, მაგრამ ამ თემაზე
საერთოდ არ ფიქრობს. ვერ ფიქრობს... ახლა რომ წავიდეს სანდროსთან,
აგრძნობინებს, რომ მის გამო ყველაფერზეა წამსვლელი. რა თქმა უნდა, ეს ასეცაა,
მაგრამ რა საჭიროა რომ მან ეს იცოდეს? დროებით ასე აჯობებს, მიუწვდომელი
გოგონას იმიჯით... ანიკას თვითონვე გაეცინა თავის ფიქრებზე. იცის, ვისაც უნდა
ჰკითხოს რჩევა! ლეპტოპი ჩართო და მაშინვე იმ ადამიანს დაურეკა, ვინც ყველაზე
კარგ რჩევას მისცემდა.

-ჰეი, როგორ ხარ? რაშია საქმე ამ დროს რომ მირეკავ?-გაეცინა ელეს და ვიდეო თვალი
გაასწორა.

-შენ რა იცი რა დროს გირეკავ?

-უკვე ზეპირად ვისწავლე დროში განსხვავების გამოთვლა. იტყვი რა გჭირს თუ


მტვერსასრუტიჩ ამოგქაჩო სიტყვები?-ჰკითხა ელემ და სათნოდ გაუღიმა.

-სანდრო არ მინახავს მთელი დღეა. რამდენიმე წუთის წინ დამირეკა და გამოიპარეო


შემომთავაზა. უარი ვუთხარი, დამემშვიდობა და გამითიშა. მგონი ეწყინა.

-გამიკვირდა!-გაეცინა ელეს.-ეწყინებოდა, აბა რას იზამდა?! მაგრამ სანდრო ნახე რა,


საიდან ამხელა ამბიციები?

-ნუ გადაბჟირდი!-შეუბღვირა ანიკამ.-მე მართლა გაურკვევლობაში ვარ. უნდა


წავიდე? ისიც ვიცი ჩემი სტუმრობა რით დამთავრდება და არ ვიცი ვარ თუ არა მზად
ამისთვის.

-რატომ გგონია, რომ სანდროს მარტო სექსი აინტერესებს? იქნებ უბრალოდ მოენატრე
და იმიტომ გთხოვა გაპარვა?

~ 187 ~
-კარგი რა! რაც ახალ სახლში გადავიდა, იმის მერე მინიშნებებს მაძლევს, მარტო
ყოფნა არ მინდაო.

-შენ რის გამო იკავებ თავს?

-პირველ რიგში გიას და მარიკას გამო. ძალიან ცუდად გამომივა მათთან.


წარმოიდგინე რა უხერხული იქნება, რამე რომ დასჭირდეთ, ჩემს ოთახში
შემოვიდნენ და აღმოაჩინონ, რომ სახლში არ ვარ. სანდროსთან მართლა არაფერი რომ
არ მოხდეს, როგორ დავაჯერებ ამას?

-კარგი რა... არც სანდროსი არ მესმის. ამხელა კაცია და მამამისის ჭკუაზე დადის.

-მის ჭკუაზე კი არ დადის, უბრალოდ პატივს სცემს!-სასწრაფოდ გამოექომაგა ანიკა


და ელესაც ჩაეცინა.

-მე წავიდოდი...

-მე ის მიკვირს, შენ საბასთან რომ არ წახვედი აქამდე!-„უკბინა“ მეგობარს და მისი


დაბღვერილი მზერაც დაიმსახურა.-არადა მართლა როგორ მომენატრა, იცი?

-რისი გეშინია? ანუ კი ვიცი რისიც, მაგრამ რატომ?

-დამანებე თავი! მე ვიცი რაც უნდა გავაკეთო. ხვალ შეგეხმიანები...

-ჭკვიანად იცოდე, ჯერ ბავშვის ნათლიობაზე არ მიფიქრია!-ბოლოჯერ დასცინა ელემ


და ანიკამაც ლეპტოპი დახურა. არ იცოდა რამდენად სწორი იყო მისი
გადაწყვეტილება და შუაღამის ორ საათზე სახლიდან გასვლა, მაგრამ ამის გაკეთება
იმდენად უნდოდა, რომ ყველა სხვა აზრი უკუაგდო. ვარდისფერ პერანგზე მსხვილად
ნაქსოვი, ნაცრისფერი, თავისუფალი სვიტერი გადაიცვა, შავი ჯინსი ამოიცვა, ფეხზე
საშუალო ქუსლიანი, თასმებიანი ფეხსაცმელი მოირგო, თმა ცხენის კუდად შეიკრა,
ფული და მობილური აიღო, ქურთუკი შემოიცვა და სახლიადან გავიდა. ტაქსი
სპეციალურად ცოტათი მოშორებით გამოიძახა, რომ გია და მარიკა არ გაეღვიძებინა
მანქანის ხმას. მეორე სართულიდან გადაძრომისას გული ისე უცემდა, ასე ეგონა
გაუსკდებოდა, მაგრამ მიწაზე მაინც მყარად დადგა ფეხი.

თავი სპეციალური დანიშნულების აგენტი ეგონა და ისეთ ადრენალინს გრძნობდა,


როგორიც ალბათ სანდროს დავალების შესრულებისასაც კი არასდროს უგრძვნია.
როგორც იქნა ტაქსამდეც მიაღია და სასწრაფოდ ჩასკუპდა შიგნით. მისამართი
უკარნახა და მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა, როდესაც მანქანა ადგილიდან დაიძრა...

* * *
სანდროს უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა ჩაბნელებულ და ცარიელ სახლში რომ
შევიდა. ხელი კარის მარცხნივ კედელზე მოაფათურა ჩამრთველის მოსაძებნად და

~ 188 ~
შუქი აანთო. უცნაურად გრძნობდა თავს. თითქოს ანიკაზე ნაწყენი იყო, მაგრამ ისიც
იცოდა, რომ წყენის მიზეზი არ ჰქონდა. რას ელოდებოდა, რომ გოგონა მის
პირველივე დაძახილზე ყველაფერს ფეხებზე დაიკიდებდა და სახლიდან
გაიპარებოდა?! ერთის მხრივ ესიამოვნა კიდეც, ანიკამ მის მშობლებს ანგარიში რომ
გაუწია, მაგრამ მართლა ძალიან უნდოდა მისი ნახვა. იმასაც ხვდებოდა, რას
იფიქრებდა გოგონა მისი შეთავაზების მოსმენისას, მაგრამ ისეთი დაღლილი იყო,
მაინც არაფრის თავი არ ჰქონდა. თვითონვე გაეცინა თავის ფიქრებზე და
სამზარეულოში გაემართა. გზაში პერანგის ღილები შეიხსნა. როგორ ეზარებოდა
სამსახურში ოფიციალურ ფორმაში სიარული, მაგრამ სხვა რა გზა იყო. მხოლოდ
რამდენჯერმე მივიდა ჯინსითა და მაისურით და მაშინაც საყვედური მიიღო. ჰმ,
მართლაც რომ ძნელია FBI-ს აგენტობა. ამ ბოლო საქმემ კი საერთოდ ჭკუიდან
გადაიყვაა. სექტმებრიდან მოყოლებული ამას იძიებდნენ და ჯერ კიდევ ვერ
დახურეს. ჯერ არც ერთი საქმე არ გაწელვიათ ასე ძალიან. სერიული მკვლელობებიც
კი ორ თვეში გახსნეს...

მაცივრიდან ლუდი გამოიღო და ბოთლითვე მოიყუდა. ძალიან დაღლილი იყო,


ძალიან ეძინებოდა და ძალიან უნდოდა ანიკას ნახვა. ჯანდაბა, რატომ არ წავიდა
მასთან? როდის მერე სჭირდებოდა საკუთარ სახლში დაპატიჟება? რა სულელური
რამეა ეს თავმოყვარეობა, თუკი საყვარელი ადამიანის ნახვაში გიშლის ხელს.

სანდრო საძინებელში გავიდა და პერანგი გაიხადა. იქვე სკამზე მიკიდა და სარკეში


საკუთარ გამოსახულებას მოკრა თვალი_აჩეჩილი თმა და დაღლილი თვალები.

-მწარედ შეტოპე, მეგობარო!-ღრმად ამოიოხრა და კიდევ ერთხელ მოიყუდა ლუდის


ბოთლი...

* * *
ანიკა უკვე სანდროს კორპუსთა იდგა და ვერ გაებედა შენობაში შესვლა. თითქოს
ეშინოდა, არ იყო დარწმუნებული საკუთარ თავში. შეძლებდა იმის გაკეთებას, რასაც
აპირებდა? იქნებ არ ყოფნოდა გამბედაობა? ან ბოლოს წუთს გადაეფიქრა... ღირდა
გარისკვა?

-გოგონა, კიდევ დიდხანს დაგელოდოთ?-ფიქრები ტაქსის მძღოლის დაღლილმა ხმამ


შეაწყვეტინა.

-მთვლელი ჩართეთ!-უპასუხა გაბრაზებულმა და სადარბაზოში შეაბიჯა.

~ 189 ~
ლიფტმა ჩვიდმეტი სართული მშვიდად და უხმაუროდ აიარა, რასაც ვერ ვიტყვით
ანიკაზე. გულის ცემა ექოდ ესმოდა და ადგილს ვერ პოულობდა. ლიფტშიც კი წინ და
უკან დადიოდა. ხან ერთ კედელს აეყუდებოდა, ხან მეორეს. მუცელიც
ნერვიულობისგან ეკუმშებოდა. კარი საჭირო სართულზე რომ გაიღო, ანიკა ისეთი
ნაბიჯებით გავიდა, სადაც იყო უკან შებრუნდებოდა. მძიმედ მიითრია ფეხები
სანდროს კარამდე და დასაკაკუნებლად ხელი რომ აღმართა, სანამ კარს შეეხებოდა,
მანამდევე დაუშვა. იქნებ კიდევ დაფიქრებულიყო? მითუმეტეს რომ სახლიდან არც
სინათლე გამოდიოდა და არც რაიმე ხმა. იქნებ ეძინა კიდეც? ჰმ, არაუშავს, ეს
სიურპრიზი მას ნამდვილად გამოაფხიზლებდა...

* * *
ის იყო სანდროს ძილმა წაართვა თავი, რომ შორიდან კარზე კაკუნი მოესმა. თავიდან
ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ როდესაც კაკუნი უმოწყალო ბრახუნში გადაიზარდა,
სასწრაფოდ წამოხტა, იქვე მიგდებული ჯინსი ამოიცვა და ოთახიდან გავარდა.

-მოვდივარ! ნუ ჩამოიღეთ ეს...-სიტყვა გაუწყდა როდესაც კარი გააღო და იქ ანიკა


დაინახა. თვალები რამდენჯერმე დაახამხამა, მაგრამ მომღიმარსახიანი ანგელოზი არ
გამქრალა.-შენ...-სიტყვა ისევ გაუწყდა, მაგრამ ამჯერად მოულოდნელობისგან კი არა,
მომხდარისგან.

ანიკა დაუფიქრებლად მიუახლოვდა, თითის წვერებზე აიწია, კისერზე ხელი


შემოხვია და ვნებიანად აკოცა. სანდრო ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით,
შოკში იყო! მხოლოდ მის მკლავებში მოქცეული ანიკას სხეული აიძულებდა ეფიქრა,
რომ ეს სიზმარი არ იყო. ყველაფერი ისე რეალურად ხდებოდა... სანდრო წამით
ეცადა ანიკას ტუჩებს მოშორებოდა, რომ მისთვის შეეხედა, მაგრამ გოგონამ არ
დაანება და ისიც დიდი სიამოვნებით დაემორჩილა. ხელები წელზე მოხვია და
თავისკენ მიიზიდა. ასეთი შანსი ეძლეოდა და ხელიდან გაუშვებდა?! ანიკას
ტუჩებიდან ყელისკენ გადაინაცვლა, ხელი კი თმაში შეუცურა და ოდნავ მოქაჩა.
საპასუხო რეაქციაც მიიღო გოგონას აჩქარებული სუნთქვის სახით, შემდეგ კი...
შემდეგ იყო ყველაზე არაპროგნოზირებადი რეაქცია. ანიკამ ყურში ვნებიანად
უჩურჩულა „მიყვარხარ“, ყელში აკოცა და ისე სწრაფად გაქრა, როგორც მოვიდა.

სანდროს შოკი თქვენ ახლა უნდა გენახათ... სადარბაზოში რომ გავარდა, ანიკა უკვე
ლიფტში იყო, კარი კი_დაკეტილი. უაზროდ გაღიმებული შებრუნდა სახლში. ვერ
იჯერებდა რომ ეს რეალურად მოხდა. საწოლზე ჩამოჯდა და სახეზე ხელები მოისვა.
აზროვნების უნარი ჯერ კიდევ არ დაბრუნებოდა. სასიამოვნოდ გაოცებულმა დაურკა
ანიკას, გოგონამ კი პირველივე ზარის შემდეგ უპასუხა.
~ 190 ~
-რა იყო ეს?-ჩაეცინა და ანიკასაც იგივე კითხვა დაუსვა, რაც საკუთარ თავს.

-უბრალოდ მომენატრე და გადავწყვიტე მენახე!-გაიცინა ანიკამაც. ისეთი კმაყოფილი


ხმა ჰქონდა, სანდროს თავისუფლად შეეძლო მისი ცალწარბაწეული სახის
წარმოდგენა.

-გიჟი ხარ!

-ვიცი! და შენ სწორედ ასეთი გიყვარვარ, თუ რამე მეშლება?-ანიკას აშკარად


გადაუარა ნერვიულობამ და მშვენიერ ხასიათზეც დადგა. ჰმ, ნეტავ რატომ?

-გიჟთან ერთად სადისტიც ხარ! რატომ დამტოვე ასე?

-როგორ?-იკითხა უცოდველი ბავშვის ხმი და სიცილი აუტყდა. მთელი გზა არ


გაჩერებულა. ხან სანდრო აცინებდა, ხან თვითონ აცინებდა სანდროს.

-უნამუსო ბავშვი ხარ! ბოროტო!-ბოლოს მაინც აწუწუნდა ბიჭი.

-სწორად აღნიშნე, ძვირფასო. ჯერ ისევ ბავშვი ვარ!

-ალილუია! ამას რას მოვესწარი! უნდა დავიმახსოვრო ეს დღე!-გადაიხარხარა


სანდრომ, ანიკამ კი ენა ისე გამოუყო, თითქოს რამეს დაინახავდა.-ანუ როცა გაწყობს
მაშინ ხარ ბავშვი, არა? ჰმმ, მე მივხედავ მაგ ამბავს!

-სანდრო, დამანებე თავი!

-ვერ ეღირსები! ისე, აქამდე რით ვერ მიხვედი? ხომ არ ვიეჭვიანო ტაქსის მძღოლზე?

-როგორი მიხვედრილი მყავხარ! ზუსტად ახლა გადავუხვიეთ სანაპიროსკენ.

-დამელოდეთ, მე და ბარბარაც შემოგიერთდებით!

-ვერ გიტან!

-მეც მიყვარხარ!-ახლა სანდრო იყო სიცილის ხასიათზე. საერთოდ აღარ ეძინებოდა.


ან ამ ყველაფრის შემდეგ რა დააძინებდა?!

-მივედი. ახლა უნდა გავთიშო, აივანზე ასე ვერ ავძვრები...

-რა? მოიცა, შენ რა ფანჯრიდან გამოიპარე?-გადაბჟირდა ბიჭი.

-რა გაცინებს? კარი ჩაკეტილი იყო და არ მინდოდა მეხმაურა. უმადურო!

-უკანა კარიც რომ შეგემოწმებინა, არა? რაც თავი მახსოვს ეგ კარი სულ ღიაა!

-მართლა? ჰოდა მაქედან შევალ, ახლა კი წავედი. მიყვარხარ და ტკბილი ძილი!-


დაემშვიდობა ანიკა და სახლში შესვლამდე მობილური გათიშა. ფეხზეც გაიხადა
ქუსლებს რომ არ ეკაკუნათ და ფეხაკრეფით შეიპარა თავის ოთახში. ყველაფერი უკან
~ 191 ~
რომ მოიტოვა და უკვე პიჟამოში გამოწყობილი საბანში შეძვრა, მხოლოდ მაშინ
ამოისუნთქა შვებით. დღევანდელი დღით ძალიან, ძალიან კმაყოფილი იყო!

* * *
უკვე კვირა საღამო იყო, ანუ სულ რამდენიმე საათიღა რჩებოდა FBI-ის ჯგუფი კი
ისევ ერთ ადგილზე იყო გაყინული. როგორ შეიძლებოდა რომ ეს საქმე ვერ გაეხსნათ?
ეს ხომ უბრალო საქმე არ იყო, საუბარი ბავშვების სიცოცხლეს ეხებოდა. სანდრომ
საერთოდ დაკარგა მოსვენება. არანაირი გარანტია არ ჰქონდა იმისა, რომ შემდეგი
ანიკას სკოლა არ იქნებოდა. ეჭვების გამო სკოლაში სიარულს ხომ არ აუკრძალავდა?
სისულელე იქნებოდა. მაგრამ ,აბა რა უნდა ექნა? მშვიდად მჯდარიყო მაშინ, როდესაც
შეიძლებოდა რომ ანიკას სკოლა ცეცხლის ალში გახვეულიყო?

-სანდრო, არ მისმენ?-ფიქრებიდან მაიკლის ხმამ გამოარკვია, რომელიც მთელი დღე


სურათს უტრიალებდა და ვერ აეწყო.

-მაპატიე. რა მოხდა?

-წითელი, ლურჯი და თეთრია მთავარი ფერები. და კიდევ რაღაც ცხოველი თუ


ფრინველი უნდა იყოს მგონი, სურათი რომ დავჭერი ერთი ნაწილი თვალს
მივამსგავსე.

-მონიტორზე გამოიტანე აბა რაც ააწყვე...-სთხოვა სანდრომ და ოთახის მეორე მხარეს


გადაინაცვლა რომ კარგად დაკვირვებოდა.

-ეგ ფერები არაფერს გვაძლევს. ყველა სკოლის გერბზე ეგენია. მთავარია ახლა ის
ავაწყოთ, რა ცხოველია...-საუბარში ჩაერთო ლინდსიც და სანდროს დაპირებული
ყავა მიაწოდა. ბიჭს მონიტორისთვის თვალი არ მოუშორებია ისე გამოართვა, ერთი
ყლუპი მოისვა, შემდეგ კი ჩაფიქრებულმა ამოილაპარაკა:

-ცხოველი არ არის. ფრინველია... მეშვიდე და ოცდამეერთე სურათების შეერთებით


ნისკარტი გამოდის. მეთერთმეტე და მეცხრე კი ბრჭალს გვაძლევს.

-მაიკლ, თუ შეგიძლია, მეცამეტე სურათი გაადიდე...-მონიტორთან მივიდა ბრედიც.

-ჯანდაბა!-ამოიგმინა შონმა.-ჯანდაბა, ჯანდაბა!

-რა მოხდა?-მისმა რეაქციამ დააბნია ნინა.

~ 192 ~
-ვიცი რომელი სკოლაც იქნება შემდეგი! ჩვენმა „ძვრიფასმა მეგობარმა“ მაიც დაუშვა
შეცდომა და არც ისეთი ძველი ფოტოები შეარჩია, როგორიც ეგონა. აი, ნაცრისფერ
მაისურში ქერათმიან გოგოს ხომ ხედავთ? ჩემი ცოლის დეიდაა...

-დარმწუნებული ხარ რომ იცი რომელი სკოლაა?

-კი. „სტეიტ აილენდის საშუალო სკოლა“. მათი გერბი კი თითქმის ისეთივეა,


როგორც აშშ-ს გერბი. იქაც არწივი ხატია. და როგორც ის ნაძირალა დაგვპირდა,
მართლად გრანდიოზულ შოუს მოაწყობს მოსწავლეთა რაოდენობით თუ
ვისმჯელებთ.

-რა უნდა ვქნათ?-ჩაერთო ჯარედიც.

-ვერაფერს ვერ ვიზამთ იმის გარდა, რომ დირექტორი გავაფრთხილოთ!-თქვა


სანდრომ, ტელეფონი სპიკერზე დააყენა და საჭირო ნომერი აკრიბა.

ძალიან დიდხანს ისაუბრეს, მაგრამ მისის ჰემონდი ვერაფრით დაარწმუნეს, რომ


სასწავლო პროცესი ჩაეშალა. ყველასთვის გასაოცრად, რატომღაც ეგონა, რომ ეს
უბრალოდ შეცდომა იყო. იმასაც ამბობდა, ჩვენს სკოლას საუკეთესო დაცვა ჰყავს და
თუ ტერორისტი გამოჩნდება, თქვენთვისვე იქნება უკეთესი, რადგან დაიჭერენო.
ბოლოს იმაზე მაინც შეთანხმდნენ, რომ FBI-ის აგენტები დილიდანვე
განლაგებულიყვნენ სპეციალურ ადგილებზე, რადგან მათი ვარაუდის გამართლების
შემთხვევაში, ადგილზე მისასვლელად დრო არ დაეკარგათ.

-არამგონია ყველაფერი ასე მარტივად იყოს...-მაინც ვერ ისვენებდა სანდრო.-თამაში


ხომ არ არის ამხელა საქმე? სექტემბრიდან მოყოლებული ეს ნაძირალა წინ და უკან
დაგვარბენინებს და ახლა დავიჯერო წინასწარ გვითანხმდება რის გაკეთებას
აპირებს?

-შენი აზრით გვატყუებს?-დაეჭვებული იყო ნინაც.

-თითქმის დარწმუნებული ვარ. მაგრამ ვერ გავრისკავთ. რომ არ გვატყუებდეს?

-რას გვირჩევ?-სანდროს სიტყვებმა ყველა ააფორიაქა. თუ აქამდე საქმე უკვე


გახსნილად მიაჩნდათ, ახლა ისევ დაიწყეს ნერვიულობა.

-გავიყოთ. ნაწილი „სტეიტ აილენდის“ სკოლასთან წავიდეთ, ნაწილი კი შტაბში


დარჩეს.

-მე სკოლასთან მინდა!-ყოველთვის ექსტრემალური სიტუაციების მოყვარული შონი


ახლაც ფორმაში იყო.

-მე, შონი და ნინა სკოლასთან წავალთ...-დაგეგმა სანდრომ. სხვა თუ არაფერი,


ჯგუფის უფროსი იყო და ეს მის მოვალეობაში ისედაც შედიოდა.-ლინდსი და ბრედი
აქ დარჩებიან. მაიკლ, შენც აქედან აკონტროლებ სიტუაციას!
~ 193 ~
-არის, უფროსო!-გაეცინა ლინდსის და ხელი შუბლზე მიიდო სამხედრო სალამის
ნიშნად.

-ღამე არ დავრჩეთ?-მთქნარებით იკითხა ნინამ.

-ვისაც გინდათ, შეგიძლიათ წახვიდეთ. მე დავრჩები, იქნებ რაიმე ხელმოსაჭიდს


მივაგნო.

-სანდრო, თუ მას არ უნდა რომ ჩვენ სწორ გზაზე წავიდეთ, ყველაფერს ისე არევს,
მაინც ვერაფერს გავიგებთ. ტყუილად უნდა გაათენო ღამე.

-ჯარედ, ვერ მოვისვენებ სანამ არ მეცოდინება, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ.


თქვენ წადით, თუ პრობლემა შეიქმნება, დაგირეკავთ!-სანდრო აგენტებს
დაემშვიდობა, თვიონ კი ყავის ფინჯნით ხელში მაიკლის კომპიუტერთან
მოკალათდა. ის ერთადერთი იყო, რომელსაც შეეძლო მაიკლის გარეშეც
დარჩენილიყო მის „ჭკვიან გოგონასთან“. ახლა კი მთელ ოფისში მარტო იჯდა და ამ
საქმესთან დაკვაშირებულ ძველ მასალებს ჩაჰკირკიტებდა.

ჰმ, მას ხომ წარმოდგენაც არ ჰქონდა რაში იყო სინამდვილეში საქმე...

თავი 17

საინტერესო ორშაბათი გათენდა. მანამდე თეთრად შეფერადებული ნიუ-იორკი


სრულიად „გაშიშვლებულიყო“, თოვლის კვალიც კი არსად ჩანდა და ძალიან ციოდა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს სკოლა იწყებოდა, ანიკას ჯერაც არ ჰქონდა
გადაწყვეტილი რა უნდა ჩაეცვა. თავი ძლივს ასწია ბალიშიდან_საერთოდ გადაეჩვია
დილით ადრე ადგომას. ნახევრად გახელილი თვალებით მილასლასდა კარადასთან.
შხაპის მიღების თავიც კი არ ჰქონდა, მექანიკურად მოქმედებდა. ღია ფერის ვიწრო
ჯინსი და უბრალო, ტანზე მომდგარი, გრძელმკლავიანი მაისური ჩაიცვა, თმა
ჩამოივარცხნა, ფეხსაცმლის თასმები შეიკრა, ჩანთა აიღო და ოთახიდან გავიდა. დღეს
ავტობუსით უწევდა სკოლაში წასვლა. სანდრომ გუშინ დაურეკა და გააფრთხილა,
რომ სამსახურშ რჩებოდა, ისიც უთხრა საქმე ცუდადააო, მაგრამ ანიკამ მაინც არ
გადაიფიქრა სკოლაში წასვლა. რამე რომ მომხდარიყო, სანდრო დილით
აუცილებლად დაურეკავდა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხს ითრევდა სკოლაშ
~ 194 ~
წასვლაზე, პირველივე დღეს მაინც ვერ გააცდენდა. რაც წინა სემესტრში დაიკლო,
ახლა უნდა აენაზღაურებინა. ბოლოს და ბოლოს, აქ ხომ სასწავლებლად წამოვიდა.

-დილა მშვიდობისა!-გაღიმებული მიესალმა გიას და მარიკას, შემდეგ კი პირდაპირ


გასასვლელისკენ გაემართა.

-ანიკა, აი ისაუზმებ?-გაჰყვა მარიკაც.-ჯერ კიდევ გაქვს ცოტა დრო.

-ვიცი, მაგრამ ახალგაღვიძებულ ვერაფერს ვჭამ. ლანჩზე წავიხემსებ სკოლაში.

-გამაგიჟებთ შენ და ნინი მე! ცალკე იმას დავსდევდი ჭამაზე და ახლა შენ!-გაეცინა
ქალს.-ავტობუსით მიდიხარ თუ მოვა სანდრო?

-არა, ვერ მოვა. გუშინ გამაფრთხილა სამსახურში ვრჩებიო.

-ანიკა, დამიცადე, მე გაგიყვან!-სამზარეულოდან გამოსძახა გიამ, ფინჯანში


დარჩენილი ყავა ერთ ყლუპად მოსვა და ისიც მისაღებში გავიდა.

ანიკამ ერთი კი ჩაილაპარაკა არ არის საჭიროო, მაგრამ ისე ეზარებოდა ავტობუსით


ჩანჩალი, დიდი წინააღმდეგობაც აღარ გაუწევია. უკვე მანქანაში იყვენ
მოკალათებულნი, გიამ საუბარი რომ წამოიწყო.

-მე არ მინდა, რომ სანდრო, ან შენ, ჩემზე ნაწყენები იყოთ. უბრალოდ დარწმუნებული
ვარ, რომ ეს სწორი საქციელია.

-მე არ ვარ თქვენზე ნაწყენი...-გულწრფელად გაუღიმა ანიკამ.-სადრომ კი მითხრა,


სამსახურის გამო გადავდივარ ახალ სახლშიო, მაგრამ ხომ ვიცი სინამდვილეში
რაშიცაა საქმე.

-აჰა, ანუ ბოლომდე მაინც არ „გამაფუჭა“,-გაეცინა კაცს.-არადა დამიჯერე, თვითნაც


ხვდება, რომ მართალი ვარ. მე უბრალოდ მამაშენის ადგილას ვაყენებ თავს.
დარწმუნებული ვარ ირაკლიც ასევე ამოიქცეოდა.

-მესმის თქვენი პოზიცია, მაგრამ ჩვენ ხომ არაფერს ცუდს არ ვაკეთებთ? სიყვარული
დანაშაული არ არის...

-გეთანხმები, მაგრამ ნურც შენ შემეწინააღმდეგები იმაში, რომ სიყვარულს


მონატრებაც სჭირდება. თუ სულ ერთად იქნებით, რა გექნებათ სანატრელი? ხომ
უნდა იყოს რაღაც, რაზეც იტყვით, „ნეტავ ასე მოხდებოდესო“...-გია ისე
საინტერესოდ და გულწრფელად საუბრობდა, ანიკას შეწინააღდეგების სურვილიც კი
აღარ გაუჩნდა. ისე სწრაფად გავიდა გზა, სკოლამდეც შეუმჩნევლად მივიდნენ.

-დიდი მადლობა!-დამშვიდობებისას ანიკამ კაცს ლოყაზე სწრაფად აკოცა და


მანქანიდან გადავიდა. ამ მომენტში ორივეს საოცრად გაუმძაფრდა და
ამავდროულად, რა პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, თითქოს წამიერად

~ 195 ~
გაუქრათ კიდეც მონატრების გრძნობა. გიას მანამ არ დაუძრავს მანქანა, სანამ ანიკა
სკოლის ეზოში არ გაუჩინარდა. შემდეგ საფულედან ნინის სურათი ამოიღო, თბილი
მზერით დახედა, ბოლოს კი თავის ადგილას დააბრუნა და მანქანა ადგილს
მოსწყვიტა.

* * *
-როგორ მომენატრე!-კივილით მიაფრინდა ჯესიკა მეგის გვერდით მდგარ ანიკას და
ეს უკანასკნელიც მეგობარს ძლიერად ჩაეხუტა.

-მეც ძალიან მომენატრეთ ყველანი. შენ როგორც ყოველთვის იგვიანებ, ხო?-გაეცინა


გოგონას და ჯესის თმა აუჩეჩა.

-ჯოში სად დაკარგე? გამაგიჟებთ თქვენ მე!-სიცილით ბუზღუნებდა მაიკი და თან


ეზოს ათვალიერებდა ნაცნობი სახეების მოსაძებნად.

-ჯოში ცოტას დაიგვიანებს, თავისი და უნდა წაიყვანოს ბაღში!-გაეცინა ჯესიკასაც.

-მაშინ შევიდეთ ჩვენც სკოლაში, თორემ გავიყინე...-აწუწუნდა ანიკა და


დანარჩენებმაც აიტაცეს მისი იდეა. ამინდის და სასწავლო პროცესის განახლების
მიუხედავად, ყველა მხიარულობდა და კარგ ხასიათზე იყო. ეს ყველაფერი კი
მხოლოდ იმიტომ, რომ წამოდგენა არ ჰქონდათ წინ რამხელა სიურპრიზი ელოდათ...

* * *
-აქ ისევ სრული სიმშვიდეა...-პიჯაკის საყელოში ჩამაგრებული მინიატურული
მიკროფონით გადასცა სანდრომ დანარჩენებს ამბავი.

-ჩვენთანაც არაფერი ხდება. „მეგობარი“ ისევ არ გამოდის კონტაქტზე.-უპასუხა


მაიკლმა და დანარჩენებს გახედა, რომელმიც დაძაბული სახით უყურებდნენ
ლეპტოპის ეკრანს.-ან უკვე გამოვიდა...

-რა ხდება?-მოუთმენლად იკითხა ჯარედმა, ლინდსიმ კი შეშინებული ხმით უთხრა:

~ 196 ~
-თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არასწორი მითითებები მივიღეთ. როგორც იქნა
ავაწყვე ის ფაზლი და სულაც არ გამოვიდა „სტეიტ აილენდის“ სკოლის ლოგო.

-„მანჰეტენ ბრიჯი“?-მოუთმენლად იკითხა სანდრომ.

-არა! ამ ორიდან არც ერთი. „ქუინზის“ სკოლის ლოგოა, მაგრამ ის დაწყებითი სკოლაა
და თა არც ისე დიდი კონტიგენტით. მგონი საერთოდ ავირიეთ...-საუბარში ჩაერთო
ბრედიც.

-ოფისში დაბრუნდეთ?-სანდროს გახედა ნინამ, რომელმაც უარყოფის ნიშნად თავი


გაიქნია.

-არ ღირს გარისკვა...

* * *
ჯერ პირველი გაკვეთილიც არ იყო დამთავრებული, სკოლის განგაშის ზარი და
ანიკას მობილური ერთდროულად რომ აყვირდნენ. სანდრო ურეკავდა...

-გისმენ!-ჩასძახა მობილურს და თან წიგნები ჩანთაში ჩაყარა_დასაკარგი დრო არ იყო.

-ანიკა, სასწრაფოდ აორთქლდი სკოლიდან!-თითქმის უყვირა ბიჭმა. ისეთი


დაძაბული ხმა ჰქონდა, ანიკას თითქმის ძარღვებში სისხლი გაეყინა.

-უკვე გვიანია...-მშვიდად უპასუხა და ხალხის ბრბოს უნდა გაჰყოლოდა, მაგრამ...

მაგრამ განგაშის დარეკვიდან რამდენიმე წამში, ანიკას კლასის კარი შავებში


ჩაცმულმა კაცმა შეანგრია და ყველამ ისეთი კივილი ატეხა, სანდრო მაშინვე მიხვდა
რაც ხდებოდა და ერთი გულიანად შეიკურთხა.

-არ ინერვიულო, ჩვენ უკვე მოვდივართ. და თუ მოახერხებ, კავშირზე იყავი!-


სანდრომ საუბარი დაასრულა და ანიკამაც მობილური შარვლის ჯიბეში ჩაიცურა.
უკვე ყველანი კედელთან იდგნენ ატუზულები, შავფორმიანი კი ავტომატით ხელში
ჯარისკაცივით დადიოდა წინ და უკან. ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა,
ანიკამ შეშინებაც კი ვერ მოასწრო. თითქოს მძაფრსიუჟეტიან ფილმში იყო და
დაკისრებული მისია უნდა შეესრულებინა.

-მოგესალმებით!-როგორც იქნა ხმა ამოიღო „უცნობმა“.-დადგა ჩვენი შეხვედრის


წამიც. პატივი მაქვს მოგილოცოთ რადგან თქვენ მოხვდით ჩემს რჩეულ სიაში და
სწორედ თქვენი საშუალებით დავასრულებ წლევანდელ სეზონს.-კაცი ისე მშვიდად
და ხატოვნად ლაპარაკობდა, თითქოს პრესტიჟული შოუ-პროგრამის წამყვანი
ყოფილიყო.-ახლა კი ყველანი მუხლებზე და ხელები კისერზე!

~ 197 ~
თავიდან ბრძანებას არავინ არ დაემორჩილა. შესაძლოა სიტუაცია ვერ გაიაზრეს ან
ბრძანება ვერ აღიქვეს სერიოზულად, მაგრამ როდესაც „სტუმარმა“ იარაღი გადატენა,
ყველა მაშინვე მუხლებზე დაეცა.

-კარგი ბავშვები ხართ!-ჩაიცინა ტერორისტმა და შემდეგ მასწავლებელს გადახედა.-


თქვენ შეგიძლიათ დაგვტოვოთ!-და ადგილზევე მოკლა. განძრევასაც კი ვერავინ
ბედავდა, მომხდარისგან შოკში იყვნენ. ამ არამზადამ სულ რამდენიმე წამში ადამიანი
ისე მოკლა, ხელიც არ აკანკალებია.

-რას გვიპირებთ?-ამოიკნავლა ვიკიმ და ცრემლები წამოუვიდა. ნიკაპი უკანკალებდა


და პატარა ბავშვივით ტიროდა.

-FBI! ალყაში ხართ!-ანიკამ სანდრომ ხმა რომ გაიგო, გული შეეკუმშა.-სისულელეების


გაკეთებას აზრი აზრი არ აქვს! დაყარეთ იარაღი და ჩაგვბარდით!

-წადით თქვენი!-დაიღრიალა კაცმა და ისევ ბავშვებს მიუბრუნდა.-ტყუილად გაქვთ


იმის იმედი, რომ აქედა ვინმე ცოცხალი გავა. ყველამ ჩამაბარეთ მობილურები,
დროზე!-დაიღრიალა კიდევ ერთხელ და პირველად კევინთან მივიდა, რომელიც
შეშინებული აცეცებდა ცისფერ თვალებს აქეთ-იქეთ.

ალბათ მართალია რომ ამბობენ, ადამიანის გონება ექსტრემალურ პირობებში უკეთ


მუშაობსო. ანიკა არც დაფიქრებულა, იქვე მდგარი მაგიდის ქვეშ შეძვრა, სანამ
ტერორისტი სხვებისთვის მობილურის ჩამორთმევით იყო დაკავებული. მის მთავარ
მიზანს ახლა სანდროსთან ნებისმიერი გზით დაკავშირება წარმოდგენდა. თითები
ისე უკანკალებდა, ფიზიკურად ვერ შეძლებდა შეტყობინების აკრეფას, ამიტომ ისევ
დარეკვა ამჯობინა და თან სანდროს გულში მადლობა გადაუხადა, რომ თავისი
ნომერი სწრაფი დარეკვის ღილაკზე დაუყენა.

-სან...-მართალია სანდრომ პირველივე ზარის გასვლისას უპასუხა, მაგრამ ანიკამ


ვეღარ მოახერხა მეტი ვერაფრის თქმა, რადგან ვიღაც თმაში სწვდა და მაგიდის
ქვეშიდან გამოათრია.

-შე პატარა ძუკნა!-ამოიგმინა კაცმა.-ვისთან რეკავ? გინდა რომ ჩამიშვა?-შემდეგ კი


ანიკას ისეთი სილა გააწნა, გოგონა იატაკზე დაეხეთქა.

-მესამე სართულზე მეშვიდე კაბინეტი!-დაიყვირა ბოლო ხმაზე სანამ მისი ტელეფონი


დაიფშვნებოდა, შემდეგ კი ისევ თმის დახმარებით წამოაყენეს.

-ახლავე მივდივართ აქედან! შეგიძლიათ მადლობა უთხრათ თქვენს მეგობარს,


რადგან მეტჯერ მისი ხილვის ბედნიერება აღარ გექნებათ!-ტერორისტმა ანიკას
მკლავში ხელი წაუჭირა და კლასიდან გაათრია.

სულ რამდენიმე წამით რომ დაეგვიანათ, ვეღარაფერს გააწყობდა, მაგრამ როგორც


ჩანს, იღბალი მათ მხარეს იყო და ერთი ფეხით გაასწრეს FBI-ს ჯგუფს.
~ 198 ~
-სად მივდივართ?-ამოინკავლა ანიკამ და ეცადა ფეხები არ არეოდა, რადგან ძალაინ
სწრაფად მიათრევდნენ სადღაც.

-შენს ჯოჯოხეთში!-მკაცრად უპასუხა კაცმა და რკინის კარი მძიმედ შეაღო...

* * *
-დედას შე**** !-ამოიგმინა სანდრომ და პირველი შევერდა შენობაში. საკუთარ თავს
ვერ აპატიებდა ანიკას რომ რამე მოსვლოდა. რამ გამოშტერა, რატომ არ გააფრთხილა
დილითვე?

-სანდრო, დაგველოდე!-მოესმა ზურგსუკან ჯარედის ხმა, მაგრამ ყურადღება არ


მიაქცია და ანიკას მითითებული კლასის კარი შეანგრია, მიუხედავად იმისა, რომ ის
საერთოდ არ ყოფილა ჩაკეტილი.

-რა მოხდა აქ?-იკითხა გაყინული ხმით, როდესაც ოთახში მასწავლებლის გვამი


დაინახა, მაგრამ ანიკას კვალიც კი ვერსად შენიშნა. პასუხი ვერ მიიღო, ყველა
შოკირებული იყო მომხდარით. ამასობაში სანდროს გუნდის დანარჩენი წევრებიც
შემოცვივდნენ ოთახში.

-რა მოხდა, ვინმე აიყვანა მძევლად?-იკითხა ნინამ შედარებით რბილი ხმით და


ბავშვებს მიაშტერდა, მაგრამ პასუხი ისევ არ იყო.

-ამოიღებთ ხმას თუ არა?-დაიგრგვინა სანდრომ და ისედაც აკანკალებული კევინი


კიდევ უფრო შეაშინა მისმა ხმამ. თან იმდენად შეაშინა, რომ ყველაზე დიდი
სისულელე გააკეთა.

-ჩვენ არაფერი ვიცით! მე ნუ მიყურებთ, მე არაფერ შუაში ვარ! მართალია


ნარკოტიკებს ვყიდი, მაგრამ მისი თანამზრახველი არ ვარ!-მუხლებში ჩაუვარდა
სანდროს და ამ უკანასკნელსაც, გულიანად გაეცინებოდა მის საქციელზე, სხვა
სიტუაციაში რომ ყოფილიყვნენ. კოლეგებს გახედა უცნაური მზერით, შემდეგ კი ისევ
ბავშვებს მიუბრუნდა.

-სად წაიყვანა?-მთავარ ამოცანაზე გადაერთო, მაგრამ პასუხი კვლავ არავის ჰქონდა.

-გვითხრა მადლობა უთხარით თქვენს მეგობარს, რადგან მეტჯერ ვეღარ ნახავთო...-


ბოლოს ისევ მეგიმ ამოიღო ხმა და სანდრომაც მოურიდებლად შეიკურთხა.

-სკოლიდან ვერ გაიყვანდა, გარეთაც ჩვენი ჯგუფები არიან...-თქვა ლინდსიმ.

-სკოლაში თუ არიან, მალევე ვიპოვით!-სანდროს დამშვიდება სცადა ბრედმაც.

-ანიკა თვითონ დაგიკავშირდებათ. სანამ კლასიდან გაათრევდა, მოვასწარი და


ჩანთაში ჩემი მობილური ჩავუცურე!-ხმა ამოიღო ნიკმა, რომელიც მთელი ამ დროის

~ 199 ~
განმავლობაში შეუმჩნევლად იჯდა. წესით სანდროს მისი სიტყვები უნდა
გახარებოდა, მაგრამ როდესაც მიხვდა რა მოხდებოდა, იმ ნაბიჭვარს ანიკას მობლური
რომ ეპოვა, ცოტაღა დააკლდა აფეთქებამდე...

* * *
-სად ვართ?-შეშინებული ხმით იკითხა ანიკამ, როდესაც ჩაბნელებულ, მიწური ტიპის
ოთახში ამოყო თავი.

-ბუნკერში!-მოკლედ მოუჭრა კაცმა და იარაღი მოიხსნა.

-სად?-პირი დააღო გოგონამ.

-ბუნკერ-თავშესაფარში. რა იყო, ასე ძალიან გაინტერესებს სად მოკვდები?

-შენ მე არ მომკლავ...-ეს უფრო საკუთარი თავის დასამშვიდებლად წარმოთქმული


სიტყვები იყო, რაზეც ტერორისტმა გულიანად გადაიხარხარა.

-რა კარგი წარმოდგენა გაქვს ჩემზე! სადაც ჩვიდმეტ სკოლაში მოვაწყვე საშინელი
ტერაქტი, შენი მოკვლა გამიჭირდება? ნუ მაცინებ, ძალიან გთხოვ! სტივ
ჯონსონისათვის შეუძლებელი არაფერია! მალე ყველა გაიგებს ჩემს სახელს.
ჟურნალები, გაზეთები, ტელევიზია... ყველაფერი ჩემზე ინფორმაციით აჭრელდება.
შემდეგ კი, როდესაც ყველაფერს გავაკეთებ და დამიჭერენ, ციხეში ყოფნისას წიგნს
დავწერ. ყველაფერს დეტალურად მოვყვები, როგორ ვგეგმავდი თითოეულ ტერაქტს.
ეს წიგნი ბესტსელერი გახდება, მე კი მთელი მსოფლიო გამიცნობს. საბოლოოდ, სანამ
ციხიდან გამოვალ, იმდენი ფული დამიგროვდება წიგნების გაყიდვით, რომ
შეიძლება მილიონერიც გავხდე. აღარაფერზე მომიწევს ფიქრი და უდარდელად
ვიცხოვრებ! ისე, შენც გაგიმართლა. ჩემს განსაკუთრებულ მსხვერპლზეც ბევრს
ილაპარაკებენ. „გოგონა, რომელიც წამებით მოკლეს...“ არა, მოიცადე, უკეთესი
სათაური უნდა მოვიფიქრო... „გოგონა, რომელიც სასტიკმა დამნაშავემ გააუპატიურა
და შემდეგ წამებით მოკლა!“ აი ეს ჯობია!-ანიკა რომ არ მჯდარიყო, ადგილზევე
ჩაიკეცებოდა. სუნთქვა შეეკრა და თვალები დაუბნელდა. იგრძნო როგორ
აუკანკალდა მთელი სხეული და როგორ დაიწყო მისმა გულმა ყელისკენ ასვლა.
თვალები დახუჭა და ქუთუთოები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. ერთიანად იგრძნო
ზიზღი, გულის რევის შეგრძნება და პანიკა. ყველაზე ნაკლებად კი ახლა ბოლო
აწყობდა. ნამდვილად არ უნდოდა შიშს დაემორჩილებინა და საკუთარ თავზე
კონტროლი დაეკარგა. არც ამ ნაძირალას წინ ტირილი უნდოდა. როგორმე უნდა

~ 200 ~
მოეხერხებინა და თავი ხელში აეყვანა. შეუმჩნევლად სუნთქვის ვარჯიშების კეთება
დაიწყო. ყველაზე მეტად ახლა სრული მობილიზება სჭირდებოდა.

-ცუდად ხომ არ ხარ, ლამაზო? შენი ბუნებრივი სიკვდილი საერთოდ არ მაწყობს


ახლა!-ირონიულად ჩაილაპარაკა სტივმა და თვითონ ანიკას საპირისპირო მხარეს
დაჯდა, ისე რომ ზურგით კედელს ეყრდნობოდა.

-მე შენი ლამაზი არ ვარ და ნუ გაქვს იმის იმედი, რომ რამეს დამიშავებ!-ანიკა
თვითონაც ვერ მიხვდა საიდან ჰქონდა ხმაში ამდენი სიმკაცრე, მაგრამ საპასუო
რეაქციად მხოლოდ გულიანი ხარხარი მიიღო, თუ რა თქმა უნდა, შეიძლება რომ იმ
ნაძირალას გული ჰქონოდა. კაცი ფეხზე წამოდგა, ანიკას მიუახლოვდა და ისიც
უხეშად წამოაყენა.

-აი ძალიან მაინტერესებს, საიდან ამდენი გამბედაობა და მითუმეტეს, იმედი?

-გიპოვიან და სამუდამოდ ციხეში ამოგალპობენ. ამას პირადად მე გპირდები!-


გოგონამ ირონიული ღიმილი აიკრა, მაგრამ უკვე მეორედ იგრძნო როგორ ითრიეს
თმით და ამჯერად კედელს ააკრეს. კაცმა ხელები ყელში წაუჭირა. არ ახრჩობდა,
მაგრამ განძრევის საშუალებასაც არ აძლევდა. ანიკამ უნებურად სუნთქვა შეიკრა,
მაგრამ მალევე გააანალიზა რასაც აკეთებდა და მოეშვა. ახლა პანიკის დრო არ იყო!

-კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე, მეორედ აღარ გაგიმეორებ!-ხრიწნიანი ხმით


ჩაიჩურჩულა პირდაპირ ანიკას ყურთან. დაუპარსავი წვერთი ოდნავ ეხებოდა
გოგონას სახეს და მასშიც უმალვე იწვევდა გულის რევის შეგრძნებას. სანდრო, სად
ხარ?

-ხელები გამიშვი!-დაუფარავი ზიზღით თქვა და თვალებში ჩააშტერდა.

-აქ ბრძაებებს მე ვიძლევი!-გაბრაზდა სტივიც და ახლა მართლა ძლიერად მოუჭირა


ხელები.-შემიძლია აქვე და ახლავე, ასე წიწილასავით მოგიგრიხო კისერი, მაგრამ ასე
არ მოვიქცევი, იმიტომ რომ ჯერ მჭირდები. ხელს გაგიშვებ და შენც შეწყვეტ გმირის
როლში ყოფნას, გასაგებია?

ანიკა ურეაქციოდ იდგა. გრძნობდა ნელ-ნელა როგორ ეკვრებოდა სუნთქვა და


ორგანიზმი ჟანგბადისგან ეცლებოდა, მაგრამ როგორღაც მაინც მოახერხა პასუხის
გაცემა.

-არასოდეს!-ამოიხრიალა ბოლოს და წინანდელი სილისგან განსხვავებით, ახლა


ისეთი მწარე მუშტი მიიღო, რომ იქვე ჩაიკეცა და ტუჩზე სისხლის გემოც იგრძნო.
ნაბიჭვარი!

-არც ახლაა გასაგები, რომ უნდა დამემორჩილო?-დაიღრიალა კაცმა. ანიკა ჯერ კიდევ
არ იყურებოდა მისკენ. როგორმე რამე უნდა მოიფიქროს, რომ დასახიჩრებასაც
გადაურჩეს და არც თავმოყვარეობა დაკარგოს.
~ 201 ~
-ნაბიჭვარი ხარ! ნაგავი!-ბოლოს მაინც ემოციებმა სძლიეს და ერთიანად
აკანკალებული ფეხზე წამოიჭრა. უნდოდა მუშტებით მივარდნოდა და ის ამაზრზენი
სიფათი გაელამაზებინა, მაგრამ მისი ქმედება დასაწყისშივე აღიკვეთა და ამჯერად
მეორე ყბა აუხურა მუშტმა. რა ჯანდაბაა, მოკრივეების „მსხალად“ დაიწყო მუშაობა
და უმალავენ?! თუ დასაბეგვი ხორცის ნაჭერს ჰგავდა?!

გაბრაზება უკვე ყელში აწვებოდა. იმდენად დიდი იყო, რომ ტკივილი და შიშიც კი
გადაფარა. ისე როგორ უნდა მოხდეს, ამ შეშლილს ერთი დარტმა მაინც რომ არ
მიაყენოს?! საბედნიეროდ ამჯერად ჩანთასთან ახლოს დავარდა, ჩანთაში კი ღერთმა
უწყის რატომ, მაგრამ თმის ლაქი ჰქონდა უხროვარ დროში ჩაგდებული. ჰმ, აი სად
გამოიყენებს! მაგრამ ახლა მთავარია ჩანთა შეუმჩნევლად გახსნას. ხელი წაიღო თუ
არა, მაშინვე საშინელი რეაქცია მიიღო პასუხად.

-რას აკეთებ, შე კახპა?-ისევ იღრიალა კაცმა და ჩანთა ფეხის კვრით გაასრიალა. ეს


გზას მოეჭრა ანიკას... საინტერესოა, როდის უნდა დამთავრდეს ეს საშინელება? ან... ან
იქნებ, არც დამთავრდეს?

-უბრალოდ წყლის დალევა მინდოდა. დავიჯერო, ესეც არ შეიძლება?-ურცხვად


იცრუა ანიკამ და მისმა ტყუილმაც ის შედეგი გამოიღო, რაც არ უნდა გამოეღო_სტივი
ჩანთის შესამოწმებლად გაემართა.

-შენ გგონია შემს მოტყუებას შეძლებ?-ბოროტულად ჩაიცინა და ჩანთასთან


ჩაიმუხლა. ოღონდ არ გახსნას, ოღონდ არ გახსნას!

-ლაჩარი ხარ!-დაუყვირა ანიკამ და აიძულა წაღებული ხელი შუა გზაში გაეშეშებინა.-


იმასაც კი ვერ ბედავ, რომ მუქარა შეასრულო. უსუსური და მშიშარა ხარ!

-ახლა რაღა ჩაიფიქრე?-გეგმამ არ გაჭრა. ჩანთა ხელში აიღო და ერთიანად


გადმოაპირქვავა. წიგნები, რვეულები, წიგნაკი, სავარცხელი, სარკე, თმის ლაქი,
ყურსასმენები და უცხო მობილური იატაკზე აღმოჩნდა. ანიკამ თვალები დააჭყირა.
კი მაგრამ, ეს საიდანღა გაჩნდა აქ?

-გეფიცები ჩემი არ არის!-წამოიყვირა სასწრაფოდ, როდესაც მისკენ მიმავალი


გააფთრებული ტერორისტი დაინახა. გასაქცევიც რომ არსად ჰქონდა?! კედელს
აეკრო, თითქოს ის დაიცავდა, თითქოს მისი კლანჭებისგან გადაარჩენდა...

-მე დააპირებს ყოველთვის ვასრულებ, მაგრამ ახლა ცოტა უნდა ვითამაშოთ.

-რა?-ანიკამ სერიოზულად დააღო პირი. უკვე მისი ყბისა და სტივის მუშტის


გულთბილ შეხვედრას ელოდა, ის კი ეუბნება ვითამაშოთო?

-ვინ არის ტელეფონის პატრონი? კარგად მახსოვს, რომ შენი დავფშვენი.

-არ ვიცი...

~ 202 ~
-ვინ არის-მეთქი?-ისევ ყვირილი. ნეტავ ყელი მაინც არ ეტკინა? მისი არ ვიცი, მაგრამ
ანიკას კი ნამდვილად ეტკინა ყურები.

-არ ვიცი, არ ვიცი, დამანებე თავი, შემეშვი!-დაიკივლა და სახეზე ხელები აიფარა.


მეტი მართლა აღარ შეეძლო. სად იყო სანდრო ამდენ ხანს?

-როგორც ჩანს, თამაში არ გვინდა... მომიწევს მაშინ ჩემი გეგმის განხორციელებაზე


გადასვლა...

-მოიცა!-წამოიყვირა ბოლო წამს ანიკამ. იქნებ გადარჩეს კიდეც?

* * *
-ასე სათითაოდ კაბინეტების შემოწმებით ვერაფერს გავხდებით! უკვე მთელი სკოლა
შემოვიარეთ, მაგრამ არსად კვალიც კი არაა!-ამოიბუზღუნა ჯარედმა.

-სახლში წასვლას ხომ არ მირჩევდი?-მისმა სიტყვებმა კიდევ უფრო გააღიზიანა


სანდრო.

-იქნებ კიდევ ერთხელ გვეცადა იმ ბიჭის ტელეფონის მიხედვით მოძებნა?-შეაპარა


ნინამ, სანდრო კი საბოლოოდ აფეთქდა.

-მერამდენედ? მერამდენედ ვცადოთ ერთი და იგივე? უკვე საათზე მეტი გავიდა, ის


კი უკვალოდაა გამქრალი!

-ნიკის ტელეფონიდან მირეკავენ!-წამოიკივლა ჯესიკამ, როდესაც მისი მობილური


ამღერდა.

-მომეცი!-ის იყო სანდროს უნდა გამოერთმია, რომ ახლა შონი ჩაერია.

-შენ დამშვიდდი! ნიკი უპასუხებს!-უთხრა მეგობარს და შემდეგ ნიკს მიუბრუნდა.-


მაქსიმალურად დიდხანს ელაპარაკე რომ ვიპოვოთ საიდან რეკავს, გასაგებია?-ბიჭმა
უბრალოდ თავი დაუქნია, შემდეგ კი ჯესიკას მობილური გამოართვა და უპასუხა.

-სპიკერი ჩართე!-ტუჩების მოძრაობით უბრძანა სანდრომ, რამდენიმე წამში კი


სტივის ხმა მთელს ოთახში გაისმა.

-როგორც ჩანს ჩვენმა ბიჭმა გმირობა გადაწყვიტა!-ამაზრზენად გაიცინა. ანიკას ხმა


საერთოდ არ ისმოდა.-ხომ არ შემოგვიერთდებოდი შემთხვევით?

~ 203 ~
-ჩემგან რაღა გინდა?-ყველაზე სულელური კითხვა დასვა ნიკმა. სანდრომ თვალები
აატრიალა და ანიშნა, რომ ანიკაზე ეკითხა.

-შენგან რა უნდა მინდოდეს?-გადაიხარხარა კაცმა.-აი შენ მეგობართან კი,


დარწმუნებული ვარ კარგად გავერთობი!

-ანიკას არაფერი დაუშავო!-სანდროს ფიქრები გააჟღერა ნიკმა.-ტელეფონი მე


ჩავუგდე, მისი ბრალი არაა.

-აი ეგ ახლა ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს. დარწმუნებული ვარ ძაღლები


გახვევია თავს, ასე რომ, რომელიმე დამალაპარაკე.

-რა გინდა?-დაიყვირა სანდრომ. უკვე აღარ შეეძლო თავის კონტროლი. გრძნობდა


როგორ ეჭიმებოდა კუნთები.

-მშვიდად, წყნარად!-ჩაიცინა სტივმა.-მე უბრალოდ რამდენიმე მოთხოვნა მაქვს. სულ


რამდენიმე საათს გაძლევთ იმისათვის, რომ ამ დროის განმავლობაში გამოვიდეს “The
New-York Times”-ის საგანგებო ნომერი, რომლის ყდაზეც მე ვიქნები. ასევე მჭირდება
ხელშეუხებლობის გარანტია ციხეში და VIP საკანი.-ბოლო ფრაზაზე ყველამ
ერთმანეთს გადახედა. შონმა სანდროს თავი დაუქნია იმის მისანიშნებლად, რომ უკვე
იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი.-წინააღმდეგ შემთხვევაში, გოგოს ნაკუწებად
ვაქცევ!-ბრედმა მობილური გათიშა. მეტის მოსმენა აღარ სჭირდებოდათ, მითუმეტეს
კი_სანდროს გაგიჟება.

-ფეხებსაც ვერ მოსჭამ!-დაიღინა სანდრომ და კოლეგებს გახედა_დრო აღარ ჰქონდათ,


სასწრაფოდ მოქმედებაზე უნდა გადასულიყვენ...

* * *
-როგორც ჩანს, შენი სიცოცხლე საერთოდ არ ანაღველბთ, სამწუხაროა!-„დანანებით“
ჩაილაპარაკა სტივმა და ანიკას მიუბრუნდა, რომელიც მთელი ამ დროის
განმავლობაში პირახვეული და ხელებშეკრული, იატაკზე იჯდა.-სხვა რა გზა
დამრჩენია, მათ მაიძულეს ასე მოქცევა!-შემდეგ კი ანიკა წამოაყენა, პირზე სახვევი
მოხსნა და ველურივით დააცხრა.

-თავი დამანებე!-დაიკივლა ანიკამ და რაც ძალა და ღონე ჰქონდა, ტუჩზე უკბინა.


გაიგო როგორ ამოიგმინა კაცმა, შემდეგ კი გაიგო როგორ გაიფხრიწა მისი მაისური.
ცრემლები წასკდა. ხელებიც შეკრული ჰქონდა, საერთოდ არაფრის გაკეთება არ

~ 204 ~
შეეძლო. ციებიანივით იკლაკნებოდა მის მკლავებში, მაგრამ ამაოდ. გრძნობა როგორ
უკაწრავდა მკერდს მისი უხეში წვერი, ხელს კი პირზე მთელი ძალით აჭერდა. ანიკამ
ისევ უკბინა და მისმა საქციელმა ისევ არ გამოიღო არანაირი შედეგი იმის გარდა, რომ
სტივი კიდევ უფრო გამხეცდა.

-ვინ მოგცა ამდენის უფლება!-დაურიალა და ცალი ხელით ქამარი შეიხსნა.

-მეზიზღები!-როგორღაც მოახერხა ანიკამ ამის თქმა, სანამ ისევ შესწევდა ძალა.

შემდეგ ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა. ანიკამ იგრძნო ტერორისტის უხეში


ხელები მისი შარვლის შესაკრავთან, ტუჩები კი ყელზე. იგრნო ისიც, რომ სულ ცოტაც
და ადგილზევე ჩაიკეცებოდა. ბოლოს კი, რაღაც გრანდიოზული ხმაურის შემდეგ, ეს
სიმძიმე მოშორდა სხეულიდან და მართლა ჩაიკეცა. თვალების გახელას ვერ ბედავდა,
რადგან მხოლოდ ხმის მიხედვითაც კი ხვდებოდა, რომ ოთახში რაღაც საშინელება
ტრიალებდა.

-უფლება რომ მქონდეს, გეფიცები აქვე გამოგჭრიდი ყელს!-ნაცნობი ხმის გაგონებისას


კინაღამ გული გაუჩერდა, მაგრამ მაინც ვერ გაბედა თვალების გახელა, რადგან არ
იცოდა იქ რა დახვდებოდა. არც იმაში იყო დარწმუნებული, ეს ეჩვენებოდა თუ
მართლა ესმოდა.

-სანდრო, თავი ხელში აიყვანე. მას ჩვენ მივხედავთ!-გაიგონა კიდევ ერთი ნაცნობი
ხმა, შემდეგ კი... გული აუჩქარდა, როდესაც სახეზე თბილი ხელების შეხება იგრძნო.

-ყველაფერი დამთავრდა, მე შენთან ვარ...-ჩაესმა ყურში და როგორღაც იპოვა


საკუთარ თავში იმის ძალა, რომ თვალები გაეხილა. სანდროს სახის დანახვისას ყველა
ემოცია ერთიანად მიაწვა და ნიკაპი აუკანკალდა, შემდეგ კი ძლიერმა ხელებმა
გულში ჩაიკრეს და სწრაფად გაუხნეს სახვევი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ
ყველაფერმაც ვერ მოჰგვარა სიმშვიდე_მომხდარმა დიდი ზეგავლენა იქონია მასზე.

-გთხოვ... აქედან წამიყვანე...--ნაწყვეტ-ნაწყვეტ ძლივს ამოილუღლუღა ჩამწყდარი


ხმით და თავი მის კისერში ჩარგო. აღარ უნდოდა იმ ნაძიარალას სახის დანახვა. აქ
გაჩერებას აღარ შეეძლო, უკვე სული ეხუთებოდა.

სანდრომ ერთი კი გადახედა ბიჭებს და როდესაც ანიშნეს, რომ ყველაფერს თვითონ


მიხედავდნენ, მაშინვე აიყვანა ანიკა ხელში და ოთახიდან გავიდა. გზაში
დამამშვიდებელ სიტყვებს ეჩურჩულებოდა და თმაზე კოცნიდა, მაგრამ ანიკა მაინც
ვერ წყვეტდა კანკალს. უკვე გასასვლელთან იყვნენ მისულები, სანდროს რომ ახედა
და რატომღაც მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო.

-სან, დამსვი...

-რა?

~ 205 ~
-დამსვი, არ მინდა გარეთ ასე გასვლა. დარწმუნებული ვარ ყველა აქაა შეკრებილი.

-და მერე რა?

-არაფერი, უბრალოდ არ მინდა...-სანდრომ მხოლოდ თავი დაუქნია, შემდეგ კი დასვა.


ტყვიაგაუმტარი ჟილეტი გაიხადა, მის შიგნიდან ჩაცმული პერანგიც მიაყოლა და
ანიკას გაუწოდა, შემდეგ კი ჟილეტი უბრალო მაისურზე შემოიცვა და ისევ შეიკრა.
გოგონამ უსიტყვოდ ჩაიცვა პერანგი, ხელებზე აიკეცა, წელთან კი გაიკვანძა,
ცრემლები მოიწმინდა და სანდროსთან ერთად გარეთ გავიდა.

უცბად დღის შუქმა თვალები მოსჭრა და სახეზე ხელი აიფარა. გარეთ ისეთი ხმაური
ატყდა, იფიქრებდით საფლავიდან წამოყენებული მაიკლ ჯექსონი დაინახესო. ზოგი
ტაშს უკრავდა, ზოგი ანიკას გადარჩენას ულოცავდა, მეგიმ კი თავი ვერ შეიკავა,
პირდაპირ მათთან მიირბინა და მეგობარს ძლიერად ჩაეხუტა.

-მადლობა ღმერთს! ყველანი ძალიან ვნერვიულობდით...-ანიკამ როგორღაც იპოვა


ძალა და გაუღიმა.

-ეკონომიკის მასწავლებელი გადარჩა?

-სამწუხაროდ, რომ მოვიდნენ უკვე მკვდარი იყო. შენ როგორ ხარ?

-ცუდად, მეგი, ცუდად ვარ! ნიკი სად არის?

-აქ ვარ...-მოესმა ბიჭის ხმა და მას გახედა. ყველაფერი სწრაფად უნდა ეთქვა, თორემ
გრძნობდა როგორ ეცლებოდა ძალა. ნორმალურად ლაპარაკის თავიც კი არ ჰქონდა.

-მინდა მადლობა გადაგიხადო. რომ არა შენი მობილური, არც ვიცი რა მოხდებოდა.

-არ არის საჭირო. ადამიანები ხშირად ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ მთავარია მათი
აღიარების არ გვრცხვენოდეს და საკუთარ თავში გამოსწორების ძალა ვიპოვოთ...-
ნიკმა უბრალოდ გაუღიმა, ანიკამაც თავი დაუკრა, შემდეგ კი სანდროს ისეთი
თვალებით გახედა, აშკარად აქედან წასვლას სთხოვდა. ბიჭსაც აღარ დაუყოვნებია,
სწრაფად და უპრობლემოდ გაიყვანა ხალხის მასისგან და უკვე მის ჯიპთან იყვნენ
მისულები, გიას ხმა რომ გაიგეს.

-სანდრო! როგორც იქნა! სახლში ვეღარ მოვისვენე. რა მოხდა? ყველაფერი მართლა


ისე იყო, როგორც ტელევიზორში თქვეს? ანიკა, შენ როგორ ხარ?

-არ ვიცი რა თქვეს. ტერაქტის მოწყობა იყო დაგეგმილი, მაგრამ ანიკა მძევლად
აიყვანეს. უკვე დავიჭირეთ დამნაშავე, ახლა კი ჩემთან მივდივართ.

-სად? არა! ჯობია ახლა სახლში წავიყვანო!

-მამა, ანიკას ჩემთან წავიყვან. არ მინდა მისგან შორს ვიყო.

~ 206 ~
-მე არ მოგცემ უფლებას, რომ ერთ სახლში, სრულიად მარტოებმა იცხოვროთ.
შეგიძლია ჩვენთან დაბრუნდე, მაგრ...

-გია, მომისმინე!-ურცხვად შეაწყვეტინა სანდრომ.-ახლა ირაკლიც რომ გაჩნდეს ჩემს


წინ, მაინც ვერავინ შემიშლის ხელს ანიკას წაყვანაში, ამიტომ ძალიან გთხოვ,
დამშვიდდი. მე უკეთ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე. სანამ ამ ყველაფერს არ
დავავიწყებ, ჩემთან იქნება, ხვალ კი მისი ტანსაცმელების წასაღებადაც მოვალ!-
სანდროს ტონი ისეთი კატეგორიული იყო, გია მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას
აზრიც აღარ ჰქონდა, ამიტომ უსიტყოვ უყურა როგორ ჩასვა მისმა შვილმა ანიკა
მანქანაში, შემდეგ კი თვითონაც მიუჯდა საჭეს და ადგილს მოსწყდა.

გია უკვე ხდვეოდა, რომ ეს სიყვარული სანდროს ცხოვრებაში ან ბედნიერად


დასრულდებოდა, ან ძალიან დიდ ტკივილს მოუტანდა. ეს ყველაფერი კი, სწორედ
რომ თვითონ სანდროზე იყო დამოკიდებული და მის მეტმა არავინ იცოდა როგორი
იქნებოდა დასასრული, რომელიც აშკარად ახლოვდებოდა...

თავი 18

გზა უხმო იყო. ჩუმი, მაგრამ არა მშვიდი. ყრუ, როგორც სიკვდილი... ანიკას ფანჯრის
მინაზე მიედო თავი და გზას გაჰყურებდა. უყურებდა როგორ ცვლიდნენ
გამოსახულებები ერთმანეთს, მაგრამ სინამდვილეში ვერაფერს ხედავდა „მისი“
ღვარძლიანი სახის გარდა. ისიც უკვირდა ახლა ასე რომ იჯდა, მაგრამ რატომღაც
ემოციების გამოხატვა არ შეეძლო. თითქოს დაცალეს, გამოფიტეს, გამოშიგნეს და
მხოლოდ ფიტული დატოვეს. სანდროსკენაც კი ვერ იხედებოდა. სახელს ვერ
არქმევდა იმ გრძნობას, რასაც ახლა განიცდიდა, მაგრამ იცოდა, რომ ცოტა ხნით
მაინც, მარტო დარჩენა ყველაფერს ერჩივნა. ან თუნდაც დაძინება და შემდეგ სახლში
გამოღვიძება, თბილისში...

ერთადერთი, რაც მანქანაში გამეფებულ „სიმშვიდეს“ არღვევდა, დროდადრო


სანდროს მძიმე ამოსუნთქვა იყო. საჭეს ხელებს ძლიერად უჭერდა და მაქსიმალურად
ცდილობდა მობილიზებას, მაგრამ მაინც არაფერი გამოსდიოდა. თვალწინ ცოტა ხნის
წინ მომხდარი კადრები უტრიალებდა და ტვინში სისხლი ასხამდა. სულ რამდენიმე
წამითაც რომ დაეგვიანა, ღმერთმა იცის რა მოხდებოდა. ჰმ, ღრმერთმა კი არა,

~ 207 ~
თვითონაც მშვენივრად იცოდა. უბრალოდ, გაფიქრებისაც კი... ეშინია. დიახ, ეშინია
და ეს გრძნობა თითქოს მთელს სულში უფათურებს ხელებს.

წამით ანიკას გახედა და გაბრაზებას კიდევ ერთმა ტალღამ დაუარა. გოგონას ტუჩი
შესიებოდა, მის ლოყაზე გაჩენილი სიწითლეები კი ნელ-ნელა ლურჯ ფერში
გადადიოდნენ. რა ჯანდაბის გამო ვერ შეძლო მისი დაცვა?! ახლა კი, მათ შორის
ისეთი გაუცხოება იგრძნობოდა, რომ ეს ყველაფერი შინაგანად ჭამდა. თავს იმდენად
დამნაშავედ გრძნობდა, ისიც კი არ შეეძლო, გოგონას მოხვეოდა, დაემშვიდებინა და
ეთქვა, რომ ყველაფერი უკან დარჩა. თითქოს, რაღაც ძალა აკავებდა.

მანქანა ახალი კორპუსის ავტოსადგომზე ისე გააჩერა, ხმა არც ერთს არ ამოუღია.
უკვე მტკივნეული ხდებოდა ეს სიჩუმე, მაგრამ სახლის კარიც უხმოდ შეხსნეს.

-შეიძლება აბაზანით ვისარგებლო?-და აი, სახლი ნანატრი ხმით აივსო. მიუხედავად


იმისა, რომ ხმა უსიცოცხლო და ჩამქრალი იყო, სანდრო მაინც შეკრთა მისი
გაგონებისას.

-რა თქმა უნდა. ხომ იცი პირსახოცი და ხალათი სადაც არის?-ანიკამ უბრალოდ თავი
დაუქნია.-მე მაამდე სადილს გავაკეთებ. ბევრი არაფერი მაქვს, მაგრამ მგონი
კარტოფილის შეწვას მაინც მოვახერხებ.-გაუღიმა სანდრომ. ღმერთო, როგორ
უნდოდა ანიკას, რომ მასა გაეღიმა. როგორ უნდოდა მისულიყო, მოხვეოდა და ეთქვა,
რომ მისი ბრალი არაფერი იყო. მაგრამ, არ შეეძლო... არ შეეძლო ამის გაკეთება,
ამიტომ პასუხის გარეშე დატოვა და საძინებლისკენ გაემართა საჭირო ნივთების
ასაღებად...

* * *
-რამე ხომ არ გართულდა ან საჭირო ხომ არაა ჩემი მოსვლა?-სანდრო თან ჯარედს
ესაუბრებოდა და თან კარტოფილს ურევდა. ყველაფრის მიუხედავად, არ შეეძლო
მშვიდად მჯდარიყო სახლში მაშინ, როდესაც წესით სამსახურში უნდა ყოფილიყო და
დამნაშავე დაეკითხა.-ძალიან კარგი. ყურადღება არ მოადუნოთ, ეგ არანორმალური
ყველაფრის გამკეთებელია...-ტაფას თავზე დაახურა და შემდეგი კითხვის
გაგონებისას, სახე მოექუფრა.-როგორ იქნება?! საშინლად. ხმას საერთოდ არ იღებს,
ძალიან მეშინია... არ მინდა ფსიქოლოგის ჩარევა დასჭირდეს, მაგრამ თუ ასე
გაგრძელდა, ვერ ასცდება. ჯერ ძალიან პატარაა ამ ყველაფრისთვის... ახლა წავედი.
თუ რამე, ნებისმიერ დროს დამირეკეთ.-სანდრომ საუბარი დაასრულა და ანიკაც

~ 208 ~
გამოვიდა აბაზანიდან. სველი თმა გაეშალა, ტანზე კი სანდროს პირსახოცის ხალათი
ჰქონდა შემოხვეული.

-გემრილი სუნია...-გაეღიმა გოგონას და გულში საოცარი სითბო ჩაეღვარა. საყვარელი


ადამიანი მისთვის სადილს ამზადებდა, თვითონ კი უსაქმურად იყო. როგორ
უნდოდა ეს სხვა სიტუაციაში მომხდარიყო.

-იმედია თვითონაც გემრიელი იქნება.-გაუღიმა სანდრომაც და მიუახლოვდა, რომ


ჩახუტებოდა, მაგრამ ანიკამ თვითონაც ვერ გაიაზრა ისე სწრაფად დაიხია უკან.
ნუთუ შეეშინდა?

-მაპატიე...-ამოილუღლუღა და აწითლებული სახე მაცივარში შეყო_“წვენს ეძებდა“.

-მხოლოდ ლუდი მაქვს, მაგრამ ახლავე ჩავალ და ამოვიტან.

-არა, არა!-ხელები გაასავსავა.-არ მინდა, წყალს დავლევ. უბრალოდ, რამე ცივი


მინდოდა.

-კარგი. მაგიდის გაშლაში დამეხმარები?

-კი. მაგრამ მგონი აჯობებს შენ კარტოფილს მიხედო, თორემ გემრიელ სუნს ნელ-
ნელა დამწვრის შეცვლის. მაგიდას მარტოც გავშლი...

სანდროს საოცარ გრძნობას უჩენდა მის სამზარეულოში, მისივე ხალათით


მოფუსფუსე გოგონას დანახვა, მაგამ ანიკას სახეზე მაინც ვერ ამჩნევდა სიმშვიდეს.
თითქოს ამ ყველაფერს ავტომატურად აკეთებდა, გაუაზრებლად. ერჩივნა ეყვირა,
ეტირა, გული დაეცალა, ვიდრე ასე გამოფიტულს ევლო.

სადილმაც ჩუმად ჩაიარა და მთელმა საღამომაც. იმ პატარა დიალოგის შემდეგ


ერთმანეთს არც კი გამოლაპარაკებიან. სანდროს უკვე მოთმინების ფიალა ევსებოდა.
არ შეეძლო ასეთი ანიკას ყურება. ყოველთვის მხიარული გოგონა ახლა
უსიცოცხლოდ იჯდა სავარძელში და ტელევიზორს ისეთი სახით მიშტერებოდა,
აშკარა იყო რომ სინამდვილეში მას სულაც არ უყურებდა. თვალსაც კი არ
ახამხამებდა, უბრალოდ იჯდა და ხალათის კალთას ხელით აწვალებდა. სანდროს
რამე უნდა ეღონა, თორემ ეს ყველაფერი გაუსაძლისი ხდებოდა.

მშვიდად მიუახლოვდა ანიკას და მის წინ ჩაიმუხლა. გოგონა ისევ ტელევიზორს


მიშტერებოდა.

-ანიკა...-ხელი მუხლზე შეახო და პასუხად სრულიად მოულოდნელი რეაქცია


მიიღო_გოგონა დაიძაბა და სავარძლის საზურგეს აეკრო.

-სანდრო, მეფარები...-აი ეს უკვე ვეღარ აიტანა, ტელევიზორი გამორთო და ფეხზე


წამოდგა.

~ 209 ~
-ასე არ შეიძლება!-მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას.-ნუ მიყურებ
მასე, ძალიან გთხოვ!

-რა გინდა?-ისევ ეს ჩამქრალი ხმა...

-მე? მე არაფერი მინდა იმის გარდა, რომ გამოცოცხლდე. ძველი ანიკა მინდა, ჩემი
ანიკა!

-სანდრო, არ შემიძლია...

-რა არ შეგიძლია? ნუ ხარ ასე, გთხოვ. რამე გააკეთე, იყვირე, იტირე, თუ გინდა
ყველაფერი დალეწე, მაგრამ ასე ნუ ხარ!-ბიჭი გრძნობდა, რომ ნელ-ნელა ხმას
უწევდა, მაგრამ გაჩერება აღარ შეეძლო. სათქმელი ბოლომდე უნდა ეთქვა, მეტს
ვეღარ დაიტევდა.-ვიცი რომ საშინელებაა რაც მოხდა, ისიც ვიცი რომ ძნელია ამ
ყველაფრის დავიწყება, მაგრამ თავი ხელში უნდა აიყვანო. გაცილებით უარესებიც
ხდება, შენ კი გაგიმართლა, მაგრამ...

-მე დასაძინებლად მივდივარ!-მშვიდი ხმით გააწყვეტინა ანიკამ და ბიჭს ისეთი


შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მდუღარე გადაასხეს. ამდენი ტყუილად ილაპარაკა?
იქნებ საერთოდაც არ უსმენდა ანიკა?

-ანიკა!

-სანდრო, მეძინება...--უპასუხა ისე, რომ არც კი შეტრიალებულა მისკენ და


სტუმრების საძინებლის კარი ფრთხილად შეაღო.

* * *
ანიკას გული ეტკინა ბიჭის სიტყვებზე. არა, არ სწყენია, უბრალოდ გული ეტკინა
იმიტომ, რომ სიმართლე იყო. განა თვითონ არ იცოდა, რომ ცუდად იქცეოდა?!
უბრალოდ სხვანაირად არ შეეძლო. ყოველ წამს „მისი“ ბინძური შეხება ახსენდებოდა
და გულის რევის შეგრძნებაას გაჭირვებით იკავებდა. იცოდა რომ სანდრო თავს
დამნაშავედ თვლიდა, მაგრამ არც ის შეეძლო, რომ მოხვეოდა და დაემშვიდებინა.
მისი ორგანიზმი თითოელ შეხებაზე საშინლად რეაგირებდა და გონებაც თავდაცვით
სისტემას ააქტიურებდა. ეტირა მაინც! როგორმე მოიშორებდა ამ საშინელ სიმძიმეს
გულიდან, მაგრამ ცრემლებმაც დააღალატეს.

~ 210 ~
კარზე კაკუნი რომ გაიგო, შეშინებული შეხტა, მაგრამ სანდროს სახის დანახვისას
დამშვიდდა.

-შენი ტანსაცმელი აქ არ არის და ვიფიქრე, რომ ხალათით დაძინება არ იქნებოდა


კომფორტული...-მშვიდად უთხრა სანდრომ, თავისი მაისური მიაწოდა და კარი
გაიხურა. ჩვეულებრივი მაისური იყო, შავი, მოკლემკლავიანი, გულზე “Radiohead”-ის
გამოსახულებით. ანიკას ჩაეღიმა მისი საყვარელი ბენდის სიმბოლოს დანახვაზე.
გაული გაუთბა... სასწრაფოდ გაიძრო ხალათი და მაისური გადაიცვა. ისე მოეწონა,
უკვე იცოდა, რომ სანდროს აღარ დაუბრუნებდა. ღმერთო, რამდენს ნიშნავს სულ
მცირედი ყურადღებაც კი... ახლა ისე მოუნდა ოთახიდან გავარდნილიყო და
სანდროს მთელი ძალით ჩახუტებოდა, მაგრამ ვერ გაბედა. შერცხვა თავისი
წეღანდელი საქციელის. საყვარელ ადამიანს აწყენინა, საშინლად მოექცა, ის კი მაინც
აგრძელებდა ზრუნვას. საძაგელი ბავშვი ხარ, ანიკა!

რა ეშველებოდა სანდროს გარეშე? ნამდვილად მოკვდება ის რომ დაკარგოს თავისი


სიულელის გამო. აი, ახლა კი ჩამოუგორდა პირველი ცრემლი. რას ელოდებოდა
ამდენ ხანს? არა, მაინც რატომ აწყენინა სანდროს? ის ხომ ყველაფერს მისთვის
აკეთებს... უკვე ბალიშს ჩაეხუტა და ისე ატირდა. გრძნობა, რომ ვეღარ ჩერდებოდა და
იმასაც გრძნობდა, რომ ეს პროცესი სიამოვნებდა. გულიდან სიმძიმე ეხსნებოდა, რაც
თავისუფლად სუნთქვის საშუალებას აძლევდა. ღმერთო, სად იყო აქამდე? ტირილს
უმატა და ბალიშს უკბინა ხმის ჩასახშობად. ისედაც ზედმეტი მოუვიდა, არ ღირდა
სანდროს კიდევ ერთხელ განერვიულება. აუცილებლად უნდა მოუხადოს ბოდიში,
ვერ დაუშვებს რომ მის გამო თავი ცუდად იგრძნოს, მაგრამ, ჯერ უნდა დაწყნარდეს.
ბიჭი იფიქრებს, რომ მომხდარის გამო ტირის და უფრო ეტკინება გული. როგორი
სულელი ხარ, ანიკა!

-ახლავე დაწყნარდი!-უბრძანა საკუთარ თავს და ჩუმად ჩაეცინა. თან ცრემლები


სდიოდა, თან ეცინებოდა.-იმედია საგიჟეთში არ გაგვამწესებენ!-კიდევ ერთხელ
გაიცინა და საწოლიდან წამოდგა. ვეღარ ითმენდა ისე უნდოდა სანდროსთან გასვლა
და ცრემლები ამაში ხელს ვერ შეუშლიდნენ.

* * *

~ 211 ~
სანდრომ ლუდის მეორე ბოთლიც ჩაცალა, სიგარეტი საფერფლეში ჩაკუჭა და
გაბრუებული გაემართა საძინებლისკენ. რა იდიოტია, როგორ ეგონა რომ ანიკას
მასთან ყოფნა დაამშვიდებდა?! არადა, მგონი უკურეაქციაც კი გამოიწვია...

-ნამდვილი სი*ი ხარ, სანდრო!-საკუთარი ანარეკლი შეამკო და შარვალიც პერანგთან


ერთად გაისტუმრა სკამზე. ოქნებ ძილს მაინც ეშველა. დროებით ხომ მაინც
გაითიშებოდა ყველაფრისგან.

საწოლში რომ მოკალათდა, მოეჩვენა თითქოს ანიკას ოთახის კარის ხმა გაიგო, მაგრამ
ყურადღება აღარ მიაქცია და თავი ბალიშზე დადო თუ არა, მაშინვე გაითიშა.

ფიზიკურად და ემოციურად ბოლოს ასე ძალიან როდის დაიღალა, უკვე აღარც


ახსოვდა. არ ეძინა, მაგრამ გონება გათიშული ჰქონდა. უბრალოდ გულაღმა იწვა და
მძიმედ სუნთქვდა. როგორ მოახერხებდა დაძინებას, როდესაც იცოდა, რომ გვერდით
ოთახში ანიკა ასე ცუდად იყო? ჰმ... კარის სახელურის ფრთხილად დაწევის ხმა რომ
გაიგო, თვალები დააჭყიტა. ერთიანად დაიძაბა.სახლში ვიღაც იყო? ჯანდაბა! კარი
რომ გაიღო, ხელი მაშინვე ტუმბოზე დადებული იარაღისკენ წაიღო და ოთახში
ადამიანის ფიგურის გამოჩენისას, უკვე მიზანში ჰყავდა ამოღებული.

ღამეული სტუმარი წამიერად გაშეშდა, შემდეგ კი სიცილით აწია ხელები.

-უიარაღოდ ვარ!-სანდრო მაინც არ ინძრეოდა. შეიძლება ითქვას, საკუთარ თვალებს


ვერ უჯერებდა.

-მესიზმრები?-ბოლოს გაბედა და იკითხა, მაგრამ პასუხად ისეთივე საყვარელი


სიცილი მიიღო, როგორც წეღან. არა, აშკარად ეჩვენებოდა!

-ანუ ხშირად გესიზმრები ხოლმე?-გოგონამ წარბები აწკიპა და ნელა მიუახლოვდა.


სანდრო ისევ საწოლზე იჯდა, იარაღმომარჯვებული.

-წარმოდგენაც არ გაქვს როგორ მინდა რომ ეს სიზმარი არ იყოს...-ამოილუღლუღა


დაბნეულმა, იარაღი ტუმბოზე გადადო და თავი ხელებში ჩარგო.

ანიკა გაღიმებული ჩამოუჯდა საწოლზე და ხელით ნაზად შეეხო მხარზე. თითები


რბილად აუსრიალა ჯერ კისერზე, შემდეგ ლოყაზე. მშვიდად დაცურავდა მის სახეზე
და კმაყოფილი ღიმილით აკვირდებოდა ბიჭის რეაქციებს.

-სიზმრებს შეხება არ შეუძლიათ...-სანდროს ხმაშიც ნელ-ნელა გაჩნდნენ კმაყოფილი


ნოტები. თავი ასწია და პირდაპირ ზღვისფერ თვალებს წააწყდა. გააზრებაც ვერ
მოასწრო ისე გაუნათა სახე ღიმილმა.-და ისიც ვიცი, როგორ უნდა შევამოწმო
სიზმარი ხარ თუ არა...-შემდეგ კი მაცდური მზერით მიუახლოვდა მოწყურებულ
ტუჩებს. ანიკას გული ისე აუჩქარდა, თითქოს ეს მისი პირველი კოცნა უნდა
ყოფილიყო. სანდრო კი რატომღაც დროს წელავდა. ბოლოს, როდესაც გოგონამ
გაუაზრებლად ქვედა ტუჩზე იკბინა, მეტი ვეღარ მოითმინა და სწრაფად აკოცა.
~ 212 ~
წამსვე დაურბინეს მთელს სხეულში პაწაწინა ჭიანჭველებმა. ანიკას თითები მის
თმაში აიბლანდნენ თუარა, მაშინვე გააღრმავა კოცნა და ხელები მისი ფეხებიდან
თეძოებისკენ აასრიალა. გოგონა წამიერად დაიბნა, მაგრამ ყველაფერი უკუაგდო და
მარტივი მოძრაობით აღმოჩნდა სანდროს კალთაში.

-როგორ მომენატრე...-ამოიჩურჩულა ბიჭმა ვნებამორეული ხმით, ისე, რომ მის


ტუჩებს არ მოშორებია. ანიკას გული უკვე ამოვარდნას ჰქონდა.

-Fuck butterflies, I feel a whola zoo in my stomach!-თქვა ნაწყვეტ-ნაწყვეტ და თვალები


მიეხუჭა, როდესაც სანდროს ტუჩებმა მისი ყელისკენ გადაინაცვლეს.

-მიყვარხარ...-სწრაფად მოსწყდა ბიჭის ბაგეებს და ანიკამ იგრძნო როგორ აღმოჩნდა


საწოლზე გაწოლილი, სანდროს ქვეშ.

-მოიცა!-მოასწრო თქმა, სანამ ჯერ კიდევ ჰქონდა აზროვების უნარი.-არ მინდა


პირველ ღამეს ტუჩგახეთქილი და დალურჯებული ვიყო...-ოთხრა და ოდნავ ჩაეცინა,
სანდრო კი გაიყინა მისი სიტყვების მოსმენისას. გვერდით გადაწვა, სახეზე ხელები
აიფარა და ღრმად ამოიოხრა.

-მაპატიე...-ანიკა გააქვავა ამ ხმამ. მიხვდა რომ შეცდომა დაუშვა. ატკინა იმ


სიტყვებით...

-არა, სან, შენ მაპატიე. ეს არ უნდა მეთქვა,-თბილად უთხრა და კისერში აკოცა, მაგრამ
სახიდან დაძაბულობა მაინც ვერ გაუქრო.-სულელურად გამომივიდა. შენ არაფერ
შუაში ხარ, მართლა.

-როგორ არ ვარ! ვერ შევძელი რომ დამეცავი. ვერ შევძელი, რომ ეს ყველაფერი
ამერიდებინა შენთვის. შეხედე შენს თავს და მერე მითხარი რომ დამნაშავე არ ვარ...

-ჰმ, მეგონა ასეთიც მოგწონდი!-„გაიბუტა“ ანიკა, სანდროს კი სულ ოდნავ ჩაეღიმა მის
სიტყვებზე.

-არ მომწონხარ!-უთხრა გამომწვევად, ანიკამ კი თვალები დააჭყიტა, იდაყვზე


დაყრდნობილი წამოიწია და ტუჩებთან ყური მიუტანა.

-აბა გაიმეორე, რა თქვი?

-არ მომწონხარ-მეთქი, მიყვარხარ!-ამაყად უპასუხა სანდრომ, ყურის ბიბილოზე


მსუბუქად უკბინა, შემდეგ კი ხელები მოხვია და გულზე დაიწვინა.-სხვათაშორის,
გიხდება ჩემი მაისური...

-აბა შენი მაისური? ალბათ, ჩემს ახალ მაისურს გულისხმობ, ხომ ასეა?-ენა გამოუყო
და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა.

~ 213 ~
-არა, ზუსტად ის ვთქვი რაც მინდოდა!-არ ნებდებოდა სანდროც.-და გაფრთხილებ,
ნუ მიწვევ...

-თორემ?-წარბები აათამაშა ანიკამ. ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა.

-თორემ სასტუმრო საძინებელში გაგამწესებ!-ცივი წყალი გადაავლო სანდრომ და


გოგონას სახის დანახვისას, სიცილი აუტყდა.

-დამპალო!-ფერდში უთავაზა ანიკამ, შემდეგ კი მისგან გადაძვრა და ზურგშექცევით


დაწვა.

-ასე უფრო კომფორტულად დავიძინებთ!-მუცელზე ხელები მოხვია სანდრომ,


ცხვირი კი კისერში ჩაუყო. სიამოვნებდა მისი სურნელის შეგრძნება და თითით მის
მუცელზე წრეებს ხაზავდა. როცა გოგონამ ხელი მის ხელს დაადო და მსუბუქად
მოუჭირა, მიხვდა რომ ყველა წყენა გაუქრო და კმაყოფილს ჩაეძინა, საყვარელი ქალის
სურნელით გაბრუებულს...

* * *
ისეთი თბილი და მზიანი დილა გათენდა, ვერც იფიქრებდით, რომ ჯერ იანვარიც არ
იყო მიწურული. მზის სხივებმა პირდაპირ ანიკას ცხვირზე მოიკალათეს და
გაბრაზებულმა გადაბრუნება რომ დააპირა, რაღაცამ გააკავა. ჰმ, უფრო სწორად,
ვიღაცამ! სანდროს მკლავები მარწუხებივით ჰქონდა შემოხვეული მის მუცელზე,
თვითონ კი გაგუდულს ეძინა. ანიკამ კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და როგორღაც
გადაბრუნება მოახერხა, მაგრამ მისი მკლავებისგან თავის დაღწევა არაფრით
გამოუვიდა.

-სან...-ჩურჩულით დაიწყო შეღვიძება, როცა მიხვდა რომ სხვა გზა აღარ ჰქონდა.-
სანდრო!-ამჯერად შედარებით ხმამაღლა სცადა. სამწუხაროდ, ისევ უშედეგოდ...

არადა სანდრო სულაც არ მაიმუნობდა. მართლა ისე გაგუდულს ეძინა, არაფერი


გაუგია. სამაგიეროდ, იგრძნო... იგრძნო როგორ შეეხნენ ტკბილი ტუჩები ჯერ მის
თვალებს, შემდეგ შუბლს, ლოყებს, ცხვირს და სანამ ანიკა კოცნით დააგვირგვინებდა,
ბიჭმა თავად მოიმწყვდია მკლავებში და ზემოდან მოექცა.

~ 214 ~
-დანაშაულს აქვს ადგილი, ქალბატონო!-შემდეგ კი ცხვირზე მოწყვეტით აკოცა.

-აბა მე რომ ადგომა მინდოდა და შენ ისე გყავდი შებოჭილი, ძლივს ვსუნთქავდი,
კარგი იყო?-ტუჩები გაბზიკა ანიკამ და მოულოდნელი კოცნაც მიიღო საჩუქრად.

-აი ეს არის კარგი!-თვალი ჩაუკრა ბიჭმა და შემდეგ ისევ გვერდით გადაწვა.-


სიმართლე გითხრა, მე საერთოდ არ მინდა ადგომა.

-მაგრამ სამსახურში დაგაგვიანდება.

-უკვე დამაგვიანდა,-გაეცინა სანდროს როცა საათს დახედა.-მაგრამ ჯგუფის უფროსი


მე ვარ, საკუთარ თავს კი არ დავსჯი.

-რა საზიზღარი ხარ!-თავი გადააქნია ანიკამ.

-მე? საზიზღარი?-შეიცხადა ბიჭმა.-საზიზღარი რომ ვყოფილიყავი, მთელი ღამე


მშვიდად არ გეძინებოდა, დამიჯერე!-ისევ თვალი ჩაუკრა და საპასუხო მუშტიც
დაიმსახურა.-მაგრამ სამსახურში მართლა უნდა წავიდე...-დაამატა არც ისეთი
აღფრთოვანებული ხმით.

-მართალია, უნდა წახვიდე. მაგრამ ერთი პაწაწუნა პრობლემა გვაქვს...-თვალები


მოჭურა ანიკამ და როდესაც ბიჭის დაინტრიგებული სახე დაინახა, სწრაფადვე
დაამატა:-ტანსაცმელი არ მაქვს. მართალია შენი მაისურები ძალიან კომფორტულია,
მაგრამ ჩემები გამინაწყენდებიან.

-თუ ცოტა ხანი გაძლებ, ლანჩზე მოგიტან ტანსაცმელს. თუ არა და არაფერი


დაშავდება, კიდევ ცოტა რომ დავაგვიანო.-გაეცინა სანდროს და ნელ-ნელა ჩაცმას
შეუდგა. გოგონა ნერწყვებს ყლაპავდა, როდესაც უყურებდა როგორ იკრავდა სანდრო
პერანგის ღილებს.

-თავს ძლივს ვიკავებ, რომ სახლში არ დაგტოვო...-ჩაილაპარაკა თავისთვის, მაგრამ


ბიჭის გაკვირვებულ-აღტაცებული მზერა მაინც დაიმსახურა, შემდეგ კი სწრაფად
შეცვალა თემა.-არ გინდა დაგვიანება, ლანჩზე მომიტანე. ან თუ გინდა, გუშინდელ
ტანსაცმელს ჩავიცვამ და ტაქსით წავალ წამოსაღებად.

-არა!-სასწრაფოდ შეეწინააღმდეგა სანდრო, ბოლოს კი მოგუდული ხმით დაამატა.-არ


მინდა მასე სადმე გახვიდე...

-უი, ჰო! არც გამხსენებია. მაშინ ჩემი მაკიაჟიც წამომიყოლე, თორემ გული მისკდება
სარკეში ჩახედვისას.

-არ გჭირდება შენ მაკიაჟი.-მშვიდი ხმით წარმოთქვა სანდრომ და ჰალსტუხიც


შეიკრა.

~ 215 ~
-ოჰო, საინტერესოა...-გაეცინა ანიკას.-მეჩვენება, თუ მკაცრი მამიკოსავით
ავლაპარაკდით?

-რა მამიკო?!-აჰყვა სანდროც.-შეგეშალა, პატარავ. მკაცრი მამიკო კი არა, ქმარი!-


სანდროს მიერ წარმოთქმული ეს ერთი სიტყვაც კი ისეთი ემოციური გამოდგა
გოგონასათვის, მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა.

-რომელი მეუღლე შენ მყავხარ მერე!-მის გასაბრაზებლად ჩაიალაპარაკა და


გარდერობში შეძვრა ტანსაცმლის მოსაძებნად.

-ჰმ!-თავი გადააქნია ბიჭმა.-ერთი ამას უყურეთ, როგორ გამიდიდგულდა.


ფაქტიურად, მოტაცებული მყავხარ და შენ მეუბნები, რომ...

-მე აღარ მეკითხები?-თამაშში აყვა ანიკა და თან წამის წინ გადაცმული კუბოკრული,
წითელი პერანგის ღილები შეიკრა. მშვენიერი ზომის იყო, სუპერ მინი კაბასავით
ერგებოდა.-იქნებ არ ვარ თანახმა?-აი აქ კი სწრაფად შემობრუნდა სანდრო და წინ
აესვეტა.

-რაო? მომესმა?

-არაფერიც არ მოგესმა. იქნებ არ მოგყვები ცოლად?-ამოილუღლუღა ანიკამ, რადგან


ბიჭი უკვე მის ყელში დასეირნობდა და აზროვნების უნარს უკარგავდა. ნაზად შეეხო
ტუჩებით, შემდეგ კი ყბისკენ გადაინაცვლა. გრძნობდა როგორ მოქმედებდა მისი
ქმედებები გოგონას პულსზე და კმაყოფილი სახით ეღიმებოდა.

-დარწმუნებული ხარ?-ვნებიანად უჩურჩულა ყურის უკან და იქვე აკოცა, თითებით


კი პერანგის რამდენიმე ღილი შეუხსნა.

ანიკა გათიშული იდგა, თვალები მიხუჭვოდა და მუხლები უკანკალებდა. ჯანდაბა,


ხვდება სანდრო როგორც მოქმედებს მასზე და იმიტომაც იქცევა ასე
თავდაჯერებულად. არადა, როგორ გინდა წინააღმდეგობა გაუწიო, როცა ასეთი... მმ,
ანიკამ შესაფერისი სიტყვას კი ვერ მოუძებნა სანდროს, იმდენად იყო მისით
შეპყრობილი.

-სამსახურში დაგაგვიანდება!-ამოიკნავლა ბოლოს, როდესაც ბიჭის ხელი პერაგის


შიგნით, წელზე იგრძნო.

-პასუხი რომ ჯერ არ მიმიღია?-არ ეშვებოდა სანდრო, გოგონას კი სადაცაა გული


წაუვიდოდა ნეტარებისგან.

-შენ ჩემი პასუხი ძალიან დიდი ხანია იცი. ჰელოუინის ღამიდან მოყოლებული...-
ამოიჩურჩულა ანიკამ და შვებით ამოისუნთქა, როდესაც ბიჭის ხელმა მისი წელი
დატოვა. კიდევ ცოტაც და ცდუნებას ნამდვილად ვეღარ გაუძლებდა.

~ 216 ~
-აი ეს უკვე მომწონს!-კმაყოფილი სახით გაუღიმა სანდრომ და ხელი მისი ღილების
შესაკრავად წაიღო, მაგრამ შუა გზაშივე გააჩერა.-იყოს, ასე უფრო გიხდება!-შემდეგ კი
მსუბუქად აკოცა, საჭირო ნივთები აიღო და სახლიდან გავიდა.

ანიკა მოწყვეტით დავარდა საწოლზე. ძალიან, ძალიან ბედნიერი იყო...

* * *
თითქოს ყველაფერი იდეალურად მიდიოდა. ანიკამ მართლა მოირგო დიასახლისის
როლი და სანდროს წასვლისთანავე საქმეს შეუდგა. პირველ რიგში გამათბობელს
ბოლომდე აუწია, რადგან იანვრის ბოლოს მხოლოდ თხელ პერაგში ნამდვილად
გაიყინებოდა. შემდეგ კი თმა ფანქრის დახმარებით კეფაზე დაიმაგრა და სახლის
დალაგება გადაწყვიტა. აშკარად აკლდა აქაურობას ქალის ხელი... ჰმ, კიდევ კარგი
რომ აკლდა, თორემ სანდრო სერიოზულ უსიამოვნებებს ნამდვილად ვერ
გადაურჩებოდა. პრინციპში, ვერც გადაურჩა, მაგრამ ამაზე ცოტათი მოგვიანებით...

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღე იყო გასული სანდროს აქ


გადმოცხოვრებიდან, სახლი მაინც დაბომბილს დამსგავსებოდა. მხოლოდ ლუდის
ბოთლებით გამოტენილი მაცივარი და ჩიპსებით სავსე კარადა. ჰმმ, საინტერესოა,
ასეთი არაჯანსაღი საკვების გადამკიდე, როგორ ინარჩუნებს ეს ბიჭი საუკეთესო
ფორმას? ანიკას ცოტა არ იყოს, შეშურდა კიდეც, მაგრამ მაინც გახსნა ერთი ჩიპსი,
პაეტის შიგთავსი თეფშზე დაყარა და დალაგებასთან ერთად, სუსნაობდა კიდეც.

პირველ რგიში სამზარეულოს „ასწავლა ჭკუა“. როგორც ჩანს, სანდროს ჭურჭლის


დარეცხვა ეზარებოდა, პრობლემის გადაჭრა კი ერთჯერადი თეფშებით სცადა, მაგრამ
არც მათი გადაყრით შეუწუხებია თავი. ანიკამ ყველაფერი ზედმეტი გრანდიოზულ
ცელოფანში ჩაუძახა და შემდეგ თავმოკრული შემოსასვლელში გაათრია. საღამოს
ნაგავს მაინც გადააყრევინებს სანდროს, თორემ ძალიანაა გაზარმაცებული.

ანიკას გულმა აღფრთოვანებისგან შეიკუნტრუშა, როდესაც წარმოიდგინა, რომ


სანდროს და შემდეგში უკვე „მათ“ სამზარეულოში ფუსფუსი ყოველდღიურობად
ექცეოდა. არა, მისი ოცნება სწრაფად გათხოვება და უამრავი შვილის მიყოლებით
გაჩენა ნამდვილად არ იყო, არც დიასახლისობა და მთელი ცხოვრება ყაურმისა და
ჩაქაფულის კეთება წარმოადგენდა მის მთავარ მიზანს, მაგრამ მაინც სასიამოვნო
პერსპექტივად ესახებოდა სანდროსთან თანაცხოვრება...

~ 217 ~
მთელი სახლი გულმოდგინედ დაალაგა და დააკრიალა. მგონი, თავიდანაც არ
ყოფილა აქაურობა ასეთი. ლანჩის დროს სანდრომ ტანსაცმელი და პროდუქტებიც
მოუტანა, მაგრამ ცოცხალი თავით არ შეუშვა სახლში, საქმე მაქვსო უთხრა და კარი
ცხვირწინ მიუხურა. უნდოდა სიურპრიზი მოეწყო. ჰმ, რა იცოდა რომ მხოლოდ
თვითონ არ იყო ამ იდეით შეპყრობილი...

სანდრო რომ გაისტუმრა, ჯინსი ამოიცვა, პერანგი იგივე დაიტოვა, უბრალოდ


წელთან გაიკვანძა, თმა რეზინით შეიკრა და ისევ სამზარეულოში
გაბრძანდა_ამჯერად უკვე რომანტიული ვახშმის მოსამზადებლად. პირველ რიგში
პროდუქტებს მიუჩინა თავ-თავიანთი ადგილი, შემდეგ კი მობილურ ტელეფონში
უხსოვარ დროში ჩაწერილი რეცეპტების წიგნი გახსნა და კერძის შერჩევას შეუდგა.
უნდა ვაღიაროთ, დიდხანს იწვალა, რადგან კულინარობა ნამდვილად არ იყო მისი
ჰობი. მხოლოდ იმის გაკეთება იცოდა, რაც თვითნვე უყვარდა, მაგრამ დღესაც პიცა,
ისევე როგორც სხვა, ჩვეულებრივ დღეებში, ნამდვილად არ იქნებოდა
ორიგინალური. საბოლოოდ, ისევ შედარებით ყველაზე „ნაცნობი“ ლაზანია შეარჩია
და გაკეთებასაც შეუდგა. დესერტად კი უკვე მრავალჯერ ნაცად ბრაუნს
მოამზადებდა. იმედია სანდროს სახლში ლუდის გარდა ღვინოც მოეპოვებოდა,
სანთლებს კი როგორმე თვითონაც იყიდდა და რომანტიული ვახშამიც შედგებოდა.
ერთადერთი, ჩასაცმელი არ ჰქონდა შესაფერისი, რადგან სანდროს მოტანილ
ჩანთაში მხოლოდ რამდენიმე ჯინსის შარვალი და სვიტერი იყო. მაგრამ რამეს,
აუცილებლად მოიფიქრებდა. ბოლოსდაბოლოს, ადრე ხელნაკეთი ტანსაცმლისა და
აქსესუარების შესწავლით იყო გატაცებული და ისიც მშვენივრად იცოდა, როგორ
ექცია კაცის გრძელმკლავიანი მაისური არაჩვეულებრივ კაბად.

-გენიოსი ხარ, ძვირფასო!-შემოუძახა საკუთარ თავს, როდესაც ყველაფერი მოიფიქრა


და შემდეგ ბრაუნის ცომი ჩაასხა ფორმაში, რომელიც თვითონაც არ იცოდა როგორ
იპოვა მარტოხელა(ჯერ-ჯერობით) მამაკაცის სახლში.

ალბათ ხშირად მოგისმენიათ, ან წაგიკითხავთ მაინც, რომ როდესაც ყველაფერი


კარგად მიდის, სინამდვილეში დიდი გადატრიალება მზადდება. ზედმეტად
გაბუქებული ნათქვამი იქნება ეს ჩვენს შემთხვევაში, მაგრამ გადატრიალება თუ არა,
პატარა აფეთქება ნამდვილად გველის წინ. დაახლოებით იმ ზომის, როგორიცაა
საახალწლო მაშხალები, რომლებსაც ახალი წლის დადგომამდე აფეთქებენ ბავშვები.
არა, შვებით ამოსუნთქვა ჯერ ძალიან ადრეა. თქვენც და განსაკუთრებით მე,
შესანიშნავად ვიცით, რომ ერთი ბომბი კიდევ ასაფეთქებელია, რომელსაც სახელად
„სანდროს საქართველოსადმი სიძულვილის მიზეზი“ ჰქვია. სანამ მთავარზე
გადავიდოდეთ, მცირედით უნდა დავიწყოთ და სამზარეულოში გადავინაცვლოთ,
სადაც ანიკა გაფქვილული ხელებით და წინსაფრით დაიარება.

ანიკამ თითქმის ყველაფერი მოამზადა საღამომდე. მხოლოდ ბრაუნიღა დარჩა


გამოსაღები ღუმელიდან და მანამდე თავისივე არეულს ალაგებს. უნდა სანდროს

~ 218 ~
მოსვლამდე ყველაფერი მოასწროს და უკვე გაწყობილი მაგიდა დაახვედროს.
ლაზანია დაჭრა კიდეც და თეფშებზე ლამაზად გადაანაწილა. მაგიდასაც გადააფარა
სუფრა და რაც მოამზადა, ყველაფერი დაალაგა. აი სანთლებს ვერაფერი მოუხერხა.
მთელი სახლი გადაატრიალა და ვერსად იპოვა. არაუშავს, ბრაუნს რომ გამოიღებს,
ჩაირბენს მარკეტში და იყიდის. კიდევ კარგი არასდროს იშორებს საფულეს და ახლაც
სკოლის ზურგჩანთაში უგდია.

ფიქრები მობილურის ხმამ გააწყვეტინა. ელენე სწერდა, „სკაიპში“ შემოდიო. რა


უთხრას? არ უნდა ასეთი სახით დაენახოს, საშინლად ემოციურია და ინერვიულებს.
არადა გუშინაც არ დალაპარაკებია და აუცილებლად რამეს იეჭვებს. ჯანდაბას, რაც
იქნება, იქნება! ტელეფონითვე გახსნა „სკაიპის“ აპლიკაცია და ჯერ წესიერად
ჩატვირთულიც არ იყო, ელენემ რომ დაურეკა.

-თვალი ჩართე!-მიახალა ყოველგვარი მისალმების გარეშე.

-ჰეი, მე კარგად, შენ როგორ ხარ?-„გაეხუმრა“ ანიკა, მაგრამ გოგონა თავისას არ


იშლიდა.

-ახლავე ჩართე თვალი!

-ელე, მობილურით ვარ შემოსული.

-ვიცი და ისიც ვიცი რა მობილური გაქვს, ამიტომ ჩართე თვალი!-საბოლოოდ მაინც


გაიმარჯვა და ანიკამ თვალი ჩართო. ელენე მეგობრის დანახვისას წამიერად გაშეშდა,
შემდეგ შეჰყვირა, პირზე ხელი აიფარა და ცრემლები წასკდა.

-ჰეი, რა გჭირს? დამშვიდდი!-თბილად უთხრა ანიკამ და გაუღიმა. საშინლად


მოქმედებდა მასზე ცრემლების დანახვა.

-ასეც ვიცოდი რა, ასეც ვიცოდი! შენ ხომ ყველგან შარი უნდა იპოვო! გუშინ უცხოურ
საიტებზე დავძვრებოდი და რაღაც სტატიას წავაწყდი, სასტიკი ტერორისტი
დაკავებულიაო. გვერდით შენი სკოლის სურათი იყო. თავიდან კი გამიკვირდა,
საიდან მეცნობა-მეთქი, მაგრამ რომ მოვტვინე, გულმა ცუდად გამკრა. მაშინვე
შევქანდი და მთელი სტატია წავიკითხე. რომ გავიგე მძევალი აიყვანაო, კინაღამ
გადავირიე. ცალკე ნინის დავურეკე, შენ ხომ არ იცი რამე-მეთქი. ისიც
ნერვიულობდა, მთელი დღეა არ შემხმიანებია სანდრო და თან ვიცი რომ ჩემ
წამოსვლამდე რაღაც ტერაქტებს იძიებდაო.-ელემ ისე სწრაფად მიაყარა ყველაფერი,
ანიკამ სიტყვის ჩაკვეხებაც ვერ მოახერხა. აშკარა იყო, მეგობარი მასზე ძალიან
ნერვიულობდა. როგორ მოუნდა ახლა ძლიერად ჩახუტებოდა და დაემშვიდებინა.

-ელე, უკვე ყველაფერი დამთავრდა. რაც მთავარია, ცოცხალი ვარ და კარგად ვარ.

~ 219 ~
-კარგად კი, როგორ არა! რას გიგავს სახე! რა გიქნა იმ გარეწარმა?-ესეც საფირმო
სიტყვა_“გარეწარი“. ელენეს განსაკუთრებულად უყვარს ეს სიტყვა, მაგრამ თვითონაც
არ იცის რატომ.

-რასაც ხედავ იმის მეტი ვერაფერი. საბედნიეროდ, სანდრო დროზე მოვიდა, თორემ
წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა.

-რას ამბობ, გოგო! ხომ გაგიჟდებოდა ბიჭი, ამდენი ხანია გელოდება, ურიგოდ ვის
გაუშვებდა!-ესეც ასე, როგორც იქნა ძველი ელე დაბრუნდა. ცრემლები შეიშრო და
ახლა ბინძურ ხუმრობებზე გადავიდა.

-დამპალო!-ენა გამოუყო „გაბრაზებულმა“ ანიკამ, მაგრამ მის სიტყვებზე მაინც


ეცინებოდა.

-არა, მართლა!

-გეყოს ახლა! ისე, ჩემებს ხომ არაფერი გაუგიათ? სანდრომ კი გააფრთხილა მამამისი
არაფერი წამოგცდესო, მაგრამ რა ვიცი. სადაც შენ ნახე, ისინი ვერ ნახავენ? გააფრენს
ლიკა, ირაკლი კი ალბათ ფეხით ჩამოვა აქამდე.

-დამშვიდდი, არამგონია ნახონ. თუარადა, რატომ იფიქრებენ რომ მაინცდამაინც შენ


აგიყვანა მძევლად? მე რომ ვიცი რა შარიანიც ხარ იმიტომ გამისკდა გული. თან
მთელი დღე არ შემეხმიანე და... მაგრამ იცი რა ვქნათ? ნინის ვთხოვ და დროებით
კომპიუტერს „გააფუჭებს“, შემდეგ კი, როცა ისევ ამუშავდება, ის სტატიაც აღარ
იქნება აქტუალური.

-ჰო, მართალი ხარ, მასე ჯობია! ისე, ჩემი ბრალი იყო მძევლად რომ ამიყვანა, თორემ
შეიძლებოდა უფრო ადვილადაც გამოვმძვრალიყავი...-აი აქ კი ანიკამ ყველაფერის
დეტალურად მოყოლა დაიწყო. ელე დროდადრო წამოიყვირებდა, შეამკობდა „იმ
გარეწარს“, მერე მეგობარსაც დაუცაცხანებდა, რაზე ფიქრობდი საერთოდო. დიდხანს
ილაპარაკეს. ამასობაში ანიკამ ბრაუნი გამოიღო კიდეც და დაჭრილი თეფშებზე
მოათავსა.

-საინტერესოა როგორ დამთავრდება ეგ თქვენი რომანტიული ვახშამი!-წარბები


აათამაშა ელემ.-სხვათაშორის, კაცის ნერვებზე ასე თამაში არ შეიძლება, თორემ
ერთხელაც ამოიასხამს და...

-ელენე!-სასწრაფოდ გააწყვეტინა ანიკამ.

-კარგი, კარგი, ვჩუმდები!-გოგონამ სიცილით შეიკრა წარმოსახვითი ბოქლომი,


მაგრამ ნახევარ წამში ისევ აღფრთოვანებულმა წამოიძახა:-შენ არ იცი მე გუშინ ვინ
ვნახე!

-ვინ ნახე ასეთი?

~ 220 ~
-სოფი გიორგაძე!-შეკივლა ელემ და მეგობრის რეაქციას დაელოდა, მაგრამ რეაქცია
უბრალოდ არ ყოფილა...

-ეგ ვინ არის?

-გოგო, რამ გამოგაშტერა? შენი მოგვარეს ცოლი, დანის!

-ჩემი მოგვარე დანი?-მაინც ვერაფერს ხვდებოდა ანიკა, ელეს მოთმინების ფიალა კი


ნელ-ნელა ივსებოდა.

-შენ შემთხვევით თავშიც ხომ არ ჩაგარტყა იმან? რა გჭირს? დანიელ ქავთარაძე,


უსიმპატიურესი ბაიკერი. შარშან რა ამბები იყო, დაგავიწყდა? უცნობი მკვლელი და
ათასი ბლა, ბლა, ბლა...

-უი, მივხვდი!-წამოიძახა ანიკამა.-სად ნახე? ერთად იყვნენ?

-როგორც იქნა!-თვალები აატრიალა ელენემ.-არა, მარტო სოფი იყო. ორსულად


ყოფილა. იმხელა მუცელი ჰქონდა და ისეთი საყვარელი იყო, გავგიჟდი. ჩემს დას
გავყევი ბავშვის ტანსაცმლის საყიდლად და იქ ყიდულობდა სოფიც რაღაცეებს, იმ
წითელთმიან გოგოსთან ერთად.

-რა მაგარია! ისე მართლა, როგორ ბეწვზეა ეგ გოგო გადარჩენილი.

-და თან რა ბიჭი გამოიჭირა?-გაიცინა ელემ.

-ვინ ვინ გამოიჭირა, ეგ კიდევ საკითხავია!-აჰყვა ანიკაც.-ძალიან კარგი წყვილია, მე


მომწონს. გოგონი, ეგ კი არა, შენი და როდის ელოდება?

-თათია? სამ თვეში. აიჩემა უკვე მინდა ტანსაცმლის ყიდვაო და მეც მეტი რა
მინდოდა?! ჩავკიდეთ ერთმანეთს ხელი და მგონი მთელი საბავშვო მაღაზია
გამოვზიდეთ.

-გიჟები ხართ თქვენ, ორივენი! ერთი სული მაქვს როდის დაიბადება პატარა
ჩემპიონი. თან ვერ წამომიდგენია თათია და ბავშვი. რომ გეკითხა, სანამ თქვენ არ
დაგაბინავებთ მე არ გავთხოვდებიო!-გამხიარულდა ანიკა ძველი დროის
გახსნებისას. რაღაცნაირად, შინაგანად გათბა. ჰმ, მოიცადოს რამდენიმე წამიც და
სულ მალე გაგრილდება...

კარზე გაბმული ზარის ხმა გაისმა. ანიკა სასწრაფოდ დაემშვიდობა მეგობარს, ალბათ
სანდრო მოვიდა და მერე შეგეხმიანებიო. წინსაფარი არც მოუხსნია ისე გავარდა
შემოსასვლელში. ჯანდაბა, გამოცვლა მაინც ვერ მოასწრო, ვერც სანთლების ყიდვა...
და საერთოდაც, სანდრო ზარს რატომ რეკავს? და თან ასე გაბმულად?

-ვაღებ, ვაღებ!-სიცილნარევი ხმით დაიყვირა და კარი გააღო.

~ 221 ~
-სიურფ...-კარს მიღმა მდგარ ქერათმიან გოგონას, დამხვდურის დანახვისას სიტყვა
შუაზე გაუწყდა და მანამდე სახელდახელოდ გადახსნილი მანტო, რომლის შიგნითაც
მხოლოდ სექსუალური საცვლები ეცვა, სასწრაფოდ შეიკრა. დაბნეული თვალებით
მისჩერებოდა მასპინძელს სახეაწითლებული. არც ანიკა ჩანდა უკეთეს დღეში.
ღიმილი სახეზე შეახმა და თვალები კეფაზე გადაუვიდა. პირი რამდენჯერმა გააღო
და ისევ დაკუმა, ბოლოს კი, ჩამწყდარი ხმით ძლივს ამოილუღლუღა:

-ბარბარა?!

თავი 19

-მმ, ანიკა?-თვალები გაუფართოვდა ქერას, შემდეგ კი ძველ ნაცნობს გაუღიმა.-შენ აქ


რა გინდა?-ჰკითხა და ვითომც აქ არაფერიაო, ისე შეაბიჯა სახლში. ახლა ანიკას
კეფაზე გადასულმა თვალებმა იწყეს გაფართოება. ხმა ძლივს მოთოკა და როდესაც
დარწმუნდა, რომ ლაპარაკი შეეძლო, მხოლოდ მაშინ დაიწყო.

-მე რა მინდა აქ? თუ...

-...ჰო, გამიკვირდა შენი დანახვა,-უცერემონიოდ გააწყვეტინა.-წინა ჯერზე აქ არ


ყოფილხარ!-უდარდელად გაუღიმა ბარბარამ, ერთი კი გახედა მისაღებში გაშლილ
სუფრას, მაგრამ შემდეგ დივანზე მოკალათდა.-სანი მალე მოვა?

-ამმ, სანი?! ჰო, მალე მოვა. მე კი უბრალოდ სახლის დასალაგებლად მოვედი,-


გამოსცრა კბილებს შორის. სანი! თან წინა ჯერზე არ ყოფილხარო, არა?! ჰმ, მოვიდეს
სანდრო...

-კარგი გიქნია, თორემ აქაურობა ნამდვილ საგიჟეთს ჰგავდა. და ეს?-ახლა მაგიდაზე


გადაიტანა მზერა.-არ გამიფრთხილებია სანდრო მოსვლას რომ ვაპირებდი.

-არ ვიცი, უბრალოდ მთხოვა რომ გამეკეთებინა. ალბათ მოგვიანებით აპირებდა შენს
დაპატიჟებას.

-როგორი ყურადღებიანია ჩემი ბიჭი!-ანიკამ ხელები მომუშტა. თავს ძლივს იკავებდა,


რომ იმ უტვინო თავიდან ქერა თმა ღერა-ღერა არ დაეწიწკნა. დასამშვიდებლად
რამდენჯერმა ღრმად ჩაისუნთქა და შემდეგ „პატივისცემით აღვსილი“ ხმით
მიმართა.

~ 222 ~
-მე დაგტოვებ დროებით, კარგი? სამზარეულოში კიდევ მაქვს საქმეები. ალბათ მალე
სანიც დაბრუნდება...-ბოლო სიტყვები მაქსიმალურად ხაზგასმით წარმოთქვა და ის
იყო ოთახიდან უნდა გასულიყო, რომ კვლავ ბარბარამ შეაჩერა.

-და სახეზე რა გჭირს, ძვირფასო? შემთხვევით, გუშინდელ ტერაქტთან ხომ არ არის


კავშირში?

-პირდაპირში!-მოკლედ მოუჭრა აფეთქებების პირას მყოფმა ანიკამ და


სამზარეულოში გაუჩინარდა.

ახლა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი, რომ ცომის საბრტყელებლით ხელში არ


გაუვარდეს ამ კახპას. არა, როგორ ბედავს?! ჯერ ასეთ ფორმაში ეცხადება, შემდეგ
უცერემონიოდ შედის სახლში და „სანის“ კითხულობს. სანდრო, შენ არ იცი წინ
როგორი ომი გელის!

-ძვირფასო, თუ შეგიძლია წყალი დამალევინე, აქ ძალიან ცხელა!-უდარდელი ხმით


დაუძახა ბარბარამ.

-ცეცხლს დაგალევინებ, ძუკნა!-ჩაიდუდღუნა ანიკამ თავისთვის, ხმამაღლა კი


დაუძახა:-ახლავე ბარბი...-შემდეგ ჩაიდნიდან ყავისთვის ადუღებული წყალი
ჩამოასხა ჭიქაში და გაღიმებული სახით გაემართა სტუმრისკენ.

-როგორი საყვარელი ხარ!-ეს გოგო ასეთი მიამიტია, თუ დასცინის?-ისე, სანდრო


რამდენს გიხდის მისი ბინის დალაგებაში?-ჰკითხა დაინტერესებული ხმით და „ცივი
წყალი“ მოწყურებულად მოსვა, მაგრამ... თავი ძლივს შეიკავა უკან რომ არ
გადმოესხა. ტუჩები მოკუმა და თვალები დაუწვრილდა. აშკარა იყო, ანიკასთვის
რაღაცის თმას აპირებდა. მანაც, თავი დაიძვრინა, „საჭმელი დამეწვებაო“ მოიმიზეზა
და ისევ სამზარეულოში გავარდა. იმედია „სანი“ დროზე დაბრუნდება, თორემ თავის
შეკავება უკვე ძალიან უჭირს. ხელები დამუშტა, როდესაც იატაკზე ქუსლების
კაკუნის ხმა გაისმა. როგორც ჩანს, ბარბარა აქეთ მოდიოდა, მაგრამ...

მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც სტუმარი მისაღებიდან უნდა გამოსულიყო, სახლის


კარი გაიღო და სანდროც აროხროხდა.

-მმმ, რა გემრიელი სუნია! რომ იცოდე როგორ მშია!-ბიჭს თვალები მიეხუჭა და


დაახლოებით ისე გამოიყურებოდა, როგორც მულტფილმის პერსონაჟი თაგვი,
რომელიც ყველის სუნს მიჰყვება. ჰმ, იცოდეს როგორი სიურპრიზი ელის წინ!

-მისაღებიდან გამოდის ეგ „გემრიელი სუნი“!-მაქსიმალურად მშვიდი ხმით გასძახა


ანიკამ და თვითონაც გამოვიდა სამზარეულოდან. ნამდვილად ვერ მოიკლებდა
სანდროს გაოგნებული სახის დანახვის ბედნიერებას.

და შოუც დაიწყო! ბიჭი მისაღებში რომ შევიდა, ბარბარას ხმამ აიძულა თვალების
გახელა. გოგონამ წეღანდელი სცენა გაიმეორა, მაგრამ ამჯერად მანტოს მთლიანად
~ 223 ~
გადახსნის ნაცვლად, მხოლოდ რამდენიმე ღილი შეიხსნა ისე, რომ მაქმანებიანი
ბიუსტჰალტერი გამოსჩენოდა.

-შენ?!-პირი და თვალები ერთდროულად „დააღო“ სანდრომ, როდესაც სტუმარი


დაინახა. აი ბარბარა კი მოურიდებლად ჩამოეკიდა კისერზე.

-ვიცოდი რომ გაგიხარდებოდა ჩემი ნახვა!-ბიჭი ხმას ვერ იღებდა. ხან მის კისერზე
შემოხვეულ ბარბარას გახედავდა, ხან ანიკას, რომელიც გვერდით ჯალათივით
ამოსდგომოდა და მომაკვდინებლად უღიმოდა.

-სანდრო, სახლიც დავალაგე და როგორც ხედავ, შენი თხოვნაც შევასრულე_ვახშამი


ორისთვის უკვე მზადაა. ბარბარასთან ცოტა არ იყოს მერიდება გასამრჯელოზე
საუბარი, ამიტომ სახლის დალაგების საფასურზე მოგვიანებით შევთანხმდეთ. ახლა
კი დაგტოვებთ. საძინებელიც მზადაა, ვახშამიც და პარტნიორიც. ასე რომ, არჩევანი
თქვენზეა!-ანიკამ ერთი ამოსუნთქვით ჩაარაკრაკა და ის იყო კარი უნდა
გაეჯახუნებინა, რომ სანდრო გამოერკვა_ბარბარა სწრაფად მოუშორა და გოგონას
მკლავში სწვდა.

-ეს რას ნიშნავს?-ჰკითხა ჩუმად. ისეთი შეშინებული და დაბნეული თვალებით


იყურებოდა, თითქოს მართლა ვერ ხვდებოდა რაში იყო საქმე.

-მე მეკითხები? ჰმ, მგონი თავად უკეთ უნდა იცოდე ახლა როგორ მოიქცე.

-სან, რა ხდება?-აწრიპინდა ბარბიც.-მე შენთან მოვედი, ვიფიქრე სიურპრიზს


გავუკეთებ და გავახარებ-მეთქი, შენ კი... ანიკამ ხომ უკვე გააკეთა თავისი საქმე,
რაღატომ აკავებ?

-ჰო, რაღატომ მაკავებ?-სანდრო ორმაგ თავდასხმაში მოყვა. ყელს მომდგარი ნერწყვი


გაჭირვებით გადააგორა და ეცადა ყველაფრისთვის ნათელი მოეფინა, მაგრამ...-მე
ხელს აღარ შეგიშლით!-თვალი ჩაუკრა ანიკამ და ისევ გატრიალება დააპირა. სულ
ტყუილად! სანდროს ისე ძლიერად ეკიდა ხელი, ფაქტიურად ადგილზე ჰყავდა
მილურსმული.

-ბარბარა...-დაიწყო ბიჭმა შეცვლილი ხმით და იგრძნო როგორ გაუშრა პირი.


ჯანდაბა, რატომ მაინცდამაინც ახლა? არადა როგორ იმედებს ამყარებდა დღევანდელ
საღამოზე...-შენ ყველაფერი არასწორად გაიგე. ანიკა სულაც არაა აქ ჩემი სახლის
დასალაგებლად.

-კი მაგრამ, ეს თვითონ მითხრა!-ახლა ანიკამ იგრძნო როგორ აუწვა მთელი სხეული
სანდროს დაჟინებულმა მზერამ.

-ანიკა ჩემთან ცხოვრობს. ჩვენ ერთად ვცხოვრობთ...-ბიჭმა ეს სიტყვები ისე


წარმოთქვა, საყვარელი ქალისთვის თვალიც არ მოუშორებია.-და ჩვენ ერთმანეთი
გვიყვარს.
~ 224 ~
-კი მაგრამ, ჩვენ?-ბარბარას ხმა აშკარად აუკანკალდა, მაგრამ სანდრო ვერ მიხვდა ეს
გაბრაზებამ გამოიწვია, თუ წყენამ.

-ჩვენ დამთავრდა. ბარბარა, მაპატიე, მაგრამ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

-შენგან ორსულ...-ბოლო იმედს ჩაებღაუჭა გაცოფებული ქერა ლამაზმანი, მაგრამ


სიტყვა მშვიდად შეაწყვეტინეს.

-არ ხარ! ჯერ ერთი_მე ასეთ მარტივ შეცდომებს არასდროს ვუშვებ. მერე
მეორეც_ბოლოს ერთად რომ ვიყავით მას შემდეგ იმდენი დრო გავიდა, ასეთ
ფორმაში ვერ იქნებოდი. და ძალიან გთხოვ, არ გინდა სკანდალური და მიტოვებული
ქალის იმიჯი, არ გიხდება!-სანდრო ამჯერად ბარბარას უყურებდა, მაგრამ ხელი ისევ
ანიკას მკლავზე ეკიდა და იგრძნო როგორ გააკანკალა გოგონას.

-ნაძირალა ხარ!-მარცხენა ლოყა ბარბარას ბეჭდიანმა ხელმა აუწვა. ქერა ლამაზმანი


თავაწეული, ქუსლების კაკუნით გავიდა სახლიდან და არც კარის გაჯახუნება
დავიწყებია. შოუ დამთავრდა!

-იქნებ პატივი დამდო და ამიხსნა ყველაფერი?-დაიგრგვინა ანიკამ და სანდროც


მიხვდა, რომ არაფერიც არ დამთავრებულა. პირიქით, მთავარი წინ ელოდა და თუ ამ
თავდასხმასაც მოიგერიებდა, მხოლოდ მაშინ შეძლებდა მშვიდად ამოსუნთქვას.

-ანიკა, დამშვიდდი, ყველაფერს აგიხს...

-...დიახაც, ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ აუცილებლად ამიხსნი! „-სანი მალე მოვა? წინა
ჯერზე შენ აქ არ იყავი...“-ბარბარას ხმის იმიტაცია გააკეთა და სანდროს ისეთი
თვალებით შეხედა, მზერით მოკვლა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, სიამოვნებით
გაისტუმრებდა მოუსავლეთში.

-შენ რა, ეჭვიანობ?-სანდროს გაეცინა ასეთი ანიკას დანახვაზე. შეიძლება ითქვას,


ესიამოვნა კიდეც. გოგონა პირველად ეჭვიანობდა მასზე ასე სერიოზულად.

-ვეჭვიანობ? მე? როგორ ცდები! და თემა ნუ გადაგაქვს. რა უნდოდა იმ კახპას შენს


სახლში და მითუმეტეს ასეთ ფორმაში? რატომ იყო ის აქ ადრეც?-ანიკა ნაპერწკლებს
ყრიდა. ველურ პანტერას ჰგავდა, ისეთი გაცოფებული იყო. ყველაზე მეტად კი
სანდროს ღიმილს და თბილ მზერას გადაჰყავდა ჭკუიდან.

-ის აქ ადრეც იყო...

-რას მელაპარაკები, მართლა? ვერაფერს იტყვი, მშვენიერი თავგადასავლი მოგიწყვია


ამ რამდენიმე დღეში.

-ანიკა, დამაცდი რომ აგიხსნა?

~ 225 ~
-არაფრის ახსნა არ არის საჭირო. შეგიძლია დაეწიო და მოაბრუნო, შორს არ იქნება
წასული. მე კი სახლში ვბრუნდები!-გოგონა მტკიცედ და თავდაჯერებულად
ლაპარაკობდა. კარსაც კი დაეჯაჯგურა თავისი სიტყვების შესასრულებლად, მაგრამ
სანდრომ ცალი ხელით მიუხურა და როდესაც მის შესამკობად შემობრუნდა,
აღმოჩნდა რომ კარსა და ბიჭის სხეულს შორის იყო მომწყვდეული.

სანდრო აუღელვებლად დაიხარა და კარის საკეტი გადაატრიალა. თან ამ ყველაფერს


ისე აკეთებდა, წამითაც არ მოუშორებია მზერა ანიკასთვის. გოგონას კი სუნთქვა
შეეკრა. მათი სხეულები იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, მხოლოდ რამდენიმე
სანტიმეტრიღა აშორებდათ. ასეთ სიტუაციაში კი საღად აზროვნებას და მითუმეტეს
სიტუაციის გაკონტროლებას ვერ შეძლებდა.

-ბარბარა აქ მაშინაც იმისთვის იყო, რისთვისაც ახლა. მაგრამ არაფერი მომხდარა,


საერთოდ. ყავა დავლიეთ, შემდეგ კი ტაქსი გამოვუძახე და სახლში გავუშვი. ჩემი
ბრალი არ არის, მას თუ თავმყოვარეობა არ აქვს და კუდში დამდევს. გჯერა ჩემი?-
სანდრო ისეთი მშვიდი და დამარწმუნებელი ხმით ლაპარაკობდა, ანიკას უბრალოდ
არ შეეძლო შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ არც ასე ადვილად დანებება შედიოდა მის
გეგმებში.

-იქნებ მართლაა ორსულად?-იკითხა ბოლოს, სხვა რომ ვეღარაფერი მოიფიქრა.


სანდროს ტუჩის კუთხეებში ჩაეღიმა_მიხვდა, რომ რამდენიმე წამში უსიამოვნო
საუბარი დამთავრდებოდა.

-და შენ გჯერა ამის?-კითხვა აუღელვებლად და მხარზე აკოცა.

-იმას მაინც ვერ იტყვი, რომ მასთან არაფერი გქონია.

-არა, ამას ნამდვილად არ გეტყვი. მაგრამ ეს ჩემი წარსულია, რომელსაც ახლა


მნიშვნელობა აღარ აქვს. და საერთოდაც, ერთადერთი ქალი, რომლიც შვილებს
გამიჩენს, შენ ხარ. გასაგებია?-ბოლო წინადადების გაგონებისას ანიკამ მუხლებში
სისუსტე იგრძნო და სანდროს ასე ძლიერად რომ არ შემოეხვია წელზე ხელი, ალბათ
ჩაიკეცებოდა კიდევაც.

-ანუ...

-ანუ საეჭვიანო მიზეზი არ გაქვს, რაოდენ სასიამოვნო სანახავიც არ უნდა იყოს ეს


ჩემთვის...-მაცდური ღიმილით უთხრა სანდრომ და ფრთხილად აკოცა. არ უნდოდა
ეჩქარა, სანამ არ იგრძნობდა, რომ სიტუაციას საბოლოოდ თვითონ ფლობდა.

-თუ სწორად მახსოვს, გშიოდა...-ამოილუღლუღა ანიკამ, მისი ალერსით


გაბრუებულმა.

-და დარწმუნებული ხარ, რომ საჭმელი მშიოდა?-სანდრო მაინც არ წყვეტდა


გოგონასთვის აზროვნების უნარის დაკარგვის მცდელობას.
~ 226 ~
-ჯერ საჭმელი!-თვალი ჩაუკრა ანიკამ და როდესაც ბიჭის სახეზე წამიერი შოკი
აღიბეჭდა, დრო იხელთა და სიცილით დაუსხლტა ხელიდან.

-ძალიან ცუდი ბავშვი ხარ! მითქვამს ეს ოდესმე?-ფეხდაფეხ მიჰყვა გაღიმებული


სანდრო.-არ შეიძლება ასე თამაში, წესების გარეშე...

-და ვინ თამაშობს?-გოგონამ ტუჩზე იკბინა, რომ არ გასცინებოდა. სანდრო ისეთი


სახით უყურებდა, როგორც პატარა ბავშვი, რომელსაც ახლახან შოკოლადს
დაჰპირდნენ.

-ანუ?

-ანუ ჯერ საჭმელი, შემდეგ დესერტი. ტყუილად ვიწვალე ამდენი?-აი ახლა კი


აუტყდა სიცილი, მაგრამ...

-ცუდი მოთამაშე ყოველთვის ისჯება, ძვირფასო!-მართვის სადავეები კვლავ


სანდროს ხელში აღმოჩნდა და ახლა, ანიკა მიხვდა, რომ მხოლოდ მასზე იყო
დამოკიდებული როგორ დამთავრდებოდა დღევანდელი საღამო...

* * *
-ძალიან გემრიელია, ყოჩაღ!-პირგამოტენილმა უთხრა სანდრომ და ლაზანიას
განადგურება განაგრძო. წეღანდელი დაძაბულობისგან კვალიც აღარ დარჩენილიყო.
ანიკა მის მოპირდაპირე მხარეს იჯდა და კმაყოფილი სახით უღიმოდა. უხაროდა
მისი შრომა რომ დააფასეს.

-სანთლებს ვერსად მივაგენი და არც ყიდვა დამაცადეს, თორემ ნამდვილი


რომანტიკული ვახშამი გვექნებოდა...

-რომანტიკას სანთლები კი არა, ის ადამიანი ქმნის, ვინც გვერდით გყავს!-სანდრომ


ჭამა შეწყვიტა და თვალი თვალში გაუყარა. აშკარად რაღაც სერიოზულის სათქმელად
ემზადებოდა.-ანიკა, არ წახვიდე... საქართველოში დაბრუნებას არ ვგულისხმობ.
ჩემგან არ წახვიდე, დარჩი აქ. ერთად ვიცხოვროთ. მინდა რომ ეს ყველაფერი
ყოველდღიურობად გვექცეს. შენს მშობლებს მე თვითონ დაველაპარაკები, ავუხსნი
რომ ერთმანეთი გვიყვარს. თავიდან შეიძლება წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ მალევე
მიხვდებიან, რომ შენთვის ასე ჯობია. სკოლასაც აქ დაამთავრებ, კოლეჯსაც.

~ 227 ~
ყველაფერში დაგეხმარები, სულ შენს გვერდით ვიქნები. უბრალოდ გთხოვ, დარჩი
ჩემთან...-დაამთავრა მონოლოგი და ღრმად ამოისუნთქა.

ანიკა კი... ანიკა ადგილზე მიყინულივით იჯდა. რა უნდა ეთქვა, რა ეპასუხა?


დაქტიურად სანდრომ ხელი სთხოვა, მას კი პასუხი არ ჰქონდა. არა, როგორ არ
უნდოდა ეს ყველაფერი, ლამაზად დახატული მომავალი და ოცნების რეალობაც
ქცევა. მაგრამ, შეეძლო კი ასე მოქცევა? ყველას და ყველაფრის ფეხებზე დაკიდება.
სანდროსთან თუ დარჩებოდა, სამუდამოდ უნდა დამშვიდობებოდა საქართველოს,
რაც ნამდვილად არ სურდა. მაგრამ ყველაზე მეტად სანდროს დაკარგვა არ უნდოდა.
არც უნდოდა და არც შეეძლო. ვერ იარსებებდა მის გარეშე, ვერ ისუნთქებდა, ვერ
იფიქრებდა, საერთოდ ვერაფერს გააკეთებდა.

-ანიკა...-ფიქრებიდან მისმა შეშფოთებულმა ხმამ გამოარკვია და მაშინღა მიხვდა, რომ


ტიროდა. რა ატირებდა? ეს არ იცოდა. ალბათ გადაჭარბებული ემოციების ბრალი
იყო.

სანდრომ ანიშნა რომ მასთან მისულიყო, შემდეგ კი კალთაში ჩაისვა და ხელები


წელზე მოხვია.

-რა მოხდა? რამე ცუდად ვთქვი? გაწყენინე?-აღელვებული ეკითხებოდა და ზურგზე


ნაზად ეფერებოდა, ანიკა კი დამშვიდების ნაცვლად უფრო უმატებდა ტირილს.

-შენ არაფერ შუაში ხარ!-ამოისლუკუნა და ცხვირით მის კისერში ჩაიმალა.-


უბრალოდ... მეც მინდა შენთან და შენ გარეშე როგორ უნდა ვიარსებო არ ვიცი.
ხანდახან ასე მგონია, რომ ამხელა გრძნობის დატებას ვერც კი შევძლებ.

-და მაშინ რაღა გატირებს?-გაეცინა სანდროს და კისერში აკოცა.

-ასე ვერ მოვიქცევი. არ შემიძლია ყველაფრის ფეხებზე დაკიდება. საშინელი


საქციელი იქნება ასე, ონლაინ გზით რომ გავაგებინო ჩემებს ყველაფერი. ჩემგან ამას
არ იმსახურებენ. ისინი ჩემი მშობლები არიან, ხალხი, რომლებიც ყველაფერს
მაძლევდნენ, ცდილობდნენ არაფერი დამკლებოდა. ვინ იცის ჩემ გამო რამდენი
რაღაცის გადატანა უხდებოდათ. ყველაზე ცუდი შვლი ვიქნები, ეს რომ დავივიწყო
და ვუთხრა აქ ვრჩები-მეთქი. ყველაზე უარესი კი იცი რა არის? ჩემს ერთ ნაწილს ეს
საერთოდ არ ადარდებს და უყოყმანოდ დაგთანხმდება ცოტა ხნის წინ
შემოთავაზებულ წინადადებაზე.-ანიკამ სათქმელი რომ დაამთავრა, მხოლოდ მაშინ
შეხედა სანდროს. მის თვალებში იმდენი რამის ამოკითხვა შეეძლო, წამიერად
სუნთქვაც კი შეეკრა.

-სწორედ იმიტომ მიყვარხარ, ასეთი რომ ხარ!-ბიჭი ისე მოწყურებულად დაეწაფა მის
ტუჩებს, თითქოს საუკუნეა ნანახი არ ყავდა. არ შეეძლო მისი გაშვება, მაგრამ ვერც
დარჩენას აიძულებდა. იცოდა რომ გამოსავალი ძალიან მარტივი იყო, მაგრამ მისი
გაგონებაც არ სურდა.
~ 228 ~
ის იყო ანიკა სანდროს კალთაში მოხერხებულად მოკალათდა და იგრძნო როგორ
შეეხსნა პერანგის ღილები, რომ კარზე გაბმული ზარის ხმა გაისმა.

-არ გააღო...-ამოილუღლუღა გაუაზრებლად და თმაში ჩააფრინდა. არც სანდრო


კვდებოდა კარის გაღების სურვილით. მეტიც, ანიკა მოურიდებლად აიყვანა ხელში,
ისე რომ მის ტუჩებს არ მოშორებია და საძინებლისკენ დაიძრა, მაგრამ ზარი კვლავ
დარეკეს. ამჯერად სამი მოკლე და ერთი გრძელი. ჰმ, უკვე იცოდა ვინც იდგა
ზღურბლს მიღმა.

-დენიელია...-ძლივს ამოილაპარაკა, მაგრამ ამის გაგონებისას ანიკამ სასწრაფოდ


ჩამოსწია მის წელზე შემოლაგებული ფეხები. ისეთი შეშინებული თვალები ჰქონდა,
თითქოს დანაშაულზე წაასწრეს.

-არ გააღებ?-ჰკითხა და აჩეჩილი ტანსაცმლის სწორება დაიწყო. ისე ღელავდა,


ღილები არასწორადაც კი შეიკრა, რაზეც სანდროს სიცილი აუტყდა.

-დამშვიდდი, უკანონოს კი არაფერს აკეთებ!-დასცინა და ღილები გაუსწორა, შემდეგ


კი მასთან ერთად გაემართა მისაღებისკენ.

-ჰმ, შეგახსენებ რომ ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ვარ. ასე რომ, მე არა, მაგრამ შენ
აკეთებ უკანონოს!-ენა გამოუყო ანიკამ, ტანსაცმელზე ბოლოჯერ დაიხედა და
ღიმილიანი სახით გააღო კარი.

-როგორც იქნა!-წამოიყვირა დენიელმა და ის იყო ხელებგაშლილი სახლში უნდა


შევარდნილიყო და მეგობარს გადახვეოდა, რომ ანიკას დანახვისას ადგილზევე
გაშეშდა, შემდეგ კი სახე გაებადრა და მას გადაეხვია. არც სანდრო დარჩენია ვალში
და ლუსი ჩაიკრა გულში.

-არ ვიცოდი ჩამოსვლას თუ აპირებდით უკვე!-ბოლოს როგორც იქნა მეგობარსაც


გადაეხვია და შემდეგ სტუმრები სახლში შეიპატიჟა. ლუსიმ ანიკას მზერით
სანდროზე ანიშნა, შემდეგ კი ცერა თითი მაღლა აღმართა.

-არც ჩვენ ვიცოდით აქ კიდევ ერთი წყვილი თუ დაგვხვდებოდა!-თვალი ჩაუკრა


დენიმ და დივანზე მიესვენა. ლუსიც გვერდით მიუჯდა, სანდრო და ანიკა კი
სავარძლებში გადანაწილდნენ. უფრო სწორად, სავარძელში, რადგან როდესაც
გოგონა დასაჯდომად გაემართა, ხელზე დაქაჩეს და პატარა ბავშვივით მუხლებზე
დაისკუპეს.

-მე ვიცოდი წყვილი რომ დაგვხვდებოდა!-ამაყი ღიმილით განაცხადა ლუსიმ.

-ნუ ეგ მეც კი ვიცოდი, მაგრამ ასე მალე საცხოვრებლად ერთად გადასვლას არ


მოველოდი!-ვალში არ დარჩა დენი, მაგრამ შემდეგ ანიკას სახეს კარგად დააკვირდა
და როდესაც აბაჟურის დაბალ განათებაზეც კი მოახერხა სილურჯეების დანახვა,
გაფართოებული თვალებით შეხედა სანდროს.-მოიცა, ოჯახური ძალადობაც?
~ 229 ~
-ჯერ ერთი, ერთად არ ვცხოვრობთ. და მერე მეორეც, სანამ შენ ისვენებდი, მე თქვენი
ტერორისტი სავარჯიშოდ მიყენებდა!-გაუცინა ანიკამ, მაგრამ იგრძნო როგორ
დაეძაბა სანდროს მთელი სხეული, დენიელს კი მზერა გაეყინა.

-ღმერთო!-მსუბუქად შეჰკივლა ლუსიმ და თვალები ცრემლებით აევსო.-კიდევ რამე


ხომ არ დაგიშავა?

-არა!-მოგუდული ხმით უპასუხა სანდრომ და ანიკას წელზე მოხვეული ხელი კიდევ


უფრო ძლიერად მოუჭირა, თითქოს თავის საკუთრებას იცავსო.

-ახლა არ გვინდა ამ თემაზე...-ამოიოხრა დენიმ.-ხვალ სამსახურში მომიყვები


ყველაფერს?-სანდრომ უბრალოდ თავი დაუქნია, მან კი შეცვლილი ტონით
გააგრძელა.-ჩვენ ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს!-შემდეგ კი ლუსის გახედა, ხელი
მოხვია და გულზე მიიხუტა.

-ორსულად ვარ!-განაცხადა გოგონამ და სიტუაციაც საბოლოოდ შეიცვალა.

სახლი წამში აივსო ბედნიერებით. სანდრომ მეგობარს ხუმრობით ისიც უთხრა, ცოტა
გვიან რომ მოსულიყავი, შესაძლოა აქ ერთადერთი მომავალი მამიკო არ
ყოფილიყავიო, აწითლებულმა ანიკამ კი სასწრაფოდ შეცვალა თემა და ლუსის
ბავშვის სახელებზე დაუწყო საუბარი. ყველაფერი ძალიან კარგად წავიდა. დენიმ და
ლუსიმ საჩუქრებიც დაურიგეს მოსიყვარულე წყვილს და მათი ამბავი, მომავლის
გეგმებთან ერთად, დეტალებში გამოკითხეს.

-არა, ვერ უარყოფთ, რომ ჩვენმა ქორწილმა დიდი როლი ითამაშა ამ ყველაფერში!-
გაიბღინძა დენიელი და მეუღლეს გადახედა წარბების თამაშით.-ხომ ასეა, ძვირფასო?

-სხვათაშორის, თქვენი ქორწილის კიდევ ერთი სტუმარი მოგვადგა დღეს და ამ


ვაჟბატონს გამოუცხადა, შენგან ორსულად ვარო!

-რაო?-ჩაბჟირდა დენი.-სულ დაკარგა მაგ გოგომ ჭკუა? აი ყველაფრის დაბრალება


შეეძლო მოეფიქრებინა მაგის გარდა. არ იცნობდეს მაინც სანდროს.

-ამხელა კაცი მასეთ მარტივ შეცდომას დავუშვებდი?-შეიფერა საუბრის მთავარმა


ობიექტმაც.

-ჰო, მშვენივრად მახსოვს როგორ ესაუბრებოდი ჩემი ჩამოსვლის პირველ დღეს სამ
გოგოს ერთი და იგივე ტექსტით!-გაბუტული ბავშვის ხმით თქვა ანიკამ, რაზეც
ყველამ გულიანად გაიცინა.

კიდევ ბევრი იმხიარულეს. დენი ბავშვისთვის სასაცილო სახელებს იფიქრებდა


ლუსის გასაბრაზებლად, ის კი უკვე ოთახის ინტერიერზე საუბრობდა. წამით ანიკამ
გაიფიქრა, ნეტავ მათ ადგილას ჩვენ ვიყოთო, მაგრამ შემდეგ მაკენზის მოვლაში
გატარებული ორი დღე გაახსენდა და თავისივე აზრი სასწრაფოდ უკუაგდო. ჯერ-

~ 230 ~
ჯერობით ნამდვილად არ სურდა იგივეს განმეორება. და საერთოდაც, ჯერ მხოლოდ
ჩვიდმეტის არის, რა შვილზეა საუბარი. კი ამბობენ, ნაადრევი ყველაფერი კარგია
სიკვდილის გარდაო, მაგრამ თვითონ არ ეთანხმება ამ გამონათქვამს. ყველაფერს
თავისი დრო აქვს, გათხოვებასაც, შვილების გაჩენასაც და საერთოდ არ არის
აუცილებელი მათი ხელოვნურად დაჩქარება. მართლია არსებობენ ადამიანები,
რომელთა მთავარ მიზანსაც ოჯახის შექმნა წარმოადგენს, მაგრამ თვითონ მათ
რიცხვს არასდროს მიეკუთვნებოდა. ყოველთვის იმას ამბობდა, სანამ კარგი
სამსახური არ მექნება, გათხოვებას არ ვაპირებო. ახლა კი, რომ არა ერთი „პატარა“
პრობლემა, სანდროს წინადადებას დაუფიქრებლად დასთანხმდებოდა. ჰმ, ვინ იცის
რა ელით მომავალში...

* * *
ორმოცდაათს მიახლოებულმა, ჭაღარაშერეულმა მამაკაცმა, სახლის კარი მშვიდად
შეაღო და ახალი ამბის სახარებლად მისაღებში შეკრებილი ოჯახისკენ გაემართა.

-მამა, დაბრუნდით?-შეეგება ქერათმიანი, ლურჯთვალება გოგონა და სავარძლიდან


წამოდგა, რომ მისი საყვარელი ვისკი დაესხა მამამთილისთვის.

-გმადლობ, ძვირფასო!-ჭიქა გამოართვა კაცმა და ოთახს თვალი მოავლო.-


დანარჩენები სად არიან?

-დედა სამზარეულოშია, ლაშას კი სძინავს...-ბოლო სიტყვები რაღაცნაირად,


დამნაშავის ხმით წარმოთქვა და კაცს გახედა.

-გურამ, უკვე დაბრუნდი, საყვარელო?-მეუღლეს მიეგება სამზარეულოდან


გამოსული, გაფქვილულხელებიანი თამარი, შემდეგ კი უხერხულად მდგარ რძალსაც
აჩუქა თავისი მზერა.

-კიდევ სძინავს იმ უსაქმურს, თიკა? გამაგიჟებს მე ეგ ბიჭი!

-ცოტა ჩუმად რომ ილაპარაკოთ, როცა ნაბახუსევზე ვარ, არ შეიძლება?-ოთახში


თმააბურძგნული ბიჭიც გამოჩნდა, ნამძინარევი თვალებით და მთქნარებით.-თიკა,
ბარბარემ გაიღვიძა. დედიკო ჩაგაცმევს-მეთქი ვუთხარი.

~ 231 ~
-შენთვის არ შეიძლებოდა?-შეუბღვირა ცოლმა და ბოდიშის მოხდით გავიდა
ბავშვთან.

-ახალი ამბავი მაქვს. ლაშა, ეს განსაკუთრებით შენ გეხება!-დაიწყო გურამმა და


სავარძელში მოკალათდა.-ბიზნესს ვაფართოვებთ და შენც უნდა ჩაერთო. ოცდახუთი
წლის კაცი ხარ, ანგელოზივით ცოლ-შვილი გყავს, არ შეიძლება ასე უსაქმურად
ყიალი და დღეგამოშვებით ნაბახუსევზე ყოფნა.

-აუ, მამა, რა გინდა? მორჩი ჩემს დამოძღვრას და პირდაპირ მითხარი.

-გეტყვი, არ მომერიდება!-ირონიულად ჩაიციმა კაცმა.-ხვალიდანვე დაიწყებ ოფისში


სიარულს. დაივიწყებ ძველებურ დროსტარებას და არხეინად ჯდომას. ფირმას ახლა
სჭირდება დახმარება და თუ ყველაფერი კარგად წავიდა, რამდენიმე თვეში ჩვენს
მინერალურ წყლებს ამერიკამდეც გავიტანთ და ჩვენც იქ გადავალთ საცხოვრებლად.

-ნეტავ ვიცოდე იქ რა დაგრჩენია...-ლაშა ისეთი „სულერთია“ ტონით ელაპარაკებოდა,


აშკარა იყო, ეს ახალი ამბავი დიდად არ ახარებდა.-თუ რადგან შენმა პატივცემულმა
ძმაკაცმა იქ აიწყო ცხოვრება, „მასზე ნაკლები რითი ვარ“ პრინციპით უნდა იცხოვრო?

-ენას კბილი დააჭირე, ლაწირაკო! იცოდე ვის და როგორ ელაპარაკო. რადგან


ადამიანური საუბარი არ გესმის, სხვანაირად გეტყვი: არ მაინტერესებს შენი აზრი,
ხვალვე წამოხვალ და ჩემთან ერთად დაიწყებ მუშაობას. შენ გამო ამ ქვეყნიდან
გაღწევის შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ. რაც არ უნდა მოხდეს, მაისის ბოლოს უკვე
ნიუ-იორკში უნდა ვიყოთ!-გადაჭრით თქვა გურამმა, ვისკი ჩაცალა და ოთახიდან
აუღელვებლად გავიდა...

* * *
შუაღამე გადასული იყო სანდრომ და ანიკამ სტუმრები რომ გააცილეს. ცოტა
წაუქეიფეს კიდეც, შემდეგ სანდრო გოგონას ყველაფრის მილაგებაში დაეხმარა და
ახლა ორივენი ისეთი დაღლილები იყვნენ, ფეხზე ძლივს იდგნენ.

-ცოტაც და ადგილზევე ჩამომეძინება...-მთქნარებით თქვა ანიკამ და დარეცხილ-


დამშრალებული ჭურჭელი კარადაში შეალაგა. სანდრო კედელს ცალი მხრით იყო
მიყრდნობილი და ისე ადევნებდა თვალს.

~ 232 ~
-დაანებე თავი და დავიძინოთ, ცოდო ხარ. ხვალ მიხედე...

-მოვრჩი თითქმის. შხაპის მიღებაც მინდა მე, დაიძინე შენ თუ გინდა!-შესთავაზა


ანიკამ, მაგრამ მისი მზერა რომ დააფიქსირა, უბრალოდ მხრები აიჩეჩა.

-სხვათაშორის, მე არც ძალიად გადაშტერებული ვარ და გატყობ არც შენ კვდები


ძილის სურვილით. ჰოდა ვიფიქრე, იქნებ შხაპის მიღებას...

-სანდრო, გეყოფა!-სიცილით შეაწყვეტინა ანიკამ და პირზე ორივე ხელი ააფარა.-


საერთოდ არაფერი მსგავსი არ შედის ჩემს უახლოეს გეგმებში!

-და რა საჭიროა რამის დაგეგმვა?-წარბები აათამაშა ბიჭმა.-დაგეგმვა ინტერესს


აკარგინებს!

-წინასწარ საუბარიც დაგეგმვის ნაწილია!-ვალში არ დარჩენია ანიკა.-და აღარ გვინდა


ახლა ამაზე. შხაპის მიღებაც გადავიფიქრე. აბა, დავიძინოთ?

-დავიძინოთ, მაგრამ შემდეგ აუცილებლად გამახსენე, რომ დენიელზე შური ვიძიო!-


ამოიოხრა სანდრომ, ანიკა პატარა ბავშვივით აიტაცა ხელში და საძინებლისკენ
გაეშურა_ამჯერად დასაძინებლად...

* * *
მთელი დღის დაღლილებს, ორივეს ისე ღრმად ჩაეძინათ, მათ გაღვიძებას მხოლოდ
განსაკუთრებული შემთხვევა თუ შეძლებდა. განსაკუთრებულმა შემთხვევამაც არ
დააყოვნა და დილის რვა საათზე, ზარის რეკვით გამოჩნდა მოსიყვარულე წყვილის
სახლში. ამჯერად პირველს სანდროს გაეღვიძა და ძილს შეიბრუნებდა კიდეც, რომ
არა ჯიუტი, დაუპატიჟებელი სტუმარი, რომელსაც არაფრის დიდებით არ სურდა
თითის აღება ზარის ღილაკიდან.

-მოკლავ თუ მოვკლა?-ამოიბურტყუნა ანიკამ და ბალიში თავზე წაიფარა.

-საერთოდ გავაუქმებ ზარს!-ბუზღუნის ხასიათზე დადგა სანდროც.

-იქნებ მანამდე კარი გაგეღო?

-მეზარება. ვინ უნდა იყოს ამ დროს, მობეზრდება და წავა!-უპასუხა, ხელი მოხვია და


ის იყო ძილი უნდა გაეგრძელებინა, რომ ახლა მისი მობილური ამღერდა. ერთი კი
~ 233 ~
ამოიგმინა გაბრაზებულმა, მაგრამ როდესაც ეკრანს დახედა, წამიერად
გამოფხიზლდა.

-ვინ არის?-თავის აუწევლად კითხა ანიკამ.

-მარიკა!-აი ახლა კი მოუწია გოგონას თვალების დაჭყეტვა. სწრაფად წამოჯდა, ჯერ


ოთახში მიმოიხედა, სადაც არეულად ეყარა ტანსაცმელი, შემდეგ კი სანდროს შეხედა.

-სწრაფად ვალაგებთ!-წამოიყვირა და საწოლიდან წამოხტა, თან ისეთ სიჩქარით, რომ


ფეხები ერთმანეთში აეხლართა და იქვე გაიშოტა.

-გიჟებივით დარბოდნენ ოთახში და ცდილობდნენ უმოკლეს დროში თან ჩაეცვათ და


თან იქაურობა მიელაგებინათ. სანდრომ კი წამებში გადაიცვა, მაგრამ ანიკა ისევ
ჯინსითა და ბიუსტჰალტერით დარბოდა.

-ჩაიცვი!-ესროლა სანდრომ რაც ხელში მოხვდა და საწოლი გადაასწორა.

-შენი მაისური? გაგიჟდი? რას იფიქრებს?

-მაშინ გაიქეცი და სწრაფად მოძებნე შენთან რამე. მე მანამდე კარს გავაღებ.

-სანდრო!-მოესმათ გარედან გიას ძახილი. ახლა ნამდვილად არ იყო დასაკარგი დრო,


მითუმეტეს რომ ანიკას ისიც არ ახსოვდა სად დადო სანდროს მოტანილი ჩანთა.
გუშინდელ პერანგს ხელი დაავლო, სწრაფად შემოიცვა და ჭიპს ზემოთ გაიკვანძა.
მხოლოდ დაკვირვებული თვალი თუ შეიშნავდა, რომ ბიჭის პერანგი იყო და თანაც,
სულ მცირე ორი ზომით დიდი. ჰმ, ანიკა აშკარად თავს იმშვიდებდა...

-ჩამოგიღეთ კარები, სად ხარ აქამდე?-მისალმების ნაცვლად მიახალა მარიკამ, შემდეგ


კი გიას პარკები გამოართვა და სამზარეულოში შევიდა.

-როგორ ხარ, ანიკა?-მოიკითხა გიამ და გადაკოცნა.

-კინაღამ მოვკვდი ნერვიულობით, შვილო!-ახლა მარიკაც მოეხვია. როგორ ასწრებს ეს


ქალი ასე სწრაფად ყველაფრის კეთებას?

-კარგად ვარ, გმადლობთ. სულ ცოტათი მაწუხებს. ხელის შეხებით მტკივა, ისე არა...-
გაუღიმა „დაზარალებულმა“. ცდილობდა მაქსიმალურად შეენარჩუნებინა სიმშვიდე,
რაც ჯერ-ჯერობით გამოსდიოდა.

-ამ დილაუთენია რამ გაგაღვიძათ?-ჯერ ისევ ნამძინარევი ხმით ჰკითხა სანდრომ და


მოურიდებლად დაამთქნარა, რაზეც მარიკამ თვალები დაუბრიალა და ანიშნა პირზე
ხელი აიფარეო.

-სასწრაფო საქმე გამოჩნდა, დედი. დალასში მივფრინავთ ერთ საათში და მანამდე


შემოგირბინეთ.

~ 234 ~
-ჯეიკობმა დაგვირეკა, ჩვენმა ადვოკატმა. ძალიან კარგი ვარიანტი გამოჩენილა
რესტორნის გასახსნელად და სანამ ვინმემ დაგვასწრო, გვინდა ტერიტორია ვნახოთ
და თუ მართლა ღირს, ვიყიდით კიდეც!-დაამატა გიამ.

-დილის რვა საათზე?

-სანდრო, რა გჭირს? ნიუ-იორკში რვა საათია, დალასში_არა!-გაუწყრა დედა.-


მოკლედ, რაღაც პროდუქტები მოგიტანეთ, რომ არ მოკლა ეს გოგო შიმშილით. ახლა
კი უნდა გავიქცეთ. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ხვალ შუადღისით
დავბრუნდებით.

-აბა თქვენ იცით, ჭკუით იყავით!-მხარზე ხელი დაჰკრა გიამ და ისევე სწრაფად
წავიდნენ, როგორც შემოიჭრნენ. ანიკა გამოშტერებული იდგა, ვერაფერი გაეგო.

-შეგვამოწმეს!-დარწმუნებით წარმოთქვა სანდრომ, შემდეგ კი გოგონას გახედა.-მგონი


კარგად ჩავაბარეთ გამოცდა. რას იტყვი?

-მეც ასე ვფიქრობ!-სიცილით დაუქნია თავი.-ამიტომ, პრიზიც დავიმსახურეთ!

-ნამდვილად! აბა, რა საჩუქარი გავუკეთოთ ჩვენს თავს?

-სამსახურს გააცდენ?-თვალებგაბრწყინებულმა ჰკითხა ანიკამ.

-მხოლოდ ეს? ანიკა, მაოცებ!

-შენ მითხარი გააცდენ თუ არა და გაოცება ჩემზე იყოს!-ენა გამოუყო გოგონამ, შემდეგ
კი კისერზე ჩამოეკიდა და პატარა ბავშვივით აწუწუნდა.-გააცდინე რა...

-როგორ შემიძლია უარი გითხრა, როდესაც ასეთი კნუტის თვალებით მიყურებ?-


გაეცინა სანდროს და ცხვირის წვერზე მსუბუქად აკოცა.

-მიყვარხარ!-გახარებულმა წამოიძახა ანიკამ და მთელი ძალით ჩაეხუტა.

უკვე იცოდა, რომ დღევანდელი დღე მისთვის დაუვიწყარი იქნებოდა. შეიძლება


მცირედი უსიამოვნებაც შეხვედროდა, მაგრამ როგორც თვითონ ამბობდა
ყოველთვის_ჯობდა გაერისკა და ენანა, ვიდრე ენანა ის, რომ არ გარისკა!..

~ 235 ~
თავი 20

-მაინც არ მეტყვი სად მივდივართ?-პატარა ბავშვივით წუწუნებდა სანდრო.


დილიდან ცდილობდა ანიკას გამოტეხვას, მაგრამ ამაოდ_გოგონა შეუვალი იყო. ჯერ
ძველ სახლში წავიდნენ, რომ მაკიაჟი გაეკეთებინა და შესაბამისი კაბა შეერჩია,
შემდეგ კი სანდრო მანქანის გასაღებიც მოსთხოვა.

-ახლა ჩემი ჯერია გაწვალო. უბრალოდ მენდე და მომეცი გასაღები.

-მითხარი სად უნდა წავიდეთ და მე დავჯდები საჭესთან. მაგ კაბით მძღოლის


ადგილს ხომ არ მიუჯდები?-ანიკა მართლა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
ოქროსფერი, ტანზე მომდგარი, მუხლამდე სიგრძის კაბა ეცვა. სანდროსაც
კატეგორიულად მოსთხოვა ოფიციალურ ფორმაში ყოფილიყო. ბიჭს წარმოდგენა არ
ჰქონდა რა შეიძლებოდა ყოფილიყო ანიკას სიურპრიზი, მაგრამ ტანსაცმლის
მიხედვით თუ იმსჯელებდა, ან მუზეუმში ამოყოფდა თავს, ან ოპერაში, ანდაც
ოფიციალურ შეხვედრაზე, რაც ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი იყო. სიმართლე
უნდა ითქვას და არც დანარჩენი ვარიანტები ახარებდა დიდად.

-უკვე იცი რომ მანქანის მართვა შემიძლია, ასე რომ, გაჩუმდი და მომეცი გასაღები!-
ანიკა მანამ იდგა ხელგაშვერილი, სანამ თავისი არ მიიღო, ემდეგ კი ამაყი სახით
მიუჯდა საჭეს და ღვედი გადაიჭირა.

-მუზეუმში მივდივართ?-საწყალი ხმით ჰკითხა ბიჭმა, რაზეც გულიანი იცილი


აუტყდა.

-ღმერთო, არა! დამიჯერე, მოგეწონება ჩემი სიურპრიზი!-თვალი ჩაუკრა და ძრავა


აამუშავა. მართალია გარეგნულად მშვიდი და საკუთარ თავში დარწმუნებული
ჩანდა, მაგრამ სინამდვილეში გული უსკდებოდა. ვინ იცის, მოეწონება კი სანდროს
მისი სიურპრიზი? შეიძლება ძალიან გაბრაზდეს კიდეც, მაგრამ ანიკა ამ შანს
ხელიდან ვერ გაუშვებს. ყველაფერი უნდა გააკეთოს, სხვა თუ არაფერი, მომავალზე
და სანდროს შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს. დღევანდელი დღე კი მისი გეგმის
პირველი ეტაპი იქნება...

* * *
მანქანა გრანდიოზული საკონცერტო დარბაზის ავტოსადგომზე რომ გაჩერდა,
სანდრო თვალებს ჯერ კიდევ ვერ უჯერებდა. ღვედი არც კი შეუხსნია ისე გაიხედ-
გამოიხედა გარეთ, შემდეგ კი ანიკას მიაჩერდა.
~ 236 ~
-მეხუმრები? ვისი კონცერტია?

-წამომყევი და გაიგებ! და ძალიან გთხოვ, ნუ მიყურებ მასეთ თვალებით!-გაეცინა


გოგონას, კარი გააღო და მანქანიდან ისე მოხდენილად გადავიდა, როგორც ამას
ფილმებში აკეთებენ ელეგანტური მსახიობი ქალები. ბიჭმაც ერთი ამოიოხრა და
შემდეგ მას მიჰყვა. წარმოდგენა არ ჰქონდა ვისი კონცერტი იმართებოდა დღეს ნიუ-
იორკის ყველაზე დიდ დარბაზში, მაგრამ გული ცუდს უგრძნობდა. რა საჭირო იყო
პრიზის სახით კონცერტზე წამოსვლა? თვითონ გაცილებით უკეთესი გასართობი
იცოდა... ჯანდაბა, სანდრო! გეყოს, უკვე მეტისმეტია სულ ამაზე ფიქრი.

-აქ დამელოდე, ბილეთებს ვიყიდი და შევიდეთ!-შესასვლელთან უთხრა ანიკამ და ის


იყო უნდა წასულიყო, რომ სანდრომ შეაჩერა.

-რას ნიშნავს ბილეთებს იყიდი? ასე მგონია ადგილები გავცვალეთ.

-კარგი რა, სანდრო! უბრალოდ მინდა ბოლომდე სიურპრიზად დავტოვო ყველაფერი.

-კარგი, მაგრამ ეს გამომართვი. და იცოდე, აუცილებლად შევამოწმებ გამოიყენე თუ


არა!-ბიჭმა თავისი საკრედიტო ბარათი გაუწოდა, ანიკამ კი უბრალოდ თვალები
აატრიალა და გაეცალა.

ხელები უკანკალებდა როდესაც მოლარეს საკრედიტო ბარათი გაუწოდა და ორი


ბილეთი მოსთხოვა მისთვის ძალიან კარგად ნაცნობი შემსრულებლის კონცერტზე.
ხოლო როდესაც ბარათი ბილეთებთან ერთად დაუბრუნეს, გული უკვე ამოვარდნას
ჰქონდა. რა იქნება სანდრო ძალიან რომ გაბრაზდეს და უთხრას, მე არსადაც არ
წამოვალ, რაც გინდა ის გიქნიაო? ხომ დარჩება სახტად ორი ბილეთით ხელში? არა,
სანდრო ასეთი არ არის, ასე არ მოექცევა. შეიძლება ძალიანაც გაბრაზდეს, მაგრამ აქ
მარტო არ დატოვებს.

ანიკამ ხალხის ბრბოში გზა გაჭირვებით გაიკვლია და როგორც იქნა სანდროსაც


მიუახლოვდა.

-წავედით?-ჰკითხა ბიჭმა და წელზე ხელი მოხვია.

-წავედით!-თავი დაუქნია და აკანკელებული მუხლებით გაემართა მთავარი


შესასვლელისკენ...

~ 237 ~
* * *
დარბაზი მართლაც რომ საზეიმოდ იყო მორთული, სცენაზე კი ღვინისფერი, სქელი
ფარდა ჩამოეფარებინათ. საინტერესოა რა რეაქცია ექნება სანდროს, როდესაც „მათ“
დაინახავს. ანიკა გულში ლუცულობდა, რომ ყველაფერს კარგად ჩაევლო, მაგრამ
მაინც ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა. არა, რას აიჩემა ეს ყველაფერი? მაგრამ ჯობია
აქედავე დაიწყოს მზადება. არ ღირს ნერვიულობა იმაზე, რასაც ვეღარ შეცვლის.

ფარდამ ნელ-ნელა გადაწევა რომ დაიწყო, გოგონამ უნებურად სუნთქვა შეიკრა, ხელი
კი სანდროს თითებში ახლართა და მისი რეაქციის მოლოდინში გაიტრუნა. ბიჭს ჯერ
თვალები გაუფართოვდა, შემდეგ ცხვირის ნესტოები დაებერა, პირი დააღო და ანიკას
გახედა.

-დამცინი? რა „სუხიშვილები“?-ისეთი ხმით ჰკითხა, ჯობდა თავში რაიმე ჩაერტყა, ან


სულაც თვალები ამოეთხარა, რომ ასეთი გაბრაზებული ვერ დაენახა.

-ელემ მითხრა გასტროლები აქვთო, ახალი პროგრამაო... არც ვიცოდი აქაც თუ


აპირებდნენ ჩამოვლას. რამდენიმე დღის წინ გადავაწყდი რეკლამას შემთხვევით...

-და იფიქრე, მოდი სანდროს სიურპრიზს გავუკეთებ, ქართული ცეკვის კონცერტზე


წავიყვან, თან დავაკვირდები რა რეაქცია ექნება და...

-ნუ ხმაურობთ თუ შეიძლება!-სანდროს ფრაზა გვერდით მჯდარმა ამერიკელმა


შეაწყვეტინა, მან კი ჯერ ამოიოხრა და შემდეგ ხელები ასწია დანებების ნიშნად.

ანიკას ერჩივნა ჭერი თავზე ჩამონგრეოდა. ცოტაღა უკლდა ტირილს. სანდრო აქ


არანაირი ქვეზრახვებით არ წამოუყვანია, მან კი რა დააბრალა. საერთოდ ყველაფრის
სურვილი დაეკარგა. აღარც კონცერტზე გაჩერება უნდოდა და აღარც უკან
დაბრუნება. გული ისე დაუმძიმდა, თითქოს ასტონიანი ტვირთი დაკიდესო. არადა
ეს მუსიკა დედის ხმასავით ჩაესმოდა ყურში. სხვა სიტუაციაში და სხვა ადგილას,
აუცილებლად აყვებოდა, მაგრამ...

თვითონაც დადიოდა „სუხიშვილების“ ანსამბლში რამდენიმე წელი, შემდეგ კი,


როდესაც თინეიჯერობის ასაკში ფეხი ახალი შედგმული ჰქონდა, გადაწყვიტა რომ
სიჯიუტე და ურჩობა უნდა გამოეჩინა. გამოიჩინა კიდეც, ერთ დღესაც განაცხადა
ცეკვის გაკვეთილზე აღარასდროს წავალო. ქვეცნობიერად ეგონა, რომ გადარწმუნებას
დაუწყებდნენ, შეეხვეწებოდნენ, მუხლებში ჩაუვარდებოდნენ, თავად კი მშობლებს
ცოტას გააწვალებდა და ბოლოს გადაწყვეტილებას შეიცვლიდა. სამწუხაროდ თუ
საბედნიეროდ, არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ლიკამ და ირაკლიმ უბრალოდ
მიზეზი ჰკითხეს, ანიკა კი ჯიუტად იმეორებდა, რომ აღარ უნდოდა. მათაც აღარ
დაუძალებიათ და უპრობლემოდ გამოიყვანეს ცეკვიდან. მეთელი გეგმები ჩაეშალა,
კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობის გარეშეც დარჩა.

~ 238 ~
ერთი პირი კი იფიქრა, ცოტა ხანში ვთხოვ და ისევ შემიყვანენო, მაგრამ საკუთარ
პრინციპებს ვერ გადააბიჯა... და წააგო კიდეც. ვინ იცის, იქნებ ახლა თვითონაც ამ
სცენაზე მდგარიყო? მაგრამ არა! ამის ნაცვლად, იჯდა და უყურებდა როგორც
ცეკვავდნენ სხვები. ერთ-ერთ სოლისტში თავისი მასწავლებელიც ამოიცნო. დათო!
როგორ შეცვლილა... ანიკა სულ პატარა იყო მასთან რომ დადიოდა, შეიძლება
ამიტომაც მოეჩვენა ასე, მაგრამ ფაქტია, დათო მასწავლებლი დანახვისას, ყელში
მობჯენილმა ბურთმა გაზრდა დაიწყო და ბოლოს გასკდა კიდეც. ეს კი მაშინ მოხდა,
როდესაც ცალი თვალი სანდროსკენ გააპარა და დაინახა, რომ ის მობილურში „2048“-
ის თამაშით იყო გართული. წამში აემღვრა გამოახულება. თითქოს მდუღარე
გადაასხეს, ისე ძალიან აეწვა გულ-მუცელი. თავი ძლივს შეიკავა ხმამაღლა რომ არ
აღრიალებულიყო. სანდრომ კი... ყურადღებაც არ მიაქცია. ნუთუ ვერ დაინახა რომ
ტიროდა? ასე გაერთო თამაშით? არა, შეუძლებელია...

ანიკამ მაშინვე შეცვალა ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილება. აღარც


შესვენებას დალოდებია, არც ცეკვის დამთავრებას, ქლაჩს და მანტოს ხელი დაავლო,
წამოდგა და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ. ხმაურის გამო ვერ გაიგო
ნაბიჯების ხმა და ვერც იმას მიხვდა სანდრო გაჰყვა თუ არა, მაგრამ იგრძნო როგორ
აუწვა ზურგი ვიღაცის მზერამ. ფოიეში გავიდა და ი იყო კიბეებში უნდა
დაშვებულიყო, რომ ნანცობი ხმაც გაიგონა.

-ად მირბიხარ?-უემოციოდ ჰკითხა სანდრომ და გვერდით ამოუდგა.

-შენთვის რა მნიშნველობა აქვს? თუ აქ დარჩენის სურვილით კვდებოდი?-გოგონამ


უხეშად მოიწმინდა ცრემლები და ხმაც ირონიული გაუხდა. ჰმ, ნეტავ რის მიღწევას
ცდილობდა ამით...

-როგორ თუ რა მნიშნველობა აქვს? ჩვენ აქ ერთად ვიყავით, შენ კი უეცრად წამოხტი


და სადღაც გავარდი.

-არა, არ ვყოფილვართ ერთად! მე კონცერტზე ვიყავი, შენ კი სადღაც სხვაგან.


საერთოდაც, ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი შენი აქ წამოყვანით.

-არ შემიძლია არ დაგეთანხმო! ძალიან მაინტერესებს რაზე ფიქრობდი...

-მაინც ვერ გაიგებ, რომც გითხრა...-მწარედ ამოიოხრა ანიკამ, სანდრო კი კვლავ


აგრძელებდა.

-ჰო, ვერ გავიგებ! იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩემი არ არის. და სიმართლე თუ გინდა,
ძალიან არ მსიამოვნებს აქ ყოფნა და მითუმეტეს შენთან ასეთი საუბარი, მაგრამ სხვა
გზა არ დამიტოვე. რა გეგონა, ჩემზე ემოციურად თუ იმოქმედებდი გული
ამიჩუყდებოდა და მაშინვე ყველაფერს მოგიყვებოდი? რატომ არ გესმის, რომ შენი
ქვეყანა ჩემთვის მკვდარია? თუ მაინცდამაინც სულში უნდა ჩამიძვრე და ყველაფერი

~ 239 ~
გაარკვიო რაც შენამდე იყო? მე ხომ არ ვინტერედები შენი წარსულით, არც იმას
გეკითხები რა გქონდა იმ შენს ბაიკერთან, იმიტომ, რომ...

-... ბრავო!-მოულოდნელი შეძახილით შეაწყვეტინა ანიკამ. მეტის ატანა უბრაოდ


აღარ შეეძლო. როგორც უნდოდა ახლა სანდროთვის ერთი ძლიერი სილა გაეწნა...-
ჩემი ქვეყანა, ჩემი ბაიკერი, კიდევ რა არის ჩემი? და ეს უკანასკნელი საერთოდ რა
შუაშია?

-ისეთივე შუაშია, როგორც ჩემი საქართველოსადმი სიძულვილის მიზეზი!

-ყოჩაღ! ძალიან მაგარი შედარებაა! აღფრთოვანებული ვარ პირდაპირ!

-ანიკა, არ გიხდება ირონია, გეყოს!-სანდროსაც ნელ-ნელა ევსებოდა მოთმინები


ფიალა, მაგრამ ახალი ჩხუბი მის გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა.

-მე კი არა, შენ გეყოს!-მოკლედ მოუჭრა, ხელი უხეშად გააშვებინა და


გასასვლელისკენ სწრაფად, ქულების კაკუნით წავიდა, ისე, რომ სანდროს
ძახილისთვის საერთოდ აღარ მიუქცევია ყურადღება...

* * *
სანდროც არანაკლებ გაბრაზებული იყო. ანიკას ბოლო საქციელმა კი საერთოდ
ჭკუიდან გადაიყვანა. იმდენად გაცოფდა, ისიც იფიქრა სადაც უნდა იქ წასულაო,
მაგრამ ეს ფიქრი წამის მეასედში უკუაგდო. სამწუხაროდ, გამოფხიზლებასა და უკან
დადევნებას იმდენი დრო დასჭირდა, რომ გარეთ გასულმა უკვე ის დაინახა, როგორ
ჩაჯდა ანიკა ტაქსში. გაკიდებას აზრი არ ჰქონდა. სანამ მანქანას ავტოსადგომიდან
გამოიყვანდა, ტაქსიც მოასწრებდა წასვლას, ანუ კვალს ვერ გაყვებოდა. სიმართლე
უნდა ითქვას, სანდროს ძალიანაც არ დასწყვეტია ამ ფაქტზე გული. ჯობდა ორივენი
დამშვიდებულიყვნენ და შემდეგ ელაპარაკათ. განა სად უნდა წასულიყო ანიკა,
სანდროს რომ ვერ ეპოვნა. შეიძლება სულაც სახლში წავიდა, რას გაუგებ ქალურ
ლოგიკას... ახლა ორივეს სჭირდებოდა ემოციებისგან დაცვლა, თორემ გაცილებით
სერიოზულად იჩხუბებდნენ. ანიკასთვის ადვილია, იტირებს და გულს მოიოხებს,
მაგრამ სანდრომ რა უნდა ქნას? სასმელში ჩაახრჩოს გაბრაზება? თუ რომელიმე
გოგონასთან გაერთოს? არა, ეს მისი სტილი ნამდვილად არ არის. უკვე
ჩამოყალიბებული კაცია და არა ტუტუცი თინეიჯერი, სისულელეები რომ აკეთოს.
არადა, ერთ დროს როგორი სხვანაირი იყო... წამიერად ტკივილამდე ნაცნობი სახე
~ 240 ~
ამოუტივტივდა გონებაში და სწრაფად გაიქნია თავი უსარგებლო და უსიამოვნო
მოგონებების გასაქრობად. არ შეიძლებოდა წარსულში ქექვა, ანიკას კი ვერაფრით
გააგებინა, რომ ეს მტკივნეული იყო და... სახიფათოც. მისთვის სახიფათო...

არ უარყოფდა რომ თვითონაც დამნაშავე იყო, მაგრამ ეს გოგონას ბრალეულობას არ


ხსნიდა. ორივეს უნდა შეეკავებინა თავი_ანიკას აქ წამოყვანისგან, სანდროს კი ცხელ
გულზე უაზროდ წამოსროლილი სიტყვების თქმისგან. მაგრამ მომხდარზე სინანული
უკვე გვიანი იყო. ახლა ვეღარაფერს შეცვლიდა. ამიტომ ჯობდა ორივენი ერთმანეთს
დალაპარაკებოდნენ და მშვიდად ეღიარებინათ შეცდომები.

სანდრო ფილოსოფოსობას რომ მორჩა, მხოლოდ მაშინ დაძრა მანქანა და გეზი


თავისი სახლისკენ აიღო. აუღელვებლად და გაწონასწორებულად მართავდა მაქნანას,
აზრადაც კი არ მოსდიოდა, რომ ანიკა შეიძლებოდა სხვაგან წასულიყო. უკვე
შემოსარიგებელ სიტყვებსაც კი აწყობდა და თავისივე ფიქრებზე ეცინებოდა. არა,
მაინც რა სისულელის გამო იჩხუბეს? ჰმ, „სუხიშვილების“ კონცერტი... ამათ თუ ასე
ყოველ წვრილმანზე იკამათეს, ვერ წავა საქმე კარგად. ბოლოს ან ერთს მობეზრდება,
ან მეორეს, ან ორივეს ერთად და... არა, არა, ეს არასდროს არ მოხდება. სანდრო არ
დაუშვებს ამას! უბრალოდ ვერ შეძლებს ანიკა ასე მარტივად დაკარგოს...

* * *
-ინებეთ, ხურდა დაიტოვეთ!-საფულეში სასწაულებრივად აღმოჩენილი ერთადერთი
ოცდოლარიანი გაუწოდა ანიკამ ტაქსის მძროლს და მანქანიდან გადავიდა. კიდევ
კარგი ბუფეტისთვის დახურდავებული ფული კიდევ შემორჩა, თორემ მოუწევდა
ბანკომატთან გაჩერება, რაც საკმაო დროს დააკარგვინებდა. ახლა კი, სულ რაღაც
ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ, გიას და მარიკას სახლის წინ იდგა და
წაროდგენაც არ ჰქონდა შიგნით როგორ შესულიყო. თავისი გასაღები ზურგჩანთაში
ჰქონდა, ზურგჩანთა კი სანდროს სახლში, სადაც არაფრის დიდებით არ მიადგამდა
ფეხს.

ისეთი გაბრაზებული იყო, სანდროს ხმის გაგონებაც არ სურდა, არამცთუ მისი


დანახვა. ეს როგორ უთხრა, რა სისულელეები დააბრალა?! ან ბაიკერი საერთოდ
რაღამ გაახსენა?! ჰმ, ღირსი იქნებოდა ანიკა თავის დროზე დათანხმებოდა მის
თხოვნას და საქართველოში დაბრუნებულიყო. შენი ქვეყანაო! საინტერესოა რატომ
ვერ იტანს ასე სამშობლოშ, რასთანაა დაკავშირებული ეს ყველაფერი? ან... იქნებ

~ 241 ~
„რასთან“ კი არა, „ვისთან“... თუ ასეა, ანიკას ნადვილად სერიოზული კონკურენტი
ჰყოლია მისი სახით, თუ სანდრომ რვა წლის შემდეგაც ვერ შეძლო დაევიწყებინა.

-ანიკა?!-ფიქრები ქალის ხმამ გააწყვეტინა. ეს ქალი კი მათი მეზობელი, მისი


ენისტონი გამოდგა, რომელიც თეთრი პუდელის გასასეირნებლად იყო გამოსული.-
როგორ ხარ, ძვირფასო? ძალიან ვინერვიულო რომ გავიგე...-შუახნის, ხვეულთმიანი,
ფუმფულა მარტინა აშკარად გულწრფელად წუხდდა მის გამო.

-უკვე კარგად ვარ, დიდი მადლობა!-გაუღიმა ანიკამაც.-ამმ, რაღაც მინდოდა


მეკითხა...

-გისმენ, საყვარელო!

-სახლის გასაღები დავკარგე, გია და მარიკა კი ხვალამდე არ დაბრუნდებიან.


შემთხვევით, სათადარიგო გასაღები თქვენთვის ხომ არ დაუტოვებიათ?-ბოლოს
მაინც გაბედა კითხვა და თან ისე ურცხვად მოატყუა, არც კი გაწითლებულა.

-არა, დედი, ჩემთვის არაფერი დაუტოვებიათ. სანდრიკო სად არის?

-არ ვიცი, ალბათ სამსახურშია. ვურეკავ და არ მპასუხობს. შეიძლება გასულიცაა


ქალაქიდან...-ტყუილს ტყუილი დაამატა. ნამდვილად არ ჰქონდა ახლა ყველაფრის
ახსნის სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ მარტინა ძალიან გულთბილი და
ყურადღებიანი ქალი იყო.

-ეჰ, ეგ ბიჭი სულ სადღაც არაა?! რას გაუგებ ამ ახალგაზრდებს... მოდი რა ვქნათ, იცი?
შენ ჩემთან შემოდი, თუ გამოჩნდა სანდრიკო ხომ კარგი, თუ არა და დარჩი ამაღამ და
ხვალ კი ჩამოვლენ უფროსებიც.

-არა, არა, ასე ვერ შეგაწუხებთ!-სასწრაფოდ იუარა ანიკამ. არც ამდენად ჰქონდა
დაკარგული სირცხვილის გრძნობა. თუ მაინცდამაინც, ჯესიკასთან დარჩებოდა, ან
მეგისთან, ან სულაც... დენიელი! აქამდე როგორ არ გაახსენდა! შეიძლება სულაც
გასაღებიც კი ჰქონდეს. ის და სანდრო ხომ ძმებივით არიან. აქამდე როგორ ვერ
მოიფიქრა?! მისის ენისტონს გამოემშვიდობა და გზას ფეხით გაუყვა. აქვე ახლოს,
ქუჩის კუთხეში, ბანკომატიდან ფულს გამოიტანს, შემდეგ კი ტაქსს გამოიძახებს და
დენიელთან წავა. მაგრამ მისამართი? ჯანდაბა! რანაირი დღეა დღეს? მარცხენა ფეხზე
ადგა თუ ვინმემ დათარსა? როგორ არაფერში არ უმართლებს.

-დენ, შენი დახმარება მჭირდება!-ბოლოს მაინც დარეკვა გადაწყვიტა და ბიჭის ხმის


გაგონებისთანავე ჩასძახა ყურმილში.

ოც წუთში უკვე ახლადდაქორწინებული წყვილის სახლში იყო და დენიელს


ეხვეწებოდა რომ სანდროსთვის არ დაერეკა.

~ 242 ~
-აღარ გვეტყვი რა მოხდა?-დაინტერესდა ლუსიც, როდესაც სიტყვაც ვერ დააცდენინა
მისმა ძვირფასმა მეუღლემ.

-უბრალოდ ვიჩხუბეთ,-ამოიოხრა ანიკამ.-სახლში მინდოდა წასვლა, მაგრამ გასაღები


სანდროსთან მაქვს. ყველაზე ახლო მეზობელს არ ჰქონდა, ვიფიქრე დენს მაინც
ექნებოდა...

-ნუ გამაგიჟებ ახლა! რაზე იჩხუბეთ ასე რომ სახლში გამოიქეცი?

-არ მინდა ამაზე ლარაპაკი, მაპატიეთ...-თავი ჩახარა, შემდეგ კი ისევ მის ერთადერთ
იმედს გახედა.-მაძლევ გასაღებს?

-რაც არ მაქვს რა მოგცე? დავურეკავ სანდროს, მოვა, დაილაპარაკებთ, შერიგ...

-...დენ!-შეაწყვეტინა ლუსიმ.-გაბრაზებულ გულზე საუბარს აზრი არ აქვს. მოიცადო


ცოტა ხანს. თნდაც ერთი საათი... შემდეგ კი სანდრო თავისითაც გამოჩნდება. ანიკა,
წამოდი, ტანსაცმელს მოგცემ რომ გამოიცვალო!-შემდეგ კი სტუმარს მიუბრუნდა,
დენიელს ყოველი შემთხვევისთვის მობილური მაგიდიდან ააცალა და საძინებელში
გაუჩინარდა.

* * *
სანდრო სახლის კართან შედგა და დაზეპირებული ტექსტი კიდევ ერთხელ
გაიმეორა. ისე, რატომ არ გამოდის მტვრევის ხმა? ანიკა ხომ ძალიან გაბრაზებული
იყო... ჰმ, ალბათ გადაუარა და ახლა ბალიშში თავჩარგული ქვითინებს. მაგრამ არა!
ბიჭი შეცდა. სახლში სრული სიჩუმე და სიბნელე სუფევდა. საძინებელში გავიდა_არც
არ იყო ვინმე. სად წავიდა ეს გოგო? ზარებსაც რომ არ პასუხობს?!

სანდრომ ანიკას ზურგჩანთას და ტანსაცმელებს მოჰკრა თვალი. ყველაფერი ისე იყო,


როგორც დილით დატოვეს. ანუ გამოდის, რომ აქ არც მოსულა? და ეს კარგია თუ
ცუდი? არ იცის... მაგრამ იცის სადა უნდა ეძებოს! ოღონდ არა ასეთ ფორმაში.
სასწრაფოდ ჩაანაცვლა აძულველი სმოკინგი ჯინსითა და პერანგით, შემდეგ კი
მანქანის გასაღები აიღო და მშობლები სახლისკენ გაემართა.

მთელი გზა თავს იიმედებდა, რომ ანიკა აქ დახვდებოდა და საბოლოოდ


შერიგდებოდნენ კიდეც. მართალია ამისთვის ბევრი წვალება დასჭირდებოდა, მაგრამ
რამეს მოახერხებდა; აუცილებლად მოახერხებდა! სხვანაირად უბრალოდ არ
შეიძლებოდა...

~ 243 ~
დანიშნულების ადგილამდე მალევე მივიდა. მაქანის შეყენება ვერც მოასწრო, რომ
მეზობელი სახლიდან მისის ენისტონი გამოვიდა და პირდაპირ მისკენ გაემართა.

-სანდრო, შვილო, სად დაიკარგე? როგორ შეიძლება ასე უპასუხისმგებლოდ მოქცევა?-


შეუტია კეთილმა მეზობელმა და თვალებიც დააჭყეტინა.

-რას გულისხმობთ?

-რას და თელი დღეა გეძებს ის ბავშვი! სახლის გასაღები დავკარგე და თქვე ხომ არ
გექნებათ სათადარიგოო. აბა მე საიდან უნდა მქონოდა?! ვუთხარი სანდრიკოს
დაურეკე-მეთქი და არ მპასუხობსო. ვეხვეწე ჩემთა შემოსულიყო, მაგრამ არ
დამიჯერა. ვერ შეგაწუხებთო მითხრა და სადღაც წავიდა.

-სად წავიდა?-ახლა უკვე სერიოზულად შეშფოთდა სანდრო. რა ჯანდაბა ხდება აქ


საერთოდ? რას ნიშNავს წავიდა? სად?

-მე ხომ არ მეტყოდა, დედი! დაუკერე და მოძებნა. ამ დროს და ამ სიბნელეში


ღმერთმა უწყის სად დადის ის გოგო, შარში არ გაეხვას!-ბიჭს დანარჩენი აღარ
მოსუმენია, მისი ენისტონს მადლობა გადაუხადა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.

წარმოდგენა არ ჰქონდა სად უნდა წასულიყო. კიდევ ერთხელ დაურეკა ანიკა, მაგრამ
ამაოდ_ჯიუტად არ იღებდა ტელეფონს. თან არც უთიშავდა! რამ გააბრაზა ასე
ძალიან? რამე ახალი უთხრა სანდრომ? ისედაც ხომ იცოდა რომ საქართველოს ვერ
იტანდა? აუცილებლად მიზეზის ცოდნა სჭირდებოდა? რატომ ვერ ხვდებოდა, რომ
ცეცხლს ეთამაშებოდა?

სად მოძებნოს? მიუხედავად იმისა, რომ ანიკა აქ ახალი აღარ არის, მაინც არ აქვს
ისეთი ამოჩემებული ადგილები, სადაც შეიძლებოდა წასულიყო. იქნებ რომელიმე
მეგობართანაა? მაგრამ არა, ისეთ ფორმაში არ წავიდოდა... იქნებ... თავს რამე ხომ არ
აუტეხა? სანდრო, გეყოს! ანიკა სულელი ბავშვი არ არის! მაინც ხომ არ შეემოწმებინა
საავადმყოფოები? ყოველი შემთვევისათვის... მოულოდნელად მისი მობილური
აწკრიალდა და ისე ეცა, ეკრანზე არც დაუხედავს.

-ანიკა?-ჩასძახა დაიმედებულმა, იქიდან კი ანიკასთვის სრულიად შეუფერებელი


ხმით უპასუხეს.

-დენი ვარ! ტელეფონის ჯიხურიდან გირეკავ, ლუსიმ ჩემი წამართვა. არ ინერვიულო,


ანიკა ჩვენთანაა!

-მადლობა ღმერთს!-აღმოხდა სანდროს.-ახლავე წამოვალ...

-წინასწარ გაფრთხილებ, ძალიან გაბრაზებულია...

-მეც, სხვათაშორის!

~ 244 ~
-ხოდა უარესად არ იჩხუბოთ.

-არა, დამშვიდდი. უკვე მოვდივარ!

* * *
-სად არის?-იკითხა სანდრომ მაშინვე, როგორც კი დენიელმა კარი გაუღო და სახლში
შეიპატიჟა.

-ლუსისთან ერთად საძინებელშია. რაზე იჩხუბეთ ასე? ნაპერწკლებს ყრიდა


თვალებიდან.

-ქართული ცეკვის კონცერტზე წამათრია! ვერ ისვენებს ისე უნდა სიმართლის გაგება.

-და როდემდე უნდა დაუმალო? რა აზრი აქვს?

-არ მინდა ამ ყველაფრის გახსენება. რატომ ვერ ხვდება რომ ეს თამაში მისთვისვეა
სახიფათო?

-რა არის ჩემთვის სახიფათო?-საძინებლიდან ჯინსსა და უბრალო მაისურში


გამოწყობილი ანიკა გამოვიდა.-და საერთოდ, რატომ მომაკითხე?

-სახლში მივდივართ!-მოკლედ მოუჭრა სანდრომ. კი გეგმავდა რბილად


დალაპარაკებოდა, მაგრამ ისეთი გაბრაზებული იყო, არ გამოუვიდა.

-მაინც დაურეკე არა?-ახლა ლუსიმ ესროლა გამკიცხავი მზერა მეუღლეს.

-ჰო, დამირეკა, იმიტომ რომ ანიკა უნდა წავიყვანო.

-შენ არსად არ წამოგყვები. გასაღები მომეცი და სახლში წავალ!-ჯიუტობდა გოგონაც.


აშკარა იყო, კიდევ ერთი ჩხუბი მწიფდებოდა.

-დენ, გმადლობ რომ დამირეკე!-მეგობარს გახედა სანდრომ, შემდეგ ლუსის დაუკრა


თავი და ანიკას მკლავში წაავლო ხელი რომ წაეყვანა.

-იქნებ ადამიანურად გელაპარაკათ?-მაინც ვერ ისვენებდა ლუსი.

-ვილაპარაკებთ, ოღონდ სახლში. არ მინდა თქვენი შეწუხება, შენც დასვენება


გჭირდება, ნახე რომელი საათია!-უკვე მართლა გვიანი იყო, ამიტომ ანიკასაც დიდად
თავი აღარ გაუგიჟებია, მასპინძლებს დაემშვიდობა და სანდროს გაჰყვა_ჩხუბს
როგორმე მანქანიშიც მოასწრებდნენ.
~ 245 ~
-რას ფიქრობდი რომ გარბოდი?-იფეთქა სანდრომ საჭეს მიუჯდა თუ არა.-კინაღამ
ჭკუიდან გადავედი ვერსაც რომ ვერ გიპოვე.

-დამცინი? მშვენივრად იცი რატომაც წამოვედი. არც ახლა ვაპირებ შენს სახლში
გაჩერებას. ჩემს ნივთებს ავიღებ და წავალ.

-არსადაც არ წახვალ!

-შენ დამიშლი?-ირონიას აფრქვევდა ანიკა, რადგან იცოდა როგორ აღიზიანებდა ეს


ბიჭს.

-ეჭვი გეპარება?!-მაგრამ დაუხვდა სანდროც.

-შენ არ გაქვს უფლება რამე დამიშალო. ჩვენ ხომ ერთმანეთის ცხოვრებაში არ უნდა
ჩავერიოთ. შენ შენს საქმეებს მიხედე, მე კი ჩემს ბაიკერს მივხედავ!-ესეც შენი ერთით
ნოლი, ძვირფასო! მშვენიერი დარტყმა იყო, საკმაოდ მტკივნეულ ადგილას. ისეთი
ეფექტი მოახდინა, დანარჩენი გზა სიჩუმეში გაიარეს და ასევე შევიდნენ სახლშიც,
ანიკა კი მაშინვე ოთახისკენ გაემართა ნივთების შესაგროვებლად.

-რატომ ბრაზობ არ მესმის!-უკან მიჰყვა სანდროც. მაქსიმალურად ცდილობდა


სიმშვიდის შენარჩუნებას.

-თავი დამანებე!-უკმეხად მიუგდო ანიკამ და ტანსაცმელების ჩანთაში ჩაყრა


განაგრძო.

-მართლა ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობ. გეგონა რომ ჩემზე ემოციური
ზემოქმედებით ყველაფერს მომაყოლებდი?

-სანდრო, გაჩუმდი!-აი აქ კი იფეთქა ანიკამ.-გაჩუმდი როცა არაფერი გაქვს სათქმელი.


და ნუ იგონებ სისულელეებს. არანაირი მიზანი არ მქონია შენი იქ წაყვანით, ერთის
გარდა_რომ საღამო ლამაზად გაგვეტარებინა. შენ კი იდიოტობებს მაბრალებ. შენმა
სიამაყემ თუ არ ვიცი რა ჯანდაბამ, იმდენად მაჯობა, ზედაც კი არ მიყურებდი!

-ნუ იგონებ რაღაცეებს!

-არაფერსაც არ ვიგონებ. ჩემი ცრემლებიც ფეხებზე დაიკიდე და არც კი


განძრეულხარ, როდესაც მანტო და ქლაჩი ავიღე. მე არ მჭირდება ისეთი სიყვარული,
რომელსაც სხვა გრძნობები აჯობებენ!-ანიკამ ვერც ახლა შეძლო ცრემლების შეკავება.
მართლია მისი ტონი ფაქტიურად ყვირილს ჰგავდა, მაგრამ მაინც დაუცველი
კნუტივით გამოიყურებოდა. სანდრო ნელა მიუახლოვდა და სცადა ჩახუტებოდა,
სამაგიეროდ კი გულში დაშენილი მუშტები მიიღო.

-არც კი იცი რას ამბობ...-უთხრა მშვიდად და მაინც მიიკრა გულზე, დიდი


წინააღმდეგობის მიუხედავად.

~ 246 ~
-შენ კი არ იცი როგორ მტკენ გულს!-ამოისლუკუნა გოგონამ და ბრძოლა შეწყვიტა.-არ
მინდა ასე, არ მინდა რომ ვჩხუბობდეთ, არ მინდა ერთმანეთის გრძნობები ფეხებზე
გვეკიდოს...

-ჩშშ, დამშვიდდი, ნუ ტირი... მე არ ვიმსახურებ შენს ცრემლებს...-თავზე აკოცა


სადრომ და ხელები კიდევ უფრო ძლიერად მოხვია, თითქოს ვინე მის წართევას
უპირებდა.-მე არც შენ არ გიმსახურებ, მაგრამ იმდენად უნამუსო ვარ, ეს სულ
ფეხებზე მკიდია და ვერასდროს დამაღწევ თავს.

-ნამდვილად უნამუსო ხარ! და თან ეჭვიანი!-კმაყოფილი ღიმილით ახედა ანიკამ.

-რაც ჩემია, ჩემი უნდა იყოს!-მაინც არ დანებდა. ჰმ, წინ უფრო დიდი გამოწვევა
ელოდა.

-ვინ გითხრა რომ შენი ვარ?

-ანუ არა?-წარბები აზიდან და ისე გახედა გოგონას.

-ჯერ არა!

-ჰოდა ახლავე გამოვასწორებ მაგ ამბავს!-ამ სიტყვებით ანიკა ხელში აიტაცა და


თვითკმაყოფილი სახით გაემართა საძინებლისკენ...

* * *
ოთახში სრული სიბნელე იყო. მხოლოდ ერთ ზოლს და იმასაც მკრთალად ანათებდა
ფარდებში შემოჭრილი მთვარის შუქი. ანიკა საწოლსა და სანდროს შორის იდგა და
გული ისე უცემდა, დარწმუნებული იყო მთელს ოთახში ისმოდა მისი ხმა. ბიჭი კი
რატომღაც მოქმედებას არ ჩქარობდა. უბრალოდ იდგა და ანიკას აკვირდებოდა,
თითქოს სწავლობდა, იმახსოვრებდა...

-იცი, რომ მიყვარხარ?-ჰკითხა ჩუმი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით. პირდაპირ თვალებში


უყურებდა და სუნთქვას უკრავდა.

-მე ვიცი... და შენ?-გაუბედავად ჰკითხა ანიკამ და პასუხიც მიიღო, მაგრამ არა


სიტყვიერი.

სანდრო მშვიდად შეეხო ბაგეებზე. თითქოს სიამოვნების წუთებს წელავდა. ანიკამ


მუხლებში სისუსტეც კი იგრძნო და სასწრაფოდ მოხვია ხელები კისერზე. ბიჭი ისე

~ 247 ~
მგრძნობიერედ კოცნიდა, როგორც არასდროს. მგრძნობიარედ და თამამად... მცირე
ბიძგით გადააწვინა საწოლზე და ზემოდან მოექცა. იგრძნო როგორ შეეხსნა პერანგის
ღილები და თვითონაც მარტივი მოძრაობით გადააძრო მაისური. ყველაფერს ისე
ფრთხილად აკეთებდა, თითქოს ეშინოდა რამე არ დაეშავებინა. ანიკამ გაუაზრებლად
მოქაჩა თმაზე, სანდრომ კი წამიერად შეწყვიტა მის კისერში მოგზაურობა და
თვალებში ჩააშტერდა. თითქოს იქ რაღაცას ეძებდა, ეშინოდა კიდეც... გოგონამ კი
ტუჩზე იკბინა და შემდეგ ჩუმად, მაგრამ მტკიცედ უთხრა:

-მე გენდობი...

-მე კი მიყვარხარ...

და სამყარო პატარა, ფერად ნაწილებად დაიშალა. თითქოს ფეიერვერკს ჰგავდა და


თან არც ჰგავდა. ეს უფრო რაღაც სხვა იყო, უფრო მასშტაბური და ყოვლისმომცველი.
სუნთქვის შემკვრელი, გონების გამთიშველი, აზროვნების უნარის დამკარგველი.
ზღვიდან მონაბერ ნიავსაც ჰგავდა და ყვავილების სუნით გაჟღენთილ, თბილ სიოსაც,
ზამთარში დალეულ ცხელ ყავსაც და წვიმაში სირბილსაც, ვიოლინოზე
შესრულებულ ულამაზეს მელოდიასაც და ფილმსაც, რომელიც ყელში ბურთს
მოგაბჯენს და ცხარე ცრემლის გატირებს.

ანიკას თითქოს თავში ყველაფერი აერია. ფიქრები, გრძნობები, გარემოებებიც კი.


ერთადერთი, რასაც მთელი არსებოთ გრძნობდა, სანდროსადმი სიყვარული იყო. არ
იცოდა რა უნდა მომხდარიყო და რას უნდა გადაეფარა ან დაევიწყებინა ეს
ყველაფერი, რადგან ეს გრძნობა ქარიშხალივით დაატყდა თავს, რომელმაც ერთიანად
წალეკა. ახლა კი, უსმენდა როგორ ძგერდა გული მკერდის ქვეშ, რომელზეც თავი
ედო და ეს იყო ყველაზე ლამაზი მელოდია მისთვის. ბოლოს ყველა ემოცია
ერთიანად მოაწვა და გამოსახულებაც აემღვრა. მაგრამ მთავარია, რომ ეს
გადაჭარბებული ბედნიერების გამო მოხდა. ეს დღევანდელი დღის საუკეთესო
დასასრული იყო და მნიშვნელობა აღარ ჰქონდა რა მოხდებოდა ხვალ, რადგან ამას
უკვე ვეღარაფერი შეცვლიდა...

~ 248 ~
* * *
მაისი ისე მიიწურა, ანიკას საქართველოსში წასვლის საკითხი ჯერ კიდევ არ იყო
გადაწყვეტილი. მისი და სანდროს ურთიერთობა უკვე ისეთ ფაზაში გადავიდა,
რომელსაც ვერასდროს დაივიწყებდა. მართლია მაინც დაბრუნდა გიას და მარიკას
სახლში, მაგრამ ეს სულაც არ უშლიდათ ხელს. ანიკამ შეწყვიტა სანდროს წარსულის
და მისი საიდუმლოს დამოჩხრეკვა. აღარ უნდოდა ჩხუბი, ან თუნდაც უმნიშვნელო
კინკლაობა. თავს ისე კარგად გრძნობდა, როგორც არასდროს და წარმოდგენაც არ
ჰქონდა რა იქნებოდა ორი კვირის შემდეგ, როცა სასწავლო წელი დამთავრდებოდა.
სანდროც ჯიუტაც არ ეხებოდა ამ თემას. თითქოს არანაირი საფრთხე არ არსებობდა.
მართალია მის გონებში სრული ქაოსი ხდეობდა და ვერაფრით იფიქრებდა
საუკეთესო გამოსავალს, მაგრამ გარეგნულად არაფერს იმჩნევდა. თითქოს ამ თემას
ტაბუ ჰქონდა დადებული ყველასთვის...

ამასობაში ლუსის მუცელიც წამოიზარდა და ანიკამაც მოუხშირა მასთან და


დენისთან სტუმრად სიარულს. სანდროს გარეშეც მიდიოდა იქ. ლუსის ძალიან
დაუმეგობრდა. ჯესიკასთან და მეგისთანაც ისევე კარგად იყო, როგორც ადრე, მაგრამ
მათთა თავის პრობლემებზე ვერ საუბრობდა. რაღაც ბარიერი ჰქონდა, რომელსაც
ლუსისთან ვერ გრძნობდა. საქართველოს თემაზეც ლაპარაკობდნენ, მაგრამ ანიკა
ახალ და გამოსადეგ რჩევას მაინც ვერ იღებდა. თვითონაც გაორებულად გრძნობდა
თავს. მის ერთ და ძალიან დიდ ნაწილს წასვლაზე სიტყვის გაგონებაც არ სურდა,
მაგრამ ამავდროულად იმასაც აცნობიერებდა, რომ ყველაფერს ფეხებზე ვერ
დაიკიდებდა. ელეც კი ვერ ურჩევდა რა გაეკეთებინა, რომელიც სულ რაღაც ერთი
თვეა, რაც დეიდა გამხდარიყო, მაგრამ მაინც ისევ ისეთ მხიარულ და უდარდელად
ელედ დარჩა. ანიკას არ შეეძლო მშობლებს ასე მოქცეოდა, მაგრამ სანდროსთან
დაშორებასაც ვერ გადაიტანდა. ვერ წარმოედგინა რა პრობლემა უნდა ყოფილიყო
ისეთი, ბიჭს მასზე უარი რომ ეთქვა. თუ ეს ნადვილი გრძნობა იყო, მაშინ მათ ერთად
ყოფნას ხელს ვერაფერი შეულიდა. ანიკას თითქოს გულის სიღრმეში სჯეროდა
კიდეც, რომ ორ კვირაში სანდრო მასთან ერთად ჩაჯდებოდა თვითმფრინავში და
სამშობლოში დაბრუნდებოდა.

ამ ყველაფრის სჯეროდა მანამ, სანამ ერთ დღესაც სიმართლეს ფარდა არ აეხადა და


არ მიხვდა რამხელა უფსკრული იყო სანდროსა და საქართველოს შორის...
სიმართლის გაგება ამჯერადაც მტკივენული გამოდგა.

~ 249 ~
* * *
-გურამ, შენ?!-თვალებს ვერ უჯერებდა გია, როდესაც თავის ბავშვობის მეგობარს
შეხვდა. რას წაროიდგენდა ნიუ-იორკში მას თუ ნახავდა, მაგრამ როდესაც რამდენიმე
საათის წინ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, სიხარულით მეცხრე ცას ეწია. ახლა კი
თავის რესტორანში ისხდნენ და ერთმანეთის ამბებს კითხულობდნენ.

-ჩემმა მინერალურმა წყალმა გაამართლა და მეც ვიფიქრე, რატომაც არა? გავრისკავ


და გავცდები საზღვრებს! გავრისკე კიდეც და როგორც ხედავ, ახლა აქ ვარ.

-ძალიან გამახარე! დილით რომ დამირეკე გავგიჟდი კაცი, რას წარმოვიდგენდი


ბავშვობის მეგობარს ცათამბრჯენების ქალაქში თუ აღმოვაჩენდი. როდის ჩამოხვედი?

-ერთი კვირაა. მარტო მე კი არა, ყველანი ჩამოვფრინდით, ჩემი პატარა შვილიშვილის


ჩათვლით.

-არ გამაგიჟო! მერე აქამდე რატომ არ შემეხმიანე? სად ცხოვრობთ? თუ რამეში ჩემი
დახმარება დაგჭირდეთ, მუდამ მზად ვარ.

-ვიცი, გია, ვიცი, ბევრს კი არ აქვს ჩვენნაირი მეგობრობა.

-კაცო, სანდროსაც არაფერი უთქვამს და დავიჯერო მაგან და ლაშამ მაინც არ ნახეს


ერთმანეთი? ერთად არიან გაზრდილები.

-ჯერ არ შეხვედრიან. მეც ძლივს გამოვჩხრიკე შენი ნომერი. მარიკა როგორ არის?
მომენატრა თქვენთან ერთად კარგი, გემრიელი ქეიფი.

-მერე მაგაზე ადვილი რა არის, შე კაცო?! ე ვიცი რაც უნდა ვქნათ ჩვენ. საღამოს ჩემს
ბიჭებს კარგ სუფრას გავაშლევინებ და შევიკრიბოთ ყველანი. ოღონდ იცოდე, არც შენ
უთხრა ლაშას რამე და არც მე ვეტყვი სანდროს. სიურპრიზი მოვუწყოთ!

-ჭკვიანი კაცი ხარ შენ, მასე ვქნათ!-გურამმა ბავშვობის მეგობარს ჭიქა მიუჭახუნა და
უცხო ქვეყანაში მშობლიური ღვინო სიამოვნებით დააგემოვნა...

~ 250 ~
* * *
-ძალიან კარგი, არ ინერვიულოთ, ყველაფერს მოვაგვარებ!-დააიმედა ანიკამ გია,
როდესაც მისი გეგმა მოისმინა და დახმარებასაც დაჰპირდა, შემდეგ კი თავის ოთახში
ავიდა, რომ სანდროსთვის დაერეკა.

-მოგესამლებით მუდამ თქვენს სამსახურში მყოფი FBI-ს აგენტი ალექსანდრე


ჯაფარიძე. რით დაგეხმაროთ?-მობილურში სანდროს მხიარული ხმის გაგოენბისას
მაშინვე სიცილი აუტყდა.

-დღემდე ვერ გამირკვევია რომელია ჩვენ შორის ასაკით უფროსი!

-რა თქმა უნდა მე, ძვირფასო. და არამარტო ასაკით!-სანდროს ხმაში ისეთი


თვითკმაყოფილი ნოტები გაღღერდა, ანიკამ ისიც კი წარმოიდგინა როგორც აათამაშა
ბიჭმა წარბები.-აბა, როგორ ხარ?

-გადასარევად! და შენც გეტყობა კარგ ხასიათზე უნდა იყო.

-ვარ კიდეც! და იცი რატომ? დღეს „გრინჩი“ დავიჭირეთ!

-ვინ დაიჭირეთ?-ანიკამ ვერც ახლა შეძლო სიცილის შეკავება.

-„გრინჩი“! აი ახალ წელს რომ უამრავი მაღაზია დაძარცვეს, გახსოვს? ამ იდიოტმა


მეტი ორიგინალური ვერაფერი მოიფიქრა და გრინჩის ფორმაში გამოეწყო, ხოდა
დღეს დავაპატიმრეთ.

-ჩემი ყოჩაღი აგენტი! აუცილებლად მიიღებ საჩუქარს. მაგრამ მანამდე სადღაც უნდა
გამომყვე.

-მაცდური წინადადებაა. სად მეპატიჟები?

-მამაშენის რესტორანში. დელეგაცია ჩამოვიდა ესპანეთიდან, შენ კი ესპანური კარგად


იცი. რატომ უნდა დაიქირაოს თარჯიმანი? ცოტ-ცოტა მეც ვიცი. მთხოვა იქნებ
წამოხვიდეთო და ვერ ვუთხარი უარი. იმათ კი ეყოლებათ თავიანთი ხალხი, მაგრამ
ეტყობა არ უნდა გიას მარტო ყოფნა.

-თქვენ უკვე ჩემს გარეშე აგვარებთ საქმეებს, არა? ამას რას მოვესწარი!

-დიახაც! აბა, ხომ წამოხვალ? სულ ერთი საათის საქმეა!

-წამოვალ. თან შეიძლება ძვირფასი მამიკო ისე გავახარო, რომ უარი აღარ მითხრას
შენს მოტაცებაზე.

-არ ხარ შენ ნორმალური! მოკლედ, შვიდი საათისთვის გამომიარე.

-თქვენი სიტყვა ჩემთვის კანონია! შეხვედრამდე, პატარავ, მიყვარხარ!


~ 251 ~
* * *
ზუსტად შვიდ საათზე სანდრომ ანიკას საძინებლის დაუკაკუნებლად შეაღო და
როდესაც გოგონა საცვლებში გამოწყობილი დაინახა, კინაღამ თვალები
გადმოსცვივდა.

-როდის უნდა ისწავლო დაკაკუნება?-თვალები დაუბრიალა ანიკამ და სასწრაფოდ


კაბას დაავლო ხელი რომ ჩაეცვა.

-რომ დამეკაკუნებინა ასეთ შვენიერ სანახაობას ვერ ვიხილავდი!-თვალი ჩაუკრა


სანდრომ და მსუბუქად აკოცა მოშიშვლებულ მხარზე.-ჯერ კიდევ არ ხარ მზად, არა?

-კაბას და ფეხსაცმელს ჩავიცვამ და მზად ვიქნები!-ენა გამოუყო ანიკამ და შავ


ქსოვილშ ფეხები ჩაყო.

-ხუთი წუთი რომ გაქვს ჩემი ვალი არ გყოფნის? ძალიან კარგი, ახლა ათი გექნება...

-ჯანდაბას, იყოს ათი, მაგრამ ელვა შემიკარი, გთხოვ!

-საერთოდ, მე ამის გახსნას უფრო ვარ შეჩვეული...

-სანდრო!

-კარგი, კარგი!-სიცილი აუტყდა ბიჭს და მარტივად შეუკრა გრძელი ელვა. ანიკა


მართლაც არაჩვეულებრივ ფორმაში იყო. შავი, მუხლს ზემოთ სიგრძნის კაბა ეცვა,
რომელსაც მკერდის ზემოთ და ქვემოთ ორიგინალური ფორმის ჭრილები ჰქონდა და
ისე უერთდებოდა გაშლილ ქვედა ნაწილს. გოგონამ ფეხზეც შავი, მაღალქუსლიანი
ფესაცმელი მოირგო, თმიდან სარჭი მოიხსნა და კულულები მხრებზე დაეფინა,
შემდეგ კი სანდროს გახედა კმაყოფილი მზერით.

-აბა?-ხელები გაშალა და ნელა დატრიალდა.

-ისეთ მაგარი ფორმაში ხარ, უკვე ვფიქრობ რესტორნის გზიდან სხვაგან ხომ არ
გადავუხვიო!-ანიკამ მის გულწრფელ აღიარებაზე მხოლოდ თავი გადააქნია, შემდეგ
კი პიჯაკი გაუსწორა, ქლაჩი აიღო და პირველი გავიდა ოთახიდან. თამამად და
თავდაჯერებულად მიაბიჯებდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რამხელა სიურპრიზს
უმზადებდა განგება ორივეს...

~ 252 ~
თავი 21

-რომ იცოდე როგორ მეზარება ახლა ესპანელ ინვესტორებთან შეხვედრა!-


აბუზღუნდა სანდრო, როდესაც მანქანა მამამისის რესტორნის ავტოსადგომზე
გააჩერა.

-არც მე ვკვდები მათი ნახვის სურვილით, მაგრამ გიამ ისე მთხოვა, უარი ვეღარ
ვუთხარი.

-კარგი გოგო ხარ შენ და იმიტომ!-გაუცინა სანდრომ, ცხვირის წვერზე მოწყვეტით


აკოცა და მანქანიდან გადავიდა, რომ ანიკასთვის კარი გაეღო.

ისეთი თბილი საღამო იყო, სანდრო იმედოვნებდა, რომ სუფრა ტერასაზე


დახვდებოდა გაშლილი, მაგრა შეცდა. ოფიციალურად ჩაცმული, გაღიმებული
მიმტანი ბიჭი წყვილს კარებშივე შეეგება და VIP ოთახისკენ გაუძღვა. ყველაფერი
ძალიან ოფიციალურად და ცოტა არ იყოს, დაძაბულადაც ხდებოდა. ანიკამ იგრძნო
როგორ შემოხვია ბიჭმა წელზე ხელი. რატომღაც ანერვიულდა. მან ხომ შესანიშნავად
იცოდა, რომ ესპანეთიდან ჩამოსული დელეგაცია საერთოდ არ არსებობდა. გიამ
სიმართლე ბოლომდე კი არ გაუმხილა, მაგრამ უთხრა სანდროსთვის სიურპრიზი
მაქვსო, მას კი კარგად ახსოვდა რომ ბიჭს სიურპრიზები დიდად არ უყვარდა.

მიმტანმა კარი შეაღო და წყვილი ოთახში შეატარა. გია გაღიმებული სახით შეეგება
და სანდროს ისე გადაუდგა წინ, საშულება არ მისცა რომ სტუმრები დაენახა.

-როგორ გამახარეთ, შვილო!-მხარზე ხელი დაჰკრა კაცმა.-დღეს ნამდვილად კარგი


დღეა. ახლა კი, სიმართლე უნდა გითხრა! აი ვინ არიან სინამდვილეში ჩვენი
სტუმრები!-გია განზე გადგა და ანიკამ იგრძნო როგორ დაიძაბა ხელი, რომელიც მის
წელზე იყო შემოხვეული. სანდროს რომ ახედა, სახეზე ისეთი ფერი ედო, შეეშინდა
კიდეც. რატომ ჰქონდა ასეთი რეაქცია, რაშია საქმე?!

-სანდრო, შვილო! როგორ ხარ?-შუახნის კაცი ბიჭს მოეხვია და ზურგზე ხელი


დაუტყაპუნა.

-როგორ მომენატრე, დედი!-სანდრო კვლავ დუმდა, მაგრამ მთავარი ჯერ წინ იყო.

როდესაც მათკე ახალგაზრდა წყვილი დაიძრა, სანდრომ სწრაფად შეკრა მუშტი,


მაგრამ ანიკას სახის დანახვისას, შედარებით მოეშვა. არ უნდოდა მისი შეშინება. ეს
ყველაფერი ამად არ ღირდა...

-სანდრო!-გაუღიმა მისივე ასაკის ბიჭმა.-მგონი ჩვენი ბოლო შეხვედრიდან საუკუნე


გავიდა!

-ნამდვილად!-ცალი წარბი ასწია სანდრომ. უბრალოდ არ შეეძლო ირონიის დაფარვა.

-მინდა ოფიციალურად წარგიდგინო ჩემი მეუღლე...-აგრძელებდა ბიჭი.


~ 253 ~
-ლაშა, შეგახსენებ რომ მე და თიკა ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. და არც
თქვენი დაქორწინების ამბავია ჩემთვის სიახლე.

-ჰო, უცნაურად მოხდა ყველაფერი!-ხმა ამოიღო თიკად წოდებულმა ქერათმიანმაც.

-მთავარია რომ მოხდა. გაიცანით, ჩემი საცოლე_ანიკა!-ამ სიტყვების გაგონებისას


ანიკამ თავი ძლივს შეიკავა რომ არ წაქცეულიყო. საცოლეო? რატომ გააცნო ასე? რაიმე
მიზეზის გამო? ან იქნებ გულწრფელად თქვა? იმდენი კითხვა აერია გონებაში,
თავბრუც კი დაეხვა.

-ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მშვენიერო ქალბატონო!-ლაშამ ინგლისურად


ჩაარაკრაკა, შემდეგ კი ქართულადაც დაამატა:-მაგარი გოგოა!-ანიკამ ჯერ სანდროს
ახედა და როდესაც მის სახეზე ღიმილი დაინახა, ახალ ნაცნობს მიუბრუნდა.

-ქართველი ვარ!-უთხრა თავმომწონედ და ახლა თიკას გაფართოებული თვალები


დააფიქსირა. ნეტავ არავინ აპირებს აუხსნას აქ რა ხდება?

-აქაც კი ვერ ეშვები ქართველ გოგონებს, არა?-ირონიულად ჩაიცინა ლაშამ, სანდრომ


კი მოკლედ მოუჭრა:

-ეგ უკვე შენი საქმე აღარ არის!-და შემდეგ ანიკას მაგიდისაკენ გაუძღვა.

-რა ხდება?-შეუჩნევლად გადაუჩურჩულა გოგონამ, როდესაც სკამი გამოუწია და


დაჯდომაში დაეხმარა.

-არაფერი. დამშვიდდი და ნუ მიაქცევ ყურადღებას!-თბილად უთხრა ბიჭმა, კისერში


აკოცა და თვითონაც გვერდით მიუჯდა.

-აბა, რაღაც უდგეხართ? შემოუსხედით მაგიდას!-საბოლოოდ განმუხტა სიტუაცია


გიას შეძახილმა და ყველანი დაემორჩილნენ.

მაგიდის ერთ თავში გია დაჯდა, მეორეში_გურამი. გვერდი მეუღლეებმა დაუმშვენეს,


სანდროსა და ანიკას პირისპირ კი თიკა და ლაშა აღმოჩნდნენ. ანიკა ისეთი დაძაბული
იყო, ნერვიულობისგან უკვე მუხლები უკანკალებდა. მართლია სანდრო თავს
მშვიდად აჩვენებდა, მაგრამ ეტყობოდა რომ აქ გაჩერება მისთვის აუტანელი იყო. ხმას
არ იღებდა, არც არაფერს ჭამდა და არც სასმელს ეკარებოდა. მოიმიზეზა მანქანით
ვარ და ნასვამი საჭესთან ვერ დავჯდები, ანიკას შეწუხება კი არ მინდაო. მართალია
ქეიფი მალევე გახურდა და ანიკამ ამდენი ხნის შემდეგ თავი პირველად ამოყო
ქართულ სუფრაზე, მაგრამ თავს კარგად და მშობლიურად მაინც ვერ გრძნობდა.
ყელში ლუკმა არ გადასდიოდა, მაგრამ ცუდად რომ არ გამოსვლოდა, შემწვარ
კარტოფილს მაინც გაუსინჯა გემო.

~ 254 ~
-როდის აპირებთ დაქორწინებას?-თვალებში ჩააშტერდა თიკა, რამაც თავი
უხერხულად აგრძნობინა. რა უნდა ეპასუხა? თვითონაც დღეს გაიგო, რომ სანდროს
საცოლე იყო...

-ამმ... ჩვენ...

-დაქორწინებას არ ვჩქარობთ!-მიეშველა სანდრო.-ანიკა ჯერ პატარაა ამისთვის,


მხოლოდ ჩვიდმეტისაა. უნდა ისწავლოს, სკოლა დაამთავროს, შემდეგ გამოცდები...
ან კი სად გვეჩქარება? ორივე დარწმუნებული ვართ ერთმანეთის გრძნობებში და რა
საჭიროა ამის ქაღალდის ნაგლეჯით დადასტურება? მაინც ვერსად გამექცევა...-ბოლო
სიტყვებზე ბიჭს უცნაურად ჩაეცინა, თიკას კი სახე აუჭარხლდა. ანიკა ისე
იყურებოდა, როგორც აქ შემთხვევით მოხვედრილი პატარა ბავშვი. აშკარა იყო, რომ
სანდროა და ამ წყვილს შორის ფარული ბრძოლა იმართებოდა, მაგრამ რის, ან ვის
გამო, ამას ჯერ ვერ ხვდებოდა. ან იქნებ არ სურდა რომ მიმხვდარიყო? ვინ იცის...

ლაშა კი ხმას არ იღებდა. სასმელს ეტანებოდა, თანაც ძალიან. ცოლის ნათქვამ „მეტს
ნუღარ დალევ“-ზე უბრალოდ ხელს აიქნევდა და ისევ აგრძელებდა. ცოტა ხანში
გიასაც გადაეკიდა, ბატონო თამადავ, ერთი სადღეგრძელოს უფლება მომეცითო.
მასაც სხვა რა დარჩენოდა, დასთანხმდა და ყანწი გადააწოდა. სანდრომ ერთი
ამოიოხრა, თვალები აატრიალა და ანიკას გახედა. ტუჩებით შეუმჩნევლად კოცნა
გაუგზავნა და შემდეგ ლაშას ხმამ აიძულა მისთვის შეეხედა.

-ჩემი ძვირფასო ხალხო, ჩემი ძმაო, სანდრო! მე მინდა ძმობის და მეგობრობის


სადღეგრძელო შევსვა, შენი თამადობით! მეგობრობის, რომელსაც ყველა
დაბრკოლების გადალახვა შეუძლია. დრო და გარემოებები რომ ვერაფერს დააკლებს.
ვერავინ და ვერაფერი რომ ვერ შეძლებს ამ გრძნობის შერყევას. ჩემო სანდრო, ჩვენ
ბავშვობიდან ერთად ვართ გაზრდილები. დღეს რომ დაგინახე, თავი უცნაურად
ვიგრძენი, მაგრამ, ჩემო ძმაო...-ლაშას სიტყვა სკამის იატაკზე გახრიგინების ხმამ
დაარღვევინა. სანდრო გაცოფებული წამოიჭრა ფეხზე და როდესაც ანიკას
შეშინებული მზერა დაიჭირა, შეეცადა შედარებით მშვიდად ეთქვა:

-აქედან მივდივართ, ახლავე!-გოგონამ უბრალოდ თავი დაუქნია, ფეხზე წამოდგა,


შეკრებილ ხალხს თავი უხერხულად დაუკრა და გაჰყვა. ვერ გაეგო რა ხდებოდა,
მაგრამ ახლა კითხვის დრო ნამდვილად არ იყო. ასეთი გამწარებული სანდრო
არასდროს ენახა.

გიჟივით მართავდა მანქანას. ხელები მთელი ძალით ჰქონდა მოჭერილი საჭეზე და


გამძვინვარებული ქშინავდა. ტუჩები მოკუმული ჰქონდა, ნესტოები კი დაბერილი.
ანიკას აშინებდა მისი ყურება.

~ 255 ~
-სან...-ამოიხავლა და მხოლოდ მაშინ შეამჩნია, რომ ხმა წართმეოდა. ბიჭი უცბად
შეკრთა, თითქოს ახლაღა გამოერკვაო და თვალები რამდენჯერმე სწრაფად
დაახამხამა.

-დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა!-უთხრა აშკარად შეუფერებელი ტონით და


სიჩქარეს ცოტათი უკლო. რამდენიმე წამი თვალებში უყურებდა, მაგრამ ანიკას შიში
არსად გამქრალა.-გთხოვ, ნუ მიყურებ მასე. შენი მზერა ასეთი შეშინებული მაშინაც
არ ყოფილა, როდესაც პირველად დამინახე იარაღით ხელში, ახლა კი დამიჯერე,
არაფერია სანერვიულო!-დაამატა შედარებით რბილად და ეცადა გაეღიმა, მაგრამ
ზედმეტად ყალბად გამოუვიდა.

ანიკა მაინც ძალიან ღელავდა. მუცელში ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს წიხლი
ჩაარტყეს, პირი კი საშინლად გაუშრა. რატომ სრულდება სანდროსთვს განკუთვნილი
ყველა სიურპრიზი ასე საშინლად? მაგრამ საბედნიეროდ, ახლა თვითონ არაფერ
შუაშია. გული უგრძნობდა, რომ სწორედ ახლა იხსნებოდა საქართველოსთან
დაკავშირებული საიდუმლოს კვანძი, მაგრამ ვერაფრის კითხვას ვერ ბედავდა. არც
ბიჭი იღებდა ხმას. მთელი გზა ასე მდუმარედ გაიარეს, სახლშ შესვლისას კი სანდრო
მაშინვე საძინებლისკენ გაემართა. ანიკას ქუსლების კაკუნიც კი უსიამოვნოდ ესმოდა
ყურში, ამიტომ სასწრაფოდ გაიხადა ფეხსაცმელი და უკან მიჰყვა. ბიჭს პიჯაკი
გაეხადა, პერანგის რამდენიმე ღილიც შეეხსნა და საწოლის კიდეზე ხელებში
თავჩარგული იჯდა. ეს სიბნელე კიდევ უფრო დაძაბულს ხდიდა ყველაფერს. ანიკამ
პირველად იგრძნო თავი უცხოდ. არ იცოდა რა გაეკეთებინა, სად წასულიყო, რა
ეთქვა. გახევებული იდგა ერთ ადგილზე და ფეხის მონაცვლებასაც კი ერიდებოდა,
რომ სიჩუმე არ დაერღვია.

-მე და ლაშა ბავშვობიდან ძმებივით ვიზრდებოდით...-მოულოდნელად დაიწყო


სანდრომ, ისე, რომ თავი არ აუწევია. გოგონა კი შეაკრთო მისმა ხმამ. კედელს
მიეყრდნო და ეცადა მშვიდად მოესმინა ყველაფერი.-გია და გურამიც ასე იყვნენ და
ჩვენც ასე გაგვზარდეს. არ არსებოდად რამ, რაც ერთმანეთის შესახებ არ ვიცოდით.
ერთი ის იყო, რომ სხვადასხვა სახლში ვიძინებდით, თორემ ფაქტიურად სულ ერთად
ვიყავით. ბაღი, სკოლა, ქუჩა... მოგვიანებით რაღაც შეიცვალა. არა, ჩვენი მეგობრობა
არა, უბრალოდ ლაშასთან იმდენ დროს ვერ ვატარებდი, როგორც ადრე. რადგან...
შემიყვარდა. მეათე კლასში ვიყავით როცა თიკა ჩვენთან გადმოვიდა. ქერა იყო,
ლამაზი, მაშინვე ყველა ბიჭმა მას დაადგა თვალი. რა თქმა უნდა ე და ლაშამაც.
მაგრამ როდესაც ჩემი მოწონება სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდა, მეგობარი
გზიდან ჩამომშორდა. თიკასთვის თავის შეყვარება არ გამჭირვებია. ისე გამოვიდა,
რომ ერთ თვეში უკვე შეყვარებულები ვიყავით. მაგრამ რომეოს და ჯულიეტას
როლის თამაში გადავწყვიტეთ და ჩვენი რომანის შესახებ მშობლემბა არაფერი
იცოდნენ. ლაშა კი ჩვენი მფარველი ანგელოზი გახდა. ყოველთვის ხელს გვიწყობდა
და გვეხმარებოდა ფარულ შეხვედრებში... მაგრამ ტველაფერი აირია, როდესაც გიამ
ბიზნესის გაფართოება გადაწყვიტა. საკმაოდ კარგი შანსი გამოუჩNდა, რომელის
~ 256 ~
ხელიდან გაშვებაც არ შეიძლებოდა. პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ ჩვენს გარეშე
წასვლას არც კი განიხილავდა. უკვე ჩვიდმეტის ვიყავი და მეგონა, რომ ჩემი
სიყვარულის დაცვას შევძლებდი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. არც ჩხუბმა გაჭრა, არც
მუდარამ, არც შიმშილობის მცდელობამ. მაინც ამაბუნძულეს თვითმფრინავში. თავს
ისე ვგრძნობდი, თითქოს გული ამომგლიჯეს. ერთადერთ იმედად ლაშა დამრჩა,
რომელსაც შეყვარებული ჩავაბარე და ვთხოვე რომ მიეხედა, რადგან თიკას ბევრი
უპირებდა ცოლად შერთვას. ჰმ, მიხედა კიდეც!-აქ სანდროს მწარედ ჩაეცინა. ანიკა
უკვე ტუჩებს იჭამდა და ცდილობდა ხმამაღლა არ ატირებულიყო. ღაპაღუპით
სდიოდა ცრემლები, რადგან აცნობიერებდა, რომ უცბად გრანდიოზულ კლდეს
შეასკდა, რომელსაც თიკა ერქვა. როგორც ჩანს, სანდრომ რვა წლის შემდეგაც ვერ
შეძლო მისი დავიწყება.

-თუ ეს შენთვის მძიმე გასახსენებელია, ნუ მომიყვები...-ამოიჩურჩულა და ეცადა


ხმაში ცრემლები არ გაერია. გამოუვიდა კიდეც.

-არა, მინდა რომ მოგიყვე, ეს მჭირდება!-მტკიცე ხმა ჰქონდა ბიჭს, მაგრამ თავი არც
ახლა აუწევია.-თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა. დროში სხვაობის
მიუხედავად, მაინც ყოველდღე ვახერხებდი თიკასთან საუვარს. ერთმანეთს
მხოლოდ მანძილი გვაშორებდა, მაგრამ ამასაც კი არ ვთვლიდი სერიოზულ
დაბრკოლებად. მერე თითქოს რაღაც შეიცვალა. ყოველ დღე საუბარი კვირაში ორჯერ
დარეკვამ შეცვალა, შემდეგ მშრალმა და მოკლე მესიჯებმა, ბოლოს კი თიკა საერთოდ
გაქრა ქსელიდან. გიჟს ვგავდი, საქართველოში დაბრუნების მეტი არაფერი მინდოდა.
აღარს ლაშა მეკონტაქტებოდა. საერთოდ გადავედი ჭკუიდან. როგორღაც მოვახერხე
გიას დათანხმება, რომ სულ რაღაც ერთი კვირის გავეშვი საქართველოში. თან უკვე
თვრამეტის ვიყავი, სრულწლოვანი! ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა როდესაც
მშობლიურ მიწაზე კვლავ დავდგი ფეხი. გეზი პირდაპირ თიკას სახლისკენ ავიღე,
მაგრამ იქ არავინ დამხვდა. შემდეგ ლაშასთან წავედი. მოუთმენლად ველოდი როდის
გამიღებდნენ კარს, ზარის ღილაკს თითს არ ვუშვებდი. და კარიც გაიღო... მის მიღმა
კი ორსული თიკა იდგა. მეგონა ქვეყანა თავზე ჩამომექცა. არასდროს დამავიწყდება
მისი სახე. ყველაზე ამაზრზენი კი იცი რა იყო? მის თვალებში სინანულის ნაცვლად
შიში დავინახე. შეეშინდა, რომ სიმართლე გავიგე. შეეშინდა მისი საყვარელი
მეუღლისთვის არაფერი დამეშავებინა...-აქ სანდრო გაჩმდა. ანიკამ იფიქრა, რომ
მოყოლა დაამთავრა, მაგრამ შეცდა.-არაფერი მომხდარა, საერთოდ. ლაშა გამოვიდა,
ცდილობდა დამლაპარაკებოდა, მაგრამ არ მოვუსმინე. უბრალოდ გამოვტრიალდი
და წამოვედი. არც კი დამიტყამს და სიმართლე გითხრა, ამას ვნანობ. იმ ღამესვე
დავბრუნდი ნიუ-იორკში. იქაურობა უკვე გულს მირევდა. აღარ შემეძლო ტყუილით
და ფარისევლობით გაჟღენთილ ქვეყანაში გაჩერება. სწორედ მაშინ შემზიზღდა
საქართველო. მშობლიური მიწა საძულველი გახდა, რადგან ის აფერისტების ქვეყანა
იყო. იმ ხალხის, სიმთვრალეში სადღეგრძელოებით სიყვარულს რომ გიხსნის და
მეორე დღეს არც კი ახსოვს ვინ ხარ. იმ ხალხის, ზურგში დანას რომ ჩაგარტყამენ და

~ 257 ~
სინდისი არც კი აწუხებთ. რა თქმა უნდა ასეთი რამ აქაც ხდება, მაგრამ აქ თავს მაინც
არავინ გაჩვენებს. დღეს კი ლაშა კვლავ ძმობას მეფიცებოდა და თიკა თვალებით
გჭამდა, რადგან მან შემაზიზღა შენი ასაკის გოგო და ვერ იჯერებდა, თუ ამის
შეცვლას ვინმე შეძლებდა.-აქ კი მართლა დაასრულა სანდრომ მოყოლა და ანიკას
გახედა. ადგილზე გაიყინა მისი სახის დანახვისას. ცრემლებით დაველებული,
ტკივიალი სახის... გოგონა ჩუმად, გულამოსკვნით ტიროდა.

წამიერად ინანა კიდეც ყველაფერი რომ მოუყვა, მაგრამ იცოდა, ასე უკეთესი იყო.
ახლა აღარ არსებობდა მათ შორის საიდუმლო. და რაც მთავარია, ახლა აღარ
მოუწევდა ანიკასთან კამათი საქართველოს თემასთან დაკავშირებით. აი აქ შეცდა,
მაგრამ ამაზე მოგვიანებით...

-არაფერს მეტყვი?-მუდარანარევი ხმით ჰკითხა. ეს უკანასკნელი კი თავს


პარალიზებულივით გრძნობდა. თითქოს ერთიანად გამოშიგნეს და ყველაფერი
წაართვეს. თითქოს მასსა და სანდროს შორის უზარმაზარი კედელი აღმართეს. მაგრა
ბოლოს თავს მაინც მოერია, კედელიც დაანგრია, ბიჭის წინ ჩაიმუხლა და მთელი
ძალით ჩაეკრა გულში.

ეს სწორედ ის იყო, რაც ორივეს სჭირდებოდა. სანდრომაც ძლიერად მოხვია


მკლავები. თითქოს ეშინოდა, რომ მის თავსაც წაართმევდა ვინმე.

-არც ერთი წამით არ იფიქრო, რომ თიკა ისევ მიყვარს.-მოულოდნელად ანიკას


დაუსმელ შეკითხვას თავისივე სურვილით უპასუხა და გოგონას თმაზე აკოცა.-
უბრალოდ მინდოდა რომ ეს გცოდნოდა. დღეს მისი დანახვის გამო არ
გავბრაზებულვარ. ის უკვე ცარიელი ფურცელია ჩემს ცხოვრებაში. არ უარვყოფ რომ
მიყვარდა და თანაც ძალიან, მაგრამ ის სიყვარული ახლოსაც კი ვერ მოვა იმასთან,
რასაც შენთან განვიცდი. ხომ გჯერა ჩემი?

-მჯერა...

-მე კი იმის მჯერა, რომ შენ არასდროს მიმატოვებ...-ამ სიტყვებმა ანიკას სუნთქვა
შეუკრა. მართლაც, როგორ უნდა მიეტოვებინა? უკვე იცოდა, რომ ამის გაკეთებას ვერ
შეძლებდა. ისიც იცოდა, რომ სანდრო საქართველოში არასდროს დაბრუნდებოდა.
ერთადერთი, რაც ანიკამ არ იცოდა, იყო ის, თუ რა ბედი ჰქონდა მათ სიყვარულს,
რომელსაც ერთი შეხედვით ბედნიერი დასასრული არ ეწერა...

* * *
~ 258 ~
ის ღამე ორივეს ცხოვრებაში გარდამტეხი გამოდგა. ანიკამ მიიღო გადაწყვეტილება.
დაბრუნდებოდა საქართველოში, მშობლებს ყველაფერს პირადად აუხსნიდა,
დაელაპარაკებოდა და ისევ სანდროსთან წავიდოდა. დარწმუნებული იყო, რომ
გაუგებდნენ. ეს მართლაც საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, ყველაფერი ისე რომ
წასულიყო, როგორც გეგმავდა...

სანდროსთან ამ თემაზე ჯერ არ ჰქონდა ნალაპარაკები. ეგონა რაც უფრო გაწელავდა


დროს, მით უკეთესი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ცდებოდა...

სანდროს საერთოდ არ უფიქრია ამ თემაზე. თითქოს დარწმუნებული იყო, რომ ანიკა


არ მიატოვებდა. რა თქმა უნდა ახსოვდა, თოთხმეტ ივნისს ნინი რომ ბრუნდებოდა,
მაგრამ იმას ვერ აცნობიერებდა, ერთის მიღების სანაცვლოდ მეორეს დათმობა რომ
იყო საჭირო. ანიკას არც კი ეკითხებოდა რა გეგმები ჰქონდა. იმ ღამის შემდეგ ერთი
სიტყვას არ უთქვამთ საქართველოზე. სიმართლეს მხოლოდ რამდენიმე საათით
აეხადა ფარდა და შემდეგ ისევ მოგონებების ყუთში გადაინაცვლა მტვერის
დასადებად.

გურამის ოჯახს მეტჯერ აღარ შეხვედრიან. რა თქმა უნდა, ბიჭების უსიამოვნების


გამო, გიასა და გურამის ურთიერთობა არ გაფუჭებულა, მაგრამ ერთობლის
შეხვედრებს აღარ აწყობდნენ. ვახშმის მეორე დღეს კი დაურეკა სანდროს ლაშამ და
შეხვედრა სთხოვა, მაგრამ მოკლე უარი და ტელეფონის ზუმერის ხმა მიიღო პასუხად.
ამ შემთხვევის შემდეგ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც მათ გამოჩენამდე იყო...

სანდრომ სამსახურში ახალი საქმე აიღო, ანიკა კი წლის დამამთავრებელ გამოცდებს


აბარებდა. ორივე ისეთი დაკავებული იყო, საღამოს ძლივს ახერხებდნენ ერთი
საათით შეხვედრას. მათი შეხვედრები კი ყოველთვის საინტერესო იყო.
მაქსიმალურად იყენებდნენ დროს და ცდილობდნენ ყველაფერი მოესწროთ. ანიკას
უკვე ტვინი სტკიოდა იმაზე ფიქრით, როგორ შეეტყობინებინა სანდროსთვის
გამგზავრების ამბავი, მაგრამ კარგს და გამოსადეგს ვერაფერს იფიქრებდა.

ცამეტი ივნისიც გათენდა, პარასკევი... მართალია ანიკას ცრურწმენების არ სჯეორდა,


მაგრამ პარასკევი, რიცხვი ცამეტი, მართლაც თარსი აღმოჩნდა მისთვის... მეორე
დღისით მიფრინავდა, უკვე ყველაფერი დაგეგმილი იყო. ბილეთიც ნაყიდი,
ჩემოდნებიც ჩალაგებული და უკან დასახევი გზაც მოჭრილი. ერთადერთი რაც ანიკას
ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაკეთებული, სანდროსთან ლაპარაკი იყო, რომელიც
სრულიად დაუგეგმავად წარიმართა...

გია და მარიკა როგორც ყოველთვის, დილიდანვე სამსახურში იყვნენ, თვითონ კი


თავის ოთახში იჯდა და იქაურობას ემშვიდობებოდა. უამრავი გრძნობა და მოგონება
აკავშირებდა აქაურობასთან, საუკეთესო კი მაინც სანდროს დაბადების დღეს
განხორციელებული მოვლენები იყო. რამდენჯერ უტირია და უცინია აქ, რამდენჯერ
ყოფილა ბედნიერი. სიხარულით თვალებგაბრწყინებული საწოლზე გულაღმა რომ

~ 259 ~
დაეხეთქებოდა და ფოსფორის ვარსკვლავებით განათებულ ჭერს უყურებდა, თავს
საოცრად მშვიდად და დაცულად გრძნობდა. უყვარდა აქაურობა, თანაც ძალიან... და
საერთოდ არ სურდა განშორება...

სარკის წინ სავარძელში ჩაესვენა და ოთახს თვალი მოავლო. ფაქტიურად ისეთივე


იყო, როგორიც აქ ჩამოსვლის პირველ დღეს. თავისი სურვილით შეცვლილ ყველა
შტრიხს ისევ პირვანდელი სახე დაუბრუნა. თუ კარადის გვერდით დაწყობილ
ჩემოდნებს არ ჩავთვლით, აქ უკვე აღარაფერს ეტყობოდა ანიკას კვალი...

ფიქრებში ისე გაერთო, საერთოდ ვერ გაიგო რომ სახლშ ვიღაც იყო, სანამ სანდრომ
საძინებლის კარი დაუკაკუნებლად არ შეაღო, და... ღიმილი სახეზე შეეყინა. ფერიც
კი დაკარგა. განცვიფრებული სახით მოავლო ოთახს თვალი და ჩემოდნების
დანახვისას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს საზარდულში წიხლი ამოარტყეს.
რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა, უფრო ზუსტად კი თუ ვიტყვით,
ამოიქშინა. ცხვირის ნესტოები ისე ებერებოდა, როგორც კორიდაზე გასულ ხარს.
ემოციების სრული სიმძაფრით გადმოსაცემად ყურებიდან ბოლის გაშვებაღა აკლდა,
რაც საბედნიეროდ არ შეეძლო. თითქოს გონებაში ყველაფერი ერთიანად ატრიალდა,
მაგრამ შინაგამი ხმა მაინც მთელი ძალით გაჰყვიროდა: „-ის მიდის!“ და უკვე
აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა...

ანიკა კი სუნთქვაშეკრული უყურებდა ოთახში ქარიშხალივით შემოვარდნილ ბიჭს.


მისთვის ამ ამბის ასე შეტყობინება ნამდვილად არ ჰქონია დაგეგმილი, მაგრამ ახლა
უკვე ვეღარაფერს შეცვლიდა.

-რას ნიშნავს ეს ყველაფერი?-მსუბუქად შეხტა სანდროს ხმის გაგონებისას, მაგრამ


მისი მზერა მაინც ვერ დაიმსახურა. ბიჭი ისევ ჩემოდნებს უყურებდა.-როდის
აპირებდი ჩემთვის ამის თქმას?-აი ახლა კი შეხედა. ნელა გადაიტანა მზერა მასზე და
თვალი თვალში გაუყარა.-მიპასუხე!-დაიგრგვინა საბოლოოდ და ანიკამ ნერწყვი
გაჭირვებით გადაყლაპა.

-მე...-სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. ან კი რა უნდა ეთქვა?-მე...

-ჰო, შენ... დამდე პატივი და ამიხსენი რა ხდება!-სანდრო წინ ისეთი სახით აესვეტა,
ეგონა მხრებში ხელს ჩაავლებდა და ერთს კარგად შეანჯღრევდა.

-სანდრო, ნუ მელაპარაკები მასე...-დამნაშავესავით ამოიკნავლა და უნებურად უკან


გაიწია.

-და როგორ გელაპარაკო? მადლობა ხომ არ გითხრა ასეთი შესანიშნავი


სიურპრიზისთვის? ან... იქნებ ჩავშალე? აეროპორტიდან ხომ არ აპირებდი დარეკვას?
თუ საქართველოდან?

~ 260 ~
-დღეს ვაპირებდი თქმას. არ მინდოდა ასე გაგეგო. მინდოდა ჩემით ამეხსნა
ყველაფერი...

-ჰოდა ამიხსენი, აქ ვარ!-ბიჭს უკვე მოთმინება ეწურებოდა და გაუცნობიერებლად


ხმასაც კი აუწია.

-აგიხსნი, რა თქმა უნდა, მაგრამ ხმას დაუწიე და დამშვიდდი...

-დავმშვიდდე? როგორ უნდა დავმშვიდდე, როდესაც შენს ოთახში შემოვდივარ და


აქაურობას სრულიად დაცარიელებულს, კარადის გვერდით კი სამ ჩემოდანს ვხედავ?
და ამის მერე მეუბნები დამშვიდდიო?! როგორ? შენ მიდიხარ! გესმის ეს რას ნიშNავს?
მოვებ! შენც გარბიხარ ჩემგან...

-სან, მისმინე, გთხოვ...-ანიკამ როგორც იქნა გაბედა და თვალებშ შეხედა. მაშინვე


ინანა... ადგილზევე მოკვდა, როცა იქ ტკივილის მეტი არაფერი დახვდა. მაინც
მოიკრივა ძალა რომ გაეგრძელებინა. ვერ დაუშვებდა სანდროს რაიმე არასწორად რომ
გაეგო.-არსად არ გავრბივარ და მითუმეტეს შენგან. უბრალოდ ახლა ასეა საჭირო. მე
დავბრუნდები, მართლა! მიყვარხარ და არასდროს მიგატოვებ, ხომ გჯერა ჩემი?-
ცხოვრებაში არ ყოფილა საკუთარ სიტყვებში ასეთი დარწმუნებული და იმედი
ჰქონდა, რომ შესაბამის შთაბეჭდილებასაც მოახდენდა, მაგრამ შეცდა...

-თავიდან ყველანი მასე ამბობთ...-მწარედ ჩაიცინა და თავი გაიქნია, შემდეგ კი ანიკას


ზურგი აქცია და სახეზე ხელები მოისვა.-შენც მტოვებ...-ამ სიტყვებს თითქოს გულიც
ამოაყოლაო, ხმაც კი აუკანკალდა ცოტათი. თუ ვინმეს განადგურებული სანდროს
ნახვა სურდა, ახლა მართლაც რომ საუკეთესო შანსი ეძლეოდა, რადგან ბიჭი თავს
ცუნამში მოყოლილივით გრძნობდა. ერთიანად წალეკეს და ყველა გრძნობა
წაართვეს.

-ხომ იცი რომ მიყვარხარ?

-მაშინ რატომ მიდიხარ? თუ გიყვარვარ, დამიმტკიცე ეს და დარჩი ჩემთან!-ისევ


ყვირილზე გადავიდა სანდრო, მაგრამ აჯერად ანიკამაც არ დააკლო.

-მეხუმრები? ჩემგან გჭირდება დამტკიცება? და თავად როგორ აკეთებ ამას? საკუთარ


პრინციპებს საყვარელი ადამიანის გამოც კი ვერ ღალატობ! დაივიწყე თიკაც, ლაშაც
და საერთოდ ის ამბავიც! რატომ არ შეგიძლია რომ გადააბიჯო სიამაყეს და
წამოხვიდე ჩემთან ერთად, თუნდაც სულ რამდენიმე დღით?

სანდრომ ვეღარაფერი უპასუხა. იმიტომ არა, რომ სათქმელი არ ჰქონდა. უბრალოდ


ვერ შეძლო... ემოციებს ისედაც კბილის კბილზე დაჭერით იკავებდა და ხმა რომ
ამოეღო, ნაწილებად დაიშლებოდა. არ შეეძლო ანიკას გაშვება. უყვარდა, მთელი
არსებით უყვარდა! მის გარეშე ვერც კი ისუნთქებდა. მაგრამ ის მაინც მიდიოდა... და
თვითონ უძლური იყო. ვერ იტანდა საკუთარ თავს ასეთ დროს. ამ ტკივილს კი

~ 261 ~
გულის არეში ვერაფერს უხერხებდა. ფიზიკურად სტკიოდა და თან იმდენად
ძლიერად, რომ მუხლებზეც კი დაეცა.

-არ წახვიდე...-ამოიხავლა გამქრალი ხმით და ანიკას სახეც წამში აიმღვრა მის


თვალებში ჩამდგარი სითხის გამო.

-არ გამიშვა...-ჩურჩულით უპასუხა გოგონამ და მის წინ ჩაიმუხლა. მთელი ძალით


ჩაიკრა გულში. საერთოდ არაფერი არ აინტერესებდა ახლა, თუნდაც ქვეყანა თავზე
ჩამოქცეოდათ. მთავარია, რომ საყვარელი ადამიანი გვერდით ჰყავდა, თუნდაც
დროებით...

* * *
სანდრო მხოლოდ მაშინ წავიდა, როცა გოგონას ჩაეძინა. ქურდივით გაიპარა
საკუთარი სახლიდან... ძლივს დაარწმუნა ანიკა, რომ დაეძინა. უნდოდა საბოლოოდ
ასეთი ენახა, მშვიდი და უშფოთველი. მაგრამ თავისი სურვილი ბოლომდე მაინც ვერ
აისრულა, რადგან მძინარესაც კი ეტყობოდა სახეზე დაძაბულობა. თითქოს
გრძნობდა, რომ სანდრო წავიდოდა. თვალების დახუჭვის ეშნოდა, რადგან იცოდა,
რომ გახელისას მას უკვე ვეღარ დაინახავდა. არც შემცდარა...

ირიჟრაჟა თუ არა, მაშნვე გაეღვიძა, მაგრამ მარტოს... თვალები მაინც გაფაციცებით


მოატარა ოთახს, იმედს ბოლომდე არ კარგავდა. როცა დარწმუნდა რომ სანდრო აქ
აღარ იყო, ეგონა ატირდებოდა, ცხელი ცრემლები დაუსველებდნენ სახეს... ამაშიც
შეცდა. ყელშ გაჩხერილი ბურთი თანდათან იზრდებოდა, მაგრამ არაფრის დიდებით
არ სკდებოდა. უკვე სუნთქვაშიც კი უშლიდა ხელს...

ფრენა რამდენიმე საათში იყო, ამიტომ დასაკარგი დრო არ ჰქონდა. მეგობრებს


გუშინვე, სასწავლო წლის დასრულების ცერემონიალზე დაემშვიდობა. დენიელი და
ლუსიც აეროპორტში უნდა ენახა. საწოლიდან აუჩქარებლად წამოდგა და მშვიდად
შევიდა შხაპის მისაღებად. გული საშინლად ჰქონდა დამძიმებული. ყბებიც კი ეტკინა
დაძაბულობისგან. ისე იქცეოდა, თითქოს ერთი კონტინენტიდან მეორეზე კი არა,
სოფელში მიდიოდა ბებიასთან. ბოლომდე ვერც კი აცნობიერებდა წინ რა ელოდა.
რატომ ვერ ტიროდა? არადა ზუსტად იცოდა, რომ გუშინ სანდრო ბოლოჯერ ნახა.
იქნებ მაინც გააჩნდა იმედის ნაპერწკალი? შეიძლება... თუმცა, სულ ტყუილად.

~ 262 ~
* * *
უკვე მეორედ გამოაცხადეს ჩასხდომა მის რეისკე, მაგრამ ანიკა მაინც გაუნძრევლად
იდგა ესკალატორთან და გასასვლელ კარებს მიშტერებოდა. ვერ იჯერებდა რომ
სანდრო არ მოვიდა. ნუთუ არც კი გააცილებს? შეუძლებელია... ხომ სთხოვა არ
გამიშვაო? რატომ უშვებს? არადა ახლა ისეთ ჭკუაზე იყო, მხოლოდ მისი დანახვაც
საკმარისი იქნებოდა, რომ დარჩენილიყო. ყველაფერს დაივიწყებდა, მთელი ძალით
ჩაეხუტებოდა და არსადაც არ წავიდოდა. მაგრამ... სანდრო არ მივიდა, მის რეისზე
ჩასხდომა კი უკვე მთავრდებოდა.

-ნინის რეისზეც დააგვიანდა, ძლივს მოუსწრო...-ამშვიდებდა მარიკა და ცალი მხრის


ეხვეოდა. მთელი გზა ტიროდა და ვერც ახლა იკავებდა ცრემლებს, ანიკა კი თითქოს
გაქვავდა.

-აღარ მოვა...-ჩურჩულით თქვა დენიმ და თავი ჩახარა. არ შეეძლო ამ ყველაფრის


ყურება.

-ვიცი...-სუნთქვას ამოაყოლა ანიკამ და ტუჩზე იკბინა. გული უსკდებოდა უკვე


ცრემლებისგან, მაგრამ გარეთ ვერც ერთს ვერ უშვებდა.

-ჩასხდომა მთავრება...-მძიმედ წარმოთქვა გიამ და გოგონამაც თავი დაუქნია, შემდეგ


კი ყველას ჩაეხუტა და დაემშვიდობა.

-ძალიან მომენატრებით...-იტირე, ანიკა! შენ შეძლებ ამას!

-სანდრო აუცილებლად მიხვდება, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა!-გიასაც კი


აუცრემლიანდა თვალები, როდესაც გულში ჩაიკრა და სიტყვები უჩურჩულა, მაგრამ
თვითონ_არა! უკვე ჭკუიდან იშლებოდა უძლურებისგან.

თვითმფრინავში ისე ავიდა, ბოლომდე ეგონა, რომ ტკივილამდე ნაცნობი ხმა ხალხის
ბრბოს გაარღვევდა მისი სახელის ძახილით. არაფერი მსგავსი არ მომხდარა.
ღმერთმა უწყის მერამდენედ გაუცრუვდა იმედი... როცა ღვედი შეიკრა,
ბავშვობისდროინდელი სერიალიც კი გაახსენდა და წარმოიდგინა, რომ აი, ახლა,
გვერდით სანდრო მიუჯდებოდა და ეტყოდა რომ არსადაც არ გაუშვებდა მარტოს.
მაგრამ არც თვითონ იყო ფილმის გმირი და არც მის გვერდით მჯდარი ქალი ჰგავდა
სანდროს. იმედი საბოლოოდ მაშინ გადაეწურა, როდესაც თვითმფრინავმა ნიუ-
იორკის აეროპორტი დატოვა...

~ 263 ~
* * *
ფრენა ხანგრძლივი და მძიმე გამოდგა. იმაზე ფიქრიც კი ვერ უკეთებდა გუნებას, რომ
მონატრებულ მშობლებს და მეგობრებს ნახავდა. როგორც ბებიამისი იტყოდა,
მკვდრის პატრონივით ჩავიდა თვითმფრინავიდან. საერთოდ არაფერი უგრძვნია,
როდესაც გარშემო ყველა ქართულად ლაპარაკობდა. ბარგი მშვიდად აიღო და
გასასვლელისკენ გაემართა. გულიც კი არ უფართხალებდა ნანატრი შეხვედრის
მოლოდინში. და აი, რამდენიმე წამში ნაცნობი კივილი გაიგონა და მის ყურთან ქერა
თმამ ჩაიფრიალა. ელე ისეთი გახარებული შეახტა, მშობლებამდე მისვლა არც კი
აცადა. ანიკაც მთელი ძალიან მოეხვია, შემდეგ კი ლიკასკენ გაემართა, რომელიც
ცრემლებად იღვრებოდა. ირაკლისაც კი აუჩუყდა გული, როდესაც ქალიშვილი
გულში ჩაიკრა, მხოლოდ ანიკა იდგა ხესავით და ხელოვნურად იღიმოდა. არა,
როგორ არ უხაროდა, უბრალოდ ტკივილი იმდენად დიდი იყო, რომ ყველაფერს
ფარავდა.

მთელმა გზამ კითხვების ქარცეცხლში გაიარა. ეკითხებოდნენ ყველაფერს, მაგრამ ის


კითხვა, რომლის პასუხიც ელეს ყველაზე მეტად აინტერესებდა, არ გაჟღერებულა.
ბოლოს ირაკლიმ დაუცაცხანა ორივეს, ხომ ხედავთ ბავშვი გათიშულია ამდენხნიანი
ფრენისგან, დაანებეთ თავიო, ანიკამ კი ისეთი თვალებით შეხედა, თითქოს
სიკვდილისგან გადაარჩინაო.

ხმას საერთოდ არ იღებდა. მიზეზიც მშვენიერი ჰქონდა, თორმეტსაათიანი ფრენა


ხუმრობა ხომ არ არის?! ამიტომაც უპრობლემოდ მოიშორა ყველა და სახლში
მისვლისთანავე საკუთარ ოთახში გაუჩინარდა. სულ ოდნავ გაეღიმა ნაცნობი
გარემოს დანახვისას. აქაც ყველაფერი ისე იყო, როგორც დატოვა... ჩემოდანი
საწოლზე დადო და გახსნა. ტანსაცმელს ამოალაგებდა და ცოტას გულს მაინც
გადააყოლებდა. ჰმ, ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამჯერადაც არ
გაუმართლა. პირველი, რაც ჩემოდანში შეხვდა, სანდროს წითელი, კუბოკრული
პერანგი იყო, რომელიც თვითნებურად მიისაკუთრა. ხელის კანკალით ამოიღო... ჯერ
კიდევ შერჩენილი ჰქონდა მისი სურნელი, სანდროს სურნელი... იგრძნო როგორ
აუკანკალდა სხეული. საკუთარ თავს უკვე ვეღარ აკონტროლებდა. რამდენიმე წამში
კი, მუხლებზე დაეცა, პერანგი გულში ჩაიკრა და ხმამაღლა, მწარედ ატირდა...

~ 264 ~
თავი 22

-ანი, გაიღვიძე!-დილა კვლავ ნაცნობი ფრაზით დაიწყო და „ანიმაც“ ჩვეულებისამებრ


ამოიგმინა ბალიშის ქვეშ.

-დედა! რამდენჯერ უნდა გითხრა: ანი კი არა, ანიკა. ა-ნი-კა! ასე ძნელია?

-ნუ ბუზღუნებ! დროზე ადექი, თორემ დაგაგვიანდება!-გასძახა შვილს ლიკამ და


ადუღებული წყალი ფინჯნებში ჩამოასხა.

ჰმ, სასაცილოა, არა? ყველაფერი ზუსტად ისე დაიწყო, როგორც ერთი წლის წინ,
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ანიკა ისევ ბუზღუნითა და
სკოლის აფეთქების იდეით შევიდა სააბაზანოში. ერთადერთი განსხვავება მხოლოდ
ის იყო, რომ წელს დამამთავრებელ კლასში მიდიოდა. დიდად თავი არ გამოუდია,
მაგრამ ლიკას ხვეწნის შედეგად მაინც გადაწყვიტა რომ გამორჩეულად ჩაეცვა. ვიწრო
ჯინსი, თეთრი, უბრეტელო მაისური და ლურჯი, საშუალომკლავიანი პიჯაკი
მოირგო, ფეხსაცმელი კი მაღალქუსლიანი და თასმებიანი შეარჩია. ზუსტად იცოდა
რომ ამაზე პრობლემა არ შეექმნებოდა, მითუმეტეს კერძო სკოლაში. სიმართლე რომ
ითქვას, საერთოდ არ აინტერესებდა ვინმე რამეს თუ ეტყოდა. უკვე სამი თვეა რაც
აღარაფერი აინტერესებდა.

გაინტერესებთ რა მოხდა ანიკას წამოსვლის შემდეგ, არა? არაფერი! დიახ, საერთოდ


არაფერი. სანდროს ერთხელად კი არ დაურეკავს. ერთადერთი რაც ანიკას მის
რეალურობაში არწმუნებდა, ერთად გადაღებული ფოტოები იყო, თორემ ბიჭი ისე
უკვალოდ გაქრა, თავისუფლად შეეძლო ეფიქრა, რომ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო, ან
უბრალოდ ლამაზი სიზმარი. მაგრამ, იქნებ ჯობდა რომ ასეც ყოფილიყო? ნაკლებად
დაიტანჯებოდა, ყოველ დღე ინტერნეტში სანდროს გამოჩენის იმედით არ
შევიდოდა, არც ნინის ჰკითხავდა მის ამბებს... ვინ იცის, შეიძლება ასე უკეთესიც
ყოფილიყო. მაგრამ ანიკა მაინც არაფერს ნანობდა. აბედნიერებდა კიდეც იმის
გახსენება, რომ თვითონაც იმ იღბლიანთა შორის იყო, რომელთაც ჭეშმარიტი
სიყვარული გამოსცადეს. ეჭვიც არ ეპარებოდა იმაში, რომ სანდროსაც უყვარდა.
სხვანაირად ის ყყველაფერი უბრალოდ ვერ იქნეოდა. თუმცა, უყვარდა მაშინ, ახლა კი
უკვე აღარ იცის... აბა რატომ შეეგუა ანიკას წამოსვლას ასე მარტივად? რატომ გაქრა
მისი ცხოვრებიდან? ამ ზაფხულს ნინი, მარიკა და გია ისევ იყვნენ ჩამოსულები,
მაგრამ სანდრო ტრადიციულად არ ჩამოჰყოლია. ნუთუ თიკასა და ლაშასადმი
სიძულვილი უფრო დიდია, ვიდრე გრძნობა, რომელიც ანიკასთან აკავშირებდა?!
რატომ ვერ თქვა თავის პრინციპებზე უარი?

ფიქრები ტომ იორკის ხმამ შეაწყვეტინა, ელე ურეკავდა. გუშინ შეთანხმდნენ რომ
საბას მანქანით გამოუვლიდა და სკოლაში ერთად წავიდოდნენ. როგორც ჩანს, უკვე
მოვიდნენ.

~ 265 ~
-ორ წუთში მანდ ვარ!-სწრაფად ჩასძახა და გაუთიშა. მობილური ჯინსის ჯიბეში
ჩაიცურა, სხვა საჭირო ნივთები კი ზურგჩანთაში მოათავდა და ოთახიდან გამოვიდა.

-აი ეს მესმის!-წარბები მოწონების ნიშნად აწია ლიკამ შვილის დანახვისას.-რა კარგად


გამოიყურები, დე! ჩემი ლამაზი გოგო...-ანიკა ადგილზე დაატრიალა, მაგრამ უცბად
სახე მოეღუშა.-თვალებზე რა გჭირს?

-არაფერი, უბრალოდ ცუდად მეძინა. წავედი, ელე და საბა ქვემოთ მელოდებიან!-


ურცხვად იცრუა და სანამ კითხვების და დარიგებების ქარცეცხლში გაეხვეოდა,
სწრაფად გავიდა სახლიდან.

-ვაუ, რა გოგო ხარ!-ცერა თითი მაღლა ასწია ელემ და მეგობარი გადაკოცნა. საბამაც
იგივე გაიმეორა და შემდეგ ანიკა უკანა სავარძელზე მოთავსდა.

-მაგარი მანქანაა, გილოცავ!

-მადლობა! მაგრამ გრანტი რომ ვერ ავიღო, ძვირფასი მამიკო ისევე სწრაფად
ამომაცლის ჯიბიდან გასაღებს, როგორც მაჩუქა!0გაეცინა საბას.0ბექასაც უნდა
გავუაროთ. რამე პრობლემა ხომ არ იქნება?-იკითხა ანიკას მისამართით, რადგან
კარგად ახსოვდა რომ ის და მისი ძმაკაცი ადრე ერთმანეთს ხვდებოდნენ.

-არა, რა თქმა უნდა! ჩვენ მეგობრებად დავრჩით.-უბრალოდ გაუღიმა და ფანჯრის


მინას თვი მიადო. საშნლად გრძნობდა თავს.

ხომ ამბობენ, რომ დრო ყველაფრის მკურნალია? ასე მწარედ არავინ მოგატყუოთ!
არსებობს მდგომარეობა, რომელსაც შეიძლება ნელ-ნელა შეეჩვიო და ისეთი ტკვილი
აღარ იგრძნო, როგორც თავიდან, მაგრამ ანიკას შემთხვევაში ესეც კი არ მომხდარა.
სანდროს გახსენებისას ისევ ისე ეკუმშებოდა გული, ისევ გრძნობდა მუცელში მჭრელ
ტკივილს და ისევ ეკვრებოდა სუნთქვა. ყველა ცდილობდა ამ ამბის დავიწყებაში
დახმარებოდნენ. მშობლებსაც კი უამბო სიმართლე, მცირედი დეტალების
გამოტოვებით, რა თქმა უნდა, მაგრამ არაფერმა გაჭრა, არაფერმა უშველა. უკან
დაბრუნების შანსიც ჰქონდა, როდესაც ირაკლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ხელშეკრულების გასაფორმებლად ნიუ-იორკში გაფრინდა და წაყოლა შესთავაზა,
მაგრამ სასტიკი უარი განუცხადა. სანდროს მისი ნახვა რომ სდომოდა, აქამდე
როგორმე მოახერხებდა. არ ღირდა ამის გაკეთება მხოლოდ საკუთარი სურვილის
ასასრულებლად.

-ჰეი, გაიღვიძე!-სახესთან ხელი აუქნია ბექამ, რომელიც რამდენიმე წუთის წინ


მიუჯდა გვერდით.

-რა? რამე მითხარი?-თითქოს ტრანსიდან გამოერკვაო, თვალები რამდენჯერმე


სწრაფად დაახამხამა ანიკამ.

~ 266 ~
-დღეს რუსთავში რბოლაა და ხომ არ წავსულიყავით-მეთქი გკითხე...-ბიჭის
სიტყვებზე ელეს თვალები გაუბრწყინდა. იქნებ ცოტათი მაინც გამოცოცხლებულიყო
და გახალისებულიყო მისი მეგობარი.

-ამმმ... არა, გმადლობ, მაგრამ არ შემიძლია.-უხერხულად გაუღიმა ანიკამ. რაოდენ


გასაოცარიც არ უნდა იყოს, ახლა ბაიკების ხასიათზეც კი არ იყო.

-ძალიან მაგარი იქნება! “BMW“-ს და “MyMoto” კლუბები ერთად აწყობენ შოუს.


დრიფტი, დრაგი, ცალ თვალზე მეტი მანძილის დაფარვა, ელექტრონული მუსიკა...-
ბექა მაინც დიდი ენთუზიაზმით ცდილობდა მის დაყოლიებას, თუმცა ამაოდ.

-ვიცი რომ მაგარი იქნება, მაგრამ არ მინდა.

-ჩემს ძმაკაცს ვთხოვ ბაიკს და იმით წავიდეთ...

-ბექა!-თვალები დაუბრიალა ანიკამ.-ძალიან სასიამოვნოა შენი მონდომება, მაგრამ


მართლა არ მინდა. და კიდევ ერთი შესწორება: შენ ბაიკის მართვა არ იცი, მე კი
დამტვრევის პერსპექტივა არ მიზიდავს. არ გეწყინოს, კარგი?-ბოლოში მაინც გაუღიმა
უხეშად რომ არ გამოსვლოდა, ბიჭმა კი უბრალოდ მხრები აიჩეჩა და ბედს შეეგუა.

სანამ სკოლასთან არ მივიდნენ ხმა აღარ ამოუღია, იქ კი ყველანი საბას ახალ მანქანას
შემოახვივნენ და ანიკასაც საშუალება მიეცა შეუმჩნელვად შეუსლიყო შენობაში.
ნამდვილად არ ჰქონდა სასწავლო წლის გახსნის ცერემონიალზე დარჩენის სურვილი.
საერთოდაც, ახლა ყველაფერს თავის საწოლში შემალვა და გემრიელი ტირილი
ერჩივნა. ჰმ, უკვე მერამდენედ... მაინც ვერ იცლიდა გულს. ელე სულ ეჩხუბებოდა,
რომ დეპრესიულ შინაბერას ემსგავსებოდა, მაგრამ ეს ნაკლებად აღელვებდა. თავს
ვერაფრით ერეოდა, ყველაზე ხშირად კი რაც ეცვა, სანდროს პერანგი იყო.
დღევანდელი დღეც არ იქნებოდა გამონაკლისი ლიკას ძალიან რომ არ ეთხოვა.
სამაგიეროდ ტყავის სარტყელზე დამაგრებული მთვარის ქვის გული, რომელიც
შობას მიიღო საჩუქრად, ყოველთვის ყელზე ეკეთა. გაბრაზებული იყო სანდროზე
მომხდარის გამო, მაგრამ მის ნივთებს მაინც ატარებდა. ნეტავ რამდენი ხანი უნდა
გავიდეს ყველაფერმა რომ გაუაროს? ღმერთმა უწყის...

როგორც იქნა ბანალური სიტყვით გამოსვლებიც დასრულდა და ეზოც დაცარიელდა.


მიუხედავად იმისა, რომ ანიკას კლასი დიდი მეგობრული დამოკიდებულებით
არასდროს დაიკვეხნიდა, ბავშვებმა და დამრიგებელმა მაინც ჩამოსვლის მეორე
დღესვე ნახეს. დიდი ტორტი მიართვეს, რომელზეც ეწერა: „Welcome back”, კარის
გაღებისას კი შიგნით უამრავი ფერადი ბუშტი შეყარეს. ამ აჟიტირებამ და საჩუქრების
დარიგების ცერემონიალმა მალევე გაიარა და ყველაფერი თავის ადგილს
დაუბრუნდა.

-სად გაქრი?-კლასში ქარიშხალივით შემოიჭრა ელე.-მთელი ეზო მოვიარე და ვერსად


გიპოვე.
~ 267 ~
-ამ უაზრობის ყურების თავი არ მქონდა და კლასში ამოვედი. საბა სად არის?

-ჩვენი კლასის ბიჭებთან ერთად პირვეკლასელებს ნაყინებს ურიგებს! თორმეტი


წელია აქ ვსწავლობთ და ერთხელ მაინც გავაკეთოთ სკოლისთვის რამე კარგიო!

-ყოჩაღ ბიჭები!-გაეღიმა ანიკასაც.-მაგათ თუ ტვინი მოემატებოდათ რას ვიფიქრებდი.

-ანიკა, როგორ ხარ?-გახარებული შეაფრინა თამო.-სკოლა დამთავრდა თუ არა,


მაშინვე სოფელში წავედი და ვეღარ გნახე აქამდე. როგორ მომენატრე იცი?!

-მეც მომენატრე, თამო!-მოეხვია ანიკაც.-როგორ დაისვენე?

-გადასარევად! შენ ჯერ არ გკითხავ არაფერს. საღამოს მესტუმრეთ შენ და ელე ყავაზე
და ნამცხვარზე. გემრიელად გამოგკითხავ ყველაფერს!-გოგონამ წარბები სასაცილოდ
აათამაშა, მაგრამ ამ დროს კლასში დამრიგებელი შემოვიდა და ყველას ადგილების
დაკავებისკენ მოუწოდა.

პირველმა სამმა გაკვეთილმა ისე ჩაიარა, მასწავლებლებიც ბავშვებთან ერთად


მხიარულობდნენ. პირველივე დღეს არავინ აპირებდა გაკვეთილის ჩატარებას, მაგრამ
მეოთხე ბიოლოგია ჰქოდათ. დარწმუნებული ვარ გინახავთ მულტფილმებში
მხოლოდ ჯადოქრების სახლის თავზე რომ არის შავი ღრუბელი და კოკისპირულად
წვიმს. ზუსტად ასეთი განწყობა შემოიტანა კლასში ბიოლოგიის მასწავლებელმაც.
მაშინვე მაგიდას მიუჯდა, ჟურნალი გადაშალა და სიის ამოკითხვა დაიწყო. როდესაც
ქავთარაძეზე გაჩერდა და ანიკას ნათქვამი „ვარ“ გაიგონა, სათვალის ზემოდან
ამოხედა და შემდეგ წარბები მორკალა.

-რაო, ქავთარაძე, ჩამოვედით?!-მის ფრაზაზე კლასის ნახევარზე მეტმა ჩუმად


ჩაიფხუკუნა, ანიკამ კი გაჭირვებით შეიკავა თავი და მხოლოდ ღიმილითა და თავის
დაკვრით მიესალმა.

ქალმა, ღმერთმა უწყის რატომ, თავი გადაიქნია და სიის ამოკითხვა განაგრძო, ისევე
როგორც ბავშვებმა საუბარი. არავინ არ ელოდა რომ პირველივე დღეს მიტოზისა და
მეიოზის ფაზების გახსენება მოუწევდათ, მაგრამ შეცდნენ. ეს ხომ ბიოლოგია იყო!

მასწავლებელი სიის მიხედვით მიჰყვა და ყველა გამოიძახა, ბოლოს კი ანიკას გვარიც


ამოიკითხა. გოგონა იმდენად არ მოელოდა ამას, დაბნეული და გაოცებული გავიდა
დაფასთან. ისეთ გათიშული იყო, უჯრედის აგებულება რომ ეკითხა, იმაზეც ვერ
გასცემდა პასუხს, პატივცემულმა მასწავლებელი კი მაშინვე ნერვულ სისტემასა და
ტვინის აგებულებაზე გადავიდა. მაქსიმალურად მოიკრიბა გონება და შეკითხვების
უმეტეს ნაწილს უპასუხა კიდეც, მაგრამ ბოლოს მაინც ჩაფლავდა და თან ყველაზე
მარტივზე_გულში სისხლის მიმოქცევის წრეებზე.

-ჰმ!-ჩაიცინა ბადრიჯნისფერთმიანმა და წარბებაწეული თავი გადაიქნია.-აი თრმე რას


გასწავლიდნენ სახელგანთქმულ ამერიკაში! ეგ არის არა მაგათი საუკეთესო
~ 268 ~
განათლების სისტემა?! არა, ჩემო კარგო! განათლება და სწავლა თქვენ მოსკოვში უნდა
გენახათ!-„ახლა დაიწყებს“-გაიფიქრა ანიკამ, მაგრამ შეცდა.-არა, გეკითხები, რა არის
ეს?! კარგი, იქ თუ არაფერი გასწავლეს, ან არ ისწავლე, ჩემი ნასწავლი რაღამ
დაგავიწყა? მე რომ თემას ავხსნი, არ არსებობს ეგ ვერ გაიგო, შენ კიდე, ამხელა ქალი,
დგახარ აქ და მეუბნები რაღაც სისულელეებს!-მასწავლებლის ხმის აწევასთან ერთად,
ანიკას გულიც ყელისკენ მიიწევდა. გაახსენდა სანდრომ რომ უყვებოდა რამდენჯერ
უტირია ამ ქალის გამო. მისი დარიგებებიც გაახსენდა და წამშივე თვალებზე
მომდგარი ცრემლები უკანვე ჩააბრუნა. უცერემონიოდ დაიძრა მერხისკენ და
ოციოდე წყვილი გაოცებული თვალიც თან გაიყოლა.

-რას აკეთებ?-გაოგნებულმა უჩურჩულა ელემ.

-რას აკეთებ?-იგივე კითხვა, ოღონდ ყვირილით გაიმეორე მასწავლებელმაც.-როგორც


ჩანს თქვენს სათაყვანებელ ამერიკაში ზრდილობაც დაგვიწყნია. აღარ მომწონხარ,
ქავთარაძე, სულ გაფუჭდი!-ეს სიტყვები უკვე ბოლო წვეთი იყო.

-არაუშავს, მე თავიდანვე არ მომწონდით!-უპასუხა ღიმილთ, ჩანთას და მერხზე


დადებულ ნივთებს ხელი დაავლო და კლასიდან ისე გავარდა, არც ელესთვის
მიუქცევია ყურადღება და არც კედელბის შემაზანზარებელი კივილისთვის.

ყველა გრძნობა ერთიანად აერია და ყელში ისე მიაწვა, ასე ეგონა აფეთქდებოდა და
პატარა ნაწილებად დაიშლებოდა. ელეს მისწერა, რომ არ გაჰყოლოდა და სასწრაფოდ
შენობიდან გავარდა. ჰმ, მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო...

* * *
არც კარის გაჯახუნება დავიწყყებია და არც სწრაფი ნაბიჯებით წასვლა, მაგრამ ეზოში
ნანახმა ადგილზევე გაყინა.

შავ “BMW X5“-ზე მაღალი, დაკუნთული, ზედმეტად სიმპატიური ბიჭი იყო


მიყუდებული, მიმზიდველი ტუჩებით, სწორი ცხვირით და მწვანე თვალებით.
მოგრძნო, მუქ ყყავისფერ, აბურდულ თმას სუსტი ნიავი უწეწავდა. ზუსტად ისე
გამოიყურებოდა, როგორც პირველი დანახვისას, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ
ახლა არც მუყაო ეჭირა ხელში და არც მობილურით საუბრობდა. ამჯერად
მოურიდებლად მიშტერებოდა და ტუჩებზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა.
მისი დანახვისას... არა, ამჯერადაც შეცდით, როგორც პირველად. მისი დანახვისას
ანიკას ღმერთმა უწყის რის ფასად დაუჯდა, რომ არ მივარდნოდა და კისერზე არ

~ 269 ~
შემოხვეოდა. არც კი განძრეულა. გაყინულივით იდგა ერთ ადგილზე და ხელში
მოქცეულ წიგნებს მთელი ძალით იხუტებდა გულში. თვალები რამდენჯერმე
სწრაფად დაახამხარა, თავისუფალი ხელით შეუმჩნევლად ბარძაყზეც იჩქმიტა,
მაგრამ ჰალუცინაცია მაინც არსად გამქრალა. მსუქანი ნეწყვი გაჭირვებით გადააგორა
ყელში და მისკენ დაიძრა. მართალია რომ ამბობენ, ადამიანის გონება ექსტრემალურ
სიტუაციებში უცნაურად აზროვნებსო, რადგან პირველი კითხვა, რაც ანიკას დაებადა
იყო ის, თუ რატომ ეყუდებოდა სანდრო იმ მანქანას, რომელიც ნიუ-იორკში ჰყავდა.
მხოლოდ ახლოს მისვლისას შენიშნა, რომ მანქანას ქართული ნომერი ჰქონდა. ოჰ,
ახალი უყიდია ბიჭს!

-გამარჯობა!-ცალყბად გაუღიმა სანდრომ. სავარაუდოდ ეგონა, რომ ჯერ კიდევ შოკში


იყო, მაგრამ მოულოდნელად ანიკას სილამ ისე აუწვა მარცხენა ლოყა, თავი გვერდზე
გადახარა და თვალები დააჭყიტა. სანამ გონს მოეგებოდა, გოგონა უკვე
გასასვლელისკენ მიდიოდა. მშინვე გაეკიდა, მკლავშ სწვდა და თავისკენ შეაბრუნა,
მაგრამ სიყვარულით სავსე მზერის ნაცვლად, აცრემლებული თვალები, კბილებს
შორის მოქცეული ქვედა ტუჩი და აკანკალებული ნიკაპი დაინახა.

-ხელი გამიშვი!-საოცარია, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მტკიცედ გაისმა


მისი ხმა.

-რა? რატომ? რა მოხდა?-საერთოდ დაიბნა სანდრო. არადა როგორ ეგონა რომ მათი
შეხვედრაც ისეთივე იქნებოდა, როგორც ბანალურ, რომანტიკულ მელოდრამებში
არის ხოლმე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არც ცხოვრებაა ფილმი და არც ისინი
არიან მისი პერსონაჟები.

-ძალიან დაიგვიანე!-კბილებს შორის გამოსცრა ანიკამ და ხელის


გასანთავისუფლებად გაიბრძოლა, თუმცა ამაოდ. როცა ვერაფერს გახდა,
თავისუფალი ხელით უხეშად მოიშორა ლოყაზე ჩამოგორებული მოღალატე
ცრემლები.

-დავიგვიანე? არადა სპეციალურად ადრე მოვედი. ეს შენი გამოხვედი ზარის


დარეკვამდე!-უპასუხა ისევ ღიმილით და გოგონას გაბრაზებული მზერაც
გაოგნებულითშეიცვალა. ეს რა, ეხუმრება?!

-ბიოლოგიის გაკვეთილიდან ადრე წამოვედი.

-რატომ?

-მასწავლებელმა შეურაცხყოფა მომაყენა, მეც ვუპასუხე, შემდეგ კი ავდექი და


წამოვედი.

-იმან? სახელგანთქმულმა?-ისე თავისუფლად ესაუბრებოდა, თითქოს ბოლოს სამი


თვინ წინ კი არა, გუშინ ნახეს ერთმანეთი.

~ 270 ~
-ჰო, იმან! არ გამიშვებ ხელს?

-არა!

-რატომ?

-არ მინდა.

-არ გადამრიო, მართლა?!-ჩვეული ირონია დაიბრუნა ანიკამ, სანდროს სახეზე კი


კვლავ აღიბეჭდა უკმაყოფილების გრძნობა.

-ანიკა...

-სანდრო, ხელი გამიშვი, თორემ გეფიცები, ვიყვირებ და სკოლის დაცვა მოვა.

-შენ აღარ ხუმრობ! რაო, აღარ ვართ ბავშვი და დიდი გოგოსავით ვსაუბრობთ?-ბიჭს
ისე საყვარლად გაეცინა, სხვა სიტუაციაში ანიკა აუცილებლად მაგრად ჩაეხუტებოდა,
მაგრამ არა ახლა.

-მართალი ხარ, აღარ ვარ ბავშვი, ეს კი შენი დამსახურებაა. ახლა კი ხელი გამიშვი!

-არა-მეთქი ხომ გითხარი უკვე?! წამოდი, მანქანაში ჩაჯექი და იქ ვილაპარაკოთ.

-აქ რამე ხდება?-სწორედ ამ დროს თავზე დაცვის ფორმაში გამოწყობილი, ულვაშიანი


კაცი წამოდგათ და სანდროც იძლებული გახდა, რომ ხელი შეეშვა.

-არა, არაფერი! ჩვენი სტუმარი უკვე მიდის!-გაუღიმა ანიკამ, შემდეგ კი შეტრიალდა


და სწრაფი ნაბიჯით გაემართა გასასვლელისკენ...

* * *
მის ჯინაზე მაინცდამაინც ახლა აგვიანებდა ავტობუსი, მოცდის დრო კი არ ჰქონდა,
ამიტომ სახლისკენ მიმავალ არც ისე დიდ გზას ფეხით გაუყვა. ჯანდაბა, რაღა დღე
ჩაიცვას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი? და საერთოდ როგორ ფიქრობს ასეთ
წვრილმანზე, როდესაც რამდენიმე წუთის წინ სანდრო ნახა?! გაოგნებული იყო, ჯერ
კიდევ ვერ იჯერებდა მომხდარს. რატომ იქცეოდა ისე, თითქოს არაფერი ყოფილა?
ნუთუ ეგონა, რომ ანიკა დანახვისთანავე კისერზე ჩამოეკიდებოდა და მხურვალე
კოცნას აჩუქებდა?! არამც და არამც! ჰმ, ვის ატყუებს, ძლივს შეიკავა თავი ასე რომ არ

~ 271 ~
მოქცეულიყო. კიდევ კარგი ბიოლოგიიდან ადრე გამოვიდა, თორემ ეზოში
გამოფენილი ბავშვების თანდასწრებით ნამდვილად ვერ გაარტყამდა სახეში. არადა
როგორ ესიამოვნა?! თითქოს მთელი ბრაზი ერთიანად ამოიღო გულიდან.

-კიდევ დიდხანს აპირებ ფეხით სიარულს?-ფიქრები სანდროს ხმამ შეაწყვეტინა.


როგორ ბედავს და მანქანით მიყვება? და რატომ აუფრთხიალდა ანიკას გული ამის
გაცნობიერებისას?

-შენი საქმე არ არის!-დაიღრინა ისე, რომ ზედაც არ შეუხედავს.

-დაჯექი, მიგიყვან!-ეს აშკარად დასცინის!

-თავი დამანებე!

-ნუ ჯიუტობ! ხომ იცი რომ ბოლოს მაინც დანებდები?-ამ სიტყვებმა და სანდროს
ჩაცინებამ საერთოდ ჭკუიდან გადაიყვანა და გააკეთებინა ის, რასაც აქამდე
ვერასდროს გაუბედავდა_მარცხენა ხელის შუა თითი აუწია და თვალები
დაუბრიალა, პასუხად კი კიდევ ერთი ჩაცინება მიიღო.

-რატომ იქცევი მომაბეზრებელი ქართველი ბიჭივით?-აი სად გამოიყენა ანიკამ


თავისი იარაღი. მაგრამ სანდროს სახიდან ღიმილი მაინც ვერ გააქრო.

-იმიტომ რომ შენ დაკომპლექსებული ქართველი გოგოსავით იქცევი!-მისმა


სიტყვებმა თვალები დააჭყეტინა და ისე სწრაფად მიუტრიალდა, კინაღამ
ფეხსაცმელს ქუსლი მოატეხა.-აბა, არ ჩაჯდები?

-თუ გგონია რომ შენს სატყუარას წამოვეგები, ძალიან ცდები. ახლა კი ძალიან გთხოვ,
დროს და საწვავს ნუღარ დახარჯავ და უბრალოდ თავი დამანებე!

მაინც არაფერმა გაჭრა. სანდრო ჯიუტად მიყვებოდა მანქანით, მანამ, სანამ ანიკა
უცერემონიოდ სადარბაზოში არ შევიდა. თვითონაც არ იცოდა როგორ იკავებდა
თავს, მაგრამ იმდენად იყო გაბრაზებული, რომ ეს გრძნობა ყველაფერს ფარავდა.
რატომღაც ეგონა, რომ „აბეზარ თაყვანისმცემელს“ ვერც ახლა მოიშორებდა და
კიბეები ოლიმპიური სისწრაფით აირბინა, მაგრამ შეცდა. სახლში შესვლისთანავე
ფანჯარას ეცა. მეორე სართულიდან მშვენივრად დაინახავდა უკვე წაბრძანდა თუ არა
ის ვაჟბატონი. ეცადა ფარდის მიღმა, ჭორიკანა ქალივით ჩუმად გაეჭვრიტა, მაგრამ
ელდა ეცა, როდესაც სანდრომ ზუსტად მის ფანჯარას შეხედა, თვალი ჩაუკრა,
ტუჩებით ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, შემდეგ კი მანქანა ადგილს მოსწყვიტა. ან
სანდრო შეიშალა, ან ანიკა, ან სრულიად მთელი სამყარო! რაც არ უნდა იყოს, ფაქტი
ერთია_ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

~ 272 ~
* * *
-დე, სახლში ხარ?-კარის შეღებისთანავე იკითხა ლიკამ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე
საღამოს რვა საათი იყო და ბნელოდა კიდეც, ანიკა მაინც შუქჩამქვრალ მისაღებში
იჯდა და ტელევიზორს ისე სწრაფად რთავდა ერთი არხიდან მეორეზე, თვალების კი
აუჭრელდა.

-აქ ვარ!-გასძახა დედას, როდესაც დაინახა, რომ მისი საძინებლისკენ მიემართებოდა.

-რატომ ზიხარ სიბნელეში? ეკონომიას აკეთებ?-გაეცინა ლიკას და ოთახი გააჩახჩახა.


სიცილი მაშინვე გაუქრა სახიდან, როდესაც ანიკა დაინახა.

სავარძელში იჯდა, დათუნიებიანი პიჟამა ჩაეცვა, ფეხები აეკეცა, ზედ ნიკაპით


ეყრდნობოდა და ერთ ადგილზე ირწეოდა, გვერდით კი შოკოლადების ქაღალდები
ეყარა. ესეც ასე, დეპრესიის პირველი ნიშნებიც სახეზეა!

-სანდრო ვნახე...-ურეაქციოდ თქვა და ქვემოდან ახედა.-სკოლასთან დამხვდა!-ლიკას


თვალები გაუფართოვდა და ჩანთა ხელიდან გაუვარდა. თავიდან ეგონა, რომ მის
გოგონას ისევ ცუდი სიზმარი ესიზმრა, მაგრამ როდესაც აქტები გააანალიზა, სრული
შოკი მიიღო.

-ანუ მაინც ჩამოგაკითხა! მერე, დე? ილაპარაკეთ? შერიგდით?-


თვალებგაბრწყინებულმა ანიკას წინ ჩაიმუხლა, ამ უკანასკნელმა კი უცნაური
მზერით შეხედა.

ის იყო პირი გააღო რაღაცის სათქმელად, რომ კარზე კაკუნი გაისმა. ლიკამ გაოცების
ნიშნად წარბები აზიდა, რადგან ირაკლი რომ ყოფილიყო, გასაღებით გააღებდა, სხვას
კი ამ დროს არავის ელოდა. ჰმ, ერთი გამონაკლისით! მშვიდად გაემართა სტუმრის
სახლში შემოსაშვებად და როდესაც კარი გააღო, სახეზე ღიმილი გადაეფინა. მაშინვე
მიხვდა, რომ სანდრო იყო. ბიჭმაც ზრდილობიანად გაუღიმა, ხელზე ნაზად ეამბორა,
თავი წარუდგინა და თეთრი ვარდების თაიგული გაუწოდა. ანიკას მისი ხმის
გაგონებისას შოკოლადი გადასცდა და ხველება აუტყდა, შემდეგ კი ქარიშხალივით
გაიჭრა ოთახიდან.

-შენ აქ რას აკეთებ?-წინ აესვეტა, საჩვენებელი თითი გულზე ატაკა და თვალები


დაუბრიალა.

-შენი აზრით?-გაუცინა სანდრომ. სულ არ უქმნიდა დისკომფორტს ის ფაქტი, რომ


ჯერ კიდევ ღია კარში იდგა.

-ხომ გითხარი, რომ თავი უნდა დამანებო?-სწორედ ამ დროს სადარბაზოში ირაკლი


გამოვიდა და სტუმრის დანახვაზე თვალები ჭყიტა.
~ 273 ~
-ვაჰ, ეს რა კაცი მოსულა!-ზურგზე ხელის დატყაპუნებით და გადაკოცვნით შეხვდნენ
ერთმანეთს, ანიკამ კი დედას გადახედა, რომელმაც უბრალოდ მხრები აიჩეჩა.

-როგორ ბრძანდებით?-თბილად მოიკითხა სანდრომ.

-ბიჭო, რა გითხარი მე შენ, ჰა? მოეშვი ამ ოფიციალობას, თუ კაცი ხარ! და რას


დგახართ კარში?

-ანიკა არ მიშვებს!-გაუცინა და ირაკლიც აჰყვა.

-რატომ, მამი? ვეღარ იცანი?-შვილს ლოყაზე უჩქმიტა და ახლადგამოჩეკილ


ძმაკაცთან ერთად სახლში შევიდა.

-მე ელესთან მივდივარ!-გაოგნებულმა ჩაიბურტყუნა ანიკამ და სანამ ოთახშ


შევარდებოდა გამოსაცვლელად, სანდროს მიაძახა:-და არც გაბედო უკან გამოყოლა!

* * *
-სახლიდან გამოიქეცი?-სიცილით ჰკითხა ელემ, როდესაც ჯინსის შორტში, კედებსა
და უბრალო მაისურში გამოწყობილი, ზურგჩანთამოკიდებული ანიკა დაინახა.

-სანდრო ჩამოვიდა!-სწრაფად მიაყარა, მისი მასპინძლის თვალებმა კი შუბლისკენ


დაიწყეს აცოცება.

-ახლავე ყველაფერი დეტალურად მომიყევი!-წამოიძახა ელემ, შემდეგ კი ხელი


ჩაკიდა და თავის ოთახში სწრაფად შეათრია.

-ბიოლოგიიდან რომ გავიქეცი, სკოლის ეზოშ იდგა მანქანაზე მიყუდებული. კინაღამ


ადგილზევე მოვკვდი რომ დავინახე. უნდა გენახა როგორ თამამათ და თავისუფლად
შემხვდა! თითქოს ბოლოს სამი თვის წინ კი არა, გუშინ ვყავდი ნანახი.

-შერიგდით? ახლა აქ რატომ ხარ?-კითხვას კითხვაზე უსვამდა ელე. ანიკამაც სკოლის


ეზოდან დაწყებული, მის სახლში განვითარებულით დამთავრებული, ყველაფერი
მოუყვა. გოგონა ხან პირს აღებდა ნაპირზე ამომხტარი თევზივით, ხანაც გაოცებული
რაღაცას წამოიძახებდა. მანაც ზუსტად ისევე მიიღო ეს ამბავი, როგორც ანიკამ. აი
რატომ ესმით ერთმანეთის უსიტყვოდ!

-ელენე, ანიკას ურეკავენ!-ოთახში დაკაკუნების შემდეგ თავი ელეს პატარა ძმამ


შემოყო და ტელეფონი სტუმარს გაუწოდა.

~ 274 ~
-დედა და მამა მოვიდნენ?

-არა, დღეს თათიასთან დავრჩებით, მამა ნასვამიაო. გემეცადინა დროზე და შენც


წაგიყვანდითო. სულ ვერ ამჩნევენ რომ უკვე მეშვიდე კლასში ვარ!-აბურტყუნდა
ანდრია, ელეს კი მის სიტყვებზე გაეცინა და თმა მოუჩეჩა.

-ისწავლე უკვე ყველაფერი?

-კი. გეხვეწები ეზოში ჩავალ რა, გთხოვ!

-ჩადი, მაგრამ ათის ნახევარზე სახლში იქნები და გაკვეთილებს ჩამაბარებ, თორემ


დედას ვეტყვი რომ ეზოში ჩემი ნებართვის გარეშე ჩახვედი.

-სახლში ვიქნები! ყველაზე მაგარი და ხარ მთელს მსოფლიოში!-ჩაეხუტა ანდრია,


შემდეგ კი ოთახიდან გაიქცა.

-ვინ იყო?-ანიკას მიუბრუნდა ელე, როდესაც დაინახა რომ ტელეფონზე საუბარს


მორჩა.

-დედაჩემი. მობილური სახლში დამრჩენია. სანდრო კიდევ იქ არის. შეიძლება დღეს


შენთან დავრჩე?

-რა თქმა უნდა, რას მეკითხები?! მაგრამ, იქნებ გელაპარაკათ?

-არა, ელე, არ მინდა! დღეს მაინც არ შემიძლია მისი მეტჯერ ნახვა.

-კარგი, განხილვა დამთავრებულია!-თვალი ჩაუკრა მეგობარმა, შემდეგ კი მაგრად


ჩაიხუტა. ეს სწორედ ის იყო, რაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა...

* * *
წინა დღის დაძაბულობის მიუხედავად, დილით ანიკამ მაინც გადაწყვიტა, რომ
სკოლაში წასულიყო. ელე ვერაფრით გამოაფხიზლა, მკვდარივით ეძინა, ეს კი იმის
გამო იყო, რომ გამთენიის ექვსამდე საბას ელაპარაკებოდა მობილურით. რამდენიმე
მცდელობამ წარუმატებლად რომ ჩაიარა, გადაწყვიტა სკოლაში მარტო წასულიყო.
ინანა გუშინ გამოსაცველი რომ არაფერი წამოიღო, მაგრამ სულ არ გეგმავდა აქ
დარჩენას. არაუშავს, ელეს გარდერობიდან შეარჩევს რაიმეს, საბედნიეროდ
ერთნაირი გემოვნება და ფიგურა აქვთ. ერთადერთი ხელისშემშლელი ანიკას
სიმაღლე იყო, რადგან ელეს ყველა კაბა მუხლს ზემოთ ჰქონდა. ბევრი ძებნის

~ 275 ~
მიუხედავად, შედარებით გრძელი მაინც ვერაფერი იპოვა და ბოლოს პეპლებიანიანი,
თეთრი, თავისუფალი კაბა ჩაიცვა, რომელიც მის კედებსაც მოუხდებოდა და თან
ძალიან კომფორტული იყო. თმა უბრალოდ ჩამოივარცხნა, კბილები ელეს კარადის
უჯრაში დატოვებული თავისი ჯაგრისით გაიხეხა, ტუჩებზე ვარდისფერი,
მარწყვისარომატიანი საცხი გადაისვა, ზურგჩანთა მოიკიდა და სახლიდან
უხმაუროდ გავიდა.

საკუთარი ყბის ძებნა ფეხებთან დაიწყო, როდესაც სადარბაზოდან გასულმა


მანქანაზე მიყუდებული სანდრო დაინახა. ხელები ჯინსისი ჯიბეებში ჩაეწყო და
მოთმინებით ელოდა. საინტერესოა, სხვნაირი დახვედრა არ იცის?! ან როგორ იპოვა?
აი რას ნიშნავს, როდესაც FBI-ს აგენტის შეყვარებული ხარ! თუმცა, რა შუაშია FBI,
როდესაც მისი და ელეს კორპუსები ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს...

-ამჯერად რაღა გინდა?-მობეზრებული ხმით ჰკითხა ანიკამ.

-კარგი იქნებოდა თავიდან უბრალოდ მისალმებით რომ დაგვეწყო!-თვალი ჩაუკრა


ბიჭმა და ცალყბად ჩაიცინა. კინაღამ გული გაუჩერდა ამის დანახვისას!

-სანდრო, სკოლაში მაგვიანდება!

-გაგიყვან!

-არა, გმადლობთ! უკვე გითხარი, რომ შენთან საუბარი არ მინდა.

-თუ გინდა საერთოდ ხმას ნუ ამოიღებ, უბრალოდ ვალი დამიბრუნე.-ამ სიტყვებზე


ანიკას კიდევ ერთხელ მოუწია პირის დაღება.

-რა ვქნა? რა ვალი?

-ჰმ, როგორი გულმავიწყი ხარ!-თავი გამკიცხავად გადაიქნია სანდრომ.-ჩემი ათი


წუთი რომ გაქვს ვალი, დაგავიწყდა? მაგის დასაბრუნებლად გამოვიარე ამხელა გზა,
შენ კი არც გახსოვს.-ხელოვნურად გაბუტული სახე მიიღო. საინტერესოა,
საქართველოს ჰაერი მოქმედებს მასზე უარყოფითად, თუ რამე მოწია?

-შენ არ ხარ ნორმალური!-აღმოხდა ანიკას, სანამ გულში გაფიქრებულ კითხვას


გააჟღერებდა.

-ეგ ვიცი. აბა, დამიბრუნებ ვალს?

-და თავს დამანებებ?-ერთადერთი პასუხი, რომლის გაგონებაც ახლა სურდა, უარი


იყო.

-რა თქმა უნდა!-ნემსშერჭობილი ბუშტივით ჩაიფუშა.

-თანახმა ვარ!-ამოილუღლუღა ჩამქრალი ხმით და მანქანისკენ დაიძრა.

~ 276 ~
სანდრომ კარი გაუღ და ვითომც აქ არაფერიაო, წელზეც მოხვია ხელი, დაჯდომაში
რომ დახმარებოდა. ისეთი შეგრძენბა იყო, თითქოს მაგნიტური ველი შეიქმნა. ძლივს
მოახერხა საჭეს რომ მისჯდომოდა. დაბალ ხმაზე „Coldplay”-ს „Scientist” ჩართო და
ძრავა აამუშავა. იცოდა როგორ ემოციურ გავლენას ახდენდა ეს სიმღერა ანიკაზე.
მაგრამ ეს უკანასკნელი ახლა ისე იჯდა, როგორც სანდრო „სუხიშვილების“
კონცერტზე. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ მობილური თან არ ჰქონდა და
„2048“-ს ვერ თამაშობდა. სამაგიეროდ მინაზე მიედო თავი და სულერთიას სახით
იყურებოდა გარეთ. როგორ ელოდა რომ სანდრო კიდევ შეეხებოდა, ან თუნდაც რამეს
ეტყოდა, მაგრამ არა! რომ არა მუსიკა, მანქანაშიც ისეთივე სიჩუმე იქნებოდა, როგორც
მორგში.

-ელე რატომ არ წამოვიდა?-დასვა მოულოდნელად ყველაზე შეუფერებელი შეკითხვა.

-ეძინებოდა. გუშინ გვიან დაიძინა, საბას ელაპარაკებოდა...-ჩაილაპარაკა ისე, რომ არც


კი შეუხედავას. თვითონაც ვერ მიხვდა რაში დასჭირდა ამის თქმა. ვერც ის გაარვკია
ეს ნიშნისმოგებით თქვა თუ გულდაწყვეტით.

-კარგია, მიხარია მათი ამბავი!-აშკარად დასცინის!

მგზავრობა ძალიან გაიწელა ამ სიჩუმეში. არადა სკოლამდე მისასვლელად სულ არ


სჭირდებოდათ ათი წუთი. მოიცა! მოატყუა? მანქანის ელექტრონული საათი ცხრას
უჩვენებდა, ანიკამ კი ზუსტად იცოდა, გაკვეთილების დაწყებამდე კიდევ ოცი წუთი
იყო დარჩენილი სახლიდან რომ გამოვიდა. რა გამოდის, ოცი წუთია რაც მანქანაში
ზის და სკოლამდე ჯერ კიდევ ვერ მივიდნენ? შეუძლებელია!

-სკოლაშ არ მივდივართ?-იკთხა განცვიფრებული ხმით და სანდროს მიაშტერდა.

-არა, რა თქმა უნდა!-ისე უპასუხა, თითქოს ეს აქამდეც გასაგები უნდა ყოფილიყო,


შემდეგ კი ღილაკზე თითის დაჭერით ოთხივე კარი ჩაკეტა.

-რას აკეთებ?

-გიტაცებ!

-რა?-თვალების ბუდიდან ამოვარდნას ცოტაღა უკლდა, სანდრომ კი უბრალოდ


საყვარლად გაუცინა.-დაგიჭერენ! არასრულწლოვანი რომ ვარ ხომ არ გავიწყდება?
ვერ გაჭრის აქ შენი FBI-ს ნიშანი!-ანიკა ისეთი შოკირებული იყო, თვითონაც ვერ
აცნობიერებდა რას ამბობდა.

-კარგი რა, პატარავ! ეს ხომ საქართველოა, აქ ყველა იტაცებს გოგოს!

-გაგიჟდება მამაჩემი! სანდრო, შენ საერთოდ ნორმალური ხარ?

-არ გაგიჟდება. გუშინ ველაპარაკე ირაკლის და ვუთხარი რომ დღეს ქალაქგარეთ


მივდიოდით.
~ 277 ~
-ქალაქგარეთ? ჯერ ერთი, შენ საიდან იცი აქაური გზები, სულ ორი დღეა რაც
ჩამოხვედი და მერე მეორე, მამაჩემს ამაზე რეაქცია არ ჰქონია? საერთოდ საიდან
იცნობთ ერთმანეთს?

-ჰეი, დამშვიდდი! ორი დღე კი არა უკვე ერთი კვირაა აქ ვარ და ირაკლი კი მაშინ
გავიცანი, ნიუ-იორკში რომ იყო ჩამოსული.

-ხელშეკრულების გასაფორმებლად?

არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს. უბრალოდ ჩემს გამოსაფხიზლებლად და


იმის სათქმელად ჩამოვიდა, თუ როგორი ნაბიჭვარი ვარ, რადგან მის ქალიშვილს
გულს ვტკენ.-ანიკას ენა ჩაუვარდა, სანდრომ კი სიცილით დაამატა:-ნუ ღელავ, ის არ
მითქვამს, რომ სიტყვა „ქალიშვილი“ ცოტათი ამოვარდნილი იყო კონტექსტიდან.

-მართლა ნაბიჭვარი ხარ!-წართმეული ხმით ჩაილაპარაკა, თავი უკან გადახარა და


სახეზე ხელები აიფარა. ამდენი ინფორმაციის ერთად მიღება ნამდვილად მეტისმეტი
იყო მისთვის...

ხმა აღარც ერთს აღარ ამოუღია. რამდენიმე წუთში კი ანიკამ საგურამოს გზა იცნო,
თუმცა იმის თავიც არ ჰქონდა რომ ეკითხა აქ რა უნდოდათ. მაქანა რომ გაჩერდა,
სანდროს არც დალოდებია ისე გადავიდა. არსად გაქცევას არ აპირებდა, უბრალოდ
სუფთა ჰაერი სჭირდებოდა.

-ჩემი აგარაკია, რომელიც გიამ იმის იმედით იყიდა, რომ ოდესმე, როცა
საქართველოში დაბრუნება მომინდებოდა, ზაფხულს აქ გავატარებდი ოჯახთან
ერთად. დღეს პირველად შევაღე ეს ჭიშკარი!-გაუღიმა ბიჭმა და თავისი მოსაცმელი
გაუწოდა, რადგან აქ საკმაოდ გრილოდა, ანიკას კი თხელი კაბა ეცვა.

უსიტყვოდ გამოართვა და მკლავები გაუყარა. სითბოსა და ნაცნობი სურნელის


შეგრძნებისას ჟრუანტელმა დაუარა, მიუხედავად იმისა, რომ თავს გამოშიგნულივით
გრძნობდა. თვალი ეზოს მოავლო. რაღაცნაირად თავი სახლში იგრძნო. ერთიანად
სიმშვიდემ მოიცვა. მშვენიერი იყო აქაურობა, არაფრის ჩამოუვარდებოდა ნიუ-
იორკის სახლს, ერჩივნა კიდეც იმას. დაუფიქრებლად დათანხმდებოდა აქ
სანდროსთან ერთად დარჩენილი ცხოვრების გატარებას.

-შიგნით შევიდეთ, კარგი?-ფიქრებიდან ყველაზე თბილმა, მზურნველმა და


საყვარელმა ხმამ გამოარკვია. უბრალოდ თავი დაუქნია და სახლში შეაბიჯა.

აქ კიდევ ერთხელ გაუფართოვდა გაკვირვებისგან თვალები. ბუხარი დაენთო, მის წინ


კი ორ კაცზე რომანტიკული ვახშამი იყო გაწყობილი. აი ეს მესმის! ყოჩაღ სანდრო!
მაგრამ სექტემბერში ბუხარი რათ უნდათ? ან ანთებული რომ დატოვა, ხანძრის
გაჩენის არ შეეშინდა? ანიკამ თავი გაიქნია უაზრო ფიქრების გასაქრობად და
გამოუვიდა კიდეც.

~ 278 ~
-თუ ერთი კვირაა აქ ხარ, გუშინ რატომ მნახე?-როგორც იქნა გააჟღერა კითხვა,
რომლის პასუხიც ყველაზე მეტად აინტერესებდა.

-უბრალოდ შესაფერის დროს ვარჩევდი და თან რაღაც წვრილმანი საქმეები მქონდა


მოსაგვარებელი.

-და აქამდე სად იყავი? ვგულისხმობ, რომ უკვე სამი თვე გავიდა, რაც...-ანიკას ისევ
აუკანკალდა ნიკაპი. ტუჩზე იკბინა, ცრემლების შესაჩერებლად, მაგრამ ვერ მოასწრო.
ყელში გაჩხერილი ბურთი ნელ-ნელა გარეთ იღვრებოდა.

-რაღაცას ვამოწმებდი...

-რას?

-ჩვენც გრძნობას. ვიცი, სულელურად ჟღერს, მაგრამ მინდოდა საბოლოოდ


დავრწმუნებულიყავი ყველაფერში. კიდევ ერთ იმედგაცრუებას ვეღარ გავუძლებდი.
ვცდილობდი საერთოდ არ მეფიქრა შენზე. ორი საქმე ერთდროულად ავიღე,
სახლშიც ფაქტიურად აღარ მივდიოდი, მაგრამ არაფერმა გაჭრა. იმაზე უფრო მეტად
შემიყვარდი, ვიდრე ადრე. შემდეგ დაბრკოლებას კი უკვე შენ წარმოადგენდი. არ
ვიცოდი გინდოდა თუ არა ჩემი ნახვა. როდესაც ირაკლი ჩამოვიდა და ვისაუბრეთ,
მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება. ახლა კი აქ ვარ, შენი პატიების მოლოდინში,
რომელსაც ვიცი, რომ არ ვიმსახურებ. მაგრამ როგორც ადრე გითხარი, ზედმეტად
ეგოისტი ვარ იმისთვის, რომ გაგიშვა. გთხოვ, ნუ ტირი!-როგორც იქნა გაბედა და
ანიკა მთელი ძალით ჩაიკრა გულში. როგორ მონატრებია ეს შეგრძნება! სითბომ
მთელს სხეულში დაუარა.

-მე კი რა აღარ ვიფიქრე!-ამოისლუკუნა გოგონამ და თვითნაც წელზე შემოხვია


ხელები. ზუსტად იცოდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, სანდრო აღარასდროს
გაუშვებდა, ისევე როგორც თვითონ აღარ მოისურვებდა სადმე წასვლას.

-კიდევ არის რაღაც...-სეთი დამაინტრიგებელი ხმით გაისმა ეს სიტყვები, ანიკა


ცოტათი მოშორდა რომ შეეხედა მისი თვითკმაყოფილი ღმილისთვის.

-ინტერესით ვკვდები!

-როდესაც წამოხვედი, რაღაც დაგავიწყდა...-მის წვალებას განაგრძობდა სანდრო.

-კოცნა?

-მმმ, კარგი ალტერნატივაა,-ჩაეღიმა და მსუბუქად შეეხო ტუჩებზე.-მაგრამ


დამერწმუნე, ჩემი ვერსია ჯობია!

-ნუ მომკალი, თქვი!

~ 279 ~
-გახსოვს ჩემს საცოლედ რომ წარგადგინე?-თავი სწრაფად დაუქნია. რა დაავიწყებდა
იმ დღეს?-ჰოდა მაშინ ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი გამომრჩა.

-ჩემი თანხმობა?

-არა!-გაეცინა ბიჭს.-ეგ ისედაც ცხადია! უბრალოდ, თუ ჩემი საცოლე ხარ, ბეჭედსაც


უნდა ატარებდე!-ეს იყო უკანასკნელი, რაზეც შეიძლებოდა ანიკას ეფიქრა. სწორედ
ამიტომ, თვალები დააჭყიტა, როდესაც სანდრომ ჯინსის ჯიბიდან ბეჭედი
ამოაძვრინა. არანაირი ცალ მუხლზე დადგომა, ან კოლოფის ბანალურად გადახსნა.
ყველაფერი როგორც ყოველთვის სუპერ ორიგინალურად ხდებოდა.

-ეს... ეს...-ენა აება, როდესაც ბრილიანტისთვლიანმა ბეჭედმა მარჯვენა ხელის


არათითი დაუმშვენა.

-ეს მართალია ბებიაჩემის ბეჭედი არ არის, მაგრამ მინდოდა, რომ შენთვის


ოფიციალურად ხელი აქ მეთხოვა.

-რა თქმა უნდა თანახმა ვარ! მაგრამ, რატომ მაიცდამაინც აქ?

-იმიტომ, რომ მიწამ მაინც დაიბრუნა თავისი!-ამის შემდეგ იყო მონატრებული კოცნა
და მომავალი, რომელიც კარგ და ცუდ მომენტებს თანაბარი დოზით ჰპირდებოდათ.
ახლა უკვე ეს ნაკლებად ადარდებდათ, რადგან ისინი ერთად იყვნენ და სჯეროდათ,
რომ სანამ ერთმანეთის ხელი ეჭირათ და ერთმანეთის გულისცემას გრძნობდნენ,
ყველაფერს გაუმკლავდებოდნენ... ეს კი ნამდვილად ასე იყო, რადგან, როგორც იქნა,
მიწამ მაინც დაიბრუნა თავისი და არეულობაც საბოლოოდ ჩაწყნარდა...

დასასრული!

~ 280 ~

You might also like