Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

დიმიტრი უზნაძე

„ ასაკობრივი გარემო“
დ.უზნაძე აკრიტიკებდა რა მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის
არსებულ მიდგომას (პერიოდიზაციებს), მიუთითებდა მათ
ცალმხრივობაზე : ესაა ან მხოლოდ განვითარების ბიოლოგიური
თავისებურებები, მაგ. ზრდის ტემპი, ან მხოლოდ სოციალურ
ფაქტორზე დაყრდნობა.

დ. უზნაძის მიერ შემოთავაზებული ასაკობრივი გარემოს პრინციპი


თავისუფალია ამ ნაკლოვანებებისგან, რადგან მისეულ გაგებაში
განვითარების სტადიების გამოყოფა შეიძლება განვითარების პროცესში
მყოფ ფსიქოფიზიკურ ძალებს, ერთის მხრივ და მეორე მხრივ გარემოს
შესატყვისობა., ანუ გათვალისწინებულია შინაგანი და გარეგანი
ფაქტორებიც.

დ. უზნაძის თანახმად ცოცხალი ორგანიზმის შინაგანი


შესაძლებლობები (არა მარტო ცხოვრების დასაწყისში,არამედ
განვითარების ყველა ეტაპზე) თავის შესატყვის გარემო პირობებს
გულისხმობს, რომელთა შეხვედრაც განვითარების აუცილებელი
პირობაა.

მაშასადამე, ერთი მხრივ, ბავშვის ძალთა განვითარება მასზე მომქმედ


ასაკობრივ გარემოზეა დამოკიდებული, ხოლო მეორე მხრივ, პირიქით,
თვითონ ასაკობრივ გარემოს შინაარსი ბავშვის ძალთა განვითარების
დონით განისაზღვრება.

თოთოეულ ასაკს თავისი სპეციფიკური გარემო აქვს, რომელიც


მხოლოდ შინაგანისა და გარეგანის არსებითი კოინციდენციის ნიადაგზეა
შესაძლებელი, სოციალურად განსაზღვრული ასაკობრივი გარემოს
ზემოქმედების პირობებში ხორციელდება.
დ. უზნაძის თანახმად ასაკობრივი გარემო იცვლება და სანამ
ზრდასრულის გარემოს სახეს მიიღებდეს, რამდენიმე განსხვავებულ
სახეს გაივლის. ამის თანახმად დ. უზნაძე არჩევს ბავშვის განვითარების
შემდეგ პერიოდებს:

1. დედის მუცლის ხანა;


2. ახალდაბადებულობის ხანა;
3. ძუძუს ხანა;
4. სკოლისწინარე ასაკის წინა ხანა;
5. სკოლის წინარე ასაკის ხანა;
6. სასკოლო ასაკის ხანა;
7. პროფესიონალური სკოლის ხანა.

You might also like