Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ლეონარდო და ვინჩი

ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს იტალიაში. მისი გენიოსობა


ხელოვნების და მეცნიერების თითქმის ყველა სფეროში გამოვლინდა.
მისი ნაშრომების შეგროვება და შესწავლა მეცნიერებმა მხოლოდ და
მხოლოდ მე-20 საუკუნეში დაიწყეს. რთულია მოძებნო ისეთი სფერო,
რომელსაც ლეონარდო არ შეხებია. იგი მუშაობდა მექანიკის,
გეოლოგიის, ანატომიის, ფიზიკის, ბოტანიკის სფეროებში, იგი ასევე იყო
ძალიან წარმატებული ინჟინერიაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის
უდიდესი გამომგონებელი იყო. მას შექმნილი აქვს ტანკის პროტოტიპი,
ვერტმფრენის, წყალქვეშა ნავის და სხვა პროექტები. უდიდესი ღვაწლი
მიუძღვის ხელოვნების თეორიის სფეროშიც. აღსანიშნავია მის ნაშრომი
„ტრაქტატი ფერწერაზე“, რომელშიც დამუშავებულია თითქმის ყველა
პრობლემა, რომელიც რენესანსის ფერწერის წინაშე იდგა, მეტიც - მასში
გამოთქმულია აზრები ფერთა სისუფთავის შესახებ საგნის განათებულ
მხარეზე, ფერთა ურთიერთქმედებაზე, ღია ცის ქვეშ მუშაობის
აუცილებლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი თეორიები
ლეონარდოს არ აქვს გამოყენებული თავის ფერწერაში, მრავალი
საუკუნის შემდეგ იმპრესიონისტმა მხატვრებმა სწორედ ამ მეთოდით
დაიწყეს მუშაობა.
იმის გამო, რომ საინჟინრო პროექტებით და სამეცნიერო კვლევებით
იყო დაკავებული ლეონარდო, ხელოვნებისთვის მას ცოტა დრო
რჩებოდა. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ მისი ბევრი ნამუშევარი
დაუსრულებელია, ხოლო ხშირად იგი არც ასრულებდა სურათს, თუ
თეორიულ პრობლემას გადაწყვეტილად მიიჩნევდა. მაგრამ თუ
ნამუშევრის ბოლომდე მიყვანა სურდა, მასზე შეეძლო წლების
განმავლობაში ემუშავა, იქამდე სანამ იდეალურ სრულყოფილ შედეგს არ
მიაღწევდა. ლეონარდოს მსოფლიო ხელოვნების განუმეორებელი
ნამუშევრები აქვს შესრულებული, როგორიცაა „მადონა კლდეებში“,
„ჯოკონდა“, „საიდუმლო სერობა“, ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ყველაზე
იდუმალებით მოცული ნამუშევარია ისტორიაში.
გასაოცარია მისი ნამუშევარი და რენესანსის პირველი მონუმენტური
საკურთხევლის ხატი, „მადონა კლდეებში“. ფორმატი ტიპიური
აღორძინების ხანისთვის დამახასიათებელია. თუმცა სურათი იმითაა
ღირსშესანიშნავი, რომ ფიგურები არა პეიზაჟურ ფონზეა წარმოდგენილი,
არამედ გარკვეულის სივრცის შიგნითაა, სადაც კარგად იგრძნობა
ჰაეროვანი გარემო, ჰაეროვანი სივრცე ფიგურებს შორის, თითქოს ოდნავ
ნისლნარევი ბინდი, რომელიც ყველაფერს მოიცავს. ლეონარდოსთვის
დამახასიათებელმა ამ განსაკუთრებულმა ფერწერულმა ხერხმა
სფუმატოს სახელის წოდება მიიღო - ჰაეროვანი ნისლი, რომელიც
მოიცავს ყველაფერს, კონტურებს სიმკვეთრეს უკარგავს და ფორმებს
არბილებს.
როგორც უკვე აღვნიშნე ლეონარდოს „საიდუმლო სერობა“
ხელოვნების ისტორიის საეტაპო და იდუმალებით მოცული
ნამუშევარია. ლეონარდომ ფრესკა მილანის სანტა მარია დელა გრაციას
სატრაპეროზოს კედელზე შეასრულა. იგი 16 წელი მუშაობდა ამ
კომპოზიციაზე. უზარმაზარ ფრესკაში, დიდ ფერწერულ სივრცეში,
სადაც ადამიანის ფიგურები ნატურალური ზომის 1,5-ია,
განხორციელებულია ლეონარდოს კვლევების შედეგები ფიზიკის,
ოპტიკის მათემატიკის, ანატომიის სფეროში, ხაზოვანი ჰაეროვანი
პერსპექტივის ახალი შესაძლებლობები. ლეონარდო და ვინჩიმ დაისახა
ურთულესი ამოცანა - გადმოეცა მომენტის მნიშვნელობა, მისი სიდიადე
მოციქულების რეაქციის საშუალებით. ამ რეაქციაში მან თორმეტი
სხვადასხვა ფსიქოპიტი, ტემპერამენტიანი, ხასიათი ინდივიდუალურობა
ასახა.

You might also like