File Content

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტი: სოციალურ-ეკონომიკური

სტრუქტურა

მდებარეობა, საზღვრები და შემადგენელი მუნიციპალიტეტები


მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს აღმოსავლეთ
საქართველოში და მოიცავს 6 785 კმ²-ს. აღმოსავლეთით რეგიონი ესაზღვრება
კახეთს და საზღვარი გადის კახეთის ქედზე, დასავლეთით ესაზღვრება შიდა
ქართლს და საზღვარი მიუყვება ხარულის ქედს, სამხრეთით საზღვარი ქვემო
ქართლთან ემთხვევა თრიალეთის ქედს, ხოლო ჩრდილოეთით რეგიონი
ვრცელდება კავკასიონის მთავარ ქედამდე და ესაზღვრება რუსეთის ფედერაციის
ავტონომიურ რესპუბლიკებს ჩრდილოეთ ოსეთს, ინგუშეთსა და ჩეჩნეთს.
მოიცავს შემდეგ მუნიციპალიტეტებს: მცხეთის, დუშეთის, ახალგორის,
ყაზბეგის (სტეფანწმინდის) და თიანეთის. ადმინისტრაციული ცენტრია ქ.მცხეთა.
ამჟამად, ახალგორის მუნიციპალიტეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რეგიონს
ეკუთვნის ისტორიულ-ეთნოგრაფიული პროვინციები მთიულეთი, ფშავი, ხევი და
ხევსურეთი.
ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლები
რელიეფური თვალსაზრისით, რეგიონი მოიცავს ვაკის, წინამთიანეთის და
მთიანეთის ზონას; ბოლოვდება ნივალური ზონით. გაბატონებულია ზომიერად
მშრალი სუბტროპიკული კლიმატი (მცხეთის, ახალგორის მუნიციპალიტეტები და
დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბლობის ზონა), რომელიც სიმაღლის მატებასთან
ერთად, გადადის მთის ცივ და მშრალ კლიმატში (დუშეთის მთიანი ზონა და
ყაზბეგის მინიციპალიტეტი). რეგიონი მოიცავს მდინარეების ქსნისა და არაგვის
აუზებს და მდინარე ივრის ზემო წელს. მნიშვნელოვანი ჰიდროგრაფიული
ერთეულებია ბაზალეთისა და ყელის ტბები (საიდანაც სათავეს იღებს მდ. ქსანი),
ასევე ჟინვალისა და სიონის წყალსაცავები. სასარგებლო წიაღისეულიდან
აღსანიშნავია ანდეზიტი, რომლის საბადო თრუსოს ხეობაშია. ბევრია
მინერალური წყაროები. ბუნების ძეგლს განეკუთვნება ტრავერტინის წყება,
რომლითაც მდიდარია მხარე.
მოსახლეობა
2014 წლის აღწერის მიხედვით, მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობა 94 573 ადამიანია.

სიმჭიდროვე 1 კმ²-ზე 13,9 კაცს შეადგენს. რეგიონის მოსახლეობის უმეტესობა

ეთნიკურად ქართველია, ტრადიციულად აქ იყო ოსური სოფლებიც (თრუსოს


ხეობაში), რომლებიც დღეს გაუკაცრიელებულია. აქ მდებარეობს საქართველოში
ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი სოფელი ჭიმღა (დუშეთის
მუნიციპალიტეტი) (სიმაღლე აღემატება 2300 მ.-ს).
ეკონომიკა
ეკონომიკის მთავარი მიმართულებაა სოფლის მეურნეობა. სოფლის
მეურნეობიდან წამყვანია მესაქონლეობა. ვაკის ზონაში მისდევენ მსხვილფეხა
რქოსანი პირუტყვის მოშენებას, მაღალ მთაში, მასთან ერთად, მეცხვარეობასაც.
მესაქონლეობის პროდუქციის წარმოება ადგილობრივ/კუსტარულ დონეზე ხდება.
მკვიდრი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა რძისა და ხორცის პროდუქტების
წარმოება, მატყლის დამუშავება; დიდი ადგილი უჭირავს ეთნოგრაფიული
პროდუქციის რეწვას. მიწათმოქმედება უპირატესად წარმოდგენილია სასათბურე
მეურნეობით.
ეკონომიკის მომდევნო მნიშვნელოვანი დარგია მრეწველობა. კერძოდ,
ენერგეტიკა და კვების მრეწველობა.
ენერგეტიკის მთავარი ობიექტია ჟინვალჰესი (ჰესისთვის წყლის მიწოდებას
არეგულირებს ჟინვალის წყალსაცავი; იქედან მარაგდება თბილისიც სასმელი
წყლით). კვების მრეწველობა წარმოდგენილია ისეთი ობიექტებით, როგორებიცაა
რძისა და საკონდიტრო ნაწარმის კომპანია „ბარამბო“, ლუდისა და უალკოჰოლო
სასმელების კომპანიები „ნატახტარი“, და „ზედაზენი“.
ეკონომიკის მოდევნო დარგია ტრანსპორტი. რეგიონის ტერიტორიაზე გადის
მნიშვნელოვანი მაგისტრალები - სამხრეთ კავკასიის რკინიგზა, საქართველოს
ავტობანი და ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენი (მცხეთის
მუნიციპალიტეტი), საქართველოს სამხედრო გზა (ნატახტარი-ყაზბეგი. მისი
საშუალებით საქართველო რუსეთს უკავშირდება ლარსის გამშვები პუნქტით),
ვლადიკავკაზი-ერევნის მაგისტრალური გაზსადენი.
რეგიონის ეკონომიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარგია ტურიზმი.
შემეცნებითი რეკრეაციის ცენტრია მცხეთა. აღსანიშნავია კლიმატური კურორტი
ფასანაური (დუშეთის მუნიციპალიტეტი). რეგიონში არსებული ბაზალეთის
რეკრეაციული კომპლექსი (დუშეთის მუნიციპალიტეტი), რომელიც 1990-იან
წლებში აიგო ისრაელის ინვესტიციით, ტბის პირველი რეკრეაციული კომპლექსია
საქართველოში. სამთო-სათხილამურო ტურიზმის ცენტრია გუდაური (ყაზბეგის
მუნიციპალიტეტი), ხოლო თავად ყაზბეგი ალპინიზმის ტრადიციული ცენტრია.
გარდა ამისა, ყაზბეგში ტურიზმის ახალი მიმართულებაა ჩიტებზე დაკვირვება
(Birdwatching). ეთნოგრაფიული ტურიზმის განვითარებითვის ყველაზე
პერსპექტიული მხარეა ხევსურეთი.
ახალგორის მუნიციპალიტეტში საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ.

You might also like